გადატრიალება (თავი 8 )
- თუ ლაპარაკი გინდა, შემიძლია მოგისმინო. - არ მინდა. შეუძლებელია, ვინმეს აუხსნა როგორ ხარ, იმიტომ რომ სინამდვილეში, ეს არავის აინტერესებს. არავინ, საერთოდ არავინ, აბსოლუტურად არავინ, ვინც იცის, როგორია ჩემი შინაგანი მდგომარეობა. ზოგჯერ მახსენდება, რომ ცოცხალი ვარ, უფრო სწორად, ტკივილებითა და სიცოცხლით სავსე. ვუღიმი საკუთარ თავს, ისიც მიღიმის, მაგრამ ეს ღიმილები არ ემთხვევა ერთმანეთს. და აი, ისევ მარტო დავრჩი, განა სულ მარტო არ ვიყავი? მაგრამ ზოგჯერ უცნაურად ხელშესახები ხდება სიჩუმე. რა გინდა ჩემგან, ვეკითხები საკუთარ თავს, ის კი არაფერს არ მპასუხობს, ის კი იმასაც არ მპასუხობს, რომ - არაფერი. ნეტა მე რისი მოსმენა მინდა? საკუთარ თავს ვკბენ მორიელივით. სხვანაირი წარმომედგინა ჩემი თავი, ეს ხალხი, ეს ქვეყანა, ეს ცხოვრება. ღმერთო, ნეტა შენ როგორი ხარ სინამდვილეში? ღმერთო, არ მყოფნის ერთი ცხოვრება, შენს თავს ფიცავარ. რომ იცოდე, როგორ გვიან მივხვდი ყველაფერს და როცა უფრო მეტს გავიგებ მკვდარი ვიქნები, ან უარესი, იმდენად მოხუცებული, აღარ ექნება აზრი არაფერს. - ცხოვრება ყველაზე ცუდს რას უშვება ადამიანს? - ანადგურებს. - არა ცვლის. რატომაა ცხოვრება ასეთი უსამართლო, ერთხელ ცოცხლობ და ათასჯერ კვდები. ასე მგონია, სანამ გავჩნდებოდი, გავიფიქრე - ვიცი, ვინანებ. ნეტა რამდენი ცხოვრებით ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი. ესაა ყველაფერი და ეს არაფერია. რამდენი იმედია ამ ქვეყანაზე და არცერთი არ არის ჩემი. მოწყენილი ვარ. იხუმრებენ და ვიხუმრებ, გაიცინებენ და გავიცინებ, იცეკვებენ და ვიცეკვებ, იმღერებენ და ვიმღერებ, ბედნიერები იქნებიან და ბედნიერი ვიქნები, გაუხარდებათ და ავყვები სიხარულში. მაგრამ მე მოწყენილი ვარ. მათ ჩათვალეს, რომ მოკვდვი, წავიდნენ, მიმატოვეს, მე კი უბრალოდ ცუდად ვიყავი, მე კი უბრალოდ მოწყენილი ვიყავი. ახლა ვიღაცა თავს იკლავს, ამ წამს, მოიკლა უკვე... რატომ გვეშინია იმ დღეების, რომლებშიც აღარ ვიქნებით? იმიტომ, რომ აუხდენელი ოცნებები უფრო გვიმძიმებს სულს, ვიდრე ცოდვები. არც ჯოჯოხეთში, არც სამოთხეში, ყველაზე მეტად საკუთარ გულში შესვლა უჭირთ ადამიანებს. მე ვმღეროდი, გულში ვმღეროდი. მერე რა, რომ გულში ვმღეროდი... მაინც მინდოდა, ვინმეს გაეგონა. ვუყურებ მშენებარე ცათამბჯენებს ქალაქში, სადაც ამდენი დანგრეული ადამიანია, სადაც ამდენი დანგრეული ურთიერთობაა, სადაც ამდენი დანგრეული ოჯახია, სადაც ამდენი დანგრეული იმედია, სადაც ამდენი დანგრეული მომავალია და ვფიქრობ, ვისთვის შენდება ისინი... როგორ ქალაქში ვიცხოვრებდი? ქალქში, სადაც სახლები არ იქნებოდა ხეებზე მაღალი. ხედი ყულფიდან, ასე ჰქვია დღეს ჩემს ცხოვრებას, თითქოს ჩარლი ჩაპლინი ვარ და ჯოკრის როლს ვთამაშობ. სიკვდილის იმათ ეშინიათ, ვინც არ იცის, რომ დასასრული ყოველთვის ბოლოში არ არის. მთელი დღე წინაა, ისევე როგორც მთელი ღამე იყო წინ, მაგრამ ეს წუთები, ეს საათები, იმ წყალივითაა, არც დასალევად რომ არ ვარგა და არც ყვავილების მოსარწყავად, ხელ-პირსაც კი არ დაიბან მისით, მხოლოდ შიგნით თუ დაიხრჩობი. არაფერზე ვფიქრობ, საერთოდ არაფერზე, მაგრამ შენი სილუეტი მაინც ელავს ჩემს გონებაში. შენზე ფიქრი უფრო დიდ ხანს გრძელდება ჩემში, ვიდრე დღეები და ღამეები. მე არაფერი ვიცი შენზე, მაგრამ ეს საკმარისია საიმისოდ, რომ მიყვარდე. იქ სადაც ყველაფერი სისულელეა, მე შენ მიყვარხარ. იმ დღეებზე ვფიქრობ, ცოცხალი რომ აღარ ვიქნები, ნეტა რა დარჩება ჩემგან, ამ ტკივილებით, ამ სიკვდილებით, ამ ამაოებით სავსე პლანეტაზე, ნეტა ვინ იქნება ის, ვისაც ყველაზე დიდ ხანს ვემახსოვრები. იმ ღამეებში რომლებიც მე უშენოდ გავატარე, ნეტა შენ უჩემობას თუ გრძნობდი? ღმერთო, როგორ უძლებ ადამიანის ფიქრებს, ლოცვებს, ოცნებებს, სიყვარულს, როცა ის შენკენ არ არის მომართული. ღმერთო, როგორ უძლებ ადამიანს, როცა ის შენი არ არის? თუ სიყვარული კვდება, ადამიანები როგორღა ცოცხლობენ? რატომ არავინ დასტირის მკვდარ სიყვარულს, რატომ არავინ უხუჭავს თვალებს, რატომ არავის არ მიჰყავს და მარხავს, რატომ არავინ აწერს დაბადების და სიკვდილის წლებს, რატომ არსად არ არის მკვდარი სიყვარულის სასაფლაო. ალბათ იმიტომ, რომ მკვდარ სიყვარულს უფრო მეტი ადამიანის გული ატარებს, ვიდრე ცოცხალს. მე შემიძლია მოგკლა, მე შემიძლია ჩემში მოგკლა. შენ შეგიძლია, ჩემგან მოკლულმა, ცხოვრება ისე გააგრძელო, თითქოს არც არაფერი მომხდარა და ეს იყოს იმაზე ბევრად დიდი დანაშაული, ვიდრე ის, რომ მე შენ მოგკალი. ზოგი ადამიანი გავსებს, ზოგი გაცარიელებს, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ყალბი ადამიანებია შენს ცხოვრებაში. ზოგს მართლა უყვარხარ, ზოგს უბრალოდ, სხვა საქმე არ აქვს. არ მინდა ერთმანეთი ამოვწუროთ, არ მინდა ერთმანეთისთვის დავმთავრდეთ, ეს ვერ შევამჩნიოთ და ასე, ერთმანეთისთვის დამთავრებულებმა გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება. არ ვიცი, თვალებში უფრო მეტი ცრემლი ეტევა თუ ცაში წვიმა, უბრალოდ, ვარსკვლავები ყოველ ღამე დაგვყურებენ და ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება ადამიანები ერთმანეთისთვის მიუწვდომლები იყვნენ. ადამიანი ვარ, ესაა ჩემი ტრაგედია, მაგრამ რამდენი ხანია ადამიანად არ მიგრძვნია თავი, ადამიანური, სიხარულით, ჩვეულებრივი შეგრძნებებით. აღარც კი მახსოვს, მობილურის ეკრანს უფრო ხშირად ვეხები თუ შენ, ჩემი მობილურის ეკრანი უფრო მგრძნობიარეა ჩემი თითების შეხებისას, თუ შენი კანი. მე ბედნიერი არ ვარ, სულერთია ყველა ტკივილი მიყუჩდება, ყველა პრობლემა მიგვარდება, ყველა სურვილი მისრულდება, თუ უბრალოდ დაუვიწყარი სე*სი მაქვს საყვარელ ქალთან, მე ბედნიერი არ ვარ. განა რა არის ბედნიერება? ამ ცხოვრების რელსებიდან რამდენიმე წამით ამოვარდნა, მაგრამ ის თუ უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, არ არსებობს მასზე უფრო საშინელი ტანჯვა. ყველაზე მეტად ის ღამეები მომენატრება, ჩემ შემდეგ რომ გაგრძელდებიან. როცა ვიღაცა შენზე ფიქრობს, ვერასდროს ვერ გრძნობ, მაგრამ როცა არავის არ ახსოვხარ, მთელი არსებით განიცდი ამას. ღამით ყველაზე ძნელია ლოდინი, ადამიანის, ღმერთის, გათენების, სულერთია... ღამით ყველაზე ძნელია ლოდინი. რამდენი მარტოობაა ამ ქალაქში, რამდენი მარტოსული. სიყვარული მარტოობაში - ტრაგედიების ტრაგედიაა. საშინელია ჩემი ტანჯვა, მაგრამ ადამიანური. ყველა სასწაული უკვე მომხდარია, მაგრამ მე მაინც მინდა გავფრინდე. გაუძელი. თვითონ გახდი ტკივილისთვის აუტანელი. ირწმუნე, რომ სამყაროში ერთადერთი ხარ, ვინც ყველაფერს უნდა გაუძლოს. გაუძელი, რომ შენც გახდე, ჯვარზე გაკრული ქრისტესავით თავისუფალი. "ავდგები, რამდენჯერაც დავეცემი, იმდენჯერ ავდგები მაინც, სანამ არ ამოტრიალდება ყველაფერი და დაცემა გაფრენა არ იქნება, ავდგები." ▪︎ლაშა მარგიანი ცხელი წყლით ავსებულ აბაზანაში იწვა ანა და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა რაც საერთოდ არ გამოსდიოდა. წყალში დაიმალა, თავიდან არ შეუწუხებია უჰაერობას რამოდენიმე წუთში უკვე ჰაერს ითხოვდა ორგანიზმი მაგრამ ანას არ უნდოდა ამოსვლა . რას შვებოდა? თავს იხრჩობდა თუ სჯიდა. საბოლოოდ ვეღარ გაუძლი , თავი ამოყო და ხარბად დაიწყო სუნთქვა. ძლივს დამშვიდდა, კიდევ ნახევარი სააათი დაყო წყალში საბოლოოდ თითები დაუბუჟდა და წყალიც აღარ იყო ცხელი, ამოვიდა და დაორთქლილი სარკის წინ დადგა. იქვე მიგდებულ მაკრატელს დაწვდა და ისევ დაორთქლილ სარკეს შეხედა. მაკრატელი ძალიან ბასრი იყო, ვენებთან მიიტანა იცოდა რაზეც ახლა ფიქრობდა ეს ვერ უშველიდა თუ შუა გზაში მიატოვებდა, თუ დაასრულებდა უშველიდა? მაგრამ რისგან? ან ვისგან? გაქცევა უნდოდა მაგრამ თან საშინლად ეშინოდა, კანკალებდა სიცივისგან. თმებს დაწვდა და დაუფიქრებლად გადაჭრა, თან თვალებიდან ცრემლები სცვიოდა, ვერც ამან უშველა და ახლა უკვე მაკრატლის ბასრი ნაწილი ვენას გაუსვა, მაშინვე გადმოიღვარა წითელი სითხე. უცებ სისუსტე იგრძნო და ნიჟარას დაეყრდნო მეორე ხელით. - იქნებ კიდევ ვცადოთ? - დაორთქლილ სარკეს ხელი ჩამოუსვა და თავის თავს შეხედა, საშინლად შეეცოდა, ისე გამოიყურებოდა ჩახუტება მოგინდებოდა. ხელები თავის მხრებს შემოხვია დათავი ოდნავ გვერზე გადახარა. იდგა შიშველი, უმანკო სარკის წინ უძილობისგან ჩაწითლებული თვალებით და თავის თავს ეხუტებოდა. - მეშინია. - ამოიკნავლა საცოდავად. ხელიდან გადმოღვრილი სისხლი ტანზე ჩამოედინებოდა, ფეხებში ძალა გამოეცალა და იქვე ჩაიკეცა კედლამდე მიხოხდა და თავი მიადო. -ვცდი! ერთხელაც - ამოიხავლა და იქვე მიგდებულ პირსახოცს დაწვდა, უკვე მიჩვეული იყო და იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა, ვენებზე კარგათ გადაიჭირა და დაელოდა როდის შეწყდებოდა სისხლის შადრევანი. ამჯერად სისხლი არ ჩერდებოდა ალბათ იმიტომ რომ პატარა ნაკაწრი არ იყო. უცებ იმხელა შიში და სიცოცხლის სურვილი იგრძნო რომ თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა, ტელეფონს დასწვდა და სასწრაფოში დარეკა. ცდილობდა თვალები არ დაეხუჭა მაგრამ საშინლად ეძნელებოდა, თითქოს თვალებზე ლოდები ედო, საბოლოოდ სურვილს ვეღარ შეეწინააღმდეგა და თავს მოდუნების საშუალება მისცა. დილით გიორგი თავის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა, წამოიწია და საათს შეხედა. - უხ ამდენი რამ დამალევინა. - წაიბუზღუნა ძილისგან უფრო დაბოხებული ხმით. - ლილეეე! - დაიღრიალა მაგრამ მაშინვე ინანა, თავისმა ღრიალმა უფრო აატკივა თავი. - ვაიმე რა მოხდა - შემოვარდა ლილე. - უიმე შენ ხარ? ვიფიქრე დათვი ყავს ოთახში და ეგ ღრიალებსთქო. რაგინდა. - ჰაჰაჰა რა სასაცილოაა - გამოაჯავრა გიორგიმ - ნაბეღლავი მომიტანე რა. - ხმა დაუთბა მაშინვე. - ადექი, დღეს დედას გამოწერენ, მიდი ახტი გოჭო. - ბედნიერებას ასხივებდა ლილე რასაც გიორგიზე ვერ ვიტყვით, საშინლად გაბრაზებული იყო ლაპარაკიც არ უნდოდა, დედამისის ორსულობას ბედნიერად ვერ შეხვდებოდა. - ნაბეღლავიი! - ოთახიდან გასულ ლილეს დააწია გიორგიმ. - მოვიტან ხოოო. - როგორც იქნა თორემ ამ საავადმყოფოს სუნმა გამაგიჟა უკვე. - შვებით ამოისუნთქა მანანამ. - ლილე, გიორგი სადა? - ექიმს ელაპარაკება, რაღაც საბუთები არისო შესავსებიო. - მხრების აჩეჩვით უთხრა ლილემ. გიორგიმ საბუთები შეავსო და ჰაერის ჩასაყლაპად გავიდა გარეთ ან უბრალოდ მანანას ნახვა არ უნდოდა. უცებ წინ მანქანა გაჩერდა, თავი ცუდად იგრძნი მაგრამ ვერ მიხვდა რატომ. - თვრამე წლამდე გოგო სახელი ანა, გვარი უცნობია მეტრა და სამოცდაათი ორმოცდა ათი კილო ვენები აქვს გადაჭრილი სასწრაფოა, უმნიშვნელო ყვეფერი გადადეთ! - ღრიალებდა ექიმი. გიორგის ფერი გადაუვიდა, საკაცეზე ფერ დაკარგული ანა რომ დაინახა. გაშეშდა ადგილიდან ვერ იძროდა. - გიორგი აქ რას აკეთებ, საბუთები არ შევასე? - გონს ლილეს სიტყვებმა მოიყვანა გაშეშებული გიორგი. - რა გჭირს ფერი საერთოდ არ გადევს. - შეეშინდა ლილეს. - არაფერი წადი დედასთან. - გვერდზე გასწია და პალატებს დაუყვა ვერსად რომ ვერ იპოვა შემოსასვლელისკენ გაიქცა სადაც საბუთები შეავსო მანდ მჯარ ექთანებს მივარდა. - ის გოგო სად არის, როგორ არის. - ვინ გოგო სახელი და გვარი მითხარით თუ შეიძლება - ერქთანმა მშვიდათ უპასუხა. - ანა, ანა ქვია ვენები გადაიჭრაო იმ ექიმმა, ხო ცოცხალია. - აკანკალებული ხელი პირზე მიიჭირა. - ჩემი ბრალიაა. - ვერ მშვიდდებოდა გიორგი. - მესამე სართული, სამას მეშვიდე პალატა, პაციენტი გადარჩა მაგრამ ცოტაც რომ დაეგვიანებინათ... - წინადადება არ დაასრულა ექთანმა, გიორგი მაშინვე გავარდა ლიფტს არ დაელოდა კიბეებზე სირბილით ავიდა და 307 პალატის ძებნა დაიწყო. პალატას რომ მიაგნო იქვე გაქვავდა როცა პალატაში ანა დაინახა, ვენები გადახვეული ქონდა თვალების ქვემოთ იმხელა სიშავეები დაეტოვებინა უძილობას რომ გიორგიმაც შეამჩნია. შენსვლა ვერ გაბედა და კარიდან დაუწყო თვალიერება. - თქვენ პაციენტის ახლობელი ბრძანდებით - მიუახლოვდა ექიმი. - კი როგორაა? რამე ხომ არ დაემართება? - მაშინვე მოეგო გონს ჩაფიქრებული გიორგი. - ახლა კარგათაა, თვითონ შეგვატყობინა, როგორც ჩანს სიკვდილი ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ვფიქრობ ფსიქოლოგთან საუბარი სჭირდება, ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა, ვენებზე ეტყობა რომ ადრეც ვნებდა საკუთარ თავს მაგრამ მათი სეჩერება შეძლო რადგან ასეთი დიდი ჭრილობაც არ იყო. მოკლედ, მოუფრთხილდით შემდეგში ღმერთმა არ ქნას და ვერ დავეხმაროთ. - მხარზე ხელი დაადო ექიმმა რომ გაემხნევებინა მაგრამ გიორგის ახლა ისე სძულდა საკუთარი თავი რომ ექიმის გამხნევება ვერ უშველიდა. ცივი დღეა, ანას ვენების გადაჭრის შემდეგ 1 კვირა გავიდა. გიორგი არ ენახებოდა, მხოლოდ მაშინ ნახულობდა როცა ეძინა. თვრებოდა მანანას ყველანაირად აიგნორებდა. დათო, სანდრო და ანდრია უკვე ვეღარ ეწეოდნენ გამოფხიზლდებოდა თუ არა მაშინვე გარბოდა სახლიდან. ერთ საღამოს ისევ ბარში მიაგნეს რათქმაუნდა ისევ სვამდა. - კარგი რა გიორგი ისევ? მიდი ადექი წავიდეთ სახლში. - წაიბუზღუნა ანდრიამ. - გაჩე დაანებე თავი. - ხელი გააშვებინა სანდრომ და მის წინ ჩამოჯდა. - რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში, რაიმე ახსნა ხომ უნდა ქონდეს არა? - იკითხა დათომ. გიორგიმ ჯერ ბიჭებს შეხედა შემდეგ კიდევ ერთი ჭიქა დალია და მოყოლა დაიწყო. როცა დაასრულა ბიჭებს შეხედა, ვერ იჯერებდნენ, იცოდნენ რომ ანა გულზე არ ეხატებოდა გიორგის მაგრამ ეგონათ კახეთში ასე საყვარლად რომ ლაპარაკობდნენ მორიგდნენ, თუმცა გიორგიმ კონტროლი დაკარგა როცა ანამ თქვა მანანა ჩემს გამო გახდაო ცუდათ. - რომ დავინახე ასე საცოდავად... ფუ ამის დედაც, იმენა დებილი ვარ რაა. იცი რამხელა ნაკერი დაადეს? ის გრძელი ლამაზი თმებიც შეიჭრა, თვალები ჩაულურჯდა უძილობისგან, მაგრამ ისევ საშინლად ლამაზია. - ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა გიორგიმ. - მერე დააბრუნე შე ვირო, დაელაპარაკე და გამოასწორე. - ოხ ანდრია რა ადვილად ამბობ, სახეში ვერ ვუყურებ, ან რომ შემომხედოს და მისმა თვალებმა ის მაჩვენოს რასაც ასე გავურბივარ, მერე რა ვქნა. სხვა გზა არაა, ძალა უნდა მოვიკრიბო და დაველაპარაკო. - მოგიწევს. ისე ვენები როგორ გადაიჭრა, ამდენი გამბედაობა საიდან აქვს, რა პატარაა და მაინც რამდენად მნიშვნელოვანი. - შეეცოდა სანდროს. - ანას რამე რომ მოუვიდეს დედაჩემის დაბმა მოგვიწევს რომ უკან არ გაყვეს. გონია რომ არავის არ ადარდებს, გონია რომ გვძულს, არადა პატარა სუპერგმირია. იმ დღეს გოგო რომ დაეცვა 3 კაცს შეუვარდა და იმდენი ურტყა სანამ არ გათიშა, თავისი თავი არც კი ადარდებდა, მეორე დღეს კახეთში რომ წავიყვანე გაღვიძებისთანავე მაგ გოგოზე მკითხა როგორ არისო, მკითხა გაბრაზებული რატომ ვიყავი, როცა ვუთხარი მიზეზი თითქოს არ დაიჯერა რომ ის მადარდებდა და სიცილით მიპასუხა " კი სხვათაშორის გამბედაობა ნამდვილად მაქვსო". ნატა რომ ლამის კალთაში მიხტებოდა უნდა გენახათ რა მიმიკებს კერავდა, ან რეებს ეუბნებოდა. არანორმალური. - ღიმილით ჩაილაპარაკა გიორგიმ და მიხვდა რომ ანას რაც შეიძლება მალე უნდა დალაპარაკებოდა. - წავედი. - ფეზე წამოხტა გიორგი. - გიო გაჩე მთვრალი ხარ რამე სისულელეს იტყვი წამო სახლში დაიძინებ გამოფხიზლდები და გონს რომ მოხვალ დაილაპარაკებთ რა. - ფეხზე ძლივს იდგა გიორგი ამიტომ ბიჭებს არ შესწინააღმდეგებია და უკან მიჰყვა. ანა ჯანმრთელობის მხრივ უკვე კარგად იყო ამიტომ ვის ბინაშიც ახლა ცხოვრობდა მის შვილს დაურეკა, ისიც ანასთან ერთად იზრდებოდა 13 წლამდე ციხეში მაგრამ მამამისმა წამოიყვანა . - დიახ? - ტელეფონში გოგოს ხმა გაისმა ეტყობოდა რომ ძილი შეაწყვეტინა. - ბარბარე ბოდიში გაღვიძებისთვის, ნომერი დედაშენმა მომცა თუ რამე დაგჭირდა დაგემარებაო, მე ანა ვარ არ გახსოვარ?. - უიმედობა ეტყობოდა ხმაში ანას. - ანა? აა ხო გამახსენდა, დედამ მითხრა გამოვიდაო, აბა გისმენ რა გჭირდება. - ხმა დაუთბა გოგოს. - შენ სად ხარ, მე დედაშენის ბინაში ვცხოვრობ. - მე კახეთში ვარ ერთერთი სასტუმროს ბარის ბარმენი ვარ კოქტეილები და ასე შემდეგ. იმხელა თოვლია ტურისტებითა აქაურობა სავსე . - იქნებ მეც მიშოვო რამე, მნიშვნელობა არააქვს რა იქნება დამლაგებელი, მიმტანი თუ კარის კაცი. - ქალი. - რა? - კარის ქალი კაცი ვერ იქნები. - სიცილით ჩასძახა ტელეფონში. - ხო მნიშვნელობა არააქვს მთავარია ამ ადგილს მოვშორდე. - კარგი ხვალ მენეჯერს დაველაპარაკები და დაგირეკავ ოღონდ ახლა ძილი მაცადე რა. - ამოიბუზღუნა ბარბარემ ანამაც სურვილი შეუსრულა და ყურმილი დაკიდა. ვერ იძინებდა ამიტომ სახლში წასვლა და იქ ლოდი გადაწყვიტა. - ჯანდაბა! - ამოიოხრა გაბრაზებულმა, ტანსაცმელი არ ქონდა რადგან სააბაზანოში შიშველი იყო. ექიმების ჩანაცმევი ტანსაცმელი ვერ გაათფობდა ამიტომ საბანი გადაიფარა და საავადმყოფოდა მშვიდი სიარულით გავიდა 1 საათი სიარულის შემდეგ ძლივს მივიდა სახლში. შევიდა თუ არა იატაკზე სისხლის ბილიკი დახვდა. კარებიდან სააბაზანომდე მიჰყავდა, ტილო აიღო და წმენდა დაწყო , უფრო და უფრო მაგრად უსმევდა რომ მოშორებოდა ბოლოს ცრემლები გადმოცვივდა და გაჩერდა. ღრმად ამოისუნთქა და წმენდა განაგრძო. კარის დაკეტვა დავიწყებოდა ამიტომ კარგათ ესმოდა კიბეებზე გიჟივით სირბილის ხმა იქამდე სანამ გიორგი არ შემოვიდა კარში. ანა იატაკზე იჯდა და გიორგის ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა. - ანაა ... - ისეთი ჩამწყდარი ხმით ამოიხავლა გიორგიმ თვითონაც გაუკვირდა. - მისამართი საიდან გაიგე. - მშვიდათ უთხრა ანამ. - მეტს არაფერს არ მეტყვი? .... საავადმყოფოში რომ ვერ დაგინახე იქაურობა ლამის თავზე დავამხე, მერე მითხრეს სადაც ცხოვრობდი და მოვედი. - და რისთვის მოხვედი, რამე ხომ არ დაგრჩა სათქმელი ? - ჩამოვარდნილი ცრემლი უცებ მოიშორა სახიდან. - ანა... - მიახლოვება სცადა მაგრამ ანას თვაებს რომ შეხედა უკან დაიხია. - არ ვიცოდი... - რა არი იცოდი, მეღადავები? ის არ იცოდი რომ გამაუპატიურეს? და ასე რომ არ ყოფილიყო შენგან იმ სიტყვებს ვიმსახურებდი? ან რა გაპატიო, ახლა რომ ვფიქრობ მართალიც იყავი. - ორივემ იცოდა რომ ანას ეს სიმშვდე და ირონიული ღიმილი ყვირილზე და გაბრაზებაზე უარესი იყო. - არა მართალი არ ვიყავი, შენი ბრალი კი არა ჩემი ბრალი იყო დედას წასვლა. - ანას თვალები დააიგნორა და მასთან მივიდა. - უბრალოდ თავს ვაჯერებდი რომ შენ გამო არ უნდოდა მაგ სახლში ყოფნა. - გიორგი გეყოს, საპატიებელი არც არაფერია, მივდივარ. არ მინდა აქ თვენი ოჯახის ეკალი ვიყო. - ფეხზე წამოვარდა და მეორე ოთახში გავიდა. - არ შემოხვიდე ტანსაცმელს ვიცმევ. - მიხვდა ანა რომ გიორგიც უკან გაჰყვებოდა ამიტომ მალევე გააფრთხლა. ჩაცმა დაასრულა და ფანჯარასთან მივიდა, რადგან პირველი სართული იყო გადახტომა არ გასჭირვებია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.