შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმანკო ფერებიც ხუნდება ( თავი 6 )


29-01-2022, 23:26
ნანახია 937

იმ ღამესვე დაიწყო ბარგის ჩალაგება. ოთახიდან ოთახში გადიოდა და ნივთებს აგროვებდა. ცდილობდა არ ეფიქრა.. თვალზე მორეულ ცრემლს სწრაფად იწმენდდა, არ უნდოდა გუგას გამო ცრემლით სახე დასველებოდა. და მაინც ასე ფიქრებში დაათენდა, ჩიტების ხმა რომ შემოესმა მაშინ გახედა ფანჯარას და დაინახა მოვარდისფრო ცა, მზე უკვე იწვერებოდა. ძილი არ მიკარებია მთელი ღამე, მოემზადა და სახლიდან გავიდა, თავისი პატარა მონაცრისფრო ჩემოდნით. ახლა ეს კიბეები, ეს სადარბაზო, მეტრომდე გზა, სამუდამოდ სასიამოვნო მოგონებებად უნდა აღბეჭდილიყო მის ცხოვრებაში, თუმცა ამ მომენტში, ამ ადგილების შეხედვაც კი უმძიმდა და ცდილობდა სამუდამოდ ამოეშალა ეს კადრები და სურათები თავისი მეხსიერებიდან. სწრაფად მოსცილდა ამ გარემოებას და დედას ესტუმრა.
- რა ადრე მოსულხარ ელინ.
- დე ჩემი ლოგინი ხომ ისევ იქ დგას?
ამ სახლში იგრძნო შვება და ისე დაეძინა როგორც პატარაობისას, მუხლს რომ იტკენდა და დედის მოფერება ერთიანადა უამებდა ტკივილს. ახლაც ზუსტად ასე გრძნობდა თავს.
- რომელი საათია?
გარეთ უკვე ბინდი იდგა როცა ელინა საძინებლიდან გამოვიდა .. ისეთი სუნები ტრიალებდა სახლში.
- გაიღვიძე? უკვე 9 ხდება.
- დე როგორ მომენატრა აქაურობა.
- გადაგიყოლა ამ სამსახურმა. წესიერად ვერც იკვებები ეტყობ, როგორ ხარ გამხდარი. სახლი ხომ მშვიდად დატოვე? რამე ხომ არ დაგრჩა ჩართული?
- არა ყველაფერი შევამოწმე.
- გავიაროთ იქამდე სანამ ზღვაზე წავალთ. უფრო მშვიდად ვიქნები.
- შენ გაიარე მე რად გჭირდები.
- ხო კარგი კარგი შენ დაისვენე. მიდი ეხლა, ჭამე მამაშენს ტყუილად ელოდები საქეიფოდაა წასული.
ჭამა და ისევ შევიდა დასაძინებლად. ტელეფონზე ნილმა დაურეკა.
- გოგო სად დაიკარგე, გუშინ მთელი ღამე გელოდე.. უფრო სწორად ველოდე სიახლეებს და ამიტომ არ დაგირეკე, შენ კი დღესაც არ გამოჩენილხარ.
- ნილ ეხლა არ მაქ ლაპარაკის თავი სხვა დროს დაგირეკავ კაი?
- ხმაზე რა გჭირს? გეძინა?
- ვთიშავ.
გაახსენდა რომ გუგასგან იმ საღამოს შემდეგ, არაფერი შეუტყვია. უსულოდ მიდო თავი ბალიშზე და გაითიშა. მეორე დღეს, დილაუთენია, სამსახურისთვის გამზადებულმა მაღვიძარამ დარეკა.. დაავიწყდა რომ ახლა თავისუფლად შეეძლო სძინებოდა ნებისმიერ დრომდე, თუმცა.. დაავიწყდა.. და იმდენად მძიმედ ჩაესმა ეს ხმა ყურებში რომ ეგონა ვიღაც ყელზე უჭერდა და გონს ვერ მოდიოდა.
- გამორთე გამისკდა თავი .
ფინჯანით ხელში შევიდა დედა ელინას ოთახში. ამ დროს უკვე ყავას მიირთმევდა.
- არ გესმიის ელიინ..
- რომელი საათია? დღეს რა დღეა?
- ადექი უკვე ისედაც დიდიხანია გძინავს. გუშინდელიდან მოყოლებული ნორმალურად ვერ გნახე.
თავი იმდენად დამძიმებოდა ელინას რომ ძლივს მოერია და წამოჯდა საწოლზე. საათს დახედა, ჯერ რვაც არ იყო. ცოტა ხნით ისევ გადაწვა ზურგით და თავლები დახუჭა.. ისევ ის სცენა.. მერე ყველაფერი თავიდან.. მწვანე, ფერადი ფურცელი წარწერით - წარმატებული სამუშაო დღე ელენე..
წვიმაში როგორ იდგა მის წინ და სველდებოდა მის გამო.. ან სულაც მხოლოდ მისი გულის მოსაპოვებლად. მას ხომ მარტივად შეეძლო ადამიანის გაცურება.
ამ ფიქრებმა კვლავ გააბრაზა, არა გუგაზე, არამედ საკუთარ თავზე.. თვალები გაახილა რათა წაეშალა მის წინ გადაშლილი ყველა სცენა და ასეც მოხდა, თვალები გაახილა და მის ზემოთ თეთრი ჭაღი დაინახა. უემოციოდ ადგა და ოთახიდან გავიდა.
- მამა კიდევ არ მოსულა?
- მოვიდა და წავიდა კიდეც სანამ შენ, უგონოდ გეძინა.
- მართლა? ყოჩაღ ( იუმორნარევი)
არ უნდოდა დედის წინ რამე დასტყობოდა ისედაც ცდილობდა ამ ამბის დავიწყებას და იმას თუ როგორ მწარედ მოტყუვდა.. ხელახლა გახსენება და დედასთვის ამბის მოყოლა მას კიდევ უფრო გაანადგურებდა. გადაწყვიტა როლი მოერგო და ღილიმით ეარა მის წინ.
ყავა მოიმზადა და კვლავ თავის ოთახში შეიპარა. გაუნძრევლად იყო წამომჯდარი საწოლზე და ყავიდან ამოსულ ორთქლს დაჰყურებდა.
კვლავ გაახსენდა კადრი. დასარბაზოს წინ როგორ მოკიდა ხელი გუგამ და მისკენ გადაიხარა.. ეს ამბავი აქვე დასრულდა რადგან უეცრად დაჩი წარმოუდგა თვალწინ.
- ხო მართლა ეხლა გამახსენდა.. ( წინ წამოიწია და ხმადაბლა შეჰყვირა თავის თავს) რატომ გამახსენდა დაჩი? რატომ ვერ შევძელი იგივეთი მეპასუხა გუგასთვის. თუმცა ფაქტია დამიცვა ( ისევ მიეყრდნო საზურგეს) რადგან კიდევ ერთი სანანებელი მომენტი ჩამრჩებოდა გონებაში. - დაჩი.. ნეტავ სად არის ეხლა ? მის საქციელს არ გავს ასე დაკარგვა.
- აქ სად შემოიპარე? გამოდი ერთად დავლიოთ ყავა.. მომიყევი რა ხდებოდა ეს დღეები.
ელინა წამოდგა და ფრთხილად გაჰყვა დედას არ უნდოდა, პირთამდე სავსე ყავა გადაქცეოდა.
- ისეთი არაფერი დე. ერთი კარგი ამბავი კი მოხდა. გითხრა?
- მა რა უნდა ქნა, მეკითხები კიდეც?
- რა და.. ბონუსები დაგვერიცხა. ხომ წუწუნებდი ამდენს გამუშავებენ და არაფერს გიხდიანო. აგერ თუ არა ( ამაყად უყურებდა დედას) .
- ხოხ და მაგით გამოისყიდეს? შეხედე სამაგიეროდ შენს თავს, რას გავხარ, ცარიელი ძვალი ხარ დარჩენილი.
- მერე რა, მე ძალიანაც მომწონს.
- ეჰ სად გაქვთ ჭკუა ამ ახალგაზრდებს. ჩემ დროს მასეთ ქალს ზედ არავინ შეხედავდა.
- ოჰ კარგი ეხლა, შენ დროს სხვა დრო იყო. ჩემ დროს კიდე ასეთი გოგოები აყავთ მოდელად.
სიცილით მიუგო ელინამ და ყავის ბოლო წვეთი მოსვა.. ფინჯანი შუშის მაგიდაზე დასგა და ალბომი დაინახა რომელიც ქვედა თაროზე იდო.
- ეს ალბომი როდის ამოიღეთ?
- იმ დღეს ვათვალიერებდით თქვენი ბავშობის ფოტოებს და ჩვენი ახალგაზრსობის, მე და დალი.
ელინამ გადაფურცვლა დაიწყო. პირველივე გვერდებზე მისი და დაჩის ფოტო, ატრაქციონის წინ იყო აღბეჭდილი. დაჩი ელინას აჰყურებდა, მაშინ ჯერ კიდევ მასზე დაბალი იყო.
- აქ იყო დალი დეიდა? როგორ არიან? დ.. დაჩი როგორ არის? დიდიხანია არ შევხმიანებივართ.
- ეხლა არ ვიცი როგორ არის.
- რას ქვია არ იცი როგორ არის, რამე შეემთხვა?
- არ გეუბნებოდით შვილო. უფრო სწორად დალიმ არ მაცადა მეთქვა შენთვის. იცოდა რომ სამსახურის ბოლო დღეებში გადარბენა გქონდა და რამე რომ არ შეგშლოდა, იფიქრა არ ვანერვიულოთო ბავშვი.
- რას მეუბნები ეხლა ეგ თავის გამართლება? მითხარი რა მოხდა?!
ხმა ნევიულად აუკანკალდა და დედამისს მიაშტერდა.
- არ ვიცი შვილო სად გარბოდა იმ ღამეს სად ეჩქარებოდა ასეთ დროს. საჭე ვეღარ დაიმორჩილა.. და.. ერთი კვირაც არ იქნება ჯერ გასული.. ოპერაციიდან მალევე მოვიდა გონს.
ელინას უკვე ცრემლი ჩამოუგორდა გაყინულ სახეზე. დედამისმა სწრაფად მოიტანა პატარა ჭიქაში გამზადებული ვალერიანის წვეთები.
- დალიე შვილო და დამშვიდდები.
აკანკალებული ხელით გამოართვა ჭიქა და ერთი ამოსუნთქვით დაცალა.
მეორე ფოტოს დახედა.. აქ უკვე სიმაღლეში დასწეოდა ელინას. დაჩის ხელით, მოწყვეტილი უმანკო ფერებით შემკობილი ყვავილი, მისივე გულრფელი გრძნობით თანდართული, მისკენ ჰქონდა გაწვდილი. ელინა კი წინ კამერას უყურებდა, სულ არ დაინტერესებულა ამ გულუბრყვილო ბიჭის საჩუქრით.
ის არ შეცვლილა, დღემდე, ამ წუთამდე ვერ ხედავდა ან არ უნდოდა შეემჩნია ამ ყვავილის ნამდვილი ფერები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent