შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა


22-12-2021, 17:03
ნანახია 1 257

მოგიყვებით ორი ადამიანის ამბავს რომლებსაც მართლაც რომ სიცოცხლის ბოლომდე უყვარდათ ერთმანეთი, ყველაფერი დაიწო 1945 წლის 19დეკემბერს გამთენისას როცა ოჯახში პატარა მოცუცქნული ბიჭი უმცროსი ვაჟი სახელად ვივიანე(ვი) დაიბადა, და 1946 წლის 1 აპრილს გოგონა ნესტანი (ნენე) ოცნების გოგო, ასე იმიტომ დავარქვი რომ მის მშობლებს ნენემდე შვილი არ უჩნდებოდათ.
ისინი ერთ ქალაქში დაიბადნენ მაგრამ ბიჭის მშობლები წავიდნენ ქალაქიდან ზუსტად იმ დღეს როცა გოგო დაიბადა.
გადიოდა წლები იზრდებოდნენ ნენე და ვი მაგრამ ერთმანეთს არსად შეხვედრიან ვი ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა ქალაქში საყვარელ ბაბუსთან როცა ვივიანე 15-ის გახდა მას ბაბუა გარდაეცვალა, და ოჯახს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ჩამოსულიყვნენ ქალაქში, ან არა, მაგრამ მისი თხოვნის შემდეგ რომელსაც არ უნდოდა საყვარელი ბაბუს სახლის დატოვება, მშობლები დათანხმდნენ ვი როცა ქალაქში გადმოვიდნენ მეცხრე კლასში იყო მაგრამ სკოლაში წასვლა არ უნდოდა მაგრამ ბევრი თხოვნის შემდეგ წავიდა სკოლაში და როგორც კი შევიდა კლასში კლასის გოგოების ნაწილს შეუყვარდა ის, მაგრამ ის იჯდა თავისთვის ჩუმად ისე ჩუმადაც რომ ზოგჯერ მასწავლებლები არის დაწერასაც აპირებდნენ თუ მას ნენე არ ეხმარებოდა უი დამავიწყდა იმის თქმა რომ ისინი ერთ კლასში იყვნენ ნენე 5-ის შევიდა ვი კი 6-ის, როცა ვი კლასში გაშინაურდა მან თვალი დაადგა მოუსვენარ-ქაჯანა-ლამაზ ნენეს, მაგრამ მისი კლასელი ბიჭები ეუბნებოდნენ რომ მასთან მისვლაც არ ეცადა, ვიმ დაუჯერა მეგობრებს და ერთი წელი ისე უყვარდა რომ არც არავისთვის უთქვია არაფერი, როცა მეცხრე კლასი დამთავრეს და არდადეგები დაიწყო ვი აღარავის უნახავს ქალაქში, როცა სკოლა დაიწყო კლასში შემოდგა საოცრად სიმპატიურმა ბიჭმა ფეხი ვერავინ იცნო ვინ იყო სანამ არ დააკვირდნენ ეს ხომ ვი იყო ნენეც კი გაშტერდა მის დანახვაზე, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა ვი, მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა ნენე ხვდებოდა რომ ვი შეუყვარდა, ვის ეჭვიანობას როცა ნენესთვის ბიჭებს ყვავილები მოქონდათ, მთელი კლასი ხედავდა და და არც ნენე ჩამორჩებოდა ეჭვიანობაში, როცა ვი გოგოებს ელაპარაკებოდა ბრაზისგან რამის ბიჭებს ცემდა, მაგრამ მთელ კლასს მაინც ერთი ეჭვიანობის სცენა დაამახსოვრდა ეს იყო გამოსაშვები კლასის ბოლოს როცა როცა ვი გოგოს ელაპარაკებოდა ბანკეტზე მასთან ერთად წასვლა უნდოდა თუ არა და ისიც სიამოვნებით დათანმხდა, და გავიდა ბიჭებთან ერთად კლასიდან და როცა კლასში დაბრუნდა გოგოები ჩხუბობდნენ, ალბათ ზევით გითხარით რო ნენე მოუსვნარი და ქაჯანა იყო ამასთან ერთად ძლიერიც, ამიტომ ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით ჩხუბში ვინ გაიმარჯვა, არცერთმა გოგომ არ აღიარა რა მოხდა იმ დღეს ბანკეტზეც კი უარი თქვეს, იმიტომ რომ მასწავლებელმა დასაჯა და ბანკეტზე არ დაუშვა, მაგრამ გაკვეთილების ბოლოს იმ გოგომ ვივიანეს უთხრა: ერთი კითხვა მაქ ნენესთან რატო დამარტყი და შენთანაც, ესაა ის გოგო ვისაც უყვარხარ და ვინც შენც გიყვარს დიდიხანია ვგრძნობ რომ არ მოგწონვარ, უბრალოდ საეჭვიანოდ მიყენებდი, და უცებ ვი აჩუმებს იმ გოგოს და ეკითხება ნენეს მოიცა შენ მართლა გიყვარდი, და არაფერი მითხარი და უცებ კლასში ბავშვებს წასკდათ სიცილი მაგრამ მათი გახედვა იყო და ყველა გაჩუმდა, ხოდა სად გავჩერდი ხო, როცა ვიმ კითხვა დაუსვა ნენეს და მანაც უპასუხა:მოიცა მე უნდა მეთქვა, ვი:აბა ბიჭებმა მითხრეს რომ საერთოდ არ გამეცა შენთვის ხმა, ნენე: და შენც ადექი და ამ სულელებს, ხოდა როცა რამის გაკეთება მოგინდება ადექი და შენ სულელ მეგობრებს კითხე, რომ კიდე ერთხელ გაგიფუჭონ ცხოვრება, ამ ტექსტის შემდეგ ორივე დაჯდა გადიოდა გაკვეთილები ნენესთვის და ვისთვის ეს დრო საუკუნეს უდრიდა, ერთერთ გაკვეთილის დროს ერთერთმა ბავშვმა სახეზე სიმხურვალე იგრძნო და ორივე მხარეს გახედვის შემდეგ მიხვდა რომ ორ ცეცხლს შუა იჯდა, და მასწავლებელმა ნენეს და ვივიანეს კითხა: თქვენ ერთმანეთი გიყვრთ ნენე და ვი : არა რა სისულელეა მაგრამ გამოცდილი ქალის თვალს რას მოატყუებ, ორივეს ეტყობოდა რომ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ყველა სახლში წავიდა, მეორე დღეს იყო ბოლო ზარი, ბანკეტი, და რაც სკოლის დამთავრების დღეს ხდება ის, საწყალი ვივიანე მარტო იყო ბანკეტზე მოწყენილი და აქეთ იქით იყურებოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ ვი-ს და ნენეს ერთმანეთი აღარ უნახავთ ცოტახანი ორივეს დეპრესია ქონდა, მაგრამ ყველაფერმა გადაუარა მაგრამ რაარი ბედი ადამიანს რომ არ გაეხუმროს ზუსტად სამი წლის შემდეგ ნენეს გათხოვების ასაკიც მოუახლოვდა, და როგორც საბჭოთა კავშირის დროს იცოდნენ ნენესთვის ვიღაც უნდა გაერიგებინათ და ნენეს უთხრეს გათხოვების ამბავზე, რომ მეორე დღისით მისი მთხოვნელი მოვიდოდა იმ ღამეს ნენემ ნამტირალებმა დაიძინა, იმის გამო რომ ოჯახს ვერ შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მან არ იცოდა მეორე დღეს რა სიურპრიზი ელოდა, დილით ნენე ადრე ააყენეს დაეხმარნენ კაბის არჩევაში თმის მოწესრიგებაში, ასაუზმეს და ელოდებოდა ბედს რომელიც მალე მის კარზე მოაკაკუნებდა, და არ იცოდა როგორი იყო ყველა ჩუმადაა და დაირღვა სიჩუმე კარზე კაკუნია, და გააღეს კარი, შემოდის ცოტა შეჭაღარავებული კაცი ნენეს მის დანახვაზე გაშტერდა ეს ვიზე მათხოვებენო, რომ არა მისი სიტყვა შემოდი შვილო, და კარში შემოდის ბიჭი მწვანე თვალებით შავგვრემანი ვინ არის ეს თუ არა ვი, მათი მზერის დაჯახება და გულის ბაგაბუგი ერთი იყო, ყველა წამმა და მომენტმა მათ ერთ მზერაში გაიელვა, შემდეგ მშობლებმა ერმანეთი გააცნეს, მაგრამ როცა გულის ბაგაბუგი შეწყდა ორივეს გაახსნდა სკოლაში ჩხუბის ის დღე, მაგრამ ორივეს გაუხარდა რომ ბავშვობის სიყვარულზე ქორწინდებოდა და არა ვიღაც უცხოზე, იმ დღეს დაინიშნენ შემდეგი დღეები ქორწილის მზადებას მოანდომეს, არც ვივიანეს და არც ნესტანს ჩვეულებრივი ქორწილი არ უნდოდათ, გავიდა კვირა ნახევარი ნიშნობის დღიდან და დადგა ქორწილის დღეც, არავინ არ იცოდა როგორი ქორწილი გაიმართებოდა, ნენეს ვივიანეს და ვინც ქორწილის მოწყობაში დაეხმარა იმათ გარდა, არც მშობლებმა არ იცოდნენ და ამიტომ სადაც შეეძლოთ და არ შეეძლოთ იქ იმალებოდნენ მეზობლებისგან, რო არაფერი ეკითხათ, და აი დადგა დრო ვივიანე და ნენე წავიდნენ სოფლის სასოფლო საბჭოში მშობლებთან და მეჯვარეებთან ერთად და ხელი მოაწერეს, სადაც ქორწილი იმართებოდა სასტიკად დალუქა ჭიშკარი ვივიანემ და გასაღები პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო, წავიდნენ ქორწილის აღსანიშნავად და ჯვრის დასაწერად, და იქ შესულ ადამიანებს გაოცებისგან პირი რჩებოდათ ღია, მოგეხსენებათ იმ დროს შუქები უკვე იყო, საწყალ ვივიანეს ხელები გაშავებული ქონდა და პატარა ნაკაწრებიც, ეცადა მაგრამ ის სიშავე ვერ მოიშორა, თურმე მტვრიანი მაგრამ მთლიანი სადენებით, პატრონებით, და ნათურები, გააკეთეს მთლიან ეზოში შუქები რო ღამე ლამაზად ყოფილიყო, თურმე ვივიანე და ნენე პირველი წყვილი ყოფილან ვინც ჯვარს დაიწერდა, და ისინი ოფიციალურადაც და ღმერთთანაც ცოლ-ქმარი იქნებოდნენ, მოვიდა მამაო და დაწერა წყვილს ჯვარი, ის დღეს ორივეს მთელი ცხოვრება ემახსოვრებოდათ, მაგრამ ის დღე დასასრულისგან ძალიან შორს იყო ბევრი იცეკვეს, ნეფე-დედოფლის ცეკვაც შეასრულეს მემგონი ვიოლინოც იყო, იმღერეს კიდეც, და ვივიანემ ყველაზე საოცარი სურპრიზი გაუკეთა, მან პოლაროიდიანი კაცი მოიყვანა ისინი პირველები იქნებოდნენ სოფელში ვისაც ქორწილის ფერადი ფოტო ექნებოდათ, ძალიან ძალიან კარგი დღე იყო თან ამას დამატებული მეორე დღეს ვივიანეს დაბადების დღე იყო, მაგრამ ნენეს ეს დღე არ დავიწყებია როცა პირველად ვივიანე შეუყვარდა მის მერე ახსოვდა მისი დაბადების დღე, და ნენესაც ქონდა მისთვის სურპრიზი ნუ არ ვიცი ტორტი რამდენათ მაგრამ კექსი გამოუცხო,და ვივიანემ ჩაიფიქრა ყველაზე საოცარი სურვილი რაც კი ოდესმე თავის დაბადების დღეზე ჩაუთქვამს, მან ჩაიფიქრა რომ ნენეს ისევ შეყვარებოდა, და რაარი დაბადების დღის სურვილის ძალა როცა ვიმ სანთელს შეუბერა, ნენემ გულზე ხელი დაიდო და ვის გაუღიმა, ვივიანე კი ყველაფერს დათმობდა მისი ერთი ღიმილის გამო, და ზევით რაც არ მითქვამს ვივიანემ ყოველთვის იცოდა ვინ მოყავდა ცოლად, და იმიტომ დათანხმდა მშობლებს თორემ ისევ ივლიდა უცოლოდ და მარტოხელა. ხო სულ დამავიწყდა ზევით რომ გითხარით სიცოცხლის ბოლომდე უყვარდათ ერმანეთითქო ის ჩემი ბაბუა იყო გარდაიცვალა, ბებია კი ძალიან საყვარელია ახლაც როცა მას ვუხსენებ, ცრემლები მოსდის მეც მეტირება ხოლმე იმიტო რო ორივეს ძალიან გვიყვარდა, ვხვდებით ვინ დავკარგეთ და ბაბუა ალბათ ზევიდან გვიყურებს და ძალიან ვენატრებით, და ძალიან უნდა ჩვენთან ყოფნა მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი, ღმერთს ყოველთვის საუკეთესოები მიყავს თავისთან და ალბათ ამას სამივე ვხვდებით მეც ბებიაც და ბაბუაც და ძალიან გვენატრება ერთმანეთი.



№1 სტუმარი Ana-maria

პატარა თბილი ისტორია იყო. კარგია როცა ასეთი სიყვარულია. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent