შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაინც რა არის სიყვარული? ( თავი 3)


22-01-2022, 18:30
ავტორი lucky charm
ნანახია 1 330

იმდღეს ისე წამოვედი კლინიკიდან, გიორგი არ მინახავს, მაგრამ მეორე დღეს უარესი სიტუაცია დამხვდა
- მარიამ, დღეს ოპერაციას შენ და გიორგი ერთად გააკეთებთ, პაციენტია რომელსაც თირკმლის გადანერგვა სჭირდება და ამასთან გულის მანკი აქვს, ორივე იქ უნდა იყოთ
მეხუმრებით? 10 საათაინ ოპერაციაზე მასთან ერთად უნდა ვიყო ერთ ოთახში? რაგავაკეთ არვიცი, ამ ოპერაციას დიდიხანია ველოდები, მისგამო უარს ვერ ვიტყი
- კარგით ბატონო დავით, დიიდი სიამოვნებით- ანი გაშტერებული მიყურებს, არელოდა ჩემს პასუხს
- არმჯერა რომ დათანხმიდი
- აბა რამექნა? იმ სულელის გამო ამ ოპერაციაზე უარს ვერ ვიტყვი, იყოს იქ, ყურადღებას არ მივაქცევ, წავალ პაციენტს ვნახავ
პალატაში შევედი თუარა გიორგი იქ დამხვდა, მხოლოდმივესალმე
- ლევან ისტორია გაგვაცანი
- ნოდარ სამხარაძე, 49 წლის, ესაჭიროება თირკმლის გადანერგვა, ამასთან აქვს გულის მანკი
- ბატონო ნოდარ მე ექიმი მარიამი ვარ, ოპერაციას მე გავაკეთებ, ექიმი გიორგი კარდიოლოგია და ოპერაციას დააკვირდება რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს
- დიახ ბატონო ნოდარ, ექიმი მარიამი შესანიშნავი ქირურგია, ალბათ ქვეყანაში საუკეთესო
ღმერთო როგორ მაღიზიანებს
- ექიმო, საჭირო არ არის ქება, მოკლედ ოპერაცია ერთ საათში იქნება, ექიმი ლევანი მოგამზადებთ
- იცით მინდა რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, საყვარელო კითხვები არ გაქვს? ეს ჩემიმეუღლეა, წლები დაშორებულები ვიყავით და შემთხვევით წლების შემდეგ მაღაზიაში შევხვდოთ ერთმანეთს, და მივხვდი რომ ის ისევ მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, მინდა სიცოცხლე რომ მასთან ერთად დიდხანს ვიცხოვრო
ამის მოსმენაარ შემიძლია, ის მიყურებს, სასწრაფოდ უნდა გავიდე აქედან
- ყველაფერს გავაკეთებთ ამისთის, სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ, თუ რამე დაგჭირდათ ლევანი დაგეხმარებათ
- მგონი ცოოტა ცივი გოგოა- თქვა ცოლმა
- არა ქალბატონო, ის საოცარი ადამიანია, უბრალოდ ეს სიცივე მას ეხმარება რომ საუკეთესო ქირურგი იყოს,მე აქვე ვიქნები თუ რამე დაგჭირდათ
- ლევან
- გისმენთ ექიმო
- მარიამს კარგად იცნობ?
- კი ძალიან, 3 წელია ერთად ვმუშაობთ, იმდენი რაღაც მასწავლა, სულ მეხმარება
- უფროსმა მითხრა რომ 5 წლის წინ მის ცხოვრებაში რაღაც მოხდა, ხოარ იცი რა?
- არა, მაგრამ ეგ მეც გავიგე, აქ ამბობდენ, საყვარელ ადამიანს დაშორდაო მაგრამ არმჯერა, ჭკვიანი ადამიანი მარიამს ვერდაშორდება
- ხო მართალი ხარ, უტვინო იყო ალბათ,კარგი მიდი მოემზადე ოპერაციისთის
კიდე ვერ ვიჯერებ რომ 10 საათი მასთან ერთად უნდა ვიყო, არშემიძლია, მაგრამ უნდა გავუძლო, საქმეში მას ვერ ჩავრევ,
საოპერაციოში დამხვდა, იქ იდგა ვითომც არაფერი, პაციენტიც მოიყვანეს
- ბატონო ნოდარ, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, მალე შევხვდებით ერთმანეთს
რამდენიმე საათი გავიდა რაც ოპერაცია დავიწყე, და უცებ გიორგი იწყებს
- ამ ადამიანს ცოლი ძალიან უყვარს, წარმოუდგენელია რომ წლების მერე შერიგდნენ-ამას ჩემს გასაგონად ამბობს, მაღიზიანებს- ექიმო, თქვენ გჯერათ ასეთი სიყვარულის?
- არა, მე არანაირი სიყვარულის არ მჯერა, ეს სუსტებისთისაა, არმესმის როგორ შეიძლება ადამიანი ასე გიყვარდეს, ეგ მხოლოდ ფილმებში და წიგნებშია, ასე რომ დიახ არ მჯერა , რეალობაში მიყვარს ცხოვრება
- აი მეკი მჯერა, მეუღლე მყავს, და მჯერარომ სულ მეყვარება- ამის გაგონებაზე მთელი სხეული მეჭიმება, მეუღლეო, მეყვარებაო, ამას ვერ გავუძლებ, ვგრძნობ სხეული ბრაზით როგორ მევსება- და მინდა თქვენც ასეთი სიყვარული გისურვოთ
- არა მადლობთ, ერთხელ შევცდი, და იგივეს მეორედ არ დავუშვებ, სიყვარულისგან შორს ვარ
ოპერაცია კარგად დასრულდა, პაციენტი პალატაში გაიყვანეს, საოპეაციოს ვტოვებდი როცა კარი დაკეტა
- რას აკეთებ?
- ეს რატომ თქვი? ჩვენიურთიერთობა შეცდომა იყო?
- რა არა? ან რა უფლებით მეკითხები ამას, ან საოპერაციოში რა ლექცია დაიწყე სიყვარულზე, თავი სად გგონია? - თავს ვეღარ ვიკავებ
- არა არ იყო შეცდომა, არმინდა მასე იფიქრო
- ეგ შენი საქმე არაა, მოდი შევთანხმდეთ, ახლოს არ გამეკარო თუ საქმეს არ ეხება, არმინდა რამე საერთო გვქონდეს, რაც იყო 5 წლის წინ დასრულდა, დავივიწყე და შენც ამას გირჩევ, ცოლი გყავს და შენს ცხოვრებას მიხედე, წარსულს ნუ ქექავ, ახლა უნდა წავიდე საქმე მაქვს- ისე გამოვედი არც შემიხედავს, ეს უნდა გამეკეთებინა, მეზიზღება ეს სიტუაცია, ვერ ვიტან ამ ყველაფერს
კლინიკას ვტოვებდი და ეს დავინახე, ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა, ვიცოდი რომ ამას ოდესმე ვნახავდი
გიორგი მეუღლესთან ერთად მანქაანაში, ის ბედნიერია, უყვარს ისგოგო, მისი გამოხედვა,მისი ჩახუტება, ყველაფერი ნამდვილია, ის კარგადაა, მე სულელს კი ფიქრების მოშორებაც არ შემიძლია, ეს ბოლო წერტილი იყო, დასრულდა, მე და გიორგი აღარ ვარსებობთ.
მანქანაში ვჯდებოდი, არვიცი რამჭირდა, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და ვიცოდი რომ მხოლოდ ანისთან ლაპარაკი მჭირდებოდა, დავურეკე
- სად ხარ?
- მიმღებში, ისტორიებს ვტოვებ და სახლში წავალ. რანაირი ხმა გაქვს, რახდება?
- გთხოვ, ჩემთან წამოდი, გარეთგელოდები მანქანაში
ანი სირბილით მოვიდა, რომ დავინახე ცრემლები ვერ შევიკავე, გაოცებული მიყურებდა-
- ჩემო ლამაზორახდება? რაგჭირს?
- უბრალოდ ძალიან დავიღალე, მისი გამოჩენა და ყველაფრის გახსენება ძალიან რთული იყო ჩემთვის, არმეგონა ასე თუ ვიქნებოდი, ისინი დავინახე ანი, მანქანაში, მის ცოლთან ერთად, თითქოს ყველა გრძნობა გამომეცალა, ჩემს თავზე ვბრაზობ, ასე რატომ ვარ, ხო ვიცოდი რომ ოდესმე ამას ვნახავდი, ვიცოდი რომ მათ ერთად დავინახავდი
- ჩემოსაყვარელო გოგო, არცერთი ადამიანი არ ღირს შენი ცრემლების ფასად, შენ საოცარი ადამიანი ხარ, უმაგრესი ექიმი, ძალიან ლამაზი გოგო, ყველას რომ უყვარს ისეთი ხარ, მაგ სულელი ბიჭის გამო არ ღირს ასე ყოფნა, ყველაფერი დასრულდა ეს შენც იცი, დროა შეეგუო ამ ყველაფერს, მე არმინდა ასე გხედავდე, ახლა მინდა ვნახო და თავი გავუტეხო შენსგამო, თუგინდა წავალ- გამეცინა, ღმერთო როგორ მამშვიდებს მასთან საუბარი, არვიცი მის გარეშე რა მეშველებოდა- პირობა მომეცი, რომ აღარ ინერვიულებ,ჭკვიანი შენგან არ წავა, ეს გახსოვდეს, იცოდე რომ სულ შენ სგვერდით მიგულე- მომეხვია და თითქოს ყველაფერი დამავიწყდა, ასეთი ადამიანია ანი, ნებისმიერ დროს შეუძლია რამდენიმე სიტყვით დაგამშვიდოს, მაგრამ არვიცი, ვარ კი კარგად?



№1 სტუმარი Gvanca

მშვენიერია გააგრძელე აუცილებლად დაასრულე შენი ისტორია რა არ უნდა იყოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent