შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი XII)დასასრული


21-01-2022, 16:39
ავტორი Dr.writer
ნანახია 1 027

ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არც მანამდე და არც მას შემდეგ შეიძლება ითქვას რომ არ ვყოფილვარ..ყველაფერი ისე იყო ვერც კარგი შემატებდა რამეს და მით უმეტეც ვერც ცუდი დააკლებდა...როცა შეყვარებული ხარ ყველაფერი მარტივად გეჩვენება,შენთვის არ არსებობს დაბრკოლებები,გადაულახავი ბარიერები,პრობლემები,რადგან იცი გვერდით გყავს ადამანი,რომელიც ყველაფერში დაგეხმარება,კედელი ,რომელიც მუდამ მყარად იდგება შენს გვერდით....მათე ჩემთვის იყო კედელი,რომელიც მუდამ მყარად იდგა ჩემს გვერდით და არ მაძლევდა ჩამოშლის უფლებას...გეფიცებით,ასეთი ადამიანი ყველას უნდა ყავდეს,რომ ამ ცხოვრებაში თავის დანიშნულებას ჩაწვდეს...მე დიდხანს,ძალიან დიდიხანს ვეძებდი ჩემს დანიშნულებას სამყაროში და მათესთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი რომ ჩემი დანიშნულება მათეს სიყვარული იყო....
დროის უმეტეს ნაწილს ჩემთან სახლში ვატარებდით, ყველა ერთად...ზაფხუში,როცა მე,ანიმ და თამომ ფინალური გამოცდები ჩავაბარეთ და ასე ვთქვათ ცოტაოდენი პასუხისმგებლობებისგან დროებით გავთავისუფლდით გვინდოდა სადმე წავსულიყავით თუმცა მე სამწუხაროდ შვებულება არ მომცეს,ანი და ვაჩე ერთად წავიდნენ და თამომ და უტამაც ერთად გადაწყვიტეს დასვენება ,ასე აღმოვჩნდი მარტო სიცხისგან გადამწვარ და დაცარიელებულ ქალაში...მათემ სოლიდარობა გამომიცხადა და თბილისში დარჩა ,არ აღიარებდა რომ ამას ჩემს გამო აკეთებდა ის ხომ უსაზღვროდ ამაყი იყო,რომ გეკითხათ თბილისში რატომ რჩებიო აუცილებლად გიპასუხებდათ რომ სამსახურის საქქმეები მაქვს მოსაგვარებელიო....ეს ფაქტი თითქო მაბრაზებდა და ამავდროულად მაბენდიერებდა,მეგონა მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი და ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი და რომ ვიღაცას ზუსტად ისე ვჭირდებოდი როგორც მე მჭირდებოდა ის..ყოველ საღამოს ჩემთან იყო ,ხანდახან რჩებოდა კიდეც,ნერვიულობდა არ მინდა მარტო იყოო..უცნაური ზაფხული იყო დიდი სიცხეებით დაიწყო თუმცა მალევე საშინელი წვიმები „ატყდა“..მეკი ყოველთვის მეშინოდა წვიმაში ძილის...თუმცა ის პირველი ზაფხული იყო და ალბათ უკანასკნელიც ,როდესაც არცეთი წვიმიანი ღამე მარტოს არ გამიტარებია ....
მათე ყველანაირად ცხდილობდა ჩემთვის ეს საშინელი ზაფხული შეემსუბუქებინა,ხშირად დავდიოდით ბარებში და ბევრს ძალიან ბევრს ვსაუბრობდით,თითქმის არ არსებობდა არაფერი რაც ერთმანეთზე არ ვიცოდით...ყოველთვის ,როცა ჩემს გვერდით იყო ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი,რომ რეალური იყო...ვერ ვიჯერებდი რომ მისნაირ ბიჭს შეიძლება ჰყვარებოდა ჩემნაირი გოგო,გულის სიღრმეში ეჭვები მტანჯავდა თუმცა არსოდეს მას ეს არ შეუმჩნევია....ვუყურებდი მის ზღვისფერ თვალებს,და ვგრძნობდი,რომ ცოცხალი ვიყავი..ყველაზე მეტად მაშინ მიყვარდა,როცა ახალგაღვიძებული,ძილისგან დასიებულ ზღვისფერ თვალებს შემოვაგებებდა,ტუჩები ჩვეულებრივზე უფრო დიდი და წითელი ჰქონდა ამ დროს ,კანი კი უფრო თეთრი....ხშირად ღამე გამღვიძებია და მისთის უბრალოდ ყურება დამიწყია,მხოლოდ იმიტომ რომ დავრწმუნებულიყავი ის რეალური იყო და არა ჩემი წარმოსახვის ნაწილი....ზაფხულის ბოლოს თითქოს გაცივდა ჩემს მიმართ,ხშირად ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს,კომუნიკაციაც თითქოს შეგვიმცირდა,ამ დროს ბავშვებიც უკვე დაბრუნებულები იყვნენ...ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და ვერც მათეს ველაპრაკებოდი,ყოველთვის ჰქონდა მიზეზი შეხვედრისგან თვი დაეძვრინა და მხოლოდ ზარებით შემოიფარგლებოდა....ბოლო დროს მისი ხელი სულ უფრო და უფრო მანერვიულებდა,თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდებოდა...ეჭვები მღრღნიდა და ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვპოულობდი....
შუაღამეა,სახლში მარტო ვარ ,დაახლოებით ორი საათი იქნებოდა ,როცა კარზე ზარი გაისმა..შემეშინდა..გადავწყვიტე კარს არც მივახლოვებოდი ,თუმცა ზარის რეკვა კაკუნში და ბრახუნში გადაიზარდა,როცა გავიხედე დავინახე მათე,საშინელ მდგომარეობაში,ორივე მხრიდან ჩემთვის უცხო ბიჭებს ეჭირადთ,მაშინვე კარი ფართოდ გამოვაღე და სახლში შემოვუშვი....ბიჭებმა საწოლზე დააწვინეს და მითხრეს რომ ნასვამი იყო თუმცა აშკარად ძალიან ნერვიულობნდნენ,შეიძლება ითქვას რომ მათე გათიშული იყო....მაშინვე ქურთუკი შემოვიცი და ბიჭებს ვთხოვე სანამ მოვიდოდი მასთან დარჩენილიყვნენ,მაშინვე 24საათიან აფთიაქში გავიქეცი, რამდენიმე ფიზიოლოგიური ხსარი,რამდენიმე გლუკოზა,სისტემები და კათეტერი ვიყიდე...დავბრუნდი და ბიჭებიც მაშნვე წავიდნენ,აშკარად თავს არიდებნენ ჩემთან საუბარს და აშკარად აღელბეულები ჩანდნენ.... ხელები დავიმუშავე და მათეს მივუახლობდი,რომ კათეტერი ჩამედგა..მძიმეთ სუნთქავდა,პულსიც სუსუტი ქონდა,მაისურის მკლავები ავუწიე და ის რაც მის მარცხენა ხელზე ვნახე,შეცვალა ყვლაფერი,დაანგრია ჩემი ოცნების კოშკები და ვიგრძენი მთელი ამდენი ხნის ნაშენი კედელი როგორ ჩამომენგრა თავზე და როგორ დავიმარხე ამ ნანგრევებში....მზერა მოვაცილე,და მარჯვენა ხელზე დავიწყე კათეტერის ჩაყენება,საშინელი,დაჩეხილი და დაზიანებული ვენები ჰქონდა,თვალები ცრემლით მევსებოდა და პროცესს უფრო მირთულებდა,როგორც იქნა აკანკალებული ხელებით და ცრემლიანი თვალებით დავასრულე მანიპულაცია...ალბათ თქვენც კარგად მიხვდით ხომ არა მთვრალი არამედ კაიფში იყო....იმ ღამეს სამი ლიტრი ფიზიოლოგიური ხსნარი და ერთი ლიტრი გლუკოზა გადავუსხი.....მიუხედავად იმისა რომ მივხვდი,ყველაფერი თავზე დამენგრა,მივხვდი აღარაფერი იქნებოდა ისე როგორც აქმადე იყო,მივხვდი მთელი ამ დროის მანძილზე ზუსტად იმას მიმალავდა რაც ოდესღაც აუცილებლად გამანადგურბდა,გაანადგურებდ მასაც და ჩვენც,მაინც მთელი ღამე ლოგინთან ვიჯექი და ღმერთს მის გადარჩენას ვთხოვდი..ასეთ სიტუაციაში უკვე მეორედ ვიყავი და ზუსტად ამიტომ მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი,მეზიზრებოდა საკუთარი თავი,მეზიზრებოდა მათე...მთელი ღამე ერთი წამითაც კი არ მომიხუჭავს თვალი...დილით სამზარეულოშ ვიჯექი და ყავას ვსვამდი,კარისკენ ზურგით ვიჯექი,თუმცა ვიგრძენი,რომ ჩემს უკკან იდგა და მიყურებდა..ისე რომ მისთვის არც შემიხედავს ლაპარაკი დავიწყე:-შენი ნივთები მოაგროვე და წადი..
-რა ? ნანა ძალიან გთხოვ საშუალბა მომეცი აგიხსნა...
-არაფერის ახსნა არაა საჭირო,ყველაფერი ისედაც გასაგებია,-ჩემს წინ დგება და ვხვდები ყელში როგორ მეჩხირება ბურთი თუმცა მისთვის სისუსტის ჩვენებას არ ვაპირებ...
-ნანა,ყველაფერს აგიხსნი გთხოვ უბრალოდ მომისმინე..-მიახლოვდება და ჩემს სახეს ხელებში იქცევს,ვცდილობ თავი დავაღწიო მაგრამ ამაოდ-გთხოვ ნანა,ხომ იცი რომ მჭირდები,მომეცი უფრლება აგიხსნა,მჭირდები გესმის ...მჭირდები,რომ კარიგი ადამიანი ვიყო,მჭირდები,რომ ამ ყველაფერს თავი დავაღწიო...
-კი ნამდვილად გჭრდები,არასოდეს არ გითქვამს რო გიყვარვარ ,დიახ ზუსტად იმირტომ რომ კი არა გიყვარვარ გჭირდები,გჭირდები რომ წამალი აღარგაიკეთი,გჭრდები რომ ნარკომანი არ იყო,გჭირდები რომ წამალზე არ იჯდე (ზუსტად იმ სიტყვებს ვეუბნბოდი,რაც წამალზე დამოკიდებულებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ და გულს სტკენთ,და ხო მეც ეს მინდოდა,მინდოდა მასაც ისე სტკენოდა,როგორც მე)...შენ მე მთელი ამ დროის მანძილზე მიყენებდი მხოლოდ იმიტომ რომ გჭირდებოდი და არა იმიტომ რო გიყვარდი...გაეთრიე ჩემი სახლიდან და აქ მოსული აღარ დაგინახო..გაეთრიე-თავს ვეღარ ვაკონტროლებდი,თუმცა არ მიტირია,ბოლო ხმაზე ვკიოდი და ხო ის მართლაც წავიდა....
ზუსტად მაშინ როცა ის წავიდა მივხვდი,რომ ყველაფერი,რაც აქამდე ვაშენე თავზე დამენგრა,ვიგრძენი როგორ ამომაცალეს გული,ვიგრძენი რომ აღაფერი ვიყავი,ის წავიდა და მე ისევ ისეთ არარაობად დავრჩი როგორიც მაშინ ვიყავი სანამ მას შევხვდებოდი...მე დავკარგე არამარტო ის,არამედ საკუთარი თავიც...
ზუსტად ისეთ გოგოდ ვიქეცი ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი,პირველი ერთი თვის განმავლობაში სახლიდან გარეთ არ გავსულვარ....პირველი ერთი კვირის განმავლობაში კი ლოგინიდანაც არ ავდგარვარ....ერთადერთი რაც შემეძლო ტირილი იყო და ვტიროდი მეც დილიდან დაღამებამდე...ალბათ მე რომ მაშინ თამო და ანი არ მყოლოდნენ დღეს ვერც ამას დავწერი და საერთოდ ალბათ ცოცხალიც არ ვიქნებოდი....ერთი თვის შემდეგ მივხვდი რომ გოგოებიც ძალიან იტანჯებოდნენ და შევეცადე ისევ სოციუმში დაბრუნებას,მხოლოდ მათ გამო..ვიქეცი ისევ იმ ნანად,რომელიც აქამდე ვიყავი,მხიარული,გიჟი გადარეული,თუმცა არავინ,საერთოდ არავინ არ იცოდა რა ხდებოდა ჩემში ან რა ხდება ახლა...ყოველ ღამე ვტიროდი,და ყოველ დილით მაკიაჟთ ვმალაბდი ამოღამებულ თვალებს....
მონატრება ამოუხსნელი გრძნობააა,ეს ის გრძნობა,რომელსაც ვერაფრით ახსნი,ან კიდევ უარესი ყველას თავის ახსნა აქვს,ჩემთვს მონატრება არის ცრემლები,ტკივილი,რომელიც გულის ამოგლეჯით არის გამოწვეული,და ხო ეს არაა მეტაფორა ამ ყველაფერს რეალურად განვიცდიდი და დღემდე განვიცდი.....ხანდახან მგონია ხოლმე ყველაფერი მე თვითონ გამოვიგენ,რადგან ასეთ დასასრულს არ ვიმსახურბედით,ყოველ შემთხვევაში ის ურთიერთობა რაც გვქონდა ნამდვილად არ იმსახურებდა ამას...ყვეელაზე მეტად იმაზე მტკივა გული რომ მას არაფერი უცდია რომ გამოესწორებინა და დაამტკიცა ის რომ კი არ ვუყვარდი უბრალოდ ვჭირდებოდი რომ ამ წუმპისთვის თავი დაეღწია...მანადგურებს და ჭკუიდან მშლის იმის გაფიქრება რომ არასოდეს ვყავრებივარ,რომ ყველაფერი ტყუილი იყო,რომთავი შემაყვარა და ნაგავივით მომისროლა...ჭკუიდან ვიშლები როცა წარმოვიდგენ,რომ სხვა ნამდვილად შეიძლება შეუყვარდეს,სხვას ნამდვილი გრძნობით შეიძლება აკოცოს,შეეხოს,უყვარდეს...
მას შემდეგ ერთმანეთს არსად შევხვედრივართ...ერთითვის შემდეგ როცა ცხოვრებას დაუბრუნდა უტასგან გავგე რომ საფრანგეთში წასულა საცხოვრებლად...მეც რამდენიმე თვეში როცა გავანალიზე რომ საქართველოში აღარაფერი მაკავებდა,სასწავლებლად გერმანიაში წავედი...საქარველოში სამი წლის შემდეგ დავბრუნდი,ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი მეგორბის ცხოვრებაში უნმიშვნელოვანესი დღეს იყო....ანის და ვაჩეს ქორწილი,სადაც რა თქმა უნდა ვინ იქნება მეჯვარე თუ არა მე.....
ეპილოგი
გაზაფხულის უკანასკნელი დღე იწურებოდა...წვიმით ხვდებოდა ბუნება ზაფხულის დადგომას...ნაწვიმარ გზაზე მივდიოდი და საყვარელ სიმღერას ვუსმენდი..."ზებრასთან" შევჩერდი..მოულოდნელად,გამოჩნდა ბავშვი არსაიდან,რომელიც გზაზე გადარბენას ცდილობდა,ხელი მოვკიდე და შევაჩერე.შემობრუნდა და დიდი ზღვისფერი თვალები შემომაგება,თვალის გუგასთან მომწვანო ხაზები ჰქონდა,რომლებიც ზღვაში შეჭრილ და შორს წასულ გემებს მოგაგონებდათ...ტვინმა მოქმედება და წარსულის გახსენება დაიწყო,მივიდა დასკვნამდე,რომ ასეთი თვალები მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა,რომელსაც წლების წინ იცნობდა...ბავშვის დაკვირვება განვაგრძე-თეთრი კანი,სწორი ცხვრი და დიდი წითელი ტუჩები ჰქონდა...ფიქრებში წასული თითქოსდა ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლა:"გოგონა,დიდი მადლობა"-დაღლილი და სირბილისგან ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა მამაკაცს,რომელიც დღემდე თავდავიწყებით მიყვარს.....


მოკლედ,ვიცი ამ ისოტრიის დადება წლების წინ დავიწყე თუმცა,დასასრულიც მინდა რომ აქ იყოს,როგორც იცით ისტორია დაფუქნებულია რეალურ ამბებზე..არ მგოონია ბევრმა წაიკითხოს ან კიდევ ახსოვდეს ვინმეს უბრალოდ მინდა რომ აქ იყოს ..
პ.ს გიტოვებთ სიმღერის ლინკსაც შეგიძ₾იათ მოუსმინოთ
https://www.youtube.com/watch?v=Bv-1BnoB75k



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

მომეწონა ეს ისტორია თუმცა დასასრული დამაკლდა. უფრო მეტს ველოდი. რას ვი ზავთ ცხოვრება ყოველთვის ისეთი არაა როგორიც ჩვენ გვინდა. წარმატებები....

 


№2  offline წევრი Dr.writer

სტუმარი ხატია
მომეწონა ეს ისტორია თუმცა დასასრული დამაკლდა. უფრო მეტს ველოდი. რას ვი ზავთ ცხოვრება ყოველთვის ისეთი არაა როგორიც ჩვენ გვინდა. წარმატებები....

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent