შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/18}


19-01-2022, 18:44
ავტორი lile-eli
ნანახია 2 480

18.

სვანეთიდან ჩამოსული ნიკა და დადუ, ლაშას დაჟინებული მოთხოვნით, დაიშალნენ და გადაწყვიტეს, რომ ნიკას, ჯაფარიძის სახლიდან უნდა წაეყვანა დადუ.
აბაშიძეების ბინაში მხიარული სამზადისი იყო და გოგონების წყალობით დაძაბულობა მალ-მალე იფანტებოდა.
მღელვარებას ვერაფერს უხერხებდა დადუ, რომელსაც ვიკა ისეთი სიყვარულით ეფერებოდა, თან ჩაცმაში ეხმარებოდა, რომ ბედნიერების ტალღა დაუვლიდა ხოლმე დიასამიძეს, გოგონას, რომელსაც ყველაფერი ერთიანად დაატყდა თავს და გულს სტკენდა ის ფაქტი, რომ მისი ძმა გვერდით არ ჰყავდა, თუმცა ამას ლაშა ჯაფარიძეს ვერ სთხოვდა..
-შეიძლება შემოვიდე?
ლაშამ ოთახის კარეზე დაუკაკუნა და შემდეგ შეიხედა, ადგილზევე გაჩერდა, რადგან დადუ სადედოფლო კაბაში რომ დაინახა, ისეთი ლამაზი იყო, სახე ღიმილით გაებადრა:
-შენ არ გათხოვდები! გადავიფიქრე!
-რა?
გაოცდა გოგონა.
-აბა ასეთ სილამაზეს როგორ შეველიო! ვიკა ერთი მიზეზი მაინც მითხარი!
-არც უნდა შეელიო, უბრალოდ გააბედნიერე.
-როგრ ახერხებ ყოველთვის მზად ყოფნას!
სიყვარულით დახედა მეუღლეს და შუბლზე აკოცა.
-დადუ, ეს საბუთებია, რომელიც შენ უნდა გქონდეს, ბოდიშს გიხდი უკითხავად რომ გავაკეთე, მაგრამ თუ შენი სურვილი იქნება ისე დავტოვოთ როგორც იყო.
-ეს, რა არის?
გახსნა საბუთები და დაბადების მოწმობა რომელშიც მისი სახელი და გვარი დადუ ჯაფარიძე იყო, მამის სახელი კი გიორგი ჯაფარიძე.
-მე, ჯაფირიძის გვარზე ვარ და მამა გიორგი?
-ასეა.
-ეს როგორ? მე მაქვს მოწმობა..
-ეს დედანია, რომელიც გოჩამ არ იცის, როცა დაიბადე მაშინ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო და ახლა შეგიძლია გააბათილო ყალბი მოწმობები.
-მე.. არ ვიცი, ეს რთული იქნება..
თითქოს რაღაც ჩასწყდა ჯაფარიძეს, ელოდა, რომ დადუს გაუჭირდებოდა, მაგრამ უფრო რთული იყო ამის მოსმენა, ვიდრე წარმოდგენა.
-დადუ, არაფერს გაძალებ. გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო.
-არა ძია, მე, ეს ძალიან მინდა, ვიგულისხმე, რომ გვარის შეცვლას დიდი დრო უნდა.
დადუს სიტყვებმა გააბედნიერა ლაშა ჯაფარიძე, თითქოს კიდევ მოიმატა სიმაღლეში ამ მთასავით კაცმა და მეტად გაძლიერდა.
-მართალია სასამართლო იქნება საჭირო, მაგრამ ამაში დადიანები დაგვეხმარებიან. თან გიორგის ანგარიში აქვს შენს სახელზე და გვარზე გახსნილი, როგორც კი ჯაფარიძე გახდები გამოყენებას შეძლება.
გაუღიმა გოგონას და მთელი გრძნობით ჩაიკრა გულში. შემდეგ თავზე აკოცა.
-თქვენ უფრო მჭირდებით..
ცრემლიანი ნოტების გაგებამ, ლაშას სხეული დაუჭიმა, ეს ვიკამ ძალიან კარგად იგრძნო და სიტუაციის განმუხტვა სცადა:
-გამოდის ჯაფარიძის გვარით აწერ ხელს.
-მე, თანახმა ვარ.
გაუღიმა ჯერ ვიკას შემდეგ, ორი თავით მაღალ მამაკაცს შეჰღიმა, ბედნიერების სხივჩამდგარი თვალებით.
-ძალიან კარგი. ბედნიერებას გისურვებ პატარა ქალბატონო!
-მადლობა ძია..
ცრემლები წამოსცვივდა დადუს, ამდენ ემოციას ვეღარ გაუძლო და სიცილ ტირილით ეხვეოდა მამაკაცს.
-მემგონი მე, არ მიმჩნევთ..
-შენ ყველაზე კარგი ხარ ბიცო.
-ბიცო? არ ჟღერს ცუდად.
-ყველაფრისთვი დიდი მადლობა.
-დადუ, კიდევ ერთი საჩუქარი მაქვს..
მიუხედავად იმისა, რომ ზურას ნახვა დიდად არ სურდა, ნიკა აბაშიძის თხოვნით და ვიკას დარწმუნებით, რომ ეს დადუს სჭირდებოდა ზურა, თავისთან დაიბარა. ზურაც დიდი სიხარულით წავიდა ჯაფარიძის სახლში, მაგრამ მამას თავს ისე აჩვენებდა, რომ საჭირო ინფორმაციას მოაგროვებდა იქ ყოფნით, შურისძიებისთვის რომ გამოდგომოდა.. ამ ორმაგი თამაშით, ზურამ მცირედით, მაგრამ თავისუფლება მოიპოვა, იმდენად მაინც რომ და ენახა, თუნდაც ქორწილზე, ცოტა ხნით..
-რა საჩუქარი?
-ჩვენ გავალთ და ნახავ.
ვიკამ გაუღიმა და დაძაბული მეუღლე ძალიათ გაიყვანა ოთახიდან.
-შეიძლება?
ზურამ მთელი გული ამოაყოლა კითხვას, იმის შიშით, რომ დადუს უარი არ ეთქვა მისთვის:
-ზურა...
გოგონამ წონასწორობა დაკარგა, იმდენად წარმოუდგენელი იყო მისთვის ჯაფარიძის სახლში ლაშას ნებართვით ზურა მისულიყო.
-კარგად ხარ?
ხელი შეაშველა დას და გაუბედავად მოჰხვია ხელხები.
-შენ ჩემთან მოხვედი?..
-მოვედი და ყველგან მოვალ თუ ეს გენდომება.. დადუ, თუ ოდესმე ჩემს პატიებას შეძლებ, ეს ველაზე მეტად გამაბედნიერებს.. შენ დიდ სიყვარულს იმსახურებ, რომელიც მე არ ვიცი... არ მასწავლეს..
-ზურა, ძალიან მიყვარხარ..
ძლიერად მოჰხვია ხელები დადუმ და ბიჭმაც მეტი სითამამე მისცა გრძნობებს, სხეულზე მიიკრა გოგონას სხეული, თავზე აკოცა და ბედნიერმა თვალები მაგრად დახუჭა:
-მაინც გიყვარვარ..
-მეც მიყვარხარ და დედასაც!
-დედა ძალიან ლამაზი და კეთილი იყო, შენ მას ჰგავხარ..
თითქოს გული სწყდებოდა, რომ დედას მხოლოდ დადუ დაემსგავსა, მაგრამ გოგონამ გაუფანტა აზრები:
-მადლობა, რომ მოხვედი, ჩემთან ხომ იქნები დღეს?
-ვიქნები.. შენთან ვიქნები დღეს.
სიყვარულით იხუტებდა გოგონას სხეულს და ცრემლებს დიდი ძალისხმევით იკავებდა.

ზარზემით მისულები, ისე ახმაურდნენ ჯაფარიძის სახლში, რომ ყოველგვარი დაძაბულობა დაფარა. რიტუალისა და დალოცვის შემდეგ მანქანების, ვიდეო გადაღების თანხლებით საგანგებოდ მოწყობილი დარბაზისკენ დაიძრნენ, მაგრამ ქორწილის დაწყება სანამ ოფიციალურად გამოცხადდებოდა ნიკამ, სოხაძის სასახლესთან მიიყვანა საქორწილოდ მორთული მანქანა და დადუც საქორწილო კაბაში გამოწყობილი გადმოვიდა მანქანიდან..
-ეს ვინ მოსულა.
ყვირილით გამოვარდა ნანო და მთელი ძალით მოეხვია ნიკოლოზს, შემდეგ დადუს რომ ჩაეხუტა ხელი აღარ გაუშვა.
-ჩემთან დასალოცად მოხვედით ხომ?
ალმაცერად ჰკითხა ტუსამ და აკისკისდა. მირიანიც დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა მათ და ხელის ჩამორთმევით მიესალმა აბაშიძეს, თან მიულოცა:
-გილოცავთ!
შემდეგ მორიდებით მდგომი დადუსკენ მიიხედა:
-გამარჯობა დადუ! გილოცავ!
-გამარჯობა. მადლობა.
მორიდებით გაუღიმა.
-წამოდით სახლში და მე, მომზადებას დავასრულებ!
-შენ ისევ ისე ნელა ემზადები ხოლმე?
დამცინავად ჰკითხა ნიკამ.
-ჭკვიანად თორემ, ჩემგან დალოცვას ვერ მიიღებ!
ნანომ, დადუს ხელი მოჰხვია და სახლისკენ წაიყვანა, მამაკაცებიც მიჰყვნენ უკან:
მირიანმა მისაღებში მყოფებს სასმელით შეუვსო ჭიქები:
-დაგლოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ!
მადლობების და ნანო მირიანის წყვილის დალოცვის შემდეგ დადუმ დედის წერილი ამოიღო და მირიანს გაუწოდა:
-ვიცი წაკითხული არ გაქვს და მინდა, რომ წაიკითხო.
-ეს შენ გეკუთვნის!
-დიახ, მაგრამ რაც წერია უნდა იცოდე, შეიძლება დედამ ყველაფერი ვერ გითხრა..
გოგნას საუბარი უჭურდა, თითქოს ეს შიშის გამო იყო, თუმცა მეტი მორიდება და პატივისცემა იყო ვიდრე შიში..
-ჩემი, არ უნდა გეშინოდეს დადუ!
-უკვე ვიცი.
გაუღიმა და წერილზე გადაიტანა მზერა, რომელიც მირიანმა იმ წუთას გახსნა. წერილის კითხვისას პირველად იკითხებოდა მის სახეზე ემოციები, რომელიც მხოლოდ ნანოსთვის კი არ იყო შესამჩნევი, არამედ დადუც და ნიკაც ამჩნევდნენ.
-დადუ ჯაფარიძე!
გაიღიმა მირიან სოხაძემ და დადუს წერილი გაუწოდა:
-მადლობა, უნდა მცოდნოდა!
-მადლობას მე გიხდი, ძალიან ბევრის რამის გამო, განსაკუთრებით დედას რომ ენდე... და მისი თხოვნა გაითვალისწინე...
საუბარი უჭირდა გოგონას, თუმცა ახერხებდა, რადგან მის წინ მდგომი მამაკაცის წინაშე მადლიერებისა და პატვისცემის დიდი გრძნობა ამას აიძულებდა..
-შორენას, ადამიანები დარწმუნება, ძალიან კარგად გამოსდიოდა!
ისევ გაიუღიმა მამაკაცმა და ნანო გვერდით მდგომ ნიკას მხარს დაეყრდნო:
-ეს იმდენს იღიმის მემგონი გადახარჯვა მოუვა.
-ეჭვიანობ?
ღიმილით დახედა მეგობარს აბაშიძემ.
-ჩაგაქვესკნელებ ახლა!
-აბა რა გინდა, გაიღიმოს და შენც ისიამოვნე.
-ბევრმა სიცილმა ბევრი ტრილიც იცის!
-ეგ ბავშვობაში მოგვატყუეს.
-უკაცრავად და ქორწილი გადაიდო? აღარ მოვემზადები მაშინ.
-მეგონა მომზადებული იყავი!
ნიკამ წარბებშეკრულმა დახედა მასზე მიყრდნობილს და ხელი გადახვია ისე დაიძრა გასასვლელად.
-ხუთ წუთში ოთახიდან გამოხვალ გამზადებული! მანამდე ისინი კიდევ ისაუბრებენ.
-ხუთი წუთი, ხუთი წუთი...
ბუზღუნით შევიდა ოთახში, კაბაც და მაღლქუსლიანი ფეხსაცმელიც უცებ მოირგო, ჩვეული სილაღით გამოვიდა ოთახიდან და ნიკოლოზის შეძახილიც დაიმსახურა:
-ვატყობ, მირიანი გადაიფიქრებს წამოსვლას!..
-მერეც მოვასწრებ არ იდარდო..
-გარყვნილი..
მისაღებში კამათით შესულები, მალევე დაიშალნენ და გარნდიოზული ქრწილის დაწებამდე, ნიცას მოთხოვნით ქორწინების სახლში ყველას მისვლის შემდეგ მივიდნენ ქორწილის მთავარი გმირები..
ქორწილში ქაოსურად მორბენალი ჯინა და ნიცა, ისეთი სიზუსტით საზღვრავდნენ ყველა დეტალს, რომ ამას აღფრთოვანებული სტუმრების გამომეტყველებით მარტივად მიხვდებოდით, თუმცა საბოლოო შეთანხმებას ანასტასიასთან დებდნენ და მერე ახორციელებდნენ.
ერთ-ერთი დეტალი კაბა იყო, რომლის იდეაც არავინ იცოდა, ანასტასიას მითუმეტეს ვერ გაუბედავდნენ...
ხელმოწერის ცერმონიაზე მანქანიდან გადმოსვლისას ნიცამ, პატარას საფენის გამოცვლა მოიმიზეზა და ჯინა გასვიანთან ერთად გააგზავნა. ანდრიასთან ერთად იდგა თორნიკე დადიანი და ტასო, დარბაზში ჯინა ისე შევიდა, რომ შესვლისას ხელკავი გამოსდო გასვიანს.
საოცარი ვერცხლისფერი კაბით, ამაყად მოაბიჯებდა ჯინა, მზერა იგრძნო, რომელიც ძალიან აბნევდა, თუმცა სამსახიობო შესაძლებლობების გამო, თავი მხნედ ეჭირა. დიდი ჭრილიდან მშვენიერი წვივები ისე ანათებდნენ, რომ ყველას ყურადღებას იქცევდნენ. ანდრიას მზერის დანახვისას მიხვდა გასვიანი, რა ჩანაფიქრიც ჰქონდა მის გადარეულ მეუღლეს, იმაშიც დარწმუნდა რომ ნიცას, შემჩნეული ჰქონდა ახვლედიანის გძნობები, რომელიც მხოლოდ მაშინ იღვიძებდნენ, როცა ჯინას ხედავდა..
-ოხ ნიცა!
კბილები მაგრად დააჭირა თომამ და ისე წაერმოსთქვა.
-ბატონო თომა, მოდუნდით თუ შეიძლება.
ალმაცერად გახედა ჯინამ და გამომწვევად გაიღიმა.
-თქვენ ორივეს მოგივლით, ამ ქორწილს თუ გადავურჩი!
-ასეთი ბებერი და ბუზღუნა როდის მერე გახდი შენ?
წარბები შეკრა ჯინამ.
-რაც თქვენ თამაშს ვხედავ!
-მთლიანად ცხოვრებაა თამაში და ამით ახალს არაფერს ამბობ ხომ იცი „თომჩიკ“!
-ვატყობ იქამდე არ მოისვენებთ, სანამ მნიშვნელოვან შეცდომას არ დაუშვებთ!
-რას გულისხმობ?
ისე გულიბრყვილოდ იკითხა ჯინამ, რომ გასვიანს ეჭვი შეეპარა საკუთრ თავში და წამით გაიფიქრა ზედმეტი მე მომდისო..
-რას კამათობთ?
ანდრია მიუახლოვადა და დანარჩენებიც ცერემონიის პროცესში ჩაერთნენ, რადგან ნიკა და დადუ იმ წუთას შევინენ დარბაზში..

ზურას უხაროდა დის ქორწილში ყოფნა და ნიკა აბაშიძის მადლიერი იყო, რადგან მისი დამსახურებით ახერხებდა ორმაგი თამაში გაეგრძელებინა, მამისგნ მიღებული ინფორმაციის მიწოდებას როგორმე მოახერხებდა ნანოსთვის.. დადუსთან ცეკვის დროს, გოგონას საფეთქელს მიადო თავი ზურამ და ხმადაბლა დაიწყო საუბარი:
-დადუ, სცადე რომ ნანოსთან ერთად საპირფარეშოში შეხვიდე.
-რატომ? საფრთხეშია?
შეშინებულმა ახედა მაღალ სილუეტს.
-ასე ნუ მიყურებ, გაიღიმე!
-რატომ მე...
-უბრალოდ გაიღიმე და არაფერი შეიმჩნიო, გთხოვ..
გოგონას სახის დასამალად მაგრად მოჰხვია ხელი ზურამ, დადუც დაჰყვა მის ნებას.
-შენ.. არ გენდობი..
ხმა დაეკარგა გოგონას და თავი დახარა.
-მართალი ხარ, არ უნდა მენდო..
-შეიძლება ჩემი მეუღლე დავიბრუნო?
სიტუაციის დაძაბულობას აბაშიძე დროულად მიხვდა და ისიც მალევე განმუხტა.
-რა მოხდა?
არ შეუხედავს ისე ჰკითხა.
-მთხოვს ნანოს შეხვდეს.
-რატომ?
წარბებ შეკრულმა დახედა გოგონას.
-არ ვიცი და არც ვენდობი..
ხმა უცნაური გაუხდა დადუს.
ისევ შიში ჭარბობდა მის სხეულში და ამაში ვერავინ გაამტყუნებდა დადუს.
-მე, ვენდობი და მალე გავიგებ რა უნდა შენს ძმას.
-როგორ?.. მოიცა, თქვა რომ გვითვალთვალებენ..
-ვიცი. ეს ქორწილიც ამისთვის არის!
-აქაც არიან?
შიშით სავსე თვალებით უმზერდა აბაშიძეს დადუ.
-აქ არიან, მაგრამ შიშის საფუძველს ეს არ გაძლევს, ყველაფერი კონტროლდება.
-გოჩა ისეთია, რომ მშვიდად ყოფნა უფრო გასაკვირია..
გაპარული ხმით ამოილაპარაკა და ცრემლების დასამალად მამაკაცის მკერდს მიეყრდნო.
-მთავარია თვალს არ მოეფარო და გხედავდე! კარგი?
მხოლოდ თავი დაუქნია მკერდზე მიდებული და ცეკვა ისე განაგრძეს..
ზურამ, საპირფარეშოში მიმავალ ნანოს და ჯინას, უცებ გზა გადაუღობა.
-ნანო, როგორ ხარ?
-ზურა, შენ როგორ ხარ? მე კარგად ვარ. სად დაიკარგე, რატომ არ ჩანხარ?..
-ნანო, მირიანთან ვერ მოვალ... უბრალოდ გთხოვ გააფრთხილე კომპანიაში "ახლებს" არ ენდოს!
-რას გულისხმობ.. ან რატომ ვერ მოხვალ?..
დარბაზის ხმაურის გამო კარგად არ ესმოდა და ვერც აღიქვამდა ნათქვამს.
-მოდი ვიცეკვოთ, თან ვეცდები აგიხსნა..
მოშორებით მჯდომი მირიანი ნაძალადევი სიმშვიდით შეჰყურებდა ამ ყველაფერს და ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა თავის შეკავებისთვის, ერთადერთი რატომაც ამას ცდილობდა დადუ იყო. როგორც კი დარბაზისკენ წასვლა შესთავაზა და მკლავზე ხელი მოკიდა გოგონას ზურამ, ჩვეული ცივი გამომეტყველებით წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით დაიძრა მათი მიმართულებით..
-ხელი გაუშვი!
წარსულის კადრები, გონებაში ერთმანეთს ცვლიდა, თვალწინ ედგა სცენა, როგორ ექცეოდნენ ის და საშა უმწეო გოგონას და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მირიანმა, ზურასთვის პერანგის საყელოს უხეშად მოკიდა ხელი:
-აქ ყოფნა მხოლოდ დადუს გამო შეგეძლო!
-მირიან, რას აკეთებ! ხელი გაუშვი!
ნანომ ხელი გააშვებინა და შუაში ჩადგა, მამკაცს ისე გაუკვირდა მისი ქმედება, რომ რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იყო. გოგონას ქმედება ვერ აეხსნა. კადრები გონებაში ერთმანეთს ცვლიდა როგორ ექცეოდნენ სარდაბში უმწეოდ მყოფ გოგონას და საკუთარი თავისადმი უპატიებლობა ზურაზე სურდა გადაეტანა.


-მირიან...
გაიცებულმა და დაბნეულმა ნანომ, საყვარელი მამაკაცის მზერაში დანახული ზიზიღი სიტყვებით გაფანტა.
-მირიან, ზედმეტად ყურადღებას ნუ მივიქცევთ, თვალს...
საყელოში უხეშად მოკიდა ხელი სოხაძემ ზურას და ცივი ხმით მიმართა:
-არასოდეს მიუახლოვდე მას!
-მირიან, რას აკეთებ, ყველა ჩვენ გვიყურებს...
წარბებ შეკრულმა დახედა, გოგონას თხელ მტევანს, რომელიც მის მაჯას შემოეჭდო. მის შეშინებულ მზერაზე, გაკვირვებამ ხსეული მეტად დაუძაბა, მაგრამ თავის შეკავება სცადა, თუმცა მთელი ძალის ხმევა დასჭირდა და თავის არიდების მიზნით მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, ისე დაიძრა გასასვლელისკენ.
-მივდივართ!
-მირიან, სად მიდიხარ! ნიკას და დადუს ქორწილია!
მხოლოდ, შემობრუნდა მამაკაცი და დაჭიმული ყბებით ისევ განაგრძო გზა, თითქოს არაფერი უთქვამთ მისთვის..
-მირიან, შენ გელაპარაკები!
გაწიწმატებული მიჰყვა უკან მამაკაცს და გარეთ გასულებმა მანქანამდე გზა ისე განაგრძეს, რომ ნანოს საუბარი არ შეუწყვეტია:
-ისინი, ჩემი მეგობრები არიან და მათი სიხარული მინდა მეც გავიზიარო, არ მინდა შენი წასვლა, რადგან მეც მიგყავარ!..
დაცვა შორიახლოს მიჰყვებოდათ და ნანაოს საუბრის მანერაზე ეღიმებოდათ, როცა ნერვიულობდა ტუსაშვილი გაუთავებლად საუბრობდა და ესეც ერთ-ერთი მონოლოგი იყო..
-მირიან! შენ გელაპარაკები!... თუ საკუთარ თავს?!...
მანქანასთან მისულმა გოგონამ თითქოს იმედი საბოლოოდ დაკარგა და ხმაც გაებზარა, წამში შემობრუნდა სოხაძე და გოგონას თვალებს დახედა, საყვარელ თვალიებში აკიაფებულ ცრემლებზე მეტად გაბრაზდა, ზურაზე გაბრაზებული ახლა საკუთარ თავზეც ბრაზობდა, მაგრამ ზურას ხელები და მზერა ნანოსკენ მიმართული ეჭვის ჭიას უზრდიდა..
-შეგიძლია დარჩე!
-რაა?
გახარებულმა წამოიძახა და მალევე დასვა შემდეგი კითხვა:
-შენ?
-მივდივარ!
-თემო წამოგიყვანს!
ყბებდაჭიმული საუბრობდა სოხაძე და მთელს მოთმინებას ერთად აგროვებდა რომ ეს დათმობა დიდ აფეთქებად არ ექცია.
გაბრაზებულმა ნანაომაც არ დაუთმო მამაკაცს:
-კარგი წადი!
ზურგი აქცია და დარბაზისკენ წავიდა, როგორ არ რსურდა გაეშვა, მაგრამ იცოდა ამ საქციელით მას დაკარგავდა, ეს კი წარმოუდგენლად რთული იყო, რადგან მასში არსებული ფერები ნანოთი იღვიძებდა, თან ფერადდებოდა.
-თემო გაჰყევი!...

მთელი ქორწილის განმავლობაში ან ნიცა ქრებოდა და ანდრიასთან ზედმეტად ახლოს ჯინა მიდიოდა, ან კიდევ ჯინა ქრებოდა და ნიცა დისტანციით ანდრიას სიბრაზეს აკვირდებოდა.
ერთ-ერთ გაქრობაზე თომამ ისარგებლა და ანდრიას ზურგიდან ისე დაუდგა თითქოს ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ:
-ანდრია, ყურადღებით და ფრთხილად იყავი, ნიცასგან ელოდე საოცრებას, რომელიც ჩემთვისაც უცნობია თორემ გეტყოდი.
-რას გულ..
-არ შემობრუნდე!
-რამ გამო...ვა. ვერაფერი გავიგე.
-ზუსტად ის არის რაც გგონია "ორნი, თან ერთნი."...
-თომა აქ რას აკეთებ? ბავშვი იტირებს..
-მოვდივარ.
ახვლედიანს ჩაეღიმა და თვალი გააყოლა ორივეს.. რამდენიმე წუთში კი არსაიდან გამოჩენილი ჯინა, წინ დაუდგა და ღვინის ჭიქა მიაწოდა, რომელიც თავაზიანობისთვის გამოართვა. გამორთმევისას კი თითები ვნებიანად აატარა, მამაკაცის თითებზე, რამაც ორივეს მუხტი გაუგზავნა და ანდრიას რეაქციამ არ დააყოვნა..
-რას აკეთებ!
წარბები შეკრა ანდრიამ.
-როგორ ფიქრობ?
-კარგს არაფერს!
-კარგი, მაშინ წავალ..
შებრუნდა და სანამ საპირფარეშოების დერეფანს გაივლიდა, ახვლედიანმა ხელი უხეშად მოკიდა, რომ იმ დერეფანში ერთელ და სამუდამოდ გაერკვია ნიცას ცვალებადი სურვილები..
-რა გინდა ნიცა!
-არაფერი..
მოულოდნელობისგან დაბნეულმა, ამოილუღლუღა და შეშენებულმა ახედა მამაკაცს. ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მყოფი ახვლედიანი, მის მზერაში ჩაიკარაგა.
-ცუდად რატომ იქცევი! სინამდვილეში რა გინდა!
-შენი ფუფნებით განებივრებული ტვინი, რას ფიქრობს არ ვიცი და ვერც იმას ვხვდები, რას მეკითხები..
ნელ-ნელა იბრუნებდა ჯინა თავის სახეს. რაც ახვლედიანის კიდევ ერთი გაბრაზების მიზეზი აღმოჩნდა..
-თუ გგონია რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად მქონდა, ძალიან ცდები, არასოდეს მისარგებლია მამაჩემის სახელით და ამის მტკიცებას არავისთან არ ვაპირებ, მითუმეტეს შენთან!
-ოხ. დამეწვა გული.. ახვლედიანის პრინციც ისეთივე ტანჯული და მარტოსული ყოფილა, როგორიც სხვა ყველა დანარჩენი...
-მარტოსულიც არასოდეს ვყოფილვარ!
მხრებზე უხეშად მოუჭირა გოგონას ხელები და ხასე ახლოს მიუტანა, რადაგან მისი დამცინავი სახისა და თვალებისთვის კარგად ჩაეხედა..
უყვარდა და ამას ვერასოდეს გაურბოდა მისი გული. გონებას რომ მესამე მსოფლიო ომი დაეწყო, სხეულის ბატონ პატრონი გული, მაინც უჩქარებდა თავის საქმეს და მეტი მონდომებით ისროდა სისხლის ნაკადს ძარღვებში, რადგან მთელი ძალით მისკდომოდა კედლებს და მოსდებოდა სხეულის ყველა უჯრედს..
-შეიძლება ყველასთვის საოცნებო მშიბლები მყავს და ყველას სურს მათსავით გამგები იყოს ყველა დედა ან მამა, მაგრამ ცხოვრებისეული ფანდები, გზადაგზა იმდენი ვკრიფე, რომ საკუთარი თავის დაკარგვასაც კი მივადექი..
აქ თითქოს ხმა გაუწყდა და ჯინას გამკრთალ სინანულის ნაკვთს ჰკიდა თვალი, რაც მის გულს მეტად აფორიაქბდა. თუმცა ჯინას გრძნობების გარეთ გამოტანა ახლა მის გეგმაში არ იყო..
-ჩემი ბრალია შენი ცხოვრებისეული სისუსტეები? ჩემთან რა გინდა? ჩემს არჩევანს ეცი პატივი და თუ ამას ვერ აკეთებ დისტანცია მაინც დაიჭირე!
-მე, ვცე პატივი ქალს, რომელიც ქმრის მეგობარს უტიფრად თვალებში უყურებს და იმდენად იმპულსურია, რომ შეიძლება ჩემი მო....
სახეში ძლიერი მუშტით გაუწყდა აზრი ახვლედიანს და გაოცებულმა შეხედა თვალებ გაფართოებულ გოგონას, რომელიც ისეთი მზერით იყურებოდა შეიძლება ვინმე მოეკლა.
-შენ შეიძლება ფიქრობ და აზროვნებ ბინძური არზრებით, მაგრამ ჩემთვის გასვიანის ჩანაცვლება შეუძლებელია!... ის ერთადერთია ვისთვისაც დიბადა ნიცა აბაშიძე! მას ეკუთვნის ყველაფერი რაც მას აქვს!...
თითქოს ცივი წყალი გადასახეს ანდრიას ისე გაფითრდა.
-ნიცა, შენ ამის უფლება არ გაქვს!
-არც შენ გაქვს ჩემი დადანაშაულების უფლება!
ცისფერი თვალები ისე უელავდა, ცუნამს მოგაგონებდა. მიუხედავად იმისა რომ ახვლედიანისთვის ეგ თვალები საოცნებო იყო, მზად იყო ამ ცუნამს წაელეკა, მაგრამ გონებაში აღმართულ ბარიერს არ აბიჯებდა, უბრალოდ მოთმინების ყველა ძაფს ეს არეული თამაში, გაორებული ქმედებები სათითაოდ უწყვიტავდა.
-შეგიძლია ამიხსნა რატომ იქცევი ისე თითქოს ერთ სხეულში ორი ადამიანია, ჯერ დაუნდობელი ხარ, შემდეგ ფლირტით მიწვევ, დისტანციას იჭერ, იქ ხარ სადაც არ უნდა იყო! მეტროში, გლდანში, დიღომში, ხატავ უცნაურ ფიგურებს და ბოთლებს მჩუქნი!?...
ამ ყველაფრის შემდეგ, მხვდები სახლში, ბავშვით ხელში და მოსიყვარულე ცოლი უმზერს ჩემს მეგობარს. ეს ყველაფერი როგორ გავიგო!
ბოლო ხმაზე ღრიალებდა ახვლებიანი და ჯინას ზემოდან დაჰყურებდა..
გოგონას ემოციები სახეზე ისე იკითხებოდა როგორც გადაშლილ წიგნში წაკითხული აზოთა წყობა, ყველა სიტუაციას იხსენებდა ანდრია და თითქოს სინანული ჩაუდგა თვალებში გოგონას..
-მე, არ ვიცი რსი მოსმენა გინდა.

ამ კამათსა და საერთოდ ყველაფერს დაკვირვებული ანასტასიას თვალი როგორც კი მიხვდა რა თამშს თამაშოობდნენ, უმცროს აბაშიძეს კატეგორიულად მოსთხოვა:
-ნიცა აბაშიძე, საკმარისად გაერთე და აჯობეს გაჩერდე!
-არც იფიქრო..
-ნიცა, ახლავე დაასრულე!
-კარგი რა ანა, მხოლოდ..
-საკმარისია, ამას გამართლება ვერ ექნება, არ შეიძლება! გავიგეთ რომ ხუმრობ, ცელქობ და ვიცინით, მაგრამ ეს უკვე მეტის-მეტია!
-კარგი, უჟმურო!
გაბრაზებული სცენისკენ წავიდა აბაშიძე და მოკამათე წყვილს შორიდან დააკვირდა, როლმებიც რამდენიმე წამი ერთმანეთს უმზერდნენ და უცებ ნიცას ხმა გაისმა დარბაზში, რომელიც ჩვეული მხიარული ხმით ითხოვდა ყურადღებას..
-მოგესალმებით, ვინაიდან ჩემთვის კიდევ ერთი საუკეთესო ადამიანი დავაფრთიანე და "პატრონს" ჩავაბარე, მინდა ბედნიერებით დავტკბე..
-გაოცებული ანდრია შებრუნდა მის წინ მდგომი გოგონასკენ, რომელიც ის უკვე აღარ იდგა და როგორ გაიპარა ვერც ეგ შენიშნა.
-ამის დ.. მემგონი გავგიჟდი.
გაბრაზებული დარბაზისკენ წავიდა და გვერდით ნიკოლოზი ამოუდგა, რომელიც ნიცასკენ იყურებოდა.
-ანდრია, ახლა დატკბი საოცარი შესრულებებით და მერე ერთად გავბრაზდეთ.
-რას ბოდავ?
წარბები შეკრა ახვლედიანმა და მალევე გაეხსნა, როცა აბაშიძის სიზუსტით დაწყებული სიმღერა გაიგო, უნებლიედ თვალებიც კი დახუჭა LP - Lost On You -ს სასიამოვნო ჰანგებისა და მისთვის შესაფერისი სიმღერის მოსმენისას. სიმღერაში ჯინაც აჰყვა მაგრამ არ გამოჩენილა თავიდანვე, მხოლოდ მაშინ გამოვიდა სცენაზე როცა ნიცამ ხელი გაიშვირა მისკენ და ანიშნა..
ნელი ნაბიჯით და სიმღერით მომავალი ჯინას დანახვისას ბევრ უცხო ადამიანსაც ჰქონდა რეაქცია შეძახლებით. ანდრია კი გაოგნებული უყურებდა, სიმღერის დასრულებისას კი ერთმანეთის ზურგს მიეყრდნენ და ანდრიას უმზერდნენ ღიმილით.
-შეუძლებელია! როგორ ვერ მივხვდი!
-ვერ მიხვდებოდი, ბიძაშვილები არიან მათი მშობლები.
-ეს როგორ?
-საერთო ბებიას გვანან. და ნუ გამო*ი.
-....
არცერთი არ იმჩნევდა ოვაციებს და შეძახილებს.
-ეს როგორ „ვჭამე ტო“..
რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ამოილაპარაკა.
-დაბერდი და იმიტომ!
- Lost On You.
ჩაილაპარაკა და გაბრაზებული დაიძრა გასასვლელისკენ.
-სად მიდიხარ?
ნიკოლოზმა გააჩერა, მაგრამ ანდრიას გაცრეცილ თვალებზე დაბნეულმა წარბები შეკრა.
-კარგი რა, რატომ ასერიოზულებ, შენც გაერთე და ცოტა შენც იხუმრე, შეაშინე, ანერვიულე..
-შემეშვი რა!
გასასვლელისკენ დაიძრა და მისკენ მომავალ გასვიანს ხელი აუწია.
-ახლა არა!..
-ამის...
გასვიანმა სცენაზე მყოფ გოგონებს გაბრაზებულმა შეხედა და ისიც ანდრიას მიჰყვა..
-მემგონი ძალიან გავაბრაზეთ..
დამფრთხალმა ამოილაპარაკა ჯინამ და აბაშიძეს გახედა, რომელიც ჩაფიქრებული იყურებოდა კარისკენ სადაც ჯერ ანდრია შემდეგ თომა გაუჩინარდა.
-ნამდვილად ასეა!

ახვლედიანი ისეთი სისწრაფით მართავდა მანქნას, რომ თომა ძლივს ადევნებდა თვალს მის მანქანას და იძულებული იყო მასაც ისეთივე სისწრაფით ევლო, ბოლოს რამდენიმე ქუჩის კვეთაზე, ფეხით მოსიარულის დაუდევრობამ ახვლედიანი აიძულა მუხრუჭისთვის დაედგა ფეხი, თუმცა მალევე გაიაზრა რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა და ანდრიამ საჭე მარცხნივ გადასწია, რასაც სუპერმარკეტის შენობაში მანქანით შევარდა..

გასვიანი ღირიალით გადმოვიდა მანქანიდან და ჩამონგრეულ შენობაში ყვრილით შევარდა.
-ანდრია!
-ცოცხალი ვარ.
-ხო და მე მოგკლავ!
-ვინმე ხომ არ გავიტანე?.. შიში შეერია ხმაში ახვლედიანს.
-არავინ, კიდევ კარგი გვიანია და აქაც არავინ არის.
-მალე პატრული მოვა.
-და*დე!~
-მაგრად მკ*ა, მაგრამ იმას ვერაფერს ვუხერხებ, სად წავიღო ან როგორ დავი*ო, ის რომ ორივემ ასე მწარედ მაჭამა!
სახეზე სიცილმა გადაურბინა და ხელში ჯინასგან „ნაჩუქარი“ ბოთლი შეათამაშა, ისე იყო დაბნეული, რომ მანქანიდან გადმოსვლას არ აპირებდა.
-არ გადმოხვალ, ამ ჯართიდან?
-მემგონი ფეხი მაქვს მოტეხილი.
-რა, მაჩვენე, რატომ ვერ ვაღებ ამ კარს, მოაწექი შენც!
-მოიცა მოვაწვები.
კარი გააღეს და ანდრიას ფეხი სისხლით იყო დასვრილი, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა, მალევე საპატრულო მანქანების საყვირის ხმაც გაიგეს ბიჭებმა, შემდეგ სასწრფოც გამოიძახეს. საავადმყოფოში მისულებს ექიმმა გამოუცხადა:
-ბატონო ანდრია, დღეს აქ მოგიწევთ დარჩეთ, ჭრილობაში ინფექციის შეჭრისგან თავი რომ დავიზღვიოთ.
-სახლში მოვხედავ!
-აქ რჩება! და რაც საჭიროა ყვეფერი გააუკეთეთ!
-რა სახე გაქვს და რას „მეროჟები“?
ღიმილიანი სახით უყურებდა სახე არეულ გასვიანს და მისი ღელვა პატარა ეგოისტი ბავშვივით უხაროდა კიდეც.
-ფეხი გაქვს მონგრეული, ნაკერი გადევს რამდენი წლისაც ხარ და კიდევ გეცინება? შენ რა გაცინებს!
-ის რომ შენი თვითგვემა და შენი თავის დამნაშავედ გამოყვანა მაგრად „მაკაიფებს“ არცერთი „კაიფი“ არ „მისწორდება“ ეგრე.
-რამ და*ვა!
წარბები შეკრა თომამ და წვეთოვანში შერეული წამლის ზემოქმედება აშკარად ეტყობოდა უკვე, მაგრამ ძილი არ ეკიდებოდა ჯერ..
-ბატონებო, ჩვენებას აქვე ჩამოგართმევთ, რადგან საავადმყოფოში გტოვებთ ექიმი.
-კი ბატონო.
რაც მოხდა, ყველაფერი დეტალურად ჩააწერინეს პოლიციელს და საუბრისას მეორე პოლიციელიც შევიდა პალატაში:
-ვიდეო მასალაც გადმოწერილია გელა.
-მაშინ წავიდეთ. თქვენ კი შეიძლება კიდევ მოგიწიოთ ჩვენების მიცემა.
-აუცილებლად მოვალ, თუ საჭირო იქნება.
-არსად არ წახვალ, სანამ კარგად არ იქნები!
-კარგად ვარ მე და ახლა დამაძინე რა და უპასუხე ტელეფონს..
-არა!
-რატომ? თავისც გინდა გამისკდეს?
-ნიცაა.
-მერე შე* მა უპასუხე ნერვიულობენ!
-ინერვიულონ!
-ნუ ატრ*ბ..
-ერთხელ მანაც გაიგოს როგორია სხვის ნერვებზე სიარული და ინერვიულოს! უნდა გამოვიდეს ბავშვობის ასაკიდან!
-სხვათაშორის მისი ასაკი, ისევ ბავშვობაზე მეტყველებს!
-უპასუხე! ნუ ანერვიულებ!
-ნიკოლოზს რაღა უნდა.
-ეგ მართლა ანერვიულე ძმურად.... ექიმიც დავკეროთ რა..
-გაგიჟდი?
-არა ცოტა ხანი ინერვიულოს და მერე ვუთხრათ.
-და ექიმს რა ვუთხრა ისეთი, რომ მოიტყუოს ფეხი კი არა შიგნეული გავუკერეო?!
-რაც გინდა ის უთხარი, ოღონდ ნიკოლოზი ანერვიულე!
თომამ თავი გააქნია, თუმცა აშკარა იყო დანებდა.
-გისმენ ნიკოლოზ.
-სად ხარ? ნიცა ნერვიულობს..
-საავადმყოფოში ვარ..
-სად? რატომ?
-ანდრია ავარიაში მოჰყვა..
-კარგი მოვდივარ.
დარბაზი ისე დატოვა, რომ არავის დაძახება არ ესმოდა, ნიცა კი უშედეგოდ ცდილობდა დაწეოდა.
-ნიცა, შენ დარჩი ბავშვს მიხედე, მე გავყვები და დაგირეკავ.
ჯინამ მანქანის გასაღები ხელიდან გამოართვა და ისიც დარბაზის კარს მიღმა გაქრა.
ახლა მართლა იგრძნო შიში ,უმცროსმა დადიანმა და ისე მართავდა მანქანას, რომ უკან ადევნებული ჯინა
ძლივს ცდილობდა მის პოვნას.
საავადმყოფოს ეზოში შესვლისთანავე ჯინამ ამოიკნავლა:
-ღმერთო გთხოვ დაიფარე.
-მანქანიდან გადასულ ნიკოლოზს ფეხაკრეფით მიჰყვა, არ სურდა გაეგო მისი იქ ყოფნა ნიკოლოზს და კარგადაც გამოსდიოდა, რადგან ის ახვლედიანის ნახვაზე ფიქრობდა..
-ანდრია ახვლედიანი სად არის?
მიმღებში პირველივე გოგონას ჰკითხა.
-საოპერაციოში ნაკ...
ისე გაიქცა ნიკოლოზი რომ არ დალოდებია კიდევ რას იტყოდა გოგონა. ჯინაც მას მიჰყვა და დერეფანში მდომ თომას შეშინებული ხმით ჰკითხა:
-როგორ არის?
-არ ვიცი..
ნერვიული ხმით უპასუხა და იქვე მდგომ გრძელ სკამზე ჩამოჯდა და სახე ხელებში მოიქცია.
-ტელეფონი გირეკავს.
თომას მიმართა დადიანმა და ისიც იქვე დაჯდა.
-ახლა მას რომ ვუპასუიხო ძალიან ვაწყენინებ!
-კარგი.
ჯინაც იქვე მოშორებით იდგა და გულის ამოვარდნის შეგრძნებამ ჰაერი წაართვა ისე ღელავდა. რამდენიმე საათი ელოდნენ ექიმის გამოსვლას, რომელიც არაფრით გამოდიოდა ოთახიდან, შემდეგ თომა ყავის აპარატისთვის გავიდა და ექიმიც იპოვა, რომელსაც სთხოვა „დახმარება“.. ექიმი საშინლად გაბრაზდა, თუმცა ანდრიას შეყვარებულის დაკარგვის მიზეზი და შერიგების შანსმა დაიყოლია.
საოპერაციო ოთახში ექიმი დაკავშირებული ოთახიდან შევიდა და რამდენიმე წამში გამოვიდა გარეთ გამოსულს უკვე ბევრი ხალხი დახვდა დერეფანში და ეს არ მოეწონა, თუმცა თომას უთხრა რამდენიმე სიტყვა:
-მდგომარეობა რთულია და ვაკვირდებით.
-რაო რა თქვა?
-ველოდებით და ვნერვიულობთო.
უღიმღამოდ ჩაილაპარაკა და იქვე დაჯდა, არ შეეძლო თვალთმაქცობა ვერ ატყუებდა მათ.
დილით ჩუმად გაპარული თომა, პალატაში სხვა პალატიდან შევიდა ისევ და ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა ბატონი. დანარჩენები კი გარეთ ნერვიულობდნენ, ისევ ისე..
სავარძელში ჩაძინებულ ნიკოლოზს, ექიმმა ჩაუარა და პალატაში შესულმა გაბრაზებული ხმით მიმართა:
-ბატონო რომეო, როგორც ვატყობ შენთან ყველა მოვა იმ გოგოს გარდა ვის გამოც ეს ამბავი ამატეხინეთ, ამიტომ დროა სიმართლე თქვათ! მე ლაშას ვერ მოვატყუებ, ის პაციენტის ისტორიას მთხივს!
-რა რომეო, ამას ში...
-კარგი ბატონო აკაკი, ახლავე ვეტყვით ყველას.
-ძალიან დამავალებთ.
-რა ხდება?
-რა ხდება იცი? ყველა მოვიდა და ნერვიულობს, მათ შორის ჯინაც და ახლა აწიე ეგ ერთ ადგილი, რომ გარეთ გავიდეთ!
-ცოტა კიდევ ვანერვიულოთ რა..
-არა! მე, ვერ დაგეხმარებით! ის გოგონაც თუ მოვიდა, საკმარისი არ არის?
-ვინ გოგონა, რას ბო... ამბობთ!?
-მე აგიხსნი, ახლა წავიდეთ, დამეყრდენი!
ნიკოლოზი ხელის კვრამ გამოაღვიძა. ახვლედიანი თავზე ედგა და იღიმოდა, დანარჩენებიც გაოგნებულები იდგნენ და ვერ იძვროდნენ.
-რა ხდება?
ნიკოლოი თვალების ფშვნეტით ადგა და ანდრია ათვალიერა.
-არაფერი განსაკუთრებული, ცოტა განერვიულებთქო, მაგრამ შემიყარე სანათესაო მტირალა დედაკაცივით.არ მითხარით შეყვარებულიო?..
ექიმს, გაბრაზება გაოგნებამ შეუცვალა და ჯერ თოიმას უყურებდა შემდეგ ანდრიას და ნიკოლზს.
-თომა ამა კაცს რა უნდა? რა უთხარი ასეთი?
ახვლედიანი მიუხვდა ექიმს რაც ეგონა და ამიტომ სიბრაზეს აღარ მალავდა, ნიკოლოზიც მალევე მოვიდა გონს და სამაგიეროსთვისაც მოემზადა:
-ჩემო ჩიტუნია, როგორ გამახარე რომ გადარჩი..
-ამ ყველაფერზე სახლში ვისაუბრებთ!
თორნიკეს ხმამ ყველანი გააჩუმა და დერეფანში მიმავალ, მის სილუეტს მზერა გააყოლეს.
-მადლობა ბატონო აკაკი.
თომამ ხელი ჩამოართვა და ისიც მეგობარს მიჰყვა. ჯინასთვის ეს ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა და სოფელში ისე წავიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს. ფაქტი ის იყო, რომ ძალიან შეეშინდა და ინერვიულა. სინამდვილეში კი საკუთარი საქციელის სცხვენოდა, ამიტომ არავის ეკონტაქტებოდა..

სახლში მყოფი ახვლედიანი, ერთი კვირის შემდეგ პირველად გავიდა გარეთ და პირველი თორნიკესთან მივიდა. თომაც იქ დაიბარა, რადგან გაბრაზებული მეგობრების შერიგებას ცდილობდნენ. ანასტასიამ სუფრის გაშლისთვის გოგონები დაიბარა და ყველანი ერთად იყვნენ, ნიცა და თომა რომ პატარასთან ერთად შევიდნენ, სახლიც მალევე ახმაურდა, ამ ყველაფრით გაგხარებული ახვლედიანი ჩუმად იღიმოდა და ნიცამ თვალებდაწვრილებულმა ჰკითხა:
-კიდევ რამეს გეგმავ ახვლედიანო?
-არა. ვფიქრობ..
-რაზე ან ვისზე?
ორაზროვან კითხვაზე ჩაიღიმა ორივემ და შემდეგ ანასტასიას გახედა ანდრიამ:
-ასე რატომ განსხვავდებით?
დებს უყურებდა ახვლედიანი და ცდილობდა მსგავსება ეპოვნა, თჯმცა უშედეგოდ..
-ანა, როცა სვამს მაშინ მემსგავსება!
კისკისით თქვა ნიცამ და ანამ სახე ორივეხელი აიფარა.
-მოგკლავ ნიცა.
-მართლა სვამ ხოლმე?
ახვლედიანი აშკარად გაოცებული იყო.
-არა. მხოლოდ ორჯერ შევცდი და საშინელება იყო...
თვალები დახრილი ჰქონდა ისე უპასუხა. უცებ, ძლიერი და ანასტასიასთვის ყველაზე საიმედო ხელი მოეხვია მუცელზე.
-მე, მომწონს მთვრალი ტასო!
ყურთან უთხრა ჩუმად, მაგრამ ჩვეული მტკიცე ხმა ჰქონდა დადიანს. თავისკენ დაქაჩა და მიიხუტა, ანაც მყუდროებით განებივრებული მიეყრდნო.. ამ დროს ნიკა აბაშიძემ ყურადღება მიიპყრო:
-ჩემო ანდრო, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ.
გვერდით ჩამოუჯდა ნიკა და განაგრძო:
-ეს ქალბატონი ნაშვილებია.
ანასკენ გაიშვირა ხელი.
-რაა..
გაოცებულმა, ჯერ ნიკას გახედა, მერე დებს და მათ გამომეტყველაბაზე თან ამოძახილზე წარბები შეკრა:
-ამან ისევ დაიწყო!
ისევ ნიკას შეხედა.
-ნიცა, მე და ჯინა ვართ ნამდვილი დედმამიშვილები. ჯულხა და ანა კი
და-ძმა, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ერთ ოჯახში ყოფნა მეტისმეტია, მამაჩემი თავის ბიძაშვილს შეეცოდა და ანა, ჯინაში გაუცვალა, რომ ცოტა სიდინჯე გვესწავლა, მაგრამ რაც გამოვიდა კი ხედავ.
-ანამ და ჯინამ იციან?..
იკითხა ეჭვნარევად და გადამეტებულ სიცილზე მიხვდა, რომ ნიკა ხუმრობდა.
მანაც გაიღიმა, თუმცა ფიქრები ჯინასკენ გაექცა, რომელიც სოფელში ისე დაბრუნდა არავისთვის უთქვამს მიზეზი..



№1 სტუმარი მე❤

როგორ მიხარია თქვენი დაბრუნება❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი maco maco

ზედმეტი მოუვიდა ნიცას და დაისმახურა ჯინამაც ახვლედიანისგან სამაგიერო, მირიანი რა მოყრჯულებელი გამოდგა, თორნიკე მოვარჯულეთ ბოლობოლო :)

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ისე ნიცას და ჯინას მგონი მართლა ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, ჯინა მოხვდა და ნიცას სინანული ვერ ვიგრძენი :დდდდ ზურა კარგი ადაიანია და იმედია ნანოს რა სიკეთეც გაუკეთა ამირანი ამოს შესახებ გაიგებს და აღარ ექნება ასეთი მძაფრი რეაქცია შემდეგში, ძალიან გამოხარდა ახალი თავი რო ვნახე ასე მალე ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი Natia

გამიხარდა რო დაბრუნდი იმედია გააგრძელებ მალ მალეე❤❤❤

 


№5  offline წევრი OKI ME

როგორ გამახარე ❤️❤️ წავედი წავიკითხო ❤️❤️

 


№6  offline წევრი lile-eli

მე❤
როგორ მიხარია თქვენი დაბრუნება❤❤

მადლობა დიდი. მე, თქვენი ინტერესი მახარებს.❤

სტუმარი maco maco
ზედმეტი მოუვიდა ნიცას და დაისმახურა ჯინამაც ახვლედიანისგან სამაგიერო, მირიანი რა მოყრჯულებელი გამოდგა, თორნიკე მოვარჯულეთ ბოლობოლო :)

გადარეულები არიან და ცოტა დაჭკვიანება სჭირდებათ..❤
მირიანის ხასიათს ჯერ კიდევ სჭირდება გამოთლა..❤
მადლობა რომ დროს მითმობთ❤❤❤

ablabudaa
ისე ნიცას და ჯინას მგონი მართლა ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, ჯინა მოხვდა და ნიცას სინანული ვერ ვიგრძენი :დდდდ ზურა კარგი ადაიანია და იმედია ნანოს რა სიკეთეც გაუკეთა ამირანი ამოს შესახებ გაიგებს და აღარ ექნება ასეთი მძაფრი რეაქცია შემდეგში, ძალიან გამოხარდა ახალი თავი რო ვნახე ასე მალე ❤️❤️❤️

სიგიჟის ბოლო სვლა იყო..იმედია გამოსწორდებიან❤
მირიანი ჯერ დასამუშავებელია ????

lile-eli
მე❤
როგორ მიხარია თქვენი დაბრუნება❤❤

მადლობა დიდი. მე, თქვენი ინტერესი მახარებს.❤

სტუმარი maco maco
ზედმეტი მოუვიდა ნიცას და დაისმახურა ჯინამაც ახვლედიანისგან სამაგიერო, მირიანი რა მოყრჯულებელი გამოდგა, თორნიკე მოვარჯულეთ ბოლობოლო :)

გადარეულები არიან და ცოტა დაჭკვიანება სჭირდებათ..❤
მირიანის ხასიათს ჯერ კიდევ სჭირდება გამოთლა..❤
მადლობა რომ დროს მითმობთ❤❤❤

ablabudaa
ისე ნიცას და ჯინას მგონი მართლა ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, ჯინა მოხვდა და ნიცას სინანული ვერ ვიგრძენი :დდდდ ზურა კარგი ადაიანია და იმედია ნანოს რა სიკეთეც გაუკეთა ამირანი ამოს შესახებ გაიგებს და აღარ ექნება ასეთი მძაფრი რეაქცია შემდეგში, ძალიან გამოხარდა ახალი თავი რო ვნახე ასე მალე ❤️❤️❤️

სიგიჟის ბოლო სვლა იყო..იმედია გამოსწორდებიან❤
მირიანი ჯერ დასამუშავებელია ????
მადლობა დიდი რომ შეფასებას მიზიარებ❤

Natia
გამიხარდა რო დაბრუნდი იმედია გააგრძელებ მალ მალეე❤❤❤

თქვენი დამოკიდებულება მახარებს. მადლობა❤

Megioki
როგორ გამახარე ❤️❤️ წავედი წავიკითხო ❤️❤️

როგორ გამახარე❤ ველი შეფასებას❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უმაგრესი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო რამდენი ვიმხიარულე ამ ბავშვობაზე მაგრამ რად იზავ ნიცა ასეთია ცოტა სიცელქე ხომ ქონდეთ ერთერთს მხიარული ნაწარმოები გამოვიდეს საინტერესოა მირიანს როგორ მოარჯულებს ნანო ველოდები მოუთმენლად მადლობა წარმატებები ????????????????♥️♥️

 


№8  offline წევრი lile-eli

სტუმარი ნესტანი
უმაგრესი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო რამდენი ვიმხიარულე ამ ბავშვობაზე მაგრამ რად იზავ ნიცა ასეთია ცოტა სიცელქე ხომ ქონდეთ ერთერთს მხიარული ნაწარმოები გამოვიდეს საინტერესოა მირიანს როგორ მოარჯულებს ნანო ველოდები მოუთმენლად მადლობა წარმატებები ????????????????♥️♥️

მადლობა დიდი❤ ასეთი შეფასებისა და ყურადღებისთვის. მიხარია თუ ოდნავ მაინც შევძელი ვინმეს ღიმილი❤
მირიანის მორჯულება ცოტა რთულია ვერაფერს ვუხერხებ

 


№9 სტუმარი nato chubinidze

ძალიან მაგარია ვისიამოვნე კითხვით იმედია მალე დადებთ შემდეგ თავებს.მოუთმენლად ველი.მირიანს უშველით ალბათ????????????

 


№10 სტუმარი სტუმარი Lile-eli

nato chubinidze
ძალიან მაგარია ვისიამოვნე კითხვით იმედია მალე დადებთ შემდეგ თავებს.მოუთმენლად ველი.მირიანს უშველით ალბათ????????????

დიდი მადლობა შეფასებისთვის.????
საღამოს დავდებ და მალე დასრულდება კიდეც????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent