შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ აისი VI თავი


23-01-2022, 01:25
ავტორი n-strovet
ნანახია 1 665

დღესაც ყველაზე ამაღელვებელი დღე ჩემს ცხოვრებაში, რომ მკითხოთ, ისევ ჩემი ქორწილის დღეს დავასახელებ- სიხარულისა და უბედურების, ნერვიულობისა და შიშის განცდა ერთიანად ეხდეთქებოდა ჩემს გულს,როგორც აღელვებული ზღვის ტალღა. ჩემმა დედამთილმა იმდენი გააკეთა, რომ მართლაც საუკუნის კაბა შემიქმნა. დღესაც ამდენი წლის მერე, ვისაც კი ჩემი ფოტო ან კაბა ვანახე გაოცებას ვერ მალავდნენ. მართლააც, რომ ჩემმა კაბამ დროს გაასწრო,თუმცა, ამავედროს, ჩვენ საამაყო წარსულის წლებსაც გაგახსენებთ. თამარ მეფისა კაბისა და საქორწილოს კომბინაცია იყო. სიტყვებით აღწერა ძალიან გამიჭირდება, დღემდე სათანადო ადგილს იკავებს ჩემს გარდერობის ოთახში უბრალოდ შეუძლებელია მას შეელეიო, ჩემთქვის შეუფასებელი ექპონატია. ზოგადად, ოთხმოცდაათიანებში ქორწილებს სეფაში იცდიდნენ,თუმცა აქაც დათას ოჯახის ჩართვით ერთ-ერთი მაღალჩინოსანთან რესტორანი დაგვითმეს. მოწვეული სტუმრები აღშფოთებით უყურებდნენ გარემოს,ძალიიან ლამაზი იყო. გეგონებოდათ, რომ სასახლეში გამართულ მეჯლისზე იყავით მიწვეული. ჩემდა გასაკვირად დათას არაჩვეულებრივი ქართული ცეეკვა სცოდნია, შედმდეგ მისი ცეკვის მეგობრებიც შემოუერთდნენ და სასწაული სანახაობა მოაწყვეს. საქორწილო მაგიდაზე ვიჯექი და ვუყურებდი ბედნიერ დათას, რომელიც ბედნიერებისაგან ანათებდა. “როგორც ჩანს უსასრულოდ უყვარხარ,სხვაგვარად ასეთი ბედნიერი,როგორ უნდა იყოს ადამიანი?!” გადმომიჩურჩულა ქრისტინემ,ჩემმა მეჯვარემ. სიმართლე გითხრათ მისმა ფიქრებმა მართლაც დამაფიქრა, იმას თუ არ ჩავთვლით მოტაცებით,რომ ჩამამწარა ცხოვრება, ყველაფერს ჩემი ბედნიერებისათვის აკედთებდა. ოღონდ მე არ მწყენოდა,უკმაყოფილო არ ვყოფილიყავი და თავი უბედურად არ მეეგრძნო. ამ ყველაფერს ისიც ემატებდა, რომ თუ ვინმე შემხვდებოდა ყველანი ხასზ უსვამდა, თუ, როგორ ვუყვარდი დათას და რა ბედნიერი იყო,მისი ცხოვრების სიყვარული, რომ გვერდით ყავდა. რაბ ბედნიერი ვიყავი მე, რომ ასე გამიმართლა.
ვუყურებდი ძმაკაცებთან ერთად დამდგარ,ჭიქით ხელში დათას, რომელიც უსასრულოდ ბედნიერი იყო. მთელი სახე ღიმის გადაეჭრა. თვალებით,სახით,მიმიკებით,საუბრით ყველანაირად ბედნიერებას ასხივებდა. ვაკვირდებოდი და თან ვიმახსოვრებდი, მის თითოეულ დეტალს, რომლის მიზეზიც მე ვიყავი. ვერც კი ვიაზრებდი, როგორ შემეძლო ადამიანისთვის ასეთი ბედნიერების მინიჭება, მხოლოდ იმით, რომ მის ცხოვრებაში ვარსებობდი და სტატუსი მქონდა, როგორც ცოლი, მხოლოდ ეს, მეტი არაფერი. იცოდა, რომ არ მიყვარდა,ვერასდროს გავცედმდი იმ გრძნობას, რასაც ის მაძლევდა,მაგრამ არ აინტერესებდა თავის სიყვარულიც კი ორივეს გვყოფნიდა. მხოლოდ ჩემგან ერთ რამეს ითხოვდა-არსებობას,რათა ვეყურებინე და გვერდით ვყოლოდი. ბევრ რამეზე ვფიქრობდი და მივხვდი,რომ მართლაც ბედნიერი ვიყავი,რადგან ასეთი ქმარი შემხვდა-მოსიყვარულო,თბილი,შრომისმოყვარე და რაც მთარია ქუჩის ბიჭი არ იყო. გამიმართლა ვიყავი, რადგან ნორმანულმა მაინც მომიტაცა,რომელმაც ჩემი ფასი იცოდა, თუმცა მაინც მომიტაცა….უსიყვარულოდ.
ღამის თორმეტი საათიც დგებოდა, ყველამ ერთხმად დაიწყეს ათვლა თორმეტ საათზე კი ბიჭებმა ავტომატები და იარაღების სროლა დაიწყეს. დიახ, ახლა თუ ფოივერკებით აღნოშნავთ, ჩვენს დროს ავტომატები იყო. კოტეს ეს ფაქტი ნაკლებად ესიამოვნა ერთი წუთი აცადა, შემდეგ კი რესტორანში შემოიყვანა ყველას ავტომატები წაართვა.
“არავინ არ თქვას, რომ ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილები არ ხდება” ჩუმად გადმომიჩურჩულა დათამ.
-რატომ,შენ აგიხდა?-გაკვირვებით გადავხედე. საპასუხოდ მან თავი დამიქნია-მაინც რა ჩაიფიქრე?-დავინტერესდი.
-შენ!-მომიგო და თან გამიღიმა-ახალ წელს გილოცავ, ჩემო ცხორების სიყვარულო და ერთადერთო ქალო,ვისთვისაც უპრობლემოდ დავთმობ ჩემს უბადრუკ სიცოხლეს-თმა ყურზე გადამიწია და ნაზად დაეწაფა ბაგებს, ალბათ, ავყვებოდი მშობლები,რომ არ გამხსენებოდა და სირცხვილიდან ავხურდი.
დაახლოებით ერთ საათში სახლში წამოვედით, ძალიან დავიღალე და ხალხიც უკვე სიმთვრალის გამო აირია. იმის მიუხედავად, რომ ჩემ სახლად არ მივიჩნევდი ფეხი, რომ შევდგი შვება ვიგრძენი. სასწრაფოდ ავედი ოთახში და ფეხზე გავიხადე, ფეხშიშველა მიმოვიარე ოთახში და შვება ვირძენი,კიდეც. დათაც შემომყვა და გამათბობელთან მივიდა.
-მე არ მცივა,ალკოჰომა გამათბო,მაგრამ შენ გამეყინები.
-არც მე მცივა. რამდენიმე ჭიქა გოგოებთან მეც დავლიე-მასთან მივედი და გამათბობლიდან გამოვიყვანე.
-არ შემიმჩნევია-მხრები აათამაშა-თუმცა, ის შევამჩნიე ქრისტინეს და გიორგის ერთმანეთი, რომ მოეწონა.
-ჰოომ-უხერხულად ავიწურე.
-კარგი,დავიძინოთ-საწოლისკენ წავიდა და გახდა დაიწყო. სიმართლე, რომ გითხრათ მე პირველი ღამის გეგმები მქონდა, სწორედ, ამ მიზნით დავლიე, რომ გამბედაობა შემატებოდა,მაგრამ ჩემს ძვირფას მეუღლეს დაძინება მოუნდა. არც კი ვიცი, ამას რატომ გიყვებით, რამდენად გაიტერესებთ ჩემი ფიქრები და ქმედებები პირველ ღამესთან დაკავშირებით. ალბათ, ფიქრობთ, რამ გამაგიჟა, ჰომ? ჩემმა გათხოვილმა დაქალებმა ისე აღმიწერეს ეს სცენა მეთქი კაცი გვერდით მყავს ამ სიამოვნებას რატომ მოვიკლებთქო. უსიყვარულოდ ვწვებოდი ქმართან, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ გრძნობები არ მქონდა დღითიდღე უფრო მომწონდა და მესიმპატიურებოდა. საკმაოდ მაღალი და სპორტული აღნაგობის ბიჭი იყო, დაბალი თმები კი აკვდებოდა მის სახხეს. თვალები მრავლისმეტყველი და როგორც ყოველთვის სითბოსა და სიტკოებას ასხივებდა. კაბის გახდა დავიწყე, თუმცა ზურგზე იმდენი თასმა ჰქონდა ვერაფერით გავიხსენი.
-დაგეხმარები-ჩემს უკან დადგა დათა და გახდაში დამეხმარა, დავრჩი საცვლების ამარა მის წინ. შევბრუნდი, თუმცა თვალებში ვერ ვუყურებდი მრცხვენოდა, ჩემი სიმორცხხვე კი მას ძალიან მოსწონდა, ვგრძნობდი და შემდეგ რამდენჯერმე აღნიშნა კიდეც.-სად გაქვს პენუარი?გაცივდები-თვალებით დაიწყო ძებნა.
-მართლა ეგრე გიყვარვარ?-მწვანეთვალები შევანათე და მანაც გაოგნებული ზურმიხტისფერი თვალები შემომანათა. პასიხუ დუმილი იყო.-მითხარი!-არ მოვეშვი.
-ეჰ მელისა-თავი გააქნია და ახლოს მოვიდა,ხელემი წელზე შემომხვია და მის სხეულს ამაკრო-წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა დედის@@ვნას უშვები ჩემს გონებასა და გულს-ჩაეცინა ნაზად დამეწაფა ბაგებზე-არც ცდილობ,გაგებას და, ალბათ, ვერც გაიგებ.
-შეგიძლია,გამაგებინო-მაცდურად ავხედე-ან მაჩვენო-ტუჩის ქვემოთ სველი კოცნა დავუტოვე.
-მთვრალიხარ-მხოლოდ ეს მითხრა არ უნდოდა ჩემი “სიმთვრალით” ესარგებლა,რამაც პატივისცემა მისადმი უფრო გამიღრმავა.
-ნასვამი-შევუსწორე-გამბედაობისთვის დავლიე-კისერზე ხელები მოვხვიე.
-ანუ,თანახმა ხარ, რომ მოგეკარო,ჩემი გახდე?-სიხარულით აევსო თვალები-პასუხად ჩემგან კოცნა მიიღო. ზუსტად,ალბათ,ვერასდორს გადმოვცემ იმ ღამინდელ გრძნობებს, როგორ ემოციებით სავსე და კარგი იყო. დათასვთვის მთავარი მე ვიყავი და ჩემი შეგრძნებები, შემდეგი კი მისი სიამოვნება. ვცდილობდი შიშისგან აცახცახებული სხეული არ შეემჩნია დათას, თუმცა ვერ შევძელი. მეფერებოდა და თან მამშვიდებდა. ტკივილს ვერ ვიტყვი, მამაცურად შევხვდი-თქო. თვალები,რომ გამეხილა ან ხმა ამომეღო ცრემლებს ვეღარ შევიკავებდი,თუმცა რამდენიმე წუთში გაქრა ყველანაირი ტკივილი და სიამოვნების ზენიტი შემოეჩეხა, ჩემს სხეულს და სხვა სამყაროში გადამისროლა, სადაც არ არსებობდა დათას გარდა არაფერი- მე და დათა და ხო,კიდევ ვარსკვლავები, რომელიც რითმულად მოძრაობდნენ ჩემთან ერთად.
დილას დათაზე ჩახუტებულს გამეღვიძა, ოდნავ ავმოვძრავდი და ყველა კუნთმა ტკივილი დამიწყო. საათს გავხედე და დენდარტყმულივით წამოვდექი, სად მახსოვდა კუნთების ტკივილი მალე დათან მშობლები მოვიდოდნენ და მელანოც თავზე წამოგვადგებოდა, კარებიც არ მქონდა ჩაკეტილი. ამის გაფიქრებამ, ისიც გამახსენა, რომ ზეწარს შეხედავდა და საერთოდ არ მინდოდა გაეგო, რომ პირბელი ღამე მქონდა. სწრაფად, ჩავიცვი და დათას ვაღვიძებდი თან ტანსაცმელებს ვალაგებდი ბაკურიანისათვი.
-დათა,გაიღვიძე მალე-შევანჯღრიე და ტანსაცმელებს მივუბრუნდი.
-მელისა,რომანტიკის რამე თუ იცოდე, მე ვიყო ძაღლის გაზრდილი-დაიწუწუნა და ჩემს ბალის ჩაეხხუტა.-რას დაფაცურობ,მოდი ჩემთან რა.
-ადექი, ჩაალაგე შენი ნივთები
-მოიცდის-ხელზე დამწვდა და საწოლზე დამაგდო-ჩვენი არაა დრო, როდესაც გვინდა იქ მაშინ წავალთ. მე და შენ კი შეგვიძლია ერთმანეთით დავტკბე უფროსწორად მე დავტკბე შენი არაჩვეულებრივი სხეულით-კოცნებს შორის საუბრობდა და მეც გამაბრუა. აღარც ბაკურიანი და აღარც მელანო მახსოვდა. თვალები, რომ გავახილე ბიუსჰატერი გამხადა და ცხელ კოცნებს მიტოვწბდა. ერთ-ერთი მეზობელი ნივას აბღავლებდა და მხოლოდ მაშინ გამახსენდა მელანოც და ჩაუკეტავი ოთახოს კარები.
-შემეშვი-უცებ დავუსხლტი ცელიდან-შეგიძლიეა ეგ დაიტოვო-ბიუსჰალტერზე მივუთითე და სვიტერი გადავიცვი.
-ადექი თეთრეული უნდა გამოვცვალო,თოორე მოვიდა დედაშინი-გაბრაზებით შევხედა
-მერე რა, მოვიდეს-მხრები აიჩეჩა, თუმცა ჩემს სახეს, რომ შეხედა რა განზრახვაც მქონდა მიხვდა და უთქმელად ადგა-მეტი საქმე, რომ არ გაქვს-ბურდღუნით დაიწყო ჩაცმა.
მე ეგრევე ზეწარს ვეცი და სააბაზანოში შევიკეტე ის ლაქა,რაც ჩემი დედამთილი მოყვანისთანავე უმიზნებდა გავაქრე მალევე.
ოთახში დაბრუნებულს დავინახე თბილ სვიტერებს, როგორ მილაგებდა დათა.
-ჩავდე უკვე მე
-თბილისში რითაც დადიხარ ისინი,ხო?-ალმაცერად გამომხედა და სვერები ჩააატენა ჩემოდანში.
მელანო და კოტე, რომ მოვიდა ჩვენ ვსადილობდით და დაგვეწვივნენ კიდეც. ბაკურიანში განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა,ბევრი ძალიან კარგი მოგონებები დაგვრჩა. პოლაროიდით იმდენი ფოტოები გადამიღო დათამ უკვე ვფიქრობდი, როგორ გადამემალა ეს აპარატი. ყველა მნიშვნელოვან მომენტებს იღებდა და სამახსოვროდ ინახავდა. იქ ახალდაქორწინებული წყვილი გავიცანით, სოსო და მეგი. ჩვენი ტოლები იყვენ გამოპარულან და აქ დაქორწიდნენ. დავმეგობრდით და თბილისში, როდესაც ჩამოვედით რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეც კიდეც. მანას სანამ სკოლა დაიწყებოდა დრო გაგვყავდა და თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, თითქის სახლში არასოდეს ვიყავით. ერთ საღამოს დათას დააგვიანდა მოსვლა, არც მელანო და არც კოტე არ იყვნენ სახლში და უფრო ავნერვიულდი. დენი მოვიდა და ფილმის ყურება დავიწყე, ასე გავიდა ორი საათიც და მოვიდა პირველის ნახევარი ეხლა კი ნამდვილად მთელს ტანში დამიარა შიშმა და გულმაც აჩქარებით დაიწყო ძგერა.
იმის მიუხედავად, რომ გარეთ ძალიან ციოდა საშინლად მიხურდა სხეული და სუნთქვა მიჭირდა. აივნის კარები გავაღე,გავედი და ღმად დავიწყე სუნთქვა.
“მელისა,დარწყნარდი” თავს ვამხნევებნდი, მაგრამ უფრო ცუდად ვხვდებოდი “დათა,სად ხარ. ცუდად ვარ მიშვლე”. არც ცივმა ჰაერმა არ მიშველა, ამიტომ დამამშვიდებელი დავლიე და ნიშადურის სპირტი ცხვირთან მოვისვი გონება, რომ არ დამეკარგა. ყურადღების გადასატანად წიგნის კითხვა დავიწყე ცოტა მიშველა კიდეც, კითხვაში ჩაძინებულმა უეცარმა შიშის გრძნობამ გამომაღვვიძა. “შუქი, როდის წავიდა?” გამიკვირდა და წიგნი იქვე დივანზე დავდე და ლამპა ავანთე, საათს შევხედე ოთხს უჩვნებდა.”ისე დაწვა, რომ არ გამაღვიძა?” გაიკვირდა და ოთახისკენ წავედი.
-დათა ვერ გამაღვიძე, შენ გელოდებოდი-ოთახში შევედი, თუმცა ცარიელი იყო. ისევ იგივე ტალღამ დამიარა. მელანო მორიგე იყო და სახლში დილამდე არ მოვიდოდა, მაგრამ კოტეზეც ავღელდი, რომ დააგვიანდა. მივხვდი, რომ კარლოსთან შეივლიდა ჭადრაკზე,მაგრამ ამ დრომდეც არ დარჩებოდა. მოწიწებით დავუკაკუნე კარებზე რამოდენიმეჯერ, თუმცა ხმა არ გამცა ჩუმად შევიხედე,ოთახი ცარიელი იყო. “დათა,მეშინია” გულზე,მაგრად მოვიკიდე ხელი. კარებზე კაკუნი გავიგე, სიხარულით გავიქეცი, მაგრამ თან შემეშინდა ამ შუაღამეს ვინ იყო?, არც დათა და არც კოტე არ დააკაკუნებდა, გასაღები ჰქონდათ. ქურდიც რატომ დამიკაკუნებდა პირდაპირ შემოვარდებოდა, ვერ მომერეოდა თუ რა. შანდალი დავიჭირე მარჯვენა ხელში და ზურგზე ამოვმალე, მარცხენა ხელით კი კანკალით კარები გავაღე. სიბნელიდან სამი მაღალი,თავჩახრილი ახალგაზრდა გამოვიდა და იქცე კარების ზღრუბლთან დადგა. “გამარჯობა” სამივემ ძლივს გასაგონად თქვა. დათას ძმაკაცები- დიმიიტრი,გიორგი და ლუკა იყო.
-შ..შე.ემოდით-გაკვირვებითა და გაოგნებით შემოვიიპატიჟე შანდალი კი იქვე დავდე. კედელზე აიტუზნენ ნერვიულად ათამაშებდნენ თითებს და თავი ჰქონდათ ჩაახრილი.
-დათა, სად არის?-მხოლოდ ეს ვიკითხე და ვიგრძენი, როგორ ჩამიდგა სითხე თვალებში.
-ოღონდ ცუდად არ გახდე რა-ლუკამ ეგრევე მუდარის თვალებნით შემომხედა და ხმააკანკალებული გადახედაა ძმაკაცებს-ვუთხრათ,რა.
-რძალიკო, ხომ იცი ჩვენ დათას თავს არავის არ დავაჩარგვინებთ-დაიწყო საუბარი დიმიტრიმ-არ გაგვაფრთხილა,არ წაგვიყვანა.
-დათა, სად არის,დიმიტრი?!
-საავადმყოფოში,კოტე უკეთებს ოპერაციას-ამჯერად გიორგიმ მაცნობა ეს ამბავი.-საათზე მეტია სახლის კარებთან ვდგავართ და ვერ ვბედავდით, რომ გვეთქვა…მელისა, ბოჭო მიშველეთ-ეგრევე მომვარდა გიორგი, მაგრამ მე არაფერი აღარ მესმოდა. ჩავიკეცე და უხმოდ ტირილი დავიწყე, ძალა ერთიანად გამომეცალა, ხმაც ვერ ვიღებდი და ვიგრძენი გულში რაღაცამ, როგორ გამწვა. დათა საოპერაციო მაგიდაზე იწვა დაჭრილი,კოტე კი გამწარებული შვილის სიცოცხლეს ებღაუჭება და სიკვდილს ებრძვის.
...
მოგესალმებით, ვიცო,რომ ელოდებით ახალ თავის.ვცდილობ,რომ მალე დავდო,მაგრამ გამოცდების გამო ვერ ვახერხებ. დავწერე და ეგრევე დაგიდეთ,იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი ჭირვეული

როგორ ჩამითრია ამ ისტორიამ და როგორ მოუთმენლად ველი ახალი თავის დადებას ხოლმე. ძალიან ძალიან მომწონს ❤️

 


№2  offline წევრი n-strovet

ჭირვეული
როგორ ჩამითრია ამ ისტორიამ და როგორ მოუთმენლად ველი ახალი თავის დადებას ხოლმე. ძალიან ძალიან მომწონს ❤️

ძალიან მიხარია თუ ასე მოგწონთ, მადლობა შეფასებისთვის! heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეგრეც ვიცოდი რომ შეუყვარდებოდა კარგი წყვილია, საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ძალიან მომეწონა მაგრამ ისეთ მომენტში დამთავრე ავფორიაქდი იმედია დათას არაფერი მოუვა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმტებები ????♥️♥️

ეგრეც ვიცოდი რომ შეუყვარდებოდა კარგი წყვილია, საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ძალიან მომეწონა მაგრამ ისეთ მომენტში დამთავრე ავფორიაქდი იმედია დათას არაფერი მოუვა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმტებები ????♥️♥️

 


№4  offline წევრი n-strovet

სტუმარი ნესტანი
ეგრეც ვიცოდი რომ შეუყვარდებოდა კარგი წყვილია, საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ძალიან მომეწონა მაგრამ ისეთ მომენტში დამთავრე ავფორიაქდი იმედია დათას არაფერი მოუვა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმტებები ????♥️♥️

ეგრეც ვიცოდი რომ შეუყვარდებოდა კარგი წყვილია, საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ძალიან მომეწონა მაგრამ ისეთ მომენტში დამთავრე ავფორიაქდი იმედია დათას არაფერი მოუვა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმტებები ????♥️♥️

მადლობა შეფასებისთვის heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent