სიყვარულის ინსტინქტი (3 ნაწილი)
-აი მე ჯინსებში გამოწყობილი,რომ გავთხოვილიყავი,მთელი ცხოვრება ვინანებდი!-კისკისებდა ნინი. -ყველა შენსნაირი კი არა ნინაა,აბა ჩვენს ქორწილში იმღელა კაბა გეცვა ძლივს მივაღიე საჭირო ადგილებამდე.-მაშინვე გასცა პასუხი ცოლს. -ვიღაცას ამაღამ მისახებში მოუწევს დაძინება-ალექსანდრეს ჩაეცინა მათზე აი ლიზა კი გაკვირვებული ყურებდა წყვილს. -მაგით უკვე ვეღარ მაშინებ.-ხელი მოხვია ცოლს და შუბლზე აკოცა.-აი მოდის რეგისტრატორი.-ლიზა უცებ აფორიაქდა,ის რომ ყველაფერი ასე ადვილად და ასე სწრაფად ხდებოდა ცოტა დააბნია მაგრამ იმ ფაქტმა რომ ლევანი მის წასაყვანად არ მოსულა ბოლომდე დაარწმუნა თავის გადაწყვეტილებაში.პირველად მოუნდა რომ ლევანისთვის გული ეტკინა. -თქვენ ქალბატონო ლიზა თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ ალექსანდრე კანდელაკს?- ჩაეცინა იმის გაცნბიერებაზე რომ პირველად ესმოდა მისი გვვარი,ეს სიგიჟე იყო დაა ასეთ სიგიჟეს პირველად ჩადიოდა.ალექსანდრესკენ გაიხედა სადაც ბიჭის მზერა დახვდა,ვერ იტყოდა რომ იქ რამეს ხედავდა,საერთოდ აზრზე არ იყო ვის გვერდით იჯდა,რამდენ ტკივილს მიაყენებდა ეს ადამიანი მომავალში,მაგრამ რატომხაც იქ საკუთარი თავი დაინახა და რაღაც მომენტში ჩათვლა კიდეც,რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო: -დიახ თანახმა ვარ-. -თქვენ ბატონო ალექსანდრე თანახმა ხართ შეირთოდ ცოლად ლიზა თოდუა?-ალექსანდრეს ერთი წამითაც არ უფიქრია იმდენად იყო შეპყრობილი შურისძიებაზე რომ ერთი სული ქონდა ყველაფერი სწრაფად დამტავრებულიყო, რომ საბოლოოდ მოეშორებინა ლევან თოდუა.იმასაც ვერ აცნობიერებდა რომ ეს გოგო მის გადასარჩენად იქცეოდა ასე. -დიახ.-მისი ხმა რაც შეიძლება ცივი იყო.ლიზა ამ სიცივეს ამჩნევდა,მაგრამ ვერც ვერაფერს ამბობდა ეს ხომ ნორმალური იყო მათ სიტუაციაში.გაყვებოდით თუ არა ადამიანს გაცნობიდან რამოდენიმე საათში მხოლოდ იმიტომ რომ ის მამისგან დაგეცვათ,ან მხოლოდ იმიტომ რომ მის თვალებში რაღაც ისეთი დაგენახათ რასაც თვითონ ვერ ხედავდა?ჩვენ ალბათ ამას არ ვიზამდით მაგრამ ლიზას შეეძლო,შეეძლო სრულიად უცნობ ადამიანს მინდობოდა იმაზდე მეტად ვიდრე საკუთარ თავს. *** უკვე მანქანასთან იდგნენ ჯაფარიცემ რომ იკითხა: -აბა ახლა რას აპირებთ? -ბატონ ლევანთან წავალთ,თან ლიზამ ბარგი უნდა აიღოს მერე კი სახლში წავალთ.-ლიზამ უცებ დაიჭირა ალექსანდრეს სიტყვები,იმდენად ქონდა აზრები გაფანტული რომ საერთოდ არ უფიქრია სად უნდა წასულიყვნენ,ან ყავდა თუ არა ალექსანდრეს ვინმე ან საერთოდ მამას როგორ მოიგერიებდნენ. -წესით თაფლობის თვეზე უნდა მიგყავდეს გოგო სადმე კარგ ადგილას შენ კი ნანას დაუჯენ სახლში.-ნინი რისი ნინი იქნებოდა პირდაპირ რომ არ მიეხალა სათქმელი.ლიზა გაწითლდა და თავს რაც შეიძლება ქვემოთ ჩამოუწია,ალექსანდრეს ამაზე ჩაეცინა აი ჯაფარიზე კი რათქმაუნდა თვითონ გამოესარჩლა ცოლს. -შენ ნუ ნერვიულობ მაგაზე მეუღლევ,ყველაფერს თავისი დროა აქვს.-ხელი მოხვია და თვალით ანიშნა გაჩერდიო. -ჩვენ წავალთ აბა წინ გრზელი დღე გველის,სავარაუდოდო ხვალ ნანა დაგირეკავთ და დაგპატიჟებთ ასე რომ გელოდებით.-ნინის მოეხვია საბას კი ხელი ჩამოართვა.ლიზამაც თავაზიანად დაემშვიდობა და თავიანთ მანქანებში ჩასხდნენ: -აბა პატარა ქალბატონო რა იცი რომ ახლა ლევანი ტყვიას არ დამახლის შუბლზე?-სერიოზული გამომეტყველება ქონდა მაგრამ მაინც ეღიმებოდა შექმნილ სიტუაციაზე. -ვერაფერს ვერ დაგიშავებს, მერე საზოგადოებას და თავის მეგობრებს როგორ აუხსნის საყვარელი სიძის მკვლელობას.-ლიზას სახეზე კმაყოფილება იკითხებოდა-სანამ შენ მეგობარს ესაუბრებბოდი,ინტერნეტში ინფორმაციამ გაჟონა რომ ლევან თოდუას ქალიშვილი გათხოვდა,დარწმუნებული ვარ რეპორტიორები უკვე ჩემი სახლის წინ დგანან.შენი გამოჩენის შემდეგ კი ის ვერაფერს ვერ დაგიშავებს.ნუ მიყურებ ასეთი თვალებით,იუსტიციაში ვაიფაი არის ნუ გავიწყდება. -იმაზე ჭკვიანი ყოფილხარ ვიდრე მეგონა.-მხოლოდ ეს უთხრა და მანქანა დაძრა.თვითონ ყველაფერი გონებაში დაწყობილი ქონდა მაგრამ აინტერესებდა გოგონა როგორ შეძლებდა მის დაცვას და ასევე აგრძნობინებდა თოთქოს თვითონ მართავდა სიტუაციას....პრესას წინ გამოჩენა საერთოდ არ მოსწონდა მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობდა ალექსანდრეს როგორც გამომძიებელს,თავისმა გუნდმა კი საბას დახმარებით უკვე ყველაფერი იცოდა. *** რაც უფრო უახლოვდებებოდნენ სახლს მით უფრო ნაღვლიანდებოდა ლიზა.უკვე ჟურნალისტებიც გამოჩდნენ,ძაან ეზარებოდა მათ წინაშე უდარდელი სახის მიხება ,მაგრამ სხვა გზა არ ქონდა.ალექსანდრე გადავიდა მანქანას მოუარა და ლიზას კარგი გაუღო,ხელი გაუწოდა და ლიზამაც დაუყონებლივ ხელი ჩაკიდა.პირველად ეხებოდა ალექსანდრეს ხელებს,ტანში ჟრიანტელმა დაუარა,მაგრამ რაც შეიძლება დააიგნორა ეს გრძნობა.სახლისკენ მიემართებოდნენ, როცა რამოდენიმე ფოტო უკვე გადაღებული ქონდათ ჟურნალისტებს,უამრავი კითხვა დაუსვეს თუ როდის იქნებოდა ქორწილი,თუ რატო არ სმენიათ ნიშნობის შესახებ და ისიც რატო არ ქონდა თითზე ბეჭედი,ამ კითხვაზე ორივე გაშეშდნენ,საერთოდ არ გახსენებიათ ბეჭდები. როგორღაც ჟურნალისტების ბრბოს თავი დააღწიეს და აი უკვე სახლის კარებსი წინ იდგენენ.გარეთ დიმა დახვდათ: -როგორც იქნა დაბრუნდი.-მაშინვე ჩაეღუტა გოგონას. -ჩემი ქეთი სად არის?-გაუკვირდა დაქალი რომ არ დახვდა -ქეთი ოთახშია, ლევანის ბრძანებით.-ბოლო სიტყვები უფრო ჩუმად თქვა. -გასაგებია და მამა სად არის?-უცებვე შეკრა წარბები. -მისაღებში გელოდებათ. -ალექსანდრეს ანიშნა წამომყევიო და მისაღებისკენ გაემართა.ლევანი სავარძელში იჯდა და ჭიქა ეჭირა ხელში,რომელიც კონიკით იყო სავსე. -ოჰ მობრზანებულხართ ქალბატონო ლიზა.-არც შეუხედავს,უბრალოდ თვალი მოავლო წყვილს და ერტი ყლუპი კონიაკი მოსვა.-და აქ რატო მოხვედი,ქმარმა სახლში რატო არ წაგიყვანა.-ძალიან დამცინავი ტინო ქონდა ბატონ ლევანს.ლიზა უკვე ემოციურად ძალიან გამოფიტული იყო მაგრამ მოდუნების უფლება არ ქონდა,შეამჩნია როგორ დაეჭიმა ალექსანდრეს ძარღვები,აშკარად არ მოწონდა ლევანის ტონი. -მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა,რომ ალექსანდრე უკვე ჩემი ქმარია და მას მიიღებ,როგორც ოჯახის წევრს.-რაც შეიძლება მტკიცედ წარმოთქვა,ამაზე ლევანს ჩაეცინა,შვილს ზემოდან ამოხედა: -იცი რა მკვირს?!საერთოდ როგორ დაუშვი ის, აზრი რომ მე სიძედ მივიღებდი ადამიანს,რომელიც ჩემთან ერთად სააქმეებს ატრიალებს,შენ არ გაიძახოდი არასდროს არ გავყვებოდიო შენსნაირ ადამიანსო.ჩემნაირი კი არა მგონი ჩემზე უარესს გაყევი ცოლად.- -მე ის მიყვარს- ძლივს გაიაზრა ალექსანდრემ ლიზას ნათქვამი.ნამდვილად არ ელოდა ასეთ სიტყვებს ლიზასგან.მგონი ლიზამაც ახლა გაიზრა თავისი ნათქვაი სიტყვები. -რა გიყვარს გოგო,ერთი დღეა ტიპს იცნობ.უყვარს თურმე.-უკვე ღრიალებდა ლევანი. -მე მას იმაზე დიდიხანია ვიცნობ ვიდრე შენ წარმოგიდგენია.-კიდევ ერთი ტყუილი.თვითონაც არ იცოდა რას იგონებდა.აქ უკვე საუბარში ალექსანდრე ჩაერთო: -ალბათ გახსოვთ ბატონო ლევან ორი თვის წინ აქ რომ ვიყავი.-უცებ გაახსენდა თავისი ვიზიტის შესახებ,ლიზა არ უნახია მაშინ მაგრამ შესანიშნავი მომეტი იყო გამოსაყენებლად.-ლიზა და მე მაშინ გავიცანით ერთმანეთი. -ჰაჰ,ლიზა შენ ქმარს იმის თქმა უნდა რომ ამდროის მანძილზე ფარულად ხვდებოდით ერთმანეთს,ხო არ გავიწყდება რომ შენი თითოეული ნაბიჯი ვიცი. -ჩემი თითოეული ნაბიჯი რომ გცოდნოდა 2ჯერ არავინ არ მომიტაცებდა და მაგ ჯოჯოხეთს არ გამოვივლიდი,შენც კარგად იცი როცა მე მინდა მაშინ მშვენივრად ვემალები შენს ფინიებს.-ლიზაც არანაკლებ გაბრაზებული ტონით საუბრობდა. -კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა,იმ ტყიულსაც დავიჯერებ რაც წუთების წინ მითხარი,მაგრამ გახსოვდეს შენ ამ სახლში ფეხს ვეღარ შემოადგამ.მე ხელს არ გახლებთ,წაყევი შენს ქმარს და იცხოვრედ ერთად ბედნიერად.-კატეგორიული იყო და ირონისაც არ აკლებდა.ლიზა არ ელოდა ამ სიტყვებს,ეგონა რომ გაბრაზდებოდა იყვირებდა იღრიალებდა გარშემო ყველაფერს დაანმტვრებდა მაგრამ ახლა ის იჯდა მშვიდად და სახლიდან აგდებდა. -ქეთის არაფერი არ დაუშავებია,რომ ოთახში გამოგეკეტა,ასე რომ გაუშვი,ჩემს ბარგს ავიღებ და წავალ.-იმდენად ეტკინა ლევანის სიტყევბი,რომ მოუხედავად თაავისი საქციელისა,არ ეგონა ასე ადვილად თუ გადაუსმევდა ხაზს.-დიმა ქეთის დაუძახე ჩემს ოთახში ამოვიდეს.-მისახებიდან გასულს დიმას უთხრა რომელიც კიბეებთან იდგა. *** -არ გგონაით რომ მას უსამართლოდ ექცევით?-ლიზას ისეთი გამომეტყველება ქონდა ოთახიდან გასვლის დროს ალექსანდრემ ვერ მოითმინა.არასდროს არავისგან დახმარება არ მიუღია ახლა კი ვიღაც გოგონა მის გამო ასეთ დღეში იყო.ალექსანდრეს, როგორც პოლიცილეს ლევანი ვერაფერს ვერ დაუშავებდა,ამიტომ შეეძლო გოგონა სახლში დაებრუნებინა და თავისი ნამდვილი ვინაობა გამოემჟღავებინა,მაგრამ მაშინ ყველა მისი გეგმა ჩაიშლებოდა.ალბათ პირველად იქცეოდა ალექსანდრე ასე ეგოისტურად. -და არ გგონია რომ მან მე უსამართლოდ მომექცა?-დაცინვას არ ეშვებოდა ბატონი ლევანი,მაგრამ მის გულში რა ხდებოდა ეს მხოლოდ თვითონ და ლიზამ იცოდნენ.მათ ძლიერი კავშირი ქონდათ,ლევანი დარწმუმებული იყო რომ ისეთს ლიზა არაფერს არ გააკეთებდა რაც მათ ურთიერთობას ავნებდა,ახლა კი სადღაც ეჭვიც ეპარებოდა რომ მართლა უყვარდა ეს ბიჭი ისე ძალიან,რომ თავისუფლად დატოვებდა მშობლიურ სახლს. -მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სახლიდან გააგდოთ,ის თქვენი ერთადერთი ქალიშვილია.-ალექსანდრეს ბრაზი ერეოდა ნელნელა. -ყმაწვილო მოკიდე შენც ცოლს ხელი და აქედან გაეთრიეთ.-მშვიდად მაგრამ ისეთი ტონალობით ამბობდა რომ დიდი სიამოვნებით მიუნგრევდა ცხვირპირს ალექსანდრე მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.ახლა უფრო დარწმუნდა რომ სწორად იქცეოდა,ახლა უფრო გაუმძაფრდა შურისძიების გრძნობა.ახლა უნდოდა რომ იმ ტკვილისთვისაც ეძია შური რაც გოგონას მიაყენა,მაგრამ ამის მიზეზი ხომ თვითონ იყო.გასვლას აპირებდა ლევანის ხმა რომ გაიგო: -მას რამე რომ დაემართოს იცოდე სიკვდილი საჩუქარი იქნება შენთვის ისე გაწამებ! -დამიჯერეთ,თქვენზე მეტად ვერ ვაწყენინებ!-ირონია არ დააკლო ამ წინადადებას ალექსაბდრემ. *** სანამ ალექსანდრე და ლევანი ქვემოთ საუბრობდნენ,ლიზა ატირებული ალაგებდა საჭირო ნივთებს.ქეთიმ ჩქარა აირბინა კიბეები და ოთახში შევარდა: -ვაიმე დაბრუნდიიი.-ისე ძლიერ მოეხვია ლიზას,რომ უფრო ატირდა-ლიზა შემომხედე რა გატირებს.-უცებ ანერვიულდა ქეთიც. -სახლიდან გამაგდო,მინთხრა შენი ფეხი არ დავინახოო აქ.-ქვითინედა და ქეთის იყო მიყუდებულიი.-მომეხმარები ბარგის ჩალაგებაში“?რაც შეიძლება სწრაფად მინდა ამ სახლიდან წასვლა.-ცრემლებს იმშრალებდა უკვე. -კი მაგრამ სად მიდიხარ?შენ რა მართლა გაყევი იმ კაცს? -კი,ხელი მოვაწერეთ,მასთან მივდივართ სახლში როგორც ვიცი. -ნამდვილი გიჟი ხარ.-ქეთის ჩაეცინა.-ვერ წარმოვიდგენდი შემ ასე თუ გათხოვრებოდი. -ეს ხომ უბრალოდ ფიქტიური ქორწინებაა,როცა ყვეფერი ჩაივლის და დავრწმუნდები ვიქნები რომ მამა არაფერს არ დაუშავებს განვქორწინდებით და ყველაფერი მორჩება.-ისე თქვა თითქოს ყველაზე ნორმალურ რაღაცას ამბობდა დედამიწაზე. -არა მართლა გიჟი ხარ!-თვალები გადაატრიალა ქეთიმ.რამოდენიმე წუთში კი დიმა ამოვიდა: -ლიზა,ალექსანდრე უკვე კართან გელოდება.-ბიჭის დანახვისას ხელი დაუქნია იმის ნიშნად რომ ახლოს მისულიყო.ქეთისაც და დიმასაც ხელი ჩაკიდა: -მადლობა რომ ჩემს გამო საფრთხეში ჩაიგდეთ თავი და დამეხმარეთ,ამას არასდროს არ დავივწყებ.-ორივეს ერთად მოეხვია-მე ახლა მივდივარ,მაგრამ ქეთი რაც შეილება ხშირად გნახავ ხო?-აწყლიანებული თვალებით შეხედა ქეთის. -რა თქმა უნდა ჩემო ლამაზო.-ქეთიმაც ვერ შეიკავა თავი.ქვემოთ ჩავიდნენ დიმას ორი ჩემოდანი მოქონდა,ალექსანდრე კართან იდგა.ქეთიმ როგორც კი დაინახა მაშინვე გადაუჩურჩულა ლიზას: -აი ახლა მესმის რატო გაყევი ცოლად.-ლიზას გაეცინა დაქალზე.-გამარჯობა მე ქეთი ვარ ლიზას საუკეთესო მეგოაბრი და თუ მას ვინმე აწყენინებს ჩემთან ექნება საქმე,ეს ყოველ წამს გახსოვდეს.-გაღიმებული მაგრამ მაინც სერიოზული გამომეტყელებით უთხრა და ხელი გაუწოდა. -გამარჯობა მე კი ალექსანდრე.აუცილებლად მემახსოვრება.-ალექსანრემ ჩაიცინა ისეთი გამომეტყველება მიიღო რომ დიმასაც გაეცინა.ისევ მაგრად მოეხვივნენ ეწრთმანეთს ლიზა და ქეთი,ალექსანდრემ ჩანთები გამოართვა დიმას და უკანა ეზოსკენ დაიძრა,იმისთვის რომ ჟურნალისტებს არ შეხვედროდათ ისევ, დიმას თხოვა მან კი მანქანა უკანა კართან მიიყვანა საიდანაც ერთი დღის წინ გაიპარნენ. *** უკვე მანქანაში იჯდნენ მშვიდად,როცა ალექსანდრემ დაიწყო საუბარო. -სახლში დედაჩემი და ჩემი და არიან,სხვა არავინ არ მყავს და რათქმაუნდა საბას და ნინის უკვე იცნობ.დედას ნანა ქვია დას კატო.კატომ უკვე ყველაფერი იცის მას ვერ მოვატყუებთ,არასდროს დაიჯერებს,რომ შენ იმიტომ მოგიყვანე, რომ შემიყვვარდი,აი დედამ ეს უნდა დაიჯეროს ასე რრმ იმავე ტყიულს ვიტყვით რაც ლევანის ვუთხარით,ცოტა ოდენი თამაში მოგიწევს მის წინაშე,იმედი მაქვს თავს გაართმევ. -არამგონია დედაშენის მოტყუებ კარგი აზრი იყოს.-ცოტა ეუცნაურა ის ფაქტი რომ სიმართლეს დედას უმალვდა. -სახლში ორი თქვეა არ ვყოფილვარ,არც იმ სააქმეებზე იცის რითაც ამ ბოლო დროს ვიყავი დაკავებული,არ მინდა რომ ჯერჯერობით რამე იცოდეს,ამიტომ ვითამაშებთ ორ ერთმანეთზე გაგიჟებულ წყვილს.კატოს უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ასე რომ ეცადე მას ყურადღება არ მიაცქიო. -ყველაფერი გასაგებია.შენც ნარკოტიკებს ყიდი?-უცებ თემა შეუცვალა ლიზამ -არა!-გაცოფდა,არ უნდოდა რომ მას ისიც ისეთივე ეგონა როგორც ლევანი იყო.არ უნდოდა რომ ლიზას თვალში ის მაფიის წარმომადგენელი ყოფილიყო-მე და ჩემ დას საერთო ბიზნესი გვაქვს და იმას ვმართავთ.ის თუ რატომ ვიყავი იმ საღამოს საქონლის გაცვლაზდე ერთ მშვინიერ დრეს გაიგებ მაგრამ ახლა ამის დრო არ არის!-არ მოეწონა არც ალექსანდრეს ტონი და არც ის რაც ალექსანდრეს თვალებში იმალებოდა,მაგრამ სადღაც გაუხარდა კიდეც რომ ის იმ სამყაროს წარმომადგენელი არ იყო,საიდანაც მთელი ცხოვრება ცდილობდა თავი დაეღწევას.ლიზას აღარაფერი უთქვამს,ზედმეტად არც განიხილავდნენ ბოლო დროს დატრიალებულ ამბებეზე,გასაკვირი იყო მაგრამ მათ ორივეს ესმოდათ ყველაფერი ზედმეტი სიტყვების გარეშე.რამოდენიმე წუთის შემდეგ მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა,ეზოში ლამაზი ბაღი სადაც ჰამაკი იყო ჩამოკიდებული და მაგიდა იდგა.ალექსანდრემ კარზე ზარი დარეკა,რომელიც არალგაზრდა გოგონამ გააღო,მასაც ალექსანრესავით მზავენი თვალები ქონდა და შავი თმები.უცნაურად შეათვალიერა წყვილი და ძმას შეხედა. -ორი თვის შემდეგ ბრუნდები სახლში.. მოგყავს გოგონა რომელიც ცოლად შეირთე და რომელიც ლევან თოდუას ქალიშვილია...მგონი ბოლომდე გააფრინეე.-ჯერ რაც შეიძლება სერიოზულად ამბობდა ბოლოს კი თვალები აატრიალა და ძმას მოეხვია. -თავიდანვე ასე რომ დაგეწყო არა.-ალექსანდრემაც რაც შეიძლება ძლიერ მოეხვია მონატრებულ დაიკოს. -კატო ვინ არიის?-ძალიან თბილი ხმა მოესმა სახლიდან ლიზას და მიხვდა რომ ქალბატონი ნანა იქნებოდა. -შენი საყვარელი შვილი დაბრუნდა ნანაჩკაა-კისკისით დაიყვირა.ლიზასთვის არც შეუხედავს ნორმლაურად არც მისალმებია.-რას დგახარ შემოდი და შემოიყვანე შენი ცოლიც.-ბოლოს სახე მოღუშა ისე გავიდა დედასთან.ალექსანდრემ ხელი ჩაკიდა ლიზას ისე შეიყვანა სახლში სადაც შესასვლელის შემდეგ მისაღები იყო.მაღალი აღნაგობის ქალბატონი უკვე შუა მისახებში იდგა და წყვილს უყურებდა.როგორც კი ალექსანდრე დაინახა მაშინმე მასთან მივიდა და ძილერად მოეხვია: -სად გადაიკარგე სანდრო,გრცხვებიდეს იმდენი ვინერვიულე,კატოს მაგივრად ჩემთვის რო დაგერეკა რა მოხდებოდა ერთი.-უნდოდა რომ შვილ გაბრაზებოდა მაგრამ ამდენი ხნის უნახავს არ შეეძლო.მის გვერდით მდგომ გოგონას გახედა და ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა-სტუმარი მოგიყვანია შვილო,ვინ არის? -გაიცანი ეს ლიზაა,ლიზა ეს დედაჩემია ნანა.-ლიზამ ხელი გაუწოდა და თბილად გაუღიმა ქალს,ქალმაც არ დააყოვნა ისე ჩაკიდა ხელი,ისეთი თბილი გამოხედვა ქონდა,რომ წამსვე გაუთბო ლიზას გული. -ძამიკო იმის თქმა არ დაგავიწყდეს რაც ყველაზე მთავრია.-ირონიულად იღიმოდა კატო. -რა ხდება კატო?-ქალმა უცებვე შეხედა ქალიშვილს. -დედა ლიზა ჩემი ცოლია.-ალექსანდრემ ეს სიტყვები რომ თქვა ლიზას ხელი ჩაკიდა და ისე დაელოდა დედის რეაქციას. -რაა?ცოლი?...ცოლი მოიყვანე და ჩვენ არ შეგვატყობინე?ან საერთოდ შეყვარებული თუ გყავდა არ ვიცოდი.-უცებვე შეეცვალა გამომეტყველება,მაგრამ ეს გაბრაზება აშკარად ალექსანდრესკენ იყო მიმართული. -დედა მომისმინე ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები მოგვიანებით,ახლა გთხოვ დამშვდდი და რძალი გაიცანი.-ისეთი გამომეტყვლბით უთხრა,რომ ქალი იძულებული იყო დამორჩილებოდა,თან იცოდა რომ ალექსანდრესთვის კითხვები არ უნდა დაესვა სანამ თვითონ არ მოისურვებდა ამას.ლიზა გაშეშებული იდგა არ იცოდა რა ექნა ან სად წასულიყო,დაბნეულობა აშკარად ეტყობოდა სახეზე. -მოდი შვილო დაჯექით,ოხ ალექსანდრე რო მცოდნოდა ხომ სხვანაირად დავხვდებოდი რძალს.-ანიშნა მდივანზე დამჯდარიყო,ლიზაც დაემორჩილა.ერთი კედელი მთლიანად ნახატებით იყო დაფარული,მოპირდაპირე მხარეს კიბეები იყო რომელიც მეორე სართულზე ადიოდა.გაკვირვებული აკვირდებოდა ყველაფერს ტან ისიც უკვირდა რო ქალმა ასე მიიღო,ასე მშვიდად სეხვდა ამ ამბავს. -დედა დღეს გრძელი დრე გვქონდა,ლიზა ძალიან გადაღლილია ამიტომ დაისვენებს!-ალექსანდრე სხვანაირი თბილი ჩანდა ოჯახის გარემოცვაში მაგრამ თავის მკაცრ ტონს მაინც არ კარგავდა. -დედა ნახე როგორ უფრთხილდება თავის ცოლს,ჩემი ძმა აშკარად შეყვარებულია.-კატო აშკარად არ იყო კმაყოფილი სიტუაციით და მომენტს არ ტოვებდა,რომ რამე გამაღიზიანებული ეთქვა. -კატო ეს რანაირი ტონია.ხვალ ორივე ყველაფერს მოგვიყვება ახლა კი მე ოთახს მოვამზადებ რომ დაისვენონ.შენ კი ლიზას ყველაფერი აჩვენე.-იცოდა თავისი ქალიშვილის ხასიათი ამიტომ მკაცრად გაუმეორა და მერე ლიზას შეხედა-შენ კი შვილო არ მოგერიდოს,თავის ისე იგრძენო როგორც საკუთარ სახლში. -მადლობა ქალბატონო ნანა.-ლიზამ თავი დაუკრა და თავისი ტონით ანიშნა,რომ მადლიერი იყო ასეთი მიღებისთვის.ქალმა საპასუხოდ გაუღიმა და მეორე სართულისკენ წავიდა. -მე შენს ჩანთებს ავიტან ოთახში!-ლიზამ კარგიო ანიშა თვალებით ალექსანდრეს.ისე უნდოდა ახლა რომ უბრალოდ დაეძინა.დაეძინა და გაღვიძებულს ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო.არა არ ნანობდა თავის საქციელ,მაგრამ ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იცრუა.ახლა ისეთი ქალბატონიც უნდა მოეტყუებინა,როგორიც ნანაა და ეს უფრო მეტ დისკომფორტს უქმნიდა.კატოს არარაფერი აღარ უთქვამს,ნანა რამოდენიმე წუთში ჩამოვი და ალექსანდრეს უთხრა რომ ყველაფერი მზად იყო.ალექსანდრემ ჩანთები თავის ოთახში აიტანა და ჩამოსულს მისაღებში არავინ რომ დახვდა გაუკვირდა,მერე სამზარეულოდან მოესმა დედის ხმა: -დედა დღესვე გადაწყვიტენე რძლის წინაშე შენიკერძების დემონსტრირება.-შესულს სუფრა გაშლილი დახვდა. -ნახე გოგოს სახეზეც ეტყობა,რომ დღეს არაფერი არ უჭამია,ამ გოგოს აშიმშილებდი?-ისე ქონდა წარბები სეჭმუხნული ალექსანდრეს გაეცინა.პირველად ხედავდა ლიზა ასეთ გაღიმებულს.ძალიან მოეწონა ასეთი ალექსანდრე. -არა ქალბატონო ნანა,დღეს დილით უგემრიელესი საუზმე მომიმზაა.-კატო ამ მომეტში წვენს მიირთმევდა და კინაღამ გადაცდა: -რაა,საუზმე მოგიმზადა?-ეს პირველი მიმართვა იყო ლიზას მიმართ მერე უცებ ძმას გახედა რომელიც აშკარად არ იყო ლიზას აღიარებით კმაყოფილი-შენ რამეს ამზადებ საერთოდ? -ცუდად მიცნობ კატუსაა.-არაფერი არ შემჩნია ფილფანმა მაგრამ ის მართლა ძალიან იშვიადათ ამზადებდა რამეს.ნანამ კი უბრალოდ გაღიმებული სახით გახედა შვილს. -ნეტავ კიდე რას გავიგებ დღეს ისეთს,რაც შოკში ჩამაგდებს.-ჩაიბურტყუნა კატომ. -გეყოფა კატო.შენც მოდი სანდრო და ჭამე მერე კი დაისვენეთ.-ლიზას ბევრი არ უჭამია,ჭამის მადა ნამდვილად არ ქონდა,მიუხედავად იმისა რომ თავაის მოკატუნებას კარგად ახერხებდა,მაგრამ ის სევდა მაინც იგრძნობოდა რაც მას მოსვენებას არ აძლევდა.პირველად დატოვა მამა მარტო სახლში.ახლა კი იჯდა იმ ადამიანების გარემოცვაში,რომლებსაცს საერთოდ არ იცნობდა და საერთოდ არ გრზნობდა თავს მათ ნაწილად,ვერ იგრძნობდა,ეს ხომ შეუძლებელია.ხედავდა კაცს რომელსაც თვალები უბრყინავდა დედის და დის დანახვაზე,ხედავდა ქალს, რომელიც ბოლოსდაბოლოს დამშვიდდა,რომ შვილი დაუბრუნდა.განა საკმარისი არ იყო ეს გარემოცვა გულწრფელი გრძნობებისთვის?!თვითონ კი სრულ სიცარიელეში იყო,იქ სადაც მარტო დარჩა,გარშემო არავინ არ იყო ან შეძლება იყო და თვითონ ვერ ამჩნევდა. ალექსანდრემ ოთახი ანახა თვითონ კი როგორც მიხვდა კატოს ოთახში შევიდა,ალბათ ყველაფრის დაწვრილებით ახსნას აპირებდა.ოთახი საკმაოდ დიდი იყო,დიდი საწოლით დიდი კარადით და სამუშაო მაგიდით.ლურჟ და ნაცრისფერ ფერებში იყო ყველაფერი .საწოლის თავზე კი დიდი ნახატი იყო,რომელზეც პატარა სახლი იყო გამოსახული,სახლის გვერდით დიდი ხე იყო,ხის ქვეშ კი ორი პატარა ბავშვი,რომელიც აშკარად ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.ამ ნახატის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო,თითქოს ეს სადგილი სადღაც მართლა არსებობდა და იქ მხოლოდ ბედნიერება სუფევდა.თვალი ვერ მოწყვიტა ლიზამ ფოტოს: -მეც ზალიან მომწონს ეგ ნახატი.-უცებ შეეშინდა და შეხტა,ხელი გულთან მიიდო ვერც შენიშნა როდის შემოვიდა ალექსანდრე. -მემგონი დამამშვიდებლის ეფექტი აქვს.-იმდენად გულრწფელად და გაღიმუბულად თქვა ეს ლიზამ რომ ალექსანდრემ თვალი ვერ მოწყვიტა მის ლამაზ ნაკვთებს,თითქოს პირველად შამჩნია თუ მის ჭინაშ რამდენად ლამაზი ქალი იდგა,მისი ბუნერბრივად ქერა თმები ისე ლამაზად იყო ჩამოშლილი მის მხარზე რომ წამიერად მათ შეხებაზეც იფიქრა. -კარგი,შენ შეგიძლიია დაიძინო ან გააგრძელე ცქერა.-სიცილ ნარევი ხმით უთხრა და კარადიიდან ბალიში და პლედი გამოიტანა,კარისკენ დაიძრა გოგონას ხმა ომ გაიგო: -მოიცა სად მიდიხარ? -გინდა რომ აქ დავრჩე.-ალექსანდრე შემოტრილდა და ისე გააგრძელა საუბარი. -არა უბრალოდ ქალბატონი ნანა....-მიხვდა რისი თქმაც უნდოდა,წინადადების დასრულებაც არ აცალა ისე უთხრა: -ნუ ნერვიულობ ნანა ვერ შეამჩნევს,რომ ცოლის გვერდით არ მძინავს!-ეს თქვა და გავიდა.მარტო დარჩა,თავის ახალ ოთახში,ისედაც ძალიან რთულად იძიებდა ხოლმე ამიტომ სულ აქვს აბები,რომლებიც დაძინებაში ეხმარება,უფრო გონების გათიშვაში ალბათ.ძილშიც კი ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე რაც მის კონტროლს არ ექვემდებარება.არ იცოდა რა მოხდებოდა მომავალში,საერთოდ როგრო გამოსწორებდა ამ სიტუაციას,ან დაალეგებდა თუ არა მამასთან ურთიერთობას ან ბოლოს როცა ალექსანდრესთან განქორწინდებოდა სად უნდა წასულიყო. *** დილით ისევ ადრე გაეღვიძა.ისეთი დაღლილი იყო შხაპის მიღება დაეზარა დაძინებამდე ამიტომ აბაზანაში შესვლა გადაწყვიტა,იქედან მხოლოდ პირსახოც შემოხვეული გამოვიდა, როცა კარადასთან მდგომი ალექსანდრე დახვდა.უცებ გაშეშდა,ეს ჯანდაბა პირსახოციც არ უფარავდა თავის გრძელ ფეხებს,რომლებსაც ალექსანდრე ასე ვნებიანად ათვალიერებდა: -იქნებ შეწყვიტო ჩემი თვალიერება და გახვიდე!-ლოყები გაუწითლდა ლიზას,ალექსანდრე კი ხალისობდა ამ მომენტით,მაგრამ როცა გოგონას გამომეტყველებებას დააკვირდა თავისი ტანსაცმელი აიღო გვერდი აუარა და არაფერი არ უთქვამს ,ისე შევიდა აბაზანაში.ლიზამ სწრაფად თავისი საყვარელი სარაფანი ჩაიცვა,რომლებზეც ლამაზი ყვავილები იყო ამოქარგული და ოთახიდან გავიდა.პირდაპირ სამზარეულოში შევიდა,რადგან იქედან ნანა თბილი ხმა ესმოდა. -დილამშვიდობისა.-გაუღიმა ქალს,რომელიც გაზქურასთან იდგა და საუზმეს ამზადებდა -ასე ადრე რატო გაიღვიძე შვილო,დაგესვენა კიდე ცოტახანი. -ვაა ჩვენს რძალს გაუღვიძია.-ამ დროს კატო შემოვარდა ოთახში დედას ლოყაზე აკოცა და მაცივრიდან წვენი გამოიტანა. -დილამშვიდობისა კატო.-გოგონასასც გაუღიმა ისე უთხრა მაგრამ საპასუხოდ მარტო თავის დაქნევა მიიღო. -მე უნდა გავიქცე,აბა ჩვენს ძმას საერთოდ გადაავიწყდა, რომ ბიზნესი აქვს.-იმ წამს შემოსულ ალექსანდრეს შეუბღვირა და ოთახიდან გავარდა. -გესაუზმა მაინც.-მიაძახა ნანამ მაგრამ გოგო უკვე ეზოში იყო.-სანდრო იქნებ შენც წახვიდე კომპანიაში და ყველაფერს გადახედო. -დედა ნუ ნერვიულობ,კატო ჩემზე უკეთ ართმევს მაგ საქმეს თავს. -ხო შენ შენი სამქის გარდა არაფერი არ გინდა.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა,ალექსანდრეს კი შეეშინდა რომ დედას რამე არ წამოსცენოდა და მაშინვე საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა -დედა არ გაინტერესებს სად გავიცანით მე და ლიზამ ერთმანეთი? -აბა რას მეკითხები,როგორ არ უნდა მაინტერესებსდეს.-ქალმა ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და წყვილის წინ დაჟდა. -ძვირფასო მე დავიწყო თუ შენ მოუყვები?-ლიზას ძალიან არ უნდოდა ამ საუბარში ჩაბმა ამიტომ უთხრა, რომ თვითონ დაეწყო.-მოკლედ ორი თვის წინ გავიცანით ერთმანეთი,ლიზასთან სახლში,რაღაც საქმეზე ვიყავი.მაშინვე მივხვდით რომ ერთმანეთი მოგვეწონა,მერე ერთმანეთს ვხვდებოდით და ერთ დღეს გადავწყვიტეთ რომ უერთმანეთო აღარ შეგვეძლო და ხელიც მოვაწერეთ.დედა ნუ მიყურებ ასეთი სახით,შენ არ მეუბნებოდი რომ ერთ დღეს თავსდავიწყებით შემიყვარდებოდა,ჰოდა დადგა ის დღე.-ლიზას ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა. -ისე თუ არის როგორ შენ ყვები ძალიან მოხარუოლივარ.-ნანა თითქოს გძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო,სანდრო არასდროს არ ყოფილა ის ადამიანი,რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას სპონტანურად მიიღებდა,ეს ძალიან კარგად იცოდა ნანამაც.-ლიზა შვილო,ამ საღამოს ვახშამს ვაწყობ და იქნებ შენებსაც დავურეკოთ,ხო უნდა გავიცნო მზახლები.-ლიზა თავიდაც ჩუმად უსმენდა და შიგადაშიგ იღიმოდა,რომ ქალს მისი დაძაბულობა არ შეემჩნია,მაგრამ მშობლების ხსენებაზე უცებ სახე შეეეცვალა. -მე...მე მხოლოდ მამა მყავს,მაგრამ მას ახლა ვერ დავპატიჟებთ.ის ნაწყენია ჩემზე,მაგრამ მალე გაგაცნობთ.-წინადადება დაასრულა და უდარდელი სახე მიიღო,მაგრამ ალექსანდრე კარგად ხედავდა თუ როგორ უმზიმდა ლიზას ახლა იქ ჯდომა. -ხო არაუშავს თავიდან ყველა მამა ბრაზდება,დარწმუნებული ვარ დიდხანს არ გაგრძელდება და მალე ისიც შემოგვიერთდება.-ნანა მიხვდა რომ ამაზე საუბარი რძალს აღარ უნდოდა.-ლიზა სშვილო შენც დადიხარ სამსახურში თუ..... -უნივერსიტეტი ახლა დავამთავრე მალე მუშაობასაც დავიწყებ. -ძაან მალეც არა ხო,ჯერ შენი მთლიანი დრო მე მჭირდება.-ალექსანდრე ჩაერთო საუბარში.ლიზას ძაან უკვირდა, როგორ შეეძლო ასე ადვილად მოეტყუებინა დედა და საერთოდ როგორ გამოსდიოდა ასე კარგად თამაში,გაბრაზებულიც კი იყო. -დამიჯერე შენ მერეც არ მოგაკლებ ყურადღებას.-გადაიწია და ლოყაზე აკოცა ქმარს.თამაშში აყვა ერთი სიტყვით,მაგრამ ალექსანდრე კოცნას ნამდვილად არ ელოდებოდა და ვერ ის ჟრუანტელი დააიგნორა,რაც გოგონას შეხებამ გამოიწვია. უცნაურად დაიწყო მათი ისტორია,კიდე უცნაური იყო ის რომ ამდენს ტყუილს ამბობდა ალექსანდრე და ჯერ არცერთს არ უჩანდა კუდი.არადა ყველაზე ნაკლებად ტყუილი იზიდავდა ცხოვრებაში.ნუ რას ვიზამთ,ალექსანდრე ამას თავისი საქმიანობით ამართლებდა,მაგრამ ყველამ კარგად ვიცით,რომ შურისძიების წყურვილი კლავდა. -დრეს საღამოსს სტუმრებს ველოდებით. -ვის დედა? -ვის უნდა ველოდოთ საბა და ნინოს გარდა პატარა ანიკოსაც მოიყვანენ.-ლიზას გაუხარდა,ძალიან მოსწონდა ნინო და ის ენერგია რომელსაც ის აფრქვევდა.საუზმობის შემდეგ ოთახში ავიდა,ვერ გამოიძინა ნორმალურად და იფიქრა ,რომ ახლა მაინც შეძლებდა ცოტახნით დაძინებას.დედა-შვილი მარტონი დარჩნენ: -დავიჯერო ასე ძალიან გიყვარს ეს გოგონა? -რა არის დედა აქ დაუჯერებელი,განა შესაძლებელია ლიზასნაირი გოგო არ შეგიყვარდეს.-ის აღიარა,რაც აქამდე არც კი გაუფიქრებია და წამიერად დაფიქრდა,მაგრამ ნანას ხმა გამოიყვანა ფიქრებიდან: -ვნახოთ ვნახოთ....-ჩაილაპრაკა ქალმა -დედა ლიზამ არ იცის ჩემი საქმიანობის შესახებ და არც ის რომ ჩემი ნამდვილი გვარი ფილფანია.და ჯერჯერობით არც უნდა გაიგოს!-გაყინული მზერა მიაბყრო ნანას,რომელიც საშინლად ვერ იტანდა ამ მომენტს. -რას ქვია რა იცის? -არ მინდა რომ ზედმეტად ინერვიულოს,ყველაფერი,რომ ჩაივლის მე თვითონ მოვუყვები -რამ უნდა ჩაიაროს სანდრო?ნუ მაგიჟებ,ჯერ სადღაც გადაიკარგე მერე მოდიხარ მოგყავს ცოლი მეუბნები მიყვარსო და მერე ვიგებ რომ მან შენი ნამდვილი გვარიც არ იცის.-ნანა უკვე მართლა დაბნეული იყო. -დედა მეტჯერ გამეორებას არ ვაპირებ,ყველაფერი გაიგე,არ ინერვიულო ყველაფერი კარგად არის და იქნება კიდეც!-ქალ შუბლზე აკოცა და გავიდა.რამდენ თამაშს თამაშობდა ალექსანდრე?უკვე თვითონაც არ იცოდა.ოთახში ავიდა და მძინარე ლიზას დააკვირდა. მისთვის ამოუცნობი იყო ეს არსება,როგორ შეეძლო ამ უნაზეს არსებას ამხელა გადატრიალების მოხდენა ვერ წარმოედინა.ისეთი უდარდელი ძილით ეძინა,რომ ალექსანდრეს შეშურდა კიდეც,განა შესაძლებელი იყო მისი სიკეთის არ დანახვა.ალბათ ლევანის ქალიშვილი,რომ არ ყოფილიყო მის შეყვარებაზე სერიოზულად იფიქრებდა,მაგრამ ალექსანდრეს გონება მხოლოდ შურისძიებას მოეცვა. *** საღამოსკენ გაეღვიძა,ვერც შეამჩნია ასე ღრმად როდის ჩაეძინა ალბათ იმ აბის ბრალი იყო დაძინების წინ რომ მიიღო.ისევ ქვემოთ ჩავიდა,კატო უკვე სახლში იყო: -ნანა შენი რძალი ძილისგუდა,რომ არის ბედის ირონია?-დედას გახედა,რომელიც სუფრას აწყობდა. -კატო ბრაზის ნთხევას გირჩევნია მომეხმარო. -მე დაგეხმარებით-ლიზამ ისევ არ მიაქცია კატოს ყურადღება და ქალს თებშები გამოართვა.-ალექსანდრე სად არის? -მაგას ჩვენ უნდა გეკითხებოდეთ.-ისევ დაგესლა კატომ. -ჩვენც არ ვიციც,საბასთან ერთად მოვალო დაგვიბარა.-ნანამ უპასუხა დასმულ შეკითხვას -გასაგებია-ქალს გაუღიმა და თავისი საქმე გააგრძელა.ლიზა და ნანამ ლამაზი სუფრა გააწყვეს,კატო კი დივანძე მოკალათებული იჯდა და ხან რას ამბობდა ხან რას,რათქმაუნდა შანს არ უშვებდა,რომ ლიზა არ დაეგესლა,მაგრამ ლიზა როგორც შეეძლო ისე აიგნორებდა.ვერ ხვდებოდა რა არ მოსწონდა ამ გოგონას.მალევე მოვიდნენ საბა და ნინო,უკან ალექსანდრე მოყვებოდათ,რომელსაც პატარა გოგონა ეჭირა ხელში. -როგორ ხარ ლიზა?-ნინომ როგორც კი გოგონა დაინახა მაშინვე გაუღიმა და ჩასახუტებლად გაემართა მისკენ. -მე კარგად,თქვენ როგორ ხართ,ეს პატარა გოგონა რა ლამაზია.-როგორც კი ნინოს მოშორდა მაშნვე ანიკოსკენ გაემართა და სახეზე მოეფერა. -სანდრო ძია ეს ქალი პატარას რატო მეძახის მე ხო დიდი გოგო ვარ!-წარბები საყვარლად შეჭმუხნა და ალექსანდრეს გახედა. -მაპატიეთ აწი ასე აღარ მოგმართავთ.-ლიზას გაეცინა,მაგრამ უცებ სახე დაასერიზულა და ისე უთხრა. -კარგი ამჯერად გაპატიებ!-თავი ისე აწია თითქოს გვირგინი ეკეთა და თმები უკან გადაიყარა პატარა ანიკომ. გეყოფათ ახლა კართან დგომა,მობრძანდით!-ნანა ჩაეჭრა საუბარში და სტუმრები მისაღებში გადაინაცვლნენ.ნინოს პოზიტიურობამ ოჯახშიც შეამოახწია და თითქოს ყველას დაავიწყა ბოლო დროის ამბები.პატარა ქალბატონიც დედასავით ტიტინებდა და სულ სანდრო ძიასთან იყო.სანდროს განსაკუთრებულად უყვარდა ეს პატარა არსება და ანიკოც ამას განსაკუთრებულად გრძნობდა. -აბა ლიზიკო როგორ შეეჩვიე ოჯახურ გარემოს?-ვინ იკითხავდა ამას ნინოს გარდა,რომელმაც იცოდა,რომ მათ საერთოდ არ ქონდათ ოჯახური გარემო. -როგორ შეიძლება თავი კარგად არ იგრძნო იქ სადაც ქალბატონი ნანა არის,მან ისე თბილად მიმიღო...-ლიზას კიდე რაღაცის თქმა სურდა,მაგრამ რათქმაუნდა საუბარი კატომ გააგრძელა. -ვაიმე ჩვენ რძალს პირფერობაც სცოდნია.-ისე შეიცხადა თითქოს მეორვე მსოფლიო საოცრება აღმოაჩინა.მგონი ეს მეტისმეტი იყო და ლიზა პასუხის გაცემას აპირებდა რომ არა ალექსანდრე: -კატო ლიზა შენ,რომ გგონია ისეთი რომ ყოფილიყო დღეს აქ არ იქნებოდა და ეს შენც კარგად იცი,ასე რომ მოვრჩეთ ზედმეტ ლაპარაკს!-ალექსანდრემ ლიზას ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა,ლიზას სულ გაავიწყდა კატოს სიტყვები ისე გააქვავა ალექსანდრეს საქციელმა.მერე ალექსანდრემ დას შეხედა, თითქოს თვალებით საუბრობდნენ რაღაცას,კატოც მიხვდა რომ ძმის გაბრაზება ახლა არ ღირდა და ვახშმობა განაგრძო. -სანდრო ძია შენ ხომ მითხარი,რომ ცოლს არ მოიყვანდი და სულ ჩემი იქნებოდი,ახლა შენი განაწილება მომიხდება.-5 წლის გოგონამ ყველას ყურადღება მიიქცია,ის კი ისეთი სახით იყურებოდა თითოს მართლა რაღაც ძვირფასი წაართვეს.ლიზამ გოგონას მიუხლოვდა და ყურში რაღაც უჩურჩულა გოგოს მაშინვე გაუნათდა სახე: -მართლაა?-გაოცებული შეხედა ლიზას. -ხო მართლა -კაი მაშინ სულ შენი იყოს! -ასეთი რა უთხარი ჩემს ქალიშვილის ალექსანდრე რომ დათმო.-საბა ახარხარდა. -ეგ საიდუმლოა არა პრინცესა?-ლოყაზე აკოცა ლიზამ და გოგონამაც პირზე მიიდო ხელი და ანიშნა,რომ არავის არაფერს ეტყოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.