შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტეო (3) შავი კატა,თარსი კატა


14-01-2022, 22:19
ავტორი Bagheera
ნანახია 8 555

მას შემდეგ რაც მირანდას წამოცდა საიმონთან რომ უყვარდა,მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა,არცერთი ცდილობდა მეორესთან საუბარს და თითქოს ერთმა უწყინარმა სიტყვამ ორ ადამიანს შორის დიდი კედელი აღმართა.
დიდი განცდებისა და ნერვიულობის მიუხედავად საკუთარ თავს კარგად მართავდა მირანდა,თანაც ისე რომ უწინდებურად აღარც კი უყურებდა მისი ფანჯრიდან საიმონის
ოთახის ფანჯარას რომ დაენახა . უცნაურად ძლიერი აღმოჩნდა და თვითონაც უკვირდა,თუმცა გაკვირვებაზე და სიყვარულზე მეტი საფიქრალიც ჰქონდა.
შებინდებისას ნაცნობ სასადილოს მიადგა,თავის საყვარელ მაგიდასთან დაჯდა და ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო.
საიდან დაეწყო წერა არ იცოდა,რადგან ბევრი რამ არ ახსოვდა იმ ღამიდან,გონებას უჭამდა ის შავი ხვრელი რომელშიც გამოტოვებული და ყველაზე საინტერესო მომენტები ჩაიკარგა,ვერაფრით გაიხსენა როდის და როგორ აღმოჩნდა სახლში .
კარგად იცოდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და ეს ფაქტი მეტად აგიჟებდა,ვინ იცის იქნებ რა ნახა იმ ღამით , იქნებ როგორი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.
-მირანდა საყვარელო-მოესმა ნაცნობი ხმა და მაშინვე ბლოკნოტი დახურა,საიდუმლოებებს არავის ანდობდა და ამ ჯერადაც კარგად გადამალვა სცადა თავისი ახალი თავსატეხის - ყველაფერი რიგზეა? ხელს ხომ არ გიშლი?
-არა,დაბრძანდით-მოწიწებით უთხრა ხანში შესულ მეზობელს რომელიც ბებიამისის საუკეთესო მეგობარი იყო თავის დროზე,ახლა კი მისი უბრალოდ მეგობარი გახდა.
-რას წერდი?-ინტერესით ჩაეძია ვალერია და ფრთხილად დაიკავა ადგილი მირანდას პირისპირ
-არაფერს ისეთს,უბრალოდ წერა მიყვარს და რაც თავში მომდის იმას ვწერ ხოლმე-თავის არიდება სცადა მაგრამ ქალი საეჭვოდ წამოიწია წინ და ხელი შეახო ხელზე ისე,თითქოს
უკვე იცოდა ყველაფერი რაც გოგონას თავში ტრიალებდა
-მჯერა-უთხრა და ისევ გასწორდა. ერთი წუთით მირანდამ ისიც კი გაიფიქრა,რომ მეზობელს ის კი არ აინტერესებდა თუ რას წერდა მის მოსვლამდე არამედ ის,თუ რას ვერ წერდა და ვერ უყრიდა თავს.
არავინ იცოდა რა აზრები უტრიალებდა თავში იმ წუთს მეზობელს თუმცა ნათელი იყო რომ წასვლას არ ჩქარობდა,დრო კი ძალიან ცოტა იყო და თან ხმაურიანი დასკვნის გამოსატანად…
-ქალბატონო ვალერია-მირანდა სკამიდან წამოიწია,თითქოს
გონება ახალი იდეით აენთო,იფიქრა რომ თუ ბებიამისმა ამდენი რამ იცოდა იმ ლეგენდის შესახებ და იქნებ მართლა ნახა სებასტიანი კიდეც დასაშვები იყო ამ ქალსაც ცოდნოდა რამე. ისინი ხომ მეგობრები იყვნენ ? თანაც შესაშურად ახლო მეგობრები და შეუძლებელი იყო რამე არ
ეთქვა ბებიას თავის მეგობრისთვის.
რომც არ ცოდნოდა დაზუსტებით დეტალები,დასაშვებად აღიქვა რომ მეზობელ ქალს თავისი აზრი ექნებოდა ძველი ისტორიის შესახებ და თუ მოისმენდა მის აზრს შეიძლება რამე ხელჩასაჭიდიც გამოენახა
-რამე გსმენიათ მინერვასა და სებასტიანის შესახებ?-ფრთხილად კითხა და უხერხულად გაუმიღა
-რამ გაგახსენა ეგ ამბავი-გაეცინა ქალს და მის წინ,მაგიდაზე მდგარ ფინჯან ყავას შეექცა
-ბებიამ მიამბო,ძალიან დასამახსოვრებელი და უცნაური ისტორიაა არა?
-მართალი ხარ..მსმენია ამ ამბის შესახებ
-როგორ ფიქრობთ,მართალია ?
-ვიცი რომ სიმართლეა-მშვიდად მოსწყვიტა მზერა მირანდას,თითქოს მოგონებებში გადავარდა ცოტა ხნით და თვალი არაფრის მთქმელ სასადილოს კედელზე გადაჭიმულ უშნო ნახატს გაუსწორა -არ ვიცი რამდენად ბევრი მოგიყვა,ან რამდენად გჯერა,სასაცილოდ ჟღერს ეს ისტორია მაგრამ დავიფიცებ რომ სრული სიმართლეა ის რაც იცი-დარწმუნებით განაცხადა და ფეხზე წამოდგა
-მიდიხართ?-მეზობლის უცაბედი გაქცევის მცდელობა საეჭვო ჩანდა. კარგად ესმოდა ალბად რომ ძალიან ბევრ კითხვას დასვამდა ახალგაზრდა ქალი და თავის არიდება ყველაზე კარგ ხერხად მიიჩნია,უპასუხოდ გაერიდა მაგიდას რომელთანაც აქამდე მირანდასთან ერთად იჯდა.
გამოდის,რომ ბებია და ვალერია ერთ აზრზე იყვნენ,მაგრამ ბებიამ კარგად ახსნა,საკუთარი თვალით რომ ყავდა ნანახი სებასტიანი. ეს ისტორია მეტად უცნაური ხდებოდა დღითიდღე,ერთმა საიდუმლო გაუმხილა
მეორემ კი რაღაც დამალა,აშკარად არ სურდა საუბარი აღარაფერზე..

იმ დღეს საშინელი სუსხი იყო,ბურუსმა მოიცვა მთელი ქალაქი და გაჭირვებითღა მოჩანდნენ უზარმაზარი აშოლტილი და გაშიშვლებული ხეები.
წელიწადის ეს დრო ყველაზე უღიმღამო,უემოციო იყო მირანდასთვის.
სასიამოვნო მხოლოდ ის იყო რომ სახლში კომფორტულად და თბილად ყოფნა შესაძლებელი იყო მისთვის,თანახმა იყო არ წასულიყო სახლის ზღურბლს მიღმა სადმე სამი თვით,თუმცა მიმდინარე მოვლენები ამის საშუალებას არ აძლევდნენ .
ვალერიასი თითქმის ესმოდა,მაგრამ არ ესმოდა რატომ ჩაითრია ბებიამ ამ ამბავში ისე რომ თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდა,შეეძლო კიდეც მიეტოვებინა ეს საქმე თუ ძალიან მოინდომებდა მაგრამ მივიწყებული ღამე აშინებდა,არ აძლევდა მოდუნების უფლებას.
ამდენ საფიქრალს რთულად უმკლავდებოდა,საიმონი,უცნობი და უცნაური კაცი,ბებია და ვალერია,ტეო და იატაკზე გაშოტილი საკუთარი თავი..
სამზარეულოში გრძელ,ფილებით მოპირკეთებულ მაგიდასთან იდგა და ხახვს ჭრიდა როცა გაახსენდა რომ საერთოდ არ შია,ბოლო დღეების მანძილზე ძალიან ცოტას თუ მიირთმევდა და ისიც მხოლოდ ერთი მიზეზის გამო,სიკვდილისთვის ზედმეტად ახალგაზრდად მიიჩნევდა საკუთარ თავს.
რომ შეძლებოდა ძილზეც უარს იტყოდა,მაგრამ ამჩნევდა როგორ
ეცვლებოდა სახეზე ფერი და ისედაც გამხდარი სხეული მეტად როგორ უსუსტდებოდა.
ხახვის ჭრით გართულს უცნაური ხმაური შემოესმა,ცოტა ხანს გაჩერდა და დანა მაგიდაზე ფრთხილად
დადო,ნელი და ნაზი ნაბიჯებით შემოსასვლელ კარამდე მივიდა და ჭიჭრუტანიდან გაიხედა მაგრამ მისდაგასაკვირად ვერავინ დაინახა.
უკან წამოსულს ისევ მოესმა უცნაური ხმა რომელიც აშკარად მისი კარებიდან ისმოდა,შეშინებულს ფერი წაუხდა მაგრამ დამალვას ვერაფრით ბედავდა რადგან მისი მებრძოლი სული ყველაფერს გაუმკლავდებოდა იცოდა.
ფეხსკრეფით ისევ მიუახლობდა კარს,ისევ ჭუჭრუტანასთან აისვეტა და ისევ ვერაფერი დაინახა,ნერწყვი ტანჯვით გადაუშვა ყელში და კარის საკეტი გადაატრიალდა ორჯერ.
-შენ აქ რა გინდა?- ჩაიმუხლა და მისი კარის ზღურბლთან დასკუპებულ ნაცნობ შავ კატას თავზე გადაუსვა თითი. რამდენად უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ვერაფრით შეძლო ცხოველის თავიდან მოშორება და რაც გადაწყვიტა მისი სახლში შემოშვება იყო.
შავმა კატამ აშკარად კომფორტულად იგრძნო თავი,ფრაზა “თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში” უადგილო იქნებოდა კიდეც. ნელი ნაბიჯებით მისაღებ ოთახში შევიდა და ყავისფერ ნოხზე დაჯდა. მთელ პროცესს პირღია და გაოგნებული მირანდა აკვირდებოდა,ყურებში ჩაესმოდა ნაცნობი ფრაზა იმის შესახებ რომ შავი კატა უბედურების მომტანია,ცოტა შეეშინდა კიდეც რადგან ვეღარანაირი მითი ვერ გააოცებდა უკვე.
ფრთხილი ნაბიჯებით ყავისფერ სავარძელში ჩაესვენა და დააკვირდა კატის მოქმედებას,საშინლად აინტერესებდა რა ტრიალებდა ახლა ცხოველის გონებაში და გულიც კი წყდებოდა რომ არ შეეძლო ამის ამოცნობა.
ცხოველი გაუნძრევლად ისევ ისე იჯდა ნოხზე და ერთ წერტილს აჩერდებოდა,მერე მობეზრდა თითქოს,წამოდგა და მაგიდაზე ახტა რომელიც ოთახის შუა გულში იდგა და სტუმრების მისაღებად იყო განკუთვნილი.
-მაგიდაზე არ შეიძლება-წამოენთო მირანდა და კატისკენ გაემართა,მოთმინება სულ მალე ამოეწურებოდა გრძნობდა , მაგრამ იქამდე მორჩილად და მშვიდად სცადა ხელში აყვანა. მანაც თითქოს იგრძნო,წინასწარ იცოდა რას უპირებდა გოგო და ისე აიფხორა რომ აშკარად ანიშნა,თუ შეეხებოდა კარგად არ წაუვიდოდა საქმე.
-ღმერთო ჩემო აქ რა გინდა ? როგორ
მოაგენი სახლს-წუწუნით ამოღერღა ქალმა და მარჯვენა ხელით თმა გადაწია შუბლიდან. ალბად კატასაც რომ შესძლებოდა
ლაპარაკი მათ შორის საზარი კამათი წარიმართებოდა და ერთი მხრივ უხაროდა კიდეც მირანდას ასე რომ არ ხდებოდა,თუმცა სებასტიანის ამბის შემდეგ აღარც მოლაპარაკე შავი კატა მოჰგვრიდა შოკს.
გიჟური და ბავშვური იდეა მოუვიდა თავში,კატას გაუღიმა და მისკენ დაიხარა ისე რომ შესძლებოდა კიდევ ერთხელ მისი შეხება
-საუბარი თუ შეგიძლია მანიშნე,არავის ვეტყვი-თქვა და თავისივე სიტყვების შერცხვა,სიცილი აუტყდა და თავი გადააქნია. თავის ბავშვობა დაუდგა თვალწინ,გაახსენდა როგორ ევედრებოდა თოჯინებს ენიშნებინათ რომ ცოცხლები იყვნენ და როგორ პირდებოდა რომ მათ საიდუმლოს სამუდამოდ შეინახავდა.
აზრი არ ქონდა არც საუბარსა და არც ბევრ ფიქრს,იცოდა ვერც შეეხებოდა და ვერც კატის წასვლას ეღირსებოდა ასე მტკიცედ თუ სურდა ცხოველს
მის სახლში დარჩენა,თანაც არც იმდენად სძულდა კატები რომ ვერ აეტანა სახლში..
კარზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა.
გარეთ საიმონი იდგა , ამინდს მეათასედ შეეცვალა ხასიათი და ახლა ისე წვიმდა თითქოს მეორედ მოსვლას ანიშნებდა ხალხს დედაბუნება.
-კარში ნუ იდგები,შემოდი-გაუღიმა კაცს და შეიპატიჟა.
სამზარეულოში მიიწვია და გაზზე ჩაიდანი დადგა
-ჩაი ?
-თუ შეიძლება
-რამე მოხდა?-მშვიდი ხმით იკითხა გოგომ
-რაღაც უცნაური ხდება-ხმადაბლა გაუნდო და ისეთი სახე მიიღო თითქოს ამ დილით დაიბადა
-მაინც რა ?-ჩაეკითხა მირანდა,მაგრამ სანამ პასუხის გაცემას გადაწყვეტდა საიმონი იქამდე ისევ კარზე გაისმა კაკუნის ხმა .
ახლა ანა იდგა გარეთ გახევებული
-რა ხდება დღეს-გაეცინა მირანდას და ანას სამზარეულოში შეიპატიჟა.
ცოტა გაუკვირდა გოგოს საიმონის მისი მეგობრის სახლში დანახვა მაგრამ არ შეიმჩნია
-მეც დავლევ ჩაის-აფორიაქებულმა
მოითხოვა და სკამზე წამოსკუპდა -რაღაც უცნაური ხდება-მირანდას გაოცებისგან ცოტაც და ყბა ჩამოუვარდებოდა,ანასაც და საიმონსაც რაღაც აწუხებდა და ეს რაღაც უცნაური ყოფილა მათთვის.
-საიმონმაც ის მითხრა რაც შენ - დაასხა ჩაი ფინჯნებში და ფრთხილად დაალაგა მაგიდაზე.
-შენ რა ნახე ?-კითხა საიმონს ანამ და ინტერესით მიაჩერდა.
კაცმა თითქოს ენა გადაყლაპა,ძალიან უჭირდა საუბრის დაწყება
-დღეს,სამსახურიდან მომავალს რაღაც უცნაური გადამხდა თავს
-იტყვი ხოდა ?-მოთმინება გადაეწურა მირანდას
-გეფიცებით საკუთარი თვალებით ვნახე შავი კატა,სახლის კუთხეში შეირბინა და იქიდან-ნერწყვი გადაყლაპა-იქიდან ადამიანი გამოვიდა-გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს
-მეც იგივე ვნახე,ოღონდ ჯერ კაცი იყო მერე კი კატა-ანამ გააგრძელა-ერთი და იგივე ვინმე ვნახეთ ?
-მოიცადეთ.. იქნებ ეს ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთ ?
-სულელებს ვგავართ ? -გაბრაზდა ანა-გეუბნები მასე იყო,სახლის კუთხეს რომ ვამბობ ლეილას სახლს ვგულისხმობ,ხომ იცი როგორია ? იქიდან ადამიანი როგორ გამოვა ან როგორ შევა , კედელში გასვლა შეუძლია ? -ახლა წარმოისგინა ლეილას სახლი მირანდამ,მართლაც შეუძლებელი იქნებოდა ასეთი რამ
-ანუ გამოდის-თქვა მან-გამოდის კატაადამიანი ნახეთ ? ან ადამიან კატა? -გაეცინა გულიანად
-სასაცილო არ არის -ჩაერია საიმონი-ღმერთო რა ცხელია-ჩაით დაიწვა პირი და ფეხზე წამოდგა რომ ონკანიდან წყალი ჩამოესხა,მაგრამ ისე გაშეშდა თითქოს მოჩვენებას მოკრა თვალი
-რა ხდება ? -იკითხა ანამ
-ახლა დავუფიქრდი,იქნებ -გახედა საიმონმა გოგოებს და წარბები ასწია
-მინერვა ? -მირანდამ გარკვევით წარმოთვა და პირზე აიფარა ხელები
-ხო მართალია,შეიძლება კიდეც
-რა მინერვა მირანდა,რადროს ეგაა თან კაცი დავინახეთ
-არა არა -ეს-ეს იყო უნდა წამოცდენოდა ყველაფერი რაც იცოდა
მაგრამ ენას კვილი დააჭირა,გაახსენდა ბებიამ რომ სთხოვა არავისთვის მოეყოლა სიმართლე
-რა ?- დაინტერესდა საიმონი
-არაფერი ახლა გამახსენდა რომ ის ლეგენდაა,ეს კი რეალობა -მხრები აიჩეჩა და ჩაი მოსვა..
-მგონი ვგიჟდები,მაინც არ მჯერა რაც ვნახე,როგორ
შეიძლება რომ ასეთი რამ მოხდეს ჰა ? -შეშფოთებულმა საიმონმა თვალები გადაატრიალა
-აშკარად არ გეჩვენება,მეც ის ვნახე რაც შენ -მირანდა უსმენდა ყველაფერს და გაახსენდა მის სახლში რომ კატა იყო,შავი და თან უცნაური •
არც ამის შესახებ თქვა რამე,არ უნდოდა ჩარეულიყო ამ ამბავში რადგან მოუწევდა ეღიარებინა და დაეფქვა ყველაფერი ტეოს
შესახებ,რადგან მისი აზრით ამ ორმა ზუსტად ტეო დაინახა.
-უნდა დავლიო-თქვა ანამ და ფეხზე წამოდგა
-მოდი ჩვენც წამოვალთ-აყვა მირანდაც..

ხალხით სავსე სივრცეში სუნთქვისთვის ჰაერიც კი არ იყო ,
ანა და საიმონი ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ და მხიარულად ეცეკვებოდნენ სრულიად უცხო ადამიანებს,მირანდა გრძელ მაგიდასთან იდგა და ისე ნელა სვამდა წითელ კონიაკს როგორც შეეძლო
-მოგესალმები-ნაცნობი ხმა გაჭირვებით გაარჩია,ხელმარცხნივ ისევ ის კაცი იდგა
-თქვენ?-გაეცინა გოგოს და სიმწრით მთლიანი ჭიქა კონიაკი ჩაცალა
-გაბრაზებული ყოფილხარ -მშვიდად აღნიშნა კაცმა
-უბრალოდ თქვენ მაღიზიანებთ
-როგორ შეიძლება უცხო ადამიანი გაღიზიანებდეს ? არც კი მიცნობ-სიმართლის მარცვალი ერია მის სიტყვებში,თავადაც არ
იცოდა რატომ სძულდა ასე ძალიან მამაკაცი და ვერც შესაფერისი პასუხი მოიფიქრა. ამაყად გახედა გვერდზე მდგომს რომელიც არაყს შეექცეოდა.
-ძალიან ბევრს თუ დალევ დათვრები-ნიშნის მოგებით გააგრძელა კაცმა -ასეთი ნაზი გარეგნობის მქონე ქალს როგორ შეუძლია ამდენი დალიოს-ირონიულად დააყოლა და გაიღიმა, ბრაზისგან ალმოკიდებულმა მირანდამ ჭიქა მაგიდაზე დადგა,კარგად გასწორდა წელში და ორი ნაბიჯით
მიუახლოვდა. ცოტაც და თვალებიდან ნაპერწკლების ყრას დაიწყებდა თუ იქვე და იმ წამსვე არ მიუჩენდა ადგილს უზრდელ მამაკაცს.
ფეხის წვერებზე დადგა და წვალებით მიაღწია მამაკაცის მარცხენა ყურამდე,უნდოდა გამორჩეული და დასამახსოვრებელი,თანაც ძალიან მწარე ყოფილიყო მისი პასუხი
ჩაიცინა,ხელი მხარზე დაადო და თვალები მოჭუტა
-მგონია,თქვენი უხეში პასუხი ერთი რამის ნიშანი იყო-მამაკაცი ჩუმად იდგა,მთელი ყურადღებით უსმენდა ზიზღით სავსე ქალს -ძალიან მოგეწონეთ - გასწორდა და თვალი-თვალში გაუყარა. უცნობი მამაკაცი ჯერ კიდეც ხესავით იდგა,მერე გაეღიმა და მძიმედ ჩაისუნთქა ალკოჰოლისგან გაჟღენთილი ჰაერი
-დამიჯერე…-დაიხარა და ქალს თმა გადაუწია რომ კარგად ეთქვა თავის სათქმელი-არ მომწონს ქალები,რომლებიც ბავშვურად ცდილობენ ჩემს მოხიბვლას..
გამარჯვებულმა გვერდით ისე ჩაუარა რომ მხარი გაჰკრა ,გაურკვევლობაში მყოფმა მირანდამ უკან გაიხედა და შენიშნა რომ მამაკაცის კვალი გამქრალიყო…

მაშინღა გააცნობიერა ქალმა,რომ საკმაოდ იყო შეზარხოშებული და გასასვლელისკენ წავიდა,ანას და საიმონის კვალიც არსად ჩანდა,გაუკვირდა მათი გაუჩინარება თუმცა თავი არ ქონდა ბევრი ფიქრისთვის.
ქურთუკი საქმიანი სახით შეიკრა და ნაქსოვი ნაცრისფერი კაშნე გვერდზე გადაიგდო,კარში ცოტა ხანს შეჩერდა,უკან გაიხედა კიდევ ერთხელ,ვერავინ რომ ვერ ამოიცნო გარეთ
ბარბაცით გავიდა.
-წყეული კაცი-ჯერ კიდევ გაბრაზებული კბილებიდან ცრიდა,მთელი სხეული უთრთოდა ისე უნდოდა მისი ადგილზე მოსმა მაგრამ გვიანი იყო უკვე და თავსაც იდანაშაულებდა რომ ვერ შეძლო უკეთესი პასუხის გაცემა.
ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოდგა,იგრძნო როგორ დასცა და ეს-ეს იყო კაშნე უნდა მოეცილევიდსნ ყელიდან რომ მოჩვენებასავით წინ გაუარა უხეშმა კაცმა
-ეი შენ ! -მარცხენა ხელი ასწია მირანდამ,წარბებით ანიშნა რომ მისულიყო მასთან და თავად იქვე მდგომ ხის სქელ სკამზე დაჯდა.
-გისმენ -გვერდით
მიუჯდა უცნობიც
-შენ -საჩვენებელი თითი თვალებთამ მიუტანა
-ვხედავ გამიშინაურდი-შენიშნა კაცმა
-შენ როგორ ბედავ და როგორ მესაუბრები ასე,თავი ვინ გგონია ? -ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა კითხვის დასმა,მამაკაცმა მიმოიხედა ირგვლივ
-ხალხია,ნუ შეირცხვენ თავს
-კითხვაზე პასუხი გამეცი -გაჯიუტდა მირანდა
-მირანდა მისმინე -ქალი გაშტერდა.. გაახსენდა რომ თავის სახელი ჯერ კიდევ არასდროს უთქვამს მისთვის
-ჩემი სახელი საიდან იცი ?- წარბები შეკრა და მოემზადა საომრად
-შენ მითხარი
-არა , არ მითქვამს , ვინ ხარ და რა გინდა ? რატომ ხარ ყოველთვის იქ სადაც მე ვარ ?
-ალბად იმიტომ რომ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ -დამაჯერებლად უპასუხა კაცმა
-რიგზე არაა აქ , მატყუარა და უზრდელი კაცი ხარ, მეორედ არსად გადამეყარო,გესმის ? -ხმადაბლა უბრძანა და ადგილს მოსწყდა.
აღარ
ახსოვდა ავტობუსს რომ ელოდა,მთელი სისწრაფით მიაბიჯებდა საკუთარი სახლისკენ,ერთიანად გამოაფხიზლმა იმ რამდებიმე წუთიანმა საუბარმა.
გზა და გზა ილანძღებოდა,რამდენჯეტმე ფეხი წამოკრა ქვას და გამწარებულმა ქვაზევე იყარა ჯავრი,მერე
მიხვდა რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. ტუჩების კვნეტით
მიაღზია სახლის კარამდე და როდესაც შინ აღმოჩნდა შენიშნა რომ კატა გამქრალიყო.
დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია ამ ყველაფრისთვის,გაიხადა პალტო და წელვა-წელვით მივიდა სავარძლამდე,ჩაესვენა და თვალები დახუჭა.
იგრძნო როგორ დაახტა მუცელზე ცხოველი,შეშინებული წამოხტა და კატაც იმ წამსვე გადასკუპტა მეორე სავარძელზე
-შემაშინე-უსაყვედურა და თვალები მოიფშვნიტა -სად იყავი?
ინტერესით უყურებდა ცხოველი
-როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი..-წამოროდა და ამოიხვნეშა- გინდა სასაფლაოზე წავიდეთ ? რაღაც საქმე მაქვს-კატამ ზურგი აქცია,მაგიდაზე ახტა ისევ და დაწვა
-მაგიდაზე არ შეიხლება წოლა,ხომ გითხარი-უემოციოდ წამოყო თავი შავმა კატამ და მერე ისევ დადო.
მირანდა ფეხზე
წამოდგა,გადაწყვეტილი ქონდა მინერვასა და სებასტიანის ადგილზე მისვლა მაგრამ უეცრად გაახსენდა…
“კაცი რომელიც გაქრა
კატა რომელიც გაქრა “
ახლა გაუნათდა თითქოს გონება ქალს
-მოიცადე-კატას მიუახლოვდა, კარგად დააკვირდა -შენც შავი ხარ-დაიხარა და უფრო კარგად შეათვალიერა-იქნებ შენ დაგინახეს ჩემმა ახლობლებმა ? -კითხა და ცხოველმა თვალები გაახილა.
დამთხვევა იყო თუ არა ქალს შეეშინდა,უკან დაიხია და თვალები გააფართოვა. კატა მაგიდიდან ჩამოხტა,წინ რამდენჯერმე გაუარა,მერე ფეხებზე მიედო და ხრუტუნი დაიწყო
-შენ გესმის ჩემი -დაასკვნა და კიდევ არ ჯეროდა რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა
-მესმის -მირანდამ
სუნთქვა შეწყვიტა,იფიქრა
მოეჩვენა,მოესმა,იმ წამს სიზმარში იყო,სასმელმა
იმოქმედა..
-ეს უკვე მეტისმეტია-ცრემლებით აევსო თვალები
-შენ მთხოვე მეპასუხა-ცოცხალი თავით აღარ იხედებოდა კატისკენ,თვალები ძლიერად დახუჭა და საკუთარ თავს გაღვიძებისკენ მოუწოდა
-სახლში ვინმე არის ?
-რათქმა უნდა , მე ვარ-თვალები გაახილა მირანდამ,აზრი არ ჰქონდა
დიდ ხანს ასე დგომას იცოდა,სავარძლამდე ძლივს მივიდა და დაჯდა,პირღია საათს უყურებდა და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა სიზმარში იყო თუ რეალურად მოესმა ..
-მითხარით რომ მეჩვენება-მარჯვენა ხელზე იჩქმიტა
-სამწუხაროდ არ გეჩვენება - მუხლებზე დააჯდა კატა და რამდენიმე
ბრუნის შემდეგ დაწვა -რა სიგიჟეა არა?
-ანუ რეალობაა
-თან რა ზღაპრული



№1 სტუმარი one

eee ra magaria))))
shavi kata heeh)))
dzalian bunebrivad gadmoscemt da sadiamovnod ikitkheba))
sainteresoa win ra gvelis)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent