შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 7


15-03-2017, 00:44
ავტორი Lex
ნანახია 1 652

7.
რთული წელიწადი დაუდგა ფიფოს. ერთი საქმე არ ჰქონდა ბოლომდე მიყვანილი, რომ მეორე სხვა ახალი ემატებოდა და ამ მატებაში გაუხსნელი ძველი საქმეების გროვას ბოლო არ უჩანდა. ვერაფერს თავი ვერ მოაბა, ყოველი ახალი საქმე ახლებურად და წინანდელზე უფრო მეტად იყო ჩახლართული...
კიდევ კარგი მის ცხოვრებაში მიმი მაინც გამოჩნდა, ერთადერთი ნათელი სხივი მთელი წლის მანძილზე...
სიყვარულით შეჰყურებდა მიმის პროფილს, როგორი ინტერესით ათვალიერებდა დანაშაულის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს...
„ვითომ რაიმე გაეგება, ისეთი გულისყურით უყურებს არაფერი გამომეპაროსო...“ ეღიმებოდა გულში ბიჭს.
ფოტოზე გამოსახული მსხვერპლი შუახნის ღიპიანი მამაკაცი იყო. ცალი ფეხსაცმელი დაკარგვოდა, მტვრიანი პერანგი ეცვა და მუხლებთან შემოგლეჯილი შავი დასვრილი შარვალი. სახეზე შემხმარი ტალახი ნიღაბივით ეკეთა.
მიმიმ გაკვირვებულმა იკითხა ტალახი რატომღა წაუსვეს, ეს რამეს ხომ არ ნიშნავსო.
- ხედავ ფოტოს კუთხეში პატარა გუბურაა. ნახევრად ამომშრალი, აი მანდ ჩაახრჩვეს და მერე მკვლელმა ამოაბრუნა, ამიტომაც ტალახი ასე შეახმა სახეზე - აუხსნა ფიფომ.
- მე კი მეგონა, რომ სპეციალურად ესვა ...
ფიფოს გაეცინა:
- კლოუნი კი არარის გრიმი რომ წაესვა...
მიმიმ იწყინა:
- რა შუაშია კლოუნი... ხომ შეიძლება სპეციალურად წაუსვან ვითომ...
- კარგი რა მიმი, რა... ახლა შენი ვერსიებიღა მაკლია, ისედაც არეული მაქვს ტვინი - აბურდღუნდა ფიფო, თუმცა მალე მიხვდა მიმი, რომ გაანაწყენა და თბილად უთხრა:
- გინდა რაიმე გემრიელი ამოვატანინო?
მიმი აიჩეჩა მხრები და ისევ მონიტორს მიაჩერდა
- თუ გინდა სხვა ფოტოებიც დაათვალიერო აი ამ საქაღალდეში ნახე - თითით მიანიშნა ფიფომ და კაბინეტიდან გავიდა...
საქაღალდეში კიდევ რამოდენიმე ასეთივე სხვადასხვა დროს დათარიღებული ფაილები, სავსე იყო დანაშაულის ადგილიდან გადაღებული ფოტოებით. მიმის ძალიან უნდოდა ფიფოს საქმეებში თავი გამოეჩინა და რაც შეიძლებოდა უფრო მეტად აკვირდებოდა ყოველ წვრილმანს, იქნებ რაიმე ისეთი აღმოეჩინა რაც ფიფოს და მის თანამშრომლებს გაეპარათ და უნებურად არც კი მიაქციეს ყურადღება. მშვენივრად იცოდა, რომ ეს მისი მხრიდან ქალური ამპარტავნობის წარმოჩენა უფრო იყო, ვიდრე მეგობრის დახმარება.
ერთ ფოტოზე გამოსახული ქალი, ასაკით დაახლოებით ისეთივე ექნებოდა, როგორც წინა ფოტოზე გამოსახული მამაკაცს. წინანდელთან განსხვავებით, ამჯერად ქალი თავის სახლის სამზარეულოში იყო მოკლული, ძირს ეყარა ტაფები და ქვაბები, ქალი ისე იწვა გვერდულად, თითქოს წამოწოლილიაო, მაგიდიდან ჩამოყრილი ფქვილი ნახევარ სახეს, უფრო სწორად, სახის ზედა ნაწილს უფარავდა.
მომდევნო ფაილში შედარებით ახალგაზრდა კაცი კიბესთან პირქვე ეგდო, თავი გატეხილი ჰქონდა მთელი სახე საკუთარ სისხლში ჰქონდა ჩაფლული...
„ჰმ... რა საინტერესოა... ნებით თუ უნებლიეთ, ყველას სახე აქვს დაფარული...“ - ფიქრობდა მიმი და გულში უხაროდა, რაღაცას მაინც ხომ მიაგნო, თუმცა შესაძლო იყო, რომ ეს სულაც არაფერს ნიშნავდა. ერთი სული ჰქონდა სანამ ფიფო შემოვიდოდა და ახალ აღმოჩენას ახარებდა, მაგრამ შეცდა. მისდა სამწუხაროდ ფიფომ ყურადღებაც კი არ მიაქცია, და ირონიული ღიმილითაც კი დაასაჩუქრა.
თუმცა ფიფოსთან ერთად შემოსულმა თანამშრომელმა, მაინც აუბა მხარი განაწყენებულ გოგოს, იქნებ მართლაც მაგაშია საქმეო, მაგრამ ფიფომ გააჩერა, ყველა ეს ხალხი მოკლულია, ძილში კი არ გაპარულან და თავისთავად ასეც იქნებოდაო. ამაზე მიმი კიდევ უფრო მოიღუშა. ახლა სხვა ფაილებს დაუწყო თვალიერება და ყველგან იგივე სიტუაციას წააწყდა, მართლაც ყველგან ყოველ ახალ მსხვერპლს სახის ნაწილი რაღაცით დაფარული ჰქონდა, რამაც ფიფოს თანამშრომელი ცოტა არ იყოს ჩააფიქრა, თუმცა ფიფო კვლავ ჯიუტად უარზე იდგა, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავსო, და უკვე ბრაზობდა მიმიზეც და უფრო მეტად კი საკუთარ თავზე, რა ჯანდაბად ჩავახედე საქმეშიო და ყველანაირად ცდილობდა თემა შეეცვალა.
თანამშრომელი მიუხვდა ფიფოს სიჯიუტის მიზეზს და მეგობრულად მხარზე დაჰკრა ხელი, კარგი ბიჭო რა მოგივიდა, ნუ გადარიე ეს გოგო, ისე ტყუილად მაინც დაუქნიე თავიო, რასაც ფიფოს სიცილი და მიმის კიდევ უფრო მეტად გაბღუზვა მოჰყვა.
განაწყენებულმა მიმიმ საქმე მოიმიზეზა, კარებში გასვლისას კი ნიშნის მოგებით მიახალა:
- სხვათა შორის ყველა მკვლელობა თვის ბოლო შაბათს არის ჩადენილი!
ფიფომ და მისმა თანამშრომელმა ერთმანეთს გადახედეს...
მიმი მართალი იყო, ფიფო არც ამას დაჰკვირვებია... საშინლად დაიბოღმა, მითუმეტეს, რომ ამ ყველაფერს სხვა თანამშრომელიც შეესწრო, ეს უფრო აწუხებდა ფიფოს, რა ამოვა ახლა ამათი ყბიდანო. და მართლაც სულ მოკლე ხანში ლამის მთელი განყოფილება ფიფოს კაბინეტში იყო შეკრებილი და ახალ ვერსიას ამუშავებდნენ.
ადრე თუ ყველა ამ დანაშაულს არაფერი ჰქონდა საერთო, ახლა მიმის წყალობით რაღაც ხელმოსაჭიდი მაინც გაუჩნდათ.
მართალია ფიფო ამის გამო დაბოღმილი იყო, მაგრამ გულში მაინც უხაროდა, რომ ახალი აღმოჩენები მისი მხრიდან მოდიოდა.
მიმი კი ამ დროს საშინელი გაბრაზებული მიაქროლებდა მანქანას. ეგონა, ფიფო აღფრთოვანდებოდა, გაუხარდებოდა, მან კი წესიერად არც გამოაცილა...
„ეგდოს ახლა დილამდე კაბინეტში... თავის გვამებთან ერთად და ქექოს ახალი ვარიანტები...“
ასე გაგულისებულმა უეცრად გზიდან გადაუხვია, მანქანა მთელი სისწრაფით მოაბრუნა და სახლისკენ მიმავალმა სულ სხვა მხარეს აიღო გეზი.

LEX·2016 წლის 27 აპრილი, ოთხშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent