შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღაზიის ბიჭი(თავი 1)


21-01-2022, 21:34
ნანახია 1 751

2018 წლის 1 თებერვალი.
მაღაზიაში დავბიდიალობ და სასუსნავების სექციისკენ მივდივარ, რათა საღამოსთვის პირის ჩასატკბარუნებლად სასუსნავები ვიყიდო. სალაროსკენ მიმავალი უცნობს ვეჯახები და ჩიფსები ხელიდან მიცვივდება, აკრეფაში მეხმარება, მე ბოდიშს ვუხდი და ზრდილობიანად ვუღიმი და უკვე სალაროსთან მისული გამყიდველს ფულს ვაწვდი. გზაში მიმავალს ანა მირეკავს და მეკითხება:
-სად ხარ?
-გზაში ვარ, მალე მოვალ.
-კარგი გელოდები, კომფორტულად მოვამზადებ და "ციდან სამ მეტრზე" ვუყუროთ.
-კაი წავედი.
საკანცელარიო მაღაზიაში შევედი კალმების საყიდლად, თვალიერებისას ვიღაცას შევეჯახე და ის აღმოჩნდა ვისაც სუპერმარკეტში დავეჯახე. ბოდიში მოვუხადე და გავიარე. ყიდვის შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე წავედი. უეცრად ფეხი გადამიბრუნდა და რომ არა მაღაზიების ბიჭი მწარედაც დავეცემოდი.
-ისევ შენ? მკითხა ოდნავ გაღიზიანებული ტონით.
-ისევ მე.
-რა გქვია?
-მე?
-ხო შენ, აბა ჩემს სახელს შენ ხომ არ გკითხავდი.
-ნია, ნია თამარაშვილი,მაგრამ რაში გაინტერესებს?
-ხშირად ვხვდებით და ურიგო არ იქნება თუ მეცოდინება შენი სახელი.
ამ დროს ავტობუსი მოვიდა ის კი საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ანასთან მივედი და ფილმს ჩავუჯექით.
დრო გადიოდა, მაღაზიების ბიჭი კი გონებიდან ქრებოდა. ზაფხული მოახლივდა, გაზაფხულის ბოლო დღეები იყო, მე კი თელავში ვიყავი. საღამოობით ხშირად ვსეირნობდი და ვამჩნევდი რომ ვიღაც მითვალთვალებდა.
2018 წლის 1 ივნისი.
საღამო ხანი იყო, მოედნიდან მოვდიოდი როდესაც ჩიხიდან წკმუტუნის ხმა გავიგე. ტელეფონის ფანარი ჩავრთე და ჩიხში შევედი, მეგონა ძაღლი იქნებოდა მაგრამ იქ ადამიანი იყო. ხმები შეწყდა, მე კი ადგილიდან არ ვიძროდი. უეცრად ვიღაცამ ნაჭერი ამაფარა პირზე. ავფართხალდი, ყვირილი ვცადე, თუმცა ჩემს ხმას ნაჭერი ახშობდა. ჩემს ხმას ფეხსაცმლის ქუსლის კაკუნით ვავრცელებდი. ნელ-ნელა ყველაფერი ბურუსმა მოიცვა, სხეული მომიდუნდა და სიშავეში გადავეშვი.
2018 წლის 2 ივნისი.
თვალები ნელა გავახილე და ნელა წამოვიწიე რადგან თავს სუსტად ვგრძობდი. ოთახს თვალი მოვავლე, ღია ფერებში იყო გაწყობილი იქურობა. გარეთ ბნელოდა. აშკარად ღამე იყო. საწოლიდან წამოვდექი და კარისკენ წავედი. გაღება ვცადე მაგრამ ჩაკეტილი იყო, ამიტომ დავაკაკუნე.
-არის აქ ვინმე? - დავიძახე ხმამაღლა თუმცა არავის უპასუხია. კიდევ რამდენჯერმე დავაკაკუნე, ისევ უშედეგოდ. დალოდების მეტი არაფერი დამრჩენოდა, ამიტომ ისევ დავწექი.
ცას ნელ-ნელა ეპარებოდა შუქი. რამდენიმე საათში კი(როგორც ამას საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე გვერდით მდგარ ტუმბოზე არსებული მაღვიძარა იუწყებოდა) გათენდა.
ცოტა ხანში კარები გაიღო და ოთაში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა ლანგრით ხელში. და ეს ბიჭი გავლენიანი ბიზმესმენის თამაზ ნახუცრიშვილის უმცროსი შვილი ნიკა ნახუცრიშვილი იყო.
-გამარჯობა! - მომესალმა ღიმილიანი სახით.
-გაგიმარჯოს! - ცივად დავუბრუნე პასუხი და სხვა მხარეს გავიხედე. ლანგარი ტუმბოზე დადო და მე დამიწყო ყურება. ცოტა ხანს ვითმინე, როცა ყელში ამომივიდა მზერე ვკითხე:
-რას მიყურებ?
-ყურება დანაშაულია? - კითხვა შემომიბრუნა.
-შენ მე მაშტერდები, გოგოზე მიშტერება კი დასჯადიაა. - ჩაეცინა.
-მე ვერ დამსჯი.
-რატომ? იმიტომ რომ გავლენიანი პირის შვილი ხარ?
-უკვე ვფიქრობდი რომ ვერ მიცანი.
-ის რომ გიცანი რამეს ცვლის?
-რა გჭირს? ძალიან გაღიზიანებული ხარ.
-სერიოზულად? გამიტაცეთ, აქ გამომკეტეთ და ახლა მეკითხები რა მჭირს.
-კარგი, კარგი დაწყნარდი, კი არ შეგჭამთ.
-მაშინ კითხვებზე მიპასუხე.
-ჯერ ჭამე.
-არ მშია, მე კითხვებზე პასუხები მჭირდება.
-თუ არ შეჭამ, შენი კითხვები უპასუხოდ დარჩება. - მითხრა და ცხვირზე თითი დამკრა.
-კარგი ხო. - ვთქვი და ღრმად ამოვისუნთქე, შემდეგ კი უხალისოდ დავიწყე ჯერ კიდევ თბილი კვერცხიანიპურების ჭამა. ის კი ოთახიდან გავიდა და კარი ჩაკეტა.
უხალისოდ დავასრულე ჭამა და დაველოდე როდის დაბრუნდებოდა ბატონი ნიკოლოზი. დიდხანს ლოდინი არც მომიწია, მალევე გაჩხაკუნდა კარი და შემოვიდა. უხმოდ აიღო ლანგარი და გასვლა დააპირა.
-მოიცადე! - მოტრიალდა და შემომხედა. - მგონი დაგავიწყდა რომ კითხვებზე პასუხი უნდა გამცე, როგორც წეღან თქვი.
-პატარა შესწორება. მე ვთქვი რომ შენი კითხვები უპასუხოდ დარჩებოდა თუ არ შეჭამდი,მაგრამ, არ მითქვამს რომ აუცილებლად გიპასუხებდი. ასე რომ. - მითხრა და გავიდა.
-ჯანდაბა. - რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე. - ესეიგი ასე არა, კიბატონო, როგორც გინდათ. გადავალ მოქმედებაზე. - გარდერობთან მივედი და გამოვიღე. ჩემდა საკეთილდღეოდ იქ ბოტასები იყო და არამხოლოდ. სასწრაფოდ ჩავიცვი და კარი გამოვაღე. ჩუმად გავედი სახლიდან, მის უკან არსებულ ბაღში წავედი და ერთ-ერთ ხეზე ავედი. დაახლოებით ნახევარ საათში ხმაური ატყდა და გარკვევით გავიგონე ნიკას ნათქვამი - მოძებნეთ. - მალევე გაისმამანქანების ხმა, შემდეგ კი ყველაფერი მიჩუმდა. ფრთხილად ჩამოვედი ხიდან და ოთახში ავედი. ბოტასები თავის ადგილზე დავაბრუნე ისევ ჩემი ქუსლიანები ჩავიცვი. რამდენიმე საათში მანქანები დაბრუნდნენ და ხმებიც გაისმა ქვედა სართულიდან. ქვემოთ ჩავედი, ხმებსაც გარკვევით ვარჩევდი.
-როგორ თუ არსად არის? რა მიწამ უყო პირი თუ აორთქლდა? - ლაპარაკობდა ვიღაც გაბრაზებული ხმით.
-არ ვიცი არა, ყველგან ვეძებეთ, დაცვასაც არ დაუნახავს. - ნიკას ხმა ვიცანი. კიბეზე ჩამოვედი, ქუსლების კაკუნზე ყველამ გამოიხედა, გარდა ერთისა. დაგვიანებით მანაც გამოიხედა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ის იყო, ის მაღაზიის ბიჭი იყო, ის ანდრეა ნახუცრიშვილი იყო.
-სად იყავი? - პირველი ნიკა მოვიდა გონს.
-სახლში.
-სახლში არ ყოფილხარ.
-კონკრეტულად სახლში არა, ბაღში ვიყავი. - ნიკას სიცილი აუტყდა.
-ბაღში, ბაღში რათქმაუნდა ბაღში. -აშკარად ეს სიცილი სიმწრის იყო. -კარგი, მოდი დაჯექი. ოთხივე დავსხედით. ხმას არც ერთი იღებდა მე კი მათზე დაკვირვებას განვაგრძობდი. ოთხივე მაღალი, კარგი აღნაგობის იყო. ნიკა და ილია ცისფერი თვალებით და კურნოსი ცხვირით. ლაშა ყავისფერი თვალებით, სწორი ცხვირით, დაბალზე მოშვებული წვერით და სერიოზული სახით. და ის, მაღაზიის ბიჭი, ანდრეა - შავი თვალებით, სწორი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, ოდნავ გრძელი თმით და ზესერიოზული ოდნავ გაბრაზებული სახით. საინტერესოა, ჩემზე ასე ძალიან როტომ ნერვიულობენ? რიგ-რიგობით ადგნენ და ზემოთ ავიდნენ. ცოტახანს ისევ იქ ვიჯექი, მერე ოთახში ავედი.



№1 სტუმარი Mari

ჯერ ჯერობით ძალიან პატარა იყო და ვერც კი შევაფასებ. ვნახოთ რა მოხდება . თავებიც გაზარდე. წარმატებები

 


Mari
ჯერ ჯერობით ძალიან პატარა იყო და ვერც კი შევაფასებ. ვნახოთ რა მოხდება . თავებიც გაზარდე. წარმატებები

მადლობა
--------------------
ა. ლიპარტელიანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent