შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცარიელე


2-02-2021, 21:06
ნანახია 1 696

ცარიელი ვარ ახლა ისე როგორც არასდროს,
შემომეცალა ყველა სხივი სულის ფსკერიდან.
უნდა დავლიო, გამოვთვრე და მეტად განვავრცო,
როგორ რთულია ეცლებოდე შენს თავს ხელიდან.
როგორ რთულია ენდობოდე ირგვლივ არავის,
თრთოდე... ღელავდე, როცა ირგვლივ ყველა მშვიდია.
შემომეჩვია უგზო-უკვლოდ გზაზე წანწალი
და ბოდიშს ვუხდი სიცივისთვის ყველა ჩემიანს.
ბოდიში მათაც უნებურად ვისაც ვატკინე,
უპასუხობით... უხეშობით...
მძიმე ტვირთი ვარ! ...
შენც მაპატიე ზღვა ღიმილით გზა თუ დაგიგე
და ამავ გზაზე შენ გტოვებ და სხვისკენ მივდივარ.
ცარიელი ვარ ახლა ისე, როგორც არასდროს,
ვერსად ვივსები, სინანული სულზე მაწვება.
გათენებისას კარგად ყოფნას ისევ ვთამაშობ
და ამ თამაშში ვერც კი ვიგებ როდის ღამდება.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ძალიან ლამაზი ლექსია.

 


№2 სტუმარი სტუმარი davit

ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent