შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ცეკვით შეყვარება.( სრულად)


17-01-2022, 21:32
ავტორი Anastacia
ნანახია 18 153

დედინაცვალთან მორიგი ჩხუბის გამო და ზედმეტი ფიქრების მოსაშორებლად დაძინება გადაწყვიტა, ამიტომ ერთი აბი დამამშვიდებელი მიიღო და მალევე ჩაეძინა.ძილიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა:
-ნი, რას შვები? - გოგოს წკრიალა ხმა გაისმა.
-არაფერს.მეძინა.- უხასიათოდ პასუხობს საუკეთესო მეგობარს .
-რა დროს ძილია ჯერ რვა საათიც არ შესრულებულა.-გაუკვირდა მაიკოს.
-დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა.-მკაცრად მიახალა და გააგრძელა-რამე მოხდა?
-არა არაფერი უბრალოდ სადმე გასვლა მიმდოდა გასართობად და გადავწყვიტე დამერეკა,იქნებ შენც წამოხვიდე?
-კარგი წამოვალ-გაეღიმა მეგობრის თხოვნაზე.იცოდა რომ მაიკომაინც არ მოასვენებდა ამიტომ ზედმეტი წუწუნის გარეშე დათანხმდა.მეგობრის ხასიათიდან გამომდინარე იცოდა, რომ უკვე მზად იქნებოდა და მხოლოდ 20 წუთი ჰქონდა მოსამზადებლად,მაგრამ ნინი არასდროს არ მიეკუთვნებოდა იმ გოგოების რიცხვს,რომელთაც მომზადებისთვის 2 საათი სჭირდებოდა,.თავის ლამაზ სხეულზე შავი მინი კაბა მოირგო მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთედა და სახლიდან გავიდა. ჭიშკართან მეგობარი დახვდა და ნინის დანახვაზე გაეღიმა.
-მოდი ჩაჟექი და წავიდეთ.
-როგორ ხარ მაი?
-მე კარგად.შენ როგორ ხარ? რაღაც დაძაბული მეჩვენები.
-არა არაფერი. უბრალოდ ქალბატონმა ქეთუსამ ნერვები მომიშალა.ხვალ ჩემი ძმა უნდა გავიცნო-წინადადება დაასრულაა და ირონიულად ჩაიცინა.
-რაა? მოიცა არ მითხრა რომ ქეთის შვილი ჩამოდის ამერიკიდან?
-დიახაც! წარმოიდგინე ქეთის ატანა როგორ მიჭირს და ახლა შვილიც დაემატა.-ისტერიკულად გააქნია თავი და დაამატა-კარგი ამ საღამოს ამაზე ნუ ვისაუბრებთ.ერთი ჭიქა ვისკი და ყველაფერი კარგად იქნება!--მაიკოს თავისი მეგობრის ნათქვამზე გაეცინა და მანქანა დაძრა.
ნინი მთელი გზა ცდილობდა არ ეფიქრა ხვალინდელ დღეზე და საერთოდ იმ რეალობაზე,რომელიც მას გულს ძალიან ტკენს. ყველაფერი გაშავდა მის გარშემო და ბავშვობაც მაშინ დასრულდა,როცა დედის სიკვდილი გაიგო.მას შემდეგ სამი წელი გავიდა,მაგრამ მაინც ვერ მიეჩვია უდედობას.ნინი არასდროს არ მალავდა თავის გრძნობებს და ამიტომ ყველამ კარგად იცოდა თუ რამდენად ვერ იტანდა დედინაცვალს.ქალაქში ჭორებიც დადიოდა,რომ ნინი ქეთის სიცოცხლეს უმწარებდა და არჩვაძეების ოჯახში ერთი დღეც არ ჩაივლიდა სკანდალის გარეშე.ბატონი ზვიადი დიდი მონდომებით ცდილობდა შვილისა და ცოლსშორის არ ჩარეულიიყო და მათ თვითონ მოეგვარებინათ თავინთი ამბავი,იმის იმედიც ქონდა რომ ნინი როცა ქეთის ნორმალურად გაიცნობდა მოეწონებოდა და ასეთი საშინელი რეაქცია აღარ ექნებოდა,მაგრამ ყველა იმედი ამაო აღმოჩნდა.ნინი ვერც დედინაცვალს შეეგუა და ვერც იმ აზრსაც რომ მამას სხვა შეუყვარდა.
***
მაიკოსა და ნინის საყვარელ ღამის კლუბში არც თუ ისე ბევრი ადამიანი იყო.უცებვე ბარისკენ გაემართა და ერთი ჭიკა ვისკი შეუკვეთა.მაიკო მიუხლოვდა და პირდაპირ მიახალა
-დარწმუნებული ხარ,რომ ხვალინდელ დღეს გაუძლებ?
-ამაზე საუბარი ახლა რა მინდა!-გაბრაზებულმა შეხედა საუკეთესო მეგობარს.
-კარგი რა.შენ თუ რამეზე არ საუბრობ ესეიგი კარგად არ ხარ.
-დიახაც კარგად არ ვარ, და საერთოდ არც მინდა კარგად ყოფნა-ნინი გაცოფდა მაგრამ მალევე თავი ხელში აიყვანა და მეგობრისთვსი ბოდიშის მოხდას რომ აპირებდა ისე მაიკოს აცრემლებული თვალები დაინახა:
-მაიკო არ მითხრა,რომ ჩემმა სიტყვებმა ასე ძალიან იმოქმედეს შენზე-შეშეინებულად დაამთავრა წინადადება.
-იმ იდიოტს უყურე!ის გოგო ვინ არის?მოვკლავ,ვერ გადამირჩება.-ნინიმ იქეთკენ გაიხედა საითაც მაიკო იყურებოდა და მიხვდა რაშიც იყო საქმე.მაიკოს შეყვარებული ბატონი თედო ვიღაც გოგოს ეფლირტავებოდა.მთელმა თბილისმა იცოდა მაიკო არეშიძესა და თედო ბერიძეს სიყვარულის ისტორია,მაგრამ ცოტაღამ თუ იცოდა რად უჯდებოდათ ამ ორს ერთმანეთის შენარჩუნება.
-კარგი დაწყნარდი.დარწმუნებული ვარ ამას ლოგიკურა ახსნა ექნება.
-რა უნდა ამიხსნას!?ან როგორ უნდა ამიხსნას!?-გაცოფებული წამოდგა მაიკო და თედოსკენ გაემართა.ნინი ბარისკენ შემოტრილდა და ერთი ჭიქა ვისკი მთლიანად ჩაცალა ისევ უკან მიიხედა და დაინახა როგორ კამათობდნენ მაიკო და თედო,მაგრამ მალევე შენიშნა რომ სიტუაცია ნელნელა წყნარდებოდა და გადაწყვიტა მათვის ხელი არ შეეშალა.მეორე ჭიქა ვისკი შეუკვეთა,მეორეც ამოცალა და საყვარელი სიმღერის გაგონებაზე საცეკვაოდ გაემართა.თვალები დახუჭა მთლიანად მიენდო სიმღერას და ლამაზად აამოძრავა სხეული, ცეკვის დროს ის თავს სულ კომფორტულად გრძნობდა.ნინის თითოეულ მოძრაობაში რაღაც ამოუცნობი იმალებოდა,რომელის მხოლოდ თვითონ თუ გაეგებოდა.ცეკვაში გართულს წამიერად მიხვდა,რომ ვიღაცამ წელზე ხელი მოხვია.უცნობმა წამიერი მოძრაობით გოგონა შემოატრილა და თავისკენ მიიზიდა.იმ წამსვე მუსიკა შეიცვალა და წყნარი მუსიკის ჰანგები აჟღერდა.ნინიმ ვერც გააცნობიერა რა ხდებოდა მის გარშემო,უცნობს მიენდო და ცეკვა უკვე მასთან ერთად გააგრძელა, თავი მხარზე დაადო უფრო მაგრად მიეკრა მას და წამიერად მიხვდა რომ ასე თავისუფლად არასდროს არავისთან არ უგრძვნია თავი.უცებ უცნობს შეხედა თვალი გაუსწორა და იმისაც მიხვდა რომ ახლა სრუალოდ უცხო ვიღაცას ერთად ცეკვავდა,რომელსაც დიდი შავი თვალები ჰქონდა და ძალაინ სიმპატიურადაც გამოიყურებოდა.ნინის სხეულში პატარ პატარა ფეივერკები ყოველ წამს ფეთქეფოდნენ და რაღაც აკრძალულისკენ მიანიშნებდნენ.
-თუ ჩემთან ერთად ცეკვა გსურდათ საკმარი იქნებოდა,რომ უბრალოდ შემოგეთავაზებინად-უცებ სიჩუმე დაარღვია ნინიმ.
-თქვენ რა ყველას ეცეკვებით ვისაც ეს მოესურვება?-უცნობმა ირონიულად გაუღიმა.ნინი გაცობდა,მაგრამ ახლა კამათის თავი ნამდვილად არ ჰქონდა და გადაწყვიტა თვითონაც ლამაზად მაგრამ მწარედ გაეცა პასუხი:
-თქვენ კი ყველას ასე მიეპარებით ხოლმე,ვისთანაც ცეკვა მოგინდებათ!?
-არა უბრალოდ დღეს ასე მომინდა-ყურში უჩურჩულა გოგონას. ნინის ჟრუანტელმა დაუარა.
-საიდან იცოდიდ?
-რა ვიცოდი?
-ის რომ სკანდალს არ მოვაწყობდი და ცეკვაში აგყვებოდით?
-არ ვიცოდი.
-ვერ დავიჯერებ.თქვენ ისეთ ტიპს არ გავხართ უბრალოდ შანს რომ ცდნიან.
-ასე კარგად ერკვევით მამაკაცებში პატარა ქალბატონო?-მორიგი დარტყვა მიიხო ნინის თავმოყვარეობამ მაგრამ არ შეეიმჩნია.
-ირონია არ გაკლიათ,მაგამ მე ამით ვერ მომერევით.-ნინიმ თვალი გაუსწორა და დიდრონი შავი თვალები კიდევ ერთხელ რომ დაინახა მიხვდა რომ იქ რაღაც ისეთი იმალებოდა,რომელიც მას ასე ძალიან იზიდავდა.
-მადლობა ამ ცეკვისთვის პატარა ქალბატონო!
-კი მაგრამ...-წინადადების დასრულება ვერ მოასწრო ისე უცებ მუსიკა შეიცვალა და უცნობი გაქრა.ნინი კი მარტო დარჩა.
რა თქმაუნდა ნინისთვის რთული გასაგები იყო ის რაც მას ამ სარამოს გადახდა,ამიტომ მაიკოსთან ამ სიტუაციის შესახებ არაფერი არ უუთქვამს.იფიქრა ცოტა დამშვიდებოდა და მერე მოუხვებოდა ყველაფერს.
-შერიგდით?-უკვე მაქანაში იყვნენ,როცა უცნობის თავიდან ამოსაგდებათ გადაწყვიტა მეგობრისთვის საუბარი გაება.
-არა,უბრალოდ კლუბში არ მინდოდა სკანდალის მოწყობა.
-რა უნდოდა იმ ქერას?
-შენი აზრით?აქეთ მეტენებოდაო,გაიმართლა თავი იმ ვაჟბატონმა,ვაჩვენებ მე ფლირტაობა რას ნიშნავს!-მტკიცედ განაცხადა მაიკომ და თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა და ნინიც აჰყვა.
სახლში მისულს პირდაპირ თავისი საძინებლისკენ გაემართა,მაგრამ დაძინება ვერ შეძლო. სამზარეულოში ჩავიდა,რომ ერთი ჭიქა ვისკი დაელია.ნინის ძალიან მოსწონდა თავიანთი სამზარეულო,რომელიც ლურჟ ფერებში იყო გამოწყობილი და პატარა ბარიც,რომელიც ნინის თხოვნით იყო კედელში ჩაშენებული.სამზარეულოში შესულს ქეთათო დახვდა.ნინიმ თვალები ოხვრით გადაატრიალა, მაგრამ უკან ვეღარ მიბრუნდებოდა.
-ნინი,საყვარელო,შემოდი,შენც დაგისხამ ჩაის,არ გინდა?
-მადლობა არ მინდა.-უხეშად მიმართა დედინაცვალს
-ამ საღამოს ნუ დალევ საყვარელო,არ გაწყინოს.-თქვა,როცა ნინი ბართან დაინახა.
-მემგონი ეს შენი საქმე არ არის ქეთათო-ისევ უხეშად გაუმეორა. ამ დროს ოთახში ბატონი ზვიადი შემოდის და ქალიშვილს ეუბნება:
-ნინი დააკვირდი სიტყვეებს!
-ბარემ დედაც ხო არ დავუძახო!?-მიახალ მამას.
-ნინი მეთქი!-ხმას აუწია ზვიადმა.ნინი გაბრაზდა და თავისი ჭიქით საძინებლისკენ გაემართა,მაგრამ მამას ნათქვამი წინადადება მაინც გაიგო:
-ხვალისთვის მოემზადე-აბარებდა ბატონი ზვიადი ქალიშვილს.
ვის ადარდება ახლა ნახევარ ძმა.ნინი იმ უცნობზე ფიქრობდა,რომელმაც ასე წყნარად მაგრამ ამავ დროულად ქარბუქივით შემოვარდა მის ცხოვრებაში.მისი სახელიც კი არ იცოდა.ნინის ერთადერთი იმედი ჰქონდა რომ კლუბში მას კიდევ ერთხელ შეხვდებოდა,ამიტომ გადაწყვიტა,რომ ხვალ საღამოს ისევ წავიდოდა თავის საყვარელ გასართობ ადგილას.ამ ფიქრებში ძლივს ჩაეძინა.
-ნინი გაიღვიძე,სტუმარს ველოდებით,ხომ არ დაგავიწყდა?-მამის ხმამ გააღვიზა ნინი.
-კარგი,კარგი ვდგები უკვე.-მძინარე ხმით უპასიხა მამას.ძლისვ წამოდგა საწოლიდა.,აბაზანიდან გამოსულს იმაზე ფიქრობდა თუ რა ჩაეცვა.არჩევანი ღია ჯინსის შარვალზე და იასამნისფერ ტოპზე შეარჩია,გარედან გრძელი შავი კარდეგანი მოირგი და თავისი საყვარელი კეტები ჩაიცვა.კიბეზე ჩაირბინა და სამზარეულოში,რომ აპირებდა შესვლას ისე ვიღაცის ხმა მოესმა,ძალიან ნაცნობი და ამავდროულად ძალიან უცნობი ადამიანის ხმა იყო.მისახებისკენ გაემართა ძალიან წყნარი ნაბიჯებით,გული ფაცაფუცით უცქერდა,ხვდებოდა,რომ ამ შეხვედრას კარგი არაფერი არ მოჰყვებოდა.მისახებში შესულს ქეთათო, მამა და კიდევ ერთი მამაკაცი იყო,რომელიც ზურგით იდგა,მაგრამ მიხვდა ვინც უნდა ყოფილიყო.ახლა კი ღმერთს მხოლოდ ერთადერთ რახაცას ევედრებოდა’’ოხონდაც ქეთათოს შვილი არ იყოს’’.
-ნინი,საყვარელო ჩამოხვედი,მოდი გაგაცნო,ეს ალექსია,ჩემი შვილი.-ამ სიტყვების გაგონებაზე ნინი მიხვდა,თუ რამდენად უშანსო იყო მისი ემოციები და გრძნობები,რომელიც გუშინ ღამით განიცადა.ყველფერი დაწყების გარეშე დასრულდა.ამ ფიქრებში გართულს ხელში თავის აყვანა ძლის შეძლო,მაგრამ მაინც მოახერხა და ირონიული ღიმილით ალექსისკენ გაემართა.
-გამარჯობა,პატარა ქალბატონო.-ალექსმა ხელი გაუწოდა.
-გამარჯობა ალექს!-რაც შეიძლება მშვიდად წარმოთქვა.ყოველ შემთხვევაში სცადა მაინც.
-დარწმუნებული ვარ ერთმანეთი ძალიან მოგეწონებათ!-ბატონი ზვიადი ჩაერია საუბარში
-რა თქმა უნდა ბატონო ზვიად!-მაშინვე უპასუხა ალექსმა და ნინის გადახედა.რას არ გაცემდა ნინი, რომ ახლა იმ ოთახსი არ ყოფილიყო ან საერთოდ ყველაფერი, რომ ისე,ყოფილიყო როგორც ადრე,როცა დედა ცოცხალი იყო.
წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,მაგრამ ოთახში სალომე შემოვიდა,რომელიც ოჯახის დამხმარე იყო:
-ბატონო ზვიად საუზმე მზად არის,შეგიძლიათ სუფრასთან მობრძანდეთ!
-მადლობა სალომე.ახლავე მოვალთ.-ყველა მაგიდისკენ გაემართა.ნინი და ალექსი გვერდი გვერდ იჯდგენ,როგორც ბატონი ზვიადი და ქეთათო.
-ალექს რას იტყვი ჩვენთან ხომ არ დარჩები ცოტახნით.-ბატონმა ზვიადმა როგორც კი წინადადება დაასრულა ქეთათომ მაშინვე დაამატა
-ჰო იქნებ ჩვენთან დარჩე შვილო!?-ამ დროს კი ნინი ლოცულობდა,რომ ალექს უარი ეთქვა და გაუმართლა კიდეც:
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ,თქვენი წყენინება არ მინდა,მაგრამ ჯერჯერობით ვერ დავრჩები.-მშვიდად წარმოთქვა ალექსმა,ნინიმ ხელსაყვრელი მომენტი იპოვა და მაშინვე წარმოთქვა:
-მართლაც ჯობია,რომ იქ დარჩეთ სადაც ხართ,არამგონია ჩვეს ყოველდღიურობაში ჩართვა მოგინდეთ ბატონო ალექს.
-უკაცრავად და რატომ? რა ხდება?-ცოტა დაიბნა ალექსი.
-არაფერი შვილო-წყნარად წარმოთქვა ქეთათომ.ბატონმა ზვიადმა კი გაბრაზებული შეხედა ნინის.მაგრამ ნინი ახლა იმდენად გაბრაზებული იყო ყველაზე და ყველაფერზე,რომ გაჩერებას ნამდვილად არ აპირებდა.
-როგორ თუ არაფერი.მოკლედ აგიხსნი ალექს ბევრი,რომ არ იწვალო.დედაშენი ჩემს სამყაროში შემოიჭრა,რომელიც ისედაც არაეული იყო და კიდევ უფრო არია!ალბათ მიხვდები რისი თქმაც მინდა-წინადადება დაასრულა და გაღიმებული შეხედა ალექს,რომელიც აშკარად ვერ მალავდა,თუ რამდენად გაცოფებული იყო.
-ნინი ახლავე მოიხადე ბოდიში-ბატონმა ზვიდმა თავისი ხმის ტონი ვერ გააკონტროლა და ცოტათი ხმამაღლა მოუვიდა, მაგრამ ამას ნინი მართლაც რომ იმსახურებდა.
-უი ქეთათო გაწყენინე,დიდი ბოდიში-ისე გადაიკისკისა თითქოოს არაფერი არ მომხდარა,უცებ ალექს გადახედა და მაშინვე ინანა თავისი საქციელი,როცა ის დიდრონი თვალები დაინახა,რომელმაც ასე მოაჯადოეს.რას აკეთებდა ან საერთოდ რა ხდებოდა მის გარშემო.ასეთი რამ როგორ შეიძლება,ის ხომ ძმად ეთვლებოდა.სადმე სხვა ქვეყანაში,რომ ყოფილიყვნიენ,კიდევ კარგი,მაგრამ ეს ხომ საქართველოა.ვერავინ ვერ გაუგებდა ნინის.
-ნინი ახლევე ადი შენს ოთახში-ზვიადმა წყნარად,მაგრამ მკაცრად გაიმეორა.ნინი მიხვდა თავის დანაშაულსა,წამოდგა და ოთახიდან გავიდა,მაგრამ ზემოთ არ ასულა.ბარისკენ გაემართა და ერთი ჭიკა ვისკი როგორც კი დაისხა მაშინვე ამოცალა.

***

-კი მიყვებოდა დედა,რომ აუტანელი იყავი,მაგრამ არ მეგონა თავხედიც თუ იქნებოდი!?- როგორც კი ალექსის ხმა შემოესმა ნინის ადგილზე გაქვავდა,მაგრამ უცებვე მოვიდა გონს.
-ანუ ქეთათო ჩემს შესახებ გიყვებოდა და თან მლანძღავდა-გაეღიმა ნინის
-მთლად ლანძღვასაც ვერ დავარქმევ-ალექსაც გაეღიმა და დაამატა-დამიჯერე დედა ისეთი არ არის შენ რომ გგონია და ჯობია,რომ უფრო ჭკვინად მოიქცე. ისე ,როგორც ზრდასრულ ადამიანს შეეფერება-ხმა გაუმკაცრდა ალექს.
-ჰაჰ,დამიჯერე ქეთათოს დამცველი არ აკლია,მამეჩემის სახით,შენი დაცვა არ სჭირდება-გაბრაზებულმა წარმოთქვა
-ზუსტად მაგიტომაც არის ახლა აქ.ბატონ ზვიადს დიდ პატივს ვცემ,მაგრამ დედაჩემს კიდევ ერთხელ თუ აწყენინებ შენი უაზრო სიტყვებით,დამიჯერე შენ კიდევ ორმაგად გეწყინება.
-შენ მე ვერ მაწყენინებ!- ნერვები მოეშალა ნინის ასეთი ტონის გამო და თვალებიც აუწყლიანდა როცა მიხვდა რამდენად სასოწარკვეთილ სიტუაციაში იყო ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში.
-აი ხედავ, პატარა ქალბატონო, უკვე გაწყენინე!-ნინის ჭიქას ხელი სტაცა, ვისკი მთლინად ამოცალა და ოთახიდან გავიდა.ნინი კი ატირდა,პირველად იტირა დედის სიკვდილის შემდეგ.ამ ორი დღის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა,რომ ნინიმ უბრალოდ ვერ გაუძლო.ვერ გაიძლო საკუთარ თავსაც,რომელიც კიდევ უფრო ამძიმებდა სიტუაციას.რას ერჩოდა ქეთათოს,ალბათ უფრო მამაზე იყი გაბრაზებული,ვიდრე ქეთათოზე,მაგრამ ასე იყრიდა მამაზე ჯავრს.
მიუხედავად იმ ყველაფრისა,რაც ბოლოს მოხდა,ნინი მაინც დადებითად იყო ალექსის მიმართ განწყობილი.ვერაფრით ვერ იგდებდა თავიანთი პირველი შეხვედრის მომენტს თავიდან.ნინის თაყვანისმცემლები თავსაყრელად ჰყავდა,მაგრამ შეყვარებული არასდროს არ ყოლია,თვითონ არ აღიარებდა,მაგრამ ნინიც იმ გოგოების რიცხვს მიეკუთვნებოდა,რომლებიც იმ ერთადერთზე ოცნებობენ. და ზუსატად მაშინ,როცა იფიქრა,რომ ის ერთადერთი და განუმეორებელი გამოჩნდა,ყველაფერი დავდაყირა შემოტრიალდა.იმის გაფიქრებაც კი არ შეეძლი რომ მათ ნახევ და-ძმა ერქვათ.დიახ,ნინის ერთმა ცეკვამ აურია გონება იმდენად,რომ დაუჯერებლ რაღაცეებს ფიქრობდა.
***
ერთი თვქე გავიდა.ალექსი მხოლოდ ერთხელ იყო სახლში მოსული,თან მაშინ,როცა ნინი შინ არ იმყოფებოდა.სხვა დროს ქეთათო სასტუმროში დადიოდა შვილის სანახავად,ზოგჯერ ბატონი ზვიადიც მიყვებოდა.ნინი ცოტათი დაწყნარდა,ქეთათოსაც არც ისე ცუდად იქცეოდა,უფრო სწორედ ადრე თუ ნინის გონება მხოლოდ იმით იყო დაკავებული დედინაცვალისთვის,როგორ გაემწარებინა ცხოვრება,ახლა იმაზე ფიქრობდა,როგორ ამოეგდო ალექსი თავისი გონებიდან და გულიდან,რომელთანაც,მხოლოდ რამოდენიმე წუთი გაატარა,და ბოლოს ნახევარ ძმა აღმოჩნდა.ძირითადად ოთახში იყო გამოკეტილი,კლუბშიც აღარ დადიოდა,ეშიინოდა,რომ იქ ალექს შეხვდებოდა,თან იმის შემდეგ რაც გაცნობის დღეს მოხდა.
***
ოთახში წიგნს კითხულობდა მამის ხმა,რომ შემოესმა.ნინის ეძახოდა:
-გისმენ მამა.
-ჩამოდი შვილო,ალექსი გვესტუმრა.
ნინის არ უნდოდა ალექსის ნახვა,მაგრამ იფიქრა,რომ ასე თუ გააგრძელებდა ეჭვს გამოიწვევდა,თან არც იმაზე უსაუბრიათ,რაც იმ ღამით კლუბში მოხდა,ამითომ გადაწყვიტა ძალები მოეკრიბა და ჩასულიყო.
-როგორ ხარ-ხელი გაუწოდა ალექს.
-კარგად,შენ როგორ ხარ?-ალექსმა ხელის ჩამორთმევა არ იკმარა და გადაკოცნა.ნინის გული გაუჩერდა,ეგონა,რომ დენმა დაარტყა.
-მეც კარგად.-რაც შეიძლება აუღელვებლად უპასუხა.
-შვილო რა გაუფრთხილებლად მოხვედი.მე და ზვიადი ქალაქგარეთ უნდა წავიდეთ.
-არაუშავს ქეთი,ნინი ხომ აქ არის,მიხედავს სტუმარს,ასე არ არის ნინი!?
-რა თქმა უნდა მამა!-მაგრამ აშკარად ეტყობოდა,რომ ეს ამბავი საერთოდ არ მოსწონდა.
-ნუ ღელავთ,დიდი ხანი მაინც ვერ გავჩერდები,საქმეები მაქვს.
-კაი ჩვენ წავედით აბა.-თქვა ბატონმა ზვიადნა,ცოლს ხელი ჩაკიდა და გასასველისკენ გაემართნენ.
მისახებში ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა,რომ ალექსისა და ნინის სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა.ნინიმ გადაწყვიტა სიტუაცია განემუღტა:
-ალბათ რთულია,ნიუ-ორკის შემდეგ თბილისში ცხოვრება?-თითქოს ძალიან აინტერესებდა,ახლა მხოლოდ ალექსის ნაკვთები აინტერესებდა,რომელსაც ასე მორჩილად აკვიდებოდა.
-ჯერჯერობით არა,ალბათ სამშობლო ზედმეტად მომენატრა და მაგიტომ-მკაცრად და მშვიდად უპასუხა ალექსმა.
-იმ ღამით იქ რას აკეთებდი?-უცებ თვალი გაუსწორა ნინიმ.ალექსი არ ელოდებოდა ასე უცებ თემიდან გადახვევას,თან ასეთ კითხვას.
-იმას,რასაც ყველა.
-უფრო კონკრეტულად,რომ ამიხსნა არა.
-უკაცრავად,პატარა ქალბატონო,ძალიან ცნობის მოყვარე,ხომ არ ბრძანდები.
-პატარა ქალბატონს ნუ მეძახი.
-რატო?მე მომწონს.-ირონიულად ჩაიღიმა ალექსმა და წამში ნინის გვერდით გაჩნდა. და ის მომენტი გაიხსენა როდესაც ნინი პირველად დაინახა: ბარის კუთხეში,თავისთვის მშვიდად იჯდა და ორმაგ ვისკის მიირთმევდა,როდესაც თვალის მომჭრელად ლამაზი გოგო დაინახა,რომელიც ისე ჰარმონიულად ცეკვავდა,თოთქოს კლუბში კი არა, თავის ოთახში სარკის წინ.დეიჯეის,რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა,სთხოვა რამე წყნარი მუსიკა ჩაერთო და გოგონასკენ გაემართა.გოგონას ცეკვით და მოძრაობებით ძალაინ მოიხიბლა.გაუაზრებლად მივიდა გოგონასთან და ხელები წელზე შემოხვია,მაშინვე თავბრუ დაეხვა გოგონას სურნელზე.(მერე რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით ).მთელი ღამე სასტუმროს ფოიეში იჯდა და გოგონაზე ფიქრობდა.დილით კი მამინაცვალის და ნახევარ დის გასაცნობად გაემართა.მისახებში შესულს ლამაზი გოგოს ფოტო დაინახა და ადგილზე შეკრთა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-მე არ მომწონს-ბიჭის სიახლოვენ ნინი ააფორიაქა და ჟრუანტელმა დაურა მთელს სხეულში.
-ნუ ჯიუტობ,პატარა ქალბატონო-კიდევ უფრო მიუხლოვდა
-ხომ იცი ახლა,რასაც აკეთებ არასწორია.-და ერთი ნაბიჟით უკან დაიხია
-არასწორია ყველაფერი,რაც ჩვენს გარშემო ხდება-გაბრაზება შეერია ხმაში
-ნეტავ იმ ღამეს საერთოდ არ მოსულიყავი ჩემთან და ის ცეკვა...
-მე რა ვიცოდი გოგონა,რომელიც უბრალოდ მომეწონა მეორე დღეს ჩემი ნახევარ და აღმოჩნებოდა-კიდევ უფრო გამწარდა.
-რა ბედის ირონიაა არა!?-გამწარებულად ჩაიცინა და ალექს ისეთი თვალებით შეხედა.ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ალექსისის ჩახუტება იყო, თითქოს მიუხვდა ჩანაფიქრს, ხელები ნაზად მოხვია წელზე:
-ალექს გთხოვ...
-ნუ მთხოვ ნინი.
-ალექს...
-ეს ჩემს ძალევს აღემატება ნინი.
ალექსის ხელებმა ნინის კისრისკენ აიღეს გეზი,ნინის სახე მთლინად ალექსის ხელებმა მოიცვა და ნელნელა მისი ტუჩები ნინის ტუჩებს შეეხო.ნინიმ რათმაუნდა კოცნას კოცნით უპასუხა,მაგრამ უცებ ნაბიჯების ხმა მოესმათ და ერთმანეთს მალევე გაეცალნენ.სალომე იყო.
-გისმენ სალომე?-რახ შეიცლება მშვიდად კითხა ნინიმ
-რამეს ხომ არ ინებებთ?
-დიახ ვისკი -გაიფიქრა ნინიმ გულში მაგრამ ალექსმა დაასწრო
-თუ შეიძლება ერთ ჭიკა ყავა მომიმზადეთ.
-მეც ყავა მომიმზადე.-სალომე ოთახიდან გავიდა.
ნინიმ უცებ ალექს შეხედა,ის კი თვალს ვერ უსწორებდა გოგონას,რადგან იცოდა,რომ თავი უნდა შეეკავებინა.ალექსი საკუთარ თავს ბევრჯერ დაპირდა,რომ წუთიერ ვნებას არ აყვებოდა,მაგრამ თავს ვერ ერეოდა ნინის გვერდით.
-მაპატიე ნინი.ეს აღარ განმეორდება.
-კარგი იქნება თუ აღარ განმეორდება-მტკიცედ მიახალა,მაგრამ ნინის გულში სულ სხვა რამე ჰქონდა,უნდოდა რომ ეს წამები არასდროს არ დასრულებულიყო.გაბრაზებული იყო ალექსზე, მაგრამ უფრო მეტად საკუთარ თავზე ალბათ.ეს აკრძალული სიყვარული იყო.დიახაც ნინის ალექსი უყვარდა,ისე როგორც არასდროს არავინ.ნინი სულ იმას იღებდა,რაც სურდა,მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო,როცა თავისი სურველების ცხადად კი არ ფიქრებში წარმოდგენაც კი ზედმეტი იყო.
***
მაიკოს დაურეკა და შეხვედრა თხოვა,რათა ცოტახნით მაინც ამოეგდო ალექსზე ფიქრი. პატარა მყუდრო კაფეში ახლა მხოლოდ წყნარი მუსიკა გაისმოდა,მაიკო და ნინი კი ერთმანეთის ყურებით,ხმის ამოუღებლობით კარგად ხვდებოდნენ,რომ რაღაც ისე არ იყო,როგორ ადრე.
-არ მოყვები?-მაიკომ ბოლოსდაბოლოს იკითხა
-რას?
-იმას,რაც ასე ძალიან გაწუხებს?
-ნეტავ მარტო მაწუხებდეს,ჩემი მთლიანი არსება ჩაფლობილი აქვს.გესმის!?....მთელი არსებით მძულს.
-ნუთუ ნინი არჩვაძეს კარებზე სიყვარული მოადგა!
-და მაინცდამაინც ის შემიყვარდა,ვინც არ უნდა შემყვარებოდა.-ნაღვილიანად წარმოთქვა.
-ასეთი ვინ არის?
-ქეთათოს შვილი.-ძალიან უჭირდა ამ სიტყვების თქმა მაგრამ,ვინმესთვის,რომ არ ეთქვა ალაბთ გაგიჟდებოდა და ამიტომ დაამატა-ანუ ჩემი ნახევარ ძმა.-და ამას ცრემლნარევი ღიმილი მოჰყვა.
-რაა!?-სკამიდან წამოხტა მაიკო,მაგრამ ნინის გამომეტყველებას,რომ დააკვირდა მიხვდა,რომ უნდა დაწყნარებულიყო-კი მაგრამ ეს როგორ?
-მე თვითონაც არ ვიცი.
-ის ხომ სულ ახლახანს ჩამოვიდა,თან ასე მალე,როგორ შეგიყვარდა.
-ვაიმე მაიკო ნუ მაგიჟებ,შენ არ გაიძახოდი თედო ერთი ნახვით შემიყვარდაო.
-კი მაგრამ,ჩვენ სხვანაირ სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთი.-გაოგნებას ვერ მალავდა მაიკო.
-მაიკო მითხარი,რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება,რომ ხვალ გავიღვიძებს და ყველაფერი კარგად იქნება.
-არ ვიცი რა გითხრა.ნინი ვინ და ვინ არ დაგსდევდა,არასდროს არავინ შეგყვარებია კი არა არ მოგწონებია ახლა კი მეუბნები რომ შენი დედინაცვალის შვილი შეგიყვარდა თან ერთი ნახვით.
-ერთი ნახვით არა-უცებ გაჩერდა და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ დაამატა.-ერთი ცეკვით.
***
რა რთულია არა ცხოვრება!?
ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ,რამდენენი რომანი,მოთხორობა,ლექსი ან სიმღერა დაწერილა ამის შესახებ(მე ვერაფერს ვერ დავამატებ).მაგრამ შემიძლია გითხრათ,რომ ნინიმ ეს პირველად დედის სიკვდილის დროს და მეორედ ალექსის ვინაობის გაგების დროს გააცნობიერა.მამის დახმარებით ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა,ყველა სირთულეს ადვილად გადააგორებდა ხოლმე,ერთადერთი შვილი იყო ოჯახში,ბატონი ზვიადი ცივ ნიავსაც არ აკარებდა,ყველა სურვილს დაუფიქრებლად უსურვებდნენ.ერთი სიტყვით განებივრებული გოგონა გახლდათ ჩვენი ნინი,ამიტომაც ტკენდა ყველას ადვილად გულს,ამიტომაც ექცეოდა ქეთათოს ასე ცუდად.ერთი წამითაც მაინც რომ ეფიქრა მამაზე ან იმაზე,რომ ყველა იმსახურებს ბედნიერებას და სიყვარულს,ასეთ სკანდალებს არ მოაწყობდა და ასე არ გაუმწარებდა ოჯახის წევრებს ყოველდღიურ ყოფას,მაგრამ ახლა თვითონ ეცლებოდა ბედნიერება და სიყვარული ხელიდან.იმსახურებდა თუ არა ნინი ამას? ალბათ არა.ყველა უშვებს შეცდომას და ყველას აქვს შანსი,რომ გამოასწოროს,მაგრამ ნინის ისტორია იმით განსხვავდება,რომ გამოსწორების შანსი არ აქვს.
***
საღამოს სახლში დაბრუნებულს ქეთათოსა და მამის საუბარი მოესმა:
-როგორ გგონია გამოსწორდება?-ეკითხებოდა ცოლს,ბატონი ზვიადი.
-დააცადე ის ხომ ჯერ სულ ახალგაზრდაა თან დედა დაკარგა.მეც რთულად გადავიტანე დედის დაკარგვა.მამაჩემს მეორე ცოლი რომ მოეყვანა ალბათ მეც ძალიან გავბრაზდებოდი.-ამშვიდებდა ქეთათო
-კი მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს,რომ თავხედურად მოიქცე.გახსოვს ალექსი პირევლად,რომ მოვიდა რა მოხდა?
-ნუ დარდობ საყვარელო,მეც და ალექსსაც ძალიან კარგად გვესმის ნინის.გგონია,რომ ალექსმა ეს ამბავი კარგად მიიღო.უბრალოდ არ მითქვამს,რომ არ გენერვიულა.ალექსიც ბრაზობდა,რამდენიმე კვირა ყურმილს არ იღებდა,როცა ვურეკავდი,თან საზღვარ გარეთ იყო.არ იცოდა დედა როგორ ადამიანს ან ვის მიყვებოდა ცოლად.შენ წარმოიდგინე ახლა ალექსის ადგილას თავი.ისინი ბავშვები აღარ არიან,რომ ყველაფერს ადვილად მიეჩვიონ.
-ალაბათ მართალი ხარ,კიდევ კარგი,რომ შენ შეგხვდი. თამუნას სიკვდილის შემდეგ არ მეგონა,თუ ვინმე მაინც შეძლებდა ჩემს გულში შემოღწევას.
-ნუ დარდობ ყველაფერი კარგად იქნება.-გაუღიმა და ქმარს ლოყაზე აკოცა.
ახლა მიხვდა რატომაც გადაწყვიტა მამამ ქეთათოს ცოლად შერთვა.ჩქარი ნაბიჯებთ თავისი საძინებლისკენ გაემართა.ბალიშში ჩარგო თავი და ტირილი დაიწყო.იქამდე იტირა სანამ ყველა ცრემლი არ გადმოაგორა.
***
სმაზარეულოშო შემოსულს სალომე დახვდა,რომელიც რაღაც სიას ავსებდა.
-რა იყო რა ხდება სალოო?-ნინი ძალაინ უყვარდა სალომე და ამას ხშირად გამოხატავდა.
-ხვალ ქეთათოს დაბადების დღეა და ვემზადები.
-ვაა მართლა?-უცნაურად ჩაიღიმა ნინიმ.
-რამე ოინის მოწყობას თუ აპირებ ჯობია გადაიფიქრო.-წარბები შეკრა სალომემ და გააფრთხილა.
-არა არავითარი სიცელქე!-უცებ წამოხტა და სახლიდან გავარდა.ერთ საათში დაბრუნდა და ისევ ოთახში შეიკეტა.
ხმაურმა გამოაღვიძა.შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ტოპი ჩაიცვა, ისევ თავისი საყვარელი კეტები მოირგო,პატარა კონვერტი აიღო და მისაღებისკენ აიღო გეზი.ოთახში შესულს ქეთათო ზვიადი და ალექსი დახვდა,რომელიც ისევ ზურგით იდგა,მაგიდაზე კი შოკოლადის ტორტი იდო სანთლებით.ალექსის დანახვაზე ისევ დენმა დაარტყა.ვერ იტანდა საკუთარ თავს ამის გამო.
-ნინი საყვარელო მოდი აქ?-ზვიადი გაღიმებული შეეგება შვილს
-ქალბატონო ქეთათო გილოცავთ დაბადების დღეს!-დედინაცვალისკენ გაემართა და გადაკოცნა-გამარჯობა ალექს.-ეს პირევლი შეხვედრა იყო კოცნის შემდეგ.
-მადლობა საყვარელო!-გაუღიმა ქეთათომ.
-გამარჯობა,პატარა ქალბატონო!-და აი ისევ ეს დიდი შავი თვალები,რომელზეც ნინი ასე ძალაინ იყო შეყვარებული.
-ახლა საჩუქრების დროა!-წამოიძახა ბატონმა ზვიადმა და საყვარელ ქალს და პატარა შავი კოლოფი გადასცა,სადაც ლამაზი მარგალიტის ყელსაბამი და საყურეები იყო მოთავსებული.
-ვაიმე ზვიად მადლობა!-თითქმის ხტუნაობა დაიწყო.ალექსსა და ნინის ერთდროულად გაეცინათ.
-ახლა ჩემი ჯერია.-უცებ წამოიძაღა ნინიმ.ყველა ნინისკიენ მიტრიალდა,ალბათ გაუკვირდათ,არავინ არ ელოდა ნინისგან საჩუქარს მითუმეტეს ქეთათო.პატარა კონვერტი დააკავა იუბილარს და დაამატა.
-ვიცი,რომ ამ ზაფხულს ბათუმში გინდოდათ წასვლა მაგრამ ვერ მოახერხეთ,მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიან.არავითარი უარი! სასტუმრო უკვე დაჯავშნილი მაქვს ერთი კვირით,ამიტომ ხვალვე მიემგზავრებით.-მონოლოგი დაასრულა და გაღიმებულმა ქეთათოს შეხედა.ქეთათომ ბილეთები ამოიღო კონვერთიდან და წამოდგა,ნინის მიუახლოვდა და ჩაეღუტა:
-ნინი საყვარელო,ძალიან დიდი მადლობა!-ცრემლებიც კი მოადგა არ ელოდებოდა ნინისგან ასეთ საჩუქარს.
-ჩემო ლამაზო გოგონავ,ძალაინ გაგვახარე!-დაამატა ბატონმა ძვიადმაც.
-არ არის ამდენი მადლობა საჭირო!-თითქოს შერცხვა ნინის.
რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ალექსმა რარაც დიდ შემოიტანა ოთახში
-ვიცოდი რომ ყველაზე მეტად ჩემი შემოქმედება გაგახარებდა, ამიტომ აი, ეს შენ!-შემოატრიალა და ლამაზი პეიზაჟი გამოჩნდა.ქეთათოს რათქმაუნდა ყველაზე მეტად შვილის საჩუქარი გაუხარდა.ბედნიერი დედა-შვილის შემხედვარე ნინიმ მოიწყინა და დედა გაახსენდა.ის ხომ ვეღარასდროს ვერ გაახარებდა დედას ასეთი საჩუქრებით.დედა ერთადერთი ადამიანი იყო,რომელთანაც ისეთი იყო,როგორც სინამდვილეში:ძალიან კეთილი და გულჩვილი.მხოლოდ ქალბატონმა თამუნამ თუ იცოდა რამდენად მგრძნობიარე იყო ნინი.
***
საღამოს მაგიდასთან ისხდნენ და ვახშამს მიირთმევდნენ.ალექსსა და ნინის ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ ერთმანეთის მიმართ,მაგრამ თვალებს ვერ აშორებდნენ ერთმანეთს.
-ნინი ჩვენ ხვალ კი გავემგზავრებით,მაგრამ შენ აქ როგორ დარჩები?თან სალომეც არ იქნება,თავის სოფელში მიემგზავრება.-წამოიწყო უცებ ბატონმა ზვიადმა.
-არაუშავს მამა,როგორმე გავძლებ ერთი კვირა.მაიკოს დავუძაღებ და ის დარჩება.ალექსსი გაკვირვებული ისმენდა საუბარს,ვერ ხვდებოდა თუ ნინი რატო ვერ ჩერდებოდა სახლში.ქეთათომ შემჩნია,რომ შვილს ვერ გაეგო რაზე იყო საუბარი ამიტომ საუბარში ჩაერთო:
-ალექს,ნინის მარტო დარჩენა არ შეუძლია,ზოგჯერ პანიკური შეტევა ემართება ამიტომ ღამით მარტო არ ვტოვებთ.
-გმადლობთ,მაგრამ არ იყო ამის აფიშირება საჭირო.მაიკო დარჩება ჩემთან არ ინერვიულოთ!-არ მოეწონა ნინი დედინაცვალის განცხადება.
- მე დავრჩები!-უცებ განაცხადა ალექსმა.
-კარგი აზრია,ჩვენც უფრო მშვიდად ვიქნებით!-დათანხმდა ბატონი ზვიადი.
-მამა,არ არის საჭირო,მარტოც შემიძლია დარჩენა!-გაბრაზდა ნინი.თან რომ წარმოიდგინა ალექსთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ.ერთი მხრივ მოსწონდა ეს აზრი,მაგრამ მეორე მხრივ, იძულებული იყო ასეთი სურვილებისთვის ყურადღება არ მიექცია,ამითომ გააპროტესტა,მაგრამ ნინის აღარავის აღარ მოუსმინა.ალექსი კი კმაყოფილი სახით შესცქეროდა ნინის
***
უკვე მეორე დღეა რაც ალექს ნინის გვერდითა საძინებელში ეძინა,რომელიც სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი.ერთმანეთს მხოლოდ თვალებით ესაუბრებოდნენ.ნინი მხოლოდ მაშინ გასცემდა ხოლმე ხმას,როცა სავახშმოდ ეძახდა სხვა დროს ალექსი საქმეებს მოიმიზეზებდა და ქალაქში გადიოდა.მაგრამ დღეს ალექსმა თავისი საქმეები ადრე დაასრულა და სახლში დაბრუნდა.ნინი სამზარეულოში იყო,როცა ალექსიც შემოვიდა.
-ასე ადრე არ გელოდებოდი?
-უკვე მელოდები კიდეც.-ირონიული ღიმილი დააყოლა ალექსმა
-ღმერთო მიშველე!-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ნინიმ
-მაინც გავიგე.-ორივეს გაეცინათ თავიანთ თავზე.
-შენ შემპირდი,რომ თავს შეიკავებდი.-უცებ დასერიოზულდა ნინი.
-და საიდან მოიტანე, რომ დაპირებას არ ვასრულებ?
-აბა რას ნიშნავდა აქ გადმოსვლა.
-უბრალოდ შენზე ვნერვიულობ,თან მე გითხარი რომ კოცნას აღარ გავიმეორებდი,სხვა დაპირება არ მომიცია შენთვის.
- მაინც არ იყო აქ დარჩენა საჭირო.
-თუ გინდა წავალ.
-ვეღარ წახვალ.მაიკო თავის შეყვარებულთან ერთად მცხეთაშია.
-ძალიან კარგი.
-უბრალოდ მამა ინერვიულებს,თორე არც შენი და არც მაიკოს დარჩენა არ იყო აუცილებელი.
-ასე ძალიან გეშინია ჩემი სიახლოვის?-ხელი წელზე მოხვია ნინის
-და არ უნდა მეშინოდეს?.-ვითომ არ შეიმჩნია ალექსის ეს მოქმედება,მაგრამ ალექსმა კარგად შენიშნა თუ რამდენად მოქმედებს ნინიზე მისი შეხება.
-ალბათ მართალი ხარ.უნდა გეშინოდეს.
-ალექს ხელი გამიშვი.
-თუ არ გაგიშვებ?!
ნინი ძლივს დაუსხტლდა ხელიდან და ყავის მოდუხებას შეუდგა
-ყავა გინდა?-ალექს გაეცინა გოგონას საქციელზე.
-კი მინდა,ოღონდ უშაქრო.
საღამოს ორივე პოპკორნით ხელებში ტელევიზორის წინ იჯდნენ და ბეჭდების მრძანებელს უყურებდნენ.სასაცილო სანახავი იყო ალექსის სახე,როდესაც ნინიმ მაინდამაინც ეს ფილმი შეარჩია:
-მე შენ რომანტიკოსი მეგონე?
-მართლა პატარა ქალბატონი ხომ არ გგონივარ,რომელიც მხოლოდ სასიყვარული ფილმებს უყურებს და მხოლოდ ვარდისფერი უყვარს.-ორივეს გაეცინათ.
-მგონია,რომ გულის სიღრმეში ასეთიც ხარ.-
-შეურაცყოფას მაყენეფ იცოდე!-ხუმრობას ხუმრობით უპასუხა ნინიმ.
-ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ.
-მგონო ასეც ჯობს.
-ორ კვირაში ამერიკაში ვბრუნდები.-სრული სერიოზულობით გააგრძელა ალექსმა საუბარი
-წასვლა გინდა?
-ორივესთვის ასე ჯობს.მე რა მინდა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
-ნახე ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა.ორივე ისე ვიქცევით როგორ ჯობს და არა ისე როგორც გვინდა.-ნინის თვალები რაღაც ამოუცნობი სევდით ივსებოდა.როგორც სჩვევოდა ისე სწრაფად მიუახლოვდა ალექსი გოგონას,თავი მხარზე ჩამოადო და ალბათ სიკვდილის ბოლო წამამდე იქნებოდნენ ამ პოზაში,რომ არა ის საშინელი რეალობა,რომელიც მათ ყოველ წამს ახსენებდათ თავს:
-ყველაფერს გავაკეთებდი და შენ არასდროს არ დაგთმობდი,რომ არა დედაჩემი.ხომ გესმის ის ბედნიერია მამაშენთან.ვერ დავუშვებ,რომ ის უბედური იყოს.
-ყველაფერი მესმის ალექს.იმაზე უკეთ მესმის შენი ვიდრე წარმოგიდგენია.-ნინიმ თავი ააწევიდა და ლოყაზე აკოცა მერე თვალებში შეხედა იქ კი რაღაც ისეთი იმალებოდა,რომლის გაშვებაც მას ძალიან უჭირდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.ზედმეტი სიყვები საჭირო არ იყო.ორივეს კარგად ესმოდა თუ რატომ უნდა დაეთმოთ ერთმანეთი ყყველანაირი ბრძოლის გარეშე.ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ასე გააგრძელეს ფილმის ყურება.ბოლოს ნინის ჩაეძინა.ალექსმა ხელში აიყვანა და ოთახში დააწვინა.
დარჩენი დღეები არაფრით არ განსხვავდებოდნენ.ალექსი ისევ თავისი საქმეებით იყო დაკავებული.ნინი კი ხან რას აკეთებდა ხან რას.როცა ერთად იყვნენ ისე იქცეოდნენ თითქოს მათ შორის ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა ყიფილიყო და სხვა იდუმალი არაფერი.ალბათ ასე უფრო უადვილდებოდათ ერთმანეთსი ატანა.ისინი ხო ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან მაგრამ ერთმანეთს ვერ ეხებოდნენ,თავიანთ სითბოს ვერ უზიარბდენ ერთმანეთს. ამის უფლება არც ქონდათ.ალბათ რთული წარმოსადგენია,როცა ერთ დღეს იღვიძებ და აღმოაჩენ ,რომ ‘’ დედინაცვალის შვილი გიყვარს’’ ან პირიქით ‘’მამინაცვალის ქალიშვილი გიყვარს’’.შეიძლება რთული კიარა უფრო სასაცილოც არის,ხომ გახსოვსთ ცნობილი გამონათქვამი‘’სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს“.ზუსტად აღწერდა ალექსისა და ნინის ისტორია.მაგრამ თავის შეკავება სულ არ გამოსდიოდათ.ერთ-ერთ საღამოს ნინი თვის საყვარელ ბართან თავის საყვარელ ვისკის მიირთმევდა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო:
-რატო არ გძინავს პატარა ქალბატონო?
-არ მეძინება.
-საერთოდ არ მომწონს ამდენს,რომ სვამ-ჭიკა ხელიდან ააცალა და თვითონ ამოცალა.
-ჩემი ჭიქის მოპარვას როდის შეწყვეტ?
-როცა შენ დალევას შეწყვეტ!
-და ჩემი გულის დაუფლებას როდის შეწყვეტ?-მზერა გაუსწორა ბიჭს
-როცა შენ შეწყვეტ ჩემს მოხიბლვას.
-და ასე ძალიან რამ მოგხიბლა ჩემში?
-ყველაფერმა-ისეთი ვნებიანი ხმით ეუბნებოდა,რომ ნინი ძლივს იკავებდა თავს.
-რატო მატყუებ?შენ ჩემზე ფაქტობრივად არაფერი არ იცი,არც მე შენზე!-ხელები მაღლა ასწია და ბიჭს შემოაწყო კისერზე.
-იმაზე ბევრი ვიცი შენზე ვიდრე საჭიროა!
-და მაინც რა იცი?
-ის რომ უბრალოდ არსებობ!
-ცეცხლს ვეთამშებით!-იმდენად ძლიერად ჩაეხუტა თითქოს ნინის თვას ვინმე ართმევდა,შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა.ნინის შესცივდა,გაიყინა ისე როგორც არასდროს.

ზვიადი და ქეთათო ბედნიერები დაბრუნდნენ.დედის თხოვნით ალექსი გამგზავრებამდე ისევ მათთან დარჩა.ნინის გაუხარდა კედავაც,თითქოს შეეჩვია ალექსს და უხაროდა მისი ყოველ დღე ნახვა.იმასაც შეეჩვია,რომ თუ ძმასავით ვერა ისე მაინც შეეხედა მისთვის როგორც მეგობარი.ალბათ ძალიან ბანალურიცაა ასე ფიქრო,მაგრამ სხვა გზა მაინც არ ჰქონდა.ნინის გულში ალექსი სულ ოცნების მამაკაცად დარჩებოდა,მაგრამ ეს მხოლოდ ნინის გულში და ოცნებაში,გონებაში და რეალობაში კი ის უბრალოდ მეგობარი იყო,არავითარ შემთხვევაში ძმა თუნდაც’’ ნახევარ“.
წინა ღამეს სანამ გაემგზავრებოდა ნინის ოთახში ჩუმად შეიპარა და გვერდით მიუწვა.ნინისთვის თითიც არ დაუკარებია.უბრალოდ უყუირებდა, როგორ ეძინა მისთვის ყველაზე სასურველ ქალს.ნინის არ ეძინა.თვალები გაახილა და პირდაპირ ალქსის თვალებს შეეჯახა.ეს ვულკანის ამოფრქვევას გავდა ან წააგავდა.
ეს თვალები მხოლოდ სიყვარულს ეფიცებოდნენ ერთმანეთს.
ეს თვალები რაღაცას ყვებოდნენ,რაღაცას იდუმალს,ამოუცნობს,რაც მხოლოდ ალექსმა და ნინიმ იცოდნენ.
-ხვალ,როცა გავიღვიძებ აღარ მემახსოვრები!-თითქოს თავისთვის ჩაილაპარა ნინიმ.
-მეც ამის იმედი მაქვს,პატარა ქალბატონო.-ნაზად მიუხლოვდა და ნინის ტუჩებს დაეუფლა.რამოდენიმე წუთი ისევ ათვალიერებდნენ ერთმანეთს,ალბათ უნდოდათ რომ ერთმანეთის თვალები რაც შეიძლება კარგად დაემახსოვრებინათ.ბოლოს წამოდგა და ოთახიდან გავიდა.ნინი კი ისევ მარტო დარჩა.
სულ რამოდენიმე წუთი იყო სრულყოფილი....

***
ერთი წლის შემდეგ....
-ნი, რას შვები? - ეკითხება მაიკო.
-არაფერს.მეძინა.- უხასიათოდ პასუხობს საუკეთესო მეგობარს .
-რა დროს ძილია ჯერ რვა საათიც არ შესრულებულა.-გაუკვირდა მაიკოს.
-უბრალოდ ჩამეძინა.რამე მოხდა.?-თითქოს რაღაც ნაცნობი სიტუაცია გაახსენდა ნინის.
-არა არაფერი უბრალოდ სადმე გასვლა მოგვინდა მე და თედოს გასართობად და გადავწყვიტე დამერეკა,იქნებ შენც წამოხვიდე?-ისევ ნაცნობი წინადადება.
-და შენ გახსოვ ‘’სადმე გასართობათ წასვლა’’ ერთი წლის წინ როგორ დასრულდა?-გაღიმებულმა კითხა მეგობარს ნინიმ.
- ერთი ცეკვით შეგიყვარდა ვიღაც უცნობი-მაიკოსაც გაეღიმა.
-მაშინ მოვდივარ.....


(ეს ისტორია უშანსო სიყვარულზეა.სიყვარულზე რომელიც ერთი ცეკვით დაიწყო ,მაგრამ გაგრძელების გარეშე დასრულდა.არ აქვს მნიშვნელობა ისინი ერთად იქნებოდნენ თუ არა,მთავარი ის იყო რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ ზედმეტი რაღაცეების გარეშე.ნინისთვის საკმარისი იყო რომ თავისი საყვარელი მამაკაცი სადხაც არსებობდა,სუნთქავდა,იცინოდა ან უბრალოდ ბედნიერი იყო.შეიძლება არც იყო,მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნინის უნდოდა რომ ბედნიერი ყოფილიყო.თვითონაც ბედნიერი იყო,რადგან იცოდა რომ სადხაც ქვეყნის დასალიერში ისეთი ადამიანი არსებობდა,რომელსაც ყოველი მიზეზის გარეშე უყვარდა.ისინი ბევრს არ ფიქრობდნენ იმაზე თუ რატომ მოექცა მათ ცხოვრება ასე,ან რატო არ გაიცნეს ერთმათი სხვა სიტუციაში,ან ჰქონდა თუ არა მათ სიყვარულს ცოტაოდენი შანსი.ერთი სიტყვით არ ადრამატიზირებდნენ თავიანთ ისტორიას,რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ.
ჩათვალეთ რომ ეს უბრალოდ ერთი ბანალური სიყვარულის ისტორია,რომელიც არაფრით არ განსხვავდება სხვებისგან,გარდა იმისა რომ,ალექსი და ნინიც დიდი სიამოვნებით შეიყვარებდნენ ერთმაენთს ერთი ცეკვით და ისევ ასე უმტკივნეულოდ ან მტკივნეულად გაუშვებდნენ ერთმანეთს.)



№1  offline წევრი ლილა ნესი

სადაური და-ძმა გამოდიოდნენ ვერ ვხვდები? რა შუაში იყო ეს?

 


№2 სტუმარი სტუმარი ვიპნი

კარგი იყო ,მაგრამ ნახევარდა და ნახევარძმა ამ ორზე არ ითქმოდა ეგ სიტყვები მაშინ იხმარება როცა დედა ან მამა ყავთ საერთო .წარმატებები ,გელოდებით ახალი მოთხრობებით :*

 


№3  offline წევრი Anastacia

სტუმარი ვიპნი
კარგი იყო ,მაგრამ ნახევარდა და ნახევარძმა ამ ორზე არ ითქმოდა ეგ სიტყვები მაშინ იხმარება როცა დედა ან მამა ყავთ საერთო .წარმატებები ,გელოდებით ახალი მოთხრობებით :*

ნამდვილად არ ვიცოდი ეს ფაქტი.
მადლობა კომენტარისთვის????

 


№4 სტუმარი სტუმარი კრავაი

სერიალებიდან აღებულ სიუჟეტზე არაფერს დავწერ, მაგრამ ნაწერს აქვეყნებთ და მკითხველს იმდენად მაინც უნდა სცეთ პატივი, რომ ვიდრე გაასაჯაროებთ ერთხელ თქვენ გადაიკითხოთ და გაასწოროთ შეცდომები.

 


№5  offline წევრი Anastacia

სტუმარი კრავაი
სერიალებიდან აღებულ სიუჟეტზე არაფერს დავწერ, მაგრამ ნაწერს აქვეყნებთ და მკითხველს იმდენად მაინც უნდა სცეთ პატივი, რომ ვიდრე გაასაჯაროებთ ერთხელ თქვენ გადაიკითხოთ და გაასწოროთ შეცდომები.

თავის მართლებას არ ვაპირებ,უბრალოდ დავწერე და მომინდა,რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა,თან ყველას ხომ ვერ მოეწონება.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა123

საინტერესო იყო, მაგრამ არანაირი დაძმობა არ ქონდათ არც საერთო დედმამიშვილი ყავდათ???? იმაში ნამდვილად გეთანხმები, რომ საქართველოში სისხლით მონათესავეს გახსიდნენ კომუნისტური აღზრდიდან გამომდინარე და "მარიტა"სავეთ ტალახს ესვრიდნენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent