შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრენის ილუზია ( 5 )


21-12-2021, 10:12
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 701

ოჯახი? მხოლოდ ახლაღა დავფიქრდი იმაზე რაც გავაკეთე, ახლა მისი ოჯახი უნდა გამეცნო მე კი აღარავინ მყავდა, მამაჩემი ალბათ არასდროს მაპატიებდა იმას რაც გავაკეთე, უცნაურად შემაჟრჟოლა და ჯეისონს ცივად მოვშორდი, არაფერი უთქვამს, ისედაც ყველაფერი გასაგები იყო, მის თვალებში სევდას, შიშს, მუდარას, ტკივილს და დანაშაულის გრძნობას ერთდროულად ვხედავდი, თუმცა ის არაფერ შუაში იყო, ყველაფერი გაცნობიერებულად გავაკეთე და ახლა როგორც ზრდასრულ ადამიანს შეეფერება, პასუხისმგებლობაც უნდა ამეღო
- ვიცი რომ შენთვის ეს ყველაფერი ძნელია და ახლა თავს ცუდად გრძნობ მაგრამ ყველაფერი დალაგდება, ზუსტად ვერ გეტყვი როდის და როგორ მაგრამ გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ბედნიერი იყო და თავი კარგად იგრძნო, -გულწრფელი იყო, მიღიმოდა, ცდილობდა მშვიდად ესაუბრა, ცოტა ხნის წინ ხიდზე მყოფი მრისხანე არსებისგან აღარაფერი იყო დარჩენილი, ახლა ჩემს წინ ჩვეულებრივი უღმერთოდ სიმპათიური ბიჭი იდგა რომელიც ყველანაირად ცდილობდა არ დავეფრთხე და ჩემს თვალებში სინანული არ დაენახა.
- ახლა ვერაფერზე ვფიქრობ, უბრალოდ ტვინი მაქვს არეული, მაგრამ კარგად ვარ, წამოდი გამაცანი შენი ოჯახის წევრები, -შეძლებისდაგვარად ომახიანი ხმით ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა, რათქმაუნდა მშვენივრად მიხვდა რომ კარგად არ ვიყავი მაგრამ არ შეიმჩნია, მომიახლოვდა და მხარზე ხელი მომხვია.
- სახლში შესვლამდე თუ გინდა აქაურობას დაგათვალიერებინებ, დარწმუნებული ვარ მოგეწონება.
ჩვენგან ასიოდე მეტრის მოშორებით მდებარე უზარმაზარ, ძველებური სტილის ქოგურებიან სასახლისმაგვარ შენობას თვალი შევავლე და თავი ვერ შევიკავე რომ არ გამეცინა,
- სასახლეში ცხოვრობ? ახლა არ მითხრა რომ პრინცი ხარ და მხოლოდ იმიტომ რჩებოდი ჩემს ბინაში რომ არასასურველი ქორწინების გამო ოჯახს აუჯანყდი და აქედან გაქცევა მოგიხდა, -გაეღიმა და უფრო მაგრად მომხვია ხელი.
- პრინცი არ ვარ და ეს სახლი არც თუ ისე ძალიან მომწონს მაგრამ ჩემი უფროსი ძმა მასზე გიჟდება, მე ბაღი და სახლის შემოგარენი უფრო მიყვარს, აქ იშვიათად მოვდივარ ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში სახლში არც შევდივარ ისე ვტოვებ აქაურობას, მაგრამ ახლა აქ დარჩენა მოგვიწევს, ამ ეტაპზე ეს ერთადერთი ადგილია სადაც სრულიად დაცულები ვიქნებით, თუ გინდა დღის შუქზე გავაგრძელოთ დათვალიერება, აქაურობა ულამაზესია და ჯობია ყველაფერი კარგად ნახო.
- კარგი როგორც შენ გინდა, ოღონდ სახლში შესვლამდე ცოტა რამ მომიყევი მათზე როგორები არიან
- ნურაფერზე იფიქრებ ჰანა, ცოტათი უცნაურები არიან მაგრამ რომ გაიცნობ ყველა ძალიან მოგეწონება, თანაც მას შემდეგ რაც ხიდზე ნახე და არ შეგშინებია, ვფიქრობ მათი მითუმეტეს არ შეგეშინდება.
უსიტყვოდ მიგებდა, ხვდებოდა როგორ ვნერვიულობდი და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, ხელი ჩამკიდა და ფართო, ფერადი ქვით მოკირწყლულ გზაზე გამიძღვა, რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლს მით უფრო ვნერვიულობდი და როცა მარმარილოს კიბეებზე ავაბიჯეთ და უზარმაზარ, უცნაური ორნამენტებით მოჭედილ რკინის კართან შევჩერდით გული უკვე ამოვარდნაზე მქონდა, არ ვიცოდი რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, ნეტავ როგორები იყვნენ, რა არსებები? თუმცა იმის მერე რაც ჯეისონი ხიდზე დავინახე, ახლა უკვე ცხრათავიანი გველეშაპის ხილვაც აღარ გამაკვირვებდა, უბრალოდ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი და აცახცახებულ ხელებს ვერაფერს ვუხერხებდი.
- დამშვიდდი ჰანა, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩამჩურჩულა და თმაზე ხელი გადამისვა, ქვემოდან შევხედე, თვითონ სრულიად მშვიდად იყო, იღიმოდა და მგონი ცოტათი ხალისობდა კიდეც ჩემს ასეთ მდგომარეობაზე, კარი შეაღო და უზარმაზარ, სუსტი შუქით განათებულ, თეთრი ქვით მოპირკეთებულ დერეფანში შევედით, უცნაური სიჩუმე იდგა, თითქოს სახლში სულიერი არავინ იყო.
- ამ დროს ყველა სახლშია ხოლმე და როგორც წესი სახლის უკანა ეზოში ვერანდაზე ატარებენ დროს, არ იცოდნენ რომ დღეს უნდა მოვსულიყავით ასე რომ არ გველოდებიან.
-თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო ისე მითხრა, -აქეთ წამოდი, ყავისფერი ხის კარი შეაღო და გვერდზე გადგა რომ შევსულიყავი, ოთახში ფეხი შევდგი თუ არა დავინახე როგორ მოფრინავდა ჩემსკენ საშინელი სისწრაფით რაღაც დიდი და მრგვალი, თავის არიდება ვერ მოვახერხე, შუბლში მწვავე ტკივილი ვიგრძენი, - იან იცოდე მოგკლავ, ცოცხალი ვერ გადამირჩები, მომესმა ჯეისონის ღრიალი და გავითიშე.
თვალი რომ გავახილე უკვე დილა იყო, უზარმაზარ საწოლში ვიწექი, თხელი ფუმფულა საბანი მეფარა, ღია ფანჯრებიდან ჩიტების ხმა, მზის სხივები და დილის მაცოცხლებელი ნიავი შემოდიოდა, წამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე, სადა, თეთრ და ნაცრისფერ ფერებში გადაწყვეტილი საძინებელი იყო, ჩემი ტანსაცმელი კოხტად დაკეცილი იქვე საწოლთან მდგარ სავარძელზე იყო მიფენილი, მე კი საცვლებზე ზემოდან მამაკაცის მაისური მეცვა, ალბათ ჯეისონმა გამომიცვალა, ჩემდა გასაკვირად ამჯერად სირცხვილი არ მიგრძვნია, ბოლოს ად ბოლოს ღამეც კი გვაქვს ერთად, ერთ საწოლში გატარებული მართალია მაშინ ისეთი მთვრალი ვიყავი რომ არაფერი მახსოვს მაგრამ მაინც... ფიქრი კარზე ფრთხილმა მორიდებულმა კაკუნმა შემაწყვეტინა, კარი გაიღო და ჯერ აბურდული ოქროსფერი თმა დავინახე და მერე უზარმაზარი ცისფერი თვალები, ოციოდე წლის, საშუალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, ბავშვურად ლამაზი და საყვარელი ბიჭი ფეხაკრეფით შემოვიდა და საწოლიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა, სპორტული ფეხსაცმელი, მუხლს ოდნავ ზემოთ შორტი და უბრალო თეთრი მაისური ეცვა გულზე შურისმაძიებლების პოსტერით, ცისფერ თვალებს დაბნეული აცეცებდა აქეთ-იქით და აშკარად ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო, მისმა დაბნეულობამ ცოტა არ იყოს და ღიმილი მომგვარა
- დილა მშვიდობის, -ამოღერღა ჩემი ღიმილით გამხნევებულმა
- დილა მშვიდობის, -ვუპასუხე და უფრო ფართოდ გავუღიმე, მომიახლოვდა და საწოლის კუთხეში ჩამოჯდა
- მე იანი ვარ ჯეისონის ბიძაშვილი, გუშინდელის გამო ბოდიში მინდოდა მომეხადა, მე და ჩემი ძმა მისაღებში ბურთით ვთამაშობდით და შემთხვევით მოგარტყი, მართლა არ მინდოდა გეფიცები, ჯეისონმა კინაღამ მომკლა, ძალიან ინერვიულა, ახლა რომ გაიგოს აქ ვარ და გაწუხებ გაცოფდება,
თავდახრილი საუბრობდა, თვალებში არ მიყურებდა და თითებს აწვალებდა, ხომ ახლახანს გავიცანი მაგრამ უკვე ძალიან მომწონდა იანი, ხელი გავუწოდე რომ ჩამომერთმია, გაკვირვებულმა შემომხედა და ჩემს ხელს თავისი შეაგება
- სასიამოვნოა შენი გაცნობა იან და სულაც არ მაწუხებ წუხანდელი შემთხვევა კი საერთოდ დაივიწყე, მე უკვე აღარც მახსოვს,
- ასეც ვიცოდი, ვიცოდი რომ მაგარი ვიღაც იყავი, ჯეისონს უბრალო გოგო ნამდვილად ვერ მოხიბლავდა, არ უთხრა რომ აქ ვიყავი კარგი? -სახეგაბრწყინებული წამოხტა და ოთახიდან გავარდა, ის იყო ჩასაცმელად წამოვდექი რომ იანი ამჯერად დაუკაკუნებლად შემოვარდა ოთახში, ჩემი დანახვისას შედგა თავი დამიკრა და მომესალმა,
- დილა მშვიდობის,
ესეც დეჟა ვიუ, სულ რაღაც ორი წუთის წინ არ ვნახე? კარგად რომ შევათვალიერე მივხვდი რომ მთლად დეჟა ვიუც არ იყო, ამჯერად ლურჯი მაისური ეცვა, გამოცვლა როდისღა მოასწრო?
- ისე მიყურებ ვხვდები რომ ჩემამდე მოასწრო იანმა შენი მონახულება, -მხიარული ხმა ჰქონდა
- იანმა? კი მაგრამ თუ იანი არა მაშინ ვინ ხარ?
- ოლივერი ვარ მისი ტყუპისცალი, მინდოდა მის გამო, მისი გუშინდელი საქციელის გამო ბოდიში მომეხადა და არამარტო მის გამო, ჩემი ბრალიც იყო, -თავი ჩაღუნა და ხალიჩაზე ფეხსაცმლის წვერით ფიგურების შემოხაზვა დაიწყო, ძალიან გავდა იანს, გაჭრილი ვაშლივით და ორივე ძალიან საყვარლები იყვნენ, თუკი ჯეისონის ოჯახის ყველა წევრი ასეთი არაჩვეულებრივია მაშინ სანერვიულო არაფერი მქონია,
- იანმა უკვე მომიხადა მომიბოდიშა და საერთოდაც საჭირო არ არის ამდენი ბოდიშის მოხდა, ისეთი არაფერი მომხდარა, კარგად ვარ,
- მადლობა რომ არ გვიბრაზდები, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და წასასვლელად შებრუნდა.
- მოიცადე ოლივერ ჯეისონი სად არის?
- აქ ვარ, მის მაგივრად მიპასუხა და კარი ხმაურით მიხურა ზურგს უკან.
- აქ რას აკეთებ ოლი, მე ხომ გითხარით რომ ჰანა არ შეგეწუხებინათ, -მკაცრი და ცივი ხმით მიმართა, ჰიუმ დამნაშავე ბავშვივით ჩარგო მხრებში თავი და ერთ ადგილზე გაშეშდა,
- ბოდიში ძმაო, უბრალოდ მინდოდა მენახა რომ კარგად იყო
- ნუ ეჩხუბები სულაც არ შევწუხებულვარ, ძალიან საყვარელი ბიძაშვილები გყავს, -ეს რომ არ მეთქვა ალბათ ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებდი, ჯეისონმა ღიმილი ძლივს შეიკავა.
- რამდენიმე წუთია იცნობ და უკვე იცავ? მარტო დაგვტოვე, -ანიშნა ოლივერს, მერე კი მე მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა, წელზე მაგრად შემოვხვიე ხელები და სახით მკერდზე მივეხუტე, ახლა უკვე ნამდვილად კარგად ვგრძნობდი თავს.
- კარგად ხარ ჰანა? არ მინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო, მაპატიე კარგი?
- კარგი რა, რატომ გგონიათ ყველას რომ ცუდად უნდა ვიყო? რატომ მიხდით იმ სულელური ბურთის გამო ბოდიშს გაუთავებლად? საკმარისია, სულაც არ ვარ ცუდად, -ჯეისონის მკლავები მოვიშორე და გაბრაზებულმა უკან დავიხიე, ჩემს ასეთ რეაქციას არ ელოდა, ჯერ უსიტყვოდ შემომცქეროდა, მერე გაეღიმა.
- უბრალოდ შენ სხვანაირი ხარ ჰანა, შენს ხასიათს ჯერ ვერ შევჩვიე, მიკვირს როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის გაგება და ისე მიღება თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს, შენი რეაქცია, როგორ გითხრა... თუნდაც ხიდზე მომხდარზე ცოტა არ იყოს უცნაური იყო...
- ვერ ვხვდები რას ელოდი? პანიკას, ყვირილს? გულის წასვლას? ისე გული კი წამივიდა მაგრამ ეს უფრო ბურთის ბრალი იყო ვიდრე შიშის, -გულიანად გამეცინა, -პირველად ხიდზე არა, კაფეში დაგინახე ისეთი, ცეცხლოვანი თვალებით და ნისლში გახვეული, არც მაშინ შემშინებია, ვერ აგიხსნი რატომ, შეიძლება იფიქრო რომ კარგად არ ვარ, შეიძლება იფიქრო რომ შევიშალე, მაგრამ შენთან უჩვეულო სიახლოვეს ვგრძნობ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, თითქოს ყველაფერი ზუსტად ასე უნდა იყოს როგორც არის, ჰოდა თუ გაინტერესებს რატომ არაფერს გეკითხები, უბრალოდ ველოდები როდის მომიყვები ყველაფერს შენ თვითონ, არ მინდა რამე იძულებით და მხოლოდ იმიტომ გააკეთო რომ მე ასე მინდა, რამდენიც საჭირო იქნება იმდენხანს დავიცდი, სხვათაშორის კარგი მოთმინება მაქვს.
მონოლოგი დავასრულე და საწოლზე ჩამოვჯექი, მაშინვე გვერდით მომიჯდა და ჩემი ხელი ხელში მოიქცია, თავი მხარზე დამადო, ვიგრძენი როგორ ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი და მთელს სხეულში სიამოვნების ტალღამ დამიარა.
- ნამდვილი საოცრება ხარ ჰანა, იცი რამდენ ხანს გეძებდი?
- მე მეძებდი? სერიოზულად?
- ჰო შენ გეძებდი, ზუსტად შენ და სხვას არავის, ძალიან, ძალიან დიდხანს, უხსოვარი დროიდან, იმედი არასდროს დამიკარგავს რომ გიპოვნიდი, შენზე ფიქრი და ოცნება მაძლევდა ამ უსასრულო სიცოცხლის საბაბს და სურვილს, იმდენ ხანს ვიცხოვრე უშენოდ, იმდენ ხანს ვიყავი მარტოსული რომ ახლა ერთი წუთის დაკარგვაც კი აღარ მინდა.
- ზურგზე უწესრიგოდ ჩამოყრილ თმაზე მეთამაშებოდა, ცხელი სუნთქვით მაბრუებდა, თავგზას მირევდა და იმაზე დაფიქრების საშუალებას არ მაძლევდა რაც მითხრა.
- ალბათ ძალიან გშია არა? ჩაიცვი და ქვემოთ ჩავიდეთ, -ოსტატურად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე და მომშორდა, ხელი რომ გამიშვა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბურანიდან გამოვერკვიე, დაბინდული მზერით შევხედე აციმციმებულ შოკოლადისფერ თვალებში.
- ისევ გუშინდელი ტანსაცმლის ჩაცმა მოგიწევს, მაგრამ თუ გინდა საუზმის შემდეგ საყიდლებზე წავიდეთ და შენთვის რაღაც-რაღაცეები ვიყოდოთ.
- საყიდლებზე? მე და შენ?
- ჩემთან ერთად წამოსვლა არ გინდა? -ისეთი გულწრფელად ნაწყენი სახე ჰქონდა რომ თავი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა,
- მე სერიოზულად შემოგთავაზე მაგრამ თუ არ გინდა ჩემი და გამოგყვება, -უდარდელი ხმით მითხრა და საწოლზე გულაღმა გაიშხლართა, ისეთი საყვარელი იყო მოღეღილ მაისურში და მენჯზე თავისუფლად ჩამოცურებულ თხელ სპორტულ შარვალში, თავი ძლივს შევიკავე რომ გვერდით არ მივწოლოდი, ნერწყვი გადავყლაპე და გამშრალი ტუჩები მოვილოკე, ისე ჩაეღიმა აშკარად არ გამოპარვია ჩემი მდგომარეობა.
- ესე იგი და გყავს? -ვკითხე მხოლოდ იმიტომ რომ სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.
- მყავს, ჩემზე რამდენიმე წლითაა უფროსი, მიდი ჩაიცვი, რომ იცოდე როგორ ელოდება ყველა შენთან შეხვედრას, ერთი სული აქვთ გაგიცნონ.
* * *
საძინებლიდან რომ გავედით და ფართო და საკმაოდ გრძელ დერეფანში მოვხვდით რომლის ორივე მხარეს უამრავი კარი იყო, მხოლოდ მაშინ მივხვდი მართლაც რაოდენ დიდი იყო ეს სახლი, თეთრი მარმარილოთი მიპირკეთებული კიბით ჩავედით პირველ სართულზე და ჯეისონი უზარმაზარ ძვეკლებური ანტიკვარული ავეჯით გაწყობილ მისაღებ ოთახში შემიძღვა, შევედით თუ არა აქამდე მშვიდად მჯდარი მისი ოჯახის წევრები მაშინვე წამოიშალნენ, თითქოს მართლაც მე მელოდნენ, თვალები ყველას უცნაური მოუთმენლობით და მოლოდინით ჰქონდა სავსე, ჯეისონმა პირველად მაღალი, სიმპათიური ორმოცწლამდე, ოდნავ თმაშევერცხლილი მამაკაცი წარმიდგინა.
- გაიცანი ჰანა, ეს ბიძაჩემია ჰანტერი, ტყუპების მამა, მათ უკვე იცნობ, -ტყუპებზე მიმითითა რომლებიც ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ და ეშმაკურად იღიმოდნენ, ჰანტერი მომიახლოვდა და მაგრად ჩამომართვა ხელი.
- სასიამოვნოა ჰანა, შენ არც კი იცი რას ნიშნავს ჩვენთვის რომ ახლა აქ ჩვენთან ერთად ხარ, -შევამჩნიე როგორ გადახედა ჯეისონმა ბიძამისს თითქოს აფრთხილებდა ზედმეტი არ მოგივიდესო, მანაც თავი დაუკრა და უკან დაიხია.
- ეს კი ჩემი დაა ემა, -ამჯერად ულამაზესი ქერათმიანი ქალი მომიახლოვდა, ჯანდაბა, ის იყო, კაფის ვიტრინიდან რომ დავინახე ჯეისონთან ერთად, ხელი გავუწოდე მეგონა ჩამომართმევდა მაგრამ არც კი შეიმჩნია პირდაპირ გადამეხვია.
- ვიცი რომ იმ დღეს მე და ჯეისონი დაგვინახე, დარწმუნებული ვარ იფიქრე რომ საყვარლები ვიყავით, აღიარე ასეა? -მითხრა და ხმამამღლა გადაიკისკისა.
- კარგი რა ემა, -იანი გვერდით ამომიდგა და მსუბუქად შემეხო წელზე, -კარგი იქნება ახლავე თუ არ აფიქრებინებ ჰანას რომ არანორმალური ხარ.
- არანორმალურები შენ და ოლივერი ხართ მე კი უბრალოდ მხიარული ვარ, ვალში არ დარჩა ემა.
- გეყოფათ სხვა დროს იკამათეთ, -შეუღრინა ჯეისონმა, -აცადეთ ლოგანს რომ ჰანა გაიცნოს, -ახლაღა შევამჩნიე, კუთხეში კედელზე მიყრდნობილი მაღალი ძლიერი სხეული და გამიკვირდა აქამდე როგორ ვერ დავინახე, სუნთქვა შემეკრა და დავიძაბე როცა ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა, უჩვეულო ძალას და სიძლიერეს ასხივებდა, მოღუშული იყო, წარბშეკრული, ჯეისონმა იგრძნო როგორ დავიძაბე და ხელი გამამხნევებლად მომიჭირა ხელზე.
- მისი არ შეგეშინდეს, ჩემი უფროსი ძმა სულ ასე იბღვირება მაგრამ კარგი გული აქვს, ასე არ არის ძმაო? -მოახლოებულ ლოგანს მხარზე ხელი დაჰკრა და შესცინა, -ლოგანს ისევ არ გაუღიმია, უხმოდ ჩამომართვა ხელი და შებრუნდა.
- წამოდით ვჭამოთ თორემ ყველაფერი გაცივდება, -მაღალი, ბოხი მაგრამ სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
უზარმაზარ სასადილო მაგიდაზე მრავალფეროვანი საუზმე იყო გაშლილი, მარჯვნივ ჯეისონი მომიჯდა მარცხნივ ემა, მაგდის თავში ჰანტერი, ხოლო ტყუპები და ლოგანი ჩვენს წინ დასხდნენ, ჯეისონი წამდაუწუმ მთავაზობდა სხვადასხვა საჭმელს და ყველანაირად ცდილობდა თავი უხერხულად არ მეგრძნო, თუმცა ყველანი ისეთი უშუალოები იყვნენ, ლოგანს თუ არ ჩავთვლით რომ ამის საშიშროება არ არარსებობდა.
- მადლობა ჰანა რომ ჩვენთან ერთად ხარ, შენი წყალობით გვაქვს ასეთი საუზმე, -საჭმლით პირგამოტენილი ოლივერი ძლივს ლაპარაკობდა.
- ჰო ასეა, დაუდასტურა იანმა, ემა ყოველთვის კი არ გვიმზადებს ასეთ საოცრებებს, ჩვენ თვითონ ვცოდვილობთ ხოლმე რაღაცეებს,
- გეყოფათ ისეთი არაფერი გამიკეთებია, -გაეღიმა ემას.
- მართლა ყველაფერი შენ გააკეთე, -ემას მივუბრუნდი, -ყველაფერი ძალიან გემრიელია, მე კი არაფრის გაკეთება არ ვიცი,
- არა უშავს დრო ბევრი გვაქვს, თუ გინდა რაღაც-რაღაცეების გაკეთებას გასწავლი, -არა, სულაც არ იყო ცუდი გოგო, პირიქით ძალიან თბილი და საყვარელი ჩანდა, ყველანი კარგები იყვნენ, იმაზე უფრო კარგები ვიდრე წარმომედგინა, ჯეისონს მხარზე დავადე თავი და ღრმად ამოვისუნთქე, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
- ერთმანეთს უხდებით, -გაეღიმა იანს, -მერე მხრებამდე ჩამოზრდილი ქერა თმა უკან გადაიყარა და მოღეღილი მაისურიდან აშკარად გამოუჩნდა ისეთი ტატუ როგორიც ჯეისონს ჰქონდა, ახლა იანს შევხედე, მასაც მოუჩანდა იგივენაირი ტატუ, ზუსტად მარცხენა მხარეს.
- ეს რამე ოჯახური ტრადიციაა? -მხარზე ვანიშნე იანს,
- რას გულისხმობ? ვერ მიხვდა,
- ტატუს ვგულისხმობ, შენ და შენს ძმასაც ზუსტად იგივე ადგილზე გაქვთ იგივენაირი ტატუ როგორიც ჯეისონს, დანარჩენებსაც აქვთ? -ლოგანს შევხედე და დავინახე როგორი განცვიფრებული თვალებით მიყურებდა, ინსტიქტურად წაიღო ხელი საკინძისკენ და პერანგის ღილები ბოლომდე შეიკრა, ჰანტერმა ჩაახველა, საუზმისთვის მადლობაო ჩაილაპარაკა, წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სასადილო ოთახიდან, ტყუპები ენაჩავარდნილები მიყურებდნენ და ხმას ვერ იღებდნენ, ჯეისონს მივუბრუნდი, მშვიდად, ღიმილით შემომცქეროდა და ხმას არ იღებდა.
- რა ხდება ვერ ვხვდები? რამე არასწორად ვთქვი? -ვერაფერი გამეგო, აშკარად რაღაც მოხდა და ვერ ვხვდებოდი რა, ასეთი გაურკვეველი სიტუაციები კი საშინლად მაღიზიანებდა.
- შეგიძლია შემომხედო? -ემას აღელვებულმა ხმამ გამომარკვია, მისკენ მივბრუნდი, მაისური მხარზე ჩამოიწია და თმა უკან გადაიყარა, -შეგიძლია მითხრა ჩემს ტატუს თუ ხედავ?
- მარცხენა მხარზე ყელზე თითქმის ყურამდე იგივე ზომის და ფორმის ტატუ ჰქონდა რაც დანარჩენებს, თუმცა ოდნავ განსხვავებული ფიგურებით,
- ვხედავ.
- მართლა ხედავ?
- რათქმაუნდა ვხედავ, რა გჭირთ ვერ ვხვდები? როგორ შეიძლება ამხელა რაღაცას ვერ ვხედავდე?
- როგორც იქნა, როგორც იქნა ეს დღეც დადგა, -ემამ სახე ხელებში ჩარგო და გაჩუმდა, ტყუპები და ლოგანი ჯერ კიდევ, გაშეშებულები ისხდნენ.
- რა ჯანდაბა ხდება ჯეისონ? -უკვე მეც ნერვიულობას ვიწყებდი.
- დამშვიდდი ჰანა, თქვენ კი ჯობია თავი შეიკავოთ, -ჯეისონი წამოდგა და ხელი გამომიწოდა რომ მეც წამოვეყენებინე, -წამოდი ბაღს დაგათვალიერებინებ და თან ვისაუბროთ, შენთვის უამრავი რამ მაქვს მოსაყოლი.
* * *
- მართალი ყოფილხარ, აქაურობა ულამაზესია, -აღმომხდა როცა სახლის გარშემო მდებარე ბაღს თვალი მოვავლე, ბაღს ეძახდნენ თორემ ტყეს უფრო ჰგავდა, უზარმაზარი ძველისძველი ხეებით და ყვავილებით მოჩითული პატარ-პატარა მდელოებით, სიმწვანე უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული და თავი და ბოლო არ უჩანდა, ახლო-მახლო არსად ჩანდა სხვა სახლი ან რამე შენობა, აღფრთოვანებული ვათვალიერებდი უზარმაზარ ხავსიან ხეებს, სუფთა ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი და უფრო და უფრო ღრმად შევდიოდი ტყის სიღრმეში, არ გამკვირვებია როცა ხეებსშორის მოქცეულ მდელოზე წინ პატარა წინწკლებიანი შველი გადმოგვიხტა და ისე მომიახლოვდა საერთოდ არ შეშინებია ჩემი, ხელი გავუწოდე, თბილი ხაოიანი ენა ხელისგულზე ამისვა, შეიკუნტრუშა და ისევ ხეებს შეერია.
- აშკარად მოეწონე თორემ არ მოგეკარებოდა, -ყურთან ჯეისონის ხმა გავიგე და მერე წელზე მისი ხელები ვიგრძენი, -იშვიათი ნიჭი გაქვს ჰანა.
- ნიჭი? რას გულისხმობ?
- ყველას ძალიან ადვილად აყვარებ თავს, ხომ ხედავ ის შველიც კი როგორ მოაჯადოვე.
- კიდევ ვინ მოვაჯადოვე? -ვკითხე, მის მკლავებში შებრუნდი და როცა მის ვნებისგან დაბინდულ თვალებს შევეფეთე, ვეღარ მოვითმინე, ჯანდაბას თვითკონტროლი, ახლა რომ მის ტუჩებს არ შევხებოდი ნამდვილად მოვკვდებოდი, თითისწვერებზე ავიწიე, ხელები თმებში შევუცურე და ვაკოცე, ისიც ამას ელოდა, მაგრად მიმიკრა სხეულზე, კოცნაზე კოცნით მიპასუხა, თავშეუკავებელი იყო, უხეში, მომთხოვნი, ისეთი გზნებით და გატაცებით მკოცნიდა და მეფერებოდა რომ ყველა და ყველაფერი დამავიწყა, სიამოვნების წამლეკავმა ტალღამ მთელი ჩემი არსება მოიცვა და დედამიწას მომწყვიტა, ეს არ ყოფილა უბრალოდ მეტაფორა, მიწას მოვწყდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვგრძნობდი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ საყრდენი, ვგრძნობდი როგორ მივიწევდი მაღლა ჯეისონთან ერთად მაგრამ ვერაფერზე ვფიქრობდი, ბოლოს როცა მის ტუჩებს მოვწყდი რომ ჰაერი ჩამესუნთქა და თვალები გავახილე, გაოცებისგან შევკივლე, ხეების თავზე ჰაერში ვლივლივებდით, ჩემს წელზე შემოჭდობილ მის ხელებს საიმედოდ ვეჭირე, თვალები ამჯერად უცნაური ცისფერი შუქით უციმციმებდა, თმები უფრიალებდა და სინათლეს ასხივებდა, სინათლე ჩვენს გარშემო ლივლივებდა, სფეროსებრ გარსს ჰქმნიდა და გარს გვეხვეოდა, ჯეისონი ერთხანს თვალმოუშერებლად მიყურებდა და თბილად მიღიმოდა, მერე ისე რომ ტუჩები არ აუმოძრავებია ჩემს გონებაში მისი ხმა გაისმა,
- რას იტყვი გავაგრძელოთ?



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ველოდები სულმოუთქმელად შემდეგ თავს ❤ ძან კაია რო მალ მალე დებბ ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი Daldoni daldoni

ყოველთვის საოცარ სამყაროში გვამოგზაურებ.. ძალიან მაგარია..

 


ასეთ დროს შეწყვეტა შეიძლებოდა? smirk
მეთქი ეგაა და გავიგეთ რა არსებაა ჯეისონი-თქო და შენ დაარსულე ეს თავი confused რა მოითმენს ახლა შემდეგ თავამდე.
ტატუების ისტორია განსაკუთრებით მაინყერესებს. თან უბრალო ხომ არაა? მარტო ჰანა ხედავს და თან მოძრაობენ ჯეისონის ტატუები smirk
ველოდები შემდეგს. იქნებ გავიგოთ რა არსებები არიან ჯეისონი და მთელი მისი ოჯახი.

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
ასეთ დროს შეწყვეტა შეიძლებოდა? smirk
მეთქი ეგაა და გავიგეთ რა არსებაა ჯეისონი-თქო და შენ დაარსულე ეს თავი confused რა მოითმენს ახლა შემდეგ თავამდე.
ტატუების ისტორია განსაკუთრებით მაინყერესებს. თან უბრალო ხომ არაა? მარტო ჰანა ხედავს და თან მოძრაობენ ჯეისონის ტატუები smirk
ველოდები შემდეგს. იქნებ გავიგოთ რა არსებები არიან ჯეისონი და მთელი მისი ოჯახი.


შემდეგ თავში ყველაფერი გაირკვევა, ზეგ ავტვირთავ, ვეცდები რომ შედარებით დიდი თავი გამოვიდეს blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent