შენ ხარ აისი III თავი
თვალებს ნელ-ნელა ვახელ,თავს მარცხნივ ვაბრუნებ და გავცქერი ფანჯარას, რომელსაც წვიმის წვეთები ცრემლებივით შერჩენოდა მინაზე. ეს ამინდი ჩემს მდგომარეობას აღწერდა– წვიმა შიგადაშიგ ელვა,სიცივე და უკუნითის მსგავსი სიბნელე. ლამპის შუქზე გაჭირვებით, მაგრამ მაინც დავინახე სილუეტი, რომელიც თავჩახრილი, თავზე ხელებ შემოლაგებული დასცქეროდა იატაკს და ნელ-ნელა ნერვულად იხრებოდა. მარტივი იყო იმის მიხვედრა, თუ ვინ იყო ის სილუეტი. რა თქმა უნდა, დათა, რომელმსაც არ გამორჩენია ჩემი სხეულის გარხევა და მაშინვე მზერა მომაპყრო. იმის მიუხედავად,რომ მხოლოდ ლამპის შუქი ანათებდა არ გამჭირვებია მისი თვალებიდან შიშისა და ნერვიულობის ამკოკითხვა. დიდი ალბათობით, იმ მომენტში საკუთარ საქციელს ნანობდა. -უკვე სამჯერ წაგივიდა გული-ხმა ჩახშობილი წარმოთქვა სიტყვები-ეგრე ნუ ხარ, თორემ მე ნამდვილად მოვკვდები-მავედრებელი ხმით მითხრა და სავარძლიდან წამოდგა. ჩემთან მოვიდა, საწოლზე დაჯდომა ვერ გაბედა,ამიტომ ჩაიმუხლა. -არ გაბედო და თითიც არ დამაკარო, დედაჩემს და მამაჩემს ხმა მიაწვდინე და უთხარი სადაც ვარ! -მშობლებს რამდენიმე დღეში გავაგებინებ-სანუგეშოდ მითხრა და თან ხელი გადამისვა ხელზე. როგორც დენდარტყმული ისე მოვშორდი, ფეხზე წამოვარდი და თვალებ გადიდებული შევყურებდი. -მისმინე,დათა-მივხვდი, რომ წივილ-კივილით არაფერი გამომივიდოდა, ამიტომ ლმობიერად და ჩემსკენ გადმოსახრელად დავუწყე საუბარი-ჭკვიანი ბიჭი ხარ,არ გიჭისრ შინაარსის გაგება და ზოგადად ადამიანის.კარგად მომისმინე, რასაც ვგულისხმობ და გეუბნები-მე მინდა, რომ ჩვენს ორივე მშობლებს კი არა, მხოლოდ ჩემსას დედაჩემს და მამაჩემს გააგებინო, რადგან აქედან წამიყვანონ-ვცდილობდი, რაც შემეძლო დამემარცვლა ისე, რომ ჩემიმხარე არ დაეკარგა-მე და შენ ცოლ-ქმარნი არ ვიქნები. ეს შეუძლებელია,მიცნობ და იცი,როგორიც ვარ,ხო..ხო ხვდები არა?-ცოტა მაინც გამეპარა ტირილის ნოტები. -არა,მელისა. მე შენ ვერ გაგიშვებ-შეშინებული მომვარდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია-ვიცი, როგორც გიჭირს, ალბათ, ცოტა გეშინია კიდეც,არაუშავს ეგ ბუნებრივია,მე შენთან ვარ, ყველაფერს ერთად დავძლებთ-ჩემი ხელი მის ხელში მოიქცია და მარცხნივ გულზე დაიდო-აი,აქ ხარ. შენ წარმოდგენა არ გაქვს, როგორ მიყვარხარ და როგორ პატივს გცემ. ამას ნელ-ნელა გაიგებ. ყოველთვის ხას გავუსვამ, იმას, რომ მიყვარხარ-აღარ გავაგრძელებინე, სწრაფად მოვშორდი და ვხარშავდი, თუ რა მითხრა. არც ისე მყარი ნერვები მქონდა, როგორც მეგონა და მითუმეტეს ტკბილი საუბრის შემდეგაც, რომ ვერ გავაგებინე უკვე ნერვი ამიტოკდა. ფეებზე დავიკიდე , ის გეგმა, როგორაც უნდა მომელბო გული და რაც იმ მომენტში გავიაზრე და ამომასხა ის მივახალე. -რომელ სიყვარულზე მესაუბრები,საერთოდ იაზრებ რა გააკეთე? წლებია მიცნობ და იცი ვინ ვარ, ჩემს ოჯახზე მეტად შენ იცი, ჩემი მიზნები და დამოკიდებულება, რადგან სკოლაში სულ ამას ვღაღადებდი და რა გინდა მითხრა, რომ ესაა სიყვარული? მე შენ დამღუპე! იცოდი, სასტიკად მიუღებელი, რომ იყო ნაადრევვი გათხოვება ჩემთვის. იცი, რომ სწავლა მინდა, დათა და შენ…ღმერთო, ხომ იცი,რომ ეს მახინჯი ტრადიციები ეს ქალთა დაკნილება და საერთოდ ეს ყოველივე, როგორ პროტესტს იწვევს ჩემში და რა გამიკეთე იაზრებ?რანაირი სიყვარული და პატივვისცემაა ადამიანოო…-ვტიროდი და თურმე მთელ ხმაზე გავყვიროდი. რა თქმა უნდა, მისი ძმაკაცები კარებთან აიტუზნენ და მორიდებით აკაკუნებდნენ- “ხო,მშვიდობა გაქვთ?” “დათა,წავალ დამამშვიდებელს მოვუტან,ცოდოა ეგეც”. მისი ძმაკაცებიდან მხოლოდ ერთმა გამომიცხადა თანაგრძნობა. -არ დაგვიმთავრებია-გამაფრთხილა და გავიდა. მთელი იმ დროის განმავლობაში,როცა ის გასული იყო ვფიქრობდი, როგორ უნდა დამეღწია თავიი ამ ყველაფრიდან. არ მინდოდა აღიარება, მაგრამ ნათელი იყო ჩემი გულის ცემა, რომელიც შიშისგან ათჯერ უფრო სწრაფად და ხმაურიანად ცემდა მთელ ოთახში გაიგონებდით. ერთადერთი გამოსავალი გაქცევა დამრჩენოდა და აუცილებლად უნდა მიმემართა ამ ხერხისათვის. ფეხსაცმელი ჩავიცვი, ბედად ჩემი მოსახმელიც იქ იყო. მართალია,ძალიან თხელი იყო და გავიყინებოდი, მაგრამ მაინც ჩავიცვი. შეძლებისდაგვარად ჩუმად გავაღე ფანჯარა და გადავძვერი. როგორც კი ჩემმა ფეხებმა სხველი მიწა იგრძნო, ეგრევე უკანმოუხედავად გავიქეცი. გავრბოდი, მაგრამ არ ვვიცოდი სად. ერთადერთი მიზანი მქონდა,დათას უნდა გავქცეოდი, მერე კი რაიმეს მოვახერხებდი. ალბათ,ახლა თან გეცინებათ თან გიკვირთ პოლიციაში, რატომ არ მივდიოდი და რატომ არ ვუჩიოდი ამ არანორმანულ არსებას. ორი მთავი მიზეზი მქონდა: პირველი-პოლირციელები იმ დროისათვის სტანდარტული მამაკაცები იყვნენ და ეგრეწოდებულ “პოტენციურ სასიძოს” მხარეს იჭერდნენ და გოგონას ყველანაირად რასაც ქვია ატენიდნენ ქმარს. მერორე-ჩემი სახელი იყო.მართალია მე ძალიან არ მაინტერესებდა მონატაცების სახელი, რომ მექნებოდა,მაგრამ ჩემს უკან ჩემი ოჯახი იყო, რომელიც მათთვის ძალიან რთული და მტკივნეული იქნებოდა. დიახ, რაც არ უნდა ბობოქარი სულის მატარებელი იყო,ოჯახი მაინც გექაჩება და რაღაცაზე თავს იკავებ განსაკუთრებით, იმ დროს. ვგრძნობდი,როგორი სველი და ჭუჭყიანი ვიყავი,არ ვიცი საიდან ამდენნი ძალა, მაგრამ შეუჩერებლად გავრბოდი. თუმცა არ ვიცი, რის ან ვის იმედად. გათხოვებისა და იმ ცხოვრების შიშმა, რაც მელოდა ყველანაირი შიში დამავიწყა. გაუკვალავი გზით,სიბნელესა და ჭექა-ქუხილის ფონზე გავრბოდი. მანქანის ფარები დავინახე და უფრო მოვუმატე სირბილს. არ მაინტერესებდა ტყეში არსებული ცხოველები, მერჩივნა მათ დავეგლიჯე, ვიდრე დათას მთელი მისი ცხოვრება. არ მინდა, ძალიან გავვწელო ეს თემა და ისტორია, ჩემთვისაც დღემდე მტკივნეულია, როგორი დაგლეჯილი ფეხებით გავირბინე რამდენიმე კილომეტრი,რომელიც საბოლოოდ,კრახით დასრულდა. დამიჭირეს და ნერვიულობის,შიმშილობისა და სიცივის ფონზე, ისევ გონება დავკარგე. კი,საკამოდ სუსტი აღმოვჩნდი იმ სიტუაციაში. მთელი ორი დღე პროტესტს ვაცხადებდიი, ჭამაზე გამუდმებით თავალებს ვაცეცებდი, რათა გასაქცევი ადგილი მეპოვნა,მაგრამ დათან ყველანაირი ზომები მიიღო, რაც შეეძლო იმ მომენტისათვის გაეკეთებინა. სახლის კარ-ფანჯრები ამოლუქა, თავად საძინებელ ოთახიის სავარძელში მყარაულობდა, ჭიშკართან კი მისი ოთხი ძმაკაცი მანქანაში მჯდარნი მორიგეობდნენ,რათა არ გამოპარვოდათ უმნიშვნელო დეტალიც კი. დადგა ის დღეც, როდესაც მშობლები მოვიდნენ. პირველი დათას ოჯახი ერგო პატივი ჩემი ნახვისა. მამამისი ამაყად იდგა და თავის ვაჟკაც შესცქეროდა, არ ვიცი რა ეამაყებბოდა, მაგრამ გავჩუმდი. საკმარისად ვგესლავდი ბოლო სამი დღე. დედამის ვიცნობდი, მშობელთა კრებიდან აღმოჩნდა, რომ თავიდანვე რძლად თავიდანვე. იმის მიუხხედავად, რომ ამათთან აზრი არ ჰქონდა, მაინც გამოვთქვი რამდენმეჯერ პროტესტი, თუმცა დათან დაარწმუნა, რომ მშობლების მეშინოდა და მაგიტომ ვიქცეოდი ასე. “რა სულელები არიან,მას უჯერებენ და არა მე ,არადა იციან, რომ მომიტაცა” ჩემთვის ვბუტბუტებდი. ეხლაც ძალიან მიჭირს ავხსნა ჩემი მშობლების მოსვლის განცდა და ის, რაც იმათ იქ მითხრეს. იმის მიუხედავად, რომ მთელი ჩემი არსებით მეჯავრებოდა დათა, რადგან ამ დღეში ჩამაგდო, უნდა ვაღიარო, რომ ჩემს მიმართ ის უფრო გამგები და მგრძნობიარე აღმოჩნდა, ვიდრე დედაჩემი. მოსვლისთანავე პირველი, რაც მკითხა, ის იყო მქონდა თუ არა დათასთან სექსი. ხალხნო, ვხდებით? არც ჩემი სამი დღის შიმშილობით დაკარგული რამდენიმე კილოგრამები,ჩაშავებული თვალის უპეები და ტირილისაგან ჩაწითლებული თვალები არ აინტერესებდა, გარდა იმისა, ისევ ქალწული ვიყავი თუ არა. -ამას,რაიმე არსებითი მნიშვნელობა აქვს?-ხმაჩაწყვეტილი ვუთხარი -არა,ისე,უბრალოდ მაინტერესებს.უკან ხომ იცი, მაინც ვერ დაგაბრუნებთ.არ შეიძლება,სირცხ…-აქრ გავაგრძელებინე.. -გაეთრიე აქედან-მთელი ძალით დავიყვირე და დედაჩემის გაფართოებულ თვალებს შევეჩეხე.-მაშ, რისთვის მოდი? თუ უკან არ მიგყავარს და ამ უბედურებისათვის მიმეტებ. რატომ მოხვედი,მძახლებში თავი, რომ დაიფასო თუ მე გადამიყვანო ჭკუიდან, ამიხსენი. -პატივისცემას ვიმსახურებ შენგან, მითხარი,შეგეხო?-ხმა არ ამომიღია, არ მინდოდა ამ დამამცირებელ კითხვაზე პასუხის გაცემა, კიდევ რამდენიმეჯერ გაიმეორა ეს შეკითხვა და ისევ გავუტარე. ვერ ვხვდებოდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვვის ამას, თუ ჩემს უკან დაბრუნებას არ აპირებდა. -რა გაეწყობა,წავალ მძახლებს დაველაპარაკები, რას აპირებენ-წამოიჩურჩულა და ჩანთას ხელი მოკიდა. -არა-მოკლედ მოვუჭერი. -რა არა? -არ ვყოფილვარ მასთან,სავარძელზე ეძინა ეს დღეები-იმის მიუხედავად,რომ არ მინდოდა ამ ჩემთვის შეურაცმყოფელ კითხვაზე პასუხის გაცემა.სხვა გზა აღარ მრჩებოდა იქნებ, ეს იყო გამოსავალი,ყველაფერი უნდა მეცადე. -კარგი,მამაშენს ვეტყვი. ეგებ უკან დაგაბრუნოთ,მაგრამ ეს სამი დღე….-თავი გადააქნია და წამოდგა მასთან ერთად მეც. კარები მოიხურა და მამასთან წავიდა. როგორცკი ოთახი დატოვა ეგრევე მუხლებზე დავეცი და ტირილი დავიწყე. დავტიროდი ჩემს ბედსა და ახლანდელ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, უკან არ დამაბრუნეს. მამასთან ძალიან მცხარე კამათი მომივიდა იმდენად, რომ ცხოვრებაში პირველად იმ დღეს გამარტყა სახეში. ისე ამომიტრიალა ბედმა ცხოვრებამ ერთადერთი დასაყრდნობი, დათა დამრჩა. დანარჩენმა ზურგი მაქცია. უკან,თბილისში დავბრუნდით, ტრადიციულად შემოსეს ოქროში,ახალ ხალათსა და ჩუსტებში. ოთახში, როგორც კი შევედი საწოლზე უამრავი ტანსაცმელი დამხვდა. “დედაჩემა კრასნოდარიდან ჩამოატანინა, მის დაქალს”-სიამაყითა მითხრა, დათამ და თავზე ნაზად მაკოცა-”თუ არ მოგერგება ან არ მოგეწონება, ახალს გიყიდი”. როგორც აღმოჩნდა დათა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო და რაც ყველაზე მთავარია არც ქურდობდნენ და არც მკვლელები არ იყვნენ. თუმცა ეს საეთოდ არ მამშვიდებდა, რომ ვიაზრებდი, რომ მეც მათნაირი შესაძლოა გავმხდარიყავი, გული ორად მეხლიჩებოდა. თუმცა დანებებას არ ცაპირებდი, ჩემი მაინც უნდა გამეტანა, როგორაც არ უნდა მომხდარიყო და რაც არ უნდა დამჯდომოდა. ამიტომ იმ დღიდან მელისა, როგორც სკოლის მოსწავლე გოგონასი კი არა,როგორც მებრძოლი ქალის ისტორია დაიწყო. .............................. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი თავი მოგიმზადეთ. იმედია მოგეწონებათ და შთაბეჭდილებას გამიზიარებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.