შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსხვერპლი (სრულად)


21-01-2022, 21:42
ავტორი du-da
ნანახია 21 632

მაგიდაზე დახვავებული გაუხსნელი საქმეების ფაილებს დაღლილმა გავხედე.მეც არ ვიცი ,რატომ მომინდა ძველი საქმეების გახსენება.ყველა მკვლელობა რაღაცით ერთმანეთს გავს.მე მაკრინე აბაშიძე ვარ გამომძიებელი.ერთადერთი ქალი ვარ განყოფილებაში.თუმცა გამიმართლა რადგან აქ ყველა ჩემი უახლოესი მეგობარია,უფროსიდან დაწყებული ჩემი პარტნიორით დამთავრებული.შეიძლება ითქვას ერთი დიდი ოოჯახი ვართ,სწორედ ამათმა გადამატანინეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ტრაგედია.ალბათ ჩემი პროფესიის დამსახურებაც იყო თუმცა მაინც გვერდში დგომა ყველაფერს ცვლის.ფიქრებმა წარსულში გადამაგდო სადაც კარგი არაფერი მახსენდება, გარდა იმისა რომ "მკვლელი ვარ"ხო გიკვირთ? სამი წლის წინ საკუთარ ქორწილში, ქმარი მოვკალი.კაცი რომელიც სიცოცხლეს მერჩია ჩემი ხელით გავისტუმრე იმ ქვეყნად და ჩემი სულის ნაწილიც გავაყოლე.რატო? თბილისში გამოჩნდა მანიაკი, რომელიც ახალგაზრდა გოგოებს იტაცებდა და კლავდა.იმ დღეს როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, შემზარავი საიდუმლო გავიგე, მკვლელს მივაკვლიე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკუთარ ქორწილში ჩემს გვრდით მჯდომი ქმარი აღმოჩნდა.ფიქრი კარის ხმამ გამაწყვეტინა.ინტინქტურად მოვიწმინდე ცრემლები და კაბინეტში შემოსულ სანდროს გავუცინე.
-მაკრინე რა გჭირს?
-რა მჭირს? ვცადე მხიარული ხმა მქონოდა.
-არ გინდა, თვალები წითელი გაქ, შენ რა იტირე?
-საიდან მოგაქ ეგეთი რაღაცეები?უბრალოდა ფაილებს ვახარისხებდი და თვალები ამეწვა.
-მატყუებ გოგო?ტონს აუწია სანდრომ.
-შენ მგონი კუნთებს იბერავ და ტვინს სპორტ დარბაზში ტოვებ.რა გაყვირებს ერთი?
-მაკრინე.სიმკაცრე შეეპარა ხმაში ბიჭს,იცოდე თუ რამე ხდება და დამიმალავ, ხომ იცი არასდროს გაპატიებ.თითი გამომცდელად დამიქნია.
-ვაიმე სან, გეყო რა.ხელი ავუქნიე და ფეხზე წამოვდექი.ვიცოდი ხვდებოდნენ როგორ მტკიოდა და როგორი დიდი მონდომებით ვთამაშობდი მაგარი გოგოს როლს.
-ხომ იცი,შეგიძლია მითხრა.ხელი მომხვია და მიმიხუტა ბიჭმა.
-ვიცი, მაგრამ მართლა არაფერი არ ხდება.ეხლა გამატარე აეროპორტში უნდა წავიდე.
-შენ ხვდები?
-მაქვს პატივი, თან ის ყბედი თემო მომყვება.
-ძალიან კარგი ადამიანია და გამოცდილი კადრია.
-მაინც ვერ გავიგე რა დაილია ქართველი გამომძიებლები უცხოელები რომ არ დავასაქმოთ?
-ვაიმეე მაკრინე ეგ მიშომ არ გაგიგოს.ძლივს დაითანხმა ეგ ბიჭი აქ მუშაობაზე.
-კარგი, კარგი წავედი თორე შემჭამთ თქვენ.თავი გავინთავისუფლე მისი ძლიერი მკლავებიდან და ქურთუკს დავწვდი.
სანდრო ის ადამიანია, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია.სულის ნაწილიო რომ იტყვიან სწორედ ისაა.ძმასავით მყავს,განყოფილებაში ყველამ იცის ჩვენი გიჯური მეგობრობის შესახებ.ჩვენი უფროსიც ასევე სამეგობროს წევრია,მაგრამ ეს ყველაფერი სამუშაო დღის ბოლოს მანამდე ჩვეულებრივი თანამშრომლები ვართ.



* * *
თემომ მანქანის კარი გამიღო და გამიცინა.რატომღაც არასდროს მომწონდა ამ ბიჭის მზერა ჩემს მიმართ.სასწაულად მძაბავდა.
-აბა მაკრინე წავიდეთ?
-თემო ეხლა გთხოვ, ნუ დამღლი კარგი?
-ოჰ ქალბატონი ჩვეულ ფორმაშია,დღეს ვინ გაგბრაზა?
-თემო გეყოფა.
-კაი ხო რა იყო?ისე ნეტა ეს ჩვენი ახალი თანამშრომელი როგორი ტიპია?
-არ ვიცი."ეს დღეს არ გაჩუმდება"გავიფიქრე და ფანჯრისკენ მივტრიალდი.
-ეხლა თუ გაიჩითა საყურით ან მოტკეცილი შარვლით,ან სულაც განსხვავებული ორიენტაციის .აი მერე ნახე მიშოს გადარევა.
-რა აზრები გაწუხებს ადამიანო?აშკარად მაღიზიანებდა ეს ბიჭი.როგორ გგონია ეგეთ ადმიანს მოიწვევდა მიშო სამუშაოდ?
-არ ვიცი, ჩემ აზრს ვაფიქსირებ.ისე რა ქვიაო რა გვითხეს?
-ლუკას ფალიანი.ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-ერთი დალაგებულიც ეგ იქნება.გააიცინა თემომ და გაზის პედლას ფეხი მიაჭირა.

* * *
სანდრომ კაბინეტის კარი შეაღო და მიშოს გაუცინა.
-შეილება შეფ?
-ნუ მაიმუნობ, შემოდი.
-რა ვქნათ დღეს ,ბიჭებმა არ დავლიოთ?ლუკას ჩამოსვლა არ ავღნიშნოთ?
-მაგას თქმა რათ უნდა სანდრო? წავიდა მაკრინე უკვე?
-კი წაიყვანა თემომ,ისე რაღაც მინდოდა მეთქვა.
-გისმენ, რა ხდება?
-მგონი ეგ ქალბატონი, რაღაცას მალავს,დღეს კაბინეტში ნამტირალვი დამხვდა.
-რამე მოხდა?დაიძაბა ფილფანი.
-არაფერიო ასე მიპასუხა და აღარ ჩავაცივდი,მაგრამ მაგიდახე გაუხსნელი საქმეები ეწყო,მეშინია რამეს არ მიაგნოს.
-ვერაფერს ვერ იპოვნის,მაგრამ ეგ ამბავი მეც მაწუხებს .ხოდა დღეს ეგეც წავიყვანოთ ჩვენთან ერთად, ცოტას გულს გადააყოლებს და მეც მშვიდად ვარ ჩემს გვერდით როა.
-კარგი აზრია ,თუ უარი არ გვითხრა.
-მაგას ვინ კითხავს?ხო არ გავიწყდება აქ უფროსი ვინ არის?გაეცინა მიშოს.
-ოჰ როგორმე, ხშირად შემახსენე.კარგი წავედი და საღამომდე შემოგივლით.

თვითმფრინავმა დააგვიანა.მოუთმენლად ვცემდი ბოლთას მოსაცმელში და ვატყობდი მოთმინება მელეოდა.
-არა, მაინც სად დაიკარგა, ეს ჩვენი ბიჭი ნეტა?
-ვიმე თემო, შენ მაიინც გაჩუმდი რა.მობეზრებულმა გავხედე.
-იმედია ღირს ლოდინათ,მაინც წაკბინა ბიჭმა.
-იცი რას გეტყვი? სულ რომ მართლა ისეთი იყოს, როგორც შენ ამბობ მაინც სტუმარია გასაგებია?არაფერი შეიმჩნიო და კაცს ჩვენზე შთაბეჭდილება არ დააკარგინო.
-კაცს?იმედია მართლა კაცია.ჩაიცინა თემომ.
უცბ გამოსასვლელში ხმაური ატყდა და ხალხის ნაკადიც გამოჩნდა.თემომ წინასწარ დაწერილი ტრაფარეტი მოიმარჯვა და აშკარად განსხვავებული გარეგნობის ბიჭს დაუწყო ძებნა. უცებ ჩვენს წინ ჯინსის შარვალსა და მოტკეცილ მაისურში გამოწყობილი გოლიათი გაჩერდა. გაკვირვებულმა ავხედე კუნთების გროვას და თვალები შუბლზე ამივიდა.ინსტინქტურად გავხედე თემოს ისიც ყბა დაღებული მისჩერებოდა. აშკიარად არ გაუმართლა მოლოდინმა.ბიჭს ოდნავ გავუღიმე და ინგლისურად მივმართე.როგორც კი დავრწმუნდი რომ ნამდვილად ის იყო ერთ გადახარხარებას არაფერი მერჩია.თავით ვანიშნე რომ გამოგვყოლოდა და გასავლელისკენ დავიძარი.როგორც კი მანქანაში მოვთავსდით საეჭვოდ გაჩუმებულ თემოს გავხედე და გამეცინა.
-განსხვავებული ორიენტაციაო ხო თემო?მოტკეცილი შარვალი და საყურეო? რაღაცა მხნედ აღარ გამოიყურები.
-გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს,არ გამიგოს, თორე ამას კი ვეყოფი ერთ ლუკმად.
-ხო ვატყობ, დაკარგე ის ომახიანობა აქამდე რაც გქონდა,
-არა რა, ასეთი მწარეს, შენ რა გაგათხოვებს?
თემო უნებურად ჩემს ჭრილობებს შეეხო,გული სასწაულად ამიჩქარდა.
-მე უკვე გათხოვილი ვარ.კბილებში გამოვცარი და მომინდა იქვე მომეკლა ეს არამკითხე მეამბე.
-ქვრივი ხარ, როგორც მახსოვს. აგრძელებდა ჩემს ნერვებზე თამაშს.
- თემო გეყოფა, უცხო კაცია აქ.
-უცხოა თორე, არ გაიგოს რა.ისე უნდა იცოდეს რა მაგარი ვინმე ხარ, რომ ზედმეტები არ მოუვიდეს, სადაც საკუთარ ქმარს ესროლე სხვას რას უზამ?
-გააჩერე მანქანა.საკმოდ მკაცრი ტონით მივმართე.
-რატო?
-გააჩერე ეხლავე.ღიმილიანი მზაერა გავაპარე სტუმრისკენ საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას და გამიხარდა, რომ ქართული საერთოდ არ ესმოდა.თემომ მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და გააჩერა,
- ეხლა კარგად მომისმინე და მეორედ ამის თქმა შენთვის არ დამჭირდეს თორე სხვანაიარად გეტყვი.შენ არავინ არ ხარ ჩემი და არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო.მერე მეორე არც შენი ერთი ადგილის საქმე არ არის მე რა გავაკეთე და რა არა და მესამე კიდევ ერთხელ, რომ გაიხსენო ეს ამბავი ხუმრობითაც კი იცოდე შენც იმის გზას გაგიყენებ გასაგებია?ალბათ საკმაოდ გაბრაზებული სახე მქონდა, რადგან გაოცებული მიყურებდა თემო.
-ხო კარგი, ბოდიში უნებურად თუ გაწყენინე. ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა და მანქანა დაძრა.
-შენ ეს განყოფილებაში წაიყვანე და მე აქ ჩამომსვი.
-მიგიყვან სადაც მიდიხარ, შემრიგებლური გაუხდა ტონი ბიჭს.
-არ მინდა, ჩემითაც მივაგნებ, ბიჭებს უთხარი რო მალე მოვალ.

* * * *
ლუკამ დაკვირვებით დაათვალიერა განყოფილება და როგორც კი ნაცნობ სახეს თვალი მოკრა მაშინვე მისკენ დაიძრა.
-სან.
-ლუკა მოდი აქ.დიდი ხნის უნახავ მეგობარს ჩაეხუტა სანდრო.რომ იცოდე როგორ მიხარია.
- მეც მიხარია, თქვენი ნახვა.
-წამო კაბინეტში.მხარზე ხელი დაკრა და წინ გაატარა,საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება გაოცებული თემოსთვის, რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებდა ქართულად ამეტყველებულ იტალიელს.საკმაოდ ბევრ რამეზე ისაუბრეს ბიჭებმა.მიშომ თითქმის ყველაფერი გააცნო, რაც უნდა სცოდნოდა.
-ეს კარგი და მაკრინე სადაა? საათს დახედა სანდრომ.
-მაკრინე ვინ არის? იკითხა ლუკამ.
-აეროპორტში რომ დაგხვდა,დაუძახე შემოვიდეს,უნდა გაგაცნოო.
-ჩვენთან ერთად არ მოსულა.
-ვერ გავიგე?
-მაგან და იმ ბიჭმა იკამათეს,საჭესთან ვინც იჯდა და შუა ქალაქში გადავიდა მანქანიდან.
-თემო შემოიყვანე.სიბრაზისგან ძარღვები დაებერა მიშოს.

* * * *
ფრთხილად გავიარე საფეხურები და მის საფლავთან შევჩერდი.
-დანაშაულია აქ რომ ვარ.რომ გიყურებ ეგეც კი გულს მირევს.მაქედანაც არ მაძლევ მშვიდად ცხოვრების საშუალებას ,შანსს არ უშვებ ხელიდან შენი თავი რომ არ შემახსენონ.არადა როგორ ვცდილობ რომ დაგივიწყო. გაქრი ჩემი ცხოვრებიდან თავი დამანებე,ჩემს სიზმრებსაც შეეშვი და ნუღა მაწუხებ.ცხოვრებ მინდა, სუნთქვა მინდა თავისუფლად. ყველა იმას ვიღებთ რაც დავიმსახურეთ,ხოდა შენც დამსახურებულად წევხარ მანდ,ნუ გგონია როდესმე ვინანებ ამ საქციელს, ადრეც უნდა მომეკალი, ეჭვი რომ გამიჩნდა შენზე, მაშინვე უნდა დამემთავრებინა ეს საქმე.ცრემლები ხელის გულებით შევიმშრალე და ჩქარი ნაბიჯით გავიქეცი გასასვლელისკენ.ჩემს ბედად ტაქსმა გამოიარა სწრაფად შევხტი მანქანაში და მძღოლს განყოფილების მისამართი ვუკარნახე.
* * * *
-სად არის მაკრინე?
- არ ვიცი.გაფითრდა თემო.
-როგორ არ იცი, შენთან ერთად არ წამოვიდა?
-ხო, მაგრამ სადღაც წავიდა მერე და დაგიბარათ მალე მოვალო.
-ნუ მებავშვები, ტონს აუწია მიშომ რა უთხარი?
-რა უნდა მეთქვა, არ იცნობთ მაკრინეს? თავს დააჩაგვრინებს ვინმეს? მითუმეტეს მე?
-თემო, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას,საუბარში სანდრო ჩაერია.
-ხო კარგი, ნუ მიყურებთ მკვლელი სახით. გადავამლაშე და მის ქმარზე ვეხუმრე.
- რა ქენი? ფეხზე წამოდაგა სანდრო, რას ქვია ეხუმრე ,შენ სულ გამოშტერდი ბიჭო?
-ტონს დაუწიე ,არანაკლებ გაბრაზდა თემოც და ფეხზე წამოდგა.
-ეხლა ტონს კარგად დაგაწევინებ.იყვირა სანდრომ და თემოსკენ გაიწია ,თუმცა მოვასწარი და შუაში ჩავუდექი.
- გეყოფა სან, მისი ბრალი არაა.
-მაკრინე? სად იყავი?
- თემო გადი,მივუბრუნდი ბიჭს,ჩემდა გასაკვირად დამემორჩილა და გარეთ გავიდა.
-რა გჭირს შენ? როდიდან ჩხუბობ თანამშროლებთან? მივუბრუნდი ნაწყენი ტონით.
-სად იყავი? კითხვა ამჯერად მიშომ გამიმეორა.
- საქმეზე.
-რა ქვია მაგ საქმეს?
- დაკითხვაზე ვარ? სირცხვილია ამ უცხო კაცთან, გეყოფათ ეხლა.
-ვინაა გოგო უცხო? გაეცინა მიშოს ეს ჩვენი ძმაა.
-მართლა? გაკვირვებულმა გავხედე სავარძელში მოკლათებულ შვარცნეგერის ახლო ნათესავს.როდიდან გყავთ იტალიელი ძმები?
-დავიჯერო ასე ვგავარ იტალიელს? გაისმა მისი პირიდან ნათქვამი ქართული წინადადება და დამეფიცება, რომ ადგილზე მოვკვდი.ჯერ გაოცებისგან და მერე სირცხვილისგან, როგორც კი გამახსენდა, რომ მანქანაში ყველაფერი მოისმინა.
-თქვენ გადაირიეთ? მივუბრუნდი ბიჭებს, რატომ არ მითხარით თუ ქართველ იყო?
-რას შეცვლიდა?
-ბევრ რამეს, ხომ იცი არ მიყვარს ეს მოულოდნელი სიურპრიზები.კაცს თურმე ქართული ესმის და ჩვენ კიდე.უცებ გამახსენდა გეი, რომ ვუწოდე და სიცილი ამიტყდა.
-რა თქვენ კიდე? ჩამეძია სანდრო.
-არაფერი არაფერი,როგორც ჩანს ჩემს გასაგიჟებლად ხართ აქ.წავედი საქმეები მაქვს.
- მაკრინე.
-გისმენ მიშო.
-თვალებზე გეტყობა სადაც იყავი და ამ საკითხზე მერე ვისაუბრებთ.საღამოს არაფერი დაგეგმო, ბარში მივდივართ,ლუკას ჩამოსვლას ავღნიშნავთ.
-მერე მე რა შუაში ვარ? ხომ იცი,არ მიყვარს ეგეთი ადგილები.
- მე არაფერი მიკითხავს შენთვის,გაქრი ეხლა აქედან და 2 საათში მზად იყავი.
ნერვებმოშლილმა დავტოვე კაბინეტი და ჩემი ოთახისკენ გავაბოტე. მეორე სიურპრიზი იქ დამხვდა, ჩემ პირდაპირ ახალი მაგიდა იდგა.გუმანით მივხვდი ვის ეკუთვნოდა და ნერვიულობისგან ჩამეცინა.თუმცა ეგეც არ დამცალდა, კარი გაიღო და ლუკა შემოვიდა.
-ესეიგი განსხვავებული ორიენტაციის გეგონე ხო? დაიჩურჩულა ჩემს ყურთან,მოულოდნელობისგან შევხტი.
-დისტანცია დაიცავით ბატონო ლუკა,ვგონებ საკმარისი უნდა იყოს თქვენთვის, რაც მანქანაში მოისმინეთ.
-რაღაც განსაკუთრებული არაფერი მახსენდება.ძალიან კი შეგიშინებია აქაური თანამშრომლები.
-ჩემგან თავი შორს დაიჭირე,გასაგებია?
-რომ არ მთხოვო, ისედაც მაგას ვაკეთებ.ჩემს გემოვნებაში არ ჯდები ერთი და მეორე ვერც მეგობრების კატეგორიას აკმაყოფილებ ეკლიანო.სანამ რამეს ვუპასუხებდი უკვალოდ გაქრა .ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე.
-გილოცავ მაკრინე, სრული ბედნიერებისთვის ესღა გაკლდა.
მთელი დღე თავაუღებლად ვმუშაობდი და ვცდილობდი ლუკას ყოფნა ოთახში არ შემემჩნია.თუმცა ჩემდა გასაკვირად საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას და ცოტა მოვეშვი.გონზე კარის ხმამ მომიყვანა.
-აბა რას შვებით? მხიარულად წამოიძახა სანდრომ.
-ვმუშაობთ, რა უნდა ვქნათ?
-მიკვირს ორივე რომ ცოცხლები ხართ.გაეცინა წიკლაურს.
-ეხლა აქედან თუ არ გაქრები,შენ ნამდვილად აღარ ჩაეწერები ცოცხლებში. თვალები დავუბრიალე მეგობარს.
- მისმინე პროტესტის გარეშე,1 საათში მზად იყოსო, მიშომ შემოგითვალა.
-მე არსად არ მოვდივარ, არ დაიწყოთ ეხლა ბევრი ლაპარაკი.ჯერ ერთი,საქმე მაქვს, მერე მეორე, ასე ვერსად ვერ წამოვალ და მესამეც,თქვენი მეგობარი ჩამოვიდა, მე რა შუაში ვარ?
-რას ბოდავ ეხლა არ გადამრიო. შენ რომ ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ, არ გახსოვს?
-სწორი შენიშვნაა,თქვენი მეგობარი, ასე რომ თავი დამანებე რა.
-სად იყავი დღეს? თემა შეცვალა სანდრომ.
-ეხლა ეგ რა შუაშის? ჩვენ მგონი სხვა თემაზე ვსაუბრობთ.ეგეც რომ არა პატარა ბავშვი ვარ რომ კუდში დევნა მჭირდება?
-მიპასუხე რომ გეკითხები, ვინერვიულეთ და შენ პასუხსაც არ მცემ.
-მისმინე სანდრო, მიზანშეწონილი არ არის უცხო კაცის წინ ასე მესაუბრო, საერთოდაც აქ მგონი დასაპატიჟებლად მოხვედი და საერთოდ სხვა რაღაცაზე მელაპარაკები.
-ხომ იცი, მაინც მოგიწევს მაგისი თქმა და ლუკა კიდე უცხო არაა.
-მოდი მე გავალ.ხმა ამოიღო ჩუმად მჯდომმა ფალიანმა.
-დარჩი, ჩვენ ყოველთვის ერთი გუნდი ვიყავით და ეს ქალბატონიც ჩვენი გუნდის წევრია.ამას მოსწონს თუ არა ერთმანეთის პრობლემებს ყოველთვის ერთად ვაგვარებთ,
-შენ თვლი, რომ მე პრობლემა მაქვს რამე?რა დაგემართათ ხალხო?ისე მესაუბრებით და მექცევით, თითქოს საკუთარი თავის დაცვა არ შემეძლოს.ან რამე უნდა მოხდეს. აღარ დაიღალეთ ამ უაზრო კონტროლით? ვიცოდე მაინც ,ვისგან მიცავთ ასე.
-ერთხელ მოგეცით უფლება, შენს საქმეში რომ არ ჩაგვრიე და ხომ ნახე რაც მოხდა? წამოსცდა სანდროს და ვერ გაიაზრა, ისე მატკინა გული.არასდროს მოსწონდათ ბიჭებს გეგი, უბრალოდ ჩემი ხათრით იტანდნენ.
- მისმინე მაკრინე, მაპატიე არ მინდოდა.ჩემსკენ წამოიწია სანდრო.
-ყველაფერი კარგადაა.ვცადე ხმა გამეკონტროლებინა.უთხარი მიშოს რომ არ მოვდვარ.
- მაკრინე.
-გამიშვი სან,არ მწყინს, მართალი ხარ.თავის დროზე რომ დამეჯერებინა თქვენთვის, დღეს უფრო იოლად ვიცხოვრებდი.გაინტერესებს სად ვიყავი? მის საფლავზე, ვთხოვე ცხოვრების საშუალება მომცეს,მაგრამ ის არაფერ შუაშია,თქვენ არ მაძლევთ საშუალებას დავივიწყო.
ოდნავ გადავიწიე გაშეშებული ბიჭისკენ,ლოყაზე ვაკოცე და სანამ რამეს მეტყოდა მანამდე გავქრი ოთახიდან.
ერთმა კვირამ სრულ სიმშვიდეში ჩაიარა.ჩემდა გასაკვირად ლუკა დილით მოდოდა და მთელ დღეს ჩუმად ატარებდა.მხოლოდ ბიჭებს ეკონტაქტებოდა.დილით ჩვეულებრივად საკმაოდ ადრე მომიწია სამსახურში მისვლა.მშვიდად შევაღე კაბინეტის კარი და მაგიდაზე დადებულმა კონვერტმა მიიქცია ჩემი ყურადღება.გაკვირვებულმა შევათამაშე წერილი ხელში და ფრთხილად გავხსენი.ინტინქტურად წამოვხტი ფეხზე და ფურცელი ძირს დამივარდა.ვერფრით შევძელი აკანკალებული ხელების გაჩერება,ჯერ კიდე მიტრიალებდა თვალწინ წერილის შინაარსი "მოგენატრე ფერია?" ასე მხოლოდ გეგა მეძახდა.თავში ყველაფერი ამერია.გიჟივით დავდიოდი ოთახში და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი.
- არა ეს ხუმრობაა, ვიღაცა ცდილობს გამაბრაზოს,ის ხომ მოკვდა? ჩემი ხელით მოვკალი, არ არსებობს, ამას ვერ დაწერდა.
-მშვიდობა გაქ? ლუკას ხმამ რეალობაში დამაბრუნა.გაოცებულმა გავხედე.
-როდის მოხვედი?
-ეხლა, რა იყო? ეჭვის თვალით შემომხედა, კარგად ხარ?
-მარტო ხარ? კითხვა შევუბრუნე.
-არა, დამკვრელები მახლავს და გარეთ მელოდებიან,რამ გადაგრია ამ დილაუთენია?
-ბიჭებიც მოვიდნენ?
-კი, ერთად შემოვედით.გამაგებინებ თუ არა რა გჭირს?მაშინებ იცი? შეშლილის სახე გაქ.ირონიულად ამათვალიერა.
-იქნებ და ვარ კიდეც.ნერვიულად გამეცინა და წერილს დავწვდი.
-მოიცა სად მიდიხარ?ასე განყოფილებაში ვინმემ რომ დაგინახოს შეაშინებ.თავი მაინც მოიწესიგე ცოტა.
- შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო?
-მთხოვ რამეს? რადგან მაგას მოვესწარი, მაგაზე უარს როგორ გეტყვი?
-სთხოვე მიშოს და სანდროს აქ შემოვიდნენ.
-კარგი, დაწყნარდი მივდივარ უკვე.დაჯექი შენ და მოვიყვან ბიჭებს.
ხუთ წუთშიი სამივე ჩემს წინ ისხდნენ და არანაკლებ გაოცებულები მისჩერებოდნენ წერილს.
-ეს რას ნიშნავს? ხმა ამოიღო სანდრომ.
-მეც ეგ მაინტერესებს.ხმა ამიკანკალდა.
-არა, შინაარსს ვერ მივხვდი,შენ რა შუაში ხარ?
-თავს იდებილებთ? ასე გეგი მეძახდა დაგვიწყდათ?
მიშო გაფითრდა,ცოტა ყურადღებით რომ ვყოფილიყავი აუცილებლად შევამჩნევდი ,როგორ გადახედეს ერთმანეთს.
-იხუმრა ვინმემ ალბათ, ხომ იცი რო ეგ შეუძლებელია?
-ვიცი და სწორედ ეგ მაგიჟებს, ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ამის გაკეთება?
-დაწყნარდი შენ, გავარკვევთ ყველაფერს.ხელი მომხვია სანდრომ და გულზე მიმიხუტა.
-ლუკა ,შეგიძლია მაკრინე სახლში წაიყვანნო?
-არ მინდა სახლში.
-დღეს გასვენებ და ნუ მეჯიუუტები, მოემზადე და წაგიყვანს ლუკა.
-მეთვითონ წავალ. ფეხზე წამოვხტი და ქურთუკი ავიღე.
-არ ვიკბინები, ნუ გეშინია.ირონიულად გამიცინა ფალიანმა და კარი გამიღო.
* * *
სანდრო ნერვიულად დადიოდა კაბინეტში და ხელებს აწვალებდა,
-დაჯექი თუ ძმა ხარ ,უარესად ნუ მანერვიულებ.
-ნეტა გავიგო ვინაა ის უბედური, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს.
-ხომ იცი, რომ გავიგებთ?მთავარია მაკრინე იყოს მშვიდად.მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ.
-რაზე?
-როგორ მოხვდა წერილი განყოფილებაში?
-იქნებ, აქ მუშაობს ის ვიღაც?
-სანდრო ხვდები რას ამბობ?აქ უამრავი ხალხი მუშაობს, ვის გინდა ხელი დაადო?
-მგონი დროა მაკრინემ სიმართლე გაიგოს,ამოიოხრა წიკლაურმა.
-სულ გადაირიე ხო? ძლივს გადახარშა ეს ამბავი და ეხლა კიდე იგივე უნდა გაიაროს?
-გიფიქრია რას იგრძნობს, როცა გაიგებს?
-ვერ გაიგებს, მოვკვდები და მის დაწყობილ ცხოვრებას არავის ავარევინებ.ჩადი კადრებთან და ვიდეო თვალის მასალა ამომიტანე.ყველაფერი უნდა ვნახო.ვიღაცა ხომ შემოვიდა?აუცილებლად ვიპოვი.
-კარგი მალე მოვალ.ჩაფიქრებული წმოდგა ბიჭი და კაბინეტიდან გავიდა

* * * *
ლუკამ მანქანის კარი გამიღო და ჩაჯდომაშო მომეხმარა.ასეთი განერვიულეული რომ არ ვყოფილიყავი, აუცილებლად ვკითხავდი, რატო მექცეოდა ასე კარგად.
"კარგად კი აბა სულელო.მიშომ სთხოვა და აბა შუა ქუჩაში ხო არ დაგტოვებს?" მიპასუხა მეორე მემ.
-მაკრინე, კარგად ხარ?
-კი,არც შემიხედავს ისე ვუპასუხე.
-იქნებ იკადრო და შემომხედო მაინც.დავიჯერო ფანჯრიდან უფრო სინტერესეო ხედია?
-თავი დამანებე ლუკა.უბრალოდ არ მინდოდა ჩემი დაწითლებული თვალები დაენახა.
-რა ხდება შენს თავს?სოცრად სევდიანი გაუხდა ხმა.
-არ ვიცი.უკვე აშკარად მანადგურებდა ასეთი ლუკა.
"ოღონდ არ შეგეცოდო" ფიქრებით ვთხოვე და ცრემლი შეუმჩნევლად მოვიწმინდე
-გინდა სადმე ყავა დავლიოთ?
-სახლში მინდა ლუკა, გთხოვ წამიყვანე.
-კარგი, წავიდეთ სახლში.არაფერი იფიქრო, უბრალოდ ვიცი ხვალ ისევ ძველი მაკრინე დაბრუნდები, ისევ ისეთი ცივი და ამაყი.ამ დაუცველი და შეშინებული ქალისგან აღარაფერი დარჩება.და კიდევ დამიჯერე არც ტირილია სისუსტის ნიშანი და როგორც ვერ უნდა მიტანდე ნებისმიერ დროს, შეგიძლია გული გადამიშალო. მე არ მეცოდები მაკრინე.
გაოცებულმა გავხედე, აშკარად განსხვავებულ ემოციებს იწვევდა ჩემში.გონება მისგან გაქცევას მთხოვდა,გული კი გამუდმებით მის სიახლოვეს ითხოვდა.
-მადლობა ლუკა,ოდნავ გავუღიმე და ხელით შესახვევზე ვანიშნე.
დილით ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამომაღვიძა.ხელის ფათურით მოვძებნე ტელეფონი და როგორც კი სანდროს ნომერი ვიცანი სწრაფად გამოვფხიზლდი.
-რა ხდება სან?
-მკვლელობაა მაკრინე,მისამართს გიგზავნი და იქ მოდი პირდაპირ.
-კარგი მოვდივარ. სწრაფად წამოვხტი ფეხზე. ალბათ 5 წუთიც არ დამჭირდა გასამზადებლად,იარაღი ბუდეში ჩავიდე და კიბეზზე დავეშვი.
ყვითლად შემოხაზულ ბინის კარს მივუახლოვდი და იქვე მდგომ პოლიციელს მოწმობა დავანახე. მანაც მაშინვე გამატარა , თუმცა სახლში შესვლა ვერ მოვასწარი ,მიშო გამოვიდა და ხელი მომხვია.
-წავედით მაკრინე.
-რას აკეთებ, გადაირიე?
-წამოდი.
-ხელი გამიშვი,თუ არ გინდა გაწყენინო.
-ბიჭები მიხედავენ, წამოდი განყოფილებაში მჭირდები.ტონი შეარბილა ბიჭმა.
-მორჩით ამ მასკარადს.ხელი ვკარი გაბრაზებულმა და ბინაში შევვარდი.
ნანახმა იმდენად შოკში ჩამაგდო,რომ პირზე ხელი ავიფარე სხეულიდან წამოსული ხმების ჩასახშოად. .ჩემს წინ ზუსტად იგივე სცენა იყო რაც 3 წლის წინ. ზუსტად ისე იყო მოკლული ახალგაზრდა ქალი, როგორც გეგა კლავდა. პირი გამიშრა და საშინელი გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. ინსტინქტურად გადავდგი უკან ნაბიჯი და ვიღაცის ძლიერ მკერდს შევასკდი. სურნელით მივხვდი ლუკა იყო.
-აქედან გამიყვანე. ძლივს გასაგონად ჩავიჩურჩულე და მკლავზე ჩამოვეკიდე.
ლუკამ მჭიდროდ მიმიკრა გულზე და ოთახიდან გამომიყვანა.ბიჭები გარეთ იდგნენ გაფითრებული სახეებით.
-მაკრინე.მეცა სანდრო,ცუდად ხარ?
-სან მომეჩვენა ხო? მითხარი, რომ ის ყველაფერი რაც იქ ვნახე, ჩემმი ფანტაზიის ნაყოფია.
-დაწყნარდი გთხოვ.
-სან მე ხომ მოვკალი?ამ ხელებით მოვკალი, ამიხსნის ვინმე რა ხდება?
ცოტაც და ისტერიკა დამემართებოდა,გაკვირვებულმა გავხედე თავდახრილ მეგობრებს და პირველად გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

ყველანი მიშოს კაბინეტში ვისხედით და ხმას არცერთი არ იღებდა.ბოლოს ისევ მე დავარღვიე სიჩუმე.
-ვიცით რომ, წყალი არ გაუვა მიმბაძველია. გეგა ფიზიკურად ვერ იქნება,მაგრამ ვინ არის და საად იყო აქამდე?
-მაკრინე მართალი ხარ. არ დაგავიწყდეს, საკმოად ბევრი დაიწერა მაგ ადამიანზე ჟურნალ გაზეთებში, გიჟებს რა გამოლევს? შეიძლება ვინმე პატარა ლაწირაკია და უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობს.
-ეგეც შეიძლება, მაგრამ ერთხელ გეტყვით და აღარ გავიმეორებ, მე დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ და ჩემი ამ საქმეზე ჩამოცილება არც გაბედოთ. პატარა ბავშვივით ნუ მექცევით. ერთადერთი ვარ ამ ოთახში, ვინც ყველაზე მეტი იცის მის შესახებ. ასე რომ შემდეგში ჩემი ოთახიდან გამოყვანა არც სცადოთ.დილით რაც დამემართა სრულებით ბუნებრივია.ბოლოსდაბოლოს მე ვიყავი მანიკის ცოლი და არა თქვენ.
ლუკას სახე შეეცვალა და გაკვრვებულმა გამომხედა.საბოლოოდ დავრწმუნდ ბიჭებს არაფერი მოეყოლათ მისთვის.თვალი ავარიდე, დამალვას აზრიც აღარ ჰქონდა .ისედაც გაიგებდა ყველაფერს, გამოძიების მომენტში.
-მოდი მე წავალ და საქმეს მივხედავ.მაინტერესებს ექსპერტები თუ დაბრუნდნენ, მასალებს გადავხედავ.
- მეც წამოვალ,ფეხზე წამოდგა ფალიანი და ოთახიდან პირველი გამატარა.

* * *
მიშომ მანქანა რუსთავის კოლონიასთან გააჩერა და მძიმედ გადმოვიდა. ახსოვს დაიფიცა, რომ აქეთ აღრასდროს გამოიხედავდა, იმასაც კარგად ხვდებოდა,რომ კოშმარი თავიდან იწყებოდა.ყველაზე მეტად საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მაკრინე რომ ვერ დაიცვა,არადა სულ ამას ჰპირდებოდა.სხვანაირად უყვარდა მიშოს, სიხარულიძის ქალი,მაკრინე სასწაულად გავდა მის გარდაცვლი დას.ამიტომ სწორედ ისე ზრუნავდა ,მასზე როგორც ერთ დროს პატარა ელენიკოზე.მშვიდად გაიარა გისოსებით შემოღობილი დერეფანი და სპეციალურად გამზადებულ შეხვედრების ოთახში შევიდა. 5 წუთში კარიც გაიღო და ოთახში მიშოსთვის ყველაზე სძულველილი სახე გამოჩნდა.
-გელოდებოდი გამომძიებელო.
-დაჯექი გეგა.ცივად მიმართა ბიჭმა.
-რატო ასე უხეშად.
-ვინ არის?
-ვინ?ირონიულად გაიცინა ბიჭმა.
-მკვლელი გეგა, ვინ არის? ხო იცი მაინც დავიჭერ და გევრდით მოგისვამ. სანამ დროა, მორჩი ამ თამაშს.
-მაკრინემ იცის აქ რომ ხარ?
-მისი სახელლიც კი არ ახსენო გაიგე? ფეხზე წამოხტა და საყელოში სწვდა მიშო.
-ძალიან კარგი,ეს ჯერ დასაწყისია ბატონო გამომძიებელო. ეხლა ჩემი ჯერია. მე ვიწყებ თამაშს და ჩემი წესებით.თქვენ ვერ დაიჭერთ დამნაშავეს. ის კი ნელ -ნელა დახოცავს ხალხს.ერთადერთი ვისაც ვეტყვი ვინ არის ის, მაკრინეა.
-არ დავუშვებ, ის აქ მოვვიდეს.
-მოგიწევთ.ეს ჩემი პირობააა. მოვიდეს და ყველაფერს ვეტყვი.ან არ ვეტყვი,არ ვიცი, გააჩნია როგორ მოიქცევა.
-, იქ უნდა დამეტოვებინე და არ უნდა გადამერჩინე, უნდა მეყურებინა როგორ იცლებოდი სისხლისგან.კბილებში გამოსცრა ბიჭმა.
-მე ჩემი გითხარით.ისე ჩემი მეგობრული რჩევაა, მიხედოთ მაკრინეს,არ დაგავიწყდეს მიშო ,ჩემთვის ყველაფერია,მე კიდე არ ვაპირებ დანებებას.რაც ჩემია ჩემია, თუ არადა სხვისიც არასდროს გახდება.


* * *
თვალები მეტკინა ერთიდაიგივე სურათების თვალიერერებით.არსად არაფერი იყო ხელჩასაჭიდი. სუფთაზე სუფთა ნამუშევარი ,თითქმის იდეალური მკვლელობა.მაგრამ არის რაღაც, რასაც ყოველთვის ვერ გათვლის მკვლელი. ისეთი რაც აუცილებლად დარჩებოდა.უცებ ჩემს წინ ყავის ჭიქა გაჩნდა,გაკვირვებულმა დავანებე თავი სურათებს და მომღიმარ ლუკას ავხედე.
-ვკვდები და არ ვიცი?
-რა კითხვებია მაკრინე?დაიბნა ფალიანი უცებ.
-აბა ასე რატო შეიცვალე?ორი დღის წინ ვერ მიტანდი და ეხლა ყავა მოგაქვს.
-მოდი შეირგე რა კარგად მოგცევა,ყოველთვის კი არ ვარ კარგ განწყობაზე.
-კარგი მადლობა.მართალი ხარ,მიხარია ვიღაც მაინც რომ არის კარგად.
-შეეშვი მაგ სურათებს მაკრინე,შენ გარდა ათასმა კაცმა დაათვალიერა, მაგრამ არაფერია ხომ ხედავ?
-ეს დასაწყისია ლუკა.თუ იგივე სცენარით წავა ესეც, როგორც ის მაშინ წინ სისხლის ზგვა გველოდედბა და ეჭვიც არ შეგეპაროს მაგ სიის ერთ-ერთი ნომერი მეც ვარ.
-რას ბოდავ მაკრინე?
-შენ ყველაფეი არ იცი ფალიანო.
-ხოდა მომიყევი და მეცოდიენება.ნუთუ მართლა ეგეთი უგულო გგონივარ, რომ ჩემი პარტნიოის და მეგობრის ბედი არ მაღელვებს?
-მეგობრის? აბა კრიტერიმეუმებში ვერ ჯდებიო?
- კარგი მახსოვრობა გქონიათ ქალბატონო,მაგრამ ნუ მებავშვები, ორივემ კარგად ვიცით ეს ყეალაფერი უაზო ახირება იყო.კრიტერიუმებს აკმაყოფილებ კი არა ბავშვობის მეგობარი ხარ ჩემი.
-რა მასხარა ხარ. გულიანად გამეცინა და ყავა მოვსვი.

* * * *
სანდრო გამწარებული ირწეოდა სავარძელში.
-მაგას მოვკლავ მართლა მოვკლავ ,ეგ არაკაცი.
- დაწყნარდი სანდრო.
-რანაირად თუ ძმა ხარ? ხვდებო რა გააჩალიჩა?გვაჯობა კიდე ერთხელ გვაჯობა.
-გაჩუმდი მეთქი.თავი ამეხადა ისედაც,ხო ხვდები, რომ ეს მარტო მაკრინეს პრობლემა აღარაა ,ხალხი იხოცება სანდრო.
-ანუ რისი თქმა გინდა?
- იმისი რომ გამოძიება თუ დაიწყება, ყველა გაიგებს სიმართლეს.
-თუ არა მიშო დაიწყება, იმ ნაგავს არ მივცემ საშუალებას ის აკეთოს რაც უნდა, ბოლოსდაბოლოს ვუთხრათ მაკრინეს სიმართლე, ის მაინც ეცოდინება, რომ მკვლელი არაა და არავინ მოუკლავს.
- მოიცა რანაიარად ვუთხრა? იცი ის რუსთავის ციხეში ზის და ცოცხალია თქო ვახარო?
- ვინ ზის რუსთავის ციხეში?გაკვირვებული მივაჩერდი ბიჭებს და ოთახში შეკრებილ თანამშრომლებს გავხედე. რა ხდება აქ? როდიდან ტარდება თათბირები ჩემს გარეშე?
-არ ვთათბირობთ მაკრინე, უბრალოდ ვსაუბრობდით.
-რა ხდება მიშო? ყველანაირი ტყუილის გარეშე მიპასუხე, ვინ ზის რუსთავის ციხეში?
-გეგა.ხმა ძლივს ამოიღო სანდრომ.
-ვინ არის გეგა? უკვე ვატყობდი, რომ ყველაფერი მიკანკალებდა, გადასარევად მივხვდი ვიზეც იყო საუბარი უბრალოდ,თავის მოტყუება მომინდა,
-იცი ვინც.
-კარგი.მშვიდად ჩავილაპარაკე და სკამზე ჩამოვჯექი.ოთახში სიტუაცია დაიძაბა ყველა მაკვრდებოდა.
-მაკრინე.სანდრო ჩემკენ გამოიწია.
- არ გაბედო, არ მომეკარო.
-მისმინე.
-არა,თქვენ მისმინეთ.რა ხალხი ხართ ასეთი? ხვდებით მაინც რა გააკეთეთ?იმაზე არაფერს ვამბობ 3 წელი მკვლელის სტატუსით რომ ვცხოვრობდი,არც იმაზე, რომ მშვიდად მეძინა სახლში, როცა თურმე უნდა შემშინებოდა.
-დაწყნარდი.
-როგორ ბედავ და მაგას მეუბნები? რა უფლებით დამიმალეთ მსგავსი ინფორმაცია?ამის შემდეგ თქვენ მეგობრები ხართ? არა ჩემო კარგებო ,ჩემს წინ ჩვეულებრივი თანამშრომლები დგანან, ქვის გულით, რომლებიც მხოლოდ სამსახურის წესებით მოქმედებენ.
ერთხელ მაინც, რომ გეგრძნოთ როგორ ვიყავი, აუცილებლად დაარღვევდით ამ საიდუმლოს.ყველაზე ცუდი იცი რა არის?თქვენთვის გეგა მხოლოდ მანიაკი მკვლელი იყო ჩემთის კი მთელი ცხოვრება ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს მერჩია,ყოველ ღამე ძილის წინ თავს ვიდანაშაულებდი, რომ იმ წყეულ დღეს გავიგე ყველაფერი, ხედავთ? ესეც ვაღიარეიმ გასროლამ მთელი ჩემი ცხოვრება წაიღო სანდრო.ამაზე ერთხელ მაინც არ იფიქრეთ?
-გემუდარები, დაწყნარდი ყველაფერს აგიხსნით.
-ვერ ამიხსნით, ამას არ აქვს ახსნა.მართალია ეს მარტო ჩემი ტკივილი იყო არის და იქნება,თქვენთვინ ყოველთვის ჩვეულებრივი სამუშაო იყო.არც იფიქროთ რომ თამაშიდან გავალ ეს ჩემი საქმეა მხოლოდ და მხოლოდ იურთიერთებთ სამსახურთან დაკავშირებით, ისე თვქენი დანახვა არ მსურს არცერთის.
-მორჩი?ტონს აუწია მიშომ.
-მე მოვრჩე? ოჰ ბატონო უფროსო, მე მაპატიეთ ემოციებს თუ ავყევი, მე ხომ რკინის ადამიანი ვარ ან უარესი გამომძიებელლი და არ შემეფერება ხო ნერვიულობა.
ჩემი ნახვა უნდა, ხომ ასეა? ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდება. ისიც იცით რომ მაგ სიაში მეც ვარ ხომ ასეა? ეს სამაგიეროა და თქვენ ვერ გააჩერებთ.ეს უკვე ჩემი პირადი ომია სადაც საკუთარი სიცოცხლის გადასაჩენად მარტოს მომიწევს ბრძოლა.არ მინდა ამ თემაზე მეტი საუბარი გამაგებინეთ როდის დაგეგმავთ ჩვენს შეხვედრას და წავალ სხვაზე არაფერზე შემაწუხოთ.
პასუხის გაცემა არ ვაცადე მიშოს, გიჟივით გამოვვარდი დარეთ და კიბბეზე დავეშვი.ერთადერთი რაც ამ წუთას მჭირდებოდა ჰაერი იყო, სუფთა ჰაერი.
იმდენად დაბინძურდა გარემო ჩემს ირგვლივ, რომ მეგონა მთელი სხეული დამისერეს და სისხლისგან ვიცლებოდი.მეორდებოდა ყველაფერი, ისევ ისე მაგრამ უკვე აღარ ვიყავი დარწმუნებული შევძლებდი თუ არა ისევ იგივეს გამეორებას.
ტკივილი?ეს ის შეგრძნებაა, რომელიც საკმაოდ კარგად ვიცოდი,მაგრამ რასაც ამ წამს ვგრძნობდი ყველაფერზე მეტი იყო.გაოგნებული და დაბნეული ვიდექი შუა ქუჩაში და ცრემლები მიყოლებით მცვიოდა.ცოცხალი იყო,იმავე ჰაერს სუნთქავდა რასაც მედა სულ რაღაც კილომეტრები მაშორებდა მასთან..გონზე მანქანის გაბმულმა სიგნალმა მომიყვანა და ვიღაცის ძლიერმა ხელმა ქუჩიდან გადამიყვანა.
-სულ გაგიჟდი? მიყვირა ლუკამ და შემანჯღრია.
-გამიშვი.
-დაწყნარდი მაკრინე.ფალიანმა სცადა ჩამხუტებოდა.
-ხელი გამიშვი,რა გინდა აქ,რატო დამზდევ კუდში?
-წამოდი წავიდეთ.
-არა თავი დამანებეთ ყველამ.რა იყო თვითონ ვერ გაბედეს და შენ გამოგიშვეს?რაო ლუკა შენ მაგათი ყურმოჭრილი მონა ხარ ?
-რას ბოდავ საერთოდ ხვდები? ნუ მაიძულებ ძალა გამოვიყენო, წამოდი.
-შემეშვით ყველა.
-კარგი მე გაგაფრთხილე.დამიღრინა ფალიანმა და ერთ წამში ამაფრიალა ხელში.უაზროდ ვურტყავდი ხელებს ზურგზე მაგრამ რეაქციაც არ ჰქონდა. იქვე მდგომ მანქანაში შემაგდო და ღვედიც კი მისი ხელით შემიკრა.
-გამიშვი ამ წყეული მანქანიდან, გამიშვი.
-დაწყნრდი.დამიღრიალა და შიშისგან ერთ ადგილზე შევხტი.
ლუკამ მანქანა ერთ-ერთ ბართან გააჩერა,მანქანას მეორე მხრიდან მოუარა დ კარი გამიღო.
-წამოდი.
ჩემდა გასაკვირად, მშვიდად გავყევი,ყველაზე მშვიდ ადგილას აარჩია მაგიდა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
-აქ რას ვაკეთებთ?
-შენ ილაპარაკებ და მე მოგისმენ.
-არ მინდა.არ მჭირდება უცხო კაცთან საუბარი.
-გჭირდება მაკრინე გჭირდება, ეგ ერთადერთია რაც გიშველის.მითუმეტეს სწორედ უცხო კაცს უნდა მოუყვე, იმას ვინც ეს ამბავი არ იცის.
ვინც არ შეგაქებს მაგარი საქციელისთვის და რაც მთავარია ყველაფერს უპრობლემოდ გაგიგებს.
-წასვლა მინდა,უკვე ტირილის ნოტები ერეოდა ჩემს ხმას.
-ვერ წახვალ.მაპატიე მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ვერსად გაგიშვებ.
გაკვირვებულმა გავხედე და კიდე ერთხელ მეტკინა,მართლაც უცხო ადამიანი კარგად ხვდებოდა ჩემს ტკივილს.
-დავლიოთ? თვალებიდან წამოსული ცრემლები ხელისგულებით შევიმშრალე.
-აქ მაგისთვის ვართ,გამიცინა ფალიანმა და ოფიციანტს ხელი დაუქნია.

* * *
სანდრო გაფირებული მისჩერებოდა არანაკლებ განერვიულებულ მიშოს.~
-ვიცოდი ასეთი რეაქცია რომ ექნებოდა.
-აბა სხვას რას ელოდი?კიდე კარგად აიტანა სიმართლე.
-ისე სან, გული ყველაზე მეტად მეტკინა დღეს.მის თვალებში დანახულმა ტკივილმა უარესად გამაგიჟა.
-იქნებ მართალია და არასდროს მიგვიქცევია ყურადღება მისთვის.იქნებ მხოლოდ ცივი გონებით განვსაზღვრეთ ეს საქმე და საუკეთესო მეგობრის გრძნობები უბრალოდ ფეხზე დავიკიდეთ.
-შეიძლება, არაფერს უარვყოფ, მაგრამ მაკრინე ჩემი ცხოვრებაა სანდრო და შენ ეს კარგად იცი.
-იმედს ვიტოვებ, ლუკა მოაგვარებს.
- ყველაფერი კარგად დასრულდება.
მიშო რაღაცის თქას აპირებდა, თუმცა ტელეფონის ხმამ შეაკრთო..
-გისმენთ,სად? ეხლავე გამოვდივართ.
-რა მოხდა? აფორიაქდა სანდრო.
-მკვლელობაა.დაიღრინა მიშომ და კაბინეტიდან გავარდა.

* * *
ნახევარ საათზე მეტი იყო გასული, რაც ჩუმად ვისხედით და უბრალოდ შავ ღვინოს ვწრუპავდით.
თვალები მაგრად მქონდა დახუჭული და ყველაფრის გახსენებას ვცდილობდი.ფრთხილად გავხედე ლუკას,ისევ ისე იჯდა და მიყურებდა.
-გეგას 4 წლის წინ შევხვდი,გაუბედავად დავიწყე საუბარი.ძალიან მიყვარდა სიცოცხლეზე მტადაც.
-დაწყნარდი მაკრინე,ჩემკენ გადმოიხარა ლუკა.
-მერე ეს წყეული მკვლელობები დაიწყო ლუკა,უმოწყალოდ ხოცავდა ახალგაზრდა გოგოებს და მე მის გევერდით ვიყავი. ვერაფერს ვხვდებოდი გესმის? მთელ ემოციას ვუზიარებდი ბევრჯერ მიტირია მასთან, ის კი დამცინოდა, იმავე ხლებით მეხებოდა რითიც იმ გოგოებს.
-თავს ნუ იდანაშაულებ მაგაში.
-ცოლად გავყევი,ქორწილი რომ დასრულდა სახლში წავედით. იმ წყეულ ღამეს, მე ვთხოვე ცოტა ხნით მარტო დავეტოვებინე,ის ოთახიდან გავიდა,უაზროდ ვათვალიერებდი კედელზე დაკიდებულ სურათებს და ჩემი ყურადღება ერთმა წერტილმა მიიქცია. ჩემდა გასაოცრად უკან კარი აღმოჩნდა,ცნობისმოყვარეობამ მძლია დ შევედი.
-მერე?ხმა დაეძაბა ლუკას.
-ნეტა არ შევსულიყავი, იქ იყო ყველაფერი ,ყველა მსხვერპლის ნივთი, სურათები,ფურცლზე დახატული გეგმა,მისი ჩანაწერები.
თვალები დავხუჭე და ცრემლებს ნება მივეცი ჯებირები გაერღვიათ.
-აზრზე მისმა ხმამ მომიყვანა ,მხოლოდ ის მახსოვს, რომ სახეში გამარტყა და მემუქრებოდა,მერე დამაბა, სკამზე მიმაბა.
-მაკრინე გაჩუმდი.ლუკა წინ წამოიწია და ხელები დამიჭირა.
-მაცადე ფაალიანო, ხომ გაინტერესებდა სიმართლე, ხოდა იმას გიყვები რაც ბიჭებმაც კი არ იციან.
-არ მინდა, აღარ მინდა ,ნუ იხსენებ.
-სანდროსთან დარეკვა მოვასწარი,სანამ მიმათრევდა,მაგრამ ვიცოდი ვერ მომისწრებდნენ.საქორწილო კაბით სკამზე მიბმული სიკვდილს ველოდებოდი. არ ვიცი საიდან მოვიკრიბე ამდენი ძალა, ხელები გავინთავისუფლე და გარეთ გამოვვარდი .სამზარეულოში იყო დანებს ალაგებდა, რომ დამინახა შეცბა, მაგრამ მე უკვე იარაღი მქონდა და ის ჩემს წინ იდგა. არ მინდოდა მესროლა, მაგრამ მაიძულა.ორივე ვერ გადავრჩებოდით და მე ჩემი თავი ავირჩია ლუკა, ყველანაირი გრძნობა გავთიშე და უბრალოდ სასხლეტს თითი გამოვკარი.
-ისევ გიყვარს,შემაკრთო მისმა ხმამ.
-რას ბოდავ?სიბზისგან ტონს ავუწიე.
-გიყვარს მაკრინე,იმაზე მეტად გიყვრს ვიდრე ამბობ.
-ლუკა გთხოვ.
-შენ არ ხარ გმირი.შენ გგონია სიყვარული შეგიძლია? რომ გყვარებოდა ვერ ესროდი მაკრინე,
ყველას და ყველაფერს ფეხებზე დაიკიდებდი და მორჩებოდი.მაგრამ არა, დღეს შენ შენი მეგობრები გულცივობაში დაადანაშაულე, მაგრამ შენც იგივე გააკეთე, პოლიციელად იქეცი რომელმაც, მკვლელი განაიარაღა.ისინი კი არა ,შენ მოიქეცი უგულოდ.
-მან ახალგაზრდა გოგოები დახოცა,უკვე მთელი სხეულით ვკანკალებდი.
-მაგრამ შენ ის გიყვარდა და ეხლაც გიყვარს,აგრძელებდა ჩემს წვალებას.
-არ მიყვარს,გაგიჟდი ლუკა? რას მეუბნები ხვდები მიანც? ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდი?არა შენ არ გესმის.,არ შეიძლება ეგეთი მონსტრი გიყვარდეს .ახლაც ჩემს წინ ,რომ იყოს იგივეს ვიზამდი გესმის?იმ გოგოების გამო, მათი მშობლების გამო კიდე მოვკლავდი.
ყვირილს მოვრჩი და ლუკას გავხედე. კმაყოფილი სახით მიყურებდა,ინსტინქტურად წამოიწია ჩემსკენ და გულში ჩამიკრა.
-შენ ძლიერ ხარ მაკრინე,ყველზე მაგარი გოგო ხარ, უბრალოდ უნდა დაგეცვა ის რაც გააკეთე,ეს სინანული რომ გამქრალიყო შენი თვალებიდან .მე როგორ მოვიქცეოდი?
მივტრიალდებოდი და საკონტროლო გასროლას განვახორციელებდი.უნდა ისწავლო, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი ,თუნდაც შენი მეგობრების საქციელს. ისინი ყოველთვის ხედავდნენ შენს მდგომარეობას, უბრალოდ მეტად გაქექვას ერიდებოდნენ,ეხლა იცი რომ ისევ იგივეს გააკეთებ და თუ აქამდე გეგონა რომ გიყვარდა ეხლა გააფთრებით დაიცავ შენს პოზიციას.შენც ისეთივე მსხვერპლი ხარ, როგორც ის გოგოები,და დამიჯერე უფრო მეტადაც ხარ დაზარალებული.
-გადარეული ხარ.დაღლილმა ჩავილაპარაკე და სკმზე დავჯექი.
-ვიცი, ამბობენ.მაგრამ ამ გადარეულს კარგი მეგობრობა შეუძლია.
-მადლობა ლუკა.
-ყოველთვის შენს სამსახურში მიგულე და უნდა დამპირდე, რომ სისულელეს არ გააკეთებ.
-გპირდები.
-მიყვარს დამჯერი გოგოები.ეხლა წამოდი ახალი მკვლელობა გვაქვს, მიშომ მომწერა.
სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ქურთული მოვიცვი,მანქანასთან ლუკამ გამაჩერა.
-ყველაფერი კარგად იქნება ,არ მივცემ იმ არაკაცს უფლებას, ოდნავ მაინც მოგეკაროს.შუბლზე მაკოცა და მანქანის კარი გამიღო.
ჩემდა გასაკვირად , საკმაოდ მშვიდად შევაღე დალუქული ბინის კარი.ოთახში სიტუაცია დაიძაბა, ალბათ არ მელოდნენ.
_რა იყოთ მეგობრებო? მგონი ჩემს თვალიერებას, მიცვალებულს მიხედოთ სჯობს,ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და იქვე მდგომ სანდროს გვერდით ჩავუარე. მშვიდად მივუახლოვდი სისხლიან საწოლს და გვამთან ჩავიმუხლე. ქერათმიანი გოგო იყო .ასე 18-19 წლის,რაღაცით ჩემს თავს მახსენებდა ან უკვე თავგზა მქონდა არეული.დაკვირვებით შევათვალიერე ოთახი, იქვე დამტვრეული ნივთები ეყარა,როგორც ჩანს წინააღმდეგობას უწევდა.
-რამე იპოვეთ? მივმართე ოთახში მყოფ ექსპერტებს.
-ჯერ ვერა.
-არც მიკვირს.ამდენი ხალხი ხართ და ისიც ვერ შეამჩნიეთ რომ ის ჩვენიანია.
-რას ამბობ მაკრინე? ხმა ამოიღო სანდრომ.
-სიმართლეს ,აბა დაფიქრდით, ვის შეეძლო ჩემთვის წერილის შემოტანა ?,მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან მუშაობს. აბა საწოლთან ჩაიმუხლეთ და იატაკიდან იმ წუთას იგრძნობთ სისხლის საწმენდი საშუალების სუნს, რომელსაც მხოლოდ კრიმინალური ექსპერტები ხმარობენ, ამაზე კი ხელი გამოიცანით აბა ვის მიუწვდება?
-ტვინი ხარ მაკრინე ტვინი, გამიცინა სანდრომ ,თუმცა როგორც კი ჩემს შეკრულ წარბებს გადააწყდა მაშინვე გავიდა ოთახიდან.

* * *
დაღლილმა შევაღე სახლის კარი და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ლოყაზე ვაკოცე.
-მოხვედი დედას ანგელოზო?
-მოვედი დე.
-მოხდა რამე მაკრინე? ფერი არ გადევს სახეზე.
-დე შეილება ჩაგეხუტო? ისე როგორც პატარაობაში რაღაცის რო მეშინოდა?
-ნუ მაშინებ.
-არაფერია დე ,არ ინერვიულო, უბრალოდ ძალიან მომენატრა ის დრო ყველაფრისგან რომ მიცავდი,გთხოვ დე უბრალოდ ჩამეხუტე.
ლალიმ სრაფად მომხვია ხელი და დივანზე ჩამოჯდა.ფეხები ავიკეცე და თავი კალთაში ჩავუდე. მონოტონურად მისმევდა თავზე ხელს და ვგრძნობდი როგორ მეღვრებოდა
სხეულში სითბო.იმ წუთას ყველა ტკივილმა უკან დაიხია და ისევ ის დაუცველი 4 წლის გოგო ვიყავი, სიბნელისგან შეშინებული დედას რომ ეხუტებოდა.
-მაკრინე არ მომატყუო, ხო იცი ყოველთვის ვგრძნობ რაღაც რომ ხდება.
-არაფერი დე მშვიდობაა,წავალ ეხლა შხაპს მივიღებ და მაგარი ყავა გამიკეთე კარგი? ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად შევვარდი ოთახში.

** * *
ლუკამ მშვიდად დაასრულა თხრობა და ჩაფიქრებულ ბიჭებს გახედა.
-მოკლედ ძმებო, არ ხართ ამ გოგოსთან მართლები.
-არ დაიწყო ეხლა შენც.მე ერთ რამეს ვერ ვხვდები, თუ მოკვლას უპირებდა მაშინ ამხელა სპექტაკლი რაში დასჭირდა?
-ხო, უბრალოდ შეეძლო მოეკლა, როგორც სხვები. მან კი მასზე იქორწინა.
-არაა ეგრე სანდრო,შენ მაინც არ უნდა გიკვირდეს ეგ, ამ სფეროში მუშაობ და მილიონ ავადმყოფს ხვდები.ამოჩემებაზე არაფერი გსმენიათ? თანაც არაა ადვილი მაკრინესნაირი ქალი უბრალოდ მოკლა და შენად არ დაიგულო.
-მოკლედ ვატყობ, კიდე ერთხელ მომიწევს მაგ არაკაცთან სტუმრობა.
-ხოდა ვესტუმროთ.ფეხზე წამოდგა სანდრო.
-შენ იცი რაც უნდა გააკეთო ლუკა,მაკრინე ერთი წუთითაც არ უნდა დარჩეს მარტო.
-ისე დალევა არ გვაწყენდა,ამოიოხრა მიშომ.
-ხოდა დავლიოთ მერე,გულს მაინც გადავაყოლებთ.
-მე არ მინდა,ქურთუკი მოიცვა ლუკამ, მირჩევნია სახლში წავიდე და გამოვიძინო.
-ოხ ლუკა, ლუკა, როგორ გაგფუჭებია ხასიათები.გაეცინა სანდროს და ოთახიდან მანამდე გაქრა სანამ ლუკა დაიჭერდა.

* * * *
ის იყო აბაზანიდან გამოვედი, რომ ოთახში ლიზიმ შემოყო თავი,სიხარულისგან იმხელა ვიკივლე, მეთვითონ შემეშინდა. ეს იყო ადამიანი რომელიც ჩემთვის დაზე მეტი იყო.
-როგორ მჭირდებოდი.
-ხოდა მოვედი,გამიცინა და ჩამეხუტა.რა ხდება მაკრინე?
-დაჯექი, ბევრი მაქვს მოსაყოლი.
თავიდან ბოლომდე მოვყევი ყველაფერი, ლუკას ჩამოსვლის დღიდან აბაზანაში შესვლამდე,გაოცებული მიყურებდა.
-დალიე რამე?
-გაგიჟდი გოგო? გამეცინა მის რეაქციაზე.
-მდაა ,მაგარ შარში ხარ, ხომ იცი?
- როგორ დამამშვიდე.
-წამოდი დავლიოთ,ეხლა ეგ თუ გიშველის.
-არ ხარ შენ დალაგებული, რა დროს დალევაა?
-წამოდი თქო,აქ ჯდომით და თვითგვემით ვერაფერს შეცვლი,ცოტა გავერთოთ და გული გადავაყოლოთ წამოდი გთხოვ.
-კარგი რატომაც არა,მომეწონა იდეა და კარადისკენ დავიძარი.
-ოღონდ იარაღი დატოვე, ხომ იცი როგორ ვერ ვიტან?
-კარგი ,კარგი ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით.თმები ავუჩეჩე და კარადის კარი გმოვაღე.

* * * *
ბარში შესვლისთნავე მეცა, ალკოჰოლის და სიგარეტის საზიზღარი სუნი.
-სად იპოვე ეს ადგილი სად? წუწუნით გადავულაპარაკე დაქალს.
-გამოადგი ფეხი,მკლავზე დამქაჩა, გველოდებიან.
-ვინ გველოდება? წარბის აწევით გავხედე.
-აი ისინი,ხელით მაგიდისკენ მიმითითა,ნაჩვენები მიმართულებით გავიხედე და როგორც კი სანდროს მიშოს და თვით ლუკას მოვკარი თვალი მომინდა ეს ქერა სულელი ადგილზე მომეკლა.
-შენ როდიდან მეგობრობ ამათთან?
-საერთო მეგობრის გამო ავიტანთ ერთმანეთს ერთი საღამო როგორმე.
-გაგიჟდი ხო შენ?
-ეხლა ნუ ქაჯობ, დროზე.თვალები დამიბრიალა და ხელით მაგიდისკენ მიბიძგა.
-ოჰ ამათ ვის ხედავს ჩემი თვალები.შეიცხადა სანდრომ და ლიზი გადაკოცნა.
-გამარჯობათ, უფრო მოვალეობის მოხდის გამო ვთქვი და ჩემი ადგილი დავიკავე.
-რას დალევთ? იკითხა მიშომ.
-წყალს,უცნაურად ვგრძნობდი თავს,ერთის მხრივ მინდოდა ორივეს მოვხვეოდი, მეორეს მხრივ სიბრაზე არ მაძლევდა ამის საშუალებას.
-წყალს სახლშიც სვამდი.მიკბინა დაქალმა და ოფიციანტს ჩემს მაგივრად მისცა შეკვეთა.
საკმაოდ მალე მოგვეკიდა ყველას, თუმცა იმ დონეზე არ ვიყავით, რომ რამე ზედმეტი მომხდარიყო,რატომღაც ცეკვის ხასიათზე დავდექი.მშვიდად ავდექი და მოცეკვავე წყვილებს შევუერთდი.ხუთი წუთიც არ გასულა რომ ძლიერი ხელები ვიგძენი წელზე და ნაცნობმა სუნამოს სუნმაც მოაღწია ჩემამდე და წამებში გამომაფხიზლა.
-ხელი გამიშვი, ლუკა.
-უკვე მცნობ? ირონიულად გამიცინა.
-გამიშვი უნდა დავჯდე.
-არა ცეკვა მინდა.მჭიდროდ მიმიკრა გულზე და განძრევის საშუალება არ მომცა.
-რას აკეთებ? გამიშვი.
-მოისვენე, ყოველთვის ასეთი კეთილი არ ვარ.
-გაგიჟდი ხო? არ მინდა საერთოდ ნუ მეხები.
-პანიკაში ნუ ვარდები და ნუ მებავშვები ამხელა ქალი.
-შენ მიწვევ ლუკა,გულით გინდა შენზე წარმოდგენა შემეცვალოს?.
-იქნებ, არც ეგაა გამორიცხული,უბრალოდ ჩემგან მეგობრული რჩევა,არავის ენდო მაკრინე არასდროს,მითუმეტეს უცხო კაცს.
თვალი ჩამიკრა და დამტოვა გაოგნებული.საშინლად მაბნევდა და დანამდვილებით ვიცოდი კიდე ბევრ პრობლემას შემიქმნიდა მომავალში.

მშვიდად გავიდა მომდევნო 1 კვირა.რატომღაც ჩვენი მკვლელი ჩუმად იყო ან რამე გრანდიოზულისთვის ემზადებოდა.სწორედ ეს სიჩუმე მანერვიულებდა.ლუკა საერთოდ ცალკე თემა იყო,სრულიად გამოუცნობი ადამიანი,ვერაფერს რომ ვერ გაუგებდი ისეთი.ხანდახან ვიჭერდი როგორ მომშტერებოდა, თუმცა იყო მომენტები საერთოდ მაიგნორებდა.რაც შეეხებათ ბიჭებს კარგად მიცნობდნენ და იცოდნენ სანამ წყენა არ გამივლიდა მათკენ არც გავიხედავდი.მშვიდად ვიჯექი კაბინეტში და უაზროდ მივშტერებოდი კომპიუტერის ეკრანზე გაშლილ სურათებს.უცებ კარები ჩვენმა მდივანმა ქალბატონმა ლელამ შემოაღო და ანერვიულებულმა მომმართა.
-მაკრინე, ბატონი მიხეილი გიბარებს კაბინეტში.
-მშვიდობაა ლელა?
-არ ვიცი, ყველა შენ გელოდება.
ნერვიულობისგან ხელები ამიკანკალდა.ესეც მშვიდი კვირის დასასრული " ოღონდ რამე საშინელება არ მოხდეს", გავიფიქრე და კაბინეტის კარი შევაღე.როგორც კი ოთახში შევედი მაშინვე უკუვაგდე ჩემი ფიქრები და რაღაც საშინელის მოსასმენად მოვემზადე.
-რამე მოხდა?
-დაჯექი მაკრინე, გამიღიმა სანდრომ.
-რა მოხდა? კითხვა გავიმეორე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ახალი მკვლელობაა. პირდაპირ მომახალა ლუკამ.
-მერე? სუნთქვა შემეკრა.
-ოღონდ არ ინერვულო კარგი? სანდრომ ხელები დამიჭირა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
-ვინაა? პასუხის მოლოდინში კინაღამ მოვკვდი.
-გეყოფათ ეს უაზობა, უარესად ნუ ანერვიულებთ.გაისმა ლუკას მკაცრი ხმა ოთახში.მაკრინე დღეს დილით სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში, შენი ბიძაშვილი, ანი იპოვეს გარდაცვლილი.ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ჩვენი მკვლელის ნახელავია.მომახალა ლუკამ.
მიღებულმა ინფორმაციამ იმდენად შოკში ჩამაგდო, რომ რეაქციაც არ მქონდა. უბრალოდ თვალები მაგრად დავხუჭე და უკვე მერამდენედ ვინატრე ეს ყველაფერი სიზმარიი ყოფილყო.
ჯერ კიდევ ტრიალებდა გონებაში ლუკას სიტყვები და თვალწინ ანის სახე მედგა, ჩემი პატარა გოგოსი, რომელიც ცხოვრებას მილამაზებდა, ეხლა კიდე ჩემი ბინძური ცხოვრების გამო ყველაფერი წავართვი.
-წამიყვანეთ შემთხვევის ადგილას. მეთვითონ გამაკვირვა ჩემმა სიმშვიდემ.
-იქნებ არ გინდა, ხმა მაოიღო მიშო.
-არ გაბედო ჭკუის დარიგება,შენ არა ბატონო მიხეილ.ეხლაც ვერ ხვდები ჩემს ტკივილს ხომ ეგრეა?,ან წამიყვანეთ ან ჩემით წავალ. მშვიდად ავდექი და ოთახიდან გავედი.

* * *
ბიჭები გაკვირვებულები მისჩერებოდნენ იმ ადგილს, სადაც რამდენიმე წუთის წინ მაკრინე იჯდა.
-ნუ გიკვირთ ,ხმა ამოიღო ლუკამ.
-მე მეგონა სასწაულს იზამდა. სევდიანად ჩაილაპარაკა სანდრომ.
-იზამს კიდეც,როგორც კი შოკი გაუვლის და რეალურად აღიქვამს სიტუაციას,აი მერე კი ნამდვილად უნდა გვეშინოდეს მისი რეაქციის, ამოიოხრა ლუკამ
-ჩემი გოგო, როგორ ვერ დავიცავი ამდენი ტკივილისგან.ამოიოხრა მიშომ.
-ღმერთო რა უბედურება გვჭირს, აღარ უნდა დამთავრდეს?
-უკვე ნერვებს მიშლის ის ნ......ი კბილებში გამოცრა ლუკამ და ფეხზე წამოდგა.

* * *
მთელი გზა ნერვიულად ვიმტვრევდი ხელებს.ვიცოდი წინ რა მელოდა, უბრალოდ არ ვაძლევდი თავს ამის წარმოდგენის საშუალებას. მთლიანად გავთიშე ყველანაირი გრძნობა ჩემში.აზრზე ხელის შეხებამ მომიყვანა.ლუკამ ჩემი თითები მის დიდ ტორებში მოიქცია.
-ჯერ კიდე გჭირდება ხელები მაკრინე,გამიღიმა სევდიანად.
-მადლობა,უფრო პირის მოძრაობით ვანიშნე და თავი ფრთხილად გავინთავისუფლე,
სასტუმროს კართან ის შემართება სადღაც გამიქრა,წამით შევჩერდი, არ მინდოდა შიგნით შესვლა.
-თუ არ გინდა ნუ შემოხვალ.უკნიდან მომმართა სანდრომ.
-არა, ეს ჩემი საქმეა. თავი გავაქნიე და სახელურს დავწვი, თუმცა სანამ გავაღებდი სწრაფად მოვვტრიალდი და ჩემს უკან მდგომ სანდროს მთელი ძალით მოვეხვიე.
- არ მიმატოვო, გთხოვ.
ბიჭმაც ძლიერად მომხვია ხელი და გულში ჩამიკრა.
-არსდროს მაკრინე, არასდროს.
ოდნავ ვუბიძგე კარს და ოთახის შუაგულში აღმოვჩნდით. რომ არ მეკივლა პირზე ხელი ავიფარე,როგორც კი შოკმა გამიარა ანის სხეულისკენ დავიხარე.ფრთხილად გადავუწიე თმები და სახეზე მივეფერე.
- გარდაცვლილია სადღაც 8 სათის წინ. იგივე ხელწერაა.
-ძალა იხმარა? ძლივს ამოვიღე ხმა და ექსპერტს მივმართე.
- მაკრინე,ვწუხვარ.
ვერ ავღწერ რა დამემართა, თითქოს თვალები ამეხილა,ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა.ყველა ტკივილმა ერთად მოიყარა თავი და ჩემი სხეულიდან გამოსვლას ითხოვდა. საშინელი გულისრევა დამეწყო, პირზე ხელი ავიფარე და გიჟივით გამოვვარდი სახლიდან. იქვე ხესთან ჩავიკეცე და გული ამერია. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ას,ე მაგრამ ვიღაცის ძლიერმა ხელებმა წამომაყენა.
-დაწყნარდი მაკრინე, ესეც გაივლის, ამასაც მოერევი.
-წამიყვანე აქედან.
ფრთხილად წამომაყენა ფეხზე, მაგრამ იმდენად ვიყავი მოდუნებული თავი ვერ შევიმაგრე და ფალიანი რომ არა იქვე ჩავიკეცებოდი.
- რა გჭირს მაკრინე?, ცუდად ხარ? არ გაბედო იცოდე, ასე დანებება არ გაბედო,ეხლა ყველაზე მეტად შენი საღი აზროვნება გვჭირდება, გესმის?
-ცუდად ვარ. ჩავილაპარაკე და ყვლაფერი გაშავდა. ლუკას დიდხანს არ უფიქრია სწრაფად ამიტაცა ხელში და გარეთ გამოვარდნილ სანდროს დაუყვირა.
-ჩქარა მანქანა გამიღე .
-რა სჭირს? ეცა ბიჭი.
-შენი აზრით? კიდე მაგრად უძლებს.სწრაფად სანდრო სწრაფად.
მესმოდა ყველაფერი, იმასაც ვგრძნობდი, თავზე რომ მეფერებოდა ვიღაც და ეს ვიღაც თვით ლუკა იყო, მაგრამ განძრევა არ შემეძლო.
-როგორაა ლუკა? გაისმა სანდროს შეშინებული ხმა.
-ისევ ისე.
-რამე რომ მოუვიდეს, გეფიცები იმ არაკაცს დაუფიქრებლად გამოვჭრი ყელს.
-არაფერი მოუვა მაკრინე ძლიერია,ლუკა სწრაფად დაიხარა ჩემკენ და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში,ალბათ ასეთ მდგომარეობაში, რომ არ ვყოფილიყი გაოცებული დავრჩებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად საოცრად გამათბო ამ საქციელით.აუტანლად მომინდა მისთვის ხელები მომეხვია და მეთხოვა ისე დავეჭირე მთელი ცხოვრება, როგორც დღეს, გონება დაკარგული.მანქანა გაჩერდა და მივხვდი უკვე საავადმყოფოში ვიყავით ნელ- ნელა ვფხიზლდებოდი.
-ლუკა.ძლივს ავამოძრავე დახეთქილი ტუჩებიი.
-დაწყნარდი,უკვე მოვედით.
-არ მინდა აქ, წამიყვანე სახლში.
-გნახავს ექიმი და გპირდები აუცილებლად წაგიყვან სახლში,ოღონდ მეორედ ასე აღარ შემაშინო გაიგე?
-გავიგე.თავი მის განიერ გულ მკერდს მივადე და ისევ გაშავდა ირგვლივ ყველაფერი.
* * * *
უაზროდ გაშტერებული ვიჯექი კუბოსთან და სამძიმარს ვიღებდი .ვცდილობდი ბიძაჩემის მზერა დამეიგნორებინა, სადაც ყველაფერი ერთად იკითხებოდა.იმასაც ვხვდებოდი არ გავჩერდებოდი, სანამ ის საკადრის პასუხს არ მიიიღებდა, საკუთარი სიცოცხლეც რომ დამეთმო.ფრთხილად მივუახლოვდი სასახლეს და ანის თმაზე მოვეფერე.
-მშვიდად იძინე პატარა,გპირდები აუცილებლად ვიპოვი იმ არაკაცს და შენი თითოეული ცრემლისთვის ორმაგად გადავუხდი,ჩემო პატარა.
წინ წავიწიე და შუბლზე ვაკოცე,მისი სხეულიდან წამოსულმა სიცივემ ერთ ადგილზე გამყინა,ნათლად შევიგრძენი სიკვდილის უპირატესობა ჩემზე.
მეორედ მაჯობა უკვე,თუმცა ეს ჩემი ომი იყო და მე აუცილებლად გამოვიწვევდი დუელში.არ ვიცი საიდან ამხელა სიმშვიდე, მაშინ როცა შინაგანად ემოციებისგან ვიბერებოდი.დაკრძალვამ მშვიდად ჩაიარა,თუმცა წინ ყველაზე მნიშვნელოვანი მელოდა ბიძაჩემის ოჯახს პასუხები სჭირდებოდა.თავდახრილმა შევაბიჯე სახლში და იქ შეკრებილებს გავხედე.
-მაკრინე.მძიმედ წამოიწყო ბიძაჩემმა.ვინ მომიკლა შვილი?
-არ ვიცი,ჯერ არ ვიცი ,მაგრამ საკუთარი სიცოცლეც რომ დავთმო აუცილებლად ვიპოვი.
-ვიცი.ამოიოხრა კაცმა და ფეხზე წამოდგა.
-მაპატიე,უნებურად წამომცდა და ცრემლებმაც არ დააყოვნა,
-არ გაბედო,გაისმა ოთახში ბიძაჩემის მკაცრი ხმა.არ გაბედო საკუთარი თავის დადანაშაულება,მე მჯერა შენი, უბრალოდ ერთს გთხოვ, ერთი შვილი უკვე ჩავდე მიწაში და არ მინდა შენც დაგკარგო.იპოვე ის არაკაცი და პასუხი მოსთხოვე.
-მე არაფერი მომივა,ისედაც მკვდარი ვარ, რომ ვსუნთქავ არ ნიშნავს რომ ვცოცხლობ.წინ წავიწიე და მაგრად მოვხვიე ხელები კაცს.

* * * *
თემომ კაბინეტის კარი შეაღო და ბიჭებს მიესალმა.
-რა მოხდა თემო?
-ცუდი ამბავი მაქვს.
-რა ამბავი? დაძაბა ლუკა.
-ყველა ფოტო გაქრა კომმპიუტერიდან.
-ვერ გავიგე? ფეხზე წამოდგა სანდრო.
-აი ეგრე, აღარაფერი გვაქვს, ყველაფერი წაიშალა.
-თქვენ რა მეხუმრებით? დაიღრიალა მიშომ.რას ქვია წაიშალა?
-ნუ გიკვირთ,ვიცოდი ეგრე რომ იქნებოდა,მშვიდად ჩაილაპარაკა ლუკამ.
-რას ამბობ?
-მე გითხარით ის ვიღაც აქ მუშაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირად ვერ მოახერხებდა მაკრინეს კაბინეტში წერილის შეტანას, ეხლა ეს, ხვდებით ალბათ,რომ მხოლოდ იმას მიუწვდება ხელი ნივთმტკიცებაზე, ვინც ამ შენობაშია.
-ღმერთო ეს რა ხდება? თავზე ხელი გადაისვა მიშომ.
-გამარჯობათ.მივესალმე ბიჭებს და ყველას გაკვირვებული მზერა დავიმსახურე.
-როგორ ხარ მაკრინე?
-ვუძლებ.ნაძალადევდ გავუღიმე მიშოს.
-როგორ მიდის საქმე?
-ცუდად,დაასწრო ლუკამ ყველას სურათები გაქრა.
-ვიცი.ეს მისი სტილია,ყველაფეზე კონტროლი.ძალიან მაგარი მოსწავლე ყავს.მაგრამ მე მაინც ვაჯობებ.
-რას ამბობ მაკრინე?
-ხვალ ციხეში მივდივარ.
-არც იფიქრო,ფეხზე წამოხტა მიშო.
-ვინ გამაჩერებს? შენ? ვერ ხვდებით რომ ეს მესიჯი იყო ჩემთვის? მაინცდამაინც თქვენინებიც უნდა დახოცოს აზრზე რომ მოხვიდეთ?გარდა მაგისა მე აქ ნებართვის სათხოვნელად არ მოვსულვარ.შენი გადასაწყვეტია მომცემ საშვს როგორც გამომძიებელმა ვნახო თუ როგორც ცოლმა პაემნის ოთახი მოვითხოვო.
მიშო გაფითრდა,სანდროსაც იგივე რეაქცია ჰქონდა.
-გადაირიე? გინდა მასთან მარტო დარჩე ერთ ოთახში?
-ხო მინდა, უნდა გავარკვიო რას მერჩის.
-ხო იცი რაც უნდა?იყვირა სანდრომ და უფლებას მისცემ ყველაფერი გაგაკეთებინოს?
-არა სან, მე უფრო ჭკვიანი ვარ,თუ ჩემი სიცოცხლე ამ გოგოების სიკვდილის გარანტიააა.
-აბა აქეთ მომხედე. დამიყვირა ლუკამ და მკლავში მეცა.რა იყო გმირმა ქალმა გაიღვიძა შენში? თუ თავის გამოდება გინდა კიდე,რა სპექტაკლეს დგამ აქ? არავის სჭირდება შენი უბადრუკი სიცოცხლე და თავგანწირვა ხო საერთოდ,.კი ბატონო, გინდა ნახვა? არავინ დაგიშლის წავალთ და ვნახავთ, მეც შენთან ერთად წამოვალ.ეს მარტო შენი საქმე არ არის და ვერ გადაწყვიტავ შენი ჭკუით ყველაფერს. არ გაქ უფლება თამაშს გარეთ დაგვტოვო, ჩვენც ვიძიებთ ამ საქმეს და შენსავით გვტკივა ყველა გარდაცვლილი.
-ხელი გამიშვი,დარწმუნებული ხარ ,რომ მაგ ამბავში შემეჯიბრები?.მე არ ვხუმრობ და მეორედ არ გაბედო და არ შემეხო, თორე მიზანს არ ავაცილებ,არც საკონტროლო გასროლაზე ვიტყვი უარს,კბილებში გამოვცარი და ხელი ვკარი.
ერთ საათში გამაგებინეთ პასუხი თუ არადა ცოლის უფლებით მოვითოვ მის ნახვას. გაბრაზებულმა მივახალე მიშოს და ოთახიდან გამოვვარდი.


* * * *
რათქმა უნდა დამთანხმდა მიშო გეგას ნახვაზე, ოღონდ კამერაში ლუკაც იქნებოდა.მეორე ოთახში კი ყველანი,სადღაც გულს სიღრმეში მინდოდა კიდეც ვინმე ყოფილყო ჩემს სიახლოვეს და მასთან პირისპირ არ დავრჩენილყავი მარტო.ლუკამ ოთახის კართან შემაჩერა.
-რაც არ უნდა მოხდეს, დაიმახსოვრე მარტო არ ხარ მასთან.
-ათასი კაციც რომ იყოთ, მაინც მარტო ვარ ფალიანო.ამას ვერ მიხვდები, ეს ჩემი და მისი დაუსრულებელი საქმეა.
საუკუნედ მომეჩვენა სანამ საკნის კარი გაიღო.პირველი თვალში მისი სახე მომხვდა და რომ არ წავქცეულიყავი ინსტინქტურად ლუკას დავეყრდენი,ჩემს წინ გეგა იჯდა.ის კაცი, რომელიც სიცოცხლეს მერჩია,რომელიც ჩემი ქმარი იყო და რომელსაც მე გამოვუტანე სიკვდილის განაჩენი,ისევ ისე მიცინოდა, იმ სიცილით ერთ დროს ბოლოს რომ მიღებდა.
-გამარჯობა მაკრინე,მისწვდა ჩემს ყურთასმენას და დამეფიცება პირველად მომინდა დრო უკან დამებრუნებინა და ერთის მაგივრად ორი ტყვია მესროლა ამ არაკაცისთვის.
-გაგიმარჯოს გეგა,საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. ბიჭმა ამაზრზენად გამიცინა და მზერა ჩემს გვერდით მდგომ ლუკაზე გადაიტანა,
-მე ცოლთან შეხვედრა ვითხოვე და არ მჭირდება დამსწრე საზოგადება.ღვარძლიანად ჩაილაპარაკა.
-მაკრინე მარტო არ დარჩება, არანაკლებად უპასუხა ლუკამაც.
- მაშინ გავაუქმებ შეხვედრას და პასუხებიც არ იქნება, კიდე ვერ მიხვდით რომ აქ წესებს მე ვადგენ?
-გადი ლუკა გთხოვ. მივუბრუნდი ფალანს.
-არა მაკრინე.
- წადი, არაფერი მოხდება, შევძლებ თავის გაკონტროლებას, ეხლა სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია.
-იცოდე,მიუტრიალდა გეგას, აქვე ვერ და რომ გაბედო და 100 მეტრზე მაინც მიუახლოვდე მოგკლავ იცოდე.
-რა ვნებაა და რა სიყვარული,მაგრამ ძვირფასო, არ დაგავიწყდეს ჩემ ცოლზე საუბრობ.
როგორც კი ჩემს ზურგს უკან კარი მიიხურა მაშინვე ამიტანა კანკალმა.
-დაჯექი მაკრინე, აქ რისთვის მოხვედი?
-ვინ არის?
-ვიზე მეკითხები?ჯერ მე მომიკითხე საყვარელო, ასე ხვდები შენს ძვირფას მეუღლეს?
-ნუ ხარ ცინიკოსი, იცი აქ ჩემი მოსვლის მიზეზი, ისიც იცი აუცილებლად დავასრულებ ამ ყველაფერს.
-არა არ ვიცი,შენ წინა საქმეც არ დაასრულე, თუ შეგახსენო? თუ მხოლოდ მაგისთვის ხარ აქ ტყუილად დაკარგე დრო ჩემო მეუღლევ.
- გეყოფა გეგა, რა გინდა ბოლოსდაბოლოს?მგონი უნდა მიმხვდარიყავი თუ მაშინ არ გამიჭირდა, ეხლა ხომ საერთოდ ხელიც არ ამიკანკალდება ისე მოგკლავ.
-რატო კანკალებ? შიშისგან თუ ჩემი სიახლოვე სხვა გრძნობებს აღგიძრავს?
-უფრო სიძულვილს.
გეგას სახე შეეცვალა.
-არ გაბედო მაგის თქმა. ჩემგან თავს ვერასდროს დაიხსნი გასაგებია? ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ შენ იყო ჩემი.
-გაგიჟებულხარ, შენ მე მოკვლას მიპირებდი, რომელ სიყვარულზე მელაპარაკები?ისეთივე მსხვერპლად მაქციე როგორც ისინი.
-არ გიპირებდი, უბრალოდ რომ გამეჩერეინე სკამზე მიგაბი, მერე მშვიდად აგიხსნიდი და ერთად წავიდოდით.უნდა მიმხვდარიყავი რა გენიოსი ვიყავი,
უნდა გეამაყა ჩემით ,შენ კიდე რა ქენი?
-ავადმყოფი ხარ.მიპასუხე კითხვაზე.
-აჰ გაინტერესებს ვინ არის ის ვინც ამ ყველაფერს აკეთებს? ძალიან ახლოსაა შენთან. აბა დაძაბე გონება ვისი ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი?
-მაინც ვიპოვი.
-ყველა შენი ამოსუნთქვა, ერთი გოგოს სიკვდილია დაიმახსოვრე ეს. ისიც კარგად დაიმახსოვრე, აქედან მალე გამოვალ და აუცილებლად გაგიყენებ იმათ გზას, მაგრამ მანამდე კარგად უნდა გავერთო, იმედია ისევ ისეთი მიუწვდომელი ხარ და ჩემთვის ინახავ თავს.
-აქედან ვერასდროს გამოხვალ გასაგებია? აქ ჩალპები და ამაზე პირადად ვიზრუნებ.
-არ გინდა მაკრინე არა, ასაკი მოგემატა და ვერაფერი ისწავლე. ვერც იმას ხვდები, ამ წუთას რო ჩემს ხელში ხართ ყველანი.ამიერიდან ჩემი წესებით ვითამაშებთ. რამდენჯერაც მომინდება იმდენჯერ მოხვალ ჩემთან. თუ მოვისურვებ პაემანზეც შემხვდები და ცოლის მოვალეობას შეასრულებ.
-შენს ირგვლივ არ ტრიალებს სამყარო გეგა, იდიალური მკვლელიც კი უშვებს სადღაც შეცდომას არც თქვენ იქნებით გამონაკლისი, რაც შეეხება ჩემს სიცოცხლეს ხო იცი რა ჭკვიანი ვარ, მე შემიძლია შენ გაჯობო და ეს კარგად იცი.
-გგონია არ მახსოვს როგორ ტიროდი ჩემს თავთან? როგორ მეფერებოდი და ბოდიშს მიხდიდი?
ერთიანად გამაკანკალა იმ სცენის გახსენებისას. ცრემლებით ამევსო თვალები.
- მე მართლა მიყვარდი გეგა. ტკივილიანი ხმით ამოვთქვი, რა იქნებოდა გეცლია ბედნიერები ვყოფილიყავით, რა იქნებოდა არ ყოფილიყავი შენ?
-რამხელა ტკივილია შენს ხმაში მაკრინე, მეც მიყვარდი და მიყვარხარ ეხლაც. დამელოდე საყვარელო ძალიან მალე მოვალ შენთან და მერე სულ ერთად ვიქნებით.
-დაგელოდო? ნუ მაცინებ გეგა, რომელ სიყვარულზე მელაპარაები როცა ტკივილს მაყენებ და მანადგურებ.
-არასდროს, არასდოს მდომებია შენთვის გული მეტკინა.
-რატო ანი გეგა, რატო ის,?ხო იცოდი რასაც ნიშნავდა ჩემთვის.?
- სხვანაირად აქ ვერ მოგიყვანე.თუ აზრზე არ მოხვალ და იმას არ გააკეთებ რასაც გეტყვი რიგში შენი ძვირფასი დაქალიც ჩადგება.
- არ გაბედო. სწრაფად წამოვიჭერი ფეხზე.
-გავბედავ და თან როგორ გაბედავ. ეხლა გაბრძანდი და იმ შენს მეგობრებს უთხარი ჩემგან ვერც შენ დაგიცავენ და ვერც ლიზას.
-არაკაცი ხარ არაკაცი. სწრაფად წავიწიე წინ და მთელი ძალით გავარტყი ხელი, კიდე ვაპირებდი, მაგრამ კარის ხმა გაისმა და სანდრომ სასწრაფოდ გამომათრია ოთახიდან.



* * * *
ყველაფერი ამერია თავში,.აზრებს ვერ ვალაგებდი. გარკვევით გააკეთა მინიშნება, რომ მკვლელი ჩემს სიახლოვეს იყო, კადრებად გამირბინა თავში მისმა სიტყვებმა და ერთ ადგილზე გავშრი,"ლუკა" ღმერთო მართლაც ზუსტად მისიი ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი.მას შეეძლო განყოფილებაში უპრობლემოდ შემოსვლა და წერილის დატოვება, ასევე სურათების წაშლაც. სასწაულად მეტკინა გულში რაღაც.
-კარგად ხარ? ფერი არ გადევს. წყალი მომაწოდა სანდრომ.
- გამივლის.
-მაპატიე მაკრინე, გთხოვ მაპატიე ამ ყველაფრის ატანა რომ გიწევს.
- სან ლიზას დაურეკე რა.
- ნუ გეშინია, ეხლავე წავალ მასთან და პირობას გაძლევ ვერავინ ვერაფერს დუშავებს.
-კარგი მე განყოფილებში დავბრუნდები მაშინ..
- მე წაგიყვან, გაისმა ლუკას მკაცრი ხმა
- არ მინდა ჩემით.
-წამოდი.კბილებში გამოსცრა და თითქმის ძალით წამათრია მანქანისკენ.
გაბრაზებულმა დაქოქა მანქანა და სწრაფად მოწყვიტა ადგილს, შეფარვით გავხედე, დაძაბული მართავდა მანქანას,"ოღონდაც შენ არა ფალიანო ოღონდ შენ არა"
ვატყობდი თვალები ცრემლებით მევსებოდა.
- არ გებდო. რეალობაში დამაბრუნა მისმა ხმამ.
- რა?
-არ გაბედო იცოდე, ჩემში ეჭვის შეტანა.
-მე .
-ხო შენ. უფრო ჭკვიანი მეგონე გოგო, როგორ დაიჯერე რომ მე შეიძლება ვიყო მკვლელი?
- მე ეგ არ მითქვამს.
-თქმა არც უნდა ,მთელი გზაა მაგზე ფიქრობ. კარგად წამოეგე ანკესზე.ვერ ხვდები რომ სპეციალურად გააკეთა ხო? უნდა რომ გაგაგიჟოს და ყველას მიმართ ეჭვი გაგიჩინოს. რა თქმა უნდა მარტოს უფრო იოლად მოგერევა.
-უკვე მომერია ლუკა. სევდიანად ჩავილაპარაკე და ფანჯრიდან გავიხედე,ფალიანმა მანქანა გააჩერა და მკლავში მეცა.
- რას გულისხმობ? იცოდე კარგად მესმოდა ყველაფერი, იმედს ვიტვებ რამე სისულელს არ გააკეთებ გესმის?
-შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? ყველა ერთიდაიგივეს მიმეორებთ , შენს გამო რომ ამდენი ახალგაზრდა იხოცებოდეს, ამდენი ჩემი ახლობელი იყოს საფრთხის წინაშე რას იზამდი ლუკა?
-გააფრინე გოგო? მიყვირა ლუკამ, მაგით რისი თქმა გინდა?მის თამაშში ერთვები? გინდა მოიგოს ხო?ვერ ხვდები რა ძლიერი ადამიანი ხარ?სწორედ ამ ახალგაზრდების გამო ესროლე იმ კაცს, რომელიც გიყვარდა და ვფიქრობ ეხლაც გიყვარს, შენი აზრით ეს ბევრს შეუძლია?
-ისედაც მოიგო არ გესმით?ჩვენ ვერასდროს ვიპოვით მკვლელს, ციხეშია და იქიდან გვაკონტროლებს, ხვდები ეს რა არის?
- ვიპოვით მაკრინე, ნაადრევად დაგიყრია ფარ-ხმალი.
- ეს ცარიელი სიტყვებია ჩემს დასამშვიდებლად. იცი რატო გენდე და გული რატო მეტკინა დღეს იმის წარმოდგენაზე რომ შენშიც შევცდი? იმიტო რომ, რაღაცნაირად ახლოს მოგიშვი ,ვიფიქრე კარგად გაიგე ჩემი ტკივილი. მეგონა არსდროს შემომხედავდი ისეთი თვალებით, როგორც ეხლა მიყურებ. გეცოდები, აშკარად გეცოდები.
- რას ელოდები ჩემგან? გითხრა წადი და თავი მოიკალი და ეს ყველაფერი დაასრულე თქო? ეგ გინდა გააკეთო? მაგას არ ვიზამ არასდროს. ეგ კი არა, დღეიდან სუნთქვის საშუალებასაც არ მოგცემ მარტოს.დაგანახებ რომ ამ ბინძური სამყაროს იქითაც არსებობს რაღაც კარგი და ამ ბრძოლას ერთად მოვვიგებთ. არ დამიწყო უაზრო ფილოსოფია, ეს გამოწვევაა რომელიც ცხოვრებამ მეორედ მომცა, პირველი ვერ გამოვიყენე და შენსავით ბრძოლის ველიდან გავიქეცი ,ეხლა არა მაკრინე, არც იფიქრო რომ უფლებასვ მოგცემ დანებდე. გარდა მაგისა ეს მარტო შენი საქმე არ არის, ჩვენ ერთი გუნდი ვართ ,ერთი ოჯახი და ყველაფერი კარგად იქნება.არ გინდა ამ მაგარი გოგოს როლის თამაში რა, თქვი რაზე დარდობ, სირცხვილი არ არის რომ გიყვარდა და შეილება ეხლაც გიყვარდეს, ის შენი ქმარია. გარდა მაგისა ნურც მაგ ცრემლებს იკავებ, არც ეგაა სისუსტის ნიშანი.
არ ვიცი თითქოს მისგან ნებართვას ველოდებოდი, მთელი დღის ნაგროვებმა ემოციამ ამოხეთქა და ისტერიკულად ავტირდი, ლუკამ ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.
- მიდი დაიცალე და მერე ახალი ძალებით დავიწყებთ ყველაფერს თავიდან. ყველაფერს მაკრინე და მე მარტო საქმეს არ ვგულისხმობ, მეც მჭირდება გადარჩენდა და იმედს ვიტოვებ ვალს ყოველთვის აბრუნებ.


* * *
სანდრო გაუჩერებლად რეკავდა ლიზას კარზე ზარს. 2 წუთში ზღურბლზე თმააწეწილი ქალი გამოჩნდა.
-გადაირიე შენ?
-ჩაიცვი, უნდა წაგიყვანო.
-რა მოხდა? ხმა შეეცვალა ლიზას.
-წამოდი და გზაში აგიხსნი.
- მაკრინე კარგადაა?
- ადამიანო ჩაიცვი და წამოდი, რა ვერ გაიგე?
- ნუ მიყვირიხარ თან საკუთარ სახლში. ხმას აუწია ქალმა.
- ლიზა კაცობას გეფიცები ეხლა თუ არ მოეშვები ამ ჭირვეულობას, აი ეგრე ხალათით წაგიყვან იცოდე.
-გაეთრიე ჩემი სახლიდან,იყვირა ქალმა. მეთვითონ დავურეკავ მაკრინეს.
- მე გაგაფრთხილე, ერთი ნაბიჯით დაფარა კაცმა მანძილი მათ შორის და ლიზა მხარზე მოიგდო.
- გადაირიე? დამსვი ეხავე, არ გაქ უფლება.
-მე ბევრის უფლება მაქვს და ამას ნელ-ნელა გაგაცნობ. დაიღრინდა სანდრომ და ვარდისფერ ხალათში გამოწყობილი შოკირებული ქალი მანქანაში ძალით შეტენა.

* * *
განყოფილებაში აშკარად დაძაბულობა შეიმჩნეოდა.ყველა მიშოს კაბინეტში იყო შეკრებილი. ფრთხილად შევაღე კარი და პირველი რასაც თვალი მოვკარი კუთხეში აბუზული ჩემი დაქალი იყო.
-ლიზა? გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. რა გჭირს?
- აი იმ ვირს კითხე, სანდროსენ მიმითითა.
- სიტყვები შეაჩიე შენ, მადლობელიც რომ არაა.
-რისი მადლობელი რისი? იკივლა ქალმა, წესიერად რომ აგეხსნა სიტუაცია იმის მაგივრად მეცა და ხალათიანი წამომიყვანა.
სიტუაციის წარმიდგენაზე გულიანად გამეცინა, თითქოს ოთახში სიტუაცია განიმუხტა.
-კარგი ეხლა ნუ შექმენი პანიკა, წამოდი და ჩემი ტანსაცმელებია აქ და ჩაგაცმევთ.
-ეხლა რა იქინება?
- ეხლა ჩვენ შენთვის გამოვყოფთ ადგილს, სადაც მანამდე იცხოვრებ სანამ ეს დასრულდება.
- მარტო? შიშის ნოტები გაკრთა ქალის ხმაში.
- არა, ვიღაც ყოველთის იქნება შენთან, უპასუხა მიშომ და გაუღიმა. ნუ გეშინია ლიზა არ დავუშვებთ რამე მოგივიდეს.
- რატო მე? იკითხა გულუბრყვილოდ.
- ულამაზესი ხარ და იმიტო, ირონიულად ჩაილაპარაკა სანდრომ, აბა თავში ჭკუა გაქ გოგო? იმიტო რომ მაკრინეს ახლობელი ხარ და შენ თუ რამე მოგივე ამითი მაკრინეს ატკენს.
-შენ საერთოდ გაჩუმდი გაიგე? დანახვაც არ მინდ შენი, ეს რომ მომიახლვდეს იცოდე არსად არ წამოვალ და რაც მოსახდენია მოხდეს. ჩაილაპარაკა ლიზამ და ცრემლები გადმოყარა.
- სან გეყოფა, შევუბღვირე მეგობარს და აფხუკუნებულ ლუკას გავხედე, რომელიც სწორად მიხვდა ჩემს მზერას სანდროს ხელი გადახვია და ოთახიდან გაიყვანა.
ლიზამ სულ ჩხუბით გამოიცვალა ტანზე.
-კარგი ადამინო გაჩერდი ცოტა ხანს,სული მაინც მოითქვი.დავუბღვირე დაქალს.
-არა,ხვდები რა მაკადრა? რა დონის ცხოველია.
-ვაიმე ლიზა, გთხოვ რა.
-რა ლიზა, რა ლიზა. შენთვის რომ იგივე გაეკეთებინათ, მშვიდად იქნებოდი? ლამის ნახევრად შიშველი წამომიყვანა სახლიდან.
-არაუშავს,სხვათაშორის მაგასთან მოგიწევს ცხოვრება.
-თქვენ გაგიჟდით? იყვირა ლიზამ.
-შენ მგონი საქმის სირთულეს ვერ ჩაწვდი ხომ? გინდა იმ გოგოების კვალს გაყვე და სადმე ყელგამოჭრილი გიპოვო?ეგ გინდა? სანდროს კი არა, ეშმაკს აიტანს ადამიანი საკუთარი სიცოცხლის გამო.
-ხო მაგრამ.
-არავითარი მაგრამ ლიზა, გთხოვ, უარეს დღეში ნუ ჩამაგდებ, თუ ვიფიქრე რომ საფრთხეში ხარ უარესად ვინერვიულებ.
-შენ რას აპირებ?
-მისმინე ლიზ, რაღაც უნდა გთხოვო კარგი?
-მთხოვე,გამიცინა დაქალმა.
-თუ რამე მოხდა და რამე მომივიდა.
-შენ გაგიჟდი?
-დამამთავრებინე,თუ რამე მოხდა და ამ ამბიდან ვერ გამოვედი ცოცხალი უნდა დამპირდე, რომ ჩემებს დაეხმარები ამ ტკივილის გადატანაში.
-არაფერს დაგპირდები გაიგე? ვერავინ შეუცვლის მათ შენს თავს,ნუ მაშინებ.
-კარგფი ნუ ნერვიულობ,მოვაგვარებ. ეხლა გაემზადე სახლში წაგიყვან ნივთები წამოიღე და სანდროსთან წავიდეთ.
* * * *
სანდრომ გაკვირვებულმა გახედა სავარძელში მჯდომ ლუკას.
-გგონია დაუჯერა?
-ფაქტია ეჭვი შეეპარა.ამოიოხრა ფალიანმა.
-რა ჭკვიანია ეგ ნაგავი,ამოიგმინდა მიშომ.
-ჯერ სად ვართ.წინ კიდე ბევრი რამ გველის,ჩვენ კიდე ერთ ადგილს ვტკეპნით უაზროდ.
-ვერაფერს იზამ, როცა ვიღაც აქვე გყავს ჩასაფრებული.
-დასასრული ყველაფერს აქვს, აბსოლიტურად ყველაფერს,შეცდომასაც ყველა უშვებს.აუცილებლად დავიჭერთ მკვლელს.
-მაკრინე სადაა? იკითხა ლუკამ.
-ლიზა წაიყვანა და მალე დაბრუნდება.
-მარტო წავიდა?
-არა თემომ წაიყვანა, დაელოდება და უკან მოიყვანს ორივეს.
-რატომღაც მგონია,რომ ლიზა მოიმიზეზა და თავიდან მოგვიშორა.
-რას გულისხმობ?
-არ ვიცი, ვერასდროს გამოიცნობ მაგ გოგოს თავში რა აქვს.
* * * *
თემომ კაბინეტის კარი შეაღო და ჩაფიქრებულ ბიჭებს გახედა.
-რა მოხდა თემო?
-ცუდი ამბავი მააქვს.
-რა მოხდა? გოგოები მოიყვანე.
-არ გამაჩერა მაკრინემ, მითხრა საქმე გვაქ და ჩვენით მოვალთო ეხლა კი ციხიდან დარეკეს.
-მერე? გაფითრდა მიშო.
-მაკრინემ პაემანი მოითხოვა.
-რა?ფეხზე წამოხტა ლუკა.გადაირია?
- ხო 1 სათში შეხვდება გეგას, ცოლის უფლებით ისარგებლა.
-ვერ შეხვდება, არ დავუშვებ,დაიღრინა ფალიანმა და ქურთუკს დაწვდა.
* * *
მადლობა გადავუხადე ციხის უფროსს და კმაყოფილმა შევაღე განკუთვნილი ოთახი.სანამ ბიჭები მიხვდებოდნენ რომ მოვატყუე, მე უკვე ყველაფერი მეცოდინებოდა და ამ უაზრობასაც დავასრულებდი.ყველაფრისთვის მზად ვიყავი, იმდენად აღარ მინდოდა ჩემს კისერზე კიდე ერთი სისხლი ყოფილიყო.ოთახში მარტო დარჩენილი შიშმა ამიტანა. პირველად უნდა შევხვედროდი ასე ახლოს გეგას.შეეძლო შემხებოდა და სწორედ ეს მაგიჟებდა.საკუთარ თავთან შევძელი და ვაღიარე რომ შეიძლბა ისევ მყვარებოდა და ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი.
დაფიქრებულმა გავხედე საათს, უკვე ნახევარი საათი იყო ,რაც ვუცდიდი,არადა 10 წუთში უკვე უნდა მოეყვანათ.ინტერესიანად შევათვალიერე ოთახი და ზიზღით დავხედე საწოლზე გადაფარებულ გახუნებულ გადასაფარებელს.თითქმის კიდევ 20-მა წუთმა გაიარა და ლამის მთმინების ფიალა ამევსო, რომ ჩემი ყურადღება კარის ხმამ მიიქცია. უნებურად დავხჭე თვალები და სუნთქვაც შევწყვიტე.ვგრძნობდი როგორ შემოვიდა ოთახში და ჩემს წინ გაჩერდა.
-გაახილე თვალები, გაისმა ლუკას მრისხანე ხმა.
-შენ აქ რას აკეთებ? გაკვირვებულმა ვკითხე.
-იქნებ შენ მითხრა, აქ რა გინდა?
-არ ვარ ვალდებული.
-ცდები.წინადადება გამაწყვეტინადა მკლავზე დამქაჩა,წამოდი.
-არსად არ წამოვალ.ჯიუტად გავიჯგიმე ერთ ადგილას.
-კარგი მაშინ დავრჩეთ,მიუბრუნდა ბადრაგს და იარაღი და მოწმობა გაუწოდა.
-რას აკეთებ?გადაირიე?
-ხო გინდოდა, ამ აყროლებლ ოთახში ღამის გატარება ხოდა სურვილს გისრულებ,თვალი ჩამიკრა და კარიც ჩაიკეტა გარედან.
გაბრაზებულმა ვაქციე ზურგი და სარკმელთან მოვიკალათე.ერთ დიდ გაუგებრობას დაემსგავსა ჩემი ცხოვრება.ლაბირინთს, რომლიდანაც გამოსასვლელს ვეღარ ვპოულობდი,დავიღალე და შინაგანადაც გამოვიფიტე. მე და გეგა ყოველთვის 4 შვილზე ვოცნებობდით.უაზრობაა მაგრამ სახელებიც კი შერჩეული გვქონდა.იმდენად მიყვარდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მის გარეშე სუნთქვას შვძლებდი,ეხლა კიდე ვიჯექი და ველოდი როდის გამომიტანდა სიკვდილის განაჩენს. წამოსული ცრემლები უკან გაავაბრუნე და ამოვიოხრე.
-მაკრინე,სმენას ლუკას ხმა მისწვდა,ფრთხილად გავახილე თვალები და ჩემს წინ ჩამომჯდარ ფალიანს გავხედე.
-არ გინდა მომისმინო?
-იმაზე მეტი მოვისმინე ვიდრე მინდოდა, არ გინდა ლუკა.
-ბიჭები ყოველთვის შენ გიცავდნენ სულ,იცოდნენ რომ გეგა ცოცხალი იყო და ისიც იცოდნენ რომ გამოჩნდებოდა,შენ კიდე რაც არ უნდა მაგარი გოგო იყო, შეიძლებოდა გამტყდარიყავი და რამე სისულელე გაგეკეთებინა,აი მაგალიტად დღევანდელი შენი საქციელი. რის მიღწევას ცდილობ? მოგწონს შენს იგვლივ,რომ ვბრუნავთ ყველა?
-არ გინდა რა, მთელი ჩემი ცხოვრება მასკარადია ხომ ხედავ?
-უადგილო ირონიაა.გაეცინა ლუკას და უფრო ახლოს მოიწია.
-ძალიან დავიღალე ძალიან,საოცარ სენტიმენტალურ განწყობაზე დავდექი.
-ვიცი,მაგრამ ეჭვი ნურასდროს შეგეპარება ბიჭებში, ისინი ყოველთვის შენს სიკეთეზე ზრუნავენ,ვერც წარმოიდგენ როგორ უყვარხარ ორივეს.
-მეც მიყვარს.
-ხოდა აპატიე ეს ყველაფერი,ადამიანი შიშის დროს ათას სისულელეს ჩადის.როგორც შენი დღვანდელი ვიზიიტი აქ.ხვდები რა მოხდებოდა?
-კი,თავი დამნაშავესავით დავხარე.
-ხოდა მაგითი საკუთარ თავს სჯიდი თუ ბიჭებს? ხო იცი რამე რომ მოგსვლოდა თავს არასდროს აპატიებდნენ.
-ამ ყველაფრის დამთარება მინდა ლუკა.
-დამთავრდება თუ დაგვიჯერებ და უაზროდ არ მოიქცევი.,
-ვგრძნობ რაღაც სერიოზულ დარდს ატარებ გულით.შეგიძლია მენდო.
-საცოლე მყავდა.სევდიანად გამიცინა ფალიანმა,სიცოცხლეს მერჩია.ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე მიმატოვა და სხვა კაცს გაყვა ცოლად.
-მერე? სუნთქვა შემეკრა იმხელა ტკივილი დავინახე მის თვალებში.
-მამაჩემს.ის კაცი მამაჩემი იყო.
-რა? ინსტინქტურად ფეხზე წამოვხტი.
-ხო,ასე რომ ყველას გვაქვს პირადი ტრაგედია,როგორც ხედავ.ამიტომ დახმარების თხოვნა სირცხვილი არასდროს არ არის.
გააზრებაც ვერ მოვასწარი,ისე მომიქცია მკლავებში ლუკამ და ტუჩებზე დამაცხრა.

* * * *
გარეთ საშინლად წვიმდა,ნაღვლიანმა გახედა ლიზამ დატბორილ ეზოს.მისი ყურადღება ოთახში შემოსულმა სანდრომ მიიქცია.
-გამაჯობა ლიზა.
-გამარჯობა.
-ხო არ მოიწყინე? ირონიულდ გაუცინა ბიჭმა.
-არ დაიწყო.მობეზრებულმა აიქნია ხელი ქალმა.
-არა მართლა მაინტერესებს, როგორ ძლებ შენი სუნამოების და მაღალი ქუსლების გარეშე?ან ყოველ საღამოს ბარში რომ არ ხარ?
-სანდრო რა გინდა? რატო მიწვევ?
-ნურას უკაცრავად, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ.
-ამიტანე ცოტა ხანს და წავალ.კარგად იცი მე არ მითხოვია აქ ცხოვრება.
-შენ შემოგევლე რა, არც მე ვარ გახარებული ამ ყველაფრით.სულაც არ მიხარია შენი სახის დანახვა საკუთარ სახლში.
-მართლა ამბობ მაგას? ტირილის ნოტები გაერია ქალს ხმაში.
-არა გატყუებ,არ მესმის იმ მანიაკის, შენ რა მოსაწონი იყავი მოსაკლავადაც კი არ ხარ ყურადების მისაქცევი.
ლიზას გული საშინლად ეტკინა.ყველაფერს ელოდა ბიჭისგან გარდა ამ სიტყვებისა.სწრაფად წამოხტა ფეხზე და სავარძელში მოკალათებულ ბიჭს წინ დაუდგა.
-ხოდა წავალ აქედან, ეხლავე.
-მიბრძანდი.უდარდელად ჩაილაპარაკა ბიჭმა.ქალს ბევრი არც უფიქრია, სრაფად გამოხსნა ტერასის კარი და თავსხმა წვიმაში კარისკენ გაიქცა.
უბრალოდ უნდოდა ამ სახლიდან გაეღწია,მის გვერდით ვეღარ გაჩერდებოდა.თუმცა ეზოს ბოლომდეც ვერ მიაღწია ვიღაცის ძლიერმა ხელებმა დაიჭირა და მისკენ დაქაჩა.
-სულ გაგიჟდი? გინდა მართლა მოგკლან?
-ხო მინდა, გამიშვი, მინდა მინდა,ისტერიკული ტირილი აუტყდა და სხეული მოუდუნდა ქალს.
-კარგი მორჩა, დაწნარდი.სწრაფად აიტაცა სველი ქალი ხელში სანდრომ და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.


* * * *
როგორც კი აზრზე მოვედი ფალიანს ხელი ვკარი და გაბრაზებულმა გავხედე.
-ხელის გარტმა სადაა?გაეცინა ბიჭს.
-რა?
-ხო რავიცი, გოგოები ხომ ეგრე ხართ ზოგადად?
-მეგონა მიხვდი, რომ სხვებს არ ვგავარ,ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და სავარძელზე ჩამოვჯექი.
-გაბრაზებული კიდევ უფრო ლამაზი ხარ.
-ვაიმე ლუკა მორჩი რა, ძალიან ბანალური და საცოდავია ეს მცდელობები.
-გგონია რომ მოვინდომო, არ შეგიყვარდები?
-ბავშვი ხარ? რა იყო, ვერას გეტყვი და სტიმულს მოგცემ? შენ რა ხელი გაქ მე შეგიყვარებ თუ არა? ერთ დროს ვერცერთ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებდი, დაგავიწყდა?
-ოჰ როგორ დაუმახსოვრებია.გულიანად გაეცინა ლუკას.ეხლა პატარა ჭირვეულ ბავშვს გავხარ, რომელსაც კამფეტს დაპირდნენ და არ მისცეს.
-არა, მე ის გოგო ვარ, ზღაპრის მოყოლას რომ დაპირდნენ და მოატყუეს.ჩავილაპარაკე სევდიანად.
-გინდა მე მოგიყვე ეგ ზღაპარი?ოღონდ ფინალს ერთად დავწერთ.
-არ მინდა.საერთოდაც არ მინდა ჩემს ცხოვრებაში რომ იყო.ეხლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მეძინება.
-მერე? დავწვეთ.
-მე დავწვები და შენ აქ არჩები, სვარძელში.
-არც იოცნებო, გაეცინა ლუკას და მაისური გადაიძრო.
-რას აკეთებ? თვალებზე ხელი ავიფარე.
-ვიხდი რა იყო? შენ კიდე თავს ზემოთ შიშველი კაცი არ გინახავს? ხო გამახსენდა შენ ხო უკარება ქალიშვილი ხარ.
-ეხლა მოგხვდება.
-ჰე გელოდები, გაიხადე და დაწექი.
-მე მანდ არ დავწვები, გაგიჟდი?
-ნებითა შენითა თუ ძალითა ჩემითა?
-ლუკა არ მომეკარო.ვუყვირე როგორც კი ჩემკენ დაიძრა.სწრაფად ამაფრიალა ხელში და საბნის ქვეშ შემაგდო.
-იცი რას გიზამ იცი? მოგკლავ ლუკა, მოგკლავ.
-მოისვენე ეხლა,დამიღრინა ფალიანმა და მის დიდი ტორებში ისე მომიქცია რომ განძრევის საშუალება არ მომცა.
-დაიძინე მაკრინე, კიდე კაი ხანი არ გვეღირსება მშვიდი ძილი.
მართლაც იმდენად გამათბო მისმა სითბობ, წამებში გადავეშვი მორფეოსისი სამყაროში.

საშინელი სიზმარი მესიზმრა.ბნელ ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და სკამზე მიბმული.თეთრი საქორწინო კაბა მეცვა და ირგვლივ აუარება სისხლი იყო.ვყვიროდი და ხმა არ ისმოდა,ხელების გახსნას ვცდილობდი და ვერ ვამოძრავებდი.დაფეთებული წამოვხტი საწოლში რასაც ლუკას გაღვიძებაც მოყვა.
-დამშვიდდი მაკრინე.
-ვერ ვსუნთქავ.ამოვიხავლე და ფეხზე წამოვხტი.
-შემომხედე,მიყვირა ფალიანმა და მკლავებში მომიქცია,დაწყნარდი და ღრმად ისუნთქე,უბრალოდ სიზმარია .
ნელ-ნელა დაწყნარება დავიწყე და სუნთქვაც დარეგულირდა,
-აი ეგრე ,კარგი გოგო ხარ,წყნარად მაკრინე წყნარად.
- წამიყვანე აქედან,.მის სიახლოვეს ვერ ვსუნთქავ.ლუკა გემუდარები ამ დამპალ კედლებში ვერ გავჩერდები.
-კარგი, კარგი მივდივართ.
სწრაფად წამოკრიფა მისი ნივთები და როგორც კი დარწმუნდა, რომ მზად ვიყავი კარებზე დააბრახუნა.თხუთმეტ წუთში უკვე ჩემს სადარბაზოსთან ვიდექით.
-დარწმუნებული ხარ, რომ კარგად იქნები?
-კი, წადი დაისვენე შენც,,მადლობა ყველაფრისთვის.
-ამითი შენი სისულელეები არ დამთავრებულა ხომ? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კარგად გაგიცანი მაკრინე და დარწმუნებული ვარ რაღაცას მოიმოქმედებ და ვიცი ეს კარგი არ იქნება.
-დასასრული სჭირდება ყველაფერს.
-საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე არა მაკრინე.ისეთი არაფერი გააკეთო, რითიც ბევრ ადამიანს ატკენ გულს.
-უკვე ვატკინე ყველას, როცა გეგა ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვი და ყველა საფრთხეში ჩავაგდე.
-ყველა ცდება ცხოვრებაში,არამცთუ შეყვარებული ქალი,როგორ გგონია ვინმე გამტყუნებს? გიყვარდა და ეგ არაა სასირცხვილო, სხვა მხარეა როგორი იყო გეგა.
-ლუკა რას მიშვები ეხლა? ხანდახან მგონია, რომ გინდა ისევ მიყვარდეს.
-მინდა რომ არ გეშინოდეს, იმისი რასაც აქ გრძნობ.ფალიანმა ხელი ასწია და გულზე დამადო.მინდა თავდაჯერებული იყო ,როცა ერთ დღეს პირისპირ შეხვდები.მინდა ყველანაირი ტკივილის გარეშე დაასრულო მასთან ეს ყველაფერი.
-ეგ არ მოხდება ლუკა, ამ ამბიდან მშრალად ვერ გამოვალ.
-გამოხვალ მაკრინე.შენს უკან ძლიერი გუნდია,მუდამ მზად ყოფნაში არიან სანდრო და მიშო.დაუნახავი უნდა იყო ვერ მიხვდე რამდენს ნიშნავ ორივესთვის,შენს მშობლებზე რას იტყვი? და ბოლოს მაგრამ მაინც ვდგავარ მე ამ სიაში.
-გავიგე, არაფეს ვიზამ, მადლობა და ნახვამდის.
-მაკრინე.
-გისმენ.
-ჭკვიანად, თვალი ჩამიკრა და დამელოდა,სანამ სადარბაზოში არ გავუჩინარდი.
სანდრომ გაბრაზებულმა დააგდო გაწუწული ქალი დივანზე და მეორე ოთახში გავარდა.
-არა მართლა სულელი ხარ გოგო, თუ თმის ფერი მოქმედებს ერთი? რას ფიქრობდი რომ გარბოდი, რას? ყვიროდა სანდრო და თან პირსახოცით უმშრალებდა თმებს აკანკალებულ ქალს.
-შემეშვი..
-მორჩი ეხლა ნერვები არ მომიშალო,, თორემ სასწაულს გიზამ.კბილებში გამოსცრა ბიჭმა და ლიზას ხალათს დასწვდა.
-რას აკეთებ?
-ნუ ფართხალებ, ხომ ხედავ ისე გაკანკალებს, ვერც ლაპარაკობ.გხდი რას ვაკეთებ? სველი ტანსაცმელი თუ არ გაიხადე, გაცივდები ადამიანო,პატარა ბავშვი ხარ?
-მე თვითონ,გაიბრძოლა ლიზამ და სანდროს ხელები მოიშორა.
-ოხ რა ჯიუტი ხარ, რა ჯიუტი.მიდი ჩაიცვი და უნდა ვილაპარაკოთ თან საკმაოდ სერიოზულად.
* * * *
მიშომ მანქანა ბართან გააჩერა და შიგნით შევიდა. რამოდენიმე ჭიქის დალევა არ აწყენდა დაძაბული დღის შემდეგ.
ერთს მეორე მოჰყვა და სათვალავი აერია, მერამდენე ბოთლი დაცალა.საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა.პირველი რაც თვალში მოხვდა თეთრი ჭერი იყო,რომელიც არ ეცნო და გაკვირვებულმა მოათვალიერა ოთახი.ყურადღება ფანჯრის რაფაზე მჯდომმა გოგომ მიიიქცია, რომელიც აშკარად ტიროდა. მიშომ თვალები დახუჭა და შეეცადა გაეხსენებინა წინა ღამეს რა მოხდა.ყველაფერი არა, მაგრამ ფრაგმენტებად გაახსენდა და სწრაფად ჭყიტა თვალები.
მეორე შოკი თეთრ ზეწარზე გუშინდელი საქციელის შედეგის დანახვისას მიიიღო.გაჭირვებით წამოდგა ფეხზე,ჩაიცვა და ქალისკენ გადადგა ნაბიჯი.
-მგონი უნდა ვილაპარაკოთ.საკუთარი ხმა ვერ იცნო.
-მგონი,ტირილისგან დაბოხებული ხმით უპასუხა გოგონამ და მიშოსკენ შებრუნდა.ბიჭს თვალებიი გაუფართოვდა გაოცებისგან.
-შეენ?
-ეს რა ვქენით მიშო?
-ანასტასია, აქ რას აკეთებ?
-შენი აზრით? იყვირა წყობიდან გამოსულმა გოგომ.ხვდები რა მოხდა გუშინ?
-მე კი ვხვდები ,მაგრამ შენ ცოტა პატარა არ ხარ მაგისთვის ბავშვო? ან სად შეგხვდი?
-გეყოფა ეხლა,ბარში შევხვდით, მეც ნასვამი ვიყავი.
-რატო იყავი ნასვამი?რამ.დენი წლის ხარ ანა?
-18ის
-ვაიმე ღმერთო მიშველე, თავში ხელი შემოირტყა მიშომ და საწოლზე ჩამოჯდა.ლიზას რა პირით შევხედო, რა ვუთხრა სიმთვრალეში შენს პატარა დეიდაშვილთან მეძინა მეთქი? თუ მისი პირველი მამაკაცი ვიყავი მეთქი?
-ლიზაზე ფიქრობ? ცრემლები წამოუვიდა გოგოს.მოდი დაივიწყე რა არაფერი მომხდარა,შეველევი როგორმე ამ ერთ ქალიშვილობას.
-მოიცადე სად მიდიხარ? ფეხზე წამოხტა ბიჭი და ტანსაცმლის აკრეფაში გართულ გოგოს ეცა.
-არ მომეკარო.იყვირა ანამ.
-მოიცა ეხლა დაწყნარდი,რა პანიკაში ხარ,გეგონება ძალა დაგატანე.
-ვერ ხვდები ხო?შენთვს არაფერი, ჩვეულებრივად ქალთან იყავი და მორჩა,მე?ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი, ჩემი უაზრობის გულისთვის.
-მოდი მშვიდად გადავწყვიტოთ.მე ცოლად მოგიყვან.
-კაი ერთი.სიმწრით გაეცინა გოგოს.
-დამცინი?
-როგორ მიხვდი? დაგეხმარა ვინმე? ვის უნდა გავყვე ცოლად,კაცს რომელიც ბავშვობიდან მიცნობს?კაცს რომელსაც ჩემთვის საწუწნი კამფეტები მოქონდა და ლოყაზე მჩქმეტდა?კაცს რომელიც ვერასდროს აღმიქვამს ქალად?
-რას მოითხოვ მითხარი და ისე მოვიქცევი.ამოიოხრა მიშომ.
-უბრალოდ დაივიწყე გუშინდელი ღამე,საერთოდ არ შევხვედრივართ ერთმანეთს,იმ ყველაფრის ხათრით გთხოვ.
-კი მაგრამ.
-არა მიშო, უარესად ნუ დამამცირებ გემუდარები.ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა.
მიშომ სწრაფად შეაღო კაბინეტის კარი და ფანჯარასთან მდგომ თემოს უსიამოვნოდ გახედა.
-თემო, საქმე არ გაქ შენ, აქ რომ ხარ?
-თქვენს ხელში საქმეს რა გამოლევს უფროსო?ირონიულად შენიშნა ბიჭმა.
-ვერ გავიგე?ხმა გაიმკაცრა მიშომ.
-რატო მოაწერე ხელი გეგას გადაყვანას? ოთახში სანდროს ხმა გაისმა.
-რას მოვაწერე? ხო არ გაგიჟდით?
-მიშო გეგა გაიქცა.ამოიოხრა სანდრომ და ფეხზე წამოდგა.
-კი მაგრამ ეგ როგორ?
-შენი მოთხოვნის შედეგად.საუბარში ჩაერია თემო.
-ხო არ გაუბერეთ? მე არაფერი მომითხოვია.იფეთქა მიშომ და ტელეფონს ეცა.
-დიახ მე ვარ ბატონო გურამ, პატიმარ გეგა ლიჩელის გადაყვანის საქმესთან დაკავშირებით გიკავშირდებით.დიახ კი მაგრამ რაღაც შეცდომაა,
მე არაფრისთვის მომიწერია ხელი.ეგეც რომ არა როდის იყოს პატიმრის გადაყვანის აქტს, მაილის სახით ვგზავნიდით?არ მაინტერესებს ქვეყანა შეძარით და ციხეში დააბრუნეთ.იყვირა გაცოფებულმა და ტელეფონი მაგიდაზე დაახეთქა.
-ეხლა გასაგებია,ეს ყველაფერი მისი დამხმარის მოწყობილია.ვიღაცა ძალიან მაგრად მუშაობს.
-მაკრინე სადაა ?
-სახლში ალბათ.
-ეხლა ყველაზე მეტად ეგაა საფრთხეში.სასწრაფოდ აქ მოიყვანეთ.ბრძანება გასცა მიშომ და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
* * * *

ცხელმა აბაზანამ საბოლოოდ მომიყვანა გონზე.ნასიამოვნებმა გამოვიხურე ოთახის კარი და სამზარეულოსკენ გავეშურე.
-დე ყავას დამისხმა? უკნიდან ჩავეხუტე მაცივართან მდგარ დედაჩემს.
-რატომ არ მითხარი?
-რა არ გითხარი? გაკვირვებუმა გავხედე.
-ვიცოდი გული მიგრძნობდა. დედის ინტუიცია არასდროს ცდება.გეგას ამბავი რატომ დამალე?
-სიდან გაიგე? სუნთქვა შემეკრა.
-ტელევიზორიდან მაკრინე.დღეს ციხიდან გაიქცა.
-რა? ხავლის მსგავსი ხმა ამომხდა და რომ არ წავქცეულიყავი სკამს დავეჭიდე.
დედაჩემი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა კარზე ზარის ხმამ გააჩერა.2 წუთში ოთახში სადრომ შემოაბიჯა.
-მართალია?
-კი მაკრინე, ჩაიცვი და წამოდი განყოფილებაში მივდივართ.
-ეხლა რა იქნება? სასოწარკვეთილმა გავხედე მეგობარს, თუმცა ჩემზე მეტად დაბნეული სახე მას ქონდა და მივხვდი დღეიდან ის ომი იწყებოდა რომელსაც,სავარაუდოდო ნამდილად ვერ მოვიგებდი.

* * * *
მშვიდად შევაბიჯე განყოფილებაში და თვალში მომხვდა დაძაბული ატმოსფერო.გეზი მიშოს კაბინეტისკენ ავიღე და გაბედულად შევაღე კარი.
-მაკრინე მოდი,ფეხზე წამოხტა მიშო და გულში ჩამიკრა. არ შეგეშინდეს კარგი? ყველაფერს გავაკეთებ რომ არ მოგიახლოვდეს.
-ყველამ კარგად ვიცით მისი გგემები.ყველაფერს გააკეთებს ჩემზე შურის საძიებლად ასე რომ ყველაფრისთვის მზად ვარ.
-პირობა უნდა მომცე, რომ ჩვენს ზურგს უკან არ იმოქმედებ.
-მაგის პირობა შენც მომეცი ადრე მიშო.გაბრაზბულმა გავხდე მეგობარს.
-ეხლა ბუტიაობის დრო არ არის,საუბარში ლუკა ჩაერია და მისკენ მიმატრიალა.ეხლა არ იყვირო, ჩემთან მოდიხარ, მოკლედ ასე უფრო დაცული იქნები და ჩვენც მშვიდად ვიმუშავებთ.
-მე არაფერი მჭირს დასაცავი და მითუმეტეს შენთან არ წამოვალ.
-ნუ ჯიუტობ მაკრინე ნუ,იყვირა მიშომ.პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, რეალურად შეაფასე სიტუაცია.გთხოვ ისედაც თავზე საყრელად მაქვს პრობლმები და ნუღა დამიმატებ. ხო შეიძლება ამ ერთხელ დამიჯერო.ლუკა ერთადერთია რომელსაც შენს თავს ვანდობ.
-ზედმეტადაც ანდე ხომ არ დაგავიწყდა? ვაგრძელებდი მათ ნერვებზზე თამაშს.
-საკმარისია, გეყოფა ჩვენი დადანაშაულება ყველაფერში,ნუ მაფიქრებინებ რომ შევცდით რაღაც-რაღაცეებში.მოვა დრო და მადლობას მეტყვი ამ ყველაფრისთვის.ოღონდ ეხლა წაყევი ლუკას გთხოვ.
-კარგი.დანებების ნიშნად ხელები ავწიე და სავარძელზე მოწყვეტით დავეშვი.

* * * *
სანდრომ მისი გასაღებით გააღო კარი.ქურთუკი იქვე დაკიდა და მისაღებისკენ გაეშურა.ლიზა დივანზე იჯდა პლედშემოხვეული და ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა.
-ოჰ დაწყნარებულა ქალბატონი.რაო გარგო წვიმაში სირბილმა?ირონიულად ჩაილაპარაკა სანდრომ და მის პირდაპირ ჩამოჯდა.რა იყო ხმას რატო არ მცემ?ენა გადაყლაპე გოგო?
ლიზამ თავი წამოწია და ხავილის მსგავსი ხმა ამოუშვა პირიდან.
-რა გჭირს? დაფეთებული წამოხტა ფეხზე და ქალთან მიიჭრა.ვერ ლაპარაკობ? ლიზამ სუსტად გააქნია თავი,ვაიმე მოსაკლავი ხარ მოსაკლავი ,იწვი გოგო რამხელა სიცხე გაქ.
სანდრომ სწრაფად აიტაცა ქალი ხელში და საძინებელში გაიყვანა,ფრთხილად დაუშვა საწოლზე და სამზარეულოში გავარდა წამლების მოსატანად.ძლივს გადააყლაპა სიცხისგან გათანგულ ქალს წამლები და ნერვიულად დაიწყო აქეთ იქით სიარული.
-არა რა ამხელა ქალს თავში ტვინი არ გაქვს,.რა გიშველო ეხლა რა ვქნა? მოიცა გონება გაუნათდა ბიჭს და საწოლზე ჩამოჯდა.გაუბედავად წაიღო ხელი ლიზას პერანგისკენ და ერთი ხელის მოსმით გადააძრო .შარვალიც მის გზას გაუყენა და აფართხალებულ ქალს დაუბღვირა.
-მოისვენე რა, მოისვენე.სიცხე გაქ ადამინო, იწვი და მაგიტო გაგხადე.
-მცივა.ამოილუღლუღა ლიზამ.
-ეხლა გათბები.პლედი საგულდაგულოდ ამოუკეცა და იქვე ჩამოჯდა.
-სანდრო.
-რა იყო ლიზა?
-არ წახვიდე, მეშინია.
-აქ ვარ შენთან.გაეღიმა ბიჭს.
-იცი რო მიყვარხარ? ჩაილუღლუღა ქალმა და მიეძინა.
სანდროს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა,ვერასდროს იფიქრებდა თუ ქალს რომელიც მის მიმართ ყოველთვის აგრესიას გამოხატავდა ეყვარებოდა.პირველად დაფიქრდა მასზე როგორც ქალზე და სასიამოვნოდ გაოცდა,სულაც არ მოეჩვენა ისეთ აუტანლად როგორც აქამდე მიიჩნევდა.

* * *
ლუკამ სახლის კარი გააღო და პირველი შემატარა.
-თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.
-მადლობა.
-რა გჭირს მაკრინე?
-ლოგიკური კითხვაა, რა არ მჭირს აბა ეგ მკითხე.წავკბინე ფალიანს და მისაღებში გადავინაცვლე.
-მესმის გაღიზიანებული ხარ და არ აგყვები.აქ უსაფრთხოდ ხარ.
-გეგას არ იცნობ, თორე მაგას არ იტყოდი.
-არც მე მიცნობ, თორე ეჭვი არ შეგეპარებოდა.ცალყბად გამიცინა და სამზარეულსკენ წავიდა.ჩაის დალევ თუ ყავას?
-ყავას თუ შეიძლება.ქურთუკი გავიხადე და დივანზე ჩამოვჯექი.
-რაზე ფიქრობ?
-რა ახლოსაა ჩემთან.ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდეს და შემეხოს,ნერვიულად გამეცინა.
-კი თუ მისცემ ნებას, აუცილებლად.მაკვირვებ მაკრინე, ორ ცეცხლ შუა ხარ, არ იცი საით წახვიდე ისიც კი ვერ გაარკვიე კიდე გიყვარს თუ არა.
-ხომ გთხოვე,ნუ მეუბნები მსგავს სისულელეებს.
-მიპასუხე, აღარ გიყვარს?
-შემეშვი.ტონს ავუწიე და ასადგომად გავიწიე ,თუმცა ფალიანმა მკლავში დამქაჩა და მაიძულა მის პირდაპირ დავრჩენილიყავი.
-რას აკეთებ?
-მიპასუხე, გიყვარს კიდე?
-არა არ მიყვარს,დაწყნარდი? ვუყვირე და ცრემლებმაც არ დააყოვნა ,რატომ მახსენებ ყოველთვის? რატო ცდილობ ისევ გაიღვიძოს მასზე ფირებმა, რატო? ტირილი ამიტყდა და ლუკას ჩავეხუტე.
-იმიტომ, რო ეს ყველაზე მართალი რეაქციაა,იმიტომ რო მინდა სუსტი იყო ,მინდა მე დაგიცვა და ამის სრული უფლება მქონდეს .მინდა როცა მის პირისპირ აღმოვჩნდები ის გავაკეთო, რაც სწორი იქნება და გული არ გატკინო.
-რატო?რატო შეიცვალე ჩემზე აზრი ასე უცებ? აქ არავინაა და შეგიძლია არ ითამაშო.ამოვილუღლუღე.
-შემიყვარდი მაკრინე.ზარივით გაისმა მისი ხმა.ყველაფრის მიუხედავად თავდავიწყებით შემიყვარდი.ვიცი წინააღმდეგობას გამიწევ, მაგრამ მიყვარს გამოწვევები.ეხლავე გაფრთხილებ ჩემი ხარ,იქამდე არ მოვისვენებ ვიდრე თავს არ შეგაყვარებ.რატო გიცავ? იმიტო რომ რაც ჩემია არავის ვუთმობ,შენ კიდე ჩემი ხარ.
სწრაფად წამოიწია ჩემკენ და ტუჩებზე დამეტაკა,არ ვიცი რამ იმოქმედა, მაგრამ მისი სხეულიდან წამოსულმა სითბომ იმდენად გამათბო რომ მეც ავყევი კოცნაში და როდესაც ჩემი მაისური იატაკზე დაეცა წინააღმდეგობა არ გამიწევია.

საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა.ინსტინქტურად დავიხედე ტანზე და როგორც კი გუშინდელი ღამე გამახსენდა სირცხვილისგან ერთიანად ავხურდი.ფრთხილად გამოვეცალე მძინარე ლუკას და სწრაფად გადავიცვი ტანზე.ყველაფერი მიკანკალებდა,"სულელი ხარ სულელი,ამდენი ხანი თავი იმიტო ინახე რო ქუჩის ქალივით მოქცეულიყავი?" შემომიტია ალტერ ეგომ და უარესად ავფორიაქდი.ის იყო ჩაიდანი გაზზე შემოვდგი, რომ კარზე ზარიც გაისმა.
-ალბათ დაცვაა.ხმამაღლა ჩავილაპარაკე და იარაღი სამზარეულოს მაგიდაზე დავტოვე.ფართოდ გამოვაღე კარი და რომ არ წავქცეულიყავი სახელურს დავეკიდე.ჩემს წინ ირონიულად მოცინარი გეგა იდგა.უცებ წავიღე ხელი ქამრისკენ, თუმცა გამახსენდა რომ უიარღოდ ვიყავი.
-აბა აბა წყნარად ,თორე შენს ტურფას ძილშივე მოვკლავ. დამიბღვირა და ხელით მანიშნა გარეთ გავსულიყავი.
-გეგა გთხოვ.
-გამოდი.მკლავში მტაცა ხელი და გარეთ გამათრია.გარემო მოვათვალიერე,კარგად მახსოვს საღამოს, რომ მოვედით ჩვენი თანამშრომლებიც მოგვყვნენ , რომლებსაც ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ,მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა და არც ბრძოლის კვალი ეტყობოდა.გეგამ მანქანასთან მიმათრია და შიგნით შემაგდო,ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე შემეშინდებოდა მისი სიახლოვის.ვიჯექი და პატარა გოგოსავით ვკანკალებდი სავარძელზე.


* * * *
სანდრომ ძლივს აითრია წელი სავარძლიდან და საწოლზე მწოლიარე გაფითრებულ ქალს გახედა. ლიზას სიცხე აღარ ჰქონდა, მაგრამ აშკარად ცუდად იყო, მძიმედ სუნთქავდა.ბიჭი დაიხარა და ოდნავ შეარხია.
-ლიზ გაიღვიძე.ქალმა თვალები ძლივს გაახილა.
-სანდრო.
-ხო აქ ვარ, ნუ გეშინია.გტკივა რამე?
-ყელი.ძლივს ამოიღო ხმა ლიზამ.
-დაწყნარდი, ეხლავე ჩაის გაგიკეთებ და სულ მალე ჩიტივით იქნები. აქ ცივა, ამიტომ იქით ოთახში გაგიყვან და გათბობას ჩავრთავ.
-კარგი.ოდნავ დაუქნია თავი.
-ეხლა არ იკივლო, უნდა ჩაგაცვა.გაეცინა სანდროს და საწოლზე წინასწარ გამზადებული სპორტული ტანსაცმელი მოიმარჯვა, ბიჭისდა გასაკვირად ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია
მორჩილად გადაიძრო საბანი და მისცა უფლება ტანზე ჩაეცმია.თუმცა როგორც კი ფეხზე დადგა საშინელი თავბრუსხევევა იგრძნო და სანდრო რომ არა იატაკს ჩაეხუტებოდა.
-ოპ ოპ ფრთხილად,მოდი აქ,ბუმბულივით აიტაცა ქალი ხელში და მისაღებში დივანზე დასვა.პლედიც მზრუნველად ამოუკეცა და გაცინებულმა ცხვირზე დაკრა თითი.
-არსად წახვიდე, ეხლავე მოვალ.
სასწაულად მოსწონდა ამ ჭირვეულ ქალზე ზრუნვა. თითქოს დიდი ხნის ძილიდან გამოერკვა, არასდროს შუნიშნავს რა ლამაზი თვალები ჰქონდა ლიზას.რა ლამაზი ხმა და საერთოდაც,თურმე რა მიმზიდველი ქალი იყო.თავისივე ფიქრებზე გაეცინა და ადუღებული წყალი ფინჯანში ჩამოასხა.


* * * *

ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ გეგამ მანქანა გააჩერა ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილას.სწრაფად გამოვიდა და ჩემს მხარეს კარი გამოხსნა.უხეშად ჩამავლო მკლავში ხელი და გადამათრია.
-გამიშვი ხელი, გამიშვი.გავიბრძოლე უაზროდ, თუმცა არაფერი გამომივიდა, ფეხით შეაღო სახლის კარი და იქვე მდგარ დივანზე დამაგდო.
-რა გიქნა ეხლა მე შენ? რა? მიღრიალა და მაგიდა გადააყირავა.
-გეყოფა გთხოვ,ყურებზე ავიფარე ხელი.
-როგორ გაბედე, როგორ მიღალატე იმ არაკაცთან? ხომ მიცნობ მაკრინე,იცი რისი გამკეთებელი ვარ. რა იყო მაგარი გოგოს როლი მოგეწონა და გეგონა ყველაფერი გაგივიდოდა?
-არ გაბედო იცოდე.სწრაფად წამოვხტი ფეხზე.
-ოჰ აბა ამას დამიხედეთ.გიყვარს?
-ხო იცი რომ გვიპოვიან?მთელი ცხოვრება ვერ დაიმალები.
-გიყვარს?ტონს აუწია გეგამ.
-ხო მიყვარს,იმაზე მეტად ვიდრე შენ ოდესმე.
-გაჩუმდი, მიღრიალადა ხელი მკრა.გავანადგურებ და შენც ზედ მიგაყოლებ, მაგრამ მანამდე კიდე ბევრ შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შევუქმნი საფრთხეს.
-მოგკლავ გეგა და ამჯერად საქმეს ბოლომდე მივიყვან.
-მოდი აქ.ხელი მტაცა და კომპიუტერთან დამსვა. სწრაფად ჩართო დისკი და მონიტორზე ლიზას სურათები გამოჩნდა, სანდროს ეზოში გადაღებული.
-ეს ეს რა არის?
-გეგონა გადამალეთ ხო? კიდე ვერ მიხვდით მე რომ ყოვლის შემძლე ვარ?ხვდები ალბათ ხო ვინც სურათები გადაიღო თავისუფლად შეუძლია შენ დაქალს თავი გაუხვრიტოს და შენი სანდროც ზედ მიაყოლოს.
-არა ამას არ იზამ.ხმაში შიში შემეპარა. ავადმყოფო.
-ვითომ რა დამიშლის? დაგავიწყდა რომ უმოწყალო მკვლელი ვარ? დაგავიწყდა ახალგაზრდა გოგოებს რას ვუკეთებდი? იცი რა მსიამოვნებდა? მათი შეშინებული თვალების ყურება ჩემს ხელში რომ იყვნენ და არ იცოდნენ რა ელოდათ.
-გეყოფა.ვატყობდი ცოტაც და ისტერიკა დმემართებოდა.რა გინდა რა?
-იცი ლუკა რაში იყო მართალი? ჩემი კაცი თქვენთან მუშაობს და ძალიან ახლოსააა შენთან.ჩვეულებრივად წახვალ სამსახურში და გააგრძელებ ცხოვრებას, სანამ რამეს მოვიფიქრებ.რომ გაბედო და წარბის აწევით მაინც ანიშნო
ვინმეს რამე იმ წამსვე მოვკლავ ლიზას გაიგე?ეხლაც მაიძულე შენტან მოსვლა,შენი დაუფიქრებლობით,ალბათ იმის ახსნაც არ უნდა დამჭირდეს,რომ ლუკას ახლოს არ გაეკარო.
-არაკაცი ხარ, არაკაცი,არ გეყო რაც მტანჯე არა? გამწარებული ფეხზე წამოვხტი და გეგას ხელი გავარტყი.დამეფიცება დაჭრილ ცხოვრელს დაემსგავსა,სწრაფად მწვდა ყელში და ხელი მომოიჭირა.ვგრძნობდი როგორ გამითავდა ჰაერი
ცოტაც და გავიგუდებოდი.თუმცა გეგა სწრაფად მოეგო გონს და ხელი შემიშვა.ხველა ამიტყდა და კედელთან ჩავცურდი.
-ეს გაკვეთილია იცოდე. არ გაბედო გმირობანას თამაში, მარტო არ ვარ და რამე რომ მომივიდეს, რიგში შენი ოჯახის წევრებიც ჩაეწერებიან და იცი არ ვხუმრობ. ცოტა ხანში ჩვენს ბედსაც გადავწყვეტ და ეჭვიც არ შეგეპაროს ჩემს იქით გზა არ გაქვს.ეხლა ადექი და შეგიძლია სახლში წაბრძანდე.ოღონდ არ დაგავიწყდეს მე და შენ ერთმანეთი არ გვინახავს, როგორც მახსოვს კარგი მსახიობი ხარ.მკლავში ჩამავლო ხელი და ისევ მანქანასთან მიმათრია.

* * * *

ლიზამ ჩაის ჭიქა გამოართვა სანდროს და ფანჯრისკენ მიტრიალდა.ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ამ უხეშ და ჯმუხ ბიჭს ამდენი შეეძლო.გული აუჩუყა მისმა უმწეობამ და ტირილი აუტყდა.
-მოიცა ლიზა შენ რა ტირი? ცუდად ხარ? გტკივა რამე? შეშფოთდა სანდრო.
-არა არაფერი.
-კაი გოგო, ნუ გადამრიე, შენი ტირილი როგორ შეიძლება აბა?პატარა ბავშვი ხომ არ ხარ?გაივლის ყველაფერი აი ნახავ ეს საშინელი სიზამრი დასრულდება და დაწყნარდები.
-მეშინია.ტირილს უმატა ლიზამ.
-მეც,გაეცინა სანდროს და ატირებული ქალი გულში ჩაიკრა."მეც მეშინია შენი დაკარგვის" გონებაში დაასრულა და უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე.

* * * *

განადგურებულმა ავიარე საფეხურები და სხლის კარი საკუთარი გასაღებით გავაღე,გამიმართლა ჩემები სოფელში წასულიყვნენ.სწრაფად გავიხადე ტანზე და სარკის წინ დავდექი.
-ვინ ხარ ვინ? რა ადამიანი ხარ?რას წარმოადგენ, რომ სხვა სიცოცხლეს შენს გამო ამთავრებს?ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.თამაში გინდა გეგა? მიიიღებ ,მაგრამ მთავარი პაიკის გარეშ,მე რომ არ ვიყო სხვას ვერ დააშანტაჟებ ვერა.ზუსტად ვიცი რაც გატკენს გულს.ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე იქვე დაყრილი საპარსიდან ყველაზე მჭრელი ამოვარჩიე და სააბაზანოს იატაკზე ჩამოვჯექი.
-სუსტი ხარ?გგონია თავის მოკვლით უშველი საქმეს? შემომიტია ალტერ ეგომ.
-მისი წესებით არ ვითამაშებ, მტკივა რატო არ გესმის? აუტანლად მტკივა.ვიყვირე წყობიდან გამოსულმა და სამართებელი ვენაზე დავისვი.სულ 2 წუთი და ყველანაირი შეგრძნებები გამიქრა და უჩვეულო სიმშვიდემ შეცვალა ყველაფერი.
შიში ეს ერთადერთი გრძნობაა ალბათ, რომელიც ადამიანს ათას სისულელეს აკეთებინებს. შიში საყვარელი ადამიანების დაკარგვის.შიში სიკვდილის,სიყვარულის და ასე შემდეგ.ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ჩემი ცხოვრება იმ ლაბირინთს დაემსაგვსებოდა საიდანაც გამოსავლელ გზას ვერ ვიპოვიდი. მახსოვს ბავშვობაში მამა, სულ იმას მასწავლიდა"საკუთარ ბედს თვითონ ქმნი და არასდროს მისცე უფლება სხვას შენი ცხოვვრება მართსო".
შევცდი, მწარედ შევცდი, ნებლით თუ უნებლიეთ საკუთარი თავის და გეგას მარიონეტად ვიქეცი.ბუნდოვნად მესმოდა სირენების ხმა და გარეკვევით ვგრძნობდი ,როგორ ამიტაცა ვიღაცის ძლიერმა ხელებმა ჰაერში."გადავრჩი" გამიელვა გონებაში და საბოლოოდ გამოვეთიშე ყველაფერს.

* * * *
მიშო გამწარებული დადიოდა აქეთ-იქით,ბოლოს სანდრომ ვეღარ მოითმინა და მეგობარს შეუღრინა.
-დაჯექი, თორე გავგიჟდები იცოდე.
-არა რა მოხდა რა? რანაირად წამოვიდა დილით ასე სახლიდან?
-დაწყნარდი რა გავარკვევთ ყველაფერს, მოვიდეს ლუკა.
-მოვიდეს ერთი,გამწარებულმა მოისროლა ნაგვის ურნაში ერთჯერადი ყავის ჭიქა და დერეფანში მომავალ ფალიანს გახედა.
-უნდა ვილაპარაკოთ.
-ჯერ არა,დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ლუკამ და მომლოდინე მზერა მიაპყრო ექიმის კაბინეტს.
-სად იყავი ლუკა?
-მეძინა,როდის გავიდა სახლიდან ვერც გავიგე.
-რა მოხდა გუშინ? რატო სცადა ? რა უქენი? ტონს აუწია მიშომ.
-ხმას დაუწიე მიშო,კბილებში გამოსრა ფალიანმა, არაფერი მომხდარა ისეთი რაც არ უუნდა მომხდარიყო, ყოველშემთხვევაში მე მეგონა ყველაფერი კარგად იყო,დანარჩენი ჩემი და მაკრინეს პირადია რაც თქვენ არ გეხებათ.
-მორჩით ეხლა.საუბარში სანდრო ჩაერია, აქ არ არის მაგისი ადგილი. მოვიდე გონზე და მოუწევს თქმა ყველაფრის..
-თქვენთვის,მე შევეშვი ამ ყველაფერს.
-რას ამბობ ლუკა?
-რაც გესმით.თქვენ შეილება აპატიოთ ეს უაზრო გამოხტომები,მე ვერა.გუშინდელის მერე ჩემთვის ის არ უნდა გაეკეთებინა, რაც გააკეთა და დამიჯერე არ არსებობს მიზეზი რაც ჩემს თვალში მის საქციელს გაამართლებს. სიმართლე გინდა? მიუტრიალდა ფალიანი მიშოს.შემიყვარდა ეგ თვქენი გადარეული მეგობარი ,სიგიჟემდე შემიყვარდა, მაგრამ როგორც ჩანს ეხლაც შევცდი ,ისევ ცალმხრივი აღმოჩნდა ეს ყველაფერი.
-დაწყნარდი ლუკა.
-მე მოვრჩი.გამაგებინეთ ექიმი რას იტყვის, ჩაილაპარაკა დაღლილი ხმით ლუკამ და კიბეზე დაეშვა
* * * * *

გაჭირვებით ავზიდე დამძიმებული ქუთუთოები და თეთრ ჭერს მივაშტერდი, გონებამ სწრაფად დაიწყო მომხდარის გააზრება და საკუთარი უსუსურობის გრძნობამ ცხვირი ამიწვა.ცრემლებმა არ დააყოვნა და წყვილად დაეშვა სახეზე.
-მაშინ გეტირა, როცა მაგ სისულელეს აკეთებდი.მომესმა სანდროს ხმა და მალევე გავარჩიე ფანჯარასთან მდგომი ბიჭი.
-სან.ძლივს ავამოძრავე დახეთქილი ტუჩები.
-არ გინდა, ნუ ლაპარაკობ,ბევრი სისხლი გაქ დაკარგული,დაისვენე და სალაპარაკოდ დრო კიდე გვექნება.
-მომისმინე გთხოვ.
-არა მაკრინე არა,დაიძინო უნდა.
-მიბრაზდები?
-მეკითხები კიდეც? ტონს აუწია სანდრომ.საერთოდ სრულ ჭკუაზე ხარ? რას აკეთებ გოგო, რას? სწრაფად გაჩნდა ჩემს საწოლთან და ჩემკენ დაიხარა.
-რო ვერ მოესწრო? მითხარი, იცი რა მოხდებოდა? მოკვდებოდი.ეს გინდოდა?
-გთხოვ სან.
-რას მთხოვ? დაგინდო? გული არ გატკინო ხომ? შენ დაგვინდე? ერთხელ მაინც იფიქრე ჩვენზე? ეგოისტობაში გვადანაშაულებდი, მაშინ როცა შენი კარგად ყოფნა გვინდოდა და თვითონ ჩვენზე უარესი ეგოიტი აღმოჩნდი. არა ეგოისტი კიდე კაი ნაქვამია,მშიშარა და მხდალი,მრცხვენია შენ რომ ჩემი მეგობარი გერქვა.მიყვირა სანდრომ და პალატიდან უანმოუხედავად გავარდა.


* * * *

საავადმყოფოში სამი დღე გამაჩერეს.მთელი ამ დროის მანძილხე იმედი მქონდა, რომ რომელიმე მოვიდოდა ,თუმცა შევცდი,არც მიშო, არც ანდრო და მითუმეტეს ლუკა არ გამოჩენილან.პალატის კარი აცრემლებულმა დედაჩემმა შემოაღო და დანიშნულება იქვე მაგიდაზე დადო.
-გიშვებენ.
-დე.
-რა იყო მაკრინე?
-მაპატიე დე.თუ შეგიძლია მაპატიე ეს სისუსტე,მიჭირს დე და გამოსავალს ვერ ვპოულობ.
-ვიცი.გამიცინა დედამ და როგორც ბავშვობაში ისე ჩამიკრა გულში.დაიმახსოვრე უფალი არასდროს მოგივლენს იმაზე დიდ გამოცდას რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებ. ჩვენზეც იფიქრე ჩემზე და მამაშენზე, ხომ გყავს უკან მოსახედი ვისთვისაც ღირს ბრძოლა?
-დე მაპატიე,ტირილი ამიტყდა და ხელები უფრო მაგრად მოვხვიე.დამაბრუნე ბავშვობაში გთხოვ.
-ყველაფერი კარგად იქნება.ოღონდ უნდა დამპირდე რომ მსგავს სისულელეს არ გააკეთებ.დამოუკიდებლად არ იმოქმედებ და რაც არ უნდა ხდებოდეს შენს თავს აუციელბლად მიმართავ დასახმარებლად ბიჭებს.
-იმათ ჩემი დანახვაც არ უნდათ,ხომ ხედავ არც კი კითხულობენ ჩემს ამბავს.
-ღმერთო ჩემო მგონია უკვე დიდი გოგო ხარ და ისევ ისეთი ბავშვი ხარ, ვინ არ კითხულობს გოგო შენს ამბავს ვინ?
არცერთი წამი არ მოგვშორებია არცერთი გვერდიდან,შენ არ გენახებოდნენ უბრალოდ, იმიტომ რომ ძალიან გააბრაზე და გული ატკინე, მისმინე მაკრინე ნამდვილად ბედნიერი უნდ იყო ასეთი მეგობები რომ გყავს და ნუ აიძულებ მათ მართლა წავიდნენ შენი ცხოვრებიდან ძალიან გაგიჭირდება მათ გარეშე.ცრემლები ხელისგულებით შემიმშრალა და წამოდგომაში მომეხმარა.

ცრემლიანი მზერა მოვავლე ჩემს ოთახს და სარკესთან შევჩერდი. საკუთარმა ანარეკლმა შემაკრთო.ოდნავ წამოვწიე როლინგის საყელო და როგორც კი ჩემს ყელზე ჩალურჯებები შევნიშნე მაშინვე გამახსენდა გეგასთან მომხდარი ინცინდენტი." კიდე კაი არავინ შენიშნა" გამიელვა გონებაში და აბაზანისკენ ავიღე გეზი..,ცხელმა შხაპმა აზრზე მომიყვანა და ცოტა დაძაბულობაც მომიხსნა,ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი და თავბრუც მეხვეოდა.ფრთხილად გადავიცვი წიანსწარ გამზადებული ტანსაცმელი და ყელზე თხელი კაშნი მოვიხვიე,ის იყო გამზადებას მოვრჩი, რომ კარზე დედამ მოაკაკუნა.
-კარგად ხარ მაკრინე?
-კი დე რა იყო?
-სტუმები გყავს.გამიცინა სევდიანად და ოთახიდან გავიდა.მეც უკან მივყევი და როგორც კი ბიჭებს მოვკარი თვალი ფეხები ამიკანკალდა.
-ყავას ხომ დალევთ? სიტუაცია განმუტა დედამ და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.იქვე დივანზე ჩამოვჯექი და იატაკს მივაშტერდი,ვიცოდი მძიმე საუბარი მელოდა წინ და რაც არ უნდა მომხდარიყო გულს აღარ ვატკენდი მათ.
დედამ ყავა შემოიტანა და მაგიდზე დააწყო. ჩემკენ გადმოიხარა და წამლები დამილაგა წინ.
-მე ლია მამიდასთან უნდა გავიდე და მშვიდად ისაუბრეთ,წამლების დალევა არ დაგავიწყდეს.გამაფრთხილა, ბიჭებს დაემშვიდობა და სახლიდან წავიდა.
უცებ მიშო ფეხზე წამოდგა და ჩემს წინ თეთრი ფურცელი დადო.
-ხელი მოაწერე,შენი განთავისუფლების განცხადებაა.
-რა? თვალები გამიფართოვდა.
-რაც გესმის. შენ ჩვენთან აღარ მუშაობ.
-სამსახურიდან ვერ გამიშვებ.
-ვითომ რატო?არაფერში მჭირდება ნერვოზიანი თანამშრომელი თვითკვლელობისკენ მიდრეკილი.
-მარტო თანამშრომელი ვარ? ტირილის ნოტები შეერია ჩემს ხმას.
-ესე შენ გადაწყვიტე მაკრინე.შენ არ გვენდე და არაფერი გვითხარი.
-სანდრო შენც ეთანხმები? სასოწარკვეთილმა გავხედე სავარძელსი მჯდომ ბიჭს.
-მიპასუხე.
-გეყოფა ისტერიკა.ხმა ამოიღო ლუკამ, იმდენად ცივი იყო იმ წუთას გამაკანკალა.
-ეთანხმებით რა თქმა უნდა.სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მიშოს წინ დავდექი.
-ეხლა ნუ მკრავ ხელს გთხოვ, ხომ იცი ეს სამსახური როგორ მჭირდება.
-ეს სამსახური გშლის ჭკუიდან ზუსტად,მე კიდე არ მინდა დაგკარგო მაკრინე, გამიგე გთხოვ,მოვა დრო მადლობას მეტყვი.
-არა შენ არ გესმის. ესე ვერ მოვერევი ვერ გავაკონტროლებ.
-ვის ვერ გააკონტროლებ? სიტყვაზე დამიჭირა ლუკამ.
-არავის,.სახეზე ხელი ავიფარე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი,მთელი სხეული მიკანკალებდა.
-ეს რატო გააკეთე? აქამდე ჩუმაად მჯდომმა სანდრომ ხმა ამოიღო.გთხოვ მაკრინე სიმართლე გვითხარი ხომ იცი არასდროს დაგვიტოვებიხარ მარტო არც ეხლა დაგტოვებთ.
-შემეშინდა.ცრემლიანი თვალებით ავხედე ბიჭს.
-რისი?
-გეგასი შემეშინდა,თვქვენი დაკარგვის შემეშინდა და ამ ტკივილით ცხოვრება აღარ შემიძლია.
-მე უფრო ძლიერი მეგონე.მკაცრად ჩაილაპარაკა ლუკამ და ოთახიდან პირველი გავიდა.
-მოაწერე ხელი მაკრინე.
გაუბედავად ავიღე საწერ კალამი და განცხადებას ხელი მოვაწერე.ყველაფერს წერტილი დავუსვი ჩემი ხელით.შემეძლო ბიჭებისთვის სიმართლე მომეყოლა და ყველაფერი მორჩებოდა მაგრამ ეგეც ვერ გავრისკე.როგორც კი კარების ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას მაშინვე ტირილი ამიტყდა და მეორედ ვაღიარე დამარცხება გეგასთან.
გაჭირვებით ავზიდე დამძიმებული სხეული და სამზარეულოში გავედი.თავი მისკდებოდა.წამლები გადმოვყარე ყუთიდან და მაგიდაზე დავახვავე.თვალწინ გამუდმებით მიშოს სახე მედგა, ასე არასდროს მომქცევია ასეთი ცივი არსდროს ყოფილა. გულში რაღაც მეტკინა სასწაულად.აუტანლად მომინდა გავკიდებოდი ხელები მაგრად მომეხვია და მეთხოვა ეს კოშმარი დაესრულებინა ჩემ ცხოვრებაში.ფიქრი ტელეფონის ხმამ შემაწყვეტინა,განერვიულებულმა ვუპასუხე ფარულ ნომერს.
-გამარჯობა მაზოხისტო.მოისმა გეგას ხმა.
-რა გინდა?
-შენი აზრით? მე რა გაგაფრთხილე ზედმეტების გარეშე მეთქი. მოკლედ ნახევარ საათში შენ სადარბაზოსთან ვიქნები და ჩამოდი.
-არ ჩამოვალ.
-მაშინ მე გესტუმრები გაწყობს?დაბრუნდა დედაშენი უკვე სახლში?
-არ გაბედო. სიბრაზისგან კინაღამ გავსკი.
- ხოდა მორჩი ამ ურჩობას და ჩემს ზარს დაელოდე.
გამწარებულმა მოვიქნიე ტელეფონი და კედელს მივანარცხე.


* * * *
ლიზამ მტრული მზერა მოავლო ოთახში შემოლაგებულ ბიჭებს.
-ლიზა როგორ ხარ?
-როდის უნდა გეთქვათ?
-დაწყნარდი.ქალისკენ წაიწია სანდრო.
-არ მომეკარო. როდის უნდა გეთქვათ, რაც მაკრინეს შეეემთხვა?
-შენ საიდან გაიგე?
-მაგას აქვს ეხლა რამე მნიშვნელობა?როგორ არის? ელაპარაკეთ?
-კი უკეთაა.ჩაილაპარაკა მიშომ და სავარძელში ჩაეშვა.
-რა მოხდა? ხმა გაიმკაცრა ლიზამ და ბიჭებს გამომცდელად გახედა.იმედია გაარკვევთ ყველაფერს.
-არც არაფერი რა უნდა მომხდარიყო? სუსტია შენი დაქალი და გადაწყვიტა ყველაზე იოლი გზისთვის მიემართა ესაა და ეს,იყვირა ლუკამ.
-არ გაბედო.არც ლიზა ჩამორჩა ყვირილში,შენ სერთოდ რა იცი ვინა და როგორია? ან თქვენ რამ დაგაბრმავათ ასე? დავიჯერო არ იცნობთ მაკრინეს? რამე მნიშვნელოვანი რომ არ მომხდარიყო არავითარ შემთხვევაში ს არ ცდიდა, ბოლოსდაბოლოს ქალმა საკუთარი ქმარი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა ის მოკლა,ნუ ეგონა რომ მოკლა და მაშინ არ უფიქრია ასეთი სისულელე.გაარკვიეთ რატო წამოვიდა იმ დაწყევლილი სახლიდან? რამე კითხეთ? აიძულეთ სიმართლე ეთქვა?
-საკმარისია. ფეზე წამოდგა მიშო.დღეისთვის კმარა.
-მე მივდივარ.ფეხზე ადგა ლიზა.
-სად მიდიხარ?
-შენი აზრით? გაცოფებულმა გახედა სანდროს.როგორც ჩანს ამ ოთახში მყოფთაგან მხოლოდ მე მესმის მეგობრობა და აბა სცადეთ და შემაჩერეთ რომელიმემ. მორჩა ეს ფარსი თქვენ საკუთარი მეგობარი ვერ დაგიცავთ და მის მეგობარს ხო საერთოდ ვერ დაიცავთ.
-შენთვის საშიშია გარეთ გასვლა. გინდა იმ მანიაკის ხელში აღმოჩნდე?
-ჩემთვის აქ ყოფნა უფრო საშიშია. მითუმეტეს რომ არავინ ვიცით მაკრინე ვის ხელშია მოხვედრილი.
იყვირა გამწარებულმა ლიზამ და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი. არავის უცდია მისი შეჩერება, ალბათ ყველა თავისებურად მის ნათქვამ სიტყვებზე ფიქრობდა.
გიჟივით დავდიოდი ოთახში და მის ზარს ველოდი. უნებურად ფიქრებმა წარსულში გადამაგდო და გამახსენდა ,როგორი სიხარულით ველოდებოდი მის ყველა ზარს თუ შეხვედრას.დღეს კი შიშისგან აკანკალებული ველოდი მის გამოჩენას. ზუსტად ნახევარ საათში ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე. აღარ ვუპასუხე, ქურთუკი მოვიცვი და კიბეზე დავეშვი. სადარბაზოსთან შავი მანქანა იდგა,გუმანით მივხვდი ვინც იყო და აკანკალებულმა გამოვხსენი კარი.
-მიყვარს დამჯერი გოგოები. გამიცინა ამაზრზენად.
-რა გინდა?
-რა გააკეთე? ხმა გაიმკაცრა ბიჭმა.
-ის რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთეინა.
-ოჰ რატო, მაგარი გოგო ხარ, თუ გგონია ჭკუით მაჯობე? გგონია თავს თუ მოიკლავ დავამთავრებ ამ ყველაფერს? არა ჩემო კარგო პირიქით, შენ რომ რამე მოგივიდეს ჩემი შემჩერებელი არავინ იქნება.იცი სურპრიზი მაქვს შენთვის.
-რა სიურპრიზი?ზიზღის გრძნობამ იმდენად მომიჭირა ყელში ,რომ გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა.
-ნახე, სურათები ამოიღო ჯიბიდან და მომაწოდა.თავზარი დამეცა 4 გოგოს ფოტო იყო და ყველა ჩემი ახლობელი თუ ნაცნობი იყო.
-ესენი რათ გინდა?
-აარჩიე.უდარდელად გამომხედა.
-რა? ნერვიულობისგან ხველა ამიტყდა.
-თამასში გრთავ. დღეიდან შენ აირჩევ ყველა მსხვერპლს. მიდი
-ავადმყოფო. ვიყვირე და სურათები სახეში შევაყარე.
-კარგი.მაშინ მე გავაკეთებ არჩევანს.
-არა გეგა გთხოვ, მისმინე ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი ოღონდ მათ არაფერი დაუშავო.
-დარწმუნებული ხარ?
-კი დარმუნებული ვარ.
-კარგი.მაშინ მოკლედ აგიხსნი რაც გევალება. სავარძელში კომფორტულად მოეწყო და გამომცდელად გამიცინა.

ლუკამ ჭიქა ვისკით შეავსო და ერთი მოყუდებით დაცალა.აუტანლად სტკიოდა გული,მეორედ დაუშვა რომ შეყვარებოდა და ისევ იგივე მოხდა.
-ლუკა.ფიქრებს სანდროს ხმამ მოსწყვიტა.
-ხო რა იყო?
-არ გინდა ძმობას გაფიცებ, ნუ განიცდი ასე,დალაგდება ყველაფერი.
-რა დალაგდება სანდრო, რა?გგონია არ ვიცი რაღაც რომ უჭირს? კარგად ვხვდები დღეს რა მდგომარეობაში იყო, თვალებით გვთხოვდა შველას.ლიზა მართალია, ვერცერთმა შევძელით მისი ტკივილის გაგება.
-ჩვენ ის არ მიგვიტოვებია, ამ ეტაპზე ასე სჯობს.
ბიჭებს საუბარი კარების ხმამ შეაწყვეტინა და ოთახში გაფითრეული მიშო შემოვარდა.
-რა მოხდა?
-ნახეთ. დისკი სწრაფად მოათავსა ლეპტოპში და ეკრანი ბიჭებისკენ მიატრიალა.
-ეს ჩემი ეზოა.გაოცებულმა გახედა ლუკამ მიშოს.
-კი ბატონო, ვიდეოთვალის ჩანაწერებია. ჩვენც არ ვიცოდით თუ კამერები იყო ქუჩაში.
-რა ჩაიწერა? მოუთმენლობა დაეტყო ბიჭს.
-შეხედეთ.თავზე ხელი გადაისვა მიშომ.
ეკრანზე გარკვევით ჩანდა, იმ დღეს მომხდარი ყველაფერი,მკაფიოდ გაარჩიეს როგორ გამოათრრია გეგამ მაკრინე.
-მაგისი დედაც... იღრიალა ლუკამ და ფეხზე წამოხტა,გამწარებულმა ჭიქა კედელს მიანარცხა და სკამიც მის გზას გაუყენა
-დაწყნარდი ლუკა. ეცა სანდრო გაგიჟებულ მეგობარს.
-ის არაკაცი, მოვკლავ ჩემი ხელით მოვკლავ. კიდე გვაჯობა კიდე. ღრიალს არ წყვეტდა ფალიანი.
-მორჩი ისტერიკას და დაჯექი, საკითხავია ჯერ კიდევ ვინ გვაჯობა ჭკუით.ეხლა ემოციებს რომ ავყვეთ ყველაფერს გავაფუჭებთ.დაწყნარდი და გეგმა მოვიფქროთ რამე.ეს უკვე ზედმეტია,მართლა ყოვლისლე ხომ არ არის.
თავი მძიმედ წამოსწია მიშომ და ბიჭებს დაჯდომისკენ ანიშნა.
ლიზა ქარიშხალივით შემოიჭრა ოთახში და მთელი ძალით ჩამიხუტა.
-ჩემი გოგო. დავიკვნესე და ტირილი ამიტყდა. ლიზამ მაცადა ბოლომდე დავცლილიყავი,მონოტონურად მისმევდა თავზე ხელს.როგორც კი ცოტა დავმშვიდდი მაშინვე მომშორდა და საყვედურნარევი სახით გამომხედა.
-დაიწყე.
-რა ლიზა?
-არ გინდა. მე ნუ მომატყუებ კარგად გიცნობ.
-ლიზ.
-დაიწყე მაკრინე. ნურა გამამეორებინებ.
გაუბედავად დავიწყე მოყოლა და სანამ თხრობა არ დავასრულე თავი არ ამიწევია,
-გაგიჟდი შენ? ფეხზე წამოხტა ლიზა.
-მითხარი რა უნდა ვქნა რა?
-რას ქვია რა უნდა ქნა? მისცე უნდა უფლება ასე მარიონეტად გაქციოს და შენი ცხოვრება მართოს?ავადმყოფია და შენ ვერ მოერევი,ხომ იცი?
-რომ არ მივცე უფლებ,ა რა გავაკეთო?მარტო არაა,მაგას რომ რამე მოუვიდეს ის მეორე ყველას მისწვდება ვერ ხვდები? ჩიხში ვარ მოქცეული.
-დახმარება რომ ითხოვო არა?ნუ გადამრევ ეხლა.
- და ბიჭები საფრთხეში ჩავაგდო?
-რანაირად მსჯელობ მაკრინე? პატარა ბავშვი ხარ?ეს ყველაფერი თამაში არ არის და მორჩი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. ამ საქციელით მისი თანაზრახველი გამოდიხარ,ამდენსაც ვერ იაზრებ?
-ლიზა გთხოვ.ამიტომ არ მომიყოლია, გთხოვ ისედაც ძალიან მიჭირს. უბრალოდ მაგრად ჩამეხუტე და დარჩი სანამ დამეძინება,მეშინია.
-დაწყნარდი აქ ვარ. ფრთხილად მომხვია ხელი და გვერდით მომიწვა.დაიძინე მაკრინე არსად წავალ, ხმა აუკანკალდა ლიზას და ცრემლების დასამალად თავი ჩემს თმებში ჩარგო.
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ რეალურ სამყაროში ლიზას ხმამ დამაბრუნა,ფრთხილად ცდილობდა ჩემს გაღვიძებას.
-მაკრინე გაიღვიძე.
-რა მოხდა?დაფეთებულმა წამოვყავი თავი.
-არაფერი, უბრალოდ სანდრომ დარეკა და 10 წუთში მანქანა მოგვაკითხავს და მასთან უნდა წავიდეთ.
-,,მე არ მოვდივარ.
-რას ქვია არ მოდიხარ?
-რაც გაიგე, მაგათმა უარი თქვეს ჩემზე და რა მინდა იქ?
-მგონი გერევა რაღაც რაღაცეები,ხმა გაიმკაცრა ქალმა. მუ მაიძულებ შეგახსენო და გული გატკინო. არ მომწონს და არც დავუშვებ იმ სამყაროში იციხოვრო რასაც გეგა გთავაზობს. აღარ გავიმეორებ 5 წუთში მზად იყავი, მისაღებში დაგელოდები.მკაცრად ჩაილაპარაკა ლიზამ და გარეთ გავარდა.
მართლაც ნახევარ სააათში უკვე სანდროს სახლის კართან ვიდექით და დამეფიცება პატარა ბავშვივით მიცემდა გული და მიკანკალებდა ფეხები.კარი მიშომ გაგვიღო და სახლში შეგვატარა.ჩემდა გასაკვირად სრული სიმშვიდე სუფევდა,ვითომ არაფერი მომხდარიყოს. ინსტინქტურად დავიხედე ხელზე და თერ სახვევზე უზარმაზარი წითელი ლაქა შევნიშნე, "ჯანდაბა" დამავიწყდა ამდენ დაძაბულობაში ,სახვევის შეცვლა.სწრაფად გავხსენი ჩანთა და ჭრილობის დასამუშავებლად საჭირო ნივთები ამოვიღე, მშვიდად გავედი აივანზე და პუფში ჩავჯექი.
-მოგეხმარები,გაისმა ლუკას ხმა.
-მე თვითონ.
-გთხოვ მაკრინე.ჩემთან ჩაიმუხლა და დოლბანდი ფრთხილად შემხსნა.მაპატიე თუ გატკენ.სევდიანი სახით ამომხედა დაბლიდან.
-არაუშავს მივეჩვიე.
ლუკას გულდასმით გამისუფთავა ჭრილობა და თავიდან გადამიხვია.
-მადლობა,ჩავილაპარაკე გაუბედავად.
მოულოდნელად ხელი ჩემი ყელისკენ წაიღო და რომ არ ველოდებოდი ისე მომხსნა ყელსახვევი , გარკვევით დავინახე, როგორ გადაურბინა ჩრდილმა სახეზე და სიბრაზისგან თვალები აენთო.
-პირობას გაძლევ იმ ხელებს ძირში დავამტვრევ.სწრაფად წამოიწია წინ და ყელში მაკოცა.
"იცის,ყველაფერი იცის"საადღაც გული სიხარულისგან შემიხტა. სანამ პასუხი დავუბრუნე ისე გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა და დამტოვა აივანზე გაოცებული.
საოცრად მომინდა, ლუკას უკან გავკიდებოდი უბრალოდ ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი. თუმცა ხასიათი უარესად გამიფუჭდა, როდესაც გეგა და მისი მზაკვრული გეგმები გამახსენდა. ფიქრი ზარის ხმამ გამაწყვეტინა, უსიამოვნოდ გამცრა ტანში და სენსორზე ხელი გავასრიალე.
-ერთობი საყვარელო?
-რა გინდა?
-რატო ასე მკაცრად? რაო გაპატიეს შენმა მეგობრებმა?
-რა გინდა გეგა?
-იცოდი პოტენციური მული რომ გყავდა?
-რას ბოდავ? რამე მოწიე?
-არა რატომ? შენს ძვირფას ლუკას დაიკო ყავს,რა არ იცოდი?აი მესმის ნდობა.
-არა,გაოცებულმა ჩავილაპარაკე.
-იცი რა ლამაზია?
-არ გაბედო გეგა, ინსტინქტურად წამოვხტი ფეხზე.
-შენზეა დამოკიდებული,მხოლოდ მინდოდა შემეხსენებინა.
-რა ამაზრზენი ხარ,ნეტა იცოდე, როგორ ვერ გიტან.
-არაუშავს გამოვასწორებთ,ეხლა კი დროებით,შეგიძლია თამაში დაიწყო,მოუთმენლად ველოდები როდის დაუშვებ შეცდომას,რომ ძველი საქმიანობა გავიხსენო.
-გეყოფა, იცოდე ერთი თმის ღერიც, რომ ჩამოუარდეს ხომ იცი რასაც გიზამ?
-კი ვიცი საყვარელო ვიცი.გაიცინა ამაზრზენად და ტელეფონი გამითიშა.
ცოტა ხანს კიდევ დავყავი აივანზე და ბოლოს ოთახში დავბრუნდი.მშვიდად დავიკავე ადგილი სავარძელში და ლიზას გავუღიმე.
-ხელი როგორ გაქვს? ხმა ამოიღო მიშომ.
-კარგად მადლობა.
-ვფიქრობ უნდა ვილაპარაკოთ.
-აქ მაგისთვის ვარ ხო?სევდიანი მზერა მოვავლე ოთახს.რამე არის კიდევ სალაპარაკო და გასარკვევი?
-კამერებმა დააფიქსირა, როგორ წაგიყვანა გეგამ ლუკას სახლიდან.სევდიანად ამომხედა სანდრომ.რა მოხდა მაკრინე? დაგიშავა რამე?რატომ არაფერი გვითხარი?
-ეხლა მაგას არ აქვს მიშვნელობა,არაფერი დაუშავებია,უბრალოდ ჩემი ნახვა სურდა და მე...
-რა შენ? ხმა გაებზარა ფალიანს.
-ამტკიცებს,რომ მაშინ უდანაშაულო იყო და თავის გამართლების საშუალება არ მივეცით.
-მერე? იმედია ეს აბსურდი.
-სადღაც მჯერა მისი.გავაწყვეტინე მიშოს და ხმა ამიკანკალდა.
-რას ბოდავ? წამოხტა ფეხზე სანდრო,გინდა თავი მომაკვლევიო?
-სულ გაგიჟდი მაკრინე? შენ ის ქალი ხარ, ვინც მაგისი დანაშაული გამოააშკარავა, დაგავიწყა?
-არა სანდრო, არაფერი დამვიწყებია,მაგრამ
-გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს,ხვდები რომ ეხლა შემიძლია დაგაპატიმრო ეჭვმიტანილთან ურთიერთობის გამო? მიყვირა მიშომ.
-მერე რას ელოდები?აქ ვარ გაქცევას არ ვაპირებ,მიდი მიშო, მიიყვანე დაწყებული საქმე ბოლომდე და შენი ხელით გამიკეთე ბორკილები.
-მაინც დავიჭერ ხომ იცი? მკლავზე მწვდა ლუკა,ვიცი გაიძულებს ამ ყველაფერს,მე შენ იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე გგონია. უშენოდაც გავიგებ რითი გაშანტაჟებს,მაგრამ თუ ითანამშრომლებ ჩვენთან და მომიყვები.
-ვერაფერს გეტყვი,რადგან სათქმელი არაფერი მაქვს.უტიფრად გავხედე ფალიანს და მივხვდი მის თვალებში მიძინებული ეშმაკი გავაღვიძე.არასდროს მინახავს ასეთი ცივი და ბრაზიანი მზერა.ვხვდებოდი ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს გამო.
-წადი,გაისმა სანდროს ხმა.როგორც ჩანს რაღაცეები შეცვლილა.
-სან.ტირილის ნოტები შემერია ხმაში.
-არა მაკრინე,ეს შენი არჩევანია,წადი.
ძლივს ავზიდე დამძიმებული სხეული და ლიზასთან ერთად გასასვლელისკენ დავიძარი.

* * * * *
თითქმის თვე იწურებოდა ამ ამბებიდან. მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ,თუმცა იმდენად ძლიერი ზურგი ჰყავდა,კვალსაც ვერ პოულობდნენ.გეგა იშვიათად მეხმიანებოდა,ვიცოდი სანამ მის დაკრულზე ვცეკვავდი ახალი მკვლელობა არ იქნებოდა. რატომღაც ცხოვრებამ აზრი დაკარგა და შევეჩვიე მარიონეტის როლში ყოფნას.გამუდმებულმა მუქარამ და შიშში ცხოვრებამ თავისი ქნა და გარეგნულადაც ძალიან შემეტყო.საშინელი სანახავი ვიყავი, ავადმყოფურად გავხდი და გავფითრდი.დილით უსიამოვნო შეგრძნებით გამეღვიძა,საშინელი გულისრევა მქონდა,ინსტინქტურად წამოვჯექი საწოლზე და დღეები გადავთვალე "გადამიცდა".გიჟივით წამოვხტი ფეხზე და იქვე მდებარე აფთიაქში ჩავირბინე.
-"ოღონდ ორსულად არ ვიყო, ღმერთო გემუდარები" ვბუტბუტებდი და ტესტეს ხელში ვათამაშებდი,ბოლოს როგორც იქნა გავბედე და გავაკეთე,აქაც არ გამიმართლა ტესტზე არსებულმა ორმა ხაზმა მიმანიშნა, რომ მალე დედა გავხდებოდი,მე და ლუკას შვილი გვეყოლებოდა. სხვა შემთხვევაში ალბათ სიხარულისგან გავგიჟდებოდი,მაგრამ როგორც კი აღვიქვი რომ ამ პატარასაც საფრთხე ემუქრებოდა, საოცარი გარდატეხა მოხდა ჩემში,უკვე დანამდვილებით ვიცოდი არავის მივცემდი უფლებას მისთვის რამე დაეშავებინა.თითქოს სწორედ ეს მჭირდებოდა,რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა დამეწყო.
-მგონი დროა აზრზე მოხვიდე მაკრინე,გაისმა დედაჩემის ხმა აბაზანაში და შიშისგან შევკრთი.
-დე. მე მე იცი ეს.
-არ გინდა,ის მიზეზია შენი ამ ქვეყნად მობრუნებისკენ,შენ იცი როგორ გენდობი და რა კარგი შვილი ხარ, ისიც ვიცი არაფერს გააკეთებდი სამარცხვინოს.
-ვგრძნობ დე, ხო ასეთი პატარაა და უკვე უდიდესი ძალით მავსებს,
-ვიცი მაკრინე,არ მისცე უფლება არავის შენც და მაგ პატარასაც ცხოვრება დაგინგრიოთ.მოდი ჩემთან,თბილად გამიცინა დედამ და გულში ჩამიკრა.

* * * * *
ლიზამ მანქანა ერთ ერთ კაფესთან გააჩერა და შიგნით შევიდა.ყველაზე მყუდრო ადგილას მდგომი მაგიდა აარჩია და ყავა შეუკვეთა,ამ ბოლო დროს დაეჩვია მარტოობას,უაზროდ ედარდებოდა მაკრინეს ბედი, თუმცა მისივე გადაწყვეტილებით არც ნახულობდა და არც ურეკავდა.არ სწყინდა ლიზას, იცოდა რომ მაკრინე ასე უმიზეზოდ არ მოიქცეოდა,აი სულ სხვა თემა იყო სანდრო, გამუდმებით ბიჭზე ფიქრობდა და სულ მისი ჩახუტება ახსენდებოდა,არადა იმ ამბის მერე არც კი დაურეკავს.თავს არ უტყდებოა ქალი, თორემ კარგად იცოდა ამ ყველაფრის მიზეზი,მაგრამ იმდენი დაბრკოლება არსებობდა წინ,მაშინ როცა ბიჭი არანაირ ინტერესს არ იჩენდა ქალის მიმართ.
-შეიძლება ჩამოვჟდე? ნაცობმა ხმამ მოსწყვიტა ფიქრებს.
-სანდრო? ისა კი კი დაჯექი.
-რამ დაგაბნია?
-ურალოდ აქ არ გელოდი.
-ხო მიყვარს ეს ადგილი ,აქ გადასარევ ყავას აკეთებენ.
-დავაგემოვნე უკვე,გაეღიმა ლიზას.
-როგორ ხარ?
-ვცდილობ კარგად ვიყო.
-ლიზ მეჩვეება თუ ნერვიულობ? რამე ხდება და მიმალავ?
-არა არაფერი, გეჩვენება,უბრალოდ სამსახურში მაქვს პრობლმები.
-შემიძლია რამით დაგეხმარო?
-არა მადლობა.
-კარგი მაშინ დაგტოვებ, მარტო არ ვარ და ჩემი პარტნიორიც უკვე დაბრუნდა,გაუღიმა ბიჭმა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომი გოგოსკენ.ლიზას რაღაც ჩასწყდა გულში"აბა რას ელოდი?" შემოუტია ალტერ ეგომ.ღრმად ჩაისუნთქა, წამოსული ცრემლები რომ შეეკავებინა და ანგარიში მოითხოვა.5წუთში ოფიციანტმა ფურცელი მიაწოდა,ქალმაც სწრაფად გახსნა საფულე ფულის დასადებად, თუმცა გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, როდესაც ანგარიშის მაგივრად ჩვეულებრივი ფურცელი შერჩა ხელში.
-"ნეტა განახა, რა ლამაზია შენი აცრემლებული თვალები,რას არ მივცემდი მე ვიყო მაგის მიზეზი. პს.. შენი გადახდილია ლიზაჩკა"
გაოცებულმა მიიხედა უკან მაგიდისკენ, თუმცა სანდრო და მისი მეგობარი ქალი იქ აღარ ისხდნენ.

* * * *
მტკიცედ გადავწყვიტე ,ყველაფერს გავაკეთბდი გეგას და მისი პარტნიორის დასაჭერად.იმასაც კარად ვიაზრებდი, რომ მარტო ამას ვერ შევძლებდი.იქნებ უკვე დრო იყო ყველაფერი მეღიარებინა და დახმარება მეთხოვა.სწრაფად გამოვიცვალე ტანზე და ის იყო გარეთ გასვლას ვაპირედი ,რომ კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა და გაღების თანავე ოთახში ორი ფორმიანი შემოიჭრა და უკან ლუკა შემოჰყვა.
-რა ხდება?
-თქვენ დაკავებული ხართ, ეჭვმიტანილ გეგა გიგაურთან ურთიერთოობაში,ყველაფერი რასაც იტყვით თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული სასამართლოზე.
-ლუკა,ნერვიულობისგან ხმა ამიკანკალდა.
-წაიყვანეთ,გასცა ბრძანება.
-შემომხედე,ვუყვირე წყობიდან გამოსულმა, თუმცა ზედაც არ შემოუხედია, პირველმა დატოვა ოთახი.
-არა ასე არა,ვუყვირე ფორმიანებს,არ იცით ვინ ვარ? ასე არ წამიყვანოთ,მომხსენით ეს დაწყევლილი ხელბორილები და მეთვითონ წამოვალ.
-ქალატონო მაკრინე გთხოვთ, არ გვაქვს ამის უფლება,
-კარგი,დავნებდი და საშუალება მივეცი მისი საქმე გეკეთებინათ.
ვცდილობდი მომხდარზე არ მეფიქრა.ისედაც ვიცოდი ადრე თუ გვიან,ეს მოხდებოდა.ყველანაირი გრძნობა ერთმანეთში ამერია.ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ბორკილებით ხელზე დაკითხვის ოთახში ვიჯდებოდი, თავდახრილი და შერცხვენილი.კარების ხმამ გამომაფხიზლა, თავი მძიმედ წამოვწიე და ოთახში შემოსულ ლუკას თვალი გავუსწორე.
"ოღონდ შენ არა, შენ ნუ დამკითხავ"
-წესების ახსნას არ დაგიწყებ, ვიცი რომ კარგად ხარ გათვითცნობიერებული.
-აქ რატომ ვარ ლუკა?
-მეკითხები კიდეც, მაკრინე?
-მიპასუხე აქ რას ვაკეთებ? თან ასეთ მდგომარეობაში?სადაა ჩემი ადვოკატი, თუ ბრალს მდებთ რამეში?
-ფიქრობ, რომ ადვოკატი გჭირდება?
-ვფიქრობ მე თქვენგან თავის დაცვა მჭირდება.
-საკმარისია,იყვირა ლუკამ სად არის?
-ვინ? გაკვირვებულმა გავხედე.
-ნუ მეთამაშები.სად არის?
-ვინ, ლუკა ვინ სად არის?
-გეგა.
-გაგიჟდი ხო? მე საიდან უნდა ვიცოდე სადაა გეგა? გამეცინა ნერვიულად.
-ამის დედაც,ნახე. სურათების დასტა გადმომიყარა ლუკამ მაგიდაზე.ახალი მკლელობაა.
-მერე? საშინელმა გულისრევამ მომიარა, როგორც კი სურათებს ვკიდე თვალი.
-მაკრინე მოთმინებას ნუ მაკარგინებ,ბოლოჯერ გეკითხები, სად არის გეგა?
-ბოლოჯერ გპასუხობ, გაგიჟებულხარ თუ გგონია, რომ ვიცი მისი ადგილმდებარეობა.სადაა მიშო ან სანდრო? შენ რატო გამოგიშვეს აქ? როგორც ყველაზე გულცივი ადამიანი ხო? არა გამახსენდა, ისინი ეხლა შუშის მიღმა დგანან და ამ სპექტაკლს თვალს ადევნებენ.
-მაკრინე სად არის? ვიცი რომ კავშირი გაქვს, ვიცი .
-არასწორად იცი ფალიანო, სამწუხაროა, რომ ბევრ რამეში შევცდი.მიყვარხარო ამბობ და საერთოდ არ მიცნობ, როგორ დაუშვით,რომ მე მას შევეკვრებოდი ან ვიცოდი რასაც აპირებდა და ასე მშვიდად ვიყავი? რატო არცერთმა არ იფიქრეთ მე როგორ მიჭირდა ეს 1 თვე რატო? ვიყვირე წყობიდან გამოსულმა და ფეხზე წამოვხტი,იმ წუთას საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი იმდენად მტკიოდა გული ვერც ვიაზრებდი რას ვაკეთებდი ან ვამბობდი.
უთხარი იმათ შემოვიდნენ,თვალებში უნდა ჩავხედო ორივეს,ასე გინდათ ხო? კი ბატონო დიახაც ვიცი მისი ადგისამყოფელი და არ გეტყვით, ეს მკვლელობაც ვიცოდი ვაღიარებ და შეგიძლიათ დამაპატიმროთ.
-რას ბოდავ? მკლავში მწვდა ლუკა.
-რაც გესმის მინდა, რომ დამაპატიმროთ. ისედაც დიდი ხანია პატიმრობაში ვცხოვრობ.
-დაწყნარდი და ადგილს დაუბრუნდი.კბილებში გამოსცრა ლუკამ.აშკარად არ ელოდნენ საქმის ასე შემობრუნებას.
-უთხარი შემოვიდნენ.ტირილის ნოტები შეერია ჩემს ხმას.
უცებ ოთახში თემო შემოვიდა,რაღაცნაირად ირონიულად შემომხედა და შეუმჩნევლად გამიცინა. სულ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მოღალატე ეგ იყო, უცებ ერთმა აზრმა გამიელვა გონებაში.
-ორსულად ვარ,ლუკას თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა.
-რა თქვი?
-რაც გაიგე. ფარულად გავხედე თემოს,აშკარად დაბნეული სახე ქონდა,ესეც ესე ანკესი გადაგდებული იყო,თუ თემო იყო გეგასთან შეკრული, ვერ მოითმენდა და ამ ამბავს აუცილებლად ეტყოდა.თემომ ბოდიში მოიხადა და ოთახიდან გავიდა.
-ჩემია?
-ვერ მივხვდი? სიბრაზისგან კინაღამ გავსდი.
-ბავშვი ჩემია? თვალებში ჩამაჩერდა ლუკა, შეურაწყოფის ტალღამ დამიარა და ერთიანად ავწითლდი.
-როგორ ბედავ?
-მაკრინე მიპასუხე.
-არაა შენი,მივახალე გაგულისებულმა .
-დაგაპატიმრებ იცოდეე.
-მიზეზი? მიმტკიცებ რამეს? რამე ფაქტი გაქვს? შენც იცი და მეც ვიცი რო ეს ყველაფერი ტყუილი წყლის ნაყვააა.ეს სურათები კიდე ინტინქტურად დავწვდი ფოტოებს და ამოვაბრუნე,ფრთხილად ავიღე კალამი და ოდნავ შესამჩნევად სურათზე მივაწერე. ლუკას გაოცება გამოეხატა სახეზე, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ კამერებს ვუმალავდი და უფრო მეტად აეფარა.
"შენი და დამალე ცოტა ხანს და სანდროს სთხოვე ლიზას მიხედოს" თვალით ვანიშნე არ შეემჩნია და ისევ ავყვირდი.

* * * *
არც შევმცდარვარ, როგორც კი სახლში დავბრუნდი, მაშინვე გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე, გულში გამარჯვება ვიზეიმე,
-გამარჯობა დაკავებულო.აბა როგორი იყო ბრალდებულის სკამი?
- მოუსწრიათ შენი ინფორმირება.
-კი ნამდვილად,უნდა გნახო მაკრინე.
-სად მოვიდე?
-რა იყო, გამბედაობის წამალი გადაგისხეს განყოფილებაში?
-ნუ ლაზღანდარაობ, მიპასუხე გინდა თუ არა ჩემი ნახვა?
-მესიჯად მოგწერ მისამართს და კიდე ზედმეტების გარეშე,
-გელოდები, სწრაფად გავთიშე ტელეფონი და ამოვიოხრე, თუ ჩემი ორსულობის ამბავი იცოდა ესეიგი თემო იყო მორალატე და გეგას ბინძური თამაშიც დასრულდებოდა.

* * * *
ლიზა კარების ბრახუნმა გააღვიძა, დაფეთებული წამოხტა ფეხზე და შემოსასვლელში გავარდა. ვერც გაიაზრა როგორ ფორმაში გამოხსნა კარი.
-შენ ნორმალური ხარ?
-სანამ წიკვინს დაიწყებ, მიდი ჩაიცვი, შეუღრინა სანდრომ და ბინაში შეაბიჯა.
-დაგპატიჟა ვინმემ?
-ვაიმე ლიზა. დაგავიწყდა დავიჯერო წინაზე რა მოხდა? გინდა ისევ ეგრე წაგაბრძანო?
-დავაშავე რამე?
-კი დააშავე, ჩემი სასჯელი ხარ, მოუშორებელი ჭირი.
ლიზას სასწაულად ეტკინა გული და ბიჭს მისი ცრემლები რომ არ დაენახა სწრაფად გავარდა ოთახიდან.

* * * *

იარაღი საგულდაგულოდ შევამოწმე და გაბედულად გადავედი მანქანიდან.
-ოჰ ეს ვინ მობრძანებულა?
-მეტი მიუვალი დასამალი ვერ ნახე? გამეცინა ირონიულად.რატო დამიბარე გეგა?
-ჩიტმა ამბავი მომიტანა და მაინტერესებდა მართალი იყო თუ არა.
-რა ამბავი?
-ორსულად ხარ? სიბრაზისგან თვალები უელავდა.
-საიდან მოიტანე? გაოცებულმა გავხედე.
-რა არა?
-არა,მოვიტყუე და როგორც ჩანს არც ეგრთი ჭკვიანები არ ხართ.რაო თემომ კიდე რა გითხრა?
-რა?საიდან? დაიბნა გიგაური.
-მაგრად გაებით.
-რას გულისხმობ? ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან.
-ამას, ჯიბიდან ტელეფონი ამოვაცოცე, ჩვენს საუბარს პროკურატურაში ისმენენ და შენი თემო უკვე სავარაუდოდო დაჭერილია.რა გეგონა ვერ გავარკვევდი? დღეს დაკითხვის ოთახში ანკესი გადაუგდე და წამოეგო, დანამდვილებით ვიცოდი, ვერ მოითმენდა და ამ ამბავს გეტყოდა.
-შე ბ....ო იღრიალა გეგამ და ხელი გამარტყა, ბიძგი იმდენად ძლიერი იყო, რომ ძირს დავვარდი, თავი შეშის მორს ჩამოვარტყვი და გავითიშე.
-ამჯერად მაჯობე, არაუშავს აუცილებლად დავბრუნდები და პასუხს მოგთხოვ ყველაფრისთის. სწრაფად მტაცა ხელი და მიწაზე გამათრია,ბუნდოვნად ვხედავდი რასაც აპირებდა,სავარაუდოდ სარდაფში ჩამაგდებდა და გარედან ჩამკეტავდა, ამ ადგილის შესახებ არავინ იცოდა. ეს გეგმაც,მხოლოდ აქ მოსულს მომივიდა თავში.უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ზურგსუკან დამალული იარაღი ამოვაძვრინე.
-ხელი გამიშვი,ვიღრიალე და მანაც სწრაფად შემიშვა ხელი,თუმცა ბუნდოვნად ვხედავდი,რამდენჯერმე ჰაერში გავისროლე შესაშინებლად.
-არ მომეკარო გეგა,.ვერაფერს ვხედავდი, მთელ სხეულში უცნაურად მტეხდა. თავი ვერ შევიმაგრე და მიწაზე დავეშვი.მანაც ამით ისარგებლა და გაიქცა.."გაუძელი პატარა" ჩავიბუტბუტე და ვიგრძენი როგორ გაშავდა ყველაფერი.


* * * *
ლიზამ ხმა არ ამოუღია ისე ჩაჯდა მანქანაში, ცდილობდა სანდროსკენ არ გაეხედა და ფანჯრიდან იყურებოდა,.უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა, სწრაფად გაუსვა ხელი სენსორს და უპასუხა.
-ხო ჩემო ლამაზო. რა მოხდა? დაიძაბა ქალი. არ იტირო, დაწყნარდი, კარგი მისმინე წადი მაგ შენს დაქალთან და როგორც კი მოვიცლი მეც მოვალ.არ იტირო ჩემ თავს გაფიცებ.
-მშვიდობაა? ხმა ამოიღო სანდომ, როგორც კი ლიზამ საუბარი დაასრულა.
-არ ვიცი ჯერ, ჩემ ბიძაშვილს პრობლემები აქვს და სახლიდან წამოსულა.
-ცუდია,იმედია მოაგვარებს.
-იმედია,
ეს იყო მათი საუბარი განყოფილებამდე,ხმა არცერთს არ ამოუღია, ასევე მშვიდად დატოვა მანქანა და შენობისკენ დაიძრა.
შემაწუხებელი ხმაური მისწვდა ყურთასმენას და თავი ვაიძულე თვალები გამეხილა.პირველი რაც აღვიქვი თეთრად შეღებილი ჭერი იყო.გაჭირვებით მოვატრიალე თავი და დიდი სურვილი გამიჩნდა ეს მოწრიპინე აპარატი კედლისთვის მიმენარცხებინა."ნეტა აქ როგორ აღმოვჩნდი? ან ბავშვი როგორაა?" სწრაფად მოვისვი ხელი მუცელზე და საწოლიდან წამოვიწიე, საშინელმა თავბრუსხვევამ არ დააყოვნა,გამწარებულმა მოვიგლიჯე წვეთოვანი და ის იყო ადგომას ვაპირებდი,რომ კარის ხმა გაისმა..
-საით? მეცა ლუკა
-გამიშვი.
-სად მიდიხარ, გაგიჟდი?
-ექიმი უნდა ვნახო, გამიშვი გთხოვ.
-დაწყნარდი და თვითონ მოვა, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.
-ლუკა აქ როგორ აღმოვჩნდი?
-საავადმყოფოს კართან დაგტოვეს,მედდამ დაგინახა.
-არ მიმატოვა, ვერ გამიმეტა.გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე.
-კი, მაგ შემთხვევაში შენ რომ რამე მოგივიდეს,რაზე გაერთობა მერე?
-ექიმმა რა თქვა? იმედიანი თვალებით მივაშტერდი ფალიანს.
-კარგად ხართ. დაბნეულმა გამომხდეა.
-მადლობა ღმერთს. ბედნიერმა გადავისვი მუცელზე ხელი.
-მაკრინე. დაიწყო გაუბედავად.
-გისმენ.მისი დაბნეული სახის შემხედვარემ უკვე , ვიცოდი რაც უნდა ეკითხა და წინასწარ მტკიოდა გ.ული.
-ეგ .
-ამას სახელი აქვს, ეგ არ არის ,ბავშვია.უხერშად გავაწყვეტინე ლუკას.
-ხო ეგ ბავშვი, ვისია მაკირნე?
-ვერ გავიგე? ყურებმა წუილი დამიწყო.
-ვისი?
-წადი ლუკა.
-მაკრინე მისმინე.
-წადი.ტონს ავუწიე, შენი დანახვაც არ მინდა არასდროს.სანდროს და მიშოს დაუძახე საქმე მაქვს,გაინტერესებს ვისი? ჩემია მარტო ჩემი. მოვა დრო მუხლებში ჩამივარდები და თვალიით არ განახებ იცოდე.ლუკა გაფითრდა.
-ანუ ჩემია?
ნერვიულად გამეცინა.
-გეგასაც კი არ მოუყენებია ჩემთვის ამხელა შეურაწყოფა, არასდროს შემხებია დაიჯერებ? მე შენ ყველაფერი მოგეცი,,როგორ დაუშვი, რომ შევძებდი და მასთან,ღმერთო ლუკა როგორ გამიცრუე იმედები.
-იქნებ ჩემიც გაიგო?იმდენი რამე მოხდა.
-არა ვერ გავიგებ. წადი და ჩვენზე ნუ ინერვიულებ.
ლუკამ ცოტა ხანს მიყურა, შემდეგ უსიტყვოდ ადგა და კარისკენ გაემართა, ბოლომდე მქონდა იმედი, რომ არ დამოვებდა,მარამ შევცდი, ისე გავიდა პალატიდან უკანაც არ მოუხედია.


* * *

ლიზა გაშტერებული იჯდა და ატირებულ ანასტასიას უსმენდა.
-კი მაგრამ, ეს როგორ მოხდა? ესე თავი როგორ დაკარგე, გაგიჟდი?
-მაპატიე ლიზ, მაპატიე, არ მახსოვს არფერი.
-კარგი დაწყნარდი, რაც იყო იყო, ვინაა?
-არ ვიცი.
-ვაიმე ღმერთო შენ მიშველე,მოდი ყინულს დაგადებ სახეზე თორე ლოყა დაგილურჯდა. ხვალ მე მივალ ბიძიასთან და დაველაპარაკები.
-არა ლიზ, ფეხზე წამოხტა ქალი, უნდა რომ მოვიშორო,აბორტის გაკეთებას მაიძულებს,გთხოვ გამიგე არ შემიძლია, როგორც არ უნდა მოხვედრილიყო ჩემს ცხოვრებაში ვერ მოვკლავ.
ლიზას გული მოეწურა ანასტასიას შემხედვარეს,
-დაწყნარდი, არ დავუშვებ რამე გაიძულონ, მითუმეტეს ეგ, დაჯექი მიდი და მოვალ.
სანამ ლიზა ყინულებს ამზადებდა კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ან მიდი რა გააღე, გამოსძახა სამზარეულოდან ქალმა, გოგოც მაშინვე წამოხტა და მისაღებისკენ გაემართა.მეორე შოკი ანასტასიამ მაშინ მიიღო ზღურბლზე სანდროს უკან მდგომი მიშო რომ დაინახა.უკეთეს დღეში არც ბიჭი იყო,წამით შეეჩეხა მათი მზერა ერთმანეთს და როგორც კი აღიქვა მიშომ ანასტაიას ლოყაზე სილურე, სიბრაზისგან მუშტები შეკრა.
-შემოგვიშვებ? თბილად გაუღიმა სანდრომ.
-უი უკაცრავად მობრძანდით, უხერხულად გაიწია და ბიჭები სახლში შემოუშვა.

* * * *
ნერვიულობისგან მთელი სხეული დაჭიმული მქონდა. გონებაში ყველაფერი ამერია,.ვერაფრით ვხსნიდი გეგას საქციელს, რატო ზრუნავდა ჩემზე? თავისუფლად შეეძლო დავეტოვებინე ტყეში,მაგრამ ვერ გამიმეტა.ეს კიდევ უფრო ამყარებდა ჩემს ეჭვს, რომ ვერ მომშორდებიოდა, აუცილებლად მოვიდოდდა ჩემს სანახავად და სწორედ მაშინ აიყვანდნენ ბიჭები.
-"ჯერ როგორი პატარა ხარ და უკვე რამდენი უსიამოვნების მოსმენა თუ გადატანა გიწევს" მუცელს მივეფერე და ცრემლები მომაწვა. შენ არ ინერვიული დე კაი? აი ნახავ მამიკო მალე მოვა აზრზე და ძალიან შერცხვება რომ არ გაღიარა" ხელები მაგრად მოვხვიე მუცელს და ემბიონის პოზაში დავწექი საწოლზე, ცოტა დაკვირვებით რომ ვყოფილიყავი აუცილებლად შევამჩნევდი პალატის შეღებილ კარს და იქ მდგომ გაღიმებულ ფალიანს.


* * * *
ლიზამ ბიჭები მისაღებშიი მიიპატიჟა,
-ხო მშვიდობაა??დალევთ რამეს?
-არც ისე, მაკრინეა საავადმყოფოში.
-რა? ფეხზე წამოხტა ქალი.კარგადაა? რა სჭირს?
-ლიზა დაწყნარდი და მაცადე მოგიყვე ყველაფერი, დაუბღვირა სანდრომ.
-ხო კაი. ლიზა გულისყურით უსმენდა ბიჭების მონაყოლს და ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა.
-არაკაცი, მაინც მახერხა და რაღაც დაუშავა, თქვენ უბრალოდ მითხარით რა გავაკეთო.
-პირველ რიგში, არაფრის არ შეგეშინდეს,მუდამ იქნება ვინმე შენთან.
-არაფრის არ მეშინია,მაკრინეს გამო ყველაფერს გავაკეთებ.
-ძალიან კარგი, მოკლედ აგიხსნით გეგმას.მიშომ ხუთ წუთში აუხსნა ლიზას მისი დავალება
-კარგი, ყავას ხომ დალევთ?
-სიამოვნებით,დაასწრო მიშომ უარის სათქმელად მაზადებულ სანდროს.
-ლიაზა ანასტასიას რა ჭირს?
-უფ პრობლემები გვაქვს ცოტა, სახლიდან წამოვიდა.
-სერიოზულია რამე? სახეზე.
-მამამისთან იჩხუბა მიშო,ბიძაჩემი ცოტა მძიმე კაცია.
-ხელი დააარტყა?
-ხო. იკამათეს და ზედმეტი მოუვიდა, გავარკვევყველაფერს ხვალ.
-ლიზ მე გავდივარ, ოთახში თავი შემოყო ანასტასიამ.ერთ საათში დავბრუნდები.
-კარგად ხარ?
-კი წავალ.
-აუ სანდრო მანქანაში გადამცემები დამრჩა და ამოვიტან ეხლვე. ფეხზე წამოხტა წიკლაურიც.
-რა სჭიროა? გაოცდა ბიჭი.
-მოვალ ეხლავე. თვალები დაუბრიალა წიკლაურმა მეგობარს და ანასტასიას კუდში მიყვა.
ქალმა მჭიდროდ მოიხვია მანტო ტანზე და ის იყო სადარბაზოდან უნდა გასულიყო, რომ მიშო წამოეწია.
-ანა.
-რა გინდა?
-რა მოხდა? რატო წამოხვედი სახლიდან?
-რა შენი საქმეა?
-სახეზე რა გჭირს?
-მიშო გთხოვ.
-აბა წავიდეთ დავლიოთ ყავა? ხმა დაუთბა ბიჭს. მგონი უნდა ვისაუბროთ, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ და ნუ დამაწყებინებ ეხლა ჭიდაობას.
-კარგი, წავიდეთ. ჩაიდუდღუნა ქალმა და მანქანისკენ დაიძრა.

ლიზამ გაკვირვებულმა გახედა სანდროს,
-შეგიძლია მითხრა რა ხდება?
-და რა უნდა ხდებოდეს? მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-მომეჩვენა თუ ანას გაყვა უკან?
-მოგეჩვენა ლიზაჩკა. რა უნდა ქონდეთ მიშოს და ანას საერთო კარგი რა.
-ლიზაჩკას ნუ მეძახი.
-რატო გწყინს?
-სანდრო ნერვებზე ნუ თამაშობ.
-ძალინ კი გაგიფუჭდა ეგ ნერვები, ადრე სულ ფეხებზე გეკიდა ჩემი კომენტარები ადამიანადაც არ მთვლიდი.
-არც ეხლა გთვლი ადამიანად, მაინც წაკბინა ლიზამ.
-დარწმუნებული ხარ? გაეცინა ბიჭს.
-რა ნამიოკებით მელაპარაკები? ან მითხარი სათქმელი ან წაბრძანდი, მგონი გავარკვიეთ ყველაფერი.
- გახსოვს ჩემს აგარაკზე სიცხე რომ გქონნდა?
-მახსოვე მერე?
-ის თუ გახსოვს მიყვარხარო რომ მითხარი?
-რა სისულელეა. ფეხზე წამოხტა ქალი.
-სიმართლეა, გაეღიმა ბიჭს.
-სიცხიანმა რა წამოვბოდე მაგას ყურადღება არც უნდა მიაქცო, ისარგებლე გონება რომ მქონდა დაბინდული და ამ უაზრობას ჩაეჭიდე, მეც არ ვთქვი რატო მექცევა ასე ირონიულად თქო? თურმე გგონია რომ შენი სიყვარულით ვიწვი?
-ეჰ ლიზაჩკა ლიზაჩკა,როგორ გიყვარს ეს თავის დაფასებები.
-წადი ეხლავე.
სანდროო ფეხზე წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯში ქალთან გაჩნდა.
-რას რას აკეთებ?
-ვამოწმებ. სწრაფად შეუცურა ხელი წელზე და ქალმა გააზრებაც ვერ მოასწრო ისე დააცხრა ტუჩებზე.რამდენიმე წამიც და ქალი უცნაურმა ჩაცინებამ გამოაფხიზლა.
-ისუნთქე ლიზა ისუნთქე,როგორც კი გასალანძღად პირი გააღო სანდრო ოთახში აღარ იყო.

* * *
მიშომ მანქანის კარი გააღო და ქალს ჩაჯდომაში დაეხმარა. მშვიდად მართავდა საჭეს და ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა, აი ანასტასია კი საკმაოდ მოუსვენრად იყო, ვერ ჩერდებოდა სავარძელში და თითებს იმტვრევდა.
-დავიჯერო ასე გეშინია ჩემი?
-რა? დაიბნა ანა.
-აბა დაანებე მაგ თითებს თავი, აღარ გჭირდება?
-ხო ბოდიში.
მიშოს ხმამაღლა გაეცინა.
-როგორი ბავშვი ხარ.
-არ ვარ, ტონს აუწია ქალმა, ამისთვის წამომიყვანე რო დამცინო?
-დაწყნარდი ბავშვო მივალთ ერთ ადგილას და ვისაუბრებთ.
-როგორ ვერ გიტან. ჩაიდუდღუნა ქალმა და გაჩუმდა.
ბიჭმა მანქანა კაფესთან გააჩერა და ქალს თვალით ანიშნა უკან გაყოლოდა, კუთხესთან მდგომი მაგიდა აარჩია და ანას გახედა.
-რას დალევ?
-არაფერს.
-ხო, დალევა ცუდად გაქ დაცდილი.
-გთხოვ მიშო. თვალები აუცრემლიანდა ქალს.
-კარგი ხო, დასერიოზულდა ბიჭი. პირველ რიგში, რა გჭირს სახეზე და ეს ვინ გააკეთა?
-მამაჩემმა, თავი დახარა ანამ.
-რატო? კისრის ძარღვები დაებერა მიშოს, რამე გაიგო?
-ხო.
-რა გაიგო? ძალიან დავიღალე ასე ძალით ვერ გალაპარაკებ, ჩვენი ამბავი?
-ხო.
-რანაიად?
-ჩემს დაქალს ვუყვებოდი.
-კი ხარ საბაშო ბაღის ასაკის, მაგრამ ეგრეც ვერ მომატყუებ. ანასტასია ყველაფერი უნდა ვიცოდე რაც მოხდა.
-რა საჭიროა? პირველად ასწია ქალმა თავი და მიშოს თვალებში შეხედა, ეს ჩემი პრობლემაა და მევე მოვაგვრაბე.
-რანაირად ლაპარაკობ, რას ქვია შენი პრობლემა? რა მარტო დააშავე რამე? მე არ ვიყავი იქ? ვგავარ იმ ადამიანს ვინც გასაჭირში მიგატოვებს?
-არ მინდა, საერთოდ არ მინდა არაფერი, უბრალლოდ მინდა დრო უკან დავაბარუნო, მინდა ბედნიერი წავიდე პირველად უნივერსიტეტში, მინდა ვინმე გაგიჟებით შემიყვარდეს და ასე გავთხოვდე, ეხლა კიდე ამ ბავშვს.
-ვის? თვალები გაუფართვდა მიშოს.
-არავის უნდა წავიდე, დაიბნა ქალი.
-ადგილზე დარჩი, ტონს აუწია მიშომ. კიდევ ერთხელ გკითხავ და თუ პასუხს არ გამცემ ეხლავე წავალ შენს მშბლებთან.
-ორსულად ვარ. ძლივს ამოღერღა ანასტასიამ და თავი დახარა.
-ვერ გავიგე.
-არ მოვიშორებ იცოდე, სახლიდანაც მაგიტომ წამოვედი, ჩემი შვილია გესმის? ჩემი.
-ჩემიც და საიდან მოიტანე, რომ მოშორებას მოგთხოვ? ხმა საოცრად დაუთბა მიშოს.
-არა?გამომცდელად გახედა ქალმა.
-რათქმა უნდა არა სულელო. ხვდები რომ ეს ყველაფერს ცვლის? ისე აღარ იქნება როგორც ადრე,ვაფასებ შენს განწყობას რომ ასეთი პატარა ხარ და აზრადაც არ გაგივლია ბავშვის მოშორება, მართლა კარგი ადამიანი ხარ,დღეიდან მე ვიზრუნებ შენზე, სად ცხოვრობ?
-ლიზაზთან გადავედი ცოტ ხნით.
-მოკლედ ზედმეტი პანიკების გარეშე, ცოლად უნდა გამომყვე.
-არა,ფეხზე წამხტა ანასტასია ,ოღონს ეგ არა, გთხოვ მაგას ნუ მაიძულებ. მიაყვირა და კაფიდან უკანმოუხედავად გაიქცა.
მიშოს ჩეღიმა დანამდვილებით იცოდა, რომ ანასტაიას წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გახდებოდა მისი ცოლი, არაფრით დაუშვებდა მისი შვილი მამისგან შორს გაზრდილიყო.
ჩემი გეგმა ჩავარდა, გეგა არ წამოეგო ანკესს და საავადმყოფოში არ მოვიდა ჩემს სანახავად. იმის მიუხედავად, რომ ლიზას დახმარებით ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიკვდილს ვებრძოდი.
ალბათ იმაზე კარგად მიცნობდა ვიდრე მე მეგონა.დღეს თემოს დაკითხვას უნდა დავსწრებოდი სულ უფროსიი მოთხოვნით და სავარაუდოდ ჩემს წოდებასაც დავიბრუნებდი. დღეს აღარ ვაპირებდი არაფრის დამალვას და თავისუფლდ შევძლებდი ყველასთვის სიმართლე მეთქვა. ეხლა გიგანი მარტო იყო და არარც ისეთ საშიშროებას წარმოადგენდა.აკანკალბულმა შევაღე განყოფილების კარები და მივხვდი, როგორ მომნატრებია ეს ჰაერი. ყველა დიდი სიხარულით შემხვდა,აქამდე ვერც ვამჩნევდი თურმე რამდენ ადამმიანს ვყვარებივარ. მიშოს კაბინეტთან შევჩერდი ცოტა ხნით ,ღრმად ჩავისუნთქე და კარი შევაღე.
-მოდი მაკრინე. ფეხზე წამაოდგა სანდრო, როგორ ხარ?
-კარგად მადლობთ.სავარძელზე ჩამოვჯექი და ბატონ დავითს გავხედე.
-მაკრინე, დაიწყო უფროსმა, მგონი დროა ყველაფერი ვთვქათ.
-დიახ ბატონო დავით, მგონი დროა იცოდნენ ბიჭებმა სიმართლე.
-ალბათ გიკვირთ რაზე ვსაუბრობთ. უბრალოდ მაკრინემ დასახმარებლად მე მომმართა, ერთად დავადგინეთ თემოს დანაშაული და გეგმაც ერთად შევიმუშავეთ.
-ბიჭებო, გავხედე სევდიანად, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი,.
-მოყევი მაკრინე, გამამხნევა უფროსმა.
-როცა გეგამ ლუკას სახლიდან წამიყვანა,საშინლად ვიჩხუბეთ, მაიძულა ლუკასთან ურთიერთობა გამეწყვიტა, თორემ ლიზას მოკლავდა და სანდროს ბაღში გადაღებული ფოტოები მანახა. ამით ის მითხრა ,რომ მაინც ვერ დავმალავდით ლიზას, მერე ჩემი მეგბრების ფოტოები და მაიძულებდა ამერჩია. იცით როგორც მოვიქეცი, იმ წუთას გამოსავალს ვერ ვხედავდი ვერცერთს საფრთხეში ვერ ჩაგაგდებდით. საავადმყოფოში უკვე მივხვდი,რომ ვიღაც უფრო ძლიერი მოკავშირე მჭირდებოდა.ბოლო წვეთი მაინც,გავჩუმდი და ლუკას გავხედე. მაპატიე ფალიანო, ყველაფერი მაპატიე ,უბრალოდ მე ჩემს თავსა და შენს დას შორის ის ავირჩიე. ლუკა გაფითრდა.
-რა?
-ასეა ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი ამ ქვეყნად. რაც იყო მორჩა, წინ კიდევ ბევრი პრობლემაა მითუმეტეს, რომ გეგა თავისუფალია და ორმაგად გამწარებული ჩემზე.
-ოხ ეგ არაკაცი, ფეხზე წმაოხტა სანდრო.ვიცოდი რომ შენ ასე არ გაგიჟდებოდი.
-რევანშს ყოველთვის იღებს. ამ მოგებას არ შემარჩენს და აუცილებლად წამოიწყებს კიდევ ერთ რაუნდა, ის ესეთია დამარცხებას არ დანებდება. ეხლა აღარაფერს ვმალავ და იმედს ვიტოვებ არც დამჭიდება კიდევ იგივეს გამეორება.
-მაკრინე, ხმა ამოიღო მიშომ და გულში ჩამიკრა, მაპატიე ის სიტყვები.
-დაივიწყე.
-მე დაგტოვებთ,არ გაუბრაზდეთ მას, ყველაფერი მხოლოდ ყველას დასაცავად გაკეთდა. თავიდან ჩემთან,რომ მოვიდა და ყველაფერი მომიყვა,მეც ვურჩიე არავისთვის ეთქვა, ეხლა ხომ ხვდებით,რატომ გავეცი მისი დაკავების ბრძანება.ფეხზე წამოდგა დავითი და კაბინეტიდან გავიდა.
-ჩემი გოგო ეს როგორაა? სანდრომ მუცელზე მომადო ხელი. ასე უნდა გამეგო ბიძა,რომ ვხდები?
-კარგად, გამეცინა და მშვიდად ჩავისუნთქე ამ ხის მანძილზე პირველად.
-სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სიცოცხლის სურვილი დამიბრუნდა, სწრაფად გავხედე ლუკას რომელიც ჩაფიქრებული მიყურებდა.
-ბავშვი რომ გაჩდება გენეტიკურ ანალიზს გავიკეთებთ, არა იმიტომ, რომ მე და შენ ერთად ვიყოთ ეგ უკვე გამორიცხულია., არასდროს გაპატიებ ჩემში ეჭვის შეტანას, უბრალოდ არ ვაპირებ ბავშვს მამა დავუკარო და შენც წაგართვა ეგ უფლება მხოლოდ ამიტომ. დღეიდან მხოლოდ თანამშრომელი და იმ ბავშვის მამა ხარ, ვისაც მუცლით ვატარებ.ეხლა კი მშია გავუღიმე ბიჭებს, წამო მიშო ჩვენებურად.
-წამო პრინცესა. გამიცინა მიშომაც და კარებში პირველ გამატარა.

სანდრომ გაოცებულმა გამომხედა და სიცილი აუტყდა.
-რა? პირგამოტენილმა ვკითხე.
-გაგისკდება გოგო მუცელი, რამდენს ჭამ?
-ოჰ კაი ერთი, შენ რომ ვინმეს ჭამა გაგიკვირდება, გარდა მაგისა ორსულად ვარ, დაგავიწყდა? ორის მაგივრად უნდა ვჭამო.
-ხო მაგას დააბრალე და მალე ევაკუატორი დაგვჭირდება შენს გადასაადგილებლად.
-რა საზიზღარი ხარ.
-კარგი დაანებე თავი, საუბარში მიშო ჩაერია, ჭამე რამდენიც გინდა თუ გინდა კიდე მოვატანინოთ.ცხვირზე ხელი დამკრა.
-ხედავ? რა კეთილია?
-ვაიმე,გადაიხარხარა სანდრომ, რა გჭირს გოგო? დავიჯერო ასე ცვლის ადამიანს ორსულობა?რა პატარა ბავშვივით ხარ?
-მოკალით ეს ვიმემ რა.თვალები მაღლა ავატრიალე და კიდევ ერთ კექსს დავწვდი.ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი და თავისუფალი აღარც მახსოვდა.
-ეგ რა მოსატანია და უნდა დაგელაპარაკო.
-გისმენ მიშო.
-ეხლა ლუკა მოვა და უნდა დაილაპარაკოთ.
-მაგასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. გაბრაზებყლმა გავხედე ბიჭებს.
-კაი კაცი, კიდევ იქით რომ ფხუკიანობს,ხვდები რაზე უბრაზდები? როდის უნდა მოესწრო შენი კარგად გაცნობა ? რაც დაგიახლოვდა იმის მერე სულ გულს ტკენ, არ ენდობი და რაღაცეებს ხლართავ.
-მაგას როგორ ამბობ?
-ჩვეულებრივად, აბა დაფიქრდი ნებისმიერი ეგრე იფიქრებდა, გადახედე შენს საქციელებს და მერე განსაჯე სხვა.
-ლუკას იცავ?
-შენ რომ ყოფილიყავი მართალი შენ დაგიცავდი, საერთოდ მიკვირს როდის მოასწრო შენი შეყვარება? ეხლა ყველაფერი იცვლება, უკვე შვილს ელოდებით ამას ვერ იაზრებ?
-ეგ არაფერს ცვლის, ბავშვით არასდროს დავაკავებ.
-აბა უყურე, მე რას გეუბნები და შენ რას მპასუხობ.?დავიჯერო იმდენად შეიჭერი მსხვერპლის როლში, რომ სულ გინდა ეგრე იყოს? ლუკა სხვა ტიპია, სხვა ტკივილით და დამიჯერე ხვეწნას არ დაგიწყებს. თან ეჭვები აწუხებს იმ პერიოზდე რაც გეგასთან გაატარე და ლოგიკურია.
-ჩვენ შორის არაფერი მოხმდარა. მხოლოდ ორჯერ მნახა და დანარჩენი ტელეფონზე ვკონტაქტობდით.
- ეგ შენ იცი და არა მან. დალეპარაკე? აუხსენი? ენდე და მოუყევი ყველაფერი? იმდენი ტყუილი იყო შენს გარშემო, მეც ვეღარ ვარკვევ რა გააკეთე,იმის მაგივრად ჩვენთან მოსულიყავი, დავითთან გაიქეცი. კაცი იძულებული გახადე შენთვის ხელბორკილები დაედო.
-მე თქვენ დაგიცავით ყველა.ტონს ავუწიე გაბრაზებულმა. ასე ძნელია ამის გააზრება?
-იქნებ ჯერ შენი თავი დაგეცვა? გიყვარს?
-მიყვარს.
-ხოდა ვერ ვხვდები, რათ გინდა ეს უაზრო საქციელები? რას ელოდები მისგან?
-არ ვიცი.მეც არ ვიცი რა მინდა,
-შეიძლება უკან დაბრუნდეს, გეგას როგორც კი დავიჭერთ წასვლას აპირებს.
-როგორ? მტოვებს? გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
-ჯერ შენ დატოვე არ დაგავიწყდეს.არ უნდა გეუბნებოდერ,მაგრამ კიდევ ერთხელ ნუ მისცემ გიგანს,ცხოვრება დაგინგრიოს.არაა ის ბიჭი დასაკარგი.
-სად არის?
-განყოფილებაშია წადი. გამიცინა მიშომ.
სწრაფად წამოვხტი ფეხზე დ აიქვე გადაკიდებულ ქურთუკს დავწვდი


* * *

-მგონი მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ. გვერდულად გახედა სანდრომ ბიჭს.
-მგონი. ამოიოხრა მიშომ და ყავის ფინჯანს დაწვდა.
-რა ხდება?რატო შეიცვალე ეს ბოლო პერიოდი?ოღონდ არ მითხრა,რომ მეჩვენება.
-პირდაპირ გეტყი, ანასტასიასთან ვიწექი.
-ლიზას ანასთან ბიჭო?
- ხო ლიზას ანასთან. ამოიოხრა წიკლაურმა.
-გაგიჟდი შენ? იცი მაინც რამდენი წლისააა??
-ვიცი ხო იცი, განზრახ არ გამიკეთებია.
მიშომ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერიი სანდროს.
-მერე ეხლა რა იქნება?
-ცოლად უნდა მოვიყვანო.
-ცოლად უნდა მოიყვანო, ბავშვი რომელიც არ გიყვარს და კიდე ბავშვს ელოდება, საღოლ ძმაო მაგარ შარში ხარ.
-გეყოფა რა, აბა რა უნდა ვქნა? მივატოვო?
-მაგას მე არ გაპატიებ არასდოს გაიგე? მსგავსი არც გაიფიქრო თავში. ლაჩარი არ ხარ პასუხისმგებობას გაექცე.
-ხოდა სწორედ მაგიტომაა საჭირო ეს ქორწილი.
-გაგიჭირდებათ შენც და იმასაც.
-ავიტანთ როგორმე.
-თუმცა რა იცი მომავალში რა ხდება? ხომ შეილება შეგოყვარდეს?
-გამორიცხულია სანდრო, ის ისეთი პატარაა სხვანანიარი მისწრაფებებით, ეგეც რომ არა მას არასდროს გაუჩნდება ჩემს მიმართ გრძნობები, ბოლობოლო 17 წელია სხვაობა ჩვენს შორის.
-წამოდი ლიზასთან წავიდეთ და ვნახოთ.
-ისე შენ ძალიან ხომ არ გაგიტკბა მანდ სიიარული? ვფიქრობ შენც გაქვს რაღაც სათქმელი.
-მოიცა თუ ძმა ხარ, ეგრეც არ გავგიჟებულვარ. გაეცინა სანდროს და მსხვილი კუპიურა მგიდაზე დააგდო.

* * * * *
ფრთხილად შევაღე კაბინეტის კარი და მაგიდასთან მჯდომი ლუკასკენ გავემართე, ისე იყო საქმით გართული სანამ არ ჩავახველე მანამდე არ გამომხედა.
-მოხდა რამე? საკმოად ცივად მკითხა.
-უნდა ვილაპარაკოთ.
-არ მცალია, ხომ ხედავ ვმუშაობ.
ველოდი მისგან ამ ყველაფერს და დანებებასაც არ ვაპირებდი.
-ლუკა მომისმინე, სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ლეპტოპი დავხურე.
-რას აკეთებ? ტონს აუწია ფალიანმა.
-უნდა ვილაპარაკოთ.
-ეხლა გინდა დალაპარაკება? მე რომ გთხოვე მაშინ რა მიპასუხე გახსოვს?
-გთხოვ ლუკა.
-მთხოვ? ეს რაღაც ახალია ხო?როგორ მოხდა,რაღაცა რომ ითხოვე?
-გეყოფა ეს ცინიზმი, ყოველთვის არ ვარ ამ ხასიათზე, თუ არ გინდა დალაპარაკება წავალ და არასდროს მოვალ შენთან.
-დაჯექი და გისმენ.უკან დაიხია ბიჭმა.
-ჩემსა და გეგას შორის არაფერი მოხმდარა.არავის მივცემდი უფლებს შენს მერე შემხებოდა მითუმეტეს მას. დამიჯერე მსგავსი რამე რომ მომხდარიყო ერთი წუთითაც არ ვიცოცხლებდი თავს. მხოლოდ ორჯერ შევხვდი და რამდენიმეჯერ დამირეკა,სულ ეს იყო ამ ერთი თვის მანძილზე,ჩვენი კონტაქტი.
-მჯერა,მერე?
-მერე? ლუკა მე ვცდილობ დაგელაპრაკო, შენ კიდე ისე იქცევი თავი დაკითხვაზე მგონია, კი ბევრი შეცდომა დავშვი, მაგრამ შემეშინდა რომ რამეს დაგიშავებდათ .
-შენ მარტო არ იყავი.
-ცდები, ამ ომმში მარტო ვიყავი და მარტო ვარ ეხლაც. ვერ ხვდები რომ სადღაც აქვეა? ნებისმიერ დროს შეუძლია მომკლას, მაგრამ ამას არ გააკეთებს. ასე უბრალოდ არ იზამს, რაღაც გნრანდოოზულს გეგმავს.როგორ შეგიძლია დაიჯერო, რომ იმ ყველაფრის მერე ისევ შეილება ის მიყვარდეს როგორ?
-რატო არ გვენდე?
-ვერ გავრისკე, შენ არ იცი რა საშინელებაა, როდესაც ხელ-ფეხი გაქვს შეკრული,როდესაც 17-18 წლის გოგოების ფოტოები გიდევს წინ და გაძალებენ აირჩიო რომელი იქნება შემდეგი მსხვერპლი,.არ იცი რა სიმწრეა, როდესაც შენთვის საყვარელი ადამიანის დას ემუქრებიან.მე ყველაფერი გითხარი, აგიხსენი მეტი არც ძალა მაქვს და არც სურვილი შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევი. ეხლა როდესაც თემო ციხეშია და გეგა მარტოა არაფრის მეშინია, ეხლა ვითხოვ თქვენს დახმარებას,სხვაა სიტუაციაა მივღეებ თუ არა მას.
-მაკრინე.ხმა დაუთბა ლუკას,რა ხნისააა?
-რა? ვინ?
-ჩვენი შვილი, იმდენად გამათბო მისი პირიდან ნათვქამმა" ჩვენმა შვილმა" რომ უნებურად გამეღიმა.
-ჯერ ძალიან პატარაა, 1 თვის.
-მაკრინე დავლაგდეთ რა, საბოლოოდ მოუღოთ ბოლო ამ უაზრობებს.
-დავლაგდეთ.ბევრი გვაქ სასწავლი,მაგრამ ვფიქრობ ერთად უფრო მოვახერხებთ.
-დრო დაგვჭიდება ალბათ, ერთმანეთს ყველაფერი რომ ვაპატიოთ,მაგრამ დამნამდვილებით ვიცი დღეიდან გულითაც რომ გინდოდეს თავიდან ვერ მომიშორებ,ვერასდროს.
-არც ვეცდები.
-მგონი არ მჭირდება გაფრთხილება, რომ დღეიდან ჩემთან ერთად ივლი ყველგან და უაზრობებს არ გააკეთებ.
-კარგი.
-ოჰ რა დამჯერი გოგო ხარ. გაეცინა ფალიანს, წამო ყავა დავლიოთ, თუმცა არა ყავას მე დავლევ და შენ ჩაის მიიირთმევ.
-კარგი კარგი, გამეცინა მის საქციელებზე და პირველად ჩავისუნთქე თითქის ბედნიერმა.


* * *
ლიზამ დაბნეულმა გააღო კარი და ბიჭებს გაუღიმა.
-ლიზა მშვიდობა გაქ?
-მოდი სხვა დროს ვისაუბროთ კაი? ეხლა არ მცალია დაიბნა ქალი უარესად.
უცებ სახლიდან კაცის ყვირილი და გოგოს ტირილის ხმა მოისმა. მიშოს თვალები გაუფართოვდა და ლიზას პროტესტის მიუხედავად ოთახში შევიდა, სანდროც უკან მიყვა.
-რა ხდება აქ? ტონს აუწია წიკლაურმა ,როგორც კი სავარძელშო მოკუნტულ ატირებულ ანასტასიას მოკრა თვალი.
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ? იყვირა კაცმა.
-დაწყნარდი ბიძია, საუბარში ლიზა ჩაერთო ,ესენი ჩემი მეგობები არიან. ბიჭებო იქნებ სხვა დროს გამომიაროთ? მიუბრუნდა ბიჭებს.
-ლიზ რა ხდება აქ? ტონს აუწია სანდრომ, ვინაა ეს კაცი და რატო უყვირის ანას?
-მამამისია სანდრო.
-თუ შეიძლეა დაგვტოვეთ. უცხოებს არაფერი ესაქმებათ ჩემმი ოჯახის ამბავთან.
-უცხო არ ვარ, ხმა ამოიღო მიშომ, მე ვარ თქვენი შვილის საქმრო და იმ ბავშვის მამა მუცლით რომ ატარებს.
-რა? იკივლა ლიზამ და სავარძელში ჩაეშვა.
-ოხ შე , რა იკადრე რა.?იყვირა კაცმა და ანასტასიას სახეში გაარტყა, მიშომაც არ დააყოვნა და სწრაფად აეფარა სავარძელში მოკუნტულ ქალს.
-მეორედ არ გაბედო.
-თორე რას მიზამ?
-ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და დამიჯერე კანონი სულაც არ დამჭირდება იმ ქალის დასაცავად, რომელიც უკვე ჩემია.
-მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა,ზიზღით ჩაილაპარაკა კაცმა და ატირებულ ანას გახედა, შენ კიდე ქალბატონო, ჩათვალე რომ მოკვდი ყველასთვის, სწავლის ფულის ჩათვლით ყველაფერს დაემშვიდობე, შენ ჩემი შვილი არ ხარ, მიაყვირა დ გარეთ გავარდა.
ლიზა უაზროდ მიშტერებოდა იატაკს და ცრემლებად იღვრებოდა. ბოლოს გაჭირვებით წამოსწია თავი და ოთახს თვალი მოავლო.
-როგორ ეს როგორ იკადრეთ, ეს როგორ მოხდა?
-ლიზა გთხოვ?
-მთხოვ? რას მთხოვთ აბა? გავჩუმდე? თვალეი დავხუჭო და შეგაქოთ ამ საქციელისთვის? კარგი ვთქვათ მიშო გათიშული მთვრალი იყო, შენ რამ დაგაკარგინა ეგრე გონი, რომ ქუჩის ქალივით პირველივე შემხვედრს ჩაუწექი ლოგინში, რამ? უყვირა ლიზამ სავარძელში მოკუნტულ ქალს.
-გეყოფა, ფეხზე წამოდგა მიშო და ლიზას ხელი მოკიდა.
-მისმინე ლიზ,ვიცი მესმის შენი და მაგიტომ არაფერს ვამბობ, იცი არაკაცი არ ვარ და ამ ყველაფერს ესე არ დავტოვებ.
-მართლა წიკლაურო? ცოლად მოიყვან ხო? ამ პატარა ღლაპს ხო? ცხოვრებას რომ ორივე ინგრევთ აცნობიერებთ?უსიყვარულოდ როგორ უნდა იცხოვროთ? რას იზამთ თუ ვინმე გამოჩნდება თქვენს ცოხვრებაში, ესევე მშვიდად გაშორდებით ერთმანეთს? დავიჯერო მაგდენი იფიქრეთ?
-ძალიან ხომ არ აბუქებ ეხლა? საუბარში სანდრო ჩაერია.ამდენი ხანია გისმენ და ფიქრობ როდის გაჩერდები.
-მე გავჩერდები სანდრო? შენ საერთოდ რამე გაგეგება სიყვარულის? არ იცი როგორ დაიტანჯებიან.?
-ეს მათი გადასაწყვეტია მგონი.
-ეს მათმა სიმთვრალემ გადაწყვიტა ბატონო გამომძიებელო და დაუფიქრებლობამ თორე არასდროს მიაქცევდა მიშო ამას ყურადღებას,ან შენ ქალბატონო შენი მომავალი? შენი ოცნებები? ყველაფერს ანგრევ ხო?ამოიღე ხმა, იყვირა ლიზამ.
-მაპატიე ლიზა, ძლივს აამოძრავა ტუჩები ანასტასიამ და უარესად მოიბუზა, ქალს გული შეუქანდა მის შემხედვარეს,პირზე ხელი აიფარა და სწრაფად გავარდა აივანზე რათა მისი სხეულიდან წმაოსული ტკივილის ხმები ჩაეხშო.

* * * 8
ლუკა გაოცებული მიყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა.
-რა გჭირთ დღეს? გავხედე დაბღვერილმა.
-მაკრინე მშვიდობა გაქ?
-რატო?
-გოგო რაც მოვედით სულ ჭამ,
-ნუ გადამრიეთ რა, შენ და სანდრომ, მშია და აბა რა ვქნა?
-ჭამე ჭამე, ვატყობ მაგარი ღორმუცელა ეყოლება მამას.
-ლუკა,სევდა შემეპარა ხმაში.
-რა იყო? წარბის აწევით გამომხედა.რამე სისულელე თუ უნდა მითხრა ჯობია ისევ ჭამო.
-ბედნიერები ვიქნებით?არაფრის მსხვერპლად შეწირვა აღარ მოგვიწევს?
-კიდე მაგაზე ფიქრობ? მთავარია მენდო და არაფერი მომატყუო, გარდა მაგისა კიდევ ერთ საკითხზე უნდა გესაუბრო.
-მაინც?
-ხვდები ალბათ რომ ასე ცალ-ცალკე ვერ ვიქნებით.
-მოიცა ძალიან ხომ არ აჩქარებ მოვლენებს? დღეს შვერიგდით დაგავიწყდა?
- არა არაფერი დამვიწყებია, მაგრამ იმასაც მიეჩვიე ,რომ დღეიდან ჩემებურად იქნება ყველაფერი გასაგებია?
-ლუკა, წარბი ავწიე გაბრაზების ნიშნად.ტონის შეცვალე.
-მაკრინე.გეყოს.
-ვერ გავიგე, რა გინდა?
-ჩემი ცოლი რომ იყო, ეგ მინდა.
-ეგ მეც მინდა, მაგრამ მოდი ჯერ გეგას ამბავი მოვაგვაროთ და მერე მივხედოთ ამ ყველაფერს რა. ხალისი არაფრის არ მექნება თუ მუდმივ შიშში ვიქნებ.ი
-კაგი,კარგი ხელები ამიწევია.
-თემოს დაკითხვაზე რა მოხდა?
-მაგას საერთოდ ნუ მახსენებ რა,რამ გააბოროტა ასე ვერ ვხვდები, ან რამ აიძულა ეს ყველაფერი გაეკეთებინა? რომ წარმოვიდგენ ამდნენი ხანი შენს გვერდით იყო.
-კარგი არ გვინდა მაგაზე გთხოვ,დღეს მაინც რა,
-კარგი ყველა პირობას გსრულებ რომ იცოდე.
-ყველას? ეშმაკურა გავხედე.
-კი ყველას, გაეცინა ლუკას.
-მაშინ ნაყინი მინდა შოკოლადის და ძალიან დიდი.
-გასკდები მაკრინე გასკდები.
-ლუკა.
-ხო კაი, ოღონდ შენ გაჩერდი და.
კმაყოფილი გადავწექი სკამზე და ბარისკენ მიმავალ ჩემს ბედნიერებას უკვე მეც ბედნიერმა გავხედე.

* * * * *

ლიზა აივნის კედელთან ჩაკეცილიყო და ცდილობდა მისი ტირილის ხმა შიგნით მყოფებს არ გაეგოთ, უცებ ვიღაცა ჩამოჯდა მის გვერდით.
-ნუ ტირი გთხოვ.
-სანდრო მარტო დამტოვე.
-მეგობრებს არ ვტოვებ ლიზაჩკა.
"მეგობრებს" კიდევ უფრო ეტკინა გული ქალს და უარესად ატირდა.
-კარგი გოგო, რა მტირალა ხარ შენ? ტყუილად მევაჟკაცები, ყველაფერზე ცრემლებს ღვრი.აი ნახავ ყველაფერი ხუთიანზე იქნება ყველაფერი.
-არაფერიც არ იქნება კარგად,არ შეიძლება მოვალეობის გამო ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა არა.თან რამხელა სხვაობაა გაუძლებენ კი ასეთ გამოწვევას?
-მოდი მივცეთ უფლება სცადონ ჰა? უბრალოდ შეეშვი და ცხოვრება თვითონ დაალაგებს ყველაფერს. მიშოს იცნობ და დამიჯერე ანასტასია საუკეთესო ხელშია ამ წუთას.
-რას არ მივცემდი მიშოს თვალებში სიბრალულის გარდა სხვა რამესაც რომ ვხედავდე ჩემი გოგოს მიმართ.ანა ჯერ ბავშვია და დარწმუნებული ვარ იოლად შეუყვარდება ,არ მინდა გული ეტკინოს.
-ლიზ გთხოვ რა, ხელი მოხვია სანდრომ ატირებულ ქალს და გულზე მიიიხუტა.აი ეხლა მეც მოვიყვან ცოლს და მე და მიშო ერთად მოვაწერთ ხელს.
-რას იზამ? კინაღამ დაიხრჩო .
-იმ დღეს რომ კაფეში გოგოსთან ერთად ვიყავი, ჩემი საცოლეა ლიზ.
-ხო? კარგია გილოცავ, დაიბნა ქალი.წამოდი შევიდეთ,სწრაფად წმაოდგა ფეხზე და ოთახში შევარდა.

მოკლედ მთელმა კვირამ სრულ სიმშვიდეში ჩაიარა. ნელ -ნელა დაიწყო სიტუაციამ დალაგება.ერთადერთი ვინც ძალიან შეიცვალა ლიზა იყო, მუდამ დანაღვლიანებული და ჩაფიქრებული დადიოდა, ყოველთვის თავს არიდებდა თუ სადმე ვიკრიბებოდით.სამუშაო მაგიდაზე დახვავებულ საქმეებს თავი ვანებე და ტელეფონში დაქალის ნომერი ავკრიბე.
-ლიზაჩკა რას შვები?
-არაფერს მაკრინე შენ?
-გამო ჩვენს კაფეში,. ყავა დავლიოთ
-1 საათში მოვალ.
-გელოდები, კმაყოფილმა გავთიშე ტელეფონი და ლუკას გავხედე.
-რაო ფერია?
-ეს ფერია რამე ახალია?ცხვირი ავიბზუე.
-კაი მაშინ ბუთხუზა გაწყობს?
-ნერვებს მიშლი იცი?
-სად მიბრძანდები შენ?
-მე და ლიზამ ყავა უნდა დავლიოთ.
-ალბათ გინდოდა გეთქვა ლიზამ დალიოს ყავა და მე ჩაიო ხო?
-რა მზრუნველი ხარ მოკლედ,გამეცინა და ის იყო ფეხზე წამოვდექი რომ ჩავხუტებოდი და კარზე კაკუნი გაისმა.
-შემოდით,დავიძახე მხიარულად და როგორც კი ზღურბლზე მდგომ ულამაზეს ქალს შევხედე გული უსიამოვნოდ შემიტოკდა.
-გამარჯობა ლუკა, ხმაც ისეთივე სასიამოვნო ქონდა, როგორც გარეგნობა, ფარულად გავხედე ფალიანს, ერთიანად გაფითრებულიყო.
-ნინი?
"ნუთუ ეს ის ნინია" გამიელვა გონებაში და მასთან ჩემი მარცხი პირდაპირ ვაღიარე.
-უნდა ვილაპარაკოთ.
-აქ რა გინდ? ფეხზე წამოდგა ლუკა..
-სალაპარაკო მაქვს
-მაკრინე გადი, საკმაოდ ცივად მომმართა ფალიანმა და დამეფიცება იმ წუთას მიწა გამისკდა.
-კიმაგრამ ლუკა.
-გადი ოთახიდან. ტონს აუწია, სწრაფად მივტრიალდი ჩემი მაგიდისკენ და ჩანთას დავწვდი, სანამ გავიდოდი ოთახიდან ლუკას გავხედე, იმ წუთას მის თვალებში ამოუცნობი გრძნობა დავინახე და ეს სულაც არ იყო სიძულვილი, პირველად გამკრა გულში რომ არსებობდა შანსი ლუკას დაკარგვის. არ მახსოვს როგორ მივედი კაფემდე ლიზა მოსულიყო და მოთმინებით მელოდებოდა.
-როგორ ხარ გადარეულო? გამიცინა დაქალმა
-კარგად, გავხედე დაბნეულმა არ ვაპირებდი ჯერ დაუზუსტებელი ფაქტით ამენერვიულებინა.
-ლიზა მისმინე შენთან საქმე მაქვს.
-გისმენ.
-ოღონდ არ მომატყუო , დიდი ხანია გაკვირდები და ზუსტად ვიცი,რაც გჭირს,მაგრამ შენ უნდა მიპასუხო.სანდრო. გიყვარს?
-მაკრინე
-მიპასუხე
-ხო, მიყვარს ძალიან მიყვარს, თავი დახარა ქალმა.
-მერე რას ელოდები?
-რა ვქნა?
-წადი და უთხარი.
-გაგიჟდი ხო? რა ვითხრა? მივიდე და სიყვარული ავუხსნა?
-თუნდაც ლიზა, დამიჯერე სიყვარულში ყველანაიარი ბრძოლა გამართლებული,შენ არ ხარ ის ქალი, რომელიც ასე იოლად ნებდება, ყველაფერი უნდა სცადო რომ საკუთარ თავთან მართალი იყო,
-არ ვიცი მაკრინე მეშინია,თან ცოლი მოყავს.
-ხოდა სწორედ მაგიტომ გეუბნები, დებილი არ ვარ და რაღაცეებს მისი მხრიდანაც ვხვვდები სცადე რა გთხოვ სცადე, ნუ გაუშვებ შენს ბედნიერებას ჰაერში.
-ასე ფიქრობ?
-კი ლიზ.
-სადაა?
-ეხლახანს მორჩა მორიგეობას და სახლში წავიდა, მიდი გაიქეცი,გავუღიმე დაქალს.
-შენ რას იზამს?
-მე ჩაის დავლევ,წადი.
ლიზა სწრაფად წამოხტა ფეხზე და უკვე გარეთ გასულმა მომაძახა დაგირეკავო."იმედია შენ მაინც იქნები ბედნიერი" გავიფიქრე და ოფიცანტს ყავის შეკვეთა მივეცი.
სწრაფად აირბინა კიბეებზე და ზარი დარეკე.იმდენად იყო აღელვებული ყველაფერი უკანკალებდა, ვერასდროს წარმოიდგენდა ოდესმე პირველს თუ მოუწევდა ბიჭისთვის სიყვარულის ახსნა.
განვლილი 5 წუთი საუკუნედ მოეჩვენა და საკეტის ხმამაც გამოაფხიზლა, არაფრად ჩააგდო ზღურბლზე მდგომი გაკვირვებული ბიჭი და პირდაპირ სახლში შევარდა, რომ გეკითხათ საიდან ამდენი გამბედაობააო ვერაფერს გიპასუხებდათ.
-ლიზა მშვიდობაა? დაიძაბა სანდრო.
-მისმინე რაღაც უნდა გითხრა და გთხოვ არ გამაწყვეტინო.
-იქნებ სხვა დროს იყოს?
-არა ეხლა თუ არ გეტყვი, მერე ამის გამბედაობა არ მექნება. გგონია გიჟი ვარ ხო? სახლში მოგივარდი და უაზროდ ვბუტბუტებ, შემიყვარდი სანდრო თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ ყოველთვის მიყვარდი. მაშინ შენს აგარაკზე სიცხიანი სიმართლეს ვბოდავდი, იმ კაფეშიც ის ცრემლიანი თვალები შენ გეკუთვნოდა, კინაღამ სისხლი ჩამექცა თავში სხვასთან რომ დაგინახე, ,მითხარი რამე გთხოვ.
სანდრო გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე გაყინული და გაფართოებული თვალებით შეყურებდა აკანკალებულ ქალს.
-სანდრო საყვარელო ვინ არის? მოისმა ხმა და ოთახში აშკარად ბიჭის პერანგში გამოწყობილი ქალი შემოვიდა, ლიზა შებარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო სავარძელს მოეჭიდა.
უკვე მერამდენედ ინატრა სიკვდილი იმ წუთას ვინ მოთვლის. სუნთქვაც კი გაუჭირდა მითუმეტეს, რომ სანდრო უძრავად იდგა,ბოლოს ისევ თვითონ მოეგო გონს და გაეღიმა,
-მაპატიეთ შემოგეჭერით.ნუ მომაქცევ სან ყურადღებას ,უბრალოდ ძალიან ავღელდი და დაივიწყე რაც აქ მოხდა. მიაყვირა სწრაფად და სანამ სანდრო გააზრებას მოასწრებდა გარეთ გავარდა.

* * * 8

არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე გაუნძრევლად კაფეში და უკვე კარგად გაციებულ ყავის ფინჯანს ვუყურებდი,"ნუთუ ასეთი ძნელია უბრალოდ ბედნიერი ვიყო?" გავიფიქრე და ტელეფონიც ამღერდა, ინსტინქტურად გავასრიალე სენსოზე ხელი და ფალიანის ხმაც გაისმა.
-სად ხარ მაკრინე?
-კაფეში,ჩვენს კაფეში.
-მოვალ.
იმდენად ცივი მეჩვენა მისი ხმა, მაშინვე მივხვდვი რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა ჩვენს ურთიერთობაში.ქვეცნობიერად ყოველთვის მეშინოდა მაგ ქალის გამოჩენის, ერთხელ წამოსცდა კიდეც მიშოს რომ ლუკას სიგიჟემდე უყვარდა. თვალწინ კადრებად გამიარა მისმა აღნაგობამ, დახვეწილმა ტანმა და სილამაზემ, ძალიან მაგარი კაცი უნდა ყოფილიყავი ასეთ ქალზე უარი გეთქვა. მართლაც 5 წუთში ლუკამ შემოაღო კარი და პირდაპირ ჩემკენ გამოემართა.მოწყვეტით დაეშვა სკამზე და თავი დახარა.
-მაპატიე მაკრინე.
-რა გაპატიო?რომ მიყვირე თუ ის რაც უნდა მითხრა და ვერ მეუნები
-მაკრინე, საოცრად სევდიანი გაუხდა ხმა ლუკას.
-გთხოვ აღარ გინდა ამდენი ტყუილები,თავებს ნუ გავიწვალებთ საკმაოდ დაგვტანჯა ცხოვრებამ რას იტყვი?მიკვირდა საკუთარი სიმშვიდის.
-არ მეჩხუბები? არ მკითხავ რა უნდოდა?
-არ ვიყვირებ, იმიტომ რომ რაც ჩემი არ არის ვერ დაიჩემებ,არ გეჩხუბები ,იმიტომ რომ ვერაფერს შევცვლი და ჰო მაინტერესებს რა მოხდა, თუ ჩათვლი საჭიროდ რა თქმა უნდა.
-მამაჩემს გაშორდა.
გული მტკივნულად შემეკუმშა, ეს ყველაფრის საწყისი იყო, მას ლუკას დაბრუნება სურდა და როგორც ვატყობდი არ გაუჭირდებოდა.
-მერე? ხმა ამიკანკალდა.
-მერე არ ვიცი,იმდენი ხანია არ მინახავს,მე უბრალოდ...ღმერთო რა რთულია ეს ყველაფერი.
-ვიცი ლუკა ვიცი, შენ ის ისევ გიყვარს,არც არასდროს დაგვიწყებია,ჩვენი ამბავი იმდენად სწრაფად მოხდა რომ შეჩვევა და ვალდებულება სიყვარულში აგვერია.
-არა მისმინე.
-შენ მისმინე,მიშომ სიმართლე მითხრა ან როდის მოასწრო შენი შეყვარებაო, ვერ მოასწრებდი ამის დრო არ გქონდა. ეს ილუზია იყო თავიდანვე და ეხლაც,თავებს ვიტყუებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან ხალხასაც ვატყუებთ.იცი რა არის სიყვარული? როდესაც შენი მეორე ნახევრის ბედნიერება გიხარია.წადი მასთან ლუკა,თუ შეძლებ ყველაფრის დავიწყებას და თავიდან დაწყებად ღირს ცდად, ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე და გაქვს უფლება ისე იცხოვრო როგორც გინდა.
-ხვდები რას მეუბნები? ასე მიშვებ?
-წაგებულ ომში ბრძოლა სისულელეა ლუკა, მე ვერ ვაჯობებ ნინის და ეს შენ კარგად იცი, ამ ომში ჩაბმა კიდე ნამდვილად არ მინდა, ისედაც მერამდენე რაუნდს ვაგებ ცხოვრებასთან ხომ ხედავ. სულ მომართული ვერ ვიქნები და ვერც იმას ავიტან ჩემს გვერდით ვალდებულებამ დაგიჭიროს, არაფერზე იდარდო ის შენი შვილია და მასზე ყველანაირი უფლება გექნება,
-ასეთი როგორ ხარ?
-რას არ მივცემდი ისეთი თვალებით ,რომ ერთხელ მაინც შემოგეხედა ჩემთვის როგორც მას უყურებდი დღეს.
-ვზივარ და თავი ბოლო დონის გარეწარი მგონია, არც კი ვიცი მაქვს კი რაიმეს თქმის უფლება.?დღეს მიდის ერთ საათში მიფრინავს.
-მერე გაუშვებ? წადი
თითქოს ჩემს ნებართვას ელოდებოდა, ცოტა ხანს გამომცდლად დამაკვირდა და სწრაფად გავარდა კაფიდან.მწარედ ჩამეცინა " რა ადამიანი ხარ მაკრინე რა"
-არაუშავს დე არ გამიბრაზდე კაი? დამიჯერე ასე ჯობია მამიკოსთვისაც და ჩვენთვისაც. მუცელს მივეფერე და მიმტანს ანგარიში ვთხოვე.

* * * * *
ლიზამ ტირილით აირბინა საფეხურები და სახლში შევარდა, იმდენად ეცოდებოდა თავისი თავი რომ სურვილი გაუჩნდა ყველაფერი დაელეწა.იქვე სავარძელში მჯდომ ანასტასიას მივარდა და მაგრად მოხვია ხელები.
-ან ჩემო პატარა მაპატიე თუ გული გატკინე.
-ლიზა რა გჭირს? შეშფოთება დეტყო ხმაში.
-არაფერია არ ინერვიულო შენ,ცრემლები შეიმშრალა და შეშინებულ გოგოს გაუღიმა.
მაპატიე კაი? არასწორი ვიყავი, არ მქონდა უფლება ასე მკაცრად გამეკრიტიკებინე თურმე სულელურ შცდომებს ყველა უშვებს.
-რა მოხდა?
-არაფერი ესეც გაივლის. მოდი იცი რა ვქნათ? მე და შენ ჩაი დავლიოთ გინდა?
-მინდა,გაეცინა ანასტასიას და სმზარეულოსკენ დაიძრა.
-ანა.
-რა იყო ლიზ?
-მიშოს დაურეკე ამოვიდეს უნდა დაველაპარაკო.
-რაზე? გაკვირვებულმა გახედა ბიძაშვილს.
-მასზე კაი ადამიანი არსად მეგულება ან,დარწმუნებული ვარ გულს არ გატკენს უბრალოდ მინდა გავიგო რა გეგმები აქვს,მართლა უპატრონო ხომ არ ხარ?
-კარგი,სევდიანად ჩაილაპარაკა გოგომ და კარს იქით გაუჩინარდა.


* * * *
მრგვალი მაგიდის ირგვლილ სამნი ისხდნენ და სვამდნენ, საკმაოდ ბევრ სათქმელს მოეყარა თავი.
-შენ სრულ ჭკუაზე ხარ ბიჭო?
-ფაქტია არ ვარ სან ხომ ხედავ?
-რის გამოც მაკრინეს ვეჩხუბეთ,იგივეს აკეთებ შენც?
-საფრთხეში ვერ ჩავაგდებ, ამის უფლება არ მაქვს, ერთადერთი ეხლა რაც უნდა გააკეთოთ,როგორმე მოაშოროთ განყოფილებას გარკვეული დროით.
ლუკა,ხომ იცი დავიჭერთ იმ ნაბიჭვარს და ესეც გაივლის.
-იმედი მაქვს,არ დავიგვიანებთ. თქვენ დასვენების თემა მოაგვარეთ და აიძულეთ, როგორმე რომ წმაოვიდეს.
-მაგას ადვილად მოვაგვარებთ.ამოიოხრა სანდრომ.
-შენ რა არი, რას ოხრავ ერთი. გაეცინა მიშოს გეგონება, რაღაც სასწაული დაგემართა.
-შენ წარმოიდგინე, რაღაც მაგდაგვარი დამატყდა თავს დღეს.
-რა მოხდა ბიჭო?
-ლიზა იყო ჩემთან?
-ვინ ლიზა ჩვენი? მაკრინე დაქალი?
-ხო ეგ ეგ.
-რა იყო მერე? შეგაშინა, თუ ისევ დახოცეთ ერთმანეთი?
-სიყვარული ამიხსნა.
-რა ქნა? ვისკი გადასცდა ლუკას.
-რაც გესმის და თავს ნუ დაიხჩობ ეხლა.შეუბღვირა ძმაკაცს.
-მერე შენ რას ფიქრობ?
-ნუ გამაგიჟეთ ხალხო, რა ლიზა რას ბოდავთ?არასდროს შემიხედავს მისთვის, როგორც ქალისთვის, სულ ვჩხუბობდით და ვამწარებით ერთმანეთს, საბაბიც კი არ მიმიცია რას ვიფიქრებდი თუ შევუყვარდებოდი.
-არ გაგიგია შენ, რომ დიდი ჩხუბი დიდმა სიყვარულმა იცისო?თან რა გინდა გადასარევი გოგოა,იმ გაფხორილ ინდაურს გვერძეც არ დაიყენებს.
-რას ბოდიალობთ ერთი? მე ჩემი გამჭირვებია.
-მოდი სამივე გაჭირვებულს გაუმარჯოს, ამოიხრა მიშომ და ბიჭების გამოწვდიილ ჭიქებს მისი მიუჭახუნა.

* * * *

იანვარი მიიიწურა და სიტუაციამაც დაიწყო ნელ-ნელა დალაგება.დღეს მიშო და ანასტასია ხელს აწერდნენ,ჯვრისწერა ქალმა არ მოინდომა, ისედაც ძლივს დაითანხმეს ამ ყალბ ქორწილზე.აშკარად არავის ქონდა ხალისი ამ სპექტაკლში მონაწილეობის, ამიტომ გადაწყდა ხელის მოწერის შემდეგ ყველანი ყაზბეგში წავიდოდით ერთი კვირით.ვიცოდი ისიც იქნებოდა და გული უცნაურად მქონდა აჩქარებული.სარკეში შევათვლიერე ჩემი თავი და რატომღაც კმაყოფილებისგან გამეღიმა, აშკარად მეტყობოდა დამშვიდება და დაწყნარება,მუცელიც ოდნავ მეტყობოდა და საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს.
-დე მიდიხარ? ოთახში დედაჩემა შემოყო თავი და გამიცინა.
-ხო დე სანდრო მოვა და.
-კარგად გამოიყურები გიხდება ეს კაბა.
-მადლობა.
-მიხარია გაცინებულს რომ გხედავ,ამოიხრა ქალმა.
-კაი რა დე,
-კაი კაი, მისმინე თბილი ტანსაცმელი ჩადე? ხო იცი შენი გაციება არფრით არ შეიძლება.
-ჩავდე დე ჩავდე და ეგეც ვიცი, მოვუვლი თავს.
-ჩემი მოკრძალებული სალამი ყველაზე ლამაზ ორსულს მსოფლიოში,გამეკრიჭა სანდრო და ოთახში თავი შემოყო.
-როდის უნდა დასერიოზულდე?
-არასდროს,გამიცინა და ჩემს ჩანთას ხელი წმოავლო.
-წამო წამო თორე დაგვაგვიანდება.
წასვლისას კიდვ ერთხელ ვაკოცე დედას და კიბეზე ჩასულ ბიჭს ავედევნე.
-მაკრინე ეხლა პანიკების გარეშე.
-რა მოხდა? გავხედე სანდროს.
-წამოდი და ნახავ, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მანქანას და ჩემი ბარგი საბარგულში ჩააგდო.
-დაჯექი მოდი.
-სან რა ხდება? ეჭვის თვალით გავხედე.
-დაჯექი დაჯექი, ჩაჯდომაში მომეხმარა და ჩემდა გასაკვირად ღვედიც მისი ხელით შემიკრა.
-შენ მშვიდობა გაქ?
-რაღაც საქმე გამომიჩნდა და მე ვერ წაგიყვან ჯვრსწერაზე, ცოტა დამაგვიანდება და პირდაპირ ყაზბეგში ამოვალ.
-ეგ როგო? აბა მე ვინ წმაიყვანს?
-მე წაგიყვან. გაისმა მანქანის სალონში საოცრად ნაცნობი და მონატრებული ხმა და სანამ რამეს მოვიფიქრებდი ლუკამ ადგილი დაიკავა ჩემს გვერდით და მანქანა დაძრა.

გაკვირვებულმა გავხედე ლუკას და მხრები ავიჩეჩე,რასაც ფალიანის გაოცება მოჰყვა.
-არ იყვირებ?
-რატო?
-მაკრინე დავიჯერო არანაირ დისკომფორტს არ გიქმნის ჩემი ნახვა?
-ჩემი შვილის მამის? არა.
-მარტო შენი შვილის მამა ვარ შენთვის?
-კი ეგრეა. უდარდელად გავხედე და ფანჯარას ჩავუწიე.
-მაკრინე მოდი ვისაუბროთ.
-ლუკა მისმინე, სწრაფად მივტრიალდი მისკენ და თვალებში ჩავხედე.რას ელოდებოდი? განადგურებულ ქალს რომელიც შენი დანახვისას ისტერიკაში ჩავარდებოდა?
თუ იმას ელოდები, რომ გთხოვ არ მიმატოვო? მაპატიე მაგრამ ცდები, მე იმაზე დიდი მიზეზი მაქვს კარგად ყოფნის ვიდრე შენ წარმოიდგენ.
-მაკრინე არ მინდა რაღაც ცუდად გამომივიდეს.რაღაცის ახსნას ვცდილობ თუ დამაცდი.
-ვაიმე ლუკა რა გინდა? ეხლა ავ ძაღლს მაგონებ, რომელსაც ორი ძვალი უნდა და ვერცერთს თმობს,მაგრამ აქაც უნდა მაპატიო, მე არ მინდა ამ სამკუთხედის ნაწილი ვიყო.
-ასე როდის შეიცვალე?
გაკვირვებულმა გავხედე და სიბრაზისგან ერთიანად ამაკანკალა.
-ხვდები მაინც რას ბოდავ? შენს თავში ხომ არ გეშლები ბატონო ლუკა? მგონი შენ მიმატოვე ძველი სიყვარულის გამო და კიდევ აქეთ გაქვს რამე პრეტენზია?რამე გაწუხებს?შეიგნე დედამიწა შენს ირგვლივ არ ბრუნავს.მე საკუთარი ქმარი გავწირე და შენი აზრით რამე გამიჭირდება?
-გეგას მადარებ?
- მე მაპატიეთ, გგონია დიდად განსხვავდები? ის თუ ფიზიკურად კლავდა ადამიანს შენ სულიერად კლავ და ანადგურებ.შეგახსენებ რომ მან ბოლომდე ვერ გაგვწირა ვერც მე და ვერც შენი შვილი. შენ რა გააკეთე? მარტოობისთვის გაგვიმეტე. ამის შემდეგ კაცობა გყოფნის და კიდევ რამე კითხვები გაწუხებს ჩემთან? ვფიქრობ უნდა შეგრცხვეს, მაგრამ რადგან ეგ გრძნობაც არ გაგაჩნია მე დავასრულებ.არ მიყვარხარ ლუკა და ვფიქრობ არც არასდროს მიყვარდი,უბრალოდ არ შეიძლება შენნაირი ადამიანი გიყვარდეს,არ იმსახურებ და მორჩა.ერთი გაურკვევლი კაცი ხარ.
-მორჩები ეხლა? მათქმევინებ?
-რას შვებით შენ და ნინი? ლაპარაკს არ ვაცდიდი.
-ეხლა მაგის დროა?
-მიპასუხე.
-ვცდილობთ. ნირწამხდარმა მიპასუხა.
-ხოდა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.ეხლა ცოტას წავუძინებ და რო ჩავალთ გამაღვიძე.
-ხო მაგრამ.
-ლუკა გთხოვ რა არ გინდა, უარესად არ მინდა შენზე შთაბეჭდილება შემეცვალოს, თვალი ჩავუკარი და ზურგი ვაქციე.როგორც კი შევბრუნდი ჩემი სიმკაცრე სადღაც გაქრა და ცრემლები წყვილად დაეშვა თვალებიდან.

ყველაზე მეტად ანასტასიას განცხადებაზე ხელის მოწერა გაუჭირდა.ცხოვრებაში პირველად უნდოდა დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის შეცვლა. ხვდებოდა ისე აღარაფერი იქნებოდა, როგორც გეგმავდა და ოცნებობდა,უკვე გათხოვილი ქალი ერქვა და მალე დედაც დაერქმეოდა. აუარება მადლიერებას გრძნობდა მიშოს მიმართ, პსუხისმგებლობას რომ არ გაექცა და მარტო რომ არ დატოვა,ისიც იცოდა, წინ ბევრად რთული გზა ელოდა.ფიქრებს ხელის შეხებამ მოსწყვიტა.
-კარგად ხარ?
-კარგად მადლობა.
-ხო არ დაიღალე? ან გშია?
-არაფერი მინდა მიშო,არ დავღლილვარ ჩავალთ და დავისვენებ.
-მაპატიე ანასტასია,ამოიოხრა ბიჭმა და კიდევ მეტად ატკინა გული ქალს.
-რა გაპატიო,რაშიც დამნაშავე არ ხარ?
-ნუ ხარ ასეთი კარგი,ამოიოხრა მიშომ,ხომ ვიცი როგორ გიჭირს,ჩემთან ნუ ითამაშენ არ გინდა.
-კარგი ბატონო, რას ითხოვ ჩემგან? გინდა გითხრა რომ უბედური ვარ და შევცდი? კი ეგრეა დაწყნარდი? მულოდნელად აფეთქდა ქალი და შენობიდან გავარდა.
ბიჭმა ამიოხრა და სანდროს გახედა.
-რა გინდა ძმობას გაფიცებ ამ გოგოსგან?ვერ ხედავ რომ ცდილობს კარგად მოგექცეს? გგონია მარტო შენ გიჭირს? ბოღმას მასზე ნუ ამოანთხევ რა.
-არ ვიცი სან არა, პირველი დღეა რაც ჩემი ცოლია და უკვე გულს ვუკლავ,მის თვალებში იმხელა იმედგაცრუებას ვხედავ თავი არაკაცი მგონია.
-მორჩი რა,შენზე მაგარი კაცის დედაც.....წამო გზას დავადეთ წინ კიდე ბევრია.
დამღლელი დღის შემდეგ ყველანი მაგიდის ირგვივ ვისხედით და ჩუმად მივირთმევდით, აშკარად საზეიმო განწყობა არავის ქონდა,ყველა დაძაბული იჯდა მაგიდის ირგვლივ.
-მოკლედ,ჭიქა ავიღე და ფეხზე ავდექი,ვინაიდან თამადა არ გვყავს თავს უფლებას მივცემ და ერთ სადღერგრძელოს ვიტყვი.
-ოხ შენ გენაცვალე,გამიცინა სანდრომ.
- ყველამ ვიცით დღეს აქ შეკრების მიზეზი. ისიც ვიცით თითოეულს, როგორი არეული გვაქ ცხოვრება,მაგრამ ერთს ვიტყოდი,მაინც მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ვარსებობ,ბევრი პრობლემის მიუხედავად მიხარია თვალის გახელა,მაშინ როცა ასეთი მეგობრები მყავს,მაშინ როცა მუცლით პატარა სასწაულს ვატარებ.ანასტასია,მივმართე თავჩაღუნულ გოგოს,არასდროს დახარო თავი ამ ყველაფრის გამო,შეიძლება ეხლა ვერ ხვდები, მაგრამ დამიჯერე მსოფლიოში საუკეთესო კაცი გყავს გვერდით,ისეთი მუდამ რომ დაეყრდნობი,ისეთი პასუხისმგებლობას რომ არ გაურბის და დამიჯერე თურმე სიყვარული არაფერშუაშია,უბრალოდ მითია და ოცნება რომელიც ქალებს გვახასიათებს,ბედნიერი ხარ რადგან მომავალი დედა ხარ,ირგვლივ მიმოიხედე დღეს ყველა ვიზიარებთ შენს ბედნიერებას , შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით მაგრამ მაინც,ამიტომ ყველას გთხოვთ ცოტა ხნით ამ საღამოს, ყველამ დავივიწყოთ ყველაფერი და ისევ ისეთები გავხდეთ, როგორებიც მანამდე ვიყავით სანამ ცხოვრება მსხვერპლებად აგვირჩევდა.
ყველამ აიტაცა სადღერგრძელო და ჩემდა გასაკვირად სიტუაციაც მალე შეიცვალა,უფრო გაიხსნა ანასტასია და რამდენჯერმე გულიანად გაიცინა კიდეც ჩემს მიერ მოყოლილ ბავშვობის ისტორიებზე,ინსტინქტურად გამექცა მზერა მიშოსკენ,მადლიერი სახით მიყურებდა ოდნავ დავუქნიე თავი და ახალი ამბის მოსაყოლად მოვემზადე.

რატო გაიქეცი? მოესმა ლიზას ზურგს უკან სანდროს ხმა და ერთ ადგილზე გაიყინა.
-ბოდიში, ინტიმური სცენების ყურება არ მხიბლავს. წაკბინა ქალმა.
-აი ეს ძველი ლიზააა,ისევ ისეთი ირონიული და მწარე,ჩაეცინა ბიჭს.
-კი ეს ვარ რაც ვარ,წამიერი სისუსტეები ყველას გვემართება ხოდა.
-უარყოფ რომ გიყვარვარ?
-არა არ უარვყოფ, არ მჩვევია მსგავსი საქციელები.მერე რა? ცვლის რამეს?ჩემთვის მიყვარხარ ჩუმად, ხომ არაფრით გაწუხებ?
-არ ვიცი ლიზა რა გითხრა?
-არც არაფერი, რა უნდა მითხრა?ვაფასებ შენს დამოკიდეულებას რომ არ ცდილობ მომატყუო და ასე შემდეგ.ოღონდაც ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ რა.
-როგორი თვალებით? დაიბნა სანდრო.
-ნუ გეცოდები,მიყვარხარ კი არ მძულხარ,გარდა მაგისა პირიქით შესაცოდი არაფერი მაქვს მოხარული ვარ, რომ შემიძლია მაგ გრძნობით ვიცხოვრო.
-არ მინდოდა ასე გამოსულიყო,ხომ იცი არა? მე შენთვის არასდროს მომიცია მიზეზი.
-ნუ მიხსნი გთხოვ,უბრალოდ დაივიწყე რაც იმ დღეს მოხდა,რადგან მე მაგას ვაპირებ.ეს ჩემი გრძნობებია და შენ არაფერს გთხოვს.დღეს მხედავ აქ ანასტასიას გამო თორე სხვა სიტუაციაში თვლში არ გაგეჩხირები.
-ლიზა ეგ არ მინდა.
-კარგი ეხლა კარგი,გაეცინა ქალს სულ ნუ მოკვდები ჩემს თვალწინ,მაგდენადაც არ გიღირვარ ეგ კარგად ვიცი,მაგრამ სამაგიეროდ მე მიღირს ჩემი თავი ბევრად მეტად.როდის იყო მათხოვარი სიმდიდრის ფასს ხვდებოდა? ჩაილაპარაკა მედიდურად და გახევებული ბიჭი აივანზე მარტო დატოვა.

* * *
-მაკრინე იცი ვინ ჩამოდის?სავარძელზე ჩამოჯდა წიკლაური.
-ვინ? გაკვივებულმა გავხედე მიშოს.
-ანდრონიკე.
-ვინაა ანდრონიკე? გამეცინა მის გახარებულ სახეზზე.
- არ გახსოვს გოგო? ჩემი დეიდაშვილი ავხლედიანი.
-უი ის ფუმფულა? მაშინვე გამახსენდა და სიცილი ამიტყდა,სულ ვაწვალებდი და ნერვებს ვუშლიდი.
-გახსოვს რა დღეში აგდებდი? გადაიხარხარა წიკლაურმა.
-არ მითხრა,საწყალი ბიჭი თავი კინაღამ შევაძულე,კარგია გამიხარდა, როდის ჩამოდის?
-ხვალ საღამოს აქ იქნება უკვე, გადაირია ცოლის მოყვანის ამბავი რომ გაიგო და სანახავად ჩამოდის რა.
-ოჰ კარგია კარგი,იმედია ვახსოვარ.
-შენს თავს რა დაავიწყებდა.თვალი ჩამიკრა მიშომ.
-ისევ უნდა დავუჩქმიტო ფუმფულა ლოყები,გამეცინა მისი ლოყების გახსენებისას.
-კი კი,ორაზოვნად ჩაიცინა მიშომ.
-შეიძლება გავიგო ვინაა ესეთი ასე რომ გაგამხიარულა მისმა ჩამოსვლამ? საკმაოდ გაღიზიანებულმა მომმართა ლუკამ.
-ჩემი ბავშვობაა ფალიანო, ის ტკბილი მოგონებაა რომელმაც შეძლო და გამაღიმა.
-ხო კარგია,
აშკარად ეჭვიანობდა, გულში ფეიერვერკი მოვაწყვე." ჰაჰ ეგრე მოგიხება ბატონო ლუა, მაგრამ ვიზე ეჭვიანობს ანდრონიკეზე? ყველაზე ფუმფულა ადამიანზე ვისაც კი ვიცნობდი, ნეტა ისევ ისეთია თუ უფრო გაფუმფულდა" უნებურად მასზე დავიწყე ფიქრი და თვალი მიშოსკენ გამექცა,რომელიც აშკარად ჩემს რეაქცას აკვირდებოდა.
მეორე დღემ სრულ მხიარულებაში ჩაიარა,შევძელი ყველას აყოლიება მხიარულებაში, გოგოები სამზარეულოში შევყარე და ნამცხვრის გამოცხობა დავავალე. ბიჭებსაც გამოვუძებნე საქმე ეზოში,
-მოიცა შენ ასე უნდა იჯდე ჰამაკში და ვაშლი მიირთვა? თავზე წამომადგა სანდრო.
-ბოდიშით, შეშის დაჩეხვაში ვერ გეხმარებით საპატიო მიზეზის გამო.გამეცინა გულით.
-ოხ მაკრინე, რა იყო ღადაობის სეზონი გაგეხსნა?
-შენ დაგეხურა აშკარად ბატონო მიხეილ.
-უკვე ბინდდება, ნეტა ეს ბიჭი სადაა აქამდე?
-მოგორავს ალბათ. გამეცინა ახვლდიანის წარმოდგენაზე.მაგხელა მასას დაძვრა არ უნდა?
-როგორც ვატყობ, ზოიერთებს ასაკი მომატებიათ, მაგრამ მწარე ენა არ შეცვლიათ,გაისმა საოცრად ბოხი და სასიამოვნო ბარიტონი,გაოცებულმა მივატრიალე თავი უკან და კინაღამ ვაშლი გადამცდა,თვალებს არ დავუჯერე ჩემს წინ ფუმფულა ანდროს ნაცვლად,საოცრად დახვეწილი მამაკაცი იდგა,თვალები რომ არა ალბათ ვერც ვიცნობდი.გაოცებისგან პირი დავაღე,ქონის ნასახი არ ჰქონდა ,პირიქით ლუკაზე თუ შვარცნეგერის გარე ნათესავი ითქმოდა,ეს ახლოს კი არა უახლოეს ნათესავად შეიძლება ჩაგეთვალა.
ირონიულად ამათვალიერა და გახარებულმა მოხვია ხელი მიშოს.

-გაკვირვებულმა გავხედე, ერთმანეთზე ჩახუტებულ ბიჭებს და თვალწინ კადრებად გამიარა ძველმა დრომ.ანდრონიკე სულ რაღაც ერთი ზაფხულით ვნახე,საქართელოში ბებიასთან იყო ჩამოსული და ის ერთი ჩამოსვლაც ჯოჯოხეთად ვუქციე. ისე შემრცხვა ჩემი სისულელეების გახსენებისას,მაშინ იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი,საკმაოდ ლამაზი, სამყარო ჩემი მეგონა და რატომღაც უსაშველოდ ამოვიჩემე ანდრონიკე და სისხლს ვუშრობდი.გამახსენდა როგორი გაბრაზებული წავიდა საქართველოდან და ამის გამო ბიჭები კაი ხანი ხმას არ მცემდნენ."დავიჯერო კიდე გაბრაზებულია?"
-რას გაშტერდი? შემომიღრინა ლუკამ.
-უკაცრავად?წარბაწეულმა გავხედე ფალიანს. თუ არ გინდა ეგ იდიოტი სიფათი ხელში დაგაჭერინო, ჩემგან თავი შორს დაიჭირე.უკვე ნერვებს მიშლისა მისი გამოხტომები.
-წესიერად გოგო,ტონს აუწია ლუკამ და მკლავში მწვდა.ვცდილობ არ აგყვე,მაგრამ უკვე ზედმეტები მოგდის.
-ხელი გამიშვი.კბილებში გამოვცარი და მიშოს გახედე.
-ლუკა რა ხდება? ხმა გაიმკაცრა ბიჭმა.
-არაფერი, ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა და ხელი შემიშვა.
-ეს ინდივიდი გააფრთხილეთ არ შემეხოს, თორე ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ, ვუყვირე ბიჭებს და სახლში შევვარდი.



* * * *
ანასტასიას ლეპტოპი მუხლებზე შემოედო და მულთფილმზე გულიანად იცინოდა,ვერც გაიგო როდის შემოლაგდნენ ყველანი ოთახში.
-ძმობას გაფიცებ, მითხარი რომ ეს ბავშვია შენი ცოლი,გაეღიმა ანდრონიკეს.
-ეგაა ეგ, ამოიოხრა მიშომ.
-ბედნიერი ხარ ძმა, ხელი მხარზე დაკრა და ქალისკენ დაიძრა.
-რძალს ვახლავარ.
-უი,ფეხზე წამოხტა ანა, ბოდიშით ვერ დაგინახეთ,გამარჯობათ.
-გაგიმარჯოს,ანდრონიკე ახვლედიანი.ხელი ჩამოართვა ბიჭმა.
-ანასტასია პირველი.
-შეიძლება გკითხო?ეშმაკურად გახედა მიშოს.
-მკითხე,.დაიმორცხვა ქალმა.
-ამ ბებერში რა მოგეწონა? გულიანად გაეცინა ახვლედიანს ყველას გასაკვირად ქალმიც აყვა სიცილში.
-რო გავიგებ გეტყვი, თვალი ჩაუკრა ანდროს და სამზარეულოსკენ დაიძრა.

* * * *
მაგიდის გაწყობა ლიზამ აიღო საკუთარ თავზე.ჩვენ უბრალოდ ვეხმარებოდით,იმდენად მართობდა და მახალისებდა ყველას ერთად ყოფნა,ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი არც მახსოვს,ჩემად უნდა ითქვას, ლუკას ყოფნა საერთოდ აღარ მაღიზიანებდა,აი ანდრონიკეს კი ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის საერთოდ არ მიმჩნევდა.
-რა გააბრაზე ასეთი ბავშვობაში? გაეცინა ლიზას.
-უფ კაი ერთი, ეგ თუ არ დამელაპარაკება ეხლა რა.
1 საათში ყველაფერი მზად გვქონდა და უკვე მაგიდის ირგვლივ ვისხედით.
-როგორ მომენატრა ქართული სუფრა.ხმა ამოირო ახვლედიანმა.
-მე შენ მომენატრე ბიჭო,გაეცინა სანდროს.
მოულოდნელად ფალიანის ტელეფონი ამღერდა,გაღიზიანებულმა გაუსვა ეკრანს ხელი და გამომხედა.
-გისმენ ნინი.
გამეცინა,ნუთუ ეგონა რომ კიდევ მჭირდებოდა გულის ტკენა,ან საერთოდ როგორ დავუშვი ასეთი ცივსისხლიანი შემყვარებოდა? თვალი გამიშტერდა ჭიქაზე,ბუნდოვნად მახსოვდა რა ხდებოდა ჩემს ირგლივ,ვერც ის გავიგე როდის მორჩა ფალიანი ლაპარაკს, ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა.
-მაკრინე სად დაფრინავ? გამომაფხიზლა ანასტასიამ.
-აქ ვარ, გავუცინე ქალს და ბიჭებს გავხედე.
-მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ, შუბლზე მაკოცა მიშომ.მაშინ ალავერდს შენთან ვარ მაკრინე.
-გამოუშვი,
-სიყვარულს გაუმარჯოს და შენებურად დაასრულე.
-ოხ წიკლაური, რა მაიმუნი ხარ რა.კარგი იყოს როგორც შენ გინდა გაუმარჯოს სიყვარულს და ასე ვიტყოდი.გაგიმართლათ თუ ცხოვრებაში,ერთხელ მაინც გამოგიცდიათ ეს შესანიშნავი გრძნობა, ვფიქრობ ადამიანი,რომელსაც სიყვარული არ შეუძლია,ისეთივიე ცარიელია,როგორც უსულო თოჯინა. გისურვებთ ბოლომდე გეგრძნოთ ეს გრძნობა.
ანდრონიკე საოცრად კმაყოფილი სახით მიყურებდა,ჩემდა გასაკვირად ოდნავ გამიღიმა და ჭიქას დაწვდა.
-სადღერგრძელო ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ რატომღაც მის პატრონს დაუკარგავს ხიბლი,ის სხივი ჩაქრობია თვალებში მე რომ ასე მიტაცებდა,დრო გასულა და საოცრად შეცვლილხართ ქალბატონო გამომძიებელო.
-თქვენც ბატონო ანდრონიკე, თქვენც დაგიკარგავთ დამახასიათებელი ხიბლი,თვალებში შევხედე და ირონიულად გავუცინე.
-რომელი ხიბლი, შენ რომ ქონის გროვას ეძახდი? მაშინვე შემახსენა ჩემი სმაარცხვინო საქციელი.
-მგონი დროა დავიშალოთ, სასწრაფოდ განმუხტა სიტუაცია მიშომ და ანასტასიას მიუბრუნდა.
-მე დავრჩები და მივეხმარები.აიწურა ქალი.
-აბა გაქრით ეხლა ყველა.მე მივხედავ აქაურობას, მოჩვენებით სიბრაზით გავხედე ყველას და მაგიდის ალაგებას შევუდექი.
მიშომ საძინებლის კარი მჭიდროდ მიხურა და იქვე მდგომ ქალს გახედა.
-ეხლა ესე უნდა იდგე მთელი ღამე?
-ერთ ოთახში ვიძინებთ? გაკვირვების ნოტები გაკრთა ქალის ხმაში.
-აბა ცალ ცალკე?, ნუ მებავშვები ანასტასია, გაიხადე და დაწექი წარბი ასწია მიშომ.
-შენ მართლა ჩემი ქმარი ხომ არ გგონია თავი? იყვირა ანასტასიამ.
-შენ ბევრის უფლებას ხომ არ აძლევ თავს? ნუ ცდი ჩემს მოთმინებას გასაგებია? არც ბიჭმა დააკლო ყვირილი,სწრაფად მოტრიალდა და კარი შიგნიდან გასაღებით ჩაკეტა,
-რას რას აკეთებ?ხმა აუკანკალდა ქალს.
-ვიძინებ,ოთახიდან ვერ გახვალ და იდექი მანდ მთელი ღამე თუ გინდა.გაბრაზებულმა გადაიძრო მაისური და სწრაფად შეწვა საწოლში.ანასტასია გაოცებული იდგა ერთ ადგილას და განძრევას ვერ ახერხებდა, ბოლოს მთელი სხეული დაეჭიმა,ფრთხილად გადაიძრო კაბა და იქვე დადებული ჩანთიდან პიჟამოები ამოაძვინა,ცოტა კიდევ იყოყმანა და ფრთხილად მიუწვა მიშოს მეორე მხარეს, ცოტა დაკვირვებით რომ ყოფილიყო შეამჩნევდა როგორ ჩაეცინა ბიჭს.

-მართლა შეცვლილხარ, გაისმა ოთახში ანდროს ხმა და შიშისგან შევხტი.
-გული გამიხეთქა.
-მაპატიე.გამიცინა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-მიპატიებია,რატო არ გძინავს?
-ვერ ვისვენებ.როგორ ხარ მაკრინე?
-უკეთესადაც ვყოფილვარ,სევდინად გამეცინა.
-კი ნამდვილად, აღარ ვარ ქონის კასრი, აღარც გასიებული.
-იცი ანდრო მინდა მაშინდელისთვის ეხლა მოგიხადო ბოდიში,უაზრო და თავქარიანი გოგო ვიყავი მაშინ,
-დავიჯერო ამდენი წელი მაგაზე ფიქრობდი? გადაიხარხარა ახვლედიანმა,ეგ სალაპარაკოდაც არ ღირს.
-ხო რავიცი.ბოლო თეფშიც გავამშრალე და მეც სკამზე ჩამოვჯექი. დიდი ხნით ჩამოხვედი?
-გააჩნია საქმეებს.დიდხანს ვერ დავტოვებ იქაურობას,
-რას საქმიანობ? ოღონდ არ მითხრა რომ შენც..
-არა არა,ეგ საქმე შორსაა ჩემგან, პირადი ინტრუქტორი ვარ, საკუთარი სპორტ დარბაზები მაქვს.
-ხო გეტყობა,გამეცინა და უხერხულად ავიწურე.
-მაკრინე შეიძლება გკითხო?
-მკითხე.
-ვინაა ლუკა შენთვის?რაც მოვედი,ისე მიბღვერს,ცოტაც და შემოვაკვდები.
-უკვე წარსული,რატომღაც დაუფარავად ვუპპასუხე.
-გიყვარს?
-ალბათ.
-ბედნიერი კაცი ყოფილა შენნაირ ქალს რომ უყვარს და ამავდროულად იდიოტიც, რომ ვერ გაფასებს. ისე გაქრა ოთახიდან როგორც გამოჩნდა.

** * * *
დილით თავი ძლივს წამოვწიე.საშინლად მტკიოდა ყველაფერი,საათს გავხედე და 9 ხდებოდა,თუმცა მისაღებიდან უკვე მესმოდა სიცილის ხმა,"ლუკა დარუნდა" სწრაფად წამოვდექი და იქით მივაშურე.არ შევმცდარვარ ყველას მოეყარა თავი და ყავას სვამდნენ.
-დილამშვიდობის პრინცესა.
-დილამშვიდობის. მივესალმე ყველას დ ფალიანს გავხედე,მოღუშული სახით იჯდა და ზედაც არ შემოუხედავს.
-რა იყო მაკრინე ცუდად ხომ არ ხარ?გამომხედა მიშომ.
-თავი მტკივა.
-ეხლავე წამალს მოგიტან,ფეხზე წამოხტა ლიზა.ეს იმის ბრალია რომ კარგად არ იკვებები არადა შენს მდგომარეობაში როგორ შეიძლება?
-კარგი ნუ ქოთქოთებ.გამეცინა და სავარძელში გადავჯექი.
-ცოტა უკეთესად რომ მოუარო თავს არა? საშინლად ცივი ხმით მომმართა ლუკამ.
-ლუკა გეყოფა,საუბარში სანდრო ჩაერია.ყველა ნერვებზე ვართ ისედაც.
-ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს არა? გამომწვევად გავხედე ფალიანს.
-როგორ მელაპარაკები? ტონს აუწია.
-როგორც იმსახურებ.არც მე დავაკელი.
-აბა დაწყნარდით ორივე, აქ დასასვენებლად ვართ და არა საჩხუბრათ.
-ხოდა მიხედე შენს ძმაკაცს თავი აკონტროლოს, დავუბღვირე მიშოს, აქ მხოლოდ თქვენს გამო ვიტან და ასე რომ....
-არ დაგავიწყდეს ჩემი შვილია.
სისხლმა თავში ამასხა, იმ წუთას საშინლად მომინდა მისთვის რამე დამეშავებინა, ინსტინქტურად წამოვხტი ფეხზე.
-როგორ ბედავ? რომელი შვილი, რომ მიატოვე ის? მარტოობისთვის რომ გაგვწირე იმ შვილზე გაქვს პრეტენზია? დავიჯერო ასეთი არაკაცი ხარ?მომაშორეთ ვინმემ ეს დიოტი.
-ჯერ გაჩნდეს,მე კაცი არ ვიყო თუ დედობის უფლება არ ჩამოგართვა, მიღრიალა ლუკამ.
-მოგკლავ იცოდე, ხელიც არ ამიკანკალდება ისე აბა გაბედე.ლუკა დაჭრილ ცხოველს დაემსგავსა და ჩემკენ გამოიწია.
-მაგარი არაკაცობაა დედას შვილის წართმევით დაემუქრო,ჩვენს შორის ანდრონიკე ჩადგა და ლუკას მუშტებშეკრულმა გახედა.
-ნუ ერევი,დაუღრინა ფალიანმა და ჩემკენ გამოიწი. წამოდი უნდა ვილაპარაკოთ.
-არ გაბედო,თორე ყველაფერს გეფიცები ორივე ხელს მოგტეხავ,დაიღრინა ახვლედიანმა და ჩემდა გასაკვირად ლუკამ უკან დაიხია და გარეთ გავარდა.
-ვინაა ეს? მიუტრიალდა ანდრო მიშოს.
-ჩვენი ძმაკაცია, ჩაიდუდღუნა ნირწამხდარმა.
-თქვენც მაგრად შეცვლილხართ ძმაო, ამისთანა კაცს როგორ იჩერებთ გვერდში?
-ეს რა უბედურება გვჭირს რა ამის დედაც.. შეიგინა მიშომ .
-უბედურება გჭირთ? თქვენ არაფერი, ეს მე მჭირს ყველაფერი,ხედავ ჩემი დახმარების სურვილმა სადამდე მიგვიყვანა? დავიჯერო მარტო მე გამიცრუა იმედები თქვენმა სანაქებოო ძმაკაცმა?
-დაწყნარდი მაკრინე,ხომ იცნობ არაა ეგეთი, უბრალოდ ეხლა ძალიან არეულია.
-ვიცნობ? თქვენ იცნობთ? მიპასუხეთ რომელიმემ კაცს რომელსაც ძმაკაცს ეძახით და საკუთარი და ანდეთ იცნობთ?
-გეყოფა გთხოვ რა, ფეხზე წმაოდგა სანდრო და ჩემკენ გამოიწია.
-ანდრონიკე არ უნდა ჩამდგარიყო ჩვენს შორის არა, რომელიმე თქვენგანს უნდა გაეკეთებინა ეს.
-რას მოითხოვ? ძმაკაცსა და შენს შორის არჩევანი გავაკეთო? იფეთქა მიშომ.ამის დედაც, ისე რაა ყველაფერი როგორც ჩანს.
-რა უნდა გელაპარაკო ამის შემდეგ? ერთხელ მაინც თუ დაგცდა საყვედური მის მიმართ? ერთხელ მაინც თუ უთხარი, ასე ნუ მოექცევი ამ გოგოს ცოდოაო, თუ მარტო ისააა ახლობელი და მე არაფერი ვარ შენთვის?
შეიძლება დგღალეთ უკვე და უბრალოდ ყველას ფეხზე გკიდიათ რა მოხდება.მე თქვენს გამო ვიტან და ვითმენ ყველაფერს, გგონიათ აქ რომ ვიცინი და ვმხიარულობ მართლა ეგრეა? არცერთმა იცით რა ხდება ჩემს გულში.მერამდენედ გადამთელეთ ორივემ?კიდევ მე მამტყუნებ?
-კარგი გვეყოფა,რაც იყო იყო გთხოვ მაკრინე დაწყნარდი ეხლა და მშვიდად ჩავამთავროთ ეს კვირა, მომეხვია ლიზა.
-ვსო მშვიდად ვარ.გავუცინე დაქალს და გარეთ გავედი.
შორიდანვე მოვკარი თვალი წყაროსთან მჯდომ ფალიანს და სადღაც შემეცოდა კიდეც.დანამდვილებით ვიცოდი როგორი გაორებული იყო და უჭირდა გადაწყვეტილების მიღება,აუტანლად მომინდა მიმერბინა მასთან და მაგრად ჩავხუტებოდი,სწრაფი ნაბიჯით გავემართე მისკენ და ის იყო უნდა დამეძახა რომ გარკვევით გავიგე ტელეფონზე საუბრობდა.
-იცოდე ერთი თმის რერიც,რომ ჩამოუვარდეს ღორივით გამოგშიგნავ შე არაკაცო, არც გაბედო მაკრინეს ამ ამბავში გარევა გეგა, ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება.
დამეფიცება იმედგაცრუება, ტკივილი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სიბრალულის გრძნობა ისეთი ძალით დამეჯახა, რო არ მეღრიალა პირზე ავიფარე ხელი და უკუსვლით გავშორდი წყაროს.
ძალიან დიდხანს ვიდექი ერთ ადგილზე გაშეშებული და იმის გადახარშვას ვცდილობდი რაც რამდენიმე წამის წინ მოხდა." არა ეს უბრალოდ შეუძლებელია, ასე არ გამწირავდა ღმერთი" " ნუთუ,ისევ ვირაცაა საფრთხის ქვეშ ჩემს გამო? იგივე მეორდება? ვიგრძენი როგორ დამეჭიმა მთელი სხეული და მუცლის არეში საშინელმა ტკივილმა დამიარა. გაჭირვებით შევაღე სახლის კარი და უკვე დაბრუნებულ ლუკას გავხედე, რომელსაც ადამინის ფერი არ ედო.
-მითხარი რო ტყუილია, ფალიანის წინ დავდექი.
-რა? გაკვირვებულმა გამომხედა.
-რაც იქ მოვისმინე ტყუილია ხო?
-მაკრინე ჯობია დაწყნარდე.ხელი მომხვიია სანდრომ.მოდი დაჯექი.
-არც კი მკითხავთ რაზე ვსაუბრობ ხო? გაკვირვებულმა გავხედე ბიჭებს.
-მართალი ხარ,ხმა ამოიღო ფალიანმა.წყაროზე გეგას ველაპარაკებოდი, შენს გეგას.
-მერე ასე მშვიდად ხართ? არაფერს იღონებთ? ვერ გაიგე რა თქვა? მიშოს მივუტრიალდი.ხო არ უბერავთ?ვიყვირე წყობდან გამოსულმა, ყველამ გარეკეთ თუ რა ჯანდაბა ხდება აქ? რას ხლართავთ ჩემს ზურგს უკან?
-იქნებ დაჯდე.ლუკამ ხელი მომკიდა და სავარძელში ძალით ჩამსვა, გაჩუმდე ცოტა ხანს და საშუალბა მოგვცე აგიხსნათ.
-გისმენთ.ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-მოკლედ გეგას ჩემი და ჰყავს. თავი დახარა ლუკამ.
-არა შეუძლებელია,პირზე ხელი ავიფარე.
- სრულიად შესაძლებელია.
-მერე? ჩვენ რას ვაკეთებთ?
-მისი წესებით ვთამაშობთ. მწარედ ჩაეცინა ლუკას, ეხლა კარგად ვხვდები შენს მაშინდელ მდგომარეობას, თურმე შენთვის საყვარელ ადამინს რომ საფრთხე ემუქრება ათასს სისულელეს აკეთებ.
-დალაგებით ამიხსენი რას ითხოვს შენგან?
-შენს თავს.
-კარგი ეგ მოსალოდნელი იყო, მერე? ნინი რა შუაშია ამ ამბავთან?
-ნინიმ მისი დანაბარები მომიტანა, თურმე ბაღში იყვნენ თავს რომ დასხმია, ლილიანა წაიყვანა ნინი კი გამოუშვა ჩემთვის შეტყობინების გადმოსაცემად. ეს იყო და ეს, ეგ ქალი არც ასებობდა ჩემს ცხოვრებაში რაც შენ გამოჩნდი და არც იარსებებს. უბრალოდ ჩემგან შორს უნდა ყოფილიყავი, ვერ შევძლებდი დის გადარჩენას და ცოლ-შვილის დაცვას ერთად.
-გასაგებია.მამაშენი სადაა?
-მაკრინე თავი დაკითხვაზე მგონია, ჩაეცინა ლუკას.
-ხარ კიდეც. მგონი ვერ ხვდები სიტუაციის სირთულეს.მე ერთხელ უკვე თავი საფრთხეში ჩავიგდე შენი დის გულისთვის და გამოვიდა როm ტყუილად ვიბრძოლეთ ამდენი? კიდევ ერთი რაუნდი მოგვიგო?
-ეგრე არაა. გეგმა გვქვს.
-რა გეგმა? ის ყველაფერს იმაზე კარგად თვლის ვიდრე ჩვენ გვგონია. ჭკვიანია საკმაოდ ჭკვიანი.
-შენ ნუ ინერვიულებ, ყველაფერს მოვაგვარებთ.
-კი ეტყობა როგორც აგვარებთ, იმხელა ტყუილის ქსელი შეიქმნა ჩვენს ირგვლივ იმისიც კი მეეჭვება ნამდვილად გიცნობთ თუ არა.აქ ვსხედვართ,ვიცინით დროს ვატარებთ და ლილიანა,კაცმა არ იცის როგორაა?სადაა აბა ტქვენი გეგმა?
-არ დაივიწყო ეს ქსელი შენ შექმენი პირველმა, შენ არ გვენდე მაკრინე. შენი სისულელეები რომ არა, გიგაურს დიდი ხნის წინ დავიჭერდით და ასე ტამაშის უფლებასაც არ მივცემდით, ხვდები ალბათ რომ სანამ შენ არ მიხვალ მასთან,ლილიანას არაფერს დაუშავებს, შენ მისი გარანტი ხარ.
-მოკლედ რაც იყო იყო, გაცვლაზე დათანხმდი.
-გაგიჟდი? ფეხზე წამოიჭრა ლუკა.
-ყველამ ვიცით ლილიანას რომ დიდი დრო არ აქვს,ისიც ვიცით გეგას ვინ სჭირდება.
-რას მთავაზობ? არჩევანი გავაკეთო თქვენს შორის?
-სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მაინც მაგის ხელში ვართ, ვერ ხვდებით ხომ? ლილიანას შანსი არ აქვს გადარჩენის მე მაქვს.გარდა მაგისა შეგვიძლია გაცვლის დროს ავიყვანოთ.
-რას ბოდავ რა? მიშო ფეხზე წამოდგა და ოთახში ნერვიულად გაიარ-გამოიარა.
-ხო რა გიკვირთ, ის მე არაფერს დამიშავებს. ეგ რომ ნდომოდა აქამდე მილიონჯერ მომკლავდა.
-მორჩა ამაზე ლაპარაკი, არავინ არავის გაცვლის და ხმა არ გავიგო შენი. მე რა კაცი ვარ საკუთარი და და საყვარელი ქალი თუ ვერ დავიცავი. არ ჩაერიო გესმის? ეხლა ეს უკვე ჩემმი და გეგას ომია.
-კარგი კარგი, ხელები მაღლა ავწიე და ოთახიდან გავედი.


* * * *
ანასტასიამ საშინელი თავბრუსხვევა იგრძნო და სწრაფად წამოიჭრა ფეხზე. აბაზანამდე ძლივს მიაღწია და გული აერია,
-ვაიმე რა ცუდად ვარ.
გაჭირვებით დაიბანა პირი და ოთახში დაბრუნდა, მიშო სავარძელში იჯდა დაფიქრებული, როგორც კი ქალი დაინახა სწრაფად წამოხტა ფეხზე.
-ცუდად ხარ?
-გამივლის, ნაძალადევად გაუღიმა ქალმა.
-ექიმს ხომ არ დავურეკოთ?
-კარგი რა, რას ეტყვი ჩემს ორსულ ცოლს გული ერევაო? ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, გამივლის.
-კარგად არ ხარ ხო ასეა? რაღაც გაწუხებს ხო?
-არაფერი კარგად ვარ, სწრაფად დაწვა და ზურგი შეაქცია ანასტასიამ.
-ანა რატო არ მელაპარაკები?
-რაზე მიშო? ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს,შენ ხომ მოინდომე ასე? განა შენი სიტყვები არ არის? ვერასდროს გავუგებ მაგ ბავშვსო? სად ეგ და სად მეო?
-შენ ეგ საიდან?
-იქ ვიყავი, მესმოდა შენი და სანდროს ლაპარაკი.
-ანა მისმინე.
-მესმის რომ, ეს ბავშვი რომ არა, დიდი ხნის წინ გაქრებოდი ჩემი ცხოვრებიდან,.ეხლაც შეგიძლია ეგ გააკეთო, მე არაფერში მჭირდება ეს საკუთარი თვითგვემა, იმდენად მაინც გცემ პატივს, რომ არ მინდოდეს ჩემს გამო თავი დაიტანჯო.
-რამდენი გიფიქრია? ყოჩარ, არც ისეთი პატარა ხარ როგორც ჩანს,მაგრამ ერთი რაღაც დაგავიწყდა, მარტო შენ არ წყვეტ ჩვენს ცხოვრებას, როგორც ვატყობ რაც უფრო გითმენ და ვცდილობ სიტუაციის დალაგებას მით მეტად გიჟდები, იყოს ისე შენ როგორც გინდა ერთი უზრდელი ბავშვი ხარ.
-გაეთრიე. იყვირა ანასტასიამ.
-რომც დამიჩოქო შენთან არ დავრჩები, არც ბიჭმა დააკლო და გიჯივით გავარდა გარეთ.


* * * *
ვერაფრით შევძელი დაძინება, მთვარეულივით დავბოდიალობდი ოთახში და უკვე ტვინი მიდუღდა ფიქრისგან, ვერაფრით დავუშვებდი კიდევ ერთი უდანაშაულო ადამინი დაღუპულიყო ჩემს გამო და მერე ვინ? იმ კაცის და რომელიც მიყვარდა.ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია მალევე მივიღე გადაწყვეტილება და სწრაფად გავვარდი ლუკას ოთახისკენ, დაუკაკუნებლად შევაღე კარი და შიგნით შევედი, არც მას ეძინა საწოლზე იჯდა და ჭერს უყურებდა, კარის ხმაზე გამოფხიზლდა და გაკვირვებულმა გამომხედა.
-მაკრინე კარგად ხარ?
-უნდა დაგელაპარაკო.
-მოდი.
-ლუკა მაპატიე გთხოვ.
-რა გაპატიო სულელო? ჩემი დანაშაული შენ დაგაბრალო? იმდენად ბედნიერი ვიყავი ყურადღება მოვადუნეთ და ნახე რა მოხდა. ყველაზ ემტკივნეულ ადგილას დამარტყა.
-შენს დას არაფერი მოუვა ლუკა.
-არც შენ მოგივა რამე. სულ ვფიქრობდი თუ კი არსეობდა, რამე სიტყვა ამ ქვეყნად ან რამე ფორმა, რითიც ბოდიშს მოგიხდიდი ეს ყველაფერი რომ დასრულდეოდა, ესეც ვერ შევძელი ამ სიბბინძურეს ეხლაც ვერ გაგარიდე.
-მარტო აპირებდი ამ ყველაფერთან ბრძოლას? ასე ხომ გაგიჟდებოდი? ბიჭებმა როდის გაიგეს?
-ეხლახანს მაკრინე. მარტო მართლაც ვერაფერს შევძლებდი, თითქოს ცამ ცაყლაპა არსად არაა არსად. რამე რომ დაუშავოს გეფიცები ჩემი ხელით მოვკლავ.
-არაფერს დაუშავებს შენ არ ინერვიულო, ამასაც მოვერევით, ამასაც გადავიტანთ ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ? დავითს უნდა გავაგებინოთ.
-გიმსახურებთ კი?იცის დავითმა, მთელი პროკურატურა ჩართულია ამ ამბავში.
-ჩუ,ეგ აღარ გაიმეორო, იმდენად დამაბრმავა ეჭვიანობამ კინაღამ გავგიჟდი.
-ნინი წარსულია მაკრინე, თან მამაჩემის ცოლი.
-როგორ? არ დაშორდნენ?
-არა არა მამა მივლინებაშია წასული აქ არაა, ერთი რასაც მივხვდი და რამაც ამ ყველაფერში კარგი დამანახა, ისაა რომ ნინის მართლა უყვარს მამაჩემი.წარმოგიდგენია?
-მიხარია ლუკა, შენც დამშვიდდები ცოტას. აი ნახავ შენს დას უვნებელს დავაბრუნებთ.
-ეს როგორაა? მუცელზე ხელი მომადო ფალიანმა და კინარამ გული შემიღონდა.
-კარგად,ამაზე ნუ ინერვიულებ ხო იცი რა მაგარი მშობლები ყავს?
-სქესი? რქიმთან ხომ არ ყოფილხარ?
-ვაიმე ლუკა ჯერ პატარაა მაგის გასაგებად.
გამეცინა მის დაბნეულ სახეზე და გაუბედავად მივადე ხელი.
-უბრალოდ ჩამეხუტე რა ისე ჩამეხუტე თითქოს ბოლოჯერ მეხუტები, მინდა შენი სითბო დიდიხანს გამყვეს.
-მაგას რატო ამბობ მაკრინე? ეხლა აღარსად გაგიშვებ.
- ვიცი უბრალოდ გთხოვ, ვცდილობდი არ მეტირა.
ფალიანმა სწრაფად მიმიზიდა და მაგრად ჩამიკრა გულში, დამეფიცება ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი აღარც მახსოვდა, ერთიანად მიკაკალებდა ყველაფერი.
-მეძინება, ვინ იცის რამდნეი ღამეა არ მიძინია, დაიჩურჩულა ლუკამ.
-მოდი დაიძინე ,მეც აქ ვიქნები. გავუღიმე და გვერდით მივუწექი, ხელები მის თმებში ავლართე და მოფერება დავუწყე, სულ ცოტა ხანსი ოთახში უკვე ისმოდა მშვიდი სუნთქვა.
-მაპატიე საყვარელო. დავიხარე მისკენ და ლოყაზე ვაკოცე, მერე ფრთხილად მივუახლოვდი კარადას და იქიდან მისი იარაღი და მობილური ავიღე, ბოლოჯერ შევავლე თვალი მძინარე ფალიანს და ოთახიდან ქურდივით გავიპარე.


* * * *
ლიზამ ადუღებული წყალი ფინჯანში ჩაასხა და აივანზე მდგომ პუფში ჩაეშვა.
-ხომ არ შეგაწუხებთ?
-ნუ მაიმუნობ სანდრო დაჯექი, გაეცინა ქალს.
-თავს ვიზღვევ.
-როგორ აიარია ყველაფერი ხო? ნეტა ოდესმე დასრულდება ეს ყველაფერი?
-დასრულდება, გეგას როცა დავიჭერთ.
-უფ ციხე მაგ არაკაცისთვის მისწრებაა.
-კარგი ხო, შენ მაინც ნუ იღლლი თავს მაგაზე ფიქრით.
-ამ წუთას სხვა საფიქრალი არ მაქვს სანდრო.
-ლიზაჩკა რაღაცას გკითხავ რა?
- მკითხა.
-როდის შეგიყვარდი?
-რაში გაინტერესებს? ხომ შევთანხმდით ამ ყველაფერზე?
-ნუ გიჟდები ყველაფერზე, ხომ მაქვს უფლება კითხვა მაინც დაგისვა?
-არ ვიცია .
-ჯობია ჩემგან გაიგო ვიდრე სხვა გეტყვის. ღმერთია მოწმე არ მინდოდა გული მეტკინა შეთვის,
-რა ხდება?
-მე და სოფომ დაქორწინება გადავწყვიტეთ.
ლიზას რაღაც ეტკინა გულში და სუნთქვა შეეკრა, გაჭირვებით მაგრამ მაინც შეძლო სანდროსთვის თვალებში შეეხედა.
-გილოცავ და გულით გისურვებ ბედნიერებას, ჩემზე ერთი წუთით არ იფიქრო, კარგად ვიქნები.
-მჯეერა გამოჩნდება ვინმე ღირსეული შენს ცხოვრებაში, ვინც მთელი გულით შეგიყარდება და შენს გრძნობებსაც დააფასებს.
-ალბათ, მადლობა გულწრფელი რომ იყავი ჩემთან, შენ მართლა კაი ბიჭი ხარ, ეხლა წავალ შემცივდა.
მოიტყუა ქალმა და იქაურობას სწრაფად გაეცალა სანდროს მისი აკანკალებული სხეული რომ არ დაენახა.

* * * * *

ჩემდა საბედნიეროდ ანდრონიკესაც ეღვიძა,
-მშვიდობა გაქვს?ამომხედა წიგნის კითხვაში გართულმა ბიჭმა.
-უნდა დამეხმარო.
-რაში მაკრინე?
-წამოდი ეზოში ჩავიდეთ რა, არ მინდა ვინმემ გაიგოს.
-მაშინებ ქალბატონო. გამიცინა და კიბეზე ჩემთან ერთად დაეშვა.
-ჯერ სად ხარ.ნიშნისმოგებით გავხედე.
-რა გჭირს ამიხსნი?მაკრინე, წარბი ამიწია ბიჭმა.
-დამპირდი რომ ბოლომდე მომისმენ და არ ეცდები, აზრი შემაცვლევინო.
-კარგი ხო. ამოიოხრა ანდრომ და ხელით მანიშნა დაიწყეო.
სწრაფად მოვუყევი ჩემი გეგმის შესახებ და მისი გაფართოებული თვალები დავაიგნორე.
-შენ შეგცივდა ღამე?
-ანდრო სერიოზულად გელაპარაკები.
-გადაირიე გოგო? რას მთხოვ ხვდები? ვიღაც გიჟ მკვლელთან უნდა მიგიყვანო ჩემი ფეხით?
-რაღაც მაგდაგვარი და იქიდან სრულიად უდანაშაულო გოგო უნდა წამოიყვანო.
-შენ დამნაშავე ხარ? მართალია ვერაფერი გავიგე, მაგრამ იმას მაინც მივხვდი რომ საშიშია.
-შენს მეტი ვერავინ დამეხმარება.
-ვინაა ეს გეგა? რატოა შენზე გადაკიდებული?
-ჩემი ქმარია.
-ვინ? გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
-თუ დამეხმარები, მოგიყვები ყველაფერს.
-ვერ გადაგაფიქრებინებ ხო? კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ბიჭმა.
-ანდრო გთხოვ, უბრალოდ იქ მიმიყვანე და მორჩა.
-კარგი მაგრამ საიდან იცი ს ად ყავს ის გოგო?
-ვიცი,მე ყველაფერი ვიცი, სევდიანად ჩამეცინა.


* * * * * * * *

ნახევარი გზა გვექნებოდა გავლილი გეგას ნომერი რომ ავკრიბე, რამდნიმე ზარის მერე ჩემთვის საძულველი ხმა გაისმა.
-ოჰ ქალბატონო მაკრინე, რითი დავიმსახურე შენი ზარი?
-ნუ ლაზრანდარაობ და მისმინე, გავიგე ყველაფერი და თანახმა ვარ შენს პირობაზე.
-ლუკა სადაა?ასე დაეცა,რომ ქალის კალტას ეფარება?
-არაა,არ იცის ეს ყველაფერი და შენთვის მაგას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს,მთავარია მე მოვდივარ და პირობას გაძლევ ყველაფერზე დაგთანხმდები.
-აი მესის სიყვარული, გაეცინა გეგას, სანაცვლოდ?
-იცი რაც, როგორც კი მოვუახლოვდები სახლს მაშინვე გამოუშვებ ლილის. ის მანქანაში ჩაჯდება და აქედან წავა მერე კი მე სამუდამოდ შენი ვიქნები.
-რატო უნდა გენდო?
-იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მიცნობ.
-კარგი, გაისმა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, იყოს ნება შენი.
ტელეფონი გავთიშე და ნერვიულად დავიწყე ხელების სრესვა.
-საოცარი ადამიანი ხარ,სასწაულად ძლიერი და გიჟიც ცოტათი.
-რას ვიზამთ, ყველა ჭკვიანი ვერ იქნება.
-ლუკა არასდროს გაპატიებს მაკრინე.
- ვიცი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, გეგას კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი, რისი გამკეთებელია.
-იქნებ სხვა გზაც იყოს, გამიგე რა, არ მინდა ასე უბრალოდ დაგთმო, ხომ შეიძლება დავიჭიროთ, ერთია ბოლოსდაბოლოს.
-ვერ გავრისკავ, რომ გაგვექცეს მაგ შემთხვევაში სრულიად უმართავი გახდება და ყველა ჩვენთვის საყვარელ ადამიანს საფრთხე დაემუქრება.
-არ ვიცნობ ლუკას, მაგრამ მშურს მისი, ასე რომ ვყვარებოდი ვინმეს ალბათ მეც ყველაფერს გავაკეთებდი მისი გულისთვის.
-წინაა ყველაფერი. გამამხნევებლდ გავუღიმე და ტყეში ჩამალულ ნაცნობ სახლს გავხედე, მხოლოდ მე ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, ჯერ კიდევ მაშინ ვიყიდეთ ბედნიერი წყვილი რომ გვერქვა.იმედი მქონდა ჩვენი რაზმი მოსვლას მოასწრებდა და ჩემს შეტყობინებასაც დროულად ნახავდა დავითი.
-მაკრინე მოდი ბიჭებს დავურეკოთ და ისინი მიხედავენ.
-ანდრო გთხოვ,აქ რომ რომელიმე მოვიდეს, ზუსტად ვიცი სისხლი დაიღვრება.
-რას მთხოვ გოგო რას მიყვირა ბიჭმა, ხვდები მე რა არაკაცი ვარ ეხლა?
-შენ ყველაზე მაგარი ადამინაი ხარ ,რომ გამიგე. გარდა მაგისა მნიშვნელოვანი მისია გაქვს, უდანასაულო გოგო პატრონს უნდა ჩააბარო. სწრაფად წავიწიე წინ და ანდროს ლოყაზე ვაკოცე,
-ლუკასთან არაფერს დამაბარებ?
-კი დაგაბარებ, სწრაფად მოვიხსენი გულზე დაკიდებული მედალიონი და ანდროს ხელში ჩავუდე. ეს მიეცი და თვითონ მიხვდება ყველაფერს.ეცადე მომისწროთ.
სწრაფად გადავედი მანქანიდან და მოშოებით დავდექი, ვიცოდი მხედავდა და ყველაფერი იყო მისგან მოსალოდნელი. უცებ კარი გაიღო და ზღურბლზე 20 წლის ლამაზი გოგო გამმოჩნდა, შეუიარაღებელი თვალიც კი შეამჩნევდა, როგორ დატყობოდა ეს 1 კვირა, საშინლად ნატანჯი და დაღლილი სახე ჰქონდა. სწრაფი ნაბიჯით წმაოვიდა ჩემკენ და მოულოდნელად მომხვია ხელი.
-დაწყნარდი ლილ ,ეხლა უსაფრთხოდ ხარ.
-მადლობა.
-წამოდი, მანქანისკენ წავიყვანე და კარი გავუღე.
-ლილ ეს ანდროა ჩვენი მეგობარი და შენს ძმასთან წაგიყვანს.
-მესმოდა ყველაფერი, მთელი ამ დროის მანძილზე, ისიც ვიცი ვინც ხარ, არ უნდა მოსულიყავი ლუკას უფრო მეტად ეტკინება.
-დამიჯერე ჩემო ლამაზო, შენს ძმას შენ ყველაზე მეტად ტკიოდი, ეხლა კი სწრაფად მოშორდით აქედან.
-ანდრო წადით, გავუცინე ბიჭს და მანქაის კარები მივხურე.
როგორც კი მანქანის ხმა მისწვდა ჩემს სმენას, ღრმად ჩავისუნთქე და სახლისკენ დავიძარი, არავინ იცოდა რა მელოდა ზღურბლს იქით, გაუბედავად მაგრამ მაინც გადავდგი პირველი ნაბიჯი და ზურგს უკან კარიც მიიხურა.

ფრთხილად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და ბუდიდან იარაღი ამოვიღე, წინასწარ გამზადებული ჩამწერიც ჩავრთე და ჯიბეში დავმალე.
გეგა მისაღებში იჯდა და ირონიულად მიცინოდა.
-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი და ის არაკაცი შენს კალთას ამოეფარებოდა.
-არ გაბედო მისი ხსენება, ლუკამ არც იცის აქ რომ ვარ.
-მართლა? გავგიჟდი, რა სიყვარულია ესეთი? დავიჯერო ამად გიღირს?ამეტირება ეხლა.
-შენ ვერ გაიგებ.
-დაუშვი იარაღი მაკრინე, ყველაფერი დასრულდა. წესით აქამდეც უნდა მიმხვდარიყავით.
-არა ეხლა იწყება, გახსოვს რას გეუბნებოდი? დაუმთავრებელი საქმეები არ მიყვარს თქო? ხოდა ეხლა ყველაფერს დავასრულებ, სამუდამოდ გაგაქრობ ჩვენი ცხოვრებიდან.
ის იყო იარაღი ავწიე და გეგა მიზანში ამოვიღე, რომ თავზე ლულის მიდება ვიგრძენი და სასწაულად ნაცნობმა ხმამ დაიჩურჩულა ზურგს უკან.
-დაუშვი იარაღი.
-გაოგნებულმა მოვატრიალე თავი და ინტინქტურად პირზე ავიფარე ხელი.
-თქვენ?
-ხო მე,გამიცინა ბატონმა დავითმა და იარაღი წამართვა.
-ესეიგი მოღალატე თქვენ ხართ?ეს როგორ იკადრეთ?დახმარება არ მოვა? შოკისგან ხელები ამიკანკალდა.
-მორჩი რა,ხელი ამიქნია კაცმა, რომელიც მამასავით მიყვარდა და მტელი ცხოვრება ჩემი მისაბაძი იყო.
-ეხლა ვხვდები, საიდან აქვს გეგას ამხელა ძალაუფლება, ვინ წარმოიდგენდა, რომ მკვლელს აფარებდით ხელს და მეტიც ხელს უწყობდით.
-ეგ შენი საქმე არ არის. გეგა უნდა იჩქაროთ, თორე ხო იცი ამის გადარეული სამეგობრო აქ მოიყრის თავს.
-მთავარია საზღვრამდე მშვიდად მივაღწიოთ.
-მაგაზე ვიზრუნე უკვე, გაეცინა დავითს და თვალი ჩამიკრა.

* * * *
ანდრო განერვიულებული მართავდა მანქანას და დროდადრო იხედებოდა ანერვიულებული ქალისკენ.
-ცუდად ხომ არ ხართ? ბოლოს ისევ თვითონ ითავა სიჩუმის დარღვევა.
-მე მე არ ვიცი ამოილუღლუღა ლილიმ.
-რამე დაგიშავა?ხმა გაუტყდა ბიჭს.
-შემაშინა, სახეზე ხლები აიფარა ქალმა და ატირდა.
ანდრონიკემ მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა და ატირებულ ქალს ხელები მოხვია.
- მორჩა, დამთავრდა ყვლაფერი წარსულია.
-ვერ შევძლებ, ამის დავიწყებას ვერ მოვახერხებ,ტირილს აგრძელებდა ლილიანა.
-დრო ყველაფრის მკურნალია, თმაზე ხელს უსვამდა ქალს და თვითონაც არ იყო მის სიტყვებში დარწმუნებული,ცოტა ხანში ლილის სუნთქვა დაურეგულირდა და ბიჭი მიხვდა ,რომ ჩაეძინა ფრთხილად გადააწვინა სავარძელზე და მანქანა დაქოქა.

* * * * *
ლუკამ სწრაფად ჩაირბინა კიბეები და ოთახში შეკრებილებს მოავლო თვალი.
-მაკრინე სადაა?
-არ ვიცი, მაღლა არ არის? გაიოცა მიშომ.დავითთან ვრეკავ დილიდან,მაგრამ უშედეგოდ.
-არა არ არის, მეგონა დაბლა ჩამოვიდა.
-არც ანდრონიკეა, სამზარეულოდან თავი გამოყო სანდრომ.
-ტელეფონიც გათიშულია, დაიღრინა ფალიანმა, სად ჯანდაბაში არიან?
-კაი შენ კიდე, გაისეირნეს შეიძლება სადმე და მოვლენ რა.
-აი ანდრო მოვიდა მანქანით, ხელების მშრალებით შემოვიდა სანდრო მისაღებში და სანამ ლუკა ფეხზე წამოდგებოდა ანდრონიკემ კარი ფეხით შემოაღო და ხელში აყვანილი ქალი პირდაპირ დივანზე მოათავსა.
-ეს ლილია? გაოცებისგან ხმა წაერთვა ლუკას, კი მაგრამ შენთან როგორ მოხვდა? მაკრინე სადაა?
-ამომასუნთქეთ, ხო ხედავ კაცს აღარ ვგავარ, დაუღრინა ანდრონიკემ.
ლუკა სწრაფად ჩაიმუხლა გაფითრებულ ქალთან და სახეზე მიეფერა.
-ჩემი ლამაზი გოგო.
-ანდრო სადაა მაკრინე? ხმა ჩაუწყდა მიშოს. არ მითხრა რო.
-უნდა გითხრათ, ამოიოხრა ბიჭმა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო თავიდან.
ყველა გშტერებული უსმენდა ბიჭს, ბოლოს ისევ ფალიანმა იფეთქა.
-და ასე დატოვე? ადექი და წმაოხვედი?
-რა უნდა მექნა? მაკრინეს არ იცნობთ?იმიტო წმაოვედი,რომ ტქვენ გაგიშვათ.
-გავგიჟდები ეხლა. ჩვენ მაინც რატო არ გვითხარ ან ხელი რატო არ შეუშალე?
-შენს გაგიჟებას მგონი ჯობია ავდგეთ და იქ წავიდეთ, ფეხზე წამაოდგა სანდრო, ბიჭებიც სწრაფად წამოიშალნენ და 5 წუთში ყველა გარეთ იყო.
-ლუკა, მიუახლოვდა მანქანასთან მდგომ ბიჭს ანდრონიკე.
-გისმენ.
-ეს შენთან გამომატანა. მედალიონი ამოიღო ჯიბიდან და ფალიანს ხელში ჩაუდო.
-ჩვენს გოგოებს შენ გაბარებთ, მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი.
-დარდი არ გქონდეს, უბრალოდ დააბრუნე სახლში.


* * * *
გეგა ნერვიულად მართავდა მანქანას და ალმაცერად მიყურებდა,
-რაო პატარა, ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც გეგმავდი?
-სამაგიეროდ შენ გამოგდის ყველაფერი.
-მეგონა აქამდე მიხვდი, გამიცინა ამაზრზენად.
-მე მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი, არაფრის მაქნისი ნაძირალა ხარ, არაფერს წარმოადგენ დავითი რომ არა ვერაფერს მოახერხებდი.
-კი გეთანხმები,აბა საიდან უნდა მქონოდა ამდენი შესაძლებლობები ყოფილ პატიმარს? ჩაიცინა ირონიულად. ის საწყალი თემოც რა ტყუილად გასვარეთ ამ ამბავში.
-არ გეშინია? ღმერთის არ გეშინია?
-ტყუილად ნუ მოცდები, ღმერთმა დიდი ხნის წინ მიმატოვა.
-გეგა გთხოვ გამიშვი, დამიჯერე არ დავბრუნდები ლუკასთან თუ ეს გაგიჟებს.
-მემგონი ვერაფერს ხვდები მაკრინე, მე შენ მჭირდები შენ.ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ, აი აგიხსნი ყველაფერს და მიხვდები.
-ჯანდაბაშიც წასულხარ, აუცილებლად გიპოვნიან შენც და დავითსაც და ყველაფერი მორჩება.
-ოცნება კიდე გიყვარს ხო? აღიარე ბოლოსდაბოლოს დამარცხება.
წამიერად ყველაფერმა თვალწინ გამიარა, დანამდვილებით ვიცოდი ,ვერაფრით მივცემდი უფლებას ბოლომდე გაემარჯვებინა ამ ომში. ძალიან ცოტაც და დავითის დახმარებით,საზღვარს გადავკვეთდით, ის ისევ იქნებოდა პოლიციის განყოფილების უფროსი,ისევ გასცემდა ბრძანებებს ,ვითომ არც არაფერი მომხდარა. ბევრი არც მიფიქრია ღვედი მჭიდროდ დავამაგრე და გეგას გავხედე.
-გეგა..
-გისმენ
-შენსას არ გაგატანინებ. ოდნავ გადავიხარე მისკენ და ტუჩებით ლოყაზე შევეხე.
-რას აკეთებ?
-მაპატიე, დავიჩურჩულე და ღვედი შევუხსენი.
-რას შვები მაკრინე? სწრაფად სცადა ჩემი მოშორება, მაგრამ არ დავანებე და საჭეზე ხელი ვუტაცე.
-გამიშვი შევასკდებით რამეს, იყვირა წყობიდან გამოსულმა და მანქანაც მოცურდა. წამიერად გამიელვა ყველაფერმა და ძლიერმა ბიძგმა აზრზე მომიყვანა.გონება არ დამიკარგავს, აშკარად რემენმა და ჩემს წინ გახსნილმა ბალიშმა შემაკავა. სწრაფად დავაჭყიტე თველები და გარემო მოვათვალიერე, ხეს შევასკდით, ზუსტად გეგას მხრიდან, ინტინქტურად წავიღე ხელი მისკენ და პულსი ვუნახე, არ ესინჯებოდა.
-ღმერთო ეს რა გავაკეთე? სწრაფად ჩავუყავი ჯიბეში ხელი, მობილური ამოვაცოცე და ლუკას ნომერი ავკრიბე.
არ მახსოვს რა ვუთხარი, არც ის მახსოვს რამდენ ხანს ვიჯექი ცეცხლ მოკიდებულ მანქანაში, ბოლოს რაც ჩემმა ტვინმა აღიქვა,კარების გამოგლეჯის ხმა იყო და საოცრად ნაცნობი სურნელი ,რომელმაც ცხვირში მომიღიტინა და მოვეშვი, მიხვდვი რომ გადავრჩი და ეს კოშმარიც სამუდამოდ დასრულდა.

* * * *

მიშომ მანქანა უნივერსიტეტის წინ გააჩერა და შესასვლელისკენ გაიხედა, გარკვევით დაინახა ანასტასია როგორ ეკამათებოდა ახალგაზრდა გოგოს და ბიჭს, სწრაფად გადავიდა და მოსაუბრეებისკენ დაიძრა.
-გამარჯობათ, მიესალმა ახალგაზრდებს.
-გამარჯობათ, ხელი ჩამოართვა ბიჭმა.
-ანა რა ხდება? მიმართა ცოლს.
-არაფერი მიშო წავიდეთ,
-მე ანასტასიას მეუღლე ვარ, მშვიდობაა? არაფრად ჩააგდო ქალის სიტყვები წიკლაურმა.
-ჩვენ ამ ჯიუტი ქალბატონის კურსელები ვართ,მოკლედ ბატონო მიხეილ, ხვალ საღამოს კორპორატიული წვეულება გვაქვს მთელ კურსს, ანა კიდე არ მოდის.
-რატო ანა? მიუტრიალდა მიშო აწურულ ქალს.
-არ მინდა და იმიტო,
-კარგი თქვენი სახელი, მიმართა ბიჭს.
-შაკო.
-კარგი შაკო ჩათვალეთ ანასტასია ხვალ აუცილებლად წამოვა და პირადად ვიზრუნებ მის მოყვანაზე.
-ძალიან კარგი, დროებით, კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი ბიჭმა და გზას გაუყვა.
-რას აკეთებ? შეუბღვირა ქალმა როგოც კი მანქანაში ჩაჯდა.
-რატო არ მიდიოდი?
-რატო გადამახტი თავზე? ჩემს მაგივრად რატო მიიღე გადაწყვეტილება?
-კითხვაზე მიპასუხე.
-არ მინდა და იმიტო.
-გოგო ახალგაზრდა სულ კი არ იქნები? ეხლა თუ არ გაატარებ დროს, მერე სულ აღარ გექნება მაგის საშუალება.
-არ მინდა არა, გაიბუტა ქალი და ფანჯრისკენ მიატრიალა თავი.
-ანა ნუ გამაბრაზებ ეხლა, ტონს აუწია მიშომ.
-ხოდა ნუ ბრაზდები მერე..
-ანა გთხოვ, ხმა დაუთბა ბიჭს, გულით მინდა ბედნერი იყო და არაფერს დააკლდე, მითხარი რატო არ გინდა ხვალ წასვლა?
-მე, ამოიოხრა გოგომ და აცრემლებულმა გახედა მიშოს, არაფერი მაქვს.
-ვერ გავიგე?
-არ მაქვს ტანსაცმელი,ყველაფერი სახლში დავტოვე, იქ ვერ მივალ მამაჩემი არ შემიშვებს.
-ვაიმე, გაეცინა მიშოს ნუ გამაგიჟე გოგო, მაგის გამო იკავებდი თავს? მერე მე აქ რას ვაკეთებ? წავედით.
-სად?
-ჯერ მაღაზიაში ყველაფერს ვიყიდით და მერე მაკრინე ვნახოთ საავადმყოფოში.

* * * *
თვალები გავახილე და სავარძელში ჩაძინებულ ლუკას გავხედე. ფრთხილად წამოვდექი ფეხზე ფლიანისკენ დავიხარე და ტუჩებში ვაკოცე, ჩემდა გასაკვირად სწრაფად მომხვია ხელი და კალთაში ჩამისვა.
-ნუ მაიმუნობ მაკრინე. ჯერ კიდევ სუსტად ხარ.
-როგორ მიყვარხარ, თავი მხარზე ჩამოვადე და თვალები დავხუჭე.
-ნუ გგონია გაბრაზებამ გამიარა, წარბის აწევით გამომხედა ბიჭმა.
-სამაგიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
-რამე რომ მოგსვლოდათ?
-არაფერი არ მოგვივიდა, ხომ ხედავ.?ორივე ჯანმრთელები ვართ და ძალიან გვიყვარხარ.
-არც კი ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა.
-გეგა?
-მაგაზე საერთოდ ნუ ფიქრობ წარსულია,.არასდროს გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, დავითსაც დასჯიან და ყველაფრისთვის აგებს პასუხს. გამოძიებას ნივთმტკიცებად გადავეცი შენი ტელეფონი,სადაც დავითის აღიარებაა ჩაწერილი, გაება ეგ ბებრი .
-როგორც იქნა, სიმშვიდემ დაისადგურა ჩვენს ირგვლივ,
-წამო ეხლა საწოლში დაბრუნდი
-კარგად ვარ ლუკა, წასვლა მინდა აქედან.
-ცოტაც და გაგვწერს ექიმი მანამდე კი სწრაფად ლოგინში, მე გავალ ცოტა ხნით და მალე დავბრუნდები.
დაწოლაში მომეხმარა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში.

ანასტასიამ სწრაფად აარჩია მისთვის მოსახერხებელლი კაბა და მიშოს გახედა.
-ესააა მარტო?
-კი.
-ანასტასია რატო მაბრაზებ? ეს კაბა იატაკის ტილოდ თუ გამოდგება, რა უბედურებააა? ამრეზით შეათვალიერა შავი სადა ნაჭერი ბიჭმა და თავის ადგლზე დააბრუნა.
-რას აკეთებ?
-წესიერ კაბას აარჩევ, ან მე ავიღებ მაგ საქმეს საკუთარ თავზე, გარდა მაგისა კიდევ ბევრ რამეს ვიყიდით, ხომ არ გავიწყდება რო მუცელლი გეზრდება და ახალი ტანსაცმელი გჭირდება.
-მიშო გთხოვ რა. სევდიანი სახით გახედა ქალმა.
-აღარ მალაპარაკო, თორე ძალიან გავბრაზდები იცოდე. წარბი ასწია ბიჭმა და დახლებს შორის გაალაჯა.


* * * *

მოუსვენრად ვცემდი ბოლთას პალატაში და წუთებს ვითვლიდი როდის გამწერდა ექიმი.
-დე მოისვენე რა, გამიცინა დედამ.
-აქ ვეღარ ვძლებ უკვე.
-ცოტაც და სახლში წავალთ. გამიცინა ქალმა.
-როგორც იქნა გამოჩნდი, მაშინვე ვეცი პალატაში შემოსულ ფალიანს.
-ამომასუნთქე მაკრინე რა გჭირს?გაეცინა ლუკას.
-როდის გამწერს ექიმი?
-ეხლა ვნახავ.
-რა? ჯერ კიდევ არ გინახავს? ამდენ ხანს რას აკეთებდი? ცოტაც და ისტერიკა დამემართებოდა.
-ეს დილიდან ასეა? მიუტრიალდა სავარძელში მჯდომ დედას.
-გახლავს, გაეცინა ქალს.
-მაკრინე რატო ბავშვობ? დამაცადე დაველაპარაკო ექიმს და თუ გაგვიშვებს დღესვე წაგიყვან სახლში.
-დროზე დაელაპარაკე დროზე. მობეზრებულმა ვაქციე ზურგი და საწოლზე წამოვწექი.
უკვე მეორე ღამე იყო კოშმარები თავს არ მანებებდა, გეგას ვხედავდი რომელიც ამაზრზენად მიცინოდა.
-ქალბატონო ლილი იქნებ ექიმი თქვენ ნახოთ? მიმართა ლუკამ დედაჩემს.
-კი შვილო,
როგორც კი კარი მიიხურა ლუკამ საწოლს შემოუარა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
-დაიწყე.
-რა დავიწყო?
-მაკრინე მორჩი. გაღიზიანდა ლუკა.
-კოშმარებს ვხედავ, გეგა მესიზმრება.ჩავიდუდღუნე თავდახრილმა.
-ხო იცი რომ მხოლოდ სიზმარია? რატო აძლევ უფლებას დეპრესიაში ჩაგაგდოს?
-ლუკა მიპასუხე, მართლა დაიღუპა თუ?
-მართლა მაკრინე მართლა, ჩემი თვალით ვნახე,
-ესეიგი მე მოვკალი. მაინც მივიყვანე საქმე ბოლომდე. არ გამასამართლებენ?
-რას ბოდავ ხვდები? შენ თავს იცავდი? დავიჯერო განსხვავება არ იცი?
-რა იცი რო თავს ვიცავდი? რაც არ უნდა იყოს ეგ მდგომარეობას არ ცვლის, ფაქტი ერთია ადამიანი მმკვდარია და თან ჩემი მიზეზით.
-გაჩუმდი ეხლა თორე გეფიცები გავგიჟდები, ცოტა დაუფიქრდი რას ლაპარაკკობ, ნუ მაფიქრებინებ, რომ ნანობ მისაგან განთავისუფლებას, იქნებ ეგრეა და ჩვენ სხვანაირად გვგონია? ფეხზე წამოხტა ლუკა და პალატიდან გავარდა. მოწყვეტით დავეშვი საწოლზე და ცრემლებმაც არ დააყოვნა.

* * * *
ლილიმ სწრაფად გადაჭრა გზა და ტროტუარს ფეხით დაუყვა, იმდენად იყო ფიქრებში გართული, რომ ვერც კი შენიშნა მასზე ადევნებული შავი მანქანა. ფიქრებს დაძახების ხმამ მოსწყვიტა.
-ანდრონიკე? სასიამოვნოდ გაეღიმა ქალს.
-გახლავართ, ბიჭსაც გაეღიმა, როგორ ხარ ლილი?
-უკეთ თავად?
-მაგას გეტყვი თუ ყავის დასალევად გამომყვები.
-გამოგყვები. გაეცინა ლილის და მანქანის კარი გამოაღო.
-მოიცა უკან რატო ჯდები? ტაქსის მძღოლი ვარ თუ?
-ხო კაი გაეცინა ქალს და წინ გადმოჯდა. ანდრო.
-გისმენ.
-იმ ღამისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო, ისეთი ისტერიკა მქონდა იმდენი ვიტირე ძალიან მრცხვენია შენი.
-სულ ტყუილად, მე შენზე უარესად ვტირივარ ხოლმე, გაეცინა ბიჭს.
-ოხ შე მატყუარა. აყვა ლილიც და ღვედი მჭიდროდ შეიკრა.
შიგადაშიგ აპარებდა თვალს ანდრო ქალისკენ, რომელიც გარემოს თვალიერებით იყო გართული და გული უცნაურად უცემდა. იმ ღამეს მასთან ჩახუტებულს რომ დაეძინა, მისი ცრემლები რომ დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ თავს ასე იოლად ვეღარ დააღწევდა. ნასიამოვნებს გაეღიმა და გაზის პედალს ფეხი მიადგა.

ლიზამ ბვერი ფიქრის შემდეგ, საზღვარგარეთ გაფრენის გადაწყვეტილება მიიღო და სწრაფადვე მოაგვარა ყველანაირი პრობლემა. ახლა მხოლოდ მისიანებისთვის ამის შეტყობინება რჩებოდა. რატომღაც პირველი ანასტასისა ნახვა მოუნდა და სწრაფად დაეშვა კიბეზე, ვერ წარმოიდგენდა თუ მიშოსთან მისულს კარებს თვით სანდრო გაუღებდა.
-ოჰ ლიზაჩკა, როგორ ხარ? როგორც ყოველთვის მხიარულ ნოტაზე იყო ბიჭი.
-გადასარევად სანდრინიო, შენ?
-ეს რაღაც ახალია? წარბები შეკრა ბიჭმა.
-მორჩი მაიმუნობას, ანა სახლშია?
-კი მობრძანდი.
ლიზამ ქურთუკი იქვე დაკიდა და მისაღებისკენ დაიძრა.
-ლიზ, ფეხზე წამოხტა ქალი და დეიდაშვილს მაგრად ჩაეხუტა.
-როგორ ხარ პატარა? ლიზამაც მაგრად მოხვია ხელები და მოწოლილი ცრემლები უკანვე გააბრუნა.
-კარგად, მოდი დაჯექი, ეხლავე გავშლი სუფრას.
-არ გინდა ჩემ გამო რა, მალე უნდა წავიდე.
-რას ქვია წახვიდე? ოთახში მიშოს ხმა გაისმა, ვინ გიშვებს რო?
-ოჰ სიძეს ვახლავარ, გაუცინა ქალმა და ბიჭს ჩაეხუტა.
ხუთ წუთში გოგოებს უკვე სუფრა გაწყობილი ქონდათ და მის ირგვლილ ისხდნენ.
-ლიზ მეჩვენება თუ რამის თქმას ცდილობ? გამომცდელად გახედა ანამ.
-ხო იცი, რაღაც მართლა უუნდა მეთქვა.
-ხოდა მითხხარი,
-მოკლედ, მივფრინავ ზეგ დილით.
-რას შვები? ლუკმა გადასცდა სანდროს და გაფითრდა.
-იტალიში მივდივარ.
-კი მაგრამ რატო?ეხლა მტოვებ? ხმა აუკანკალდა ანასტასიას.
-გეყო ანა, შენ იმაზე კარგ ხელში გტოვებ, ვიდრე წარმოგიდგენია,არ ვიცი ჯერ რამდენი ხნით წავალ ,მაგრამ აუცილებლად უნდა გავფრინდე.
-რამე მოხდა და ჩვენ არ ვიცით? არსებობს, რამე მიზეზი რაც ქედან გაქცევას გავალდებულებს? გამომცდელად გამომხედა მიშომ.
-არანაირი, ნუ სულელობთ ხალხო, მივფრინავ ხო არ ვკვდები, გაგონილა ასეთი შეცხადება?
-სამაგიეროს მიხდი ხო? ფეხზე წამოდგა სანდრო.
-ვერ გავიგე? გაკვირვებულმა გახედა ქალმა.
-გადასარევად გაიგე, გინდა თავი დამნაშავედ ვიგრძნო ხომ? გგონია ვერ ვხვდები რატო მიდიხარ?
-სან რა ხდება?მეგობარს ხელი დაადო მიშომ.
-ჩემს გამო მიდის.
-სანდრო გაჩუმდი, დაუბღვირა ლიზამ.
-ვერაფერი გავიგე რა ხდება ამიხსენით, ტონს აუწია ბიჭმა.
-რა ვერ გაიგე რა? ლიზას მე ვუყვარვარ ხო იცით,?ხოდა მე სოფოზე ვქორწინდეი და ამან თავისი ჭკუით გაქცევა გადაწყვიტა.
-შენს თავზე დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს? ფეხზე წამოდგა ლიზა.
, გგონია მართლა მაგდენად მიღირხარ?
-გეყოფა რა ეს მსახიობობა, გეყოფა.
-იმაზე დიდი არაკაცი ყოფილხარ ,ვიდრე მეგონე, იყვირა ლიზამ და სწრაფად გავარდა ოთახიდან, წამით ყველა დადუმდა ბოლოს ისევ სანდრო მოეგო გონს და ქალს გაეკიდა.

* * * * *

როგორც იქნა ნანატრ სახლში შევდგი ფეხი და ღრმად ჩავისუნთქე.
-დე მიდი გამოიცვალე და ვჭამოთ, მხარზე ხელი დამადო დედამ, ამასობაში მამაც მოვა.
-კარგი, უხალისოდ დავთანხმდი და ოთახისკენ ავიღე გეზი.
სწრაფად გავნთავისუფლდი ტანსაცმელისგან და დუშის ქვეშ დავდექი, მონოტონურად ვისმევდი ხელებს ტანზე და ვერაფრით ვიშორებდი კანკალს,
-რა ჯანდაბა გჭირს? გაუცნობიერებლად დავუსვი ჩემს თავს შეკითხვა." შენ ადამიანი მოკლაი, რითი განსხვავდები გეგასგან?" შემომიტია მეორე მემ და სუნთქვა შემეკრა, სწრაფად მოვიხვიე ტანზე პირსახოცი და გაჭირვებით გავაღე აბაზანის კარები.
-ცუდად ხარ? მეცა იქვე მჯდომი ლუკა.
-ხო თავბრუ დამეხვა,როდის მოხვედი?
- ცხელ წყალში ნუ ბანაობ თქო, ხო გეუბნებოდი?
-ლუკა გთხოვ.
-კარგი კარგი მოდი მოგეხმარები ჩაცმაში,
გაოცებულმა გავხედე ლუკას, მას კი ჩემს რეაქციაზე ხმამაღლა გაეცინა.
-რას მიყურებ შრეკის თვალებით?
-ისე მაგას კატაზე ამბობენ და არა შრეკზე და მეორეც მეთვითონ ჩავიცვამ.
-მოიცა შენ რა, ჩემი გიტყდება გოგო?
-ეგ რა შუაშია?ავადმყოფივით ნუ მექცევით.
-კარგი, მორჩი რა ხო არ გავიწყდება ჩემი მომავალი ცოლი რომ ხარ და შვილების დედა? თან ფეხზე ვერ დგეხარ და დაჯექი რა.
სანამ გავაპროტესტებდი წამებში შემომაცალა პირსახოცი და საწოლზე დამსვა, მზრუნველად ჩამაცვა ტანსაცმელი და კმაყოფილმა გამიღიმა.
-ისე კარგად მოგიმატია.
-მართლა?
-ხო მაგრამ ეგრეც ლამაზი ხარ და უფრო მეტად მიყვარხარ. სწრაფად მომხვია ხელი და გულზე მიმიხტუტა, ინსტინქტურად მზერა სარკისკენ გამექცა და კინაღამ ვიკივლე, გეგას ანარეკლი მოჩანდა შიგნით, რომელიც ისევ ისე ამაზრზენად მიცინოდა,
ფრთხილად გავინთავისუფლე თავი ლუკასგან და საწოლზე წამოვწექი.
-მაკრინე დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი ხდება?
-ჩამეხუტე ლუკა, უბრალოდ ხელები მომხვიე, ძალიან დავიღალე და მეძინება.
-ხანდახან მგონია ,რომ რაღაცას მიმალავ.
-გთხოვ ეხლა არა.
-არ გშია?
-უბრალოდ მეძინება.
ლუკამ გვერდი იცვალა და უკნიდან მომეხუტა, კომფორტულად მოვთავსდი და თვალები დავხუჭე.

ანასტასიამ პარკები საძინებელში შეიტანა და სამზარეულოსკენ გაემართა,
-მიშო არ გშია? თითქმის პირველად მიმართა ასე უშუალოდ.
წიკლაურმა გაკვირვებულმა წამოყო თავი და ცოლს გაუღიმა.
-მშია.
-რა გავაკეთო? გამხიარულდა ქალი.
-თუ გინდა რამე გამოვიძახოთ,რო არ დაიღალო.
-არა მე გავაკეთებ.
-მაშინ გენდობი,
-ქათმის სალათი გიყვარს?
-მიყვარს რომელია ვგიჟდები, გაეცინა მიშოს და საზარეულოში ბარს დაეყრდნო.
-მითქვამს რომ სიცილი გიხდება?
-მადლობა, დასერიოზულდა ქალი, მიშო მადლობა მინდა გადაგიხადო ყველაფრისთვის.
-ჩვენ რაზე ვილაპარაკეთ? წარბი ასწია ბიჭმა, შეუშვი მაგ პატარა თავში, რომ ჩემი ცოლი ხარ და ეს მადლობები არაა საჭირო არა.
-კარგი,კექსს შეჭამ?
-კარგ მადაზე ხარ ხო იცი, გააჩნია რის კექსს მთავაზობ?
-შოკოლადის, ბევრი შოკოლადით, სასაცილოდ დამანჭა სახე ქალმა და მიშოს წამით მოეჩვენა რომ მის ცოლზე ლამაზი ქალი არ არსებობდა, სწრაფად წაიწია წინ და ქალი გულში ჩაიკრა.
-მაბედნიერებ იცი?ბოდიში მაბედნიერებთ, სწრაფად ჩაცურდა დაბლა და ანასტასიას მაისური აუწია.
-მიშო, უკან გაწევა სცადა ქალმა.
-მოისვენე. მჭიდროდ მოხვია ხელები წელზე და გახურებული ტუჩები მუცელზე მიაკრო,
-რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს ვინანებ ამ ყველაფერს ანა, შენ და ეს ბავშვი ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი შეცდომა ხართ.
-მართლა? ცრემლები წამოუვიდა ქალს.
-მართლა,მართლა სულელო,მოდი ჩემთან.
მიშომ ატირებული ქალი გულზე მიიკრო და სავარძელში ჩაეშვა.

ლიზამ გიჟივით ჩაირბინა საფეხურები და ის იყო გარეთ უნდა გასულიყო რომ,ძლიერი ხელების შემოხვევა იგრძნო და წამში აღმოჩნდა ჰაერში.
-დამსვი ეხლავე,
სანდრომ ყურადღებაც არ მიაქცია ქალის წიკვინს, გამწარებულმა შეაგდო მანქანაში და სანამ ლიზა კარის გაღებას მოასწრებდა თვითონაც ჩაჯდა.
-გადაირიე ადამიანო?
-ეხლა განახებ, როგორც გადავირიე, ზედმეტები ხომ არ მოგდის შენ?
-გამაგებინე რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს? გააჩერე მანქანა ეხლავე.
-ტონი აკონტროლე ლიზაჩკა, ეხლა არ ხარ იმ მდგომარეობაში ,რამე მიბრძანო, იცი რას გეტყვი? ერთი მშიშარა გოგო ხარ და ამაში დღეს დავრწმუნდი, სულ ტყუილად მევაჟკაცებოდი პირველივე დაბრკოლებაზე გარბიხარ.
-არ გავრბივარ უბრალოდ მივდივარ.
-მეტისმეტად ბევრი დამთხვევა ხომ არაა ამ ბოლო დროს? რა ადამიანი ხარ კაი ჩვენ ფეხებზე დაგვკიდე ჯანდაბას. ანასტასიას რას ერჩი? დავიჯერო ვერ დაინახე აცრემლებული რომ გიყურებდა?
-გადაუვლის, იყვირა ლიზამ, .
-შენ გადაგიარა?ტონს აუწია ბიჭმაც.
-რამ?
-ჩემმა სიყვარულმა.
-მე შენ არ მიყვარხარ არა, უაზრობა იყო გესმის? მოგატყუე, მინდოდა შენს ნერვებზე მეთამაშა,გამემწარებინე.
-რა თქვი?
-რაც გაიგე, ეხლა მანქანა გააჩერე.
-კარგი ეხლა მე ვითამაშებ შენს ნერვებზე ნახე?
სანდრომ გაზის პედალს ფეხი მიაჭირა და სიჩქარეს მოუმატა.
-სანდრო რას აკეთებ გაგიჯდი? გინდა დავიხოცოთ? იკივლა ლიზამ.
-მითხარი რო გიყვარვარ.
-არა არ მიყვარხარ.
-კარგი,მე გაგაფრთხილე.
ლიჩელმა მანქანა საპირისპირო ზოლში გადაიყვანა, ლიზას ენა ჩაუვარდა შიშისგან,
-შეწყვიტე გთხოვ. ამოილუღლურა ქალმა.
-მითხარი, იყვირა სანდრომ.
-ხო ხო მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ. ყურებზე ხელი აიფარა და ისტერიკული ტირილი აუტყდა.
სანდრომ სწრაფად გადაიყვანა მანქანა სავალი ნაწილიდან და ატირებული ქალი გულში ჩაიკრა.
-გამიშვი.
-ჩუუ მორჩა, დამთავრდა შენთან ვარ,მითხარი რომ არსად წახვალ.
-არ წავალ.
-კარგი გოგო ხარ, რას ამბობ შენ რო წახვიდე მერე მე ნერვები ვის მოვუშალო?
-დიდი საზიზღარი ბიჭი ხარ, გაბუტულმა წამოყო თავი და ფანჯრისკენ გატრიალდა.
-ენა დაიმოკლე თორე გაგასეირნებ კიდე, სიცილით დაემუქრა ბიჭი და მანქანა დაძრა.

* * * *

გრძელ და შავ გვირაბში მივიკვლევდი გზას, ბოლოს რაღაც ოთახში აღმოვჩნდი, ჩემდა გასაკვირად შუა ცენტრში ორი სავარძელი იდგა და ერთ ერთში გეგა იჯდა.
-გელოდებოდი.
-მოვედი.
მშვიდად გავემართე და მის წინ ჩამოვჯექი.
-რა გინდა ჩემგან?
-შენ მე სიცოცხლე წამართვი.
-შენც ბევრს წაართვი სიცოცხლე.
-მაკრინე მეჩვენება, თუ გამბედავი გახდი?
-არ გეჩვენება,იმდენად ძლიერი ვარ, რომ მიხვდე ეს არარის რეალობა და არც შენ ხარ ნამდვილი,მოგერევი, აქაც მოგერევი, ცოცხალმა ვერაფერი დამაკელი და შენი უბადრუკი სული რას მიზამს?
-არ გეშინია?
-არა შენი აღარ, მე მოგკალი, ასე რომ თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს ეს შენ ხარ.
გეგას სახე შეეცვალა, სწრაფად წამოიწია ჩემკენ და სახეზე ხელი ჩამომისვა.
-მე მიყვარდი მაკრინე.
-მეც მიყვარდი.
-თავს განებებ, შეგიძლია ისე იცხოვრო როგორც გინდა,
-შენ ისედაც არ არსებობ ჩემს ცხოვრებაში,წადი გეგა დაე შენმა სულმა სიმშვიდე იპოვოს.
-დამპირდი.
-რას?
-წელიწადში ერთხელ მოხვალ ჩემს საფლავთან და თეთრ ვარდებს მომიტან.
-გპირდები,
-მშვიდებით მაკრინე.
-მშვიდობით გეგა.
დაფეთებული წმაოვჯექი საწოლზე და ინსტინქტურად სარკისკენ გამექცა მზერა, როგორც ველოდი გეგა არსად ჩანდა,სარკიდან მხოლოდ ჩემი თავი მიმზერდა.
შვებით ამოვისუნთქე და ჩაძინეულ ლუკას ჩავეხუტე.
დრო ეს ერთადერთია რასაც ადამიანი ვერ შეაჩერებს და ვერც მოერევა.ცუდად თუ კარგად ჩვენი ცხოვრება ნელ ნელა გაგრძელდა,მე და ლუკამ დაქორწინება გადავწყვიტეთ და თარიღიც დავნიშნეთ,ხანდახან მეშინოდა ამ სიმშვიდის და ყოველ წუთას თავდასხმას ველოდი, გიჟივით ვიღვიძებდი ღამე და ოთახიდან ოთახში დავბოდიალობდი. ვატყობდი ნერვები არ მქონდა მწყობრში, გამუდმებით ხალხს ვათვალიერებდი ქუჩაში,რამდენჯერ ვიჩხუბეთ მე და ლუკამ ამის გამო ვინ მოთვლის, ვერ ვეგუებოდი მის ეჭვიან თვალებს, ექიმზე რომ იწყებდა საუბარს ხომ საერთოდ ვგიჟდებოდი.
ამ საღამოსაც საშინელმა კოშმარმა გამომაღვიძა, ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად, ჩემი ყურადღება შემოსასვლელმა კარმა მიიიქცია, ღია იყო არადა აშკარად მახსოვს რომ დავკეტე, ნერვიულოისგან ყველაფერი ამიკანკალდა, ნელა დავიხიე უკან და ლუკას ნომერი ავკრიბე, ბოლოს რაც მეხსიერებამ აღიქვა სხეულში დავლილი საშინელი ტკივილი იყო და გონებაც დავკარგე.

* * * *

მიშომ ანის ოთახის კარზე მიაკაკუნა და როგორც კი ნებართვა მიიიღო მაშინვე შიგნით შევიდა.
-რა გჭირს? უნივერსიტეტში არ მიდიხარ?
-ცოტა გვიან მაქვს ლექციები, თავი დახარა ქალმა.
-ანა რამე ხდება? ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ?
-მიშო, ხმა აუკანკალდა ქალს და ცრემლები წაოუვიდა, წიკლაურს გამომეტყველება შეეცვალა.
-რა მოხდა?
-ოღონდ დამმპირდი რომ სისულელეს არ გააკეთებ.
-ანასტასია რა მოხდა?
-უნივერსიტეტში ერთი ბიჭი მაწუხებს, ძლივს მოაბა სათქმელს თავი ქალმა.
მიშომ იგრძნო, როგორ დაუარა გაბრაზებამ მთელ სხეულში. ნათლად დაინახა რა ცუდია როცა მისას ეხებიან, თუმცა ანას იმდენად შეშფოთებული სახე ჰქონდა თავი ხელში აიყვანა.
-დაწყნარდი, მოვაგვარებ.
-მიშო არ მინდა ჩემ გამო რამე დაგემართოს.
-შენს გამო? დავიჯერო ჯერ კიდევ ზღვარს ვავლებთ ანასტასია? შენი აზრით მყავს ვინმე თქვენზე ღირებული? მაგაზე შენ არ იდარდო დღეს მოვალ შენთან და გავარკვევ.
-მართლა?
-ხო სულელო და გთხოვ ეგეთი შეშინებული სახით ნუ მიყურებ და კიდე დღეიდან ამ ოთახში გადმოვდივარ და არც გააპროტესტო.
წიკლაური სწრაფად წამოდგა ფეხზე და ანამ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე დაწვდა ქალის ტუჩებს.


* * *
ანდრონიკე გიჟივით მართავდა მანქანას .
-ნეტა ხო კარგად არიან? ხმა აუკანკალდა ლილის.
-იქნებიან აუცილებლად, უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-წარმომიდგენია ჩემი ძმა რა დღეშია.
-კი ჩემთვის საყვარელ ადამინებს, რომ საფრთხე დაემუქროთ ალბათ გავგიჟდები.
-შენ კარგი ბიჭი ხარ, წამოსცდა ქალს და გაწითლდა. ანდრონიკეს ხმამაღლა გაეცინა.
-რა საყვარელი ბავშვი ხარ,.
-ბავშვი არ ვარ, გაკაპასდა ქალი.
-აბა ქალი ხარ? ალმაცერად გახედა ბიჭმა.
-იიცი რას გეტყვი? აენთო ლილი.
-აბა რას? აშკარად მოსწონდა ანდროს მისი წვალება, ისადა დაგცხა? გათბობა გამოვრთო? რაღაც ლოყები აგიწითლდა.
-საზიზღარი ადამიანი ხარ, მიახალა ლილიმ და ფსნჯრისკენ მიბრუნდა.
-ბუტია, გადაიხარხარა ანდრომ, ცოტაც გამიძელი და 2 დღეში მივფრინავ.
ლილიმ ტუჩზე იკბინა, რომ არ აბღავლებულიყო, რომ არ გაეყიდა საკუთარი თავი,უბრალოდ თავი ხელში აეყვანა და დარჩნა არ ეთხოვა.

* * * *

ლიზა მოუთმენლად მიმოდიოდა საავადმყოფოს ფოიეში და ექიმის ან ლუკას გამოსვლას ელოდა.ვერაფრით უშვებდა იმ აზრს, რომ შეიძლება მაკრინეს ან პატარას რამე მოსვლოდათ.
"აღარ ეყო ამდენი ტანჯვა? აკმარე ღმერთო გთხოვ" ბუტბუტებდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა, აზრზზე ხელის შეხებამ მოიყვანა, როგორც კი სანდრო დაინახა გაუაზრებლად მოხვია ხელები და აქვითინდა.
-ლიზ რა გჭირს დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება.
-რამე რო მოხდეს?
-არაფერი მოხდება,მაკრინე ძლიერი გოგოა.
ფრთხილად მოიშორა ბიჭმა მასზე აკრული ქალი და ლიზამ უკვე მერამდენედ ინატრა სიკვდილი ღმერთმა იცის, როდესაც სანდროს გვერდით მდგომი სოფო ამოიცნო, ბიჭს მტრული ზმერა ესროლა და სწრაფად გასწორდა.
-მაპატიეთ„
-არაფერია საპატიებელი, ვიცი შენ და სანდრო რომ მეგობრობთ, გველურად გაუცინა სოფიმ და ბიჭს მიეხუტა.
-ხო ვმეგობრობთ,ჩაილაპარაკა დაბნეულმა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.

* * * *

თვალები გაჭირვებით გავახილე და პალატა მოვათვალიერე, ინსტინქტურად მოვისი ხელი მუცელზე და კარიც გაიღო,ლუკა შემოვიდა, საშინლად დაღლილი და განერვიულებული სახე ჰქონდა.
-ლუკა,
-როგორ ხარ მაკრინე? უემოციოდა მომმართა.
-ბავშვი როგორააა?
-რომელი ბავშვი? ტონს აუწია ფალიანმა, შენ რომ სულ არ გადარდებს ის ბავშვი?
-რას ამბობ? თვალები გამიფართოვდა.
-რაც გესმის, ხომ გთხოვდი ექიმთან წავიდეთ, არ ხარ კარგად თქო, რატომ არ დამკიჯერე?
-რა მოხდა? ტონს ავუწიე, არ მითხრა რომ, რომ ის . ცრემლები საშუალებას არ მაძლევდა რო მელაპარაკა.
- ძლივს გადაარჩინეს იცი? მიღრიალა ლუკამ. კარგადაა, ამჯერად გადავრჩით, მაგრამ არ მოგცემ ულებას შენი ფსიქიკური პრობლემების გამო ჩემს შვილს საფრთხელ დაემუქროს.
-ჩვენს შვილს ლუკა, ნუ გავიწყდენა.
-ეს შენ დაგავიწყდა მაკრინე.
-როგორ მელაპარაკები? გიჟი არ ვარ.
-მაგას კლინიკაში გაარკვევენ,გთხოვ კი არა მოვითხოვ მაკრინე, ექიმის დახმარება გჭირდება ვერ ხვდები?
თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან.
-რა თქვი?გინდა კლინიკაში დავწვე?
-მაპატიე ასეა საჭირო, გამოსავალს ვეღარ ვხედავ.უფრო თავისთვის ჩაიბურტყუნა ფალიანმა და პალატაში ორი ბიჭი და ერთი ქალი გამოჩნდა.
-ესენი ვინ არიან?
-დაგეხმარებიან მაკრინე.დაგვეხმარებიან მომავლის აწყობაში.
-ხომ იცი,რომ ეს დასასრულია? ისიც ხომ იცი რომ არასდროს გაპატიებ და აქ დავმთავრდით. არაა საჭირო ზედმეტი, ჩემი ფეხით მოვდივარ, მივუბუნდი ექიმებს.
გასამზადებლად სულ ხუთი წუთი დამჭირდა, თავი სიზმარში მეგონა, ცუდ სიზმარში რომლიდანაც გავიღვიძებდი და ყველაფერი გაქრებოდა.ფიქრებს კარის ხმამ მომწყვიტა და პალატაში შემოსულ დედაჩემს ცივად გავხედე.
-მაკრინე.
-ხმა არ გავიგო ხმა,თქვენ ჩემთვის ყველანი მოკვდით. იმის მაგივრად,მოგეცათ საშუალება თქვენს გვერდით მომეშუშებინა ეს იარები,თავიდან მომიცილეთ. სწრაფად ავიღე ჩანთა და გარეთ გავედი.
-წავედით, მივმართე ექიმებს.
-მეც მოვდივარ, ფეხზე წამოდგა ლუკა.
-არც გაბედო, შენ ჩემთვის აღარ არსებობ და იცოდე ერთხელ მაინც, რომ გნახო იქ მოსული იცოდე ისეთ რამეს ჩავიდენ, რაც ძაიან გაგამწარებს.
-მაკრინე ხმა აუკანკალდა ლიზას და მაგრად მომეხვია, მაპატიე.
-არ იტირო ლიზ, ყველაფერი გაივლის, უარესებიც გდამიტანია. თვალი ჩავუკარი და სწრაფად ვაქციე ზურგი ყველას, არ მინდოდა ავტირებულიყავი.
-ეხლა მართლა დაკარგე, მიახალა გაშეშებულ ლუკას ლიზამ და კიბეზე დაეშვა.

ანდრონიკემ მანქანა საავადმყოფოსთან გააჩერა და გაკვირვებული გადმოვიდა. ვერაფრით გაეგო რა ხდებოდა მის თვალწინ და სად მიდიოდა მაკრინე.
-რა ხდება აქ?
-არაფერი ანდრო, გავუცინე მეგობარს.
-კარგად ხარ? სახლში გიშვებენ?
-კი კარგად ვარ, დამშვიდდი კარგი? ლილი არ შეაშინო, თვალით მის უკან მდგომ გოგოზე ვანიშნე და მანქანაში ჩავჯექი.
-რა ჯანდაბა ხდება აქ? მიუტრიალდა ლიზას ანდრო.
-კლინიკაში მიჰყავთ.
-სად? კი მარა კლინიკაში არ იყო?
-ფსიქიატრიულში..
-ეს ვინ გადაწყვიტა? ტონს აუწია ანდრონიკემ
-მე გადავწყვიტე, გაისმა ლუკას ხმა.
-შე არაკაცო, სწრაფად გაიწია ბიჭი და ფალიანს ყელში ეცა.
-არა ანდრო გაუშვი, იკივლა ლილიმ და მათ შორის ჩადგა.
-როგორ გაბედე როგორ?
-შენ ნუ ერევი, დაღლილმა ჩაილაპარაკა ფალიანმა.
-ვიცოდი, ვხვდებოდი როგორიც იყავი, მაგრამ ამათი ხათრით ხმას არ ვიღებდი, იცი მაინც რა გააკეთე? იცი იქ როგორ ატკენენ იცი?
-შენ არავინ გკითხავს გასაგებია? მაკრინეზე უფლებები არ გაქვს და ხმასაც ნუ იღებ.
ლუკას სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ ლოყა აეწვა, გაოგნებულმა გახედა მის დას რომელიც ცრემლიანი თვალებით უყურებდა.
-არ შეცვლილხარ ძმაო, ისევ ისეთი უგულო და ცივსისხლიანი ხარ, შენ არ შეგიძლია სიყვარული უბრალოდ არ იცი ეგ რა არის, ისევ მიატოვე ხო ეგრეა? ოღონს ამჯერად საყვარელი ქალი დატოვე მარტო, როგორც მე დამტოვე 5 წლის წინ, ისე რომ ერთხელაც არ გიკითხავს ჩემი ამბავი. ნინიმაც სწორედ ამიტომ გიღალატა, ვერ გაუძლო შენს სიცივეს და უყურადღებობას.
-რამდენს ბედავ. ტონს აუწია ლუკამ.
ანდრომ ლილი უკან დასწია და მის უკან დაიყენა.
-გეფიცები მაკრინეს იქიდან გამოვიყვან, მაგრამ მანამდე, რომ ერთი თმის ღერი მაინც ჩამოუვარდეს,იცოდე ხელიც არ ამიკაკალდება ისე მოგკლავ გასაგებია?
-მემუქრები ანდრონიკე? დავიჯერო ჩემზე მეტად განიცდი?
-გაფრთხილებ, წამოდი ლილი,ხელი ჩაკიდა გაშეშებულ ქალს და მანქანისკენ წაიყვანა.

* * * * *

ინერციით მივყვებოდი თეთრ დერეფანში ექიმებს და ვგრძნობდი რომ არაფერი აღარ მადარდებდა.ვინ იცის, რამდენ ხანს გახდებოდა ეს კედლები ჩემი სახლი, პაციენტები კი ის მეგობრები რომელიც თურმე არასდროს მყოლია. ვერასდროს შევძლებდი მეხსიერებიდან იმ ყველაფრის ამოშლას, რაც დღეს დილით მოხდა. არც ლუკას თვალები არ დამავიწყდებოდა არასდროს, ან თავას არ მივცემდი ამის საშუალებას რომ ის სიბრაზე რასაც მის მიმართ ვგრძნობდი გამნელებოდა." დავიჯერო ყველა ჩემთან ტყუის? თუ მე ვარ უვარგისი". ხმაურით გაიღო კარი ჩემს წინ და თეთრ ხალათიანი პალატაში შემიძღვა,
-მოეწყვე, ესაა დღეიდან შენი სახლი, 1 საათში ექიმი მოვა და გნახავს, მანამდე თუ რამე დაგჭირდება კარზე დააკაკუნე.
-მადლობთ, უფრო ჩემთვის ჩაილაპარაკე და ოთახი მოვათვალიერე, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო, ერთი საწოლი, მაგიდა და პატარა სკამი იდგა მხოლოდ და კიდევ პატარა სარკმელი იყო კედელზე დატანილი, გაუბედავად გადავდგი რამდენიმე ნაიჯი და გარეთ გავიხედე. კლინიკის ბაღს ვხედავდი პირდაპირ, სადაც ათასი ჩემნაირი დადიოდა, ზოგი თავისთავს ელაპარაკებოდა, ზოგი ცეკვავდა და მღეროდა, საშინლად ამეწვა მუცელში რაღაც, სულ რაღაც 1 საათში მეც მათ შევერეოდი და სწორედ ასეთი დასანახი ვიქნებოდი გარედან," ნუთუ ასე ვამთავრებ? ამისთვის იბრძოლე ამდენი, რომ ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცო?" " თუმცა ვის ჭირდები თუნდაც გარეთ? ხომ ხედავ საკუთარმა დედამაც კი სხვას დაუჯერა, იყოს ისე როგორც თვქენ გინდათ ძვირფასებო" ფანჯარას მოვშორდიი და საწოლზე გაუხდელად მივწექი.
-ისუნთქე მაკრინე, ისუნთქე, მოგესალმები შენს პირად ჯოჯოხეთში. თავი გავიმხნევე და თვალები დავხუჭე.


* * * *
მიშომ ანასტასია უნივერსიტეტში მიიყვანა და იქვე მდგომ შაკოს მიესალმა, დაელოდა სანამ ქალი შენობაში შევიდოდა და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო საუბარი.
-გამარჯობა შაკო.
-გამარჯობათ ბატონო მიხეილ.
-ბატონოს გარეშე, გაუცინა ბიჭს, შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
-გისმენთ.
-მოკლედ ვინმე ვაკო ამაშუკელი უნდა მანახინო.
-რატო, რამე მოხდა?
-ანასტასიას აწუხებს და უნდა მოვაგვარო.
-კი აუცილებლად, დღეს არ არის უნივერსიტეტში, როგორც კი გამოჩნდება დაგირეკავთ.
-მადლობელი დაგრჩები, მხარზე ხელი დაკრა მეგობრულად და მანქნაისკენ დაიძრა.


* * * *
-იმედია ლექციის წასაკითხად არ მოხვედით, სევდიანი მზერით გახედა ლუკამ ოთახში შემოსულ მეგობრებს..
-ღირს კი? რა გააკეთე ლუკა? ხმა დაეძაბა სანდროს.
-ის რაც საჭირო იყო.
-ახურებ ეხლა, რა გემართება ამ ბოლო დროს?
-გგონიათ მონსტრი ვარ ხო?მე კიდე ვფიქრობ, რომ მოვა დრო და მაკრინე მადლობას მეტყვის.
-რისთვის? იცი მაინც იქ რა ელის? იცი როგორ ატკენენ?
-თქვენ იცით, როგორ მტკივა მისი მდგომარეობა? დახმარება ჭირდებოდა ხალხო არ გესმით?
-იქნება შენი დახმარება სჭირდებოდა და არა ექიმების? იყვირა მიშომ. არ ხარ შენ ის ლუკა არ ხარ მე რომ გავიცანი.
-დღეს უკვე მეორედ მეუბნებიან მაგას, გაეცინა ფალიანს.
-რა გჭირს ძმობას გაფიცებ,?
-ერთი ნამდვილად ვიცი, ამას მაკრინე არასდროს გაპატიებს, ისიც ვიცი, რაც არ უდნა გქონდეს ჩაფიქრებული მაგრად ჩაიჭერი.
-მე არასდროს არაფერი შემშლია სანდრო, არც კაცობაში ჩავჭრილვარ არასდროს.
-კიი დღეს ჩაიჭერი, იმ ადამიანთან ვინც შენ უნდა დაგეცვა, ჩვენ მისი თავი განდეთ, მეგონა კაცი იყავი რომელიც სულ...
-ზედმეტები მოგდის, გაღიზიანდა ლუკა.
-წამოდი მიშო ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს,
-ისე დაიმახსოვრე ,შენ არ გაქვს ამის უფლება,მაკრინეს კანონიერი მეურვე ჯერ კიდევ დედამისია და აუცილებლად დავარწმუნებ უკან გამოიყვანოს, არ ცხრებოდა სანდრო.
-ვერაფერს გახდებით, ის დედაა რომელსაც მისი შვილისთვის კარგი უნდა.
-ხელსაც ვერ დაგარტყავ ბიჭო, ჩვევაში არ მაქვს ძმაკაცების ცემა თორე ერთ კარგ გასილაქებას იმსახურებ, მიაძახა მიშომ და გარეთ გამოვიდა.

კარების ხმაზე უცებ გამოვფიხლდი და საწოლზე წამოვჯექი. პალატაში საკმაოდ ახალგაზრდა და სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი შემოვიდა. მაშინვე ვიცანი ამ კლინიკის მთავარი ფსიქიატრი იყო მგონი ალექსანდრე ამაღლობელი, გეგას ამბავზე გავდიოდით ონსულტაციას მასთან ფსიქიკური პრობლემების განხრით.
-უკაცრავად გაგაღვიძეთ მგონი.
-არაუშავს.
-მე ალექსანდრე ამაღლობელი ვარ, ფსიქიატრი.
-სასიამოვნოა.
-უნდა ვისაუბროთ.
-ვიცი.
-არაფერს მეტყვით? სკამი გამოსწია და ჩემს წინ ჩამოჯდა.
-რომ გითხრათ გიჟი არ ვარ მეთქი, მაინც არ დამიჯერებთ, ალბათ დამნაშავეების არ იყოს აქ ყველა მაგას ამბობს.
-თქვენ სცადეთ, იქნებ გიჯერებთ?
-გიჟი ვარ,ნერვიულად გამეცინა .შეგიძლიათ გამომკეტოთ აქ,მაგრამ წამლებს არ დავლევ აქედანვე გაფრთხილებთ.
-ჩვენ აქ თქვენს დასახმარებლად ვართ,უნდა ისაუბროთ,მითხრათ ყველაფერი.
-არ მაქვს საუბრის სურვილი.
-მაშინ წამლებს მიიიღებთ და დაიძინებთ, როცა საუბარი მოგინდებათ მედდას სთხოვეთ და დამიძახებს, ფეხზე წამოდგა ექიმი.
-არ დავლევ, მეც ფეხზე წამოვხტი, ნუ მაიძულებთ.
-ხომ იცით რომ აუცილებელია.
-ხო მაგრამ ჩემთვის არ შეიძლება, ამოვილუღლუღე შეშინებულმა.
-რატომ ?
მივხვდი მისი ხრიკები იყო ჩემს ასალაპარაკებლად და გამეცინა.
-ბატონო ექიმო, საკმაოდ კარგად ვიცნობ ადამიანების ფსიქიკას, არ გაგივათ ეს ხრიკები მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარში ამიყოლიოთ, ამას ადრე მე ვაკეთებდი და ასე რომ.
-ვინ ხართ სინამდვილეში?
-მაკრინე სიხარულიძე, გამომძიებელ-დეექტივი აქ უკვე ყოფილი.
აშკარად არ ელოდა ამას და გაოცებულმა ამათვალიერა, ალბათ მართლაც არ ვგავდი გიჟს, ან ვინ იცის....
-
ანდრონიკემ მანქანა გზიდან გადაიყვანა და საჭეს თავი ჩამოადო,.
-ანდრო, გაუბედავად წამოიწყო ქალმა.
-რა ჯანდაბას აკეთებს შენი ძმა?
-არ ვიცი არა,
-მაკრინე გიჟი არ არის. ამოიოხრა ბიჭმა, ყველაზე მეტად კიდევ ჩვენი უმოქმედობა მაგიჟებს, მარტო ვყვირივართ და რეალურად არავინ ვეხმარებით.
-იქნებ სწორად იქცევა? იქნებ ჰქონდა რამე პრობლემა მართლა?
-გგონია ვერ შეამჩნნევდნენ ბიჭები?
-არ ვიცი რა ვიფიქრო.
-ხვდები რომ ჩემს გამო საკუთარ ძმას დაუპირისპირდი? გაეღიმა ანდროს და ქალს გახედა.
-შენს გამო არა, სიმართლის გამო.
-ოჰ ეს ქალური ხრიკები და თავისდაფასება.
-როდის ბრუნდები? თემის შეცვლა სცადა ლილიმ.
-ზეგ ალბათ. აქ ისეთ აბები ტრიალებს ვატყობ დაბრუნება მაინც მომიწევს, უბრალოდ იქ ჩემი საქმე მაქვს და ესე ვერ დავტოვებ.
-გასაგებია, ჩიდუდღუნა ქალმა.
-მეჩვენება თუ ხასიათი გაგიფუჭდა?
-როდის ვიყავი კარგ ხასიათზე?
-ოხ ლილიანა ლილიანა, გამაცილებ?
-რა ვიცი აბა? იქ ყველა შენი მეგობარი იქნება და მე რა მინდა?
-შენც მეგობარი ხარ, ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ.
-ასე ადვილად უწოდებ ხალხს მეგობრებს? გაწიწმატდა ქალი.
-ვაიმე ლილიანა ,მეგობარი გიწოდე და გაგიჟდი და სხვა რამე რომ გიწოდო ალბათ სულ გააფრენ და მერე შენ მართლა დაგჭირდება ფსიქიატრიული. გადაიხარხარა ბიჭმა.
-სახლში წამიყვანე.
-აბა ყავა დავლიოთო?
-აღარ მინდა ყავა სახლში მინდა.
-კი ბატონო, მაშინვე დასთანხმდა ბიჭი და მანქანა მოაბრუნა.

დილით პალატაში შემმოსულმა მედდამ შემაღვიძა და ხელში პატარა თეთრი აბი ჩამიდო.
-დალიე.
-არ დავლევ, სწრაფად წამოვდექი ფეხზე და აბი უკან ლანგარზე დავაბრუნე.
-ზედმეტები მოგდის, ეხლა სანიტრებს გამოვიძახებ და ძალით დაგალევინებენ.
-ბატონ ალექსანდრესთან მინდა შეხვედრა.
-კიდე რა გინდა? ირონიულად ამათვლიერა მედდამ.
-სანამ ექიმი არ მოვა პირს არაფერს დავაკარებ, გავჯიუტდი და საწოლზე ჩამოვჯექი, ამ ბოლო დროს ფეხზე დიდხანს დგომა მიჭირდა, მუცელი გამუდმებით დაჭიმული მქონდა და ყრუდ მტკიოდა. დიდიხანს ლოდინი არც დამჭიდა, ხუთ წუთში პალატაში ალექსანდრე შემოვიდა.
-რა ხდება ლენა? მიმართა მედდას.
-წამალს არ სვამს ბატონო.
-კარგი დამიტოვე და გადი, მე მივხედავ.
ქალმა უკმაყოფილოდ გადმომხედა, ლანგარი იქვე ტუმბზე დადო და პალატიდან გავიდა.
-როგორ ხარ მაკრინე?
-წამალს არ დავლევ. არც შემიხედია ისე ვთქვი.
-იცი რომ ეხლა გიჟივით იქცევი?
-მართლა? გაოცებულმა ავხედე და გამეღიმა, როგორც მახსოვს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიმყოფები.
-უადგილოა ეგ ირონია, ეს ჩემი ტერიტორიაა მაკრინე, შემიძლია ეხლავე დავუძახო ვისაც საჭიროა და ძალით გადაგაყლაპო ეს აბი, ან უარესი გაგაკავო და ნემსი გაგიკეთო.
-მაგას ვერ გაბედავ.
-რა შემიშლის ხელს? მე ექიმი ვარ შენ პაციენტი და ჩემი მოვალეობაა დაგეხმარო, რატო არ სვამ წამლებს?
-არ შეიძლება ჩემთვის, უცებვე მოვტყდი და მოვიბუზე.
-რატო?
-ორსულად ვარ,
ალექსანდრემ გაკვირვებულმა შემომხედა, ცოტა ხანს მაკვირდებოდა მერე თბილი ღიმილი შეეპარა სახეზე და საკმაოდ რბილი ტონით მომმმართა.
-გასაგებია, ნუ ნერვიულობ დღესვე მოვიწვევ გინეკოლოგს და მხოლოდ მისი მეთვალყურეობით შეგირჩევთ წამლებს.
-მართლა?
-კი მართლა, ოღონდ ხომ გინდა აქედან მალე გახვიდე? ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდე, ნუ ჭირვეულობ და მომიყევი ყველაფერი რაც გაწუხებს.
-გიჟად ჩამთვლი.
ექიმს ხმამაღლა გაეცინა,
-დამიჯერე იმდენნაირ გიჟს შევხვედრილვარ, შენ ვეღარ გამაკვირვებ.
-მაშინ მოემზადეთ ექიმო, წინ ხანგრძლივი საუბარი გველი
ლუკამ საფეხურები აიარა და მიშოს კარზე ზარი დარეკა.რამდენიმე წუთში ზღურბლზე ანასტასია გამოჩნდა, ბიჭმა თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
-სად არიან?
-მისაღებში.
-ყავას დალევ ლუკა? მიაძახა ქალმა სამზარეულოდან.
-რამე უფრო მაგარს ანო, დამიჯერე მჭირდება სევდიანად გაეღიმა ფალიანს და მისაღებში შეაბიჯა.
-რაო, უკვე იმის ღირსიც აღარ ვარ თქვენთან ერთად ვიყო? ირონიულად მიმართა ბიჭებს ლუკამ და მათ წინ სავარძელში ჩაეშვა.
-ჩვენთან ყოფნა არავის დაუშლია შენთვის.
-მადანაშაულებ მიხეილ? ირონიას არ წყვეტდა ფალიანი.
-შენ სრულ ჭკუაზე ხარ? აბა ტაში უნდა დაგიკრათ იმის გამო რაც გააკეთე? ტონს აუწია სანდრომ.
-ეხლა ტ....ი მიაყენეთ ყველამ და მომისმინეთ, იფეთქა ლუკამ. არავისთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებდი, უბრალოდ არ მეგონა, თქვენ ასეთი ახლობლები ჩემთვის ასე თუ მომექცეოდით, შენ ბატონო მიხეილ, რამდენი ხანია მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე ხარ გადასული? ბოლოს როდისს შეამჩნიე, რომ მაკრინეს, ქალს რომელსაც საკუთარ დად უყურებ ცხოვრება აერია? ბოლოს როდის დააკვირდი, რომ სამსახურში ყოველთვის გამოუძინებელი და აგრესიული მოდიოდა?
-ეგ რა შუაშია?
-შუაში კი არა თავშია, კარგი მეგობარი ყოველთვის ხვდება მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის გასაჭირს, მაგრამ არა, შენ მხოლოდ შენი და ანასტასიას წარუმატებელი ქორწინება გქონდა მმოსაგვარებელი. ვერც გაგამტყუნებთ, ცხოვრება პრობლემებითაა სავსე, ეხლა შენ მიპასუხე ბატონო სანდრო, თვქენ იმდენად ხართ გახლეჩილი ამ ცხოვრეაში ისიც ვერ გაარკვიე სოფო გიყვარს თუ ლიზა, შენთანაც იგივე პრობლემა მაქვს, ყურადღებაც არ მიგიქცევიათ მაკრინეს გიჟური საქციელებისთვის.აქედან დასკვნა, მხოლოდ მე შევნიშნე ის საფრთხე რის წინაშეც ჩემი საყვარელი ქალი იდგა გასაგებია? ჩემი შვილის დედა.
-რას ბოდავ ლუკა?
-შენი აზრით ეს ბოდვაა? ფეხზე წამოხტა ლუკა, მიპასუხე მიშო ადვილი საყურებელია შენთვის საყვარელი ქალი შიშში რომ ცხოვრობს? გარდაცვლილ შეყვარებულს რომ ხედავს, ქუჩაში აღარ გადის შიშის გამოო, ცხოვრება არ უხარია? შენი აზრით ეს უმნიშვნელოა მაშინ როცა ამ ქალთან ოჯახი უნდა შევქმნა და საერთო შვილი უდნა გვყავდეს? როგორ უნდა გავიდე სახლიდან,როცა მთელი დღე იმის შიში მექნება რომელიმე საავადმყოფოდან არ დამირეკონ და რამე უბედურება არ მითხრან? ესაა ჩემო კარგებო, მე ჩემი ოჯახისთვის ვიბრძვი მინდა რომ ის ძველი მაკრინე ისევ დაბრუნდეს, ყველანაირი პრობლემის გარეშე და ბოლოს ალბათ კითხვა ,რატო მივმართე ასეთ რადიკალურ ზომებს,?
მაკრინეს გამო,ექიმის გაგებაც არ უნდოდა, არ მომყვებოდა და არ მიჯერებდა, მე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, თვქენსვით ვერ დავჯდებოდი და ვერ დაველოდებოდი თეთრ ბილეთს როდის მისცემდნენ, მე მიყვარს ეგ ქალი და სულ რომ არ მაპატიოს ეს საქციელი, მოვა დრო და მადლობას მეტყვის, მისი შვილის გაზრდის საშუალება რომ მივეცი.და ბოლოს ანდრონიკე შენ მადლობა უნდა გითხრა, ამათგან განსხვავებით ჩემი ქმედება გააპროტესეტე მაინც, მაპატიეთ მეგობრებო მაგრამ ცარიელი სიტყვები საქმეს ვერ უშველის, ეხლა კი წარმატებებს გისურვებთ შენ ანასტასიასთან და დამიჯერე ღმერთს ათასი მადლობა უნდა უთხრა, ეს ქალი რომ გყავს გვერდით და შენ სანდრო რა გითხრა წესით ლიზაზე უკეთეს ადამიანს ვერ ნახავ, მაგრამ სანამ მაგას გაარკვევ დაკარგავ დამიჯერე,..
-რანაირად ბაზრობ ლუკა? შენ რა გვემშვიდობები?
-არა მიშო ბრძოლის ველიდან გაქცევა ჩვევაში არ მაქვს, სამსახურიდან მივდივარ
-რას ამბობ გაგიჟდი?
-ხო გავგიჟდი ალბათ,ხომ ხედავთ აქაც აღარაა ჩემი ადგილ.ი ასე რომ.
-ლუკა გეყოფა ძმობას გაფიცებ, ფეხზე წამოდგა სანდრო
-რატო სანდრიკ? სად გაქრა ის პრეტენზიული ტონი მაკრინეს მიტოვებაში რომ მადანაშაულებდა? ხო და კიდე მაგ ბრალდებას ასე გავცემდი პასუხს, რაც მაკრინე იქაა ერთი ღამეც არ მძინებია სახლში კლინიკასთან ვაღამებ და ვათენებ, მაგრამ რატომღაც იქ არცერთი მინახიხართ, ეს განცხადეებაა და იმედია ხელს მომიწერ,
ფალიანმა თეთრი ფურცელი დააგდო მაგიდაზე და სწრაფად დატოვა ოთახი.
ალექსანდრე ყურადღებით მისმენდა და ჩემს მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას ხარბად იჭერდა. მეც თითქმის ყველაფერი მოვუყევი ქორწილის ღამიდან დაწყებული აქ მოყვანამდე დამთავრებული.
-მდაა რთული ამბავია, ბევრი რამ გადაგიტანია პატარა ქალბატონო და ამის შემდეგ გგონია რომ აქ უსაფუძვლოდ ხარ?
-რა?
-ანუ გგონია, რომ მსხვერპლი ხარ და აქ გამოგკეტეს ხომ ეგრეა?
-ხო ეგრეა.
-ცდები მაკრინე, შენ იმაზე დიდი პრობლემა გაქვს ვიდრე გგონია.
-რას ამბობთ? მე სრულიად ჯანმრთელი ვარ.
-კარგი, მაშინ მითხარი ნორმალურია გარდაცვლილ ქმარს რომ ხედავ? ის თუ გგონია ნორმალური ღამე რომ არ გძინავს და შიშები გტანჯავს?განა ქალს, რომელიც მკვლლებს და ათას უბედურ ხალხს დასდევს, გაღებულმა კარმა ისე უნდა შეაშინოს რომ საკუთარ თავსაც და შვილსაც პრობლემა შეუქმნას?
-ხო მაგრამ.
-არავითარი მაგრამ მაკრინე, დამიჯერე სრულიად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ლუკამ შენი აქ მოყვანის. შენთვითონ თქვი, რომ გთხოვა ექიმთან წაყოლა, მაგრამ უარი უთხარი, ეხლა ერთ შეკითხვას დაგისვმა, მას რომ ქონოდა მსგავსი პრობლემა, მის გადასარჩენად რას იზამდი?
-არ ვიცი,თავი დავხარე ჩემი ცრემლები რომ არ დაენახა.
-მისმინე მაკრინე, ფსიქოლოგიური პრობლემები ადამიანს ერთ დღეეში არ ემართება, ნელ ნელა იჭრება ორგანიზმში და ყველაფერს შხამავს, ადექი ფეხზე.
სწრაფად წამომაყენა და სარკმლიდან გამახედა.
-ამათმაც ასე დაიწყეს და ნელ-ნელა ეტაპობრივად მივიდნენ აქამდე, უბრალოდ ამათ არ გაუმართლათ და არვინ ყავდათ გვერდით, ვინც დროულად დაეხმარებოდა.
-ანუ რისი თქმა გინდათ, რომ ლუკას მადლობა უნდა ვუთხრა? არასოდეს.
-შენს ადგილას ვეტყოდი, მან აი ამ მდგობმარეობას გადაგარჩინა, დავიჯერო ვერ ხვდები რომ ეხლა წინ გაქვს ყველაფერი? შეძლებ საკუარი შვილით დატკბე და ცხოვრება თავიდან დაიწყო ყველანირი შიშის გარეშე და ამაში აუცილებლად დაგეხმარებით.
-არ ვიცი თავში ყველაფერი ამერია.
-რაც არ უნდა იყოს დამიჯერე ანდა მე ნუ დამიჯერებ მითხარი, შენი გული რას ფიქრობს?
-არ ვიცი ავირიე ძალიან, ერთ ნაწილს უნდა რომ აპატიოს ლუკას და მის საქციელს ახსნა მოუძებნოს, მეორე ნაწილს მისი დანახვაც არ სურს.
-გაივლის, ესეც გაივლის მაკრინე და დაიჯერე, მალე სულ სხვა თვალით შეხედავ ამ ყველაფერს.ეხლა მე გავალ და საღამოს ექიმთან ერთად დავბრუნდეი შენ მანამდე კარგად დაფიქრდი.

-ასე გაუშვებ? მიმართა ლიზამ სავარძელში მოკუნტულ ლილიანას.
-რა უფლება მაქვს შევაჩერო? ცრემლები წამოუვიდა ქალს.
-უფლებები არ გჭირდება ადამიანო, შენ შენი უნდა გააკეთო, რა იცი იქნებადა იმასაც აქვს შენს მიმართ გრძნობები?
-კარგი რა გთხოვ, უაზრობაა ეს ყველაფერი ,მისთვის ისეთივე ბავშვი ვარ, როგორც ნებისმიერი ჩემი ასაკის გოგო.
-სიყვარულმა ასაკი არ იცის, ჩაერია ანასტასია და ყავა დაასხა.ამის მაგალითი აგერ გიზივარ.
-მართალი ხარ, თქვენ გაგიმართლათ და ურთიერთობას ალაგებთ, გარდა მაგისაც აბა შემომხედეთ რას ვგავარ? არაფრით გამორჩეული გოგო ვარ, ის კიდე თავის საქმეში ცნობილია იქ, ვიზუალზე რომ არაფერი ვთვათ, რა შანსი უნდა მქონდეს მე, რომ ანდრონიკეს შევუყვარდე? თავი უნდა დავიმცირო უაზროდ.
-ხვდები მაინც რას ამბობ? გაოცებულმა გახედა ლიზამ, რას ერჩი გოგო შენს თავს? ან საიდან მოიტანე რომ მახინჯი ხარ?
-კარგი რა, რეალობას უნდა გაუსწოროს ადამიანმა თვალი, სად მე და სად ანდრონიკე, რომ მივიდე აეროპორტში ხვალ და ვთხოვო დარჩეს რა? ალბათ სიცილით მოკვდება დარწმუნებული ვარ ისეთი ქალები ყავს იქ, მე რომ მათი ფეხის ფრჩხილის ფასიც არ ვარ.
-კარგი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე, გაისმა ოთახში ანდროს ხმა და ყველამ იქით მიატრიალა თავი, შესასვლელში მიშო და ანდრო იდგნენ და სავარაუდოდ მთელ საუბარი მოისმინეს.
-ღმერთო, სახეზე ხელები აიფარა ლილიმ.
-დიდი ხანია მოხვედით? სიტუაციის განხმუხტვა სცადა ანასტასიამ.
-საკმაოდ, თვალი ჩაუკრა ქმარმა და ოდნავ გაეღიმა.
-მე წავალ .ფეხზე წამოდგა ლილიანა.
-ჩვენ წავალთ, ხმა ამოიღო ანდრომ.
-კარგი, ნირწამხდარი მიტრიალდა ლილი და მოსაცმელი აიღო.
ანდრომ მიშოს თვალი ჩაუკრა და აბუზული ქალი წინ გაატარა.
ლილიანამ უხმოდ გამოაღო მანქანის კარი და ისე ჩაჯდა ბიჭისთვის ზედაც არ შეუხედავს. არც ანდრონიკეს მოუკლავს თავი საუბრის დაწყებით, უბრალოდ მანქანა დაძრა.
-სად მივდივართ?
-იქ სადაც მშვიდად საუბარს შევძლებთ.
მგზავრობა ნახევარ საათს გაგრძელდა, ლილის ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა, საოცარ იმედგაცრუებას გრძნობდა საკუთარი თავის მიმართ, პირველად დაემართა ცხოვრებაში, რომ ბიჭი შეუყვარდა და ისიც მისგან გაიგო. ინსტინქტურად აიფარა სახეზე ხელი, რასაც ანდროს სწრაფი რეაქცია მოჰყვ.ა
-ლილ ცუდად ხარ? შეშფოთება დაეტყო ბიჭს ხმაზე/
-არა უბრალოდ მალე მივალთ?
-მოვედით უკვე.
ლილიმ ფანჯრიდან შეათვალიერა დიდი გლავანი და გაკირვებულმა გადახედა,
-ჩემი სახლია, გაუღიმა ბიჭმა, უბრალოდ არ მეგულება ამაზე მყუდრო ადგილი. სადაც საუბარს შევძლებთ.
-მე ვფიქრობ სასაუბრო არც არაფერია,
-წამოდი წამოდი, გამამხნევებლად გაუღიმა ანდრონიკემ და მანქანიდან გადავიდა.

* * * *
დაპირებისამებრ საღამოს ბატონი ალექსანდრე გამოჩნდა ჩემს პალატაში და გამიღიმა.
-აბა თავს როგორ გრძნობ?
-ჩვეულებრივად, უემოციოდ ავიჩეჩე მხრები.
-წამოდი ექიმი მოვიდა, გაგსინჯავს ეხოსაც გაგიკეთებს.
-მართლა? სწრაფად გამოვცოცხლდი და ფეხზე წამოვდექი.
-წამოდი წამოდი, არც ეგეთი მონსტრები არ ვართ, ხომ ხედავ? მეგობრულად გამიღიმა და დერეფანში გამატარა.
ენით ვერ ავღწერ იმ ბედნიერებას, როდესაც ჩემი შვილის გამოსახულება დამანახა ექიმმა და ცრემლები ვერ შევიკავე ,როდესაც გულის ცემა გაისმა ოთახში, რას არ მივცემდი ისიც რომ აქ ყოფილიყო ჩვენს გვერდით.
-ნაყოფი სრულიად ჯანმრთელია და დამაკმაყოფილებლად ვითარდება, გამიღიმა ექიმმა და სალფეთქი მომაწოდა. სქესი იცით ხო?
-არა არ ვიცი, ხმა გამეპარა თითქოს.
-გოგოა,
ბედნიერების ტალღამ კიდევ ერთხელ დაამიარა და სადღაც გულის ყველაზე მიყრუებულ ნაწილში ვაღიარე , რომ ლუკას მადლობელი ვიყავი, ეხლა დანამდვილებით ვიცოდი ყველაფერს გავაკეთებდი იმ პატარასთვის მუცლით რომ ვატარებდი.
-აბა დამშვიდდი? კაბინეტში შემიძღვა ალექსანდერე.
-საუბარი მინდა თქვენთან, იქვე სავარძელში ჩამოვჯექი.
-მოდი ჯერ შენობით და მერე გისმენ, ისიც ჩემს წინ ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა.
-ექიმო რამის გეშინიათ? სრულიად უადგილო კითხვა დავსვი, თუმცა ვფიქრობ მიხვდა, რომ საუბრის დაწყება მიჭირდა და უბრალოდ ამყვა.
-კი მაკრინე მეშინია, სიბნელის.
-მართლა?
-ხო მართლა, დაიმახსოვრე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რამის არ ეშინია, უბრალოდ შენზეა დამოკიდებული რამდენად მისცემ თვს უფლებას შიშმა დაგიმოჩილოს.
-მე მივეცი, თავი დავხარე და ხმა ამიკანკალდა, უკანასკნელი ლაჩარივით დავნებდი, იმდენი სისულელე ვაკეთე,იმდენი შეცდომა დავუშვი.
-კარგია, ცხოვრება სავსეა გამოცდებით ჩემო კარგო და მინდა გითხრა, რომ ყველა ვერ აბარებს უმაღლეს ქულაზე.
-დავღალე, ყველა ის ხალხი დავღალე ჩემი უაზრო ტრაგედიით, იმდენად შევიჭერი მსხვერპლის როლში, რომ მგონი მომეწონა კიდეც.
-იყავი კიდეც მსხვერპლი, წინ წამოიწია ექიმი და გამომცდელად ჩამაჩერდა თვალებში.
-საკუთარი თავის კი ექიმო, ადამიანმა ის არ უნდა აიღო შენს თავზე, რაც არ შეგიძლია, უნდა მეთხოვა დახმარება,მე კიდე რა გავაკეთე? იქნებ და მინდოდა მარტო მე ვყოფილიყავი გმირი? იქნებ სადღაც ჩემმა პატივმოყვარეობამ აჯობა თავის გადარჩენის სურვილს? იქნებ სწორედ ამას შეეწირა ჩემი მეგობრებიც და საყვარელი ადამინიც?
-დანაშაულის აღიარება არასდროსაა გვიანი.
-დროის დაბრუნებაა შეუძლებელი თორე, ცარიელი ბოდიში აღარავის უნდა, იმდენად დაკარგა ფასი ამ სიტყვამ, ჩვენს შემთხვევაში.
-მითხარი მაკრინე რა გტანჯავს, რისი თქმა გინდა?
-ვხედავდი,
-ვის ხედავდი?
-გეგას ვხედავდი, ყველგან იყო ქუჩაში, სახლში, ჩემს სიზმრებში და სარკეშიც კი,გგონიათ ვერ ვხვდებოდი, რომ შველა მჭირდებოდა? უბრალოდ როგორ მეკადრებოდა ამ ამბების მთავარ გმირს დახმარება მეთხოვა? ამასაც მოვერეოდი მე ხომ მაგარი გოგო ვარ. ან როგორი დედა ვიქნები, რომლმაც შვილი გიჟი დედისთვის გაიმეტა?
-შენ გიჟი არ ხარ.
-ლუკა რომ არა, მეც მათსავით ვიქნებოდი, ბაღისკენ გავიშვირე ხელი, მხოლოდ ის მიხვდა ჩემს გასაჭირს, იმის მაგივრად რომ მადლობა მეთქვა ამ სიტუაციაშიც თავი მსხვერპლად გამოვიყვანე.მეშველება რამე? ცრემლები წამსკდა და ავტირდი
-უკვე გეშველა, გამიღიმა ალექსანდრემ და წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა.
-აი ნახავ ესეც გაივლის, ყველაფერი წარსულ ჩაბარდება და მე აუცილებლად მოვალ შენი პატარას ნათლობაზე და შენ და ლუკას ერთად მოგილოცავთ.
-არ მაპატიებს, განა შეიძლება ამდენი რამის პატიება?
-სადაც სიყვარულია, ყოველთვის მოიძებნება გზა გადარჩენისთვის, დაწყნარდი ეხლა დედიკო, ხომ არ გინდა პატარამ ინერვიულოს? წამოდი და დაისვენე, წამლის დალევა არ დაგავიწყდეს საწოლთან გიდესვ. პალატამდე მიმაცილა და შუბლზე მაკოცა.

ანასტასია თვალცრემლიანი დაყურებდა მისი შვილის პირველ ფოტოს და ერთი და იგივეს იმეორებდა გონებაში. "დაავიწყდა და არ მოვიდა" გული მტკივნეულად შეეკუმშა და ფეხზე წამოდგა.
-რა სულელი ხარ ანა, რა სულელი,გგონია ასე ძალით რომ შემოუვარდი სახლში და კარგად გექცევა შეუყვარდი? ზედმეტი ბარგი ხარ ალბათ შენი შვილიანად ამ კაცის ცხოვრებაში.აზრზე კარის ხმამ მოიყვანა სწრაფად გაიქცა აბაზანასი და სახე ჩამოიბანა, არაფრით დაუშვებდა მიშოს ენერვიულა მის ცუდ ხასიათზე.
-ანა სახლში ვარ,
-ხო მოვდივარ, გამოსძახა ანაზანიდან, ღრმად ჩაისუნთქა და გარეთ გამოვიდა.
-კარგად ხარ? რა ფერი გადევს?
-კი ხომ იცი ტოქსიკოზი მაწუხებს, წამოდი გაჭმევ, თავის არიდება სცადა ქალმა, მაგრამ მიშოს არ გამოპარვია მისი დაწითლებული თვალები.
-არ მშია ანა რა მოხდა.
-რა უნდა მომხდარიყო, მიშო რა ითხვები გაქვს?
-ხომ იცი რო ტყუილი არ შეგიძლია, რამე დავაშავე? არასწორად გავაკეთე რამე? უნდა მითხრა ანა არ ვარ მიჩვეული ოჯახობანას თამაშს.
-თამაშს ხო? მწარედ გაეცინა ქალს, შენთვის ეს თამაშია?
-სიტყვებზე ნუ მეკიდები, იცი შენ რაც ვიგულისხმე და ამიხსენი ბოლოსდაბოლოს რა ჯანდაბა გჭირს? ხმას აუწია წიკლაურმა.
-ნუ მიყვირი, არაფერი არ მომხდარა არა, საერთოდ დამანებე თავი.
-ანა მაბრაზებ ეხლა, მკლავში სწვდა მიშო ცოლს და წასვლის საშუალება არ მისცა.
-აჰ მე გაბრაზებ ხო? მე ადამიანი, რომელიც შენს სახლში ქურდივით ცხოვრობს რომ არ შგაწუხოს, შენი ერთი თბილი სიტყვაც კი დებილი ბავშვივით მიხარია.სულ იმის შიში მაქვს ,რომ ერთ დღესაც ვინმე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და უბრალოდ მოგბეზრდება კარგი კაცის როლის თამაში.
-ხვდები რას ამბობ? რას ბოდავ გოგო?
-დაგავიწყდა.
-რა დამავიწყდა?'
-აი ეს. იყვირა ანასტასიამ და ჯიბიდან სურათი ამოიღო, მიშოს ფერი დაეკარგა პირველად იგრძნო რა მაგრად ჩაიჭრა ცოლთან,
-ბევრი საქმე მქონდა, ამოილუღლუღა ნირწამხდარმა.
-არა მიშო დაგავიწყდა.
-ანა გთხოვ.
-კარგი მოვრჩეთ, ბევრი მოვინდომე მაპატიე, ისე ბიჭია და თან ჯანმრთელი, საჭმელი გამოვაწყვე შეგიძლია მიირთვა მე მადა დავკარგე,
მიშომ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო ისე გაქრა სამზარეულიდან.
ანდრონიკემ ყავით სავსე ფინჯანი წინ დაუდო მობუზულ ქალს და მის წინ ჩამოჯდა.
-აბა გისმენ.
-სათქმელი არაფერი მაქვს, წამოენთო ქალი.
-გაქვს, მინდა ის გაიმეორო, რასაც ლიზას ეუბნებოდი.
-არ გავიმეორებ და საერთოდაც გთხოვე რამე? თავს რატო არ მანებებ?
-მაინტერესებს როდის აღმოაჩინე ჩვენს შორის ამხელა სხვაობა? საიდან მოიტანე ეგ სისულელეები?
-კაი კაცო, დავიჯერო შენ ვერ ხედავ?
-ვერა ვერ ვხედავ,შენ წარმოიდგინე და მატერიალისტი არ ვარ,
-მე ეგ არ მიკადრებია.
-შენს თავს აკადრე, საკუთარი თავის ფასი თუ არ იცი სხვა არასდროს დაგაფასებს, კი ბევრად მაგარი გოგოები მყავს იტალიაში, მაგრამ შენნაირი არცერთი და მეორედ აღარ გაბედო მსგავსი საუბარი.
-გეყოფა რა.
-გიყვარვარ?
-რა? პირიი დააღო ქალმა.
-მიპასუხე. დაუღრინა ბიჭმა.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-მიპასუხე ლილიანა.
-ხო შემიყვარდი მერე? თვალები ცრემლებით აევსო ქალს, ძალიან გინდოდა ეს მეღიარებინა? დაისვენე?
-უფ კი სასწაულად, გაეცინა ბიჭს.
-დამცინიხარ? ფეხზე წმაოხტა ლილი.
-დაჯექი ქალბატონო, არ მჩვევია ქალზე დაცინვა.
-უნდა წავიდე.
-ვერსადაც ვერ წახვალ, ჯერ არ დაგვისრულებია როგორც მახსოვს.
-რაღაა სათქმელი? 2 დღეში უკან დაბრუნდები და მეც გადამივლის.
-შენი აზრით ეგრე ადვილია? მაშინ არ გყვარებივარ და ეგაა.
-რატო მტანჯავ რატო? სახეზე ხელები აიფარა ქალმა.
-არ ვიცი ლილი არა, რომ გითხრა მიყვარხარ თქო მოგატყუებ და იცი რატოც, მაგრამ ფაქტია რომ უშენოდ ცუდად ვარ, კი წავალ უკან, მაგრამ მალევე დავბრუნდები, ეს დრო ორივეს გვჭირდება იმის გასარკვევად თუ რა ხდება ჩვენს თავს. დამელოდე კარგი?
-კარგი,
-კაი გოგო ხარ, ანდრო სწრაფად წმაოდგა ფეხზე და აკანკალებული ქალი გულში ჩაიკრა.

დრო სწრაფად მიდიოდა, ყველა შეეგუა თითქოს მის ბედს და ცხოვრებას აუწყო ფეხი.ლიზა გერმანიაში გაფრინდა ყველასგან მალულად, მხოლოდ მე ვიცოდი მისი ნამდვილი ადგილმდებარეობა. ანდროც არ გამოჩენილა ჯერ ჯერობით. ხშირად მოდიოდნენ ბიჭები ჩემს სანახავდ, მაგრამ ყველა შეთქმულივით დუმდა, ლუკაზე არავინ არაფერს ამბობდა, მეც ვერ ვბედავდი მეკითხა. ზუსტად 3 თვე გავიდა კლინიკის ზღურბლს,რომ გადმოვაბიჯე და დღეს მე უკვე თავისუფალი ქალი ვარ, სრულიად ჯანმრთელი და საკმაოდ ბედნიერიც, რადგან ჩემი პატარას ყველა მოძრაობას ვგრძნობ,საოცარი ადრენალინი მაქვს ორგანიზმში და დანამდვილებით ვიცი მე ვარ ადამიანი, რომელმაც წარსულს თავი დააღწია და დღეიდან ახალ ცხოვრებას, ახალი ფურცლიდან იწყებს.
-გვტოვებ ხო? პალატის კარი შემოაღო ალექსანდრემ და გამიცინა.
-აღარაა დრო?
-მომენატრები.
-შემოვიარე ხოლმე,
-აუცილელად.
-მაკრინე,
-გისმენ.
-ეს შენია, თეთრი კონვერტი მომაცეჩა ხელში.
-რა არის?
-წერილია.
-ვისი? სუნთქვა შემეკრა.
-ვფიქრობ ჯობია წაიკითხო, როცა მზად იქნები მაშინ.
-კარგი, ძლივს ჩამოვართვი კონვერტი და იქვე სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი.
გაუბედავად შევათამაშე ხელში კონვერტი და თავი დავხარე, არ ვიყავი დარწმუნებული რომ მინდოდა გამეგო რა ეწერა შიგნით.
ლუკას ისედაც აღარ ვამტყუნებდი,მაგრამ ის რაც შეილება ამ ფურცელზე ყოფილიყო ვიცოდი გამანადგურებდა.ალექსანდრემ ცოტა ხანს მიყურა შედეგ გამამხნევებლად დამადო მხარზე ხელი.
-წაიკითხე მაკრინე,
-როდის? როდის დაგიტოვა?
-აქ რომ მოგიყვანეს იმ საღამოს.
-იცოდი ხო? ყველაფერი იცოდი ჩემს შესახებ. უბრალოდ ელოდებოდი როდის გამოგიტყდებოდი მეთვითონ.
-ეხლა მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია სრულიად ჯანმრთელლი ხარ, 5 თვეში დედა გახდები და ჯერ კიდევ შეგიძლია თავიდან ცხოვრების დაწყება, ყველანაირი წარსულის გარეშე.
-მადლობა ალექსანდრე, რაც ჩემთვის გააკეთე, ერთს გთხოვ კიდევ, რამნედიმე წუთი მომეცი და დედას სთხოვე გარეთ დამელოდოს.
-კარგი, გამიღიმა და ოთახიდან გავიდა
ისევ მარტო დავრჩი საკუთარი პრობლემასთან და შიშთან, სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელში გამოსამშვიდობებელი წერილი მეჭირა,მიუხედავად ამდენი გამარჯვებისა ბოროტებაზე ჩვენ ერთად მაინც ვერ ვიქნებოდით. აკანკალებული ხელით გავხსენი კონვერტი და როგორც კი ნაცნობ კალიგრაფიას შევხედე მაშინვე ამიცრემლიანდა თვალები.
-"გამარჯობა მაკრინე, ბევრად იოლი ყოფილა ფურცელთან საუბარი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე ლუკა ფალიანს ვინმესი შემეშინდებოდა,გიკვირს ხო? რატო პირადად არ გითხარი ის რასაც აქ დავწერ, ვერ შევძლებდი, შენს თვალებში დანახული იმედგაცრუება გამანადგურებდა, ის იმედგაცრუება მე რომ გამოვიწვიე. შეიძლება ეხლა ბრაზობ და ვერ მიგებ რატო მოვიქეცი ესე, მაგრამ დამიჯერე მხოლოდ შენი კარგად ყოფნა მინდოდა და მინდა დღესაც.მაქედან სრულიად ახალი ქალი გამოხვალ წარსულის გარეშე და გთხოვ უკან აღარ მოიხედო. მე ყველაფერი გავაკეთე ,რომ მარტო წინ იყურო და ვინც იმ საშინელ პერიოდს გახსენებს ყველა უკან დავრჩით, ჩემი ჩათვლით. არა არ იფიქრო რომ გტოვებ, ყოველთვის შენთან ვიქნები, მაგრამ არასდროს მოვალ, აღარ მინდა ის ტკივილი გამოვიწვიო, რასაც მწარედ ვებრძოდით ორივე და რაღაც მომენტში გვაჯობა, შენ არა ,მე მაჯობა, მე გამტეხა და ვფიქრობ რომ შენ იმდენად ძლიერი ხარ, მარტოც მოერევი ყველაფერს.ალბათ გაიზარდა ჩვენი პატარა, ბედნიერია შენნაირი დედიკო რომ ეყოლება,უბრალოდ გთხოვ რომ გაიზრდება არ მოუყვე მამიკოს იმ სილაჩრეზე მე რომ დამემართა, არ უთხრა როგორ შეშინდა მამიკო და დედა მთავარ ბრძოლაში მარტო დატოვა. მეშინოდა მაშინ, ძალიან მეშინოდა, რომ ვერ დაგეხმარებოდი, ვერ გიშველიდი და საბოლოოოდ გაგიჟებული ქალი შემრჩებოდა ხელში, მიყვარხარ და მეყვარები მთელი ცხოვრება. ჩემთვის შენს გარდა არასდროს არავინ არსებობდა და არც ამის შემდეგ იარსებებს.გულით გისურვებ ბედნიერებას,წინ იარე მაკრინე და სადღაც ოდესმე აუცილებლად შეგხვდები, მომავალში მაშინ როცა დაგიმსახურებთ, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად და იცოდე ტირილი არ გაბედო, მააგსაც ვერ ავიტან ჩემმა სიტყვებმა რომ აგატიროს,გეყოფა ამდენი ტანჯვა, საკმარისია" მშვიდობით" ლუკა
წერილი ხელიდან გამივარდა. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ასე დაასრულებდა ლუკა ყველაფერს, თუმცა ეხლა ჩემი ჯერი იყო და დარწმუნებული ვიყავი არ მივცემდი ჩემგან წასვლის საშუალებას, სწრაფად წამოვდექი ფეხზე და გარეთ გავედი,კლინიკის შესასვლელთან მოეყარა თავი ყველას,ბედნიერმა გადავკოცნე ჩემი მეგობრები და ანდროს გავხედე.
-როგორ გაბერილხარ, გამიცინა და თმები ამიჩეჩა.
-გახსოვს შენ დაგცინოდი და მგონი გაგასწრებ.
-შენ საპატიო მიზეზი გაქ, გამიცინა და მანქანის კარი გამიღო.

* * * *
ანიმ ძლივს აზიდა დამძიმებული ქუთუთოები და საათს გახედა, ათი ხდებოდა,"დამაგვიანდა" სწრაფად წამოხტა ფეხზზე და აბაზანისკენ გაიქცა. გუშინდელი კამათის შემდეგ, ქმარი თვალით არ უნახავს, მიშომ მისაღებში დაიძინა, კიდევ ერთხელ ეტკინა ანის გული "მნიშვნელოვანი რომ იყო აუცილებლად ეცდებოდა შერიგებას, სხვაგან კი არ დაწვებოდა" გაიფიქრა და სამზარეულოში გავარდა. წესით სახლში უნდა ყოფილიყო,თუმცა მაგიდაზე დატოვებულმა ბარათმა ამცნო, რომ მიშო გვიან დაბრუნდებოდა ან საერთოდ არ მოვიდოდა, მწარედ გაცინა ანის, დღეს ხომ მაკრინეს უშვებდნნე, ალბათ წიკლაურს ეგონა არ იცოდა ანამ ეს ამბავი, არადა ქალი ქმრისგან ელოდა შემოთავაზებას რომ ერთად დახვედროდნენ მეგობარს.
-ყოჩაღ მიშო,
* * *

სანდრო აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ყველა ამჩნევდა, რაც ლიზა წავიდა როგორ აერია ყველაფერი ბიჭს, სოფისთანაც გამუდმებით ჩხუბობდა და ის მხიარული სანდროც სადღაც გაქრა,.
-მოწევა დაიწყე? ალმაცერად გავხედე მეგობარს.
-უი ბოდიში სუნი გაწუხებს? შეწუხად ბიჭი.
-სან გეყო, ხომ იცი კარგად გიცნობ რა გჭირს?
-არაფერი,ეხლა არაა მაგის დრო მთავარია, შენ ხარ კარგად.
-ლიზაზე ფიქრობ ხო?
-საიდან მოიტანე?
-სანდრო გეყოფა, გაბრაზებულმა გავხედე, ესეთები ხართ ეს კაცები, ვერ წყვეტთ ვერაფერს, მერე რომ კარგავთ ხვდებით, რამდენად ძვირფასი რამე დაკარგეთ და იწყებთ უაზრო დარდს, რამდენი ხანი გყავდა თვალწინ? რა გააკეთე მისთვის? რომ მიდიოდა შეაჩერე?
-ვერა, არ ვიყავი დარწმუნებული.
-ეხლა რა შეიცვალა?
-მიყვარს.
-ძალიანაც კარგი, გამეცინა კმაყოფილს და ეშმაკურად გავხედე ჩაფიქრებულ სანდროს, ანტალიაშია.
-რა? გაოცებულმა გამომხედა.
-რაც გაიგე, ანტალიაშია, ზუსტ მისამართს ფურცელზე დაგიწერ.
-და ხარ, სწრაფად მაკოცა ლოყაზე და გულში ჩამიკრა.
-სან, სად არის?
-არ ვიცი მაკრინე, სევდიანმა დამხედა ზემოდან.
-ხომ იცი ტყუილი რომ არ გეხერხება,კარგი იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ, უბრალოდ რომ ნახავ გადაეცი, აუცილებლად ვიპოვი.
თვალი ჩავუკარი და ოთახში შევედი.

* * *

თითქმის თვე გაილია სანამ ჩვეულ ცხოვრებას ავუწყვე ფეხი,ამასობაში გამოზაფხულდა კიდეც, თბილისს გამოცოცხლება დაეტყო და ჩემს ხასიათზეც აისახა. გოგოები გამუდმებით დამცინოდნენ, მგონი მართლა გიჟი ხარ სულ რომ იკრიჭებიო, მაგრამ არა,ნამდვილად მქონდა მიზეზი კარგად ყოფნის ჩემი პატარა ნელ-ნელა იზრდებოდა და სულ მალე ხელში აყვანასაც შევძლებდი, ისიც ვიცოდი ლუკა აუცილებლად დაბრუნდებოდა.
სწრაფად ავიარე საფეხურები და განყოფილების კარი შევაღე, საოცრად მომნატრები აქაურობა,ყველა დიდი სითბოთი შემხვდა და მშვიდობიანად გადარჩენა მომილოცეს,გეზი პირდაპირ მიშოს კაბინეტისკენ ავიღე და დაუკაკუნებლად შვაღე კარი.
-მაკრინე? გაოცებულმა გამომხდეა სანდრომ.
-როგორ ხართ ბიჭებო?
-მშვიდობააა?
-კი მიშო ჩემთან მშვიდობაა. შენ რას აკეთებ აქ?
-ვმუშაობ მაკრინე. რამე მოხდა?
-შენ სულ გაგიჟდი ხო? გაბრაზებულმა მივხურე კარი და წიკლაურს წინ დავუდექი.
-რა დავაშავე?
-დღეს შენი ცოლი დაბადების დღეა.
-რა? ფეხზე წამოდგა წიკლაური, რას ამბობ მაკრინე?
-აბა ამას უყურე, ღმერთო რა საზიზღარი ხარ, მიკვირს ის გოგო რატო გიჩერდება საერთოდ.
-არ ვიცოდი, არასდროს უთქვამს.
-ეხლა ხომ იცი, ფეხზე წამოდგა სანდრო, ჯერ კიდევ გვაქვს დრო რამეს მოვიფიქრებთ.
-მე მოვიფიქრე უკვა, ამაყად გავიჯგიმე და მიშოს მხარზე ხელი დავკარი, მთაწმინდაზე რესტორანი დაგიჯავშნეთ თქვენ ორს,გარდა მაგისა შვებულებაში მიბრძანდები 1 კვირით და ესეც საგზური, მოკიდებ ხელს ანასტასიას და ბაკურიანში დაისვენებთ.
-შენ რომ არ მყავდე რა, სწრაფად მიმიკრა გულზე და თავზე მაკოცა, გავიქეცი მე მაშინ.

* * * *

ლილიანამ ბევრი იცინა გეგმის შესახებ რომ გაიგო და სწრაფად აკრიბა ანასტასიას ნომერი.
-გისმენ ლილ, მოესმა მეორე მხრიდან.
-ანო რას აკეთებ?
-მშვიდობაა? რა ხმა გაქვს.
-შეგიძლია ერთ ადგილას გამომყვე?
-რა მოხდა?
-ანდრონიკე ჩამოსულა და ვიღაც სხვა ქალთან ერთადაა ერთ ადგილას, მინდა ფაქტზე გამოვიჭირო, მაგრამ მარტო ვერ წავალ,გთხოვ წმაომყევი რა
-კი ლილ რათ მინდა თხოვნა ნახევარ საათში გავემზადები.
-კარრგი ანა მოგაკითხავ. ქალმა სწრაფად გათიშა და აფხუკუნებულ მეგობრებს მიუტრიალდა.
-იცოდე ცოტა ტრაგიკულად, არ შეგამჩნიოს რამე.
-ოხ სანდრო სანდრო, შენ რომ იცოდე რა ნიჭი იკარგება საქართველოში
-ოჰ,ხოდა წაბრძანდი იტალიაში შენს უფლისწულთან და გამოავლინე ეგ ნიჭი.
-გეყოთ ეხლა, დასერიოზულდა ლილიანა და გარეთ გავიდა.

* * * *

-დარწმუნებული ხარ? დაეჭვებულმა გახედა ანასტასიამ საჭესთან აცკმუტებულ ქალს.
-კი დარწმუნებული ვარ, მაგრამ მე იქ ვერ შევალ.
-კარგი დაწყნარდი რა გჭირს, აბა აქ რისთვის მოვედით? ხომ უნდა გაიგო ერთხელ და სამუდამოდ რა ხდება?
-მოდი შენ შედი.
-მერე მე რა ვქნა? გაიკვირვა ქალმა, მე ავტეხო პანიკა შენს მაგივრად?
-გთხოვ ანა, უბრალო სიტუაცია დაზვერე, თუ მართლა ანდროა მეც შემოვალ, დამირეკე და.
-კარგი კარგი, ამოიოხრა ქალმა და მაქანიდან გადავიდა.
ფრთხილად აიარა საფეხურები და დარბაზის კარს მიაწვა, შიგნით გამეფებულმა სიჩუმემ კი დააეჭვა ცოტა ,მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და შუა დარბაზში გაჩერდა, ირგვლივ სრული სიბნელე იყო მხოლოდ შუაცენტრში იდგა ერთი მაგიდა ორ კაცზე გაწყობილი. ირგვლივ კი არავინ ჩანდა, ის იყო მოტრიალებას აპირებდა რომ ცხელი სუნთქვა იგრძნო კისერში დაა გააკანკალა.
-დაბადების დღეს გილოცავ ,ჩემო სიცოცხლე, იცნო მიშოს ხმა და რომ არ წაქცეულიყო მამაკაცის ძლიერ ხელს დაეყრდნო.უცებ განათდა დარბაზი და ანასტასიას თვალში მოხვდა ლამაზად მოწყობილი დარბაზი უამრავი ბუშტით და წარწერებით.
-მადლობა, მე მე/
-არაფერი თქვა, გთხოვ მაგიდისკენ გაუძღვა და დაჯდომაში მიეხმარა გაბერილ ცოლს.
ეს ჩვენი საღამოა, იმ ცხოვრების დასაწყისია დღეიდან რომ ვიწყებთ.
-გაუმარჯოს, გაბედულად აიღო ჭიქა ხელში ანამ და მიშოს ჭიქას მიარტყა.


-აჰა ესენიც დავალაგეთ, მხიარულად შემოვკარი ტაში და სანდროს მივუბრუნდი, წავიდეთ სან რას იტყვი? ჩვენი საქმე გავაკეთეთ დანარჩენს მიხედავენ თვითონ.
-ლილი სადაა ნეტა?
-დაანებე თავი, მაგისთვისა მაქვს საჩუქარი.
-რა ხდება?
-ნახავ, მაგრამ შენ მითხარი ანტალიაში როდის მიდიხარ?
-არ ვიცი ჯერ, ამოიოხრა ბიჭმა უნდა კი ჩემი ჩასვლა?
-თუ არ წახვალ ვერ გაიგებ. მე შენს ადგილას გავრისკავდი.
-წავალ, აუცილებლად წავალ,წამოდი სახლში წაგიყვან.
-წამოდი,
-მაგრამ ლილიანა აქ დავტოვოთ? შფოთავდა სანდრო.
-ვაიმე ადამიანო წმაოდი თუ მოდიხარ, ლილიანას ეყოლება სახლში წამომყვანი.
-რას ხლართავ მაკრინე?
-სხვების ბენდიერებაზე ვზრუნავ. ეშმაკურად გამეცინა და მანქანისკენ პირველი წავედი.

* * *
ლილიანამ თვალი შეავლო ბედნიერ წყვილს და მხიარულად დაეშვა კიბეზე, ის იყო მანქანას მიუახლოვდა რომ მასზე მიყუდებული მაღალი სილუეტი დალანდა.
-სხვა ქალთანო ხო? მოესმა საოცრად მონატრებული ხმა და შოკისგან ენა გადაყლაპა.
-შენ?
-ხო მე მე, მოდი ჩემთან,ანდრო რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მონატრებული სხეული ხელებში მოიქცია.


ანიმ თვალცრემლიანმა შეათამაშა შამპანიურით სავსე ბოკალი ხელში და მიშოს გახედა.
-ეხლა რაღა დავაშავე? შეწუხდა ბიჭი.
-არა არაფერი, უბრალოდ თავი სიზმარში მგონია.
-მაპატიე კარგი?
-რისთვის მთხოვ პატიებას?რაში ხარ დამნაშავე შენ? პირიქით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
-მოდი მოვრჩეთ ძველი დროის გახსენებას.ერთი წინადადება მაქვს შენთან.
-გისმენ, გამხიარულდა ქალი.
-არ გამოვირჩევი მაინცდამაინც დიდი რომანტიზმით,არც ტკბილი სიტყვების ფრქვევა შემიძლია,უბრალოდ მართლა ბედნიერი ვარ, შენ რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში, შენ და ეგ პატარა,მიყვარხარ ანასტასია.
-მეც მიყვარხარ მიშო,დიდი ხანია უკვე, ალბათ რაც გაგიცანი მას შემდეგ.
-კარგი, გაეღიმა ბიჭს და ფეხზე წამოდგა,მაგიდას შემოუარა და ანას ფეხებთან დაიჩოქა.
-რას აკეთებ? ხმა აუკანკალდა ქალს.
-ცოლად გამომყვები? გაღიმებულმა ახედა მიშომ და ხავერდის კოლოფი დაუდო წინ.
-ხო, მაგრამ ჩვენ ხომ ისედაც ცოლ-ქმარი ვართ, გაეცინა ანას.
-ეგრე არა,უფლის წინაშე, დადებ ფიცს ჩემთან ერთად?
-რომ გითხრა არა თქო,თავს დამანეებ? ეშმაკურად გაეცინა ქალს.
-არასდროს.
-მაშინ, თანახმა ვარ.
-ჩემი გოგო ხარ, სწრაფად წაიწია ბიჭი წინ და საყვარელი სხეული გულში ჩაიკრა.

* * *

-აქ საიდან გაჩნდი?როგორ არ მითხარი? მაკრინემ იცოდა ხო?
-ამოისუნთქე ლილ და დამაცადე კითხვაზე გიპასუხო.იტალიიდან გავჩნდი, დღეს ჩამოვედი და ჰო მაკრინემ ყველაფერი იცოდა, სწორედ მან მოიფიქრა ყველაფერი.
-ოხხ რძალი მაინც არ იყოს რა.
-დავიჯერო გეწყინა?
-გაგიჯდი ანდრო? რას ბოდავ?უბრალოდ ისეთი მოულოდნელი იყო შენი იქ დანახვა.
-კარგი ხო ისუნთქე რა გჭირს?გაეცინა ანდრონიკეს.
-როდის მიდიხარ უკან?
-შენ გოგო კარგად ხომ ხარ? ეხლა ჩამოვედი და უკვე მაგას მეკითხები?
-კაი ხო დავიბენი რა იყო,ამოიბუზღუნა ქალმა.
-ასე გაბნევ?
-გეყო,სად მივდივართ?
-ყავა დავლიოთ სადმე, საქმე მაქვს შენთან.
-კარგი.გაუღიმა ქალმა და ფანჯარას დაუწია.


სანდრო სასაცილო ამბავს მიყვებოდა მთელლი გზა და მეც გულიანად ვიცინოდი, კარგად ვხვდებოდი ყველა ცდილობდა ჩემს გამხიარულებას,მხარში მედგნენ და ცდილობდნენ ყველაფერი დამევიწყებინა.
მოულოდნელად ჩემი ყურადღება ჩემს ფეხებთან დავარდნილმა დანამ მიიქცია, სწრაფად ავიღე ხელში და ადგილზე მივიყინე, ლუკასი იყო.
-"იცის სადაცაა, გუშინ დილით არ იყო მანქანაში ეს დანა, გამოდის დღეს ერთად იყვნენ"
-სან ეს რა არის?
ბიჭს სახე შეეცვალა და შევატყვე როგორ დაეჭიმა ძარღვები.
-დანაა მაკრინე.
-კაი კაცო მართლა? ვიცი რაცაა და ისიც ვიცი ვის ეკუთვნის.
-ვის ეკუთვნის რას იგონებ?
-გეყოფა სანდრო,ლუკას მე ვუყიდე დაბადების დღეზე.
-გეშლება მაკრინე.
-ეხლა არ გადამრიო, ან სიმართლეს მეტყვი ან არადა ცხოვრებაში ხმა არ გაგცემ ,გასაგებია? პატარა ბავშვები ვართ თუ რა ხდება? რას მეთამაშები? გელოდები სანდრო.
-მომკლავს მაკრინე.
-რა მნიშვნელობა აქვს მე მოგკლავ თუ ის? გელოდები სად არის?
-აქააა.
-სად აქ?მანქანაში? ირონიულად მიმოვიხედე ირგვლივ.
-დაანებე რა თავი და გამოჩნდება როცა დრო მოვა.
-ეგ დრო როდის მოვა? მე რომ აღარ მივიღებ მაშინ? შენი აზრით ამ პერიოდს რომ მარტო გავივლი მერე მჭირდება რამეში?
-წყნეთშია.
-ასე ახლოს ჩემთან და ერთხელაც არ გამოჩნდა, რა გულმა გაუძლო?
-არც ისაა კარგ დღეში.
-როგორ ბედავ საერთოდ? ჩემთან მაგის ცუდად ყოფნაზე საუბარს,ჩემზე ცუდად არამგონია იყოს.წამიყვანე.
-გთხოვ ეხლა დაწყნარდი და ხვალ წაგიყვან.
-არა ეხლა წამიყვან და დამტოვებ იქ.
-გაგიჟდი ხო? კარგი წაგიყვან,მაგრამ დაგელოდები.
-არ მინდა დალოდება,ვფიქრობ ბევრი გვაქ სალაპარაკო.
-კარგი კარგი,ამოიოხრა ბიჭმა და მანქანა მკვეთრად მოატრიალა.

* * * *
სანდრომ მანქანა კარებთან გააჩერა და სანამ გადავიდოდი ხელი მომკიდა.
-მაკრინე დარწმუნებული ხარ, რომ მარტო გინდა შესვლა?
-რა გჭირთ ხალხო? ეს ლუკაა, თქვენი მეგობარი და ჩემი საყვარელი ადამიანი, ნუთუ გგონია რომ რამეს დაგვიშავებს?
-დამპირდი რომ არ ინერვიულებ არაფერზე და მოხარული ვიქნები თუ დილით კარგ ამბავს გამაგებინებთ.
-ვნახოთ ვნახოთ,
-ყველაზე მაგარი და ძლიერი გოგო ხარ ამ ქვეყნად.
-მადლობა სან,
ფრთხილად შვაღე კარები და ეზოში შევედი. სახლიდან სინათლე გამოდიოდა,ნერვიულობისგან ხელები ამიკანკალდა, თუმცა უკან დახევას არ ვაპირებდი. თითქოს პატარამაც იგრნო მამიკოსთან შეხვედრა და გაინძრა.ფრთხილად მივაკაკუნე კარზე თუმცა არავინ გამიღო, სახელურს დავწვდი და კარი შევაღე,ჩუმად გავიარე დერეფანი და საიდანაც შუქი მოდიდოა იქით ავიღე გეზი.ლუკა ჩემგან ზურგშექცევით იჯდა სავარძელზე და ბუხარში აგიზგიზებულ ცეცლს უყურებდა, ზურგიდანაც კი მივხვდი, როგორ შეცვლილიყო,ბოლო ძალა მოვიკრიბე და ოთახში შევედი, ფეხის ხმაზე მოიხედა და დამეფიცება არასდროს მინახავს ასეთი გაოცებული თვალები.
-მაკრინე?
-რა გჭირს ლუკა? ჩემ წინ სულ სხვა ადამიანი იჯდა, თითქოს ერთიანად მოტყდაო,წვერი ქონდა მოშვებული და რაც მთავარია და რაც მე ყველაზე მეტად მიყვარდა თვალებში სხივი ქონდა ჩამქვრალი.
-აქ როგორ გაჩნდი? რანაირად მოხვედი?
-აბა შენ არ გეყო გამბედაობა ჩემთან მოსასვლელად და ხომ გაგიგია თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან.
-მერე? უემოციო სახით გამომხედა.
-მერე? იმ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ ამ კითხვას დასვამ?
-კითხვა უამრავია,პასუხი არა რის მაკრინე.
-ფაქტი ერთია მე აქ ვარ და.
-და რა? დავივიწყოთ ყველაფერი და ბედნიერი ოჯახივით ვიცხოვროთ?
-ხარ საერთოდ სრულ ჭკუაზე? ტონს ავუწიე და მის წინ გავჩერდი, რას გავხარ ადამიანო? რა უქენი იმ ლუკას მე რომ მიყვარდა?
-მოვკალი, გაეცინა და ისევ სავარძელზე ჩამოჯდა.
-ზურგს ნუ მაქცევ, როცა გელაპარაკები.
-აი ეს მომწონს ისევ ის მაკრინე ხარ.
-სამაგიეროდ შენში შევცდი მაგრად, მე მეგონა კაცი იყავი, ძლიერი კაცი, რომელიც მის ოჯახს არავის დააჩაგვრინებდა, ეხლა კიდე აქ ვდგევარ ყველაფერს გპატიობ და იმის მაგივრად რომ ბოდიშს შენგან ველოდე მე გეხვეწები, რომ უბრალოდ დამელაპარაკო.
-ხოდა ნუ მეხვეწები მაკრინე,.
-ასე გინდა დავამთავროთ? აბა ის სიტყვები წერილში ყველაფერი ტყუილია?
-მაკრინე მაკრინე, ხომ ხედავ რას ვგავარ? მახსოვს იმ წერილში ისიც ეწერა, როცა დაგიმსახურებთ მაშინ დავბრუნდები თქო.
-და გგონია მე მანამდე სანამ შენ აქ საკუთარ თავს ებრძვი, დაგელოდები?რას მიბრძანებ შენი დაბრუნებისთვის ჩურჩხელებიც ხომ არ ამოგივლო?
-არ გიხდება ეგ სარკაზმი და ირონია.
-შენ კიდე მსხვერპლის როლში ყოფნა არ გიხდება, ვუყვირე წყობიდან გამოსულმა.თუ ვინმეა მსხვერპლი ამ ყველაფერში ეს მე ვარ, მე გამოვიარე ჯოჯოხეთი,მე გავაკეთე არჩევანი საყვარელ ადამიანსა და საძულვევ კაცს შორის, მარტომ ვიბრძოლე ყველას კეთილდღეობისვის, სხვათაშორის არც ის გამოგრჩეს, კაცმა რომლის შვილსაც მუცლით ვატარებ და რომლის ცოლიც უნდა გავმხდარიყავი სულ რაღაც 1 თვის წინ საგიჟეში გამომკეტა, შენი აზრით ჩვენს შორის ვინ უფრო დაზარალებულია? ვინ უნდა იყოს დეპრესიაში?
-მორჩი?
-რა?
-თუ მორჩი მაშინ წადი.
-მაგდებ? გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
-აქ არაა შენი ადგილია, მძიმედ ამოისუნთქა და თავზე ხელები შემოიწყო.
-როგორ შეძელი ლუკას მოკვლა, როგორ? ხმა ამკანკალდა და მის წინ მუხლებზე დავეშვი, გაუბედავად წავიღე ხელი და თმაზე გადავუსვი, შევატყვე შეკრთა მაგრამ არ ამოუხედია..
-გთხოვ, გემუდარები ნუ გამაგდებ, დავივიწყოთ ყველაფერი და უბრალოდ წინ ვიყუროთ. წარსულის გარეშე. ხომ მთხოვე სულ წინ იყურეო ხოდა მინდა შენტან ერთად ვიყურო, მინდა ჩვენს გოგონას მამიკოს გმირობაზე მოვუყვეთ ერთად,ვუამბოთ როგორ გადაარჩინე მისი დედიკო უამრავჯერ სიკვდილს, როგორ დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი და როგორ გიყვარს დღემდე, ამასაც მოვერევით ლუკა, ესეც გაივლის ოღონდ გთხოვ.გვეყოფა ბედის წინააღმდეგ ბრძოლა დავნებდეთ.
-გოგოა? გაღიმებულმა ამომხედა და ერთიანად გამათბო.
-გოგოა, გავუღიმე და წვერიან სახეზე ხელი ჩამოვუსვი.
-როგორ ხარ?
-კარგად, ნერვიულად გამეცინა და ფეხზე წმაოვდექი.
-გასუქებულხარ.
-კომპლიმენტად მივიღებ,გავუღიმე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
-აქ როგორ მომაგენი?
-სანდროს მანქანაში შენი დანა ვიპოვე და ვაიძულე ეთქვა.
-ხო შენ მაგას ვერ მოახერხებდი, გაეცინა ლუკას.
-კარგად გცნობივარ ფალიანო.
-შეძლებ დავიწყებას? ისევ მოიქუფრა ლუკა.
-რის დავიწყებას? უდარდელად ავიჩჩე მხრები.
-წარსულის.
-მე წარსული არ მაქვს ლუკა, ჩემი ცხოვრება ამ დღიდან და წყნეთიდან იწყება, შენზეა დამოკიდებული იქნები ჩემთან ერთად ახალ ცხოვრებაში თუ უშენოდ მომიწევს გზის გაგრძელება, მაგრამ ისიც მინდა იცოდე, რომ თუ წინ წავედი უკან აღარ მოგიხედავ და დამიჯერე ვერასროს დაბრუნდები ჩემთან.
-ეს მუქარაა?
-გაფრხილება,გამეღიმა და თვალებში შევხედე.
-ჩაის დალევ? საუბრის თემა შეცვალა უცებ.
-აღარ მაგდებ?
-წახვალ რო?
-თუ გინდა წავალ, საკმაოდ თავისუფლად ვსაუბრობდი.
-მაშინ წადი, უდარდელად აიჩეჩა მხრები ფალიანმა.
-კარგი ლუკა, ნელა წმაოვდექი ფეხზე და სწრაფად გავვარდი გარეთ, ეზოს ნახევარი არ მქონდა გავლილი რომ მისმა ხმამ ადგილზე გამაშეშა.
-ესეც პირველი ჩხუბი ჩვენი ახალი ცხოვრების დასაწყისში.
-რა? გაოცებულმა გამოვხედე, ის კი კარის ჩარჩოზე მიყრდობილიყო და იცინოდა,მისი ხაასიათი მეც გადმომედო და სიცილი ამიტყდა, ვინმე რომ დავენახეთ ალბათ მართლა გიჟებად ჩაგვთვლიდა.
-ცოლად გამომყვები? დამიყვირა ლუკამ.
-ალბათ,დავუბრუნე პასუხი და კიდევ ერთხელ ვიგრძენი, როგორ გაფართხალდა ჩვენი პატარა მუცელში ალბათ სიარულისგან..

ანდრომ მანქანა გააჩერა და ლილის გახედა, ქალს არ მოეწონა ბიჭის დაბნეული სახე.
-რა ხდება ანდრო?
-სერიოზული საქმე მაქვს შენთან.
-ნუ მაშინებ გისმენ.
-მოკლედ ასე ძალიან მიჭირს ლილ, იქ უშენობა მტანჯავს და ვერაფერს ვაბამ თავს.
-მერე?
-ძალიან სერიოზულ კონტრაქტს ვაწერ ხელს, მთელი ჩემი ძალა და დრო იმ საქმეს დასჭირდება ხო ხვდები რას ვამბობ?
-ვერა ვერ ვხვდები, იქნებ უკეთესად ამიხსნა.
-მინდა რომ ცოლად გამომყვე და ერთად დავბრუნდეთ იტალიაში.
-ანუ ხელს მთხოვ? უბრალოდ ასე პირდაპირ მეუბნები და მორჩა?დაგიგეგმია ყველაფერი.
-ვერ გავიგე?რატო გამიბრაზდი?
-გაგიჟდი? იქნებ მოხვიდე დ მკითხო მე რას ვფიქრობ ამ ყველაფერზე? გადაგიწყვეტია უკვე კონტრაქტზე ხელის მოწერა და აქ რისთვის ხარ? ჩემი თანხმობა გჭირდება გაშვებაზე?
-არ მისმენ ხო? გაშვება არაფერ შუაშია მე შენთან ერთად მინდა წასვლა.
-მე არ მინდა.
-ვერ მიგიხვდი?
-ასე იოლად ვერ წმაოგყვები, რატო არ გესმის? მე აქ ჩემი ცხოვრება მაქვს, ვსწავლობ ბოლობოლო.
-საუკეთესო უნივერისტეტს დაამთავრებ იქ.
-ეგეც გადაგიწყვეტია.
-ლილიანა ხვდები მაინც რაზე ჭედავ? უკეთესს ცხოვრებას გთავაზობ ჩემთან ერთად, რას ითხოვ ჩემგან?
-აქ გადმოდი.
-ხვდები რას ამბობ? იქ მაქვს აწყობილი საქმე აქ რომ გადმოვიდე რა ვაკეთო?
-მამაჩემი.
-აბა მანდ გაჩუმდი, იყვირა ანდრომ ცუდად გცნობივარ ქალბატონო ,გგონია ყველაფერზე უარს ვიტყვი და აქ ჩამოვალ მამაშენის სარჩენს გავიხდი თავს? კი მართალი ხარ შეიძლება მაგაზე ვინმე შენი ტოლა დაგთანხმდეს ვისაც არაფერი მიუღწევია ამ ცხოვრებაში, მე არა ლილიანაა თუ გინდა ჩემთან ცხოვრება წამომყვები თუ არადა აქვე ვამთავრებთ.
-არ გესმის ჩემი, ცრემლები წამოუვიდა ქალს.
-შენი აზრი, რომ არ მაინტერესებდეს ათასობით კილომეტრს არ გადმოვიფრენდი და შენთან არ მოვიდოდი,ყველაფრის მიტოვებას მთხოვ, როცა თვითონ არაფერს თმობ, მართლა პატარა ბავშვივით ხარ და ამის შემდეგ რაღაზე მელაპარაკები?
-ანდრო დავიჯერო არ გესმის რას გეუბნები? არ მინდა საქართველოდან წასვლა არაა.
-გავიგე, გაეღიმა ბიჭს. იმაზე კარგად ამიხსენი ვიდრე საჭირო იყო,მაპატიე მაგრამ აქ ვამთავრებთ.მე ხვალ საღამოს უკან ვბრუნდები და აქეთ აღარ ჩამოვალ.
-ანდრო გთხოვ.
-მაპატიე ლილ ასე ვერ გავუძლებ წავედით.
ნერვიულად დაკრა საჭეს ხელი ანდრონიკემ და მანქანა დაძრა.


* * *

ლუკამ თბილი პლედი მომაფარა მხრებზე და ჩემს გვერდით სავარძლში ჩაეშვა.
-მორჩა?გვერდულად გავხედე.
-მორჩა, გამიცინა ფალიანმა და გულზე მიმიხუტა,ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ.
-ვიცი,ლუკა რაღაც უნდა გითხრა,მაპატიე ყველაფერი კარგი?
-ორივემ ბევრი ვატკინეთ ერთმანეთს მაკრინე, ჩემი ბოდიშიც უნდა მიიიღო და მორჩეს ეს ყველაფერი.
-წარსულის გარეშე,
-ნამდვილად,ფიქრითაც არ მინდა იმ დროის გახსენება,
-როდის დავბრუნდეთ? თემა შევცვალე.
-ხვალ დილით წავიდეთ, იქაც ბევრი საქმე გვაქვს.
-ოღონდ ჯერ ადამიანს დაემსგავსე.
-რაო? გადაიხარხარა ფალიანმა, ეს რა მესმის? აბა ეხლა რას ვგავარ?
-მართალი კითხვაა, რას გავხარ ლუკა? ეს წვერი რაღა უბედურებაა? ან საჭმელს ჭამდი საერთოდ?
-ეს ყველაფერი გამოსწორებადია მაკრინე, მთავარია შენ ხარ ჩემთან,
-წადი ეხლა და ეგ წვერი გაიპარსე, მე მასე ვერ დავწვები შენთან,
-ოჰ რა ბილწი აზროვნება გაქვს ქალბატონო.
-უზრდელო ეგ არ მიგულისმხია. ხელი მივარტყი მუცელზე.
-მე არ ვიცი შენ რა იგულისხმე ,მაგრამ ძალიან კი მომენატრე.ისადა კარგად მოსუქებულხარ, დაგმრგვალებია რაღაც-რაღაცეები.
-ლუკა გეყო,მშია.
-ოხ ეს თემის გადატანები კარგად დაგიმუღამებია,
-მართლა მშია,გვაქვს რამე ოჯახში?
-კარგად თქვი,ოჯახში. გამიცინა ლუკამ და სწრაფად ამიტაცა ხელში.
-რას აკეთებ? შევკივლე უცებ,ხომ გითხარი მშია თქო.
-მელას რაც ენატრებოდა ის ესიზმრებოდაო შენზეა ნათქვამი, სამზარეულოში მიმყახარ ქალბატონო,
-არ ვიტყოდი უარს ასე ვიყო მთელი ცხოვრება.
-აბა მე მკითხე?მსუქანო.
-ლუკა იუმორში ივარჯიშე? ეჭვის თვალით გავხედე .
-რა მქონდა მეტი საქმე?
ფალიანმა სამზარეულოში სკამზე ჩამომსვა და მაცივრის კარი გამოაღო.

* * * *

ანასტასიამ გაჭირვებით გაახილა თვალები და მის მუცელზე მოხვეულ ხელს დახედა, მაშინვე ამოუტივტივდა კადრებად წინა ღამის ფრაგმენტები და სირცხვილისგან ერთიანად გაწითლდა,ფრთხილად გამოძვრა საწოლიდან და შიშველ სხეულზე ზეწარი მოიხვია.
-სად მიდიხარ? მოესმა მიშოს ხმა და ადგილზე შეხტა.
-მე მე.
-ცუდად ხარ? ფეხზე წამოხტა წიკლაური.
-არა უბრალოდ აბაზანაში მინდა შესვლა.
-ანა რა გჭიირს? შემომხედე.
-მოვალ მალე,თავის დახსნა სცადა ქალმა.
-მოიცა მოიცა შენ რა გრცხვენია?არ გადამრიო ეხლა ამხელა გოგომ არ იცი ცოლ-ქმარს შორის ეგ რომ ხდება?
-ხო მე უბრალოდ.
-თან პირველად ხომ არ ვიყავით ერთად?
-მაშინ არაფერი გვახსოვდა და მე, დაიბნა ქალი.
-მართალი ხარ, მაშინ ვერ მოვასწარი შენი სხეულის ასე კარგად დათვალიერება,
-მიშო გთხოვ, გაწითლდა ქალი.
-ვაიმე რა ბავშვი ხარ, გაეცინა მიშოს,მოდი ეხლა იცი რა ვქნათ?
-რა? თვალები გაუფართოვდა ანას.
-ერთად ვიბანაოთ.
-არა,უკან დაიხია ქალმა და ზეწარი უფრო მჭიდროდ მოიხვია ტანზე.
-ეს რა შარში ვარ,კაი მიდი,ხელები ასწია მიშომ და საწოლში დაბრუნდა.
არც ახსოვდა წიკლაურს მის ცხოვრებაში ამაზე ბედნიერი დილა როდის გათენდა, იმდენად გრძნობდა პეპლებს მთელ სხეულში, რომ სუნთქვაც კი ეკვროდა,მის სმენას წყლის ხმა მისწვადა და სწრაფად წამოდგა ფეხზე, ანას უბრალოდ არ ახსოვდა, რომ მიშოს ოთახში მყოფი აბაზანის კარი არ იკეტებოდა.ფრთხილად შეაღო კარი და დუშის გვეშ მდგომ ცოლს გახედა,მზერა გააყოლა და მის ოდნავ გამობერილ მუცელს მიაშტერდა, მეორედ იგრძნო ბედნიერების ტალღამ როგორ დაარტყა და სწრაფად დაიძრა ქალისკენ.

* * * *

ლიზამ წიგნის კითხვა დაასრულა და ფეხზე წამოდგა,გაუსაძლისად ცხელოდა ანტალიაში,აივნის კარი სწრაფად გამოხსნა და გარეთ პუფში ჩაეშვა,მყუდროება კარზე ზარის ხმამ დაურღვია.
"ალბათ წამლები მომიტანეს" სწრაფად წამოხტა ფეხზე და ნომის კარი ფართოდ გამოაღო.
-მობრძანდით, ეხლავე ფულს მოვძენდი,არც შეუხედია კართან მდგომისთვის ისე დაუწყო ფულს ძებნა,აზრზე ნაცნობმა სურნელმა მოიყვანა და ადგილზე გაიყინა.
-გამარჯობა ლიზა.
-შენ აქ საიდან? ხმა აუკანკალდა ქალს.
-შენთან მოვედი, გაეღიმა სანდროს.
-როგორ მომაგენი?
-კარგად ვერ დაიმალე აშკარად, ან უბრალოდ გინდოდა მმეპოვნე.
-გთხოვ სანდრო რა, მობეზრებულმა აიქნია ხელი და აივანზე გავიდა, ბიჭის უკან მიჰყვა.
-ლიზა უნდა ვისაუბროთ.
-მე ვფიქრობ არაფერია სასაუბრო,ოღონდ იმას ნუ მეტყი, რომ როგორც კი შენს სიახლოვეს ვეღარ დამიგულე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე მერე მიხვდი რომ გიყვარვარ.
-რაღაც მაგდაგვარი, მართლა მიყვარხარ ლიზა დაუჯერებელია? ყოველთვისაც მიყვარდი უბრალოდ გვიან მივხვდი.
-მეღადავები? ფარული კამერაა?რა გინდა საერთოდ.
-შენ მინდიხარ.
-წადი ეხლავე გაეთრიე აქედან, იყვირა ლიზამ და ბიჭს უბიძგა.
-რამდენიც არ უნდა იყვირო მაინც ჩემი ხარ და ეს შენ კარგად იცი,ეხლა წავალ დამშვიდებას გაცდი,მაგრამ აქვე ვარ იცოდე შენს პირდაპირ და აქედან აუცილებლად ერთად წავალთ საქართველოში საყვარელო.
ბოლო სიტყვას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სანდრომ და ოთახიდან გავიდა.
-ღმერთო ძალა მომეცი, გულზე ხელი მიიდო ლიზამ და უნებურად ჩაეღიმა. როგორ მომნატრებიხარ, წამოსცდა გაუაზრებლად.
-მეც, სულ ახლოს დაიჩურჩულა სანდრომ და სანამ ქალი აზრზე მოვიდოდა მანამდე დააცხრა ტუჩებზე.

* * *

ხუთმა თვემ წამებში გაიფრინა, ყველას ცხოვრება დალაგდა რაღაც დოზით,მე და ანასტასია უკვე მეცხრე თვეში ვართ და სიარულის მაგივრად დავგორავთ,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ლიზა და სანდროც ერთად არიან, ხშირად კამათობენ, მაგრამ სადაც ნამდვილი სიყვარულია ყველაფერი გვარდება.ისევ ისე ერთ დიდი ოჯახად ვცხოვრობთ, ლუკას თქმმის არ იყოს წარსულის გარეშე,მხოლოდ წინ ვიყურებით და უკეთესისი იმედით ვახელთ თვალს.დღესაც ყველანი ჩემთან არიან შეკრებილები და ჩვეული იუმორით ვირთობთ თავს.
-ლილ რა გჭირს? გახედა ლუკამ დას, ამ ბოლო დროს არ მომწონხარ..
-არაფერი, ნაძალადევად გაიღიმა ქალმა და ჭიქას დახედა
-ანდრონიკე ჩამოვიდა,ხმაა ამოიღო მიშომ და ლუკას რაღაც ანიშნა.
-მართლა?დიდი ხნით? თამაშში აყვა ფალიანიც.
-არა ბიჭო 29 თებერვალს უკან მიდის.
-უფ სამი დღით სულ?
უცებ ზარის ხმა გაისმა,მიშო სწრაფად წმაოდგა ფეხზე.
-აჰა ძაღლი ახსენეო და გამოჩნდა. ლილის ფერი დაეკარგა და ცრემლიანი თვალებით გადმომხედა.
-ლილ დაწყნარდი,წინ წავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
ადროს გამოჩენამ დიდი მხიარულება გამოიწვია,
-რა გაბერილები ხართ და რა მსუქნები, გაეცინა ანდროს.
-მოვკლავ ეხლა ამას,თვალები აატრიალა ანიმ .ვინაა მსუქანი შე მართლა გორილა?
-შენი ცოლი აგრესიულია მიხეილ,მხარზე ხელი დაკრა მიშოს და აკივლებლი ქალი გულში ჩაიკრა, კულტურულად არ იმჩნევდა ლილიანას ყოფნას ოთახში.
სასმელმა თავისი ქნა და მალევე აირია მონასტერი,
-მოდი ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი, ფეხზე წამობოდიალდა სანდრო და ყველა გაჩუმდა.არ მინდა ეს ბანალური, ერთად ყოფნის ან სიყვარულის სადღერგრძელოები.
-აბა რას აბობ შე კაცო, გაეცინა ლუკას.
-ჩაკვდი შენ მანდ, რასაც ეხლა ვიტყვი ზუსტად შენზეა,მოდი ამ ჭიქით ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს გაუმარჯოს,ისინი რომ არა ვერასდროს მიხვვდებოდით რა არის სწორი და რა არა,პირადად მე ბვერჯერ შემეშალა, მაგრამ ყვლაფერს მოვერიე ხოდა ამას გაუმარჯოს ზუსტად.
-უცნაური ნათქვამია მაგრამ გაუმარჯოს, ჭიქა სწრაფად გამოცალა ანდრონიკემ.
ლილი ფეხზე წამოდგა და მიშოს ჭიქა გაუწოდა.
-დამისხი.
-ეხლავე, მაშინვე დასერიოზულდა ბიჭი და ჭიქა სითხით შეუვსო.
-უკვე მერამდენედ რაღაც შემეშალა,
ღმერთო,მერამდენედ გთხოვო პატიება,
ყოველ შეცოდების და ამ ტკივილების,
გონებას არ ძალუძს გულში მოძიება.

უკვე მერამდენედ სული გავაშიშვლე
მარწუხს გაუწურავს რწმენა სახვალიო,
ღმერთო,როგორ გთხოვო ისევ პატიება,
როგორ მოვახერხო დარდმა არ დამძლიოს.

უკვე მერამდენედ "ვხედნი" საკუთარ "მეს",
თურმე შეცდომებზე სწავლა რა რთულია,
როცა ძლიერ გინდა რაღაც დაივიწყო,
ღმერთთან დაჩოქება,ცრემლის ღვრა გწყურია.

უკვე მერამდენედ უნდა მაპატიო,
ვიგრძნო ,რომ ჩემთან ხარ,დავთრი ამერია,
როცა ვერ ვიყუჩებ ჩემში სინდის-ნამუსს,
ანაზდად იღვიძებს გიჟი აგრესია.

უკვე მერამდენედ უნდა დავიღალო,
იმედს მომავლისას რწმენა დაელია,
ღმერთო,კიდევ ერთხელ სული გამიყუჩე,
შენამდე ღირსეულად მოსვლა რა ძნელია
სულმოუთქმელად ჩაამთავრა ლექსი და დამეფიცება ყველა გაიყინა ოთახში. მეეჭვება სუნთქავდა რომელიმე? ვიგრძენი მე ყველაზე მეტად ვიგრძენი იმ წუთას რა სტკიოდა ლილიანას. მის აკანკალებულ ხელებსაც ყველაზე მეტად ვხედავდი, მის დაჭიმულ სხეულსაც და იმ მზერასაც ყველაფერს რომ სთხოვდა ანდრონიკეს ერთი შეხედვის ფასად, თუმცა ბიჭს არცერთხელ შეუხედავს თავდახრილი იჯდა და ჭიქას აწვალებდა თუმცა ჩემს მზერას არც მისი აკანკალებული მხრები გამოპარვია.
ლილიანა მოწყვეტით დაეშვა სკამზე და სევდიანად გამიღიმა,სწრაფად მოვხვიე ხელი და გულზე მივიხუტე.
-გიგირძვნია ხო იცი,გასაოცარი ლექსი იყო, სიტუაციის განმუხტვა სცადა მიშომ და ღვინო დალია.
-სამწუხაროა მარტო ლექსში რომ გრძნობს ზოგიერთი სიყვარულს.წავედი მე, ჩაილაპარაკა ანდრომ და ოთახიდან სწრაფად გავარდა,
-გაუვლის და აუცილებლად გაპატიებს,გაამხნევა სანდრომ და ძმაკაცს მიყვა.
-არ მაპატიებს არასდროს, ამოიოხრა ლილიმ.
-ასე დანებდები? ისე გაუშვებ არც დაელაპრაკები?
-უკვე გავუშვი ან,ჩემი უარით უკვე დავკარგე.
-ცდად ხომ ღირს?
-ღირდა ალბათ,მეც წავალ საქმეები მაქვს, ხელი ჩაიქნია ქალმა და სწრაფად გაუჩინარდა.

* * *

ლუკა აივანზე პუფში იჯდა და ღამის თბილისს უყურებდა.
-ცივა ხო?
-მაკრინე? ცუდად ხარ?
-დაწყნარდი კარგად ვარ,რატო არ გძინავს?
-შენ? კითხვა შემომიბრუნა ფალიანმა.
-რა გჭირს ლუკა?
-ასე მეტყობა?
-როდის უნდა დაელაპარაკო?
-ხომ ხედავ როგორ გამირბის? არ უნდა ჩემი დანახვაც კი.
-ხოდა აიძულე მოგისმინოს, მას ყველაზე მეტად სჭირდები ეხლა რთული პერიოდი აქვს.
-როცა ვჭირდებოდი სწორედ მაშინ მივატოვე,
-ხოდა მიდი და ბოდიში მოუხადე ყველაფრისთვის, არ არსებობს რომ არ გაპატიოს ლილის ძალიან უყვარხარ და დარწმუნებული ვარ შენგან ელოდება პირველ ნაბიჯს.
-რომ არ მაპატიოს?
-კიდევ ცდი, იქამდე სანამ ისევ ისეთი ურთიერთობა არ გექნებათ როგორც ადრე,ის პატარაა ლუკა სხვანაირად უყურებს ცხოვრებას.
-პატარა დიდი გრძნობებით ხო?
-აბა ეხლა? იცოდე მაგ საკითხზე არაფერი უთხრა.
-ყოველთვის მგონა რომ მის რჩეულს ვერ ავიტანდი, ჩემდა გასაკვირად კი ანდრონიკე მომწონს კიდეც.
-რა სჭირს ვინმეს დასაწუნი?
-შენ რომ არ მყავდე, ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა ფალიანმა.
-მაგას ვერ ეღირსები,.
-თანახმა ვარ, ნუთუ ამდენი უნდა გვეტანჯა ბედნიერები რომ ვყოფილიყავით?
-ხომ იცი იოლად არაფერი მოდის, ასე რომ თუნდაც ამ საღამოდ მიღირდა ყველაფერი რაც გადაგვხდა თავს.
-მართალი ხარ, რო დავბერდებით ბევრი გვექნება მოსაყოლი შვილიშვილებისთვის.
-მოდი ნუ გაიჭერი ძალიან კარგი? ჯერ დაბერებას არ ვაპირებ, მხიარულად გადავიკისკისე და უფრო კომფორტულად მოვეწყვე ლუკას მკლავებში.

* * *

ანიმ გაჭირვებით გაახილა თვალები და მძინარე ქმარს დახედა, უცნაური შეგრძნება ქონდა, თითქოს მუცელი უცნაურად უვლიდა და ბავშვიც საგრძნობლად მოძრაობდა.
-რაო პატარა? ვეღარ ისვენებ? მაგრამ ჯერ ადრეა სულ ცოტაც მოითმინე.მიეფერა მუცელს და ფეხზე წამოდგა.
ტკივილმა დაკლების მაგივრად მოუმატა და ცოტა ხანში იმდენად ძლიერად შემოუტია რომ ქალმა დაიკვნესა, გაჭირვებით გავიდა საძინებელში და მიშო შეაღვიძა.
-რა იყო ან? საწოლზე წამოჯდა მიშო.
-მუცელი მტკივა, სიმწრით ჩაილაპარაკა ანამ და შემდეგი შეტევისთვის მოემზადა.
-ჰა? რა? უკვე? ეხლავე მოიცადე, გიჟივით წამოხტა ფეხზე და გარეთ გავარადა.
-გელოდები გელოდები, გაეცინა ანის ქმრის დაბნეულობაზე და უკვე ხმით იყვირა.


* * * *
ლიზამ ქუჩა გადაკვეთა და სანდროს მანქანაში ჩაჯდა, სწრაფად წაიწია წინ და მონატრებული ბაგეები დააგემოვნა.
-ოჰო ეს მომწონს ნელ-ნელა მითამამდები ხო იცი ქალბატონო.
-წავედით ეხლა დროზე, თუ გააჩინა იმ გოგომ ბავშვი მერე რა აზრი აქ? ყველა იქაა.
-ხო კაი მაცადე 2 წუთი, ნუ ქოთქოთებ.
-დაქოქოე ეხლა მანქნანა, თვალები დაქაჩა ქალმა.
-ნეტა იცოდე რა ლამაზი ხარ,
-სანდრო ფხიზელი ხარ?
-გამმომყევი რა ცოლად?
-ღადაობის ხასიათზე ხარ? გაეცინა ლიზას
-არა მართლა.
-სანდრო არ ვხუმრობ, გეყოფა ეს უაზრობა და წავიდეთ ჩქარა, რაღა მაინცდამაინც ეხლა მოგინდა მაგ თემაზე ლაპარაკი?
-დრო და ადგილოი რას მიქვია?მაინცდამაინც სასწაულად უნდა გთხოვო ხელი? მუხლებზე დავდგე და ასე შემდეგ?
-ეგ ვინმემ გთხოვა? შარზე ხარ ადამიანო? თუ ეხლავე არ დაძრავ მანქანას ჩავალ და ტაქსით წავალ.
-კარგი როგორც გინდა, მაგრამ იცოდე ყოველთვის ვერ ააცილებ თავს ამ თემაზე ლაპარაკს და ეგეც რომ არა დიდხანს არ ვივლი შენს ჭკუაზე გასაგებია?
-გასაგებია, ცაილაპარაკა ნირწამხდარმა ქალმა და ფანჯრისკენ გატრიალდა.

* * * *

სულ რაღაც 2 საათში პატარა გიგა მოევლინა ქვეყანას,არასდროს დამავიწყდება მიშოს სახე მისი პატარა რომ ანახეს პირველად. ეხლა დარწმუნებული ვიყავი არასდროს ინანებდა იმ ღამით ბარში დათრობას. ორმაგად შეიყვარებდა და დააფასებდა ცოლს და გადარეული მამა იქნებოდა. წიკლაურიდან მზერა სანდროზე და ლიზაზე გადავიტანე, აშკარად ეტყობოდათ რომ კიდევ მოესწროთ ჩხუბი.,გამეცინა რადგან ამ შემთხვევაშიც ვხედავდი იმ დიდი სიყვარულს რომელმაც ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი გააერთიანა, ყველა ჩემთვის საყვარელი ხალხი ირგვლივ მყავდა და ყველა ბედნიერი იყო, დავაკვირდი და მივხვდი რას ნიშნავს სუნთქავდე მშვიდად შიშის გარეშე, იყო ბედნიერი და არ გეშინოდეს უკან მოხედვის,მოვიხედე და აქაც გამეცინა ჩემს უკან ლუკა იდგა, როგორც ყოველთვის მისი თქმით რომ წავიქცე და დამიჭიროს, მაგრამ მე რა წამაქცევს ამდენი ადამიანის პატრონს, დერეფანში მომავალ ლილიანას მოვკარი თვალი და ლუკას თვალით ვანიშნე, ისიც უსიტყვოდ მიხვდა და დისკენ დაიძრა, ქალი შეკრთა მაგრამ ცოტა ყოყმანის შემდეგ მაინც გაყვა ფალიანს საავადმყოფოს კაფისკენ.

* * *

-გისმენ, მოუთმენლობა ეტყობოდა ლილიანას ხმაში.
-ასე გაწუხებ?
-ეგ რა შუაშია?
-ორი წუთითაც არ გინდა რომ ჩემს გევრდით გაჩერდე?
-შენგან ვისწავლე ლუკა.
-გთხოვ არ გინდა ეგ ირონია, ისედაც ვცდიილობ სწორად შევარჩიო სიტყვები რომ პატიება გთხოვო.
-ყოჩაღ მაკრინეს.
-ლილიანა გთხოვ კარგი? უბრალოდ მინდა გამიგო და მაპატიო.
-რა გაპატიო?
-რო მიგატოვე.
-ლაჩრულად რომ მიმატოვე, არარაობა რომ ვიყავი შენს ცხოვრებაში?
-რას ამბობ? თვალები აენთო ლუკას
-რაც გესმის, როგორ შეგეძლო იმ ადამიანის მიტოვება რომელიც მხოლოდ შენით ცხოვრობდა დედას სიკვდილის შემდეგ? ხომ იცოდი სიბნელის რომ მეშინოდა, ისიც ხომ იცოდი შენს გარეშე რომ ვერ ვიძინებდი? როგორ შეძელი იმ ადამინაის მიტოვება შენზე რომ იყო დამოკიდებული შე ეგოისტო? გგონია არ მესმის რა გტკიოდა? ეხლა ყველაზე მეტად მესმის ეგ ტკივილი, მაგრამ მე არ გავიქცევი, ვერ გაგიმეტებდი ამ ტკივილისთვის რასაც უჩემობა ერქმეოდა.
-მაპატიე ლილი გთხოვ, არ მაქვს უფლება ვიცი მაგრამ თუ მომცემ უფლებას ყველაფერს გამოვასწორებ,გგონია დამავიწყდი?ცდები უბრალოდ არ შემეძლო აქაურობა მათ თავებს მახსენებდა.
-ვიცი.
-ლილი გთხოვ, თავი დახარა ლუკამ და თვალები დახუჭა.
ქალს გული მოეწურა, ისედაც რაც ლუკა დაინახა სულ იმაზე ოცნებობდა მაგრად ჩახუტებოდა მაგრამ ის წყენა არ აძლებვდა ამის უფლებას,
-ადექი ფეხზე, ხმა აუკანკალდა ქალს.
ფალიანი სწრაფად წამოდგა ფეხზე და ლილის გახედა, ქალიც ნელა წამოიწია და მის წინ გაჩერდა, ცოტა ხანს თველბში უყურა მერე ხელები გაშალა და ლუკას მაგრად მოეხვია.
-აღარასდროს გაბედო წასვლა.
-გპირდები, თავზე აკოცა ლუკამ, ეხლა კი წავედით,
-სად?
-შენი ოცნების გადასარჩენად, გეგმა მაქვს და ვფიქრობ მოგეწონება.


* * *

ანდრონიკემ ბარგი ჩააბარა და რეგისტრაციაც გაიარა, ნერვიულად დადიოდია მოსაცდელ ოტახში, ვერაფრით ივიწყებდა ლილიანას ხმას და თვალებს, ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია.
-ანდრონიკე, მოესმა უცებ სოცრად ნაცნობი და საყვარელი ხმა და გაკვირვებულმა მოატრიალა თავი
-ლილი? აქ რას აკეთებ?
-დაუმშვიდოებებლად მიდიოდი? ნაწყენმა გავხედე ანდროს და მაგრად ჩავეხუტე.
-ეე გაბერილო უნდა გამაცილო? მუცელზე მომეფერა.
-არ ხარ ღირსი მაგრამ მაინც.
-აქ რას აკეთებთ ხალხო?
-მე მაქვს საქმე, ხმა ამოიღო ლილიმ და წინ წაიწია, იცი დღეს რა თარიღია?
-29 თებერვალი, ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა ანდრომ.
-იცი რომ შოტლანდიაში ამ წელს ნაკიან წელიწადს ეძახიან?
-ხო მერე?
-29 თებერვალს ამ ერთადერთ დღეს ქალები ხელს სთხოვენ კაცებს, გაეღიმა ლილის.
-მერე? გაკვირვება ირონიამ შეცვალა.
ლილიმ ანდრონიკეს წინ დაიჩოქა და ბიჭს გაღიმებულმა ახედა.
-გამომყვები ქმრად ანდრონიკე?
ბიჭი გაოცებული უყურებდა მის წინ მუხლის ჩოქებზე დამდგარ საყვარელ არსებას და სიტყვის თქმასაც ვერ ბედავდა.
-არაფერს მეტყვი? ტირილის ნოტები შეერია ლილის ხმაში და მივხვდი აქ უნდა მემოქმედა.
-ჰე ანდრო უპასუხე დროზე, წმაოვიკნავლე საცოდავად.
-უნდა ვიფიქრო, თვალი ჩაუკრა ბიჭმა ლუკას.
-დროზე თორე აქ ვიმშობიარებ, ვიყვირე გამწარებულმა და ლუკას დავეყრდენი.
-რა? შენც?
-ჩქარა წავედით, ხელი მტაცა ლუკამ.
-არავითარ შემთხვევაში, გავჯიუტდი და სკამზე ჩამოვჯექი, სანამ ანდრო პასუხს არ იტყვის არსადაც არ ამოვალ.
-რა გადარეულიხარ გოგო, თანახმა ვარ თანახმა, გადაიხარხარა ანდრო და წამოდგომაში მომეხმარა, ცოტა ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ აუცილებალად დაინახავდნენ როგო ჩავუკარი თვალი ლილის.
-ვაიმე ანდრო შენი თვითმფრინავი გაფრინდა, ჩავილაპარაკე მოწყენით.
-არაუშავს მაინც დავრჩებოდი,ბოლობოლო ხელი მთხოვეს, გაეცინა ანდროს და ქალს ხელი მოხვია, მოიცა შენ რა მუცელი აღარ გტკივა?მოიტყუე?
-არა გამიარა, ეშმაკუარდ გამეცინა და არანაკლებ გაოცებულ ლუკას თვალი ჩავუკარი.

* * *

ოოოო მერე დაიწყო რაც დაიწყო,მშვიდზე მშვიდი ცხოვრება, ანდრონიკე და ლილიანა იტალიაში გაემგზავრნენ, საკმაოდ ხშირად გვსტუმრობენ და გვახალისებენ, მიშოს ცხოვრებაც იმაზე მეტად დალაგდა ვიდრე მას წარმოედგინა, აი სანდრო და ლიზა ცოტა მძიმე შემთხვევა იყო,ლიზა არაფრით თანხმდებოა ბიჭს ცოლობაზე და დღეს საღამოს ჩემი გეგმის თანახმად ჩემს დაქალს გაუყენებენ სვანეთის გზას. რაც შეგვეხება ჩვენ,ბედნიერად ვცხოვრობთ და ჩვენი სიყვარულის უდიდეს ნაყოფს ვზრდით,წარსულზე არ ვსაუბრობთ არც ვიხსნებთ და ლუკას თქმის არ იყოს, მხოლოდ წინ ვიყურებით მომავალში, რომელიც კიდევ ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს.



№1 სტუმარი one

kargi iyo) dzalian visiamovne, dadzabuli momentebis miukhedavad)
madloba avtors, khshirad gagvanebivret)

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან, ძალიან კარგი ისტორია იყო. მადლობა ავტორს. ველოდები სიახლეებს❤️

 


№3 სტუმარი ეკა

უმაგრესია, საინტერესო, ისეთი, რომ დაიწყებ და თვალს ვერ მოსწყვეტ, სულ გინდა იკითხო, თითქოს თავადაც მომქმედი გმირი ხარ ისე ჩაგითრევს და ჩაგიყოლებს, მადლობა ავტორს, ველოდები შემდეგს

 


№4 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ოჰო, კარგი იყო.

ნამდვილად მომეწონა.

წარმატებები! <3

 


№5 სტუმარი ციალა

Ძალიან კარგი და საინტერესო საკითხავი იყო წარმატებები

 


№6 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

ძალიან კარგია.ვოტა კი ვინერვიულე მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა.გაოხარეთ.

 


№7 სტუმარი სტუმარი Nestani

Ra magari iyo zalian momecona sainteresi soicari da uamravi emociebit savse mravalberovani.umagresi mogobrobit da mosiyvarule cyvilebit imdeni vinerviule
Magram kargi dasasrulit imedia axal nacarmoebs make dadebt madloba carmatebebi????????????????????????????️????????????????

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცრად კარგი იყო ,თბილი და სიყვარულით სავსე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent