შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კავშირი სინათლისა და სიბნელის (III თავი)


16-12-2021, 19:56
ავტორი Mellien
ნანახია 792

თორეიდინს ადრე გაეღვიძა, როცა თვალი გაახილა პირველად ვერ მიხვდა რას აკეთებდა აქ, თუმცა მალევე ამოუტივტივდა გუშინდელი ღამის მოგონებები. მალევე მოავლო თვალი გამოქვაბულს, იქვე ონთანდორს მოკრა თვალი, ტბის პირას იჯდა და მის სიღმეში იყურებოდა. რაღაცაზე ფიქრობდა. თორეიდინი ფეხზე წამოდგა და ტანსაცმელი ჩამოიფერთხა, მოძრაობის ხმაზე ონთანდორმა თორეიდინისკენ გაიხედა:

-დილამშვიდობისა. -ღიმილით მიუგო თორეიდინმა და ელფისკენ წავიდა. ელფმა მხოლოდ თავი დაუქნია. -ჭრილობები როგორ გაქვს, ისევ გაწუხებს?

-ახლა აღარ. -მიუგო ელფმა და მისმა მზერამ ტბისკენ გადაინაცვლა.

-მიხარია. შენ დასვენება გჭირდება. ცოტა კიდევ უნდა დაიძინო. -ონთანდორის მზერამ ისევ თორეიდინზე გადაინაცვლა. თორეიდინს შეეძლო დაეფიცა, რომ მის სახეზე ოდნავ ღიმილი შენიშნა- მე ქალაქში დავბრუნდები. შენს სამკურნალოდ რაღაცეები მჭირდება, რასაც აქ ვერ მოვიპოვებთ. ასევე არც ის მინდა ჩემებმა ინერვიულონ, გუშინ ღამის მერე არ დავბრუნებულვარ... საჭმელსაც მოვიტან.
-თორეიდინმა ონთანდორს შეხედა- ოღონდ... არსად არ წახვიდე კარგი?
-სულელი ხარ? -იმდენად უეცარი კითხვა იყო, თორეიდინმა გაკვირვებისგან წარბები მაღლა აწია- ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად შორს წავალ არა? თუ რა თქმა უნდა შუა გზაში არ მოვკვდი.
-მე... საერთოდაც მშვენივრად გამოიყურები! -თავს ნამდვილ სულელად გრძნობდა, სასიკვდილო ჭრილობებით სად წავიდოდა- საერთოდ მე წავალ.

ონთანდორს თორეიდინისთვის არც შეუხედია, ამიტომ თორეიდინმა მისი მოსასხამი აიღო და გამოქვაბულიდან გავიდა. მზე უკვე ბოლომდე ამოსულიყო და მთელს ტყეში ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, თორეიდინმა მოსასხამი მოიცვა, მისი ქუდი წამოიფარა და ხეებით გაიკვალა გზა ქალაქისკენ. უცებ თვალწინ წარმოუდგა მისი ბიძაშვილის ზანიას სახე, ალბათ კითხავდა მთელი ღამე სად იყო, ან წვეულებაზე რატომ არ მივიდა, ღმერთებო ანმდვილად უნდა ეცადა მისთვის თავი აერიდებინა. საღამომდე უკან უნდა დაბრუნებულიყო, არ უნდოდა მარტო დაეტოვებინა ონთანდორი.ქალქს როცა მიუახლოვდა, ისეთი გზა აირჩია სადაც ბევრი ხალხი არ შეხვდებოდა, სასახლეში შეუმჩნევლად შესვლა ერჩივნა. ისევ იმავე გზით დაბრუნდა თავის ოთახში, რა გზითაც გუშინ გამოაღწია.

მოსასხამი და ტყავის, გრძელი ჩექმები გაიხადა, თმები გაიშალა, ლურჯ ტანსაცმელში გამოეწყო, ზემოდან მწვანე მოსასხამი მოიცვა, მისი გვირგვინი დაიდგა და ოთახიდან გავიდა. ოთახიდან გასვლა და მისი მამიდაშვილის ფეის გამოჩენა ერთი იყო, როგორც ჩანს თორეიდინის ოთახისკენ მიდიოდა. ფეინი კარგი გარეგნობის იყო, მუქი მწვანე თვალები ქონდა და მოკლედ შეჭრილი ყავისფერი თმა. ფეინმა როგორც კი თორეიდინი დაინახა წარბები შეჭმუხნა „ჯანდაბა აშკარად შარში ვარ" გაიფიქრა თორეიდინმა, თუმცა ღიმილით დადგა მისი მამიდაშვილის წინ:

-თორეიდინ, სად იყავი მთელი ღამე? -კითხა ფეინმა. ისეთი გამომეტყველება ქონდა, კაცი იფიქრებდა, რომ აქ და ახლავე თანახმა იყო თორეიდინის მოსაკლავად.

-უბრალოდ არ ვიყავი წვეულების ხასიათზე. -მიუგო თორეიდინმა- საერთოდაც შენც იცი ამ სიხარულს არ ვიზიარებ. ეს ხომ ჩვეულებრივი თავის მოტყუებაა, მერე რა რომ ერთხელ დანაკარგის გარეშე დავბრუნდით, ომი შეწყდა? არა.
ფეინის გამომეტყველება ოდნავ მოლბა, თვითონაც იცოდა, რომ თორეიდინი მართალი იყო. ომი არ დასრულებულა და ჯერ კიდევ შორს იყო დასრულებისგან.

-შენ მეფე ხარ თორეიდინ... შენი ხალხის გვერდით უნდა იყო, თუნდაც მათ აზრს არ იზიარებდე.

-არ მჭირდება ვინმეს თავი მოვაჩვენო თითქოს ბედნიერი ვარ. ვის რაში ჭირდება მოჩვენებითი მშვიდობა ან მოჩვენებითი ღიმილი და ბედნიერება.

-უბრალოდ სხვა დროს ვინმე მაინც გააფრთხილე ხოლმე. სხვათა შორის შენი ნახვა მინდოდა. ალმენდინიდან წერილი მოვიდა, შენ გარეშე არ მინდოდა გამეხსნა.
-ფეინმა მისი მოსასხამიდან დალუქული წერილი ამოიღო, რომელიც დალუქული იყო და ალმენდინის გერბი ამშვენებდა. ალმენდინის გერბზე ორი მზესუმზირა იყო გამოსახული. თორეიდინმა ფეინს წერილი გამოართვა და გახსნა, როცა წერილი ბოლომდე წაიკითხა, ღრმად ამოისუნთქა და ფეინს შეხედა.

-კიდევ აპირებენ შემოტევას... საზღვრის დასავლეთ მხარეს. ხუთასი კაცი საკმარისი იქნება დასახმარებლად, გაუშვი ისინი ვენლნის სარდლობით. მას ვენდობი, ვიცი რომ იმედებს არ გამიცრუებს. აქედან სამასი საზღვართან წავა, ორასი ალმედინში დარჩება, ასევე ალმენდინიდან გავა ხუთასი მეომარი საღვრისკენ, სამასი კი ქალაქში დარჩება.

-გადავცემ ყველაფერს ვენლნის. შენ რას აპირებ?

-მე ქალაქში დავრჩები, ზღვის მხრიდანაა დედაქალაქზე შეტევა მოსალოდნელი. ასევე ადამიანთა სამეფოდან აპირებენ ელჩები მოსვლას, მათთან კავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

-გასაგებია. -თავი დახარა ფეინმა და წასასვლელად მოემზადა.

-ფეინ. -თორეიდინმა ის შეაჩერა- ვენლნის გადაეცი, თუ ტყვეები ეყოლება, მათ არაფერი დაუშავოს. პატივისცემას ისინიც იმსახურებენ, ისინი უბრალოდ ბრძანებას ასრულებენ, ზოგი შეიძლება ამას შიშის გამოც აკეთებს. მათ არაფერი არ უნდა დაუშავდეთ. -ფეინს არაფერი უთქვია მხოლოდ თავი დაუქნია და თორეიდინს გაცილდა.

მოწინაარმდეგე მხარიდან აყვანილი ტყვეების მიმართ თორეიდინი ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო, ერთ-ერთი მათგანი, კეინენი პირად დაცვადაც კი აიყვანა. ბევრს მისი ეს თვისება არ მოწონდა, ხალხის დიდი ნაწილი გულუბრყვილოდ და მიმნდობად თვლიდა. იქნებ მართლებიც იყვნენ და მართლა გულუბრყვილო და მიმნდობი იყო, მაგრამ ერთადერთი რაც უნდოდა ეს ორ მხარეს შორის მშვიდობა იყო. მამამისის სიკვდილისას, მის საფლავთან სწორედ ეს პირობა დადო და ამას აუცილებლად შეასრულებდა. ონთანდორის ნახვის მერე ამის იმედი უფრო მეტად გაეზარდა, ონთანდორი მას ენდო და ისიც ენდო ონთანდორს, ეს კი მისთვის იმ იმედის სხივივით იყო, რომელსაც დიდხანს, ძალიან დიდხანს ყველგან ეძებდა.

მთელი დღე სასახლეში გაატარა, საზღვაო დაცვა გაამკაცრა და კიდევ ასი კაცი დაამატა, თუკი მართლა აპირებდნენ ზღვიდან შემოტევას დედაქალაქამდე მიღწევის უფლებას არცერთ მათგანს არ მისცემდა. საღამო ხანს წერილი მოუვიდა ესმერისგან. ადამიანები ამ ღამეს ოკლენდერში გაათევდნენ და ხვალ უკვე დედაქალაქში იქნებოდნენ. უკვე საღამო იყო და ჰაერიც ცოტა აგრილდა, ონთანდორი მთელი დღე მარტო დატოვა, ამას არ გეგმავდა, მაჰრამ ასე გამოვიდა. დრო იყო უკან დაბრუნებულიყო.

ტანსაცმელი ისევ გამოიცვალა და სასახლე დატოვა. მდინარის პირა გზას გაუყვა, ლამაზი იყო დედაქალაქი საღამოობით. ხალხი ყოველ საღამოს ბლომად იყრიდა ხოლმე თავს, უმღეროდნენ მთვარეს და ვარსკვლავებს, ან ზოგგან ისტორიების და სიმღერების მიხედვით, დგამდნენ ხოლმე სანახაობას. ამჯერადაც ასე იყო, ქალაქში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, აქ იყვნენ ბავშვებიც და უფროსებიც, ცეკვავდნენ და მღეროდნენ, სწამდათ, რომ მათი მეგობრები და ნათესავები რომლებიც ახლა, ბრძოლაში იყვნენ შინ მშვიდობით დაბრუნდებოდნენ. თორეიდინი ერთ-ერთ დახლთან გაჩერდა, დახლზე უამრავი სამკურნალო მცენარე და ელექ იდო, თორეიდინმა ერთ ლურჯ სითხეს და ორი სახის მცენარეს დაავლო ხელი, კაცს რომელიც დახლთან იდგა ფული გადაუხადა და მოცილდა. გაახსენდა, რომ ონთანდორს არც საჭმელი ქონდა, ამიტომ რამოდენიმე პურის ნაჭერი და ცოტა ხორციც იყიდა. ბოლოს ქალაქიდან გავიდა და ტყეში გზა გაიკვალა გამოქვაბულისკენ.

გამოქვაბულს მალე მიუახლოვდა, შიგნით როგორც კი შევიდა ონთანდორის ხმა გაიგო:

-დაიგვიანე. -თორეიდინმა ელფს შეხედა, რომელიც როგორც დილას ახლაც ტბის პირას იჯდა.

-ვიცი. მაპატიე. უფრო ადრე ვერ მოვედი. სამაგიეროდ საჭმელი მოგიტანე და სამკურნალოდ საჭირო რაღაცეებიც ვიყიდე. -გაუღიმა თორეიდინმა- ვიცი რომ გშია, რამოდენიმე პურის ნაჭერი და ხორცი მოვიტანე. შენ ჭამე მე კი წამალს მოვამზადებ. სულ ცოტა დარჩა, ხვალ უკვე თავს სრულიად ჯანმრთელად იგრძნობ.
თორეიდინმა ელფის წინ ლურჯ ნაჭერში გახვეული საჭმელი დადო.

-შენ არ გშია?

-მე უკვე ვჭამე. ეს მხოლოდ შენთვის მოვიტანე, -თორეიდინმა მცენარეები და ლურჯი სითხე აწია- თანაც საქმე მაქ.

თორეიდინი გამოქვაბულის მეორე მხარეს გავიდა, დიდი ქვა იდგა სადაც ყველაფერი დაალაგა რაც საჭირო იყო წამლის გასაკეთებლად, შემდეგ სასმისი აიღო სადაც შეეძლო წამალი ჩაესხა და მზადებას შეუდგა. შუა მზადების პროცესში მის წინ ონთანდორი იგრძნო, აიხედა და პირდაპირ თვალებში შეხედა ელფს.

-რამე მოხდა, რის გამოც დაიგვიანე?

თორეიდინმა ისევ მცენარეებს დახედა.

-ხმები დადიოდა, რომ შენი ხალხი -ონთანდორმა წარბები აწია- ალმენდინის საზღვრებს უტევენ, თუმცა შეიძლება ეს სიცრუე იყოს და ზღვის მხრიდან დედაქალაქს შემოუტიონ. ამ ინფორმაციის გამო დავიგვიანე.

-ჩემი ხალხი?

-ხო. არ მითხრა, რომ მოწინააღმდეგე მხარიდან არ ხარ, შენი ჭრილობები ვნახე, მაგ საწამლავს მხოლოდ კარტენდერში მცხოვრები ელფები იყენებენ.

-იცოდი რომ მოწინააღმდეგე მხარიდან ვიყავი და მაინც დამეხმარე? ასეთი უპასუხისმგებლო ხარ?

თორეიდინმა ელფს ისევ თვალებში შეხედა.

-მე მჯერა რომ შეგვიძლია გაერთიანება... შენი პოვნა ჩემთვის იმედი იყო. ჩვენ შევძელით ერთმანეთის ნდობა, ასევე მგონია, რომ ამას დანარჩენებიც შეძლებენ.

-სულ ასეთი ოპტიმისტი იყავი? ერსენდი უკვე მკვდარია, მაგრამ ომი არ დასრულებულა, სანამ რომელიმე მხარე ბოლომდე არ განადგურდება ომი არ დასრულდება. ერსენდი არაფერ შუაშია აქ. ამაში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავე. ერსენდის სიკვდილის მერე თუნდაც ერთმა მაინც ცადა მოლაპარაკება? არა.

-მე მამაჩემის საფლავთან პირობა დავდევი, იმის პირობა, რომ ამ ომს სამუდამოდ დავასრულებდი. მე ამას ვიზამ.

-ესეიგი მშვიდობა გინდა მეფეო? -ამ სიტყვის გაგონებაზე თორეიდინს თვალები გაუფართოვდა- მოდი ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ვნახოთ იმის მერე რასაც გეტყვი, ისევ გენდომება თუ არა ჩემი დახმარება, ან შეინარჩუნებ თუ არა შენს კეთილგანწყობას. ოსმეირინი, რომელიც ასე ძალიან გძულს, მამაჩემია, რას იზამ ახლა როცა, შენს ხელში მთელი მოწინააღმდეგე მხარის ბედია.

-ოსმეირინი? -თორეიდინი გაშეშდა, ონთანდორს მიჩერებოდა და საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent