შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უტა იშხნელი (სრულად)


7-01-2022, 20:48
ავტორი ქეთათო4
ნანახია 13 036

-უტა იშხნელმა წარმატებით იასპარეზა ტურნირში და საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა.-სიამაყით იუწყებოდნენ საქართველოში ტელეარხები იშხნელის წარმატებას. თავად უტა ბედნიერებისგან დაფრინავდა.
-ამაღამ ვსვამთ ყველა.-ამოიყვირა მწვრთნელმა და ყველა გააჩუმა.-უარი არ მიიღება.-უარი არც მიიღებოდა და არც აზრი ჰქონდა. სამადაშვილმა ყველა დასალევად შეკრიბა და ბარში გაამწესა. საღამო ემოციებით დატვირთული იყო. სვამდნენ, უტას ჭიდაობას განიხილავდნენ, აქებდნენ, ზოგჯერ უბრაზდებოდნენ და ასე შემდეგ. თავად იშხნელი მშვიდად იჯდა, ემოციებსაც ჩაევლო და ახალ გეგმებს აწყობდა. შემდეგი ტურნირი რამდენიმე თვეში იწყებოდა და ფიქრებით იქ იყო.
უნებურად გადასწია თავი და კედელთან მდგარი ქეთა გეგეშიძე შენიშნა. ტანზე ჟრუანტელმა დაუარა. ქალი საოცარ ფორმაში იყო და მის წინ მჯდომს ესაუბრებოდა. მეორე წელს ითვლიდა უტას თავხედური სიყვარული, რომელიც გეგეშიძეს ჭკუიდან შლიდა. ნამდვილად პატარა იყო სამყარო, რადგან ვერცერთი წარმოიდგენდა, რომ ერთმანეთს ტოკიოში შეხვდებოდნენ. მობილური მოიმარჯვა და მესენჯერი ჩართო. ქეთა მოძებნა.
,,სამყაროც კი ხელს გიწყობს, მნახო"-თავხედურად გაიღიმა და ქალის გაფართოებულ თვალებზე კიდევ უფრო გაეხა ბაგე.
,,მეც და სამყაროც გეწინააღმდეგებით იშხნელო, შეგვეშვი"-შუბლი შეკრა გეგეშიძემ და ბიჭისკენ აღარ მოუხედავს, საუბარი განაგრძო.
ყოველთვის გიჟდებოდა, როდესაც ქეთას ყურადღებას ვერ იქცევდა. ახლაც გაღიზინებული უყურებდა ვიღაც ფრანგს, რომელიც გეგეშიძეს ეფლირტავებოდა და ვენებში სისხლი ეყინებოდა.
-უტა, დალიე.-ჭიქა გაუწოდა დარბაიძემ და ერთი მიყუდებით გამოცალა ჭიქა.
-ოჰოო, იშხნელი...-გამყრელიძემ შეუსტვინა.
მოთმინება ფიალა საერთოდ აევსო ქალის სხეულს რომ შეეხო და საცეკვაოდ გაიწვია.
-ამის ფრანგი დედაც...-ფეხზე წამოდგა და სიქაჯეში რომ არ ჩასთვლოდა, ჰაერზე გავიდა. სიგარეტს არ ეკარებოდა. ოცდაერთი წლის ასაკში ყველფერი გაცნობიერებული ჰქონდა და არც ალკოჰოლი იყო მისთვის მისაღები. მხოლოდ გამარჯვებას აღნიშნავდა იშხნელი, მაშინ შეგეძლოთ მისი ნასვამ მდგომარეობაში ნახვა, თუმცა ეს ყველაფერიც ზომის ფარგლებში ხდებოდა.
რამდენიმე წუთი დაჰყო ჰაერზე და შენობაში შებრუნებულს ქეთა აღარ დახვდა.
-გოგო აგახიეს იშხნელი.-ხელით ანიშნა გეგამ. მაშინვე გაატრიალა თავი და კარგად შემთვრალ გეგეშიძეზე დაიძაბა. აღარაფერი უთქვამს, ქალს უკან გაჰყვა და სანამ მანქანაში აღმოჩნდებოდა უცნობთან ერთად, მაჯაში ჩააფრინდა.
-ჩემი ჩემპიონიც მოვიდა.-პირი გაეხა ქეთას.
-როგორი ფხიზელი ხარ!-შეუბღვირა და გაოცებულ კაცს შეხედა.
-ამ სი*ს ეტყვი, რომ მასთან ერთად არ მიდიხარ თუ მე ვუთხრა?-ერთი თავით დაბალს ზემოდან დასჩერებოდა.
-ნუ იქნები ტიპური შტერი ბიჭი უტა.-სახე დამანჭა გეგეშიძემ.
-ქეთა, არ გამაბრაზო!-წარბები ავის მომასწავებლად შეკრა და ქალსაც სხვა გზა აღარ დაუტოვა. ფრანგულდ გადასძახა მათეოს რაღაც და მერე იშხნელს მოუბრუნდა.
-ხეპრე ხარ!-ხელი გააშვებინა და წონასწორობის დასაცავად ავტომობილს დაეყრდნო.
-რა ხეპრე? მთვრალი ხარ და ვიღაც ტიპთან ერთად მიდიხარ, არც იცი სად.-აწკრიალებული მობილური ერთი ხელის მოძრაობით გათიშა.
-შენ რაა?-გამომწვევად იცქირებოდა ქალი.
-პატარავ, ნუ ითამაშებ, ნურც ცეცხლს დაანთებ, თორე დაიწვები.-ცხვირზე დაჰკრა თითი და საკუთარი ავტომობილისკენ მიუთითა.
-და რა? შენ გამოგყვე?
-მთვრალთან სე*სით დაინტერესებული არ ვარ.
-შენ უფრო ტატამზე...-ენაზე იკბინა, მაგრამ გვიანი იყო. კაცის ხარხარზე თავადაც გაეღიმა.
-შეგვიძლია ვცადოთ.-თვალები უციმციმებდა იშხნელს. ქეთა იყო სიგიჟე მისთვის. ქალი, რომელიც აგიჟებდა, გულისცემას უათმაგებდა, აფორიაქებდა და ამშვიდებდა.
-სხვათაშორის უტა, მამაჩემმა რომ გაიგოს მისი შვილი გიყვარს, საკუთარი ხელით დამსვამს შენს სახლში.
-ჯიგარი სიმამრი მეყოლება.-ისევ ქალს გადახედა და სასტუმროსკენ გაუხვია.
-ჯვარი მწერია. შენნაირი ღრუზინი ქმარი არ მინდა.-პირჯვარი გადაისახა და უტას დაბღვერილ სახეზე ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
-ღრუზინის მნიშვნელობა არ იცი. ვიღაცას თუ არ უნდა ეხებოდნენ ქალს, რომელიც სიგიჟემდე უყვართ, ეგ სიღრუზინე არაა. მაჩვენე კაცი, რომელიც იტყვის, რომ თანახმაა, მის ქალს შეეხონ და მე ვეტყვი, რომ ამდენ კაცში ის ყველაზე *ლეა.-ავტომობილი გააჩერა.
-სწორად აღნიშნე მის ქალს. მე ნამდვილად არ ვარ შენი...
-დროის საკითხია პატარავ. დღეს, ხვალ თუ ზეგ ისედაც მოხდება ეგ.- მისკენ გადაიხარა და სანამ ქეთა გონს მოვიდოდა, ლავიწთან დაუტოვა კოცნა.
-შენს მწვრთნელს გადაეცი მარტო ჭიდაობაში ნუ გამეცადინებს, აზროვნებაშიც მოიკოჭლებ.-კარი გააღო.
-ეს აზროვნებაც საკმარისია, გაგაგიჟო ქეთა.-თვალი ჩაუკრა და ღმუილით მოსწყვიტა ავტომობილი ადგილს. საუკეთესო აღნიშვნა გამოუვიდა. ზოგადად გეგეშიძესთან ყოფნა, თუნდაც მცირე ხნით, მისთვის საუკეთესო იყო. კმაყოფილმა აიარა სასტუმროს კიბეები და ფოიეში შესული ლიფტისკენ წავიდა. ღილაკს თითი დააჭირა და მის გვერდით ამომდგარ ქალს ყურადღება არ მიაქცია. ბოლო სართულზე ჰქონდა ნომერი, შესაბამისად ,,დიდხნიანი მოგზაურობა" ელოდა. ქალის მზერა არ შორდებოდა. ეჭვნარევი მზერით გახედა და რომ ვერ იცნო, ისევ გამოიხედა.
-პირდაპირ საქმეზე გადავიდე?-ქართულად ალაპარაკდა ქალი.
-უკაცრავად?-წარბები შეჭმუხნა.
-შენთან სწორედ ისეთი ძლიერი სე*სი მინდა, როგორც მოწინააღმდეგეს ებრძოდი.-თვალი არ მოუშორებია უტასთვის.
-დიდებული შემოთავაზებაა, მაგრამ ახლა არც სურვილი მაქვს და არც ძალა.-ხელი აიქნია და გასვლას შეეცადა.
-შენთან სე*სი მინდა და თანახმა ვარ, გადაგიხადო.-ამაზე წითელი ღილაკი აენთო იშხნელს და უკან წამოსულმა ხელის ერთი მოძრაობით კედელზე ააკრა ქალი.
-ვერ ვიტან ქალებს, რომლებიც ასე მოდიან და მკერავენ.
-როგორ ქალებს იტანს უტა იშხნელი? ქართველ, ქალიშვილ ტიპებს? სახეზე მუწუკებით, ერთი სული რომ აქვთ გათხოვდნენ. ასეთებს? მაგრამ თავს ხომ იფასებენ, რაც მთავარია.-სახე დაემანჭა.
-თავის ფასი რომ იციან, უფრო ასეთებს!-ხელი უშვა-და ხო კიდევ, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი!-თითი დაუქნია და გაწონასწორებული ნაბიჯით წავიდა ნომრისკენ.
ემოცებით გადაღლილი იყო. კარი მოიხურა და მაშინვე თვალით დარეკა სახლში. ლილიანმა უპასუხა.
-ყვავილო, გილოცავ დაბადების დღეს!-როგორ უნდოდა იქ ყოფნა.
-უტა.-სახე გაუბრწყინდა დედამისს.
-მამას გადაეცი, რომ გამარჯვება მისია და ლილიანის. შენ უფრო დიდ გამარჯვებას მოგიძღვნი დე, ეს ჯერ მცირეა.-გაიღიმა და პატარა ეკრანზე ჩატეულ დიდ სანათესაოს ხელი აუწია.
-ლომი ხარ იშხნელო!-დვალმა ჭიქა ასწია.
-ყველა მიყვარხართ!-ხელის ჟესტი გააკეთა, ლილიანს კოცნა გაუგზავნა და გათიშა.
იშხნელისთვის ყველაფერი იყო ოჯახი, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, ასწავლა და გზაზე დააყენა. ყველა ნატკენი მუხლის მიღმა იდგა დედის ჩახუტება და მამის ამოძახილი ,,ლომი ხარ უტა"
დათა იშხნელი არასდროს გამოხატავდა ემოციებს უტასთან. არცერთი თბილი სიტყვა, არცერთი მოსაფერებლად გაწეული თითი... უტასთვის იყო მხოლოდ ერთი ფრაზა და ამ ფრაზაში ჩაქსოვილი მამობრივი სიყვარული, სიამაყე, ზრუნვა და სითბო.
შხაპის მიღების შემდეგ ზურგზე დაწვა და ჭერს გაუსწორა მზერა. რაღაც აფორიაქებდა, სიამაყეს ვერ გრძნობდა, სისავსე აკლდა მის გამარჯვებას. ტატამზე შევარდნილი ბავშვები გაახსენდა. დამარცხებულ მამას როგორ ეხვეოდნენ. გულში სასიამუვნოდ გასცრა რაღაცამ და უნებურად წაიღო მობილურისკენ ხელი. ნაცნობი კომბინაცია აკრიფა და სუნთქვა შეეკრა. ქალის ნამძინარევ ხმაზე გაეღიმა.
-ქეთა, ჩემს საგულშემატკივროდ ჩვენს შვილებთან ერთად ივლი?-შიშველი იყო იშხნელი ქალთან. ვერცერთ ემოციას ვერ მალავდა.
-რომანტიკა არ გივარგა, არც იუმორი და იმერელ კაცს არ გეკადრება.-ქეთა კიდევ უფრო ახალისებდა, აფერადებდა უტას.
-გამოვასწორო?-ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა.
-არა, სხვათაშორის, აბსოლიტურად სწორად შეარჩიე სპორტი.
-ქეთა.-სახე დაებრიცა.
-ხო კიდევ, ვიღაც გოგო ყველა შესაძლო სიტყვით გლანძღავს ჩემი ნომრის წინ, ცოტა მიტყდება.
-მაიმუნობ.
-არა, მოგასმენინებ.-გეგეშიძეც ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წამში საკუთარი სახელთან ერთად ბევრი საშინელი სიტყვაც მოისმინა.
-პატარავ, ქალებს ასე ემართებათ.-თავზე ხელი გადაიტარა.
-რა უტა, რა ემართებათ?-დაბღვერილმა გახედა კარიდან ქალს და ნომერში შებრუნდა.
-უარს რომ გეუბნებიან, ცოფდებით!
-გული მერევაა.-ამოიყვირა და ყურმილი დაკიდა. კიდევ უფრო გახალისდა იშხნელი.
ის ღამე აივანზე შემოეძარცვა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ბარგს კრავდა და თან ლოლაძეს ესაუბრებოდა.
-ქეთაც აქაა გეგეშიძე.-ლადოს ხმაზე დაიძაბა.
-დღეს აქვს ფრენა?
-გამოიცანი ვის გვერდით ზის?
-ატრაკებ.-გაიცინა.
-არადა ბილეთს გიცვლიდი.-დანანებით გააქნია თავი.
-ლადო იცოდე...
-კარგი, მეჯვარე მე ვარ.-ხელი ასწია და გათიშა.
ასე სწრაფად არასდროს ჩაულაგებია ბარგი. სირბილით დატოვა სასტუმრო. მანქანას დიდი სისწრაფით მიაქროლებდა. დიდებულ ისტორიას ტოვებდა ტოკიოში იშხნელი. სიამაყით შეაბიჯა აეროპორტში და ლადოსკენ წავიდა.
-იმედია, არ გითქვამს რომ ადგილი გამიცვალე.-ლადოს მოეხვია და მოშორებით მჯდარ ქალს გახედა, რომელიც მობილურზე საუბრობდა.
-ვაპირებდი.-ჩაიცინა.
-ჩასხდომა ათ წუთში იწყება?-საათს დახედა. ეჩქარებოდა თვითმფრინავში მერე კი სამშობლოში.
-კი.-თავი დაუქნია.
-ბაბლუანმა წააგო უტა.-შუბლი შეჭმუხნა იშხნელმა და ქეთას გახედა.
-ბაბლუანმა დიდი ხანია წააგო ლადო!-ინგლისურად გაჟღერებულ ხმაზე ბარგს ხელი მოჰკიდა და თვითმფრინავისკებ დაიძრა. ყველა საჭირო პროცედურა ისე გაიარა, რომ გეგეშიძეს არ შეუმჩნევია მისი იქ ყოფნა. უტასაც ეს უნდოდა, ბოლოს კუთვნილი ადგილი დაიკავა და ქალის გაოცებულ სახეზე გახალისდა.
-რა გააკეთე უტა?-ქეთას ,,უტაზე" გიჟდებოდა.
-ბუნების ამბავია.-ხელები ასწია, მე არაფერ შუაში ვარს ნიშნად.
-არ მეხუმრება!-სახე დაასერიოზულა ქეთამ.
-რაო ბაბლუანმა?-სხვათაშორისად ამოილაპარაკა.
-ვითომ არ იცი-კიდევ უფრო მოიღუშა გეგეშიძე.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა უტამ და მზერა ქალის ათრთოლებულ ბაგეზე გაეყინა.
-რუს მეტოქესთან დამარცხდა.-თვალებში უყურებდა ჯიქურად, უტას ყველა ემოციას სწავლობდა.
-არავის ვუსურვებ!-დანანებით გააქნია თავი. მიუხედავად იმისა, რომ ვაკო ბაბლუანთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, მაინც ენანებოდა. ოქროსთან ძალიან ახლოს მყოფი დამარცხდა თანაც რუსთან. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა ქართველისთვის, როდესაც ტატამზე ოკუპანტის წინააღმდეგ ხარ და მარცხდები.
-შეგიძლია, გიხაროდეს.-თავი გაატრიალა ქეთამ და ცრემლი შეიმშრალა.
ბაბლუანი ქეთას ბიძაშვილი იყო. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი.
-ვაკოში გეშლები.-ყურსასმენები მოირგო და თვალები დახუჭა.
გადაღლილობამ და ემოციებმა იმოქმედეს, მალევე ჩაეძინა.
ასე მშვიდად არასდროს სძინებია. მარცხენა მხარზე შეხება იგრძნო და უნებურად გაახილა თვალი. გეგეშიძეს თავი მიედო უტას მხარზე და ეძინა. გული შეუქანდა იშხნელს. მთელს სხეულში სასიამუვნოდ დაიწყეს ჭიანჭველებმა სირბილი. თითები თმისკენ გააცოცა და სახიდან ფრთხილად გადაუწია.
ცაში, უტასა და ქეთას ერთმანეთზე მიხუტებულს ეძინათ და ეს იყო სიმშვიდის ზენიტი. სიმშვიდე კი ქალის ხმამ დაარღვია. მგზავრებს დაშვების შესახებ ატყობინებდნენ. გეგეშიძეც გამოფხიზლებული იყო და უხერხულდ იშმუშნებოდა უტას მკლავის გამო, რომელსაც ქეთას საყურის ნაკვალევი ეტყობოდა.
-იმედია, არ გტკენია.-დამნაშავესავით ამოილუღლუღა.
-შეგვიძლია კიდევ ვცადოთ და გავარკვიოთ.-გაუღიმა ქალს და აეროპორტში დამჯდარი თვითმფრინავიდან გადაიხედა. გულში სიამაყის შეგრძნება კიდევ უფრო ეფოფრებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოეხვეოდა მამას.
ერთად დატოვეს თვითმფრინავი ქეთამ და უტამ. ბარგი აიღეს და გასასვლელისკენ წავიდნენ. კარი გააღო თუ არა უამრავ ადამიანს შეავლო თვალი. მისი პლაკატებით იყო გადაჭედილი შენობა.
-ჩემპიონო.-მამის ხმაზე სიხარულის საცეცები იგრძნო, რომლებიც მთლიანად მოედო. მისკენ წავიდა და პირველად მას მოეხვია.
-მამა ამაყობს შენით უტა!-მაგრად მოჰხვია მკლავები ვაჟს. ქეთასთვის ესეც სხვა ემოცია იყო. ამდენი ადამიანი მხოლოდ უტასთვის იყვნენ აქ, მის წილ ბედნიერებას იზიარებდნენ.
-დე.-ატირებულ ქალს მოეხვია.
-როგორ შეგვაშინე უტა.-შუბლზე აკოცა. ნამდვილად ეშინოდათ ბოლო წამების, რომელიც ღირსეულად გამოიყენა იშხნელმა და ბოლო ათ წამში მოახერხა იპონით გამარჯვება.
-მიმიშვით უტასკენ!-ლილიანი დაბღვერილი უყურებდა უფროს ძმას.
-გილოცავ, მაგრამ არ გპატიობ, ჩემი დაბადების დღე გამოტოვე!-წარბები აწკიპა. გეგეშიძეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში. აეროპორტშიც კი იგრძნო ის სახლური გარემო, რომელიც არასდროს ჰქონია. ამდენი ხალხი ირეოდა და ყველა ერთად დიდ ოჯახს ქმნიდა.
უტა ფაქტობრივად გაიტაცეს. ბოლოს მოიხედა ქეთასკენ.
-შეგიძლია ჩემი გამარჯვება აღვნიშოთ ქეთ.-ალბათ წავიდოდა კიდეც, რომ არა უტასა და ვაკოს დაპირისპირება.
-მადლობა.-ხელი ასწია უარის ნიშნად და კარში გაჩხერილ მძღოლს უღიმღამოდ გაუწოდა ჩანთა.
-ბატონი ვაკო!-დაბნეულმა გახედა ქალს.
-ვაკო დარჩა.-ავტომობილში მოთავსდა და მოწოლილი ცრემლები შეაჩერა.
უტას სახლში სიგიჟე ხდებოდა. მთელი უბანი იქ იყო. ულოცავდნენ, ეხვეოდნენ, ფოტოებს იღებდნენ. უამრავი ადამიანი იყო და უტა მაინც ვერ გრძნობდა, რომ ამდენი ადამიანი ჰყავდა გვერდით. სიყვარულის სადღეგრძელოზე უნებურად წაიღო ხელი ჭიქისკენ და ყველას ბედნიერების ტალღამ გადაუარა.
-რძალს ველოდებით იშხნელო, რძალს.-მეზობლის ხმაზე ყველამ ყიჟინა მორთო.
-სიყვარულს გაუმარჯოს, დამიჯერე უტა, ვერანაირი გამარჯვება ვერ ჯობია გრძნობას, როდესაც იცი, რომ შენი ქალი სახლში გელოდება. სიყვარული უზენაესია და უსასრულო. შეიძლება მოგბეზრდეს სპორტი, მაგრამ არასდროს-საყვარელი ქალი.-ჭიქები ერთმანეთს მიურტყეს. იშხნელის გულში სასწაული ხდებოდა.
ფიქრებით ახლა ქეთასთან იყო. ვერაფერი ფარავდა ქალთან სიახლოვის სურვილს და გიჟდებოდა.
იმ საღამოს ყველა გვიან დაწვა, უტასაც დაღლილობამ აჯობა და მალევე ჩაეძინა. რამდენ ხანს ეძინა, ვერ მიხვდა, მაგრამ მობილური რომ აწკრიალდა, თვალები მაშინვე გაახილა. ნომერს დახედა. ვერ იცნო, მაგრამ მაინც უპასუხა.
-იშხნელო.-ვაკოს ხმაზე დაიძაბა. ზოგადად, არ ახსოვდა მისი ზარი.
-გისმენ.-თავი უსკდებოდა, ჯერ კიდევ ვერ გამოეღწია მისი სხეულიდან ალკოჰოლს.
-ჩემპიონობა კარგია?-თითქოს იმ წამს იგრძნო, ვაკოს გასაჭირი. გაიაზრა უტამ, რამდენად რთული იყო ბაბლუანისთვის ეს მარცხი. ბოლო წამზე მოგება დიდი ბედნიერებაა და ასევეა წაგებაც, ოღონდ დიდი უბედურებაა ეს.
-ხდება ხოლმე.-ვერ გაიაზრა, რატომ ამოუვიდა ეს სიტყვები. თითქოს ამხნევებდა.
-მაგრამ ახლა არ უნდა მომხდარიყო. რას იზამდი? მე ხომ ვიცი, რომ გადაირეოდი უტა. თავს ვერ აპატიებდი, გაგიჟდებოდი. არ ვიცი, რატომ ვრეკავ. მაგრამ ვიცი კიდეც. იმ სიტყვებს ვნანობ. ვნანობ კი არა, გულზე მაწვება და ვეღარ ვსუნთქავ იშხნელო.-უტასთვის რთული იყო ამის მოსმენა. წარსულიდან ფრაგმენტებად ამოტივტივდნენ ტკივილები.
-აღარაფერს ეშველება.-წუხდა იშხნელიც და ახლა ყველაზე კარგად მას ესმოდა, რას გრძნობდა ბაბლუანი
-ალბათ, ბედნიერად უტა.-ორიოდე წამს სიჩუმე ჩამოწვა და მერე მობილური გათიშა ვაკომ.
იშხნელმა თავი საწოლს მიაბჯინა და თვალები მაგრად დახუჭა. ის წარსული ემძიმა. ვერ წყნარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რუს ძიუდოისტს რევანში აუღო და ბევრად დიდ ოლიმპიადაზე დაამარცხა, წაგება არ ავიწყდებოდა.
მამის თვალები ახლაც წინ ედგა, გამორეცხილი, გაგიჟებული...
თითები აუთრთოლდა. მის ცხოვრებაში გეგეშიძე მაშინ გამოჩნდა. ზუსტად მაშინ, ვაკო ბაბლუანი რომ შეურაცხყოფას აყენებდა.
ქალის დანახვა და მის გულში დაძრული ძლიერი იმპულსები ერთი იყო. იმ დღიდან გიჟურად უყვარდა იშხნელს და ყველა გამარჯვება ეკუთვნოდა ქალს, რომელმაც განადგურებული უტა ნახა ტატამზე.
იმ ღამეს აღარ დასძინებია. დილით ტელევიზიაში უნდა მისულიყო, სპორტულ გადაცემაში. ეზარებოდა, მაგრამ პირობა, პირობა იყო. პირველი სხივები შემოიპარა თუ არა, ფეხზე წამოდგა და სააბაზანოს მიაშურა. ჯერ კიდევ გააზრების პროცესში იყო. საკუთარი ჩემპიონობა თავად არ სჯეროდა და ახლა უკვე, როდესაც იგემა ეს მწვერვალი, ჩამოსვლას აღარ აპირებდა.
გრილი წყალი სხეულზე წვეთებად ჰქონდა. თმებს იმშრალებდა ვიდეო ზარით რომ დაურეკეს.
-პანიკის გარეშე იშხნელო.-უკვე მიხვდა, რაღაც რიგზე ვერ იყო.
-რა ხდება კაკი?-ნერწვი მძიმედ გადააგორა.
-ქეთას ნიშნობის ამბავს გამოაცხადებენ!-თვალებში დაუბნელდა. ჯერ ვერ გაიაზრა, უბრალოდ ყველფერი დაბნელდა, შემდეგ სმენა დაეხშო, გულის ცემა აუჩქარდა. კაკის გახედა, რომელიც გასაღებს იღებდა. რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ აღარ ესმოდა.
-უტა!-იქიდან უღრენდა კაკი , მაგრამ სულ ტყუილად.
ჩაიკეცა. სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა... ყველაფერს შავი ფერი დაედო.
არის მომენტები, როდესაც ყველა ტკივილის უკანა პლანზე გადაწევა გიწევს. ყველა იმედგაცრუების სამოსში დამალვა და გარეთ მომღიმარი სახით გასვლა. გააზრების პროცესში იყო. ქეთა და ნიშნობა... ნიშნობა და ქეთა... გულის ცემა გახშირებული ჰქონდა. თავი უსკდებოდა. ბახუსის ბრალიც იყო ალბათ, მაგრამ უფრო ახალი, უტასთვის საზარელი ამბის. რა ძალამ აიძულა, ფეხზე წამოდგომა და წინ წასვლა, ვერ მიხვდა. კარადაში დაკიდულ თეთრ პერანგს დასწვდა, საგულდაგულოდ რომ გაეუთოვებინა ირმას. შარვალს იცვამდა უკვე კაკიმ, რომ შემოანგრია კარი და წინ აესვეტა იშხნელს.
-უტა..-ძლივს სუნთქავდა.
-გისმენ.-იმ წამს ყველაფერი სიზმარი ეგონა. ან ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს. ვერ იაზრებდა, რომ მისი ერთადერთი სიყვარული სხვა კაცზე ინიშნებოდა.
-ჯანდაბა, უტა..-ახლა უკვე უღრენდა თასმის შეკვრით გართულ კაცს.
-რა არის?-ემოციები ყელში უჭერდნენ. როგორ უნდოდა, ეღრიალა, დაცლილიყო, გაქცეულიყო, დაევიწყებინა...
-ქეთა ინიშნება და შენ ესე სი*ივით უნდა დაჯდე გადაცემაში და ელაპარაკო ვიღაც ელისოს?
-აბა რა გავაკეთო? მივიდე და ხელი მოვიკიდო ქალს, რომელსაც არ ვუყვარვარ? ძალით წამოვიყვანო და პირველსავე შესაძლებლობაზე გამექცეს? რა გავაკეთო? რის გაკეთება შემიძლია და არ ვაკეთებ?-სიმშვიდე ნერვების ფასად უჯდებოდა. ოთახში ჰაერი აღარ იყო საკმარისი.
-უბრალოდ ესე არ მოიქცე. შენთან ერთად გადაცემაში მოვა და გამოაცხადებს. გესმის?
-გამოაცხადოს. თვალებში მიყუროს და გამოაცხადოს კაკი. თუ დავინახავ, რომ არ უნდა, თუ შევამჩნევ, რომ სიყვარულით სავსე მზერით მე მიყურებს და არა სხვას, იქვე მოვკიდებ ხელს. იქვე გესმის?-როგორ სჯეროდა, რომ გეგეშიძესაც უყვარდა. როგორ უნდოდა, დაეჯერებინა...
-ამის დედაც...-ამოიღრიალა და წინ წასულ მეგობარს უკან მიჰყვა. ვინ თუ არა კაკიმ კარგად იცოდა, როგორ სტკიოდა ახლა იშხნელს გული. როგორ მალავდა მის ტკივილს…
სტუდიაში მისვლა არ უნდოდა. არ უნდოდა ენახა ქეთას არათითზე მორგებული ბეჭედი. აზრზე რომ მოვიდა უკვე შენობის წინ იდგნენ.
-უტა, არ გინდა-კიდევ ერთხელ გაიბრძოლა კაკიმ
-მინდა! თანაც როგორ.-ძლივს გადააბა სიტყვები და ავტომობილი დატოვა.
ნაბიჯებს ძლივს ადგამდა. გრილი სიო, თბილმა შენობამ გარეთ მოიტოვა. წინ მიგებებულ ქალს გაუღიმა და უსიტყვოდ გაჰყვა. ყველაფერი ელვის სისწრაფით ხდებოდა. სტუდიაში იჯდა. მიკროფონს უმაგრებდნენ, ნაცნობი ხმა რომ შემოესმა და გაქვავდა. მეორე ოთახიდან ისმოდა ქალის ხმა. ბედნიერება გარეოდა მის ტონს. აქ მეორედ გაუჩერდა გული.
,,ბედნიერია''-ამის გაფიქრებამ გააგიჟა. არდა ფიქრობდა, რომ ყველაფერი უკეთესად იყო.
-ათ წუთში დავიწყებთ, ბატონო უტა.-კიდევ ერთხელ გაუღიმა ქალმა. ღრმად ჩაისუნთქა, აკანკალებული ხელები სახეზე ჩამოისვა და სარკეში ჩაიხედა. უღირდა თუ არა ეს ყველაფერი თავადაც ვერ ხვდებოდა. თმები გაისწორა და საბოლოოდ გადაავლო ყველაფერს თვალი. მძიმე ნაბიჯით შევიდა ოთახში, რომელშიც უამრავი კამერა იყო. ზუსტად მის გვერდით იდგა სკამი, რომელზეც გეგეშიძე უნდა დამჯდარიყო. ტკივილი გადამალა და თავადაც ღიმილით მოთავსდა სკამზე. გული უჩერდებოდა, ისე ნერვიულობდა. დერეფნიდან ქალის ფეხსაცმლის ხმა გაიგონა და გაშეშდა. სმენად გადაიქცა. ჯერ შორიდან ისმოდა, მერე მოახლოვდა და საბოლოოდ კარში საყვარელი ქალის სხეული აღიქვა, რომელიც მძიმედ მოიწევდა მისკენ. სახე ეცვალა ქეთასაც. ,,არ მელოდა აქ''-გაიფიქრა იშხნელმა.
-ათ წამში ეთერში ვართ!-გაისმა ელისოს ხმა.
ქალისთვის მეტჯერ არ შეუხედავს. ღრმად სუნთქავდა, დაძაბული იჯდა. წამზომი ბოლო სამ წამს ითვლიდა. მერე წამყვანი ლაპარაკობდა. არაფერი ესმოდა, მხოლოდ ქალის სუნთქვა, რომელიც მსოფლიოს ერჩივნა.
-ბატონო უტა!-დაბნეულმა გახედა წამყვანს და მიხვდა, რომ უკვე მეორედ ეძახდა.
-უკაცრავად, ჩავფიქრდი.-ძალით დააშორა ბაგეები ერთმანეთს და ღიმილის იმიტაცია შექმნა.
-რა გრძნობაა ოლიმპიური ჩემპიონობა?
-დიდებული. ისეთი გრძნობაა, რომელიც გინდა მუდმივად იყოს.
-ესე იგი აქ არ ჩერდებით?
-რა თქმა უნდა, არა. გეგმები მაქვს და მიზნები, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელო.
-სასიხარულოა ნამდვილად ასეთი შემართება. არ მინდა თავი მოგაბეზროთ. ალბათ იცით კიდეც, რა კითხვას დავსვამ. ქალბატონების უმრავლესობას აინტერესებს, თავისუფალია თუ არა უტა იშხნელი?-ამ კითხვაზე პასუხისთვის მზად არ იყო. ჯერ აპირებდა რომ ეთქვა, თავისუფალიაო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, არ იყო მისი გული თავისუფალი და ვერც იქნებოდა.
-ქალბატონებისთვის სამწუხაროდ, ჩემი გული წლებია სხვას ეკუთვნის და ასე გაგრძელდება სიცოცხლის ბოლომდე.-რამდენიმე წამით გადაეყარა გეგეშიძეს თვალებს უტასი.
-გრძნობა ორმხრივია?-ყველას მზერა იშხნელისკენ იყო მიმართული
-სულ მალე გავიგებ!-გაიღიმა.
ინტერვიუ უტასთან აღარ გაგრძელებულა. ახლა გეგეშიძეს მიუბრუნდა ელისო. ქეთა მშვიდად იჯდა. არ ღელავდა. არ ნერვიულობდა.
-ქეთა, ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოების მხრიდან შენზე. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი რესპოდენტი ხარ.
-მადლობა ელისო შენ და, რა თქმა უნდა, ამ არხსაც. მივესალმები მაყურებელს.-როგორ ენატრებოდა ეს მშვიდი ხმა უტას.
-დღეს განსხვავებულად ბრწყინავ ქეთა. არის რამე განსხვავებული მიზეზი ამის?
-დიახ, ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა, მეთქვა ეს ამბავი. დიდხანს ვმალავდი, მაგრამ აღარ აქვს დამალვას აზრი. საკუთარ თავსაც ვტანჯავ.-სისხლი გაეყინა იშხნელს. სხეული აუტოკდა.
-ძალიან აგვაღელვე ყველა.
-მეც ძალიან ვღელავ. მინდა ამ ადამიანს თქვენი ეთერის საშუალებით ვუთხრა, რომ ერთადერთია, ვინც ოდესმე მყვარებია და მეყვარება.
-ძალიან ხარ შეყვარებული.-ბედნიერი იღიმებოდა ელისო. უტას მძიმე სუნთქვა ყველას ესმოდა.
-დიახ, ძალიან!
-მოდი არ დავტანჯოთ მაყურებელი და გაგვიმხილე, რა ხდება.
-მოკლედ, ძალიან ვღელავ და მაპატიეთ. გადავწვყვიტე შევქმნა ოჯახი ადამიანთან, რომელიც მიმსახურებს და რომელსაც ალბათ ვერ ვიმსახურებ, თუმცა ვეცდები, რომ დავიმსახურო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ახლა.-ღრმად ჩაისუნთქა. კიდევე რთხელ მოავლო მზერა დამსწრე საზოგადოებას. მერე ფეხზე წამოდგა...-უტას ფერი აღარ ედო. ყელი უშრებოდა. მზერა დაებინდა. ვერ აღვიქვა, როგორ დადგა მის წინ გეგეშიძე.
-უტა იშხნელო, დამრთავ ნებას ვიყო შენი მეორე ნახევარი მთელი ცხოვრება?-აღარაფერი ესმოდა. გული ამოხტომას ჰქონდა. ვერც ტაშის ხმა აღიქვა და ვერც კაკის ყვირილი. მხოლოდ ქეთას ხედავდა. მის თვალებს, რომლებიც ბრწყინავდნენ.
-ახალ წელს გილოცავ, იშხნელო!-ქალის მკლავები მოეხვია.
,,ჩემი მეორე ნახევარი''-ინსტიქტურად წაიღო ხელები და როგორც კი ახლოს იგრძნო ქალის სურნელი, მაშინ დარწმუნდა, რომ ნამდვილად რეალობა იყო ყველაფერი.
-მეჯვარე მე ვარ!-კაკი ორივეს ეხუტებოდა.
-ბავშვს მე ვნათლავ!-იცინოდა ელისო.
-ქმარი მე ვარ?-გაოცებულმა დახედა ქეთას და მერე სტუდიიდან გულიანი სიცილი გაისმა.

სახლში იყვნენ. ფილმს უყურებდნენ.
-საიდან მოგივიდა აზრად ეს ყველაფერი?-შუბლზე აკოცა.
-კაკიმ მითხრა.
-რაა?-ქალიანად წამოიწია.
-რა მოხდა?
-დამიჭირე თირე მართლა შემომაკვდება.-ყვირილით მიდიოდა მანქანისკენ. უკან ქეთა მისდევდა სიცილით. თან კაკის ურეკავდა.
-როგორც იქნა აიღე კაკი, გაიქეცი თორე დარჩა ჩემი ქმარი მეჯვარის გარეშე
-არც ერთს არ გელაპარაკებით!-ბუზღუნებდა იშხნელი.
-გვიყვარხარ ჩემპიონო!-ბედნიერებით სავსე თვალებით უმზერდა წყვილს კაკი.
-გავა წლები და დაგიფასებს!-გადაიკისკისა ქეთამ და ჰაერში ატაცებულმა ძლივს მოასწრო მობილურის გამორთვა.
-გიჟი ხარ
-ვინ გამაგიჟა?
-მიყვარხარ, იშხნელო!-ქალის ხმა მალევე მიჩუმდა.
,,ბედნიერება''-გაიფიქრა მეზობლად გადმოსულმა თაიამ, რომელსაც facebook-ზე კაკი კანდელაკის რექვესთი მიუვიდა...
----
შობას გილოცავთ! იმედია, მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი Ana-maria

ეს ზუსტად რომ საახალწლო საჩუქარია. გილოცავთ შობა-ახალ წელს!ბედნიერების და ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს. გამიხარდა თქვენი დაბრუნება. უტა ბედნიერად დავაწყვილეთ,ახლა სანდრო და სესას ჯერია. ძალიან მოგვენატრეთ!!!!!წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

"ჩემი მეორე ნახევარი''-ინსტიქტურად წაიღო ხელები და როგორც კი ახლოს იგრძნო ქალის სურნელი, მაშინ დარწმუნდა, რომ ნამდვილად რეალობა იყო ყველაფერი.
-მეჯვარე მე ვარ!-კაკი ორივეს ეხუტებოდა.
-ბავშვს მე ვნათლავ!-იცინოდა ელისო.
-ქმარი მე ვარ?-გაოცებულმა დახედა ქეთას და მერე სტუდიიდან გულიანი სიცილი გაისმა."

ამოვწყდი ამაზე :დ :დ :დ

ძალიაან, ძალიან კარგი იყო ^-^

 


№3 სტუმარი one

shobas gilocav patara qalbatono❤️bednieri weli)))
mogvewona abba raa, kargi gogo khar❤️

 


№4  offline წევრი ირო

ვაუ აი საშობაოდ ყველაზე მაგარი რამ.როგორ ველოდი ამ ისტორიის დასასრულს.გილოცავ ყველა დღესასწაულს.

 


№5  offline წევრი ქეთათო4

ძალიან დიდი მადლობა ყველას! ჩემთვის თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია????

 


№6  offline წევრი შამხათი

რა საყვარლობა ისტორია იყო, ძალიან მომეწონა.

 


№7 სტუმარი Lordd

,ეს გვარი განსაკუთრებულად მიყვარს ბებიაჩემის იშხნელი,წარმატებები

 


№8  offline წევრი ქეთათო4

შამხათი
რა საყვარლობა ისტორია იყო, ძალიან მომეწონა.

მადლობა

 


№9 სტუმარი სტუმარი მანანა

ყოჩაღ მართლაც ძალიან კარგი იყო

 


№10 სტუმარი სტუმარი Tekla

კარგი იყო მომეწონა მეც ვინერვიულე ლამის გავჩეჩე ქეთა მაგრამ ყოჩაღ კაკის და შემხეგ ქეთას და რა თქმაუნდა შეეენ ❤❤

 


№11  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი Tekla
კარგი იყო მომეწონა მეც ვინერვიულე ლამის გავჩეჩე ქეთა მაგრამ ყოჩაღ კაკის და შემხეგ ქეთას და რა თქმაუნდა შეეენ ❤❤

მადლობა <3

სტუმარი ანი
"ჩემი მეორე ნახევარი''-ინსტიქტურად წაიღო ხელები და როგორც კი ახლოს იგრძნო ქალის სურნელი, მაშინ დარწმუნდა, რომ ნამდვილად რეალობა იყო ყველაფერი.
-მეჯვარე მე ვარ!-კაკი ორივეს ეხუტებოდა.
-ბავშვს მე ვნათლავ!-იცინოდა ელისო.
-ქმარი მე ვარ?-გაოცებულმა დახედა ქეთას და მერე სტუდიიდან გულიანი სიცილი გაისმა."

ამოვწყდი ამაზე :დ :დ :დ

ძალიაან, ძალიან კარგი იყო ^-^


მადლობა დიდი <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუუ რა სისაყვარლე იყოო ძაან მომეწონა წარმატებები ????????

 


№13  offline წევრი Life is beautiful

რა საყვარლობა იყო, როგორი სასიამოვნო წასაკითხი. "ქმარი მე ვარ?" ეს სიტყვები კარგა ხანს არ დამავიწყდება.(ბევრი ვიცინე). დაფრინავ ქეთა! )))♡♡♡

 


№14  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful
რა საყვარლობა იყო, როგორი სასიამოვნო წასაკითხი. "ქმარი მე ვარ?" ეს სიტყვები კარგა ხანს არ დამავიწყდება.(ბევრი ვიცინე). დაფრინავ ქეთა! )))♡♡♡


როგორ მიხარიხარ! ძალიან დიდი მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent