შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციყვო ციყვო,მირჩიე რამე.


25-01-2022, 08:07
ავტორი აიესმე
ნანახია 796

ავტორისგან

ამის დაწყება იმიტომ გადავწყვიტე,რომ ჯერ ერთიი,შეწუხებული ვარ.რაღაცაზე უნდა ვკონცენტრირდე.მერე მეორეც ! ჩანახატებზე და ლექსებზე უარი ხომ ვთქვი ? ჰოდა ისტორიებით განვაგრძობ შეწუხებას.ნგრევას...იქნებდა განადგურდეს მთელი ციფრული სამყარო ? მიბარდეს ინტერნეტს ჩემი ნაწერი... მერე და რაა ?! ჰაჰაა,აი მერეე რაა ? თანაც,ის ხალხული ანდაზა ხომ ყველამ ვიცით. ნუ დასცინი სხვასაო,გადაგხდება თავსაო.ხოდა,სწორედ ამის გამო,ახლა იძულებული ვარ გადამხდეს თავს ეს !!! და პირდაპირი მნიშვნელობით რაღაც „რომანი“ დავწერო.ო არა,რა დავაშავე.ააა ვიცი რაც ! რამდენჯერ დავცინე განსაკუთრებული ტიპების ფანტაზიას...სხვა გზა არ მაქვს.სხვებსაც ხომ უნდათ სიცილი.ამიტომ წინასიტყვაობა ჩაამთავრეთ და აღარ წაიკითხოთ მის მეტი.ამრიგად,შევძლებ გავსწორდე სამყაროსთან... თუმცა თუ მაინც განაგრძობ,ვფიქრობ უფრო კისკისი უნდა გამოვიდეს.რადგან,მართალია ბუნდოვნად ვხედავ ჯერ,მაგრამ რაც ჩანს,საკმარისია იმისთვის რომ თამამად ვთქვა.იმ ღმერთს,ადამს,ევას და გველს ოთხივეს შეშურდებოდათ... ჩემი ციყვის.ჰოო,გველს-ციყვის,ადამს-ალესი - ევას-ევასი და ღმერთს-ათენასი.

წინასიტყვაობა


სულ ოთხი მთავარი გმირი გვეყოლება,ბატონი ალე.მისი მონამორჩილი გარყვინილი ციყვი საინი და ორი ულამაზესი ქალბატონი,ევა და ათენა.დანარჩენი „უსაყვარლესი მშობლების გარდა „ნაყარნუყარი ხალხი...

ბატონი ალე. - ალე ქვეყნის დასალიერში ცხოვრობს.ის სოციალური ფენის იმ ფენას ეკუთვნის,რომ ვეკითხებით,როგორ ხარ-ო ? და გვპასუხობენ „რავი,ისე როგორც ყველა,ნორმალურად“ - ო და ოჯახს,რომელიც ყველაფერზე მადლიერია მოწყალე ღვთის.რადგან ალემაც და მისმა ყველა ოჯახის წევრმა,შესანიშნავად იცის რას ნიშნავს არ გგქონდეს ლუკმაპურიც კი.მადლიერება სწორედ ამითაა განპირობებული.რაც ვფიქრობ დასაფასებელი ამბავია არაა ?

საინი. - საინი ბრძენი და გარყვნილი ციყვია.ის მომავალში იქმნება,უფრო ზუსტად საიდანღაც ამომბობღდება.ციყვი,რომელიც გამუდმებით ლაქლაქებს და რჩევებს აძლევს ალეს.ხან ჭკვიანურს,ხანაც მომაბეზრებელს.ხანაც ავხორცულს,თუმცა საინს სათნოება სულ მთლად კი არ დაუკარგავს.არაა,ის შიგადაშიგ რომანტიკოსიცაა.მოკლედ,ხშირად ჭკუიდან შლის ალეს,თავისი გაუთავებელი ლაქლაქით.

ევა.- ევა იმ ფენას განეკუთვნება,მთლად სიმდიდრეში და კრისტალში მცხოვრებ გოგონას არა,მაგრამ საკმაოდ მაღალი ფენის წარმომადგენელს.რომელსაც დეპრესიის მეტი სადარდებელი არაფერი აქვს.არც სწავლა უნდა,პირად ფსიქოლოგსაც კვირაში ხუთჯერ აკითხავს და ტვინს უბურღავს.ხო ასეა,ადამიანები ხშირად ცდებიან როდესაც პროფესიას ირჩევენ.მათ არც კი იციან,რა ელით წინ...

ათენას კი სინამდვილეში ათენა არ ქვია. თინა ქვია.მისი სახელი მომავალში შეიცვლება ალეს სურვილისამებრ.უფრო ზუსტად,რაღაც რაღაცეების აღმოჩენის შემდეგ.მისი სოციალური მდგომარეობა კი ყველაზე განსხვავებული და განსაკუთრებულია. ის მომავალი პრეზიდენტის „მომავლის იმიტომ რომ,შეხვედრა თინასთან, ამ პატარა ამბების შემდეგ, 8 წლის შემდეგ ხდება“ ვინმე ხვიჩა ტალახაძის შვილია.ეს ის ხვიჩა ტალახაძეა დაუნდობლად რომ გააქრობენ,მისი მოსვლიდან მეშვიდე თვეს,შეშლილი რევოლუციონერები.რა თქმა უნდა დაკვეთით.მომავალზე ბევრს აღარაფერს გიამბობთ.მოკლედ თინას,მომავალში კი ათენას ცხოვრება,ციყვის,ევას და ალეს ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდება. თინა მრავალმხრივ საქმიანი გოგონაა.მღერის,სწავლობს,სწავლობს... და სწავლობს. გაუთავებელი სწავლისა და ჭიკჭიკის მიუხედავად,ის მაინც ასწრებს თანამედროვე ცხოვრების რიტმს არ ჩამორჩეს და როცა არ სწავლობს,ჭიკჭიკებს და არაჩვეულებრივი,ოქროსფერთმიანი ახალგაზრდა გოგონაა,რომელიც ჯერ კიდევ ყვავილობის პროცესშია. ხოლო ევა უკვე დიდი ხანია გადაიფურჩქნა...

მგონი ყველა მთავარი მოქმედი პერსონაჟის მონახაზი გავაკეთეთ.აქვე,დასასრულს,სჯობს ავტორის ორ უძვირფასეს სურვილს გაზიაროთ.როგორც მე,მთხრობელს,მის თავში მყოფს,მისი აზრების ბზუილიდან ვარჩევ,ბუნდოვნად მაგრამ მაინც.ვფიქრობ,რომ პირველი სურვილი ასე ჟღერს „ადამიანთა ცხოვრების დინების შეცვლა „მარადიული ჰარმონიისაკენ“ და მეორე სურვილი,რომელიც პირველ სურვილს წინ უსწრებს და უფრო მოკლედ და მკაფიოდ იკვეთება ჩემს სმენაში,აი ისიც „ათენა“. თუ ყველაფერი გაირკვა,ჰა... რაღას ვუცდით. დავიწყოთ საოცარი ისტორიის მოქსოვა.

დასაწყისი-გავიცნოთ ალე.



ნეტა როგორ დავიწყოთ ? აჰა,ვიცი.

და კვლავ ინათა დედამიწაზე.ოქროსფერი სხივები კიდევ ერთხელ შეასკდა დედამიწას და გაჟღინთა მთელი ატმოსფერო.კაი,ატმოსფეროს ნახევარი მაინც.ალეც გაეხვია ამ დიდებულ ოქროსფერ სხივებში.თუმცა,ალეს სწორედ ეს სძულდა, ეეს ! ყოველ ახალ დღეს,მზის ეს წყეული სხივები აღვიძებდნენ.თითქოს პირდაპირ უყვიროდა მზე - ადექი შე უსაქმურო ! ადექი ადექიი საქმე გაიჩინე,რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიაოო... ჰოდა ყოველ ჯერზე ალე ვერაფერს აწყობდა. ყოველ დიილით ,სხვებისგან განსხვავებით,ის იმაზე ფიქრობდა მთელი ძალით,თუ რატომ ააშენეს ეს წყეული კედლები ასე. ფანჯრები აღმოსავლეთით ვის გაუგიაო.წუხდა,ძალიან წუხდა.პასუხს ვერაფერს უძებნიდა.ჰაჰ,ეგ კი არა,ფარდებზეც არ მიუწვდებოდა ხელი,რომ დაესრულებინა თავისი ტანჯვა. რომ იცოდეთ,ერთხელ სააბაზანოშიც კი მოუწია დაძინება.ალბათ,ალბათ კი არა თვითონ როგორც ამბობს,ეს ყველაზე ბედნიერი ღამე იყო მის ცხოვრებაში.მიუხედავად იმისა მეორე,მესამე და მეოთხე დღეს საშინელი ავადმყოფობები რომ აიკიდა.წელის ტკივილი,ფილტვების ანთება,ხველა და რაც მთავარია,ყველასთვის საყვარელი ავადმყოფობა „ცინგლი“... ის თუ გითხარით,კერძო სახლში რომ ვაცხოვრებ ??? არაა ? ჰო,კერძოში ცხოვრობს.მითხარით რას იზავდით ალეს ადგილას ? რა თქმა უნდა დაემორჩილებოდით თქვენთვის,ზეცაში წინასწარ გადაწყვეტილ წერას,ბეედს რომ უწოდებენ და პირველ რიგში რასაც იზამდით,ალბათ ადგებოდით.ჰო,ისიც ასეც მოიქცა.თუმცა მოდი ვთქვათ რა... მზე აჭარბებდა.ის სულაც არ იყო უსაქმური.ის,ყოველ დღე არა მაგრამ, ყოველ მესამე დღეს ლილოში დაცვაში მიბობღდებოდაა და წამომბობღდებოდა... ალბათ ამიტომ ეძახდა მზე „შე უსაქმურო,შე უსაქმუროო“ რადგან განა რა გინდა მეტი ჰო ? ფიზიკურად არ შრომობ,ინტელექტიალური რესურსების გამოყენებას და მის ამოწურვას არავინ გთხოვს.ოჯახი მშიერი არ გყავს.იყავი რა მხნედ ! მაგრამ ჩვენი ალე მართლაც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა.მიფოფხდებოდაა და მერე მობობღავდა. და აი ალე ფეხზე წამოდგა.გაიზმორა,თვალების ჭმუჭვნას მოჰყვა და უკმამყოფილება გამოხატა.

- კიდევ ერთი წყეული დღე ! დეე... რა დღეაა დღეეს ?!
- სამშაბათი შვილო.მოდი ყიყლიყოები მზადაა.არ იბოდიალო ჩაი გაგიცივდება.თან გოგოსავით ნუ დაიწყებ ზოზინს დააგვიანებ.- ალბათ მიხვდით,ეს მისი ერთადერთი და უსაყვარლესი ქალაბატონის ხმა იყო.დედამისის,რომელსაც თამარი ჰქვია.

- საწყალი პატარები... თუმცა მოდი ვაღიარებ.კიდევ კარგი ვერ დაიბადნენ თორემ ასეთ სიამოვნებას ხო ვერ ვეღირსებოდი ? - თვალების ჭმუჭვნას,უკმაყოფილების გამოხატვასა და მთქნარებას მორჩა თუ არა,მაშინვე სამზარეულოსკენ გაემართა. აი დავაკვირდეთ.ის სამ საქმეს ერთად აკეთებს,მზემ კი რა აკადრა !

- დეე... რატომ აქვს ჩემს ოთახს ფანჯრები აღმოსავლეთით ?! რაიმე ავადმყოფობა მჭირს და არ მეუბნებით ? მზის სხივებით მკურნავთ არაა ?

დედამისმა ჩაიცინა,- ჯერ ახლა გაიღვიძე და უკვე რამდენს ლაქლაქებ.ცოტა მოიცადე,მორჩი ჭამას და მერე შეისხი ცივი წყალი.თუ არ გინდა,რომ წნევა ამიწიო.

ორივენი სიცილს მოჰვყნენ.

- საყვარელი დედიკო...გული გამისკდეს თუ მაგის მიზეზად მე ვიქცე ოდესმე ! მხოლოდ აქვე აღვნიშნავ დეე,შეგნებული,შავი განზრახვით... თორემ სიცხე,რომ ამიწევს შეენც ხომ წნევა გიწევს ? -დედა კისკისებდა,ალე კი ხითხითებდა

და დაიწყო ასე ტკბილად დილა.ალემ ერთ ნაჭერ პურს,რომელსაც შესანიშნავი ნივთიერება იმდენად შეესრუტა რამდენადაც ამას ბუნების კანონები უშვებდა,ხელი სტაცა,მაღლა აწია და დაჟინებით ყურება დაუწყო.მოჰყვა თავის ფილოსოფიას...

- აი და რა მერე ?! კი,გემრიელია და მინდა მარა,აი რა ?! და ეს მე არც მინდა დე... არაა,მე კი არა,აი ამას უნდა, რომ ბუყბუყებს.რა ვქნა,როგორ დავაწყნარო ? - ყბა დააღო და თვითმფრინავივით წაიღო ყიყლიყო თავისკენ,ჩაკბიჩა,ღეჭვას მოჰყვა და განაგრძო.- ჰა დე ? ნეტა სხვა გზა არ არსებობს ?

დედა ამ დროს,წინა საღამოს დატოვებულ ჭურჭელს რეცხდა.

- რას მეუბნები შვილოო არ მესმის,კიდე რაღაცაზე წუწუნებ არაა ?

- არაფერი დეე,უბრალოდ ის ვთქვიი,უგემრიელესი ყიყლიყოებია და ეს ჩაიც შესანიშნავია - მეთქი,მადლობა ჯერ შენ და შემდეგ ღმეერთს თქო. -მოუმატა ხმას ალემ

დედა კვლავ ჭურჭელს რეცხდა - ჰოო,ჰო მიდი ჭამე თორე ხომ ხედავ,რომ ამბობ ძალა არ მაქვს,არა მაქვსო.ეგ იმიტომ რომ არ ჭამ.დღეს მე სოფელში მივდივარ.მამაშენთან ერთად.ალბათ ორი,მაქსიმუმ სამი დღით მოგვიწევს დარჩენა.ან მე დავრჩები მარტო და ზურა უკან დაბრუნდება.დეიდაშენი კიბიდან დაგორებულა.-ეს გაიგო თუ არა,წამოიყვირა ალემ

- რაა ? დეიდაა ??? ჩემი საბრალო დეიდა... რანაირად ? ვინ,ვინ... აჰ რა სისულელეა.მოვკლავ ! მითხარი რომ ფეხი დაუცდა.

- ეზოში ჩადიოდა და ყვავილები მიჰქონდა თურმე,თვითონაც არ იცის რანაირად,უბრალოდ გავითიშე და დანგრეულმა ლოგინში გავიღვიძეო.თურმე გიგას უპოვნია დილით გონდაკარგული,კარი რომ გააღო.ნინელიმ რაღაც გაატანა და...

- ჯანდაბა ! ზეგ მეც ჩამოვალ.მე არ მაქვს დასარეკი.სადაა ტელეფონი ???

- არა შვილო,ძალიან ცუდად და სუსტად არის.ძლივს მელაპარაკა,ლაპარაკის თავი არ აქვს.მეც არ ვურეკავ.

გაბრაზებულმა დაიწყნარა მუცელი,ჩაიც გამოცალა.დიდ რკინის თასს ხელი მოჰკიდა და სააბაზანოში გაეშურა.თასი ცივი წყლით აავსო.სანამ წყლით ივსებოდა რამოდენიმე წამით საკუთარი თავი შეათვალიერა.- ჯანდაბა ! ლამის დამავიწყდა როგორი ვარ.აჰა,ჩემს წინ ჩემი იმედი დგას.მომავლის იმედი ! ეს მეე ვააარ ? სარკეს მთელი სახე მიუხახუნ მოუხახუნა.სიცივე იგრძნო და ესიამოვნა.მარჯვენა თვალის წამწამებს შორის კანი გაწელა და თავის შავ თვალებში არსებულ,შავ გუგებს ჩააშტერდა. თითქმის სარკეს მიკრული და თვალის გუგებით დაჰიპნოზებულს... უცბად თასიდან წყალი გადმოეღვარა და მუცლიდან ფეხის თითებამდე დაასვეელა.- ჯანდაბა,ამდენი სიცივე არაა საჭირო სამყაროვ,გმადლობ.ძალიან დიდი მადლობა.-თასი იქვე,სარეცხის მანქანზე დადო და მთლიანი თავი ერთიანად შიგ მოათავსა.როცა ასე იქცევა,თვალებს ახელს,ფსკერს უყურებს და თავის სურვილებს „ნათლავს“ . - ღმერთო,ჩაერიე და გამოასწორე ყველაფერი.ჩემი ოჯახის,ჩემი ნათესავებისა და ახლობლების კეთილდღეობის მეტს არაფერს გთხოვ.კაი ჰო... მთელი კაცობრიობის კეთილდღეობას მოგთხოვ ! აჰა,ამასაც გთხოვ.გთხოვ გთხოვ... მაგრამ ვერ ვიცრუებ.არ შემიძლია მიყვარდეს მტერი ჩემი.მოკლედ,ღმერთო... ფეხზე დააყენე დეიდა და შეუმსუბუქე ფიზიკური ტანჯვა.- თავი ამოყო.იდგა უმოძრაოდ და კვლავ იმეორებდა თავის სურვილს.ასე იქცეოდა ყოველჯერზე,იდგა სანამ წვეთების წკაპაწკუპი თავისით არ შეწყდებოდა.ეს წკაპაწუკი ამჯერად სხვა მიზეზით შეწყდა.

- ალეე,ეს რა იცი შვილოო... შედიხარ და აღარ გამოდიხარ ხოლმე.აგვიანებ,ათის თხუთმეტი წუთია.სწრაფად ქენი სწრაფად !

მაშინვე კარზე ჩამოკიდებულ პირსახოცს სტაცა ხელი.შეიმშრალა მთელი თავი,კეფა ზურგი,მოკლედ, მთელი სხეული.სწრაფად ამოიცვა სქელი ნაჭრის სპორტული,მიაყოლა ნასკები,ფეხსაცმელი,თავი გაყო მაიკაში,მოისხა მოსასხამი და ჰე ! ჯანდაბა !!! ტელეფონი,ნაოშნიკი „კუსაჭკა“ სატენი,სიგარეტი,დღიურიი !!! - დეე სად არის ეს ყველაფერი... - ავტორი : მთხრობელს მიუტევეთ,ფრჩხილის საკვნეტი,ანუ თვითონ კვნეტა და ნეტა,ანუ ოცნებები არ უყვარს და ამიტომ,იძულებული გახდა ის ჩაეწერა რაც ჩაწერა.

- მამაშენმა გაიტანა სიგარეტიც და კუსაჭკაც. დანარჩენი არ ვიცი.

- ჯანდაბა,ჯანდაბა ! მერე მეტყვიან აგვიანებ,ზოზინა ხარო. აჰა ჩემი ბრალია ?! - და დაფეთებული ხან ერთს იღებდა ხან მეორეს „სხვადასხვა ლოკაციებზე“. - წასაღები ჩუსტებიი ? ჩუსტები სადღაა... ჩვენ ხო ძაღლიც არ გვყავს... ვინ დაათრევს ჩემს ნივთებს აქეთ იქით ! დეეე.....

ჰოდა ასე... ძლივს გაეტია სახლიდან.როგორც მზემ გვაცმნო,მიბობღდა სამსახურში.შეცვალა მორიგე და უსიცოცხლო ტერიტორიით ტკბობას შეუდგა.იქაურობა მართლაც უსიცოცხლო გახლდათ.მხოლოდ ორ ძველ „ცეხს“ იცავდა.ორივე დაკეტილი იყო.ერთში ავეჯს ინახავდნენ,მეორეში კი ხის მასალებს.ვერც ვერაფერს მოიპარავდა კაცი ! ნამდვილად ღვთისნიერი ხალხს ეკუთვნოდა მთელი მიწა. ამრიგად ალეს,კიდევ ერთი უსიამოვნო 24 საათი ელოდა წინ.რომელსაც როგორც ყოველთვის შესანიშნავად და მამაცურად გაართვა თავი.წამიც არ უძინია.ხან რას წერდა მთელი დღე,ხან რას.ხან კიდევ სხვა რაღაცას.ან კიდევ უფრო სხვას.წერდა და წერდა.მუსიკების თანხლებით რათქმაუნდა.რაღაც გიჟურ ოცნებებს აფრქვევდა ფურცლებზე.აი ისეთს... უეჭველი რომ არ ასრულდება რა.აი მაგალითად:უნდოდა ფულზე პრობლემა არ ჰქონოდა და დარჩენილი სიცოცხლე ისე გაეტარებინა,რომ სხვა,უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტისთვის დაეხარჯა თავისი ცხოვრება,დრო,სასიცოცხლო ძალა.ანდაც როგორც თვითონ ამბობდა,ბევრი არაფერი უნდოდა.მხოლოდ,რომ მონობაში არ მომკვდარიყო როგორც წმინდანი,სულ ფეხებზე ეკიდა ყველა ეს ხარისხი.ის ამისთვის არ დაბადებულა... მას ცხოვრება სურდა.ცხოვრება,გასაოცარი ცხოვრება ! წუხდა იმაზე,რომ ძაღლთან აიგივებდა თავის თავს.ძაღლთან,რომლის ბატონებიც აგერ უკვე რა ხანია შარაფობენ.ქეიფობენ,ნადიმებს აწყობენ,აი სუფრაც და ამის დედაც ! უამრავი უგემრიელესი სურნელი.მისთვის კი ნამცეცებს ძლივს იმეტებდნენ ბატონები.ის ძალიან ობიექტური გახლდათ ამ საკითხში.რა არა ? მთელს საქართველოში ყველაზე მიყრუებულ ადგილას ეგდო და ოცნებობდა.როდესაც რამოდენიმე კალამმა ამცნო ალეს,რომ მის ოცნებებს და სურვილებს შესრულება არ ეწერათ და თითქოს ყველა კალამმა ერთდროულად შეწყვიტა წერა,პროტესტის ნიშნად.იმ პროტესტისა რომელმაც,იმ წამს ასე გაიჟღერა „შენს საცოდავ სურვილებს ჩვენით ნუ დაწერ ალეე“ . აი სწორედ ამ აჯანყების დროს სმენაც დამთავრდა.ყოველთვის როდესაც ალეს,ერთ დღე-ღამეში წვეთიც კი არ ეძინა,მომავალი დღის 5-6 საათს განსაკურებულად აქტიურ მდგომარეობაში ატარებდა.აი ისე,მთებს გადავდგავო შეგრძნება,რომ ეუფლებათ ადამიანებს,ხომ ყველამ ვიცით ეს შეგრძნება ? ჰოოდა,დამთავრდა თუ არა სმენა,მაშინვე კახეთისკენ აიღო გეზი.2 საათში თავის სოფელში,ლოგინად ჩავარდნილ დეიდასთან აღმოჩნდა,ირგვლივ არცთუისე ბევრი ნათესავი ირეოდა.როგორც კი დაინახა დეიდას გაუბედურებული სხეული,მართლაც რომ დალეწილი სახე და მისი ლოგინად ჩავარდნა.გული რაღაცას ეუბნებოდა,რაღაცას,თუმცა ის ისე გაუგებრად საუბრობდა... არ იცოდა ვისზე გაბრაზებულიყო.წამიერად იმასაც კი ივლება თავში,რომ მომკვდარიყოო ? ამიტომაც გამუდმებით მადლიერებას გამოხატავდა ღვთის მიმართ.როდესაც ეს მტანჯველი ბევრი წუთი დაუსრულდა ალეს და ახლა უკვე ეზოში მამამისთან,მის ორ ბიძაშვილთან,გიგასთან,ტარიელთან და კიდევ ერთ,მისთვის შორეულ ნათესავთან ერთად,რომელსაც ილია ერქვა.იჯდა და უკვე მშვიდად შეექცეოდა ყავას და თითოეულ ამოსუნთქვას აყოლებდა ძლიერი თამბაქოს ბოლს.ალე უეჩვეულოდ აქტიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.რატომღაც გაახსენდა როგორ უამბო დედამისმა,მისი ბებიის გრძნეულობების შესახებ.ეს ამბავი მეც მიამბეს.თურმე ალეს დედის დედის დას.ანუ მოკლედ ბებიამისს,რაღაცეები უჯადოქრია.კერძოდ ალე 40 წლის ქალმა შობა.25 წლის ასაკში დედამისმა,მისი ძმა მოავლინა ამ ქვეყანას. ახალგაზრდებსა და ბედნიერებს მალევე უნდოდათ მეორე შვილი.თ უ მ ცა,ეს არ შეიძლებოდა.დიაგნოზი ასეთი იყო,რომ თუ კი დედამისი მეორეს გააჩენდა,ძალიან დიიიდი იყო იმის ალბათობა,რომ მშობიარობას გადაყოლოდა.როგორც კი ეს ამბავი მის დეიდამდე,ალეს ბებიამდე მივიდა,იმავე დღეს იმ გრძნეულმა თამარას ასეთი რაღაც უთხრა - შვილო,ვინაიდან ვერ გააჩენ უახლოეს მომავალში,40 წლის ასაკში გააჩენ ? ალეს დედას პირი დაუღია და უთქვამს - რაა ? 40 წლის ასაკში ? 40 წლის ასაკში საერთოდ არ გავაჩენ ! მაქსიმუმ 30 წლამდე და მერე ვსიო. - ბებია უკან არ იხევდა- არა შვილო,ვერ გააჩენ.ხომ იცი რომ შეიძლება მოკვდე მაგის გამო ? რა გინდა,ორივე უნდა მოკვდეთ ? და ამ საუბრის შემდეგ სადღაც გაუჩინარებულა ბებია.საღამოს დაბრუნებულა,ჯერ ბალიშები უჩუქებია.შემდეგ გასულა და არავინ იცის როგორი იყო ის წყალი,ნაკურთხი თუ... და დაბრუნდა წყლით,რომელიც ალეს დედ-მამას ზედ შეაფრქვია,მიმოაფრქვია მთელს ეზოში,სახლში ყველაფერს მიასხ მოასხა და ამბობდა ნაკურთხი წყალია ნაკურთხიო.ის ბალიშებიც ასევე ალბათ ჩვეულებრივი ბალიშები იყო.ბალიშები რომელშიც,მრავალი წლის შემდეგ,შიგ ჩადებული,ლამაზად დაწნული სხვადასხვა ფერის ძუები უნახავთ. ძუებზე არც მე გამკვირვებია.მეერე რა,ეს ხომ უბრალოდ ძუაა ? და არც ის გამიკვირვებია ამ ამბავში,რომ ბებრუხანა ჭკუიდან შეიძლებოდა შეშლილიყო.თუმცა,ალეს დედამ ალე ზუსტად 40 წლის ასაკში მოავლინა ქვეყანას.ზუუსტად 40 წლის ასაკში.გესმიით? მოიცა,კარგად გავიაზროთ.ზუუსტად 40 წლის ასაკში.მანამდე არაფრის დიდებით არ ისახებოდა მუცლად ბავშვი.კიდევ ვერ გავიგეთ ალბათ ჰოო ? ... ა რ ფ რ ი ს დიიდეებიით. მოკლედ,როგორც კი გრძნეული ბებია გაახსენდა,მაშინვე დედასკენ გაეშურა.დედა სხვა ქალბატონებთან ერთად დეიდას დასტრიალებდა თავს.

- დეე,მჭირდები რა,რამოდენიმე წუთით გცალიაა ?

დედამისიც ადგა და ალესკენ გაემართა.

- ხოო შვილო,რა ხდება,გშია ? თუ გეძინება შედი პაპას ოთახში და დაისვენე.
- არა დე, არა.მსგავსი არაფერი მინდა.ის მითხარი ბებიას ოთახი სად იყო.
- რაა ? რას გაგახსენდა ბებია ? რაში გჭირდება ამის ცოდნა ?
- დეე... უბრალოდ მითხარი ბებია ამ სახლში ცხოვრობდა,ბიძასთან თუ,იქ მესამე სახლში ახლა დაკეტილი რომ გვაქვს ?
-არ ვიცი არ მახსოვს,ის ყველგან იყო,ხან აქ ხან იქ.-პასუხს თავი აარიდა.საუბარი დასრულდა და დეიდასთან დაბრუნა.

აშკარად დაიჭირა ალემ,დედის დაფარული განცდა.თითქოს არ უნდოდა ეთქვა.- იმ დაკეტილ სახლში შვილო,მაგრამ გაფრთხილებ. იქ არ მიხვიდე-ო - თუმცა ალეს,როგორც იტყვიან,გონება უჭრიდა და გადაწყვიტა,რომ დედამისმა პასუხი,მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო არ გასცა.არა და ხომ უპასუხა ? არ ახსოვდა,არა. ის ბებრუნახა ყველგან დაბაჟბაჟებდა.ყველგან ! ჰოდა ალემ გადაწყვიტა,რომ იმ სახლს სწვეოდა.თან გიგა წაიყვანა,ტარუკამ ფეხი აიტკია და დარჩა.ჩვეულებრივი,კახური ორსართულიანი სახლი.აი ისეთი... უპატრონობისგან ვაზი,ეზოში მდგარი კარალიოკის ფოთლები და მტვერი,მეორე სართულზე განსაკურებით დიდი რაოდენობით რომ იყრის თავს. ერთი შეხედვით უსიცოცხლობა რომ სუფევს.მაგრამ საკმარისია ოდნავ მგრძნობიარე პიროვნება აღმოჩნდეს ამ ატმოსფეროში,მაშინვე იფიქრებს,რომ ააქაურობა,ან ძალიან ბევრი საინტერესო ამბითაა გაჟღენთილი,ან პირდაპირი მნიშვნელობით საშინელებებით. როდესაც მივიდნენ,ეზოს კარი დაკეტილი დახვდათ.ზედ გადაფოფხდნენ და სანამ სახლამდე მიაღწევდნენ. გიგამ საუბარი დაიწყო.

- ოხ ტარუკ,ტარუკ... იცი რატო არ წამოვიდა ???
- რავი ,ფეხი მტკივაო.
- რა ფეხი ბიჯო,რა ფეხი.ისეთი ბალახი მაქვს.ვირსა „კლაავს“ მააშ.
- კაიი,ნუ გაატრაკე...აი საღოლ ძმაო შენ.საერთოდ ამომვარდა თავიდან ყველა მსგავსი სურვილი.მიდი ჰა გააძრე,აუ ჯანდაბა ! აქ რას ვიპოვით.რაში მოვწიოთ ? გავაძრო მასტერკა ? თფუ შენი ხელცარიელი ვარ,თუთუნიც არ გაქვს,რა დაბრუნდება უკან.ჩისტი ჩავარტყათ.

- ჰე,ჰეე,შეისვენე.შენა მე ვინ გგონივარ ჯო ? - გაუბრაზდა გიგა და კიბეებს უკან გაუძღვა ალეს.
- ჯადანაბა ! როგორი ორგანიზებული ხარ ბიძაშვილო.-ნამდვილი პატივით მიაგო ალემ
- მააშ,მააშ... მოოდიი ამას გაუსინჯე გემო და მერმეე მითხარი ჩემი ორგანიზაციის შესახებ,ხელახლა. -ხუმრობის ტონი არ შეინიშნებოდა.

გიგამ წყლით სავსე ორლიტრიანი ბოთლი ხის კუნძე დადო,ერთლიტრიანი კი შიგ მოათავსა.გულის ჯიბიდან ვარდისფერი,ერთდჯერადი პარკი ამოაცურა.შიგ რაღაც გახუნებული,მუქი მწვანე,სრულიად გამომშრალი ბალახით სავსე.ჯიბიდან ფურცელი ამოიღო.ალეს გაუწოდა ფურცელი და ერთი მუჭა ბალახმულახი პარკიდან ამოიღო.ფურცელზე დაყარა და პარკი გულის ჯიბეში საგულდაგულოდ შეინახა. ალემ პირი დააღო.

- ბიჭოო... ფილტვები გინდა რო დამიხეთქო არაა? რა ამბავია ?! ტუფთაა არაა ? -გული აიცრუა
- რაიი ბიჯოო ? ტუფაა... მოოდი აქა -გიგას ხმაში,ახლა გაისმა რაღაც,მუქარის მსგავსი.

ალემ მიჩვეული იყო ყავისფერბალახში გადარეულის დაგემოვნებას.ამიტომაც სრულიად სუფთა ბალახი,რაღაცნაირად არ მოეწონა. ბიძაშვილმა სულ 2 ნაფაზი უთავაზა. თვითონაც შეისრუტა და გაბრწყინებული თვალებით,ეშმაკური ღიმილითა და იდუმალებით თქვა - დაველოდოთ... - და ფილტვებში შეკავებული კვამლი გარეთ გამოუშვა.ალე გაცხარდა.

- კაი რა გიგუშ.რა 2 ნაფაზი,მომეცი კიდევ მოვწევ.
- აგერ,დილით ერთმა მითხრა მასე.მეჯიკავა და იცი რა მოუვიდა ?
- აბა მე რავი.
- სძინავს ალე,სძინავს.მაგარი რამეა. -ვინმეზე რომ იტყვიან,ეჰ მოკვდა,მოვკდაო... ზუსტად ისე თქვა.

სულ 10 წუთიც არ გასულიყო,გიგა სიცილს მოჰყოლოდა და ალეს ეკითხებოდა - ჰაა,გაგიშრო არაა ხახაა.. „ხახახახა“ -ო.ალეს ამ უახლოეს დროში მართლაც გაუშრა ხახა.ალე ვერ აჰყვა სიცილში. რადგან,ალესთვის ზედმეტად ძლიერმა ბალახმა,თითქოს მთელი ის ძალა წაართვა როგორც თვითონ ჰქონდა დაგეგმილი,მომავალი 2 საათის განმავლობაში,რომ უნდა მეყოსოო. გიგამ ალეს შეწუხებული სახე ,რომ დაინახა,სერიოზულად დაეკითხა.

- ბიჯო,ცუდად არ გამიხდე.მომკლავენ ჩვენები.ცუდად ხო არა ხარ ?
- ცუდად კი არა,არ დამაძინო,არ მომცე უფლება როო.....-ალემ გონება დაკარგა

გონების დაკარგვა ალესთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.რადგან თავის ოთახში,ძილის წინ ხშირად იმართებდა ამას.არა ისე როგორც მაზოხისტი თვითმკვლელი.არამედ ისე,აი ასე.ჯერ დიდხანს ეღვიძა.უკიდურესი გადაღლის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა,შემდეგ რაიმე მოსაწევს მოწევდა.საწოლზე ან სკამზე,ანდაც იატაკზე,ჯდებოდა და მთელი ძალით ებრძოდა „ძილს“ .მაგრამ ყოველთვის მარცხდებოდა.თუმცა როდესაც ამას აკეთებდა,განსაკურებულ სიზმრებს ნახულობდა. და აი დაახლოებით 2 საათის შემდეგ, გიგამ როგორც იქნა გონს მოიყვანა.ჯერ წყალი შეუსხია.მერე ბიჯო ბიჯოს ძახილითა და სახეში ლაწალუწით თავპირი დაუნგრევია საწყალი ალესთვის.დაფეთებულ გიგას,მომაკვდავი ალე სახლში შეუთრევია.ჩრჩილისგან შეჭმულ ლოგინზე დაუწვენია და აი როგორც იქნა გონს მოვიდა ალე.

- გიგა... რატომ მტკივა მთელი სახე შე სირო,რა მიქენი. -მაგარი ნაძუყნივით ჰკიდებდა თავის ყბებს ხელს და აქეთით-იქით ნელ-ნელა მიწეევდაა,მოოწევდა.სისხლის გასამოძრავებლად
- რაიი,მებლატავეებიი ? სიკვდილის უფლებას მოგცეემდიი ?- სიცილით დაეკითხა გიგა
- რა სიკვდილი ,ასე როგორ გამიმეტე მართლა ვირის პროჭივით მიხურს სახე.კაი რა ! - და უკანასკნელი ნერწყვიც სივრცეში გაფანტა.
- მიდიი ჰაა,დამარტყიი და გავსწორდებით.-სიცილით მიუშვირა სახე გიგამ
- მოიცა რა,რეებს მიაცვამ,დაგარტყა არა ისა... მშია ...
- ხოოდა წამოდი ვჭამოთ,ღვინოც დავარტყააათ და კიდევ გაითიშე და კიდევ დაგარტყავ...- ეს ვ გაწელა,ნაძირალამ.
- მოიცა,მოიცა.აქ რატომ მოვედით ?
- შენი ახირების გამო,აბა მე საიდან ვიცი.

და მაშინვე გაახსენდა,ბებია,40 წელი.მეორე ბავშვი. და საკუთარ თავს კითხა. - რა ჯანდაბა მინდოდა ? - უცბად წამოიყვირა.

- ააა,გრძნეული ბებიაჩემი.
- ეგ ბებია,ბებიაჩემიაა.სიტყვები თორე...- გიგამ გაიცინა,წარბები ასწია,უდიდეს ყურადღებას რომ მიმართავენ,მსგავსად,წარბები ერთმანეთს მიაბჯინა,ფურცლის გახსნა დაიწყო და ეზოსკენ აიღო გეზი.
- რაა ? კიდევ აპირებ მოწევს ?
- ოოო,ეგ შენ ხარ ეხლა ქაფში თორე,მე უკვე კარგა ხანია გამოვედი.აი შენ რო გილაწუნები მაშინ გამოვედი.- გადაიხარხარა და გზა განაგრძო
- ოხ შე ხმელო. მოწიე მიდი- მიაძახა ალემ.-მე კი მეორეზე ავალ.ვნახავ რამეს...
- და რა რაას... ოქროოსს ?- გაისმა გიგას დამცინავი ხმა
- კაი ,მუღამი არ გაქვს ? -დაედევნა ალე
- ჰოო,როგორ არა,მარა რო მოვწევ მერე.თან რა „მუღამიი“ სულ აქ არა ვაარ...



გიგამ მოწევა განაგრძო.ახლა უკვე სასიამოვნო ვიბრაციებით შეპყრობილი ალე,მეორე სართულისკენ მიმავალ კიბეებს დაადგა.რაც უფრო მეტს მოძრაობდა,მით უფრო ძლიერდებოდა ვიბრაციები.ის ძლივს აბობღდა.კვლავ ძილი მოერია და ბოლო კიბეზე მჯდომს,კედელზე მიყუდებულს ჩაეძინა. სიზმარი ნახა.ვიღაც ბებრხუნა ეზმანა.და აი მან რა უთხრა- „იპოვნი,იპოვნი“. როდესაც სიცივემ და გიგას ყვირილმა გამოაღვიძა.გადმოჰყვა...

- ვიპოვნი,ვიპოვნიი...
- კაროჩე,აღარ მოგაწევინებ შენ ძმაო რა.-უკმაყოფილებით გამოთქვა გიგამ
- ბიჭო სუტკა არ მეძინა -თითის წრიული მოძრაობით,ჰაერში წრე მოხაზა,ოდნავ გადააცილა,ნიშნად ერთ მთლიანი დღისა და ცოტა მეტისაც.განაგრძო - არც მიჭამია.ნუ მგრუზავ.-ფეხზე წამოდგა და მტვერი გაიბერტყა
- მერე არ უნდა მითხრა... ? ძალა თუ არ გაქ რას მეჭიდავები.-ეშმაკურად ჩაიცინა გიგამ
- აახ....- ენა გააწკლაპუნა ალემ
- რას.. რას იპოვნი.
- არაფერს,დაიკიდე.ვბოდავ ვერ ხედავ ?

ალემ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სასიამოვნო „ჰანგები“ გაუშვა.და სწორედ ამ ჰანგების მოსმენისას,შემთხვევით პირველად ჩაირთო,ყოვლად გაუგებარი მიზეზის გამო,სიმღერა სათაურით "ყველას სურს მსოფლიოს მართვა" ტექსტმა და მთლიანად ტრეკმა,რომელსაც ორივე პირველად ისმენდა,პირველი ჩვენი ალე აღაფრთოვანა,შემდეგ უკვე გიგაც.ახალი ენერგიებით დამუხტა და გიჟივით დაიწყო ჯერ ქცევა და ამ ქცევასთან ერთად ფიქრი.მან რაღაც დიდებული განცდით დაიწყო ყველა ოთახში შეჭრა.სადაც კარი დაკეტილი იყო და შესვლა არ შეიძლებოდა, ფანჯრებს ამტვრევდა.სხვათაშორის კარგი განზრახვით,შემდეგ რამეს ჩავსვავო.თან იმის გათვალისწინებით,სახლს არ ყიდდნენ.არც კი უვლიდნენ,ვის ჰქონდა ამის თავი.ჰოდა გასაღებებიც ალბათ დიდიხნის დაკარგული ექნებათო და თავს უფლება მისცა,ექნა ის რაც ქნა. გიგა თან დაყვებოდა და ერთიდაიგივეს იმეორებდა - ვაიი, ვაიი... მუსიკა კვლავ ისმოდა.ალესაც და გიგასაც ისე მოეწონათ მსოფლიოს მართვის იდეა რომ „ლუპზე“ დააყენეს.ანუ სიმღერა,მეორდებოდა და მეორდებოდა.სინამდვილეში გიგას მაშინ მაგრად გაუმართლა,რადგან საუკეთესო სანახაობის მომსწრე გახდა.რადგან ეს მართლაც მაგარი სანახავი იყო. და აი ოთახებში ხეტიალის,ქურდული ჩხრეკისა და ძალიან გულმოდგინე ძებნის შემდეგ,- თუმცა არ იცოდა რას ეძებდა,მან მართლაც იპოვა რაღაც.მხოლოდ,ეს რაღაც არ იყო ოქრო.უფრო ძვირფასი რამ გახლდათ. ეს იყო რვეულები,ნაწერები,ხელნაწერები XVIII-XIX საუკუნის ფურცლებზე. რომლებიც,ჯერ ერთი,სუულ თუ არაფერი ,უკვე საუკუნეა იქ ინახებოდა.ასეთ რაღაცეებს კი ალე უდიდეს პატივს სცემდა და მეორეც... ეს განსაკუთრებული ფურცლები იყო,მღრღნელები რატომღაც არც კი მიკარებიან.და აი შეემდეგ,მოიცა,რა არის ეს ? ააა...როგორც ჩანს ბებიამისის ხელნაწერია... მართალია ყველაფრის წაკითხვა წესივრად არ შეიძლება მაგრამ... ღმერთო : ეს რაა არის ?! რეები წერია,რეებიი... ალემ ბოლოს გამოარკვია,რომ ნორმალურ ფხიზელ გონებაზე თუ არ წაიკითხავდა,შეუძლებელი იქნებოდა რაიმეს გაგება. მაგალითად პირველ რაც გარკვევით და კარგად წაიკითხა,ეს იყო „და ყველაფერი დასრულდება,ნუ ღელავ,გაქრები შენც და გაქრება სამყაროც“ იქვე დაბლა კიდევ რაღაც წაიკითხა,აი ამის მსგავსი „და გადაიქცეს გარეგანი შინაგანად,შინაგანი კი გარეგანად“ - აი ამას როგორ გაიგებდნენ ქაფში მყოფი ორი მოკლე ჭკუის არსება ? არც კი გაეცინათ.სიტყვებს მიღმა არსებულმა,ჩამალულმა საწყისმა ვიბრაციებმა,როგორც მოკვდავ არსებებში,მაინც აღძრა რაღაც გულის ან სულის ტკივილის მსგავსი შეგრძნება.რასაც ნაღვლიანობას ვუწოდებთ.ჰოოდა,ალემ გადაწყვიტა მთელი ეს ნაწერები გულში ჩაეხუტა და სიამოვნებით დასთანხმებოდა გიგას მიერ შემოთავაზებულ ღვინოს,ფიას და გათიშვას.

მთხრობელისგან

ჯანდაბა ! თენდება.ვინაიდან ევას,ათენას და ამ ყეყეჩ ავტორს,აი ახლა,ტკბილად სძინავთ ერთმანეთის სხეულების სიმხურვალეში და ჯერ კიდევ არ გაუღვიძიათ. ამასთან,ის აბეზარა ციყვიც ჯერ არ არსებობს.მგონია სჯობს ვისარგებლო ამ შესანიშნავი მომენტით,მოვკურცხლო და დავიძინო.მე ხომ საწყალი მედიუმის როლს ვასრულებ.ამ არანორმალური ტიპების ტყვეობაში.შემიბრალეთ...დასვენება მჭირდება,დასვენება ყველას სჭირდება ! ღმერთმაც ხო დაისვენა.მომეცით უფლება წაა.... - მთხრობელი გონს კარგავს. - მაგრამ... ეს ვინ დაწერა ?!!! - შენ ვინღა ხარ ! ...........................




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent