გადატრიალება (თავი 7)
- ამდენ ხანს სად არიან. - თავზე გადაისვა ხელი ანერვიულებულმა გიორგი. საავადმყოფოში ერთერთი პალატის წინ იატაკზე ჩამომსხდარიყვნენ გიორგი და ლილე. უკვე მეორე დღე გავიდა და ექიმები თითქმის არაფერს არ ეუბნებოდნენ. - ლილე მიდი სახლში წადი, მოწესრიგდი, ჭამე, დაიძინე და მერე მოდი, აქ მე დავრჩები, მიდი ჩემო პატარავ. - უენერგიოდ უთხრა გიორგიმ და ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა. - რომ გაიღვიძოს და ჩემი ნახვა მოუნდეს? მე აქ უნდა ვიყო. - უთხრა მოწყენილი ხმით ისე რომ სახეშიც არ შეუხედავს. - რომ გაიღვიძებს დაგირეკავ და შენც წამში აქ გაჩნდები, მიდი გთხოვ შეზეც არ მანერვიულო. - კარგი მაგრამ ხომ დამირეკავ? - დაგირეკავ ჩემო პატარავ აბა რას ვიზამ. - გაუღიმა და თმაზე მოეფერა გიორგი. - იცოდე მაშინვე დამირეკე. - დაგირეკავ, მიდი წადი. - გაუღიმა და მზერა გააყოლა უმცროს დას. - გიო! - ნახევარი საათის შემდეგ შემოცვივდნენ გიორგის მეგობრები საავადმყოფოში. - ბიჭო შენ ნორმალური ხარ? იცი რამდენ ხანს გეძებდით? - ლამის უღრიალა სანდრომ, გიორგის ერთერთმა ბავშვობის მეგობარმა. - ასეთი რამე თუ ხდებოდა რატომ არ გვითხარი, მეგობრები რისთვის არიან აქ მარტო რომ ზიხარ. - გიორგი წამოდგა თუარა ყველანი ერთად მოეხვივნენ. - ცუდად ვიყავი, ვაფშე ტელეფონიც კი არ წამომიღია, თქვენ საიდან გაიგეთ? - შენთან ვიყავით სახლში, კარი დამლაგებელმა გაგვიღო გელოდებოდით და უცებ ფერწასული ლილე შემოვიდა სახლში და მოგვიყვა მანანაზე. - ანდრიამ მოვალ ოც წუთშიო მგონი ლილესთან დარჩა, ძაან ცუდი ფერი ქონდა ლილეს. - ხო ჩემმა პატარამაც ბევრი ინერვიულა. ისე ანდრიას როდის უდა ეთქვა ჩემთვის რომ ჩემი პატარა მოსწონს? - ახლა გაახსენდა ანდრიას და ლილეს სიტუაცია შემდეგ ანა გაახსენდა, მათი დიალიგი სამზარეულოში, მაგრამ თავი გააქნია რომ თავიდან ამოეგდო. - ჩვენ ყველამ ვიცოდი, ანუ არ უთქვამს მაგრამ ეტყობოდა, ტიპი ისე უყურებდა ლილეს რომ რავი მაგი როგორ ვერ უნდა შეგემჩნია, დაჟე მოსწონს კი არა უყვარს. - სიცილით გაიხსენა დათომ ანდრიას არეული სახე როცა ლილეს ხედავდა. - და ის გოგო სად არის, ანა თქვენთან რო ცხოვრობდა. - არ მინდა მასზე ლაპარაკი რა. - სახე დაუსერიოზულდა წამში. - ლილე რამე ჭამე ცოდო ხარ 2 დღეა არ გიჭამია. - ანდრია კოვზით ხელში მიჯდომოდა და ცდილობდა ცოტა მაინც ეჭმევინებინა. - აუ არ მინდა რა ნუ მაძალებ. - სახე უკან გასწია ლილემ. - ცოტა ჭამე მერე გიორგის სანახვად უნდა წავიდე. - ლამის ეხვეწებოდა ბიჭი. - აუ არ წახვიდე რა, გიორგი მარტო ისედაც არაა ბიჭები მანდ არიან, შენ აქ დარჩი მარტო ყოფნა არ მინდა. - დივანზე წამოწვა, თავი კალთაში ჩაუდო და ბავშვივით ჩაეძინა, ისეთი საყვარელი და ამავდროულად ლამაზი იყო ანდრია თვალს ვერ წყვეტდა რაღაც მომენტში სუნთქვაც კი დაავიწყდა. ანა? ანა კარგათ ნამდვილად არ არის, ახლა იმ ბინაშია რომელზეც ერთერთმა ციხის მეგობარმა უთხრა უთხრა გამოსვლის დღეს "მინდა იცოდე რომ ჩემს სახლში არავინ არ ცხოვრობს სად არის იცი, თუ დაგჭირდება მიდი და იცხორე რამდენი ხანიც გინდა, ვიცი რომ მანანიკო არაფერს არ მოგაკლებს მაგრამ მაინც რომიცოდე, არაფრის არ მოგერიდოს, ჩემთვის შვილივით ხარო" - მანანას არ მოუკლი არაფერი მაგრამ მე ვაკლებდი და არც კი ვიცოდი. - ძველი სახლის იატაკზე იჯდა თავის ანარეკლს უყურებდა კარადის სარკეში და იქვე ნაპოვნ ალკოჰოლს მალამოდ იყენებდა. - ყველაფერი ჩემი ბრალია - პანიკურად იცინოდა და ვეღარ ჩერდებოდა. - თურმე რატომ ვერ მიტანდა ეგ ბიჭი, თურმე დედა წავართვი. - თავის ანარეკლს დასცინოდა ანა. - რა სულელი ხარ, მართლა იგრძენი ის ოჯახური სითბო რომელის შესახებაც მხოლოდ წიგნებში კითხულობდი? სულ 3 დღე გაატარე მათთან და მართლა გეგონა რომ ოჯახი გყავდა. ისევ ისეთი სულელი როგორ ხარ? ხომ გახსოვს შენი გულუბრყვილობის გამო რაც გადავიტანეთ არა? - პანიკური სიცილიდან ტირილში გადავიდა. - რატომ ვერ გაიგე რომ არავის სჭირდები. ერთადერთი მანანას უყვარდი და ისიც ცხოვრებას ინდგრედა შენს გამო. - თავის ანარეკლს უღრიალა რა მისკენ თითი გაიშვირა - ახლა შენს გამო საავადმყოფოშია, გეფიცები შენს გამო რამე რომ დაემართოს ვენებს ტკივილის ჩასახრჩობად კი არა სააბოლოოდ გადავიჭრი. - თავის თავს ემუქრებოდა განადგურებული ანა, თითქოს ერთადერთი ადამიანური რაც გააჩნდა ისიც წაართვეს. მანანას ნაჩუქარი ტელეფონი აიღო და ლილეს დაურეკა. მაგრამ არ აუღია ამიტომ ხმოვანი აუდიოები გაუგზავნა. - ლილე მიპასუხე გთხოვ, ვიცი ვერ მიტან მაგრამ შენ მაინც ხომ იცი რომ ძალით არ მინდოდა, მანანა მაშინ მართლა მჭირდებოდა მაგრამ მანდ არ იყო ამიტომ გავჩუმდი, მერე საერთოდ შეხვედრებზეც უარს ვეუბნებოდი, თვალებში ვერ ვუყურებდი მრცხვენოდა, არადა ჩემი ბრალი ხომ არ იყო არა? გთხოვ მითხარი რომ არ ვარ დამნაშავე. ძლივს დავიწყე სარკეში ზიზღის გარეშე ყურება. მანანასთან შეხვედრაზე რომ დავთანხმდი, არაფერს არ ვეუბნებოდი იმ დღეზე რომ გული არ სტკენოდა, საბოლოოდ მაინც გაიგო, არასდროს არ ვეტყოდი ჩემი ნება რომ ყოფილიყო, გთხოვ მითხარი როგორაა, გეფიცები მარტო ამის ცოდნა მჭირდება თქვენს ცხოვრებაში საერთოდ არ გამოვჩნდები გპირდები. და მართალი იყავი როცა მითხარი რომ შენი მშურდა მაგრამ შენთვის ცუდის გაკეთება არასდროს მდომებია. სარკეში ვიყურები და ჩემს თავს ვეკითხები, მართლა ასეთი საშინელი ვარ? თუ არ ვარ მაშინ რატომ არავის ვუყვარვარ. მეც მინდა სხვებივით უმანკო ვიყო არ მინდა განსხვავებულობა. - ბრაზისგან ხელებს თავში ირტყამდა თან გაუჩერებლად ტიროდა - მეც მინდა თავს 18 წლის გოგოდ ვგრძნობდე და არა დაქვრივებულ ქალად რომელზეც ღიმილს თუ შეამჩნევ ან ირონიულია ან ტკივილისგან იცინის. მინდა რომ ისეთი წვრილმანი რაღაცეები მაღელვებდეს როგორიცა პაემანი ან წვეულება. გახსოვს რომ მკითხე ვენებს რატომ ვიწვალებდი? იმიტომ რომ შინაგანი ტკივი დაევიწყებინა ჩემთვის, იმუშავა კიდეც რაღაც მომენტებში ვეღარ ვჩერდებოდი, ჩემი თავისთვის ზიანის მიყენება მანიაკივით სიამოვნებას მანიჭებდა ვგრძნობ რომ ისევ იგივე იწყება და ამას ვერ ვაჩერებ. თითქოს ჩემს თავს იმისთვის ვსჯიდი რომ ასეთი მიმდობი და სულელი ვიყავი, იმისთვის ვსჯიდი რომ 15 წლის ბავშვს მართლაც 15 წლის სილაღე და ბავშვური ტვინი ჰქონდა. ასეთი რა დავუშავე ღმერთს რომ ასე მსჯის? მე ხომ არ მინდოდა დედას ცხოვრების არევა და ჩემს გამო თავისი საყვარელი რომ დაშორებულიყო არა? ისიც არ მინდოდა რომ ის საშინელი კაცი შემხებოდა, არც ის რომ თქვენ დედის გარეშე ყოფილიყავით, მართლა საერთოდ არაფერი არ მინდოდა, ბოლოჯერ რაც ვინატრე ის იყო რომ მანანა ჩემთან ყოფილიყო ისიც იმიტომ ვინატრე რომ თავს საშინლად ცუდად ვგრძნობდი, გამაუპატიურეს და გამყიდეს ამიტომ მინდოდა მანანა რომ მყოლოდა გვერდით თორემ არასდროს არ მდომებია თქვენთვის დედის წართმევა. - სახე ცრემლებით ქონდა სავსე და ალკოჰოლით უკვე გაბრუებული იყო. - ჩემი თავი ისე შემაძულეს ვერც კი მივხვდი, პასუხი მაგებინეს იმ დანაშაუისთვის რომელსაც ჯერ ვერ ვხვდები რა არის, ალბათ ის რომ დავიბადე, ეს როგორ გავბედე არაა. - ცრემლები მოიწმინდა და მთვრალმა წაიბლუყუნა. - ერთ მომენტში ისიც კი ვიფიქრე რომ ოჯახი მეყოლებოდა, რა სულელი ვარ არაა? ძალიან სულელი... - ბოლო სიტყვები წაიბლუყუნა და მანდვე ჩაეძინა. - ქალაბატონი მანანა კვარაცხელიას ოჯახის წევრები თქვენ ხართ? - იკითხა პალატიდან გამოსულმა ექიმმა. - შვილი ვარ. - თქვა გიორგიმ და მაშინვე წამოცვივდნენ ბიჭები . - უკვე კარგად არის წნევა დაუვარდა, ეს შეიძლებოდა გულის შეტევითაც დასრულებულიყო, გუშინ იმიტომ დავტოვეთ რომ კარგ მდგომარეობაში არ იყო დამამშვიდებლით გავთიშეთ რადგან არ წვებოდა და ყვიროდა ¨ჩემს პატარა გოგოს ესე როგორ მოექეცით რა დაგიშავათო¨ - გიორგი დაიბნა ადგილზე იდგა და ხმას ვერ იღებდა ბიჭები მანანასთან შევარდნენ და მოეხვივნენ. - ა და ხო კიდევ ვიღაც ანას ნახვას ითხოვს სასწრაფოდ და კიდევ გილოცავთ დედათქვენმა დიდი სტრესი გადაიტანა მაგრამ ბავშვი ცოცხალი და ჯანმრთელია. - მხარზე დაჰკრა ხელი მომღიმარმა ექიმმა, გიორგის სახეზე ბედნიერება რომ ვერ დაინახა მაშინვე დაუსერიოზულდა სახე და იქაურობას გაეცალა. გიორგი ისევ იქ იდგა და იაზრებდა რაც ექიმმა უთხრა იცოდა რომ მეგობარი კაცი ყავდა მანანას მაგრამ ამას მაინც არ ელოდა. საბოლოოდ ლილეს დაურეკა ისიც მთელი სიჩქარით გაემზადა და წამოვიდა, გიორგიც შევიდა პალატაში და არაფერი არ შეიმჩნია ბრაზზს ძლივს ახრჩობდა. - გიო შენ არ ჩამეხუტები? - თავი წამოყო მანანამ. - დაისვენე არ შეგაწუხებ. - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა. - ანა სადა? - მაშინვე თვალების ცეცება დაიწყო მანანამ. - გავაგდე! - მშვიდად უპასუხა გიორგიმ. - რა ქენი? -მაშინვე თავი წამოყო ქალმა. - დედაააა! - პალატაში შემოვარდა ლილე და ისე გადაეხვია ქალს ლამის ძვლები ჩაულეწა. - როგორ გვანერვიულე რომ იცოდეეე. - ტირილი დაიწყო ლილემ. - ბოდიში, იტირე დედას პრინცესავ?. - სახეზე მოეფერა ქალი. - ხო მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა რომ კარგად ხარ. - მოეხვია ლილე. - გეფიცები აღარ გაგაბრაზებ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს შეგისრულებ. - ტატუზეც უარს იტყვი? - ეჭვის თვალით შეხედა ქალმა. - აუ კაი რა დეე, გიორგის და ანას ხო აქვთ. - ანას გახსენებაზე ისევ დაუსერიოზულდა სახე მანანას. - ანა სადაა შვილო. - გიორგი ეჩხუბა და გააგდო. - უპასუხა ლილემ და ორივემ გაბრაზებული მზერა ესროლეს გიორგის. - კარგი და ახლა სად არის? არაფერი არ იცი? ასე არ მიმატოვებდა ნახე არ დაურეკავს? - სევდიანი და გაბრაზებული იყო მანანა. - კიდე მაგ გოგოს რო იცავენ რა, გავგიჟდები. - ნერვები მოეშალა გიორგის. - გიორგი რაც არ იცი იმაზე ნუ ილაპარაკებ. - გაუბრაზდა ლილე - საერთოდ ჩემი ბრალი იყო არ ვიცი რა დამემართა, გავუბრაზდი და ისეთი საშინელებები ვუთხარი, გული მტკივა რომ ვიხსენებ. კი დაურეკია, 17 გამოტოვებული ზარია, როცა მეძინა მაშინ დარეკა სავრაუდოდ. რამოდენიმე ვოისიც გამოუგზავნია. - ჩართე გავიგოთ როგორაა. - მაშინვე გაუნათდა თვალები მანანას. ლილემაც ჩართო ანას გამოგზავნილი ხმოვანი აუდიოები და მაშინვე ყველა გაჩუმდა. ანას სიტყვებს უსმენდნენ გიორგის მეგობრებიც კი თავს დამნაშავედ გრძნობდნენ თითქოს მათ დაეშავებინათ რამე. ლილე და მანანა ისე მოთქვამდნენ და ტიროდნენ თითქოს ანა მომკვდარიყო. - ჩემი პატარა როგორ გამინადგურეს, შენ როგორ შეიძლება ვინმეს ძულდე, ასე რატომ ამბობს, გულს რატომ მიკლავს. ლილე დაურეკე გთხოვ. - ტკივილისგან მკერდზე ირტყამდა მუშტებს მანანა. ლილემ დაურეკა მაგრამ ანა ცივ იატაკზე ჩამომჯდარი ალკოჰოლს გაეთიშა. - არ იღებს დედა. - ამოიქვითინა ლილემ. - მაშინ მეც გამაგზავნინე ეგ ხმოვანია თუ რაც არიც. - კარგი, მიდი ახლა შეგიძლია ლაპარაკი. - ანიშნა ლილემ. - ანა ნუ ამბობ ესეთ სიტყვებს გთხოვ, მე რომ წამოვედი მაგიტომ გაბედა ეგ დედაშენმა, შენი ბრალი არაფერი არაა შვილო ვენებს ნუ იწვალებ გთხოვ გემუდარები, მე ... მე მიყვარხარ და იცოდე არ გაბედო იმის გამეორება რომ არავის არ უყვარხარ. მითხარი სად ხარ გთხოვ. - მანანამ დაასრულა საუბარი და გიორგის გახედა მკვლელი მზერით - შენ ზემოდან დაამატე ხო? - ბრაზს ვერ მალავდა ქალი. - გადით მარტო მინდა ყოფნა. - ყველა დაემორჩილა მანანას სიტყვას, პალატიდან გავიდნენ და საავადმყოფოს კაფეში ჩავიდნენ სავახშმოდ. - ლილე მოყევი რა მოუვიდა. - თქვა მოთმინება ამოწურულმა გიორიმ. ლილემაც დაიწყო მოყოლა და ზუსტად დეტალებში ყვებოდა თან გიორგის სახეს აკვირდებოდა, ხან გაკვირვებისგან თვალები უფართოვდებოდა ხან ელებს ნერვიულად ისვამდა თავზე. - ამის დედაც! - იღრიალა და გავარდა საავადმყოფოს სასადილოდან. - ამდენს როგორ გაუძლო. - ჩაილაპარაკა სანდრომ. გიორგი ბარში წავიდა უკვე ფხიზელი ვეღარ უძლებდა იმდენი დალია რომ საღად ვეღარ აზროვნებდა. წამოდგა ბარმენს ფული დაუდო და ბარიდან გავიდა თუარა გასასვლელში მხარი გაკრა უცხო მამაკაცს. - წინ იყურე იდიოტო. - უფრო გააღიზიანა გიორგი მამაკაცის სიტყვებმა და მერე მეგობრებთან სიცილმა. ნელ ნელა თავში ამოუტივტივდა ანას რაც უთხრა როგორც მოექცა, მერე ლილეს სიტყვებიც გაახსენდა - მერე შუა კარებში რომ არ უნდა იდგე მაგი არ იცი შე სი*ო? - წინადადება დაასრულა გიორგიმ და ისე დაარტყა რომ მიწაზე აღმოჩნდა ბიჭი. მისი ძმაკაცები წინძამოიწივნენ. - ძალიან კარგი, გუშინდელიდან მინდოდა დაცლა. ერთი ხუთის წინააღმდეგ, არაა პრობლემა. - ერთი მუშტი რო მოუქნია ერთერთმა მათგანმა გამოფხიზდა გიორგი. - როგორც ჩანს კარგათ გავერთობით. - გაიღიმა გიორგიმ. - მიდი კიდევ დამარტყი მიდი! - უღრიალა გიორგიმ. - დამარტყი თორემ მე დაგარტყამ. - ბიჭმაც შეასრულა და კიდევ დაარტყა. - არ გაჩერდე მიდი კიდევ! კიდევ! კიდევ უფრო მაგრად! - გიორგი თავს აცემინებდა ბიჭებს თითქოს ამით რამეს სეცვლიდა. -კარგი მიდით დაიშალეთ, მთვრალია ვერ ხედავ? რომ გეუბნება დამარტყიო მართლა რა სუჯერებ გაგიერთიანო ახლა თავ ყბა? - უღრიალა სანდრომ. კაუკვირდა გიორგის უცრად მოსული ანდრია, სანდრო და დათო. - კარგით არაა საჭირო ამხელა ამბავი წავიყვანთ ჩვენს მეგობარს და წავალთ. - თქვა ერთერთმ მათგანმა მიწიდან ააყენეს მეგობარი და ყველანი გაეცალნენ ადგილს. - ქათმები! საიდან იცოდით აქ რომ ვიქნებოდი. - კაი შეჩ*მა ბავშვობიდან ერთად ვართ რეებს გვეკითხები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.