შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრენის ილუზია ( 4 )


17-12-2021, 16:23
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 768

იმ ღამით ჯეისონი არ დაბრუნებულა...
ღამის პირველ საათზე ბათოს და ქერიმს უკვე ეძინათ მე კი... მე თვალებდაჭყეტილი ვიჯექი მისაღებში, კედელზე, ტელევიზორის თავზე მიკიდებულ უზარმაზარ საათს შევცქეროდი და მას ველოდებოდი, როცა საათის ისარი სამს მიუახლოვდა, მეც რატომღაც მაშინღა აღმოვაჩინე რომ ჯეისონის ტელეფონის ნომერი არ მქონდა, ბიჭების საძინებელს მივუახლოვდი და კარი ფრთხილად შევაღე, ასეც ვიცოდი, რათქმაუნდა მშვიდად ეძინათ, ეგოისტურად მომინდა რომ ორივე ფეხზე წამომეყარა, მაგრამ ბოლოს ისევ ჩემმა ადამიანობამ იმძლავრა და მხოლოდ მათი ტელეფონების აწაპვნით დავკმაყოფილდი...
გავცოფდი როცა მათ ტელეფონებში მისი ნომერი ვერ აღმოვაჩინე, ჯერ ბიჭებზე გავბრაზდი, როგორ თუ მისი ნომერი არ ჰქონდათ, მერე ჯეისონზე, როგორ თუ ასე გაუფრთხილებლად წავიდა და დაიკარგა, მერე კი ჩემს თავზე ასე რომ ვნერვიულობდი, კიდეც რომ დამერეკა რა უნდა მეთქვა? ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის? რა უფლება მქონდა მისთვის ამ შუაღამისას დამერეკა და ანგარიშის ჩაბარება მეთხოვა და საერთოდაც რა მჭირდა, ამას როგორ ახერხებდა, როგორ გახდა ამ მცირე დროში ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი რომ უიმისოდ სუნთქვაც კი მეძნელებოდა, სავარძელში ფეხმორთხმით ჩავჯექი და თავზე ხელები შემოვიჭდე, ვცდილობდი დამშვიდებას, ვფიქრობდი არაფერზე და თან ყველაფერზე, ვერც კი მივხვდი როგორ ჩამეძინა და მე ადამიანმა რომელსაც არასდროს არაფერი ესიზმრებოდა ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე...
თვალუწვდენელი მწვანე მინდვრის თავზე ჰაერში ვლივლივებდი, საოცარ სიმსუბუქეს და სილაღეს განვიცდიდი, დავცქეროდი როგორ ერთობოდნენ და თამაშობდნენ ბედნიერი ადამიანები, როგორ გადადიოდნენ ყირაზე პატარა ბეკეკები, როგორ სეირნობდნენ ერთმანეთის გვერდით ლომები და შვლები, ვუყურებდი და ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, მათი სიხარული მიხაროდა და მათი ბედნიერება მაბედნიერებდა, მერე ერთბაშად ქარი ამოვარდა ცა მოიქუფრა, იდეალურმა სამყარომ წამებში დაიწყო ნგრევა და ჩამოშლა, პანიკურმა შიშმა შემიპყრო, მინდოდა რაღაც გამეკეთებინა, მინდოდა შიშისგან და ტკივილისგან დაღმეჭილ ადამიანებს დავხმარებოდი, მინდოდა ეს პატარა უცოდველი ცხოველები გადამერჩინა, მინდოდა მაგრამ რაღაც ძალა არ მანებებდა მიწაზე დაშვებას, ის იყო მთელი ძალა მოვიკრიბე, დავეშვი და სადაც იყო მიწას ფეხის თითებით შევეხებოდი რომ მხარზე მძიმე ხელის შეხება ვიგრძენი, მივტრიალდი და ნაცნობ თვალებს შევეფეთე, ზემოდან დამყურებდა, მხარზე მტკივნეულად მიჭერდა და თავს იქნევდა უარის ნიშნად, მთელი ძალით გავიბრძოლე და სავარძლიდან დაცემისგან ბათოს ხელმა მიხსნა.
- მშვიდად ჰანა, რა გჭირს, ასეთი რა გესიზმრა რომ კინაღამ მცემე, -ჯერ კიდევ ხელით მიჭერდა და ღიმილით ჩამცქეროდა თვალებში, რომლებითაც ჯერ კიდევ იმ საშინელ კოშმარს ვხედავდი,
- მინდოდა გამეღვიძებინე რომ საძინებელში წასულიყავი დასაძინებლად, შენ რა მთელი ღამე ამ სავარძელში გეძინა?
- ჰო აქ ჩამძინებია, რაღაც უაზრო კოშმარი ვნახე, არადა როგორც წესი სიზმრებს არ ვნახულობ ხოლმე.
- ჩემი ტელეფონი ხომ არ გინახავთ, მახსოვდა რომ საძინებელში დავდე, -ქერიმი უკვე საკმაოდ წამოზრდილი ხუჭუჭა თმის ქექვით ჩაეშვა სავარძელში და დაამთქნარა.
- აქ არის, -მაგიდაზე მივუთითე, -მაპატიეთ გუშინ აგაცალეთ, ჯეისონის ნომერს ვეძებდი.
- არ გვაქვს, ამ ბოლო დროს ხშირად ცვლის ხოლმე ნომრებს, -მიპასუხა ბათომ და ზმორებით წავიდა სამზარეულოსკენ.
- ყავა ვის გინდათ?
- მე ჟასმინის ჩაი გამიკეთეთ, წყალს გადავივლებ და მოვალ, -წამოვდექი და ძლივს გავამოძრავე გაშეშებული ფეხები.
- ჰოო? მაგ ბალახეულს ჯეისონის გარდა არავინ სვავდა, როგორც ჩანს თანამოაზრე გამოუჩნდა,
-ჩაეღიმა ქერიმს, -ჰო მართლა ეს რა არის ვისი ნომერია? -იქვე მაგიდაზე მიგდებულ სავიზიტო ბარათს დასწვდა და შეათვალიერა, არც კი მიფიქრია მათთვის რამე დამემალა.
- გუშინ ლუდის საყიდლად რომ გავედით, სანამ თქვენ ჩიპსებს არჩევდით, ვიღაც კაცი მოვიდა ჩემთან, ეს ბარათი მომცა და მითხრა რომ ჯეისონი საშიში არსებაა, რომ თვითონ მთავრობისთვის მუშაობს და ჩვენნაირ ადამიანებს მისნაირებისგან იცავს,
ოჰ, ნამდვილად არ მეგონა ასეთ ეფექტს თუ მოვახდენდი, მათმა რეაქციამ ცოტა არ იყოს შემაშინა, რამდენიმე წამს გაშეშებულები და თვალებგაფართოებულები მიყურებდნენ, მერე ერთბაშად მეცნენ, დივანზე შუაში დამსვეს და აქეთ-იქიდან მომისხდნენ,
- მიდი გააგრძელე, -ბათოს აღელვებისგან ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი.
- რაღა უნდა გავაგრძელო, მითხრა რომ ჯეისონი ყველას გვატყუებს, ისეთი არ არის როგორადაც თავს გვაჩვენებს, სულ რაღაც ორი დღე მომცა, მითხრა რომ უნდა დავრეკო და შემდეგ საკუთარი ფეხით და სურვილით მივიდე მათთან...
- და თუ არ მიხვალ?
- თუ არ მოხვალ რაც მოგივა შენს თავს დააბრალეო, -რატომღაც სულელივით გამეღიმა.
- კარგი რა, მართლა ასე გითხრა? -ეჭვით შემომხედა ქერიმმა,
- მთლად მასე არ უთქვამს მაგრამ ეს აზრი გამოვიტანე.
- არ მჯერა რომ ამ ყველაფრის შემდეგ ასე მშვიდად ხარ, როგორ ახერხებ? -ბათოს გულწრფელი გაკვირვება ეხატა სახეზე,
- მშვიდად არ ვარ ბიჭებო, უბრალოდ ვერ გამოვხატავ, თანაც ახლა იმ მთავრობის ჯაშუშზე უფრო ის მადარდებს რომ ჯეისონი არ ჩანს, იმედია კარგადაა და არაფერი უჭირს, ფაქტია რომ მასზე ნადირობენ და ცოტა არ იყოს მეშინია რამე არ დაუშაონ.
არ გამომპარვია მათი გაკვირვებული და ეჭვნარევი მზერის დაფიქსირება, თითქოს უკვირდათ რომ ჯეისონს ასე უსიტყვოდ ვენდობოდი, ვენდობოდი კი? არ ვიცი, ერთადერთი რაშიც ახლა დარწმუნებული ვიყავი ის იყო რომ ის ჯაშუში ნამდვილად არ იყო სანდო, იქვე დაგდებულ სანთებელას დავწვდი, ბარათს ცეცხლი მოვუკიდე და უზარმაზარ ბროლის საფერფლეში ჩავაგდე,
- ახლა რას აპირებ? -ერთდროულად მკითხეს.
- ჯეისონს დაველოდები და რომ დაბრუნდება ვთხოვ ყველაფერი ამიხსნას,
- გგონია რომ დაბრუნდება?
- რათქმაუნდა დაბრუნდება, -ვუპასუხე ცოტა არ იყოს ნაწყენი ტონით, ჩემმა მიწოდებულმა ინფორმაციამ აშკარად იმოქმედა მათი ჯეისონისადმი ნდობაზე, ნაძალადევად გავიღიმე და საძინებლისკენ წავედი, ახლა თბილი შხაპი ჰაერივით მჭირდებოდა.
* * *
ორი დღე გავიდა და ჯეისონი არ შეგვხმიანებია, მასზე არ ვსაუბრობდით, ჩვეულებრივად ვცდილობდით ერთად ცხოვრების გაგრძელებას, მესამე დღეს დილით სახეწაშლილი ქერიმი დაგვადგა თავზე, მშობლებს დაურეკავთ, მისი უმცროსი და რომელიღაც გარეულ ცხოველს დაუგლეჯია და ისიც არ იცოდა ცოცხალს ჩაუსწრებდა თუ არა, აეროპორტამდე გავაცილეთ, ბათოს მხარზე მიყრდნობილი ვიდექი და შევცქეროდი როგორ იდგა მოძრავ კიბეზე თავჩაღუნული და მხრებჩამოყრილი...
მეოთხე დღეს ბათოს დაურეკეს საქართველოდან, ვიღაც იდიოტს მისი არასრულწლოვანი დის მოტაცება განუზრახავს დაქორწინების მიზნით, გოგონა უპრობლემოდ დაუბრუნებიათ ოჯახში მაგრამ დედას ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევა მოსვლია და ახლა რეანიმაციაში იწვა.
- ძალიან ვწუხვარ რომ შენი მარტო დატოვება მიწევს მაგრამ რომ არ წავიდე არ შეიძლება, -ბათოს თვალებში აშკარა წუხილს და შფოთვას ვხედავდი.
- ნურაფერზე ინერვიულებ კარგი? წადი და დედას მიხედე, მე არაფერი მიჭირს, -არეულ თმაზე ხელი გადავუსვი და ლოყაზე ვაკოცე,
- იქნებ ამერიკაში დაბრუნებაზე გეფიქრა, ახლა შენთვის აქ დარჩენა თანაც მარტო არც თუ ისე კარგი აზრია, ჯეისონიც არ ჩანს...
- უკვე გითხარი რომ ჩემზე არ ინერვიულო, თავს მივხედავ, ისიც გეყოს რომ აეროპორტში წამოსვლის ნებას არ მაძლევ, წადი და მშვიდად იყავი, როგორც კი ჩახვალ მომწერე კარგი?
- ცუდი წინათგრძნობა მაქვს ჰანა, შენი მარტო დატოვება არ მინდა, იქნებ ჩემთან ერთად წამოხვიდე, ცოტა ხნით ჩემი სტუმარი იქნები და შემდეგ ერთად დავბრუნდებით.
ისევ ვიუარე, ახლა ვერსად ვერ წავიდოდი, უბრალოდ არ შემეძლო, მარტო დარჩენის იდეა არც მე მხიბლავდა მაგრამ იმის გაფიქრებაზეც კი რომ შეიძლება ახლა ჯეისონს რაღაც უჭირდა ცუდად ვხდებოდი, მისგან შორს უფრო ცუდად ვიგრძნობდი თავს, ბათოს ბარგის ჩალაგებაში დავეხმარე, მალევე მოვრჩით და წავიდა, სანამ კარს გაიხურავდა შემომხედა თავისი შავი, სევდით სავსე თვალებით და რატომღაც ვიფიქრე რომ უკანასკნელად ვხედავდი, თავს ვაიძულე მისთვის გამეღიმა.
ჰმ, ამჯერად სულ მარტო დავრჩი, არაუშავს, ამასაც გავუძლებდი როგორმე, უცნაურად აფორიაქებულმა ყველა საკეტი შევამოწმე, მერე იმით დაბოღმილმა და ნერვებმოშლილმა რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო ლოდინის გარდა, მთელი ბოთლი ტეკილა გამოვცალე და არც კი მახსოვს როგორ მივაღწიე საძინებლამდე.
დილის რვა საათზე გავახილე თვალი და როცა ტელეფონზე მამაჩემისგან თხუთმეტი გამოტოვებული ზარი და ათამდე შეტყობინება ვნახე, რატომღაც ბოლო დღეების მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება დავიწყე, ორი დღე მომცეს მაგრამ რატომღაც არაფერი მომხდარა, მე არაფერი დამმართნია, სამაგიეროდ ქერიმი და ბათო ჩამომაშორეს და აშკარა იყო რომ მამაჩემიც არ მირეკავდა უბრალოდ მოსაკითხად, შეუძლებელია ეს ყველაფერი დამთხვევა ყოფილიყო, აშკარად არ მქონდა უბრალო ხალხთან საქმე, ნეტავ რა ხათაბალაშია გარეული ჯეისონი? მამაჩემს დავურეკე და შიშით დაველოდე პასუხს.
- ახლა სად ხარ? რას აკეთებ ჰანა? -მკაცრი, კატეგორიული ტონი ჰქონდა, არც კი უკითხავს როგორ ვიყავი, პირდაპირ დაკითხვაზე გადავიდა,
- რას უნდა ვაკეთებდე მამა? ახლახანს გავიღვიძე, ჯერ რვა საათია,
- ახლავე, ამწუთას ადექი ბარგი ჩაალაგე და ამერიკაში დაბრუნდი, -მოკლედ მომიჭრა.
- კარგი მაგრამ იქნებ მითხრა რა ხდება, რამე დავაშავე? -ვიკითხე და უკვე წინასწარ ვიცოდი პასუხი.
- მე შენ გენდობოდი შვილო, შენ კი არც გითქვამს რომ ბინაში სამ უცხო მამაკაცთან ერთად ცხოვრობ რომელთაგანაც ერთ-ერთი საერთაშორისო დონის დამნაშავეა.
ენა ჩამივარდა, ვეღარაფერი ვთქვი, ჩემმა ტვინმა წამში გადახარშა მთელი სიტუაცია, მამაჩემი კარგად ყავდათ დამუშავებული და რაც არ უნდა მემტკიცებინა არაფერს დამიჯერებდა, ვიღაც რატომღაც ძალიან მონდომებული იყო რომ მე რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი ჯეისონისგან, კი მაგრამ რატომ? რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?
- მხოლოდ ერთი დღე მომეცი მამა, პირობას გაძლევ ხვალ დილით, გამოვფრინდები, -ჩავილაპარაკე ჩაწყვეტილი ხმით,
- კარგი, -დამთანხმდა უცბად, -მაგრამ იცოდე მეტჯერ აღარ დაგირეკავ, ხვალ დილით თუკი აეროპორტში არ წახვალ სამუდამოდ დაივიწყე რომ ამერიკაში ოჯახი გყავს.
ის იყო შეპასუხებას ვაპირებდი რომ ტელეფონი გათიშა, მისგან ასეთ სიცივეს ნამდვილად არ ველოდი, სულ ოდნავადაც კი არ მენდობოდა, ამის გაცნობიერებამ საშინლად მატკინა გული, ნუთუ ცოტათი მაინც არ მიცნობს, რატომ არ იფიქრა რომ ცუდს არაფერს გავაკეთებდი...
ჩაბნელებულ მისაღებში ვიჯექი და უკვე ჩალაგებულ ჩანთებს ვუყურებდი, კიდევ ერთი ღამე, კიდევ ერთი ღამე და აქედან ალბათ სამუდამოდ წავალ, სამუდამოდ თუ არა რამდენიმე წლით მაინც, არა მგონია მამაჩემმა კარგა ხანს მადრიდში დაბრუნების უფლება მომცეს, რა სულელი ვარ, ნამდვილი სულელი ვარ, ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შემიძლია რომ ჯეისონს ასე უპირობოდ ვენდო და მისი მჯეროდეს, მისთვის რომ მნიშვნელოვანი ვიყო ასე უბრალოდ და აბსურდულად არ მიმატოვებდა, ვეცადე ღრმად ჩამესუნთქა ოთახში დაგუბებული ჰაერი და როცა მივხვდი რომ სუნთქვა მიჭირდა, სასწრაფოდ ჩავიცვი ფეხზე და შორტისა და მაისურის ამარა თმაგაშლილი გავვარდი სახლიდან, საერთოდ არ მაინტერესებდა უსაფრთხოება, ახლა უბრალოდ მინდოდა ფეხით მესეირნა და გული გადამეყოლებინა თორემ ნამდვილად გავგიჟდებოდი.
ქუჩაში საკმაოდ გრილოდა, გრილი ჰაერი და ფეხით სიარული მესიამოვნა, თითქოს ასე უფრო მიადვილდებოდა გარს შემოჯარულ ფიქრებთან გამკლავება, მანამდე ვიარე გაუჩერებლად უცნობ ქუჩებში სანამ ფეხების ტკივილმა არ შემაწუხა, რომ გამოვფხიზლდი ერთ-ერთ უკაცრიელ ქუჩაზე ვიყავი, სრულიად მარტო, უკუნეთ სიბნელეში, ნახევრად ჩამქრალი ქუჩის ფანარი ოდნავი ბჟუტვით ანათებდა ქუჩის კუთხეს, უნებურად გამჟრიალა, შემეშინდა, ყველა საშინელებათა ფილმი რაც კი ნანახი მქონდა ერთბაშად გამახსენდა, ქურდულად მიმოვიხედე აქეთ-იქით და სწრაფი ნაბიჯით წავედი მბჟუტავი სინათლისკენ, რამდენიმე ნაბიჯიც კი არ მქონდა გადადგმული რომ თითქმის შეუმჩნეველი ჩიხიდან გამოვარდნილმა ორმა შავმა დაბურულმინებიანმა ავტომობილმა გზა მომიჭრა და მოწყვეტით შეჩერდა ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, შეშინებული გავშეშდი ერთ ადგილზე, გაქცევა მეცადა? არამგონია მომეხერხებინა, ერთ ერთი ავტომობილის კარი გაიღო და შავებში ჩაცმულმა ჭროღათვალებიანმა ნაცნობმა გადმოაბიჯა, ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და რომ დაინახა უკან ვიხევდი, გაჩერდა.
- საღამო მშვიდობის ჰანა, -ნაძალადევად მშვიდი და კეთილგანწყობილი ხმით მომესალმა, კარგად ვამჩნევდი რომ უბრალოდ ჩემი დაფრთხობა არ უნდოდა თორემ აშკარად არ იყო ჩემთან ლოლიავის ხასიათზე.
- რა გინდათ ჩემგან? -შეძლებისდაგვარად შევეცადე ხმაში აღელვება არ შემტყობოდა.
- ჩვენთვის უნდა დაგერეკა,
- ჰოო? რატომღაც გადამავიწყდა, უმნიშვნელო რაღაცეებს ადვილად ვივიწყებ ხოლმე, -თვითონაც რომ მიკვირდა ისეთ სიმამაცეს ვიჩენდი.
- მარტო ხარ არა? -ცივად გაიღიმა, -მიგატოვა, გეუბნებოდი რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა, ახლა კი მოდი ჩაჯექი მანქანაში თუკი გინდა მასზე უფრო მეტი რამ გაიგო, -ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და მე ისევ უკან დავიხიე, დავინახე როგორ გადაწია პიჯაკის კალთა გვერდზე და ქამარზე დამაგრებული იარაღი დამანახვა,
- სათამაშოდ არ მცალია, ჩაჯექი, -ცივად გამოსცრა კბილებში, სხვა რა გზა მქონდა, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი ავტომობილს და უკანა კარი გამოვაღე დავჯექი თუ არა კარი მაშინვე ჩაიკეტა, სალონი წინა მხრისგან დაბურული მინით იყო გამოყოფილი, ჭროღათვალება ალბათ მძღოლის გვერდით მოთავსდა და დავიძარით, რამდენიმე წუთი გავიდა, მერე ალბათ ნახევარი საათი ან ცოტა მეტი, მინები შიგნიდანაც დაბურული იყო და ვერაფერს ვხედავდი, ნეტავ სად მივდიოდით, ჯანდაბა რას ვფიქრობდი როცა ასე უბრალოდ და უპრობლემოდ ჩავჯექი ამ ავტომობილში, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ სრულიად უბრალო, უპრობლემო, უმდიდრესი მამიკოს გოგო და ამისდა მიუხედავად მაინც შეუმჩნეველი ვიყავი, ახლა კი ღმერთმა იცის რა ხათაბალაში გავყავი თავი, მამაჩემი ნამდვილად გაგიჟდება თუ ხვალ დილით თვითმფრინავში არ ჩავჯდები, ნეტავ რას მიპირებენ, სადმე რომ გამომკეტონ? რატომ უნდა გამომკეტონ? მე არაფერი დამიშავებია, გარდა იმისა რომ ჯეისონს ვიცნობ, რაც პირადად მე დანაშაულად არ მიმაჩნია, ჯეისონის და მისი შოკოლადისფერი თვალების გახსენებისას, უნებურად გამეღიმა და სხეულში უჩვეულო სითბო ჩამეღვარა,
მუხრუჭების გამაყრუებელმა ხმამ მასზე ფიქრებს მომწყვიტა, ავტომობილს სადაც ვიჯექი უკნიდან რაღაც შეეჯახა, სავარძლიდან გადავქანდი და მთელი ძალით შევასკდი შუა გამყოფ მინას, ვიგრძენი როგორ დამისველა ლოყა მარჯვენა საფეთქლიდან ჩამღვრილმა თბილმა სითხემ, შორიდან რამდენიმე გასროლის ხმა ჩამესმა და მერე თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, თავბრუ მეხვეოდა, მგონი ტვინის შერყევა მივიღე, საკეტს მივწვდი და გაღება ვცადე, ჩემდა გასაკვირად საკეტი დამემორჩილა და გაიღო, ძლივს გადავბობღდი და გაოგნებული მივეყრდენი ღია კარს რომ არ დავცემულიყავი, ძველისძველ ხიდზე ვიყავით გაჩერებულები, ქალაქი აღარსად ჩანდა, გარშემო მხოლოდ მთები და ტყეები იყო, უკნიდან შეჯახებულ ავტომობილს ბოლი ასდიოდა, ჭროღათვალება რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ხიდის შუაგულში სხვა ოთხ შავტანსაცმლიანთან ერთად მუხლებზე დაჩოქილი და ხელებაწეული იდგა, მათ წინ კი... მათ წინ... თვალებს არ ვუჯერებდი, მათ წინ ჯეისონი იდგა, მთლიანად ნისლში და უცნაურ ლანდებში გახვეული, თვალები ცეცხლისფრად უელავდა, ნიავიც კი არ იძვროდა მაგრამ თმა უფრიალებდა და სახეზე და კისერზე უწესრიგოდ ეყრებოდა, უჩვეულო ძალას და მრისხანებას ასხივებდა, ხელი ნელ-ნელა ასწია მაღლა და ჭროღათვალებაც ადგა, ჯეისონი მას არ ეხებოდა მაგრამ აშკარად სჩანდა თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ მართავდა, ვხედავდი მთლიანად დაძაბული როგორ ცდილობდა შეწინააღმდეგებას მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, დავინახე როგორ აიწია სხეულმა ჰაერში და დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა,
- რატომ არ ისვენებთ? რატომ არ მაძლევთ მშვიდად ცხოვრების საშუალებას? რატომ მაიძულებთ რაღაც ცუდი გავაკეთო? -ჯეისონის ხმის გაგონებისას ტანში გამცრა და არ ვიცი შიშისგან თუ აღელვებისგან ავცახცახდი, ბოხი, უჩვეულოდ უცხო და ცივი ხმა ჰქონდა, მეორე ხელიც აღმართა და დანარჩენებიც ჰაერში აღმოჩნდნენ, მივხვდი რაღაც ცუდი მოხდებოდა, ამას ვერ დავუშვებდი, ძალა მოვიკრიბე და ავტომობილს მოვშორდი, მიუხედავად ამ სიტუაციისა, ვიცოდი, რატომღაც მჯეროდა, დარწმუნებული ვიყავი რომ მე არასდროს არაფერს დამიშავებდა.
- ჯეისონ არ გინდა, გაუშვი გთხოვ, -ჩემი ჩავარდნილი ხმა თვითონაც ძლივს ვიცანი.
ჩემსკენ შემობრუნდა და ცეცხლით აგიზგიზებული თვალები მომანათა, აშკარად დავინახე როგორ გადაუარა თითქოსდა უემოციო სახეზე ტკივილის ტალღამ თუმცა თავს მალევე მოერია, ხელები ჩამოუშვა და აქამდე ჰაერში მოლივლივე სხეულები ძირს დაენარცხნენ,
- მანქანაში ჩაჯექი ჰანა, ახლავე, -მისი ხმა მბრძანებლურად ჟღერდა.
- დამშვიდდი კარგი? მოდი ამათ თავი დაანებე და აქედან წავიდეთ, -ვცდილობდი მშვიდად მესაუბრა, უბრალოდ მინდოდა აქედან წავსულიყავით რომ მათთვის არაფერი დაეშავებინა.
- შენ არც კი იცი რა ხდება, ნუ ჩაერევი, ახლავე მანქანაში ჩაჯექი, არ მინდა ეს ყველაფერი ნახო, არ მინდა ასეთს მიყურებდე, -ხმაში სევდა და ტკივილი გაუკრთა, მის გარშემო მუქი ფერის ნისლმა იმატა და ვიგრძენი როგორ მაიძულა რაღაც ძალამ ღია კარისკენ უკან დამეხია, ისიც ვიგრძენი რომ ამ ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევა შემეძლო, მთელი ნებისყოფა და სიმამაცე მოვიკრიბე და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, დავინახე როგორ გაუფართოვდა თვალები გაოცებისგან, აშკარად არ ელოდა რომ წინააღმდეგობის გაწევას შევძლებდი, გვერდი ავუარე ძირს უგონოდ დაყრილ სხეულებს და მისკენ წავედი, აღარ მეშინოდა აღარც ვღელავდი, უბრალოდ ვგრძნობდი რომ მას მე ვჭირდებოდი მე კი მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა მინდოდა.
- ჰანა ეს არ გააკეთო, მას არ მიუახლოვდე, -ძლივსშესამჩნევი ლუღლუღი მომესმა, შევჩერდი და უკან მივტრიალდი, ჭროღათვალება გონს მოსულიყო, მუხლებზე იდგა და უცნაური მუდარანარევი მზერით მიყურებდა.
- არამგონია შენ გეხებოდეს რას გავაკეთებ და რას არა, -კბილებში გამოვცერი,
- როგორ შეგიძლია ასე უპირობოდ ენდობოდე, მისი რატომ არ გეშინია?
- მე უკვე ვნახე ის ასეთი და არც მაშინ შემშინებია მისი, -ვუპასუხე და გამეღიმა როცა გამახსენდა როგორ დავინახე კაფეში ჯეისონი ცეცხლოვანი თვალებით, ჯეისონს შევხედე, არა, ნამდვილად არ მომჩვენებია, მანაც გაიღიმა, მზერა დაეწმინდა და როგორც იქნა ჩემი საყვარელი შოკოლადისფერი თვალებიც გამოჩნდა,
- ახლაც არ ეუბნები არა? -ჭროღათვალება ისევ არ ისვენებდა, -ჰანა არ ენდო, არ მიუახლოვდე მითუმეტეს როცა ასეთ ფორმაშია, შენთვის სახიფათოა.
- ის მართალია ჰანა, -ჯეისონს ამჯერად სრულიად მშვიდი ხმა ჰქონდა, -ახლა თუ მომიახლოვდები, ახლა თუ ჩემთან ერთად წამოხვალ, უკან დასახევი გზა აღარ გექნება, შენთვის აღარაფერი იქნება ძველებურად, მოგიწევს ყველაფერი დაივიწყო რაც აქამდე იყო, შენი ცხოვრება, ოჯახი, მეგობრები...
ყველაფერს კარგად ვიაზრებდი, ძალიან კარგად, მე ის მინდოდა, ისე მინდოდა როგორც არასდროს არავინ და არაფერი მდომებია, ვგრძნობდი მის მღელვარებას და შიშს რომ შეიძლებოდა მასთან ერთად წასვლაზე უარი მეთქვა, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე, არასდროს არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, უშიშრად გადავდგი კიდევ რამდენიმე ნაბიჯი, მის გარშემო შემოხვეულ ნისლში შევაბიჯე, მთელი ძალით მოვეხვიე მხრებზე და მის ძლიერ მკლავებში ჩავიკარგე...
ასეთი რამ აქამდე არასოდეს მიგრძვნია, ის ჩემს გვერდით იყო და თითქოს არც იყო, თითქოს ჰაერში ვლივლივებდი, ძალას, სითბოს და სინაზეს ვგრძნობდი, ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით, უკვე ვეღარ ვხვდებოდი სად მთავრდებოდა ის და სად ვიწყებოდი მე, თითქოს ჩემმა ცხოვრებამ ახლაღა შეიძინა აზრი, თითქოს სულის ის ნაგლეჯი ვიპოვნე აქამდე სულ რომ ვეძებდი და ასე რომ მაკლდა სრულყოფილებისთვის, უზარმაზარი ფაზლის ბოლო ნაწილი რომლის გარეშეც მთლიან სურათს არანაირი ღირებულება არ გააჩნია და ახლა უკვე აღარ ვიყავი მარტოსული...
- მოვედით ჰანა, თვალები გაახილე, -ჩამჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა.
- თუ გინდა ნუ გაახელ, -დაამატა მხიარული ხმით, - შემიძლია ასე ხელში აყვანილი და თვალდახუჭული მიგიყვანო კარამდე, უბრალოდ ვიფიქრე რომ აქაურობისთვის თვალის შევლება გენდომებოდა.
იმდენად არ მინდოდა ამ თბილი და ტკბილი ბურანიდან გამორკვევა რომ გვიან მივხვდი რა მითხრა, თვალები ძლივსძლივობით გავახილე და მის მზერას შევეფეთე, ახლა ის ისევ ჩვეულებრივი უბრალო და ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, არსად იყო ცეცხლი ან ნისლი, ხელში აყვანილი ვყავდი, გულზე მიკრული, დამცქეროდა აციმციმებული შოკოლადისფერი თვალებით და მიღიმოდა, მზერა მოვარიდე და კისერზე შემოხვეული ხელები მოვაშორე.
- დამსვი, -ვუთხარი თუ არა მაშინვე ფრთხილად დამიშვა ძირს და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ვგრძნობდი რომ ღელავდა, არ იცოდა რისი მოლოდინი უდა ჰქონოდა ჩემგან.
- არ მინდა ჩემი გეშინოდეს, ყველაფერს აგიხსნი ჰანა, გეფიცები ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, ვიცი რომ ყველაფერს გაიგებ, უბრალოდ უფლება უნდა მომცე რომ აგიხსნა,
შემიძლია დავიფიცო რომ ხმა უცახცახებდა, სულელი, ნეტავ რას ფიქრობდა რომ უკანმოუხედავად გავიქცეოდი? ჩემს ადგილზე შეიძლება სხვა ასეც მოქცეულიყო, მაგრამ მე სხვა არ ვიყავი, ჩემსა და მას შორის კავშირი იყო რომელსაც ჯერჯერობით, ვერაფრით ვხსნიდი, შევხედე, გაუნძრევლად იდგა წარბშეჭმუხნილი და დაძაბული, იმის გაფიქრებამაც კი რომ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ვიყავი გული უცნაურად ამიჩქარა.
- რატომ ღელავ? შენ ხომ არ იცი რას ვფიქრობ, ალბათ ახლა ძალიან გინდა რომ ჩემი ფიქრების წაკითხვა შეგეძლოს არა? -ვუთხარი, ფრთხილად მივუახლოვდი და თითები სახეზე ჩამოშლილ თმებში შევუცურე, თავი უკან გადახარა თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა,
- ნამდვილი სასწაული ხარ ჰანა, რას მიკეთებ, ვერ ვხვდები ასე როგორ მოქმედებ ჩემზე, -ჩახრინწული ხმით ჩაიჩურჩულა, ხელი წელზე მომხვია და მაგრად მიმიკრა სხეულზე, მისმა სიმხურვალემ ჩემი გათოშილი სხეული გაათბო და მომადუნა, სახე ჩემს თმაში ჩარგო და ყურთან მიჩურჩულა...
- რაკი გავარკვიეთ რომ არ გეშინია, ვფიქრობ დროა ჩემი ოჯახი გაგაცნო...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

იმედია ქერიმის და ბათოს ოჯახის წევრები კარგად იქნებიან. ძალიან მომწონს როგორც ვითარდება მოვლენები . ყოჩაღ. ბარბარობას გილოცავ

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

Qeti qimucadze
იმედია ქერიმის და ბათოს ოჯახის წევრები კარგად იქნებიან. ძალიან მომწონს როგორც ვითარდება მოვლენები . ყოჩაღ. ბარბარობას გილოცავ


დიდი მადლობა
თქვენც გილოცავთ heart_eyes

 


იმედია ბიჭები და მათი ოჯახის წევრები კარგად იქნებიან❤ საეჭვოდ დაემთხვა ამათი ოჯახის წევრების ცუდად ყოფნა. საინტერესოა ვისი ხელი ურევია? მემგონი ჯეისონმა გაარიდა სიტუაციას და ვცდები?
ოჯახი? საინტერესოა ვინ არიან და რას აკეთებენ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უცნაური მართლა საინტერესოა ვინ არიან მისი ოჯახის წევრები ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის დაიდება ???? ძალიან მომწონს ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent