ციყვო ციყვო,მირჩიე რამე. - ათენას პეპლები და მთვრალი ევა
მთხრობელისგან. აი ევა უკვე დათვრა.და ის გზაშია... ათენას პეპლები და მთვრალი ევა იქამდე სანამ,ციყვი ხის კორტვნას დაიწყებდა.ალემ რაღაც თქვა.როგორც ციყვმა სიტყვასიტყვით. მიამბო ეს ასე იყო. როგორც კი თინამ წინანადება დაასრულა და ის წამები იყო როცა თავის ცხოვრებას,როგორღაც ყველაფერს ერთიანად გადახედა,თავისი ორაზროვანი სათაურით.რომელიც მე და ციყვმა გავუკეთეთ.ალემ რაღაც თქვა.და აი მან რა წამოროშა. ჩვენმა ალემ გულიანად გადაიხარხარა თინას სერიოზულობაზე.ვის სჭირდება მიზეზი-ო რომ თქვა.როგორც კი ალე სიცილს მორჩა,ხოლო თინა თავის გააზრებებს.ალემ მიუგო. - ძვირფასო,მე შემიძლია გაჩვენო „ყველაფერი“ ამის მიზეზი - თითის ჯადოსნური მოძრაობით,ირგვლივ ყველაფერს მოატარა. - შემიძლია შენს სულს,რომელიც ასე მძიმედ გრძნობს თავს,ნაჭუჭიდან განთავისუფლების საშუალება მივცე.შემიძლია შემიძლია ! - წამით ღრმად ჩაფიქრდა.თინას გაგიჟებული გამომეტყველება არ შეიმჩნია და შემდეგ განაგრძო - ეს ასე,რომ არ იყოს...ამას რატომ გეტყოდი ? მე შემიძლია ყველაფრის აღქმის ახალი მოდელი მოგცე და შენი მზერის წინ უზარმაზარი სამყარო გადავშალო. -ალემ ეს მთელი სერიოზულობით უთხრა,ყოველგვარი გულისაჩუყების გარეშე.აი იმის მსგავსად,უსიყვარულოდ ცოლად გაყოლას რომ სთხოვენ და პასუხს ელიან. კი ან არა. რა თქმა უნდა,ციყვის რეაქცია ბუნებრივი იყო.ციყვამაც კი შესანიშნავად იცოდა რომ მსგავსი საუბარი ყველა ქალს დააფრთხობდა.ჰოდა,ციყვიც ადგა და ფრჩხილიდან სისხლი იდინა. - რაა ? - გადმოსცდა თინას.შემდეგ კი სჯობს მის ფიქრებს მოვუსმინოთ - როგორ უნდა იყო ასეთი ყეყეჩი ! უეჭველია,სამსახიობოზე უნდოდა,არაფერი გამოუვიდა და რეალურ ცხოვრებაში გაურიკინა. - ამის გაფიქრება ორ წამში მოასწრო.როგორც კი დაასკვნა რომ ეს ტიპი ვერ იყო.ეგრევე ფეხზე წამოდგომა და წასვლა დააპირა.ხოლო ის დამთხვევები სუფთა,წმიდა დამთხვევებად მონათლა. ალე გულიანად ხარხარებდა.რადგან ის სწორედ ასეთ რეაქციას ელოდა.დიახ,აბა ? ხომ არ იფიქრეთ რომ „კი“ -ს ელოდა ? რა სისულელეა... ალეს სიცილის შემხედვარე თინა თავს უკვე ცუდად გრძნობდა.რადგან ეს ტიპი,თავისი შავი პალტოთი და უცნაური გამოხედვით „მადლობა ციყვო რომ ქუდი ბინაში დაატოვებინე“ აშკარად ძაან ვერ იყო. თინა უკვე მიდიოდა.ადგა კიდეც.რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და საკუთარ თავზე გაბრაზებული,“საერთოდ რატომ გამოველაპარაკეო“ ბრმად მიაბიჯებდა წინ.ალემ კი მისი გაშვება ვერ დაუშვა.ვერ დაუშვა ორი მიზეზით. პირველი მიზეზი ის იყო რაც ციყვმა უამბო.რომ ის ვინმე ახლანდელი ტალახაძის შვილია.რომელსაც პრეზიდენტის წოდება აქვს. და მეორე.როგორც ალეს შემთხვევაში,რატომღაც მეორე სურვილი ყოველთვის წინ უსწრებს პირველს და ამ შემთხვევაშიც გაასწრო.მის თავს ის მოხდა რაც როგორც ახლა ვხვდები,ავტორის პირადი,მზაკვრული მოტივებიდან უნდა გამომდინარეობდეს.მას თინას გიჟური,ავადმყოფური აზრები რომელსაც უკანანოდ მისწვდა,მანამ სანამ ციყვი სცენაზე გამოსვლას დაიწყებდა.ძალიან,ძალიან ესიამოვნა და მაშინვე გაიფიქრა ეს ისააო... რამოდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული თინას და როგორც გითხარით,ალემ მისი გაშვება არ დაუშვა. მის წინ,საკუთარი აზრებით ნაქსოვი რბილი კედელი აღმართა. თინა რომელიც მთელ დღეზე ჯავრობდა,წინ ბრმად მიაბიჯებდა.კედელს დაეჯახა.აბაა ? როგორ დაინახავდა ! ამ დროს ალეს ყვირილის ხმა მოისმა - ციყვიი ! ეს წყეული ციყვი.მომაშორეთ მომაშორეთ !!! - თინამ მხოლოდ ალეს შეძახილები გაიგო.მაგრამ უკან ვერ გატრიალდა.რადგან ძირს ამოეყო თავი და ცოტა კარგადაც ვერ იყო,უხილავ კედელს რომ შეასკდა. ძირს მყოფს ძაან უკვირდა.საერთოდ არაფერი სტკენია.მის თავს ახლა ნამდვილად უჩვეულო რამ მოხდა.ის მიდიოდა და აი ! არაფერია და მაინც დაეჯახა.როგორ შეიძლება არაფერს დაეჯახო ? ეს ციყვმაც კი იცის,რომ შეუძლებელია არაფერს დაეჯახო.იქ უნდა იყოს რაღაც !. როგორც კი ალეს შეძახილები აღარ ისმოდა და თინა მომხდარით თითქმის შოკში ჩავარდნილიყო.უცბად ყვირილი კვლავ მოესმა,რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო ახლოდან,უფრო და უფრო ხმამაღლა ესმოდა. ეს ალე იყო. ის მორბოდა.თინამ ამ ხმის გაგონების შემდეგ ნახევარი ტანით,გვერდულად შეტრიალება სცადა და თავი მიატრიალა,რომ ენახა რა ხდებოდა. ალე მორბოდა ალე ! თანაც ისე,თითქოს მართლაც რაღაც მხეცს გაურბისო და ძირს დაგდებული თინა ტალახაძე სულ ფეხზე კიდიაო.მოკლედ,საკუთარი უკანალის გადასარჩენად რომ გარბიან რა.აი ისე. თინას ამდენი გაოცება ერთ დღეში ვფიქრობთ,რომ არასდროს არ მიუღია.და აი საკუთარ სიცოცხლეზე მზრუნველი ალე რომელიც მთელი ძალით მორბოდა.ასევე მთელი ძალით,სრულიად ბუნებრივად,ყოველად მოულოდნელად შეასკდა კედელს და ძირს დაენარცხა.ძირს დაგდებული ზურგზე აღმოჩნდა.ერთადერთი რისი გაკეთებაც შეძლო,ხელის გაწვდენა იყო თინას ფეხამდე და სიკვდილის წინა მომენტში ნათქვამი „მიშველეე“. თინამ მართლა იფიქრა,რომ ალემ,ამ შავპალტოიანმა ტიპმა რაღაც სერიოზული დაიზიანა.მაშინვე გახსნა ჩანთა,ამოიღო ტელეფონი და 112 აკრიფა.აი ის მომენტია,მთელი ამ უცნაური მომენტებით გაჟღენთილი თინა მწვანე ფერს უმიზნებს,ვერც არჩევს რა წერია იქნებ ეწერა „არ დარეკოთ“ ? უნდა აირჩიოს მწვანე ფერი და ალე,სრულიად სახსალამათი ტელეფონს ხელიდან სტაცებს. თინას თავში არანაირი ფიქრი არ გაჩენილა.უბრალოდ,მას რაღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ „სიზმარში“ ამოეყო თავი.მაგრამ მთლიანად ფხიზლობდა. ალემ მისი შინაგანი მდგომარეობა შესანიშნავად იცოდა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიგდო და ხელი გაუწოდა.თინას უკვე ყველაფერი ფეხებზე ეკიდა.ტელეფონიც და ყველაფერი რაც კი აქამდე რაიმეს შესახებ იცოდა. ჯერ ციყვი,მერე ეს შავპალტოიანი ტიპი რომელიც მემგონი თინას ფიქრებს სწვდებოდა და ახლა მთელი ეს სცენა.ეს არაფრისგან ნაშენები ბარიერი რომელიც ვერცერთმა გადალახეს. ალე რომელიც მზეს ჩრდილავდა და კვლავ ხელს უწვდიდა ფეხზე დასადგომად.რატომღაც თინამ ახლა აღარ იუარა.უფრო სწორედ კი ,ყოველგვარი ფიქრისა და განსჯის გარეშე ჩასჭიდა ხელი.ალემ,როგორც კი შეამჩნია რომ ზედმეტი მოუვიდა და აგონიაში მყოფი თინას ცქერას,დედამიწის განადგურების ყურება არჩია.მაშინვე მთელ თავის ძალებს მიმართა და თინა რამოდენიმე წამში დააძინა. შემდეგ იმ სკამთან მიიყვანა საიდანაც გაიქცა. ჩანთაში ტელეფონი ჩააბრუნა,კოლოფი და სანთებელა მის მარჯვნივ დადო.ჩანთა მარცხნივ,როგორც თვითონ დადო.დაშორდა რამოდენიმე მეტრით.ისევ იმ საწყის პოზიციას დაუბრუნდა, რომლიდანაც ციყვმა ხეზე აძრომა დაიწყო. სად იყო ციყვი ამ დროს ? რა თქმა უნდა ხეზე.იქიდან ყველაფერი კარგად ჩანდა.რას აკეთებდა ? როოგორც იტყვიან „ატასაზე იდგა“ აბა ამ მოვლენას არ სჭირდებოდა მეშვიდე,მერვე თვალი.როგორც კი ალემ თინა მიატოვა.თინამ გაიღვიძა ! სკამზე იჯდა. ჯანდაბა !!! - ო ხმამაღლა შესძახა. ვერაფერს მოუბა თავი.უნდოდა ორი ღერი ეშიშვლა და ისე დაფიქრებულიყო როგორ დაემართა ეს. ახლა გიჟური და ავადმყოფური აზრების მიღმა მყოფმა თინამ,იმაზე დაიწყო ფიქრი როგორ ჩაეძინა სკამზე ისე,რომ გონზე არ იყო ? ან ის რა იყო... ციყვი,შავპალტოიანი გიჟი ტიპი.ვერ ხვდებოდა,როგორ მოასწრო ასეთი სიზმრის შესრუტვა მისმა სულმა,სულ უმოკლეს დროში.და ღრმად სწამდა,რომ რასაც იხსენებდა საერთოდაც არ იყო სიზმარი.შეშლილი დღე კიდევ უფრო შეშლილად მოეჩვენა.უფრო მეტად თავის თავს დაეკითხა,მემგონი ჭკუიდან ვიშლებიო.აი თინა,საკუთარ თავს მომხდარის,დიაგნოზის განანსაზღვრაში დაიაკარგა.სიგარეტი კვლავ ჩაიწვა.ციყვიმა კი კიდევ ერთი შესანიშნავი ნახტომი შეასრულა.თინას ზუსტად იგივე დაემართა რაც წინაზე.ის წამოხტა,ხტუნვა და ბრუნვა დაიწყო და მთელი ძალით ცდილობდა განთავისუფლებულიყო,პატარა,მისთვის უცნობი დემონისგან.რომელიც კვლავ ზურგზე შემჯდარიყო და მაჩოობდა.ამჯერად ციყვს არ დაუგვიანია.ბედი მისი,რომ ალე მაშინ რატომღაც იქ სეირნობდა.ციყვი მოწყვიტა მისი ზურგიდან.როცა თინა ისევ წივილ-ყვირილში იყო და ხელებს იქნევდა ალემ ციყვის მოქნევის იმიტაცია მოახდინა. - წყეული ციყვები ! ვერ არიან.რამდენს ბედავენ - გაბრაზებულმა თქვა ეს და მთელი ძალით,რაიმე ნივთის გადაგდებისას რომ აღმოხდებათ ხოლმე.ის ხმა ამოუშვა. რა თქმა უნდა თავის ერთადერთ მეგობარს მთელს ქალაქში ვერ გაიმეტებდა და საინიც გულის ჯიბეში დაბრუნდა. მთავარი ისაა,თინამ რა იფიქრა ! ალემ როგორც კი ციყვის მთელი ძალით სროლის იმიტირება მოახდინა.მაშინვე ხმამაღლა განაცხადა - რა შეშლილია დღეა ! - და გზა განაგრძო. თინა უკვე დაწყნარებულიყო,რომ მასში,ალეს ზეგავლენის გარეშე,თავისთავად გაჩნდა რაღაც დაუოკებელი სურვილი. თინამ მაშინვე ყველაფერი ერთმანეთს დააკავშირა.უფრო მეტი რწმენა მიეცა იმასთან დაკავშირებით,რომ ის რაც ნახა სიზმარი არ იყო.თავის თავს უთხრა - მისი თვალები,რომ არ ვნახო-ოო... ოოო...-ო . და თავისთვის უდარდელად მიმავალ ალეს შეუყვირა. - მანდ გაჩერდით ! სასწრაფოდ. - ამ დროს თინა ალქაჯივით თითს იშვერდა და თავისთვის მიმავალ ვინმე უცნობს, ამ თითით სასიკვდილოდ ემუქრებოდა. ალესაც რა უნდა ექნა ? აბა დაფიქრდით.ასეთ ბრძანებას,რომელშიც სიკვდილის უეჭველი მუქარაა ჩაქსოვილი განა არ დაემორჩილებოდით ? დამორჩილებოდით,დაემორჩილებოდით.ჰოდაა... ალემაც ნაბიჯები შეანელა. თინა დაიძრა.ერთი სული ქონდა ენახა ალეს შავი თვალები. მიდიოდა და მხოლოდ ამას ფიქრობდა . - შავი თვალები აქვს ! შავი,შავი ! - არავინ იცის რა მოხდებოდა ეს მართლაც ასე რომ არ აღმოჩენილიყო.შესაძლებელი იქნებოდა ნეტავ ? მშვენიერი გოგონა,ოთხ თეთრ,რბილ კედლებში გამომწყვდეულიყო ? თუ თავს შეიკავებდა და ამავე კედლებისგან იხსნიდა თავის თავს ? ანუ კრინტსაც არ დაძრავდა არავისთან ? ეჰ,ეგ არავინ იცის. როდესაც ზედმეტად აღგზნებული თინა,ალესკენ მიიწევდა.ალემაც,თუმცა ეს სრულიად მართლაც,რომ დაემთხვა.მაშინ იქცია პირი თინასკენ,როდესაც ერთი,ერთ ნახევარი მეტრი აშორებოდა თინას ალემდე. შავი თვალების დანახვამ თინაში მთელი აზრების ქაოსი წარმოქმნა.შემდეგ ეს ქაოსი ამავე სამყაროს კანონზომიერების თანახმად გაიფანტა და სრულ წესრიგში მოვიდა. თინა აღარ ფიქრობდა ამ შავპალტოიან ტიპზე. რომ გიჟი იყო. ის რაღაც სხვა იყო ! მაგრამ სახელს ვერ არქმევდა. და აი როგორც კი მისი შინაგანი სამყარო მოწესრიგდა და ალეს იარლიყიც გაუქმდა. თინას ლამის „კი“ წამოსცდა. თინამ არ იცოდა რა უნდა ეთქვა. მას უნდოდა,უნდოდა... უნდოდა რაღაც ეთქვა ! მაგრამ რა ? ამის მცოდნე ალემ,როგორც მთელი დღე აიღო თავის თავზე.ესეც თვითონ „იკისრა“ - გამოდით თქვენი ნაჭუჭიდან. - ნაღვლიანმა მიუგო. - არ შეიძლება მას,ის ვინც სიკეთეს გიკეთებთ,სიკვდილით დაემუქროთ ! თინას გონებაში ნაჭუჭის ხსენებამ,ქართული ენის სიდიადის გამო და მისი განსაკუთრებული ძალის ასოსიაციური კავშირების გამო.მაშინვე გაახსენა სიტყვასიტყვით,თუ როგორ თქვა ალემ „შემიძლია,შემიძლია ! ეს ასე,რომ არ იყოს.ამას რატომ გეტყოდი - ო“ თინასთვის იმის უეჭველმა გააზრებამ,რომ ეს ნამდვილად,ნამდვილ რეალურ სამყაროში ხდებოდა.გადაჭარბებულად გამომუშავებული აზრებისა და ემოციების გამო ტვინმა,როგორც 2030 წლის ფსიქოლოგები უწოდებენ „დისქაუნთი“ გამოაცხადა.თუმცა ამავე შესანიშნავ ხალხს ვინც ასე არასწორად უფიქრებს მდგომარეობებს სახელებს წინასწარ აღნიშნეს რომ დისქონექთი არ გამოდგებოდა.რა,ადამიანი მანქანა არააო. და სრულიად სხვა მნიშვნელობის სიტყვას,ის მნიშვნელობა მისცეს როგორიც უნდოდათ.რადგან მისი წარმოთქმა უფრო მეტად მომხიბვლელად ეჩვენებოდათ. მოკლედ,ამ საწყალი ფსიქიკის მკვლევარებს გვერდს ავუვლით.ვფიცავთ ! ყველგან და ყველაფერში ავუვლით გვერდს.ერთი სიტყვით,თინამ დროებით სული განუტევა.რა უნდა ექნათ ? ალემ თავისთან სახლში მიიყვანა.საწოლზე მიაწვინა,კუთვნილი ნივთები გვერდით დაუწყო და ციყვის სანატრელი გასეირნება რომელიც თინას გამოჩენის გამო არ შედგა.ახლა თინას სხვა განზომილებაში გადასვლის გამო გაგრძელდა.სანამ თინას ეძინა.სრულიად ბუნებრივი,ნორმალური,ყოველგვარი გარე ზეგავლენის გარეშე.სწორედ ამ დროს,ევას სერიოზული დახმარება სჭირდებოდა.თუმცა ეს არც ალემ და არც ციყვმა არ იცოდა. თურმე ევას ჩვევად ჰქონია,იმდენი ალჰოკოლის მიღება,რომ ბოლოს ყველა და ყველაფერი ერთ ადგილზე დაეკიდებინა.ჰო,ასე. იკიდებდა ყველას და ყველაფერს და თავისთვის მოსეირნე ხალხს ერჩოდა. ალე უკვე ბარათაშვილზე აღმოჩენილიყო,რომ იქვე პარკში,ვიღაც პათოლოგის ხმა შემოესმათ.არა მხოლოდ ალეს,არამედ იქ ყველა მყოფს. ეს ევა იყო -თქვენ რა,გგონიათ ჩემს ტრაკს,შეგიძლიათ ისე შეეხოთ რომ პასუხი არ აგოთ ? -იცინოდა და იწყევლებოდა.ამის გაგონებაზე ციყვი ლამის ჯიბიდან ამოხტა. ის ყვიროდა - ვაგებ,ვაგებ ვაგებ ! - ო . ეს გოგონა,რომელიც ასეთ თავხედობას სჩადიოდა,ალეს ალესილ გულს,მიუხედავად მისი სიმაგრისა და სიმაღლისა დიდ ზიანს აყენებდა.ვინაიდან ალეს შეეძლო განესაზღვრა თითოეული ადამიანის მომავალი,როგორც მინიმუმ 30 წლის სავარაუდო განსაზღვრებით. ეს ვარიანტებში დაკარგვა არ იყო.არამედ ალე,ახლანდელი ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობების თანახმად,ძალიან კარგად ახერხებდა დაენახა ამა თუ იმ ინდივიდს დინება სად წაიყვანდა. და აი ევა,რომელსაც უსათუოდ დაღუპვა ელოდა. როგორც კი ევას ჩაუარეს,ციყვის დაჟინებული მოთხოვნით. მთვრალმა ევამ მაშინვე ალეს მიაძახა. - შე გრძნეულო ჯადოქარო ! გგონია შენ გაქვს უფლება,შეეხო ჩეემს ტრაკს ? - ევა გაბრაზებული იყო ! ძალიან გაბრაზებული. ალე ამ პადოლოგის ფიქრებს,იმიტომ კი ვერ ჩასწვდა,რომ ევას,იმდენი ძალა ჰქონდა,რომ თავის შიგნით დაეტოვებინა ისინი.არა,არამედ იმიტომ,რომ როგორც კი რაღაცას იტყოდა გარემოს რეაქციებს და მის შესრუტვას ელოდა.ალეს ძალიან გაუკვირდა.შემდეგ მიხვდა რომ მას შეუძლებელი იყო ალეზე რამე სცოდნოდა.მაგრამ მაინც დაეჭვდა. როგორც მერე გაირკვა,ევა ამ ყველაფერს დიდი სიხარულით იმიტომ აკეთებდა რომ კომპლექსებს იხსნიდა.მერე მიდიოდა და თავის მკურნალს ყველაფერს უყვებოდა.ესა და ეს ვქენიო.ის კიდევ ყოველ ჯერზე ეუბნებოდა,ასე ვერ განიკურნები ყველაფერს გაართულებო.ევა კი ყოველ ჯერზე იმას უმტკიცებდა,რომ უფრო და უფრო მეტად განთავისუფლებულად ვგრძნობ თავს - ო .ყოველ ჯერზე როცა ასე იქცეოდა.როგორც თვითონ ამბობდა „ძლიერდებოდა“.ამის თქმის შემდეგ კი გიჟივით ხითხითებდა. ციყვს გული მოუკვდა.ალეს ურჩია დავეხმაროთო.როგორც კი ციყვში ეს კეთილშობილება დაინახა.ალეს გაცრა... ციყვმა მართლა დახმარება იგულისხმა ამ მშვენიერი გოგონას შემხედვარე.ეს მის ყოფაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო.მასში რატომღაც ავხორცულ აზრებს წამით არ ჰქონიათ ადგილი.არა,შესაძლოა ცოტათი ჰქონდათ კიდეც.მაგრამ ისე,რომ ამაზე ციყვიც ჯავრობდა.საინის დაჟინებული მოთხოვნებით ალეს პრობლემები არ ელეოდა.თუმცა ამ შემთხვევაში ალე თავის სინდისს,თვალს ვერ გაუსწორებდა.ვერ მიატოვებდა ქუჩაში მყოფ,ავადმყოფ ევას.მაგრამ იმასაც მშვენივრად ხედავდა რომ არასასრუველი მზერა უეჭველად შეამჩნევდა ბინაში მიყვანილი გათიშული გოგონების ამბავს.და ეს ამბავი შესაძლოა შ.ს.ს.-ს გადასცემოდა.იმ წამს,მეორე მძინარე გოგონას რომ შეათრევდა თავის ოთახში.რა იცი რას გაივლებენ ადამიანები თავში.ისინი ისეთები არიან.... გარყვნილები ! თუმცა ალემ არ იცოდა ის,რომ მასზე საქმე უკვე იქსოვებოდა.მისი წინა დღის სტუმრობა ლილოსთან ახლოს მდებარე,ერთ-ერთ ექსტრაკლასის სასტუმროში ყველას გვახსოვს როგორც დამთავრდა.ჰოდა იმავე საღამოს დაგეგმილი იყო რომ ტელევიზიით გადაეცათ და ყველგან ძებნა დაეწყოთ,ვინმე,შავპალტოიან ტიპზე.ციხესიმაგრეს რომ ატარებდა თავით.თურმე ეს ტიპი სასტუმროში შესულა,შემდეგ როგორღაც ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შეუტანია და იმ კრემისფერ კედლებში განუთავსებია.საოცრება ის გახლდათ ექსპერეტებისთვის,რომ ალეს თითის ანაბეჭდები მხოლოდ კარის შიდა მხრიდან აიღეს. და ეს ალე,მართლაც ვინმე ალე - მეტრეველი აღმოჩნდა.მისი ისტორიიდან გამომდინარე,საქმე არამხოლოდ შ.ს.ს-ორგანოს გადაეცა.არამედ,იქ... თეთრ,იბერიის მპყრობელ ხალხამდეც მივიდა.ჰოდა მოკლედ,ალე ისედაც შარში იყო.თუმცა მან მაინც გარისკა... წაიყვანა ევა თავისთან.ციყვისა და თავისი კეთილი განზრახვით.თუმცა სახლში მისულებს თინა აღარ დახვდათ.მხოლოდ სიგარეტის კოლოფი და სანთებელა დახვდათ.რაც ვფიქრობ ბუნებრივია.ალბათ გაიღვიძა თუ არა,იქვე მაგიდაზე დადებული ციხესიმაგრე რომ დაინახა.ოთახში არსებული პირადი ნივთების ნაკლებობის გამო.მხოლოდ ეს,სასაცილო შავი სპარსული დიდი ქუდი.იფიქრაა... არ ვიცი რა.მაგრამ,რაღაც ისეთი იფიქრა რომ სასწრაფოდ უტაცია ჩანთისთვის თათი და მოუკურცხლავს იქიდან.როცა ევას ჯერ კიდევ ეძინა.ალემ მთების ძებნა დაიწყო.თინას სანთებელა და კოლოფი თან წაიღო.როდესაც სრულიად განმარტოვდა თავისი უნარების გამოყენება დაიწყო.კერძოდ,თინას სანთებელით და მის ხელში გამოტარებული კოლოფით იმაზე მეტი გაიგო თინაზე ვიდრე ვინმემ,თინაზე საერთოდ რომელიმე ცოცხალმა არსებამ რაიმე იცოდა.შესაძლოა ისეთებიცც,თინა რომ აღმოაჩენდა და ავიწყდებოდა ხოლმე.სხვათაშორის იმას რასაც ალე აკეთებდა,ადამიანის გონებისთვის კვლავ წარმოუდგენელი რამ არის ამ დროისთვისაც.თუმცა როგორც ამას 2030 წლის დიდი მკვლევარები და აკადეემიკოსნი,ღრმად განათლებული,განსაკუთრებული ფენის წევრები უწოდებენ.ეს სხვა არაფერია თუ არა,სიბნელეში გაფანტული სხივების კონცენტრაცია და მისი ამოტუმბვა.ამ დროისთვის მთელს პლანეტაზე მხოლოდ ორად ორი ასეთი მოწყობილობაა.რომელიც ნებისმიერი საგნიდან ისრუტავს სინათლეს და ამრიგად დინების იმ მონაკვეთის ხილვის საშუალებას იძლევა რომელიც თევზებმა უკვე გაიარეს.ამ ორი,უმაღლესი დონის ტექნოლოგიური საკითხი თურმე,2026 წლის ტკბილი ნოემბრის ერთ-ერთ საღამოს გადაწყდა.წერილით ვინმე „ც“ - ს გაუგზავნია.იმ ჟამს არსებული უგენიალურესი თავისთვის. ბატონი ს.მ -სთვის და ეს წერილი იძლეოდა ცნობას,თუ როგორ შეიძლებოდა სიბნელეში გაფანტული სხივების კონცენტრაცია და შემდეგ მისი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ამოსრუტვა.რაც პირდაპირი მნიშვნელობით წარსულის დანახვის საშუალებას იძლეოდა.ამ ცნობის გამო ბატონი ს.მ - გაქრა.თუმცა იმედია ფუფუნებაშია.2 წლის შემდეგ 2028 წლის 30 მარტს,მთელ დედამიწაზე დანაშუალმა საგრძნობლად იკლო.მხოლოდ და მხოლოდ შავი საგნებიდან არ ხერხდებოდა სხივების კონცენტრაცია.შესაბამისად ამოსრუტვაზე საუბარიც არ იყო და მაინც დარჩა პრობლემა.ხეიბრებმა მიაგნეს ხერხს და სანამ უმაღლესი მართლმსაჯულების მსახურთ ტკბილად ეძინათ.ისინი ღამ-ღამობით ბედავდნენ დანაშაულების შესრულებას.დილით კი ახალგაღვიძებულ ახალგაზრდა თუ უკვე იმ ქვეყნად მიმავალ ანგელოზებს,თავზე საყრელი საქმე ხვდებოდათ.და სწორედ ამან განაპირობა ხელახლა დაწყება იმის,მსოფლიო რასიზმი რომ ჰქვია.შავტანისამოსიანი ხალხი ყოველთვის საეჭვო ყურადღებას იქცევდა.განსაკუთრებით ღამით.მაგრამ შავკანიანები,საკმარისი იყო გაშიშვლებულიყვნენ და არც დღე და არც ღამე მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.ისინი შეუჩერებელნი,ხელშეუხებელნი გახდნენ . ამრიგად 2027 წლის 21 ივლისს კაცობრიობის ისტორიაში,პირველი გამართლებული გენოციდი მიმდინარეობდა.ხოლო 2030 წლისთვის ყველაფერი დაწყნარდა.მოკლედ,ალეს პირადი კვლევის დროს,ციყვი სახლში დარჩენილიყო და მძინარე ევას თვალმოუშორებლად მიშტერებოდა.მუცელზე გაწოლილიყო,კუდი თავისთავად აქეთ იქით ნელ-ნელა ირხეოდა.თავი ხელებზე ჩამოედო და ყურებ დაცქვეტილი თვალს არ წყვეტდა ევას.ევას სხეულმა,ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო.როგორც კი ეს მოხდა თვალები დაჭყიტა.დაჭყიტა და რას ხედავს... ციყვს ! რომელიც მისი სილამაზით დამთვრალა და ვინ იცის რა ოცნებებშია. თვალი რომ გაახილა და ციყვის ასეთი უცნაური პოზა დაინახა.პირველი რაც თქვა - სად ვარ... -კვლავ თვალები დახუჭა.შემდეგ ისევ გაახილა და ციყვი ისევ იქ დახვდა. ამ მოკლე ჭკუისამაც,პასუხი არ დააყოვნა და უპასუხა. - სახლში გოგონი.ნუ ღელავ შენ უსაფრთხოდ ხარ. - ციყვი უსაფრთხოების 1000% გარანტიას იძლეოდა. რა დაემართებოდა ევას ? არაფერი განსაკუთრებული.არც მას ჰქონდა დიდი ჭკუა ამიტომ... კვლავ დახუჭა თვალები და უაზროდ წამოაყრანტალა. - ტრაკზე არ შემეხო. - ევა თავს ვერ წევდა,ძილს იბრუნდება.მარა ციყვის ლაქლაქი,ნელ-ნელა უფრო და უფრო უფრთხობდა ძილს. ციყვი მთელი მარადისობის განმავლობაში,პირველად მოიქცა ჯელტმენივით. და საკუთარი თავი დაწყევლა იმისათვის,თუ კი მსგავს რამეს მისი ნების გარეშე გააკეთებდა. და აი ციყვის მთელი ამ წყევლისა და შეპირების შემდეგ,სამწუხაროდ ტვინი გადაუხურდა. - მიდი ჰა გაიხადე - და ფეხზე წამოდგა.ციყვი ისეთ მზადყოფნაში იყო... ხელებს იფშვნეტტდა და კულმინაციური ყმუილისთვის ემზადებოდა.თუმცა... ევამ არ იცოდა ციყვის ამ ავადმყოფობის შესახებ...ევამ ციყვის წყველისა და შეპირების შემდეგ,და აი იმის შემდეგ,რაც ამის შემდეგ უთხრა.თვალები გაახილა,საწოლიდან წამოხტა, ციყვს ყელში წვდა და კედელზე ააკრა. ახრჩობდა საცოდავ საინს. - ალეე,ალეე -ო ყვიროდა.მაგრამ მისი მშველელი არ ჩანდა. მადლობა ღმერთს,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.მაშინვე როგორც კი ევამ გააცნობიერა ის,რომ უცხო გარემოში მოხვედრილიყო და ამ გარემოში საკუთარი თავი აღმოაჩინა.მის მიერ კედელზე გაკრული ციყვით,რომელიც სულ რამოდენიმე წამის წინ ლაპარაკობდა.ციყვს ხელი გაუშვა და შეჰკივლა. - ჯანდაბა ! ჯანდაბა !!! - ეს რა ხდება.თქვენ რა მეკაიფებით ? ოეაეე გამაღვიძეთ !! -ევა მთელს ხმაზე ყვიროდა.რადგან არც ევამ და არც მისმა გონებამ არაფრის დიდებით არ მიიღო ის,რომ შესაძლებელიყო ციყვს საერთოდ ელაპარაკა.თანაც ერთ წამს ასეთი თავაზიანობა გამოეჩინა.მეორე წამს კი ტანსაცმლის გახდა მოეთხოვა. ევა კანკალმა აიტანა.უფრო შიშმა.რაღაც გაურკვევლის ეშინოდა.როგორც კი ციყვამა ამოისუნთქა და გადმოგდებული ენა თავის ადგილას დააბრუნა.მაშინვე ძალიან გაბრაზებულმა მიუგო. - შე არანორმალურო !!! მეგონა იცოდი.ენას რო გაქვს წყლიანი.აბა მე რას ვიფიქრებდი ???? პარკში ალეს ჯადოქარი უწოდე და მე კიდე მეგონა... - და ხველებას მოყვა.ცალი ხელით კედელს მიეყრდნო და ნელ-ნელა ჩამუხვლა დაიწყო.ის მართლა ცუდად იყო.ბოლოს ძლივს თქვა - წყალი... ევამ რა თქმა უნდა,მაშინათვე არა წყლის,არამედ გასასვლელის ძებნა დაიწყო.კარისკენ გაეშურა და საცოდავი ციყვი მომაკვდავი დატოვა. ზუსტად ამ დროს,როდესაც ის ოთახიდან გასვლას აპირებდა.ეზოში ალე მობაჟბაჟებდა.ალემ კი ჭკუიდან გადასული ევას კარის მიბრახუნებაზე და სწრაფ,უძლიერეს ნაბიჯებზე მაშინვე გააცნობიერა,რომ სულელმა ციყვმა რაღაცეები მთლად ისე ვერ გააკეთა როგორც უნდა გაეკეთებინა.და რომ მან დაილაპარაკა !!! რაც არაფრით არ უნდა ექნა.ალემ,თავის ჭკუაზე არ მყოფ ევას,ზედ სიმშვიდის,უსაფრთხოების,მეგობრულობისა და ენითაღუწერელი ნდობის შეგრძნებები დააქსოვა.ევაც ვეღარ მიხვდა სად მიდიოდა.ან საიდან მოდიოდა. ალემ გაუღიმა. - აი აი....ასე სად მიიჩქარი.წამოდი შევიდეთ.შენ რა,კიდევ გინდა რომ ქუჩაში გონება დაკარგო ? -გაუღიმა და ხელზე მსუბუქად ჩაკიდა ხელი,ოთახისკენ გაუძღვა.ევას ციყვი სულ დავიწყებოდა ამ შავპალტოიანი ტიპის შემყურე. თუმცა როგორც კი კარი გააღეს და ოთახში შევიდნენ,მთელი თავისი ძალადობის სცენა გაახსენდა.მაგრამ კრინტიც არ დაუძრავს.ხის მრგვალ მაგიდასთან სკამი თავაზიანად მოუკოწიწა და სთხოვა დამჯდარიყო.ალემ როგორღაც უცბად, იმ წამს,არსაიდან ორი ცხელი ყავა კარადიდან გამოაცურა.ვის გაუგია ცხელი ყავის შენახვა კარადაში,რა სულელია - გაიფიქრა საწოლს ქვეშ მყოფმა ციყვმა.თუმცა ევას ეს სულაც არ უნახავს.მისი მზერა ეზოს ყვავილებს უმიზნოდ ასკდებოდა და ციყვს იხსენებდა,რომელმაც უთხრა „მიდი ჰა,გაიხადე“.ალე რატომღაც ისეთ ადამიანად მიაჩნდა ვინც,არამხოლოდ საიმედო და კარგი მეგობარი იყო,არამედ თითქოს მთელი ცხოვრება აკავშირებდა მასთან.ალემ ყავა მიართვა,სრულიად უშაქრო ყავა.თუმცა როგორც მერე გაირკვა 1/1 ზე ყვარებია.შაქრის არ ქონის გამო მოუბოდიშა და პირდაპირ დაეკითხა. - მითხარი რა გგქვია. - ევამ მუნჯად გახედა. - სახელი,სახელი.როგორმე ხომ უნდა მოგმართო. - ევა.ევა მქვია. - ამოღერღა ევამ. - შენ ვინ ხარ და შენთან რას ვაკეთებ.. - ამნეზიის მსუბუქი ფორმა გამოხატა.თუმცა მშვენივრად ახსოვდა კედელზე,საკუთარი ხელით აკრული ციყვი ! და ამაზე კრინტს არ ძრავდა.ალემ მთლიანი ყავა,ერთიანად გადაკრა,რამაც ევაში უცნაურობის განცდა კიდევ უფრო გააძლიერა. ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და მიუგო. - აბა ევა. -ღრმად ჩაისუნთქა,სერიოზული სახე გადაიკრა და დაეკითხა. - ასეთი რა ხდება შენს თავს,რომ თავის დაკარგვა ასე ძალიან გწადია ? -შემდეგ თავისსავე კითხვაზე თავი გააქნია,უარყოფს ნიშნად. მძიმედ,მაგრამ სწრაფად გამოუშვა ჰაერი ნესტოებიდან და კვლავ განაგრძო . - აბა ? შემიძლია დაგეხმარო რამით ? რაგავკეთო შენთვის. ევა შოკში იყო.რამოდენიმე წამის წინ ციყვს ახრჩობდა.ახლა კი ვიღაც ტიპი,თუმცა ვერ დავმალავთ,ძალზედ სასიამოვნო ტიპი სთხოვს შენთვის რა გავაკეთოო.ევას რატომღაც ავი აზრები დაუტრიალდა თავში,რამაც გააღიზიანა და იძულებული გახდა,თავშეკავებულობა დაეკარგა.მანაც თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ უთხრა - აქ რომ გავიღვიძე,ციყვი დამხვდა.რაღაცეებს ლაპარაკობდა და ბოლოს მითხრა გაიხადეო.მეც კიდევ მაშინვე ტვინში ამასხა... აუტანელზე აუტანელი რამ იყო და ჰო,ვწვდი ციყვს და ლამის მოვკალი... -დანაშაულის გრძნობა ჩვენ ვერ შევნიშნეთ. მარა მერე,სულის დანაღვლიანებული ხმა გაისმა. განაგრძო - თანაც,გაქცევა რომ დავაპირე,იმ საცოდავმა წყალი მოითხოვა. მე კი ის მივატოვე -ცოტაც და აქვითინდებოდა. უნდა გენახათ ციყვი.ის უკვე ქვითინს მოჰყოლოდა და თითებს იკვნეტტდა. თავი ხელში აიყვანა ევამ და ამ უცნობ შავპალტოიან ტიპს,რომელსაც მაგიდაზე დიდი შავი სპარსული ქუდი აღემართა,როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ „ციხესიმაგრე“ მოურიდებლად გულწრფელი და ღრმა ინტერესით კითხა - როგორ შეიძლება საერთოდ ციყვები ლაპარაკობდნენ ?! - ალემ მაშინვე დაინახა მთელი სურათი ! მეორე დღეა და შარში არიან.იძულებული გახდა დაემალა.რადგან იმ კაკლისტვინა სულმა,მთელი სამყაროს იდუმალებების შესახებ თითქმის ნახევარი გაუმხილა,ამ საწყალ ევას.საქმე იმაშია,რომ ადამიანს რაიმე დაავიწყო.ესს,ძვირი ჯდება ! ამიტომ სხვა რა გზა ჰქონდა ? გადაიხარხარა და ისე უპასუხა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს. - არა,ეს მართლაც ჩვეულებრივი ამბავია.მოგეხსენებათ,იმ სამყაროში სადაც ჩვენ ვვარსებობთ.მე მინახავს ადამიანები ვინც არა მხოლოდ ციყვებს,არამედ მაცივრებს,მაგიდებს სარეცხის მანქანებს და ყოველგვარ საგნებთან საუბრობენ. ევა დაიბნა.მიხვდა რომ ამ შავიპალტოს შიგნით,მას ექიმის ხალათი მოერგო და დიაგნოზი იმ წამს დაუსვა. ფიქრობდა - გიჟი არ ვარ,გიჟი არ ვარ !. - თავი ხელში აიყვანა და კიდევ დაიეკთხა. - როგორ შეიძლება მოხდეს ეს ?! მხოლოდ არაყს როგორ შეუძლია მოლაპარაკე ციყვს შემახვედროს ? –ევა გულწრფელად ელოდა ახსნას.რადგან მას ვერცერთი ძალა ვერ გადაარწმუნებდა იმას რაც გააკეთა.იგულისხმება ციყვზე ძალადობის სცენა ალეს ბევრი არ უფიქრია,იცოდა,როგორც არ უნდა დაემალა,მას ეს მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა და ვერასდროს დაივიწყებდა.მას ხომ თავიდან ევასთვს სიკეთე სურდა. და იმაზე დიდი ბოროტება რა უნდა იყოს ადამიანს მოგონება ქონდეს მოლაპარაკე ციყვზეო. ამიტომაც აზრი შეიცვალა და მიუგო - ძალიან მარტივად.ძალიან მარტივად.- ღიმილი შეწყვიტა და ნახევრადსერიოზული და გამაფრთხილებელი ტონით უთხრა - სჯობს არ იცოდე ! - და იყვირა - ციყვოო !!! . ციყვიც მაშინვე გამოვიდა.ხმას არ იღებდა.ბეწვი სულ სველი ჰქონდა.საწყალი. ალე ევას მიშტერებოდა და მის რეაქციას ელოდა. ევამ კი ჩუმად წამოიძახა. - ღმეერთო ჩემო,ესეიგი არ მომლანდებია ! - ეს არ იყო გაოცება.ეს 2Xგაოცება იყო.თქვა თუ არა ეს,გაოცებისაგან ერთი ორი წუთი შეიყინა და ციყვს მიაშტერდა.ციყვმაც თქვა თავისი სათქმელი. - ხოო,ღმერთთთო ჩემო ! არა,არც მე მომლანდებია ლამის სული რომ გამაფრთხობინეს წეღან. გაიგე ალე ? წეღან აიქ ამაკრა და მახრჩობდა.- იდგა და მარჯვენა ფეხს იატაკზე მსუბუქად და რიტმულად აბაკუნებდა.მარცხენათი მყარად იდგა,ხელები ერთმანეთში ჩაეწყო და რა ძნელი მისახვედრია,ბოდიშის მოხდას ითხოვდა ისეთი მზერა ეჭირა. ევა ფეხზე წამოხტა. უნდოდა დარწმუნებულიყო ციყვის სინამდვილეში.თავის ხელთ არსებული,ძალიან კარგად განვითარებული გრძნობებით.ხელით შეხება სურდა.წამოხტა და ციყვისკენ გაიწია. ციყვმა კი ყვირილი მორთო.ვერც გაიქცა,ერთ ადგილას გაიყინა. - ალეეე,ალეეე ! - მთელი სხეული უკანკალებდა და სიკვდილის წინა სიტყვის მოფიქრებას ცდილობდა.მაგრამ შიში იმდენად ძლიერი იყო,ვერაფერი მოიფიქრა. ევამ ორივე ხელი სტაცა.აიტაცა,მარჯვენა მკლავი მოხარა და ზედ დასვა.მარცხენათი კი ბეწვზე ეფერებოდა. ნიშადური გახდა საჭირო ციყვის გონზე მოსაყვანად. არავინ იცის რატომ,მაგრამ ალემ გადაწყვიტა ციყვი თავის შიშთან,ერთი ერთზე,როგორც იტყვიან...პირსპირ დაეტოვებინა.თვითონ კი თინას საძებნელად წავიდა. ძალიან კარგად იცოდა თინა სადაც ცხოვრობდა,თუმცა არჩია სახლთან ავადმყოფივით არ დალოდებოდა და იმ ბიბლიოთეკას სწვეოდა,თინა ყოველ დღე,მეგობრებთან ერთად რომ სტუმრობდა და სასიამოვნოდ ატარებდა რამოდენიმე საათს. როდესაც იმ სივრცესა და კედლებს ეწვია.შეისრუტა რა მთელი გაფანტული სხივები და ყველა დროში ნახა თინა,როცა კი ის იქ ოდესმე ყოფილა.გამოარკვია საყვარელი საგნები და ერთიორ,მის პირად ჩანაწერებსაც შეავლო თვალი.მხოლოდ სინდისი არ გაუჭუჭყიანებია.ეს ისეთი გრძნობა იყო... უნდა წაეკითხა ზუსტად იმ დროის მონაკვეთში დაწყებული ჩანაწერი.სამყარომ ასე გადაწყვიტა.ის გრძნობდა მის გადაწყვეტილებას ! ალეც არ შეეწყინააღმდეგა.სწორედ ამ პატარა სურვილებისა და უკმაყოფილების შევსებით,რომელიც ალემ ნახა,რომლითაც ფურცლები იჟღინთებოდნენ.ალე სასოწარკვეთას მიეცა. ეს მართლა ის იყო ! და ამან იმდენად შეაშინა.იმდენად შეაშინა,რომ წამით გაიფიქრა მთელი თბილისი მიეტოვებინა და სხვა,ნებისმიერ ადგილს გაეგრძელებინა თავისი საქმე,რომელიც ჯერ კიდევ ვერ დაეწყო.რომელიც ყველა იმ საზიზღრობის მოსპობას მოიცავდა თავის თავში რაც ადამიანთა ცხოვრებაში,მთელი ათასწლეულების განმავლობაში ხდებოდა... და რომელმაც ამ დროისთვის უკვე უმაღლეს წერტილს მიაღწია.შეეშინდა რადგან,თავის დაკარგვის საშიშროება იგრძნო.საკუთარ თავს კითხვა დაუსვა - თუ კი ყველაფერი ისე წარიმართება როგოროც მე ვფიქრობ და აირევა ჩემი პირადი სამყარო,ამ სულის გამო... მაშინ ვინ იცის კიდევ რამდენ ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს,რომ შემთხვევითობებმა,კიდევ ერთი ჩემი მსგავსი არსება წარმოქმნას ?! არა,არა ! ამას ვერ დავუშვებ. - სასწრაფოდ დაბრუნდა სახლში.ციყვთან და ევასთან გასაუბრების შემდეგ,როცა აცნობა ორივეს,რომ ქალაქი უნდა მიეტოვებინა და მხოლოდ თავისი ქუდისა და ციყვის გამო დაბრუნებულიყო.ევამ ასეთი განაცხადი გააკეთა. - თქვეენ შ** ხომ არა გაქვთ !??? - მთელი გულწრფელი ინტერესით იკითხა ხმამაღლა.განაგრძო - რა გინდათ,ასე უბრალოდ გაქრებით და ბოლოს ოთხ კედელში აღმოვაჩინო ჩემი თავი ?!!! ამას არ გაპატიებთ. ციყვი ჩემთან რჩება ! თურმე ციყვს,მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარი თავი უმაღლეს არსებად წარუდგენია.მოუყოლია მივიწყებული და გამოგონილი ლეგენდები.რომლის მთავარი გმირიც თვითონ იყო.ყოველი ამბის მოყოლის შემდეგ,ციყვის გადახურება ევას როგორც ჩანს მოსწონდა.თურმე ციყვმა უამბო,რომ არა მხოლოდ მასზე დაიწერა,შეითხზა მთელი დიდებული ისტორიები.არამედ თვითონ,თავისი განსაკუთრებული ცოდნით,ქმნიდა ამა თუ იმ ეპოქის დიდებულ ადამიანებს.რომ ასწავლიდა მათ როგორ ყოფილიყვნენ განსაკუთრებულები.გამორჩეულები და ძალის მატარებლები.თავისი ფორმის გამო მოუთხრო რომ ალე მასზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა.როდესაც ერთ-ერთ ეპოქაში ძალიან გადავაჭარბე,სწორედ ის გამოჩნდა და წამართვა ტიტუილიო.აუხსნა ის,რომ სრულიად შესაძლებელი იყო ადამიანის სხეულში დაბრუნებულიყო და ამასთან,უამბო რომ ალე იყო იმ სხეულის მატარებელი რომელშიც ყველა დროში სახლობდა.საბოლოოდ სულმა,ევას სული.ათასი სასიყვარულო,გმირული და დიადი ისტორიების თხრობით,სიყვარულის ზღვაში ჩაძირა.ფსკერზე მიაჯაჭვა და როგორც ნამდვილი სიყვარული ისე შეუყვარდა ევას.თუმცა ევა გიჟი იყო.რადგან მხოლოდ გიჟებს შეუძლიათ დაუჯერონ საწოლზე წამოკოტრიალებულ ციყვს,რომელიც რაღაცეებს ყვება და კუდს მარაოსავით აქეთ იქით არწევს.ალემ ციყვი თავისი ხელით გულის ჯიბეში მოათავსა და ევა დაარწმუნდა,რომ დაბრუნდებოდა.დარჩენილიყო და მშვიდად მოეცადა. ეზოში გაიყვანა და გაბრაზებულმა,ციყვის რამოდენიმე კითხვა დაუსვა. - ეს რატომ გააკეთე !? - რა რა,რა გავაკეთე... - არ შეიმჩნია.თავის დაძვრენა უნდოდა თუმცა არ გამოუვიდა. - რეები მოატყუე იმ საწყალ გოგოს.ასე უზნეოდ როგორ მოიქეცი ?!!! ხომ იცი ჩემი ფიცის შესახებ. ვერ მოგცემ ადამიანის სხეულს.რა ვქნათ ეხლა ? მთელი ცხოვრება შენ ხომ არ აგეკიდება. უცბად სიყვარულით წამოიძახა. - გახსოოვს ზღაპრებს,რომ მიყვებოდი გადაქცევაზე !? აი ის რა,ბაყაყი და პრინცესაზე რომ მიამბე. ალე გაბრაზადა. - ეგ სხვა სამყაროს კანონებია !!! აქ მაგას ვერ იზამ. ციყვმა შეუღრინა. - რა იცი რომ ვერ ვიზამთთ ??? შენ რა,ყოფილიხარ ციყვი და ვინმეს უკოცნია შენთვის ? - გაბრაზებული და თავის ნათელი იდეის დიადი ძალით ოთახისკენ გაეშურა. ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე უფრო და უფრო მეტ ძალას იძენდა.ძალას,რწმენის. რომ რაღაც იმდგავარი საოცრება მოხდებოდა.კარზე კაკუნი ატეხა. ევამაც მაშინვე კარი გააღო და ამ მოჯადოებულ გოგონას ციყვი ზედ შეახტა.ააბობღდა და ალეს უიმედობას ნაზიარევმა,მაინც მთელი სიყვარულით კითხა. - გჯერა ჩვენი სიყვარულის ?!!! - ალე ხარხარებდა.ოცნებობდა ტვინი არ გადაუხურდესო. ევამ კი ამ ფუმფულა,უშიშარ შავ ციყვს აი რა უთხრა. ევა მართლაც უეჩვეულო მდგომარეობაში იმყოფებოდა.იმის გამო,რასაც ციყვი უყვებოდა.იქიდან რაღაცეებიც აითვისა და საერთოდ არ ადარდებდა იქ მდგომი ალე.ევამ ეს გრძნობით უთხრა. -მე ჯერ კიდევ მაშინ შემიყვარდი,კედელზე რო აგაკარი და ლამის შემომაკვდი - ო. ევა მართლაც უეჩვეულო მდგომარეობაში იმყოფებოდა.იმის გამო რასაც ციყვი უყვებოდა.იქიდან რაღაცეებიც აითვისა და საერთოდ არ ადარდებდა იქ მდგომი ალე.ევამ ეს გრძნობით უთხრა. ციყვმა მაშინვე აკოცა.სველი დინგი და პაწია ტუჩები ტუჩზე მიადო. ევაც და ციყვიც რაღაცას ელოდნენ.მაგრამ არაფერი ხდებოდა.ადგილზე გაშეშებულ ალეს წამოსცდა - მასე არა ციყვო.მშრალი არა,სველი გჭირდებათ სველი ! - ციყვი მოუბრუნდა და გაბრაზებულმა უყვირა - რას დამცინი !!! მე ისევ ციყვი ვარ.მიშველე ალე ! - ალემ კი გადაწყვიტა მთელი ეს მასხარაობა დაესრულებინა და ევა ღრმა ძილში ჩააგდო.გარემო გამოუცვალა და მისი ტანსაცმელი ალკოჰოლით გაჟღინთა.კი იცოდა,რომ გაღვიძებული ევა,ზუსტად ისე გაიხსენებდა ყველაფერს როგორც ერთ ჩვეულებრივ დღეს.მაგრამ რა ექნა ? ციყვმა და ევამ სხვა გზა არ დაუტოვეს.როგორც კი ეს შესანიშნავი ეზო კარი და კიდევ უფრო შესანიშნავი გოგონა მიატოვეს.გზად გაარკვიეს,რომ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდათ იმისათვის რომ არა თუ ქალაქიდან,არამედ საქართველოს საზღვრები დაეტოვებინათ.თანაც სასწრაფოდ.იმავე დღეს უწყვეტად გადასცემდნენ ვინმე ტერორისტის ამბავს,რომელიც ძალიან-ძალიან მავნე იყო საზოგადოებისთვის და მისი შეპყრობისთვის,ერთგვარი ჯილდოც დააწესეს,რაც 30 000 ევროს მოიცავდა.აღგზნებული ხალხი სხვადასხვა კუთხიდან მორბოდა და მოყავდათ ვინმე,ოჯახის წევრი ან ნათესავი,რომელსაც შავ პალტოს გადააცმევდნენ და „ისაა“ - ო იძახდნენ.ეს ორივე შემთხვევაში ხდებოდა.ნებითაც და უნებლიედ.თუმცა ჯილდო არავის მიუღია.რადგან არცერთი მათგანი არ ყოფილა ალე.მოკლედ.როგორც კი სასწრაფოდ გაცილდნენ,მრავალი მიზეზის გამო იქაურობას.მთებისა და ტყეების გავლით აღმოსავლეთით დაიწყეს ბოდიალი.საბოლოოდ აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალებს ბაქოში დარჩენა ამჯობინეს. ციყვი ვერაფრით იგდებდა პატარა ტვინიდან ევას ტუჩებს.ევა კი ამ ყველაფრით აგიჟებდა თავის მკურნალს.ყველაფერი მოუყვა.დეტალებში ! ექიმმა ამ უპრეცედენტო პაციენტის შესახებ,ყველა თავის კოლეგას უამბო.კოლეგებიდან იმდენნი აღმოჩნდნენ ზე-ორგანოებთან მომუშავენი,რომ მათ საბოლოო ჯამში დაუჯერეს ევას.მხოლოდ მისთვის არაფერი უთქვამთ და მისი პირადი მკურნალი ოცნებობდა,ნეტავ ეს ჩემს წინამორბედებს ენახათ ნეტავ რას იზავდნენო...და მათთან გაიგივებით საკუთარ თავს დისერტაციის დაწერას აძალებდა.მაგრამ ვერაფერი გააწყო.და აი იყვნენ ასე.ოცნებებში,მკურნალი,ევა და ციყვი. საბოლოოდ ევა,რომელიც ენას ვერ აჩერებდა იმ თეთრი სახლის ბოლო სართულზე მოხვდა.თვალები აუხვიეს და განსაკუთრებულ ატმოსფეროში მოათავსეს.სიმართლის ატმოსფეროში ! ჰოდა,როგორც კი სახვევი მოხსნეს.ვიღაც ტიპები რაღაცას ოხრავდნენ.უეჭველი ეტყობოდათ ღელავდნენ.შავი ანაფორებითა და მურით იყვნენ მოთხვრილნი.მათ სახეს ვერ გაარჩევდა კაცი.ნიღბებზე ნიღბები ეხატათ.როგორც კი შეშინებული და სიმართლის მწყურვალი ევა საბოლოოდ მათ ნეტარ ატმოსფეროში მოხვდა.მათ თავისი გამაყრუებელი კითხვებით ტვინი ახადეს. საბოლოოდ ყველაფერი გაიგეს რაც ევამ იცოდა.ბევრი არაფერი შერჩენიათ. მხოლოდ მოლაპარაკე ციყვი,შავი სპარსული ქუდი და ვიღაც ალე.რომლის პირადი ისტორია არაფრით განსხვავდებოდა სხვა მოქალაქეებისაგან.არც მემკვიდრეობით გამოირჩეოდა.და არსებული,ყველასთვის მოციმციმე წინგებიდანაც,რომ არაფერი ისწავლებოდა მშვენივრად იცოდნენ. ამიტომ წუხდნენ.წუხდნენ წუხდნენ,ძალიან წუხდნენ . ევა აიძულეს სხვადასხვა რეკლამებში გამოჩენილიყო.პატარა ვიდეო რგოლებში,სადაც მთლიანად თვითონ დაიპყრობდა მაყურებლის ყურადღებას და ოცდამეხუთე კადრის გამოყენებით სურდათ ციყვის გონების დაპყრობა.რომ მიეტოვებინა ალე და ევასთან დაბრუნებულიყო.ისინი ფიქრობდნენ,რომ ერთადერთი გზა ალემდე ციყვი იყო.ამრიგად ევამ მთელს მსოფლიოში,ყველა ხალხში გაითქვა სახე და სახელი.ხდებოდა ისეც,რომ ძაან მოკლე ჭკუის ხალხზე ეს ზემოქმედება ისე მოქმედებდა,რომ პირდაპირ ყველაფერს ტოვებდნენ,ოჯახებს,მეგობრებს ბავშებს და ევას უწყებდნენ ძებნას.უნდოდათ ეთქვათ - ევა ! მე აქ ვარ.შენს გამო დავბრუნდი-ო ! - ხო,ნამდვილი საგიჟეთი იყო. როდესაც ისინი ბაქოში უკვე თავშესაფარს ეძებდნენ,მაგრამ არ გააჩნდათ თეთრიც კი.ალემ გადაწყვიტა ფულის გამომუშავება დაეწყო.ალე და ციყვი ფულს მარტივად გამოიმუშავებდნენ.ისინი სხვადასხვა ქალაქში სპეციალურად ამის გამო გადადიოდნენ.ქალაქებს ისე იცვლიდნენ როგორც ფეხებს რომ უნადგურებს ადამიანს აი იმას.დარბოდნენ და შესანიშნავ მანევრებს მიმართავდნენ.ციყვის საყვარელი ადგილი ვაგზლები გახლდათ.იქ უფრო მეტი „“ დაფოფხავდა და ამიტომ სულ იმას გაიძახდა მხოლოდ ვაგზალი ვაგზალიო... როგორ აკეთებდნენ ამას ? მარტივად,ან უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი,უმარტივესად.აი მაგალითად იმ ციგან ბიჭუნებს,რომლებიც სხვათაშორის თითქმის ვირუსზე უარესი სტატისტიკით გამოირჩეოდნენ ამ წლისთვის და ყველგან მოდებოდნენ ყველაფერს.მოკლედ აი იმათ,წეღან რომ შეუთანხმდნენ მოპარული, არცთუისეთი შესანიშნავი სუნამოს თაობაზე.ალე მივიდოდა ამ ტიპებთან.მათში პირველ რიგში ენით აღუწერელ გაგებას,მეგობრულობასა და მითსადმი ნდობას აღძრავდა.ამაში არა მხოლოდ შთაგონება,არამედ მისი შესანიშნავი გონება მნიშვნელოვან როლს იღებდა.რამოდენიმე ენის სრულყოფილად ცოდნის დახმარებით,რომელიც სხვათაშორის 6 წელიწადში შეისწავლა.რომელშიც შედიოდა და შედის,სომხური,თათრული,რუსული და კიდევ რამოდენიმე განსაკუთრებული ინდოევრუპული ენები.გახსნიდა ბაგეს,შემდეგ კი შესანიშნავ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.სუნამო რომელიც ლარში რომ ვთქვათ,5-10 ლარად უნდა შეეტენაათ ვინმესთვის.ანუ უნდა გაესაღებინათ,ისიც...კაცმა არ იცოდა შეძლებდნენ თუ არა იმ დღეს ამას.ის პირდებოდა,რომ თუ კი სუნამოს ითხოვებდა,გაყიდდა და იმ ფასის ორმაგ თანხას ჩაუჯიბავდა,რა თანხაშიც აპირებდნენ გაყიდვას.ეს ძალიან მარტივი იყო.30 ლარიან უფასურ სუნამოებს ციყვის რჩევით ალე მაღაზიებში ყიდდა,მხოლოდ არა უკვე ჩვეულებრივ სუნამოებს,არამედ მაგიურ სუნამოებს.მაღაზიის პირად მეპატრონეებში აღძრავდა „ნებას“ რომ თითქმის მზად იყვნენ ნებისმიერი ფასი გადაეხადათ ამ,რამოდენიმე წუთის წინ,ციგანი ან თათარი ბიჭების ხელთ გამოტარებულ ნივთიერებაში.თუმცა ალე,არამხოლოდ თავაზიანი პიროვნება გახლდათ,არამედ ასე ვთქვათ... მას სინდისი თითქმის სუფთა ქონდა.მხოლოდ ამ სინდისის ბოლოებში ცოტა მტვერი ედებოდა ხოლმე,რომელსაც ყოველი დღის ბოლოს წმენნდა.ამიტომ დიდებული სუნამოს ისტორიის შესაბამის ფასს საერთოდ არ ითხოვდა.ერთი ასეთი ნივთის გაყიდვა,დავუშვათ თუ 100 ლარად უწევდა,ალე წუხდა ამაზე.თუმცა სხვა გზა არ იყო.დანარჩენ შემთხვევებში კი უფრო იაფად და იაფად.ალე გენიალურად მოქმედებდა.ის ანთავისუფლებდა ნივთიერებას თავისი მშობლიური სამშობლოდან და სხვა სამშობლოებში ანაწილებდა.ეს სამშობლოები სხვადასხვაფერის კოსმეტიკური პაწია ბოთლები გახლდათ.საცხოვრებლის შეცვლის შემდეგ,წვეთ ლიმონსა და წვეთ რძეს ამატებდა და აი მაგიური სუნამო ჯერ მზად კიდევ არ იყო.ამას გარდა,გარედან ლამაზ სხვადასხვაფერის შესაფუთ ქაღალდებს ახვევდა.ის ასევე ალეს აზრებში ეხვეოდა.რომელიც მისი შეძენის დაუოკებელ სურვილს აღძრავდა.იმისათვის,რომ საბოლოოდ მზად ყოფილიყო გასაყიდად სუნამო,რომელიც აღარ იყო ჩვეულებრივი სუნამო.მას პირადი,ყველა სუნამოსგან განსხვავებული ისტორია სჭირდებოდა.თითოეული მყიდველი ყველა მყიდველისგან განსხვავებულ ისტორიას ისმენდა,თითოეულ სუნამოზე.ყველა ქალაქში.ისტორიები არ მეორდებოდა.მაგიური ქმედების უკანასკნელი საოცარი მანევრი სწორედ ეს იყო.არა მხოლოდ მაღაზიებში დაჰქონდა...ისეც ხდებოდა,რომ გამვლელებსაც კი აჩეჩებდა ხელთ.ციყვის გენიალური ცნობების შემწეობით. ხო, ციყვი ამ ეპოქის უძლიერესი „ფსიქიკის“ მკვლევარი არ გახლდათ,მაგრამ...მაინც შესანიშნავად გამოსდიოდა ამოეცნო ისეტი ტიპების „პორტრეტები“ რომლებიც ასე ვთქვათ...ღირსნი არა,მკვახე ნათქვამია,რომელთაც უხვად ქონდათ ხიდან ჩამოთლილი,უსიფრიფანესი ქაღალდები,გაჟღენთილი რაღაც რაღაც ნივთიერებებით.ჰო,უკვე შეიძლება ითქვას.მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ღირსნი...თორე ალე არავის ერჩოდა. ალეს მოღვაწეობა ღია ბაზრობებზე,რა თქმა უნდა შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა.ამიტომაც ვაგზლებზე მყოფ ხიშნიკებს,უკვე ყოველ მესამე დღეს თათბირი ქონდათ იმის თაობაზე თუ როგორ გაექროთ ეს ტიპი,რომელიც ხალხს ჯიბიდან ფულს ართმევდა თურმე... ჰოო,ასე ამბობდნენ. და ეს ვიღაც ტიპი,ალე-რომელსაც ყვავის სახელით იცნობდნენ.ამ განსაკუთრებული ინდივიდების ჯიბიდან ამოცურებულ ფულებს ბოშებს უნაწილებსო... სინამდვილეში სხვარამ ბოღმავდა მათ.ეს უუნარობა იყო.უუნარობა რომ საათებს ატარებდნენ იქ,განსაკუთრებული ნივთების გაყიდვაში და ვერ ყიდდნენ.იმის უუნარობაში იყო საქმე,რომ სულ რომ სხვა გალაქტიკიდან მოტანილი ძვირფასი ქვა სჭეროდათ ხელთ,ისე ვერ ივაჭრებდნენ და გაასაღებდნენ საქონელს როგორც ალე სუნამეობს.საქმე ის იმაშია,რომ ალეს და ციყვს ფული არ სჭირდებოდათ.ან,ან... როგორ არა,ფული ყველას სჭირდებოდა და სჭირდება“.ძალიან მალე აღარ დასჭირდებათ მარა“თუმცა მათ ნაკლებად სჭირდებოდათ.ჰო ასე უნდა მეთქვა. „ნაკლებად სჭირდებოდათ“.ისინი ამ საქმეს სამი განსაზღვრული მიზნისთვის ასრულებდნენ.პირველი.ალეს გონება სულ ფორმაში უნდა ყოფილიყო.მეორე.გამომუშავებული თანხის 50% იმ ხალხს ეკუთვნოდა,ვისი წერაც,ზეცაში ასე გადაწყდა,რომ გარეთ უნდა მჯდარიყვნენ და ხელი დაღლოდათ. და მესამე.ციყვის თხილისთვის. პირველი და მეორე მიზანი,მიზანი არ იყო.ეს უფრო ბუნებრივი საჭიროებების დაკმაყოფილებას გავდა.თუმცა,თუნდაც ასეთ შემთხვევაში,განა ეს მიზანი არ არის ? ჰო,ასეთი ბუნების მქონეა ალე.ამას იმიტომ კი არ აკეთებდა,რომ სადმე „მაღალ“ ძალებთან პლიუსები ეწერა.არა,არამედ საქმე სხვაგვარად იყო. ეს ყველაფერი მისი მეორე სურვილიდან გამომდინარეობდა და როგორც ციყვმა თქვა ერთხელ „ერთია შეგიძლია შეცვალო რაიმე გარე ან შინაგან სამყაროში.ხოლო მეორეა ტრაკს არ ანძრევდე და ყველაფერი ისე რჩებოდეს როგორც არის“ - ო . მოკლედ.საქართველოდან გაქცევის შემდეგ.დაახლოებით 3 კვირა არ იყო გასული.ევა ყველას და ყველაფერს მოედო.ევას სარეკლამო რგოლებში სულ „ციყვო-ციყვო“ ისმოდა.რომელსაც ყველა ხალხში თარგმნის გარეშე გადასცემდნენ. ამის გამო „ციყვო-ციყვო“-სთვის,შეიქმნა უმსხვილესი კომპანია იბერიაში,რომელიც პატარა მოჯადოებულ ციყვებს ყიდდა მთელს პლანეტაზე.ხალხს რატომღაც იზიდავდათ პატარა,სხვადასხვა ფერის სათამაშო ციყვები.ეს ციყვები მალე უკვე ყველას სახლში ფანჯრებთან იდო.ზოგიც ჩანთით ან ჯიბით ატარებდა და ამაყობდნენ აი ჩემი „ციყვი“-ო. თუმცა სინამდვილეში არავინ იცოდა რა ხდებოდა. ევას მზის ნათებასა და მის ციყვს,რა თქმა უნდა თინაც ვერ გაექცა.თინა როგორც ავღნიშნეთ,არა მხოლოდ კარგად სწავლობდა,არამედ ყოველ ჯერზე,როგორც კი ევას დაინახავდა,უკვე ავტომატურად ამოუტივტივდებოდა ხოლმე იმ დღის სცენები.იმ დღის...ყველაფერი ციყვით,რომ იწყებოდა,ნასწავლს რომ ავიწყდება... და სწორედ მისი ამ დაავადების გამო,თავი ვეღარ შეიკავა და ევასთან საუბარი მოისურვა.ასე იყო თუ ისე.ბოლოს და ბოლოს,ტალახაძის შვილმა.შეძლო ევასთან ინტიმური საუბრის მოწყობა.დამეგობრდნენ.დიდ დროს ატარებდნენ ერთად და უკვე ის ის იყო,რომ ევა თინასთვის აპირებდა მოეყოლა ციყვისა და იმ უცნაურ პალტოიანი ტიპის შესახებ.და თინაც ზუსტად ამას აპირებდა.მათ ამ ინტიმურ საუბრებს გვერდს ავუვლით.მხოლოდ ის ვთქვათ,რომ ორივე ზეცამდე ამაღლებულ სიხარულს გრძნობდნენ.ევა იმის გამო,რომ შეხვდა ადამიანს ვინც ამ ორ არანორმალურს გადაყრია.ხოლო თინა,ევას მეგობრობაზე მეტად ციყვის-თქო ვერ ვიტყვით,მარა.ალეს სათნოებამ გაახარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.