მეზობლის ბიჭი (თავი 3)ემოციებისგან დაღლილს ჩამძინებია და თვალი ესესაა გავახილე,იატაკზე მჯდომი გოგონები,რომ დავინახე,ჩურჩულებდნენ და ცდილობდნენ არ ეხმაურათ.სხეულს ისევ ის არა სასიამოვნო შეგრძნება მიწვავდა და ემოციები თავიდან მოწოლას აპირებდა ფიქრი,რომ შევწყვიტე.თავი დავამშვიდე,რომ არაფერი მომხდარა,თუმცა არ ვაღიარებდი,რომ ასეთი დამცირება არასდროს მიგვრძნია.ლოდებად დაწოლილი ემოციები თავს მიბრუებდა და ამ ყველაფერს ზაფხულის მხუთავი ჰაერიც ემატებოდა, ისედაც სუნთქვა შეკრულს უფრო მეტად მიჭირდა ჰაერის შეგრძნება. -რომელი საათია? ისეთი ჩურჩულით ვიკითხე ჩემს სმენას,რომ ძლივს მოსწვდა.ჩემთან მოცვენილ გოგონებს ხელით ვანიშნე კარგად ვართქო. -5 ხდება -უჰ,კაი დრო გასულა ვეცადე არაფერი შემემჩნია და ყველაფერი უბრალოდ დამევიწყებინა -როგორ ხარ,ქეთა გადარეული რეკავს მთელი დღეა,დაურეკე უთხარი,რომ კარგად ხარ -კარგი,კარგი ცოტახანში უემოციოდ წამოვდექი და წყალს ისეთი მოწყურებული დავეწაფე თითქოს წყლის არსებობის შესახებ პირველად გავიგე,ალბათ უფრო გოგონებს ვარიდებდი თავს,ვიცოდი შემომიტევდნენ. ჭიქა მაგიდაზე დავდე და შემოვბრუნდი თუ არა დოინჯ შემორტყმული თიკა და ლიზა ტუჩებ მოპრუწლი მიყურებდნენ -რა? -რა,რა გოგო,რის გამო ჩავარდი ამ დღეში? -არაფერი,უბრალოდ მოულოდნელი იყო ის რაც მან გააკეთა -და რთული მისახვედრია რატომ გააკეთა?არ ცხრებოდა ლიზა.ის ყველაზე გამოცდილი იყო ბიჭებთან ურთიერთობაში და ახლა ჭკუას დამარიგებდა. -უბრალოდ გაერთო,რა გააკეთა?თავში ავარდნილი ბიჭია -დებილი ხარ გეფიცები ხელი აიქნია და მდივანზე წამოსკუპდა -ლიზა მართალია,მოეწონე მგონი,ვერ დაინახე,როგორ გიყურებდა? -მთელი ირონიით -მასაც ზუსტად ეგ უნდოდა,თავი დაგამახსოვრა -კი,კი..გეყოთ ისიც მეყოფა მისი ატანა,რომ მომიწევს რამდენიმე წელი -აჰა მე გაგაფრთხილე და.. არ წყვეტდა ლიზა და წამიერად მისი სხეული წარმოვიდგინე,ის საოცარი ტანი,მისი ბაგეები,მკლავები,რომელმაც თითქოს ჰაერი ვიყავი ისე ამიტაცა ხელში,ხმა,დამაჟრიალა და ერთიანად ავთრთოლდი. -რა გჭირს? -რა?არა არაფერი, თავის დაძვრენა ვცადე და სიტუაციის განმუხტვა -ტელეფონი სად არის ჩემი?ქეთას დავურეკავ თიკამ მომაჩეჩა უკვე აკრეფილი ნომერი და იქიდან ქეთას აკანკალებული ხმა,რომ გავიგონე მისი დამშვიდება დავიწყე -მართლა კარგად ვარ ქეთ,უბრალოდ ჩამძინებია -ეს ვირი,მაგარი შთაბეჭდილება დაგიტივა თავიდანვე ჩუმად ჩაიჩურჩულა,რომ არ გაეგო.მეც აქედან გავუცინე ნაძალადევად თავი კარგად,რომ ეგრძნო,მაგრამ მართალიც იყო,ნამდვილი ვირია -მისამართი მითხარი ნინ და გამოგივლი,გოგოებმა ჩვენ გავდივართო და მარტო,რომ არიყო -რა?სად?გავდივართო?.. დავიბენი,რადგან არცერთს არაფერი არ უთქვამს.გოგოებს დაბნეული თვალებით გავხედე და მანიშნეს კაი მერე გეტყვითო,მანამდე კი ყურს ისევ ნაცნობი ხმა მოსწვდა -არსადაც არ წახვალ როგორი არაადამიანია,გავიფიქრე და უკვე უნდა დამეწყო, რომ დამასწრო -ეე,წრიპა,15წუთში ბულვარში იყავი,თორე ისევ ისე წამოგიყვან,როგორც დილით -რა?რა უფლებით?არ მინდა,არსადაც არ გამოვალ მეორე მხარეს მდგომმა თამამად შევკივლე, მე ვფიქრობ, რომ შევკივლე თორემ ისე ვხაოდი, როგორც დაჭრილი უსუსური ცხოველი თუ ფრინველი -უყურე ტელეფონში რა დიდგულზეა?კარგი,მაშინ დამელოდე მე მოვალ -არ მინ... ტელეფონი წამში გამითიშა.ქეთას წერილმაც არ დააყოვნა -ნინ,მისამართი მომწერე თორე შენებსაც გააგებინებს და უნდა ატყდეს ამბები -შენი ძმა გიჟია,რა უნდა ჩემგან არ მინდა გამოსვლა -ალბათ დანაშაული უნდა,რომ გამოისყიდოსJ -არ მჭირდება,არაუშავსო უთხარი -დამიჯერე თავისას მაინც გაიტანს ბევრი ყოყმანის შემდეგ მისამართი მივწერე,აქეთ ატუზული გოგოებს გადმოვბღვირე მე რატომ არაფერი ვიცოდი თქვენს წასვლასთან დაკავშირებითთქო. -მე ჩემებს უნდა გავუარო,მელოდებიან გუშინაც გითხარით.. -მე მიშო ჩამომმდის თიკას სახეზე დაეტყო გაწითლება -აიი,თქვე ცუღლუტებოო ოხ ლიზა,ეგ ენა,რომ არ გქონდეს. -და მე რა ვქნაა.წამიერად დადუმებულმა ხმამაღლა წამოვიყვირე,იმ,იმ..რომ არ ვიცი რა ვუწოდო მარტო მტოვებთ? -ჩვენ ხომ არ ვიცდოით ასე,რომ გამოვიდოდა,თორე მეც არ წავიდოდი ჩემებთან,უბრალოდ რაც ჩამოვედი მელოდებიან და ყოველჯერზე რაღაცის გამო გადავდე..მაპატიე ნინ ვეცდები,როგორმე გამოვიპარო.თქვენ კი იქნენ საერთო ენა გამონახოთ.. გამენაზა და გვერდში მიჩქმიტა,თან თვალი ჩამიკრა და ჩემ უჟმურ სახეს,რომ წააწყდა ისიც დაიჭყანა და ენა გამომიყო. -რა იყო გოგო,სიმპატიურია,იქნება და გეშველოს. გადაიკისკისა და კარებში გაასწრო ჩემგან დაწეულ ჩუსტს. გოგოები გავაცილე და სავარძელზე ჩამოვჯექი,ტელეფონს ნერვიულად ვათამაშებდი ხელში და აცახცახებული სხეულით ველოდი,როდის შემოამტვრევდა ის ,,გიჟი,, კარს,არა დარწმუნებულიც კი ვიყავი,რომ სწორედ ეგრე მოიქცეოდა.ფიქრებში გართულს თუ რა უნდა გამეკეთებინა მასთან ერთად უაზროდ მეღიმებიდა და ვიგრძენი კიდეც,როგორ გავწითლდი,როცა თავი მასთან სიახლოვეს წარმოვიდგინე,რაც არუნდა იყოს სიმპატიურია ვერ დავუკარგავთ,ბევრ გოგონას ესიამოვნებიდა მასთან ერთად გასეირნება.დიდი დრო არ დამჭირვებია ჩემი წარმოსახვებისთვის უმალ კარზე ბრახუნი,რომ გაისმა და ფეთიანივით წამოვხტი.ხელი ნერვიულად ჩამოვისვი მოკლე სარაფანაზე და წელში გავიმართე,ღრმად ამოვისუნთქე და კარის საკეტი გადავატრიალე,თავს ისე ვგრძნობდი მეგონა კარს უკან ძალიან ზრდლობიანი ადამიანი მელოდა ვარდით ხელში,მაგრამ ნურას უკაცრავად,კარი გაღებული არ მქონდა მკლავში,რომ მწვდა და კიბეები ისე ჩამარბენინა სიტყვა ვერ ამოვიღე,სასტუმროს წინ გაჩერებულ მანქანასთან მიმაგდო და თავით მანიშნა დაჯექიო,ჰაერი არ მყოფნის,ცრემლები ყელში მებჯინება,გაშეშებული ვდგავარ და ველოდები,როდის დავიწყებ ტირილს,ავცქმუტუნდი ნიშნად იმისა,რომ არ მინდოდა მანქანაში ჩაჯდომა და სრულიად საპირისპირო მხარეს შევბრუნდი -მოდი შევთანხმდეთ,რომ არ გამაბრაზებ უდარდელად ჩაილაპარაკა და სათვალე მოირგო,გაღებული მანქანის კარზე დაყრდნობილი,თეთრი მაისურით და შავი შორტით იმდენად სიმპატიურია გონებას მირევს.ამას ხვდება და ტუჩის ბოლოში ჩატეხილი ღიმილოთ ტუჩებს ენით ისველებს, ჩემს რეაქციაზე კი იცინის,.თუმცა ყველაფერს ვაკეთებ არ შევიმჩნიო,როგორც ჩანს მაინც არ გამომდის -მე არმინდა წამოსვლა,არაფერი მომხდარა დილით და მოდი დავივიწყოთ გავილექსე ახალბედა პოეტივით და ჩემი თავით კმაყოფლმა ღრმად ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე თითქოს გულზე მომეშვა. -და ვინ გითხრა,რომ რამე მოხდა დილით? -ანუ..მე... დავიბენი და აქეთ გავწითლდი ჩემს ნათქვამზე. გარშემო ყველაფერი იმაზე დიიდი მომეჩვენა ვიდრე სინამდვილეში იყო,ჩემი თავი კი უსუსური, პატარა არსება, თავის დაცვა,რომ არ შეუძლია,თუმცა არასდროს ვყოფილვარ უსუსრი ახლა კი ენა მივარდება და სიტყვასაც ვერ ვამბობ,ლოყებ აწითლებული სიმხურვალე,რომ შემომპარვია ასე ურცხვად.ვდგავარ და დაბნეული ვაცეცებ თვალებს. -ჩაჯექი. ჰიპნოზ ქვეშ მოქცეულმა უსიტყვოდ გამოვაღე მანქანის კარი და დავჯექი,დავინახე,როგორ ჩაეღიმა და ისე დაძრა მანქანა არ შემოუხედავსს,ისეც ემჩნეოდა,როგორი კმაყოფილი გახლდათ. -რატომ გინდოდა ჩემი ნახვა -მე მინდოდა? ამის ირონიაზე ჭკუიდან გადავდივარ.მანქანის ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე და მასზე დავეყრდენი,თავს ისე ვგრძნობ,როგორც საკუთარ მანქანაში,ეტაპობრივად ვხვდები მის ღიმილ შეპარულ გამოხედვას კმაყოფილი,რომ იყურება,მანქანაში ყოფნა კი მეტად აუტანელი ხდება,დაძაბულობამ იმატა და უკვე ისეთი დაჭიმული სხეულით ვზივარ თავი მანეკენი მგონია.ხმას არიღებს,უბრალოდ მიდის -სად მიდიხარ? -უბრალოდ გავისეორნოთ.. -ხოო?მგონი საკმაოდ ბევრი ვიარეთ სახლში მინდა -დედაც ხომ არ გინდა? დამცინის მე კი მის თეთრ კბილებით გაპობილ ბაგეებს,თვალს ვერ ვუსწორებ,ისინი ხომ ასე ძალიან ითხოვენ კოცნას,მე კი ჩემი ჰორმონების გადამკიდე ისეც მუცელი მაქვს ამოტრიალებული ზედმეტი შინაგანი ემოციებისგან, ყველა მოძრაობაზე კი სუნთქვაშეკრული უფრო მეტად ვხურდები და ჩემი დაბნეული თვალები დაკარგული ბავშვებივით ეძებენ ხსნას. -წამიყვანე სახლში -არა! -რატომ? -იმიტომ,რომ მსიამოვნებს შენთან იმ წამს გულმა ფეთქვა შეწყვიტა თითქოს,წამიერად ვიგრძენი კიდეც,როგორ მეკარგებოდა ფერი უჰაერობისგან,თვალი თვალში გავუყარე გვერდით მჯდომს და მისი ვნება მორეული თვალები,რომ დავინახე ამაცახცახა,სხეული უცნაურმა გრძნობამ მოიცვა,პირველი შემთხვევა იყო,როცა ბიჭთან ასე ახლოს ვიყავი და გონებას უაზროდ ვკარგავდი.არ ვიცი რა ვთქვა და ხელებს ძლიერად ვიჭდობ ერთმანეთზე,ასეთ სიცხეშიც კი ვგრძნობ,როგორი გაყინული ვარ და უფრო მეტად ვეკრობი მანქანის კარს. -კარგი დამშვიდდი,მანიაკი არ ვარ,არ შეგჭამ,უბრალოდ დილით ზედმეტი მომივიდა მართლა -ჰმ,ალელუია, ჩაეცინა და მანქანა გვერდზე გადააყენა,მზის ჩასვლა ახალი დაწყებული იყო,არ ვიცი სად მომიყვანა მაგრამ სანახაობა ნამდვილად ულამაზესია,ხელის გულზე გადმოფენილი ჩანს მთელი ბათუმი და ვებერთელა დიდი ბურთი,რომელსაც ალი მოჰკიდებია წყალში ეშვება თითქოს ცის კამარიდან უშვებენო,მზის ანარეკლი ზღვაში მეწამულისფრად ლივლივებს,ჰაერიც სასიამოვნოდ გრილია და კეკლუცურად გვეთამაშება, სხეულის დაუფარავ ნაწილებს ურცხვად ეხახუნება თავისი მსუბუქი ჰაეროვნებით და ყველაფერთან ერთად უხილავ კოცნასაც გვიტოვებს კანზე. -რა სილამაზეა -მხოლოდ აქ მოსვლად ღირს ბათუმი -როგორც ჩანს ხშირად დადიხარ -კი და ყოველ ჯერზე სხვადასხვა გოგონებთან ერთად -ეჭვიც არ მეპარება ტუჩი ავიბზუე და გავტრიალდი,მანქანისკენ წავედი მაჯაში,რომ მწვდა და შემომატრიალა -მაგრამ შენნაირ მახინჯთან ერთად ჯერ პირველად ვარ. დავიფიცები აქამდე სხვა ბიჭს გავარტყამდი დაუფიქრებლად,მაგრამ ამ წამს მისი ნავარჯიშები მკერდის ჩემს სხეულზე შეგრძნება ხელფეხს მკვეთს, მისი სუნთქვა ისე ურცხვად ეცემა ჩემს სახეზე მეც მიყოლიებს ავყვე რიტმულად,ეიფორიიდან გამოვდივარ წამიერად, გულ აჩქარებული და აფორიაქებული ვცდილობ მისი მკლავებიდან დახსნას -მადლობა კომპლიმენტისთვის.საცოდავად ამოვიხავლე და გამოცლა ვცადე,მან კი წელზე ხელი შემიცურა და მისკენ მიმიზიდა,სხეულზე ამიკრა,მეორე ხელი შუბლიდან ჩამოაცურა ლოყისკენ,თმა გვერდზე გადამიწია და ურცხვად დამიწყო თვალიერება,თითქოს ჩემს ჭორფლებს სათითაოდ ითვლის და თან იღიმის, მისი ტუჩები ღმრერთო,.როგორი ჰაეროვანი და ტკბილი ჩანს.ხელის მოძრაობას სახეზე არ წყვეტს და მეც მინაბული,დამორჩილებული,იმ მხარეს მივყვები საითაც ხელი მიაქვს,გამოფხიზლდი ნინი რა გჭირს!!ჩემს თავს შინაგანად ვუყვირი და ვაიძულებ მისი მკლავებიდან დაძვრენას,ვფართხალებ,ან მე მგონია,რომ ვფართხალებ,იღიმის ისევ ურცხვად იღიმის და ჩემს საცოდაობას მასხრად იგდებს,ვერ გავძლებ,ამხელა ემოციას ვერ გავუძლებ,მის ამ მზერას,რომ კიდევ შევხვდე ვერ გადავიტან.თითქოს მომავალს ვჭვრეტ და უკვე კარგად ვხვდები,რომ ჩემი მეზობლის ბიჭი შემიყვარდება ბიჭი,რომელოც ჩემს სახეზე ურცხვად დააფოთიალებს ხელებს, საბოლოოდ ნიკაპში მწვდა და სახე მაღლა ამაწევინა,თვალებით გვერდით დავიწყე სიცარიელეში ყურება,ვხურვარ,ყელიდან წამოსული სიმხურვალე ალად ედება ჩემი სხეულის თითოეულ ნაწილს და გულის რითმულობას ცვლის.წამიერად,რომ მეგონა მაკოცებდა ხელი სწრაფად მომაშორა და შორტში ხელებ ჩაწყობილმა ზურგი მაქცია.მე ასე დამტოვა,,კითხვების და კითხვის ნიშნების გარემოცვაში,თითქოს არც კი ვიდექი იქ.მთლელი განცდები წამში გაითელა,როგორც ფეხ ქვეშ მოქცეული ბალახი და სწრაფი ნაბიჯებით ჩავჯექი მანქანაში დასამშვიდებლად.პასუხი კი ნათელია ჩემს კითხვებზე,გილოცავ ნინი,შენ შეაბიჯე ცალმხრივი სიყვარულის მომავალ სტადიაში. პატარა თავისთვის ბოდიში,აუცილებლად გავზრდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.