ციყვო ციყვო,მირჩიე რამე. - Loppu.
მთხრობელისგან მოკლედ.რა შეიძლება ითქვაას ? მოკლედ არ შეიძლება ითქვას. bonheur eternel 2 თვის შემდეგ,რაც მთელს ხალხებში ალე განსაკუთრებული,იდუმალი სახელით სარგებლობდა.მას არა თუ მხოლოდ დიდ პატივს მიაგებდნენ.არამედ ისეთ „დამალულ“ ადამიანებამდეც გაეხსნა გზა,რომელთა არსებობას ვერც კი წარმოიდგენდა.თუმცა ფაქტია.ისინი არსებობენ.ალე უკვე შეხვდა მათ.ერთ დღესაც,მათი იმ მიწის დატოვებიდან,იმ მიწაზე მოხვედრიდან სადაც,ჩვეულებრივი ცხოვრების პროცესების შესწავლას მიუძღვნა თავი.დაახლოებით 12 დღის შემდეგ.განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა.ავტორიტეტით რომელიც ასევე განსხვავდებოდა სხვათა ავტორიტეტული გავლენისგან. მას „ჰარმონიის მამა“ - ც კი უწოდეს.თუ კი რაიმე ირეოდა რომელიმე ხალხში,მთაში თუ ბარში.თითქოს ალე სწორედ ამისთვის იყო მივლინებული.იმ მიწას,ქალაქს.ხალხს. ფსიქიკური თუ ფიზიკური ავადმყოფობები მის ირგვლივ მყოფთ არ გააჩნდათ.ის არა მხოლოდ კარგი ვაჭარი „ბიზნესმენი“ იყო.არამედ იდიალური მკურნალი და შორსმჭვრეტელიც გახლდათ.რამაც განაპირობა იმ დამალული ადამიანების თავებში ინტერესების ჩაქსოვა,ვინმე ჰარმონიის მამისა ყვავად წოდებულის.ხო წარმოგიდგენიათ ? ისინი ნებით სტუმრობდნენ ალეს.ჰოდა,ერთ ერთი სტუმარი ძალზედ გავლენიანი აღმოჩნდა.გავლენიანი იმ სამყაროში რომელიც კაცობრიობის მოსახლეობის 0.2% შეადგენდა.ხოლო დანარჩენთათვის ეს სამყარო „რეალურად“ არ არსებობდა.თუმცა ასევე მიუხედავად სხვების რეალობისა ის მაინც არსებობდა.და რა თქმა უნდა ახლაც არსებობს. ისინი ჯგუფ ჯფუგად.აქა იქ იყვნენ მიმოფანტული.სხვადასხვა ფესვისანი.თუმცა საერთო ინტერესების მატარებლები.ისეთი ინტერესების,ალეს ინტერესებსაც რომ მოიცავდა.ჰოდა ამ არარსებული სამყაროს წარმომადგენელმა,ალეს ისეთი ცნობები მიაწოდა,რაც მას მანამდე არც კი სმენოდა.ერთ-ერთი ასეთი ცნობა „სისავსეს“ - ს ეხებოდა.მე ვერ აგიხსნით რა არის ეს.თუმცა როგორც კი მიიღო ალემ სისავსის შესახებ ცნობა.მაშინვე მისი ცხოვრება მთლიანად ამოყირავდა.ამოყირავდა იმის გამო,რომ მისი ორი დიდებული მიზნის განხორციელება,რომელიც დროთა განმავლობაში სულ მთლად უიმედოდ ტოვებდა და რომელიც უკვე არა,აუსრულებელ მიზნებად,არამედ ოცნებებად ეჩვენებოდა.ამ ცნობის მოპოვების შემდეგ,თეორიულად თითქოს სრულიად მისაღწევი ჩანდა ალესთვის.მხოლოდ პრაქტიკა იყო საჭირო.პრაქტიკა ! ამრიგად,ის უკვე აღარ იმყოფებოდა აზერბაიჯანის მიწაზე.რადგაან იძულებული გახდა აღმოსავლეთით,კიდევ შორს წასულიყო.ვინაიდან იბერიის ბატონები სულაც არ იყვნენ კეთილგანწყობილად ალეს მიმართ.როგორც კი „ჰარმონიის მამის“ სახელი თითქმის ვირუსივით გავრცელდა მთელ იმ მიწაზე.ვირუსმა რა თქმა უნდა საქართველოშიც ჩააღწია.ამიტომაც გაფრთხილების თანახმად,სანამ ჩაავლებდნენ ის ზეღანში დასახლდა.რომელსაც ადრე შიბაღრანს უწოდებდნენ.თუმცა „ვაქცინაციის“ საფრთხე იქაც დაემუქრა.ამიტომ,იძულებული გახდა კიდევ უფრო შორს გადახიზნულიყო.და ის ნეპალში,ილამში აღმოჩნდა.მოკლედ.დამღლელი გაქცევისის დასასრულს.უკვე არსებულ მშვიდ მომენტებში,საკუთარი თავის ობიექტური განსჯისას დააკვირდა და აღმოაჩინა,რომ ერთისმხრივ არასწორად მოექცა თინას და ევას.თუმცა მეორეს მხრივ ეს აუცილებელი იყო.რადგან როგორც ციყვის,ასევე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდათ.მიუხედავად ამ სწრაფ-სწრაფი დევნისა,მშობლებს ხშირად სტუმრობდა.მათ და მათ ნათესავებს არ აკლდათ ზრუნვა.როგორც კი თინა გაახსენდა,მაშინვე წერილი დაწერა „თუ გადაწყვეტ ნაჭუჭიდან გამოსვლას.მზეს მოჰკიდე ხელი და აღმოსავლეთით წადი.მზეს უთხარი რომ დაიჩრდილება.არაფრის შეგეშინდეთ“ - ჰო,ზუსტად ასე დაწერა და ეს წერილი თინას ოთახში აღმოჩნდა.ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით,რომ ეს იმ მეორე სხეულის დამსახურებით მოახერხა „ვარსკვლავურ“-ს რომ უწოდებენ.თუმცა მერე გაირკვა,იმ უმცირესობისგან,რომ არა თუ ორი,არამედ სინამდვილე ასეთი იყო.ადამიანი 3 სხეულს ფლობდა.ხოლო თვითონ არცერთს არ წარმოადგენდა.როგორც კი თინამ წერილი მიიღო,რომელზეც ასე ეწერა „ათენას“.მიხვდა რომ რაც არ უნდა ყოფილიყო,მის სახლში,ვინმე ათენასათვის განკუთვნილი წერილი ვერ მოხვდებოდა.ვერ მოხვდებოდა მხოლოდ იმიტომ რომ,შემთხვევით,შემთხვევით... რაღა მეცამეტე სართულზე და მის საძინებელ ოთახში ? ჰოდა,მაშინვე გაშალა და რაც წაიკითხა,ეგრევე,როგორც ადრე იტყოდნენ „მოწვა“ და აფეთქდა კიდეც.მაშინვე ევას ეწვია.ევას ციყვის სული მართლა უყვარდა.რადგან ციყვი და ევა მალულად მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს.სამწუხაროდ შეიძლება ვთქვათ,რომ ტყუილებით მოხიბლაო მაგრამ რა არის სიმართლე ? ციყვმა რაც მოუთხრო ყველაფერი სიმართლე იყო.რადგან ამის,არც მხილველი და არც უარმყოფელი არ არსებობდა. მაშ ასე.ჩვენი ციყვი,წარსულში ბილგამეში,მოსე,სოლომონი და მთელი უძველესი ცივილიზაციის მამა.რომელიც სამწუხაროდ მთელი გაუთავებელი,ფიზიკური თუ ფსიქიკური სიამოვნებებისთვის სასჯელს იხდიდა.სასჯელს,ციყვის სხეულში და მაინც არ დარდობდა.ნამდვილად იყო ევას სიყვარულის ღირსი.არა იმიტომ,რომ ჯერ კიდევ ბაქოში გაშორდა ალეს.არამედ იმიტომ,რომ განშორების შემდეგ,ბაქოდან,ხმელეთით,ფეხით იმოგზაურა კვლავ თბილისამდე.და ესეც მხოლოდ იმიტომ,რომ ევას სახის შეკრებელი სხივების აღდგენას ვეღარ ახერხებდა.ათასი ცხოვრებისეული შთაბეჭდილების გამო და ის ასე ვთქვათ შავხვრელში შთაინთქმებოდა.ჰოდა აბა რა ექნა ციყვუნას ? უყვარდა ევა.უყვარდა ეს ვარდისფერთმიანი,მაღალი „ზე“ ქალი.თბილისში ჩასვლის შემდეგ,ალე დაეხმარა ევამდე რომ მისულიყო.თუმცა უკვე არა შავი ბეწვით,არამედ ყავისფერში გარეულ ოქროსფერს ატარებდა.თვალში საცემი და მერე ვინმეს საჭ....ტ რომ არ გამხდარიყო.ციყვის მოგზაურობის ისტორია,რომ დავწეროთ...არ გვეყოფა ორი ციფრული სამყაროს მთელი მოცულობის მეხსიერება.საკმარისია ვთქვათ ის,რომ მან 3 კვირაში მოახერხა,უდრეკი ხასიათისა და რკინისებური ნებისყოფის გამოვლენით თბილისამდე ჩაღწევა.და ისიც მალევე დამტკიცდა,რომ 0-ებს უსასრულოდ ვერ დაწერ.რადგან ყველაფერი შემოსაზღვრულია.ყველაფერს წრე აკვრია.მოკლედ,როგორც კი თინამ წერილი მიიღო და ევას შეატყობინა.ევამ გაუმხილა მისი ფარული შეხვედრები ციყვთან.მანამდე ეს თინამაც არ იცოდა.რადგან ძალზედ საშიში იყო ამ ცოდნის ჰაერში მიმოფრქვევა.საბოლოოდ გადაწყვიტეს თინამ და ევამ,არსებული ცხოვრებისეული ვითარებების მიუხედავად შეეძინათ ორი ბილეთი და პირდაპირ ინდოეთში,დელისში აღმოჩნდნენ.ციყვამა შესანიშნავი კომპანია გაუწია მთელი ფრენის დროს.რა თქმა უნდა კიდევ უფრო და უფრო აყრუებდა ევას ყურებს.ციყვმა ალეს შესახებ უამრავი რამ უამბო მათ.თუმცა თავის თავს უფრო მაღლა აყენებდა.ცოტაც და თინაზეც იქონიებდა გავლენას.მადლობა ღმერთს,მანამდე ჩააღწიეს.ალე ფიზიკურად კვლავ ილამში დარჩენილიყო.ხოლო თავისი მეორე,არცთუისე განსაკუთრებული სხეულით მოღვაწეობას ინდოეთში განაგრძობდა.ალეს სხეულს ისეთი პირობები სჭირდებოდა,რომ საკმარისი ენერგია გამოემუშავებინა იმ ქმედებების განსახორციელებლად რაც საერთოდ მას დაგეგმილი ჰქონდა.ამიტომ მას გამუდმებით სჭირდებოდა სიცივე და მწერების კამპანიაში ყოფნა.სანამ ევა,ციყვი და თინა დელიში სასტუმროში გაჩერდებოდნენ.ალემ მთელი ინდოეთი მოიარა.განსაკუთრებული ყურადღება განსაკუთრებულ „ბიბლიოეთეკას“ დაუთმო.სადაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დადგა ფეხი.ნებისმიერი გონებისა და ტექნოლოგიისთვის მიუწვდომელ ცოდნას,ალე მაინც ეზიარა და გააკვირვა ერთმა ფაქტმა. 2068 წლის წინათ არსებული არსების მოვლინების საკითხმა.რომელსაც ერთდროულად დედამიწაზე,იმ დროისთვის 12 კონტინეტნზე განუხორციელებია თავისი დიადი მიზნები.და რომელიც ყველგან,სხვადასხვა სახელსა და სხვადასხვა სახის სწავლებებს მოიცავდა.თუმცა ეს უძველესი ცნობები სრული ჭეშმარიტება იყო.თუმცა ასეთი მოქმედებისთვის,მინიმუმ ასევე 12 სხეული იყო საჭირო.რაც ალეს,მთელი არსებული,უკვე სინათლეზე გამოტანილი ცნობების მიუხედავად,მაინც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.როგორც კი ციყვმა ყველაფერი მოაგვარა და თავის სანატრელ ჯაკუზში ევასთან ერთად ჭყუმპალაობდა.სრულიად მოულოდენად კარზე კაკუნი შემოესმათ.თინა რაღაცას ჯღაბნიდა ამ დროს,წამოხტა მაშინვე და იმ იმედით გაეშურა კარისკენ,რომ ვინმე შავპლატოიან ტიპს გაუღებდა კარს.კარი გააღო და მზისწნულში პეპელამ გაიფრინა. - ალეე ! -გაბრწყინებული თვალებით შესქცორდა იგი.თურმე მთელი 2 თვის განმავლობაში,ალეს მთელი პირადი ისტორია შეუსწავლია რაც კი საერთოდ ხელმისაწვდომი იყო.ფურცლებზე,გადმოცემებით თუ განსაკუთრებულ ბაზებზე.და ის დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა პირადად ეთქვა „კი ალე,კი ! თანახმა ვარ.გამომიყვანე ნაჭუჭიდან“ - ო. ძალიან დაღლილ-დაქანცულმა ალემ,გადაკვეთა ხაზი.ხაზი რომელიც დერეფანსა და მათ ოთახს კვეთდა.ისე შეაბიჯა ოთახში თითქოს,სრულიად იმედგადაწურული ყოფილიყო.თინას აუციმციმა თვალება,გაუღიმა და კითხა -აჰაა,კიდევ რა გიამბო ბილგამეშმა ? რაო რა გითხრა,ვინები ვართო. - თინა სიცილს მოყვა,რადგან ყოველი ისტორიის მოყოლისას რასაც ციყვი ქსოვდა,აშკარად „ინტუიციურად“ გრძნობდა,რომ სასრული თუ რაიმეს არ ჰქონდა,ეს ციყვის ფანტაზია იყო. სიცილის დასასრულს თინამ უთხრა,რომ მან ისედაც იცოდა მისი პირადი სახელის შესახებ.რომელიც არა ალე,არამედ ალექსანდრე იყო.თუმცა ალემ მაშინვე უარყო ეს ფაქტი.მაგრამ ამაოდ.მისი თვალები ტყუილის დროს არ ანათებდნენ. მაშინ უნდა გენახათ გაქაფული ციყვის სიხარული,რომელმაც თავისი ოცნება მიატოვა და სიხარულით ალესკენ გაიქცა.ზედ აფფოფხდა და კუდი მთლიან კისერზე შემოავლო. - მენატრებოდი ალე ! მენატრებოდი... - ჩაეხვია და იყვნენ ასე,15 20 წამი.ევას სისხლში,სხვადასხვა ნივთიერებები განუწყვეტლივ ქმნიდნენ სამყაროს აღქმის უფრო და უფრო მძაფრ შეგრძნებებს.ალეს დანახვაზე კი იყვირა - უსათნოესობა მობრძანდა,უსათნოესობა !!! - ცერემონიის სახე მისცა და წყალზე ხელის გულებით დაკვრა დაიწყო.მოკლედ,როგორც კი ყველას გაუხარდა ერთმანეთის კვლავ ხილვა.განსაკუთრებით კი თინას და ალეს ერთმანეთის.მაშინვე ალემ ხელი სტაცა თინას და ქალაქის უმშვენიერეს ბაღებსა და სიმშვიდის სახლებში მოუწყო ექსკურსია.გასეირნება მართლაც შესანიშნავი გამოვიდა.თითოეულ ჰარამხანაში,თითოეულ საიდუმლოს ნახევარს უმხელდა.პატარ პატარა ულუფებით.თინა კი როგორც ჩანს ძალზედ მშიერი აღმოჩნდა.ყველაფერს ისრუტავდა და საბოლოოდ ბაღებში ხეტიალისა და ბედნიერების გაზიარების შედეგად.ალეს მიზნები თინას მიზნებად იქცა. საბოლოოდ ალემ თინას ყველაფერი აუხსნა.ამ ყველაფრის ნახევრის ასახსნელად,დაახლოებით იმდენი,ასობგერა დაგვჭირდება რამდენიც თხრობის დროს გამოვიყენეთ და კიდევ იმდენი... რაც ჯერ არ მოგვიყოლია.ამიტომ მხოლოდ ის ვთქვათ,რომ ალემ თინა იმ გზაზე დააყენა,რომელიც თვითონ გაიარა და რომელსაც ჯერ კიდევ გადიოდა.ეს გზა,მარტივი სულაც არ იყო.მათ დატოვეს ევა და ციყვი თავის ბედნიერ სასახლეში,რომელიც სულ მალევე შეიძინეს.ალეს განსაკუთრებული ვაჭრობის წყალობით.ალემ თინა ილამში მიიყვანა.სადღაც მთის გამოქვაბულში.სადაც ალეს სხეული ინახებოდა.ხოო,პირველი გაკვეთილი სწორედ ეს იყო.მიუხედავად თინას დიდი რწმენისა,რომელიც ალეს იდეების მხრივ ვლინდებოდა.ამ შემთხვევაშიც კი აუცილებელი იყო მტკიცებულების მიღება.და აი როგორც კი ორი ალე დაინახა,თინამ მაშინვე მთელი სერიოზულობით განაცხადა „ალე,სასწრაფოდ გამომიყვანე ნაჭუჭიდან“. 12 თვის განმავლობაში,თინას ბრმა-ღრმა რწმენით რომელიც ალეს მიმართ გააჩნდა.შეძლო და ისეთ ხარისხებს მიაღწია რაც ალესაც კი არ მიეღწია,თავისი დროის იმ მონაკვეთში.ისინი წელიწადის ნებისმიერ დროს ილამში იმყოფებოდნენ.მანამ იყვნენ იქ სანამ,თინამ არ შეძლო გამოყოფოდა მის ფიზიკურ სხეულს და არ ისწავლა სარგებლობის მიღება ვარსკვლავური,ანუ ასტრალური სხეულით.ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ფრენდნენ და მთელ დაგროვილ ძალებს,რომელსაც მათი ფიზიკური,უსუსური სხეულები გამოიმუშავებდნენ როგორც საწვავს,მათი მეორე სხეულებისთვის,რაც პირველი სხეულის ტანჯვით ხდებოდა.ყველაფერს,მთელი დედამიწის,ხოლო შემდგომ კი კოსმოსში მოგზაურობაში ხარჯავდნენ.ალეს სიმაღლის გათვალისწინებით,მან მშვენივრად იცოდა ძალის მაცდურობა და ნებისმიერ წამს იყო მზად,თინას გასანადგურებლად.პატარა ცდომილება და ის ამას ისე გააკეთებდა,როგორც არაფერს.თუმცა ნელ-ნელა კიდევ უფრო დიდი დროის გასვლის შემდეგ,მათ ურთიერთობას რაღაც დაემართა.უფრო სწორედ კი ალეს დამოკიდებულებას თინასადმი.ერთ დღესაც როდესაც პირდაპირ მთვარის ნათელი მიწიდან უცქერდნენ დედამიწას.თინამ ასეთი რამ თქვა. - ალე,რა იქნებოდა პლანეტა რომ მოგვენახა.ადამიანები ჩვენი ძალის დახმარებით გადაგვესახლებინა იქ,მათი მცირე ჯგუფი.ნებისმიერ უსიცოცხლო პლანეტაზე და დედამიწიდან წაგვეღო ყველაფერი რაც საჭირო იქნებოდა იმ პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ? - ჰაა ალე ? რა აზრის ხარ. ალემ მხოლოდ ერთი თქვა - ამას მხოლოდ ათენა თუ იტყოდა ! - და სიცილს მოყვა .განაგრძო - ძალიან კარგი იქნებოდა,ძალიან კარგი ! მაგრამ ეს ღვთის რომანს შეეწყინააღმდეგებოდა.ამიტომ ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა და როგორ უნდა დავწეროთ მე და შენ. უიმედოდ დარჩენილმა თინამ მიუგო.- ალე.ისევე როგორც მე,შენც მშვენივრად ხედავ,რომ ამ ბოროტების დამარცხება,რაც იქ,ქვევით ხდება.შეუძლებელია ჩვენი ძალებით.სულ რომ ასიათასი ჩვენი მსგავსი არსების ჯარი გვყავდეს.ვერაფერს გავხდებით.-ის სრულიად მართალი იყო. მათი ამ საუბრის შემდეგ,გავარკვიეთ რომ ეს საუბარი.4 წლის შემდეგ მოხდა.იქიდან, ჰარამხანებს,რომ სტუმრობდნენ.და ზუსტად მათი ამ საუბრის დროს.ამ 2034 წლისთვის იბერიაში არსებული ძალაუფლება კიდევ უფრო და უფრო იზრდებოდა.ამრიგად შეძლეს ციყვისა და ევას გამოაშკარავება.ისინი გარბოდნენ ზღვებში და მთებში.მათ სიკვდილი ემუქრებოდათ.ვერც ალე და ვერც თინა ვერ დაუშვებდნენ ამას.ამიტომაც ზუსტად ამ წამს,როდესაც მთვარეზე მყოფებს ევასა და ციყვის „ლოცვა“ შემოესმათ.მაშინვე მათ დასახმარებლად გასწიეს.საბოლოოდ ევაც და ციყვიც უსაფრთხოებაში გაეხვნენ.თინამ ციყვს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა.მიუხედავად ალეს ფიცისა,თინას მსგავსი არასდროს არაფერი უთქვამს.ამიტომ ალესთან შეთანხმებით,მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ ციყვი დარჩენილიყო ციყვად.მაგრამ აღარ ყოფილიყო ციყვის სხეულში.ყოველ ღამით ეს მდიდარი ბეწვის მქონე ციყვი,კვლავ ციყვის ფორმას იღებდა.თუმცა ყოველ დღე,შესანიშნავ ჭაბუკად იქცეოდა.რომელისთვისაც პირდაპირი მნიშვნელობით ევა სიცოცხლეს დათმობდა.არა მხოლოდ მისი სულის გამო,ახლა უკვე მისი სხეულის გამოც.მოკლედ,ასე ვთქვათ,საინისა და ევას შეუღლების შემდეგ.ციყვმა პირობა დადო,რომ ალეს პირადი ცხოვრების ინფორმაციულ ველებს აღარასდროს გაქექდა.ჰო,ეს გარყვნილი,ალესა და თინას,თითქმის ყოველ კვირას სტუმრობდა თავისი ხორცით და ბეწვით.აღსანიშნავია,რომ ეს მხოლოდ ალესთან იმ განსაკუთრებული კავშირის გამო შეეძლო რაც მათ ერთმანეთთან აკავშირებდა.ჰოოდა,ევას ეუბნებოდა ჩემი სულის სახსნელად მივდივარო.ევაც რა თქმა უნდა ვერ გაარკვევდა სიმართლეს და სჯეროდა.თუმცა ციყვი მართლა უზნეოდ იქცეოდა.ერთ დღეს,ბაფინის მიწაზე დასახლებულ თინას და ალეს.სრულიად გარკვეული მიზეზების გამო კამათი მოუვიდათ.კამათი თინაში გაჩენილმა სამივე სხეულის სრულიად წმინდა გრძნობებმა გამოიწვია.რომელიც ალესთვის,მიუხედავად ყველაფრისა მიუღებელი იყო.რადგან ის ამას „გაქრობა“-ს ადარებდა.ფიქრობდა - თუ კი სიყვარულის ზღვა მეც ჩამძირავს,პირად ინდივიდუალურობას დავკარგავ.- ო.თუმცა თინას გვერდით,ყოველგვარი ფიზიკური კავშირის გარეშე მაინც სავსედ გრძნობდა თავს.ქალწულის უდიდესი მოთმინების მიუხედავად,რაც უკვე გამოვლენილი ჰქონდა წინა წლებში,რომელიც მართლაც საოცრება გახდლათ.ამ წმინდა იმპულსებს დანებდა და პირდაპირ უთხრა. - ალე,მე შენ მიყვარხარ ! - პასუხს ელოდა,პასუხს... ალემ კი თავი გააქნია.არსებული ნივთიერებისგან რაც ირგვლივ უხად მიმოფანტულიყო.პატარა გუნდა გააკეთა. ხელში დაიჭირა და მიუგო. - არაა,შენ მე არ გიყვარვარ.ეს უბრალოდ არ შეგვიძლია. - მთელ ყინულს ცეცხლი მოეკიდა და წყლად დაიღვარა. თინა კი,მთელი 4 წლიანი თავშეკავების მიუხედავად ძალიან გაბრაზდა.მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან.პირდაპირ გაცეცხლდა და უყვირა. - არა ! მე მიყვახარ ალე.მიყვარხარ !!! მთელი არსებით მიყვახარ.ნუთუ ვერ გრძნობ ? მიყვარს შენი მთელი სხეული,ამ სხეულში შენი თავი ! მიყვარს შენი სულის ეგ აუტანელი სიღრმე,რომელშიც არსებები იხრჩობიან ! ჯანდა ალე ! მე შენ მიყვახარ !!! შენ შენ !!! აი ამ მოკლე რომანტიული ფილოსოფოსობის დასაწყისს,მიმდინარე პროცესსა და დასასრულს.ალემ თავიდან შიშით მისცა თავის თავს იმპულსი. „არსებით... არ განაგრძოო“ პროცესსში „სხეულში შენი თავი,ეს გოგო გადამრევს“ და ბოლოს დაგვირგვინებულმა „შენ,შენ“ -მა ალეს თვალიდან სიყვარულისა და რაღაც უმაღლესი ძალების დახმარებით,როგორღაც პირველი სიყვარულისა და სიხარულის ცრემლი წარმოქმნა,ის ნელ-ნელა პოულობდა გზას,სივრცეში გასაჭრელად.ეს ცრემლი უნიკალური იყო.ის განსხვავდებოდა ყველა სხვა არსების მიერ ჩადებული გრძნობიერი ცრემლისაგან.არ იყო ეს მხოლოდ სიტყვები და ის არც გრძნობებს წარმოადგენდნენ.კაი თუ ვიტყვი,რომ ეს გრძნობები იყო,ეს ცრემლი და ამ ცრემლში მოთავსებული გრძნობები,თინამ წარმოქმნა.თინამ !!! ალესთვის სრულიად ცნობილი იყო თავისი გრძნობიერი აზრების ეფემერული ბუნება.მაგრამ სრულიად უცხო იყო ის რაც მასში გაჩნდა.მან სრულიად ნათლად შეიგრძნო სამყაროს ბრძანება ! რომელიც ასე ჟღერდა :დაუყონებლივ აკოცე !!! ეს კოცნა ორივეს მხრიდან სრული შეგნებით განხორციელდა.და აი ზუსტად ამ დროს,როდესაც მათი ტუჩები ერთმანეთს,მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად შეეხო და ისინიი.... ცხოველურ სექსს გამოვტოვებდი და ღვთაებრივის ავღწერდი,მაგრამ.ააბა მე როგორ აღვწერ ამ ყველაფერს ? მე ხომ ჩვეულებრივი მთხრობელი ვარ,რომელსაც ცხოველის თვალები აქვს და შესაბამისად ცხოველური სექსის მეტი არაფერი უნახავს ? მაგრამ თუ მხოლოდ ამას აღვწერ რა გამოვა ? ოო არა,არ მინდა გავცე ჩემი მეგობარი !!! არა არა... მაპატიე ციყვუნავ.მინდა არ მინდა უნდა გიამბოთ.ალბათ გვახსოვს საინი-ს მიერ დადებული პირობა,რომელიც ალეს მისცა.იმის თაობაზე რომ აღარასდროს ჩაერეოდა ალეს პირად ცხოვრებაში.რომ შეიკავებდა თავს,ყოველგვარი ავი თუ სასიკეთო გამოვლინებისაგან და მანამდე არ იზამდა ამას,სანამ ალე არ სთხოვდა.თურმე,თურმეე მერე გავარკვიე,რომ არა თუ მხოლოდ მსგავსი პირობა მიუცია,არამედ სისხლითაც კი დაუდია ფიცი იმის თაობაზე,რომ თავს შეიკავებდა,თინასა და ალეს ყოველ შეხვედრაზე,ავადმყოფივით დასწრებაზე.აღარ დაესწრებოდა ჩუმად და მალულად მათ საუბრებს ყოველ კვირა.თურმე შეუფიცავს დაე ჯოჯოხეთში წამიყვანონ თუ კი გავბედო და ჩემს დამპალ ბუნებას უფლება მივცე რომ ჩემი ყოფნა საკუთარი სისუსტეებისათვის დავთმოო.მაარა რათ გინდა... ერთხელ ძალიან მაგრად რომ გამომითვრა.სიყვარულის კი არა,სინდისის ბუშტი გაუსკდა.თავი ვეღარ შეიკავა და როგორც საუკეთესო მეგობარს მომიყვა,რომ სწორედ იმ დროს ის იქ იყო ! იქ.აი იმ დროს,მე რომ თხრობა შევწყვიტე და თურმე თავისი შავი,ეშმაკური თვალებით უნახავს ყველაფერი. აი როგორც მან მომიყვა,სჯობს სიტყვა სიტყვით მოგიყვეთ.რათა დავრწმუნდე კიდევ ერთხელ,რომ ეს მე არ მომიგონია. ციყვმა ასე დაიწყო. - რა მექნა ? რაღაც უჩვეულო ვიგრძენი.მანამდე ვფიქრობდი სად გამოვმთვრალიყავი და უ ც ბ ა დ,ამ უჩვეულო შეგრძნებამ თავისით,ჩემს მიერ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ალესთან გამაჩინა. - არადა აშკარად იცრუა.დამთავრებული არ ჰქონდა განაგრძო. - ო ჩემო,რაას ხედავს ჩემი თვალები.თინა და ალე ერთმანეთს კოცნიან ?! ჯანდაბა... მთხრობელო,შენ როგორ მოიქცეიოდი ? - დამეკითხა.მე კი ვუპასუხე,რომ საკუთარი სისხლისმიერი ფიცისამებრ მოვიქცეოდი და უკან დავბრუნდებოდი და სადმე მაგრად გამოვთვრებოდი.იმას გავაკეთებდი რაც მას ასე ძალიან უყვარს.ანუ აბაზანაში მყოფ,მისი სიყვარულით შეპყრობილ ევას,გავქაფავდი და ვუთხარი,რომ ჯოჯოხეთში არაფრის დიდებით არ წავიდოდი. მან ტირილი მორთო,იფიქრა გამცემსო... მაგრამ აბა როგორ ვიზამდი ამას ? თქვეენ რა,მართლა ფიქრობთ,რომ მართლმსაჯულებას მოვუხმობდი ?! ის ხომ უბრალოდ ციყვია.საყვარელი,თავშეუკავებელი,მართალია ზოგჯერ ავი და ავხორციც მაგრამ,ახლა უკვე ყველაფერთან ერთად მტირალა ციყვი... დაე ის დაისაჯოს ვინც ამ ციყვს გაიმეტებს ! ჰოდა,ასე განაგრძო ჩემმა მეგობარმა.როცა დავაწყნარე და სისხლისმიერად შევფიცე,რომ ამის გამო ჯოჯოხეთში არ დაბრუნდებოდა. აღმოხდა- ოხხ... რას ვყებოდი.ა ჰო,გითხარი უკვე ? თავი,რომ ვერ შევიკავე და იქ დავრჩი ? გითხარიი,რომ იმდენად დავკარგე თავი,რომ ჯოჯოხეთი და ყველა ჩემი პირობა თუ ფიცი დავივიწყე ? თუ არ მითქვამს,ახლა გეუბნებიი ! - კვლავ აქვითინდა.შემდეგ განაგრძო.- მაგრამ ახლა მზად ვარ ამისთვის გავქრე ! და რომ იცოდე მთხრობელო,მსგავსი საშიშროების წინაშე კვლავ,რომ დავდგე... ისევ იგივე უგუნურებას გამოვიჩენდი.მხოლოდ ახლა შეგნებულად.მე ისეთი რამმ ვნახეე... მათი კოცნა,ერთმანეთის სხეულების შეჭმაში გადაიზარდა.ორივე ერთმანეთს ახევდა სიფრიფანა ნაჭრებს.მათ რკინასავით ჩამოსხმულ სხეულებს,ისე სექსუალურად ეხეოდათ ეს სიფრიფანა ტანსაცმელი... ოხ ისე ძლიერ ! გითხარიი,როომმმ,კვლავ რომ შემეძლოს ისევ იგივეს გავიმეორებდი ? ჰოო.. - ამოასლოკინა და განაგრძო. - გეტყოდი.ვიზამდი ვიზამდი !!! შემდეგ,თინამ ალეს ისეთი ძალით კრა ხელი,რომ პირდაპირ მიწას დაამაგნიტა.ალე დანებებულის როლში... ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.თინა კი მაღლიდან დაბლა,მხეცის სისწრაფითა და მოძრაობებით ეცა და კვლავ ტუჩების გლეჯვა განაგრძეს.როდესაც ორივე ფფეხი,აქეთ იქიდან შეამოალაგა,როდესაც ალემ ხელები ნენკებზე ალერსით მოავლო,შემდეგ კი როგორც კლანჭები ჩასჭიდა,გადაატრიალაა,მიწაზე ის მოაქცია და თინამ,თავისი ნატიფი ხელები როგორც სრულიად მკვდარ სხეულებს სჩვევიათ,მიწაზე დაანარცხა... ოხ... ჯანდაბა !!! ზუსტად ამ დროსსს,მათი სასიამოვნო შეძახილების დროს,ჩემი კუდი ანტენასავით დამდგარიყო. და იცი რა მომივიდა ? სათითაოდ ყველა,უკლებლივ ყველა ბეწვი გამცვივდა.თითქოს ჯოჯოხეთის უამრავმა მსახურმა,სათითაოდ გამაძრო ეს ბეწვი. კიდევ კარგი მალევე ვიპოვე ცოცხი და აქანდაზი.ეგრევე მოვხვეტე და კვალი გავაქრე. რომ დავბრუნდი ჯერ კიდევ არ შემდგარიყო კავშირი !!! შოკში ჩავვარდი,კუდზე სიცივე ვიგრძენი.მთხრობელო... ნეტავ გენახა.მთელი გულით და სულით ვგულშემატკივრობდი ალეს ! თინას კი სრული სიამოვნების მიღების „პირადი გულწრფელი“ სურვილით ვბეერავდი.აქეთ იქით დავრბოდი. მიდი ალე ! ოჰჰ თინა,რა ხმაა გაქვსს.თინას ყველა სასიამოვნო ამოოხვრა ჩემს პაწია გულს აჩერებდა.მეშინოდა არ მოვმკვდარიყავი.მისი მკერდი,რომელიც ალეს სხეულს მიეჭმუჭნა,ისეთი ესთეტიკური იყოო. აბა მითხარი,კვლავ იგივეს იზამდი მთხრობელოო ?! - შეისვენა.ჩემს პასუხს ელოდა.თუმცა არაფერი ვუპასუხე.თხილის პატარა ნაჭუჭში თაფლის არაყი ჩავუსხი და რომ გადაკრა განაგრძო. - თოვლიან მიწაზე გაკრულ,თინას ხელებს,ხელთ ეპყრათ ალეს ხელები.რამოდენიმეჯერ შევიცვალე ხედვის წერტილი,ზოგჯერ ფრინველებს გავდნენ,ზოგჯერ რაღაც ყვავილს... რომელსაც რატომღაც ვერ ვიხსენებ რა ჰქვია. უმეტესად კი ისინი პლანეტებს მომაგონებდნენ,რომლებიც ერთმანეთს შეეჯახნენ და დიდი აფეთქებისთვის მზადყოფნას აცხადებდნენ.ერთმანეთში რაღაც, არ ვიციი.... რაღაც გაურკვეველი ძალით,ნელ-ნელა იძირებოდნენ და შთაბეჭდილება მრჩებოდა,რომ ბოლოს... ორივეს აფეთქება ეწერა.თინას ვნებიანმა კვნესამ... ოხ,ჩემი აღქმისთვის,სამყაროში უსრულყოფილესი,უმშვენიერესი,უკვე დასრულებული და დიდებული სიმფოონის წოდება დაიმსახურა.როდესაც ცხოველური სექსის კულმინაციას აღწევდნენ,რისი გამორკვევაც შესანიშნავად გამომდიოდა.ვიფიქრე გადავრჩები - მეთქი. მაგრამ მათ ჩემთვისაც კი წარმოუდგენელი რამ გააკეთეს.ჩემს ირგვლივ ყველაფერი დაბნელდა. გესმის ? მეგონა,რომ ჯოჯოხეთში დავბრუნდი ! ჰო,სწორედ ასეთია ჯოჯოხეთი.არსებობ იქ და შენს ირგვლივ არაფერი არ არსებობს მთხრობელო...არ შეგიძლია გაიხსენო რაიმე,თუნდაც ყვავილის ფორმა,მწერის ფორმა.საკუთარი თავი გახსოვს სრულ უსახობაში და ზუსტად იცი,რომ იმდენი რამე არსებოობს... და ასე გიწერია რაღაც ვადით,იმ სრულ სიბნელესა და არარაში ყოფნა. გული გამიჩერდა.ვიფიქრე რომ მართლა ჯოჯოხეთში მოვხვდი.თუმცა ვერ ვარკვევდი რანაირად,რადგან მე ხომ ყველაფერი მახსოვდა.ამასთან,მე ხომ ჩემი გაცვენილი ბეწვი საგულდაგულოდ გადავმალე ?!!! თანაც ჩემი განაჩენი არავის გამოუტანია.ამრიგად კიდევვ კარგიი პანიკას არ ავყევი... თორემ უკვე იქ ვიქნებოდი.გაინტერესებს შემდეგ რა მოხდა მთხრობელო ? -ეშმაკური თვალებით შემომხედა და ნაჭუჭში არყის დასხმა მომთხოვა.ჩემთვისაც დავისხი.მხოლოდ უფრო ძლიერი,მას კი კვლავ თაფლის არაყი ჩავუსხი. გადაკრა,გააჟრიალა,კვლავ მოკალათდა და განაგრძო. - იმ სიტყვებით,რომ ავღწერო რაც ადამიანური გაგებისთვის საერთოდ გასაგებია.მაინც არ გამომივა იმის მეოცედი რაც იქ ვნახე.ამას ემატება ჩემი ეროვნება.მე ხო ჯოჯოხეთის ციყვი ვარ.ამიტომ ამდენ ქართულ სიტყვას არ ვფლობ,რომ თუნდაც ქართული აღწერით,მეათედამდე ავწიო ნიშნული. მაგრამ,ჩემსას მაინც ვცდი. -ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო. - მოოკლედ, მთელი ეს სიბნელე უცბად იისფერ,მწვანე და ოქროსფერ ფერებში გაეხვა.მათი სხეულები რომელთაც ფიზიკური სხეულის მსგავსები იყვნენ,მხოლოდ ახლა არა უკვე ფიზიკურის და ვარსკვლავურის ან მტვრის,არამედ... მიღმიერის,რაღაც... რაღაც უფრო არაორგანულზე არაორგანულის,რაღაც... არ ვიცი,ეს აშკარად სხვა მატერია იყო,რომელიც მანამდე არასოდეს მენახა.ვუყურებდი მათ და ისინი კვლავ იგივეს განაგრძნობდნენ.მხოლოდ ახლა მათი გრძნობები მათი სხეულებიდან იღვრებოდა,იღვრებოდა და იღვრებოდა.სწორედ მათი ამ განსაკუთრებული სხეულებიდან გადმოღვრილმა გრძნობებმა,რომელიც ათასგვარი ფერისგან შედგებოდა,სწორედ იქიდან,იისფერი,მწვანე და ოქროსფერი ფერი ჭარბობდა.ეს ფერები ავსებდა მთელს,უკვე თამამად შემიძლია ვთქვა „სამყაროს“ თუმცა ჩვენ აღარ ვიყავით მყარი საგნების სამყაროში.ირგვლივ მხოლოდ ენერგია და მათი წარმოუდგენელი სხეულები იყო.მათი ნებით შენარჩნებული სხეულის განსაკუღებული ფორმა და ირგვლივ მხოლოდ სუფთაა,სუფთა ენერგია ! თინას დიდებული კვნესის ხმა იქაც გავიგე... ო ჩემო,მისი ეს ქმედება.უკვე ერთმანეთში შეზრდილ თავიანთთვის დაჯგუფებულ,იისფერი-მწვანე და ოქროსფერი ფერის ენერგიებს,ფანტავდნენ... მთხრობელო გესმისს ?!!! შეგიძლია წარმოიდგინო ეს დიდებული პროცესი ?! დაასხი უნდა დავლიო. - მეც პირდაღებულმა ინსტიქტურად დავუსხი,მიინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გაეგრძელებინა.გადაკრა,ციყვი ყმუილის მოყვა და განაგრძო. - მისი განსაკურებული სხეულის ტუჩები,ისეთ ვიბრაციებს ქმნიდნენ,რომელიც როგორც გითხარი ამ დაჯგუფებულ ფერებს ფანტავდნენ და ეს გაფანტვა მოგაგონებდა აბსოლიტურად ყველა ფერის მოციმციმე ვარსკლავის ერთმანეთში არევას.მთხრობელო... ეს აღარ იყო უბრალო დიდებული სექსი ! - მე მთხრობელს... წარმოგიდგენიათ ? მთლიანი ბოთლი გამოვცალე,ჩემს უკან გადავაგდე.ხელები მოსაწვლესავით ერთმანეთს დავადე და რაღაც განსაკუთრებული ძალით აღვსილმა ვკითხე.მერეე ?! ციყვმა კაკალი მესროლა,პირდაპირ თვალებს შუა მომხვდა. - რაღა მერე მთხრობელო ?! მე ხომ არ დავწერო შენს მაგიერ დასაწერი ? ჰაა,ესეთი მარტივი კი არაა ცხოვრება. მერე იყო ის,რომ ყველაფერი კვლავ სიბნელემ მოიცვა.როდესაც დედამიწაზე დავბრუნდი,ჰოო, მხოლოდ მე დავბრუნდი.ისინი აქ აღარ იყვნენ.უკვე მეექვსე კვირაა არ გამოჩენილან. - მოკლედ.მათი გაუჩინარებიდან 12 წლის შემდეგ.კვლავ გაეხვა პლანეტა ოქროსფერ სხივებში.მაგრამ მანამდე მთელი ამ 12 წლის განმავლობაში არსებული ვიბრაციები,რომელიც 12 წლის წინ დაიწყო.თეთრ სასახლეში მყოფ არსებებს მისწვდა.მათმა უძლურებამ მათვე აიძულა საკუთარი თავის განადგურებისკენ შეეწყოთ ხელი.მათ იწყეს ომები.ისეთი ომები რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ მომხდარიყო.მთელი ამ დროის განმავლობაში,ეს უმაღლეს დონეზე განვითარებული ცივილიზაცია.შიმშილსა და ფიზიკურ სნეულებებში,უმიზეზო დევნასა და ტანჯვაში ატარებდა წლებს.ციყვი და ევა გამუდმებით უხმობდნენ თინას და ალეს.მაგრამ ამაოდ.მათ თითქოს არც არასდროს ეარსებათ.არა და მათ რომ არ ეარსებათ.ეს 12 წლიანი მტანჯველი სიბოროტე საკუთარი თავის გადასარჩენად იძულებული არ გახდებოდა ასეთი ძალის ბოროტება გამოეწვია.მოკლედ,ერთი სიტყვით.ისინი ძალიან გონიერი არსებები იყვნენ და ამიტომაც წინასწარ დაიწყეს რესურსების მომარაგება.ხალხი ყოველ დღეს გლოვობდა.მპყრობელები აიძულებდნენ მათ სხეულებს,რომ გამუდმებით ეჭამათ,ესვათ უამრავი სახის ნივთიერებები და ყოველ საღამოს გაშოლტილიყვნენ.სხვათაშორის ამ უბედურობების დროს,ძალიან ბევრი იყო ისეთი ვინც საღამოსეულ ტანჯვას,დილის შესანიშნავი პროდუქტებისთვის თანხმდებოდა.თუმცა უამრავნი მხოლოდ ხის ფესვებით ნაყრდებოდნენ.იმ დღეს.გაერთიანებულ და მოჩვენებით აყვავებულ იბერიაში.აი იმ დღეს კვლავ რომ გაეხვა ორქროსფერ სხივებში დედამიწა.ყველამ იხილა ღრუბლებზე მომავალი არსება.რომელსაც ადამიანის,კერძოდ მამაკაცის სხეულის ფორმა ჰქონდა.თუმცა ეს მხოლოდ ფორმა იყო.ის მთლიანად ინტენსიურად კაშკაშებდა ოქროსფრად.დროდადრო ამ ოქროსფერი არსების თავში ხმა გაიელვებდა „ალე მიყვარხარ,გააკეთე რაც საჭიროა“ - ეს უკვე ათენა იყო. ისინი ერთნი იყვნენ,ერთნი !.იბერიაში გამოჩენილმა კაცის ძის ფორმის არსებამ,ნელ-ნელა თუმცა საკმაოდ ინტენსიურად დაიწყო თავის გამრავლება.ყველა მათგანი რომელიც მისგან გამოდიოდა დედამიწის სხვადასხვა ხალხისკენ მიემართებოდა.მთელი ბნელეთი დუმდა.რატომღაც იმ განსაკუთრებულ დღეს,ყველა ატომი ვიღაცის ნებას მორჩილებდნენ.და ყველა აქამდე მოქმედი ფიზიკური კანონები სრულიად უსარგებლო გახდა.თმის ღერი რომ ჰქონოდა მასაც კი ვერ მოაცლიდნენ.უძლურება საბოლოოდ გამომჟღავნდა.საოცარი ის იყო მის მოსვლაში რომ ის „ქრისტედ“ წოდებულ არსებას განადიდებდა მთელი ძალით,როგორც კი შეეძლო.ყველა სწავლების გაერთიანებით რომელიც მას მიმოუფანტავს და რომელიც ალემ და თინამ 12 წლის არყოფნის დროს,თავისთავზე გამოსცადეს.ამ ოქროსფერმა არსებამ შეკრა და ყველას,დიდს თუ პატარას.გაგების ნებისმიერ საფეხურზე მდგომს გააგებინა ის,რომ გარედან მათი სულებისთვის დახმარება შეუძლებელი იყო.აუხსნა მათ,რომ მხოლოდ პირადი ძალისხმევითაა შესაძლებელი განთავისუფლება.ის ირწმუნებოდა,რომ სრულიად თავისუფალი გახდა და რომ მან ამ დიდ თაბახის ფურცელზე,ფურცლები აღმოაჩინა.ფურცლები რომლებიც ყველა მათგანს ეკუთვნოდა.მან აუხსნა ადამიანებს,რომ მთელი ეგრეთწოდებული ცარიელი სივრცე-ღვთის ფურცელი იყო.მატერია,ანუ ენერგია - მისი მელანი.ხოლო გრძნობები და შეგრძნებები რაც ამ ენერგიებში იდო - მისი სიტყვები. აცნობა რა ეს.ვიღაცამ იყვირა - აღსრულდა !!! - მაშინვე ომი დაიწყო.მრსიხანების გარეშე ამოგლიჯა ყველა მწვალებელი.ეს უკვე ის დრო იყო როცა ადამიანები კოვზებით და ჩანლგებით იბრძოდნენ ბედნიერი მომავლისთვის.ამჯერად არა ერთმანეთში,არამედ სინათლეზე გამოტანილი არსებების წინააღმდეგ,რომლებიც ფიზიკურ სხეულებს ვეღარ იკავებდნენ.ომი 260 დღეს გაგრძელდა.ყველა იბრძოდა ყველა ! როდესაც ცნობილი გახდა გამარჯვებული მხარე.ოქროსფერი არსების ნათების ინტენსივობამ ნელ-ნელა თუმცა შესამჩნევად იკლო.მისგან ოქროსფერი ქალღმერთი გამოვიდა.რომელიც აი ახლა ნამდვილად ათენა იყო ! ის თინა აღარ იყო.აბაა ? აბა როგორ იქნებოდა თინა.თინა უკვე დიდიხნის წინ მომკვდარიყო.საბოლოოდ ამოიძირკვა ყოველგვარი ავადმყოფობა და სნეულება რაც ადამიანების სულს,იმ პარაზიტებმა დამართეს.ალემ და ათენამ დააბრუნეს ყოველი დიდებული გრძნობა ადამიანებში.სიყვარული,სიკეთე,სათნოება,რწმენა მყარი საგნების მიღმა მყოფი არსების,რომელიც არც თუ ისე შორს იყო,არამედ ყველაფერი მისით ხდებოდა.ადამიანების ლოყების აწითლება და სირცხვილი დაახლოებით 156 დღეს გაგრძელდა.მთლიანად დაიწვა და დაიფერფლა ყველა წიგნი,გარდა ერთი სასიხარული წიგნისა.აღარ არსებობდა ციფრული სამყარო-ტექნიკა და მსგავსი ავადმყოფობების გამომწვევი მიზეზები თითქმის ნულამდე დაეცა.ადამიანებმა კვლავ განაგრძეს ცხოვრება.საბედნიეროდ არ განადგურებულა თეატრები.არ დაკარგულა პოეზია.ხელოვნების სხვადასხვა დარგები და უმაღლესი სიმფონიები.დანარჩენი ყველა სტილის მუსიკა,იმ საზიზღარ არსებებს მიჰყვათ.ნივთებზე დამოკიდებულებაც გაქრა ! სიძულვილის მიზეზიც მთლიანად რაღაცას შთაენთქა.ყველა შეგნებულად იღიმოდა და ისინი ყველანი სიყვარულს გრძნობდნენ გარშემომყოფებისაგან.ის ადამიანები ვინც საკუთარ თავს ვერ ერეოდნენ,ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრებას განაგრძობდნენ.თუმცა ამასთან,ზნეობრივად განვითარებას არ წყვეტდნენ.სულ მალე,ყველა ხალხმა მთელს პლანეტაზე შეისწავლა ეს ურთულესი ენა ქართული,მხოლოდ მისი პირვანდელი სახით და ამრიგად მას შემდეგ სხვა ენის საჭიროება აღარ გაჩენილა.ურთიერთგაგების უმაღლეს დონეს მიაღწიეს.არსებობდა მხოლოდ ერთი პროფესია : ბედნიერება.ან გქონდა სამსახური,ან არა.ვისაც არ ჰქონდა,მხოლოდ იმიტომ არ ჰქონდა,რომ ის დაწინაურებისთვის იბრძოდა. და საკუთარ ფიზიკურ სხეულთან გამარჯვებას გეგმავდა.ხოლო დასაწყისში,ეს საჭირო ყველასთვის სულაც არ იყო.ჩვეულებრივი ცხოვრება,არაჩვეულებრივ ცხოვრებად გადაიქცა.გაქრა საზღვრები.3400 დღის შემდეგ,უზნეობა თუ კი ოდესმე არსებობდა ხალხი ვერ იხსენებდა.ყველა და ყველაფერი ამ სამყაროსთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა.ადამიანები კვლავ ქმნიდნენ ოჯახებს.მხოლოდ ამჯერად მათი ოჯახის წევრების რიცხვი მათი ხორციელი ცხოვრების განმავლობაში 100 ამდე აღწევდა.და არა იმიტომ რომ გარყვნილობას ჰქონდა ადგილი.არამედ იმიტომ,რომ ეს საჭირო იყო.ამ 100 იდან რომელიმე მათგანს შეეძლო დაწინაურება ! რაც თავისმხრივ მშობლის დაწინაურება გახლდათ.ნამდვილად ბუნებრივ ცხოვრებაში მოსროლილ ადამიანებს,ბუნებრივი ტკივილები მაინც აწუხებდათ.თუმცა იმ არარსებული მოსახლეობის,რომელიც 2030 წლისთვის 0.2% შეადგენდა,ხოლო 2042 წლისთვის განახევრდა.2058 წლისთვის 60% გაიზარდა.შესაბამისად მკურნალი არავის აკლდა.ამრიგად ირგვლივ ადამიანი არ მოიძებნებოდა,რომელსაც „მიშველეთ“ რაიმე სხვა მიზეზით წამოსცდენოდა.თუ არა ორგანული,აუცილებელი ტკივილისა.ეს „მძიმე“-ს დასმას გავდა.ცხოვრების დიდ წიგნში,რომელსაც ყველანი მშვენივრად აცნობიერებდნენ.სიცოცხლის ხანგრძლივობა ათზე გამრავლდა.საბოლოოდ ისე წარიმათა ყველაფერი,რომ უკვე არსებულმა 60% პროცენტმა 1000 წელიწადში 95%-მდე.ხოლო მომავალ 1500 წელიწადში 100%-ს მიაღწია.რა მოხდა შემდეგ ?! შემდეგ მოხდა ის,რაც დასაწყისში მოხდა.თუმცა უკვე არა 2 მა.არამედ ქვიშის მარცვლებივით დაუთვლევლმა ადამიანებმა ერთხმად განაცხადეს უარი. მე და ციყვმა არ ვიცით,სხვებმა რა ქნეს.მას შემდეგ რაც ეს განზომილება დატოვეს.მაგრამ ის ზუსტად ვიცით,რომ ალემ და ათენამ ეს სამყარო არ დატოვეს.გარკვეული მიზეზების გამო,რომელსაც ვერ აგიხსნით.ახსნა ყოველთვის დიდ დროსა და ღრმა გააზრებას მოითხოვს.1000 წლის შემდეგ,მთელს გალაქტიკაში არ მოიძებნებოდა პლანეტა,რომელზეც სიცოცხლით სავსე,ორგანული ნივთიერებებით მდიდარ პლანეტას არ ეარსება.საბოლოოდ ისინი დაუსრულებლად ბედნიერად ცხოვრობდნენ.ჭირსა თუ ლხინში.სიცივესა თუ სითბოში ! ცხოვრება არ შეწყვეტილა.პირიქით, ცხოვრება მხოლოდ ამ მოვლენების აღწერის შემდეგ დაიწყო. ავოტრისგან ჩემი მიზანი ვერ განვახორციელე.აი ის "რომანი" - მეთქი,რომ ვთქვი.თუმცა ვიმედოვნებ,რომ სურვილი მაინც ამისრულდა.თანაც,ამბის ბოლოს ცოტა დავწყნარდი.მოვეშვი... ბოლოს და ბოლოს მთხრობელს თავად მოსწონს თავისი მოთხრობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.