შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობლის ბიჭი (თავი 2)


22-01-2022, 10:22
ავტორი Niako261995
ნანახია 2 256

მთელი დღე ჩაფიქრებული დავდიოდი,მითხრა საღამოს მოგწერო,მაინტერესებდა მართლა მომწერდა თუ არა?კიდევ ვერ ვხვდები,რას მიკეთებს.უბრალოდ საუბრობს,იღიმის მე კი ამაზე ასე დისტანციურად ვიფერფლები.არვიცი რაფერია სიყვარული,ან აქვს თუ არა ფერი საერთოდ,მაგრამ მისი ზარის შემდეგ ყველაფერი ნათელ ფერებში მეჩვენება და გარშემო სულ პეპლები დაფრინავენ.რა მეშველება,უკვე 18 წლის გოგო ვარ და პატარა ბავშვივით უაზროდ ვწითლდები ,,ვიღაცის,, ხმაზე.ეს,რომ დედამ გაიგოს მეტყვის მეგონა ჭკვიანი შვილი მეზრდებოდაო.სარკეში ვიდექი და ჩემს თავში იმ სილამაზის დანახვას ვცდილობდი,რასაც სხვები ამჩნევდნენ,მე კი უბრალოდ ჩვეულებრივ გოგოდ აღვიქვამდი.გრძელი ბუნებრივად ქერა თმა მაქვს,ჭაობისფერი თვალები და ტუჩები მართლა მომწონს კი,ფუმფულა ტუჩები მაქვს,სუსტი და უხორცო ვარ,ნუთუ ეს არის მიზეზი თუ რატომაც მოვწონვარ ხალხს?დიდად მადლობელი ვარ მათი ვინც ჩემს გარეგნობას ლამაზად აღიქვამს.
საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა,გოგონები გადმოვიდნენ,ცოტა კარტი ვითამაშეთ და მალევე დავიშალეთ,მდინარის ძლიერი ტალღების დარტყმამ ჩვენს სხეულზე აშკარად იმოქმედა და ენერგია გამოცლილი მოწყვეტით დავესვენე საწოლზე.ბალიშს ძლიერად ჩავეხუტე და ემბრიონის ფორმაში ისე ჩამეძინა ვერ მივხვდი,მხოლოდ ის გავიფიქრე დაძინებამდე,რომ მომატყუა.
დილით ადრე ავდექით,ქეთა და მარინა მიდიოდნენ და გაცილება მოვუწყვეთ
-გელოდებით ჩემო გოგო,ბევრი არ გვალოდინო მალე ჩამოდი.
მარინა მთელი გულით ჩამეხუტა და სითბო და სიყვარული კიდევ ერთხელ ჩამეღვარა გულში.
-ქეთ,მალე გნახავ,მანამდე არ დამეკარგო ეს ზაფხული და შემეხმიანე ხოლმე
-აუცილებლად ნინ,ძალიან კარგად ვიქნებით ერთად,ერთად რა მეზობლად
-კი ანუ ერთადაც.
თვალი ჩავუკარი და ჩემს ნათქვამზე მის თვალებში აციმციმებულები,რომ დავინახე კიდევ ერთხელ ჩავეხუტე ძლიერად.
-კარგი ხალხი ჩანს მართლა
თვალ ცრემლიან დედას გადავხედე და ღიმილი ჯერ კიდევ სახეზე ემჩნეოდა ბედნიერებისგან გაბრუებულს.
-კი,დედუნა,მართლა კარგია ჩემი მარინა.
სახლში შევბრუნდით და მხოლოდ ახლაღა დავხედე ტელეფონს
,,ნუ ფიქრობ,რომ მოგატყუე,უბრალოდ არ მეცალა,,
წამიერად ჩემს ოთახში მიმოვიხედე,სადმე კამერა ხომ არ დგას?მერე ხელი თავზე შემოვირტყი ვერ ხართქო და ისევ წერილს მივუბრუნდი
,,შენნაირების ისეც არ მჯერა,დამშვიდდი,,
თავი გავაქნიე და ჩემს საქმეს შევუდექი.ზაფხულის გეგემბს ვაწყობდი გოგონებთან ერთად,გვინდოდა სადმე ერთად წავსულიყავით დასასვენებლად.იქამდე სანამ დავემშვიდობებოდით ერთმანეთს კიდევ ერთი დაუვიწყარი არდადეგები უნდა მოგვეწყო.ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ჯერ ბათუმში წავსულიყავით,მერე სადმე მთაში და კიდევ მოვიფიქრებდით მოგზაურობისას რამეს.1კვირაში დავგეგმეთ გამგზავრება და სიხარულისგან გადავეხვიეთ ერთმანეთს
-როგორ მიყვარხართ გოგოებოო
-მეც ჩემო ჭინკებო(ლიზა)
-უთქვენიდ ერთი წამი ნუ მამყოფა ღმერთმა კისკისებდა თიკაა
-რაო ნინუ მოგწერა პრინცმა?
-ფშშ..უჟმურად ამოვიხვნეშე და ორივე მიხვდა სათქმელს
-არადა გვეგონა..
-ხო,მეც ეგრე მეგონა,მაგრამ მორიგი ფლირტი,რამდენიმე დღეში თვითონ მომწერს ვინც არის.
ბათუმში,როგორც იქნა წავედით და ის 1კვირა ასე,რომ გაიწელა ძლივს გავიდა.
პარალელურად ქეთას ვეხმიანებოდი და როგორც აღმოჩნდა ჩვენი ყოფნის პერიოდში აპირებდნენ ჩამოსვლას თავის ძმის მეგობრებთან ერთად.გავიგებთ რა ბიჭია ამისთანა გოგოებს,რომ იწუნებს. ბოროტულად გავიფიქრე და ჩამეცინა.1კვირა ხან წვიმდა, ხან თვიურმა დამაგვირგვინა,ასე,რომ ამ 1კვირის განმავლობაში ზაგარი მივიღე მხოლოდ ცოტაოდენი დოზით და წყალს არც გავკარებივარ ჯერ.გოგოებმა კი იჯერეს გული.რამდენიმე დღეშიც ქეთამ დარეკა და გვითხრა,რომ ჩამოვიდნენ და შევხვედროდით.
-გოგოებო ჩემი ძმა მარტო არ მიშვებს და ისევ თქვენ უნდა მოხვიდეთ რა..
სევდიანი ხმით შემოგვწუწუნა თავისი დარდი და მთელი გული ამოაყოლა.
-რომელი საუკუნეაა.აბუზღუნდა ლიზი
მხარი გავკარი ლიზას და ქეთა დავამშვიდე კარგი არაა პრობლემათქო.საღამოს სასეირნოდ გავედით, ისევ წვიმამ დაგვაჯილდოვა და ვასწრებთ სანამ კიდე შეგვახსენებს თავს.თუმცა მიყვარს წვიმა და მისი სურნელი ზაფხულობით,რომ ტოვებს ქუჩებში,ოდნავ შეციებული მკლავები და ზედ ტაო დაყრილიც მიყვარს ჩემი სხეული.წამიერად #33 გამახსენდა და ტელეფონმა სწორედ იმ დრის დაიბჟუილა
,,როგორ ხარ #25-ო,,
მგონი მართლა მითვალთვალებს,თუ ჩემს აზრებს ასე კითხულობს?შეიძლება,რომ მართლა ბედი ერქვას?გაოგნებულმა და ჩაფიქრებულმა განვაგრძე სვლა,გოგოებს ფეხდაფეხ მივყვებოდი,მაგრამ არ ვუსმენდი
-მისმენ ნინიი?
-რა?კი?არაა,მაპატიე თიკ,გავერთე ფიქრებში
-ნეტა რა გაფიქრებს?მოგწერა?
-კი,მომიკითხა
-შენც ჩვეულებრუვად მიწერე ხომ გაინტერესებს ვინ არის?-ხოდა გაარკვიე,ეტაპობრივად.
,,არ ნებდები #33-ი?
,,იქამდე არა სანამ არ გნახავ და შენს ხმას ახლოდან არ გავიგებ,მაინტერეებს რეალურადაც ისეთივე კარგია თუ არა,,
,,ესეიგი არ აპირებ შემეშვა?,,
,,არინანებ,რომ გამიცანი,,
თვითკმაყოფილი იდიოტი,გავიფიქრე და აღარაფერი მივწერე.
,,როგორი ხარ?
,,რას გულისხმობ?
,,ვიზუალურად,როგორ გამოიყურები?,,
,,ჩვეულებრივი ვარ,,
,,ეს თავმდაბლობაა?,,
,,არვიცი,,
,,ასაკი ხომ მაინც იცი?,,
,,კი,,
,,ტელეფონში 15 წლის გოგოს ხმა გაქვს,იმედია ეგრე პატარა არ ხარ მართლა,არმინდა იმედები გამიცრუვდეს,,
,,არ გაგიმართლა ცოტა დიდი ვარ,სულ ცოტა,,
,,ანუ?18?,,
,,ხედავ გცოდნია,,
,,ჰმ,არაუშავს გავუგებთ,,
თვითონ არ მითხრა წლოვანება,იმ საღამოს ბევრი ვიმესიჯეთ,რაღაცეები გავიგე მასზე,მაგრამ დისტანცია უჭირავს და ზედმეტს არაფერს ამბობს,ეს თვისება მომწონს,არც მე ვუყვები ზედმეტად არაფერს,მართალიაცაა არც კი ვიცნობთ ერთმანეთს და რატომ უნდა გავანდოთ ყველაფერი.რაც გაიგო ჩემზე ის იყო,რომ ჩავაბარე და დედაქალაქში მივდიოდი,მან კი ნახვა შემომთავაზა,ყველაფრის მიუხედავად მისი მოწერილი სმსები მაინც მაღიმებს და სიამოვნებას მგვრის,რაღაც უცნაური განცდა მეუფლება და თავს ისე ვგრძნობ,წერის დროს თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოს.
მეორე დღეს დილით ადრე ავდექით და გავემზადეთ,საცურაო კოსტიუმზე მოკლე შორტი ამოვიცვი და თეთრი გამჭირვალე ზედა გადავიცვი,თმა ავიკონე და გოგონებთან ერთად გზას გავუდექი იმ ადგილოსკენ სადაც ქეთამ გვითხრა,რომ იქნებოდნენ.მადლობა ღმერთს კარგი ამინდია,ვფიქრობდი გულში და გარშემო მყოფებს ვათვალიერებდი,მზისგან,რომ დაწითლებულიყვნენ და ახალ ამოსულები წყლიდან მზსიგან დამცავს ისვამდნენ.ზოგი ცხელ სიმინდსაც კი სიამოვნებით მიირთმევდა ამ ცხელ და მწველ დღეს.გარშემო მხიარულება იგრძნობა,სიცოცხლეს დაინახავ ისეთი ბედნიერები არიან ბავშვები გასაბერი კვატებით ზღვაში,რომ ჩაუსვიათ.
-გოგოებოოოო
ქეთას ყვირილის ხმა,რომ გავიგონე გამოვფხიზლდი და მისკენ გავეშურეთ.უყურე ამ დამპალს რა ტანი აქვს?ხმამაღლა გავიფიქრე და ჩავეხუტე ახალ მოსულს
-როგორ მომენატრეთ
დიდი სიყვარულით გადაგვეხვია სამივეს და ჩვენი ყურადღება წყლიდან მომავალმა ბიჭმა მიიქცია,რომელიც ზედმეტად სიმპატიური ჩანდა.ნავარჯიშებ სხეულზე წყლის წვეთები უბზინავდა ახლად ამოსულს,საცვალი ტანზე მიკრობოდა და ყველა ნაწილს უფრო მეტად უკვეთდა,ვიღაცამ რაღაც მოაძახა წყლიდან და ღიმილით დაუბრუნა პასუხი,აი ღიმილი კი მართლა სასწაული ჰქონდა,თეთრი ჩაწიკწიკებული კბილები ბაგეებს გადმოჰფენოდა და ისეც ლამაზი ტუჩები,კიდევ უფრო მიმზიდველი ჩანდა.მოგვიახლოვდა,იქვე ჩვენს წინ შეზლონგზე მიწვა და თმების შემშრალება დაიწყო,სამივემ გადავხედეთ ერთმანეთს და სანამ რამე გავიფიქრეთ დაგვასწრო
-ქეთუ,რომელია აბა მარინას ნაქები გოგო?
გვერდული სიცილით ირონიულად აგვათვალიერა სამივე და რატომღაც მზერა ჩემზე შეაჩერა,ღმერთო სუნთქვა შემეკრა,რანაირია,როგორი სასწაული ხმა აქვს,თვალი თვალში გავუყარე და ამ სიცხეში კიდევ უფრო ამიხურდა სხეული,სავარაუდოდ ლოყები თურაშაულის ვაშლივით მაქვს გაწითლებული და ზედ მახატია ჩემი ემოცია..არა ეს უსამართლობაა..აქამდე ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივ მიედინებოდა და 18 წლის ასაკში ეს ჩემი ჰორმონები ასე ერთდროულად რამ ამოაყირავა ყველა სიმპატიურის დანახვაზე ფეხებს,რომ მკვეთს?ყველასი რა,კიდევ გასარკვევია რამდენად სიმპატიურია #33-ი..ეს ყველაფერი წამიერად გავიფიქრე და ვეცადე გვერდით გავტრიალბულიყავი სირცხვილი,რომ ძალიან არ დამტყობოდა.
-გიოოო
ქეთამ შეუბღვირა და ჩვენი თავი წარუდგინა,ამასობაში საოცრად ლამაზი გოგონაც მიუწვა გვერდით ამ ჩვენ ,,გიოს,,რომელიც სავარაუდოდ ქეთას ძმა აღმოჩნდებოდა.
-ეს ლიზაა,ეს თიკა ეს კიდეევ ნინი ჩვენი მომავალი მეზობელი(ჩემი თავი ისე განსაკუთრებულად წარუდგინა თითქოს ქვეყნის პირველი ლედი გადასულიყოს მათთან მეზობლად)
-ეს კიდევ გიოა ჩემი ძმა,ეს მარიაა და ნიკუშა,რომელიც წყალში იმყოფება შემდეგ გაგაცნობთ, ხელი ზღვისკენ გაიშვირა და მოცურავე სილუეტზე მიგვანიშნა.
ესღა მაკლდა,ის ჩემი მეზობლის ბიჭია,უსამპატიურესი,კვირაში რამდენჯერმე რომ უნდა შევხდე და ის ყველაფერი რასაც ახლა ვიტან ყოველ ჯერზე მომიწევს ხელახლა გადავიტანო.
-ბევრი ვერაფერი გოგოა
ამას მთელი ირონიით ამბობდა და შემცბარმა შევხედე,თვალი თვალში გავუყარე და გაოცება სახეზე მეწერა,რა თქვა?რა უზრდელობაა?თუ არ მოგეწონე არიყო საჭირო ასე ხმამაღლა გეთქვა და იქვე მჯდარი მარია ასე გაგებედნიერებინა.წყენა სახეზე დამეტყო და უხერხულად მდგარმა ქეთამ სცადა სიტუაცია განემუხტა,მაგრამ ვინ აცადა რამის თქმა,სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა,გვერდით მომიდგა და ყურთან ძალიან ახლოს დამიჩურჩულა
-ვნახოთ რა შეგიძლია
ვერმივხვდი რას გულისხმობდა,ჩემი ყურადღება მისმა ხმამ მიიქცია ჩურჩულის დროს ასე ძალიან ,რომ ჰგავდა #33სას.დამაჟრიალა სასიამოვნოდ და ფიქრებში გამორკვეული არ ვიყავი ხელში,რომ ამიტაცა და წყლისკენ გამაქანა.თევზივით ავფართხალდი მის მკლავებში,გოგოებს გავხედე,რისი დანახვაც მოვასწარი თიკას შუბლზე შემორტყმული ხელი იყო და ლიზას ყვილის ხმა მწვდებოდა-დასვი,ცურვა არიცის დაიხრჩობაო.მადლობა დაო.აბა კიარა გამოიქცეს და მომეშველოს.
-დამსვი,გთხოვ
დამთავრებული არ მქონდა წყალში,რომ მომისროლა,საწყალი თევზივით ავფართხალდი,ვყვიროდი,შველას ვითხივდი,ალაგალაგ მის სილუეტს ვამჩნევდი,როგორ დამცინოდა,ტირილი მომინდა და წამიერად მოძრაობა შევწყვიტე,ქვემოთ დავეშვი,უცებ წელზე ხელი,რომ მომხვია და ზემოთ ამიყვანა,ნაპირთან დამსვა და ჩემმა ცრემლებმაც არ დააყოვნა,გადმოჰკვეთეს ჯებირები და აცახცახებულ ლოყებზე დაედინებოდნენ ერთი მეორის მიყოლებით.
-რა მტირალა ყოფილხარ
ისევ ირონია იგრძნობოდა მის ხმაში და გამწარებულმა შევუტიე
-იდიოტი ხარ.შენ,შენ..
-მოიფიქრე გაცდი
ურცხვად დამცინოდა და ამსი შემხედვარე ცრემლეებს უფრო მეტად ვერ ვიკავებდი.სხეული მთლიანად მიცახცახებდა და ვერ ვიმირჩიეკბდუ თავს.
-ტუჩებს ეგრე ნუ შვები თორე გაკოცებ
რა?რას გულისხმობს?კიდევ დამცინის.ბედავს და დამცინის.გამამწარა,სახეზე ემჩნევა,როგორი სიამივნებაც მიიღი ჩემი ამ დგომარეობამდე მიყვანით და რას მეუბნება?
ამასობაში გოგოები მოვარდნენ და ჩამეხუტნენ,პირსახოცი მომაფარეს,ქეთა კი ლანძღავდა ასე როგორ მოექეციო.სიცილს მაინც არ წყვეტტდა და ეს ჭკუიდან მშლიდა,წამში მარია გაჩნდა მის გვერდით და ნიკუშა,რომელიც მანამდე წყალში იყო.
-რა უქენი გოგოს ბიჭო?
-გავაგრილე
-გამარჯობა,მე ნიკა ვარ,არ მიაქციო ყურადღება ამ არანორმალურს,აშკარად შთაბეჭდელება მოახდინე თორე ასეთ რამს არიზამდა
ბოროტულად გადაიხარხარა და გიორგის მუშტიც მოხვდა
-მე,წავალ ქეთ,მერე გნახავ
-ასე შეგაშინე?
-შეწყვიტე გიო.(ქეთა)
მხრები აიჩეჩა,თქვენი საქმის თქვენ იცითო და იქაორობა დავტოვეთ.ხმას არვიღებდი არც მე და არც გოგოები.სახლში მისულმა გოგოებს მარტო ყოფნა ვთხოვე, პირქვე დავემხე საწოლზე და ცრემლები კიდევ ერთხელ გადმოვყარე,არასდროს ყოფილა ბალიში ჩემი ცრემლების მეგობარი ამ დრომდე,უაზროდ ვტიროდი და თითქოს გიო კიარა არავინ იყო დამნაშავე ამ ცრემლების,ასე უნდიდა ჩემს სხეულს დაცლილიყო იმ უარყოფითისგან რასაც მთელი ეს დრო ვინახავსი და თითქოს ამ ერთმა სიტუაციამ გამოიწვია ყველაფრის ერთდოულად ამოტივტივება.სხეული სიცივისგან მითრთოდა და მაკანკალებდა,გულიში რაღაც ძალიან მიჭერდა და მთელ სხეულს ედებოდა მარწუხებად.საშინელ ხასიათზე ვიყავი და ვინატრე კიდეც წამით,საერთოდ არ ჩამოვსულიყავი.



№1  offline წევრი Koala°

Dzalian kargia martla❤️ cota ufro didi tavebi dado uketesi ikneba❤️❤️ velodebi shemdegs❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent