შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარადოქსია


28-03-2019, 19:41
ავტორი გოგლიკო
ნანახია 1 423

პარადოქსია

პარადოქსია ახლა შენი ჩემთან არ ყოფნა,
უშენოდ ისევ შევეჩვიე ძველებურ ვერლიბრს ...
ალბათ უნდოდა ღმერთსაც ჩვენი ცალკე გაყოფა ,
ღმერთი რომელიც ჩემსკენ მომართულ სამიზნეს ტენის .

პარადოქსია ძვირფასო თუნდაც ჩემი წვალება ...
მე შენთან ერთად გატარებულ ღამეებს ვითვლი,
კიდევ ადრეა ვიცი ჩემი გარდაცვალება ,
მაშინ როდესაც ამდენ ნიღაბს ვიზომავ, ვიცვლი .

ვფიცავ ! რომ შენი დაბრუნებაც პარადოქსია !
ვზივარ და ვუსმენ უგზოუკვლოდ გაფანტულ ნოტებს ...
ეს სინანული ახლა უკვე რაღადროსია ,
გიყვარდი თუმცა, აყევი ხალხში გავარდნილ ჭორებს -

ჭორებს რომელსაც თურმე ერთი გამგონიც არ ჰყავს ...
თუმცა ვინ სჩივის გამგონს ახლა ვზივარ უშენოდ -
სარკის წინ, ანარეკლი კი ჩემს თავს რომ არ ჰგავს
შენი ბრალია ! ახლა ჩემს თავს უნდა ვუშველო .

პარადოქსია რომ წახვედი ძვირფასო, მაგრამ ...
ვეგუები და ლექსში ვიკლავ ტკივილს დაზაფრულს .
არ დაბრუნდები, წაიყოლე ფურცლები, რადგან
შენს წასვლას ახლა ლექსში ვარქმევ დასასრულს.

პარადოქსია ახლა შენი ჩემთან არ ყოფნა,
უშენოდ ისევ შევეჩვიე ძველებურ ვერლიბრს ...
ალბათ უნდოდა ღმერთსაც ჩვენი ცალკე გაყოფა ,
ღმერთი რომელიც ჩემსკენ მომართულ სამიზნეს ტენის .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent