შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ისტორიის ეპილოგი რომელიც პროლოგამდე ადრე დაიწყო (სრულად)


26-12-2021, 22:42
ავტორი ტესსა
ნანახია 4 687

___


-სონ სუ ჯონ! - ო სეოს ხმამ რეალობაში დამაბრუნა. ჩვენი ქორწინების იუბილეს
TOSOKCHON SAMGYETANG*-ში (ყველაზე პრესტიჟული რესტორანი სეულში, - სამხრეთ
კორეა) ვატარებდით.
არც ჩვენი პირველი პაემანი არ დამამახსოვრდა ასე ზღაპრულად (მიუხედავად იმისა,
რომ ო სეო ჩემი პირველი სიყვარული იყო და ჩვენი გაცნობა კარგად აღარც მახსოვს), არც
ჩვენი ქორწილის დღე ზუსტად ერთი წლის წინ და არც თაფლობის თვე პარიზში.
დღეს ყველაზე მეტად ვგრძნობდი მის სიყვარულს და დარწმუნებით ვიცოდი რომ ეს
რაღაც რაც ჩვენს შორის ქარბორბალასავით ტრიალებდა ორმხრივი იყო. ვიგრძენი პარიზში
გატარებული არანორმალური თავგადასავლების გახსენებისას, ერთბაშად როგორ
წამომიხურდა ღაწვები. ო სეოს ჩემსკენ მომართულ მარჯვე მზერას არც ეს ცვლილება
გამოჰპარვია, - Ya* (მიმართვა კორეულად, დაახლოვებით იგივეა რაც “hey”), სონ სუ ჯონ!
-ჰო? - რატომ? მთელი ცხოვრება ჩამესმოდა ეს ხმა. ასეთი თბილი და ამავდროულად
ყინულივით ცივი და სრიალა, რომელიც გაუთავებლად დამძახოდა ჩემს სახელს მართლაც
და ყველანაირ ამპლუაში. ღამით, კოშმარის ნახვისას, სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე
მგრძნობიარე და ნამდვილი ხარ. როდესაც ო სეო პაწია ჩვილივით უმწეო ხდება და
დახმარებას ითხოვს, მინდა სახე დილამდე დავუკოცნო სანამ შფოთვა ბოლომდე არ
გადაუვლის, არ მიხვდება რომ საიმედო ხელშია და მშვიდად არ დაეძინება. თუმცა,
როდესაც აბაზანიდან გაცხარებული ბოლო ხმაზე ღრიალებს ჩემს სახელს ; “სონ სუ ჯონ!
მაინც რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო შუა ბანაობის დროს ეს წყეული წყალი არ
გამომირთო მეთქი? ჩემი არ გესმის? სონ სუ ჯონ! ეს სასაცილო საერთოდ არაა! გავიყინე…” -
აი მაგ დროს მინდება რომ კვირების განმავლობაში ძირს ხოხიალამდე დავცინო, რადგან
სამზარეულოში ატრიას მომზადებისას, პარალელურად წარმოვიდგენ საშხაპეში სრულიად
შიშველსა და გათოშილს მხოლოდ ‘სონ სუ ჯონი’ რომ აკერია პირზე. და მაშინ რაღატომ?
რაღატომ მიფრიალებს ამ ღამეს გული ასე ძალიან, ასე… განსხვავებულად?
-დარწმუნებული ხარ რომ ავად არ ხარ?
უეცრად ო სეოს სახეზე მანათობელი ბურთულების ფერად-ფერადმა ანარეკლებმა
გადაირბინეს და მის მბრძანებელივით შეჭმუხნულ წარბებსა და ამავდროულად
სიკვდილამდე შეშინებულ სახეს იმდენად არ დააჯდა რომ სიცილი წამსკდა.
-რა.ახლა რაღა გაცინებს?!
ველოდებოდი როდის მოლბებოდა და გახსნიდა მაგ თავის შეჭმუხნულ წარბებს, თუმცა
ყველა ჩემს გადახარხარებაზე მისი თვალები უფრო და უფრო წვრილდებოდნენ.
-ვერ ხედავ რომ ყველა ჩვენ გვიყურებს? Როგორ არ გრცხვენია ასე შეშლილივით რომ
ხარხარებ… არა რა, ჭკვა ვეღარაფრით ვისწავლე! არადა, პირველივე ინციდენტის შემდეგ
უნდა მივმხვდარიყავი, რომ სანამ პაემანზე დაგპატიჟებ, ჯერ ის ადგილი იმ ღამით უნდა
დავაკეტინო! ერთადერთი ვინც ამდენწლიანი თანაცხოვრების მანძილზე საფულე და
ნერვები არ დაზოგა ეს მე ვარ, თორემ აბა შენ და შენს გადარეულობას რაღა მოვკითხო…
-ო სეო!
-რა?
-იცი რომ… იცი რომ სახე გინათის?
-ეგ ახლა გაიგე?
-არა, არა! მართლა გეუბნები, შენს კანზე ანარეკლებია!
სულ რაღაც ხუთი დღე გვაშორებდა Sung Ton Jul*- ს (შობა სამხრეთ კორეაში) და მთელი
ქალაქი ბრჭყვიალა ორნამენტებითა თუ ნაირ-ნაირი მორთულობებით გადაეჭედათ. შობა ო
სეოს ბავშვობიდან შავი ჭირივით ეზიზღებოდა, თუმცა ამის მიზეზს არასდროს მიმხელდა.
მართალია ყოველთვის მეუცნაურებოდა ეს ფაქტი, თუმცა რამდენადაც მაინტერესებდა,
ზუსტად იმდენად არც ჩავძიებივარ.
და საერთოდაც, სწორედ ასეთი უცნაური იყო ჩემი ო სეო, ჩემი პირველი და…
უკანასკნელი სიყვარული!
-ჯანდაბა! ეს სულელური მორთულობები! არ გამიკვირდებოდა ამისთვის შენ რომ
გადაგეხადა, - ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ და მოზრდილი კრევეტის ნაჭერს ჩხირები ჩაასო,
თუმცა სანამ პირისკენ გემრიელად გაიქანებდა, მანამდე კიდევ ერთხელ გადმომავლო მზერა
დაეჭვებით, - სუ ჯონ, ბოლოჯერ გიმეორებ, თუ ავად ხარ შეგვიძლია შინ ახლავე
დავბრუნდეთ. თანაც… ნებისმიერ დროს შეიძლება ამ ქორწინების იუბილის გადახდა. განა
ყოველი ჩვენი ერთად გატარებული დღე იუბილე არ არის?
მომწონდა მისი ასეთი დამოკიდებულება. ის ჩემსკენ მომართული ცივი სითბო,
რომელსაც საყვედურების გამოთქმაში გამოხატავდა. ამ საღამოს უამრავი საშობაო
დეკორაციის ფონზე, - “Sia-SNOWMAN”-ის ტკბილი, საახალწლო აურის მქონდე მელოდიის
თანხლებით თვალებში შევყურებდი ჩემს საყვარელ მამაკაცს და მიხაროდა. სული ამ
სიმღერასავით მითბებოდა, როცა ვხედავდი თუ როგორ ცდილობდა ჩემს გამო შეცვლას, არა
ერთიანად, არამედ ნაწილ-ნაწილ, ეტაპებად. იყვარებდა იმ ყველაფერს, რაც მე მიყვარდა,
რაც მე მაბედნიერებდა. ეს ოდითგანვე ასე იყო. ცამდე გაბრაზებული ო სეო, რომელიც
თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და სადღაც იქვე ციდან სამ მეტრზე გაბრწყინებული მე,
სონ სუ ჯონი სკოლის ფორმაში. ო სეოს გაბრაზება მის უზომო სიყვარულს ნიშნავდა და მე
ეს ვიცოდი. რატომღაც ზუსტად ეს სიფიცხე მომწონდა მასში. ფაქტი იმისა, რომ ყოველთვის
და ყველგან მიწევდა მასზე ფიქრი და ნერვიულობა რომ რამე შარში არ გახვეულიყო,
ერთდროულად თან ბოლოს მიღებდა, თან მაფორიაქებდა და თან რაღაც ამოუცნობ
ემოციების პიკამდე ავყავდი.
როცა პირველად გადავუღე ფოტო დაუკითხავად, მაშინ ჩვენი გამოსაშვები იყო.
რატომღაც ო სეო ჩვენს სასწავლებელში ბოლო ორი წლით გადმოვიდა. გაგიკვირდებათ და
იმ საღამოს პირველად დავშორდით. ღია იისფერ Prom-ის კაბაში შუა ღამეს წვიმაში მარტო ასე უსულგულოდ დამტოვა. კიდევ ერთი ფაქტი: ჩემი ო სეო ფოტოებს ვერ იტანს! როგორ
შეიძლება ნორმალურ, დალაგებულ ადამიანს შობა და ფოტოები არ უყვარდეს? მაგრამ ო სეო
ასეთი იყო, - არანორმალური! ესეც პირველი მიზეზი იმისა, თუ რატოც შემიყვარდა ასე
თავდავიწყდებით…
ხო, ეს კიდევ მე ვარ, - სონ სუ ჯონი, ოცდათორმეტი წლის, ო სეოს მეუღლე და
კვალიფიცირებული არქიტექტორი. მარცხი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს განმიცდია.
სკოლიდანვე ყველა გამოცდაში მეკავა პირველი ადგილი. ჩემი ლექტორები ხშირად
იმეორებდნენ რომ ფოტოგრაფიული მახსოვრობა მქონდა. ამის გამო არაერთ კონკურსში
მიმიწვიეს. მაგრამ განა უცნაური მოვლენა არ არის რომ ჩემი მეუღლის გაცნობის დღე არ
მახსოვს? უბრალოდ ის ყოველთვის ჩემს ცხოვრებაშია და მეც არასოდეს მიფიქრია
დასასრულზე, შესაბამისად არც დასაწყისზე. უბრალოდ ო სეო და სონ სუ ჯონი.
ყოველთვის!
ჩემი ამ ამნეზიის გამხელა მასთან საშინლად მეთაკილებოდა, რადგან მრცხვენოდა. და
ზუსტად ამის გამო იყო რომ არასდროს ჩავძიებივარ შობა და სხვა დღესასწაულები რატომ
არ უყვარდა, რადგან წარსულზე საუბარს ვერიდებოდი. ყოველთვის, ყოველთვის აწმყოში
ვცხოვრობდი მასთან ერთად. ძალიან ჩვეულებრივად. ან რათ მინდოდა განა რამის ქექვა?
განა ყველა ქალს ჰყავს დღეს ხელოვანი მეუღლე, აქვს შეძლებული ხელფასი და უამრავი
პროექტი სამსახურში? და… უეცრად ჩემს გონებაში ო სეოს სახიდან არეკლილი ნათურა
გადმოინთო!
-მექსიკა! - წამოვიყვირე და აღტაცებულმა ო სეოს კრევეტების მათლაფა ცხვირწინ
ავაცალე.
-რა? რა მექსიკა, რას სჩადი, სულ გაუბერე?
-აა, უი ეგ ევრიკაა, ხო?
-სუ ჯონ, იცოდე ამაღამ ძალიან მაშინებ.
-კარგი რაა სეოოო, აქ ქანდაკებასავით გაშეშებული ჯდომა, ნათურების თვლა და
კრევეტების წარბშეკრულს წუწვნა არ მოგბეზრდა? მეკიდევ აი… ვფიქრობდი და ჩვენი
თაფლობის თვე მახსენდებოდა პარიზში.
უმალ ო სეოს სახეზე ცვლილება შევატყე. წარბები მორიგეობით გახსნა, ტუჩის ცალი
კუთხე რაც შეეძლო ზემოთ ასწია და ორპირი ფხუკუნი წასკდა.
-Ya, სონ სუ ჯონ! მაინც როგორი ქალი ხარ?! მე კიდევ მეგონა თავს შეუძლოდ გრძნობდი.
გეფიცები პატარა ეშმაკის ფეხი ხარ!
-არა, არა სეო, მომისმინე, საქმე მაგაში არაა. რა გჭირს, ნუ იცინი.
-შენ დაგცინი.
-მე რატომ?
-რატომ და ჩემი სახელის მაგდენნაირი ვარიაცია ჩემს ცხოვრებაში არ მომისმენია რაც
პარიზში მოვისმინე.
მისივე მათლაფიდან მოგრძო კრევეტს ვავლებ ხელს და სახეში დაუფიქრებლად ვუქანებ,
- ამბობს ის, ვინც საშხაპედანაც ჩემს სახელს გაჰკივის ბოლო ხმაზე?
-მშვენივრად იცი რაზეც ვსაუბრობ, - წარბები სასაცილოდ ასწია და გამოქანებული
კრევეტი პირში გაიმგზავრა.
-გონება სულ გამიფანტე სეო! იმის თქმა მინდოდა რომ…
-გონება გაგიფანტე?
-მექსიკაში წავიდეთ! - დავიყვირე უეცრად, რადგან ნერვებმა მიმტყუნა. ყველამ ისევ ჩვენს
მაგიდას გადმოხედა. ღმერთო! ახლაღა გამახსენდა თუ სად ვიმყოფებოდით. სირცხვილით
ატუზული ნელა მიმოვიხედე ირგვლივ და უკმაყოფილო კლიენტებს თავი დავუკარი, -
მექსიკაში წავიდეთ, - შემდეგ ისევ სეოს მივუბრუნდი, თუმცა ამჯერად შედარებით მშვიდად და ხმადაბლა.
-და მექსიკაში რაღა გინდა? ან პარიზიდან მანდ როგორ გადახტი? Ხანდახან მართლა მაოცებ.
-არა უბრალოდ… ჩემი ბოლო პროექტი ხომ გახსოვს, არა?
-როგორ არა, ის მახინჯი სახლი… მ-ე-ქ-ს-ი-კ-ა-შ-ი ?
-მახინჯი შენ და შენი ნახატები ხართ.
-მაშინ შეგახსენებ რომ ჩემი ნამუშევრების ნახევარზე მეტი სწორედ რომ თქვენი
პორტრეზებია ქალბატონო არქიტექტორო.
-უი, სიტყვები უკან მიმაქვს. აუ სეო, წავიდეთ რა, წავიდეთ ძალიან გთხოვ.
სეო უცნაურად მიყურებს. ჩემი ახირებების არც მე მესმის.
-წავიდეთ და გპირდები წყალს აღარ გაგითიშავ.
-ჰმ… მოიცა დავფიქრდეთ, - მიპასუხა და კმაყოფილი სახე მიიღო. ის-ის იყო ბედნიერმა
ტაში შემოვკარი რომ უეცრად სახე კვლავ გაუმკაცრდა, - არა!
ხელები ჰაერში გამიშეშდა და ცხვირი ჩამოვუშვი.
-რადგან გარიგების საწარმოებლად ეგ საკმარისი არგუმენტი არაა.
წართმეულმა იმედმა მარშრუტი იბრუნა.
-მაშინ… არ ვიცი, აღარ გაგაბრაზებ ხოლმე.
-რამე ისეთი თქვი თავადვე რომ დაიჯერო.
-და შობა რომ არ ავღნიშნოთ ამ წელს?
-ვის ატყუებ, აბა მექსიკაში შობას რა რვაფეხას მეცხრე ფეხი გვინდა?
-კარგი ხო, ისევ გამომიჭირე… არა, ვიცი! - წამოვიყვირე და წამში გაცხარებული ხალხის
მოშტერებული წყვილ-წყვილი მზერის სროლა ვიგრძენი, - ჯანდაბა, ეს ისევ გავაკეთე ხო?
თავი ხელებში ჩავრგე და ჭიქიდან თეთრი ღვინო მოვწრუპე. სეომ ჭიქას ჩემი პირის
მიმართულებით გამოაყოლა თვალები და პირი ჩამოხსნა, - აი თურმე რა! სუ ჯონ მერამდენე ჭიქაა? ძალიან ბევრი დაგილევია უკვე. ღმერთო, შენს თავს აღარ ჰგავხარ. Წამოდი, მალე წავიდეთ სახლში სანამ ჩვენზე საჩივარი დაწერილა უკვე. ზურგზე მომახტი.
-Ya, სეო! Მთვრალი საერთოდ არ ვარ! რატომ არასდროს მისმენ როცა გელაპარაკები? -
ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დავდგი და ახლაღა შევამჩნიე ჩვენს გარშემო ყველაფერი რა
სიჩქარით ტრიალებდა. არა, არა და არა! ნუთუ ჩემი ყველაზე მეტად მომძვინვარებული
სიყვარულის შეგრძნებაც სეოსადმი, ჩვენი პირველი შეხვედრის ვერ გახსენებაც და მექსიკაში
გამგზავრების იდეაც საშობაო არდადეგებზე ჩემი ბოლო პროექტის ახლოდან სანახავად,
მხოლოდ და მხოლოდ სამი ჭიქა ღვინის ბრალი იყო?
-მთვრალი არ ვარ! - მაგრამ ვინ იცის მას უფრო ვარწმუნებდი თუ საკუთარ თავს.
-დარწმუნებული ხარ რომ წეღან ჩემს სახეზე მართლა დაინახე ის შუქები? - ხარხარებს
სეო. მის ყველა კბილს ერთად ასე ხშირად ვერ ვხედავ. განა როგორ შემეძლო არ
მოვნუსხულიყავი? ადგილზე მივიყინე. Სუნთქვა გამიჩერდა.
-სეო… ლამაზი ხარ!
უეცრად პირი მოკუმა, სახე ხელახლა დაისერიოზულა და სარკაზმით ჩამახარა:
-შენ კიდევ მთვრალი.
-ასე არა? - ვიგრძენი როგორ წამოვხურდი. ტუჩები გადმოვბურცე და ხელები
გადავაჯვარედინე, - ასეთ რამეს ხშირად არ გეუბნები, დაუნახავო! Ya, სეო, რატომ ხარ
ასეთი? არ შემიძლია ჩემს მეუღლეს უანგარო კომპლიმენტი ვუთხრა ბრმა პაემანზე?
-ოჰ, ძვირფასო სუ ჯონ ხომ გიცნობ არა? შენ უანგაროდ არაფერს აკეთებ და არც ეს
პაემანია ბრმა. განა წეღან მოლაპარაკებებს შენ არ მიწარმოებდი?
ამ ბოლო დროს ჩემი ამნეზია სერიოზულ სახეს იღებს.
-უი ხო… კარგია რომ გამახსენე. ვიცი რითაც შევძლებ შენს დარწმუნებას, მისტერ
არასწორობავ!
-მიუხედავად იმისა რომ აზრი არ აქვს, ბოლო შანსს მოგცემ.
-ბოლო და ნამდვილი.
-ბოლო და ნამდვილი? ეს სიტყვები ზედმეტად სენტიმენტალურად ჟღერს შენგან.
-სულელო, მოგზაურობა კი არა არგუმენტია ბოლო და ნამდვილი.
-კარგი, მაშინ გისმენ.
-მზად ხარ?
-შენთვის სულ მზად ვარ.
-არცერთი ფოტო!
-ვერ მივხვდი?
-მექსიკაში ჩემი ბოლო პროექტის სანახავად წამიყვანე და არ დაგაძალებ ფოტო
გადავიღოთ, - დანანებით შევთავაზე, თუმცა ამაყად, რადგან ზუსტად ვიცოდი რომ ეს
იმუშავებდა.
-მართლაც მაცდურად შჟერს, მაგრამ… მაინც რომელი კოსმიური ძალის მეშვეობით
მაიძულებ დავიჯერო რომ შენნაირი ‘INSTAGRAM’-ზე გაგიჟებული ადამიანი შობას
სამოგზაუროდ წავა და არცერთ ფოტოს არ გადაიღებს?
-აი ასე, არქიტექტორის ფიცს ვდებ.
-არქიტექტორის ფიცი რაღაა?
-არქიტექტურა… ის მცირედ დეტალებზეა აწყობილი სეო. ურთიერთობასავით არის. ერთი
მილიმეტრიც რომ გამოაცალო, თავზე ჩამოგენგრევა. არქიტექტორის ფიცი ყველაზე
წმინდაა, ვინაიდან და რადგანაც თითო მის გატეხვაზე შენს კარიერას თითო მილიმეტრი
აკლდება.
-ეგ იმას ნიშნავს რომ შენობა ინგრევა, არა?
-ზუსტადაც. უკეთესად რომ გაგეგო მაგიტომ შევადარე ურთიერთობას. ჩვენც იმ სახლს
ვგავართ მექსიკაში რომლის მონახულებასაც ვაპირებთ.
-ანუ ჩვენც მახინჯები ვართ?
-ო სეო!
-კარგი, კარგი, ვხუმრობ, რა გჭირს?
-მაგაზე აღარ იხუმრო.
-კარგი შევთანხმდით.
-ანუ?
-ისე ვქნათ, როგორც გინდა.
-ყველაფერი?
-ყველაფერი.

სეომ ანგარიში გადაფარა და მანქანამდე ზურგზე შესმული წამათრია.
-სეო, - ჩავიბუტბუტე მის ყურთან, მაგრამ ყურადღება რომ არ მომაქცია, კბილები ჩავავლე,
- შეო მეთქი! - შევუღრინე კბილებგაუშვებლად დამახინჯებული კორეულით. სეომ
სიმწრისგან იმხელა დაიბღავლა, არა თუ რესტორანმა, არამედ მთელმა სეულმა გაიგო.
სანაძლეოს დავდებ ისედაც სამჯერ მეტის დატოვება მოუხდა იმ რესტორანში და კიდევ
ერთხელ (და რიგით არ ვიცი მერამდენედ) ინანა რომ ამ ღამისთვის სპეციალურად წინასწარ
არ დაახურინა, მაგრამ აბა შიშით მაგას რა ათქმევინებდა. არა უშავს, მე ხომ ისედაც ვიცოდი.
-რას სჩადი, ყველაფერი ორმაგი პორციით შეჭამე და ახლა ჩემზე გადმოხვედი?
-სეო, მგონი… მგონი გული მერევა.
-რაა? - სეოს ასეთი უმწეო ხმა იმ კოშმარების ნახვის დროსაც არ ჰქონდა ხოლმე. ისე სულ
მაინტერესებდა, ნეტავ რა ესიზმრებოდა?
გიჟივით გადავიხარხარე (ისევ)
-ხედავ? მაინც არ ჩამომაგდე. აი ეს არის ნამდვილი სიყვარული.





***

და ასე უცნაურად და მოულოდნელად გადაწყდა ჩვენი 2022 წლის საშობაო მოგზაურობა
მექსიკაში.




***

-სონ სუ ჯონ, - ახლოდან და თან შორიდან ჩამესმა ო სეოს ხმა.
-ჰმ, - ჩავიკრუსუნე და საწოლში პირი ვიბრუნე. უცებ ვიგრძენი ხელებიდან როგორ
გამომეცალა მთელი ღამის დაგროვილი ჩაბღაუჭებული სითბო და თავიდან ბოლომდე
კანკალმა ამიტანა. დამძიმებული თვალები ძლივს გავახილე და ოთახში მიმოვიხედე.
თეთრი, ჩემი დიზაინითვე დამზადებული თარო და მის გვერდით შემომდგარი კრემისფერი
ლამფა, - არა. ტელევიზორი და დივანზე შემოწყობილი სეოს ნაჩუქარი დათუნიებიც არა.
თვალები ისევ გადავატრიალე და…
-აააა! - იმხელა ხმაზე ვიკივლე რომ ო სეო შეხტა და სახეზე აკრული ფქვილი მთლიანად
საბან-გადახდილ ლოგინში ჩამოაბზნია, - მოჩვენება! მოჩვენება! - ვაგრძელებდი კივილს.
სეომ ერთი ძლიერად შემაჯანჯღარა და ისეთი ტკივილი ვიგრძენი თავი კინაღამ გამისკდა.
-ჩემი თავი!
-გამომართვი და დალიე, - ფქვილიანმა სეომ საბანი ხელახლა დამახურა, ტუმბოდან
ლიმნიანი წუალი და ასპირინი აიღო და გამომიწოდა. კარგად მომზადებულა ხოდა მეც
აღარ დავაყოვნე, სწრაფად დავემორჩილე და ისევ ლოგინზე გავიშხლართე.
-დღეს ოფისში არ მიდიხარ?
-სად მაქვს მაგის თავი, მაგის კიარა ისე მტკივა მგონია რომ თავი საერთოდ აღარ მექნება
მალე.
-ადექი, ადექი ბლინები უკვე მზად არის, - მეუბნება თვითკმაყოფილი სეო, ყურებამდე
იკრიჭება და ხელებს უდარდელად იფერთხს.
-რას აკეთებ სულელო? ხელები წაიღე! - თავიდან ვუბრძანე, მაგრამ ბოლოს როცა გავიაზრე
თუ რისი ჩამდენიც იყო, მუდარაზე გადავერთე, - სეო, გთხოვ რა, რასაც გინდა იმას
შეგისრულებ, სეო, ო სეო!
სეომ დაიღრიალა და ხელებგაფარჩხული ლოგინზე თავგანწირვით გადმოეშვა.
თავდაპირველად ვიფიქრე ის ტკაცუნი ჩემი ძვლების ჩამსხვრევისგან მოდიოდა, სანამ არ
მივხვდი რომ მარცხენა მხრიდან მე და სეო იატაკზე ზღვის გოჭებივით მივსრიალებდით.
საწოლის ცალი მხარე პირდაპირი მნიშვნელობით ჩაინგრა. უამრავი დრო დაგვჭირდა
სანამ ორივე გავაცნობიერებდით თუ რა ხდებოდა. სეოს ფერი წაუხდა და მიინაბა. უზომო
ტკივილისდა მიუხედავად თავის შეკავება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ფხუკუნი
ხარხარში, ხარხარი კი ისტერიკაში გადამივიდა. სეო მალევე მოეშვა და გაუაზრებლად ამყვა.
და ისევ ყველა კბილი გამოუჩნდა. ბოლო დროს უფრო სტანდარტებს აყოლილი, მარტივი
გახდა. მართალია ისევ ისეთი არანორმალური იყო, როგორც წინათ, მაგრამ ვხედავდი რომ
უფრო ადამიანურ რაღაცეებს სჩადიოდა, ვიდრე აქამდე და ეს მომწონდა. ისეთი შეგრძნება
მქონდა რომ მისგან სრულიად ახალი, სუფთა ადამიანი იბადებოდა, მე კი ის ახლიდან,
მეორედ და უფრო ძლიერად მიყვარდებოდა. მაგრამ ამავდროულად ეს ფაქტი მაფრთხობდა კიდეც. უეცრად ამ შეჯახებაზე გასული ღამე გამახსენდა. ძალზედ უცნაური იყო რომ უკვე გათენდა, მე კი ჩვენი პირველი შეხვედრა მაინც არ მახსოვდა.

“სეო, ერთმანეთს პირველად როგორ შევხვდით?”

თავში მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა. Რა სისულელეა? ახლა და ასეთ სიტუაციაში ეს
როგორ ვკითხო? თუმცა აბა მეორედ როდისღა მომეცემოდა ასეთი შანსი იმ უცნაური
შემთხვევისა, როგორიცაა დილის ექვს საათზე საწოლის მარცხით ჩატეხვა. ბლინები კი არა
ჩვენ დავიბრაწეთ.
-სეო…მე…
სეო სიცილს ვერ წყვეტდა.
-ჩვენ…ჩვენ როგორ?
-ჰა?
-ასე დიდხანს უნდა ვიყოთ გაშხლართულები?

ვერ შევძელი.






***

იმ დღისით არც მე წავსულვარ ოფისში და არც სეო წაულა თავის სახელოსნოში. როცა
როგორც იქნა წელში გავიმართეთ, შხაპი მივიღეთ, მერე ყავა დავლიეთ და მაშველ მუშაკებს
გამოვუძახეთ საწოლის შესაკეთებლად. მთელი სამი საათის განმავლობაში მომიწია იმ
სირცხვილის, ჩურჩულებისა და ფხუკუნების ატანა. Ბოლოს როგორც იქნა ერთ-ერთმა
მათგანმა გაბედა და იკითხა, - ახლად შეუღლებული წყვილი ხართ?
-ნუ არცისე, - ჩავიბუტბუტე მე.
-აბა… აბა რანაირად?
ამაზე კი ო სეომ უპასუხა, - უბრალოდ ჩემს ცოლს საუზმეზე ბლინები უყვარს.




***

საშობაო სამზადისმა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. გამგზავრების წინა ღამეს
საშინლად ვღელავდი და უცნაური შეგრძნებები გულს მიღრღნიდა. სამსახურებში ორი
კვირით შვებულება ავიღეთ, მანამდე კი დედაჩემს და ჩემს ძმას ვეწვიეთ და
დავემშვიდობეთ. ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ მე ეს
ნორმალურობა უფრო მაფორიაქებდა და მაფიქრებდა.
ჯერ საათს გავხედე. დილის ორს უჩვენებდა. მერე სეოს გადავხედე. Ჩემი ბალიში
საყვარლად მიეხუტებინა და მშვიდად ეძინა. გამეღიმა. გასაღვიძებლად დამენანა.
-შენ რომ არ მყოლოდი, ნეტავ როგორ წავიდოდა ყველაფერი? - თმაზე ფრთხილად
მოვეფერე, წამოვდექი და ჩემი ახლად წარმოებული პროექტის ნახაზების გადამოწმებას
შევუდექი ლეპტოპში. უამრავი ანგარიშები იყო, თუმცა მაინც არაფრით მესვენებოდა, ასე
რომ მწვანე ჩაი სწრაფად მოვიმზადე და სეოს დათუნიებში თბილად მოვიკალათე.
ორი საათის განმავლობაში გაკეთებდი გამოთვლებს. არც ერთი შეცდომა არ უნდა გამომპარვოდა.
უცებ სეოსთან დადებული არქიტექტორის ფიცი გამახსენდა. ჩვენი ურთიერთობა მართლაც
მოგაგონებდათ მძიმე სახის ნაგებობას, რომელსაც ამ პროექტივით უამრავი სახის გამოთვლა
სჭირდება. რთული, მაგრამ ლამაზი. ასეთი რთული შეთავსება გვქონდა შიგნიდან, მაგრამ
გარედან ისეთი მარტივები ვიყავით, როგორც იოლად შეთავსებადი ორიცალი ლეგოს
ფიგურა.
მახსოვს როგორ გადავწყვიტე არქიტექტორობა. Ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე
მამამ უზარმაზარი ლეგოს სასახლე მაჩუქა, რომელსაც ყოველ ვიქენდებზე ერთად
ვაწყობდით. Რამოდენიმე კვირიანი შრომისა და წვალების შემდგომ, როცა საბოლოოდ
დასრულდა ნაგებობა, მომიგო: “სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა არქიტექტორო სუ ჯონ!”
მისგან ამ სიტყვების გაგონებაზე თვალები გამიბრწყინდა. “არქიტექტორო სუ ჯონ?”
ძალიან სასიამოვნოდ, დამაჯერებლად ჟღერდა. მთელი ის დღე ვიდექი სარკის წინ და
გაუთავებლად ვიმეორებდი, - არქიტექტორი სონ სუ ჯონი!
ამ პატარა ნაგებობის ცქერა ყოველთვის ახლებურ ემოციებს მიჩენდა. ამიტომაც
გადავწყვიტე ჩემს ოთახში დამედგა. ზამთრის ერთ დილას, როცა ჩვეულებისამებრ
ვემზადებოდი სკოლაში წასასვლელად, მამა ჩემს ოთახში შემოვიდა.

-ჯერ არ წასულხარ? - მითხრა და საწოლზე ჩამოჯდა.
-უკვე მივდიოდი, - მივუგე და გავუღიმე.
დავინახე ლეგოს როგორ გადახედა. მერე კი ადგა, მიუახლოვდა და გასამაგრებელი
ხიდის მთავარ ნაწილს წვალება დაუწყო.
-რას აკეთებ, მასე ხომ დაინგრევა, - შევწუხდი და გული შემეჭმუხნა.
-განა ვერ ხედავ? Მეც ხომ სწორედ მაგას ვცდილობ!
-რა? კი მაგრამ მამა… რატომ?
-უყურე სონ სუ ჯონ. შეხედე, ამ პატარა ფიგურას. ეს აგურია, ერთი აგური, რომელზეც
ამხელა ნაგებობა დგას. მისი გამოცლით კი…

ხიდი ერთიმეორეზე მიყოლებით ჩამოინგრა. ცრემლები წამომსკდა, მაგრამ ხმა ვერ
ამოვიღე.
ის კი აგრძელებდა, - შენმა ერთმა პატარა გადაწყვეტილებამ სწორედ ამ ხიდივით
შეიძლება დაანგრიოს მთელი შენი ცხოვრება. ერთმა პატარა აგურმა შესაძლოა ჩაშალოს შენი
წყობა. ერთი შეცდომა, ერთი პაწია უმნიშნელო შეცდომა და ცხოვრება ნაგებობასთან ერთად
ჩამოგენგრევა. Მეც სწორედ იგივე მომივიდა. კარგად დაფიქრდი სანამ ნაბიჯს გადადგავ.
გამოსავალი ყოველთვის თავად ეძებე. ძალიან გთხოვ მე ნუ დამემგვანები…

იმ დღის მერე მამა აღარ მინახავს. Მან მიგვატოვა და ის პაწია აგურიც თან წაიღო. Მან
ჩვენ საძირკველი გამოგვაცალა. ის ნაგებობა ახლა ჩემს ოფისში ამშვენებს ჩემს უზარმაზარ
სამუშაო მაგიდას, როგორც ჩემი პირველი ნამუშევარი. ხოლო ხიდის ადგილას დღემდე
სიცარიელეა. მისი ამოვსება არც არასდროს მიფიქრია, მიუხედავად იმისა რომ უკვე
ათასობით შენობა დავაპროექტე. მამას წასვლა ჩემი უბრალო ცხოვრების უდიდესი
ტრაგედია იყო. ო სეო რომ არა ალბათ ვერც გადავიტანდი. Ხშირად, ძალიან ხშირად
მიფიქრია თუ რაოდენ უინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე. ჩვენი გამოწვევები,
შეთანხმებები, ჩხუბები, კონტრაქტები და დილის სიგიჟეები. ეს ადრენალინი, რომელიც რაც
თავი მახსოვს ჩემთანაა. ამის გამო მას უდიდეს მადლობას ვუხდი. მართალია ის მე
დამეხმარა, მაგრამ სინამდვილეში ჩემი ცხოვრების ტრაგიკულობა იმხელა არ ყოფილა,
რამხელაც ო სეოსი იყო. ის თხუთმეტი წლიდან თავს მარტო ირჩენდა. ბევრს მის ოჯახზე
არც ადრე ლაპარაკობდა და არც შემდეგ. უბრალოდ ის იყო ჩემი უცნაური გმირი რომელიც
არსაიდან გამოჩნდა და საკუთარ თავზე მეტად შემიყვარა. და მეც ასე ვირწმუნე მონათესავე
სულების არსებობის.
კომპიუტერი დილის ხუთ საათზე გავთიშე. საწოლში რომ დავბრუნდი ო სეოს მშვიდ
სახეზე რაღაც ცვლილება შევნიშნე. მან შფოთვა დაიწყო.
-დედა, - და ამასთან ერთად სომნილოკიაც. აქამდე ძილში არასდროს ულაპარაკია.
საშინლად ავღელდი. არ ვიცოდი თუ როგორ მოვქცეულიყავი, მაინც რა მომემოქმედა.
-არ გინდა გთხოვ… დედა ნუ იზამ… სონ სუ ჯონ!
და ეს ისევ მოხდა.
-სეო, კოშმარს ხედავ. გაიღვიძე! უნდა გაიღვიძო!
-სონ სუ ჯონ, მიშველე.
-სეო!
-დედა…
ო სეო საწოლიდან წამოვარდა. Ჩემი გული შიშისგან ტრიუკებს აკეთებდა. ნეტავ ო სეოს
ყოველ ჯერზე დედამისი ესიზმრებოდა? მაგრამ ეს ყოველ წელს საშობაოდ რატომ
ხდებოდა? ნუთუ ო სეოს რაიმე განსაკუთრებული მიზეზით სძულდა შობა? ვერ
ვიჯერებდი რომ ადამიანი რომელიც უკვე მრავალი წელი თავდავიწყებით მიყვარდა, ჯერ
კიდევ ამოუცნობი იყო ჩემთვის. ეს ფაქტი მთრგუნავდა და მსგავს სიტუაციებში ხელ-ფეხს
მიბოჭავდა.
-სეო, ისევ კოშმარი გესიზმრა, - ვუთხარი რეალობის აღქმაში დასახმარებლად. ლამფა
ავანთე და ხელის კანკალით როგორც შემეძლო სწრაფად ჩამოვუსხი წყალი. ისიც
კანკალებდა. Ჩემი საყვარელი მამაკაცი მთელი ეს წლები გულით მძიმე დარდს ატარებდა მე
კი ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა. ცუდი პარტნიორი ვიყავი, ძალიან ცუდი…
-ძვირფასო, უკეთ ხარ? - ვკითხე და დავიძაბე. ო სეომ სამი ყლუპი წყალი მოსვა.
-გეფიცები არაფერი დამიშავებია! - დაიჩურჩულა მან. კი მაგრამ რაზე ლაპარაკობდა?
-სონ სუ ჯონ, გეფიცები… შენ თავს გეფიცები უდანაშაულო ვარ. მე ხომ… მე ხომ არ
მინდოდა…
სეომ ტირილი დაიწყო. ასეთ დაუცველს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი. გული
დამიმძიმდა. გადავეხვიე.
-ვიცი სეო. მე შენი მჯერა. მხოლოდ მე კი არა მთელმა კოსმოსმა იცის რომ შენ ცუდს
არაფერს დააშავებდი. რა მოხდა? დამელაპარაკე საყვარელო, Რა დაგესიზმრა?

მაგრამ არაფერი უპასუხია.

ბოლოს ჩემი დამამშვიდებელი მივეცი. მალევე გაითიშა, მე კი დილამდე მოჩვენებასავით
დავბოდიალობდი და ამ უცნაურ შემთხვევაზე ვფიქრობდი.
ფრენა დილის ცხრაზე გვქონდა. კი მაგრამ ასეთ მდგომარეობაში წამოსვლას როგორღა
შეძლებდა?
საშხაპეში მდგარი გონებიდან მამაჩემის ბოლო მოგონების ამოწმენდას ვცდილობდი
აბაზანის კარი ო სეომ რომ შემოხსნა, სარკის წინ უდარდელად დადგა და კბილების
გამოხეხვას ღიღინ-ღიღინით შეუდგა. თვალებს ვერ დავუჯერე. ვერც ყურებს. კისერი
წავიგრძელე და მივაშტერდი.
-რა იყო? - სარკეში შემამჩნია ო სეომ, - ჯერ ხომ ახლა გათენდა სუ ჯონ!
-კარგად ხარ? - ვკითხე და თვალები მოვიფშვნიტე.
-ღირსი არ ხარ პირდაპირ ახლა წყალი გადაგიკეტო? - ჩემს კითხვას თავი აარიდა და
ხმამაღლა გაიცინა. კი მაგრამ რანაირად? ასე სიცილი როგორ შეეძლო წუხანდელი ღამის
შემდეგ?
-ო ღმერთო, დამამშვიდებელის დაბალი სტანდარტები გაქვს? - ვკითხე გაღიზიანებულმა
და წყალი იქამდე გამოვრთე სანამ თვითონ არ იმაიმუნებდა.
-რაზე ამბობ? - გამიღიმა და პირსახოცში გამახვია, - შამპუნი გამოცვალე?
-სეო, დამამშვიდებლებს ვერ იტან? Წუხანდელმა მემგონი სულ დაგიქვეითა გონება,
საერთოდ აქადე დაგილევია?
-საყვარელო აბა რას ამბობ? Შამპუნის დალევა ვის გაუგია.
-სეო, ნუ ბოდავ! Მითხარი წუხელ რა გესიზმრა.
-წუხელ? მოიცა გავიხსენო… წუხელ შენთან ჩახუტებულს არხეინად მეძინა.
-ეგ მე კი არა ჩემი ბალიში იყო! და საერთოდაც ვის ატყუებ? წუხელ საერთოდ არ მიძინია.
-უი მართლა? ცუდია. სამაგიეროდ მე მეძინა. ახლა რაღაც მაინც ვიცით. მიდი, მიდი
სწრაფად გაემზადე, მექსიკა და შენი მახინჯი სახლი გველოდებიან.
და აბაზანიდან ისე არხეინად გავიდა, როგორც შემოვიდა. მაინც როგორ შეუძლია
ერთდროულად ორი პიროვნება იყოს?
რას მიმალავ სეო…





***

თავდაპირველად მექსიკაში მოგზაურობა ჩვენი წლის საუკეთესო მოვლენა გახდა. ვნანობდი ო სეოსთან დადებულ ჩემს პირობას დოტოებზე, მაგრამ აბა რა მექნა. არ მჯეროდა რომ ასეთი კომპლექსიანი ადამიანი შევიყვარე.
უამრავი უგემრიელესი კერძის დაგემოვნების შემდეგ ნაირ-ნაირი შენობა-ნაგებობები და პრესტიჟული მუზეუმები მოვიარეთ. ჩემი სახლის მონახულება მეორე დღისთვის შემოვიტოვეთ და შებინდებისას ნომერში დავბინავდით. მალე შობის აღსანიშნავად უფასო ნომრის მომსახურეობა მოგვართვეს, რომელშიც შამპანიური, Taco, შოკოლადები და ბევრი სხვა გემრიელობა შედიოდა. კიდევ ერთი მიზეზი (და საკმარისი) თუ რატომაც უნდა გიყვარდეს შობა. სიხარულისგან კინაღამ ცეკვა დავიწყე, როცა სეომ ლენტებიანი საჩუქრის ყუთი გამომიწოდა. იმისდა მიხედვით რომ თავად ვერც საჩუქრებს იტანდა, ჩემთვის ყიდვა მაინც არ დავიწყებია. ყუთი პაწაწუნა იყო. ლენტს გასახსნელად ხელი რომ დავავლე ო სეომ შესძახა:
-მოიცა, არ გახსნა! - ძალიან გამიკვირდა.
-რა? Რატომ? ძალიან მაინტერესებს რა არის.
-უბრალოდ როგორმე მოიცადე სანამ სახლში დავბრუნდებით ძალიან გთხოვ.
-კარგი მაგრამ რატომ? უბრალოდ მიზეზს ვერ ვხედავ.
-ჯერ ვერ ხედავ!
-ვერაფერი გავიგე სეო. ამ საღამოს ასეთი უცნაური რატომ ხარ?
-Ya, სუ ჯონ… ყოველთვის ამდენი კითხვების მოყრა გიყვარდა. აჰა, ეს ნახე, იქნებ ამან
მაინც გაგაჩუმოს.
სეომ ოქროსფერი პარკიდან რაღაც იისფერი ამოაძვრინა. თავიდან ამ ფერის დანახვაზე
დეჟა ვუს განცდა დამეუფლა, თუმცა მერე მივხვდი რატომაც. სეომ კაბა გამომიწოდა. ეს
ჩვენი Prom-ის კაბა იყო, მაგრამ ახლა უკვე დამოკლებული და გადაკეთებული. შოკში
ჩავვარდი. ის პაწია ყუთი სულ გადამავიწყდა. მაინც როგორ ან რატომ ინახავდა ის ამას
ამდენხანს? ან უფრო საინტერესო, მისი ამ საღამოს ჩუქება მაინც რამ აფიქრებინა? მან ხომ
პირველად სწორედ მაშინ მიმატოვა როცა ეს კაბა მეცვა. ღმერთო, ეს რამე ცუდის
მომასწავებელს უნდა ნიშნავდეს? თავიდან ბოლომდე პანიკამ მომიცვა.
-იმედი მაქვს წონაში ძალიანაც არ მოგიმატებია, - ამოისუნთქა, - ამის გამო ოდნავ
გადაკეთება მომიწია. ხვალ ჩაიცვი ჩემთვის.
-Ya სეო, კარგი მაგრამ წუხანდელზე ჯერ ისევ არ გვისაუბრია, ხომ ხვდები ამას?
-სუ ჯონ, გემუდარები გამიკეთე საჩუქარი და ამაღამ უბრალოდ მშვიდად ავღნიშნოთ შობა.
გპირდები როგორც კი სახლში დავბრუნდებით ყველაფერში გაგარკვევ.
გაკვირვებისგან ყბა ჩამომვარდა. ვუყურებდი და ვუსმენდი ჩემს საყვარელ მამაკაცს, თუმცა
კი საერთოდ ვეღარ ვცნობდი მას.
-ხო მაგრამ შენ ხომ ვერ იტან საჩუქრებს?
-როგორ შემიძლია საჩუქრებს ვერ ვიტანდე, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი
საჩუქარი ხარ? სონ სუ ჯონ, იცი? ათასჯერ მაინც მიფიქრია, შენ რომ არა… მე დიდი ხნის
წინ მოვკვდებოდი, - სეომ მზერა ვეღარ გამისწორა და თავი ჩაქინდრა.

თურმე არც ისეთი ჩვეულებრივი წყვილი ვყოფილვართ როგორიც მთელი წლების
განმავლობაში მეგონა და როგორც ჩანდა ერთი შეხედვით.
-არ მოიწყინო რა, გთხოვ, - ნიკაპზე ხელი მოვკიდე და თავი ავაწევინე, მის მშვენიერ
სახეზე ცრემლები მარგალიტებივით აბრწყინდნენ.
-სეო… რა მოგივიდა? გთხოვ დამელაპარაკე, მითხარი და შენც მოგეშვება. აი ნახავ…
-სუ ჯონ… დედაჩემმა… დედაჩემმა თვრამეტი წლის წინ ამ დღეს თავი მოიკლა.
გამყინავმა სიჩუმემ დაისადგურა. მთელი ჩემი სხეულით ვიგრძენი სიცივე. ო სეოს გააფთრებული მივვარდი და ძლიერად გადავეხვიე.
-როგორ შეიძლებოდა ეს არ მცოდნოდა. მაპატიე რომ აქამდე არ გკითხე სეო. Მაპატიე
გთხოვ.
-თავს ნუ იდანაშაულებ. Შენ არაფერი დაგიშავებია. Პირიქით, ჩვენი შეხვედრის დღიდან
მილამაზებ ცხოვრებას.
Ჩვენი შეხვედრის დღიდან? ჯანდაბა!
თითები გადავაჯვარედინე.
-ჰ-ჰო…
ოღონდ ახლა ეს დიალოგი არ შემდგარიყო და მზად ვიყავი ჩემს ცხოვრებაში აღარასოდეს
გადამეღო ფოტო.
-გახსოვს…
-ჰო!
-მაგრამ ჯერ არც მიკითხავს.
-არ გინდა დავლიოთ?
-რა გჭირს?
-უბრალოდ მწყურია.
-სონ სუ ჯონ, ხომ იცი რომ მიყვარხარ?
-მე მეგონა სენტიმენტალურობა არ გვიხდებოდა.
-არ შეიძლება ამაღამ ბოლოჯერ ვიყო სენტიმენტალური?
თქვა და მომიახლოვდა. დაძაბულმა ჭიქას ხელი დავავლე.
-ახლა იცი რა გამახსენდა? მამაშენზე გაბრაზებული ყველა ბოღმა ჩემზე რომ ანთხიე, - კი
მაგრამ ეგ საერთოდ როდის იყო? - ისეთი მთვრალი იყავი…
მთვრალი? მახსოვდა რომ ო სეოს მეორედ რომ შევხვდი მისით უკვე უზომოდ
მოხიბლული ვიყავი, თუმცა არ მესმოდა როგორ ან საიდან. როგორ შეიძლება ადამიანი
ერთი ნახვით შეგიყვარდეს, ისე რომ არც გახსოვდეს?
მოულოდნელობისგან ჭიქა ხელიდან დამისხლტა და ნაწილებად დაიმსხვრა. ხმაურზე
შევხტი. თითქოს გამოვფხიზლდიო.
-კარგად ხარ? ბოდიში, მამაშენი არ უნდა მეხსენებინა.
ახლა მივხვდი წინა ღამეს. უბრალოდ წინათგრძნობა იყო და მეტი არაფერი. სწორედ ის
წინათგრძნობა, რომელიც ადამიანებს ხშირად და განსაკუთრებით რაიმე შემთხვევის წინ
გვეუფლება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ.
-მოდი ამაღამ ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ სეო, - ნამსხვრევებს გადავაბიჯე და
პირდაპირ მის წინ აღმოვჩნდი, - მხოლოდ მე და შენ, - დავიჩურჩულე და მგზნებარედ
ვაკოცე. ახლა თითქოს ყველაფერი იმაზე მეტად ტრიალებდა ჩვენს გარშემო, ვიდრე იმ
ღამით რესტორანში.
-ამაღამ თავადვე ხდები მგრძნობიარე, - იღიმის ის, - ატყობ ამას?
-მოდი ბოლოჯერ.
-ცუდად გადავეკიდეთ მაგ სიტყვას.
-ბოლოს პირველად?
-მასე უფრო სახარბიელოდ ჟღერს.





***

თვალები რომ გავახილე პირველი ის სასაჩუქრე ყუთი დავინახე და ხელი გავიწვდინე,
თუმცა მერე სეოსთან დადებული პირობა გამახსენდა. გავხედე. სასაცილოდ ფშვინავდა.
ლოყაზე ჩუმად ვაკოცე და ჩემს ტანსაცმელს დავუწყე ძებნა.
აბაზანიდან რომ გამოვდიოდი უკვე საუზმეზე ბლინებს უკვეთავდა. გამეღიმა.
-დღეს დიდი დღეა! - მითხრა და შუბლზე მაკოცა, - მკითხეს ბლინები შოკოლადით
გინდათ თუ ჯემითო.
-შენ ჯემით გიყვარს, რა უპასუხე?
-რათქმაუნდა შოკოლადით მეთქი.
-აი ესაა ნამდვილი სიყვარული, - მივუგე ნახევრად ხუმრობით და სააბაზანოსკენ გზა
დავუთმე.
-როგორ ხასიათზე ხარ? - მკითხა სანამ შევიდოდა.
-მოგატყუო თუ სიმართლე გითხრა?
-რას მეკითხები?
-საშინლად ვღელავ. Ჩემი ყველაზე დიდი პროექტი პირველად უნდა ვნახოთ ასე
ახლოდან… კარგი იქნებოდა ფოტოების გადაღებაც შემძლებოდა.
-იმედია ჩვენი გარიგება არ გავიწყდება, - შემახსენა და გვერდი ამიარა. აღარ შევეპასუხე. ან რა აზრი ჰქონდა.
მთელი მაგ დღის განმავლობაში სეოს სახე უცნაურად უღიმოდა. ვცდილობდი ასეთი
კარგად დამემახსოვრებინა ჩემთვისვე გაურკვეველი მიზეზების გამო. და მაინც, ადამიანი
ყოველთვის თავის ინსტიქტებზე დაყრდნობით რომ მოქმედებდეს, როგორ პირიქით
იქნებოდა ყველაფერი ამ სამყაროში.
დანიშნულ ადგილას რომ მივედით გული გამალებით მიცემდა. სახლი ახლოდან
მართლაც ავის მომასწავებლად გამოიყურებოდა, თუმცა შევყურებდი და
თვითკმაყოფილების განცდა სხეულში ელვასავით მივლიდა. სეოს ხელი ჩავკიდე. მისი
ნაჩუქარი კაბა მეცვა. სწორედ ისე როგორც მას დავპირდი.
-მითხარი სონ სუ ჯონ, რა განცდა გეუფლება ახლოდან რომ უყურებ?
-აბა ასე როგორ აგიხსნა, სეო? აი შვილი რომ გვყავდეს მიხვდებოდი.
-ეგ ნამიოკი იყო?
-სულაც არა, უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა თუ როგორ მეშინია.
-გეშინია? კი მაგრამ რა გაშინებს?
-ის რომ ერთ დღესაც გავქრები, ჩემი ნამუშევრები კი ერთი მეორეზე მიყოლებით მიეცემა
დავიწყებას. ეს უზარმაზარი სახლიც, ან საერთოდ ვის რაში დასჭირდა ამხელა სასახლე? ვინაობას დღემდე მალავს. ან რაღა მაინცდამაინც... მექსიკა! თანაც, მართალი იყავი, რომ ვუყურებ რაღაც ცუდი შეგრძნებები მეუფლება. Საშინელებათა ფილმებში რომ სახლებია იმას ჰგავს. მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად მასში ამდენი შრომა
და გათენებული ღამეები ჩავდე, ნერვები შევალიე, გესმის? მგონი ამდენი შენს გამოც არ
მინერვიულია.
-ახლა ამ სახლზე ნუ მაეჭვიანებ ძალიან გთხოვ.
-იმას ვამბობ რომ როცა წლების მერე ვინმე შეისყიდის…
-წლების მერე? აუქციონი ორ თვეში არაა? მოიცა აბა ვინც პროექტის სათავეში ჩაგაყენა მაგას უნდა რომ დაიტოვოსო?
-ეგ წესიერად ვერც მე გავიგე. თანაც არ მგონია მასე მალე მოხდეს ეგ აუქციონი… ან კიდევ რა მნიშვნელობა აქვს. Როცა მასში საცხოვრებლად შევლენ საერთოდ აღარ დააინტერესებთ ვინ დააპროექტა, ანდაც კიდევ რის ფასად. მე ყოველთვის ამისი მეშინოდა. Მე გაქრობის მეშინოდა სეო.
-კარგი რა სუ ჯონ, ხომ იცი რომ შენ შესანიშნავი არქიტექტორი ხარ.
ისევ მამის სიტყვები გამახსენდა.
-არა, არ ვარ. საერთოდ არ ვარ. ბოლოს რომ ვიმუშავე ახალ პროექტში უამრავი შეცდომა
დავიჭირე.
-მერე ეგ კარგი არ არის?
-რა?
-რადგან იპოვე ახლა ხომ გამოსწორებაც შეგიძლია არა? ნუ ღელავ, წამოდი შიგნით
შევიდეთ.

უეცრად ჩვენს უკან პატარა ბავშვის ხმა გაისმა, რომელიც აღტაცებული ინგლისურად
შესძახოდა და თან ტაშს უკრავდა: - დედაა, დედა ნახე, ცოცხალი ანიმეს გმირები!
მე და ო სეოს სიცილი აგვიტყდა. ქალმა კი მოგვიბოდიშა.
-შეიძლება თქვენთან ერთად სურათი გადავიღო? ძალიან გთხოვთ.
უმალ ო სეომ ხელზე ხელი მომიჭირა, სწრაფად რამე მოიფიქრეო. უცხო ქალმაც ჩაჰკიდა
ჭირვეულ ბავშვს ხელი და წასვლა აიძულა, მაგრამ მან ტირილი და ფეხების ბაკუნი მორთო.
ძალიან შემეცოდა.
-სეო, - გავჩურჩულე მას, - გაუწიე კომპანიონობა ამ საცოდავ ბავშვს, რა.
-ვერ მოგართვი! ამ სიტუაციას საშენოდ იყენებ ქალბატონო.
-და მერე რა? მერე რა სეო, რა იყო მოკვდები? ერთი ფოტო ო სეო, მხოლოდ ერთი ფოტო.
-ოხ, ჯანდაბა! ეგ მტირალა საფენების გროვა არ ვიცი, მაგრამ აი შენს გამო სიკვდილსაც კი
ავიტან… თუმცა მოიცა, მერე შენი არქიტექტორის ფიცი?
უცებ ხარხარი ამიტყდა, - ოჰ ო სეო, ხანდახან მაინც როგორი გულუბრყვილო ხარ? ეგ
სიტყვები შენს დასაყოლიებლად ადგილზევე შევთხზი. არანაირი არქიტექტორის ფიცი არ
არსებობს. არ გაგიგონია ასეთი გამოთქმა, ნასვამ ცოლს არ ენდოვო?
-ხო და მაგ გამოთქმას ასეთი დასასრული აქვს; ნასვამ ცოლს არ ენდო, მაგრამ არც
ფხიზელსო.
-კარგი რა, ნუ გამიწყრები. სამაგიეროდ იქ რაც გითხარი არაფერი მომიტყუებია. მთავარი
ხომ ესაა? - უცებ კაბაზე ვიღაცამ მომქაჩა, - სეო, რას აკეთებ, სულ გაგიჟდი?
-რაზე ამბობ?
-ჩემი კაბა…
-რა?
-ახლა შეიძლება გადავიღოთ? - ბავშვი ჩემი კაბის ძირით ხელში გაფართოვებული
თვალებით საწყლად შემომყურებდა. იქვე შორიახლოს კი ბრძოლაში დამარცხებული
დედამისი ჩანთაში რაღაცას ეძებდა. მალევე დავინახე როგორ მოიმარჯვა ქალმა ხელში
ფოტოაპარატი. მე და ო სეომ ბავშვი ხელში ავიყვანეთ. Ბოლოს გადავწყვიტე ცოტაოდენი
ეშმაკობა გამომეჩინა და მომენტით მართლა მესარგებლა. ერთი ფოტოს შემდეგ გახარებული
ბავშვი ძირს დავსვი, რომელმაც დედამისთან მიირბინა და შემდეგ ქალს ჩვენთვისაც ვთხოვე
კიდევ ერთი ფოტოს გადაღება და ო სეო სახლისკენ წავათრიე. ბედნიერი ვიყავი რომ ბევრი
წვალების გარეშე დავიყოლიე, მაგრამ… მე ჩემი არქიტექტორის ფიცი გავტეხე!





***

ის მომენტი, როდესაც სახლს მთავარი ნაწილი მოსწყდა და აგური პირდაპირ ჩვენი
მიმართულებით წამოვიდა, ჩემს გონებას არასოდეს დატოვებს. მერე კი დიდად არაფერი
მახსოვს, გარდა იმისა რომ ო სეომ ნანგრევებს ამარიდა, თავად კი… თავად როგორც ამბობდა
ხოლმე ჩემს გამო სიცოცხლე დათმო. ჩემი უბედურების ზარებმა მაგ დღეს ყველაზე
ხმამაღლა დარეკეს. ჩემი ხმა სეცას სწვდებოდა.

Მე არქიტექტორის ფიცი გავტეხე!

“არქიტექტურა მცირედ დეტალებზეა აწყობილი სეო. ერთი მცირე მილიმეტრიც რომ
გამოაცალო თავზე ჩამოგენგრევა…”

“ერთმა პატარა აგურმა შეიძლება ჩაშალოს შენი წყობა…”


მე არქიტექტურის ფიცი გავტეხე,

შედეგად კი…

ო სეო მოკვდა!

ჩემი პირველი და… უკანასკნელი სიყვარული.



ამაღამ მესამედ ავღნიშნავ შობას მის გარეშე. თავი უსაშველო წყვდიადში გამოვამწყვდიე და დღემდე მასთან ერთად ვცხოვრობ მოგონებებში. ო სეო ყველაზე სათნო, კეთილი და სწორი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში. Ჩვენი ისტორია დასასრულისთვის არც ახლა, სამი წლის შემდეგ მემეტება, ასე რომ როცა დადგება ის დღე და მე დასაწყისს გავიხსენებ, აუცილებლად დავწერ და სწორედ ეს იქნება ჩვენი ისტორიის ეპილოგი, რომელიც პროლოგამდე ადრე დაიწყო. მე სეო ჩვენი პირველი შეხვედრიდან კი არა დაბადებამდე შემიყვარდა.

მენატრება.
მის პიჯაკს ვიღებ რომ ჩავეხუტო და უცებ…
იქიდან ლენტებში გახვეული პაწია სასაჩუქრე ყუთი ვარდება.
გული გამალებით მიწყებს ფეთქვას.
ცრემლები მსკდება.
ყუთს აკანკალებული ხელით ვხსნი და… შიგნით ერთიცალი პაწია ლეგოს აგური მხვდება.


_____

ეპილოგის დასასრული. მადლობა რომ კითხულობდით და გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს <3



№1  offline წევრი analiza505

ეს ვერ გავიგე, თქვენი ნამდვილი ისტორიაა?

 


№2  offline წევრი Niako261995

სამხრეთ კორეა ძალიან გამეხარსა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent