ამბები რეალობიდან (გაზაფხული დასაწყისია)
თბილისი ძალიან პატარაა. შეუძლებელია ნებსიმიერ კაფეშიც კი ვინმე ნაცნობს არ შეხვდე. ხშირად ეს დიდი პრობლემის წინაშე გვაყენებს ხოლმე და გვიჩენს სურვილს ვცხოვრობდეთ ისეთ ადგილას სადაც ყოველიდღე იმაზე ხალისიანი და მრავალფეროვანი იქნება ვიდრე აქ. მე აქ დავიბადე, ეს ქალაქი ჩემთვის იმაზე მნიშველოვანია ვიდრე ვინმეს წამოუდგენია. წელიწადის ყველა დრო მიყვარს, განსაკუთრებით გაზაფხული თბილისის აყვავილება. მანქანებით გადატენილ პატარა ქალაქში, სადაც გამონაბოლქვი მძლავრობს, ნოტებად იგრძნობა ხალისიანი სუნი, სიმწვანის, სიმშვიდის და ბედნიერების. სულ მეგონა რომ გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, სასიყვარულო რომენები. წარმომედინა, რომ გაზაფხულზე დაწყებული ზაფხულში ბედნიერად გაგრძელდებოდა, შემოდგომაზე მეტი დრამები იქნებოდა და თუ შემოდგომის ფერიცვალებას გაუძლებდა ახალი წელი ახალი ბედნიერი საწყისი იქნებოდა. ყოველთვის მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი, თუმცა ამის არანაირი გამოცდილება და თეორიულ/პრაქტიკული ცოდნა არ გამაჩნია. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში რაიმეზე გული თუ მეტკიდებოდა ავიღებდი ხოლმე ბლოკნოტს და წერას ვიწყებდი, ვწერდ, ვწერდი და კიდევ ვწერდი. გადავწყვიტე ჩემი გულახდილი ისტორია მოგიყვეთ. იქნება კი საინტერესო? თუმცა, როდესაც ამბარი რეალურია და ეს ისტორია ჩემს გარშემო ხდება, მეც მის ნაწილად ვგრნობ თავს და საინტერესო ხდება ხოლმე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ცნობილი ბლოგერები მათ ცხოვრებას ღიად გვაცნობენ. უცნაურია არა? გარდა იმისა, რომ ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, ასვეე რამოდენიმე ბლოგერის ცხოვრებითაც. საშინლად გამიცდია, თუ რომელიმე მათგანი შეყავრებულს დაშორებია, მინერვიულია ჯანმრთელობის გამო. სასაცილოა... კარგი გავაგრძლებ, იქამდე სანამ რეალურ დრომდე დაგაწევთ ჩემს შესახებ მოგიყვებით. თქვენ ჩემი მესაიდუმლეები გახდებით მეგობრებო. წარმოგიდგენიათ? შესაძლოა თქვენს გევრდით ვიდგე, თქვენ ჩემზე ყველაფერი იცოდეთ და ვერ მცნობდეთ. არის ამაში რაღაც იდუმალი, საინტერესოა და სასურველიც. როგორც წარმომედგინა ჩემი სასიყვარულო ისტორიაც გაზაფხულზე დაიწყო. ჩემი სამსახური არც თუ ისე საინტერესოა და არც ისეთი განსაკუთრებული, როგორც ეს თავიდან წარმომედგინა. ჩვეულებრივი დღეს ჩემმა უფროსმა დამიბარა. ეს არც თუ ისე განსაკუთრებული რამ იყო. ხშირად მიშვებდნენ შეხვედრებზე, რადგან ლაპარაკი ჩემი ძლიერი მხარეა. რა არის საჭირო იმისთვის რომ კონტრაქტზე ხელი მოგვიწერონ? დახვეწილი მანერები, განათლება, ვიზუალი და გამართული მეტყველება. საბედნიეროდ ღმერთმა ყველა ნაწილით დამაჯილდოვა და ისღა დამრჩენია მივიღო ეს საჩუქარი და გამოვიყენო. შეხვედრა 5 მარტს იყო დაგეგმილი. მე უნდა მომესწრო საუკეთესო პრეზენტაციის მომზადება. 5 მარტი. თავდაჯერებულება როგორ გემატებათ ხოლმე? მე ამისთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიყენებ. ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება წარმატებით დაამთავრო დაწყებული საქმე თუ საქმიანი გარეგნობა არ გექნება. ამიტომაც მაცვია ჩემი საყველი მაღალყელიანი და მაღალქუსლიანი ჩექმები, შავი ტანზე მომდგარი კაბა, წითელი პიჯაკი. მძღოლი კარებს მიხსნის, მე მანქანაში ვჯდები და მივიდვარ. ეს პროცესი ჩემთვის იმდენად რუტინული იყო, რომ ძალიან გამაკვირვა ფაქტმა- ვნერვიულობდი. მძღოლთან რამდენიმე წუთიანმა დიალოგმა თითქოს ყურადღება გადამატანინა, თუმცა ხელები დამისველდა და ყელი გამიშრა. ჰმმ საკვირველია. მივედით შეხვდრის ადგილას. მუცელი უკვე მუცელი მტკივა და უკან დაბრუნება მინდა. მომენტალურად გავიფიქრე იქნებ მოვიწამლე და იმიტომ ვარ ამ დღეშითქო. შემდეგ თავს შემოვუძახე. რაიმე სანერვიულო თუ მაქვს, მინდა მალე მოვიშორო ამიტომ ჩემს თავს ვეუბენბი: „ემი, შენ შეძლებ და თუ ასე არ მოხდა, ორ დღეში არაფერი გემახსოვრება“. დრო, ხომ ყველაფრის მკურნაილია და საჩემოდ გადმოვიკეთე. შევდივარ კაფე „სტამბაში“ მიმტანს ვთხოვ მიმაცილოს შეხვედრის მაგიდამდე. მამაკაცი მხვდება, ვეცნობი ვუღიმი და მაგიდასთან ჩემს კუთვნილ ადგილს ვიკავებ. მცირე ხნიანი ლოდინის შემდეგ მეორე ბიზნესპარტნორი გვიერთდება. რამოდენიმე ენაზე შემიძლია მისი დანახვისას გამოწვეული ემოცია აღვწერო: „ღმერთო ჩემო“, “Oh my God”, “Oh mein gott”, “о воже”. წარმოიდგინეთ, ასეთი წარმომედგინა ჩემი ოცნების მამაკაცი და ის ახლა ჩემს წინ ზის და დიდი ინტერესით მიყურებს. ხმის ტემბრიც კი ისეთი აქვს როგორზეც ვოცნებობდი. დავიბენი მაგრამ რა არის ნამდვილი პროფესიონალიზმი? თავი ხელში ავიყავნე, სათვალე გავიკეთე ლეპტოპი გავხსენი და დავიწყე. დასასრულს რამოდნიმე კითხვა დავუსვით ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ საბოლოო პასუხს მეილზე მომწერდნენ. გამოსვლისას ჩემი ოცნების მამაკაცმა რომელსაც სანდრო ერქვა მითხრა: „ემილია, მადლობა სასიამოვნო პრეზენტაციისთვის, კიდევ შევხვდებით“. როგორი ორაზროვანი იყო. ალბათ იგულისხმა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად შევხვდებოდით, ანუ რა გამოდის ჩემი მისია წარმატებით შევასრულე? მაგრამ იქნებ პირადი ხასიათის შეხვედრა იგულისხმა? ღმერთოოო ემი, გამოსუწორებელი რომანტიკოსი ხარ! სად შენ და სად ის! აზრების გასაფანტად თავი ისე გავიქინიე მანქანის შუშას მივარტყი. ასეთი წესი მაქვს თუ დაღლილი ვარ სახლში მისული პირველი რასაც ვაკეთებ საწოლზე ვწვები, ფეხებს კედელზე ვალაგებ და მშვიდ მუსიკას ვრთავ მოსადუნებლად. სწორედ ამ ფაზაში ვიყავი, კარზე ზარი რომ გავიგე. დედაჩემი და მამაჩემი ჩამოვიდნენ. დამავიწყდა ჩემზე მეთქვა.თბილისში 17 წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი ბათუმიდან. მამა მეზღვაურია, დედა ჩვენს დიდ ოჯახს უძღვება. მყავს ძმა, რძალი და პატარა ძმისშვილი ნატა. ბათუმში ერთად ცხოვრობენ დედა, მამა, ჩემი ძმა და მისი ოჯახი, ბაბუა და მამიდაჩემი. თბილისში ჩემი დამოუკიდებლად გამოშვება მათთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა ჩემს ოჯახს მიაჩნია, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ის ორი უმნიშველოვანესი რამაა, რითიც ერთმანეთი უნდა დავაჯილდოვოთ. სწორედ ამიტომ არიან ისინი განსაკუთრებულები. მე ჯერ ბაკალვრიატზე ვსვწალობდი 70% გრანტით. პარალელურად ვმუშაობდი და ბინის ქირას დამოუკიდებლად ვიხდიდი. მეორე კურსზე მამამ პატარა სახლი იყიდა. პატარა და ლამაზი სახლი, ამან ჩემი ხელფასის გადადებული ნაწილის დახარჯვის საშუალებაც მომცა. ბაკალავრიატის შემდეგ წლიანი შესვენება გამოვაცხადე და შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ამ დროის განამვობაში სამსახურშიც საკამო ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე. კარგით დავუბრუნდეთ დედ-მამის ჩამოსვლას. რამოდნიმე დღით ჰქონდათ გადაწყვტილი დარჩენა. დედა ძალიან მენატრებოდა, მაგრამ მამა კიდევ უფრო. ის თვეობით მიდიოდა ხოლმე ზღვაში, ამიტომ მას იმაზე იშვიათად ვნახულობდი ვიდრე დედას. 8 მარტი. მეილი მივიღე. კომპანიის დამფუძვნელბლებს კიდევ ერთხელ სურდათ შეხვედრა. როგორც მეილში ეწერა მათ არჩევანი ჩვენსა და კონკურეტ კომპანიას შორის უნდა გაეკეთებინათ. მოკლედ, რომ გითხრათ ეს უკვე არა მხოლოდ ჩემი ბონუსის საკითხი იყო, „ჟილკაც“ გამიჩნდა, რომ მე უნდა დამთანხმებოდნენ. შეხვედრა ჩვენს ოფისში ჩავნიშნეთ იმავე საღამოდ 17 საათსა და 30 წუთზე. ბათინკებიდან მაღლებზე შევხტი, საჭირო ატრიბუტები მოვიმარჯვე და შესახვედრად მოვეზადე. შეხვედრაზე მხოლოდ სანდრო მოვიდა. ყავა შევთავაზე სიამოვნებით დამთანხმდა. შეხვედრა კითხვა პასხის რეჟიმში წარიმართა და თითქის საათნახევარი გაგარძელდა. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. საიდან ჰქონდა მოგროვილი ამდენი კითხა და უმეტესობა უკვე პირველ შეხვერდაზე გავლილი. ღმერთო მომეცი ძალა არ ავფეთქდე. საბოლოოდ, როგორც იქნა კითხვების მარაგი ამოიწურა. შემპირდა, რომ უახლოეს მომავალში პასუხს გაგვაგებინბდა. 9 მარტი. „თქვენს მიერ შემოთავაზებული პირობები, ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიისთვის მისაღებია. გიდასტურებთ თანამშრომლობის დაწყების მზაობას“ იეეეს, ჩემი ბონუსი სამციფრიანი იქნება! 13 მარტი. ხელშეკრულების გასაფორმელად ორივე დამფუძვნებელი ჩვენთან უნდა მოსულიყო. საქმიან შეხვედრას ესწრებოდნენ ჩვენი გენერალური დირექტორი, საოპერაციო დირექტორ აწ უკვე პარტნიორი კომპანიის ორი დამფუძვნებლი მათი მთავარი იურსტი და მე. სულ მეცინება ასეთ სიტუაციებში. შეხვედრისას სანდრომ განაცხადა. „ არ დაგიმალავთ და გეტყვით რომ, თქვენთან თანამშომლობის გადაწყვეტილება ემილიასს დამსახურები მივიღეთ. ემილი, თუ როდესმე ისინი გაგაბრაზებენ, ჩემი უფროსებისკენ მანიშნა აუცლებლად ღია იქნება ჩვენი კომპანიის კარი შენთვის“. უხერხული იყო. ცალკე საუბარი შემომთავაზა. აივნაზე გავედით, სიგარეტს მოუკიდა და შემომხედა. „მადლობა მინდა გადაგხადო, საუკეთო ოფერისთვის, ვიცი რომ ამაში დიდი რესურსი ჩადე. ძალიან გამიხარდება თუ დამთანხმდები და ერთ საღამოდ ჩემთან ერთად ივახშმებ. რას იტყვი?“ მე მას მადლობა გადავუხადე შეთავაზებისთვის და რა თქმა უნდა უარი ვუთხარი. ჯიუტად რამდნჯერმე კიდევ შემომთავაზა და საბოლოოდ მხოლოდ იმის გამო, რომ იმ მომენტში თავი უხერხულად არ მეგრძნო დავთანხმდი. ჩემს დაქალებთან, ეს ამბავი კიდევ უფრო შთამბეჭდავად მოვყევი. „ემილი, ყვები, რომ შენი ოცნების მამაკაცი ვახშამზე გპატიჟებს და წასვლა არ გინდა? ხომ კარგად ხარ“ კიდევ რამონდიმე საათიანი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სადროს აუცილებლად დაავიწყდებოდა პარაკსევამდე ჩემთან ერთად ვახშმობა. თუმცა მე მაინც მოწესრიგებული უნდა ვყოფილიყავი, იმ შემთხვევისთვის თუ არ დაავწიყდებოდა. 18 მარტი. პარასკევი. ალბათ ერთხელ მაინც გამოგცდიათ ის რასაც ახლა მე მოგიყვებით. მთელი ღამე არ დამეძინა. მუცელში მეგონა, რომ დანას მისმევდნენ. მთელი ღამე საპირფარეშოში გავატარე. გამთენიისას გულის რევის შეგრძნებაც დაემატა. დაბნეული ვიყავი და აზრებს ვერ ვუყრიდი თავს. მაინც ჯიქურად მჯეროდა, რომ დაავიწყდებობდა თუმცა 11 საათსა და 16 წუთზე შეტყობინება მივიღე. „ემილი, ჩვენი შეთანხმება ხომ ძალაშია? 6 საათზე შენს სამსახურთან ვიქნები, დროებით“ ამ მესიჯის წაკითხიდან, შეგრძნებები, რომელიც ზემოთ ავღნიშნე გაასმაგდა და სხვა ნერვიულობით გამოწვეული სიმპტომებიც დაემატა. ზუსტად ექვს საათზე მანდ დამირეკა, მითხრა რომ მელოდებოდა. გავედი. მანქანასთან მელოდებოდა მამაკაცი, ფართე მხრებით, შავი ჭაღარაშერეული თმით, ეშხიანი მზერით, მანქანასთან მელოდებოდა ჩემი ზღაპრული პრინცი. მანქანის კარი გამიღო, მეც ჩავჯექი და მან მე გამაქროლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.