შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი სიცივე


3-03-2020, 00:40
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 189

ქალაქში თითქოს ნაცრისფრად ცივა,
გულთან სითბოთი არავინ მივა.
დავხუჭავთ თვალებს, ოცნებას ვიწყებთ,
ამ რეალობას წუთით ვივიწყებთ.

ქალაქში თითქოს ნაცრისფრად ცივა,
მხოლოდ ოცნება არს სითბოს წყარო.
ჩვენი ოცნების ნამსხვრევი ცვივა,
არ მძალუძს სრულად რომ გაგახარო.

ქალაქში თითქოს ნაცრისფრად ცივა,
მე ვერ გახარებ არ მაქვს გრძნობები.
მე ჩვენმა თავმა კვლავ დამიკივლა,
მაგრამ მე მაინც გემშვიდობები.

ქალაქში თითქოს ნაცრისფრად ცივა,
მივდივარ, არ მსურს მეტად გატკინო.
ჩემგან ისედაც შენ ბევრი გტკივა,
წავალ და იქნებ ვეღარ გაწყინო.

ქალაქში თითქოს ნაცრისფრად ცივა,
ვარ საშინელი, გრძნობის პოეტი.
ეს უგრძნობობა არ გამომივა,
აქ სულ ტყუილად მე გადმოვედი.

ქალაქში თითქოს ნაცრისფრად ცივა,
სიყვარული არს ერთი, რაც მიყვარს.
ცეცხლი ვერავინ ვერ გამიღვივა,
მაგრამ ამ გრძნობას ცხოვრება იხმარს.

ქალაქში თითქოს ნაცრისფრად ცივა,
აქ დაკარგულა ფერადი სითბო.
ამ ხალხმა ცივად გამოასხივა
და ეს ცხოვრება კვლავ არ დამიტკბო.

ქალაქში თითქოს ნაცრისფრად ცივა,
გულთან სითბოთი არავინ მივა.
დავხუჭავთ თვალებს, ოცნებას ვიწყებთ,
ამ რეალობას წუთით ვივიწყებთ.



№1 სტუმარი სტუმარი lika

ვარ საშინელი,გრძნობის პოეტი,
მე კი მეგონა რომ გტოვებდი.

დავხუჭავთ თვალებს,ოცნებას ვიწებთ,
ოღონდაც ერთმანეთს ნუ დავივიწყებთ.

მაგრამ მე მაინც გემშვიდობები,
გულში ვერ ჩავიტიე იმდენი გრძნობები.



ის ერთი მაწერინებს ამ ლექსს. მე არ დავუწერ ისეთს არავის ვისაც სხვა ენატრება და ჩემი არ არის. საიტზე ვერ ვრეგისტრირდები ხალხოოოოო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent