შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ნაბიჯი


25-01-2022, 00:21
ავტორი analiza505
ნანახია 10 190

საღამოს 10 საათია, მე ჩემს საწოლზე ვწევარ და ჭერს ვუყურებ.ვფიქრობ.ფიქრები ქრებიან როცა კარზე კაკუნის ხმა მესმის.
- შეიძლება? - ღიმილიანი სახე შემოყო ნონამ
- მოდი ნონა - გავუღიმე.
- უკვე დროა მოემზადო - შეპარვით მითხრა, იცოდა რომ არ მიყვარს, ის საზოგადოება რომელიც შურით იყურება, და ჩუმად უკნიდან გაფურთხებს.
- კარგი - თავს ვუქნევ
კარადიდან კაბა გამოაქვს, გრძელი მწვანე კაბა.
კაბა ჩავიცვი, და სარკეში ჩემს თავს შევხედე.
კაბა ლამაზი იყო, ბრეტელებზე, უკან ჩახსნილი, სადაც ხერხემალი მიჩანდა.
ნონამ თმები, ლამაზად გამიკეთა და თმაში ყვავილიც ჩააყოლა.
- ლამაზი ხარ - თავზე მაკოცა.
გავუღიმე და ოთახიდან გავედი.
ძმა მელოდებოდა.
ხელი ღიმილით გამომიშვირა, და ლოყაზე მაკოცა.

ჩემი ხელი ძმის, მკლავში მაქვს გაყრილი, თავ აწეული ჩავდივარ მარმალიროს თეთრ კიბეებზე,ნელნელა, და მკრთალად ვიღიმი. ყველა მე მიყურებს, და ღიმილი აქვთ აკრული ყველას, განა არ ვიცი რომ ეს ნამდვილი ღიმილი არაა,მაგრამ მაინც ვაგრძელებ ჩასვლას კიბეებზე.
ყალბი ღიმილით ვეგებები ყველას, მაგრამ ყველას სჯერა რომ ჩემი ღიმილი ბუნებრივია, და მათი მოსვლა გამიხარდა.
მე, ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს, ვერ ვიტან, ამ დღეს, რიცხვს თვეს.
დარბაზში თეთრი როიალი დგას, სადაც ხანში შესული მამაკაცი წყნარ მუსიკას უკრავს გამეღიმა, ამ კაცს მივაშტერდი. დაატარებდა თავის დანაოჭებულ თითებს კლავიშებზე, თავს აყოლებდა მელოდიას და თვალები სიამოვნებისგან დახუჭვოდა.
მაღალ თეთრ მაგიდასთან, შამპანიურით ხელში ვდგავარ, და მოლოცვებს ვიღებ.მე კი რობოტივით მადლობას ვიმეორებ.
როცა კაცმა მელოდია დაასრულა, მისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი.
- შეიძლება? - ვუთხარი ღიმილით
კაცი გაკვირვებული იყო ჩემი კითხვით.დავინახე მამას გაბრაზებული მზერა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- რათქმაუნდა - მეუბნება კაცი და ადგილს მითმობს.
შავ სკამზე ვჯდები.თვალებს ვხუჭავ. თითქოს რაღაცას ველოდები, ნერვიულობის გამო ხელები ოფლიანი მაქვს.თავს ვამხნევებ, ის დროა როცა დაკვრა უნდა დავწყო, როცა გვერდიდან „Libertango“ - ს მელოდიის ხმა მესმის.
თვალებს ვახელ გვერდზე ვიყურები. გვერდზე მამაკაცი მიზის, და თითებს კლავიშებზე დაატარებს.
- მიდი - მიჩურჩულებს.
დრო არის როცა ჩემი სვლაა, მეც უნდა დავუკრა, და მე ვუკრავ, მთელი არსებით ვუკრავ, აღარავინ მაინტერესებს და არაფერი.
თითქოს თიტები თავისით უკრავენ, ძალიან კარგი შეგრძნება დამეუფლა თითქოს განვთავისუფლდი.
როცა დაკვრა დავასრულე, ყველა გაჩუმდა, შემდეგ კი ტაში დამიკრეს,მამა კი ისევ იდგა და მიყურებდა, ცემი ძმა კი აღფრთოვანებული მიკრავდა ტაშს და მიღიმოდა.
გარეთ გავედი.“ის“ გამქრალიყო.
ცივმა სიომ სასიამოვნოდ დამიარა, სხეულში, თავისუფლებას ვგრძნობდი.
- კარგი იყავი - სიბნელიდან მესმის ბოხი ხმა .
- მადლობა
ლამპიონის შუქზე, გამოდის სიგარეტით ხელში,სიგარეტს ტუჩებს შორის იჩერებს, და ჯიბიდან კოლოფს იღებს.
- გინდა? - ხმის ამოუღებლად ერთ ღერს ვიღებ, და ტუჩებს შორის ვიქცევ.
სანთებელას იღებს, ჩემსკენ იწევა, და სიგარეტს უკიდებს.
ნაპასს ვარტყამ და იისფერ, მოლურჯო ბოლს გარეთ ვუშვებ.
ეღიმება.ლოყებზე ჩაღრმავებები ეტყობა. ბავშური ღიმილი აქვს და მავდროულად სექსუალური აქვს.
- შენ ვინ ხარ? - ვკითხე, მაინტერესებდა ვინ იყო.
არაფერი უთქვამს ზურგი მაქცია და სიბნელეში გაუჩინარდა.
უცნაური იყო.
ყველას ღიმილით დავემშვიდობე.ის იყო ოთახის კარი უნდა გამეღო მამას ხმა რომ გავიგე
- როზა ჩემს კაბინეტში, ჩქარა - განრისხებული მზერა მესროლა. არ მეშინოდა რა თქმუნდა, არც მადარდებდა.
- რას ფიქრობდი, როიალს რომ მიუჯექი და იმ ნაბიჭვართან ერთად დაკვრა რომ დაიწყე? - მთელი ხმით მიღრიალა.მშვიდი სახით ვუყურებდი, სავარძელში მჯდომიარე.
- შოთა, გაითვალისწინე უკვე ზრდასრული ქალი ვარ.ყველაფერს შენ არ გკითხავ, ყოველი ფეხის გადადგმისას შეიძლება კითხვას არ დაგისვამ, ოცი წელია გალიაში გყავარ, ოცი წელია ამ სულელურ საზოგადოებას იწვევ, ყელშია უკვე შენი საქციელები, გასაგებია? მახრჩობ. მე მეზიზღება ჩემი დაბადების დღე, იმიტომ რომ ჩემმა დაბადებამ, ჩემს ძმას დედა შენ კი ცოლი მოგიკლა, მეზიზღება ის ხალხი რომელთა სიყალბეს ვერ ხედავ. - ავფეთქდი, ვღრიალებდი, ცრემლები მომდიოდა, სუსტი ვარ ძალიან სუსტი ვარ - მე მიყვარს დაკვრა დავუკრავ კიდეც.დროა დავიხსნა შენი კლანჭებიდან თავი, რადგან თავისუფლება მინდა.
ოთახიდან გავედი, ჩემს ოთახში შევვარდი.ჩემოდანი გადმოვიღე, ტანსაცმელი ჩავყარე, შევკარი, და ოთახიდან ქარივით გავვარდი.
გაოცებული ნონა მიყურებდა. ჩემი ძმა კი დუმდა.
კარებთან ვიდექი როცა ანდრო მოვიდა, თავზე მაკოცა, ჩამეხუტა
- ვიცი ყველაფერი გამოგივა - რამდენჯერ უჩხუბია შოთასთან ჩემს გამო. გადამირბინა მასთან გატარებულ წლებმა თვალწინ. გავუღიმე მაგრად მოვეხვიე.
ზღურბლზე გადაბიჯებას ვაპირებდი, შოთას ხმა რომ გავიგე.
- წასვლას არ გიშლი, თუ გინდა წადი,არ შეგაწუხებ, მაგრამ თუ ეხლა წახვალ სამუდამოდ გაქრები ჩემი ცხოვრებიდან.
და მე ეს გავაკეთე, მაინც გადავდგი ეს საბედისწერო ნაბიჯი.

ეს არის ის ისტორია, კვირაში ერტხელ დავდებ,მელანოს მიტოვება და როზასთვის გამარჯობის თქმა ძალიან გამიძნელდა.
ეს ის ისტორია რომ გითხარით იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ფანარი

მელანოს მიტოვება?
მშვენიერი დასაწყისია.როზა ძალიან უცხო და ლამაზი სახელია.უკვე მომწონს.წარმატებები.❤

 


№2  offline წევრი analiza505

სტუმარი ფანარი
მელანოს მიტოვება?
მშვენიერი დასაწყისია.როზა ძალიან უცხო და ლამაზი სახელია.უკვე მომწონს.წარმატებები.❤

მადლობა და ასევე მადლობა რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent