შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტეო (ნაწილი 1)


12-01-2022, 18:21
ავტორი Bagheera
ნანახია 767

მინერვა და სებასტიანი

ჯერ კიდევ უძველეს დროში,როდესაც ცხოველებს ოჯახის მფარველებად მიიჩნევდნენ გაჩნდა ჭორი,რომ კატა იყო ერთადერთი ცხოველი რომელიც წარმოადგენდა საფრთხეს.
ოჯახები რომლებსაც კატა ჰყავდათ,სტუმრებს ნაკლებად მასპინძლობდნენ,რადგან შიში საღ აზრზე ბევრად ძლიერად მეფობდა.

“ სებასტიანი” იყო პირველი,რომელმაც დათესა შიში მთელს ქალაქში.
ქალბატონი მინერვა მარტოხელა და ახალგაზრდა,საოცრად ლამაზი მანდოლოსანი იყო. ყველას გასაკვირად გათხოვება ვერაფრით შეძლო,რადგან კარზე მომდგარმა ყველა საბედომ ქორწილის დღეს საკურთხეველთან დატოვა.
იმის მიუხედავად რომ შეეძლო ეცადა კიდევ ერთხელ ხელი ჩაიქნია და გარე სამყაროს მოსცილდა.
მთლად ბედის ანაბარა იყო,მშობლებოსა და დედ-მამიშვილების გარეშე. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მინერვამ ოჯახში ახალი სიცოცხლის გაჩენა,როცა სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა .
შვილების ყოლის იდეა კარგი იყო,თუმცა სამუდამოდ გაუტეხდა სახელს ისედაც თვალში ამოღებულ ქალს. სახლის კართან მშიერ-მწყურვალ კატის კნუტთან შეხვედრის შემდეგ კი მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
“ სებასტიანი “ ასე ერქვა მის ახალ ოჯახის წევრს,ფუმფულა და არაფრით გამორჩეულ ცხოველს მთელი სამყარო ვერ იტანდა,თუმცა საიმედო და მოსიყვარული მინერვა მას შვილს უწოდებდა.
გადამეტებული ზრუნვის გამო ხალხმა ჩათვალა,რომ ქალი ჭკუიდან იყო შეშლილი მარტოობისგან, ხედავდნენ და ესმოდათ
როგორ ეთამაშებოდა და ელაქუნებოდა ცხოველს ქალბატონი ისე,თითქოს ნამდვილი ადამიანი ყოფილიყო,უარეს შემთხვევაში კი ურცხვად ეძახდა თავის მეგობარს მინერვა სახლიდან “შვილო,შემოდი ჭამე” .
შემდეგ კი სამუდამოდდ სახლში გამოიკეტა ეს ორი,არც მათი ხმა ისმოდა და არც სადმე ჩანდნენ, თუმცა სახლის ფანჯრებიდან ყოველ ღამე გამოდიოდა სინათლე,ხალხი ამასაც ხედავდა და მეტად უარყოფდა უკვე უარყოფილ ქალს.
ზოგი ამბობდა,რომ საკუთარი თვალით ქონდათ ნანახი,ფანჯრებიდან რომ შეუნიშნავთ როგორ კოცნიდა სებასტიანს ქალი,გეგონება კატაც ხვდებოდა და თვალს არ აცილებდა კოცნის შემდეგ,თათებით სახეზე ეხებოდა.
ყველაფერი მივიწყებას ეძლევა ხოლმე,ქალაქის ნახევარმა მაცხოვრებელმა დაივიწყა კიდეც მათი არსებობა,თუმცა ზოგს კიდევ ახსოვდა ისინი
და მაშინ,როდესაც წლები ისე მიქროდა როგორც ხის ტოტს მოწყვეტილი ფოთლები,ახლიდან გავარდა ჭორი რომ ქალი გარდაცვლილი ნახეს კარის ზღურბლთან.
პირველად მაშინ შეძლეს მეზობლებმა მინერვას სახლის დათვალიერება,სახლი კი უჩვეულოდ სუფთა იყო,ხოლო გარდაცვლილი საბრალო ქალი მოუვლელ ბებერს წააგავდა.
სიკვდილის მიზეზი არავინ იცოდა,სულ მთლად ახალგაზრდა ორმოცი წლის ასაკში ბაწამებსა და ნაომარს გავდა,მიიჩნიეს რომ პირობების გამო ვერ შეძლო ცხოვრების გაგრძელება,ხოდა მოკვდა ისე როგორც მოსალოდნელი იყო.
სებასტინი მიცვალებული სხეულის თავთან იდგა იქამდე სანამ ხალხი შეიყარა,ქალის ტუჩებთან თავს ხრიდა და ცრემლებს ღვრიდა,თათებით კი თმაზე ელამუნებოდა. შემდეგ კი ისე გაქრა,თითქოს მოჩვენება ყოფილიყო, კარგა ხანს არავის აღარ უნახავს ცხოველი იქამდე,სანამ მეზობელმა შვილის მოსასვენებელთან მისვლა არ განიზრახა შუა ღამით და არ შენიშნა რომ მინერვას ქვასთან ორ ფეხზე იდგა სებასტიანი.
მეზობელი ყვებოდა რომ ესმოდა როგორ ესაუბრებოდა კატა ქვას,იფიცებოდა თუმცა არავის სჯეროდა მაინც,ქალი კი იყო გიჟი თუმცა აზრი იმის რომ კატას შეეძლო საუბარი ხედმეტად სულელურად ჟღერდა.
ქალმა არ შეწყვიტა მტკიცება,ყოველ ღამე ადიოდა სასაფლაოზე და შეურაცხადივით ელოდა როდის რას მოჰკრავდა თვალს,მისი კი არ სჯეროდათ თუმცა იცოდა,იცოდა რას ხედავდა და რა ესმოდა, სწორედ ასეთ ღამეს სებასტიანი ახლიდან გამოჩნდა , ქალი ჭიანჭველასავით დაპატარავდა, მოიღუნა და შეიუშნა
- ჩემო დედოფალო - მოესმა და გაგოჟებულმა თავი ვეღარ შეიკავა,სებასტიანისკენ გაემართა
-შენ - კანკალით გაბედა ხმის ამოღება მეზობელმა
-მე - შემოტრიალდა კატა და ოთხ ფეხზე დადგა
- მეჩვენება- თვალები დახუჭა ქალმა
- მოჩვენება არ ვარ
- მაშ , მაშ შენ , შენ რა
- ვსაუბრობ

უყვებოდა ყველას უცხოს თუ ნაცნობს ქალი ამ დიალოგის შესახებ,მერე კი როცა არ გაჩუმდა თავი თავად შეირაცხა გიჟად,ბოლომდე მოყოლაც კი ვერ გაბედა იმ ღამის შესახებ..


- მერე ? - ინტერესისგან გადიდებული თვალებით გახედა მის წინ მჯდარ ბებიას მირანდამ
- აქ სრულდება ისტორია - გაიღიმა ხანში შესულმა ქალმა
- ეს მართალი ამბავია ?
- ვინ იცის ? შეიძლება არის კიდეც
- რა სიგიჟეა - გაეცინა მირანდას და ფეხზე წამოდგა - წავალ მე ანას ვნახავ
- წადი,წადი

თავქუდმოგლეჯილი საუკეთესო მეგობრის სახლისკენ გაიქცა , ფერმქთალი ანა გოგოს ერთადერთი მეგობარი იყო , ოდნავ უბედური იერი დაჰკრავდა მითამდღეში, გარიყული და მარტოსული იყო.
- იცი დღეს ბებიაჩემმა რა ამბავი მომიყვა ? - სიცილით დაიწყო საუბარი მირანდამ
- რაო?
- სებასტიანის და მინერვას შესახებ
- ეგ ისტორია მეც მსმენია - თქვა ანამ და ხის მორზე ჩამოჯდა
- გჯერა ?
- მჯერა
- რატომ ?
- ხომ იცი, არც ახლაა დიდად შეცვლილი ხალხი, დედაჩემს დღემდე ჯერა რომ კატებს უბედურება მოაქვს - ჩაეცინა ანას
- ეგ მართალია, მაგრამ მაინც , კატამ როგორ უნდა ილაპარაკოს ?
- თუ ჩვენ არ გვინახავს არ ნიშნავს რომ არ არსებულია სებასტიანი
- ეგეც მართალია - უხერხულად შეიშმუშნა მირანდა - როგორ შეიძლება რომ გადავამოწმოთ ეს ამბავი?
- არ ვიცი მირანდა,რთული საქმეა
- არ გინდა ესეიგი?
- მასეა
- მაშინ მარტო გამოვიძიებ - შეუპოვრად თქვა და სახლისკენ გაიქცა ისევ.
ეს ისტორია სიგიჟეს უფრო გავდა,რეალური არცერთი სიტყვა არ იყო თითქოს თუმცა მაინც ჩაიციკლა, მაინც მოახდრხა მირანდას გონებაში ბინის დადება.
დღე და ღამ ამ ისტორიაზე ფიქრი უღრღნიდა ტვინს,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,პატარა გოგონას არ მობეზრებია გამოძიებების ჩატარება,წლებისა და თვეების განმავლობაში დაიარებოდა ბიბლიოთეკებში და რაც იპოვნა მხოლოდ ის იყო რაც ბებიამ მოუყვა ერთ დროს.
როცა მიხვდა რომ აზრი აღარ ქონდა და ხელი ჩაიქნია კიდეც,აღარც
დრო ქონდა რადგან ბებიას უვლიდა სიკვდილის პირას მისულს , ბებიამ თავად დაიწყო ამაზე საუბარი.
- მირანდა შვილო,გახსოვს წლების წინ ისტორია გიამბე
- მახსოვს
- ახლა გაიზარდე- ჩაეცინა ქალს - საცაა ოცი წლის გახდები და უნდა გაგიმხილო
- რა ბებია , რა უნდა გამიმხილო?
- ის მეზობელი, ვინც ნახა და მოისმინა, მე ვიყავი - მირანდას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა
- რას ამბობ ?
- ასეა ეს - თვალები მოჭურა ქალმა
- და რა იყო ბოლოს ? რა გითხრა კატამ
- მითხრა,რომ მინერვას ქმარი იყო
- მეხუმრები? - სიცილი აუტყდა მირანდას
- რეალურს გიამბობ ამ წამს
- ქმარი? კატა და ადამიანი ? - სიცილისგან მუცელს ხელებით იჭერდა
- ასეა
- მერე ?
- დაიფიცა რომ მინერვას ერთგული იქნებოდა
- მერე ?
- იყო კიდეც - ამოიხვნეშა ქალმა
- საიდან იცი?
- ყოველ ღამე ვხედავდი
- მერე ?
- მინდა რომ,სებასტიანის შვილი იპოვნი
- ვინ? შვილი? მე ? სად ?
- შვილი ყავს, ტეო
- ბებია მეხუმრები? კნუტია თუ ადამიანი
- კატაა
- მერე უკვდავია ? ამდენი წელი იცოცხლა რომ მე ვიპოვნი ახლა ?
- უბრალოდ მოძებდე მირანდა, მოძებნე და შეიფარე
- სად ვეძებო ?
- სადაც ბიძაშენია
- სასაფლაოზე ავიდე ? ის სად ვნახო ?
- იქ ერთი ქვაა,კუთხე მოტეხილი აქვს, ქვის გვერდითაც პატარა ქვაა
- მერე ?
- სებასტიანის და მინერვას ადგილია მანდ
- კარგი მოვძებნი
- დამპირდი - მირანდა შეიშნუნდ, მხრებში მოიხარა და მძიმედ აღმოხდა
- გპირდები - თითქოს ტვირთი მოეხსნა მხრებიდან ქალს…


მირანდას ბებია გარდაიცვალა,თავად კი მთლად არ სჯეროდა იმის რაც მოისმინა ბებიისგან, დაივიწყა კიდეც ის სულელური ისტორია და ცხოვრება ისე განგრძო,თითქოს არასდროს სმენია ამ ამბის შესახებ.
ოცდა ხუთი წლის ასაკში კი რატომღაც ახლიდან გაახსენდა,გაახსენდა და თავი დამნაშავედ იგრძნო

- მოვძებნი - თქვა და საწოლზე გაიშოტა. სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი



№1  offline წევრი ლილა ნესი

მომეწონა, იმედია გაგრძელება მალე იქნება

 


№2  offline წევრი Bagheera

ლილა ნესი
მომეწონა, იმედია გაგრძელება მალე იქნება


ხვალ დავდებ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent