ტეო (2)
უცნაური დამთხვევა ფიქრი იმის შესახებ ,რომ ტეო ადამიანისა და კატის შვილი იყო უხერხულ შეგრძნებას უტოვებდა მირანდას,დაუჯერებელად ეჩვენებოდა ეს ბავშვური ლეგენდა თუმცა პირობა პირობა იყო და იცოდა კიდეც ძალიან დიდ ხანს რომ ტეხდა,არაფერი დაშავდებოდა თუ ბებიის უკანასკნელ დაუჯერებელ თხოვნას ცოტათი მაინც შეასრულებდა. სამყარო ისეთი უცნაური ადგილია,შესაძლო შეიძლება იყოს კიდეც მსგავსი შემთხვევები,ვინ იცის იქნებ გიჟი იყო ბებია ან იქნებ მართალს ამბობდა ? შემოწმება არავის დააზიანებდა და არც გაამდიდრებდა ვინმეს. რამდენიმე დღე მოანდომა აზრზე მოსვლას,ჯერ კიდევ სისულელედ ეჩვენებოდა ის რომ მართლა გადაწყვეტილი ქონდა სასაფლაოზე წასვლა და გატეხილი ქვის პოვნა,რას მისცემდა უბრალო ორი ქვა ? თუმცა მეორე ხმა დაჟინებულ გამბედაობას მატებდა. არც ისე მარტივი იყო ღამის პირველ საათზე ამ ნაბიჯის გადადგმა,ახსოვდა ბავშვობაში როგორ სჯეროდა რომ რამეს აღმოაჩენდა,ახლა კი შანსიც კი ქონდა ის რამე ახლიდან გაექექა და იმ საოცარ,უცნაურ წლებში ცოტა ხნით თავით გადავარდნილიყო. ფეხის თრევით მიდიოდა და გრძელ ვიწრო ბილიკს რომელსაც ლამპიონები ანათებდნენ უღიმღამოდ ათვალიერებდა,გონებაში კი ხან საკუთარ თავს დასცინოდა ხანაც ბებიის თხოვნას იგდებდა აბუჩად. - ტეო - ჩაილაპარაკა ხმა დაბლა და თავი გადააქნია - არც კი ვიცი რას ვაკეთებ - წარბები შეკრა და ნაბიჯებს აუჩქარა. მთელი საუკუნე განვლო თითქოს ამ გზაზე სიალურისას,ცივი და სუსხიანი ამინდი ძვლებში ატანდა და სიცივისგან გაყინულ ცხვირს ხელის გულებით ითბობდა. აქა-იქ განათებულ შემზარავ ადგილს ნიშანწყალი ქონდა გამქრალი,უემოციოდ გამოხსნა უზარმაზარი რკინის,ჟანგისგან შეჭმული ჭიშკარი და სხვა სამყაროში შეაბიჯა. საოცარი ადგილი არ იყო,მაგრამ ვინ იცის,ეს ადგილი ზოგიერთისთვის ერთადერთიც კი იყო სადაც წასული ნათესავებისა და მეგობრების ნახვა შეეძლოთ,ჩუმი ნაბიჯებით უვლიდა ქვებს გვერდს და თოვლში ნაკვალევს ტოვებდა,დრო და დრო უკან იხედებოდა ვინმე ხომ არ მომყვებაო მაგრამ ახსენდებოდა მაშინვე რომ ამ ადგილზე ქურდიც თუ ნიძლავის გამო გაბედავდა შესვლას. - და აქ რა უნდა ვნახო , რამდენი ასეთი ქვაა - ბუზღუნით აკვირდებოდა ქვებს და გაუბედავად ანათებდა ფარანს თვითოეულ მათგანს,რაც მეტად მიდიოდა მით უფრო ეშინოდა ასეთი სიბნელისა და სიჩუმის,მაგრამ სიჯიუტე და დაპირება უკან დახევის უფლებას არ აძლევდა. - აი ეს - ბოლო არ უჩანდა თითქოს ამ ადგილს,მაგრამ მოულოდნელად თვალი მოსჭრა ორმა ახლოს მდგომმა ქვამ. სირბილით მივიდა და ქოშინით დადო ფარანი მიწაზე,ჩაიკუზა და ტუჩები შეკრა, არ იცოდა ახლა რა უნდა ექნა სხვა. გონებაში ათასი აზრი მოსდიოდა,არცერთი მათგანი არ ეჩვენებოდა რეალურად და ფიქრისგან დაღლილი ფეხზე წვალებით წამოდგა. “მინერვა” და “სებასტიანი” უცნაური ისტორია იყო მაგრამ აშკარად რეალური,რადგან ქალი და კატა გვერდიგვერდ იყვნენ,ასეთი რამ კი სხვაგან აქამდე არასდროს ენახა,გონზე თითქოს ახლა მოდიოდა,ახლა ახსენდებოდა რომ აქ კატისა და ქალის სიყვარულის გამო იყო. უცნაური და თან საოცარი იყო, ქვებზე სახელები ისე მქრთლად იყო შერჩენელი ამოკითხვა შეუძლებელიც კი იქნებოდა სხვისთვოს,მაგრამ მირანდამ იცოდა რისთვის იყო იმ ადგილზე და არც იმ მქრთალი შავი ასოების ამოკითხვა გასჭირვებია. ქვები აქ იყო,სებასტიანი და მინერვაც მაგრამ ის რის გამოც ბებიამ გამოგზავნა არსად ჩანდა. - სისულელეა - ხმამაღლა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა,ეს-ეს იყო უნდა შეტრიალებულიყო წასასვლელად,რომ მხარზე ხელი უცნობმა დაადო და შიშისგან ბოლო ხმით შეჰკივლა - რა გაყვირებს - ხმადაბლა კითხა უცნობმა ხმამ. მირანდამ თავი ძალიან ნელა შეატრიალა და თითქმის დაინახა კიდეც ვიღაც,მასზე ბევრად მაღალი და ძლიერი. - ვინ ხარ - გაუბედავად იკითხა და იგრძნო თუ როგორ ასწია ხელი უცნობმა - შენ ვინ ხარ ? - მე მირანდა ვარ - მთელი სხეულით შეტრიალდა მისკენ. მის წინ მაღალი და ახოვანი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა,ამოიცნო ვიწრო ტუჩები და სწორი ცხვირი. ოდნავ მოშვებული წვერი და შავი ტანსაცმელი . - აქ რა დაგრჩენია ამ ღამით - ირონიულად იკითხა მამაკაცმა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია - საინტერესო არ მგონია იყოს შენთვის - უხეშად მოუჭრა გოგომ და მისკენ გაემართა ისე,რომ ფარანის არსებობა სულ მთლად გადაავიწყდა - მოშორდი ამ ადგილს - მიუგო კაცმა და ხის ვიწრო სკამზე დაჯდა - შენ მოშორდი, საქმეზე ვარ -საფლავებს თხრი? - რა ? - აბა აქ რა გინდა ? - საქმეზე ვარ მევთქვი- თითქმის შეყვირა მოთმინება დაკარგულმა მირანდამ - დედაჩემის და მამაჩემის საფლავზე ? - გაეცინა უცნობს და ფეხი ფეხზე ფრთხილად გადაიგო. გაოცებისგან ადგილს მიეყინა მირანდა,კატა არა,მაგრამ ადამიანი ნახა,მისი სიტყვები მტკიცებულება იყო რომ კატის და ადამიანის შვილია. დაუჯერებელი იყო ამის მოსმენა და გააზრება. სიგიჟის ზღვარზე მისული ისევ ჩაიმუხლა,ხელები თავზე შემოილაგა და თვალები მთელი ძალით დახუჭა - არ არსებობს - ცოტა ხნით დუმილი ჩამოწვა, არცერთი მათგანი იღებდა ხმას.უკუნითი სიჩუმე უცნობის ხმამ გაარღვია - რას გულისხმობ ? - ადამიანი ხარ - სიცილი ვერ შეიკავა ქალმა - როგორც ხედავ ვარ - ადამიანი? - ადამიანი - და შენ სებასტიანის და მინერვას შვილი ხარ - ასეა - არ არსებობს - ისტერიულ სიცილს ვეღარ იკავებდა - შენ რა იცი? - კუდი სად გაქვს ? - ფეხზე წამოდგა და მამაკაცისკენ გაემართა ისევ - რომელი კუდი - ვიცი, ვიცი რომ კატის შვილი ხარ, ღმერთო რამხელა სიგიჟეა - მირანდა ? - მამაკაცმა იცნო, ფეხზე წამოდგა და გაფართოვებული თვალებით მიაშტერდა მისკენ მიმავალ გოგონას - შენ საიდან იცი ჩემი სახელი ? - უფრო მეტად ემსგავსებოდა ეს დღე უმსგავსოებას - ლეილას შვილიშვილი ხარ ? - კი და შენ - ადგილზე გაიყინა - არ მჯერა რომ ახლა ეს ხდება, არ მჯერა - ჩაილაპარაკა ქალმა. უცნობი ფეხზე წამოდგა და მისკენ გაემართა,აისვეტა და ოდნავ დაიხარა,მირანდას თვალებში მთელი ინტერესით შეაჩერდა,მარჯვენა ხელი ფრთხილად ასწია,სახეზე შეახო და იგრძნო ქალმა როგორ გამოელია ფეხებში ძალა. - ეს მინდოდა ზუსტად - თქვა მამაკაცმა და მის წინ მიწაზე ახლად გაშოტილ გოგოს ზევიდან დახედა.. შეუმჩნეველი გზებით მიარბენინებდა გოგონას მამაკაცი,გზა და გზა გვერდებზე იყურებოდა და ერთი სულიღა ქონდა დარჩენილი სახლამდე მიეყვანა. უკვე იცოდა რომ ოდესმე იხილავდა ლეილას შვილს,ბებიამისს ძალიან კარგად იცნობდა კიდეც, თუმცა ვერ წარმოიდგენდა რომ შუა ღამით მისვლას გაბედავდა თან ასე ახალგაზრდა ქალი - პრობლემების მომტანი რომ ხარ უკვე დაამტკიცე - მობეზრებით უთხრა გულწასულ მირანდას და მის სახლთან მისულმა სვლა შეანელა. კარგად გაუჩხრიკა ჯიბეები და გასაღებები ძლივს ამოაძვრინა,სახლში შესვლისთანავე კარებთან დააწვინა და გასაღებები გვერდით ისე დააგდო,რომ გამოღვიძებისაა მირანდას ეფიქრა რომ ხელიდან გაუვარდა.. - მეორედ აღარ გამომეცხადო გოგონა- წასვლისას თქვა და კარი კარგად მიიხურა . გამთენიისას ძლიერი ქარის ხმამ გამოაფხიზლა იატაკზე გაშოტილი მირანდა, თვალები წვალებით გახსნა და როდესაც მიხვდა სად იყო ფეხზე ისე წამოხტა თითქოს საუკუნე ეძინა და მთელი სიცოცხლე გამოტოვა - მოიცადეე - დაიყვირა და ირგვლივ მიმოიხედა,კარგად შემოირბინა სახლის თვითოეული კუთხე და კუნჭული და დარწმუნდა რომ მარტოა,მაგრამ სახლში იყო და პრობლემასაც სწორედ ეს წარმოადგენდა კარგად ახსოვდა როგორ გავიდა გარეთ,ბევრი იარა და სასაფლაოზეც ავიდა, ქვებიც ნახა მაგრამ მერე რა მოხდა ვერაფრით იხსენებდა.. ქურთუკი გაიხადა და საკიდზე საკიდა,სამზარეულოში ნელი ნაბიჯებით შევიდა,სკამზე დაჯდა და სიგარეტს წაუკიდა. - ფიქრის დროა - გონება დაძაბა - ვნახე ? - საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, ვერაფრით იხსენებდა იპოვნა თუ არა ტეო და ფიქრისგან ტანჯვას გრძნობდა.ისიც ვერ გაიგო როგორ აღმოჩნდა სახლში და საერთოდ იატაკზე რატომ გადაწყვიტა დაეძინა.. ღრმა ანალიზისგან კარზე კაკუნის ხმამ გამოარკვია,ეზოდან ანას ხმა ისმოდა - ქვეყანა მიაქვს ქარსა და წვიმას , დროზე გახსენი კარი - სირბილით გაემართა მირანდა და მეგობარს მოქუფრული სახით შეეგება - რამე მოხდა ? - იკითხა ანამ და სამზარეულოში შეყვა მირანდას,სკამზე დაჯდა და ძველებურად ოდნავ ნატანჯი სახით მიაჩერდა მოღუშულ ქალს - არაფერი - მოკლედ მოუჭრა მირანდამ და გაუღიმა - ჩაის ხომ არ დალევ ? - არა მადლობა,დღეს ჩვენი საიმონის დაბადების დღე რომაა გახსოვს ხო? - სულ ამომივარდა თავიდან - შეწუხებულმა თქვა მირანდამ და თავი მაგიდაზე დადო - დაღლილი მეჩვენები, არ გძინებია ? - პირიქით, ბევრი მეძინა - წამოხვალ ხომ? - თემა შეცვალა ანამ - აუცილებლად - მაშ ერთ საათში მზად რომ იყო - წამოხდა სკამიდან და სიცილით გავარდა სამზარეულოდან, სახლიდან გასვლისას კი კარი ისე ძლიერ მიიხუეა კინაღამ ჩამოაგდო მაგრამ ამას არაფერი უჭირდა . ზამთრის სიცივის შესაბამისად გამოეწყო ,თუმცა საერთოდ არ ქონდა განწყობა. საიმონი მისი ბავშვობის სიყვარული იყო,ყველამ იცოდა ამის შესახებ თავად საიმონის გარდა, არაფრის დიდებით გამოტოვებდა მასთან შეხვედრის შანსს. ერთ საათში სახლი დატოვა და გზის გადაღმა საიმონის სახლს მიაწყდა - ახლოს ხარ მაგრამ დღემდე ვერ გამიცანი - ჩაიბუტბუტა და ზარი დარეკა. კარი საიმონის დედამ გახსნა,სიხარულით შეეგება მირანდას და სახლში ისე შეიპატიჟა გეგონება დედოფალს მასპინძლობსო. თვალებს აცეცებდა გოგო,ერთი სული ქონდა დაენახა თავისი სიყვარული - მირანდა - ღიმილით შემოეგება ახალგაზრდა მამაკაცი - გილიცავ საი - გაუწოდა პატარა ყუთი - ეს რა არის ? - საჩუქარია, ბევრი არ არის მაგრამ .. - საიმონმა თავზე ხელი დაადო და გაუცინა - მთავარია არის - რა ხუმარა ხარ - გაეცინა ორივეს.. დრო საიმონის სახლში ძალიან ნელა გადიოდა,სტუმრებით ივსებოდა უზარმაზარი მისაღები ოთახი,საიმონის დედა აქეთ-იქით დარბოდა და ცდილობდა ყველა ესიამოვნებინა. წვეულება კი იყო მაგრამ არავინ არავის იცნობდა,ერთადერთი ნაცნობი ანა,საიმონი და საიმონის დედა იყო მირანდასთვის. - რამეს დალევ ? - ანამ გაუწოდა წითელი ღვინით სავსე ფუჟერი - დავლევ - მაშინვე მოიყუდა და მაგიდაზე დადგა - ოჰო - რა მოხდა - იქით გაიხედე - ხელი ჩაჭიდა მირანდას,მირანდა კი ანას სახეს აჩერდებოდა. გაოცებისგან ცოტაც და ყბა ჩამოუვარდებოდა მის მეგობარს,ცნობისმოყვარედ გაუსწორა თვალი იმ მიმართულებას საითაც ანას მზერა იყო მიბყრობილი და გაურკვევლობაში ჩავარდა - ამ კაცს იცნობ ? - კითხა ანას - არა და იმიტომაც ვამბობ რომ ოჰო, რა სიმპათიურია ღმერთო - მეცნობა - ჩაილაპარაკა მირანდამ - შენ რა, სადმე ნახე ? - დარწმუნებული არ ვარ - თავი გააქნია და მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო,მაგიდას მიეყრდნო და თვალები მეტად გააფართოვა. შენიშნა მამაკაცის დაჟინებული მზერა, მზერა რომელიც არ ცილდებოდა მას, მზერა რომელიც უაზროდ ნაცნობი იყო მაგრამ ვერაფრით იხსენებდა საიდან -კიდევ ერთს დავლევ-თქვა და მაგიდაზე მდგარ ფუჟერს მოწყურებული მიადგა,ერთი ჩასუნთქვით შესვა ბოლომდე და პირი ხელით მოიწმინდა. ვერაფრით იშორებდა მამაკაცის მზერას და ვერც თვითონ წყვეტდა თვალს -აბა,როგორ მოგწონს საღამო ?- საიმონმა ჩასჩურჩულა ყურში -ახ შემაშინე - უხერხულად გაუღიმა მირანდამ -ხო?- მხარზე გადახვია ხელი-პასუხი არ გაგიცია -სასიამოვნო გარემოა -მიხარია რომ მოგწონს -საიმონ-უეცრად ისე გასწორდა თითქოს რაღაც გაახსენდა - რაღაც მინდა რომ გკითხო -გისმენ -ის კაცი იქ- თვალებით ანიშნა უცნობისკენ -ჩემი ძმის მეგობარია-გაუღიმა საიმონმა- ხომ არ მოგეწონა ? -არა,რას ამბობ- გაეცინა გოგონას- მე ხომ შენ მიყვარხარ - პირზე ხელები აიფარა, ისე წამოცდა რომ არც დაფიქრებულა რას ამბობდა. შიშისგან მუხლები მოეკვეთა , გულის ფეთქვას მთლიანი სხეულით გრძნობდა და ყურებში ხმაც კი ჩაესმოდა -გიყვარვარ?-გაოცებულმა საიმონმა წარბები შეკრა -მისმინე საიმონ-ძლივს გასაგონად დაიწყო გოგომ - საიმონ მე -მირანდა არც კი ვიცი რა გითხრა-თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ წამოცდა ასეთი რამ,ახლა არ იცოდა მათი მეგობრობა გაგრძელდებოდა თუ არა მსგავსი აღიარების შემდეგ -საი-შორიდან საიმონის ხმა მოისმა-მოდი მალე - ბიჭმა ეჭვით შეათვალიერა მირანდა -აქ იყავი,მოვალ მალე- დაუბარა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ძმისკენ. იმდენი დალია რამდენის დალევაც შეეძლო იმ საღამოს,ზედმეტად ბევრი საფიქრალი და სანერვიულო დაუმატა თავის თავს ამ ორ დღეში და დალევა ერთადერთი იყო,რაც შვებას მოჰგვრიდა . ცოტა ხანს დაავიწყდა კიდეც როგორ წამოცდა თავისი გრძნობების შესახებ საის წინაშე , მაგრამ მაშინვე გაახსენდა როგორც კი შენიშნა მის წინ აჩრდილივით მოსიარულე და საკუთარი სიტყვების მეათასედ მაინც შერცხვა. სიყვარული არ იყო ცოდვა კარგად ესმოდა მაგრამ მეგობრის დაკარგვა გრძნობების,უპასუხო სიყვარულის გამო საშინელებად მიაჩნდა. კარგად შეზარხოშებული და მთლიანად გამთბარი ზამთრის ცივ ამინდში აივანზე გავიდა ფუჟერით ხელში,გასცქეროდა მის წინ გაჭიმულ სილამაზეს და არ სჯეროდა რომ ეს დღე ასეთი მძიმე და თან ლამაზი იყო მისთვის. -რამ წამომაცდევინა-ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა,გრძნობდა როგორ ტრიალებდა მის გარშემო ყველაფერი,ფეხებში როგორ ეცლებოდა ლამაზი მეტლახი და წარმოიდგენდა როგორ ვარდებოდა უსასრულოდ თავით სადღაც,სადაც არაფერი და არავინ იყო მის გარდა -არ გცივა?-მის გვერდით აიტუზა მამაკაცი,შავებში გამოწყობილი დაბალი წვერით,თმა ახლად ამოსული ჰქონდა და საოცარი სუნამოს სურნელს ავრცელებდა. შეწუხებულმა მირანდამ ინტერესით გახედა მის გვერდით მდგომს და დაინახა ის უცნაური ნაცნობი მამაკაცი ,შეკრთა მაგრამ ფეხი არ იცვალა -თქვენ-ძლივს წარმოთქვა და წელში გასწორდა -სადმე შევხვედრილვართ ? —არ მგონია-მშვიდი ხმით უპასუხა კაცმა და ახლა ის მოიხარა -ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ -ბევრი მსგავსება არსებობს სამყაროში-ჩაიცინა და ისე გახედე გოგონას,თითქოს სულელი ყოფილიყო და რაღაც არარსებუბლს აბრალებდა -უცნაურია-მოიხარა მირანდაც და იქვე მდგარ მაღალ სკამზე წამებით დაესვენა-რატომ მაკვირდებოდით ასე დაჟინებით? -რა უტაქტო კითხვაა-მამაკაცი შეწუხდა -უტაქტო ასე მიშტერება უფროა -არ ვიცი,უბრალოდ მომწონს როცა ვაკვირდები ადამიანებს -ყველას ასე აკვირდებით? -თითქმის ყველას -და რას ეძებთ ადამიანებში?-გოგომ თავი დახარა და მიხვდა რომ უცნაური კითხვა დასვა -არ ვიცი -და იცით რომ ვიღაცას შეიძლება შეეშინდეს ამის გამო? -რათქმა უნდა -გაეცინა უცნობს -და მაინც ასე იქცევით -რათქმა უნდა -ალბად არც გრცხვენიათ -რათქმა უნდა -და რა გქვიათ? -რათქმა უნდა-ქალი ისევ წამოდგა ფეხზე -მეტი არაფერი იცით ? თუ რათქმა უნდა გქვიათ ? -რათქმა უ ნ დ ა -გარკვევით უპასუხა კაცმა -სახელს მიმალავთ? -არა -მაშინ რა გქვიათ? -არასდროს დაგჭირდება ჩემი სახელის გამოყენება,საჭირო არ არის რომ იცოდე -მხოლოდ მაშინ ამბობთ სახელს თუ იყენებენ? -უცნაურად მოეჩვენა გოგონას -რათქმა უნდა -რათქმა უნდა თქვენი საყვარელი ფრაზა ყოფილა -გაეცინა და ფუჟერიდან მოსვა ღვინო -შენ არ გაქვს საყვარელი ფრაზა?-დაინტერესდა კაცი -რა თქმა უნდა -ნიშნის მოგებით უპასუხა მირანდამ და აივნის კარისკენ გაემართა,გასვლისას კიდევ ერთხელ გახედა უცნაურ მამაკაცს და მხრები აიჩეჩა წვეულების მიწურულს კარგად გვიანი იყო,ანა და მირანდა ერთმანეთს არაფრით სწყდებოდნენ,უცნაური სურვილი გაუჩნდა მირანდას არაფერი მოეყოლა საუკეთესო მეგობრისთვის იმის შესახებ რაც აივანზე მოხდა და პირში წყალი ჩაიგუბა. -საის მართლა უთხარი რომ გიყვარს ? -შემოტრიალდა მისკენ ანა -წამომცდა -მშვენიერია -შენ საიდან გაიგე ? -გავიგე დედამისს ეუბნებოდა სამზარეულოში -თავი დაუქნია ანამ-კარგიც კია -ვითომ ? -რამდენი წელია გიყვარს და მალავ,ყველამ ყველაფერი იცის,აქამდე თუ ვერ შენიშნა სულელი ყოფილა-დინჯად უპასუხა მირანდას და მაგიდაზე ხელები დააყრდნო -სულელია გამოდის - გოგონებისკენ მიმავალ საიმონს ორივე მათგანმა მოჰკრა თვალი,მაგრამ მხოლოდ მირანდა იქცეოდა ისე,თითქოს არაფერი და არავინ დაუნახავს -შეგიძლია აივანზე გამომყვე?-ხმა დაბლა თხოვა კაცმა და ხელი გაუწოდა. გოგონამ გამოწვდილ ხელს დახედა,საიმონი მიხვდა რომ უადგილო იყო მსგავსი ჟესტი და შეტრიალდა,ისიც უხმოდ გაჰყვა უკან და აივანზე გასულს მხოლოდ ერთი აზრი მოაწვა გონებაში “რა უცნაური აივანია” -მინდა იმაზე ვისაუბროთ რაც დღეს მითხარი -სასაუბრო არაფერია,წლების მანძილზე მიყვარდი და მიყვარხარ,ვერ ამჩნევდი? -მაპატიე ვერ-თავი დახარა საიმონმა -გამოდის სულელი ყოფილხარ მართლა -გამოდის ვყოფილვარ.. ალბად ჩემგანაც ელი რაიმე პასუხს - შეიშმუშნა და კარგად დააჩერდა მირანდას სახეს -არ ველი -რატომ? -რომ გქონოდა ჩემდამი გრძნობები მეტყოდი აქამდე,ჩემზე ბევრად გაბედული ხარ-ჩაიცინა და მზერა აარიდა -ასეა ბოდიში -საინტერესოა რას მეტყოდი ახლა,რომ ძალიან კარგი ადამიანი და ქალი ვარ,მაგრამ მეგობრად მთვლი ? -ხმას არ იღებდა მამაკაცი,ისე დადუმდა ორივე თითქოს ვერცერთი ამჩნევდა ერთმანეთს -არაფერია საშიში საიმონ,მეგობრები ვიქნებით ამის შემდეგაც-უპასუხა და ამაყად მოშორდა საიმონს…-თუ შენ მოისურვებ-დააყოლა . სახლში შესვლისთანავე შენიშნა უცნობი მამაკაცი,იფიქრებდა რომ უსმენდა მის საუბარს მოშორებით რომ არ მდგარიყო,ისევ ჯიუტად აჩერდებოდა მოქუფრულ გოგონას და თითქოს მის ჭაობში ჩათრევას მისივე მზერით ცდილობდა. გუნება წამხდარი მირანდა აღარაფერზე ფიქრობდა,ერთადერთი რაც სურდა საკუთარ სახლში გამოკეტვა და საყვარელ საწოლზე დაძინება იყო. საიმონის სახლი ისე დატოვა რომ არ გაუფრთხილებია არავინ,თავს დამნაშავედ არ გრძნობდა,თითქოს მძიმე ლოდი მოიხსნა მხრებიდან და აღარც უპასუხო სიყვარულის რცხვენოდა ისე როგორც რამდენიმე საათის უკან. -დილით ისეთი ქარი იყო,წვიმა ახლა კი რა მშვიდია ამინდი-პალტო გაისწორა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. -რა უცნაური დღე იყო -აღიარა საკუთარ თავთან და სეირნობით გააგრხელა სიარული. დაღლილმა შენიშნა როგორ მოდიოდა დინჯი ნაბიჯებით მისკენ შავი კატა,ცოტა ხანს ადგილზე გაიყინა და კარგად დააკვირდა,უცნაური იყო,ცხოველი თვალს არ აშორებდა გოგოს,მიაბიჯებდა მისკენ უშიშრად და მშვიდად. -მეჩვენება? - უფრო კარგად დააკვირდა ცხოველს,ჩაიმუხლა და მისკენ მომავალ კატას ხელები გაუწოდა - რა გინდა ? - კითხა და გაეღიმა,კატა ხელებზე ეტმასნებოდა,სამეფო კარის ცხოველივით თავ აწეული თვალს-თვალში უყრიდა ხოლმე და დრო და დრო ხმამაღალ ხრუტუნსაც აყოლება -ლამაზი ხარ -ცხოველს ესმოდა თითქოს ქალის,მის წინ დაჯდა და შემაშინებლად დადუმდა -მოგეწონე ? … გავგიჟდი მგონი კატებსაც ველაპარაკები უკვე-შუბლი მოისრისა და უხერხულად გაიღიმა-შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი გესმის -კიდევ ერთხელ მოისრისა შუბლი - ღმერთო ზღვარზე ვარ ნუთუ? -ფეხზე წამოდგა,კატას ცივად დახედა და გზა განაგრძო,თუმცა მალევე შენიშნა რომ ცხოველმა მისი დევნა განიზრახა -რატომ მომყვები ? … მეც მაგარი ვარ,ვნახე ვის ვკითხო… სახლის კართან მისულმა კიდევ ერთხელ შეამოწმა კატა,თუმცა აღარსად ჩანდა და დამშვიდებული გულით შებარბაცდა შინ -ზედმეტად ბევრი დავლიე დღეს-გაუხდელად გაიქცა ოთახისკენ და საწოლზე მთელი ძალით დაენარცხა . გონებაში ისევ ამოუტივტივდა უცნობი მამაკაცი,ის არ ყოფნიდა რომ თვალს ვერ წყვეტდა,არც ის მამაკაცი რომ ისე აშტერდებოდა,ახლა ფიქრსაც ვეღარ უმკლავდებოდა. ყოველ წამს ჩაესმოდა მისი ხმა,ნათქვამი სიტყვები “რათქმა უნდა” და თავისდაუნებურად უღრმავდებოდა ამ სიტყვების რეალურ აზრსს.. -რათქმა უნდა -ხმამაღლა თქვა და ბალიშში ჩარგო თავი. რა თქმა უნდა ….. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.