ფრენის ილუზია ( 3 )
ნელი ნაბიჯით შემოვიდა კაფეში, ახალგაზრდა წითურთმიან მიმტანს რომელსაც მისი დანახვისას ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ორგაზმი განიცადა, ყავა შეუკვეთა და გვერდით მომიჯდა, მძიმედ გადვყლაპე ნერწყვი და ჩავიჩოჩე რომ ცოტათი მაინც მოვშორებოდი, გაეცინა, - აბა, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? -მხიარული, უდარდელი ხმით გვკითხა, ისე მარტივად აიყოლია საუბარში ქერიმი და ბათო ვითომ აქაც არაფერი, ჰმ, არადა სკოტისთვის რომ გეკითხა, ჯეისონს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, - მაგარი გოგო იყო ძმაო, -ქერიმი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, - ჩემი ძველი ნაცნობია, -უგულოდ თქვა და გადმომხედა, თვალი გამისწორა, თითქოს მხოლოდ მზერით ცდილობდა ჩემთვის რაღაცის ახსნას, უნებურად ავცახცახდი და ცივმა ოფლმა დამასხა, სახე შეეცვალა, თვალებში აშკარა შეშფოთება ჩაუდგა, ჩემი მარცხენა ხელი ხელებში მოიქცია, - რა გჭირს კარგად ხარ? -მკითხა აღელვებული ხმით, მთელი სხეულით ვცახცახებდი, ჯეისონს თვალს ვერ ვაშორებდი, ვუყურებდი როგორ იცვლებოდა ჩემს წინ, როგორ იცვლიდა სახეს, გარშემო უცნაური ნაცრისფერი ლანდები ეხვეოდა და თვალებიდან თითქოს ცეცხლს აფრქვევდა, უეცრად ცხენის ჭიხვინი, საბრძოლო ყიჟინა და ერთმანეთზე შეხეთქებული ფარების ხმა მომესმა, ჯეისონს ხელი გამოვგლიჯე და დაფეთებულმა მიმოვიხედე, - ეს თქვენც გესმით არა? -მივმართე ბიჭებს რომლებიც შეშინებულები მიყურებდნენ, - რა უნდა გვესმოდეს? -ძლივს ამოღერღა ქერიმმა, - ცხენის ჭიხვინი, -ვთქვი და შემდეგ რაც მოხდა არასოდეს დამავიწყდება, დავინახე როგორ გადმოევლო ჩვენგან მოშორებით მდგარ მაგიდას შავ საჭურველში გამოწყობილი, ხმალმომარჯვებული, თითქოს არსაიდან გამჩდარი მეომარი და პირდაპირ ჩემსკენ გამოექანა, ვიკივლე, სკამიდან გადავქანდი და მთელი ძალით დავასკდი იატაკს, მერე რაც მახსოვს ჩემსკენ მთელი ძალით მოქნეული ხმლის ელვარება და გაუსაძლისი მწველი ტკივილი იყო. * * * სანამ თვალს გავახელდი ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და მივხვდი, ისევ მის საწოლში ვიწექი, თავს ძალა დავატანე რომ დამძიმებული ქუთუთოები ამემოძრავებინა, ოთახი დილის ბინბუნდში იყო ჩაძირული, ნუთუ ამდენ ხანს მეძინა? გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ მშვიდი ფშვინვის ხმა არღვევდა, წამოვიწიე და იქაურობა მოვათვალიერე, საწოლთან ახლოს მდგომ სავარძელში მძინარე ჯეისონის დანახვისას რატომღაც გული მომეწურა, მთლიანად მოთენთილი, მოდუნებული იწვა, ფეხშიშველი იყო, ხელები უღონოდ ჰქონდა ჩამოშვებული, პერანგი გაღეღილი და თმა უწესრიგოდ სახეზე ჩამოყრილი, აშკარა იყო მთელი ღამე ამ სავარძელში მჯდომარეს ჰქონდა გატარებული, თვალები მაგრად დავხუჭე და თავს ძალა დავატანე რომ გამეხსენებინა რა მოხდა, კაფეში ვიყავით, მერე ჯეისონი მოვიდა, მერე... მერე... უცნაური ფრაგმენტები, ქაოსურად ირეოდნენ თავში, მერე ტკივილი გამახსენდა, საშინელი ტკივილი მკერდის არეში, მაისური ჩამოვიწიე და მკერდი ხელით კარგად მოვისინჯე, აშკარად არაფერი მჭირდა, ოჰჰჰ, თითქოს გონება ჯიბრში მედგა და უარს მეუბნებოდა ყველაფერი თანმიმდევრულად და ზუსტად ისე გამეხსენებინა როგორც მოხდა, - ყავა მჭირდება, -ჩავიბურტყუნე და წამოვჯექი - სად მიდიხარ? -თვალი არ გაუხელია ისე მკითხა - მე... ყავა უნდა დავლიო, -ენა დამება, მისი ხმის გაგონებისასაც კი ვიბნები და ვწითლდები, შევამჩნიე როგორ გაუპო ბაგეები ძლივსშესამჩნევმა ღიმილმა, გარეული კატასავით გაიზმორა, მხრები შეათამაშა, წამოდგა და ხელი გამომიწოდა, - წამოდი, დღეს საუზმეს მე გავამზადებ, - ასე პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული გამიყვანა სამზარეულოში და მაგიდასთან დამსვა, მერე ტოსტების მომზადება დაიწყო, ცოტა ხანში ტოსტებთან ერთად ცხელი სითხით სავსე ფინჯანი დამიდგა წინ რომელსაც სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, ჟასმინის და კიდევ რაღაც ბალახების, მერე ჩემს წინ ჩამოჯდა და საუზმეზე მანიშნა, - ჭამე, - ჰო მაგრამ, მე ყავა მინდოდა, - ვიცი და სწორედ ამიტომ გაგიმზადე ჩაი, -დაინახა რომ მოვიღუშე და სიცილით დაამატა, - ნუ იბღვირები და დალიე, დარწმუნებული ვარ მოგეწონება, მოვსვი, უცნაური გემო ჰქონდა მაგრამ გემრიელი იყო, ტოსტი ჩავკბიჩე, ამასაც არა უშავდა, თვითონ არაფერს ჭამდა უბრალოდ იჯდა და მიყურებდა, - ბიჭები სად არიან? -უცბად გამახსენდა რომ დღეს ბათო და ქერიმი არ დამინახავს, - საქმე ჰქონდათ, ალბათ შუადღისას დაბრუნდებიან, - გასაგებია, ისე შენ რატომ არ ჭამ? - არ მშია, დილით საერთოდ არ ვჭამ ხოლმე, აი შენ კი დილით ყოველთვის კარგად უნდა ჭამო, ჯერ პატარა ხარ და კარგად კვება გჭირდება, - პატარა? -ტოსტი ხელში გამიშეშდა და წარბაწეულმა შევხედე, -რისი თქმა გინდა? - კარგი, არასწორად რომ არ გაიგო, მაშინ დავაკონკრეტებ, ჩემთან შედარებით პატარა, -მითხრა, ნიკაპი ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელებზე ჩამოაყრდნო და უცნაურად გახალისებულმა შემომხედა, ჰმ, ალბათ გონია ვერ ვხვდები როგორ ცდილობს ჩემს გაბრაზებას, ისე უნდა ვაღიარო რომ მის არცერთ მცდელობას არ ჩაუვლია უკვალოდ. - გასაგებია, მე თუ პატარა ვარ შენ რამდენი წლის ხარ ჯეისონ, -ვკითხე და ყურადღებით შევათვალიერე, ძალიანაც რომ მომენდომებინა ოცდახუთ წელზე მეტს ვერ მივცემდი, - ჯობია თუ ამ საკითხს არ ჩავუღმავრდებით, -ცივად მითხრა წამოდგა და დივანზე გადაინაცვლა, ასაკსაც კი არ ამხელს, ღმერთმა იცის იქნებ ჯეისონიც კი არ ქვია... - ამდენი ფიქრი საჭირო არ არის ჰანა, თუ მორჩი საუზმობას მოდი, სალაპარაკო გვაქვს, -დივანზე თავის გვერდით დაარტყა ხელი, აღარაფერი მითქვამს, მაგიდა ავალაგე, თეფშები ნიჟარაში ჩავაწყვე და გვერდით მივუჯექი, ცალი ფეხი აიკეცა ჩემსკენ მოტრიალდა, საზურგეს იდაყვით დაეყრდნო და ჩემი ხელი ხელში მოიქცია, გრილი თითები ჰქონდა ოდნავ მიჭერდა და ვგრძნობდი როგორ ვრცელდებოდა მთელ სხეულში მისგან მომდინარე სასიამოვნო იმპულსები, თვალები დავხუჭე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, - აბა, მეტყვი რა მოხდა გუშინ? დავიძაბე, ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ფრაგმენტებად ცოცხლდებოდა ჩემს გონებაში გუშინდელი საღამო, ჯანდაბა, მგონი რაღაც მომეჩვენა და გიჟივით ვიქცეოდი, წამიერად თვალწინ გამიელვა პრიალა შავმა ჯავშანმა და ოქროსფერმა გერბმა, მკერდში ისევ ვიგრძენი ტკივილი, ამ ყველაფერს ვერ მოვყვებოდი, ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა რომ გავგიჟდი, - ამაზე საუბარი არ მინდა ჯეისონ, უბრალოდ დაღლილობის და სტრესის ბრალია ეს არის და ეს, რაც ჩამოვფრინდი მას შემდეგ კარგად ვერ დავისვენე, სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრებამ... - კარგი რა ჰანა, ჩვენ უცხოები ვართ? -ისე გულწრფელად გაიკვირვა თითქოს ის ბათო და ქერიმი ჩემი ბავშვობის მეგობრები ყოფილიყვნენ, თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა, - მართლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი გთხოვ, არ მინდა იფიქრო რომ შევიშალე, ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომსვლია, რაც მე დავინახე არ იყო უბრალოდ მოჩვენება, მაგრამ არც სინამდვილე არ იყო, რადგან სხვას არავის არაფერი დაუნახავს ასე რომ... - ახლა ვერ აგიხსნი რატომ მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი მომიყვე, გპირდები არ ვიფიქრებ რომ შეშლილი ხარ, -გამიღიმა და გამამხნევებლად მომიჭირა ხელზე ხელი, - ცხენის ხმა გავიგე, -ვთქვი, შევჩერდი და თვალებში შევხედე, სულაც არ ეტყობოდა რომ ჩემი არ ჯეროდა ან დამცინოდა, პირიქით სრულიად სერიოზულად, გაფაციცებული მისმენდა, - ცხენის ჭიხვინის ხმა, მერე თითქოს ბრძოლის, ხმლების და ფარების ჭახუნი, - ბრძოლა არ დაგინახავს მაგრამ ხმა გაიგე? - ჰო ასეა - თუ არ დაგინახავს როგორ მიხვდი რისი ხმა იყო? - არ ვიცი, ამას ვერ ვხსნი, უბრალოდ ხმები მესმოდა და ვიცოდი რაც ხდებოდა, მერე ის დავინახე, შავი აბჯრით შემოსილი მეომარი, ხელში ხმალი ეკავა ჩემსკენ წამოვიდა, მომიქნია და მკერდში ჩამასო... ჯეისონი დაიძაბა, შესამჩნევად აღელდა, სუნთქვა აუჩქარდა - შეგიძლია მეომარი უფრო დეტალურად აღმიწერო? - მაღალი იყო, მთლიანად ჯავშნით დაფარული, სახეც კი არ უჩანდა, ერთადერთი რაც მახსოვს მკერდზე ოქროსფრად გერბი ჰქონდა გამოსახული, რაღაც ჩიტისმაგვარი ეხატა, არა უფრო არწივისმაგვარი, ზუსტად არ მახსოვს, - ესე იგი არწივი არა? -ხელი გამიშვა, წამოდგა და ოთახში ნერვიულად ბოლთის ცემას მოჰყვა, -რატომ ახლა? რატომ მაინცდამაინც ახლა? -ჩაილაპარაკა და მუშტი გამეტებით დასცხო კედელს, ვიყურებდი და ვფიქრობდი, ჩემი გონება გამალებით მუშაობდა და უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ის ყველაფერი ნამდვილად არ იყო უბრალოდ მოლანდება, არც ჯეისონი იყო უბრალო ბიჭი როგორადაც თავს გვაჩვენებდა, რაღაც ხდებოდა, რაღაც რაზეც წარმოდგენა არ მქონდა და რაშიც მეც ვიყავი გარეული, - მეტყვი რა ხდება? -ვკითხე და მეც წამოვდექი, ამღვრეული თვალებით მომაჩერდა, ერთხანს დაჟინებით მიყურებდა, თითქოს ცდილობდა ჩემი სახე გონებაში უშეცდომოდ აღებეჭდა. - ის არ უნდა ყოფილიყო, ოღონდ ის არა, უფლებას არ მივცემ რამე დაუშაონ, უფლებას არ მივცემ წამართვან, -მომესმა და ახლა ნამდვილად ვიცოდი რომ არ მეჩვენებოდა, ოღონდ ვერ გამეგო რა ხდებოდა, ის იყო, მისი ხმა, ვუყურებდი და ვხედავდი რომ არ საუბრობდა, არაფერს ამბობდა, ტუჩებს არც კი ამოძრავებდა მაგრამ მისი ხმა მესმოდა, თვალები დავხუჭე და თავზე ხელები შემოვიჭდე, ჯანდაბა, ეს ყველაფერი უკვე ფანტასტიკის სფეროს სცდებოდა, მხარზე ფრთხილი შეხება ვიგრძენი, - კარგად ხარ? ვერ გავბედე მისთვის თვალებში შემეხედა და ჩემს ფეხებს დავაშტერდი, - ახლა რაღაც უნდა გითხრა მაგრამ ვიცი რომ არ დამიჯერებ, -ამოვილუღლუღე და წინასწარ მოვემზადე, არც კი ვიცი რისთვის, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა... - თქვი, -მითხრა სრულიად მშვიდი ხმით. - ხანდახან მგონია რომ შენი ფიქრები მესმის, -მოვჭერი მოკლედ და ტუჩი ისე მწარედ მოვიკვნიტე რომ პირში სისხლის გემო ვიგრძენი, - ვიცი, -ისე უბრალოდ მითხრა, თითქოს ვალუტის კურსის ან ამინდის შესახებ მეთქვას რამე, მომეხვია და მაგრად ჩამიკრა გულში, ხელებს ისე მხვევდა რომ სუნთქვა მეკვროდა, თვითონაც მიკვირდა იმდენად კარგად ვხვდებოდი რას გრძნობდა, დაბნეული იყო, სასოწარკვეთილი... თავი მხარზე დავადე და გავყუჩდი, არ მჯეროდა რომ ამას ვაკეთებდი, ორი დღის წინ გაცნობილ ბიჭს მთელი სხეულით ვეკვროდი და ეს იმდენად მსიამოვნებდა რომ არ მინდოდა ეს წუთები დასრულებულიყო, ჩვენს შორის ზედმეტი არაფერი თქმულა, არაფერი ყოფილა და მაინც მის მიმართ უჩვეულო მიზიდულობას ვგრძნობდი, კავშირს რომელიც ნელ-ნელა ძლიერდებოდა და მთელ ჩემ არსებას წალეკვას უქადდა, - მართლა გჯერა ჩემი? -ხმა ისე მქონდა ჩამწყდარი თვითონაც ძლივს გავიგე რას ვამბობდი, - რათქმაუნდა მჯერა, გახსოვს რა მოხდა აივანზე? პირველად მაშინ გაიგონე რას ვფიქრობდი, მეორედ კაფეში როცა ქუჩიდან გიყურებდი, - ანუ გჯერა და უცნაურობად ან სიგიჟედ არ მიგაჩნია? -ვიგრძენი როგორ გაეღიმა, თავზე ხელი გადამისვა და გრძელი თითები ჩემს თმებში ახლართა, - ეს ყველაზე ნაკლები უცნაურობაა მათ შორის რასაც დღეის შემდეგ გაიგებ ან ნახავ, წინასწარ მინდა გთხოვო პატიება იმ ყველაფრისთვის რაც მოხდება და რისი გადატანაც მოგვიწევს, მაპატიე, იმდენად ეგოისტი ვარ რომ არ შემიძლია, უბრალოდ სახლში გაგზავნო და გითხრა რომ ეს ყველაფერი დაივიწყო, არც ის შემიძლია რომ მე წავიდე და დაგტოვო, უბრალოდ არ შემიძლია, თავი ასე უძლურად არასოდეს მიგრძვნია, ხელი გამიშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მაშინვე უცნაურად გამაჟრჟოლა როგორც კი მისი თბილი სხეული მომშორდა, - ასე ვერ მოვიქცევი, ის ძალიან პატარაა, ჩემთან შედარებით ბავშვია, საკუთარი ცხოვრება აქვს, უფლება არ მაქვს ეს ცხოვრება წავართვა, -მომესმა ისევ და ამჯერად აღარ გამკვირვებია, მის გონებას გადაშლილი წიგნივით ვხედავდი და ვგრძნობდი როგორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით იყო შეპყრობილი, - მეგონა ცოტა ხნის წინ შევთანხმდით რომ პატარა არ ვარ, -გაბრაზებულმა გამოვცერი კბილებში, -და კიდევ, ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა და მე გადავწყვეტ როგორ უნდა მოვიქცე, ისეთ რამეს ისედაც არ გავაკეთებ რისი გაკეთებაც არ მენდომება ასე რომ თავს რამეში ტყუილად ნუ დაიდანაშაულებ. - ჯანდაბა, ჯერ ვერ შევეჩვიე რომ ჩემს აზრებს კითხულობ, -ჩაილაპარაკა და სახის წინ სწრაფი მოძრაობით გადაიტარა ხელი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ხელი მკრა რომ მისი გონებიდან გამოვეძევებინე და მერე ყველა ფიქრი გაქრა, - მაპატიე ძალით არ გამიკეთებია, ეს ჩემდა უნებურად ხდება, -ცოტა არ იყოს დარცხვენილმა ჩავილაპარაკე, - შენ არაფერ შუაში ხარ, -გამიღიმა, -ბევრი ვარჯიში მოგიწევს რომ ამ ყველაფრის კონტროლი ისწავლო, ჩემი ბრალია რომ თავის დაცვა მავიწყდება, შენს გვერდით საკუთარ თავს არ ვგავარ, თავგზას მირევ ჰანა, ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში პირველადაა რომ გრძნობებს წინააღმდეგობას ვერ ვუწევ, სიმართლე რომ გითხრა, უკვე წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც აღარ მაქვს, ისევ მომიახლოვდა და ისე რომ ვერც კი გავიაზრე რა ხდებოდა, გახურებული ტუჩებით ლოყაზე მომეკრო, ზუსტად ტუჩის კუთხესთან, სხეულში უცნაური სიმხურვალე ჩამეღვარა და თვალები მივნაბე, რატომღაც ვერ გავბედე მოვხვეოდი, არადა როგორ მინდოდა მის წაბლისფერ თმაში თითები შემეცურებინა... - მე ცოტა ხნით უნდა გავიდე, აუცილებელი საქმე მაქვს, -შედარებით შორიდან მომესმა მისი ხმა და თვალები გავახილე, უკვე შემოსასვლელ კართან იდგა და ისეთი სახით მიყურებდა რომ მივხვდი ახლა გულიანად გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა, სახე გამიხურდა, ღმერთო რა სირცხვილია, ამდენ ხანს თვალდახუჭული ვიდექი? სანამ გავიდოდა უეცრად კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა თავში და კიდევ უფრო მეტად შემრცხვა, - მოიცადე, რაღაც მინდა გკითხო, -შევაჩერე. - გისმენ, - მე თუ შენი ფიქრების წაკითხვა შემიძლია, ესე იგი შენც კითხულობ ჩემსას, ასეა? მარცხენა ტუჩის კუთხე ღიმილისგან აეპრიხა და თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუთამაშდა, - ისეთს რას ფიქრობ რომ ასე ძალიან გეშინია შენი ფიქრები არ წავიკითხო? - კარგი, კარგი, შენი აზრების წაკითხვა არ შემიძლია, -დაამატა სწრაფად როცა მიხვდა რომ უკვე ვბრაზდებოდი, -ჰო და კიდევ, გარეთ მარტო არ გახვიდე და სანამ ვინმეს კარს გაუღებ კარგად შეამოწმე ვინ არის, ვიცი რომ ბევრი კითხვა გაქვს, გპირდები როცა მოვალ, ხანგრძლივი საუბარი გვექნება და ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს. უხმოდ დავუქნიე თავი და როგორც კი კარი გაიხურა, ღონემიხდილი მივესვენე სავარძელზე და თვალები დავხუჭე, ტუჩთან ჯერ კიდევ ვგრძნობდი მისი ტუჩების შეხებისგან დატოვებულ სითბოს, უნებურად გამეღიმა. - მგონი თავს უკვე კარგად გრძნობ, -ბათოს ხმის გაგონებისას თვალები დავაჭყიტე და დაფეთებული წამოვხტი, - როდის მოხვედით არაფერი გამიგია, - რას გაიგებდი ნეტარი აზიზივით სახეგაბრწყინებული იჯექი, აშკარად არ იყავი ამ სამყაროში, -ჩაიხითხითა ქერიმმა და პროდუქტით სავსე პაკეტები სამზარეულოს მაგიდაზე შემოაწყო, - ოღონდაც მითხარით რომ ლუდი მოიტანეთ, -რატომღაც ძალიან მომინდა ცივი ლუდის დალევა. - არა დღეს არ მოგვიტანია, -ბათომ მხრები აიჩეჩა, თანაც შენ ხომ არ გიყვარს, - არ მიყვარს მაგრამ რატომღაც ახლა ძალიან მომინდა, -ჭირვეული ბავშვივით დავიწუწუნე, - ახლავე ამოგიტან მაგრამ იქნებ არ ღირდეს დალევა, გუშინ ძალიან ცუდად იყავი, შეგვაშინე, -ქერიმის ხმაში გულწრფელი ზრუნვა იგრძნობოდა. - ერთი ქილა არაფერს დამიშავებს, თანაც უკვე კარგად ვარ, თქვენ არ შეგაწუხებთ, მე ჩავირბენ და ამოვიტან, -იქვე მიგდებულ საფულეს ხელი დავავლე და კარისკენ წავედი, - სდექ პატარა ქალბატონო, ბათოს შეძახილმა ადგილზე გამაშეშა, -ჩვენც მოვდივართ. - რა იყო რამე დაგავიწყდათ? მე მითხარით და წამოგიღებთ, - ჯეისონმა გვთხოვა რომ მის მოსვლამდე ყურადღება მოგაქციოთ და მარტო არსად გაგიშვათ, -თქვა ქერიმმა და ბათოსგან გვარიანი მუჯლუგუნიც მიიღო ფერდში, გამეღიმა - ნუ ჩხუბობთ, სულელი ხომ არ ვარ, მაინც მივხვდებოდი, ადექით, წავიდეთ. * * * სუპერმარკეტი იქვე ქუჩის კუთხეში მდებარეობდა, შენობიდან გარეთ გავედით თუ არა უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაც დაჟინებით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა, რატომღაც შემამცივნა და კანი დამეხორკლა, - კარგად ხარ? -ბათოს ჩემი მდგომარეობა არ გამოპარვია, - სიმართლე რომ გითხრა, არც ისე კარგად ვარ, მაგრამ ჯობია თუ ამ თემაზე არ ვისაუბრებთ, ისედაც გუშინდელის მერე ძალიან მრცხვენია, იმედია არ ფიქრობთ რომ... -საფეთქელთან მიტანილი თითი დავატრიალე და ნაძალადევად გავიღიმე, - შენ მაგაზე ნუ იფიქრებ, მე და ქერიმს ისეთები გვაქვს ნანახი ნამდვილად ვერ გაგავაკვირვებ. - ჰო, ნამდვილად ასეა, -დაუდასტურა ქერიმმა და მხიარულად გამკრა გვერდი, ხომ ასე ცოტა ხანია ვიცნობდი ამ ბიჭებს და უკვე ვგიჟდებოდი მათზე, საოცრად თბილები კარგები და უშუალოები იყვნენ, - მიყვარხართ, -ვთქვი სრულიად გულწრფელად და ხელები ფართოდ გავშალე, ერთდროულად მეცნენ და ალბათ ხუთი წუთი მაინც არ დამიშვეს ძირს, საოცრად გახალისებულები შევიჭერით მაღაზიაში, ისინი ჩიპსების ასარჩევად წავიდნენ, მე კი სასმელების განყოფილებას მივაშურე, ლუდის ბევრი არაფერი გამეგებოდა და ამიტომ დიდხანს ვიდექი მაცივართან და ვფიქრობდი რომელი ამეღო. - დაგეხმაროთ? სასიამოვნო რბილი ხმით ესპანურად შემეკითხა ვიღაც, სწორედ რომ დროულია, ახლა კონსულტანტი ნამდვილად მჭირდებოდა, მოვტრიალდი და შევცბი, ჩემს უკან მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს აშკარად ეტყობოდა რომ ამ მაღაზიის თანამშრომელი არ იყო, მთლიანად შავებში გამოწყობილი, ჯიბეებში ხელებჩალაგებული, ჭროღა თვალებით მიყურებდა და მხოლოდ ტუჩებით მიღიმოდა, - საჭირო არ არის, ჩემს თავს თვითონ მივხედავ, -ვუპასუხე და პირველივე ლუდის შეკვრა რომელიც ხელში მომხვდა, ურიკაში ჩავუძახე, - ვფიქრობ გაგიჭირდებათ ამის გაკეთება, -აშკარად არ ნებდებოდა, - რა გამიჭირდება, ლუდის არჩევა? - საკუთარი თავის მიხედვა, მითუმეტეს როცა ჯეისონისნაირ არსებასთან გაქვთ საქმე. პირველად ვიყავი ასეთი დაბნეული, ვერ მივხვდი რა უნდა მექნა, ჩემს პირდაპირ მდგომმა მამაკაცმა აშკარად იგრძნო ჩემი დაბნეულობა და შეტევაზე გადმოვიდა, - ვიცით რომ ჯეისონის შესახებ ბევრი რამ არ იცი და ვერც გაიგებ, ის არასდროს მოგცემს უფლებას მისი ნამდვილი სახე დაინახო, გატყუებთ, ისეთი არ არის როგორადაც თავს გაჩვენებთ, საფრთხეში ხარ ჰანა. - ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ? -მხოლოდ ამ კითხვის დასმა შევძელი. - ჩვენი ორგანიზაცია მთავრობისთვის მუშაობს და მისი მსგავსი არსებებისგან შენნაირ უდანაშაულო ადამიანებს ვიცავთ, ვიცი ძნელია ამ ყველაფრის დაჯერება, მით უმეტეს როცა მისნაირ მანიპულატორთან გაქვს საქმე, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და შენთვის უკეთესი იქნება თუ მეორე მხარესაც მოუსმენ. -ჯიბიდან პატარა შავი ბარათი ამოაძვრინა და გამომიწოდა, გამოვართვი, ბარათზე მხოლოდ ტელეფონის ნომერი ეწერა, ორ დღეს გაძლევთ, დაგვირეკე, შეგვხვდი, ყველაფერს აგიხსნით, თუ არადა შემდეგ გვიან იქნება, -მითხრა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სექციიდან. - რამე აარჩიე? -ბიჭებს უკვე აევსოთ კალათა სასუსნავებით და ახლა ჩემს კალათას ათვალიერებდნენ. - ეს არაფრად ვარგა, -ქერიმმა ჩემი არჩეული ლუდი უკან შეაწყო და სხვა შეკვრა გადმოიღო, ერთხანს იმაზე კამათობდნენ კიდევ რა სასმელი დაემატებინათ, მე კი თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა, არსება, იმ კაცმა ჯეისონს არსება უწოდა და არა ადამიანი, ნეტავ რისი თქმა უნდოდა? ნაძალადევად გავიღიმე როცა ბათომ ორი ბოთლი ტეკილა დამანახვა და ბარათს ხელი მაგრად მოვუჭირე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.