შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ხის სახლი (თავი II)


2-02-2022, 00:58
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 9 679

ცხელი წყლის ქვეშ ვდგავარ და ვცდილობ გავიხსენო გუშინდელი დღე,მაგრამ არაფერი გამომდის. თავზე ხელებს ვიჭერ და გონებას ვძაბავ. მხოლოდ ის მახსოვს,რომ გურიაში ვიყავი,ნათესავის ქორწილში და 25 წლის დაძველების კონიაკს ვსვამდი,რომელიც ბაბუამისს ჩაუმარხავს მიწაში,იმის იმედით,რომ შვილიშვილის ქორწილში დალევდა. სამ ჭიქაზე,რომ კარგად „შემაქანა“ ეგეც მახსოვს, მაგრამ არამგონია ისე გავეთიშე,რომ გონი დამეკარგა და ბახმაროში წავსულიყავი,ვიღაც მუტრუკთან ერთად. რომელიც არც ისე ცუდად გამოიყურება... ფიქრებში მისი უდაოდ სრულყოფილი სხეული მახსენდება და მაჟრიალებს.
-ჯანდაბა! - ვფრუტუნებ და კაფელზე ვაყრდნობ შუბლს. - რა დროს ეგაა. - არც კი მჯერა,რომ ქალიშვილობა ისე დავკარგე,არც კი მახსოვს. მაგრამ,ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს ამ ყველაფერს. ვიღაც ზაური არ ამომირჩევია გონ დაკარგულს და მიქელანჯელოს დავითი ვიპონე. - ჩემს ფიქრებზე მეცინება. - რა გაცინებს შე უბედურო. - ვუწყრები თავს. - ნეტავ კარგი ღამე თუ გვქონდა? - შტერული აზრები მაწუხებს და მერე თვალები მიფართოვდება. - თავი თუ დავიცავით? არა,არა,არააააა. ჯანდაბაა! - ვკივი ბოლო ხმაზე,ჩემი ფიქრებისგან დაზაფრული და ონკანს ვკეტავ. ჩემს კივილზე თვალებ გაფართოებული „მიქელანჯელოს დავითი“ შემორბის სააბაზანოში.
- რა დაგემართა? რამე გტკივა? - ჩემთან მორბის შეშფოთებული სახით და მთელს სხეულზე მაკვირდება,მერე ჩემს სახეს იმწყვდევს მის უზარმაზარ ხელებში და სახეზე მაკვირდება. - ხმა ამოიღე. კარგად ხარ? - მე ერთ ხანს შტერივით ვუყურებ. - თქვი გოგო რამე,ნუ გამაგიჟე! - მოთმინება დაკარგული ხმას უწევს და მეც ვფხიზლდები.
- კარგად ვარ! მგონი... - ჯერ მტკიცედ,ვამბობ,მაგრამ მერე თვალები მიწყლიანდება და ტირილს ვიწყებ.
- მოიცა,მოიცა... რა გატირებს? კარგი რააა... - გაოცებისგან თვალები უმრგვალდება.
- ჩვენ... ჩვენ... ერთად ვიწექით ხომ? - სრუტუნით ვამბობ. - გეფიცები, მე არაფერი მახსოვს.
- მშვიდად. დამშვიდდი კარგი? - მშვიდად მიღიმის, საკიდიდან ფუმფულა ხალათს ხსნის და მაცმევს. - ყველაფერი კარგად იქნება,ნუ გეშინია ხო? - მკლავებს მხვევს და მკერდზე მიკრავს. მისგან მომავალი სითბო და გრილი სურნელი მამშვიდებს,თავს ისე ვგრძნობ,თითქოს დიდი ხანია ამ ადამიანს ვიცნობ,არადა მისი სახელიც არ ვიცი.თითქოს მისი აღარც მრცხვენია. - მიდი ჩემი სპორტულები ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი,ჩაი გაგიცივდება. - თვალს მიკრავს და სააბაზანოდან გადის. - დატყვევებულივით მივჩერებივარ სააბაზანოს კარს,საიდანაც ის გავიდა. - მგონი მოჯადოებული ვარ. მოფხიზლდი! - სახეზე ხელებს ვისვამ,მერე საძინებელში გავდივარ და კარადაში მის ყველა ზომით დიდ, თაგვისფერ სპორტულებს ვიღებ და ვიცვამ. სარკეში გაბადრული ვუყურებ ჩემს ანარეკლს. სასაცილოდ გამოვიყურები მის ტანსაცმელში. ის ისეთი დიდია,მე კი პატარა. თავს ვაქნებ,ფიქრების გასაფანტად,თმებს მაღლა ვიწევ და პირველ სართულზე ჩავდივარ.
ქვის ბუხართან ზის დივანზე,თვალები დახუჭული აქვს და ვხვდები,რომ ფიქრებით სხვაგანაა. ისეთი სიმპათიურია ახლა რომ.. - უკვე ვხვდები,რომ შორს მივდივარ და ფიქრს ვწყვეტ. ჩუმად ვუახლოვდები,არ მინდა მყუდროება დავურღვიო, მაგიდიდან ჩაის ვიღებ და გვერდით ვუჯდები უხერხულად. - ოჰ, თითქოს შენ არ წოლილხარ გუშინ მასთან და დღეს არ გათვალიერებდა შიშველს სააბაზანოში. - ნამუსზე მაგდებს ჩემი მეორე მე და სირცხვილისგან ვწითლდები. გრძნობს,რომ მარტო აღარაა და თვალებს ახელს.
- გიხდება. - თვალებით მის ტანსაცმელეზე მანიშნებს და მშვიდად მიღიმის.
- მადლობა - მეც მეღიმება მორცხვად.
- ნუ ხარ დაძაბული. თავისუფლად დაჯექი. - ამბობს და თვითონაც იღებს ჩაის. - ხომ არ გცივა? აიღე,გემრიელია. სამწუხაროდ მხოლოდ ეს გვაქვს. - იცინის და ლეღვის მურაბას მაწვდის თეფშით.
- ხუმრობ? „მხოლოდ ეს გვაქვს“? ვგიჟდები ლეღვის მურაბაზე და ზოგადად მურაბებზე.
- ხოდა გაგიმართლა. -იღიმის. - ბებიაჩემის დამსახურებით სარდაფი სავსეა კონსერვებით.
- უჰ კარგია. - მეცინება,მაგრამ მერე ვფხიზლდები. - მოიცა... აქედან რითი უნდა წავიდეთ? ან საერთოდაც,რითი მოვედით?
- რთული კითხვაა. - ჭიქას მაგიდაზე დგამს და ისეც არეულ თმას კიდევ იჩეჩავს.-არც მე მახსოვს არაფერი. - მხოლოდ ის,რომ ძმაკაცის ქორწილში ვიყავი გურიაში,ვსვამდით და მერე ჩვენმა ძმაკაცმა რაღაც მოსაწევი გააძრო... რამ მომაწევინა ამის დედაც. -კისერს საზურგეზე აგდებს და თითებს შავ თმებში იცურებს,რომელსაც აქა იქ ჭაღარა შეპარვია. ისეთი საყვარელია,მინდა შევჭამო.. მერე თავს წევს და აგრძელებს. - აქედან როდის შევძლებთ წასვლას ეგეც არ ვიცი. გზა ჩახერგილია და ეგ თუ არ გაწმინდეს ისე ვერსად წავალთ. ტელეფონი გაქვს? - სწრაფად ტრიალდება ჩემკენ.
- მეღადავები? მე რა ვიცი სადაა. შენ არ გაქვს?
- არა. არ მახსოვს სად დავტოვე.
- ჩემი ტანსაცმელი სადაა? - მახსენდება,რომ წესით პიჯაკის ჯიბეში უნდა მედოს.
- ზემოთ იქნება. - მხრებს იჩეჩავს, დგება და ზემოთა სართულზე ადის,მეც მას მივყვები. - აქაა შენი კაბა. - მიწაზე დაგდებულ,ჩემს შავ კაბას იღებს. - უფრო სწორად ნაგლეჯი.
- ეს რა არის? - ვკივი. - შენ რა ჩემი კაბა დახიე? - სწრაფად ვართმევ ხელიდან ჩემი კაბის ნაფლეთს და გაოცებული ვუყურებ. - შენ რა მხეცი ხარ? კაბას რას ერჩოდი? - ვფეთქდები ჩემი საყვარელი კაბის ასე დანახვის შემდეგ, მასთან მივრბივარ და მკერდზე ვურტყამ,მაგრამ ისეთი მკვრივია ხელი მტკივა. - ააააუ ხელიი.
- დამშვიდდი ბავშვო! - მკაცრად მეუბნება წარბ შეკრული.
- აბა რატომ დამიხიე? - აცრემლებული ვეუბნები. -და ბავშვი არ ვარ თქო!
- ხო გეტყობა. - ეღიმება ჩემთან ახლოს მოდის და ჩემს ყურთან ჩურჩულებს. - ალბათ შენმა სხეულმა გამაგიჟა და ვერ მოვითბინე სანამ გაგხდიდი.- მაისურის ქვეშ, შიშველ წელზე მიცურებს ხელს და ცერა თითით ფრთხილად მეფერება. გული ისე ჩქარა მიცემს შეიძლება ვერ გაუძლოს.
- ხო მაგრამ... - ენა მებმის. - მე ხომ.. მე ხომ.. პატარა ვარ.. - სისულელეს ვაბრეხვებ,რაზეც ვხედავ როგორ უტყდება ტუჩის კუთხე,მერე ჩემსკენ იხრება და ჩემს ყელში რგავს სახეს.
- გასაგიჟებლად მაგარი სურნელი გაქვს პატარავ. - ამბობს და მისი მხურვალე ტუჩებით მეხება მფეთქავ არტერიაზე. - სიამოვნებისგან და შოკისგან თვალები მიბნელდება და ვგრძნობ,როგორ მეცლება ძალა ფეხებში.

-სულელო ბავშვო,კარგად ხარ? - მესმის მისი სიცილის ხმა და თვალებს ვახელ. პირველად ვერ ვხვდები რა მომივიდა,მერე ვაანალიზებ,რომ საწოლზე ვარ გაშოტილი და თავთან ის მუტრუკი მიზის. -შეგაშინე? - ისევ იცინის და ამჯერად ხარხარს იწყებს.
- იდიოტოო! - ვკივი და სწრაბად ვხტები საწოლიდან.
- ვინმემ დამეხმარეთ... - ისე გარბის თითქოს მე ვიყო ბატიბუტა ტიპი და ის 50 კილო გოგო.



№1  offline წევრი Koala°

Au kargi gagrdzelebaa martla❤️ ecade cota didi tavebi dado❤️❤️ warmatebebi ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

აბა ახალი თავები სადააა? ველოდებით

 


№3 სტუმარი სტუმარი მირანდა

რატო აღარ დებთ ამ რომანს ველოდებო უკვე მერამდენე დღეა გთხოვთ დადეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent