უმანკო ფერებიც ხუნდება
თავი 1 ზაფხულის პირველი დღეები - ფრთხილად ! ( შესძახა გაცხარებით კაცმა ) - აჰ უკაცრავად.. აქვე უნდა ჩავიდე. ელინამ როგორც იქნა მიაღწია ავტობუსის კარს და ახლოს დამაგრებულ ყვითელ ღილაკს თითით მიაწვა.. წრრ.. წრრ - ისედაც ყველა გაჩერებასთან ვაჩერებ ნუ აწვებით ამ ღილაკს ! შეშინებული მძღოლის ხმა გაისმა.. წვრილი ნაკლებად კაცური ხმა. ისეცად გადატვირთული მოძრაობის გამო დაძაბულს, გოგონა დაეხმარა გამოფხიზლებაში (ჰიჰი). ზაფხულის პირველი დღეები უკვე იგრძნობა. ელინამ თითქოსდა წინასწარ განსაზღვრა რომ დღეს ქალაქი დუღილს დაიწყებდა ამიტომ გადაწყვიტა თეთრი, გრილი პერანგი ჩაეცვა, მოღეღილი ყელით. თამამად მიაბიჯებდა სამსახურისკენ.. როგორც კი შედგა ფეხი ოფისის წინ მდებარე მოედანზე, უფროსის ხმამ გამოარკვია. - ელინა თუ ასე გააგრძელებ დავფიქრდები იმსახურებ თუ არა დარჩენას ! - უკაცრავად, გპირდებით აღარ განმეორდება. აჰ მხოლოდ ერთი წუთი გადასცდა, შეშლილი ქალი, მალე შვებულება იწყება და დავისვენებ შენი სახისგან და მბრძანებლური ტონისგან (გაიფიქრა და ოდნავი ღიმილიც დაეტყო). - იცინი? სწრაფად მოწესრიგდი, დღეს ბევრი სამუშაო გვაქვს. ყველაფერი უნდა მოესწროს სანამ შვებულებაში გავალთ! - დიახ. შენობაში ფეხის შედგმისთანავე ამოისუნთქა. - აჰჰ როგორ გრილა, როგორი შვებაა. ფინჯანი ყავაც და ფანტასტიური დილა მზადაა. (უფროსის გაბრაზება აღარც გახსენებია) ელინამ სწრაფად მოიმზადა ყავა და თავის ადგილს მიაშურა. დანაყოფებს შორის ყავის არომატით ჩავლილი მხედველობიდან არავის გამორჩენია.. სხვებსაც აღუძრა მადა. - ელინაა ისეთი სურნელია უკვე გამოვფხიზლდი ( გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა ნილი ელინას). - ნილ ახლავე მოგიტან შენც. კიდევ არის მსურველი? - მეც თუ არ შეგაწუხებ. - რა შეწუხება გუგა არ გრცხვენია? თუმცა ნუ მიეჩვევი ( ჰიჰი). - კარგი ( გუგა ღიმილს ვერ მალავდა, თავი ჩახარა და კომპიუტერს მიუბრინდა). - მოდი დღეს მოვინდომოთ ბავშვებო. დაირღვა სიჩუმე, ამჯერად ლექსოს გამო. - არის სერ. ( გამოეხმაურა გუგა) - გუგა? - ჰოუ.. - ეხლა გამახსენდა (შესძახა ლექსომ) დილით დაგინახე ვიღაც გოგოს წინ იდექი გაუნძრევლად ( ცნობისმოყვარეობით განსჭვალულმა სიტყვა ვეღარ დაამთავრა) - აბა, აბა უსაქმურებო. ერთმანეთთან ლაქლაქში კი არ გიხდიან აქ, მომხმარებლებთან ილაქლაქეთ ამდენი. სწრაფად დარეკეთ ნომრებზე და ცოცხლად გააცანით ჩვენი პროდუქცია. ქალბატონი მერი. ჩვენი ჯგუფის მენეჯერი. მისი სქლად დადებული მყვირალა წითელი ტუჩსაცხი მთელ ოთახს ანათებდა. პირდაპირ თვალს გვჭრიდა ოთხივე თანამშრომელს. *** - ოჰ დამღლელი დღე იყო არა ბავშვებო? ოთხივე თანამშრომელი ზანტად მიუყვებოდა დაღმართს. - გეთანხმები ელინა. მხოლოდ გავეცანი, მე ნილი ვარ მეთქი და ისე გამომლანძღა ერთმა ქალმა, სიტყვის თქმაც კი არ მაცადა. სად მაქ კითხვის დროო ამხელა ოჯახს მაგით ვარჩენო! ძლივს დავამშვიდე და დავემშვიდობე. - მე ჟურნალისტი ვეგონა ( თქვა მოღუშული სახით გუგამ) რა კითხვებს მისვამთ ვინ მოგცათ ამის უფლებაო. - მე კი კარგი მომხმარებელი შემხვდა. ქუთაისელი ქალბატონი აღმოჩნდა, კითხვა ყვარებია, კარგად ვისაუბრეთ და მეც გავაცანი ჩვენი პროდუქცია.- მთელი ზაფხული აბა რა ვაკეთოო წიგნს მაიმც წავიკითხავო. - მენეჯერი კმაყოფილი უნდა იყოს ჩემით. ამაზე ყველას სიცლი აუტყდა. - ზედმეტად აქებ საკუთარ თავს ( ხალისით თქვა ნილიმ). - შენ ელინა? შენ რატომღა გქონდა რთული დღე? ( იკითხა გუგამ და მთელი ყურადღება მისკენ მიაპყრო). - გაგეცინებათ და ჩემ ყოფილთან მოვხვდი. ნომრისთვის მაინც დამეხედა, თუმცა ინსტიქტურად ავკრიფე. გონებაში მხოლოდ ტექსტს ვიმეორებდი. როგორც კი ყურმილი აიღეს მაშინვე მივაყარე ჩემი სათქმელი. მან კი: - ელინა შენ ხარ? აქ უკვე რა დამემართა აღარ მახსოვს სწრაფად დავკიდე ყურმილი. გახალისდნენ თანამშრომლები ამ ამბის მოსმენით. თავად ელინაც აღარ აღიქვამდა სერიოზულად და მათ შეუერთდა. ისე გულიანად იცინოდა, გამვლელები თვალს ვერ აშორებდნენ. - რით წავიდეთ? - ლექსო, მე მეტრო მირჩევნია უფრო სწრაფად მივალ სახლში და ავტობუსისთვის დიდხანს ლოდინიც არ მომიწევს. - მეც ნილ. - კარგი მაშინ ჩვენ კაცები ცალკე წავალთ ერთ ორ ბაკალ ცივ ლუდსაც დავირტყავთ არა გუგსიკ? - სიამოვნებით. ასეთი დღის მერე მაგრად გაასწორებს. ფრთხილად მიდით სახლში გოგოებო. ისე ხომ არ აჯობებს გაგაცილოთ? - არა გუგა ნუ შეწუხდებით. ჯერ მთლადაც არ დაბნელებულა თან ხალხი მოძრაობს. არ ინერვიულოთ ფრთხილად მივალთ. მადლობა მაინც. -არ გრცხვენია გოგო, რის მადლობა, ჩემი ვალია. (კვლავ ჩაეღილა გუგას და თავი მიაბრუნა თითქოს ლექსოს გახედაო რაღაცის სათქმელად, თუმცა სიტყვაც არ დაუძრავს). - კარგი მაშ ხვალამდე. მეტროდან ამოვარდნილი ძლიერი ქარის გამო გოგოები ერთმანეს მიეჯაჭვნენ. ექსკალატორის კიბეებს სწრაფად მიადგნენ და დაეშვნენ ქვემოთ. - მგონი გუგას მოსწონხარ ( ეშამკურად გახედა ელინას). - რა? კარგად ვერ გავიგე რა თქვი, აქ ისეთი ხმაურია. კვლავ გაიმეორა ნილიმ ეს სიტყვები უფრო ხმამაღლა და თითქმის ყველას გასაგონად. - გაგიჟდი რა გაყვირებს? - აბა ისე ვერ გაგაგონე. - ეგ რატომ იფიქრე? რამე შეატყე? - ეჰ ჩემო ელინ ისეთი გულიბრყვილოც არ ვარ როგორიც შენ გგონია. - ოჰ კარგი კარგი აბა ჩვენო დეტექტივო რამ გაფიქრებინათ ასე? - უბრალოდ ქალური ინტუიცია. - მე ქალი არ ვარ? მეც უნდა მქონდეს ხო ეგ რაღაც? ცდები ჩემო ნილ. - მოიცადე და ნახავ. - რას? - მალე სადმე დაგპატიჟებს. - კარგი რა ეგ შენი წარმოსახვაა. ისეთი ბიჭი როგორიც გუგაა, მე რატომ შემომხედავს? სრუილად არაფერი მეტყობა ქალურობის. მის გვერდით კი დახვეწილი, გამხდარი და მაღალი, ინტელიგენტი გოგო წარმომიდგება ხოლმე. - ჰოჰ და აბა შენ როგორი ხარ? - მე? მე უბრალოდ ასეთი. - ხო უბრალოდ ცოტა სტილის შეცვლა გჭირდება დანარჩენი კანფეტ. ( ნიშნისმოგებით გადააქნია თავი ნილიმ, მომავალი მატარებლისკენ). მეტროდან რომ ამოვიდა უკვე კარგად დაბნელებულიყო და გაზაფხულიდან გამოყოლილი სუსხი, ჯერ კიდევ იგრძნობოდა საღამოს საათებში. ნელა აუყვა სახლისკენ მიმავალ აღმართს ფიქრებში გართული. სრულ სიჩუმეში ელინას, ნილის ხმა ჩაესმოდა "მგონი გუგას მოსწონხარ" . ისე იღიმოდა ვინმეს რომ დაენახა, შეშლილიაო იფიქრებდა. ამას თან დართო მიმიკებიც. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სუსხის გამო გააჟრჟოლა. თითქოს ხმაც მოესმა ნაბიჯების. აჩქარებით უახლივდებოდა ვიღაც. უკან მიიხედა თუმცა იქ არავინ იყო, მხლოდ პატარა კნუტი, რომელმაც ელინას მიხედების შემდგომ მოჰყვა კნავილს. სახლში შევიდა თუ არა მარტოობა ისე დაეჯახა, როგორ წეღან, მეტროდან ამოსულს, უეცარი სუსხი. მაშინვე დედას გადაურეკა. - ხო დე? როგორ ხარ? ეხლა მივედი სახლში. - ასე გვიან? გვიანობამდე გამუშავებენ და იმის ნახევარსაც არ გიხდიან რაც გეკუთვნის. - კაი დე შენ ნუ მიმატებ.. შვებულების გამო გვამუშავენებ ამდენს გეგმა გვაქ შესასრულებელი და უნდა მოვასწროთ. - ჭამე? - არა ჯერ, წყალს გადავივლებ და მერე შევჭამ. - კაი. დღეს ვიყავი შენთან და დაგიტოვე რაღაცეები მაცივარში. გამოიღე და ჭამე. - კაი დე. წავედი. დაქანცულს ახლა წყლის გადავლება თუ უშველიდა მხოლოდ. აჩქარებით დაიყწო აბანოსთვის მზადება და მოულოდნელმა კარზე კაკუნმა ადგილზე გააქვავა. - ვინ უნდა იყოს? დედას ეხლა ველაპარაკე. სხვას არავის ველოდები მით უმეტეს ამ დროს 11:49. ჩუმად მიიპარა კართან და ისევ კაკუნი. შიშისგან დაფრთხა. - დედას დავურეკო? თუ 112? საერთოდ რატომ ჩავვარდი პანიკაში? იქნებ მეზობელია? აა მეზობელი, ის გოგო ახლახანს რომ გადმოვიდა. ალბათ რამე სჭირდება. ამ ფიქრებით ცოტა დამშვიდებულმა კარის მიმართულებით დაიწყო სვლა. ურდული გადასწია და კარი გამოაღო. - დაჩი? ( ყოფილი). |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.