ჩემი იდუმალი სანტა (სრულად)
„ისე არაფერი უხდება ზამთრის ცივ საღამოს, როგორ ოთახში გამეფებული სითბო, ნახევრად ჩაბნელებული შუქები და ბუხრის წინ მჯდომი ორი სხეული რომელიც ამ სამყაროში ერთმანეთის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევს. „ ………. თვალებს ვახელ და ვიღიმი, დღეს ახალი წელია ყველაზე ჯადოსნური დღე, ჩემს გვერდით ჩემი ჯადოსნური ახალი წლის მიზეზი წევს, უცნაურად იშმუშნება და ხელს მაგრად მხვევს... მიშოს ვეკვრი და ვფიქრობ რომ მან ჩემი ცხოვრება ბედნიერბით აავსო მაჩუქა ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი... მიშოს ვეხუტებოდი როცა ოთახში პატარა კულულებიანი გოგონა შემობაჯბაჯდა და საწოლზე ამოძვრა. ერთმანეთთან თამაშით გართული ქმარ-შვილი მივატოვე და სამზარეულოში წავედი. - მიშო, ლიზა, მოდით ისაუზმეთ! -მიშო შემოვიდა სამზარეულოში და ზურგიდან ჩამეხუტა. -უსამართლობაა დღესაც რომ მუშაობ მიშო. -გვანც მალე მოვალ და დაგეხმარები. -ლიზას საჩუქარი გვაქვს საყიდი. - შენიც საყიდი მაქვს სიყვარულო. - როგორც ყოველთვის რაფაელო და გვირილები. მთელი დღე საქმეებს ვაკეთებდი თან ლიზას სახელს გავიძახოდი ყოველ წამს. -ლიზა დედა მოდი აქ. -ლა გინდა დედა? -მოდი აქ დაჯექი და რაც გინდა მკითხე. -სენ და მამამ ლოგოლ გაიცანით ელთმანეთი? -როგორ და გრძელი ამბავია და მამა მოგიყვება. -მამამ დედა მოგიყვებაო, შენ მამასთან გამიშვი ლა ალის ახლა ეს. -ლიზა ჯერ 3 წლის ხარ და პატარა იმისთვის რომ მოგიყვე მე და მამამ როგორ გავიცანით ერთმანეთი. 5 წლით ადრე. - გვანცა დღეს ადრე მოხვალ? - დღეს ბიბლუსში უნდა გავიარო დე ვაკანსია აქვთ. - კარგი მაშინ ელენეს დავავალებ. - სახლიდან გამოვედი და კაშნი ცხვირზე ავიფარე მიუხედავად იმისა რომ მზე იყო ბათუმში ზამთარი მაინც იგრძნობოდა. ლექციაზეც მხოლოდ ლექტორს ვუსმენდი მაგრამ მინდოდა რომ სადღაც აქედან შორს ვყოფილიყავი. გიგრძვნიათ რომ ამ სამყაროში ზედმეტი ხართ?! აი ეგრე ვიყავი მეც თავი ზედმეტი მეგონა ყველგან, მხოლოდ ონლაინ დაქალებთან მქონდა კარგი ურთიერთობა. უნივერსიტეტის შემდეგ გასაუბრებაზე წავედი მითხრეს დაგირეკავთო, ფეხით ზღვის სანაპიროსკენ წავედი და იქ ჩამოვჯექი ზღვას გავყურებდი და მივხვდი რომ მხოლოდ აქ არ ვგრძნობდი თავს ზედმეტად. სახლში რომ შევედი ჩემს დას დაქალი ყავდა სტუმრად და თავის არიდება ვცადე, ისევ ჩემს ოთახში შევიკეტე და წიგნს დავავლე ხელი, გვერდით ოთახიდან ხმა მომესმა და ადგილზე გავიყინე. -აუ მოდი შენი დაც დავარეგისტრიროთ. -აუ, კი თან მაგას უყვარს ძალიან ადამიანების გახარება და მგონი არ გვეტყვის უარს. -ორივეს ნაბიჯები ჩემს ოთახს უახლოვდება და ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. -გვანც რაღაც უნდა შემოგთავაზოთ. -ორივე ერთ ხმაში იწყებს საუბარს. -გისმენთ. -მშვიდად ვპასუხობ მაგრამ შინაგანად თან ვცქმუტავ, თან ვნერვიულობ ვინ იცის ეხლა რომელ სულელურ საიტზე მარეგისტრირებენ, როგორც თავად ამბობენ ალბათ რამე “ძაან ქულ” საიტი აღმოაჩინეს და იქნებ მეც გამეხსნას ბედი. -სეკრეტ სანტაზე უნდა დაგარეგისტრიროთ. -სად? -აუუ მოკლედ საქართველოს ბანკის სეკრეტ სანტაზე შარშან ხომ გინდოდა ხო და წელს გააბედნიერებ ვინმეს. -იმის გაგონებისას რომ ვიღაცას გავახარებდი ისე გამახარა საერთოდ არ დავაკვირდი ელენე და ვიკა რას წერდნენ სურვილის გრაფაში. -დავასრულეთ რეგისტრაცია. -რა დაწერეთ მაჩვენეთ. -მოიცა წაგიკითხავ: “გამარჯობა სანტა, თავს დიდხანს არ შეგაწყენ და მოკლედ გეტყვი რომ ძალიან მიყვარს კითხვა, გვირილები და თოვლი. ზამთარი ჩემი სეზონია მაგრამ არა ისეთი როგორიც ბათუმში იცის. მე ზოგადად ყველაფერი გამაბედნიერებს.” -ჩემს დას დავუჯერე და ტექსტით კმაყოფილმა საერთოდ არ დავაკვირდი ნამდვილად ის ეწერა თუ არა რაც მითხრეს. რამოდენიმე დღე ისე გავიდა არც შემიმოწმებია, მერე ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა შენი სანტა გამოჩნდაო რამოდენიმე წუთში კიდევ ერთი შეტყობინება მივიღე რომ ადრესატიც მყავს, მაშინ პირველად შევედი ჩემს გვერდზე და ნამდვილი სიურპრიზი იქ დამხვდა… როცა ადრესატის წერილის კითხვას მოვრჩი მაშინვე ვიცოდი რომ პატარა შვიდი წლის ნიტას აუცილებლად ვუყიდი შოკოლადებს და დედამისს იმასაც ვთხოვდი რომ ნიტა გამეცნო, მერე ჩემს გვერდზე გადავედი და ისეთი შოკი მივიღე ლამის სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ჩემი სურვილის გრაფაში სულ სხვა რამ ეწერა თან ისეთი ტექსტი რომ ელენე ვერ გადამირჩებოდა. “ჰაი სანტა, მე ვარ გვანცა, ერთი შეხედვით ძალიან საყვარელი გოგო ვარ, მიყვარს ყველანაირი ცუდი ამინდი, მინდა გვირილების თაიგული და რაფაელო თან ჩემი სახლის კართან ან ეზოში რომ მეზობლები გულზე გასკდნენ და დარწმუნდნენ შინაბერა არ დავრჩები. ხო კიდევ ძალიან მიყვარს თოვლი მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ისეთ ადგილას სადაც ყველაფერი თოვლით არის დაფარული. ხო კიდე, იქნებ ვინმე კაი მკითხავის აბონიმენტი მაჩუქო რომ ბედი გამიხსნას. “ მთელი დღე ველოდი ელენეს მოსვლას, ერთსული მქონდა საკუთარ დას როდის გავუთხრიდი ჩემი ხელით საფლავს, ელენემ როგორც კი სახლში შემოაბიჯა მიხვდა რაც ხდებოდა და ახსნა დაიწყო. -ვიხუმრე უბრალოდ, არ მეგონა ეს რეაქცია თუ გექნებოდა. -რა იხუმრე? შენ მართლა გაგიჟდი? საერთოდ არ გადარდებს მე რას ვგრძნობ? უცხო ადამიანს ჩემზე მიწერე? -კარგი რა, უბრალოდ გაეცინება და დაივიწყებს. -ილოცე რომ დაივიწყოს ვინც არის და ყურადღება არ მიაქციოს... დედა მე სამსახურში მივდივარ. -აბა მარკეტიდან წამოსვლას ვაპირებო? -როცა სხვას ვიშოვი, რამე უკეთესს. -კარგი, თავს გაუფრთხილდი. -მთელი დღე გონებიდან არ მშორდება ჩემი დის საქციელი, ღამის პირველ საათზე ორი ბიჭი რომ შემოდიან მაღაზიაში, მეორე კონსულტანტი მხარს მკრავს. -ნახე რა ბიჭები არიან. -არიან რა. -გოგო თვალი გაახილე, ის მაღალი როგორი სიმპათიურია. -როგორც ნია ამბობს სიმპათიური ბიჭი მე მეძახის. -გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ? -გვანცა ხო, გოგონასთვის მინდა ტკბილეული. -ასაკი? -20 წლის არის, ჯერ არ მიცნობს ამიტომ რამე ისეთი მინდა. -რაფაელო ან ტრიუფელი. -რაფაელო? არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად? -მის ნათქვამზე მეღიმება. -გიხდება ღიმილი, ლამაზი ხარ. -მადლობა. -ორ რაფაელოს იღებს და მისი მეგობრის აღებულ რაღაცებს ამატებს, გასასვლელთან მისული ერთი ყუთი რაფაელოთი უკან ბრუნდება და მაწვდის. -ეს შენ გვანც. -მადლობა მაგრამ რა საჭიროა. -ჩათვალე საახალწლო საჩუქრების მიღება დაიწყო. -მადლობა, მაგრამ შენი სახელიც არ ვიცი. -მიშო მქვია. -გასვლისას ხელს მიქნევს და მეძახის. -დროებით გვანც მალე ისევ შევხვდებით... -მისი წასვლის შემდეგაც ცოტახანს ისევ იმ ადგილას ვდგავარ სადაც დამტოვა, ნია მაფხიზლებს. -რაო, რა მქვიაო მზეჭაბუკმა? -მიშოო. -აბა ისე რა ბიჭი იყო? -იქამდე სანამ გამიღიმებდა, თან როგორ მითხრა კიდევ შევხვდებითო. -აბა, მართლა რა კარგი იყო ის ოხერი. -სანამ სმენას მოვრჩები მთელი ღამე მიშოზე მეფიქრება და სულ მავიწყდება ჩემი დის საქციელი... დილით სახლში როგორც კი მივდივარ მაშინვე დასაძინებლად ვწვები, შუადღისას ელენე მაღვიძებს და ბოდიშის ნიშნად სახლის საახალწლო გაფორმებებით მორთვას მთავაზობს, მეც იმდენად მიყვარს ეს საქმე უყოყმანოდ ვთანხმდები... იმდენად ვერთობი რომ მიშოც კი მავიწყდება. -გინდა ამაღამ კინოში წავიდეთ? -რა ფილმზე? -რამე საახალწლოს ვუყუროთ. -კარგი. -თანდათან თითქოს ყველაფერი ლაგდება და მე და ელენეც აღარ ვკამათობთ... რამოდენიმე დღე ისევ არაფერი ხდება და ერთფეროვნად მიედინება ჩემი ცხოვრება, უნივერსიტეტიდან გამომავალს ვიღაც რომ მეჯახება და ბოდიშს მიხდის ნაცნობ ხმაზე მისკენ ვიხედები და მიშო მრჩება ხელში. -გვანცა. -გამარჯობა მიშო. -ხომ გითხარი ისევ შევხვდებით ერთმანეთს თქო, ნუ ასე არ მეგონა მაგრამ არაუშავს. -ნახვამდის. -დროებით გვანცა. -სახლში მივდივარ და ფიქრები მაინც მიშოსკენ გამირბის, რა უცნაურ დროს გამოჩნდა ეს ბიჭი ჩემს ცხოვრებაში, ჯერ მხოლოდ ორჯერ ვნახე და ორივეჯერ თითქოს რაღაც უცნაური განცდა დამეუფლა.. ფეისბუქზე ვიწყებ მიშოს ძებნას, მიუხედავად იმისა რომ დიდი შანსი არ მაქვს პოვნის ყველა პროფილს ვხსნი ვისაც ვამსგავსებ, რაცარუნდა გასაკვირი იყოს მალევე ვპოულობ, მიშოს გვარსაც ვარკვევ და იმასაც რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ, ჩემზე ერთი წლით უფროსია... ჩემს თანამშრომელ ნიას ვუყვები ყველაფერს. *დაამატე ქალო. *შანსი არ არის, თუ უნდა თვითონ მომძებნოს და დამამატოს. *კარგი რა, დაამატე ეგ იმას ხო არ ნიშნავს რომ უეჭველად ცოლად გაყვე. *არა და მორჩი, მერე ვიჭორაოთ მანდ რომ მოვალ. კარზე ზარს რეკავენ და მეც გავდივარ, არავინ ჩანს ჭუჭრუტანიდან ამიტომ ვაღებ და კართან გვირილების თაიგული და რაფაელო მხვდება.. თაიგულში პატარა ბარათი დევს. „შენი იდუმალი სანტასგან, მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა შენი გულწრფელი წერილი და ვფიქრობ მომავალში შეიძლება მე და შენ კარგი მეგობრები ვიყოთ.“ კიბეზე ამომავალ ელენეს რომ ვხედავ მინდა რომ გავქრე, ავვორთქლდე იქედან და არავინ არ არსებობდეს გარშემო, ოთახში ვიკეტები და ტირილს ვიწყებ... თავს ისე დამცირებულად და შერცხვენილად ვგრძნობ რომ არაფერი არ მინდა... ვიცმევ და სანაპიროზე მივდივარ სასეირნოდ, ზღვას გავყურებ და წარმოვიდგენ რამდენი იცინა ჩემმა სანტამ როცა ეს წერილი ნახა და ცრემლები თავისით მომდის, გვერდით ვიღაც მიჯდება და ხმას არ იღებს ვიხედები და მიშო მრჩება ხელში. -გვანც შენ რა ტიროდი? ვინმემ გაწყენინა? -არა, უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. -და რამ შემიძლია გამოგიკეთოს ხასიათი, მე როგორ შემიძლია გაგაღიმო? -მის კითხვაზე მეღიმება... -ისეთი ღიმილი გავს სულ უნდა გაიღიმო. -გული მიჩქარდება მის სიტყვებზე და ვერც კი ვხსნი რამ გამოიწვია. -მადლობა. -შეიძლება სადმე დაგპატიჟო? -სამსახურში რომ მეჩქარება? -ხვალ, იყოს. -ვნახოთ, ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. -მაშინ გავიცნოთ. მე მიშო ვარ, მიშო ბოლქვაძე 21 წლის, ვსწავლობ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სოციალური მუშაკი ვიქნები მომავალში... შენს შესახებ არ მომიყვები? -მე გვანცა ვარ კობალაძე, ევროპისმცოდნეობაზე ვსწავლობ. -ერთ კორპუსში ვსწავლობთ და აქამდე როგორ არ შევხვედრივართ ერთმანეთს? -იქნებ შევხვდით კიდეც... დროებით მიშო. -გაგიყვან. -მანქანის წინა კარს მიღებს და ცოტახანს ვყოყმანობ მაგრამ მაინც ვჯდები. სამსახურთან რომ აჩერებს კიდევ ერთხელ მეკითხება. -ხვალ შეიძლება სადმე დაგპატიჟო? -დილით გეტყვი პასუხს. -მაშინ დილით სმენას რომ მორჩები ისევ აქ დაგხვდები, ამაღამ მანქანაში ვიძინებ აქ. -კარგი ხვალ 4ზე გავიდეთ სადმე, ახლა წადი. -როგორც კი გამოსაცვლელად შევდივარ ნია მომყვება უკან. -აბა? -რა აბა? -მიშომ მოგიყვანა გვანცა. -ნუ სანტამ საჩუქარი გამომიგზავნა, მოვიწყინე და სანაპიროზე ვიჯექი, ვტიროდი ის კიდე გვერდით მომიჯდა და რა უნდა გავაკეთო რომ გაიღიმოო. -ვაუ, ყოჩაღ მიშოს. -მერე კაფეში დამპატიჟა, მე ვუთხარი მეჩქარება თქო, იმან ხვალ იყოსო. -ხვალ მიდიხარ? -სავარაუდოდ არა, რომ ვუთხარი დილამდე მოვიფიქრებ თქო მანქანაში დავიძინებ აქ დილამდე დაგელოდებიო, კი შევუთანხმდი 4 საათზე გავიდეთ თქო მაგრამ არა მგონია გამოვიდეს, იმიტომ რომ ჩემი ნომერი არ მიმიცია. -ეგ ისეთი მონდომებულია, ნომერი კი არა მისამართი და შენი საგვარეულო გენეალოგიაც ეცოდინება. -მთელი საღამოს მანძილზე ნია, მარტო მიშოზე მელაპარაკება, თაროების დალაგებით ვარ გართული ვიღაც რომ მკითხულობს და ვიხედები, უცნობი ბიჭი მრჩება ხელში. -მე ვარ გვანცა კობალაძე, რა ხდება? -ეს თქვენთან გამომატანეს. -კონვერტს მაჩეჩებს უთქმელად გადის, ვხსნი და კინოს ბილეთები მხვდება კონვერტში.. პატარა ბარათიც ახლავს თან. „ეს არ გეწერა მაგრამ იმედია ფილმის ყურებაც გიყვარს.“ კიდევ ერთხელ მივლის სიბრაზე მთელს სხეულში და ამასთან ერთად ისევ მინდა ჩემი დის მოკვლა... -როდის არის? -ხვალ ხუთ საათზე. -ვისგან არის? -ჩემი იდუმალი სანტასგან როგორც თვითონ უწოდებს თავს. -ეს ელენეს ხუმრობიდან? -ხუმრობა არ ერქვა მაგას ნია, თან ხვალ ოთხზე მიშოს უნდა შევხვდე და არა მგონია წავიდე. -მერე მაგას რა ჯობია მიშო წაიყვანე. -არა და ეს დღეებია ყველაფერი ზედმეტად უცნაურად მიეწყო ერთმანეთს. -გოგონებოო. -ადმინისტრატორი გვაიძულებს საუბარი შევწყვიტოთ. -რაიმე მშვიდი სიმღერა ჩართეთ, ისეთი საახალწლო განწყობა რომ შექმნას. -Let it snow ჩართე. -მე უკეთესი შემიძლია შემოგთავაზოთ. -მიშოს ხმა რომ მესმის ჩემს ზურგს უკან ვხტები კიდეც, წამით ფიქრიც კი მიელვებს თავში რომ ვერასოდეს მივეჩვევი ამ ბიჭის მოპარვებს. -გისმენთ, მიშო. -ნია ისე უცებ უშინაურდება ცოტათი ვეჭვიანობ კიდეც. - Sia- Snowman , ისეთი მუსიკაა დაგამშვიდებს კიდეც. -ნია მაშინვე რთავს და რაღაცნაირი სიმშვიდე მოაქვს მუსიკას, ისეთია ერთხელ რომ მოუსმენ და სულ გრჩება გონებაში, მიშოს ვუყურებ და მხოლოდ მისი პირის მოძრაობით ვხვდები რომ რაღაცას მეკითხება, ხელს რომ მკიდებს მთელს სხეულში ელექტრონები მივლის და ვფხიზლდები. -გისმენ, რამე მკითხე? -ხვალინდელი გეგმა ხომ არ შეიცვალა მეთქი. -იცი ხვალ ორი ბილეთი მაქვს კინოში. -რატომ ვეუბნები მეც არ ვიცი, მაგრამ მიშოს სახეს რომ ვხედავ ვხვდები რომ უკვე ძალიან გვიანია. -გინდა ერთად წავიდეთ თუ ვინმესთან ერთად აპირებდი წასვლას. -არა, არავისთან ერთად არ ვაპირებდი, უბრალოდ ანიმაციაა და თუ არ მოგინდება წამოსვლა გავიგებ. -მინდა, რომელი ანიმაციაა? -კოკო. -კი წამოვალ. -მაშინ ხვალ ხუთზე. -შენი ნომერი რომ არ მაქვს? -სამაგიეროდ სოციალური ქსელი არსებობს. -კარგი. -ისეთი სახით მიყურებს თითქოს მეუბნება თუ თამაში გინდა ვითამაშოთო. მეორე დღეს ხუთ საათამდე ვცქმუტავ, უკვე ვფიქრობ რომ შეცდომა იყო მიშოს დაპატიჟება რადგან ამ ბიჭთან თავს უცნაურად ვგრძნობ... უცხო ნომერისგან ზარი რომ შემომდის მაშინვე ვპასუხობ რადგან მგონია სამსახურის თაობაზე მირეკავენ. -გვანც, როგორ ხარ? -მეორე მხრიდან მიშოს ხმა რომ მესმის ვიბნევი. -კარგად მიშო, შენ? -მეც კარგად, შენს კორპუსთან გელოდები. -ჩამოვდივარ. -მხოლოდ სადარბაზოში ვიაზრებ რომ მე არც ნომერი და არც მისამართი მითქვამს მისთვის, მანქანასთან გვირილებით ხელში რომ ვხედავ ვშეშდები.. ისე ნელა მივდივარ ზუსტად ვიცი მთელი სამეზობლო ხედავს ამას. -ეს... -აააა, თაიგული? ეს აქ კურიერმა მომცა შენი ბინის ნომერთან ერთად მთხოვა მომეტანა თან ისე რომ მთელს სამეზობლოს ვენახე... -გაღებულ პირს ვხურავ რადგან უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა, ყელში ბურთი მეჩხირება და თვალების წვას ვგრძნობ, მიშო მანქანაში მსვამს და როგორც კი ჩემს კორპუსს ცოტა ვშორდებით სვლას ანელებს. -რამე ხდება? არ გინდა წასვლა? -ეს საჩუქრები, მაგიჟებს. -გაწუხებს ვინმე? -არა, ჩემმა დამ ბოროტად იხუმრა და საქართველოს ბანკის სეკრეტ სანტაზე დამარეგისტრირა, თან ისეთი ტექსტი დამიწერა რომ ძალიან მრცხვენია ჩემი სანტასი. -არაუშავს, არა მგონია სერიოზულად აღექვა. -მე მგონია რადგან, ეს ყვავილები, კინოს ბილეთი, გეფიცები მკითხავის აბონიმენტიც რომ გამომიგზავნოს შეიძლება გავაფრინო. -კარგი დაწყნარდი, ვეცდები გავარკვიო ვინ არის და აღარ გამოგიგზავნის. -მართლა შეგიძლია? -ჩემი მეგობარი მუშაობს საქართველოს ფოსტაში. -აუუ, ძაან მადლობელი ვიქნები თორემ შეიძლება ჩემი და შემომაკვდეს. -დაწყნარდი. -მე და მიშო ისე ვერთობით კინოში რომ სულ არ მინდა ეს დღე დამთავრდეს. კინოდან რომ გამოვდივართ მიშო ჩემსკენ ტრიალდება. -სახლში ხომ არ გეჩქარება? -არა. -დანკინში ყავა ან ცხელი შოკოლადი და დონატები ავიღოთ და ბარცხანის ან ბენზეს სანაპიროზე ჩამოვჯდეთ. -კარგი. -მგონი ამ ბიჭისთვის უარის თქმა არ შემიძლია. სანაპიროზე ვიჯექით, მიშო ისეთი მომზადებული იყო პლედების კი წამოეღო... Snowman ჩართო ტელეფონში და შორიდან ვაკვირდებოდით ბათუმის ხმაურიან ნაწილს. -იცი პირველად რომ დაგინახე მაშინვე მივხვდი ერთმანეთს გავუგებდით. -როგორ? -რაღაცნაირი ენერგიის მატარებელი ხარ... -შუბლზე ჩამოვარდნილ კულულს ყურს უკან მიწევს. -შენი თვალები ისეთ სითბოს და სევდას ასხივებს რომ მაშინვე გაჯადოვებს. -მისი შეხებისგან სუნთქვა შეკრული ვუსმენ და ვხვდები რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება, სწრაფად ვდგები და ვშორდები. -ჯობია წავიდეთ, გვიანია უკვე. -კარგი. -ისევ ისეთი სახით მიყურებს, სახლამდე ისე მივყავვარ ხმას არ იღებს, გადასვლისას გვირილებს მაწვდის. -ნახვამდის მიშო. -ნახვამდის არა, დროებით ან შეხვედრამდე გვანც. -სანამ სადარბაზოში არ შევდივარ ზურგს მიწვავს მისი მზერა მაგრამ ჩემს თავს ვაიძულებ რომ არ შევხედო. მომდევნო რამოდენიმე დღე ვცდილობ მიშოს თავი ავარიდო, თავადაც არ ვიცი რატომ მის შეტყობინებებს მოკლედ ვპასუხობ, სამსახურშიც რომ მოდის ვცილობ შორს დავიჭირო თავი, უნივერსიტეტშიც სადაც დავინახავ იქედან ვიპარები, ჩემი სანტაც აღარ ჩანს ალბათ მობეზრდა ჩემი დაცინვა... უნივერსიტეტის კაფეტერიის რიგში ვდგავარ და უკვე ისე ვიღლები რომ აღარც კი მინდა ეს ჩაი, -ხილის ჩაი და ლიმონის მაფინი. -მეც იგივე რაც გოგონას და მე ვიხდი. -მიშოს ხმაზე ისევ ვხტები. -მგონი ვერასოდეს მივეჩვევი ამ მოპარვებს... -მხოლოდ მოლარის სახეს რომ ვხედავ მაშინ ვიაზრებ რომ ხმამაღლა ვთქვი ეს ყველაფერი... შეკვეთას მაგიდაზე დებს და ჯენტლმენური ჟესტით სკამს მიწევს. -თავს რატომ მარიდებ? რამე არასწორად გავაკეთე? -მისი პირდაპირობა მაბნევს. -ჩვენ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს. -გვანც, შანსს არ მაძლევ გაცნობის, რამდენადაც მე მოახლოებას ვცდილობ შენ იმდენად შორს იჭერ თავს, თუ რამეს ვაშავებ იმით რომ შენთან მეგობრობა მინდა მაშინ გავქრები. -მისი სიტყვები იმდენად მწარედ მხვდება გულზე რომ მინდა აქ არ ვიჯდე ახლა, მე რომ მეგობრობა არ მაკმაყოფილებს იმიტომ გავურბივარ... გული სხვას ფიქრობს და სიტყვებით სულ სხვა რამეს ვამბობს. -არა, უბრალოდ მე ესეთი ვარ ადამიანებთან დაახლოება მიჭირს. -ანუ ნდობა გიჭირს. -ნუ, ხო ნდობა მიჭირს, ამიტომ ცოტა მეგობარი მყავს. -მაშინ, მოდი ახალ წლამდე დრო მომეცი რომ შენი ნდობა მოვიპოვო და ზუსტად ვიცი მომავალში მე და შენ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით. -გული მკარნახობს რომ მიშოს მოვშორდე მაგრამ სიტყვები ისევ გონებას ემორჩილებიან. -კარგი, მაშინ 12 დღე გაქვს. -მიშო ლოყაზე მკოცნის და მშორდება, ჩემს სხეულში ერთიანად იღვიძებს ყველა ცხოველი, ამას აღარც ჟრუანტელი ქვია, მთელი სხეული ერთიანად მოწყდა სამყაროს, გადის სხვა რეალობაში და შორიდან ვაკვირდები ჩემს თავს... როგორც კი გონს მოვედი სასწრაფოდ დავავლე ხელი ჩანთას და პარკში გავიქეცი, ტელეფონი ავიღე და ნენეს დავურეკე. -პატარავ როგორ ხარ? მომენატრე. -მეც და მჭირდები. -რამე ხდება? -ნენეს ყველაფერს დაწვრილებით ვუყვები და მისი მიმიკების ცვალებადობაზე მეღიმება კიდეც. -არ გინდა მაგ ბიჭთან მეგობრობა, შეგიყვარდება და დაიტანჯები. -იქნებ პირიქით როცა უკეთ გავიცნობ ეს აღტაცება გამიქრეს. -აღტაცება? ვინმე გყვარებია აქამდე? -კი. -არა, გვანც არ გყვარებია, რომ გყვარებოდა მიხვდებოდი რომ ეგ ბიჭი გითრევს ძალიან. -უბრალოდ მაინტერესებს, არ შემიყვარდება დაწყნარდი. -ვნახოთ, გინდა დავნიზლავდეთ? -ნენე, მართლა მინდა მოვშორდე მაგრამ არ გამომდის ყველგან არის. -ცოტახნით აქ რომ ჩამოხვიდე? -უნივერსიტეტს და სამსახურს რა ვუყო? -ხო კარგი. ოთხი დღე ისე გადის მიშოს ვერ ვხედავ და ისე ვარ ლამის გავაფრინო, მთელი ჩემი არსება ეძებს, ითხოვს ამ ბიჭს და ვხვდები რომ უკვე ღრმად შევტოპე... ვერავის ვუყვები ჩემს განცდებზე და კიდევ უფრო ვიკეტები ჩემს თავში. გაუაზრებლად ვიღებ ტელეფონს და ისე ვაგზავნი შეტყობინებას მხოლოდ პასუხისას ვიაზრებ რაც გავაკეთე. *კარგად ხარ? *კი, გვანც უბრალოდ მანქანა დამემტვრა და მე ფეხი ვიღრძე. *რა ქენი? თავადაც ვერ ვხვდები რატომ ვარ ასე ცუდად იმის გააზრებისას რომ მიშოს რაღაც დაემართა, მთელი სხეული უცებ დაიპყრო შიშმა. *პატარა ავარია იყო, სანერვიულო არაფერია, ხვალ უკვე შემეძლება გარეთ გამოსვლა... მაგრამ თუ გინდა შეიძლია ჩემს სანახავად მოხვიდე. *შენი მისამართი არ ვიცი. მიშო მისამართს მწერს და მხოლოდ მაშინ ვიაზრებ ჩემს საქციელს როცა უკვე მიშოს კორპუსთან ვდგავარ, ჩემი მეორე მე მეკითხება თუ რას ვაკეთებ ახლა იქ, მაგრამ ამაზე პასუხი არ მაქვს, არც კი ვიცი რატომ მოვედი ვინ ვარ მე მისთვის, მნიშვნელოვანი რომ ვიყო აქამდე მეცოდინებოდა რომ ავარიაში მოყვა, მაგრამ ეს მხოლოდ დღეს გავიგე... ისე ვბრუნდები უკან მიშოსთან ასვლას არც ვაპირებ, ეზოში ვიღაც რომ მეძახის გაკვირვებული ვუყურებ. -გვანცა. -ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ? -მიშოს ძმაკაცი ვარ თემო, ერთად ვიყავით მარკეტში. -ააა, გამახსენდა. -მიშოს სანახავად მოხვედი? ძალიან გაუხარდება შენი ნახვა, უნდოდა ეთქვა მაგრამ ჩვენ არ მივეცით უფლება ტყუილად ნუ ანერვიულებ გოგოსო... რამდენს გელაპარაკები, წამოდი ავიდეთ. -თემო კარს აღებს და მიშოს ეძახის. -მიშოო, მოვედი და ვიღაც მოგიყვანე. -მისაღებისკენ მიბიძგებს და დასჯილი ბავშვივით შევდივარ, მიშოს რომ ვხედავ დივანზე მჯდომს, სხეული ერთიანად მითბება, გონებაში უკვე მაგრადაც მოვეხვიე და გახეთქილი წარბი და ტუჩი დავუკოცნე მაგრამ რეალობაში ისევ ოთახის შუაგულში ვიდექი და მიშოს ვუყურებდი თვალებში... მისი ჭაობისფერი თვალები იმაზე მეტად გამუქებულიყო ვიდრე მახსოვდა. -დიდხანს იდგები მანდ? -მის ნათქვამზე ვფხიზლდები და ვუახლოვდები, მის გვერდით ვჯდები, თვითონ იხრება ჩემსკენ და ლოყაზე მკოცნის. -როგორ ხარ? -კარგად, არ მინდოდა ვინმეს განერვიულება ამიტომ მხოლოდ თემომ და ნიკამ იციან. -და მე. -ხო, შენ უფრო ადრეც გეტყოდი უბრალოდ ამათ არ მომცეს უფლება. -ოთახში შემოსულ ბიჭებზე მიმითითა. -ნიკა, სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. -ისე მაკვირდებიან ბიჭები რომ მალე ალბათ უხერხულობისგან სულ გავქრები, მიშო ამჩნევს ალბათ ჩემს უხერხულობას. -ბიჭებო საქმე ხომ გქონდათ? გვანცა დარჩება ჩემთან ცოტახანს. -კარგი მაშინ ჩვენ წავალთ. -გასვლისასაც რაღაც უცნაურად შემათვალიერა ნიკამ. -მოგენატრე? -მიშოს კითხვაზე მინდოდა მეპასუხა რომ ძალიან, მომენატრა თუ დამაკლდა ვერ ვხვდები... -დუმილი თანხმობის ნიშანია. -ვინერვიულე რომ არ გამოჩნდი. -ანუ მიმეჩვიე. -შეიძლება. -მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ როცა იღიმის ლოყები ეჭუპნება, არ ვიცი რამდენხანს ვუყურებდი ასე გაშტერებული და მისით ვტკბებოდი მაგრამ ის ვიცი რომ მიშოც არ ცდილობდა ჩემთვის ხელის შეშლას. -ეს ნიკას ბინაა? -არა ეს თემოსია, სახლში არ მინდოდა მისვლა, დედა გაგიჟდებოდა. -დედაა. -ქალური სოლიდარობა? -არა უბრალოდ მეც ვინერვიულებ ჩემს შვილზე. -თუ შვილებზე. -და დედაშენმა არ იცის ეს ამბავი? -არა, ხვალ რომ მივალ სახლში ვეტყვი რომ ვიჩხუბე, წარბი და ტუჩი რომ გავამართლო. -შენი აზრით მაგაზე არ გაგიჟდება? -სამაგიეროდ ბიძაჩემს არ დაურეკავს მოსკოვში და არ გამოლანძღავს იმის გამო რომ მანქანა მიყიდა... ახალ წელს რამეს გეგმავ? -ჯერ რაიმე განსაკუთრებული გეგმა არ მაქვს, ალბათ ისევ სახლში შევხვდები ოჯახთან ერთად... შენ? -ბიჭებს გვინდა წასვლა სადმე ქალაქგარეთ მაგრამ არ გადაგვიწყვეტია. -მეც მინდა სადმე ისეთ ადგილას სადაც ნამდვილი ზამთარია, დიდი თოვლით და ღუმელში მოგიზგიზე ცეცხლით. -მაშინ წამოდი ჩემთან ერთად. -არ გამოვა. -რატომ? -და რა სტატუსით წამოვიდე? თან არ ვიცნობ იქ არავის და შენც არ შეგარგებ დასვენებას. -ჩემი მეგობრის, ნიკას და თემოს ხომ იცნობ და დანარჩენებსაც გაიცნობ. -ნიკა სად მუშაობს? -ფოსტაში, რა ხდება? -ანუ ჩემი სანტას ვინაობა იცი? -არ ღირს, მხოლოდ ერთ საჩუქარს გავუგზავნი და მორჩება ამით ყველაფერიო. -მადლობა. -არ გშია? -ცოტა, შენ? -პიცა გამოვიძახოთ? -ბიჭებს არ აქვთ საჭმელი? -რავი, რაღაცები მოიტანეს დღეს... შეგიძლია ნახო. -სამზარეულოზე მიმითითა. -არა, არ ღირს ჯობია გამოვიძახოთ... ნიკას იქნებ არ ესიამოვნოს მის სამზარეულოში უცხო რომ იტრიალებს. -არა, მაგრამ არ მინდა დაგღალო ამიტომ გამოვიძახებ. -საპირფარეშო საით არის? -პირდაპირ და მარჯვნივ. -როგორც კი ზურგს უკან კარს ვხურავ, ზედ ვეყრდნობი და გულზე ხელს ვიჭერ, აქ რას ვაკეთებ?! რა მინდა ახლა აქ, თან მზრუნველი შეყვარებულივით საჭმლის გაკეთებაც რომ შევთავაზე?! ვცდილობ გახშირებული სუნთქვა დავირეგულირო, სარკეში ჩემს თავს ვუღიმი და გასვლას ვაპირებ გოგონას ხმა რომ მესმის მისაღებიდან... გასვლისთანავე თვალში მისი ხელი მხვდება მიშოს ფეხზე რომ უდევს და ყელში ბურთი მეჩხირება, ჩემს თავს ვამხნევებ და ვუახლოვდები, ვცდილობ აკანკალებული ხელები დავმალო... -მიშო რახან მარტო აღარ ხარ მე წავალ. -რატომ მიდიხარ? სალო მიდის, ნიკას სანახავად იყო მოსული... ერთმანეთი არ გაგაცანით. ეს გვანცაა ჩემი... -მეგობარი. -მიშოს დავასწარი. -სალომე, მიშოს აღარ ვიცი უკვე რა ვარ, როგორც ვხვდები მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი ვარ რადგან შენ აქ ხარ მე კი არაფერი ვიცოდი. -ჯობია მე წავიდე. -შენ არა, სალომე მიდის. -მიშოს ხმაში იმხელა სიმკაცრე იგრძნობა რომ შიშისგან უკან ვიხევ, სალომე კი ისევ თვალებში უყურებს. -ასე არა? მაშინ ნახვამდის, მაგრამ გახსოვდეს ახალი მეგობრები არ უნდა ანაცვლებდნენ ძველებს. -კარში შემომავალ თემოს რომ ვხედავ მაშინვე ჩანთას ხელს ვავლებ და კარისკენ მივდივარ… ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავს ვიცი რომ მიშოა ამიტომ არ ვპასუხობ, სახლში როგორ კი მივდივარ ოთახში ვიკეტები და იმის გააზრებას ვიწყებ რაც დღეს მოხდა, ჯერ საკუთარ თავზე ვბრაზდები, მერე მეცოდება კიდეც ჩემი თავი, ვხვდები რომ ნენე მართალი იყო და მიშოს უნდა ჩამოვშორდე თუ არა და გავგიჟდები, მაგრამ უკვე ღრმად შევტოპე. თვალებს ვხუჭავ და თვალწინ ისევ მიშო მიდგება, მისი ღიმილი, ჭაობისფერი თვალები და მშვიდი ხმის ტემბრიც კი ჩამესმის ყურებში, კარზე გაბმული ზარი მაწყვეტინებს ფიქრს, თვალებს ვახელ და გასვლამდე ცრემლებს ვიწმენდ, არც კი ვიხედები ისე ვაღებ კარს. -გვანც, კარგად ხარ? -მიშო, შენ აქ რა გინდა? -შენზე ვნერვიულობდი, არ პასუხობდი. -შემოდი. -ვიწევი და მისაღებში ვატარებ, ისიც კი არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი მაგრამ არ შემიძლია უარის, თქმა მის წინაშე უძლური ვარ... დივანზე როგორც კი ჯდება მის წინ ვდგები. -გისმენ, რა გინდა? -რატომ წახვედი, მე ხომ გითხარი რომ სალო მიდიოდა. -იქ ჩემი ადგილი არ იყო და საერთოდაც მოსვლაც შეცდომა იყო. -ფეხზე დგება და ახლოს მოდის. -შეცდომა? ჩემი ნახვა? ჩემთან მოსვლა? -სუნთქვა მეკვრის და მთელი სხეული მიხურდება მისი სიახლოვისგან. -მიპასუხე, რა იყო შეცდომა იქნებ, ჩემთვის შანსის მოცემა? -მგონი ჯობია... -სიტყვა მიწყდება როცა მის თითები მეხება და თმას მიშლის. -რა ჯობია? -ჯობია, უბრალოდ... -ლოყაზე რომ მეხება მისი თითები საერთოდ ყველა აზრი მეფანტება. -უბრალოდ? -ვშორდები, იმისთვის რომ აზრზე მოსვლა შევძლო კედელს ვეყრდნობი. -ჯობია, უბრალოდ კარგ ნაცნობებად დავრჩეთ. -ვატყობ, რომ სისულელე იყო კედელთან დადგომა რადგან ისე ახლოს მოდის, გასაქცევს არ მიტოვებს. -მე თუ არ მაკმაყოფილებს ნაცნობობა? თუ უფრო მეტი მინდა? -მე თუ არ მინდა? -გინდა და ეს უკვე გავარკვიე, შეიძლება არ აღიარებ მაგრამ ასეა. -ისე მიდის ვერც ვიაზრებ, რამდენხანს ვდგავარ კედელთან... გული ამოვარდნაზე მაქვს და მთელი სხეული მიცახცახებს, უკვე მესამე ჭიქა წყალს ვსვამ დასამშვიდებლად... ლეპტოპს ვრთავ და ნენეს ვურეკავ. -უნდა წავიდე, სადმე. -რა გჭირს პატარავ? -მართალი იყავი, შემიყვარდა... -ხმა მიკანკალებს და ვერც ცრემლებს ვიმორჩილებ. -რამე მოხდა რაც უნდა ვიცოდე? -ყველაფერს ვუყვები და კიდევ ერთხელ ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გულისცემა და პულსი. -სადმე წადი, შორს თუნდაც აქ ჩამოდი. -ხვალ გეტყვი პასუხს. -მე არ მინდა რომ ცუდად იყო პატარავ, მაგრამ იქნებ ღირს მიშოს შანსი მისცე? ხომ გითხრა ნაცნობობაზე მეტი მინდაო? თან ყველაზე მთავარი თვისება აქვს რაც მამაკაცს უნდა ქონდეს ყურადღებიანია. -შენ რომ ჩამოხვიდე? -ხვალ ვილაპარაკოთ მაგ თემაზე ახლა კი უბრალოდ დამშვიდდი, შენს გულს მიენდე, იმ გოგოზე არ იდარდო შეიძლება მას მოწონს მიშო მაგრამ მიშოს შენ მოწონხარ. -ეგრე ფიქრობ? -ვფიქრობ არა, ეგრეა. -დროებით ნენე. -ნენეს ვუთიშავ და რაღაცნაირი სიმშვიდე მეუფლება, იმ მომენტზე ვფიქრობ მიშო რომ შემეხო და ცეცხლი წამეკიდა... იმდენად შემიპყრო მასზე ფიქრებმა რომ სულ დამავიწყდა ახლახანს მისგან გაქცევას რომ ვგეგმავდი. იმის გაფიქრებაზეც რომ შეიძლება მოვწონდე სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. ისევ კარზე ზარი მაწყვეტინებს ფიქრებს ამ ჯერად მიშო არა მაგრამ ფოსტის კურიერია ამჯერად ბოლო საჩუქარი მივიღე სანტასგან თან ისეთი რომ ბედნიერებისგან რა მექანა აღარ ვიცოდი... ელენე რომ მოვიდა სახლში და მოვეხვიე, ისეთი გაოცებული იყო მივხვდი ჩემგან ახსნას ელოდა ან ფსიქიატრიულში დარეკვას აპირებდა. -არ იტყვი ასე რამ გაგახარა? -სანტას საჩუქარი მივიღე. -რა საჩუქარი? -ორ კვირიანი საგზური, ბეშუმში. -მიდიხარ? -არ ვიცი, მართლა მინდა ახალი წელი ნამდვილი თოვლით და სახლში მოგიზგიზე ბუხრით... მაგრამ თქვენთან ერთადაც მინდა. -შენ რა გაგიჟდი? -რატომ? -იმიტომ რომ ორჭოფობ უნდა წახვიდე, ეს შენი შანსია ოცნება აიხდინო... ეს ახალი წელი ჯადოსნური იქნება შენი სანტას წყალობით. -იქ რომ არავის ვიცნობ? -გაიცნობ, ან ნენეს დაურეკე, ხომ იცი უეჭველი წამოვა. -შენ? -რა მე? -შენ რომ წამოხვიდე? ფული მაქვს მოგროვილი, მე გადაგიხდი. -არა, აქ უნდა ვიყო. -მიზეზი გაქვს თუ გყავს? -მყავს, იმედია მალე შენც გეყოლება. -იმდენად მომინდა ჩემი დისთვის ყველაფერი მომეყოლა რომ ვეღარ მოვითმინე და მიშოზე ვუამბე... ჯერ გაოცებული იყო, მერე უცნაური მზერით შემომხედა. -ფოტო მანახე. -მაგის მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? -რაღა უნდა გითხრა, იმი გარდა რომ სერიოზულად გაები... ეს საგზური შენი შანსია იქ დამშვიდდები, უკეთესად დაფიქრდები და თან დრო გიჩვენებთ შენც და მიშოსაც რას ელით ერთმანეთისგან. -მგონი შენ ხარ უფროსი და და გვიმალავენ. -ვიცი იდეალური ურთიერთობა არ გვაქვს, ზოგჯერ ბევრ სისულელეს ვაკეთებ მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდე შენზე ძვირფასი არავინ არის ჩემთვის.... -მისმა სიტყვებმა გული ამიჩუყა კიდეც, მაგრამ ელენე რის ელენე იქნებოდა რომ თავისი ნათქვამი არ გააფუჭოს. -ისე ახლა აღარ ვნანობ ჩემს საქციელს. -უნდა ნანობდე, შემარცხვინე. -სამაგიეროდ ახლა ოცნებას აიხდენ. -გოგონებო ისევ ჩხუბობთ? -არა დე, გვანცამ საჩუქარი მიიღო და გვიხარია. -რაღაც მოხშირდა შენი საჩუქრები. -ხო ელენეს დამსახურებით. -მე მხოლოდ სეკრეტ სანტაზე დავარეგისტრირე. -რა საჩუქარი მიიღე? -ორ კვირიანი საგზური. -სად? ვისთან ერთად? -დედა, მარტო გოდერძის კურორტზე 29 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით... ჯერ არ ვიცი წავალ თუ არა, წინ ერთი კვირაა და მოვიფიქრებ. -დე უთხარი რომ უნდა წავიდეს... სულ სახლში ხომ არ შეხვდება ახალ წელს. -ისიც კი არ შემიმჩნევია მამა როდის მოვიდა და გვისმენდა. -ვეთანხმები ელენეს უნდა წახვიდე, ყველას ოცნებები კი არ ხდება... აი ხომ ხედავ ჩემი ოცნება არ ხდება სიძე არ მაღირსეთ. -მამა, რა ლაპარაკია ახლა ეს... მალე გაღირსებ და ვნახოთ ისევ ასე თუ იჭიკჭიკებ. -ოღონდ მაგ დღეს მომასწარი ელენე და მეტი არაფერი მინდა... ყოველი დღე იმ იმედით იწყება რომ დამირეკავ და მეტყვი გავთხოვდიო. -მე უფროს დას ხომ არ გავასწრებ, ჯერ გვანცას ჯერია. -შენ თუ რამეს აპირებ ამას არ დაელოდო, მაგაზე არ გეჩხუბებით მამიკო. -მამას და ელენეს კინკლაობამ ისე გამამხიარულა სულ დამავიწყდა, ყველა პრობლემა... მიუხედავად იმისა რომ მამა სულ ჩვენს გათხოვებაზე ხუმრობდა, ზუსტად ვიცოდით ფაქტის წინაშე რომ დავაყენებდით ასეთი მხიარული აღარ იქნებოდა... მიშოს შეტყობინება მომივიდა. *ბოდიში, ცუდად გამოვიდა დღეს ყველაფერი. შეიძლება დანაშაული გამოვისყიდო? *როგორ? *რა ვიცი, მაგალითად ხვალ მტირალაზე წავიდეთ, ხომ გიყვარს თოვლი. მის მონაწერზე რომ გამეღიმა ელენეს არ გამორჩენია და მომიცუცქდა. -რაო სასიძომ? -ელენე! -კარგი, პოტენციურმა სასიძომ. -დანაშაულის გამოსყიდვა უნდა და ხვალ მტირალას პარკში მივყავვარ. -არ მითხრა უარი ვუთხარიო. -არ მითქვამს. -რომ მოგაკითხავს, მეც ჩამოვალ რა ეზოში, ვითომ შემთხვევით... -არა. -გთხოვ... -ნუ იღებ, კნუტის თვალებს არა და მორჩა. -მაშინ ფოტო მანახე. -არ გვაქვს ერთად ფოტო. -მეგობრებში ხომ გყავს. -კი, კარგი გაჩვენებ ფოტოს. -მიშოს პროფილს ვხსნი და ელენე კარგად აკვირდება. -ეს ბიჭი დღეს ჩვენს კორპუსთან შემხვდა. -ჩვენთან იყო მაგრამ მალე წავიდა შენ რომ მოხვედი დიდი ხნის წასული იყო. -ვიკასთან ვიყავი მე ჯერ... მართლა კარგი ბიჭია და ცოტა მოინდომე. -მორჩი ახლა ამაზე ლაპარაკს... დამიბრუნე ტელეფონი. -ტელეფონს არ მიბრუნებს და მაწვალებს, ბოლოს როცა მიბრუნებს ვხედავ რომ მიშოსთვის მიუწერია. *კარგი წავიდეთ, მაგრამ იცოდე უნდა ვიგუნდაოთ. *რათქმაუნდა... მაშინ ხვალ ორზე გამოგივლი. მეორე დღეს თბილად ჩავიცვი და მიშოს ველოდი, გული ისეთი ძალით მიცემდა მოსალოდნელი შეხვედრისგან რომ მეგონა მიშოც გაიგებდა ამ ხმას... -მოვედი, ჩამოხვალ? -მოვდივარ... -სადარბაზოდან რომ გამოვედი და ჩემი და დავინახე ეზოში მაშინვე მივხვდი რომ მაინც არ დამიჯერა. მიშოს ვუახლოვდებოდი, რომ დამიძახა და მინდოდა არ შემემჩნია მაგრამ ცუდად გამომივიდოდა, ამიტომ დაველოდე როდის მოვიდოდა ჩემთან. -ხომ გითხარი არ გნახო ეზოში თქო? -მე უნდა შევაფასო თქვენი ქიმია. -რა? -ქიმია, მორჩი გაოცებას ჩვენსკენ მოდის შენი მიშო. -გვანც როგორ ხარ? -კარგად მიშო შენ? -ეს გოგო შენი... -ეს ჩემი დაა ელენე, ელენე გაიცანი ეს მიშოა ჩემი მეგობარი. -სასიამოვნოა, შენსავით ლამაზია ელენეც. -გულში გავიფიქრე, გაგიხმეს ეგ ჯენტლმენი თავი თქო. -მადლობა, მართალია ჩემს დას ვერ ვჯობივარ მაგრამ სასიამოვნო მოსასმენი იყო, შენი კომპლიმენტი. -ოხ ელენე, შენი თვალთმაქცობის ნახევარი შემეძლოს მეტი არაფერი მინდა, აშკარად კარგად გავერთე ჩემს შინაგან სამყაროსთან საუბრით. -შენის ნებართვით შენს დას მოგტაცებ საღამომდე. -მხოლოდ საღამომდე? -ელენეს ისეთი ძალით ვუჩქმიტე სახე დაემანჭა, მიშო მისკენ დაიხარა და რაღაც ჩუმად უთხრა რაზეც ელენეს გაეცინა, მე კი გაურკვევლობაში დავრჩი. -ეს ვისი მანქანაა? -თემოსი. -ელენეს რა უთხარი? -ეგ ჩვენი საიდუმლოა და იმედია შემინახავს შენი და. -არაფერს ვპასუხობ და ფანჯარაში ვიხედები. -გეწყინა? გეტყვი ოღონდ მერე მაშინ როცა ამის დრო მოვა, ახალ წელს რა გადაწყვიტე? -სანტასგან ბოლო საჩუქარი მივიღე და ვფიქრობ ახალ წელს მარტო შევხვდები თან ისე როგორც ვოცნებობ. -სად? -გოდერძზე, კოტეჯის ჯავშანი მომივიდა. -მარტო მიდიხარ? -ჩემს დას ვთხოვე და არაო, ნენეს პასუხს ველოდები. -მარტო არ შეგეშინდება? -არა, მაგრამ მინდა სასიამოვნო მოგონებები დავაგროვო და ჩემი ინტროვენტობის ამბავი რომ ვიცი იქ ვინმეს გაცნობის შანსი ცოტაა. -მაშინ აუცილებლად უნდა წაიყვანო ვინმე. -იმედი მაქვს ნენე წამოვა. -ნენე შენი დაქალია? -კი, თბილისში ცხოვრობს... იმედია შეძლებს. -ჩვენ ჯერ არ ვიცით სად წავალთ, მაგრამ იცოდე ახალწელს მაინც უნდა მიპასუხო... ვისთან ერთადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე. -მის ნათქვამზე მეცინება. -ყოველდღე შემიძლია გაგიმეორო რომ ხშირად უნდა გაიღიმო, ღიმილი ასე ადამიანს უხდებოდეს პირველად ვხედავ. -მის ნათქვამზე ისევ ჩემი გულის ფეთქვა მესმოდა ყურებში და აშკარად სახეზეც შემეტყო ეს და გავწითლდი, ფანჯარაც კი ჩავწიე რომ სხეულის სიმხურვალე როგორმე ჩამეცხრო... უკვე ზუსტად ვიცოდი ნენე რომც არ წამოსულიყო მარტო წავიდოდი მიშოსგან შორს, ეს ეხლა ჰაერივით მჭირდებოდა რადგან ჩემს გრძნობებს უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი. მიშომ მუსიკა რომ ჩართო, თვალები დავხუჭე და ვგრძნობდი როგორ მიყურებდა, მისი მზერა სახეს მიწვავდა მაგრამ არ მინდოდა თვალების გახელა და მის ჭაობისფერ თვალებში დაკარგვა... -მოვედით. -ღმერთო, რა სილამაზეა... -თოვლს სახე შევუშვირე და ბედნიერებისგან დავხტოდი. -მხოლოდ ამ სანახაობისთვის ღირდა დღეს აქ წამოსვლა. -უცებ გავიაზრე რას ვაკეთებდი და გავჩერდი, მიშოს შევხედე. -გთხოვ, ისე მოიქეცი თითქოს არ ვარ, თუ ასე უხერხულობა მოგეხსნება... მინდა რომ ბოლომდე გაერთო, ან ამ ერთხელ წარმოიდგინე რომ ერთმანეთს წლებია ვიცნობთ. -ისეც კი არ ვიცი რა მაცინებს, მაგრამ არაადეკვატური საქციელი ჩემი ძლიერი მხარეა. -იცი როცა შენს გვერდით ვარ სულ ასე მგონია რომ წლებია გიცნობ. -ხო და წამოდი. -ხელს მიწვდის და როგორც კი საპასუხოდ ხელს ვკიდებ, პარკში შესვლას იწყებს...ვიმახსოვრებ ყველა დეტალს და ვცდილობ ყველაზე მეტი ბედნიერი მოგონება დავაგროვო ამ დღიდან. -ფოტო უნდა გადაგიღო. -რა? -ფოტოები ხომ უნდა გვქონდეს ამ დღის სამახსოვროდ. -ტელეფონს იღებს და იმდენ ფოტოს მიღებს მგონი სულ გაავსო გალერეა ჩემი ფოტოებით, მეც მას ვბაძავ და რამოდენიმე ფოტოს ვუღებ... ერთ-ერთი ტურისტი ჩვენთან მოდის და მიშოს რაღაცას ეუბნება ისიც თანხმდება და ჩემთან მოდის. - ეს კაცი ფოტოგრაფია, მოვეწონეთ და უნდა ფოტოები გადაგვიღოს თუ თანახმა ხარ. -ერთად? -მარტოებსაც. -კარგი თანახმა ვარ. -ფოტოგრაფი მე და მიშოს ერთმანეთის პირისპირ გვაყენებს და გვეუბნება რომ ერთმანეთს შუბლებით შევეხოთ, ასე ახლოს რომ არის ჩემთან და ერთი ხელი წელზე რომ უდევს და მეორეთი ლოყაზე მეხება, ვშეშდები, გულისცემა ყურებში ისე მესმის მგონია მთელმა სამყარომ გაიგო, მიშოც ისე მაშტერდება თვალს არ ახამხამებს... -კარგია, ახლა ტუჩებით შუბლზე შეეხე. -მიშოც მაშინვე ასრულებს მის ნათქვამს, ფოტოს როგორც კი იღებს და ზემოთ ვიხედები, აქაურობას ვწყდები და წარმოვიდგენ რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ და სხვა არავინ... -ახლა შენ წინ წამოდი, მიშო კი თითქოს გაჩერებს... ახლა გუნდა ესროლე მიშოს, -გუნდა სახეში რომ ხვდება მიშოს მის სახეზე მეცინება. ის კი დგას და საპასუხოდ მიღიმის... ფოტოგრაფს კოტეჯისკენ მივყავართ და რამოდენიმე ფოტოს აივანზეც გვიღებს, მიშოს ყოველი შეხებისას ცეცხლი მეკიდება, მინდა მალე მორჩეს ეს ფოტოსესია, მერე მარტოს მიღებს ფოტოებს. -იშვიათი და განსაკუთრებული ენერგიის მატარებელი ხარ, ხშირად გაიღიმე. -მადლობა. -მიშოს ნომერს ართმევს და გზას აგრძელებს, ისევ ფოტოგრაფს ვუყურებ გუნდა რომ მხვდება. -უსამართლობაა. -რა? -გაუფრთხილებლად მესროლე. -ეს სამაგიერო იყო. -მეც ვემზადები და რამოდენიმე გუნდას ერთად ვესვრი, ჩემი სიცილის ხმა ექოდ ისმის ტყეში, გუნდების აცილებას რომ ცდილობს მიშო ეცემა მე კი უფრო ხმამაღლა ვიწყებ სიცილს, მაგრამ როცა არ დგება ვშინდები და ახლოს მივდივარ რომ წამოდგომაში დავეხმარო და ხელს ვუწვდი, ხელს მკიდებს და მქაჩავს მეც თოვლში ვვარდები და მიშოს ზედ ვეცემი. -ეს ნამდვილად არ დამიგეგმავს. -ისე იცინის სულ მავიწყდება როგორ პოზაში ვართ და ზემოდან მოქცეული ვაკვირდების მის მიმიკებს და ნაჩხვლეტებს ლოყებთან... უკვე მოსაღამოვებას იწყებს ვერც კი გავიგეთ ასე მალე როგორ გავიდა დრო, მიშო რომ მომშორდა სხეულში აუტანელი სიცივე შემომეპარა. -წავიდეთ? -გცივა? -ჩემი ხელები თავისსაში მოიქცია და მითბობდა... -ხელები გაგყინვია. -მე სულ ასეთი ცივი ხელები მაქვს. -ამბობენ ცივი ხელების პატრონს ყველაზე თბილი გული აქვსო... შენ რომ გიყურებ ამ ნათქვამს ვეთანხმები. -არ ვიცი რა ვუპასუხო, მისი სიტყვები იმდენად მათბობს და მაბედნიერებს, მეშინია კიდეც რომ ეს ჩემი წარმოსახვაა და არ ხდება სინამდვილეში... სახლთან რომ მივყავვარ ლოყაზე მკოცნის და მემშვიდობება, ისეთი განცდა მეუფლება რომ არ მინდა მიშოს გაშვება, მინდა მასთან ერთად ვიყო ახლა აქ კიდევ დიდი ხანი. -დროებით მიშო. -დროებით გვანც, იმედი მაქვს გუშინდელი დღე დაგავიწყე. -რა მოხდა გუშინ? -მაგრამ მინდა ეს და კიდევ ბევრი ლამაზი დღე სამუდამოდ აღიბეჭდოს შენს გონებაში. -ეს დღე არასოდეს დამავიწყდება პირობას გაძლევ. -სახლში რომ შევდივარ ელენე კარებში მხვდება და ინტერესით მიყურებს. -გშია? -რა მოამზადე? -ჩახოხბილი გავაკეთე, ხომ შეჭამ? -შენ თუ დედამ? -მე, დედა და მამა თეატრში გავუშვი და მერე რესტორანში. -ანუ მარტოები ვართ? -კი და შეგიძლია მომიყვე ყველაფერი. -ყველა მომენტს დეტალურად ვუყვები და ელენეს მზერაზე მეცინება კიდეც. -მიშო ზუსტად ის არის ვინც გჭირდება. -მეშინია. -რისი? -იმის რომ მე ვაჭარბებ, და მომავალში როცა ოცნებასა და რეალობას შორის დავდგები, რეალობა ძალიან მატკენს. -გვანც, სულ ასე ხარ და არ აძლევ შენს თავს უფლებას რომ ბოლომდე დატკბე, უნდა გარისკო თუ არ გარისკავ და მიშოს არ მიენდობი, მერე ინანებ... ყველა შენნაირი არ არის და მაგ ბიჭს ისე აგაცლიან ცხვირწინ რომ ვერც გაიაზრებ. -ასე როდის გაიზარდე? -მე სულ დიდი ვიყავი. -ვჭამთ, ბატიბუტს ვაკეთებთ და ფილმებს ვუჯდებით, ერთ ფილმს რომ ვრჩები მიშოსგან ფაილი მომდის რომელსაც ვხსნი და სუნთქვა ისევ მეკვრება. -ელენე, მოდი ნახე მიშომ ფოტოები გამომიგზავნა. -აუუ რა ქიმია გაქვთ, რა მაგარი ფოტოებია, როგორ უხდებით ერთმანეთს. -მართლა რა კარგი გამოსულა. -რას გრძნობდი? -როდის? -როცა ასე გეხებოდა? -მეგონა ხელში ჩავაკვდებოდი, გული ისე მიცემდა მთელ სამყაროს ესმოდა ალბათ. *ბოლო ფოტოები ნახე. მართლაც ბოლო ფოტოებზე ჩავდივარ და ჩემი და მიშოს თოვლში კოტრიალის ფოტოებს რომ ვხედავ ჩაი მცდება და ხველას ვიწყებ. -ესენი როდისღა გადაიღო? -აუუ რა მაგარი ფოტოებია, დიდიხანი იყავი ესე გაშტერებული? -არ მახსოვს. -მართლა ძაან უხდებით ერთმანეთს, დააკვირდი როგორ გიყურებს, თვალები ლაპარაკობენ. -ელენე გთხოვ ნუ მაბნევ. -არ დადებ აქედან არცერთს? -არა, მხოლოდ ჩემს ფოტოს პროფილზე. -ინსტაგრამზე მაინც დადე, ცოდოა ესე კომპიუტერისთვის... ფოტოგრაფი ხომ დადებს და მე გადავაზიარებ. -ელენე არ გაბედო. -ხომ იცი მაინც გავაკეთებ... ნენე გირეკავს. -წავედი ოთახში ვეჭორავები... შენ ჭკვიანად იყავი. -ნენეს ზარს როგორც კი ვპასუხობ მაშინვე, დღევანდელ დღეზე ვუყვები დეტალურად. -გეფიცები ეგ ბიჭი იდეალურია. -არ არის იდეალური მაგრამ მართლა საუკეთესოა. -როდის მივდივართ? -პარასკევს, მოდიხარ? -კი ბილეთს ვიყიდი ამაღამ და ხუთშაბათს მანდ ვარ. -აუუ გული მიგრძნობს ყველაზე ჯადოსნური ახალი წელი მექნება. -შენთვის უკვე ჯადოსნური უნდა იყოს, იმიტომ რომ ეგ ბიჭი იპოვე. -თვითონ მიპოვა თუ კაია. -კარგი, ხომ გამაცნობ. -ვეცდები. -სიმპათიური ძმაკაციც ეყოლება. -დაწყნარდი ახლა. -კარგი წავედი სამსახურში მაგვიანდება. ნენეს რომ ვუთიშავ ისევ ჩემი და მიშოს ფოტოებს ვხსნი, მიშოს ნაკვთებს ვაკვირდები და მის სახეს ვსწავლობ, იმდენად მიპყრობს რომ მინდა თითის ბალიშებზე ვიგრძნო მისი ახლად წამოზრდილი წვერი... რბილი, ვარდისფერი ტუჩები, ამოწეული ყვრიმალები რომლებიც სიცილისას თვალებს უფარავს... თვალებს ვხუჭავ და სხეულში იგივე სიმხურვალეს ვგრძნობ, ისევ მეჭიმება გულ-მკერდი თითქოს ახლაც მეხებოდე მისი ხელები წელზე. *მართლა რა საოცარი ქიმია გვაქვს ამ ფოტოებში. *კარგი მსახიობები ვართ. *არც ისე... ხვალ გნახავ? *არ ვიცი, ხვალ ვმუშაობ. *როდის მიდიხარ? *29-ში, ნენესთან ერთად. *მაშინ ეს კვირა მაქსიმალურად უნდა დამითმო. *ოჰ, რატომ ვითომ? *იმიტომ რომ შენი მონატრებისგან არ გავგიჟდე როცა წახვალ და იქ არ ამოგაკითხო. მისი მონაწერის წაკითხვისას, გული ყელში მებჯინება ისიც აღარ ვიცი რა ვუპასუხო, ბედნიერებას ვგრძნობ ისეთი ძალით მგონია მთებს გადავდგამ... ვხვდები რამდენად მითრევს მიშო გრძნობების მორევში და მეშინია კიდეც, მაგრამ ელენეს ნათქვამზე მახსენდება და ჩემს თავს ბედნიერების უფლებას ვაძლებ. -დღეს ჩამოდის შენი დაქალი? -კი და უნდა დავხვდე. -გინდა გაგიყვან, ერთად დავხვდეთ. -არ მინდა შეგაწუხო. -ჩემს სიტყვებზე მზერა ეცვლება და ვხვდები ვაწყენინე. -მგონი შევთანხმდით იმაზე რომ ერთმანეთზე ვზრუნავთ და არა ვაწუხებთ. -არ ხარ ვალდებული ჩემზე ზრუნავდე.-ჩემსკენ ტრიალდება და თვალებში მიყურებს. -ვალდებული არავინ არის ვინმეზე იზრუნოს, ამას ვალდებულების კი არა სიამოვნების გამო ვაკეთებ, ერთი დიდი სიამოვნებაა როცა შენს სახეს ბედნიერების სხივები ანათებს. -მისი სიტყვები ჩემში ენით აღუწერელ გრძნობებს იწვევს, ბედნიერებისგან მგონია რომ ფრთები გამომესხა და მეცხრე ცასაც კი ავცდი. -ბოდიში, უბრალოდ მიჩვეული ვარ რომ მე ვზრუნავ სხვებზე. -ვიცი, მაგრამ მინდა ერთმანეთზე ვზრუნავდეთ. -კარგი, შევთანხმდით. -სახლში გაივლი? -კი, გამოვიცვლი... თან ისე დამღალა ამ ლექციებმა, შენ არ დაიღალე? -ცოტა, ხვალიდან დაისვენებ სამაგიეროდ. -მერე ფინალურები მექნება. -და ჩემთვის ვეღარ მოიცლი? -შენც გექნება. -მიშო თვალებს ატრიალებს და იცინის... სახლამდე ისე მივყავვარ არაფერს მეუბნება. -სახლში წავალ და საღამოს გამოგივლი. -საღამომდე. -დამშვიდობებისას ჩემსკენ რომ იხრება, ლოყის ნაცვლად, ღიმილის კუთხეში, ტუჩთან ზედმეტად ახლოს მკოცნის... გული ისეთი ძალით მიწყებს ფეთქვას რომ მგონია ამოხტება, სუნთქვაშეკრული ვუყურებ რამოდენიმე წუთით მიშოს შემდეგ დაპროგრამებულივით გადმოვდივარ და კორპუსისკენ მივდივარ, ლიფტთან ვიღაც რომ მახებს ხელს გონს მხოლოდ მაშინ მოვდივარ. -გვანცა კარგად ხარ? მთელი გზაა უკან მოგყვები და გეძახი. -ელენე, არ მესმოდა. -კარგად ხარ? -მიშომ, თითქმის მაკოცა. -თითქმის? -ნუ, ბოლომდე არ შეხებია ტუჩებს. -რა იგრძენი? -არ ვიცი, ყველაფერი. -ელენეს სიცილი მაბრაზებს კიდეც. -სასაცილო რა არის? -ყველაფერი რომ იგრძენი, გამოფხიზლდი და მოემზადე, ნენეს ხომ უნდა დახვდე. -კი, მე და მიშო. -ოჰ, გოგო თუ მოგვწონს ჯერ მისი დაქალის გული უნდა მოვიგოთო? -ელენე. -რა ელენე? -ნუ სულელობ. -კარგი რა გვანც, რას ვსულელობ ეგ ბიჭი რომ გიყურებს თვალებიდან გულებს ისვრის. -ელენე, გთხოვ. *მოვედი, არ ჩამოხვალ? *მოვდივარ. -გვანც, რა ლამაზი ხარ. -მადლობა. -ასე ნენესთვის გაიპრანჭე? -მხოლოდ, ტუში წავისვი წამწამებზე. -საოცარი წამწამები გაქვს. -იცინის და ჩემი მზერაც ისევ მის ტუჩებზე ჩერდება. -განსაკუთრებით როცა კომპლიმენტს გეუბნები და ასე ახამხამებ... გვანც, არ ვიცი რა იქნება მომავალში მაგრამ, შენ აუცილებლად უნდა იყო ჩემს ცხოვრებაში. -ვიქნები. -გაუაზრებლად ვპასუხობ და თვალებს ვხუჭავ, სავარძელს ვეყრდნობი და მინდა ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდეს. -მივედით, არ გადმოხვალ? თუ გინდა აქ თბილად იყავი და მე დავხვდები. -გადმოვალ... -სითბოდან სიცივეს რომ ვეჯახები ცოტა მაკანკალებს კიდეც. -შეგცივდა? -პალტოს გახდის უფლებას არ ვაძლევ. -არა მიშო, უბრალოდ სითბოდან რომ გამოვედი მაგიტო წამო გაჩერდა მატარებელი უკვე. -პირველ ვაგონთან რომ ვჩერდებით და კარში ნენეს ვხედავ, ყველაფერი მავიწყდება და მისკენ გავრბივარ... მთელი ძალით ვიკრავ გულში იმ ერთადერთ ადამიანს რომელსაც ჩემი გაჩუმება ყოველთვის შეუძლია, კილომეტრების სიშორის მიუხედავად იმდენად დიდი კავშირი გვაქვს, თითქოს იმისთვის დავიბადეთ რომ ერთმანეთი გვეპოვა ამ სამყაროში... იმისთვის შეიქმნა სოციალური ქსელი რომ მე და ნენეს ჩვენი სამუდამო მეგობრობისთვის საფუძველი ჩაგვეყარა... -მომენატრე პატარა ‘ვ. -მეც მომენატრე. -ეს ის არის? -ნენეს კითხვაზე მახსენდება რომ მიშოც აქ არის. -კი, ის არის... -მიშო გვიახლოვდება და ნენეს ხელს უწვდის. -მიშო. -ნენე, სასიამოვნოა. -ულამაზესი ხარ ნენე. -შენ კი, უჯენტლმენესი. -ისე უცებ გაუგეს ერთმანეთს ცოტა გამიკვირდა კიდეც. -ფაქტი აღვნიშნე, გვანცა ყველაზე ლამაზია ალბათ სადაქალოში. -ნუ, ვისთვის როგორ. -ჩემს ნათქვამზე ნენეს ეცინება... მიშო მანქანის კარს უღებს ნენეს და მანქანაში რომ ვსხდებით ნენე იწყებს ისევ საუბარს. -აბა, მიშო როგორი გოგო ვარ შენს თვალში? -ძალიან კარგი, მეგობრული და თბილი... ეს რაც გვანცასგან მსმენია იმ გადმოსახედიდან. -ეგ ზოგადად ეგრეა, ჩვენს გოგონებიც ეგრე ვართ, ჩენი დაქალების ბიჭებს რომ ჰგონიათ აუცილებლად არ უნდა მოგვწონდეს, ინტრიგებს უნდა ვხლართავდეთ და ვერ ვიტანდეთ კაცთა მოდგმას ეგრე არ არის. გაცნობამდე ჩვენი დამოკიდებულება ყოველთვის დაქალის მონაყოლით განისაზღვრება... ანუ სასიძოდ მომეწონება თუ არა ბიჭი ეს ჩემი დაქალის მონაყოლზეა დამოკიდებული. -მე მოგწონვარ სასიძოდ? -მიშოს ნათქვამზე წყალი მცდება და ხველას ვიწყებ. -ჯერ-ჯერობით კი, ახლა შენზეა დამოკიდებული. -მინდა ორივე სადღაც შორს მოვისროლო ჩემი ამ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის... როგორც იქნა სახლამდე მივდივართ და ისე სწრაფად ვცდილობ მოვშორდე მიშოს რომ არც ვემშვიდობები, ნენესაც სადარბაზოში ველოდები. -რატომ მოიქეცი ასე? -არ ვიცი, უცებ ბიჭი რომელიც არ ვიცი ვინ არის ჩემთვის ან მე ვინ ვარ მისთვის გეკითხება მოგწონს თუ არა სასიძოდ. -ხომ დამპირდი რომ ამ ურთიერთობას შანსს მიცემდი. -დაგპირდი. -ხო და არ წასულა, იქ გელოდება და მიდი დაემშვიდობე, ორი კვირა ვერ ნახავ. -მიშოსკენ მივდივარ და თან არ ვიცი რა უნდა ვუთხრა. -გვანც, რამე არასწორად ვთქვი? -ვდგავარ და ვუყურებ მხოლოდ, ვიმახსოვრებ ისე თითქოს უკანასკნელად ვხედავდე. -კარგი, მოდი ჩვენს ურთიერთობაზე რომ დაბრუნდები მერე ვილაპარაკოთ, არ მინდა მოვლენები დავაჩქარო. -კარგი, დროებით მიშო. -დროებით გვანც და მომენატრები. -ბოლო სიტყვებში იმდენი ემოცია იყო, ვეღარ გავუძელი და მოვეხვიე... ხელები ისევ თმაში შეიცურა და უფრო მეტად დამქაჩა მისკენ, იმდენად ჩუმად მესმოდა მისი სიტყვები რომ დარწმუნებული არც ვარ ნამდვილად თუ თქვა. -შენ ის საახალწლო ნატვრა ხარ რომ ამიხდა და არ ვაპირებ დაგკარგო. -სწრაფად მომშორდა და ისე მოწყვიტა მანქანა ადგილს ცოტათი შევშინდი კიდეც. -დღეს არ მოუწერია? -კი დილით, ბედნიერი მგზავრობა მისურვა. -ხო და მაშინ, ნუ ხარ ასე აქ გასართობად ვართ, წამო ვისრიალოთ... ან საბაგიროზე დავჯდეთ. -წავიდეთ, მაგრამ ჯერ ბარგი ამოვალაგოთ. -როგორც გავიგე, ახალ წელს მარტო არ ვიქნებით, ჩვენს გვერდით კოტეჯშიც იქნებიან ვიღაცები, ძალიან დიდი იმედი მაქვს კარგი ხალხი იქნება და გავერთობით. -ოხ, ნენე. -რა? შენ ხომ იპოვე მზეჭაბუკი და მე არ მინდა? -მერე მე ნუ მიყურებ ვინმე სხვას შეხედე. *როგორ მოეწყვე? *კარგად, ნენე წუწუნებს ცოტას, წამოდი იქნებ ვინმე გავიცნოთო. *ბევრი ხალხია? *საკმაოდ, მაგრამ მე მხოლოდ გარემოთი ვტკბები. *ბიჭებით? *ისეა ხალხი ჩაფუთნული, მათ სქესსაც ვერ გაარკვევ. *ხო და შენც ჩაიფუთნე, არავინ დაგიტოვოს მანდ. ორი დღე სრულ იდილიაში გადის, ახალი წლის დღეს საახალწლო სუფრის სამზადისში ვარ და საერთოდ არ ვაკვირდები რა ხდება გარეთ, ნენესგან ვიგებ რომ ჩვენი მეზობლები ამოვიდნენ და ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები არიან. -აუუ, იცი ერთი რა ბიჭი იყო, თან უცნაურად მიყურებდა. -ნენე რაც აქ ვართ ეს ორი დღეა ყველა ბიჭი შენ გიყურებს, თან რაღაც უცნაურად. -ოოო, არ ღირს შენთან ლაპარაკი რა. უკვე თორმეტი ხდება ფანჯარასთან რომ ვდგები და ფიფქებს გავყურებ, ტელეფონზე მიშოს ზარი რომ შემომდის. -მინდოდა ახალ წელს ერთად შევხვედროდით... მეგონა ჩემთვის არ გეცლებოდა მაგრამ მერე გამახსენდა რომ დამპირდი აუცილებლად გიპასუხებო. -მხოლოდ ვიღიმი და მიშოს ვუსმენ. -ჩუმად რატომ ხარ? რას აკეთებ? -ფანჯარაში ვუყურებ, როგორ თოვს და გული უცნაური ბედნიერებით მევსება. -ახალი წლის ჯადოსნობის გჯერა? -რათქმაუნდა, მჯერა რომ ახალ წელს რასაც ჩავიფიქრებთ აუცილებლად ახდება. -ხო და არ გინდა ჩამიფიქრო? -უკვე ჩაგიფიქრე. -გაუაზრებლად ვპასუხობ და მიშოსგან საპასუხოდ დუმილს რომ ვიღებ მხოლოდ მაშინ ვხვდები რა ვთქვი. -ხო და ჩემო გვანც, შეგიძლია ჩაიცვა ქურთუკი და ეზოში გახვიდე. -არ ვიცი რატომ მაგრამ მართლაც ისე ვიქცევი როგორც მიშო მეუბნება და რამოდენიმე წამში, თოვლში ვდგევარ ეზოში. -ასე ადამიანს ყველაფერი არ უნდა უხდებოდეს, არ შეიძლება. -მიშო, სად ხარ? -აქ, შენს უკან. -უკვე მისი ხმა ყურმილში კი არა ყურთან მესმის, მისკენ ვტრიალდები და გარშემო ყველაფერი ქრება, მხოლოდ მე და ის ვართ და თოვლის ფიფქები... ისევ ჩამოვარდნილ კულულს მიწევს სახიდან და იღიმის. -ახალ წელს გილოცავ ჩემი გვანც. -ახალ წელს გილოცავ მიშო... -მაგრად მიკრავს გულში და ახლა უკვე ნამდვილად მესმის მისი სიტყვები. -მინდა ყოველ ახალ წელს თავიდან ამიხდე. -მინდა ყოველ ახალ წელს ჩაგიფიქრო. -თვალებს, მთელი ძალით ვაჭერ ერთმანეთს რადგან ეს ყველაფერი იმდენად ლამაზია მეშინია როცა გავახელ არ გაქრეს და ჩემი წარმოსახვა არ იყოს... მიშო რომ მშორდება, მაშინ უფრო ვაჭერ თვალებს. -გთხოვ, თვალები გაახილე მინდა მხედავდე. -ნელა ვახელ თვალებს და მიშოს სახეზე ხელს ვახებ რომ დავრწმუნდე ნამდვილია. -მეგობრებთან ერთად არ წახვედი? -ისინიც აქ არიან, თქვენი მეზობლები ვართ. -მეგონა ჩემს გამო ამოხვედი. -ცოტა ნაწყენი ვეუბნები და გზას ვაშტერდები. -შენს გამო ვარ აქ, იმიტომ რომ აქ ყოფნა მინდოდა, შენთან ისინი რომც არ წამოსულიყვნენ მაინც აქ ვიქნებოდი. -და რატომ ვინ ვარ მე? -შენ ხარ ის ვის გამოც ღირს ბედნიერი იყო. -ღიმილი მეპარება და ისევ მის მწვანე თვალებს ვაკვირდები. -წამო გაგაცნო ჩემი მეგობრები და ნენეც წავიყვანოთ. -ნენე, სახლში დავტოვე. -გარეთ არის გვიყურებს. -ნენე ჩვენსკენ მოდის და ორივეს გვეხვევა... მიშოს მივყვებით უკან და როგორც კი შიგნით შევდივართ ნენე ხელზე მქაჩავს. -ის არის. -ვინ ის? -დილით რომ ბიჭზე გეუბნებოდი ის არის, შენსკენ რომ მოდის. -თემოზე მეუბნებოდი? -თემო მეგობრულად მეხვევა და ნენეს წინ ჩერდება, უხერხულად აკვირდება. -თემო ეს ნენეა ჩემი მეგობარი. -ნენე, სასიამოვნოა.. -ნენე ხელს ართმევს და ისევ ერთმანეთს უყურებენ... თემოს აშკარად მოეწონა... მიშო ყველას სათითაოდ გვაცნობს და ცოტა უხერხულადაც კი ვარ რომ ვიაზრებ ყველამ იცის ვინ ვარ მე კი მხოლოდ თემოს და ნიკას ვიცნობ... კარგად ვერთობით თითქმის 6 საათია ნენეს რომ ვქაჩავ. -წამო რა უკვე გვიანია. -მოვდივარ, ხო... -სახლში რომ მივდივართ ნენე საწოლზე იშოტება და ჭერს აკვირდება. -მართლა რა კარგი ბიჭია არა თემო. -მოგეწონა? -საყვარელია, ყურადღებიანი... მიშომ რაო? -მგონი სიყვარული ამიხსნა. -მგონი? -ხო, მითხრა რომ უნდა ყოველ წელს ავუხდე. -ამდენს ნუ ფიქრობ, უბრალოდ იყავი ბედნიერი. -ვცდილობ. -რომ ცდილობდე, მიხვდებოდი რამდენი ბედნიერი წამი გაუშვი ხელიდან, ახლა დავიძინოთ. მომდევნო რამოდენიმე დღე ვცდილობ ნენეს რჩევას დავუჯერო და ყველა წვრილმანი მაბედნიერებს... ისე ვერთობი მიშოსთან ერთად არც მახსოვს ის დრო როცა მიშო არ იყო ჩემს ცხოვრებაში, თითქოს მასთან ერთად დავიწყე ცხოვრება იქამდე უბრალოდ ვარსებობდი... ნენეც ისე ერთობა თემოსთან ერთად ჩემი არსებობა სულ ავიწყდება... -სიმართლე იცის გვანცამ? -შეღებულ კარში მესმის ნიკოს ხმა და ვშეშდები. -ვეტყვი. -როდის? -მალე. -გული ეტკინება, მიშო გიყვარს ეს გოგო? -ყველაზე მეტად ნიკო. -ხო და სანამ სხვისგან გაიგებს უთხარი. -კარში გამომავალი ნიკო რომ მხედავს ფერს კარგავს... მშვიდად შევდივარ ოთახში და მიშოს წინ ვდგები, ჩემი სიმშვიდე მაშინებს კიდეც. -გისმენ. -გვანც, ახლა ამის დრო არ არის. -მიშო, გელოდები. -გვანც, ისეთი არაფერია უბრალოდ... მე შენი. -რა ჩემი? -მე შენი სანტა ვარ. -ყურებში ექოსავით, ჩამესმოდა მიშოს სიტყვები, მთელი გონება უკვე მეათედ ატრიალებდა და გააზრებას ცდილობდა მისი სიტყვებისას. -ეს ყველაფერი, უბრალოდ თამაში იყო? -არა, არცერთი წამით გვანც, შენთან ისეთი გულწრფელი ვიყავი როგორც არასდროს. -არ მჯერა. -მიშოს გვერდს ვუვლი და ჩემს კოტეჯში ვიკეტები.... ის რასაც ვგრძნობ იმედგაცრუებაზე მეტია, გულში რაღაც მთელი ძალით მწყდება და ბარგის ჩალაგებას ვიწყებ, კარს მხოლოდ ნენეს ვუღებ. -რა ხდება? -მე მივდივარ. -და რატომ? -იმიტომ რომ სულელი ვარ, დავიჯერე რომ უბრალოდ ლამაზი რეალობა არსებობს და ყველაფერი ზღაპარი ვერ იქნება. -მიშომ გაწყენინა? -იცი ვინ არის ჩემი იდუმალი სანტა?! -მიშოა ნენე, ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაში იყო სულელი გოგოს გრძნობებზე. -გვანც ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას... ის რომ მიშო შენი სანტაა არაფერ შუაშია ამ ყველაფერთან, დარწმუნებული ვარ. -მოდიხარ? თუ დარჩენა გინდა გაგიგებ. -არა წამოვალ. -ჩემოდნებით რომ გამოვდივართ, მიშო შორიდან მაკვირდება... თემო გვიახლოვდება მხოლოდ. -მე წაგიყვანთ. -ნუ შეწუხდები თემო ჩვენითაც შევძლებთ. -გვანცა, გთხოვ. -ნენეს ვაკვირდები და ბოლოს ვნებდები, ისე მივდივართ მიშო მხოლოდ ისევ კარიდან მაკვირდება და არ ცდილობს ჩემს შეჩერებას. -გვანც გაიღვიძე ჩამოვედით. -ჩემებს უკვირთ ასე მალე რომ ვბრუნდებით მე და ნენე... როგორც კი ოთახში შევდივართ ელენე ხან მე მიყურებს, ხან ნენეს. -აღარ იტყვით რა მოხდა? -ზღაპარი დასრულდა... მოვწესრიგდები და სადმე გავიდეთ. -სააბაზანოში შესვლამდე მესმის ნენე როგორ უყვება ყველაფერს გვანცას. -მიშო რატომ არ გამოყვა? -დროს აძლევს რომ გააანალიზოს მომხდარი. -იმედია მალე მოვა გონს. -მე საღ გონებაზე ვარ, ამიტომ ეს თემა დახურეთ. 06.01.18 შობას სანაპიროზე ვხვდები და ვიხსენებ, ყველა მომენტს რაც მიშოსთან ერთად გავატარე და ვხვდები რომ ისე მენატრება შეიძლება გავგიჟდე, მაგრამ მაინც არც მის ზარებს ვპასუხობ და არც შეტყობინებებს... ისეთი არც არაფერი გაუკეთებია მაგრამ მე გული მეტკინა, თავიდანვე უნდა ეთქვა, არ უნდა დაემალა. ჩემი ეგო მეპასუხება ‘რომ ეთქვა ახლოსაც არ მოუშვებდი ‘... თოვას რომ იწყებს ცას ვუყურებ და მეღიმება... გვერდით ვიღაც რომ მიჯდება ზუსტად ვიცი რომ მიშოა და ჯიუტად არ ვიხედები. -ისე არავის უხდება ღიმილი როგორც შენ... იმედი მაქვს აქ იმიტომ გავჩნდი რომ ისევ ჩამიფიქრე. -მისკენ ვიხედები და თითქოს შეცვლილი მეჩვენება. -არაფერს მეტყვი? -შობას გილოცავ. -მე ისევ გინატრე თან ხომ იცი შობას რამეს თუ მთელი გულით ინატრებ აუცილებლად აგიხდება, მომენატრე... ვეღარ ვძლებ უშენოდ. -თავიდან მომიყევი, როგორ მიპოვე. -წერილი რომ წავიკითხე გამეცინა, მერე უბრალოდ დამაინტერესა ვინ იყავი და ნიკომ გამირკვია მარტივად, სახელი, გვარი და მისამართი... შორიდანვე რომ დაგინახე მივხვდი რომ ეს ბოროტი ხუმრობა იყო და შენ არ დაწერდი ამ წერილს... რაღაცნაირად მიმიზიდე და იმპულსურად მოვიქეცი მაღაზიაში შემოვედი, რაც უფრო მშორდებოდი უფრო მიზიდავდი, აი მაშინ რომ მომიყევი ელენეს ბოროტ ხუმრობაზე მინდოდა მეთქვა, მაგრამ შენი დაკარგვის შემეშინდა... ალბათ რომ არა ის დღე ვერასოდეს გეტყოდი. -მართლა გიყვარვარ? -ჩემს კითხვაზე, თამამდება და უფრო ახლოს იწევა. -იმაზე მეტად ვიდრე წარმომედგინა რომ ვინმეს შევიყვარებდი. -მე არ ვიცი, არ გამომიცდია ეს გრძნობა. -ხო და შანსი მომეცი გასწავლო... ხომ იცი ახალი წელი ახალი შანსია ცხოვრების შესაცვლელად, თან შობას ოცნებები უნდა ახდეს. -ხო და ავახდინოთ. -მიშოს ტუჩებს რომ ვგრძნობ, ჯერ თვალებზე და შემდეგ ტუჩებზე მხოლოდ მაშინ ვიჯერებ შობის ჯადოსნობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.