შიში პატივისცემა და სიყვარუილი {ნაწილი 2/4}
თორნიკემ ანასტასიას დატოვება ვერ შეძლო, ამიტომ ნიკოლოზი და ლაშა ემზადებოდნენ წასასვლელად, სახლში მისულ დადიანს ნატალია შეეგება. -სად ხარ შვილო გირეკავდი. -რა მოხდა? -ანდრია ჩამოვიდა და არ გინახავს ხომ? -არა. -არ ნახავ? შენ მაინც. -მე, სვანეთში მივდივარ და რომ ჩამოვალ წასული დამხვდება. -მერე არ უნდა ნახო!? -მნახავს თუ მოუნდება დედა! -ნიკა.. -ნატალია გთხოვ, არაფერი თქვა. -კარგი. -სება სად არის? -სკოლაში, შუალედურები აქვთ დღეს და აგვიანდება, ორივეს. -აუ დამავიწყდა მე უნდა მივსულიყავი. -არაუშავს დედი, შენი ძმა იქ არის და მოიყვანს მალე. -კარგი. მე ჩავულაგებ ნივთრბს. -სადმე მიგყავს? -სვანეთში და ბებიამისთან შენ მოაგვარე. -მე რატომ? -შენი სჯერა. -ოხ ნიკა, რამე სისულელეს თუ აპირებ, გაგიბრაზდები! -შემეშინდა ნატალია. სიცილით მოეხვია დედას, აკოცა ღიმილით გაბადრულ ქალს და კიბე აირბინა, ზურგჩანთაში ნივთები ჩააწყო და გარეთ დაელოდა სებას, რომელსაც აღფრთოვანებული უმცროსი ნატალია ესაუბრებოდა. ორივე კმაყოფილი იყო წერის შედეგების და რომ არ შეიმჩნიეს უმცროსი დადიანი ჩაახველა. -უკაცრავად გოგონებო. -ძიკო როგორ ხარ? იცი სებამ სამივე წერაში უმაღლესი შედეგი დადო კლასში. -შენ რა ქენი ქალბატონო? ან მამაშენი სად არის? წარბები მაღლა აზიდა ნიკამ, თან სებას თვალებით ეფერებოდა და ულოცავდა. -ნატამაც მაღალი შეფასება მიიღო. ღიმილით უპასუხა რაზმაძემ. -ბუნებაში ცხრიანი პლიუსით.. ცხვირი აიბზუა ნატაშკამ, მოიწყინა და თან დააყოლა: -მამამ გამოგვიყვანა და მერე რატის ჩააბარა ჩვენი თავი. -ე თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ სკოლაში გადასახადს აღარ გადაიხდით? -დიახ ასეა! -გამაკოტროთ გინდათ, თუ რა ხდება? -სულაც არა. სად მიდიხარ? ნატაშკამ, ზურგჩანთაზე მიმართული სებას მზერა დაიჭირა და მისი ინტერესისთვის ჰკითხა ნიკას. -სვანეთში მოდიხართ! -ჩვეენ? აჟიტირდა ნატაშკა. -ორივე და ჩასხედით მალე. -მე ვერ წამოვალ. -რატომ სება? -ნატა ხვალ, ხომ ისტორიის მასწავლებელს უნდა შევხვდეთ? -მაგ ისტორიის მასწავლებელმა ტ"""ი დააყენოს თორემ მე შევხვდები! თითი დაუქნია გაბრაზებულმა ორივეს და მანქანისკენ დაიძრა. -რაა? ორივემ იკითხა და ნატას გაოცებულ სახეზე გაეცინა. -ძიკო, შენ საიდან იცი? -რა ვიცი? -რომ ტრ..ი უნდა დააყენოს!? ნიკას ტემბრით გაიმეორა სიტყვები. -ნატა, ჩაჯექით დროზე! -ბებოს მაინც გავაფრთხილებ.. -აქ ვარ ბებო გენაცვალოს და უკვე ვიც,ი რომ მიდიხარ. ორი დღე არაფერი გიჭირს დაისვენებ. მოეხვია საყვარელ შვილიშვილს და გაუღომა. ლაშას შეხვდნენ და სვანეთის გზას მალევე დაადგნენ.. თორნიკე და თომა დაცვას მეტი მონდომებით აძლიერებდნენ, თავი უნდა დაეზღვიათ, რადგან სოხაძესთან საქმის დაჭერა მარტივი არ იყო.. სახლში მისულს ანასტასია სამზარეულოში მოფუსფუსე დახვდა დადიანს და ჩუმად ადევნებდა თვალს, როგორ უმზადებდა სადილს მეუღლეს, რომელის სურნელიც მალევე იგრძნო აბაშიძემ. შებრუნდა და ახლოს მისული დადიანის თვალებს გადააწყდა, სუნთქვა შეკრულმა ამოილაპარაკა. -შემეშინდა. -მაპატიე. მოხვეული მკლავები ძლიერად მოუჭირა და მკერდზე მიიხუტა. -არ გშია? გავშლი სუფრას, მერე ალექსანდრე გაიღვიძებს და გავასერნოთ ეზოში. პასუხი არ გაუცია კოცნას და ფერებას ისე ანაცვლებდა, რომ ანასტასიას სუნთქვას მეტად ურთულებდა. -მომენატრე ტას! -მეც მომენატრე.. -ექიმთან როდის უნდა მიხვიდე? -სვანეთიდან რომ ჩამოვლენ. -როდის შევძლებ მოგეფერო?.. -ლაშასთან კონსულტაციის შემდეგ გეტყვი. -რაა? ცივად გაუშვა ხელი გოგონას და მის თვალებს, წარბშეკრულმა შეხედა. -რა მოხდა თოკო? -შენ გინდა თქვა, რომ ლაშამ უნდა მომცეს ნებართვა, როდის მოგეფერო? -მერე რა? გაოცებული იყო ანასტასია. -დამცინებს! მთელი გრძნობითა და ხმით გაიცინა ისე, როგორც დადიანს უყვარს ანასტასისას სიცილი. -მე ხომ გთხოვე, რომ სხვა ექიმი გვირჩიოს ლაშამთქო? -ნუ იცინი! -კარგი ნუ ვიცინით! მოწყვეტით აკოცა და სუფრის გაშლას შეუდგა.. სიცილს ვერ იკავებდა და თვალს აპარებდა წარბებ შეკრულ თორნიკესკენ, სამზარეულოში თინა შევიდა, ისიც მიეხმარა ანას, დადიანი კი ოთახში ავიდა, რომ მოწესრიგებულიყო.. სვანეთის გზა დიდი და გრძელია, მაგრამ ნიკოლზთან ერთად არა მხოლოდ გზა, არამედ სიცოცხლეც სასიამოვნოა, ამას განსაკუთრებით სება აღიარებდა საკუთარ თავთან, თუმცა თავდაჭერილი იყო, მასთან ურთიერთობას გაურბოდა კიდეც, როცა ნიკაზე ფიქრობდა, ყოველთვის არასრულფასოვნების შეგრძნება იპყრობდა, რადგან ნიკა მისთვის იდეალური მამაკცაიიყო, როგორც მამაკაცი და ეს ძალიან თრგუნავდა. დადიანს კი, ეს სხვაგვარად ესმოდა და ჯერ კიდევ ფიქრობდა რომ სებას არ უყვარდა.. მარი კივილით გამოვარდა ეზოში და ნიკოლოზს მთელი ძალით მოეხვია, როგორ უყვარდა და ეამაყებოდა ეს ბიჭი, მთელი ემოციებით ეხვეოდნენ ერთმანეთ: -კარგი გამიშვი ხელი თორემ ერთხელ გამიმართლა და დაჩის გადავურჩი, ახლა კი თავის ეზოშივე „დამბრიდავს“! -ნუ ბოდავ ერთი რა.. მომენატრე. წელზე მოხვეული ხელები არ გაუშვა მარიმ ისე იდგნენ და ესალმებოდნენ ერთმანეთს.. სუფრასთან მსხდომნი ჩუმად მიირთმევდნენ, შემდეგ მარიმ ნატაშკა და სება გაიყოლა, პატარა უნდა ვაბანავო მომეხმარეთო. დიასამიძეც აპირებდა გაყოლას, მაგრამ ლაშამ დასვა, ისევ მაგიდასთან და დადუს ჰკითხა: -დადუ, მირიან სოხაძეს თუ იცნობ და რა უნდა შენგან? გოგონა გაფითრდა და ჩანგალი ხელიდან გაუვარდა. შეშინებული მზერით მოავლო იქ მყოფებს თვალი და თავდახრილმა ამოილაპარაკა. -ადრე მამას კომპანიონი იყო და შეთანხმება ჰქონდათ, როგორც კი სკოლას დავამთავრებდი მოსკოვში უნდა წავეყვანე, მაგრამ გავიგე დაიჭირეს და რამდენიმე წელი მიუსაჯეს. ცრემლიანი თვალებით შეხედა ლაშას და გაუბედავად ჰკითხა: -გაათავისუფლეს ხომ? -როგორც ჩანს კი. პასუხით იმედ გაცრუებულმა თვალები დახუჭა და ხმა გაპარულმა თქვა: -ის ძალიან საშიშია, თქვენც პრობლემებს შეგიქმნით და მე უნდა წავიდე.. -დადუ, არსად არ წახვალ, დამშვიდდი. გვერდით მყოფი აბაშიძე, ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა ბრაზი არ შეტყობოდა, მაგრამ დადუს ცრემლიანი თვალები და მხრების ცახცახი მოთმინების უნარს უკარგავდა. -მან ერთი კაცი მოკლა, ჩვენთან სახლში მოხდა, მეც იქ ვიყავი, ჩაი უნდა მიმერთმია და რომ გამოვდიოდი მაშინ ესროლა, ზურგით ვიდექი კართან, ხმაზე შევბრუნდი და იატაკზე იწვა სისხლიანი. ისეთი სახე ჰონდა მირიანს შემეშინდა და გონება დავკარგე.. ისე ატირდა დისამიძე, რომ ლაშამ ხელი მოხვია და საძინებელში შეიყვანა. -დადუ დამშვიდდი, ერთადერთი ხარ ვინც ჩემმა ძმამ კარგი გააკეთა ნაძალადევი ღიმილით უთხრა და განაგრძო: - და ყოველთვის ჩემთან იქნები! ცხვირის ქსუტუნით ჰკითხა, გაკვირვებულმა გოგომ: -თქვენი ძმა, არ გიყვარდათ? -ახლაც მიყვარს, მან მე ბევრი რამ გამიკეთა და მისი დამსახურებაა ექიმი, რომ ვარ. ის შენზე უგონოდ იყო შეყვარებული.. -იცოდა? წამიერად სიხარულის სხივი გაუჩნდა თვალებში, რომელიც დიდი სევდის მიუხედავათ, სილსმაზეს არ კარგავდა. -იცოდა და ანდერძში, რომელიც ძალიან გვიან ვნახე იქ გახსენებს, რომ მხოლოდ შენს გამო ნანობდა ყველაფერს და სურდა ცოვრების გზა შეეცვალა. -ცხოვრების გზა? -დადუ, მამაშენის-გიორგი ჯაფარიძის ცხოვრება, საამაყო ნამდვილად არ იყო, მაგრამ შორენა მართლა უყვარდა და შენი არსებობა უხაროდა! ისეთი არ იყო, როგორ მამებზეც გოგონები ოცნენბობენ, მაგრამ შენთვის აპირებდა ყველაფერი მოეცა. -მე მხოლოდ სიყვარული მინდოდა.. თვალები ცრემლებით აევსო და მთელი ძალით მოეხვია კაცს, რომელიც მთასავით იდგა და იშვიათად მოქმედებდა მასზე ემოციები, ახლა კი ამ პატრა გოგონამ მთელი მისი შინაგანი სამყარო დაშალა, დაანგრია, ამდენი ნათქვამი და კიდევ რამდენი უთქმელი ტკივილის მატარებელია მისი სული, თუმცა მაინც სიკეთეს ატარებს მისი გული.. -დადუ ახლა დაისვენე ხვალ ყველაფერს მოგიყვები რაც უნდა იცოდე და შენ კი უნდა მითხრა რაც იცი მათზე, თუნდაც უმნიშვნელო დეტალიც. -კარგი. საწოლზე დასვა და კარში მდგომს თითების წვალებითა და ხმის კანკალით გასძახა: -ბატო... ლაშა ძია! კაცი გაჩერდა და მძიმედ შემობრუნდა, ფიქრობდა და იაზრებდა „ძიას“, რომელმაც გული მეტად გაუთბო, ვიდრე აქამდე ჰქონდა.. -„მამას“ მართლა ვუყვარდი ხომ?.. გოგონამ შემობრუნებულ ჯაფარიძეს გაუღიმა და პასუს დაელოდა, პასუხს რომელიც ძლივს წარმოსთქვა კაცმა: -ძალიან უყვარდი დადუ!.. ძალიან! ოთახი სწრაფად დატოვა, ვეღარ უძლებდა ემოციებს, უხაროდა და სტკიოდა ყველაფერი სხეულიც, სულიც. ეს გოგონა სტკიოდა მთლიანად.. მისაღებ ოთახში მყოფეფბს შეუერთდა და დუმილი უმცროსმა დადიანმა დაარღვია: -გამოდის დადუ შეუყვარდა იმ სი*ს! ნიკოლოზ დადიანმა დაასკვნა და ყველას მზერა დაიმსახურა. -პედოფილია მა ჩე...ა? დაჩიმ წარბები შეკრა. უმცროსმა დადიანმა შეკავებული სიცილით გახედა: -ასე, რომ ფიქრობ არ გაგიგოს თორნიკემ! -რატომ? -ტასიკოს და თორნიკეს შორის ათი წელია სხვაობა! ეს ექიმი კაციც დაახლოებით მაგდენით არის ვიკაზე უფროსი და კიდევ რამდენი... -შენ რამდენით ხარ უფროსი!? გაბრაზებულმა შეხედა ლაშამ ნიკოლოზს. -არ მაცადე თორემ ვამბობდი. -რას ამბობდი ძიკო? -იმას რომ შენი ძილის დროა! -ზღაპარს მომიყვები? -ამას უყურეთ იუმორი იპოვა ვითომ?.. წვალება დაუწყო პატარა ქალბატონს, იქვე მყოფი სება კი თბილი სევდიანი თვალებით უმზერდა ორივეს და გული სიყვარულით უცემდა, ნიკოლოზ დადიანი იყო მისი გულისცემის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ ეშინოდა.. სიყვარულის, რომელსაც არავინ გაიგედა როგორც ქალის გრძნობას.. პ.ს. მაპატიეთ პატარაა, მაგრა ორ დღეში დავბრუნდები და დიდი თავით. გელოდებით შეფასებებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.