შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით ტოში (სრულად)


13-01-2022, 00:03
ავტორი analiza505
ნანახია 18 673

1. ყოველ ჯერზე როცა წერასს ვიწყებ, ჩემსს ნაწერს აბუჩად ვიგდებ და ვშლი, რადგან ჩემ თავში დარწმუნებული არ ვარ რომ კარგი გამოვა. ბევრი მეგობარი მყავს რომელებიც მეუბნებიან რომ რაც არ უნდა ვცადო მაინც გამომივა. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი რაშიც კარგი ვარ ეს ის არის რომ ქართულის თემების წერა შემიძლია და კიდევ ბებიაჩემისთვის დახმარების გაწევა. ზოგჯერ კი იმაზე მეფიქრება მომავალში რაზე ჩაბარებას შევძლებ თუ ესე გავაგრძელე. სხვათაშორის ჩემი დიდი და მართალია იმასთან დაკავშირებით, რომ ,,შენ მხოლოდ ადვილ საგანს და მომავლისთვის ადვილ სამუშაოს ეძებ, ისეთ რამეზე უნდა ჩააბარო, რაც დანამდვილებით გეყვარება“ მხოლოდ და მხოლოდ ეს მითხრა, ოღონდ მაღალი ხმის ტემბრით და სახე დამანჭული.
რომ გითხარით ჩემი მეგობრებიც მხარს მიჭერენ, ვიჯდე და ვწეროთქო, მეგობრებში საკუთარი თავი ვიგულისხმე, საკუთარი ემოციები, მიზნები და გრძნობები. იმიტომ არა რო მეგობრები არ გამაჩნია, უბრალოდ სხვამ არავინ არ იცის, რომ სურვილი მაქვს რომელიმე ჩემი ხელნაწერი გამოქვეყნდეს.
ხო სხვათაშორის მე ტოშიო მქვია, სამი და მყავს და ცხრა წელიწადია ბებიაჩემ რუსიკოსთან ერთად ვიზრდებით. ქალაქის შუაში ვცხოვრობთ გორდოგონის 4 ნომერში და მართლაც ძალიან ლამაზია ხედი ჩვენი სახლიდან. როცა პატარები ვიყავით მე და ჩემი ორი და და მეოთხე ჯერ კიდევ თვეების იყო, დედაჩემს წასვლა მოუწია უცხოეთში სამუშაოდ, თუმცა მამაჩემი ჩემ ქალაქში ცხოვრობს და მასთან კონტაქტი არც თუ ისე ხშირად მაქვს. ხშირად ვაპროტესტებ ამას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთან,გულში.
მე არ მყავს ცხოველი, ფრინველი და არც შეყვარებული არ ვარ ვინმეზე. ეს სამი რაღაც, ნივთად მიმაჩნია, რადგან სამივე მათგანს უმოკლეს დროის განმავლობაში შეუძლია გული ისე გატკინოს, რომ ამოსუთქვაც კი ვეღარ შეძლო ან ტკივილსგან ან ტირილისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ან ცხოველები მეზიზღება ან შეყვარებული არასდროს მყოლია. უბრალოდ თავიდან ვირიდებ მათ ყოლას. რაც შეეხება შეყვარებულს, ეს მხოლოდ ათი წლის ასაკში ერთ კვირიანი გატაცება იყო, რომელიც ბოლოს მეგობრობით დაგვირგვინდა.

მე ჩემი ქალაქის ერთ- ერთ პრესტრიჟულ სკოლაში ვსწავლობ, რომელიც ქუჩის ცენტში მდებარეობს და მრავალფეროვანი ბავშვებით არის სავსე. ვის არ შეხვდებით: ჭორიკნებს, ბოროტებს,ჭკვიანებს, მდიდრებს, მობირჟავეებს, მამიკოს ბიჭებს, უსაქმურებს და არაფრის მცოდნეებს, პოპულარულებს და მჩაგვრელებს, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ბოროტის გულს კეთილი საძირკველი აქვს. სკოლაში არც თუ ისე ბევრს ვიცნობ და არც თუ ისე ბევრს ვუყვარვარ, მაგრამ სადაც არ უნდა იკითხოთ ჩემი სახელი ყველა ერთნაირად დამახასიათებს: ,,ჩოლკიან, ლურჯთვალება, წითელ ლოყა გოგოს“, ყველა ერთნაირად უყურებს ჩემს გარეგნობას და სიმართლე ვთქვათ სადაოც არაფერი მაქვს.

როგორც მოსწავლე, არც თუ ისე კარგი ვარ. როგორც მახსოვს შვიდზე მაღლი, არასდროს გამომყოლია.ეს სულ იწვევდა ჩემი მშობლების ცუდ ხასიათს. მიუხედავად დაბალი ნიშნებისა, მასწავლებლებში ზიზღი არასდროს გამომიწვევია, თუ არ ჩავთვლით ბიოლოგიის მასწავლებელთან ხმის ტონის ამაღლებას და ცოტა დოზით ენის წაგრძელებას.(დამიჯერეთ მართალი ვიყავი)


-ტოშ გაიღვიძე ონლინე გაკვეთილი გაქვს და დაგაგვიანდება! (ცდილობს გამაღვიძოს, მაგრამ გათიშული მძინავს). ონლინე გაკვეთილები იმიტომ მიტარდება,რომ ჩვენს ქვეყანაში და მეზობელ ქვეყნებშიც კარანტინია, ამიტომ ცოტახნით სკოლა მოიხსნა და დისტანციულ სწავლებაზე გადაგვიყვანეს. -ტოოშ გაიღვიძე! უკვე საკმარისია! ( ისევ ბებიის ყვირილი მესმის) წამოვხტი, რადგან უკვე აუტანელი იყო მისი ყვირილის მოსმენა. ზემოდან ჰუდიე გადავიცვი და მაგიდას მივუჯექი. გაკვეთილი 5 წუთში მეწყებოდა, მე კი მის დაწყებამდე გამოფხიზლებას ვცდილობდი და ბოლოს როგორც იქნა მასწავლებელმა დარეკა.

ორმოც წუთის შემდეგ, როგორც იქნა გაკვეთილი დამთავრდა. ავდექი, ვისაუზმე და ენს დავურეკე. ენი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც გავიზარდე და ჩემი ცხოვრების ნახევარი გავატარე. მე და მისი ოჯახი ერთმანეთთან იმდენად ახლოს იყვნენო, რომ ბებიამიამისი ირა ენის ძმის შეყვარებას და მასზე დაქორწინებას მიჩიჩინებდა. ენის ძმა ილოზე აღფრთოვანებას ვერასოდეს ვერ დამალავდით. ის ისეთი იყო, როგორებიც ჩემი დროის ყველა გოგოს მოეწონებოდა და მასთნ ერთად ლოგინში ჩაწოლაც მოუნდებოდათ. ხო სწორედ მიმიხვდით, მე ის მომწონდა, სრული არსებით მომწონდა, მაგრამ ეს ყველაზე უსუსური საქციელი იყო ჩემი მხრიდან და ამას გულის გვირაბში საგრძნობლად ვინახავდი. მე თვით სრულყოფილება მომწონდა, ნეტავ გენახათ ჩემი გამომეტყველება, მაშინ როდესაც ენის სახლში აბაზანიდან გამოსულს დავინახავდი. სრულიად სულელ ბავშვს ვემსგავსებოდი, რომელიც გაფანტული გონებით მის სხეულს მისჩერებოდა. მე და ილოს შორის 5-6 წელია განსხვავება და ამის გარდა ჩემი დაქალის ძმაა და სრულიადაც სისულელე იყო იმაზე ფიქრი, რომ ოდესმე მისთვის რამე გავხვდებოდი.

იცით ძალიან უბრალო ვიყავი, შეიძლება ისეთი უბრალო, რომ გული აგრეოდათ. ხანდახან მეც ვერ ვიტანდი ჩემ თავს, ისეთი აუტანელი ვიყავი. თითქმის ყველას ვენდობოდი და შემდგომ მე მტკიოდა გული.

2020 წლიის 4 ივლისი იყო, ჯერ კიდევ საზაფხულო არდადეგები არ დაწყებულიყო. მართალია ამ დროს სხვა სკოლიდან, ბევშვები ვერ გადმოვიდოდნენ და თვითონაც არ მჯეოდა ახლა მან როგორ მოახერხა გადმოსვლა, მაგრამ ისე მოხდა რომ ჩემს კლასში ჩასვეს. შემოსვლისთანავე, გოგონები პირდაბჩენილი იყურებოდნენ, მე კი ეს ყველაფერი მაშინ შევამჩნიე, როცა ზარის დარეკვამდე 5 წუთი დარჩენილიყო (მანამდე უბრალოდ მეძინა, თან დამიჯერეთ ძალიან ტკბილადაც კი).
- ტოშ დაინახე რა მაგარი ბიჭია, ყველა გოგო ერთი-სიტყვით დააშტერა! მითხრა ენმა
- კი, შევამჩნიე
- მერე?
- მერე?
- მერე ის რომ უნდა გაიცნო. ბიჭი გჭირდება, თორემ მართლა ჩავთვლი რომ ბებრუხანა მარტოხელა ხარ!
- ბოდიში, ენ, რომ შენნაირად ყველა ბიჭი არ მეპრანჭება.
- ეგრე რატომ ამბობ, გეპრანჭებიან ,უბრალოდ შენ ვერ ამჩნევ ჩემგან განსხვავებით.(ამ ყველაფერს ისე მეუბნებოდა, რომ თან სახე ემანჭებოდა)
- კარგი გვეყო, მალე უნდა გავიდე, უნდა მოვემზადო
- ტოშშშშშ- მგონი ჩემი სახელი იმხელა ხმაზე იყვირა, რომ თვითონაც შევკრთი.
- ტოშ, აქედან არ გახვალ სანამ მას არ გამოელაპარაკები
- კი გავალ ენ, რადგან ამ ბიჭისთვის ნაღდად არ მცალია, გპირდები რომ მოვიცლი.
ეს ვუთხარი და საკლასო ოთახიდან ჩქარა გავედი, რომ ენს არ გამოვეჭირე, ის კი დაბღვერილი სახით იდგა და მიცქერდა.
რომ შემეძლოს ენისთვის, იმის თქმა თუ რატომ არ შემიძლია ახალი ბიჭის გაცნობა, აუცილებლად ვეტყოდი!
ენი მართალი იყო, არცერთ ბიჭს არ ვიკარებდი ჩემთან ურთიერთობისთვის, თან ბიჭებს შორის არ მჭირდებოდა არჩევნის გაკეთება, რადგან ორადორი ბიჭი მახსოვს, ვისაც ამ ცხოვრების მანძილზე მოვწოდი. აი ენის რა გითხრათ, ბიჭები, მასზე გიჟდებოდნენ. მთელი წლის მანძილზე ჩვენი სკოლის 90% მასთან ფლირტსა და ურთიერთობის გაბმას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდა. ენიმ მათ იმედები გაუცრუა და შეყვარებული გაიჩინა, თვეებია ერთად არიან, რაც ენისგან ძაან გასაკვირია.

დილის შვიდი საათი იყო, რატომღაც გამეღვიძა. ავდექი, ყავა გავიმზადე და ჩავიცვი. ამ დრო ჩემმა ტელეფონმა დარეკა. ენი იყო
-ტოოშ, ძვირფასო გაგაღვიძე? ( ასე მაშინ მეძახდა, როცა რაღაცის გამო სინანულის გრძნობა აწუხებდა) -არა, ეხლახან გავიღვიძე თვითონ. -ძალიან კარგი. მისმინე დღეს ილიას მანქანით გამოგივლით, მას მივყავარ სკოლაში და შენც გაგიყოლებ.
გავფითრდი, არ მინდოდა ილიას ნახვა, მაგრამ ენს ვერ ვაწყენინებდი. ამიტომ დავთანხმდი. ყურმილი, გავთიშე თუ არა, ჩემს ოთახში წავედი, ისევ გამოსაცვლელად. არც კი ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა. ბოლოს არჩევანი ჯინსზე, უბრალო თეთრ მაიკაზე და კედებზე შევაჩერე.

ზუსტად თხუთმეტ წუთში ენი და ილია ჩემ ეზოსთან იდგნენ. ქვემოთ ჩავედი, ჩანთა ავიღე და გარეთ გამოვედი. ილიასთვის, ახალი, ყვითელი მანქანა ეყიდათ. ისეთი მანქანა, რომლებზედაც ჭკუა მეკეტებოდა. მანქანაში ჩავჯექი,ენი გადავკოცნე და ილიას მივესალმე, მაგრამ როგორც ყოველთვის, პასუხად არაფერი უთქვამს. როგორც მახხსოვს ხაზი გავუსვი იმაზე, თუ როგორ არაფერი ვიყავი მისთვის.

-ოჰ ტოშშ, შენი დაპირებულის შესრულების დრო მოვიდა. -თავიდან ნუ დაიწყებ გთხოვ! -არა თავიდან, არა შუიდან დავიწყებ და თუ არ გინდა ეს მოხდეს, ორ წუთში ჩემ წინ აღარ გხედავდე.
სხვა გზა მართლა არ მქონდა, კიდევ ერთი კვირა ენის ტექსტებს ვეღარ მოვისმენდი.
-ჰეი. -ჰეი -მოგწონს ჩვენი სკოლა ან კლასელები? დამიჯერე თავიდან შეჩვევა მათზე ძალიან რთულია.( ამ დროს გავუღიმე) -შენ ტოშიო ხარ ჰომ? -უმეტესწილად ტოშს მეძახიან. -მე ანდრო ვარ და მართლაც შესანიშნავია ამ სკოლასში სწავლა.
მეგონა ამას სარკაზმით ამბობდა, მაგრამ სარკაზმის ვერაფერს ვატყობდი მის გამომეტყველებას.
-ვიხუმრე. (თქვა და მეც გამეღიმა). -კარგი უნდა წავიდე, გაკვეთილზე შევხვდებით, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. -ჩემთვისაც ტოშ.
გავუღიმე და წამოვედი.
ენი იდგა და მიყურებდა, სახეზე ეტყობოდა, რომ აშკარად ჩემ მოკვლას აპირებდა.
-ალბათ, მეხუმრები ხო? -რატომ რა მოხდა? -რა უთხარი გამარჯობა, მე ტოშიო ვარ და ნახვამდის? -კი, ზუსტად ეგრე იყო. ( გამეცინა). -სასაცილო არ არის ტოშიო. მე დავეჯღანე და კლასში შემოვედი.

საღამოს ენის უნდა გამოევლო, მაღაზიებში მივყვებოდი, საყიდლებზე. და აი ისიც, ისევ ილიამ მოიყვანა და გთხოვ არ თქვათ, რომ სავაჭრო ცენტრში, ისიც მოგვყებოდა. ხოოო რათქმაუნდა ეს ასე იყო. მანქანაში ჩავჯექი, ენის მივესალმე და ილიასგან ისევ იგნორი მივიღე. სახე ფანჯრის მინას მივადე და ფიქრებში წავედი, როდესაც ენის შემორტყმამ გამომახიზლა: -ჰეიი ენნ! ხომ გითხარი ასე აღარ მოიქცეთქო. -როდის მითხარი? მეორე კლასში თუ იქნებ პირველში?
ამაზე, ილიამ გაიცინა.
მინდოდა ამის გამო ენი მიმეხრჩო, მაგრამ მიზეზის ახსნა დამჭირდებოდა, მასთვის ამიტომ შევეშვი.
ენი წინ მიდიოდა. ისე მოხდა რომ მე და ილია უკან ერთად ენს მივყვებოდით. ის ჩემზე ორი თავით მაღალი იყო. ადრე კალათბურთსაც თამაშობდა.
- დაძაბული ხარ.- მითხრა მან
გაკვირვებული ვიყავი მისი საქციელით, რადგან ასე არასდროს იქცეოდა.
- არა უბრალოდ დაღლილი ვარ.
- მაშინ რატომ არ თქვი წამოსვლაზე უარი.
- ენს ეწყინებოდა.
- მხოლოდ ენის გამო?- ეშმაკურად გამიღიმა, რამაც უფრო გამომაშტერა. არ ვიცოდი ამით რისი თქმა უნდოდა. წინ დავუდექი და ვუთხარი ის რისი თქმაც, შემდეგ სანანებელი გამიხდა
- დიახ, მხოლოდ ენის გამო. შემდეგ კი ენს დავეწიე.

მოგვიანებით ჯერიც მოვიდა. როგორც გითხარით, ის ენის შეყვარებული იყო. ახლი ვიყავით მე ჯეკი ენი და ილია, რაც ძაან მაღელვებდა.

-მოდით, ატრაქციონზე დავჯდეთ!- თქვა ილიამ

მე გავფითრდი, და ილიას გავხედე.

- მე არ მინდა ატრაციონზე- ვთქვი მე
- რატომ?- მკითხა ილიამ
- ტოშს სიმაღლის ეშინია- ლაპარაკში ენის ჩაერთო და ამ სიტყვების გამო მინდოდა დამეხრჩო.
- არა, უბრალოდ ხასიათზე არ ვარ.
- მითუმეტეს ტოშ, გთხოვ მხოლოდ ჩემს გამო- ენიმ საწყალი ბავშვის სახე მიღო, მაგრამ ამ მომენტში კნუტს უფრო გავდა.
- კარგი, მხოლოდ შენ გამო, მაგრამ სანაცვლოდ რაღაცას გააკეთებ
- არ მინდა ეს ის იყოს რასაც ვფიქრობ- თქვა სახე დამანჭულმა
- აღარ დამაძალებ ანდრიასთან კონტაქტს.
- და ანდრია ვინღაა- ილიამ იკითხა

მე ავხედე, გაკვირვებულმა

-ანდრია, ტოშის ახალი თაყვანისმცემელია
- ენ კმარა.

ატრაქციონებისკენ წავედი და რიგი დავიკავე.თავზე ილია დამდგა.

- ოთხი ბილეთი, თუ შეიძლება
ილიას ავხედე, იმან ჩამომხედა და გამიღიმა. მიკვირდა ასე რომ იქცეოდა, უბრალოდ მისგან მიკვირდა. ატრაქციონი, ისეთი იყო, რომ ორ-ორად დაჯდომა შეიძლებოდა მხოლოდ. ეგ კარგი იყო ერთის მხრივ, რადგან მარტო დაჯდომა არ მომიწევდა და ერთის მხრივ ცუდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი ენი და ჯეკი ერთად დაჯდებოდნენ და მე და ილის ერთად მოგვიწევდა დაჯდომა. ზუსტად ეგრე მოხდა როგორც ვფიქრობდი.

- ძალიან გეშინია ხომ ასეა?- სიცილით მითხრა ილიამ.
მე გავბრაზდი და გაბრაზებულმა მხოლოდ ასე ვუპასუხე.

- ნუღელავ, ჩემი ყვირილი არ შეგაწუხებს. თუმცა ვცრუობდი, რადგან დაჯდომისთანავე ძალიან მინდოდა ყვირილი დამეწყო.

ატრაქციონიდან ჩამოსვლის მერე თავბრუ მერხვეოდა და უცბად წავიქეცი, ან წავიქცეოდი ილიას რომ არ დავეჭირე. ხელში ამიყვანა და მანქანისკენ წამიყვანა. შემდეგ კი აღარ მახსოვს, რადგან რომ გამოვიღვიძე გავიგე, რომ გული წამსვლია.

-ოუ მძინარე მზეთუნახავმა გამოიღვიძა (შემეგება ილია)
სრულიადაც არ გამეცინა მის სიტყვებზე.
- აქ რატომ ვართ?
- ჩემს დას და მის შეყვარებულს, ჯერ კიდევ აქ ყოფნა უნდოდათ, შენ გული წაგვიდა და მე მოგიყვანე აქ.
- მზრუნავი ბიჭის როლს როდიდა თამაშობ ილია?
- იმ მომენტიდან, როდესაც კინაღამ მოკვდი შიშით და შემდეგ გული წაგივიდა.

მის ასეთმა სიტყვებმა, გამაბრაზა. წამოვხტი და მანქანიდან გადასვლა დავაპირებ, მაგრამ ყველა კარი ჩაკეტილი იყო.

- კარებების ჩაკეტვა, რა საჭირო იყო?
- ნუღელავ, შენს მოტაცებას არ ვაპირებ ტოშ.
- ნუ მაგას როგორმე ჩემითაც მივხვდი. ( დავეჭყანე)
- ასეთი აგრესიული რატომ ხარ?
- შენგან ეს საქციელები მიკვირს.
- ვერ ვხვდები რა არის გასაკვირი? ის რომ ჩემი დის საუკეთესო მეგობრის მიმართ უბრალოდ პატივისცემა გამოვიჩინე, მანქანამდე ხელით გათრიე და მანქანაში დავრჩი, რადგან შენი მარტო დატოვების შემეშინდა. სხვათაშორი მძიმე ხარ და იმასაც ვფიქრობ, რომ მადლობას ვიმსახურებ. (ამაზე გაეღიმა). მისი ღიმილი ღამე მოელვარე მზეს გავდა, მაგრამ მასზე გაბრაზებბული, ისე ვიყავი ამ სიტყვების გამო, რომ ღიმილი არ უშველიდა.
- არა ილია, გასაკვირი ისააა რომ თერთმეტი წელია ერთად ვიზრდებით დაა ის მომენტი არ გაგჩენია, რომ ჩემთვის პასუხი გაგეცა როცა გამარჯობას გეუბნებოდი და ზრდილობას, ვიჩენდი შენს მიმართ.
- როგორც ჩანს ეგ ფაქტი გწყინა პატარავ.
- პატარა არ ვარ.

ახლა ყველაზე მეტად ის მაბრაზებდა, რომ წინააღმდეგობას არ კი არა ვერ ვუწევდი. ისიც კი მსიამოვნებდა როგორ მეძახდა პატარას და მისი ყოველი სიტყვა ჭკუიდან მშლიდან. ვერც კი წარმოიდგენთ ამის დამალვა, როგორი რთული იყო.

ფიქრებში წასულმა, ილიას ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.

- გისმენ ენ-უპასუხა ილიამ
- რაღაც უნდა გთხოვო!
- გააჩნია რა.
- ტოშიო სახლში დატოვე რა. მე და ჯეკი ჯერ წამოსვლას არ ვაპირებთ, ტოშიო კიდევ ცუდადაა და ცოდოა ლოდინისთვის.
- კარგი წავიყვან.
- მიყვარხარ
ილიამ ყურმილი გათიშა და ჩემკენ მოტრიალდა.
- შენი წაყვანა მთხოვა სახლში.
- არ მინდა, დავრეკავ და წამიყვანენ.
- სამწუხაროდ, ეგ არ გამოვა.
- რატო ვითომ?
- ენს შევპირდი რომ სახლში წაგიყვანდი.
- ბევრ დაპირებებს ასრულებ? (სარკაზმით ვუთხარი მე)
- არა, მხოლოდ განსაკუთებულს.

მანქანა დაძრა, რომ წასულიყო. ამის მერე აღარც კი გვილაპარაკია, გზაში. უბრალოდ ჩვენთვის ვდუმდით.
მანქანა ჩემს ეზოსთან გააჩერა.

- კარგად ხარ? გინდა დაგეხმარო გადასვლაში?
ფეხი მანქანიდან გადავდგი და შემოვუტრიალდი:
-ილია მიულერ, არასდროს ითამაშო მზრუნველის როლი. არ გიხდება
მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ წავედი.

იმ ღამით მეტი არაფერი მომხდარა. ძალიან დაღლილი ვიყავი, საამისოდ რომ ბევრი მეფიქრა ყველაფერზე, ამიტომ ფიქრისთვის დრო ხვალისთვის გადავდე და დაძინება გადავწყვიტე.




– ენ რაშვები? -ახლავე ჩემთან გაჩნდი! -ჩემი და გასულია და ფეხით გამოსვლა არ შემიძლია. -ილია მაქეთკენ არის, დავურეკავ რომ გამოგიყვანოს.
გავფითრდი, რა უნდა მეთქვა, არ მინდოდა ილიას წავეყვანე.
- არ გინდა ენ, ჩემ გამო ნუ შეაწუხებ.
- მჭირდებიიი, ახლავე.
- კარგი, მოვემზადები.
- ძალიან კარგი. ხუთ წუთში მანდ იქნება. მალე მოემზადე.

რამდენიმე წუთის მერე, ფანჯრიდან გავიხედე. ილია უკვე მოსულიყო. ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.
მანქანის კარი გავაღე და შიგნით ჩავჯექი.
- გამარჯობა პატარავ.
ვიცოდი რომ ამას სარკაზმით მეუბნებოდა და დავეჭყანე.

- ესეც ასე მოვეიდით
- კი ვხედავ!
- ნუ ხარ ასეთი უხეში.
- შეწყვიტე ჩემთან ფლირტი ილია.
- ჩემი დის საუკეთესო მეგობარი ხარ და ამას არასდროს გავაკეთებ!

ამ ნათქვამმა გული დამწყვიტა. მანქანის კარი მივუჯახუნე და სახლში შევედი. უკნიდან რაღაც მომაყვირა, მაგრამ არ გამიგია და არც ყურადღება მიმიქცევია.

სახლში რომ შევედი ირა დამხვდა. ირა ენის ბებია იყო. როგორც გითხარით ის ილოს მირიგებდა. ეს ამბავი თან სასაცილო და თან ამაზრზენი იყო. ამიტომ ვგიჟდებოდი ირაზე და არა მხოლოდ ამიტომ. უბრალოდ საყვარელი იყო და თან გამგებიც.

- ტოშიო! რა კარგად გამოიყურები
- მადლობა. (გავუღიმე)
- ილიამ მოგიყვანა?
- კი, ენმა თხოვა რომ აქ მოვეყვანე.

ლაპარაკი დავასრულე და მაღლა ენისთან ავედი.

- ჰეი
- ძვირფასოო.
- აბა? ასეთი გადაუდებელი საქმე რა იყო?
- მე და ჯეკმა ბევრი ვიფიქრეთ და...
- და?
- ჯეკი ანდროს დაუმეგობრდა და მინდა რომ ჩვენ ოთხნი სასეირნოდ გავიდეთ.
- არა,არა და არა. არავითარ შემთხვევაში.
- გთხოვ
- არა ჩვენ შევთანხმდით ენი. იმ ატრაქციონზე დავჯექი სადაც შენ გინდოდა, გულიც კი წამივიდა, მაგრამ შენი თხოვნა შევასრულე და შენ პიობა დაარღვიე!
- პირობა არც კი დაგვიდია ტოშიო!
- არ გავაკეთებ იმას რაც არმინდა და სულ ტყუილად იმ ბიჭს არ მივცემ შანსს!
- შანსი მიეციო ვინ გეუბნება?
- თვითონაც კარგად იცი რასაც ვგულისხმობ

ძალიან გამწარებული ვიყავი ენზე, მაგრამ ვიცოდი რომ ამას ჩემთვის აკეთებდა.

- ტოშიო უბრალოდ გაბრაზებული ხარ. მინდა რომ დაფიქრდე და ეს შანსიც ხელიდან არ გაუშვა.
- სახლში წავალ!
- საღამოთი დამირეკე ძვირფასო!
ეს მომაძახა როცა კარი გამოვიკეტე და გარეთ გამოვედი.
თბილი დღე იყო. მინდოდა ფეხით გამევლო ცოტახნით. ვნანობდი ენთან ხმის ტონი რომ ავუწიე. მახარებდა რომ ამ ყველაფერს ჩემთვის აკეთებდა, მაგრამ ბრაზი ვერ მიქრებოდა. ვბრაზობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში, ერეოდა. ვბრაზობდი, რომ იმ ბიჭს მირჩევდა, ვინც უნდა შემყვარებოდა. ახლა ყველაფერზე ვბრაზობდი და დაფიქრება მჭირდებოდა. არ მინდოდა ენისთვის გული მეტკინა.

სახლამდე სანამ მივედი, გზად გამიწვიმდა, ამიტომ სულ სველი ვიყავი. მეორე სართულზე ავირბინე და შხაპი მივიღი. სახლში მარტო ვიყავი. ხანდახან ჩემ დიდ დას ელეონორას დანარჩენი ორი სავაჭრო ცენტრში მიჰყავს გასართობად. ბებიაჩემი კი ყოველ დღე სეირნობას ერთ საათს უთმობს, ამიტომ საღამომდე მარტო ვიყავი. თმები გავიშრე და სველი სამოსი გასარეცხად შევყარე. სავარძელში მოვკალათდი და ენის ნომერი ავკრიფე ტელეფონზე. ვფიქრობდი დამერეკა თუ არა. ბოლოს დავრეკე.

- ენ. მაპატიე დღევანდელი დღისთვის, შენთვის არ უნდა მეყვირა.
- არაუშავს ძვირფასო, დამიჯერე არაფერი მწყენია. (რბილად მიპასუხა)
- წამოვალ თქვენთან ერთად სასეირნოდ.
- მაგარიააააააა (იმხელა ხმაზე იყვირა, ყურები დამიგუბდა)
- და სად მივდივართ?
- არვიცი, ამბობენ სიურპრიზიაო. ხვალ ხუთისკენ გამგივლით, მზად იყავი.
ყურმილი დაკიდა. მე კიდე დასაძინებლად დავწექი. ხვალ დილით უნდა ავმდგარიყავი.

ანდრო, ჩვენ სკოლაში გადმოსვლის მერე, პოპულარული გახდა. ჩემ უბანში ცხოვრობდა. აქ კი ყველას, ყველა იცნობს. სიმპათიური იყო, მაღალი და შავგვრემანი. ათლეტური. ხან მწვანე ხან ლურჯი ფერის თვალები ქონდა, ამ ყველაფერს კი ეშმაკური ღიმილი ემატებოდა. სკოლაში ყველა გოგო მასზე გიჟდებოდა. მამამისი ბიზნესმენი იყო, ამიტომ მას ცნობილი ბრენდების სამოს ამშვენებდა ხოლმე. მგონი მისი ბიჭებსაც კი შურდათ. ვის არ მოუნდება, ასეთი ბიჭი გვერდით ყოლოდა ან თუნდაც მასზე უარი როგორ უნდა გეთქვა.
ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით ხშირად, მაგრამ კონტაქტი გვქონდა, ამიტომ მასთან ერთად საათების გატარება არ გამიჭირდებოდა. თან თუ რამე არ გამოვიდა ჩვენ შორის, ახალ მეგობარს მაინც შევიძენდი.
ხუთი საათისთვის მზად ვიყავი. მაკიაჟს არ ვხმარობდი, გარდა ბზრიალა ტუჩსაცხისა, რაც ყოველთვის თან დამქონდა. თმები ბოლოებში დავიხვი და ნახევრად ავიწიე. ელეონორას ნაჩუქრი ოდნავ გრძელი ქვედაბოლო და ზემოდან უბრალო თეთრი ზედა ჩავიცვი და შავი კედები. ამასობაში ანდროს მანქანა ჩემი ეზოს წინ იდგა. ბებოს დავემშვიდობე და გარეთ გავედი. არ მითქვამს მისთვის სად ვაპირებდი წასვას, თუმცა ეს თვითონაც არ ვიცოდი.
ჩემი მშობლები მენდობოდნენ და ამიტომ, მათვის ახსნა-განმარტები ჩაბარება მეშვიდე კლასიდან შევწყვიტე.

-ტოშშშშ-(სამივე ერთხმად შემომეგება)

ანდროს მანქანა იმდენად შესანიშნავი იყო და მისით ისე მოვიხიბლე, რომ ჯერ კიდევ გაკვირვებას ვერ ვმალავდი.
- გამარჯობათ ბავშვებო. (ყველა მიყოლებით გადავკოცნე)
- სად მივდივართ?- ვიკითხე მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ და ღვედი გადავიკარი.
- სანაპიროზე ფართი ტარდება, იქ ვფიქრობთწასვლას. მგონი კარგად გავერთობით.
- მაშინ წავიდეთ.

20 წუთის შემდეგ სანაპიროზე ვიყავით. ანდრომ მანქანა გააჩერა და ავტოსადგომზე დააყენა. ათასი ხალხი ირეოდა: ზოგი ცეკვავდა, ზოგი ლუდს სვამდა. გამიკვირდებოდა აქ ილია,რომ არ მენახა. ენის მონაყოლიდან ვიცი, რომ მეტ დროს გართობას უთმობს. ილია ოცდასამი წლის იყო და ამის სრული უფლება ჰქონდა.
ბართან მივედი და ლუდი მოვითხოვე. შემდეგ ანდროც შემომიერთდა.
- მოგწონს?
- ცუდი არაა. (ვუთხარი ღიმილით)
- გინდა ვიცეკვოთ?
- ჯერ დავლევ, მანამდე კი შენ დაიწყე და შემოგიერთდები.

ანდრო წასული ატ იყო თუ არა ბართან ილია გამოჩნა. შევეცადე არ დავენახე, მაგრამ მაინც ვერ ავცდი.
-პატარავ
- ილია! (და ოდნავ ლუდი მოვსვი)
ხელიდან გამომგლიჯა და მითხრა:
- არ დალევ!
- უკაცრავად?
- აქ ვისთან ერთად ხარ?
- ანდროსთან, ენთან და ჯეკითან ერთად.
- სად არიან?
- ცეკვავენ.
- იქნებ ლუდი დამიბრუნო?
- შენ არ დალევ!
- რატომ ვითომ?
- წამოდი ენი მოვძებნოთ, სახლში წაგიყვანთ.
- ენი იქ არის და წაიყვანე,მე ჯერ აქ ვრჩები.
- არ მაიძულო შენს მშობლებთან დარეკვა!
- მემუქრები?
- არა გაბრთხილებ!

იდაყვზე ხელი მომკიდა და სკამიდან ჩამომიყვანა. ხალხში შევერიეთ და ენს ვეძებდით.დიდი ხნის მერე ძლივს ვიპოვეთ, მთვრალი. ილიამ ხელში აიყვანა და ჯეკის უთხრა მე წავიყვანო. დავემშვიდობე და ილიას მანქანისკენ გავყევი. უკან ჩავჯექი რადგან ენს ეძინა და უნდა დამეჭირა. ილიამ ჯერ ენი მიიყვანა სახლამდე, შემდეგ მე.

- მადლობა მოყვანისთვის
საპასუხოდ გამიღიმა. მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ დავიძარი:
- ძილინებისა პატარავ
მომაძახა და წავიდა.

ამ ღამეზე ვფიქრობდი. როდიდან გახდა ილია, ასეთი მზრუნველი ან რატომ თამაშობდა მზრუნველის როლს. ყველაფერი მაბნევდა. ამასობაში კი ჩამეძინა.
მე ცოტა რამ მჭირდებოდა იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. ამ ქალაქში, ყველაფერი მაბედნიერებდა. ჩემს ეზოში, ბებიაჩემის მიერ დარგული ყვავილებიც კი. აქ ყველაფერი მქონდა: მეგობრები, საყვარელი ადამიანები და მტრებიც კი, მაგრამ დედაჩემის წასვლის შემდეგ, ვიცოდი რომ ოდესმე მომიწევდა მასთან გადასვლა საცხოვრებლად. ნაღდად არ ვიცოდი ეს ახლა თუ მოხდებოდა.

- ტოშ დედაშენმა დარეკა, მითხრა რომ დამირეკოს სახლში რომ დაბრუნდებოდა.
- კარგი გადავურეკავ.

ზემოთ ავედი და მანოს დავურეკე. მანო ჩემს მიერ შერქმეული სახელი იყო. ვფიქრობდი, რომ მას ძალიან უხდებოდა.

- საყვარელო როგორ ხარ?
- კარგად დე, შენ?
- შენთვის ახალი ამბავი მაქვს, ვფიქრობ ძალიან გაგიხარდება!
- რა ამბავი?
- ორ თვეში, ჩემთან გადმოდიხართ საცხოვრებლად.
- რა?
- საბუთები მოვიდა, წამოსვლის საკითხზე. სკოლაც და ინსტიტუტიც ავარჩიე თქვენთვის.
ჩაფიქრებული ვიდექი და არაფერი მესმოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ორ თვეში აქ არ ვიქნებოდი. იმასაც კი ვერ ხვდებოდი, მანომ მისთვის საუკეთესო სკოლა ან უნივერსიტეტი, რატომ შეარჩია და ამასთან დაკავშირებით მე და ელეონორს, რატომ არაფერი გვკითხა. უსამართლობის გრძნობა მაწუხებდა და მინდოდა ყველაფერი მანოსთვის მეთქვა. მასზე და მის სამსახურზე ძალიან ვბრაზობდი, მაგრამ უსამართლოდ ვიქცეოდი, რადგან ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის.:

- ტოოშ მისმენ?
- კი დე.
- კარგი, შეგიძლია ელეონორს გადასცე ტელეფონი?
- ახლავე.
ელეონორის ოთახისკენ გავიქეცი და ტელეფონი მივაწოდე.მერე ოთახში დავბრუნდი და კარი დავხურე. მინდოდა ყველაფრის გამო მეტირა. ორ თვეში ყველაფერს ვტოვებდი და ახალ ცხოვრებას ვიწყებდი. დედაჩემი მანჰენტენზე ცხოვრობდა და ყველაზე პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობდა. არ მსურდა ახალი ქალაქი, მეგობრები და მდიდარი საზოგადოება. მე მინდოდა აქ მეცხოვრა, უბრალო ცხოვრებით. გავიზრდებოდი და ყოველ შაბათ კვირას წვეულებებზე ვივლიდი, გავერთობოდი, უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და კარგ სამსახურს ვიშოვიდი, მაგრამ ტირილის დაწყება ენის ზარმა გადამაფიქრებინა.

- ძვირფასო! მოემზადე წვეულებაზე მივდივართ
- არ ვარ წვეულების ხასიათზე ენ. შენ და ჯეკი წადით.
- მითუმეტეს. ცოტას ხასიათზე მოხვალ.
- არა! გთხოვ დღეს არა!
- რამე მოხდა?
- ორ თვეში მანოსთან გადავდივარ საცხოვრებლად!
- ალბათ ხუმბრობ ხომ?
- როგორ ფიქრობ?
- ხომ მაგრამ სკოლის დამთავრებას, ჰომ აქ აპირებდი! აზრი რატომ შეცვალა?
- არვიცი, თქვა საბუთები მოვიდაო.
- ჩაიცვი, წავიდეთ წვეულებაზეე, გულს გადააყოლებ. ეგ თემა კი ცოტახნით გადავდოთ.
- კარგი, ელეონორი გამომიყვანს.
- წვეულება სანაპიროზეა.
- ერთ საათში მანდ ვარ.
ყურმილი დავუკიდე და ელეონორის ოთახში შევედი. ელეონორი, ლამაზი დადახვეწილი იყო. დახვეწილი სტილი ჰქონდა. ბევრს მიუბაძავს მისთვის, ამიტომ გადავწყვიტე მისთვის, ჩემთან ერთად წვეულებაზე წამოსვლამეთხოვა.

- სანაპიროზე წვეულებაა, გინდა წავიდეთ?
- მოდი გამოვიცნობ! წაყვანა გჭირდება ხომ ასეა?
- არა! ელეონორთან გართობა მჭირდება.
- ათ წუთში მზად ვიქნები. (მოკლედ მომიჭრა)
ჩემს ოთახში დავბრუნდი და აბაზანაში შევედი. გადავივლე და ტანსაცმელი მოვამზადე. ნაჭრის შორტზე და მოკლე სახელოვან შავ ზედაზე შევაჩერე არჩევანი. ტუჩ საცხი წავისვლი და ელეონორთად გავედი.
როგორც მზეთუნახავი ისე გამოიყურებოდა. მაკიაჟი ყოველთვის უხდებოდა. თხელი და ბრეტელებიანი კაბა ჩაეცვა სანდლებზე, რომელიც თასმებით იკვრებოდა.

- ასე აპირებ წამოსვლას წვეულებაზე ტოშ?
- როგორც ჩანს კი! (წარბები ავზიდე)
- ღმერთოჩემო, სასწრაფოდ შემოდი! დრო რამდენი გვაქვს?
- მალე იქ უნდა ვიყოთ
მის გარდერობს გადაავლო თვალი და მოკლე, გაშლილი, ნაჭრის კაბა შეარჩია და გამომიწოდა.
- შენს კედებს მოუხდება!
თმები დამიხვია და არც თუ ისე შესამჩნევი მაკიაჟი გამიკეთა.
- აი ახლა კი შეძლებ წვეულებაზე წამოსვლას!
გარეთ გავედით და მანქანაში ჩავჯექი. დედამ ელეონორს მანქანა დაბადების დღეზე აჩუქა. ერთ-ერთი პოპულარული მოდელი, რომელსაც სახურავი ეხდებოდა.
ოც წუთში სანაპიროზევიყავით. ყველა ელეონორსა და მის მანქანას უყურებდა, მე კი ამდროს, ალბათ შეუმჩნეველი ვიყავი. სანამ ელეონორი ყველასთან ფლირტს მორჩებოდა, ენი და ჯეკი მოვძებნე დაა მათთან მივედი. მალე ანდროც მოვიდა.

ყველანი კარგ დროს ვატარებდით. ვცდილობდი ბევრი არ დამელია, მაგრამ არ გამომივიდა.
მეხუთე ჭიქისთვის მივდივოდი ბართან, როდესაც კინაღამ წავიქეცი, მაგრამ ილია გამოჩნდა. ყოველთვის მაშინ ჩნდება როცა დახმარება მჭრდება. ზედა ტანი გაეხადა და მისი სხეული უფრო გამოკვეთილად ჩანდა. ბუნდოვნად ვხედავდი, მაგრამ იმდენად მიზიდავდა რომ არ დაგენახა გამორიცხული იყო.

- მთვრალი ხარ?
- როგორც ჩანს კი! ( გავუცინე)
- სახლში წაგიყვან.
- არ მინდა, ელეონორიც აქ არის და ის წამიყვანს.
- მართლა? არ შემხვედრია!
- გგონია გატყუებ?
- არა! (გამიცინა).

ამ დროს ჩემი ბოლო არყის ჭიქაც მოვიდა. დამერწმუნეთ, მართლა ბოლო იყო. სკამიდან ჩამოვხტი და წასვლა დავაპირე. გავჩერდი და ჩემს უკან მომღიმარ ილიას შევუტრიალდი:
- ჩემზე ნუ ზრუნავ! ეს არ გევალება.

ვერ ვხვდებოდი ეს რატომ ვუთხარი. მე ხომ მომწონდა. მსიამოვნებდა, მისი მზრუნველი სიტყვები. მისი ღიმილი და სარკაზმიც კი.
ბოლო ჭიქამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. სახლში რომელზე მივედი არც კი მახსოვს. ვინ მომიყვანა ეგეც არ მახსოვდა. ბოლოს მახსოვდა, რომ თავი დავარტყი რაღაცას. გადასამოწმებლად ელეონორის ოთახში შევედი. იქ არ იყო. უკან, დაბრუნებისას, ტელეფონი ავიღე და დავურეკე. ავტო მოპასუხე ჩაირთო. ბოლოს როდის ვნახე წვეულებაზე და სად ელეონორი აღარ მახსოვდა და ვღელავდი. ამ დრო ჩემმა ტელეფონმა დარეკა. ილია იყო. გამიკვირდა, ეხლა რაღა უნდოდა.
- ალოო,ტოშ
- ელეონორ? სად ხარ? რომ გავიღვიძე აქ არ დამხვდი!
- ვიცი, გუშინ ენისთნ დავრჩი, ვეღარ მოგძებნე წვეულებაზე. ილიამ მითხრა რომ შინ დაგტოვა, შემდეგ ენისთან წამომიყვანა, რადგან არ მინდოდა ესეთ მდგომარეობაში, მოვსულიყავი სახლში.
არ ვიცოდი რა მეთქვა. გუშინ ილია და ელეონორი მთვრალები იყვნენ. რამე მოხდა მათ შორის? იქნებ ერთად იწვნენ?
- ტოშ მისმენ?
- კი, კი
- ილია გამომიყვანს სახლში.
- კარგი, გელოდები.
ყურმილი დავუკიდე და ოთახში სიარული დავიწყე. თუ მას ამ ყველაფერს ვკითხავდი, აუცილებლად მიხვდებოდა ილია, რომ მომწონდა და ეს არ მინდოდა.
ცოტახანში ელეონორიც მოვიდა და ოთახში შემოვიდა:
- რამე მოხდა თქვენს შორის?
- მე და ენს შორის?
- კარგად იცი რასაც ვგულისხმობ!
- არ ვაპირებ ჩემი დის სიყვარულთან დაწოლას! (გამიღიმა)
- რა? რა სისულელეა!
- მისმინე ტოშ! რადგან შენი მეგობარია ენი, იმას არ ნიშნავს რომ ვერ გაგიგებს!
- ჩემი ოთახიდან გადი! ახლავეე!
- გრძნობების დამალვით, ვერაფერს იზამ.
- გადი ოთახიდან.
კარი მივუჯახუნე. ვგრძნობდი, რომ ჰაერი მჭირდებოდა. მე და ანდრო სკეიტზე ვალებდით ხოლმე ერთად. ჩემგან ათი წუთის გზაზე ცხოვრობდა. დავურეკე და გამოსვლა ვთხოვე. სპორტულები ჩავიცვი, სკეიდი ავიღე და გარეთ გავედი. ანდრო უკვე მოსული დამხვა.
- ჰეი
- ჰეი (ჩავეხუტე)
- ყველაფერი რიგზეა?
- კი.
- ლაპარაკი გინდა?
- არა.
- მაშინ, მოდი ვნახოთ, ვინ მოიგებს! (სიცილით მითხრა და სრიალი დაიწყო)
სკეიდზე ხუთი წლიდან ვიდექი და მიყვარდა მასთან ერთად განმარტოება. ანდრომ თვითონაც კარგად იცოდა, რომ მოვუგებდი, მაგრამ ამას ჩემს გასამხიარულებლად აკეთებდა.
მე და ანდრო ვმეგობრობდით. თავიდანვე მიხვდა, რომ სხვა ურთიერთობა ჩემთან არ გამოუვიდოდა, ამიტომ მეგობრობაზე შევჯერდით. კეთილი იყო და ძალიან მეგობრული.

- რამე გაწუხებს?
- არა. რატომ?
- ჩაფიქრებული ხარ და თან ხმასაც არ იღებ.
- ორ თვეში ქალაქიდან გავდივარ და დედაჩემთან გადავდივარ საცხოვრებლად!
- სად?
- მანჰენტენზე.
- და ამაში ცუდს რას ხედავ?
- არვიცი ანდრო! უბრალოდ აქ ცხოვრება მინდა და ყოველ შემთხვევაში ვფიქრობდი, რომ აქედან მაშინ წავიდოდი, როცა სკოლას დავამთავებდი. ახლა არ მინდა.
- ნუღელავ!
გავუღიმე და მხარზე ხელი გადავხვი.
მასთან ლაპარაკი მსიამოვნებდა.შეეძლო საათობით, მოესმინა შენთვის და შენი წუწუნისთვის, მაგრამ ხმას არ ამოიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეტყობოდა ხოლმე დაღლა სახეზე.
უკანა გზაზე ენისთან გავიარე, ანდრო კი სახლში წავიდა.
კარი ილიამ გამიღო მივესალმე და ენისთან ავდიოდი,რომ შემაჩერა:
- ენის ძინავს, ახლახან ჩაეძინა
- მაშინ, უთხარი რომ მოსული ვიყავი.
- გინდა,გაგიყვანო?
- არა! მადლობა,სეირნობა მირჩევნია.
- რაღაც არ გეტყობა!
- ცოტას გავივლი.
- ნუ ხარ ჯიუტი! წამოდი,გაგიყვან.
- არმინდათქო,ხომ გითხარი!
- ტოშიო, ჩაჯექი მანქანაში.
ამ ჩხუბმა დამღალა და ბოლოს მაინც ის გავაკეთე, რაც მას სურდა. ჩემს ნაწის,უხაროდა, რომ ზრუნავდა ჩემზე. ნაწილი კი მასზე ბრაზობდა.
- გეგონა მე და ელეონორას შორის რამე მოხდებოდა?
- თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე ფიქრისთვის ჯერ დრო არ მაქვს!(გაეღიმა)
- ელეონორი ჩემი სტილი არ არის.
- მაპატიე ილია,მაგრამ ელელონორი ყველა შენს ყოფილ გოგოებს ჯობს,ამიტომ მიკვირს რატომ არ არის შენი სტილი.
- შენს არ გჯობნია!
გაკვირვებულმა შევხედე და სიცილი ამიტყდა:

- სერიოზულად? და ეს რაღას მივათვალო? სარკაზმს თუ კომპლიმენტს?
- კომპლიმენტს პატარავ!
ამ დროს ჩემი ეზოც გამოჩნდა. ერთი სული მქონდა, როდის გააჩერებდა მანქანას და სახლში, როდის შევიდოდი.
- მადლობა მოყვანისთვის! და გიჩივლებ იმის გამო, რომ მაიძულებ ჩემი სიტყვა გადამაფიქრებინო.
- არაფრის პატარავ.
უკვე სახლი შევდიოდი. მეთამაშებოდა და ამის გამო ძალიან ვბრაზობდი. ვბრაზობდი ჩემი თავის გამო,რადგან თამაშის უფლებას ვაძლევდი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მიუხედავად ჩემი გრძნობებისა, მასთან თავი შორს უნდა დამეკავა. იმ ღამით მხოლოდ ერთი კითვა მიტრიალებდა თავში: რატომ არ შეიძლება თამაშში ავყვე?

4. ერთი თვე გავიდა უკვე და თანდათანობით მე და ჩემი ოჯახი გადასასვლელად ვემზადებოდით. ენი და ჯეკი დაშორდნენ და ამას ენი დღემდე განიცდის. ორი კვირაა არ მინახავს, რადგან ჩაკეტილია და არავის არ ელაპარაკება. ბერჯერ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ მხოლოდ ავტო მოპასუხე მპასუხობს. მისის ჰოურსლეიმ-ენის დედამ მითხრა, რომ ხშირადაც აღარ ჭამს.
ამ ერთი თვის განმავლობაში ილიაც ორჯერ ვნახე. ერთხელ ენისთან მისულს, თვითონ დამხვდა და შემატყობინა, რომ ენს ჩემთან ლაპარაკი არ უნდოდა, მეორეჯერ კი ელეონორს მოაკითხა და წვეულებაზე წაიყვანა. ამაზე არ ვბრაზობდი მართლა, ეხლა მხოლოდ და მხოლოდ ენი მადარდებდა. არ ვიცოდი რატომ არ უნდოდა ჩემტან ლაპარაკი.ყოველთვის გამოუვალ მდგომარეობაში ერთმანეთს ვურეკავდით,ხოლმე. ჩემი ნახვა არ დამიძალებია, მაგრამ მისი ნახვა ძალიან მჭირდებოდა. ასე არასდროს არ იქცეოდა და მიკვირდა. ასე მეგონა ხელიდან მაცლიდნენ. მისსა და ჯეკის ურთიერთობაში არასდროს ჩავრეულვარ,მაგრამ ეხლა, ამ გამოუვალ მგომარეობაში მასთან დარეკვა გადავწყვიტე, ის კი მხოლოდ მოკლედ მიჭრიდა ხოლმე. ,,სხვა დროს გადმოგირეკავ“.
ენის გარეშე აღარ შემეძლო ამიტომ სახლში მივაკითხე და დაუკითავად შევედი ოთხში.

- ენნ!
- რატომ მოხვედი?
- ტელეფონს არ იღებ,არ მირეკავ, ჩემი ნახვა არ გინდა! იქნებ ეს ყველაფერი ამიხსნა?
- მართალია, რომ ჩემი ძმა მოგწონს?
გავფითრდი, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. სკამზე ჩამოვჯექი. მინდოდა მეტირა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.
- ტოშიო მართლია, რომ ილია მოგწონს?
- ვინ გითხრა?
- ელეონორმა.
- მართალია.
- რა?
- არ მინდოდა გაგეგო. ასე ჯობდა. შეიძლება საერთოდაც არაა საწყენი, მაგრამ ვიცოდი შენი აზრი, ამ ყველაფრის შესახებ. მაშინაც კი ბრაზდებოდი, როდესაც ბებიაშენი ხუმრობდა.
- იცი მაინც რას ამბობ?
- მომეცი უფლება ყველაფერი აგიხსნა.
- ამიხსნი იმააას თუ რატო შეგიყვარდა ილია?

ტირილს განაგრძობდა და მაშინაც კი როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებდი მის თვალებში არ იგრძნობოდა სიძულვილი ჩემს მიმართ.
- ფადიქრდი და სხვა დროისთვის გადავიტანოთ ლაპარაკი.
პასუხს არც დავლოდებივარ კარი ისე გამოვიხურე.
ვბრაზობდი ყველაფერზე, ჩემ თავზე და ელეონორზე. ვბრაზდებოდი მის საქციელზე და მინდოდა მეყვირა, რომ მთელი არსობით მძულდა. რომ ვერ ვიტანდი მას და მის საქციელებს. სახლში მივრბოდი და ვტიროდი.

- ელეონორ! ელეონორ! სად ხარ!
ბებიაჩემი და ჩემი პატარა დები თვალებში შემომციცინებდნენ ინტერესის თვალებით.

- ელეონორ ახლავე ქვემოთ ჩამოდი.
ვყვიროდი და თან ცრემლებად ვიღვრობდი. ვერ ვხვდებოდი გრძნობას რომელიც გამაჩნდა. მწყინდა მისი საქციელი თუ მაბრაზებდა. ელეონორი ოთახიდან გამოვარდა.
- ტოშ
- მძულს ფაქტი, რომელიც ჩემ დად გაქცევს. მძულხარ შენ და შენი ეგოიზმი. მძულს შენი თვისებები. მძულს ფაქტი, რომ ყველას გამეტება შეგიძლია, მძულს შენი პორტრეტი, რასაც ახლა ვუყურებ. მძულს ყველაფერი რაც შენთან მაკავშირებს.
ამ ყველაფერს გულით არ ვამბობდი. ეს ყველამ იცოდა.
ცრემლებს გაფაციცებით ვიწმენდდი. ვგრძნობდი რომ ჰაერი მჭირდებოდა. მჭირდებოდა, რომ ვიღაცას ჩემთვის მხარი აება, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. მარტო დავრჩით მე და ჩემი სიძულვილი, რაც ძალდატანებით, ჩემში იხრწნებოდა.
გარეთ გავედი და ველოდებოდა ვიღაცას ვინც უკან გამომყვებოდა. ვინც მეტყოდა და მაგრძნობინებდა, რომ ჩემთან იყო, მაგრამ არავინ ჩანდა.
ენს დავურეკე, მაგრამ ისევ არ იღებდა. წვიმა დაიწყო. თითქოს ცამ მაგრძნობინა სხვის მაგივრად, რომ ჩემი ესმოდა. მომენტებში ჩემი თავიც მძულდა, ამ ყველაფრის გამო. იმდენად ვიყავი, ემოციებისგან გამოფიტული, სიარულიც აღარ შემეძლო და ამას ჩემი სხეული გულდასხმით მეუბნებოდა. თვალლებში დამიბნელდა და იმის მერე არც არაფერი მახსოვს.
რომ გავიღვიძე აპარატზე ვიყავი შეერთებული და მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიწექი.
ყოველთვის მძულდა იქაურობა, ნემსები თავისი ექიმებით. (ამ ყველაფრის უფრო მეშინოდა)
ნემსი ვენიდან გამოვიღე და ადგომა ვცადე.

- სერიოზულად?
- ღმერთო ისევ შენ?
- როგორც ჩანს ყოველთვის იქ ვარ, როცა გჭირდება.
- ოჰ არა ილია!
- მხოლოდ შენ შეგიძლია ტირილის გამო საავადმყოფოში მოხვედრა. (ცინიკურად გამიცინა. მე კი შევამჩნიე მისი პაწაწინა ღრმული ლოყის კუთხეში, რომელიც ასე ძაან მიზიდავდა) თვალები ავატრიალე და ლოგინზე დავებრეხვე.
- აბა? არ მომიყვები?
- მართლა გგონია რომ შენთვის ყველაფრის მოყოლას ვაპირებ?
- არა არ მგონია. ვიცი.
დავეჯღანე
- არასდროს მეგონა, რომ ჩემმნაირი ბიჭები მოგწონდა! (ისევ გამიღიმა. თან დაბლა იყურებოდა)
- რა?
- ეგ ყველაფერი იმაზე ადრე გავიგე ვიდრე ეს ამბები მოხდებოდა!
- რა?
- ტოშ შეწყვიტე თამაში იმისა, რომ ვით%ომ არ იცი რაზე ვსაუბრობთ.
- მე შენთან ლაპარაკი არ მსურს. ახლავე გადი ოთახიდა, თორემ ექთანს გამოვიძახებ და ვეტყვი რომ ჩემზე ძალადობენ.
ეცინებოდა, მე კიდევ მცხვენოდა ყველაფრის გამო. ჩემს საწოლზე გადმოინაცვლა და კუთხეში ჩამოჯდა. დიდხანს მიყურებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ჩემში რას ეძებდა.
წინ წამოიწია და შუბლზე მაკოცა. ავფორიაქდი და ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა. არ შემეძლო გარჩევა სიმართლისა და თამაშის. მხოლოდ ამის თქმა შევძელი:

- აქედა წამიყვანე გთხოვ.
გზაში არცერთს არ ამოგვიღია ხმა. არ მსურდა ამ თემაზე ლაპარაკი. თავს დებილად ვგრძნობდი. არ მინდოდა მასთან ამ ყველაფერზე პასუხი გამეცა. მინდოდა ვინმეს დაეძახა ,,ტოშ გამოფხიზლდი ეს მხოლოდ სიზმარი იყო“, მაგრამ ასე არ ხდებოდა.
სახლთან ვიყავით უკვე რომ ვკითხე:
- ჩემებმა სავადმყოფოს შესახებ იციან?
- ვუთხარი რომ ენთან რჩებოდი.
- მადლობა ილია!
მან მხოლოდ გამიღიმა. მანქანიდან გადავდიოდი, როცა ჩემმა შინაგანმა ხმამ მითხრა რომ მისთვის ბოდიში უნდა მომეხადა და ასეც მოვიქეცი:
- მწუხვარ.
გაკვირვებული სახით მიყურებდა, მაგრამ ამ სახეს თან ღიმილი ეკვროდა. მანქანის კარი მივხურე და სახლისკენ წავედი.
თავს ცუდად ვგრძნობდი. დაღლილი ვიყავი. კარში რუსო დამხვდა.
ჩამეხუტა და მკითხა როგორ ვიყავი. არ მინდოდა ენერვიულა ამიტომ მოვატყუე. ოთახში ასვლა მინდოდა და არავისთან ლაპარაკი. ასეც მოვიქეცი.
- ის შენი დაა. მას ცუდი შენთვიხ არასდროს სურდა .
რუსოს გავხედე თვალებით რომელიც იკითხებოდა როგორც ,,შენს არაფერი გესმის“.
თითქმის კვირა გავიდა. მე კი ისევ საწოლში ვიწექი და ფანჯარას გავყურებდი. არავის არ ველაპარაკებოდი. არ ვჭამდი. ჰაერს ვერ ვყლაპავდი. დაღლილობას ვგრძნობდი, თითქოს რაღაც მაწუხებდა და მებღაუჭებოდა.

- ტოშ!
ელეონორის ხმა გავიგე, რომელიც ჩემი ოთახის კართან ჩაყუჟულიყო და დალაპარაკებას ცდილობდა. მეც მივეყრდენი და ჩავიკუზე. ვგრძნობდი, რომ მენატრებოდა და პატიება შემეძლოს, მაგრამ ამას არ ვაკეტებდი. ხელს რა მიშლიდა?
- ტოშ! მწუხვარ. არ მინდოდა ასე გამოსულიყო. ძალიან მიყვარხარ და მენატრები.
ვიცოი ამას გულით ამბობდა, მაგრამ მე მაინც არაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ ვუსმენდი მის სიტყვებს, რომელიც გულძე ნემსივის მეხებოდა.
- შენთან ილიაა მოსული და ლაპარაკი უნდა. მიეცი მას უფლება რომ დაგელაპარაკოს. თავს ნუ გაინადგურებ ამის გამო.
- უთხარი რომ გარეთ დამელოდოს.
თვითონაც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მე ხომ მასთან ლაპარაკი არ მსურდა, მაგრამ მჭირდებოდა. პიჟამაზე თბილი ჟაკეტი მოვიცვი. სარკეში ჩავიხედე, რომ თმა მომეწესრიგებინა. მძულდა, ასეთი განადგურებულ სახეს რომ ვხედავდი. თმა ზევით ავიწიე და დაბლა ჩავედი.
ეზოში გასვლის თანავე ილია დავინახე. ჩემგან ზურგით იდგა და ფეხით ბალახს თელავდა.
ვგრძნობდი, როგორ მჭირდებოდა მასთან ჩახუტება და მისი სუნამოს სურნელის შეგრძნება.
- რატომ მოხვედი?
ჩემს ხმაზე უცბად შემოტრიალდა ღიმილიანი სახით.
- რუსო ბებიამ მითხრა, რომ საჭმელს არ ჭამ.
- და შენ მოხვედი, რომ ჭამაში დამეხმარო? (სერიოზული და დაღლილი გამომეტყველება მქონდა)
მე და მას შორის მანძილი ათი მანძილი იყო. თანდათანობით მიახლოვდებოდა და ნაბიჭებიც მცირდებოდა.
- მოვედი, რომ გითხრა, რომ ელეონორი არაფერ შოაშია.
- მის დაცვას ცდილობ?
- ტოშ ამაში ცუდი არაფერია!
- ბიჭისთვის, რომელიც გოგოებს დღე დღეზე იცვლის, მისთვის ეს არაფერი არ არის, სწორია!
იმდენად ახლოს იდგა ჩემთან, რომ სუნთქვაც აღარ შემეძლო.
- აპატიე ელეონორს! ვიცი, რომ ეს შეგიძლია. ის ამას არ იმსახურებს.
- და მე დავიმსახურე?
უეცრად ცრემლის კრისტალი, ჩემს ლოყას მოაწვა.
- ანგელოზები არაფერს იმსახურებენ, ამიტომ მათ პატიებას შეუძლიათ.
ცრემლი ლოყიდან მომიწმიდა. ვგრძნობდი რა მთელი არსებით მიყვარდა და მსურდა.
მივხვდი რომ არაფერი მქონდა, მისს გარდა, მე კი ისიც გავანადგურე. პირიდან დაუფიქრებლად აღმომხდა.
- ერთხელ მაკოცე გთხოვ და გპირდები ყველაფერს დავივიწყებ, ამ კოცნასთან ერთად.
მომიახლოვდა, თმაში ხელი შემიცურა და ვნებიანად მაკოცა.
სხვა სამყაროში გადავვარდი, სადაც მხოლოდ მე და ის ვიყავით. ვგრძობდი, როგორ იწოვდა ჩემგან ენერგიას და ფეხები მეკუმშებოდა. მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარდა და არ მინდოდა გამეშვა.
- ენს შენთან ლაპარაკი უნდა ამიტომ მოვედი ტოშ!
გამიღიმა და წავიდა.
ბალახზე წამოვწექი და ცას ვუყურებდი. არ მახსოვს, როგორ დაღამდა და სახლში, როგორ აღმოვჩნდი.
დღეები გადიოდა. დღეს ღამე ცვლიდა. ვერ წარმოიდგენთ რამდენი დილა და ღმე ვატარებდი, ოთახში სადაც ჰაერი გამომვლეოდა. სადაც ჩემს გარდა არავინ იყო. სადაც ფიქრებთან ერთად გავიჭედე და თითქოს გასაღები დავკარგე. წუთს წამი ემატებოდა. არც არაფერი მემატებოდა და მაკლდებოდა. ჩჩემ თავს ვკარგავდი. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდებოდა. ენი, ელეონორი, ილია თუ საკუთარი თავი.
დღეს შაბათი ყო. სანაპიროზე ამ დღეს სულ წვეულებებია. კაბები გამოვიღე და არჩევანი გაშლილ, ღია ვარდისფერ კაბაზე შევაჩერე. მოვემზადე და ოთახიდან გავედი. ჩასვლისას დავინახე, რომ ყველა სამზარეულოში იჯდა და გაკვირვებული სახით შემომჩერებოდა.
ელეონორი სკამიდან წამოდგა.
- ტოშ!
- წვეულბაზე მივდივარ.
- ჩემი მანქანა წაიყვანე.
- უარს არ ვიტყოდი.
გასაღები მომცა. გარეთ გავედი და მანქანაში ჩვჯექი.
სასმელი მჭირდებოდა და ამდენი ხანი ვერ ვხვდებოდი.
სანაპიროზე მანქანა გავაჩერე და დაკვირვებით მივხვდი, რომ ეს ილიას მანქანის გვერდით გავაკეთე.
- ოჰ ღმერთო არა.
ქვიშა გავიარე და ბართან მივედი. არკის ჭიქა შევუკვეთე.
- ტოშ! კარგად გამოიყურები!
მივიხედე და ანდრია იყო.
- ანდროო! ძალიან მომენატრეეე.
- მეც ტოშ.
- ძალიან მწუხვარ, შენ და ენის ამბავი გავიგე!
- მადლობა.
- რამეს დალევ?
- უკვე შევუკვეთე.
- კარგი, მაშინ შემომიერთდი, როცა ცეკვას დააპირებ.
- დღეს ის ჩემთან არის.
გაკვირვებით გავიხედეთ, მე და ანდრომ უკან. ილია იყო. რათქმაუნდა ილია.
- ილია!
- ანდრო, როგორ ხარ?
ერთმანეთშ გადაეხვივნენ.
- ოჰ ღმერთო.
შემოვბრუნდი და იდაყვებით ბარს დავერყდენი.
- ოუ ეს ვინ მოსულა. ჩვენი ილია.
ორივე მე მიყურებდა. სკამიდან ჩამოვხტი,ილიას მხარი გავკარი და საცეკვაოდ წავედი. უკან ანდრო გამომყვა და ცეკვაში შემომიერთდა.
ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი და დაღლილობაც თანდათნ მეხსნებოდა. ჩემში ადრენალინი იჟღენთებოდა.
- ილია ჩემთან ერთად წამოხვალ?
გამიღიმა და უკან გამომყვა. ღამის სამი საათი იქნებოდა.
- დღეს დამარცხების გრძნობა შეგაწუხებს.
- რას აპირიბ ტოშ?
- თითქმის სამი საათია, ქუჩაში არავინ დადის. მანქანაში ჩაჯექი.
- მთვრალი ხარ, ახლავე გადმოდი მანქანიდან.
სანამ ამას მეტყოდა, მანქანა დავქოქე და წინ წავედი.
- ჯობს მანქანასი ჩაჯდე ილია.
არც მახსოვს რა სიჩქარით მივდიოდი. ქარი უხეშად მეხებოდა სახეზე. თავისუფლებას ვგრძნობდი. სიჩქარეს არ ვაკონტროლებდი, უბრალოდ მანქანას ვმართავდი. თავს საკმარისად ფხიზლად ვგრძნობდი. შუქნიშანზე გავჩერდი. ჩემს გვერდით ილიას მანქანა მომადგა. ფანჯარას ჩავუწიე და ილიას დავუყვირე.
- ხიდამდე!
თვალი ჩავუკარი და მანქანა დავძარი.
თხუთმეტ წუტში ხიდთან ვიდექი. კმაყოფილი გამომეტყველებით. დავინახე ილია, როგორ გადმოვიდა მაქნანიდან გაფითრებული სახით.
- აღიარე,რომ წააგე!
- შეიძლება მომკვდარიყავი, ასეთი ეგოისტი როგორ ხარ?
- ეგოისტობაზე შენ მელაპარაკები?
ჩემში ადრენალიდი უფრო მძაფრთებოდა.
- მიყვარხარ ჰო. შვიდი წელია მიყვარხარ და ეს ერთელაც არ შეგიმჩნევია? ერთხელაც არ დაკვირვბულხარ? ამ სიყვარულის გამო დავკარგე ენი და საკუთარი თავი. მიდი მითხარი რამე ილია, ახლა ხმა აღარ გაქვს? მითხარი ღირსი ხარ თუ არ ამხელა სიყვარულის? გთოვ მითხარი რამე. თუგინდა მეჩხუბე, თუგინდა იყვირე. თუგინდა შემიძულე, უბრალოდ რამე თქვი გთხოვ, ასე ნუ დაამთავრებ.
- ტოშ! მე...
- რა შენ?
- მე სხვა მიყვარს.

მუხლებზე ჩავიკეცე. თავისით ვტიროდი, ვგრძნობდი, გულის ცემას და სისხლის სიმხურვალეს. მეგონა წნევამ ამიწია და სადაცაა ვენები გასკდებათქო. ვგრძნობდი, როგორ მატკინა გული ამ სიტყვებმა და როგორი ცარიელი დამტოვა. ფილტვებს ჰაერი ვერ მიეწოდებოდა და ამისგამო სუთქვა გამიხშირდა. ცივმა ოფლმა დამასხა. მანქანაში ჩავჯექი. ილია რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არ მესმოდა. მე გავრბოდა მისგან და საკუთარი თავისგან. დაწყევლილი სამყაროსგან, რომელიც ასე ძალიან მძულდა. ენისგან. ქვეყნისგან რომელშიც დარჩნა ერთი თვის წინ მინდოდა. მე დედაჩემთან გავრბოდი. მე ახალი ცხოვრება მჭირდებოდა, ახალი ხალხით და საზოგადოებით. ახალი ქუჩებით და მდინარეებით. მე ჩემს სამყაროს გავურბოდი და ამით კმაყოფილი ვიყავი.



ცხრა თვის შემდეგ

ძვირფასო ენ!
ჩემო საყვარელო. მაპატიე, რომ ასე მოგექეცი. მაპატიე, რომ გავიქეცი, ასე აუხსნელად. მაპატიე, რომ მარტო დაგტოვე. მენატრები ისე, როგორც არავის.
მე გავნარდგურდი და ნაწილებად დავიშალე. მე არაფერი შემრჩა შენს მიმართ სიყვარულის გარდა. მჭირდებოდა გაქცევა, ყველაფრისგან. მინდა გამიგო. მწუხვარ, ჩემს გარეშე გატარებული დროისთვის და ტკივილისთის.
არ დაივიწყო დრო სადაც მე ვარდა არ დამივიწყო მე. ყველაფრის დაბრუნება რომ შემეძლოს აუცილებლად დავაბრუნებდი. ნაძირალა ვარ და შეგიძლია ეს აღიარო.
არავინ მყავრს შენ გარდა. ჩემს სამყაროში მარტო მე და შენ ვართ. აუცილებლად შევხვდებით დრო რომ მოვა.
მიყვარხარ ენ!
სიყვარულით ტოში.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

სისულელეა,პორველ კლასელი ბავშვის ნაჯღაბნს გავს,არადა ადრე უკეთ წერდით

 


№2  offline წევრი analiza505

სტუმარი თაკო
სისულელეა,პორველ კლასელი ბავშვის ნაჯღაბნს გავს,არადა ადრე უკეთ წერდით

პირველ რიგში მადლობა აზრის გაზიარებისთვის, ეს არის ძველი ისტორია რაც შეეხება ახლა რასაც ვწერ, ის არის ჩემი დღევანდელი ნაწერი, რომელსაც თანდათანობით ვწერ, ანუ ეს არის ადრე დაწერილი და არა ის.

ვინც ეს ისტორია წაიკითხეთ მინდა გითხრათ რომ ეს ძველი დაწერილი ისტორიაა, და არა ახლა დაწერილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent