იურისტები
გრძელ დერეფანში პატრა სკამზე ვიჯექი ,თავალებს დაბნეული ვაცეცებდი და საკუთარ თავს ვაიძულებდი იქ დავრჩენილიყავი სადაც ვიყავი . დერეფნის კრემისფრად შეღებილ კედლების დაყოლებაზე , ზუსტად იდენტურ სკამებზე ქალები და კაცები ,რომლებიც ოფიციალურ ტანისამოსში გამოკეპილები შესაშურად დავარცხნილი თმებით ისე ,რომ ერთ ღერსაც ვერ იპოვნიდით უადგილოდ ამოშვერილს მკაცრი სახეებით ისხდენენ და ერთმანეთს ისე უმზერდნენ ვინმეს , ნება ,რომ მიეცა არენაზე გამოყრილი დამშეული ლომებივით დაერეოდნენ ერთმანეთ . ღმერთმანი ... არადა 28 წელზე მეტის არავინ იქნებოდა . ნერვიულად ვისრესდი ხელის გულებს თავს ვარწმუნებდი ,რომ ქალაქის ყველაზე ცონობილ და ახლად დაარსებულ იურიდულ ფირმაში ,რომელიც ჩემთვის მხოლოდ იმით იყო გამორჩული ,რომ ბოლო 10 ფირმისგან განსხავებით, იმედით დავგზავნე სივზე პირდაპირ არ მაჯახეს უარი და გასაუბრებაზე დამიბარეს . ახლა კი დიდის ამბით ჩემი არც ისე საუკეთესო ვარდიფერი პიჯაკით და მუხლებზე გადახეული ჯინსებით ვიჯექი დამშეულ ლომებს შორის იმ გნუს მსგავსად მთელმა ჯოგმა ,რომ იცის პირველს შეახრამუნებენ . მადლობა საყვარელ და უფრო ერთადერთ ლექტორს ,რომელსაც ვაფასებ რეკომედაციისთვის ,მაგრამ სულაც არ ვგრძნობდითავს ისე თითქოს ,აქ ჩემი ადგილი იყო . ღრმად ვსუნტქავ . ჩემს წინ მჯდარი წითელ ტუჩსაცხიანი 27 წლამდე ქალი მიყურებს , მერე თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს და „შენ ვიღას დაჰკარგვიხარ“ სახით მტაცებელ მზერას მასობს . ცალ წარბს ვზიდავ შუბლზე შენ საქმეს მიხედეთქო ვანიშნებ . ყველა შავებშია გამოწყობილი , საუკეთესო პიჯაკები და ამფერისვე კლასიკური ნაჭრის შარვლები აცვიათ ,ფეხსაცმელები უპრიალებთ და დერეფნის ორივე მხარეს ისე არიან ჩამოლაგებულები თავი სამძიმარზე მგონია . - შემდეგი..- ყვეირის ასისტენტი . წითური გოგოა, გამხდარი და სხეულზე საშინლად მომდგავრი მწვანე კაბა აცვია . წინ მდგომი შავთმიანი მამაკაცი ქეისით შედის დერეფნის ბოლოს ერთადერთ მინის კარში და კრემისფერი კედლების მიღმა უჩინარდება . წამის შემდეგ შავ მაღალწელიან კაბაში გამოწყობილი მაღალი ,გრძელფეხება გოგო აცრემლებული თვალებით გამორბის კარიდან და გრიგალივით უვლის ოთახს . შეკრებილი საზოგადოების ნაწილი ბოროტულად იცინის და კონკურენტის აშკარა მარცხი ახარებთ ნაწილი კი უბრალოდ ამჩემსფეხება სახით აკვირდება გაქცეულს . ეს უკევე მესამე კონკურსანტია ვინც ასე გამორბის იმ დაწყევლილი გასაუბრებიდან .ნეტავ ვინ არის ასეთი ? ინტერესით კითხულობს ჩემი საკმაოდ ინტიგანი და ეშმაკი ალტერეგო ,რომლითაც ყველა იურისტი ამაყობს ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში . რიგი ნელა მიიწევდა წინ ,სულ ცოტახანში დერეფანში მე ,ის წითელ პომადიანი ქალი და ქერა ხუჭუჭ თმიანი საკმაოდ კარგი გარეგნობის ჩემი ასაკის 24 წლამდე ბიჭი შემორჩა . ქალი მაღიზანებდა ,უკმეხათ მიყურებდა და დახეულ ჯინსებს ამრეზით მითვალიერებდა . მეორე თანამეინახე ზედმეტად დაკავებული იყო თავისი ფიქრებით ,ამიტომ ჩემს და იმ ქალის თვალებით გაჩაღებულ ომს ვერ ამჩნევდა ან არ იმჩნევდა . ზოგადად იურირისტი ყველაფერს ამჩნევენ ,მითუმეტეს თუ მას საკმაო განათლება და ცოტა ნიჭიც აქვს ,ეს იმიტომ კი არა ,რომ მას რამე ზებუნებრივი ძალა აქვს ან სხვა პროფესიის წარმომადგენელზე მეტია , უბრალოდ ეს აზროვნების წესი , გაწვრთნილი თავლი და პროფესიული უნარჩვევა მაშინვე შეამჩნიოს ყველაფერი ,რაც უკავშირდება მისი ინტერესის ობიექტს . ეს ქერა კი აშკარა არ გავდა სულელს . იფიქრებთ მხოლოდ გარეგნობით რატომ ან როგორ მსჯელობო ,მაგრამ გაითვალისწინეთ ჩემი რჩევბა იურისტის თვალს არაფერი გამორჩება . მისი ტყავის ჩანთაში ხმარებისგან გაცრეცილი წიგნი მოჩანდა ,მას ამერიკული უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილებბების ანალიზი ეწერა ,რომელსაც რამოდენიმე წლის წინ შემთხვევით გადავაწყდი და მაშინაც არ ჩამოვიღებდი თაორდან ჩემს საბაკალავრო ნაშრომში ,რომ არ დამჭირვებოდა. უნდა ვაღიარო ,მაგარი ტვინის საჭ....ტი ,რამე იყო თუ არ აზროვნებდი ნამდვილად სათითაოდ დაწვავდი ყველა ფურცელს , ქერა კი აშკარად ხშირად კითხულობდა . მალე მისი რიგიც მოვიდა და 6 წუთის შემდეგ აშკარად კმაყოფილი გამოვიდა შუშის კარიდან . მერე ის ტუჩებ მოპრუწული ქალი შებრძანდა და 2 წუთში ღრენით გამოიქცა იქედან ,ისე როგორც ყველა დანარჩენი ქალი ,ვინც გასაუბრებაზე იყო მისული . - -შემდეგი - გამომძახა ასისტენტმა და მეც დიდის ამბთ დავიძარი ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ . სახეზე ღიმილი ავიკარი , ჩემი 100 წლის ვარდისფერი პიჯაკი დავქაჩე და მტკიცე ნაბიჯით შევაჭერი დიდ საკომფერენციო დარბაზში . იატაკზე თეთრი ხალიჩა ეგო , ოთახს მინის დიდი ვიტრაჟები ამშვენებდა . ფანჯრებიდან შემოჭრილი მჭახე სინათლე თეთ კედლებზე ირეკლებოდა და როცა შევედი გემრიელი მოკითხვა გავუგზავნე შენობის დეკორატორს . - - ღმერთო დავბრმავდი - ჩავიფრუტუნე . ფანჯრების წინ ხის და მინის 6 კაციან მაგიდაზე სამი ადამიანი იჯდა . იმდენად ღრმად იყვნენ შეჭრილი საკომფერენციო დარბაზის სიღრმეში სანამ ახლოს არ მივედი ,მათი სახეებიც კი ვერ გავარჩიე. მაგიდიდან 5 ნაბიჯის დაშორებით იდგა ერთი სკამი ,რომლსაც საზურგე არ ჰქონდა . პირველი რაც თავალში ,მომხვდა როცა სკამზე დავჯექი იყო ის ,რომ სამივე მათგან ძალინ ძვირფასი , თავს დავდებ არმანის პიჯაკებში იყო გამოწკეპილი,მაგრამ ყველაზე მეტად იმან მიიცქია ყურადღება ,რომ ამ სამ მამაკაც შორის ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო ფირმის აქციონორობისთვის . მაქსიმუმ 29 წლის იქნებოდა ჯერ კიდევ უმთვარო ღამესავით შავი თმა ამშვენებდა , რომელშიც ერთ შეპარულ ჭაღარასაც კი ვერ იპოვიდა კაცი ღერა-ღერა რომც დაეთვალიერებინა ისინი . ძვირფასი დალალები ოდნავ მოეშვა ,ისე რომ მის შუბლს თავისუფლად ეხებოდა ,როცა თავს ხრიდა . სახის ნაკვთები ძალზე გამოკვეთოდა , ყბის ძვალი ისე დახვეწილი და ბასრი ჰქონდა თითსაც გაიჭრიდა თუ მის შეხებას გაბედავდა ვინმე . ტუჩები ვარდისფერი ჰქონდა , ზედა ტუჩი უფრო თხელი ვიდრე ქვედა ,ისე პრიალებდა გეგონებოდა გლოსი ესვა , საკოცნელად გამზადებოდა მადისაღმძვრელი ბაგეები . ცვირი ოდნავ მოგრძო შუაში პატარა კეხით ამშვენებდა ,მაგრამ ისე უხდებოდა მის დახვეწილ სახის ნაკვთებს სერიოზულად გავიფიქრე ეს ვოგის ჟურნალის მოდელი აქ საიდან გაჩნდათქო ?! თავდახრილი იჯდა და მის წინ გადაშლილ ფურცლებს აკვირდებოდა ,მის თვალებს ვერაფრით ვერ გადავაწყდი ,სანამ ჩემმა უტიფარმა და დაჟინებულმა მზერამ აშკარად არ შეაწუხა . მისი მეგობარი 60 წლამდე კაცები დიდი აღსაწერები არც იყვნენ და არც ინტერესით მომიკლავ თავი ,მათ სახეებს დავკვირვებოდი ,რადგან ჩემს წინ ყველაზე ლამაზი კაცი .. არა ყველაზე ლამაზი ადამინი იჯდა ვინც კი აქამდე მინახავს , ამიტომ ნუ კამკიცხავთ დარწმუნებული ვარ თქვენც იგივეს იზამდით ჩემს ადგილას . - - ლიკა გოცირიძე ..არა ?- მეკითხება შუაში მჯდომი კაცი . წითელი ჰალსტუხი ეკეთა და ღიპზე დაფენოდა . - - დიახ .- ძლივს ვწყვეტ თვალს აპოლოსნს და კითხვის ავტორზე გადამაქს ყურადღება . - თქვენზე მოგვიყევით ორი სიტყვით - სანდომიანად მიღიმის ის . ვერ ვიტან მსოფლიოში ორ კითხვას ეს იმ ორიდან ერთერთა . უკმაყოფილოდ ვიშმუშნები სკამზე და ვცდილობ ზრდილობა არ დავივიწყო . - ლიკა გოცირიძე 24 წლის , წელს დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და საკლაიფიკაციო გამოცდაც წარმატებით ჩავაბარე , შრომისმოყვარე და...- სანამ დაზეპირებულ ტექსტ ,რომელიც ჩემმა საყვარელმა ლექტორმა დავითმა დამაზეპირებინა ერთსაანიანი ჯუჯღუნის მერე აპოლონი მაწყვეტინებს და ცივი სახით მიყურებს . მაკანკალებს . ისეთი უძირო ლურჯი თვალები ჰქონდა გამოვშტერდი . მარმარილოსავით თეთრი კანი ,ლურჯი თვალები და ყორნისფერი თმა , იშვიათი კომმბინაციააო მიპასუხა ტვინმა . არადა რადროს მისი დეენემის ხარისხის შემოწმება იყო იმგვარი რამე თქვა სისხლი ამიდუღდა ძარღვებში . - - შრომისმოყვარეობა -ეს სიტყვა ნამდვილად არ შეესაბამება თქვს სივს და საუნივერსიტეტო საქმიანობას .- საშინლად ცივი გამოხედვა და სახე ჰქონდა ანტაქტიკაზე სიამოვნებით გავუშვებდი აისბერგის ,როლის შესასრულებლად . ერთი- ორი გრადუსით ნამდვილად დაწევდა დედამიწის ტემპერატურას და გლობალური დათბობით აღარ ამოვწყდებოდით კაცობრიობა . გასაუბრებაზე ხარ ... გასაუბრებაზე ხარ არავინ უნდა მოკლა მიცაცხანებდა შინაგანი მე . მისი სილამაზე წამსვე გადაფარმა ამ ლურჯთვალებას სიტყვებმა . ხმაში აშკარად შეპარვოდა ამერიკული აქცენტი და მთლად გამოთქმითაც ვერ ამბობდა ყველა ასოს , ეტყობოდა საქართველოში ნამდვილად არ იყო გაზრდილი - თქვენს კურსზე ბოლო იყავით რეიტინგით , შეიძლება ითქვას საშინელი ქულები გქონდათ . - აგრძელებს - არც რაიმე კონფერენციაში მიგიღიათ მონაწილეობა და არც სტაჟირება გაქვთ გავლილი . ანუ არც გამოცდილება გაქვთ და არც ცოდნა - მიისვამს დიაგნოზს . ცისფერ საქაღალდეში ჩადებულ ჩემს სივს მაგიდის ბოლოში დაყრილ საქაღალდეებს თავზე ადგებს უფრო სწორად ისვრის და სიმწრით დაწერილი ჩემს მწირ კარიერულ ცხოვრებას საბოლოოდ უსვამს დაღს . გავბრაზდითქო ,რიბილი ნათქვამია . იმან კი არ განმარისხა ,რომ სულერული ქულებით მაფასებდა ,იმან გამაღიზიანა , რა აგედბით და აშკარა დაცინვით მიმზერდა იმის მიუხედავად ,რომ ერთი წამითაც არ შეცვლია სახის გამომეტყველება , ერთი წამითაც არ შეტოკებია ტუჩები , მის ლურჯ თვალებში ვკითხულობდი ყველაერს . - თქვენ ჩემი ქულებით მსჯელობთ ? - ვეკითხები ღრენით . პირველი გასაუბრება არ ჰოფილა ..(უფრო სწორად პირველი იყო ,რადგან ჩემი არც ისე კარგი ნიშნების გამო გასაუბრების ეტაპზე ვერასდროს გადავდიოდი ) სადაც ქულების და გამოუცდელობის გამო მეუბნებოდნენ უარს ,მაგრამ ასე აბუჩად აგდება ზედმეტი იყო ნამდვილად .ამ ლამაზ იდიოტს მის ადგილს მივუჩენდი სანამ უარს მეტყოდნენ სამსახურზე ,ეს კი აუცილებლად მოხდებოდა . - მე იმით ვმსჯელობ ,რაც წინ მიდევს - მიჭრის მოკლედ და მაგიდის შუაში მდგარ საოფისე ტელეფონს აჭერს თითს .- შემდეგი შემოუშვით ნინო .- - რის გამო მიწუნებთ საუკეთესო ნიშნები ,რომ არ მაქვს თუ იმის გამო ,რომ ქალი ვარ ?- ვწრუპავ ტჩებს და ხელებს ვილაგებ მკერდზე .- წამით მაკვირდება . ჩვენი თვალები ერთმანეთ ხვდება . ის ორი მამაკაცი კი მდუმარედ უსმენენ ჩვენს „სასიამოვნო“ დიალოგს . - ეგ რა შუაშია ?- სწორდება . ისევ ყინულივით ცივი სახე აქვს . თვალებში კი ოკიანის ზედაპირზე აშლილი ქარიშხლის მომასწავლებელი სილურჯე მოუჩანს . - ყველა ქალი კანდიდატი ამ ოთახიდან ან ატირებული გამოვარდა ან გაბრაზებული ,მე კი მაინტერესებდა ვინ იყო ამაში დამნაშავე ,როცა მამაკაცი კანდიდატები კმაყოფილი ღიმილით სახე დამშვენებულები ტოვებდნენ შენობას .- ნიშნისმოგებით შევცქერი . - არ ვაპირებ ამის თქვენთან განხილვას ეს არ გეხებათ . ნუ ცდილობთ თქვენი არაპროფესიონალიზმი იმით გადაფაროთ ,რომ სექსიზმში მდებთ ბრალს . - რამდენი ქალი იურისტი მუშაობს ამ ფირმაში ?- ვწკიპავ წარბებს . იმედი მქონდა ,რომ ბევრი არა , რაც ჩემს პათოსს გააძლიერებდა . - 19 ამბობს დაუფიქრებლად . შუაში მჯდომ მამაკაცს ვუყურებ და ახლა მას ვუსვამ იგივე კითხვას . - 19- მპასუხობს ისიც . მთელი სხეულო მკარნახობდა მატყებდნენ და როცა იურისტს ალღო ისეთი აქვს როგოიც მე თითქმის არასდროს ცდება . მათ წინ დადებულ ტელეფონს სწრაფად ვწვდები და წითურ ასისტენტს ნინოს ვუკავშირდები. ისე ვიყავი ამ ცისფერთვალებას დამარცხებით შეპყრობილი სულ არ მადარდებდა ,როგრო ჩანდა ჩემი ქცევა . - ქალბატონო ნინო ,რამდენი ქალი მუშაობს ამ ოფისში ?- წამის დუმილის შემდეგ დაბნეული ხმით მპასუხობენს ,რომ მხოლოდ 4 მდედრობითი სქესის თანამშრომელი მუშაობდა უნდა აღინიშნოს მათ შორის არც ერთი არ იყო იურსიტი . იმის მიუხედავად ,რომ ახლი ფირმაა და რამდენიმე იურისტს ,მათ ასისტენტებს , მძღოლებს შეადგენდა ,მაინც საეჭვო იყო არცერთი ქალი იურისტი ,რომ არ მუშაობდა აქ. გამარჯვების ღიმილით სახე დამშვენებული მივაშტერდი ლურჯთვალებას , მაგრამ მის სახეზე ვერანაირი რეაქცია ვერ წავიკითხე . ქვასავით იყო . - ახლა ვიწყებთ უმცროსი იურისტების აყვანას და არცაა ეს გასაკვირი - ოდნავ მიღიმის აქამდე ჩუმად მყოფი მესამე მამაკაცი ,რომლიც ღიმილს ვერ იკავებდა - ბატონი დავითის რეკომენდაცია ვნახე თქვენს საბუთებსი ,რამაც ძალიან გამაკვირვა -აგრძელებს - ის ძალიან იშვიათად წერს რეკომენდაციებს ,მითუმეტეს ასეთ კარგს . ალბათ რაღაც განსაკუთრებულია თქვენში - ეს კაცი ნამდვილად მომწონს . - მისი სტუდენტი ვიყავი . დიდ პატივს ვცემ ,სამწუხაროა ,რომ პენსიაზე ნადრევად გავიდა ,თორემ ვიღაც სექსისტ კაცებთან არ მექნებოდა შეხება და მის ფირმაში გავივლიდი საჟირებას .- აღნიშნული სექსისტისკენ არ ვიხედები ,მხოლოდ ყალბ ღიმილს ვიკრაც სახეზე . წითელ ჰალსტუხიანი კაცი ხმამაღლა იცინის და ფრანგულად იწყებს ლაპარაკს , მისი ძვირფასი სიტყვები მიემართება ტომ ვებსტერს ,რომლიც დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო ლურჯთვალება . ფრანგული საუკეთესოდ არ ვიცოდი ,მაგრამ ნამდვილად შემეძლო კაცის სიტყვების გარჩევა . - ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს - მე კი იმათ ვინც სამართლაზე იმიტომ აბარებდნენ ,რომ ეშმაკის ადვოკატს უყურეს .- ისეთი ცივი ხმა აქვს მაგაკნაკელსბ არადა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისია და მზე თბილუსურად ანათებს . ნახევრად ფრანგია დავასკვენი უაქცენტო ფრანგულით ,რომ გასცა პასუხი გვერდით მჯდომს . მისი გარეგნობაც საკმაოდ განსხავებულია ,ამიტომ ჩემი ეჭვები მეტად გამტკიცდა . უნებურად გამეცინა ,როცა ეს თქვა ,რადგან ამ კატეგორიის იურისტები არც მე მომწონდენ . - ლიკა ფრანგულად საუბრობთ ?- აშკარად გაკვირვებული დარჩა შუაში მჯდარი მამაკაცი - ეს სივში არ ეწერა - სივი ზუსტად ვერ გადმოსცემს იმას რაც შემიძლია ან ვიცი - ვუღიმი მას . ადვილი მისახვედრი იყო ტომს უფრო ეხებოდა ჩემი სიტყვები . ცივი გამოხედვით მათვალიერებდა ეტყობოდა დიდი ხანი გამიგრძელდა გასაუბრება და ერთი სული ჰქონდა ,როდის გამისროდა აქედან . - რადგან ასეა გვითხარით იურისტი რატომ გახდით ?- მეკითხება მესამე . გახსოვთ ,როცა ვთქვი ორი კითხვა მეზიზღება ყველაზე მეტადთქო ? ეს მეორეა . - ეშმაკის ადვოკატს ვუყურე და შთაგონებული დავრჩი - ტუჩები ღიმილით მემანჭება . რადგან პირველად მთელი გასაუბრების მანძილზე ვამჩნევ ,როფორ უკრთება მარცხენა თვალი ბატონ ტომს . დავასკვენი ,რომ ეს ალბათ მაშინ მოსდის ,როცა გაღინიზანებული-მეთქი. - კიდევ ,რომლმა ჰოლივუდურმა დრამამ გაიძულათ ამ პროფესიის არცევა ?- სერიოზულად მეკითხება , მაგრამ ლურჯ თვალებში სხვა რამეს ვკითხულობ . - დოსტოევსკის „იდიოტის „წაკითხვის ,შემდეგ კი მისი ეკრანიზაციის ყურების - ვუღიმი მეგობრულად . მისი მარცხენეა თვალი ისევ კრთება სახის სხვა ნაწილები კი ისევ ისეა გაქვავებული . სახეზე ჩამოშლილ ჩემს წაბლისფერ თმას მხარს უკან ვიყრი და შემდეგ კიტხვას ველოდები . - მემგონი საკმარისი შევიტყვეთ თქვენზე -მიცხადებს ტომი - დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით - ანუ უარს მეუბნება . ჩანთას თავსი ქნევით ვიღებ და კარისკენ მივდივარ ,მთელი გაზა ვგრძნობ მის ცივ დაჟინებულ მზერას. სახლში დაღლილი მივედი და ჯერ კიდევ იმაზე ვფიქრობდი ,როგორ შეიძლებოდა ღმერთს ასეთი სიმპატიური სახე მისნაირ უჟმური არსებისთვის გაემეტებინა . ტომ ვებსტერი ... ვნახოთ ერთი ვინაა ,როცა ტანსაცმელს ვიცვლი და დიდ მაისურში ვეხვევი ლეპტოპს ვხსნი ,google-ში კი აღნიშნული უჟმურის სახელს ვწერ . მის სოციალურ ქსელებს მაინც ვიპოვნითქო ,მაგრამ შედეგმა გამაკვირვათქო ? არა უფრო ყბა ჩამომიგდო - ტიმოთე ..? ტიმოთე ვებსტერი ... სახელი ისეთი შესანიშნავი არ ჰქონია ,როგორიც გარეგნობა - მეცინება .- ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამტავრებული , უმაღლესი შეფასება , საუკეტესო კურსზე , ცნობილი იურისტი ,რომლმაც 21 წლის ასაკში დაამტავრა კურსი და მიიღო ლიცენზია ... 21 წლის ასაკში ?- მიფართოვდება თვალები .- საუკეთესო ფირმებში აქვს ნამუშევარი და კორპორაციულ სამართალში საუკეთესოა -შესანიშნავი ბიოგრაფია და სასწაული კარიერა ჰქონდა - აქ რა ჯანდაბას აკეტესბ ? - გაოცებული ვაფახურებ თვალებს .- ასეთი კარიერით ... განათლებით .. ნეტავ რამდენი წლისაა? - ლეპტოპის ეკრანს მონდომებით ვაკვირდები სულ რაღაც 28 წლია ბრძანებოდა .- ღმერთო დიდებულო მხოლოდ 28 წლისაა და უკევ ასეთი წარმატებული, მაგრამ აქ რა ჯანდაბას აკეტებს ? ამ გადაკარგულში ? ან ქართული საიდან იცის ? ამერიკაში დაიბადა ,მამა ფრანგი დიპლომატი .. დედა ქათველი მასწავლებელი ?- აი კეხიანი ცხვირი საიდან აქვს . მისი სრულყოფილი სახე ჩემს წინ ეკრანზე ხტება . 5 წუთი მივშტერებივარ მის ცივ სახეს , უძირო ლურჯ თავალებს მერე კი დაფეთებული სწრაფად ვხურავ ლეპტოპს - რა ჯანდაბად მაინტერესებს ვინაა ,მაინც აღარ შევხვდები . - ვატრიალებ თვალებს და სამზარეულოში მივდივარ საშინლად მოშიებული. საღამოს უსამსახურო და უფულო ჩემი პატარა ბინის მისაღებში ვზივარ და რომანტიული კომედიიების ყევალ ფილს ვუყურებ ,რაც კი გადაუღიათ ,მერე ელ ფოსტას ვამოწმებ . სიხარულით მატყობინებენ ,რომ ძვირფასი ტიმოთე ჩემს სამსახურსი აყვანას არ აპირებს . რა შოკირებული ვარ ვერც კი წამოიდგენთ . ტელეფონს ვიღებ და ჩემს ლექტორს ვურეკავ . - ბატონო დავით უარი მითხრეს .., ისევ - მეცინება ,მაგრამ რა მაქვს სასაცილო 24 წლის უმუშევარი გოგო ვარ . მგონი დროა გათხოვებაზე მაინც ვიფიქრო . უნებურად მაკანკალებს სიტყვა გათხოვებაზეც კი და სახე მემანჭება . - რა გამიკვირდა - უკე შეგუებულია ჩემს უხეირობას .- გამიკვირდებოდა დადებითი პასუხი ,რომ ეთქვათ - ქშინავს . - - ჩემი ბრალი არ იყო მართლა - ვასავსავებ ხელებს . - ლიკა ჩემი ყველაზე ჭკვიანი სტუდენტი იყავი ,შენ კი მაგ ჭკუას სულ არ იყენებ - უსევდიანდება ხმა - ჩემი რა ბრალია უარს მეუბნებიან - კარგი . ყველაფერს მე მივხედავ თუ სამსახურში არ აჰყავხარ ,მაშინ ისე ვქნათ ,რომ კლიენტები თვითონ იშოვო - იპოვა გამოსავალი . - - და ეგ ,როგორ უნდა ვქნა ? ქუჩაში ხომ არ დავდგები და ვიყვირებ იურიდული ახმარება უფასოთთქო ? მაგრამ ეს ძალიან კარგი იდეაა - მიბრწყინდება თვალები . - გუშინ ერთი ჩემი ძველი მეგობარი მოვიდა ჩემთან ,მის კომპანიას რაღაც პრობლემები აქვს ..უფრო სწორად მის ერთ თანამშრომელს და დასახმარებლად მე მომართა ,მაგრამ რადგან მე პენსიაზე ვარ ვუთხარი ვინმე კარგს გირჩევთქო და შენზე ჭკვიასნ არავის ვიცნობ ,იმის მიუხედავად ,რომ გამოცდილება არ გაქვს ჩემთან ერთად ბევრ საქმეზე გიმუშავია და ვიცი გამოგივა .- ამაყი მამასავით მეუბნება . - მზად ვარ , მასალები გადმომიგზავნე ან მათი ნომერი მომეცი - სადაცაა ადგილზე ხტუნვა დავიწყო . უკვე დიდი ხანია მინდა საქმის აღება ,მაგრამ არცერთმა ფირმამ მიმიღო . - ერთი სული მაქვს ,როდის დავიწებ მუშაობას . - ცელქი ბავშვივით დავიწყე ცქმუტვა. დავითის ხარხარი ყურმილიდან ცხადად გავიგე. - აბა შენ იცი არავინ მოგიგოს . თითქმის სამი კვირა იყო გასული ,რაც ჩემს პირველ კლიენტთან მქონდა შეხვედრა . რომელიც არც ისე კარ ამბავში იყო გახვეული . ბატონი ნიკოლოზ ავალიანი დიდი კომპანიის „ქემისთრის“ დამაარსებელი გახლდათ . მისი კომპანია აწარმოებდა ყველაფერს რაც ქიმიასთან და უცნაურ ნივთიერებეთან იყო დაკავშირებული და ამით მთელი მსოფლიოს მაშტაბით ვაჭრობდა . საქმე იმაში იყო ,რომ მის თანამშრომელს ქალბატონ დანია ივანოვნას ბრალს დებდნენ ქიმიური ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაში ,მარამ მე ის მაფიქრებდა ,რატომ არ უჩიოდნენ კოპმანიას და მხოლოდ ამ ქალს სდებდნენ ბრალს ყველაფერში . რაღაც უცნაური სუნი ასდიოდა ამ საქმეს ,მაგრამ ბევრი კითხვების დასმას არ ვაპირებდი ,მითუმეტეს რომ ამ კთხვებზე პასუხი ჩემი კლიენტის ინტერესებს მიაყეებდა ჩრდილს . საქმის მასალებიდან ვარკვებდი ,რომ ეს ქალი უძღვებოდა ნარჩენების გადამამუშავებელ ნაწილს კომპანიაში . საბუთებში ეწერა ,რომ მისი მითითებით იყო ბრძანება გაცელული ,რომ ერთ-ერთ ადგილზე ,რომელიც შემდგომ გამოირკვა ,რომ იყო დასახლებული ზონა ,ადამინის კანმრტელეობას აყენებდა ზიანს გადაყრილი ნარჩენები . მოკლედ მაგრა შარში იყო ეს ქალი გახვეული და კომპანიასაც პრობლემებს შეუქმნიდა თუ ეს დამტკიცდებოდა . გამომდინარე იქედან ,რომ საცხოვრებელ ზონაში მცხოვრები ადამინიების ჯანმრტელობას მიადგა ზიანი ეს მილიონობით დოლარს კომპენსაციას ნიშნავდა და შეიძლება კომპანიის გაკოტრებამდეც კი მისულიყო საქმე. მომჩივანი მხარის იურისტი ვინმე გიორგი გოგსაძე ბრძანდებოდა ,რომლსაც შესაშური მოქნილობით აეგო სარჩელი და უნდა ვაღიარო საკმაოდ აღვფრთოვანდი ,მისი ზუსტი გამოძიებით და დეტალური სამხილების დართვით ,რომელიც ფაქტობრივად შეუძლბელს ხდიდა ამ საქმის მოგებას ,მაგრამ მე არ ვაპირებდი ჩემი პირველი ოფიციალური საქმის უსისხლოდ წაგებას. დაცვის გეგმა მალევე ავაგე ,როცა დანია ივანოვნას დაველაპარაკე ,უფრო სწორად თარჯიმანთან ერთად განვიხილე საქმის ყველა დეტალი , გამოირკვა ქალი თბილისში ,რამოდენიმე თვე ცხოვრობდა , ქართულის აზრზე არ იყო და აქაურ გეოგრაფიას ხომ საერთოდ არ იცნობდა . მის პასპორტში ჩარტყმული შტამპი კი ამას ამტკიცებდა . ის რუსეთიდან კარგახანი უძღვებოდა თავის საქმეს და წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ სად იყრებოდა ნარჩნები . მოკლედ ყველაფერი მოვამზადე და ცოტა ანერვიულები ,მაგრამ შემართული მივადექი სასამეთლოს შესანიშნავ შენობას . ნიკოლოზ ავალიანი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე იქ იდამხვდენ და სასამართლოს დახვეულ ქვის კიბეზე გაცხარებით განიხილავდნენ ,რაღაცას . - ქალბატონო ლიკა ,იმედი მაქვს საქმეს მოვიგებთ .- ამ კაცს საშინლად ბოროტული თვალები ჰქონდა . მაღალი იყო შავი თმა გასჭაღარავებოდა და ნაოჭები დასტყობოდა თაფლისგერი თვალების გარშემო . მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა . - მაგას ვერ დაგპირდებით ,მაგრამ ის შემიძლია ,რომ თქვენი კომპანია გაკოტრებას და რეპუტაციის დაკარგვას გადავრჩინო . თქვენ კი მზად უნდა იყოთ რამდენიმე მილიონის დათმობაზე ,სხვაგვარად ეს საქმე ისეთ კოშმარში გადაიზრდება ,როელსაც ვერც კი წარმოიდგენდით . თან საქმის იურისტი საკმაოდ ჭკვიანია და მეეჭვება ისე გაგვიშვას . - კარგი .-ხვნეშის უკმაყოფილო- მე თქვენ გენდობით ,იმედები არ გამიცრუოთ . - ჩემს საუკეთესოს შევეცდები - სასამართლო სხდომაზე 15 წუთით ადრე შევდივარ ,მაშინვე როგორც კი დღის პირველი პროცესი მთავრდება . ჩემს მაჯის საათს ,რომ დავხედე ზუსტად ათის თხუთმტ წუთს აჩვენებდა . ყველა საჭირო დოკუმენტი ჩემი ძველი ,მაგრამ საყვარელი ტყავის ყავისფერი ჩანთიდან ამოვაწყვე და დაცვის მხარისთვის განკუთვნილ მაგიდაზე დავალაგე . მონიშნული ადგილები გადავამოწმე და მოთმინებით დაველოდე ,როდის გამოჩნდებოდა მომჩივანი . ზუსტად ერთი წუთით ადრე შემოაღეს ხის დიდი კარი . რეფლექურად მივბრუნდი ახლად მოსულებისკენ და თვალები გამიფართოვდა ,როცა ნაცნობმა ლურჯმა თვალებმა გაიელვეს . მას აქ რა ჯანდაბა უნდა ? დავპანიკდი ... არადა არაასდროს მახასიათებდა გრძნობეზე აყოლა ,როცა საქმეს ისე ვეკიდებოდი ,როგორც ახლა . მის წინ ის ქერა ბიჭი მოდიოდა ,ვინც გასაუბრებაზე იყო . კარგი პიჯაკი ეცვა და შავი ქეისი ეჭირა ხელში . ეს ალბათ გიორგი გოგსაძეა . თვალები ეჭვით მოვჭუტე ,როცა ჩემს მოპირდაპირე მხარეს მაგიდასთან დაიკავეს ადგილები ორივემ . დამხმარე იურისტის სკამი ბატონმა ტიმოტემ დაიკავა ,მთავარის კი გიორგიმ . ანუ ეს აიყვანეს დავასკვენი . ტიმოთეს ლურჯი პიჯაკი და ამფერისვე შარვალი ეცვა ,ყინულივით ცივი გამოხედვა ამშვენებდა ისევ . ჰალსტუხი არც ახლა უმშვენებდა ჩამოქნილ ყელს . გიორგის რაღაცას ეუბნებოდა , მე კი წარბაწუელი დაჟინებით ვუცქერდი . მის ყველა მოძრაობას და მიმიკას ვსწავლობდი . ბოლოს მივხვდი ,რომ ქვასავით უმეტყველო ბრძანდებოდა . ერთხელაც კი არ გამოუხედავს ,ზედმეტად თვლიდა იმისთვის შეეხედა ვისაც ფიქრობდა გააანადგურებდა . თავს დავდები მისი შედგენილი იყო სარჩელი გიორგი კი მხოლოდ სახელი იყო ფურცლის ბოლოს . მაგრამ ნაადრევად გამოჰქონდა დასკვნები . ამ წამს გამიხარდა კიდეც აქ ,რომ ბრძანდებოდა ,რადგან მაგარ სურპტიზს დავახვედრებდი . ისე ამაყად იჯდა მაგიდის წინ თვალს ვერ მოაცლიდა ადამიანი . უცნაურიად ცივი იყო ,მაგრამ მისი აურა , მისი აურა სულ სხვა საქმე გახლდათ შემოვიდა თუ არა ეგრევე ვიგრძენი გამყინავი ცეცხლის ალი ,როგორ მომედო სხეულზე და პანიკაში ჩავრდილს გაქცევა მომინდა ,მერე მისი ამპარტავანი სიფათის გაგლეჯა . დავუმტკიცებდი ვინ იყო არაკომპეტენტური . თავსი სიტყვებს უკან წაიღებდა, მე კი გამარჯვებული ვიცეკვებდი მის მაგიდაზე . ნეტარე ფიქრებით ავსებულს ,უფრო მეტად მემატებოდა თავდაჯერება ,სანამ ჩემკენ არ გამოიხედა . უბრალოდ გამოიხედა ,რათა ის საბრალო არსება ენახა ვინც დიდი ალბათობით იურიდულის დიპლომს თაროზე შემოდებდა და სასამართლოს სამდივნოში დაიწყებდა დოკუმენტების აქეთ -იქეთ ტარებას . ამ წამს ის ველურ ცოველს ჰგავდა სანადიროდ ,როცა ემზადება ,მისი მსხვერპლი კი დაუცველი მე ვიყავი . გამაკანკალა ,როცა მის მარიანის ღრმულივით უძირო ლურჯ ირისებს შევაგებე ჩემი შავი წრეები . დავინახე ,როგორ შეუკრთა მარცხენა თვალი . აშკარად გაღიზიანდა ჩემი დანახვით . ვიცოდი მიცნო და ისიც იცოდა მეც ვიცანი . მის ყინულივით ცივ სახეზე სხვა არც არაფერი გამოხატულა . იჯდა წყნარად და მიყურებდა ,თვალი არც მე ამირიდებია. - ფეხზე წამოდექით მოსამართლე მობრძანდება - გამოაცხადა მანდატურმა .ფეხზე წამოვდექით . ტიმოთე ისევ მე მომშტერებოდა . - მოგესალმებით -მოსამართლის სკამს იკავებს 40 წლამდე მელოტი მამაკაცი . ფრიდონ სირაძე .- ყველა აქ ვართ ხომ ?- დარბაზს ათვალიერებს .მისი მდვინები ადგილზე არიან ,მხარებეები .- მაშინ დავიწყოთ ,სწრაფად მოვრჩეთ დილიდანვე აყალმაყალის თავი არ მაქვს . რადგან საქმის ნაწილი და თქვენი დასაბუთება კარგა შევისავლე პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ - ჩაჰყვირის მიკროფონს .- მოსაჩივრით ვიწყებთ .ბატონო გიორგი გისმენთ .- ქერა სკამიდან დგება და მოსამართლეს ესალმება მერე კი დოკუმენტაციით ხელდამშვენებული მისკენ მიდის . - ბატონო მოსამართლე ეს ის ნებართვებია ,რომელიც გაცემული იქნა ,ბრალდებულის მიერ . მასზე მისი ხელმოწერაა ,რომელიც ადასტურებს ,რომ მის მიერ იყო ბრძანება გაცემული . გარდა ამისა წარმოდგენილ დოკუმენტებში იპოვნით ექსპერტების დასკვნას მომწამლავი ნარჩენების და დაზარალებული მხარის შესახებ ,ისინი ადასტურებს მათი ჯანმრთელობის დაზიანებას . - ბატონი გიორგი ,რომლსაც ღიმილი ეფინება ტუჩებზე უკვე ზეიმობს პირველი საქმის მოგებას . უინტერესოდ ვუსმენ მის მტკიცებას ,რომ ჩემმა ძვირფასმა კლიენტამ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ და ნარჩნები მაინც იმ ადგილზე დააყრევინა კონტრაქტორ კომპანიას ... - თავის სიტყვა ,რომ დაამთვრა , ამაყად გაემართა თავის მაგიდისკენ და თიმოტეს გახედა ,რომლიც უემოციო სახით უმზერდა მას . - დაცვის მხარე ,გთხოვთ წამოადგინოთ თქვენი არგუმენტაცია - როგორც იქნა ჩემი გამოსვლის ჯერიც დადგა . ნიშნის მოგებით გავხედე ბ-ნ ტომს ,როცა უცნაურად გამომაყოლა თვალი. - ბატონო მოსამართლე ერთი კითხვა მექნება თქვენთან - ვუღიმი კაცს . - გისმენთ - თავის მანტიაში გამოწყობილი ფრიდონი ოდნავ იბნევა. - თქვენ ,რომ სრულიად უცხო ქალაქში გადაგიყვანონ სამუშაობ ..მმმ მაგალითად ლონდონში .. - - ვაპროტესტებ ეს საქმესთან არანაირ კავშირში არაა - ცივმა ბარიტონმა გაკვეთა დარბაზი ,მე კი გამაკანკალა . აქცენტ შეპარული ქართული მისწვდა ჩემს ჰურთასმენას ,არც კი შევბრუნებულვარ ,რომ გამეგო ვინ საუბრობდა . - გპირდებით არის და ძლიან მნიშვნელოვანი ელემნტიცაა - მოსამართლე ჯერ მე მიყურებს მერე ჩემს ზურგს უნა მდგარ მამარს და თავს მიქნევს განაგრძეო . - რამოდენიმე თვე ლონდონში ცხოვრების შემდეგ გეუბნებიან ,რომ ნაგავი უნდა გადაყაროთ ქუჩის ბოლოს მდგარ ვარდისფერ ყუთში და ამას დარიგებისამებრ აკეთებთ ,მაგრამ შემდეგ პოლიცია გაპატიმრებთ იმიტომ ,რომ თქვენ კანონს არღვევდით ,რადგან ის ყუთი სულ სხვა მიზნისთვისაა . რამდენად ინქებით დამნაშავე ? - ამით რას მიუთითებთ ?- მეკითხება . - ამით იმის თქმას ვცდილობ ,რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ისე ,რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ადგილი იყო აღნიშნული ზონა ,ბრმად ენდობოდა კონტრაქტორს ,რომლსაც ევალებოდა ნარჩენების გატანა . რათქმაუნდა ქალბატონმა დანია ივანოვამ იცოდა რასაშიშორბის შემცველი იყო ეს ნივთიერეები და გამომდინარე აქედან დაიქრირავა კომპანია ,რომლსაც უნდა შეერჩია უსაფრთხო ადგილი ,კონტრაქტი ამ საქაღალდეშია ,ქალბატონი დანიას პასპორტის ასლთან ერთათ ,რომელშიც ჩაკრული შტამპით ადვილი გასარკვევია ის მხოლოდ ორი თვეა ,რაც ქვეყნის ტერიტოტიაზე იმყოფება . ის მხოლოდ ქალია ,რომლიც ენდო თაღლით კომპანიას . რა თქმა უნდა ის არ გაურბის თავის პახუსიმგებლობას ,რომლიც ეკისრება და საშინლად წუხს მომხდარის გამო .- მოსამართლე ჩემს გადაცემულ დოკუმენტაციას სწავლობს და თვალებს ატრიალებს ,მერე კი თავის მდივანს ,რომლიც ყველაფერს წერს ანიშნებს გაჩერდეს . - ორივე მხარე ჩემთან მოდით - იქნევს ხელს და მეც მის მაღლა აღმართულ მაგიდასთან მივდივარ . მეორე მხრიდან ჩემდა გასაკვირად ტიმოთე მოდის . პიჯანის ერთადერთ ღილს იხსნის და შესაშური მიხვრა-მოხვრით მოიწევს ჩვენსკენ . თვალებში გამყინაი ცეხლი უნთია ,მაგრამ სახე ისევ ისეთი უემოციო აქვს . გვერდით მიდგება ჩემზე გაცილები მაღალია ,თან ქულზე ვდგავარ . - მოკლედ მე გირჩევთ შეთანხმდეთ ,მოილაპარაკოთ . თუ მე გადავწყვეტ საქმეს - უყურებს ტიმოთეს - დაზარალებულები ფაქრობრივად ვერ მიიღებენ ანაზღაურებას და დანია რამდენიმე წლით ციხეში წავა - ახლა მე მიყურებს . - დანიას ციხეში არ წავა ,რადგან კონტრაქტორი კომპანიის შეცდომით მოხდა დაბინძურება და დანიას ამის შესახებ ვერ ეცოდინებოდა ,გარდა.. - მის უფლება მოსილება იყო გაეკონტროლებინა ნარჩნები , ტყუილად კი არ ხელმძღვანელობს ნარჩენების გადამუშავებას - ცივი ხმით ამბობს ის . - მაგრამ მაშინაც გაჭრის ეგ არგუმენტი ,როცა კონტრაქტორი კომპანიის დირექტორს მივაცემინებ ჩვენებას ?- ვწკიპავ წარბს და მომღიმარი ავყურებ .- კონტრაქტორ კომპანიასთან მოგიწევთ პროცესი და ბოლოს თუ მოიგებთ ,მხოლოდ 300,000 ლარს მიიღებთ ,რადგან მაგ კომპანიის აქტივები მეტი არ ღირს . ეს კი იმისთვისაც არ იქნება საკმარისი თვენი მომსახურება დაფაროს დაზარალლებულმა მხარემ - ტიმოთეს მარცხენა თვალი უმნიშვნელოდ კრთება . - მოვილაპარაკებთ - ამბობს და სწრაფად უბრუნდება ადგილს . - მეც ასე მგონია - ვიკრიჭები ,სადაცაა ცეკვა დავიწყო შუა სასამართლო სხდომაზე . - გამომდინარე იქედან ,რომ მხარეები შეტანხმდენ მოლაპარაკებაზე სხდომა გადადებულია იქამდე სანამ კონტრაქცის პირობებით არ დაბრუნდებიან მხარეები. ამის შემდეგ კი საქმე დაიხურება - ურტყავს ჩაქუჩს . -შემდეგი საქმე . სანამ ჩემს ნივთებს ჩანთაში ვყრი და დოკუმენტებს მოსამართლის მდივანს ვაბარებ , ვგრძნობ მწველ მზერას ,რომელიც ჩემს თითოულ მოქმედებას აკვირდება . ერთი სული მაქვს მის ყინულივით ცივ თვალებს ,როდის შევხვდები ,რომ ვუთხრა ახლა ვინაა არაფროფესიონალითქო . როცა ყველაფერს წესის მიხედვით ვაკეთებ მათ დარბაზის კარში ვხვდები . გიორგი დაზაფრული დგას ,მე კი გამარჯვებული გავდივარ კარში . - ჰარვარდში დარწმუნებული ვარ იმასაც გასწაავლიდნენ საქმის წაგებისგან გამოწვეულ დეპრესიას ,როგორ გაუმკლავდე ბატონი ტიმოთე .- მის გასაღიზიანებლად სრულ სახელს ვეძახი . ჩემსკენ ერთ ნაბიჯს დგავს და თავზე დამყურებს . - კარგ კურსებს გირჩევთ იქნებ კომპეტენცია აიმაღლოთ კორპარაციულ სამართალში .- ნერვები მეშლება ,კბილს კბილზე ძლიერად ვაჭერ არმინდა რამე ისეთი გავაკეთო .... არაპროფესიონალური - მადლობა არაა საჭირო წავალ ისევ ჩემს არაპროფესიონალიზმს ვიგლოვებს და საქმეების მოგებას გავაგრძელებ.- პატარა ბავშვივით ვმანჭავ ტუჩებს . - მთელი პროცესის მანძილზე პირველად თქვით სიმართლე ,რადგან ქალბატონო ლიკა არასწორ მხარეს იბრძვით და იმდენი ჭკუაც არ გაქვთ ,მიხვდეს ამას .- პირველად ამდენიხნის მანზილზე ტუჩის კუთხე უტყდება ,მერე კი გიორგისთან ერთად მიდის ,ისე რომ ხურდის დაბრუნების უფლებას არ მაძლეს. - რა ჯანდაბა იგულისხმა? ამ საქმის უკან რაღაც უფრო დიდი იმალება ამას ვგრძნობს და როცა საქმე იურისტის ალღოს ეხება მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი ჩემია ,მაშინ დროა უფრო ღრმად გავთხარო . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.