მეზობლის ბიჭი (თავი 4)
მანქანაში ჩაჯდა და სახლში წამიყვანა.ხმას კი არ იღებს,დუმილი საშინლად იწელება და მეც დაძაბულობისგან კაბის ბოლოს ისე ვარ ჩაფრენილი,როგორც ქორი წიწილას,რომელსაც ლუკმად მოეპოვებინა საცოდავი. უკვე ღამდება,ცას ალაგალაგ დასდევა ცეცხლისფერი,ცხელი ჰაერი და მანქანის ჩახუთული სურნელი ცხვირს უფრო მეტად მიწვავს და მალე თუ არ მივალთ შეიძლება გულიც კი ამერიოს.ვერ ვხვდები რა სჭირს,მართალია ახლა გავიცანი,მაგრამ თავისი ინიციატივა იყო ჩემი წამოყვანა ახლა კი თავს ზედმეტად ვგრძნობ,არვიცი მარია ვინ არის მისთვის,მაგრამ დარწმუნებული ვარ მეგობრობაზე მეტი აკავშირებთ და არც ეს მახარებს დიდად.ვიღაცასთან თუ ურთიერთობა აქვს ჩემთან შეეძლო დანაშაული უბრალო ბოდოშით მოეხადა,გავიგე ზრდილობიანი ფორმაა ნახვა,მაგრამ ახლა,როცა მისი ცოტახნის წინანდელი მოქმედებები მახსენდება,მისი ხელები ჩემს სახეზე,მოხვეული ხელი წელზე,მისი სუნთქვა ჩემს სახეს,რომ ეცემოდა აჩქარებულად,ნუთუ ეგონა,რომ ჩემთან რამე სხვა ურთიერთობას გააბამდა?ამის გაფიქრებაზე გვერდით მჯდომს გავხედე და ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე,ფიქრებმა უფრო მეტად იმატა და შეიძლება გავგიჟდე კიდეც ახლა თუ არ ჩავალ.. -მე,მე აქვე ჩამოვალ მაღაზიაში მინდა შესვლა. ჩემს თავს ვერ ვცნობ, როცა მას ველაპარაკები, დამნაშავე ბავშვივით თავი დამიხრია და ძლივს ვლუღლუღებ. -რა გინდა მაღაზიაში?მკაცრად მკითხა,ამას მგონი მეგობარი ან უფრო მეტი ვგონივარ ისე მიწყობს დაკითხვებს. -რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? რაღაცეები უნდა ვიყიდო. ვეცადე მეც მკაცრი ვყოფილიყავი და ასე ბეცივით არ დამეხარა თავი. -გადადი,გელოდები აქ ვიქნები -რა?არმინდა ჩემითაც მივალ აქედან ახლოსაა სასტუმრო -მისმინე წრიპა..ჩემსკენ გადმოიწია,მე უფრო მეტად ავეკარი მანქანის კარს,სუნთქვა შემეკრა და წამიერად გამაჟრიალა მის შეხებაზე. -გადადი და მოდი.ღვედი შემიხსნა და კარი გამიღო,დავიბენი მის ქმედებაზე და უცბათ გადავხტი მანქნიდან,ერთი მოვიხედე მხოლოდ, თითქოს მომდევდა და მე გაქცევას ვლამობდი. მაღაზიაში მართლა არაფერი მჭირდებოდა,მაგრამ ახლა,რომ რამე არ მეყიდა არ ვიცი რას მოიმოქმედებდა აწ უკვე წოდებული ,,გიჟი,,.არა,მისი არ მეშინია,უბრალოდ უმართავია,როგორც მივხვდი და სულაც არ მინდა ამ უმართავმა მე დამმართოს რამე.მითუმეტეს,რომ 2დღეში წავალ და 2თვე ვეღარ ვნახავ. მაღაზიაში შესულმა,რამდენიმე პროდუქტი ავიღე ის ის იყო გადავიხადე სალაროსთან მიშო,რომ დავინახე -მიშო? -ეე,ნინუც..როგორ ხარ? -კარგად შენ?გადავეხვიე მონატრებულს და თან პარალელურად კარში გავდიოდით, -თიკა სადაა? -სახლში,არიცი შენი ზარმაცი დაქალის ამბავი?არ გამომყვა.გაეცინა და დამშვიდობებას ვაპირებდი,რომ მომაძახა -კარგად გამოიყურები,გაზრდილხარ გოგო.. გამეცინა და კაბის ბოლოთი თავი დავუკარი,გაღიმებული მივუახლოვდი მანქანას და ჩავჯექი,. კარი მოხურული არ მქონდა,რომ მოწყვიტა მანქანა იქაორობას და მთელი სისწრაფით გაიქცა,რომ შევხედე ყბები დაძაბული ქონდა,ამაცახცახა,ვერ მივხვდი რა ხდებოდა ჩემს თავს. -რას,რას აკეთებ შეანელე.. -.... -გესმის?მეშინია შეანელე შეშინებულმა აკანკალებული ხმით შევევდრე,მუდარის თვალებით შევხედა მკლავში ჩავაფრინდი.გადმომხედა გაცეცხლებული თვალებით და უკვე საატუმროსთან მისულმა მანქანა მთელი სისწრაფით შემოაბზრიალა.. -ყველას ეგრე ეკეკლუცები?ხმა ჩახრენწილი ქონდა და ხელებს მთელი ძალით უჭერდა საჭეს. -ბატონო?რა მოეჩვენა არ ვიცი,მაგრამ უკვე ძალიან ზედმეტი მოსდის. -ვისაც გინდა და როგორც გინდა ისე ეკეკლუცე,მაგრამ ერთი დაიმახსოვრე გამაფრთხილებლად გადმომხედა და ჩაიღრინა -ჩემ დასთან ერთად არ დავინახო მსგავსი საქციელი ახლა გადადი -რა? -გადადითქო -შენ?ის..როგორ მძულხარ ნეტა იცოდე. მივაძახე,მანქანიდა გამწარებული გადმოვხტი, კარი ძლიერად მოვიჯახუნე და მანქანის გავარდნის ხმაც გავიგონე. გული საშინლად მეტკინა,ოთახში შესულმა,პარკები იქვე მივყარე და საწოლზე დავემხე,ამ ბოლო დროს ბალიში ხშირად მჭირდება,ცრემლები ვერ შევიკავე და მთელი ემოცია გადმოვაყოლე თითოეულ ცრემლს,როგორ ბედავს,როგორ შეუძლია ისეთი რამ მითხრას რაც არ იცის და დამადანაშაულოს იმაში რაც, არც უკითხავს, რა იყო და როგორ.დამამცირეს,2 დღეში იმდენჯერ დამამცირეს ჩემს ადამიანობაში შემეპარა ეჭვი,მისი საქციელი ამაზრზენი და გულის ამრევია.,როგორ ჩათვალე,რომ შეიძლება მოგეწონოს.არასდროს მიფიქრია ჩემს მომავალზე,მაგრამ მას არ დავუკავშირებ ნამდვილად.ისე თამამად გამოიშვირა ჩემსკენ ხელი და მიწოდა ,,ქუჩის გოგო,,(აბა სხვა რა ვუწოდო მის საქციელს?),არ ვაპატიებ,არასდროს ვაპატიებ და ზედ არ შევხედავ.ჩემი ყველა გრძნობა გათელა,ფეხქვეშ გაიგდო ის სიმპატია რაც მის მიმართ გამიჩნდა,გამანადგურა,შემარცხვენელი მიწოდა,რაც მეტს ვფიქრობ მეტად მიჭერს მარწუხები ყელში და ღრიალი მინდება,გულში ბზარი გამიჩნდა,კიდევ ერთხელ დავკარგე ადამიანების მიმართ ნდობა,უჰაერობა,სველი ლოყები,დაწითლებული თვალები,თმებში ჩაფრენილი ხელები და ამოსაგლეჯად გამზადებული.გავგიჟდები,მალე გავგიჟდები,არცერთი წამით არ მინდა აქ გაჩერება.ფეხქვეშ გათელილი პატიოსნება ჩამესმია ყურში და არ ჩერდება,ნერვიულობისგან მითოკავს სხეული,ვენები მებერება სიბრაზისგან და გარშემო რაც მხვდება აქეთ იქით ვისვრი,არ დამიმსახურებია მსგავსად მოქცევა,არ გაპატიებ გიორგი კაპანაძე,არასდროს. რამდენიხანი ვიყავი ასე არ მახსოვს,უემოციოდ წამოვდექი და აბაზანაში შევედი,წყალი გადავივლე,ტელეფონი ჩავრთე და დედას დავურეკე ვუთხარი ხვალ დავბრუნდებოდი,რათქმაუნდა არ მოეწონა ჩემი ხმა და თავი გავიმართლე მგონი გავცივდითქო. მერე გოგოების სმს-ები,მეკითხებოდნენ რა მოხდა,ურეაქციოდ ჩამეცინა გახსენებულზე და სიბრაზისგან ტელეფონიც მოვისროლე.წუთი არ გასულა,რომ აწკრიალდა.არ მქონდა თავი მეპასუხა,მაგრამ არ ჩერდებოდა,საბოლოოდ ავიღე ქეთა იყო -ნინ,რა მოხდა? -რაზე ქეთ?ვეცადე მასთან არაფერი შემემჩნია,ის არ არის დამნაშავე თუ მის ძმას ყველა ,,ბ..ზი,,გონია. -რაც მოვიდა ხმა არ ამოუღია და იღრინება,რა დააშავა? -არვიცი ქეთ,მგონი მე არაფერი დამიშავებია,ალბათ სხვა მიზეზია.თვალები ამიწყლიანდა და ხმა შემეცვალა,ჩავახველე,რომ არ მიმხვდარიყო ხმის ცვლილებას. -არვიცი,არამგონია..კაი ნი,დროებით -კარგად.. ტელეფონი გავთიშე და ასრუტუნებული ცხვირზე ხელი გავისვი. ისევ ტელეფონი იყო,ნერვიულად ავიქნიე ხელები და დავიღრიალე -რა გინდააათ,შემეშვით გაბრაზებულმა დავხედე ეკრანს და #33?ვიგრძენი,როგორ გამეხარდა ახლა მისი გამოჩენა,მიუხედავად იმისა,რომ არავისთან საუბარი მინდიდა მისი ხმა ნამდვილად დამამშვიდებდა. -გისნმენ #33 -როგორ მინდოდა ამ ხმის გაგონება -მეც მუვხვდი,რომ ჩაეცინა -რამე მოხდა 33? -იმედები გამიცრუვეს,შენ? -მე დამამცირეს.. -ვინ იყო?მანდ,რომ ვიყო საკადრის პასუხს გავცემდი იმ ნაძირალას -არაუშავს,დარწმუნდება,რომ ცდება..გოგოს ამბებია შენკენ? -კი,გოგოა,გოგო -მოგწონს? -საოცრებაა 33-ი,საოცრება.ციდან მოწტვეტილ ვარსკვლავს გავს,რომ დავინახე მივხვდი მის იქით აღარავინ იარსებებს -მერე რატომ გაგიცრუა იმედები -არვიცი,არმინდა ცუდი რამე ვიფიქრო,მინდა გამიმართლოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც -უნდა ეცადო მერე. -როგორ პატარავ?თუ ცხოვრებამ მაქცია ზურგი -იქნებ და შანსია ის გოგო შენი ცხოვრების -ნათელ წერტილად გამოჩნდა,მაშინ ძალიან ,რომ მჭირდებოდა.მოიცა ე,შენც ეგრე არ ხარ ახლა? გამეცინა,როგორი საყვარელია,მისი ხმა კი საოცარია,მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ,უფრო იმის შემდეგ რაც გიო დავინახე თითქოს უბრალოდ ადამიანად აღვიქვი,რომელსაც კარგად ვუგებ და ახლა ისე აღარ მოქმედებს მისი საოცარი ბარიტონი ჩემზე, ან უბრალოდ ცუდი ხასიათია გამოა ასე. -რა გაცინებს,მართლა..შენი ხმა მამშვიდებს იცი? -შეგიძლია მენდო.. -მიდი 33-ი ახლა დაიძინე,ბავშვებს ძინავთ ამდროს..გადაიხარხარა და ტელეფონში ისე ავიბზუე ცხვირი თითქოს დაინახავდა -შენ ასეთი დიდი თუ ხარ პატარა ბავშვებთან რა საქმე გაქვს?პედოფილი ხარ? -ჰაჰაჰ,არა,არა დამშვიდდი,ან კი,გითხრა რამდენის ვარ? -კი,აქამდეც უნდა მცოდნოდა -ვითომ რატომ? -იქნებ თქვენობით უნდა მოგმართო?გადავიკისკისე და პასუხს დაველოდე -25 წლის ვარ.წამიერად დუმილი ჩამოვარდა,ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა,7წლით უფროსია,მეგონა ჩემი ტოლი ან 2-3წლით იქნებოდა დიდი. -რა იყო #33-ი?არცისე დიდი ვარ -არა,ხო..არ ველოდი მართლა,ცოტა დიდი ხარ.. -მიდი მიდი დაიძინე,დღეს ესეც გეყოფა. ტელეფონი გამითიშა და ჩაფიქრებული ჩამოვჯექი სავარძელზე,ახლაღა მივხვდი,რომ დავდიოდი ოთახში და ისე ვესაუბრებოდი,თან ტუჩებს ვიკვნეტტდი,რაც არუნდა იყოს მაინც მაფორიაქებს მისი ხმა.ჩემზე 7წლით უფროსია,ისევ ამაზე ვფიქრობ,მერე რა?იქნებ მართლა კარგი მეგობრები ვიყოთ,ჩვენ ხომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ამ საუბრის შემდეგ,2თვე გავიდა,რამოდენიმეჯერ კიდევ ვისაუბრეთ,უმეტესად ვმესიჯობდით,არაფერი პირადული და გასამხელი,მხოლოდ აწმყოზე და იმაზე ვსაუბრობთ რაც მოხდა იმ დღეს ან უახლოეს წრსულში.რამდენიმე კვირით ადრე ჩავბარგდი,გოგოებიც გავაცილე,ახალ ეტაპზე გადასასვლელად სამივე მზად ვართ თვალ ცრემლიანებმა დავტოვეთ ჩვენი დედულეთი,ჩემს სახლს თვალი გულ დაწყვეტით გადავავლე თითქოს აღარ ვაპირებდი იქ ჩასვლას,ცრმელ მორეულმა დავიარე ბაღის თითოეული კუთხე ბალახსაც კი დავსუნე,რომ არ დამვიწყებოდა ჩემი მიწის სურნელი და მშობლები ჭიშკართან ატირებული დავტოვე,ეს უნდა მოხდეს,მე მომავალი უნდა შევიქმნა,ჩემთვის და მათთვის.თბილისში ჩასულს ქეთა და მარინა დამხვდნენ,უციმციმებდა თვალები ქეთას და უბედნიერესი იყო,რომ მნახა.შემპირდა ყველაფერს გაგაცნობ და განახებო,იქამდე სანამ სწავლა დაგვეწყებაო.მე 100%-იანი გრანტით მოვხვდი,არქიტექტურის ფაკულტერზე,ქეთა ბიზნესის განხრივ წავიდა.ხატვა ყოველთვის მიყვარდა ამიტომ გადავწყვიტე ამერჩია არქიტექტურა,ხაზვა,ხატვა ჩემი სტიქიაა,ასე,რომ მინდა ბევრს მივაღწიო ამ სფეროში.დავლაგდი,საღამოობით ჩაის ან ყავის დასალევად მეზობლად შევდივარ ხოლმე,მაგრამ გიო არასდროს შემხვედრია,რაც ჩამოვედი.საღამოობით სასეირნოდ გავდივართ,მომწონს თბილისის ხმაურიანი ქუჩები,სიცოცხლე,რომ იგრძნობა გარშემო,მეტროს გუგუნუს ხმაც კი მხიბლავს,მომავალი მატარებლისგან წამოსული ჰაერი,რომ მიჩეჩავს თმებს და გვირაბში მდგარი სუნი მიწვავს ცხვირს,მსიამოვნებს ამის შეგრძნება თუნდაც გიჟი მიწოდეთ.3კვირა გავიდა რაც აქ ვარ და ის ვაჟბატონი არ მინახავს,ალბათ სხვაგან ცხოვრობს..ნუ ფიქრობ ნინი,იდიოტია,ხომ იცი,როგორც გძულს! სწავლის დაწყებამდე 1კვირა დამრჩა,დღეს გარეთ ვიყავი მარტო,ქუჩებში ვიბოდიალე,შემოდგომაა,ყველაზე ლამაზი წელიწადის დრი ჩემთვის,ეს ფერად ფერადი ფოთლები თავხედურად რომ მიმოფანტულან და ქარის მიმართულებით მიიჩქარიან,ქუჩაში მდგარი მტვრის და ფოთლების სუნი,რომ დგას,წვიმამ ასე თავხედურად,რომ ჩამორეცხა და ღრუბლებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა აეტალახებინა გარემო,მიყვარს ქარი,როგორც დაიარება ხეებს შორის და ზუზუნებს,ფანჯრებს ეხეთქება და ტანსაცმლის შიგნით ცდილობს შემოძრომას თბილ სხეულს,რომ მოუთათუნოს და კვალი დაგატყოს.თუმცა დღეს მხოლოდ თბილი ქარი ქრის.ჰმ,აბა რა მხატვრული ტექსტებით გამოხვედი ნინი?ჩაფიქრებული მივდივარ სახლისკენ,კორპუსს მივუახლოვდი და სადარბაზოსთან ჩანთაში ქექვა დავიწყე გასაღების საპოვნელად, თან პარალელურად გოგოებს ვწერ ბედნიერი,ამდროს მანქანა შემოვარდა და ძლიერად დამისიგნალა.შევხტი და ერთიც შევაკურთხე გულში,რომ შევტრიალდი და ნაცნობი მანქანა დავინახე.იქვე გაჩერდა და კაკუნის ხმა,რომ გავიგე ალმაცერად გავიხედე,ქალბატონი მარია გადმოვიდა მანქანიდან,არა ხომ ვთქვი სხვა ურთიერთობა აქვთთქო?სადარბაზოში დამეწია -როგორ ხარ ნი....ნი... სახელი დამიმარცვლა და ირონიულად გადმომხედა -მადლობა კარგად..ნაძალადევად გავუღიმე და ამ დროს შემოსულმა გიორგიმ ხელი ისე გადახვია ვითომც მე იქ არ ვიდექი,ლიფტისკენ გაემართნენ. -მოდიხარ? მარიამ ლიფტი გააჩერა და ამათვალიერა კიდევ ერთხელ, -მასთან ერთად ერთი ჰაერით სუნთქვას არ ვაპირებ,მირჩევნია 100სართული ავიარო ფეხით თვალი თვალში გავუყარე და კარიც დაიხურა.გული ამოვარდნას მქონდა,სანამ ეს ყველაფერი ვუთხარი,მეგონა იმ დონეზე გამწარებული ვიყავი მის დანახვაზე ემოციებს შევიკავებდი,მაგრამ ვერ შევძელი,საოცრად სიმპატიურია,მისმა დანახვამ ისევ მისი თითების მოძრაობა გამახსენა,სიბრაზე,სიძულვილი,მონატრება ყველა ემოცია ერთმანეთში მაქვს არეული და წიხლს მაჭერს ტვინზე,არ მინდა ვიფიქრო მასზე,მაგრამ თურმე მომნატრებია,ჩემი ჩუმი მუქარები ჰაერში გაიფანტა,მინდა მივიდე და გავლანძღო,მაგრამ ისევ მეკვეთება ფეხები.ამ ყველაფრით გართულმა ისე ავიარე კიბეები ვერ ვიგრძენი,ბოლო სართულზე ავდიოდი თვალი,რომ მოვკარი კარებზე აკრულ მარიას,როგორ კოცნიდა.წამიერად უკან დავიხიე,ლამის ფეხი დამიცდა და დავგორდი,თავს ვეკითხებოდი რა გამიკეთა?ნუთუ მართლა ეგონა,ცუდი ყოფაქცევის ვიყავი და მაშინ თუ ავუყვებოდი რამე გამოუვიდოდა?რას მივაწერო აბა მისი გამოჩენა?მეფერა,მიყვირა და წავიდა.ნუთუ არ უფიქრია,რომ შეიძლებოდა გული მტკენოდა?რა მნიშვნელობა აქვს მისთვის,თუ შეძლებდა შანსს არ გაუშვებდა ხელიდან.კარი ნერვიულად გავაღე და მიჯახუნებულს ზურგით მივეყრდენი,ისევ ემოცია მოწოლილი მარგალიტებად ვაგროვებ ცრემლებს,აქამდე ფერადი სამყარო გამიუფერულდა კვლავ,მანამდე ხსენებულმა შემოდგომამ კი ჩემში დაიდო ბინა,თითქოს სამაგიერო უნდა გადამიხადოს,მისი ასე აღწერის გამო,არ მინდა შემიყვარდეს ბიჭი,რომელსაც არ ვაინტერესებ,მაგრამ ვერ ვიმორჩილებ თავს.მონატრებას ვერ გავურბივარ და აჩქარებულ გულისცემას,ის რომ იწვევს ჩემში.რამდენი ხანი ვიდექი ასე არ მახსოვს,კარზე კაკუნი,რომ გაისმა და გამოვფხიზლდი,ცრემლები შევიმშრალე და კარი გავაღე,ქეთა იყო -ნინ,წამო ყავა დავლიოთ -მოდო ჩემთან დავლიოთ -ოო,წამო რა,თან დედამ ნამცხვარი გამოაცხო და დაუძახეო -აუ,შენ შემოდი რა გთხოვ ,მარინა დეიდასაც უთხარი მიდი რა ვცდილობდი მორიგი შეხვედრისათვის ამერიდებინა თავი,მაგრამ ქეთამ ბოლოს ყელი მიწია და მაინც შემათრია ძალით. შევედი თუ არა დამეძაბა სხეული,შინაგანად ავცახცახდი და ყბებს ვერ ვიმორჩილებდი ხმა,რომ არ გამოეცათ კბილებს დაჯახებისას.სავარძელზე წამომჯდარ გიომ ერთი გადმომხედა და უემოციოდ შეტრიალდა,მარია მარინას გვერდით იჯდა,მგონი ეს რძლობას უპირებს,გავიფიქრე და არასასიამოვნოდ გამცრა ტანში.ქეთამ მეორე მხარეს მიმსვა და გიოსაც დაუძახა მოდიო. -გიოო,მოდი ყავაზეე -არ მინდა თქვენ დალიეთ, -დე,ნინი ნახე? მარინამ გადასძახა და მის რეაქციას დაელოდა,აშკარად მირიგებენ,მაგრამ ბიჭს არ უნდა,ამ სიტუაციაშიც კი იუმორი ჩქეფს ჩემს ვენებში. -კი ვნახე -მერე მოდი მოიკითხე ყავა დავლიოთ ერთად მარიას შეცვლილ სახეს,რომ დავაკვირდი ჩამეღიმა,აშკარა იიყო ოჯახის პოზიცია მასთან დაკავშირებით,მაგრამ თავისას არ თმობდა მაინც და მკვლელის თვალებით მიყურებდა,არ ვიცი რა უნდოდა დაემტკიცებინა ან რატომ აღმიქვამდა კონკურენტად,როცა მის ,,ბიჭს,,არც კი ვაინტერესებდი,მაგრამ ბოროტულად გამიღიმა და ისე,რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის გიოს გადასძახა -გიი,მოდი რა,უშენიდ რა გემო აქვს ყავას ჩავიფხუკუნე და ვეცადე ამ ფხუკუნში დამემალა ჩემი ნერვიულად ათამაშებული ხელები და ტაო დაყრილი სხეული.არც მან დააყოვნა და წამოდგა,წამში ქეთა ფეხზე წამოხტა,სამზარეულოდნა რაღაცა აიღო და მარიას მიუჯდა გვერდით,დავიბენი,ის კი ვითომც არაფერიო ყავის ფინჯანს დასწვდა.ერთი შევხედე მოახლოებულ სხეულს და მაგიდის კუთხისკენ კიდევ უფრი ჩავიჩოჩე.ირონიულად ჩაეცინა და სკამი ძლიერად გაახოხა,დააბრახუნა და დაჯდა. ვცდილობდი, ნერვიულობა არ შემემჩნია და მის ალმაცერ გამოხედვას ვაიგნორებდი.საშინელი დაძაბულობა ჩამოწვა.ყავა იმაზე ცხელი იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო და არ ცდილობდა გაციებას,მინდოდა ერთიანად შემესვა და წავსულიყავ,მაგრამ ჩემს ჯინაზე იგვიანებდა.ხმას კი არავინ იღებდა.მარინა და ქეთა მოგვჩერებოდნენ,არ ვიცი რას ელოდნენ.მარია ცქმუტავდა და ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა,აშკარა იყო,მისი სიძულვილი ჩემს მიმართ. -აბა,ქალბატონო ნი ნო,როგორ გაატარეთ ეს ზაფხული? ნინო?ასე არავის მოუმართავს,ყურს ისე არა სასიამოვნოდ მოხვდა მივხვდი ერთ რამეს იქადდა,,როგორ ვერ გიტან,, -ნინი ქვია გიო ქეთამ შეუსწორა -ვიცი რაც ქვია არ იტირო ნინი,არ იტირო..ვინ არის ეს,რომ ამის გამო თავი შეირცხვინიო. -კარგად გავატარე გიორგი მადლობა,თქვენ? ნიშნის მოგებით გადავხედე და მის ირონიულ ჩაცინებაზე მუშტი ძლიერად შევკარი.ოხ,როგორი კარგია და როგორი მწარე,სურვილი მკლავს ეს მუშტი ცხვირში მოხვდეს და გაულამაზოს ის ლამაზი ცხვირპირი. -მეც!მადლობა,განსაკუთრებული ზაფხული გვქონდა არა მარია? მარიას ბედნიერებით ანთებულ თვალებზე ლამის ცუდად გავხდი,წარმოვიდგინე ის რასაც მასთან აკეთებდა მთელი ზაფხული და ამ ყველაფერში მეც ვჩანდი კადრად,ისე შემეზიზღა იმ წუთას ორივე,გაქცევა მომინდა.ჩემს გულში იჯდა ვიღაც,ტელეფონს ბჟუილი,რომ აუტყდა,მოუხედავად მოვიხადე ბოდიში და საპასუხოდ გავვარდი სახლიდან,ჯერ სუნთქვა აჩქარებულმა შევირბინე სახლში,აბაზანაში შევვარდი ცივი წყალი შევისხი სახეზე აზრზე,რომ მოვსულიყავი.მერე ტელეფონს დავხედე მიშოს ჰქონდა ნარეკი და გადავურეკე.. -ხო მიშო,გირეკია? -ნინ,შენი ნახვა მინდა -ხო მშვიდობაა? -კი,კი,რაღაც საქმე მაქვს შენთან -კარგი,როდის გნახო? -სად ხარ მითხარი გამოგივლი და გავიდეთ მიშო თბილისში ცხოვრობდა ისეც,მისამართი ვუთხარი 15წუთში მანდ ვარო,ტელეფონი გავუთიშე და გავემზადე.არვიცი რა საქმე აქვს,მაგრამ ისე არ დამირეკავდა რამე რომ არ სჭირდებოდეს. მართლაც 15წუთში ადგილზე იყო,მთლიან კაბაზე ჟაკეტი მოვიცვი და თმა აკონილმა სადარბაზო ჩავირბინე ლიფტს არ დავლოდებივარ.სადარბაზოდან ჩქარი ნაბიჯით გავედი და დავინახე,როგორ ჩაჯდა მარია მანქანაში და გიო ისისყო ჯდებოდა,რომ გამომხედა.შენი შანსია ნინი,თავს შევძახე და მიშოს მანქანისკენ ბედნიერი ღიმით გავემართე.არ ვიცი რაზე ვფიქრობდი,იქნებ იმაზე,რომ ვაეჭვიანებდი?ან იქნებ მინდოდა ეეჭვიანა,მხოლოდ ის ვიგრძენი,რომ იქამდე არ ჩამჯდარა სანამ არ დამინახა სად ჩავჯექი.გული ამოვარდნილმა გადავკოცნე მიშო და გზას დავადექით. -რა გჭირს? -მე?არფერი -კაი ახლა მე რას მატყუებ?სახეზე გაწერია,ის ბიჭი იყო? -კაი რა,რა ბიჭი,არაფერი,შენ ის თქვი რა საქმე გქონდა. -შენი დაქალს უნდა ჩავაკითხო -ეე,მერე?რამაგარია,სურპრიზი უნდა გაუკეთო? -არა,იცის,რომ ჩავდივარ -აბა?სახე მომენჭა -ხელი უნდა ვთხოვო -რააა?ისტერიკა დამემართა,ცრემლები ვერ შევიკავე და უაზროდ ავტირდი,ბედნიერებისგან ვტიროდი,ჩემი თიკუნა უნდა გათხივდეს?ლიზა ფეხით ჩამოვა ბათუმიდან ეგ რო გაიგოს. -ლიზამ იცის? -არა შენ დაურეკე მაგის წიოკს რა აიტანს,გაიცინა და მის გეგმაზე ვიალაპრაკეთ -რა მაგარია,მალე დეიდაც გავხდები.ავფხუკუნდი -მენატრება,ვერ გავძლებ უიმისოდ,მართალია სულ ვჩხუბობთ,მაგრამ არ შემიძლია მის გარეშე. ისე ვუყურებდი,რომ საუბრობდა მინდოდა სულ ასე ბედნიერები ყოფილიყვნენ.მიხარია,რომ ჩემი ერთი სულის ნაწილი ნამდვილ სიყვარულს მივაბარე.ბედნიერების ჰორმონები იმდენად გამიმრავლდა ამ ერთი ამბით უცებ #25 გამახსენდა და მომინდა მისთვის გამეზიარებინა ჩემი სიხარული. -#25 როგორ ხარ?ყიველთვის ახლოსაა ტელეფონთან რადგან მაშინვე მპასუხობს ხოლმე. -კარგად ვარ #33,შენ? -მეც...ჩემი დაქალი თცხოვდება და მინდოდა ეს სიხარული ვინმესათვის გამეზიარებინა. -ქორწილში მეც მოვდივარ? -ჯერ არვიცი ექნებათ თუ არა ქორწილი,მაგრამ თუ გენდომებაა.... -როდის გნახო #33? -როცა გინდა,მე უკვე თბილისში ვარ. რამდენჯერმე შემომთავაზა ნახვა მანამდე,ჩამოვალო,მაგრამ არ ვთანხმდებოდი,ახლა ისე მარტივად დავთანხმდი,როდემდე უნდა ვმალავდეთ ვინაობას დროა გავიცნოთ. -კარგი მაშინ იყოს ზეგ,5ზე.. -კარგი,დროებით. -დროებით ტკბილ ხმიანო სახლში გვიან დავბრუნდი უკვე შებინდებული იყო,ეზოში აღარ შემოვიყვანე მიშო და გზასთანვე ჩამოვედი,თან ფეხით გამოვისერნე თან ბედნიერი ვიღიმოდი.სკვერში უბნის ბიჭები ისხდნნე,წამიერად თვალი გიოს მოვკარი,მეგონა მომეჩვენა,მაგრამ ის იყო ნამდვილად.ჩქარი ნაბიჯით წავედი სადარბაზოსკენ და შესულმა ღრმად ამოვისუნთქე თითქოს რამეს გამოვქცეოდი.მალევე დამეწია ფეხის ხმა და მიუხედავად სიბნელისა მაინც გავარჩიე,რომ ის გიო იყო.კედელზე ამაყუდა და ბუნდოვნად დალანდულ სახესთან მის ცეცხლოვან თვალებს ვხედავდი.გახშირებული სუთქვა მეხეთქებოდა სახეზე და უფრო მეტად მეკვროდა,ხმას არ იღებდა,მკლავებზე ისე ძლიერად მიჭერდა ხელებს,რომ ტკივილისგან დავიკვნესე,ვცადე განთავისუფლება,რამდენჯერმე გავიბრძოლე კიდეც,მაგრამ უშედეგოდ,ვერ ვეწინააღმდეგები.თავს ძლივს ვერევი მის ასეთ სიახლოვეს,რომ ვგრძნობ.მუცელი მეწვის და სხეული მიხურს,გული ლამისაა ამომვარდეს მკერდიდან და ხშირი სუნთქვით რიტმულად ვუყვები ყოველ მოხეთქებას სხეულის შიგნიდან. -რაო პრინცესა არ მოგაცილა პრინცმა? -შენ რა გადარდებს? -ჰმ,იცი ახლა რა მინდა? -გინდა მე გეტყვე რა მინდა -შენნაირ მახინჯს არ შევხვედრივარ აქამდე. -თუ არ გამეცლები შეიძლება უშვილო დაგტოვო. ფეხი მოვამზადე,რომ ამომერტყა,მაგრამ წამებში ფეხებშუა მოიქცია და კიდევ უფრო მეტად ახლოს აღმოვჩნდი მასთან -მინდა,რომ გაკოცო სიტყვის თქმა,ვერ მოვასწარი,ისე დამწვდა და მაკოცა,ვნება მორეულს ცხელი ოფლი მასხავს სხეულზე,სუნთქვა გახშირებული ვდუნდები მის მკლავებში,ვნებები თავისას შვება,მისი ტუჩები ისეთი ფაფუკია,ისეთი გემრიელია,ხელებს დააფოთიალებს ჩემს სხეულზე და გაუცნობიერებლად ამის უფელაბს ვაძლევ,რადგან ვერ ვეწინააღმდეგები იმ გრძნობას რასაც ის მიჩენს.ჟაკეტის ერთი მხარე გადამიწია და ყელიდან ლავიწს ჩამოყვა კოცნით,გამაჟრიალა სიამოვნებისგან,ფეხებს შორის სიმხურვალე მატულობს და ასე მგონია მალე ავფეთქდები,მისი ცხელი ტუჩები ჩემ ტაო დაყრილ კანზე სურვილს უფრო მეტად მიმძაფრებს და.. -რაო,ხო არ მოგეწონა? წამში გამოვფხიზლდი,ღმერთო რას ვაკეთებ?შემრცხვა,უკან მოუხედავად ავირბინე კიბეები,მომყვება,ლიფტს არ დაველოდე და ისევ სწრაფად მივრბივარ სახლისკენ -მოიცადე -დამანებე თავი ახლა ვეუბნები თავი დამანებოს?ახლა,როცა უფლება მივეცი ჩემი სხეულით ეთამაშა? -მოიცადე.. ხელში მწვდა და მიმატრიალა..ძლივს სუნთქვდა სირბილისგან.ცრემლები მახრჩობდა,ჩემს თავზე გული მერეოდა და თვალებშიც ვერ ვუყურებდი. -ის ბიჭი ვინ იყო -რაში გაინტერესებ? ხელი კედელს მიარტყა და გამაფრთხილებლად შემომხედა -გაინტერესებს?კაი გეტყვი.ის ვინც ბათუმში ვნახე მაშინ მაღაზიაში და ვის გამოც მიწოდე ქუჩის ქალი.ჩემი დაქალის აწ უკვე ქმარი ლამის. სახეზე ფერი დაკარგა,ხელი შემიშვა და ნერვიულად მოიზილა სახე. -მეორედ არ გაიმერო ეგ -რა?რომ ქუჩის ქალი მიწოდე?არ ვნებდებოდი და ცეცხლზე ნავთს ვასხამდი. -არ გაიმეოროთქო.თვალებში ცეცხლი აენთო,ხელი ჩამავლო და ქვემოთ ჩამარბენინა. -გამიშვი სად მიგყავარ? -სალაპარაკო გვაქვს -რა გვაქვს ჩვენ სალაპარაკო? -თუნდაც ის კოცნა წეღან,რომ გაჩუქე.სიბნელეშიც ვიგრძენი,როგორ ჩაიცინა და სადარბაზოდან გამიყვანა,მანქანაში ჩამსვა კარი მომიხურა,სწრაფად მოუჯდა მეორე მხარეს და მანქანა დაძრა,არ ვიცი სად მივყავარ,მაგრამ მისი გაბრწყინებული თვალები,რომელიც დილანდელთან შედარებით ასე ციმციმებს,არ მაშინებს და უხმოდ მივყვები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.