სიყვარულის ინსტინქტი (2 ნაწილი)
-დროა!-დიმამ ქეთას გადაუჩურჩულა და მაშინვე მიწაზე აღმოჩნდა გოგონა.ბიჭმა უცებვე დაიყვირა და დაცვას უხმო.ლიზამ როგორც კი გაიგო დიმას ხმა 2 წუთი მოიცადა და უკვე კართან მისული გარეთ გაიხედა როცა შენიშნა როგორ დაყურებდა ყველა თვაის მეგობარს ჩაეცინა უკან მიბრუნდა,და ალქსანდრეს ჩუმად უთხრა: -ახლა რაც შეიძლება შეუმჩმევლად უნდა გავიდეთ აი იმ კარიდან-ხელით შავი კარისკენ ანიშნა და წამით ისიც გაიაზრა თუ რამდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,მაგრამ ბიჭი დიდხას არ დაყოვნდა რადგან დრო აღარ ქონდათ,ლიზას უკან მდგომი დაცვა დაინახა,ალექსანდრემ სწრაფად მოახდინა რეაგირება,ლიზა გვერდით გაწია ბიჭს საყელოში წვდა, სახლში შემოათრია და ოსტატურად გათიშა.ლიზამ მომხდარის გააზრებაც ვერ მოახერხა ისე ჩაკიდა ბიჭმა ხელი და უკან გაიყოლა.გარეთ გასული მანქანა რო დაინახა ალექსანდრეს გაეცინა: - კარგად მომზადებულ ხარ.გასაღები სად არის? -მანქანაში. ხუთი წუთის შემდეგ ალექსანდრე საჭესთან მშვიდად იჯდა,აი ლიზა კი იმდენად აფორიაქებული იყო,რომ იმასაც ვერ აცნობიერებდა, რომ ახლა უცხო ვიღაცასთან ერთად იჯდა მანქანაში,რომლის გადარჩენიშთვის საკუთარ თავს იგდებდა საფრთხეში.ორივე ჩუმად იჯდნენ,ლიზამ შეამჩნია რომ ქალაქგარეთ გავიდნენ ბოლოს ვერ მოითმინა და უფრო თვაისთავს ჩაილაპარაკა ვიდრე ბიჭს უთხრა, მაგრამ ალექსანდრემ მაინც გაიგონა -იქნებ მანიაკი ხარ?! -ეს რატომ გააკეთე? -უსამართლობას ვერ ვიტან.-გატეხილი ხმით უპასუხა ლიზამ -და სამართლინობა ახლა გაგახსენდა?-ისევ ირონიით გაჟღენთილი სიტყვები. -მე გმირი არ ვარ,არცს სუპერ ძალები მაქვს და არც მამაჩემის წინაარმდეგ წასვლას ვარ მიჩვეული,უფრო სწორედ არ გამომდის,ასე რომ შენ მე ვერ დამადანაშაულებ.-ალექსანდრე არც კი იხედებოდა ლიზას მხარეს,მაგრამ მისმა სიტყვებმა ცოტათი დააფიქრეს-შენი სახელი? -რა?-გოგონას ბოლო შეკითხვას არც გაუგია,მიუხედავად იმისა რომ არ ამჟღავნებდა ძალიან დიდ გაურკვევლობაში იყო.მგონი ცხოვრებაში პირველად არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო.ახლა წესით პოლიციის განყოფილებაშ უნდა მიდიოდეს,მაგრამ გოგონას საქციელმა ფიქრები აურიეს. -შენი სახელი არ ვიცი. -ალექსანდრე. -ლამაზი სახელია-ჩუმად ჩაილაპარაკა ლიზამ და ფანჯარისკენ შეტრილდა.ორივეს თვაში იმდენი გაუცემი შეკითხვა იყო,მაგრამ არც ერთი არ ჩქარობდა პასუხების მიღებას. *** ხელში აყვანილი ქეთი სახლში შეყავდა,კარებთან დაგდებულ დაცვასს თავხედად გადაუარა და გოგონა ქვემოთ დასვა: -ახლა შენს ოთახში ადი და არა ვითარ შემთხვევაში არ ჩამოხვიდე. -კი მაგრამ -არავითარი მაგრამ.გააკეთე ის რასაც გეუბნები.-დიმამ ხმა იმდენად გაამკაცრა რომ ქეთი ვერ შეეწინაღმდეგა.მიხვდა,რომ აზრი არ ქონდა ამიტომ დაემორჩილა და კიბეებისკენ დააიძრა,უკვე მეორე სართულზე იყო ბიჭის ხმა,რომ მოესმა: -ნეტავ სულ ასე მიჯერებდე.-გოგონას ამაზე გაეღიმა და გზა გააგრძელა. დიმა სწრაფად გავიდა სახლიდან.რამოდენიმე წუთში უკვე სახლში იდგა პარკით ხელში და ლევანის ღღიალს უსმენდა. -სად ჯანდაბაში წავიდა!საერთოდ როგორ გამოვიდა იქედან მარტო!-გაცოფებული იყო. -დაწყნარდით ახლავე ვიპოვით.-ზურამ სიტუაციის განმუხვტა სცადა,ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და რამოდენიმე ადგილას დარეკა. -ლიზა სად არის?-რამოდენიმე წამიანი სიჩუმის მერე იკითხა ლევანმა.დიმამ ჩათვალა, რომ საჭირო მომენტი იყო და მოქმედება გადაწყვიტა: -თავის ოთახში იყო.თავი ასტკივდა და როცა გამაყუჩებელი ვერ ვიპოვეთ აფთიაქში გავედი.-პარკი ასწია იმის ნიშად რომ სიმართლეს ამბობდა.ლევანი იმაზე კარგად იცნობდა ქალიშვილს ვიდრე ეს ვინმეს წაროედგინა ამიტომ დიმასთვის არც შეუხედავს ისე გაემართა მესამე სართულზე.კარი შეაღო და ოთაახი რათქმაუნდა ცარიელი დახვდა, მაგრამ უცებვე შეამჩნია მაგიდეზე დადებული პატარა ბარათი ,,შენც კარგად ხვდები,რომ ის უდანაშაულოა.მაპატიე ამჯერად სხვაგვარად ვერ იქნებოდა.ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ ზიანს მოგაყენებს.და სულ გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ მამა.“ როგორც კი წაიკითხა ფურცელი მუჭში მოიქცია და გერეთ გავარდა. -ზურაა. -გისმენთ ბატონო ლევან. -შენი ქალიშვილი სად არის? -თავის ოთახში იქნება.-ზურა სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ზუსტად იცოდა უკვე ,რაც ხდებოდა.დიმას უცებვე სახე შეეცვალა, მაგრამ არაფერს არ იმჩნევდა. -ახლავე დაუძახე.-ზურა გავიდა და 2 წუთში ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა. -გისმენთ ლევან ბიძია.-ქეთის ოდნავადაც არ ეტყობოდა აღელვება. -ვიცი რომ დაეხმარე,მაგრამ ისიც ვიცი რო აზრზე არ ხარ ახლა სად არის,მაგრამ აუცილებლად შეგეხმიანება აი მაშინ ჩემთან მოხვალ და ყველაფერს შემატყობინებ!-ბოლო სიტყვები უფრო გაამკაცრა. -ამას არ გავაკეთებ ხომ იცით!.-ლევანმა გოგონას სიტყვებზე სიმწრით გაეცინა. -ზურა შენს გოგონას ტელეფონი გამოართვი და ოთახიდან გამოსული არ დავინახო.შენ კი ქეთი შეგიძია რაოდენიმე ხანი დაისვენო,სასჯელს შენს საყვარელ დაქალთან ერთად მიიღებ,რომელიც ახლა ვიღაც უცნობთან ერთად დაძვრება,მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება!-ზურამ გოგონას ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა.დიმამ ამოისუნთქა ყველაფერი ისე გარიმართა როგორც უნდოდა.ლევანმა დიმას როლისშესახებ ამ ისტორიაში არაფერი იცოდა, ეს ფაქტი კი გოგონებს უფრო დაეხმარებოდა. *** რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არცერთ არ ამოუღია ხმა.ალექსანდრეს დასვენება და ყველაფრის აწონ დაწონვა სჭირდებოდა.ლიზაც ჩუმად მიჰყვებოდა მის განკარგულებებეს.ქალაქ გარეთ პატარა ხი სსახლში მიიყვანა.მისახები და სამზარეულო ერთად იყო.ერთი კარი საძინებელში შედიოდა,მეორე სააბაზანოში.ლიზა პატარა საძინებელში შევიდა.მუხედავად იმისა რომ საერთოდ არ გახსენებია თაცისი შიში და მალევე ჩაეძინა,მაინც ვერ მოისვენა და მალევე გამოფხიზლდა.დილის 7 საათი იყო.მისახებში გასულს არავინ, რომ არ დახვდა ცოტა გაუკვირდა, მაგრამ მალევე გაიგო აბაზანის კარის ხმა საიდანაც ბიჭი გამოვიდა წელს ზემოთ შიშველი.ლიზამ უცებ თვალები ქვემოთ დახარა და შეტრილდა ბიჭს ამაზე რათქმაუნდა გაეცინა.ლიზამ სწრაფად აუარა გვერდი და თვითონ შევიდა სააბაზანოში.გამოსულს საუზმე მზად დახვდა: -მოდი პატარა ქალბატონო დროა შენი გმირობის შესახებს ვისაუბროთ.-სკამი გამოწია და ანიშნა დაჯექიო. -იცი ეს რატომაც გავაკეთე ასე რომ სასაუბრო არაფერია. -ალბათ იცი რომ ახლა ლევანი გამწარებული გეძებს? -ისიც იცის რომ მალე დავბრუნდები. -თუ დაბრუნებას აპირებ რატო გამომყევი,შეგეძლო უბრალოდ გაგეთავისუფლებინე და სახლში დარჩენილიყავი. -სანამ მე აქ ვარ საფრთხე არ გემუქრება. -ასე ძალიან ნერვიულობ ჩემზე-ალექსანდრეს ირონიული ტონი აღიზიანებდა გოგონას. -რა აზრი აქვს ადამიანის გადარჩენას თუ მას მაინც მოკლავენ.-თვალები მის თვალებს გაუსწორა.ლექსანდრესბთვალებში რაღაც ამოუცნობს კითხულობდა,ვერ ხვდებოდა რა უტრიალებდა მას თვაში ან რას მოხდებოდა შემდეგ,უბრალოდ გრძნობდა რომ მის გვერდით არაფრის არ უნდა შეშინებოდა. -და შენი აზრით აწი რა მოხდება? -მამაჩემი რაც არ უნდა მოხდეს გვიპოვის.დრო მაქსიმუმ საღამომდე გვაქვს!-მტკიცედ განუძრადა ბიჭს -ვერ გვიპოვის!-უფრო მტკიცე იყო ალექსანდრეს ნათქვამი. -დამიჯერე მამაჩემს იმაზე ბევრად მეტი შეუძლია ვიდრე წარმოგიდგენია ან ვინმეს წარმოუდგენია. -მამაშენს არამგონია წაშლილი ვიდეოების აღდგენა შეეძლოს,არამგონია დამწვარი მანქანის პოვნა შეეძლოს და ასევე არამგონია საგზაო კამერების ჩანაწერის აღდგენა შეეძლოს,რომელიც უკვე დიდინახია წაშლილია.-სიამაყით წარმოთქვა ეს სიტყვები.გოგონა ცოტათი დაიბნა -როდის მოასწარი მანქანის დაწვა?ან კამერების ჩანაწერი როგორ წაშალე. -მე ლევანის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება აი შენ კი ნამდვილად გეპარება შემში ეჭვი. -და რატომ გიკვირს ეს ფაქტი?მე ხომ საერთოდ არ გიცნობ ასე რომ შენზე წარმოდგენები არ მაქვს.-ისევ მზერა გაუსწორა. -მაგრამ მაინც გადამარჩინე. -სიკვდილის არავინ არ იმსახურებს.სხვათაშორის არც ის,რომელზეც იძახოდი საიქიოს გავისტუმრეო. -შენი აზრით მკვლელი ვარ? -არ ვიცი. -შენ იმიტომ გამათავისუფლე რომ უდანაშაულო გეგონე და არც იმის გჯერა რომ მე ვინმეს მოვკლავდი.მეც კი მიკვირს რატო ფიქრობ ჩემზე ამდენს მაგრამ რა დაგიმალო და მოსაწონია როცა ვინე ასე გენდობა,თან რამოდენიმე საათის წინ გაცნობილი გოგონა. -მე შენ არ გენდობი!-ისე ჯიქურ უყურებდა ლიზა რომ ალექსანდრეს აგიჟებდა. -ასე დარწმუნებული რატო ხარ რო მამაშენი მომკლავდა?-გოგონას ნათქვამი დააიგნორა და სხვა თემაზე გადაიტანა. -ის ნახე რაც არ უნდა გენახა. -სარდაფზე ამბობ არა,ამიტომაც ვერცერთი საქმე ვერ გამოუაშკარავეს არა ლევანს?-ლიზას თითქოს ეს შეკითხვა არაც გაუგია ისე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა,გარეთ ძალიან ლამაზი ბაღი იყო,რომელიც ახლა შეამჩნია. -სად ვართ? -იქ სადაც ვერავინ ვერ გვიპოვის,ჯერჯერობით.-მიხვდა რომ ადგილ სამყოფელს არ ეტყოდა,ღამითაც ნორმალუარდ ვერ დაინახა წარწერა ამიტომ აზრზე არ იყო სად იმყოფებოდნენ.ლევანი მართლა გამწარებული დაეძებდა,ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო,ეს კი აგიჟებდა.ქეთი ოთახში იყო გამოკეტილი და ლოცულობდა რომ ლიზას არ დაერეკა,თორე უცებვე იპოვნიდნენ. *** -შენი ტელეფონიდან სიმ ბარათი ამოღებულია ამიტომ ვერავის ვერ დაურეკავ,ხომ იცი ლევანი მაშინვე გვიპოვის,სანამ მკითხავ მე თვითომ გიპასუხებ,რომ შენი ტელეფონი მაშინ ავიღე როცა გეძინა.კიდევ ძალიან მაინტერესებს ასე მშვიდად და ბავშვივით როგორ გეძინა ვიღაც უცნობის სახლში. -შენი უნდა შემშინებოდა?-გააიაზრა რომ ბიჭი ჭკვიანურად მოიქცა ამიტომ ჩხუბს აზრი არ ქონდა,მართალია დილით ადრე გაეღვიძა,მაგრამ თვითონაც უკვირდა ასე მშვიდად როგორ დაიძინა.ფანჯარას მოშორდა და დივანზე გადაინაცვლა მაინც გრზნნობდა დაღლილობას. -მაინც შენი გადამრჩენელი ვარ არამგონია რამე დამიშავო. -ნუ ნერვიულობ ლევანი მაინც ვერფაერს ვერ დამიშავებდა,ასე რომ ჩათვალე რო ტყუილად გაისარჯე.-უემოციო იყო ალექსანდრეს პასუხი. -რას ვიფიქრებდი რომ ასეთი უმადური აღმოჩნდებოდი,ცოტათი იმედ გაცრუებულიც ვარ იცოდე-ბიჭი ალაგებას მორჩა ამიტომ გოგონას წინ სავარჯელში ჩაესვენა და მზერა გაუსწორა,ლიზას ნათქვამზე გაეცინა. -მართლა მადლიერი ვარ შენი ლიზა!-ბიჭწის ნნათქვამი’’ ლიზა’’ სხვგვარად მოხვდა ყურში ლიზას. -ჩემი სახელი გცნოდნია. -განა შესაძლებელია ლევან თოდუას ქალიშვილის სახელი ვინმემ არ იცოდეს. -ჰო მამაჩემის არსებობა უსწრებს ჩემს არსებობას!-დანაღვლიანებულმა ჩაილაპარაკა,მაგრამ უცებვე გამოცოცხლდა-აბა რას ვაპირებთ? -ვაპირებ’თ“?ერთად არაფერს არ ვაპირებთ,ახლა მანქანა მოვა და შენ სახლში დაბრუნდები მე კი ჩემს გზას გავუყვები. -არა ასე არ შეიძლება,მე თუ სახლში დავბრუნდები მართლა მოგკლავს ლევანი.-უცებ წამოფრინდა მდივნიდან. -ასე თუ გააგრძელებ ვიფიქრებ რომ ჩემთან ერთად ყოფნა მოგწონს.-უცებ დაფარა მანძილი ალექსანდრემ და გოგოს წინ ძალიანა ახლოს აღმოჩნდა და იღიმოდა,ისეთი ირონიული იყო ეს ღიმილი ,მაგრამ ლიზას მაინც თავს ახვევდა. -შენ არ გესმის,ისეთ რამ ნახე რაც არ უნდა გენახა,ლევან თოდუას ყველაზე მთავარი და საშიშილი საიიდუმო იცი,სადაც არ უნდა წახვიდე გიპოვის და მოგკლავს. -კარგი მაგრამ შენ რას შეცვლი,როგორც კი ლევანი გვიპოვის,მეეჭვება ეს მოახერხოს მაგრამ მაინც.შენ სახლში დაგაბრუნებს და მე მომკლავს, შენი აქ ყოფნა რას ცვლის?-ბოლო სიტყვები უფრო დამცინავად ჟღერდა. -შენც ჩემთან ერთად დაბრუნდები და ვერაფერსაც ვერ დაგიშავებს.-სრული სერიოზულობოთ განუცხადა. -ლიზა ბავშვური თამაშებისთვსი არ მცალია-გადაიხარხარა. -ჯერ მომისმინე:მამაჩემი ვერავის ვერ ენდობა.სარდაფის შესახებ მხოლოდ ჩვენს სახლში მომუშავეებმა იცოდნენ,რომელიც ცხრაგწის გამოცდილი ყავს ლევანს,ისინი თავს მოიკლავენ მაგრამ ლევანის საიდუმლოს არაფრით არ გასცემენ.რაც არ უნდა მოხდეს რომელ სოროშიც არ დაიმალო ადრე თუ გვიან მაინც გიპოვის.მამაჩემს მართლა არ იცნობ,საღამომდე ის აუცილებლად მიპოვის.უკვე ორჯერ მომიტაცეს და ერთხელ ისეთ უკაცრუელ ადგილას ვიყავი,რომ ვიფიქრე მართლა ვერ მიპოვის მეთქი მაგრამ რამოდენიმე საათში უკვე სახლში ვიყავი.წაშლილ ჩანაწერებსაც ადვილად აღადგენს,შეძლება მანქანის ამბავმა ცოტა კვალი აურიოს,მაგრამ მდოლოდ რამოდენიმე საათით. შენ კი არამგონია ამ ამბავების შემდეგ მამაჩემის ნდობის მოპოვება შეძლო ამიტომაც მის წინაშე ჩემი ქმრის სტატუსით უნდა წარდგე.-ბოლო სიტყვები რაც შეიძლება ჩუმად წარმოთქვა,ბიჭი უსმენდა,მაგრამ შიგადაშიგ ჩაიცინებდა ხოლმე აიი ბოლოს ნათქვამზე კი გოგოს მიშტერდა,ჯერ ერთიხანი უყურებდა მერე კი ისეთი ახარხარდა ლიზას შეეშინდა კიდეც. -თოდუას ასულო კი გეტყობა გულუბრყვილობა.მაგრამ ზედმეტი ხომ არ მოგდის.-ეს დამცინავი ხმა ისე აცოფებდა ლიზას,რომ თვაის ნათქვამში თვითონ შეეპარა ეჭვი მაგრამ დარწმუნებული იყო რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო.ლიზამ ხომ საერთოდ არ იცოდა ვინ იყო ალექსანდრე,რომ ახლა მის წინაშე ნადმდვილი გამომძიებელი იდგა რომლის პოვნა ლევანს მართლა გაუჭირდებოდა,მაგრამ ლიზა მართალი აღმოჩნდა ლევანმა მართლა აღადგინა კამერების ჩანაწერი და ახლა წყნეთისკენ მიემართებოდნენ სადაც დამწვარი მანქანა დახვდებოდა. -იცი რა მართალი ხარ,გულუბრყვილო ვარ და სულელიც რომ გაგანთვაისუფლე,იქნებ სულაც არაფრით არ გამოირჩევი მამაჩემისგან.მამაჩემისნაირები სულ თავს იძვრენენ შენც დაიძვრენდი როგორმე თავს.-გაგრძელება უნდოდა უცებ ბიჭმა ხელი რომ მოიჭიორა მაჯაზე და დაუღრიალა -მე მამაშენისსნაირი მკვლელი არ ვარ და მას ნუ მადარებ! -მკვლელი არა მაგრამ მოძალადე ყოფილხარ!-მოჭერილ ხელს დახედა და ბიჭმაც უცებ ხელი გაუშვა-მე უბრალოდ ვეღარ დავაკვირდებოდი როგორ გაჰქონდათ მორიგი გვამი ჩემი სახლიდან, მაგ დაწყველილი სახლიდან,რომელიც ასე ძალიან მიყვარს.-ცრემლები მოადგა თვალებზე მაგრამ რაც შეეძლო თვას იკავებდა. -ვიღაც უცნობის გადასარჩენად მზად ხარ მას ცოლად გაყვე და მამას შეეწინაღმდეგო...ჯანდაბა იცი რომ მართლა სულელი ხარ?!-ხელი გადაისვა მოზრდილ თმაზე და თავისი მწვანეებით შეხედა გოგონას,რომელიც იმ მომენტში ისეთი ლამაზი ეჩვენებოდა როგორც არავინ არასდროს. ალექსანდრე რომელიც იმდენადაა ლევანის დაპატიმრების აზრით შებყრობილი ახლა პოლიციის განყოფილებაში იქნებოდა და სპეცრაზმს მოამზადებდა თოდუას სახლის თავდასხმისთვის მაგრამ ის ახლა ლიზას წინ იდგა და ერთი სული ქონდა რომ გოგონას მოხვეოდა.უმოქმედოთ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ ლიზამ თვალი რო მოაშორა და ისევ ფანჯარასთან მივიდა. -მე უბრალოდ ადამიანის სიცოცხლისთვის ვიბრძვი ბოლომდე და შუა გზაზე არ ვტოვებ.შენ ადგილას ვინმე სხვა რო ყოფილიყო იმავეს გავაკეთბდი.-რაც შეიძლება მტკიცედ წარმოთქვა.ოთახში დაძაბული სიჩუმე იყო.სიჩუმე,რომელიც გარშემო ყველაფერს ანგრევდა,შეიძლება ითქვას რომ ლიზა სრულიად გაუზრებლად იქცეოდა,მაგრამ როცა რაღაცის იმდენად ძლიერ გჯერა, რომ შეიძლება ყველეფერზე წახვიდე,წახვალ კიდეც,დაუფიქრებლად გააკეთებ ყველაფერს არა იმიტომ რომ ეს ჭკვიანურია ან ასეა საჭირო იმიტომ, რომ ამის გჯერა,მთელი არსებით გჯერა,რომ სხვა გზა არ არსებობს.სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია,ბიჭმა ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ყურმილის ასაღებად გარეთ გავიდა: -გისმენ საბა. -ბოლო და ბოლოს არ ამიხსნი სად იყავი,ან რას ნიშნავს კამერების ჩანაწერების წაშლა ან საერთოდ რას აკეთებს თოდუას ქალიშვილი შეთან ერთად?მაგ კაცის ნდობა უნდა მოგეპოვა,შენ კი მის ქალიშვილთან ერთად ხარ და ეს გიჟვით დაგეძბთ,უკვე წყნეთში იყო და მანქანაც ნახა.-ერთიანად ამოილაპარაკა ჯაფარიძემ -რა წყნეთში იყო? ჯანდაბა...ჯანდაბა-უცებ აენთო ალექსანდრე. -ან სად დაძვრები ბოლო 2 დღეა?შენგან ახალ ინფორმაცია ელის პროკურორი,უკვე დავიღალე ხელის გადაფარებით,რა ვუთხრა საქართველოს მთავარი მაფიის ქალიშვილი მოიტაცა მეთქი.-ისევ არ ჩერდებოდა საბა -არავინ არ მომიტაცია,კიდვე ერთი დღე მჭირდება და თოდუას ბოლომდე გამოვიჭერ,კიდევ ერთი დღე საბა და ყველაფერი მორჩება.ახლა ფოტო გამოგიგზავნი და განაცხადს შეიტან ქორწინების თაობაზე.ჩემი პასპორტის ფოტო ბაზაში იქნება და იქედან აიღე.ზუსტად ორ საათში იუსტიციასთან იყავით შენ და ნინი. -კი მაგრამ...-დასრულებაც არ აცადა ისე გაუთიშა და მისაღებში დავრუნდა.ლიზა ისევ ფანჯარსთან იდგა და ბაღს აკვირდებოდა. -იმედი მაქვს პასპორტი თავ გაქვს? -რათ გინდა? -სხვანაირად ხელს ვერ მოვაწერთ.-ლიზა ადგილზე გაშეშდა,ალექსანდრეს რეაქციის შემდეგ არ ელოდა რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამდა,თან ჩათვალა რომ სულელური აზრი იყო,უფრო სწორედ საკუთარი თავი დააჯერა რომ ალექსანდრეს დახმარება არ სჭირდებოდა და თვითონ გაართმევდა ყველაფერს თავს.არაფერი არ უთქვამს ოთახში გავიდა სადაც ზურგჩანთან იყო რომელშიც ერთი ხელი ტანსაცმელი, ყურსასმენები,დამამშვიდებელი და პასპორტი იდო,ეს ბოლო ამოიღო და ალექსანდრეს გაუტანა. -5 წუთში დაგიბრუნებ.-სამზარეულოში გავიდა ტელეფონი უჯრიდან გამოიტანა ახალი ბარათი ჩასვა და პასპორტს ფოტო გადაუღო.საბა ისეთ გარკვევლობაში იყო როცა გამოგზავნილი ფოტოზე ლიზას ფოტო და მონაცემები აღმოაჩინა,მაგრამ თავის მეგობარს ბოლომდე ენდობოდა და დაუფიქრებლად გააკეთა ის რაც ალექსანდრემ უთხრა,იცოდა რომ ისეთს არაფერს დააშავებდა რაც ოპერაციას ხელს შეუშლიდა. *** ამ დროს ქეთი თავის ოთახში გამოკეტილი,საშინლად ნერვიულობდა თავის დაქალზე.კარზე კაკუნის ხმა მოესმა,საწოლიდან თავი წამოწია და დიმა დაინახა ლანგარით ხელში: -როგორ ხარ?-ისეთი მშვიდი იყო დიმას ხმა რომ ეს სიმშვიდე ქეთისაც გადაედო -მე კარგად როგორც ხედავ,მაგრამ ლიზაზე ვნერვიულობ.-დიმამ ლანგარი სამუშაო მაგიდაზე დადო,რომელზეც ქეთის წიგენბი იდო და გოგოსკენ შეტრიალდა. -მას ეძებ და მალე იიპოვიან კიდეც. -ნეტავ იმ ტიპთან ერთად არის.-უფრო თავის თავს ეუბნებოდა ვიდრე დიმას. -ალბათ კი თორემ დიდიხნის ნაპოვნი ექნებოდა ლევანს.-ირონიული იყო დიმა ამ მომენტში. -არ უფდა მიმეცა უფლება!-იქეთ აქედ დადიოდა ნერვიულობის გამო.ათას საშინელებას ფიქრობდა-იქნებ ვიღაც მანიაკი გაანთვისუფლა,ღმერთმა იცის იმან სად წაიყვანა,ან საერთოდ როგორ იფიქრა რომ მას სახლში მოიყვანდა ქმრის სტატუსით,იქნებ ის ტიპი საერთოდ ცოლიანია და არც დათანხმდეს,იქნებ სადმე მიაგდო,ვაიმე ახლა გავგიჟდები-ეს უკვე ისტერიკა იყო,ხელებს იქნებდა და ვერ მშვიდდებოდა,დიმა უსმენდა უსმენდა ბოლოს წამში დაფარა მანძილი და მოეხვია აკანკალებულ გოგონას. -მომისმინე,ეს ისტერიკა საჭირო არ არის,მიუხედვად იმისა რომ ლიზას დიდი ხანია არ ვიცნობ,უცებვე შევამჩნიე რომ ის ძალიან ჭკვიანია და სულ იცის რა დროს როგორ მოიქცეს.რაც შეეხება იმ ბიჭს ალექსანდრე ქვია,ცოლი არ ყავს,დათანხმდება თუ არა ლიზას რა ვიცი,იქედან გამომდინარე რომ ლევანთან მუშაობდა მაფიის წარმომადგენელია,რაც ვერ ვიტყვი რომ სახარბიელოა,მაგრამ როგორც გავიგე ცუდი ადამიანი არ არის.-თვალებში უყურებდა და ისე უხსნიდა,ლიზას გაკვირვება დაეტყო სახეზე: -მოიცა შენ საიდან იცი ამდენი რამ იმ ბიჭზე და თუ იცოდი გუშინ რატო არ გვითხარ მე და ლიზას-წარმებიბი შეჭმუხნა ქეთიმ -დღეს გავიგე და საიდან ეგ უკვე შენი საქმე არ არის.-დიმას პასუხო არ მოეწონა მაგრამ საუბარი აღარ გააგრძელა იცოდა რომ მაინც აღარეფერს ეტყოდა.-ახლა კი ჭამე!-გოგონას ხელი გაუშვვა და ლანგარზე დადებულ საჭმელზე ანიშნა. -თუ რამეს გაიგეებ ლიზაზე შემატყობინე.-თავი დაუკრა ბიჭმა და ოთახიდან გავიდა. *** ოთახიდან გასულს მისახებისკენ დაიძრა სადაც,ბატონი ლევანი იყო ზურასთან ერთად: -რამე ახალია?-დიმამ იკითხა და სავარძელში ჩაჟდა -ჯერ არა,მაგრამ მალე გავიგებთ,იმ იდიოტმა მანქანა დაწვა თითქოს ეს რამეში დაეხმარებოდა.მაინც ვიპოვი და მერე ნამდვილად ვეღარ გადამირჩება.-მუშტი შეკრა ლევანმა,ამ დროს ზარის ხმა გაისმა ოთახში,ზურას ტელეფონი იყო: -გისმენთ.....დარწმუნებული ხართ რომ იქ არის...კარგი გასაგებია.-ტელეფონი ჯიბეში დააბრუნდა ლევანს შეხედა-ლიზას სახელით და გვარით განაცხადი შეიტანეს იუსტიციაში,ის ახლი იქ არის ვიღაც ბიჭთან ერთად.-ერთხანს ჩუმად იჯდა ლევანი,უცებ თავის წინ მდგომი მაგიდას მუშტი დაარტყა და ისევ პირვანდელ პოზაში დაბრუნდა. -ბატონო ლევან ლიზას წამოსაყვნად არ წავალთ?-ჩუმად იკითხა ზურამ. -არა! -კი მაგრამ... -არა მეთქი!-კატეგორიული იყო ლევან თოდუას ხმა.რატო არ წავიდა ლიზას წამოსაყვანად?ის კარგად იცნობდა თავის ქალისვილს და იცოდა რომ რაც არ უნდა ეთქა ის არ წამოყვებოდა.ძალიან არ უნდოდა ამის აღიარებდა მაგრამ ლიზა სულ თავის თავს ახსენებდა,მიუხედავად იმისა არომ მამის საქციელებზე თვალს ხუჭავდა სულ იყო მასში ის მეამბოხე სული რომელიც ერთ დღეს აუცილებლად გაიღვიძებდა და აი დადგა ეს მომენტიც. *** მანქანაში ჩუმად იჯდნენ უკვე იუსტიციის წინ. -დარწმუნებული ხარ?-ბიჭის ხმა გაჟღერდა პირველი. -არა. -დრო გაქვს შეგიძლია გადაიფიქრო. -მამაჩემი არ მოსულა.-ნაღრვლიანად ჩაილაპარაკა,ალექსანდრეს ამაზე გაეცინა. -ვერ მოვიდოდა,არ იცის სად ვართ,თან არამგონია რომ ჩვენს დასალოცად მოსულიყო. -არა იცის,ზუსტად იცის სად ვარ და რის გაკეთებას ვაპირებ.არ მოვიდა რომ შევეჩერებინე მაინც.-თვალები დახუჭა ცრემლები რომ შეეჩრებინა.ალექსანდრეს არ მოეწონა გოგონას ასეთი მტკიცე წინადადება.დარწმუნებული იყო რომ ყველაფერს რაც შეიძლება ფარულად აკეთებდა.კი,ლევანს ყველგან ყავდა თავისი ხალხი მაგრამ არ ეგონა რომ ამდენად ძლევამოსილი თუ იქნებოდა. -როგორც გითხარი შეგიძლია გადაიფიქრო.-გოგონასკენ მიბრუნდა რომ მისი თვალები დაენახა. -უკვე გადავწყვიტე,ასე რომ გადაფქრებას არ ვაპირებ.-ლიზამაც თვალი გაუსწორა. -უკვე ვფიქრობ რომ ჩემს გადასარჩენად კი არა მამის გასაბრაზებლად აკეთებ ამას,დაფიქრდი იქნებ არც ღირს?-და აი ისევ ირონია. -დაუშვად ასეც არის,რას იზამ? -არაფერს,ჩათვალე რომ შენს ახირებას ვყვები,მეც დიდი სიამოვნებით გავაბრაზებ მამაშენს. -მაშინ წავედით.-მაქანის კარს ახებდა რომ გაჩერდა და ალექსანდრეს მიუბრუნდა.-ალექსანდრე...ხომ იცი რომ შენ და მე მხოლოდ ფურცელზე ვიქნებით ცოლ-ქმარი?!-ბიჭს ჩაეცინა ამაზე. -ვიცი ლიზა,თან დიდად ჩემს გემოვნებაშიც არ ჯდები.-ოხ ეს დამცინავი ტონი როგორ აგიჟებდა ლიზას.კარი გააღო და სწრაფად გადავიდა.თვითონაც არ იცის რატო გაბრაზდა ალექსანდრეს სიტყვებზე ასე ძალიან.დარბაზში შესულს ახალგაზრდა მამაკაცი დახვად ლამაზ ქალბატონთან ერთად.პირველმა ქალმა შეამჩნია წყვილი ამიტომ თავის ხელში აიღო ინიციატივა და ღიმიალინი სახით შეეგება გოგონას. -გამარჯობა,მე ნინი ვარ.-ლიზას ხელი გაუწოდა და უცებ ალექსანდრე გახედა,-სანდრო ასეთი ლამაზი გოგონა აქამდე რატო არ გამაცანი თან თუ ცოლად შერთვას აპირებდი,იცოდე ძალიან გაბრაზებილი ვარ.-წარმებიბი შეჭუხნა მაგრამ უცებვე გაიღიმებული სახით მიუბრუნდა ლიზას. -ლიზა, სასიამოვნია თქვენი გაცნობა.-თავისი ხელიც გაუწოდა გაღიმებულ ქალს,რომლისგან მხოლოდ დადებითი მუხტი მოდიოდა. - მე საბა გახლავართ,ალექსანდრეს საუკეთესო მეგობარი.-უბრალოდ თავი დაუქნია ლიზას და თავის მეუღლეს მიუბრუნდა.-ნინა საყვარელო,სანდრო და მე ერთი წუთი გავალთ მანამდე მიხედე ჩვენს რძალს.-რძალი უცნაურად მოხვდა ლიზას ყურში,მგონი მართლაც ვერ აცნობიერებდა რომ თხოვდებოდა. -რამე ლოგიკური მიზეზი მითხარი ალექსანდრე თორე გავგიჟდები ამის.....-იმაზე სერიოზული იყო ვიდრე შეიძლებოდა. -ხო იცი სპეც ოპერაცია რო უნდა ჩატარებულიტო საქონლის გაცვლის დროს.ვიღაც მესამე პირი ჩაერია,ალბათ ლევანის მორიგი მტერია, ამიტომ ჩაიშალა და ლევანმაც ყველაფერი მე გადმომაბრალა და სარდაფში გამომკეტა, რომელიც ნარკიტიკეფით და იარაღებით იყო სავსე...და თუ გამოიცნობ სად არის ეს სარდაფი?- -რას მეუბნები...-მეგობარს ყურადღება არ მიაქცია ისე გააგრძელა -სახლში....ამი დ*დაც ვ*ტირე იმ სამ სართულიან სახლში მალავს ყველაფერს ისე რომ პოლიცია ეჭვს ვერასდროს ვერ შეიტანდა, გულ დასმითაც რომ გაეჩხრიკად ყველაფერი.ლიზამ დემეხმარა გაქცევაში. -კი მაგრამ უცებვე რატო არ დამირეკე,მაშინვე გამოვიჭერდით ან რას ქვია ლიზამ გაგანთავისუფლა?-მართლაც დაბნეული იყო ჯაფარიძე _შენი აზრით ეგ კაცი ისეთი დებილია რომ ჩემი გაქცევის მერე ყველაფერს იქ დატოვებდა,დარწმუნებული ვარ მაშინვე გაიტანეს ყველაფერი სახლიდან.აწი აზრი არ აქვს.ერთადერთი გამოსავალი ლიზაა.ამაზე ახლოს ვერც ვიქნებოდი ლევანთან ვერასდროს.მან ისედაც იცის რომ გაცვლის დროს მე არაფერი არ დამიშავებია აწი კი უფრო ადვილად მოვიპოვებ მის ნდობას.ბოლოს კი ისეთ დარტყმას მივაყენებ რომ მთელი ცხოვრება ემახსოვრება.-ალექსანდრეს თვალებში მხოლოდ შურისძიების წყურვილი იყო.იმდენად მოიცვა მისი გონება ახალმა გეგმამ,რომლითაც თოდუას გაანადგურებდა რომ სულ დაავიწყდა ლიზა.ლიზა რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ისტორიაში.ვერ გაითვალისწინა რომ მას ყველაზე მეტად ეტკინებოდა,მაგრამ ამ უცნობ გოგონაზე არც ფიქრობდა ზედმეტად,.უბრალოდ შანსი მიეცა და გადაწყვიტა გამოეყენებინა.-დანარჩენს მერე მოგიყვები,დრო არ იცდის ახლავე უნდა მოვაწეროთ ხელი,შენ და ნინა ჩვენი მოწმეები იქნებით. -ეს გოგო მაიც როგორ დაითანხმე?-სრულიად გაკვირვებული,ვერ იჯერებდა მოსმენილს. -შენ წარმოიდგინე და აქეთ შემომთავაზა-გაღიმებულმა უთხა,აი ჯაფარიძე კი ნამდვილ შოკში იყო-კარგი რა საბა,ახლავე გაასწორე ეგ წარბები და გამომყევი და ხო იმედია ის პასპორტი გამოიყენე სადაც ჩემი ნამდვილი გვარი არ წერია? -ხო აბა რას ვიზამდი.-ალექსანდრე მაშინვე მიუბრუნდა გოგონებს და ჯაფარიძეც მიჰყვა მას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.