შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილის ბურთი /სრულად/


10-01-2022, 20:57
ავტორი Mary Drey
ნანახია 8 837

სიტყვებს ყველაზე დიდი ძალა აქვს. მას შეუძლია ერთ წუთს სამყაროში ყველაზე ბედნიერ პიროვნებად გაქციოს, თუმცა ამავდროულად იარებისმომგვრელი ტკივილი მოგაყენოს.
ზოგჯერ ტკივილის ბურთი სხეულზე ამოგაცოცდება. თავისი უიმედო გამომეტყველებით სამყაროს სისასტიკეზე მოგითხრობს იგავს, თუმცა როდესაც იგი გულის არეალს მიუახლოვდება წამი-წამს შეტორტმანდება. აბუზულ ბუსუსებს ზეცისკენ აიშვერს და კუდამოძუებული იმ ადგილისკენ გაიპარება, საიდანაც ერთხანს... რამდენიმე წუთის წინ მძიმედ მოლასლასებდა.
ტკივილს სიყვარული აშინებდა.
იგი უიმედოთ მიდიოდა შინისკენ.
ერთი სული ჰქონდა ტკივილი ადამიანის სხეულში შეღწეულიყო და მისი გონება, სხეული ავისმომასწავებელი გრძნობებით აგიზგიზებულიყო.
მეისონს ტკივილის აშინებდა.
თუმცა ტკივილი მის სხეულსა და გონებას ვერ სწვდებოდა, რადგან ფიქრების თითოეულ ნაწილში საყვარელი მამაკაცის სილუეტი ტივტივებდა. ტივტივებდა მანამ სანამ მის გონებას აზროვნების საშუალება მიეცემოდა. მანამ სანამ დამძიმებული სხეული ლოგინის ნაზ საბანს არ შეეხებოდა და ტკბილ ძილს არ მიეცემოდა.
მეისონს არასდროს არ სჯეროდა, რომ სამყაროში არსებობდნენ მონათესავე სულები, რომლებიც მუდამ ერთმანეთისკენ მიილტვოდნენ, დამეტიც, ეს ყოველივე ერთ დიდ მირაჟად ეჩვენებოდა, თუმცა მაშინ, როდესაც მზის უკიდეგანო სხივები მეისონის სხეულს სიყვარულისფრად შეეხნენ, ახალგაზრდა ქალმა იგრძნო, რომ ის რასაც მთელი ცხოვრება ელოდა მხოლოდ ნამდვილი, წრფელი და ამავედროს უანგარი სიყვარული იყო.
და რამდენჯერაც ტკივილის ბურთი მეისონისკენ დაიწყებდა მოძრაობას, იმდენჯერ სიყვარულის გრძნობა აჩერებდა მას.
სიყვარული მეისონისთვის ყველაზე დიდი თავდაცვის იარაღი იყო.
მეისონს ცხოვრება უხაროდა. უწინ დამჭკნარი ხეები სიცოცხლის მოსვლას ზეიმობდნენ. ჩიტები, რომლებსაც წლობით ჭიკჭიკის ხალისი დაჰკარგვოდათ, ახლა სასიამოვნოდ აჭიკჭიკდნენ და სხეული, რომელიც ერთ დროს არავის მოსვლას ელოდა, საყვარელი მამაკაცის ნაბიჯების ხმას შორიდანვე იგებდა.
სამყარო ზეიმობდა!
მეისონს სიყვარული დღითიდღე უფრო მეტად აგიჟებდა.
ზოგჯერ სურდა გამოუთქმელი სიტყვები ბაგეებს დასცდენოდა, თუმცა არამიწიერი გრძნობის ხორციელი სიტყვებით გამოხატვა ძლიერ უჭირდებოდა.
მეისონს საყვარელი მამაკაცი უყვარდა!
უყვარდა ბავშვური სიყვარულით!
შეუბღალავად...!


ხანდახან, როცა მზის სხივები მეისონის სხეულს მოეფარებოდნენ, მეისონის ქარვისფერი სხეული კანკალს იწყებდა. სხეულს ჯერ სიმხურვალე მოეკიდებოდა, შემდგომ კი ყინულად გარდიქმნებოდა.
... მეისონს საყვარელი მამაკაცი სჭირდებოდა!
ზოგჯერ გრძნობდა, როგორ უძვრებოდა საძინებელ ოთახში ტკივილის ბურთი... როგორ მაცდურად უყვებოდა საუკუნოვან კიბეებს, წაბლისფერ საძინებლის ოთახსა და ნახევრად ჩანგრეულ სიყვარულისფერ ლოგინს. ამ დროს ტკივილის ბურთი აღზევებას იწყებდა.
... ოთახში სუსხი შემოდიოდა!
რაც უფრო უახლოვდებოდა ტკივილის ბურთი მეისონის სხეულს, ახალგაზრდა ქალი მით უფრო იტანჯებოდა. ჭკუიდან შლიდა ის ხმები, რომლებიც მისი მოლასლასე, მძიმე სრიალით იყო განპირობებული. ტკივილის ბურთი სხეულს უახლოვდებოდა.
... მეისონს სიყვარულისფერი ენატრებოდა!
თითოეული სველი შეხება მეისონის სხეულს იარებს აყენებდა.
თითოეული ტკივილის ბურთის სხეულზე აგორგმანება მეისონს სამყაროს დასასრულს ამცნობდა.
.... მეისონს სტკიოდა!
... მეისონს ტირილი უნდოდა!
ტკივილის ბურთი ნელ-ნელა უყვებოდა მეისონის გაფითრებულ სხეულს. იგი ჯერ ფეხის თითებიდან იწყებდა მოძრაობას. შიგადაშიგ აყოვნებდა. გასავლელ გზას ათვარიელებდა. ამოწმებდა გულის გზამდე რამდენი მანძილიღა ჰქონდა დარჩენილი. შემდგომ ეშმაკისეულად უხაროდა. იგი ხომ ასე ახლოს იყო მეისონის შეუღწეველ გულთან!! მას დიდმა ტკივილმა გზა გაუხსნა ქალის სხეულში.
... მეისონმა ცხოვრებაში პირველად, ლოცვა დაიწყო!
მეისონს არ სჯეროდა, რომ ტკივილმა იგი დააუძლურა. თითოეული მოძრაობა ეშმაკისეული ბურთის უფრო და უფრო მძიმდებოდა და ეს ყოველივე მისთვის მით უფრო აუტანელი ხდებოდა. წამი-წამზე იგი გულის ნაპრალებს მიუახლოვდებოდა. მეისონს ყველაზე მეტად ტკივილისღა ეშინოდა....

... მეისონი ბავშვობის შემდგომ პირველად ატირდა!



№1 სტუმარი Ana-maria

რამდენი ასეთი ტკივილის ბურთი მიგორავს ჩვენი გულისკენ. ბედნიერებაა როცა სიყვარულით სავსე გული ხვდება და უკან ბრუნდება მოუსავლეთში. მაგრამ ეს სიყვარული ყოველთვის რომ არ ავსებს და აბედნიერებს გულს?სევდიანი და კარგი ისტორიაა.წარმატებები

 


№2  offline მოდერი Mary Drey

Ana-maria
რამდენი ასეთი ტკივილის ბურთი მიგორავს ჩვენი გულისკენ. ბედნიერებაა როცა სიყვარულით სავსე გული ხვდება და უკან ბრუნდება მოუსავლეთში. მაგრამ ეს სიყვარული ყოველთვის რომ არ ავსებს და აბედნიერებს გულს?სევდიანი და კარგი ისტორიაა.წარმატებები


მადლობა დიდი ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent