სიძულვილიდან სიყვარულამდე (თავი 3)
(3) ————————————————————— დილის 10 საათზე გიჟივით წამოვფრინდი საწოლიდან და გვერძე მწოლი სალო გადავაგდე შიშისგან. -რა ჯანდაბა გჭირს გოგო?! - ბოდიში … - რამოხდა კარგად ხარ? - კიკი უბრალოდ სიზმარი იყო. - ჯანდაბა ვიკა ასეთი რა დაგესიზმრა? - მოდი ჯერ ადგომაში მოგეხმარები. ხელი გავუწოდე და ლოგინზე ამოვიყვანე ისევ. ჩემი სიზმარი მოვუყევი და შემდეგ დამამშვიდა დამაწყნარა რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო და მასაც ესიზმრება ხოლმე მსგავსი კოშმარები. სასტუმროდან წასვლის დრო იყო. 12მდე უნდა მოვწესრიგებულიყავით და გავსულიყავით აუცილებლად სანამ დამლაგებელი შემოვიდოდა ნომრების გასასუფთავებლად და მისალაგებლად. თუარ გავიდოდით გაგვყრიდა ამიტომაც ავეფხიკეთ ძვლივს ლოგინიდან ვიბანავეთ ჩავიცვით მოვწესრიგდით მოკლედ და ნომრიდან ნაბახუსევები გავედით. - სალ, მისმინე. ხომარიცი გუშინ დენიელი აქ რას აკეთებდა? - აა, არიცი? ბოლო კურსელია, თუმცა ყველა გოგოს მოსწონს ამიტო დაპატიჟეს ჩვენებმა. - გოგონების გულთამპრყობელი… - რა? - არაფერი…. - გეშლება. მას გოგოებთან არაფერი არ გამოსდის. ბოლოს ყველა გაურბის ამიტომაც ამჯობინა რომ შეშვებოდა გოგოებს პირველი კურსის მერე არავინ ყოლია. - მესამე წელია? - კი. მესამე წელია მარტოსულია. ზუსტად მაგიტო ევასება ყველა გოგოს რო მიუწვდომელია და ყველა კიდია გინდ ლამაზიიყოს გინდ ჭკვიანი. - და შენ საიდან გიცნობს? - მისი პატარა და ჩემი დაქალი იყო… - ვიზიარებ.. ალბათ რთულია დაქალის დაკარგვა. - მადლობა. ნამდვილად რთულია. რატომ დაინტერესდი მაგ ბიჭით საერთოდ? - გუშინ რაღაც მოხდა… ყველაფერი დეტალურად მოვუყევი სანამ ლიფტი მოვიდა, მერე სანამ ჩავედით, მერე სანამ ავტობუსს ველოდებოდით. საბოლოოდ უნივერსიტეტში ერთად მივედით და გზაში იმდენი ვისაუბრეთ რომ ბოლოს ენა აგვეწვა ორივეს. შუა ლექციაზე როცა ლექტორი სიას კითხულობდა კარი გაიღო და ის ორი იდიოტიბიჭი შემოვიდა წინაღამეს რომ ჩემს შეტყუებას ცდილობდნენ. ერთს თვალი ქონდა ჩალურჯებული, მეორეს კი ტუჩი და წარბი გახეთქილი. იმწამსვე მივხვდით მედა სალომ რაშიც იყო საქმე თუმცა დავიკიდე. არვაპირებ მივიდე იმ სულელ ბიჭთან და რამეზე პასუხი მოვთხოვო ან პირიქით არც მადლობის თქმას ვაპირებ იმის შემდეგ როგორც მესაუბრა. ბიჭებმა მე შემომხედეს თავები ჩახარეს და ქალბატონ ლიას ბოდიში მოუხადეს გვიან შემოსვლისთვის. სალო გაცხარებულიიყო მათზე გუშინდელის გამო და უკვირდა მე როგორ არმქონდა რეაქცია ამ ყველაფერზე. ბოლო ლექციის შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში გავედით და წინ ჩემი ძმის მანქანა დავინახე. მივედი და დავუკაკუნე. - აქ რას აკეთებ? - დედამ მთხოვა გამომეარა შენთვის. თან ვიცოდი რომ ნაბახუსევი იქნებოდი და ვიფიქრე ერთად წავიდოდით საჭმელად. - სალოს გამო მოხვედი შე უნამუსოდა მე მაბრალებ ვითომ ჩემზე ზრუნავ? - მოკეტე რა….. პრივეტ სალოო. არგინდა ჩვენთანერთად წამოხვიდე? ვჭამოთ სადმე გეშიებათ. მე დაგპატიჟებთ. - კი კარგი იქნებოდა. - ახლა გული ამერევა. სალო წინ დაჯექი მე უნდა წამოვწვე უკანა სავარძელზე. - ამ…. ვერ წამოწვები. მარტო არვარ. - რა? აბა ვისთანერ…….. სიტყვა არ დამიმთავრებია რომ მამქანის უკანა დაბურული ფანჯარა ჩამოიწია. დააბა გამოიცანით ვინ დამხვდა იქ! - ისევ შენ? - ვიკა უბრალოდ დაჯექი რა. - იკა უბრალოდ მოკეტე რა! - თუ ჩემს გამო დაძაბული ხარ ხშირად მოვალ ხოლმე მაშინ 3:) ეშმაკურად გაიღიმა და მომანდომა სახეში სილა გამეწნა. - მხოლოდ იმიტომოვდივარ რომ მშიერი ვარ. - როგორც შენ იტყვი ფერია. - კიდევ ერთხელ დამიძახებ და თავით წინა მინაში გაეჩხირები მალე. - კარგი ჩუმად ვარ. მანქანაში ჩავჯექი და წინ სალო დავსვი. მთელი გზა კარებზე მიჭეჭყილი ვიჯექი რომ შემთხვევით ჩემი ერთი მოლეკულა მაინც არ შეხებოდა ამ არსებას ჩემს გვერდით რომ იჯდა. დამავიწყდა რომ ჩემი ძმაც მეოთხე კურსზეა და შეიძლებოდა დენიელის მეგობარი ყოფილიყო. გილოცავ ვიკა, შენ მოიგე ქრაშზე გადამკვდარი შეშლილი ძმა, დაქალი რომელიც ვერ იტანს სასმელს და სადაცაა არწყევს და ბოლოს ბონუსად ბიჭი რომელზეც შენ გერევა გული. მგონი მადა დავკარგე… მოკლედ ვენდისში დაგვპატიჟეს ჯელტმენებმა. თითქოს ელოდნენ რომ ცოტას შევჭამდით. მე ისე მშიოდა 3 ბურგერი დიდი კოლა და 2 დიდი ფრი გადავსასნსლე ისე რო არც ამომისუნთქავს. იკას ეგონა პატარა მოცუცქნული ბურგერით გამაძღობდა თუმცა ჩემს სწრაფ მეტაბოლიზმს რა ვუთხარი. სალომაც არ დააკლოდა ჩემნაირად ბევრი სანსლა. არა ყველაზე ღადაობა ის იყო რო ამას უფრო ბრაზისგამო ვაკეთებდით და ვჭამდით ბევრს, იმაზე მეტს ვიდრე შეგვეძლო. ორივე დენიელის იქ ყოფნით ვიყავით გაღიზიანებულები და თან არც შეგვიწუხებია თავი ამის დამალვით. - კარგით ახლავე ამიხსენით რა გჭირთ თქვენ ორს? გუშინ საჭმელი არ გაჭამეს თუ რაიყო? - პირიქით ზედმეტი მოუვიდათ. ამაზე ორივე ვაჟბატონმა სიცილი ატეხა და ერთმანეთს მხარზე ხელის ტყაპუნი დაუწყეს. - არადა მეგონა შენმაინც შემოგეჩა ნორმალური იუმოროს გრძნობა…. - ეჰ, გეთანხმები. მეც ეგრე მეგონა. სალო დამეთანხმა. თან მანიშნა გავიდეთ საპირფარეშოშიო. შევედით ხელები დავიბანეთ და უცებ სუნთქვა შემეკრა. დაბრმავებული ადამიანი ალბათ ზუსტად ასე გრძნობს თავს. ირგვლივ სიბნელე, წყვდიადია და გგონია რო სამყარო სადღაც გაქრა თითქოს შავმა ხვრელმა შეისრუტა. ძალიან ყრუდ, თითქოს ქუჩის ბოლოდან მიყვირიანო, ხმადაბლა მესმოდა ჩემი სახელი. ვიკა, ვიკა გამოფხიზლდი. ვიკა თვალი გაახილე ნუ მაშინებ…..!!!!!! - ვიკააა!! და უცბად ცივი წყლის შეხებისგან გამოვფხიზლდი, ამოვისუნთქე. - სულელო გოგო, სულელო ბავშვო. მეორედ ეგრე აღარ გააკეთო!!!!! - იცი ახლა გაბრაზებუსთვის ცუდი დროა… ვუთხარი სალოს და წამოვჯექი, თავზე იკა დენიელი, სალომე და ორი სტაფი მედგა. დენიელი მუხლებთან იყო ჩაცუცქული. ჩუმად მიყურებდა. არვიცი მას რატომ შევხედე პირველ რიგში მაგრამ თვალის გახელის თანავე დავაფიქსირე. თითქოს პატარა ბავშვივით გაყურსული იჯდა. გეგონებოდა ვინმემ დატუქსა, თავი ჩახრილი ქონდა და ტუჩს გამალებით კბენდა, სადაცაა ქვედა ტუჩს მოიძრობდა. სახლისკენ მიმავალ მანქანაში სიწყნარე იყო. არცერთს ხმა არ ამოგვიღია, იკამ მანქანა გააჩერა და წყალი იყიდა. სანამ მაღაზიაში იყო სალომ ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. მეკი დენიელის მზერა კეფას მიწვავდა. უცებ მოულოდნელად დავიჭერ მის მზერასთქო ვიფიქრე და თავი სწრაფად შევაბრუნე მისკენ. შეშფოთებულმა და შეშინებულმა თითქოს დანაშაულში წავასწარი თავი დაბლა დახარა წამის მეასწდებში და შემდეგ ფანჯარაში მომავალ იკას გახედა. კარი გააღო გადავიდა და მოიხურა. იკას რაღაც უთხრა ხელი ჩამოართვა და წავიდა. სახლში შესვლამდე ვთხოვე მშობლებისთვის არაფერი ეთქვა მომხდარზე, სანაცვლოდ კი მთხოვა ექიმთან მივსულიყავი. ექიმებს ვერვიტან. ვერ ვიტან საოპერაციოს სუნს. ვერ ვიტან მათ თეთრ ხალათებსა და იმ ლურჯ ტანსაცმელს, ბახილებს და ასე შემდეგ… ბავშვობაში სამი ოპერაცია დამჭირდა. ერთერთ ოპერაციაზე შემთხვევით ნარკოზის იმაზე მცირე დოზა გამიკეთეს ვიდრე უნდა გაეკეთებინათ და საოპერაციოს მაგიდაზე გადახსნილი გულმკერდით გამომეღვიძა, იმ ტკივილის გახსენებასე ახლაც ტირილი მინდება.მალევე დამაძინეს ისევ თუმცა სანამ მიხვდებოდნენ რომ მეღვიძა იქამდე ყველაფერი ვიგრძენი. თითოეული ექთანი დავინახე. ყველა სისხლიანი საფენი, მომჭერები ჩემს მკერდში, სისხლი და სისხლი…. ლურჯი სამოსი, თეთრი ხელთათმანები,თუმცა სისხლიანი. როცა საბოლოოდ დაასრულეს ოპერაცია, ექიმმა მთხოვა რომ საჩივარი არ შემეტანა მომხდართან დაკავშირებით და არც არავისთვის მეთქვა რამე. მე სურვილი არმქონდა კიდევ ერთი თავის ტკივილი დამემატებინა ჩემი თავისთვის და ამიტომ გავჩუმდი და არაფერი მითქვამს არავისთვის. იმწამს როცა ვენდისის საპირფარეშოში გონება დავკარგე ვიგრძენი რომ მკერდში რაღაც შეიცვალა.რაღაც რიგზე ვერ იყო თითქოს რაღაც გაწყდა. მთელი ღამე არ მომასვენა. საბოლოდ გამთენიისას ჩამძინებია და ამიტომ უნივერსიტეტი გავაცდინე, შუადღის 3 საათე ხმაური მაღვიძებს, კარი გავაღე და დავინახე ორი იდიოტი როგორ მოათრევს რაღაც დიდ ყუთს ჩემს ოთახამდე. - ჩემს სახლშიც არ მასვენებ? - დღეს რატომ არ იყავი უნივერსიტეტში? - შეუძლოდ იყ….. - შენისაქმე არ არის! იკას გავაწყვეტინე. რა მისი საქმეა მე სად რატო არ ვიყავი ან ვიყავი. ოთახში შევბრუნდი მაგრამ მაინტერესებდა რა იყო ყუთში ამიტომ ისევ გავხედე დერეფანში მიმავალ ორ იდიოტს - იკა ეგ რაარი? - ამმ…. - შენი საქმე არ არის. იდიოტმა დენიელმა ახლახანს ჩემივე სახლში მომაკეტინა. თუმცა მასთან ბრძოლის გაჩაღების თავი არ მქონდა ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი წამით კედელს დავეყრდენი თითქოს ისევ დაბნელებას იწყებდა ამიტომ მოვასწარი კარის დაკეტვა და საწოლზე დავეხეთქე. რომ გამვფხიზლდი თავზე იკა მედგა და ლოყებში მიტყაპუნებდა - გამიფხიზლდიი, ვიკააა! - შემეშვი რა…. - ვახ ჩემი… შემეშვიო. ცოცხალი ხარ კიდეკაი თორე გაგაცოცხლებდი და ჩემით მიგახრჩობდი ამ საწოლზევე. აღარ დავინახო დაყოვნება. წამოდი ახლავე მივდივართ ექიმთან. რაღაც რიგზე არარის და არ მეუბნები. - რიგზე ის არ არის რომ უკვე მესამე დღეა ზედიზედ ამადამიანის სიფათს ვუყურებ. კარების ზღუდეზე მოყუდებულ დენიელს შევავლე თვალი და ნაგლურად გავუღიმე. - არ გეწყინოს… - არა რასამბობ. ავდექი და დავარწმუნე რომ ყველაფერი კარგადიყო უბრალოდ სასმლის ბრალიიყო. არვიცი მის ოთახში რა შეათრიეს თუმცა ხმაურიანი და მიძმე ჩანდა. წამოვწექი. ვცადე დამესვენა კოშმარების გარეშე. ისევ დამეძინა მერე გამეღვიძა მერე ისევ დამეძინა და ასე გრძელდებოდა მთელიდღე მერე ღამით ავდექი ვჭამე ვიბანავე და ისევ დავწექი და ამჯერად ტკბილად დამეძინა. ეს დღე ისე გავიდა რომ ვერც დავარქმევდი დღეს. ღამით თითქოს ნაბიჯების ხმა მომესმა, ავდექი წყლის დასალევად გავედი და სიბნელეში დენიელს შევეჯახე… - შშშ, ჩუმათ იდიოტო! გინდა ხალხი გააღვიძო?! - რატოარ გძინავს? - მთელიდღე მეძინა და ახლა ვეღარ ვიძინებ…. ან საერთოდ რა შენი საქმეა წადი დაიძინე. - უძილობა მჭირს მარა მადლობა ზრუნვისთვის. - ჰა ჰა ჰა, რა სასაცილო ხარ. ირონიული სახეებით და ძალიან აგრესიული აურით დავცილდოთ ერთმანეთს, მე ქვედა სართულზე ჩავედი, ის არვიცი სად გაქრა. წყალი დავლიე. ცოტახნით სამზარეულოში მაღალ სკამზე ჩამოვჯექი, მთელი ძალებით ვცდილობდი მესუნთქა თუმცა არ გამომდიოდა. ვერ ვეძახდი ვერავის, მათი გაღვიძება არმინდა. ეს ისტორია ავადმყოფო გოგოზე არუნდა იყოს. გამოფხიზლდი! კარგად ხარ ვიკა. არაფერი გჭირს! ჩემს თავს შემოვუძახე და წამოვდექი …. ისევ ყველაფერი დაბნელდა. ამჯერად იატაკზე გამოვფხიზლდი და თავზე დენიელი მედგა. - ჯანდაბა კარგად ხარ… ხვალვე საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოს იკამ არ მაინტერესებს. - ეე ჩელენტანო! არგინდა შენს საქმეს მიხედო და მე შემეშვა? - გოგო შენ ვერ ხვდები რო რაღაც გჭირს? რომელი ექიმი შენ მყავხარ შენით რო ასკვნი კარგად ვარო? - არც იკას არც მშობლებს და საერთოდაც არავის არ ეტყვი რაც ახლა მოხდა გაიგე ნარცისო?! - თავში ქვა გიხლია. ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. არა უფრო სწორედ მაშინდელივით გაიჯახუნა აივანზე როცა დამტოვა ატირებული. კარგია. ვირი ისევ ვირად რჩება. დილით დედაჩემმა მთხოვა არ წავსულიყავი უნივერსიტეტში თუმცა მას როდის მერე ვუსმენ? დაველოდე ყველანი როდის წავიდოდნენ ავდექი ჩავიცვი და სახლის კარი გავაღე. ალბათ მეხუბრებით! ვაჟბატონი ჩემი სახლის კარებთან გაპრიალებული მანქანით დგას და იცდის მანქანაზე მიყუდებული, ფეხი ფეხზე გადადებული, არხეინად. - იკა უკვე წავიდა. ვუთხარი და თან სახლის საფეხურიდან ჩავედი, ჭიშკრისკენ გავეშურე და უცბად გაერში ავიწიე. - იკას არც ვეძებდი. მხარზე საქონლის ხორცივით, მეშოკივით, უფრო ზუსტად კი ნაგვის პარკივით მომიგდო. ფეხების ფართხალი არ დამიწყია თუმცა რაც ძალა მქონდა სულ ბეჭზე ვურტყი ხელები. - სულ გარეკეე!???? ხელები მომაშორე ავადმყოფო!!! დამსვი!! ახლავეე! - სხვათაშორის სახელი მქვია. - სხვათაშორის !! დამსვითქო! ამდროს მანქანაში ჩამტენა და კარებები ჩაკეტა. საჭესთან ჩახტა და მანქანა დაქოქა. გიჟია ეს იდიოტი აშკარად გიჟია. - აი ნორმალურად საუბარს როცა ისწავლი მაშინ მოგისმენხოლმე მეც. აი ცივი წყალი, დალიე გაბრაზებას უშველის. დამცინავი ტონით მიმანიშნა უკანა სავარძელზე მიგდებულ წყლის ბოთლზე რომელიც ნახევრად ცარიელი იყო. საზიზღარი ადამიანია! მივხვდი სადაც მივყავდი, საავადმყოფოში. ამიტომ რამე უნდა მემოქმედა. თვალები დავხუჭე და თავი მოვიმკვდარუნე. - რაიყო დამუნჯდი?…. ვიკა?…. ისე დაატორმუზა კინაღამ მინა თავით გამატანინა. დაქოქილი მანქანიდან ისე გადაფრინდა, კრუგი დაარტყა რომ ჩემი მხრიდან კარი გაეღო. მეკიდე წამებში ჩემი მხარე ხელით ჩავკეტე. მერე გადავხტი მისი მხრიდანაც მოვხურე კარი და ჩავკეტე. კრუგები კარგად ვარტყმევინე. ძალიან ბევრიც ვიცინე. ვიჯექი და ვხარხარებდი როგორ ურტყამდა ხელებს მანქანის ცხვირს და ყვიროდა გააღე საზიზღარო არსებაო. მაგრამ ამდენმა ემოციებმა თავისი შედეგი გამოიღოდა გული მართლა წამივიდა. დენიელს ეგონა ისევ ვეხუმრებოდი თუმცა ამჯერად გავლურჯდი გავთეთრდი, მკვდარს დავემსგავსე. ეგრევე 112ში დარეკა და სანამ ისინი მოვიდნენ თავისივე მანქანის შუშა ხელით ჩატეხა რომ კარი გაეღო. ფრთხილად ამიყვანა ხელში და მიწაზე დამაწვინა. ფეხები მაღალზე შემომაწყობინა რომ სისხლს ემოძრავა და ამასობაში სასწრაფოც მოვიდა. ამ ამბიდან ერთ დღეში მკურნალობა დავიწყე. ბევრი რამის კონტროლი მჭირდებოდა თურმე, სისხლში რაღაცეების დონე ძალიან არეული იყო. ასევე სტრესის ბრალიც არისო, რისიც დიდად არმჯერა უდარდელი ვარ. კოლეჯში დიდიხნის მერე დავბრუნდი და სალოც ვინახულე, ყველაფერი დეტალებში მოვუყევი და ორივემ ვიცინეთ თუმცა მაინც დამტუქსა ეგრე აღარ იღადაოო. მოკლედ კარგი ვაღიარებ ამჯერად ზედმეტი მომივიდა. მე დენიელის ხელზე ვფიქრობდი. ნეტა მინა როცა ჩატეხა გაიჭრა? ან მანქანა გააკეთა? რაღაც მხრივ ჩემი ბრალიიყო რომ მანქანა ჩაამტვრია. ამიტომ იკას მივწერე დენიელი 10 წუთში უნივერსიტეტის უკან პარკთან მოიყვანე და დატოვეთქო, შენ წადი და უთხარი რო ორი წამით გახვალ დამელოდეო, დაამასობაში მე დაველაპარაკები ვითომ შემთხვევითთქო ვიფიქრე. ასეც გააკეთა. იკამ გაიყვანა, მერე შორიდან დავაფიქსირე რაღაც უთხრა ორი წუთი დამელოდეო თუ რაღარ მსგავსი. დაამდროს მეც დრო ვიხელთე და გვერდით ჩავუარე. თითქოს არც შემიმჩნევია. თუმცა მისი ხელი დავინახე. ბინტებით შეხვეული. გავჩერდი და მასთან მივედი. - ბოდიში. ესე არუნდა მეხუმრა. - გაჩუმდი. - რა?! ბოდიშის მოსახდელად მოვედი. - მოკეტე რა! არავის ჭირდება შენი ბოდიში. შეგიძლია შენთვის შეინახო იმიტორო ეგ ვერაფერს უშველის. - ვიცი რო ვერ უშველის ბოდიში. მაგრამ ფული უშველის. მანქანას მე გაგიკეთებ. უარს არ მივიღებ. და ხელს რაც შეეხება ჩემი ხელით დაგიმუშავებ ხოლმე. - გაიარე ძაან გთხოვ. - რანაირი ადამიანი ხარ. მინდა გამოვასწორო… - ამას ვერ გამოასწორებ, ამიტო ჯობია წახვიდე. - რას? მანქანას და ხელსაც ეშველება. კიდე რაარის რაც გავაფუჭე? ვერ ვხვდები. ამდროს დავინახე ჩემი ძმა უკან ბრუნდებოდა. - იცირა? დაივიწყე. ბოდიშის ღირსი არც ხარ იმ სიტყვების და იმ ტონის შემდეგ. დაივიწყე. ჩათვალე ეს საუბარი არც მომხდარა! შევბრუნდი და სახლში სწრაფი ანერვიულებული ნაბიჯებით წავედი. საზიზღარი! ამას გონია რახან მაგარი მანქანით დადის ძალიან მაგარი ტიპია. იდიოტიაუბრალოდ. მეტი არაფერი. ამაყი ნარცისი იდიოტიარომელსაც არგააჩნია გრძნობები. ძალიანაც კარგი თუ ბოდიში არუნდა თავსაც აღარ დავიდანაშაულებ მაშინ ამიერიდან. მართლაც ამ სიტყვების ვირწმუნე და საერთოდ აღარ შემიწუხსბია თავი ამაზე ფიქრში. საღამოს როცა უკვე ძილის დრო იყო, ლოგინში ჩავწექი და ვერ ვიძინებდი. უბრალოდ არ მეძინებოდა. უცებ ტელეფონის ხმა გაისმა. დავხედე და უცნობი ნომერი იყო. მესიჯი გავხსენი და ეგრევე მივხვდი ვინც იყო. გული ისე ამიჩქარდა სადაციყო ამომივარდებოდა. ეიფორიაში ვიყავი, ჟრუანტელმა დამიარა და მთელი მუცლის ღრუ ამეწვა. - კიდე ისე გააფუჭე რო აქამდე უდარდელი ვიყავი. ამ ბოლო დროს კი სულ ცუდად ხარ ან რამე შარში ეხვევი და რატომღაც მადარდებს. ავტომატურად და დაუფიქრებლდ ვიწყებ შენს დახმარებას. აი ეს გააფუჭე და ამას ვერ გამოასწორებ. შენზე დარდი დამაწყებინე რასაც ვერვიტან. პატარა სულელი თავქარიანი ბავშვი ხარ.ნეტა არ გამეცანი. არვიცოდი რა მეპასუხა… გულში რაღაც ჩამწყდა. განა ფიზიკურად. შინაგანად რაღაც დანის დარტყმასავით ვიგრძენი. არვიცოდი მისგან ეს სიტყვები თუ ასე იმოქმედებდა ჩემზე. უბრალოდ გავთიშე ტელეფონი და დავიძინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.