შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარგი სანტა სიმპათიური უფროსის როლში


17-01-2022, 00:08
ავტორი ანკა გგ
ნანახია 12 068

ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი რადგან ყურადღება გამეფანტა იმაზე ფიქრით რომ როდესღაც ვიღაც შემიყვარდებოდა ვიღაც ისეთი ვინც სამუდამოდ დაიპყრობდა ჩემს გულს ვიღაც უცნობი ადგილიდან გამოჩნდება მუქი ყავისფერი თმით მწვანე თვალებით მომხიბვლელი ღიმილით და ცხელი სხეულით როცა შევხედავ მისით დავიწვები თუმცა ასეთი მხოლოდ ღრუბლებიდან თუ ჩამოვარდება... იორამ ჩადუნელის "გვიმრის ფოთლების საიდუმლოება" -ს ვკითხულობდი უკვე იმდენად მიმიზიდა წიგნის გადადება არ მინდოდა თუმცა რა ვქნათ დედაჩემი უკვე ოცი წუთი იყო რაც მიყვიროდა გამოდი ოთახიდანო მეც ბუზღუნით გადავდე წიგნი და დედაჩემს დავემორჩილე გამარჯობა მე ანი ვარ 18 წლის სკოლა 17 წლის ასაკში დავამთავრე სამართალზე ვაბარებ დედის ერთა ვარ თუმცა არასდროს მიგრძვნია მარტოობა საბედნიეროდ ზამთარია, სიგიჟემდე მიყვარს ზამთარი, შობა ბევრი ტკბილეული, ბევრი სიკეთე, დათოვლილი მთები, ეს ყველაფერი ჩემი სისუსტეა და ამას ისიც მოყვება რომ ვისვენებ, თუმცა თბილისში უბრალოდ ლამაზად წყდება ცას ფანტელები ძირს ეცემა და წვიმის წვეთებად იქცევა...
მყავს უსაყვარლესი ბებო და ბაბუ ძალიან მოსიყვარულე ხალხი, თუმცა მამაჩემი ნაწყენია მშობლებზე და მათთან სოფელში აღარ ჩადის მხოლოდ მე თუ ჩავაკითხავ (ზოგჯელ დედასთან ერთად) ვახარებ მოხუცებს საქმესაც ვუმსუბუქებ და მეც ვტკბები იქაური მთებით, სუფთა ჰაერით ვივსებ ფილტვებს და ვტკბები, სასწაული ბუნებაა ზამთარში უზარმაზარი თოვლია და იქ გართობას არაფერი ჯობია, ასევე ბავშვობის ორი გიჟი დაქალი მყავს ნინო და მანჩო რომ იტყვიან "ტრუსიკის" მეგობრები ვართ მანჩოს მშობლები დაშორებულები არიან და მანჩოც მარტო ცხოვრობს ნინოს კი სამწუხაროდ მამა არ ყავს
- რამდენი ხანია გეძახი სულ აღარ გესმის შენ ჩემი?!
ოთახში გასულს მომაძახა წარბ შეკრულია დედამ
-კარგი რა დედა წიგნს ვკითხულობდი და შეწყვეტა ცოტა გამიჭირდა
ბუზღუნით მივედი მასთან და ლოყაზე ვაკოცე
- ვიცი საყვარელო მაგრამ სულ წიგნებიც არ შეიძლება
მანაც მაკოცა და სამზარეულოსკენ მიბიძგა, სამზარეულოში შევედი და მოფუსფუსე მამას გავხედე
- მამა შენ და დედამ ადგილები გაცვალეთ?
სიცილით ვუთხარი და სკამზე "დავეზნეყვე"
- დილამშვიდობისა ანი!
ისეთი ხმით მითხრა უნდა მივმხვდარიყავი რომ ჯერ უნდა მივსალმებოდი
- დილამშვიდობის
ვუთხარი და გავეკრიჭე
- დედაშენი სხვა საქმით იყო დაკავებული და მომიწია მე გამეკეთებინა
მითხრა და სკამზე ჩამოჯდა დედაც მალე შემოგვიერთდა, გემრიელად მივირთმევდით ზარის ხმა რომ გავიგეთ, კარის გასაღებად როგორც ყოველთვის დედა წავიდა და უკან მარტო არ დაბრუნებულა ...
- ვაა მანჩო ამ დილა უთენია რა მოხდა გოგო
ვაჯახე სამზარეულოში ჯერ სრულად არ შემოსულ დაქალს
- წავიდე?
მითხრა და გატრიალდა ვითომ მიდიოდა
- უიმე მოდი დაეგდე გოგო
მანჩოც უცებ მოვიდა მამას მიესალმა და მაგიდას მოუჯდა, ეტყობოდა რაღაც უნდა ეთქვა ცქმუტავდა და გახარებული სახით მიყურებდა
- ჰე აბა რა ხდება
ინტერესით ვკითხე ბედნიერ მანჩოს
- აცადე დეე მიირთვას რამე რა წესია?!
- არა მადლობა ია დეიდა რაღაცის სათქმელად შემოვირბინე
აჰა ხომ ვთქვი ეს ტყუილად არ ცქმუტავდა რაღაცას მომაყრის ახლა და მომიშლის ნერვებს დილა უთენია
- ჰე მიდი თქვი
- გოგო მე და ნინო გუშინ ვათვალიერებდით ტურებს ბაკურიანში და ვიპოვეთ ერთი არ ვიცი ვინ აფინანსებს მაგრამ ძაან მაგარია გიდი გვეყოლება გიდი რაა ყველაფერს ეგ აკეთებს თოვლიანი მაღალი ადგილია ტყესთან ახლოს, ხის პატარა ქოხებია ერთ კაციანი და სადღაც ექვსი მეტრის დაშორებითაა ეს ქოხებიც ერთმანეთისგან აი ძაან მაგარი პირობებია და ხო მოდიხარ?
ძალიან მომეწონა ეს აზრი მაგრამ მე რომ ყოველ ზამთარს სოფელში ვატარებდი საყვარელ ადამიანებთან ერთად
- აუ ძაან კარგია მაგრამ ბებოს და ბაბუს ვერ ვაწყენინებ
- აუუ კაი რა ერთხელ რა იქნება
ბუზღუნით დაიწყო
- წამოო გაერთობი ცოტა
- აუუ ხო მარ...
სიტყვა ტელეფონის ხმამ გამაწყვეტინა და მეც დაუხედავად ვუპასუხე
- ანკააა ვიცი, რომ უარს ამბობ და გთხოვ რააა
ჯერ ნორმალურად არ მქონდა ტელეფონი ყურთან მიტანილი ეგრევე რომ დაიწყო ნინომ ლაპარაკი..., ბებო და ბაბუს "ჯავრი" მკლავდა ასე მარტო რომ უწევდათ ახალი წლის შეხვედრა და ძალიან ბევრს ვყოყმანობდი
- ჩვენ წავალთ სამი დღით სოფელში
თქვა მამა და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა
-მართლა მაა აააუუ მიყვარხაარ
წამოვხტი და მამას მოვეხვიე
- კი მოვდივარრ
მანჩოს უცებ გაუკვირდა თუმცა რომ გაანალიზა რა ვთქვი ხტუნაობა დაიწყო ნინომ კი იმხელა იკივლა ტელეფონს დინამიკები გაუფუჭდა
- მიდიი ჩაალაგე ამ საღამოს მივდივართ
ამაგდო მანჩომ და ზურგიდან მომაწვა
- რაა ასე ჩქარა რა უბედურებაა....
ამოვიბუზღუნე თუმცა მანჩომ დააიგნორა და ბედნიერი ჩურჩულებდა
- აუ რამაგარია ეს ორი კვირაა მაგრა უნდა გავერთო...
სანამ წავიდოდი ბებო და ბაბუს დავურეკე ყველაფერი ავუხსენი არ წყენიათ გაუხარდათ კიდეც შანსი იყო იმის რომ შერიგებულიყვნენ მამა და ბებო კიდევ ცოტახანს ვილაპარაკე და გავთიშე.... ტაქსი მალე მოვიდა და ტაქსამდე ძლივს ჩავაღწიე იმხელა ბარგი მქონდა, არ მიყვარს მგზავრობაა თუმცა ფრთები არ მაქვს რომ გავფრინდე
- ანი დეე იმედია თბილად ჩაიცმევ გვიან გარეთ არ გახვიდე, გოგოებს არ მოშორდე, ჭკვიანად იყავი,.....
და ასეთი ათასი დარიგების მერე ძლივს მოვთავსდი ტაქსში, ცხრა საათი იწყებოდა რომ ჩავედით ძალიან სილამაზე იყო პატარა ხის ქოხები რომლის სახურავებიც ნაძვისხის ფერადი ნათურებით იყო მორთული ქოხები ერთმანეთისგან არც ისე ახლოს იყო ზოგი მაღალ ადგილას ზოგი დაბალ ზოგი ტალღოვან ადგილას დაახლოებით შვიდი მეტრის დაშორებით, დაშორებების შუა ნაწილში კი პატარა ნაძვისხე იდგა მანათობელი ნათურებით???? ქოხები ავირჩიეთ და დავბინავდით მე და ნინომ მაღალი ადგილი ავირჩიეთ რო გადახედავ ყველაფერს ზვერავ თან ძალიან ლამაზია ნინომ ჩემ წინ მყოფ ქოხში დაბინავდა მანჩო კი დაბლა სადაც უფრო ხალხმრავლობაა იქ ჩავიდა, ქოხში შევედი და ძალიან მომეწონა პატარა ოთახი ერთი დიდი ნაძვისხე ნათურებით ერთსაწოლიანი საწოლი მის გვერდით ბუხარი, კარებთან პატარა ხის მაგიდა თავისი ორი სკამით მაგიდის გვერდით კარებში თუ გახვალ პატარა აბაზანა იყო მოკლედ ძალიან მომეწონა ყველაფერი ისეთი იყო როგორიც მინდოდა შუქი არ ამინთია ნაძვისხის ნათურები ისე საყვარლად ანათებდნენ ნამდვილად არ მქონდა სურვილი ყვითელი შუქით დამეფარა, ცოტა ციოდა ამიტომ პატარა აივანზე მომარაგებული შეშა შემოვიტანე და ბუხრის ანთება დავიწყე, ნერვები გამინადგურდაა ასე მარტო ჯოხებითაც კი არ გამიჭირდებოდა დანთება საბოლოოდ დავანთე და საწოლზე ჩამოვჯექი როცა ფანჯარას გუნდა მოხვდა უცებ გადავიხედე და მანჩოოო, ვინ თუ არა მანჩო
- გამოო ანნ გუნდაობენ და შევუერთდეთ ბევრი ბავშვია
მეც ერთი წუთითთქო თითით ვანიშნე ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავვარდი ნინოც გამოვიყვანეთ და დაბლა ჩავედით მართლაც ბევრი ხალხი იყო ნინო და მანჩოც გუნდაობას შეუერთდნენ თუმცა მე არ მქონდა სურვილი ამიტომ მოშორებით კოცონი და რეზინის ბალიშები დავინახე და იქით წავედი ზურგზე უზარმაზარი გუნდა რომ მომხვდა სიტყვებით "საით ლამაზო?" უკან შევტრიალდი და საყვარლად მომღიმარი ბიჭი დავინახე რომლებიც წარბებს და გუნდას ერთდროულად ათამაშებდა
- ძალიან გაინტერესებს?
ვკითხე და გუნდა შევკარი
- შენ წარმოიდგინე კი
თქვა და გუნდა მესროლა თუმცა მასთან არც ისე ახლოს ვიყავი და საბედნიეროდ ამცდა
- ვერ მოგართვიი
მეც სიცილით ვუთხარი და გუნდა გავუქანე სულმოუთქმელად ველოდი რომ მოხვდებოდა და როცა მხარში მოხვდა ხტუნაობა დავიწყე ბედნიერებისგან
ჩვენი ომი გაგრძელდა გასათვალისწინებელია რომ წრეშიბურთს კარგად ვთამაშობ ამიტომ გუნდებს ადვილად ვიცილებდი თუმცა რაც მხვდებოდა ის ისეთ მტკინვეულებს ისროდა ,თავის ჭკუით არც ისე მწარედ, ძვლებში დავილეწე დაღლილები კოცონს გარშემო შემოვუსხედით და ერთმანეთის გაცნობა სათითაოდ დავიწყეთ ჩემი მოწინააღმდეგე ბატონი ნიკა გიდი ყოფილა არ მეგონა ასე სიმპათიური თუ იქნებოდა ნიკა ერთ-ერთი მთავარი გიდი იყო გიორგი მის შემდეგ და ბოლოს ნანია რომელიც უკვე საშინლად არ მომწონდა ნიკას გვერდით იჯდა და ისე გამომწვევად აკეთებდა ყველაფერს ნერვები მეშლებოდა უბრალოდ მის საქციელებზე , შეყვარებულები გეგონებოდათ თუმცა ვიცოდი რომ არ იყვნენ შეყვერებულები რადგან ბატონმა სიმპათიურობამ თქვა რომ არ იყო დაკავებული კითხვების დასმის დროს გამიკვირდა მაგრამ დავაიგნორე თუმცა ჩემი კითხვა სხვამ გააჟღერა
- ბატონო ნიკა სიმპათიური ხართ და როგორ გავიგოთ ის რომ თქვენნაირი მამაკაცი დაკავებული არ არის ტუჩების კვნეტით თქვა ვიღაცამ
- ჯერ ჩემი ოცნების გოგო არ გამოჩენილა...
ჩაცინვით თქვა თავ ჩახრილმა და ამოგვხედა
- შენი ოცნების გოგო როგორია?
თქვა მანჩომ და მეც მხარი მივკარი
- რაა ?!
გადმომჩურჩულა მანჩომ
- რაში გაინტერესებს როგორია მისი რჩეულიი?!
- ოო კაი რა სხვა მაინც ეტყოდა
-ის ის გოგონაა რომელსაც შევხედავ და მისი ხიბლით დავიწვები,...
ცას ახედა და ცალ ყბად გაიცინა თითქოს ოცნებობდა
- როცა მის დანახვაზე ცეცხლი მომეკიდება...
საკუთარი თავი გამახსენდა თუ როგორ ვოცნებობდი ღრუბლებში მორბენალ ბიჭზე
- მაგრამ ასე არ მოხდა...
უცებ ჩამოიხედა და მისი თვალები ჩემ თვალებს შეეყარა
- როგორც ჩანს ვიღაც უცნობი მეძახის ღრუბლებიდან...
თქვა და გამიღიმა, გული ამიჩქარდა შემეშინდა არ ვიცი რისი თუმცა მისმა სიტყვებმა შემაკრთო თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა იმან უფრო დამაბნია რომ მე მიყურებდა
- როდესღაც ღრუბლები გადაიწმინდება უცნობი გოგო ჩემს წინ გაჩნდება
სიტყვა დაასრულა და კითხვის ავტორს შეხედა
- ვოოუუუ საოცარიი იყოო
იყვირა ვიღაცამ და ტაში დაუკრა სხვებიც აყვნენ თუმცა მე არა რატომღაც მეგონა რომ ჩემი ფიქრები მხოლოდ ჩემი იყო
მალევე დავიშალეთ ქოხში ავედი და ქურთუკის დაკიდების მერე გამახსენდა რომ დედასთვის არ დამირეკია სასწრაფოდ დავავლე ტელეფონს ხელი და 16 გამოტოვებული ზარის ნახვისას კინაღამ იმფაქტი მივიღე სასწრაფოდ გადავურეკე და როცა გამაგონა არაამქვეყნიური ხმა ქონდა ძლივს დავაწყნარე ათასი ბოდიში მოვუხადე, მერე მოვუყევი თუ როგორი ლამაზი იყო აქაურობა მანაც მახარა რომ სოფელში არიან და მამა და ბებიაც შერიგებულან ბედნიერი გავუთიშე დედას ტელეფონი და ბედნიერმა შემოვიტანე შეშა რადგან ჩამქრალი ბუხარი ხელახლა ამენთო როგორც კი მივუახლოვდი სახე შემეცვალა და ბუხართან ომი დავიწყე ძლივს ავანთეე და გამურული ხელები გადავიბანე ოთახში შემოსვლა და კარებზე კაკუნი ერთი იყო კარები გავაღე და ნიკას დანახვას არ ველოდი
- ვაა ლამაზზო კარგი გემოვნება გქონია კაი ხედია
ლაპარაკობდა და თან ცალი ხელიდან ერთ უზარმაზარ პარკს იღებდა არაფერი მითქვამს უბრალოდ გავიღიმე მაგრამ მისი ლამაზო ცოტა უცნაური იყო
- არ გშია
მითხრა და პარკი გამომიწოდა
- კი მგონი ცოტა
სიცილით ვუთხარი და პარკის გამორთმევა ვცადე თუმცა იმდენად მძიმე იყო ვერ დავიჭირე და კინაღამ გამივარდა რომ არა ნიკა, პარკი ისევ გამომართვა და მაგიდაზე დადო
პარკში ჩავიხედე და იმდენი რამე იყო თვალები გამიფართოვდა
-რაამბავია ამდენი რამე დაბადებისდღეზე არააა,
ჩავიდუდღუნე თუმცა გაიგო
- იმედია არ გააფუჭებ (ჩაიცინა ) ბუხარი დაანთე თუ დაგეხმარო ?
დავანთეს თქმა არ დამჭირდა გახედა და დაინახა წასვლა დააპირა და მეც კარებთან მივაცილე
- მადლობა
ვუთხარი უკვე წინ წასულს
- ტკბილი ძილი ლამაზო
- შეგახსენებთ ანი მქვიაა ლამაზოს სანამ იტყვით დაიღლებით
გავძახე იმის იმედით რომ ამ ნერვების მომშლელ სახელს აღარ დამიძახებდა
- კარგი სახელია ლამაზო
ნინოს სახლთან მიახლოვებულმა თქვა და მისი ჩაცინების ხმაც გავიგე კიბეებზე ჩავირბინე გუნდა შევკარი და ვესროლე მაგრამ სად გადავარდა კაცმა არ იცის
- ამაცილეეე
გამომძახა და კარებზე დააკაკუნა
ნერვებ მოშლილი ავედი და კარები მივაჯახუნე მომინდომა ლამაზო ნორმალურად მაინც მეძახდეს და არა ასე გამოკვეთით ნახევრად მომწონდა მისი ლამაზო
- დებილი ... იდიოტი... ხეპრე ... ისევ დავიწყე მისი ლანძღვა და ჩემივე გაბრაზებაზე გამეცინა...
ხეპრეა მაგრამ ძალიან სიმპათიური მწვანე თვალებით წაბლისფერი თმით საყვარელი ღიმილით მარჯვენა ლოყა ეჩხვლიტება და უფრო საყვარელს ხდის მის ღიმილს ქურთუკ გახსნილი დადის სულ ალბათ კუბიკებს ამარიაჟებს რომელიც მის ტანზე მომჯდარ შავ მაისურში ჩანს ისე ნეტა არ ცივა? ამდენი რამის ნახვა სად მივასწარი გამეცინა და დაძინება ვცადე მარა ვინ გაცდიის
ტელეფონს დაუხედავად ვუპასუხე
- გოგო მე ვარ
ჩამყვირა ნინომ, არა ხო შეიძლება ერთხელ მაინც ვუპასუხო პირველმა?!
- რა გინდა გოგო ამ შუა ღამეს მეძინება
- გოგო ნიკა რო გარეთ გამოაცილე რაიყო თან რა ბედნიერი სახე ქონდა
ამის ცნობისმოყვარეობა მკლავს რადროს ეს არის ახლა?
- ჯერ ეს ერთი კი არ გამოვაცილე ნერვები მომიშალა და გუნდა ვესროლე და მერე მეორე დაააა მაააა ძიიიიი ნნნეეეეე
- ნუ დამაყრუე ეს ახალგაზრდა გოგო
ამოიბუზღუნა
- აუ ისეე ძაან შოკია ტიპს ნაკლი არ აქ ნუ გარეგნულად მარა შეიძლება ხასიათებით არი სწერვა არა რო არ იყოოს აუუ რაამაგარი იქნება
ისე ჩქარა ლაპარაკობდა ნაწილი ვერ გავიგე
- აუ ნინო დამაძინე სულ ბიჭებზე რა გალაპარაკებს
- უიმეე უჟმურო წავედი მეე შემეშვი
- ვერ ხარ შეენ
გავუთიშე ნიკას სიმპათიურობის ამბავი ხმამაღლა დავადასტურე და მორფეოსში გადავეშვი ....
მეორე დღეს დილით ადრე ვიღაც გოგომ ჩაიწერა ჩვენი ნომრები შემდეგ ლამაზი ადგილების სანახავად წავედით თითქმის მთელი დღეა დავდივართ ჩემი ფეხები ამდენს ვერ გაუძლებს მხოლოდ ორჯელ შევისვენეთ მართალია ყველაფერი ულამაზესი იყო მაგრამ მაინც დავიღალე ახლაც მაღალ მთაზე ავდივართ თუმცა რეზინის ბალიში ამოვიღე და ზედ მოვთავსდი ვხედავდი როგორ ჩამოვრჩი, უკვე ვაკეზე ავიდნენ და უკვე აღარც ჩანდნენ ადგომას არ ვაპირებდი თავი ხელებში ჩავრგე და გამოვლილ ადგილებს გადავხედე
- დაიღალე ლამაზო?
მოულოდნელ ხმაზე შევხტი
- მშიშარა
თქვა და ჩემს წინ " ჩაიკუზა" პასუხად დავეჭყანე
- ასე რომ არ შეიძლება იცი?
- როგორ ასე
ქვედა ტუჩ გამოწეულმა ავხედე, ჩემს ასეთ ქცევაზე ჩაიცინა
- შენს თანა გუნდელებს არ უნდა ჩამორჩე ადექი თორე ყველას ჩამოვრჩით
- კარგი რა ქოხში ჩავალ დავიღალე
- შორია მარტო ვერ ჩახვალ შემოგაღამდება დაიკარგები და გზაში მგლების ლუკმა გახდები და ნამდვილად არ მინდა ახალ ამბებში გავიგო რომ ლამაზი ბუზღუნა ბავშვი მგლებმა მიირთვეს
- კარგი რააა
ბუზღუნით წამოვდექი ბალიში ჩანთაში ჩავტენე და ავხედე
- აჰა მოისვენე!?
სიტყვა დასრულებული არ მქონდა მის მკლავებში რომ ვიყავი
- რას აკეთებ დამსვი გაგიჟდიი
- ვაა მძიმე მეგონე ყოჩაღ ინდაურს არ უსწრებ
შემაქო და მეც დავეჭყანე
- დამსვი ფეხები მაქვს და ჩემით ვივლი
არაფერი უთქვამს
- აუ დაამსსვიი
ავფართხალდი და მუშტი მკერდზე მივარტყი
- ააჰ ასე მტკინვეულად აღარ დამარტყა თორე მტკივა
ცინიკურად თქვა
- ჰაჰა ჰა სასაცილოა
ამოვიბუზღუნე და გავჩერდი
რომ დავეწიეთ ნიკამ გიოს გაძახა აქ შესვენება მოვაწყოთო მის ხმაზე ყველამ მას შეხედა და მეც მის მკლავებში უხერხულად შევიშმუშნე
- დამსვი რა
დაბალხმაზე ვუთხარი და მანაც შეასრულა, ნინო და მანჩო მომვარდნენ და მეც მათ გავყევი ვგრძნობდი მის თვალებს და ზურგი საშინლად მეწვოდა გოგოებმა დაკითხვა მომიწყეს და მეც მოვუყევი გუშინდელიდან დღევანდელამდე რა ხდება თქვენს შორისოო კინაღამ დავხოცე ისე ცუდად ხუმრობდნენ შავთვალება ბიჭი მოგვიახლოვდა მწვანეთვალება ჰასკთან ერთად საშინელი გამოხედვა ქონდა თითქოს მოკვლას გიპირებსო
- პრივეტ გოგოებო
- გამარჯობა
ურეაქციოდ ვთქვით სამივემ და ძაღლს შევხედე
- რას შვები ლამაზო
არასასიამოვნოდ მოხვდა მისი ლამაზო ჩემს ყურთა სმენას და არასასიამოვნოდ გამცრა
- როგორც ხედავ არაფერს
- არ გინდა ჩემი ოთახი დაგათვალიერებინო
-არ მინდა მადლობა და ცოტა ნორმალურად მესაუბრე!
- და აქ რომ რამე არსწორად ვთქვი დარწმუნებული ხარ?
გაბრაზება იგრძნობოდა მის ხმაში
- სავსებით!
არ ვიცი რას აპირებდა თუმცა ფაქტია ნიკამ მიშველა როცა თქვა რომ სვლას ვაგრძელებდით
- ეს რა უბედურება იყოოო
თქვა ნინომ.......
გზაში ჩვენი გიდი ამოგვიდგა ნანია ისიც ისეთივე არასასიამოვნო იყო როგორც ის შავთვალება დემონი
- გოგოებო ხომ არ დაიღალეთ?
- არაა
სამივემ ერთდროულად ვთქვით ცოტა არეულად და გზას გავხედეთ
- ნიკა კარგად გაიცანი როგორც ვხედავ მის მკლავებში ნავარდობ ეს დიდი მიღწევაა
ვერ მივხვდი რატო მესაუბრებოდა ასე მაგრამ რადგან მის ხმაში შური და ბოღმა იგრძნობოდა მეც ავაგე ტყუილები
- კი ნამდვილად წუხელ ქოხში იყო ჩემთან და უკეთესად გავიცანით ერთმანეთი
არ ვიცი ეს რატომ ვთქვი თუმცა საკუთარი თავის ლანძღვა უკვე გვიანი იყო...
სახე აელეწა ფეხები აბლანდა და დამეტაკა ისედაც ცუდ მხარეს ვიდექი აღმართზე თავი ვერ შევიკავე და დავგორდი დიდხანს არ მიგორავია... თოვლმა მალევე გამაჩერა თუმცა მაინც დავშავდი თოვლი რომ არა ძალიან დაბლა ჩავგორდებოდი და თან მიწაზე რამეს ცუდად დავიშავებდი ხალხი მწკრივზე დადგნენ და ზევიდან გადმომხედეს მანჩომ იყვირა და ქვემოთ ჩამოსვლას აპირებდა შავთვალებამ რომ მოასწრო ქვემოთ ჩამოვიდა და მეკითხება
- დაგეხმარო?
ამის დებილ ტვინს რა ვუთხარი ახლა იარაღი რომ მქონდეს შუბლში დავასვავდი და არც ვინანებდი
- არ მინდა თავად ავდგები რატო შეწუხდი ჩამოსვლაზე
- არა არ შევწუხებულვარ
ფუუუ ავადმყოფიი
მაღლა ავიხედე და ვხედავდი ნიკა როგორ გამოძვრა სირბილით ხალხში და დაბლა ჩქარა ჩამოვიდა შავთვალებას მიეჯახა იქით გაწია და ჩემს წინ ჩაიმუხლა
- კარგად ხარ რა იტკინე?!
შეშინებულმა მითხრა და თან სხეულს ჩქარა მითვალიერებდა ნატკენ ადგილს ეძებდა
- თავი ხომ არ დაარტყი?
ახლა თავზე ფრთხილად შემეხო
- არა კარგად ვარ ყველაფერი რიგზეა
ვუთხარი და მასაც თითქოს მოეშვა
წამოდგომა დავაპირე და ისიც მომეხმარა თუმცა ფეხი სწორად რომ დავდგი ძალიან მეტკინა და წამოვიკნავლე ისევ უნდა წავქცეულიყავი რომ არა ნიკას ძლიერი მკლავები თოვლში ისევ მოვჯდებოდი
- შე მოუხერხებელო წამო ნომერში ჩაგიყვანო
სიცილით თქვა შავთვალებამ და მეც ზიზღით გავხედე ხელი მკლავში ჩამავლო და ისე მომიჭირა მკლავმა წვა დაიწყო
- ხელი გამიშვით შენი დახმარება არ მჭირდება თავადაც მოვაგვარებ
- იცნობ?
ნიკამ დამხედა და მხოლოდ ჩემ გასაგონად თქვა, მეც თავი პატარაზე გავუქნიე უარის ნიშნად და ახლა ისევ შავთვალებას გავხედე
- ხელი გამიშვი მტკივა!
რომ ვერ მოვიშორე ახლა ნიკამ ჩაავლო მის ხელს ხელი და ხელი გამინთავისუფლა გიოს აძახა გზა გააგრძელეთო თვითონ კი ვიღაცას დაურეკა და რამდენიმე სიტყვა უთხრა მერე მომიტრიალდა და უხმოდ ამიტაცა ხელში მაღლა ამიყვანა და ნანია ძალიან მოგვიახლოვდა ისედაც ბევრ ხალხში
- ნიკა მე...
- ასე თუ დაეტაკები ყველას ხალხს დააშავებ ნანია!
უცნობი ტონით უთხრა და გვერდი ავუარეთ დაღმართს ჩემიანად ჩაუყვა და ნახევარი გზის მერე საშინლად დავიღალე ხელში ყოფნით და ნეტა ეს არ დაიღალა? არაფრისმთქმელი სახე რომ აქვს აკრული
- დამსვი რა ჩემით ვივლი დავიღალე ხელში ყოფნით
- ცოტაც მოითმინე
- არ დაიღალე?
ბავშვის თვალებით ავხედე და მანაც ჩაიცინა
- რამ უნდა დამღალოს ჩემი ჩანთა უფრო მძიმეა შენზე, საჭმელს არ ჭაამ? (ჩაიცინა ) და პლიუს ამას ისე მეხუტები მკერდზე თბილად ვარ ასე რომ გაჩუმდი და გაიტრუნე ისევ ისე როგორც წეღან.
- რობოტი...
ჩემთვის ჩავიჩურჩულე
- ლამაზოო...
მის ხმაზე მას ავხედე
- ნუ გავიწყდება რომ ჩემს მკლავებში ხარ
გამეკრიჭა და გზას გახედა ჩამეღიმა ისე საყვარელი იყო მომწონდა მის მკლავებში მსიამოვნებდა მისი სურნელი და მისი გულისცემა მამშვიდებდა...
მოშორებით მანქანა გამოჩნდა მალე ჩავედით ბიჭმა ნიკას კარები გაუღო ნიკამ ფრთხილად ჩამსვა და გვერდით მომიჯდა რვა საათი სრულდებოდა და უკვე კარგად ბნელოდა თერთმეტი საათი დაწყებული იყო რომ მივედით ნიკა გადავიდა მეც გადასვლას ვაპირებდი არ დამაცადა და ისევ მკლავებში მომიქცია სახლში შევედით და საწოლზე ფრთხილად დამსვა შუქი არ აუნთია ნაძვისხის ფერადი შუქი ანათებდა ოთახს შეშა შემოიტანა და ისე ჩქარა აანთო ყბა ძირს დამივარდა
- მოდი ახლა შენს ფეხს მივხედოთ
- არ მინდა თავად მივხედავ ძალიან არ მტკივა შემეძლო ფეხით ჩამოვსულიყავი შენ რომ დაგესვი და ჰო მადლობა
- დაამთავრე?
- კი!
იდიოტი ასე უბრალოდ? როგორ უცებ შეუძლია ადამიანს აწყენინოს რობოტი
- ძაან კარგი ახლა ფეხი მაჩვენე
სკამი ბუხრის გვერდით დადგა ჩემს წინ ჩამოჯდა და ფეხი ფრთხილად მოიქცია მის თბილ ხელებში შუქი მაინც აენთო მხოლოდ ნაძვისხის და ბუხრის შუქი რომ ანათებდა...
ფრთხილად მომისვა მალამო და "ბინტი" შემომახვია
- მორჩა თავისუფალი ხარ შემდეგ პაციენტს ველოდები
სიცილით თქვა და სამედიცინო ყუთი ადგილზე დააბრუნა, ბუხრისთვის უნდა შეენთო საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა როცა ტელეფონმა ბზუილი დაიწყო დედა იყო ვუპასუხე ის კი ბუხარს უნთებდა...
- ანი დე როგორ ხარ
- მე კარგად დეე თქვენ
- ჩვენც რა მოგივიდა დედი ნინომ დაშავდა და გიდმა ჩაიყვანა სახლში ხელში აყვანილიო
- ჰო ფეხი ვიტკინე მაგრამ ახლა კარგად ვარ
ნიკაზე ყურადღება არ გავამახვილე რადგან ჩემთან იყო და ოთახში ისეთი სიჩუმე იყო დედას ხმა არაჩვეულებრივად ისმოდა
- და ისიც მითხრა შოკი პიკი პანიკა ბიჭიაო
კისკისით მითხრა დედამ და ნიკამაც უცებ გამომხედა ცინიკური ღიმილით უცებ შეყარა შეშა გასწორდა და მოსასმენად მოემზადა
- რას გაიტრუნე ენა ჩაყლაპეე თუ მოგწონს გოგონი...
ისევ სიცილით თქვა და საშინლად ავხურდი ნიკაც იცინოდა და ჩემსკენ უფრო ახლოს იწეოდა
- დედააა საიდან მოიტანე არც ეგეთი არ არის ნინო რომ გიღწერს...
ნიკას გავხედე რომელსაც სახეზე გაკვირვება აეკრო და გავეკრიჭე
- ოჰოჰო დაიცა მაგას ნინოსთან გავარკვევ
ისევ გაიცინა
- ხვალ პირველია გოგონი და უსაჩუქროდ რჩები არც დიდი ვარდისფერი დათუნია და არც ბოოს ლეკვი გეყოლება მაინც ვერ ვახერხებდით დე და არ გეწყინოს
- მეწყინა ( გავიცინე) არაუშავს არაფერი მოხდება
- მაინც რამდენი ხანია გინდააა რით ვერ გადაგინდაა ან რათ გინდა ბავშვი ხო არ ხარ უჰ
- კაიი დეე რაა მაგაზე მერე დაგელაპარაკები ( გავიცინე ) მერე დაგირეკავ...
- ოჰ სად გარბიხარ ნეტა იმ ბიჭს ხო არ უნდა შეხვდე...
ისევ აკისკისდა
- დედააა მერე დაგირეკაავ!
- მომიკითხეე ზედმეტებში არ გადახვიდეთ თუ გათხოვებას დააპირებ შემატყობინე...
სასწრაფოდ გავუთიშე არაფერი მითქვამს ნიკა ხელებს იფარებდა ხმამაღლა რომ არ გაცინებოდა და ბოლოს ახარხარდა
- პასუხი რატომ არ გაეცი?
რაა ახლა ეს დამაყრის კითხვეებბს მის კითხვაზე კინაღამ გული ამომვარდა
- არ იყო საჭირო
- რა გინდა თქვა არ ვარ სიმპათიური? მითხრა და ჩემსკენ გადმოიხარა
მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი კინაღამ ენა გადავყლაპე ფეხები ნერვულად ამიკანკალდა თუმცა კონტროლი შემეძლო ვგრძნობდი გული სალტოებს აკეთებდა.....



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

გაგრძელება არ იქნება?საუკეთესო იყო ეს
????????????

 


№2  offline წევრი ანკა გგ

დიახ დიახ იქნება❣️ ხვალ დავდებ ძალიან დიდი მადლობა ????❣️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძაალიან მაგარი იყოო გაგრძელებას ველი

 


№4  offline წევრი ანკა გგ

მადლობაა
სტუმარი მარიამი
ძაალიან მაგარი იყოო გაგრძელებას ველი

 


№5  offline წევრი ანკა გგ

ისტორიის გაგრძელება არ იდება ???? ვერ ვხვდები რატო

 


№6 სტუმარი ნატო ჩუბინიძე

კარგი დასაწყისია მომწონს იმედია გაგრძელევას ვიხილავთ

 


№7 სტუმარი Nia

აღარ აგრძელებთ? წინას?♥️♥️⭐⭐

 


№8  offline წევრი ანკა გგ

Nia
აღარ აგრძელებთ? წინას?♥️♥️⭐⭐

დროს? დიახ ახალი თავი დავდე❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

ამის გაგრძელებას არ მიჩვენებს და სად არი გაგრძელებააააააა როგორ ვნახო??? თორე დავიტანჯე სხვა სახელი აქვს?

 


№10 სტუმარი ჰეი

ეს ისტორია რატო აიღე? ძალიან მიყვარდა

 


№11 სტუმარი სტუმარი სტუმარი

gagrdzeleba ar aqvs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent