უმანკო ფერებიც ხუნდება ( თავი 7 )
მთაწმინდა ლამაზად გადათეთრებულიყო თოვლით. დაჩი ელინას ელოდებოდა ჯერ კიდევ დილიდან. ადრიანად ადგა, საგულდაგულოდ გადაივარცხნა თმა, წვერი მოიპარსა, გამოიწკიპა მისთვის, თუმცა ის არ ჩანდა. გაყინული წინ და უკან სიარულით ირჩენდა თავს.. ის კი, მაინც არ ჩანდა. ხალხი კი მიდი-მოდიოდა, შეყვარებული წყვილების სიცილი, მის ყურადღებას იქცევდა და მათი რეაქცია მასაც ედებოდა. ამ ხმაურს მისი მობილურის წკრიალიც თან დაერთო. - ელინ? - მაპატიე დღეს ვერ მოვალ, გვიანობამდე მომიწევს სამსახურში დარჩენა. ზარი შეწყდა. დაჩი კვლავ ერთ ადგილას იდგა და მთელ ქალაქს გადაჰყურებდა. ლამაზად განათებულიყო ლამპიონებით მთელი თბილისი, დაჩის პირველი, საოცნებო პაემანი კი ვერ შედგა. მას შემდეგ შესძულდა თოვლი, მისთვის ყველაზე წმინდა მაგრამ მაინც, თავგამოდებით თოვდა. დაღმართს დაუყვა ნელი ნაბიჯით. ტრანსპორტი არსად ჩანდა. ქალაქში ჩამოსულს, კვლავ ფეხით მოუნდა წასვლა. სიცივისგან სახე, სულ მთლად გალურჯვოდა მაგრამ მისი გრძნობა, ბევრად ცუდ მდგომარეობაში იყო ვიდრე, გარედან ჩანდა. მხოლოდ გზას უყურებდა, მანტოს ჯიბეებში ხელჩაწყობილი მიდიოდა წინ, ფეხის აუჩქარებლად და მის გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა გარდა ერთისა.. მის წინ სამი გოგო კეკლუცათ მოაბიჯებდა საშოპინკოდ გამოწყობილი ჩანთებით ხელში, ერთ-ერთი ელინა იყო. დაჩი ადგილზე გაჩერდა და უყურებდა, როგორ უახლოვდებოდა საყვარელი ადამიანი. მის დანახვაზე ყველაფერმა გაუარა, სიბრაზემაც კი და თავისდაუნებურად გაუღიმა. - დაჩი? გოგოებო თქვენ წადით, ცოტა ხანში დაგეწევით. ელინა მიუახლოვდა და ლოყაზე ხელით შეეხო. - სულ გაყინული ხარ. - არაფერიც, გარეთ ცივა და სცვანაირად როგორ. გაუღიმა და ხელი ნაზად ააღებინა სახიდან. - უხერხულია გოგოები გელოდებიან. მოგვიანებით გნახავ.. სახლში ვიქნები თუ დაგჭირდი, დამირეკე. *** ელინა კვლავ ალბომს დაჰყურებდა.. - მთელი დღე მელოდა. ამ ფიქრებში გართული, რომ გამოერკვა უკვე ღამე იყო, დედას ტელევიზორთან ჩასძინებოდა. ფრთხილად მიაფარა, რომ არ შესცივნოდა თვითონ კი გამოეწყო და საავადმყოფოში წავიდა. როგორც კი შენობის წინ აღმოჩნდა შესვლა გაუჭირდა. ერთხანს იცადა მაგრამ უკან ვერ გაბრუნდებოდა, რადგან მისი ნახვა იმდენად უნდოდა როგორც არასდროს. მისაღებში მისი სახელი იკითხა და პალატისკენ გზას, კიბეებით აუყვა. როგორც კი დერეფანს მიადგა ჩამწკრივებულ სკამებს შორის, დალი დეიდა დაინახა. თვალები ეხუჭა, ალბათ ჩაეძინა კიდეც. მიუახლოვდა და მის წინ ჩამოჯდა. ახლა, ელინა ხედავდა ქალს მარტოდ დარჩენილს, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას დაქვრივდა და ეხლაც, ერთადერთი კაცის დაკარგვის შიშს ებრძოდა. თითქოს გაეგოს მისი ფიქრები და თვალები გაახილა. - ელინ შენ ხარ? ცრემლმორეულმა თავი ჩახარა, ვეღარ მოითმინა და ატირდა. - დაწყნარდი შვილო. ყველაფერი კარგადაა.. გამოჯანმრთელების პირასაა უკვე. - მაპატიეთ დალი დეიდა აქამდე უნდა მოვსულიყავი. - არა შვილო შენ რა იცოდი. მაგაზე არ იფიქრო, გაუხარდება დაჩის შენი დანახვა. ვერ გაბედა პალატაში შესვლა, ვერც თავს შეიკავებდა ტირილისგან, როცა დაჩის ასეთ მდგომარეობაში დაინახავდა. გარეთ გამოვიდა რადგან შიგნით, უმძიმდა სუნთქვა. საავადმყოფოს კიბეებზე ჩამოჯდა, თავი მუხლებზე დაწყობილ ხელებს ჩამოადო და ეცადა დამშვიდებულიყო. ასე გაგრძელდა რამოდენიმე წუთი და შემდეგღა მოიფიქრა რომ ახლოს მდებარე მარკეტში შეერბინა და რამე ეყიდა დალი დეიდასთვის და დაჩისთვის. კვლავ შევიდა დერეფანში, ჩუმად გაიარა პალატებს შორის და სურსათით სავსე პარკი დაჩის პალატასთან დატოვა .. დალი დეიდა მასთამ შესულიყო. ისევ გარეთ გამოვიდა, საავადმყოფო, როგორც კი მიეფარა თვალს, ელინამ ნაბიჯს აუჩქარა, შემდეგ კი გაიქცა და გარბოდა დაუსრულებელ ბილიკზე.. ლამპიონები ერთი მეორეს ანაცვლებდა. ირგვლივ მანქანების სიგნალი, მუხრუჭის ხმები, დაბურულად ჩაესმოდა,თუმცა არ გაჩერდა, კვლავ მთელი ძალით გარბოდა პირდაპირი მიმართულებით. ნაცნობ ადგილს რომ მიუახლივდა მაშინღა შეანელა სვლა, თუმცა, მაინც ქოშინით შევიდა სახლში. დედას ისევ ისე ეძინა, გვერდიც კი არ შეუცვლია.. ელინა ჩუმად შეიპარა თავის ოთახში, კვლავ ამოიღო თავისი პატარა მონაცრისფრო ჩემოდანი და ჩალაგება დაიწყო. ისე დაფაცურობდა ხელიდან ხან რა გაუვარდა და ხან რა, თან ძლივს ითქვამდა სულს. - რას აკეთებ ელინ? კარი დედამ შემოაღო და განცვიფრებული სახით შეხედა ელინს. - ვემზადები. მე.. ხვალვე წავალ. თქვენ მერე ჩამოდით. - კი მაგრამ სად გეჩქარება? ელინამ თავი ხელში აიყვანა, ჩემოდანთან დახრილი, წამოდგა და დედას შეხედა. - მეჩქარება დე აბა რაა, ხომ მინდა კარგად მოვასწრო დასვენება. თქვენ რომ გელოდოთ ერთი თვე აქ გამომკეტავთ ( სიცილში გაუტარა) - კარგი წადი, რომ გვეცოდინება იქ მარტო ხარ, ჩვენც უფრო დავაჩქარებთ წამოსვლას. კვლავ ვერ მოხუჭა მთელი ღამე თვალი.. გამთენიისას უკვე თავის მზადება დაიწყო. მზე ჯერ კიდევ ახლად იწყებდა ამოსვლას რომ ელინა უკვე სახლიდან გავიდა. უნდოდა სწრაფად ენახა ზღვა, რადგან იცოდა, ეს დაამშვიდებდა და ყველაფრის გაანალიზების საშუალებას მისცემდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.