შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობლის ბიჭი(თავი 6)


3-02-2022, 01:33
ავტორი Niako261995
ნანახია 2 048

მარინას დანახვაზე შეციებული ბეღურასავით ავიბუზე,შემრცხვა რა თქმა უნდა.დედაჩემმა ჩემი თავი ჩააბარა და მე მის შვილთან გავაბი ურთიერთობა, რა ეტაპზეც არ უნდა ვიყოთ ფაქტია ასეა.ბედნიერების ელფერი დაჰკრავდა ქალს სახეზე,აშკარა იყო მისი დადებითი პოზიცია,ეს ძალიან მახარებდა თუმცა ჩემს აფაკლულ ლოყებს მაინც არ შველოდა.მორცხვად მდგარს მომიახლოვდა და ჩამეხუტა,ამ ჩახუტებაში მთელი გული და სული ჩანდა,მის ათრთოლებულ ხელებს მეც ემოციით შევხვდი და აცრემლიანებული თვალებით გიოს გადახედა
-მამაშენი უზომოდ ბედნიერი იქნებოდა ასეთი ანგელოზი,რომ ენახა შენს გვერდით.საქმე ისი მიდის მგონი უკვე რძალი ვგონივარ ხალხს.გავიფიქრე და გამეცინა გულში გიომაც არ დააყოვნა თითქოს იგრძნო ჩემი ფიქრები
-კაი ახლა მარინა,მაია ასათიანის პროფილი კი არაა,შეგვარგე სიყვარული,ყველაფერი თავის დროზე იქნება.გადმომხედა და ჩემ შემცბარ თვალებს,რიმ წააწყდა თვალი ჩამიკრა,იმ ღიმილით ჩაიცინა რომელიც ასე ძალიან მიყვარს,ტუჩის ბოლოში ორ ხაზს,რომ უჩენს.
-ამოხვალთ თუ სადმე გადიხართ?
-არა,გავისერინებთ და ხო კიდევ,ჯერჯერობით არაფერი უთხრა ნინისებს,არ მინდა ასე გაიგონ,მე მოვაგვარებ მაგ საქმეს.
-კაი დედი..
-წავიდეთ წრიპა,დღეს პაემანზე მიდოდა ქალბატონი და ხომ არ ჩააგდებს?
-რაა?მე ხომ?და ის ვინ იყო შენი ხმა მაგიჟებსო და ჭკუას მაკარგვინებსო?
-ეგრე არ მითქვამს ნუ მაბრალებ.
-აბა ის რა იყო ,,არ მინდა იმედები გამიცრუვდესო?,,
-რა კარგად დაგიზეპირებია ჩემი მონაწერები,ხომ ხედავ მაშინვე გაგაგიჟე.ხარხარებდა და ჩემს რეაქციებზე უფრო მეტად ხალისობდა.
-და სხვა რომ აღმოჩენილიყო მერე?
დაუფიქრებლად წამოვიძახე და მანქანისკენ წავედი,წამიერად ხელზე მწვდა და მისკენ შემატრიალა
-მეორედ არ გაიმეორო,სხვა არ ყოფილა და არც იქნება,ჩემს იქით გზა არ გაქვს წრიპა.
კბილებს შორის ღრენით გამოსცრა და დამაჟრიალა კიდეც ასეთ რეაქციაზე,რომლითაც ცხადა მიწოდა ,,მისი,,.
წელს შემოდგომა იმაზე ცივია ვიდრე ყოფილა,ყოველდღე წვიმა და ქარი,ფოთლების ცეკვა ჰაერში,ღრუბლების თამაში მზესთან..მანქანის სითბო და მისი სუნამოს სურნელი ერთიანად მახვევს თავბრუს,ხელი ჩაკიდული აქვს და ასე მივყავარ იქ სადაც არასდროს არ ამბობს.არასდროს რა სულ 2ჯერ წამიყვანა,მაგრამ მომენტი არ გავაფუჭუთ,ყველაზე სიმპატიური ბიჭის გვერდით ვზივარ და თავი უბედნიერეს გოგოდ წარმომიდგენია,ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მყოფს ის ფაქტი ძალიან მახარებს სხვები ჩემს გვერდით,რომ დაინახავენ და მე თავ აწეული ამაყად გავუვლი გვერდს,ნიშნად იმისა,რომ ჩემია და მე მეკუთვნის..
საბოლოოდ მანქანა პატარა საკუთარი სახლის წინ გააჩერა.წამიერად წარმოვიდგინე,რომ აქ მარიასთან ერთად მოდიოდა და უსიამოვნო გრძნობამ დაფარა ჩემი სხეული.შიგნით შესულს უბრალოდ ,მაგრამ ძალიან გემოვნებიანად მოწყობილი სახლი დამხვდა,იქვე ბუხარიც გაუკეთებიათ და სასიამოვნო სიმყოდროვეს ქმნის იმის გაფიქრება,როგორ გიზგიზებს ცეცხლი შიგნით,გარშო დაღვრილი სითბო კი ადამიანებს,როგორ ავსებს სითბოთი ტკბილ სითხეთ მეღვრება სხეულზე..
-მოგწონს?
ალბათ სახეზე მეტყობოდა ყველაფერი და იმიტომ მკითხა
-ძალიან..
-ეს ჩემი სახლია,დედას და ქეთას ვერ ვტოვებ მარტო თორემ დიდი ხნის გადმოსული ვიქნებოდი.ახლა გასაგებია,რატიმ არ ჩანდა ის პერიოდი.
-და ისინიც,რომ წამოვიდნენ?
-მარინას არ უნდა იმ სახლის გაყიდვა,იქ ბევრი მოგონება აკავშირებას მამასთან და ვერ თმობს.
ვიგრძენი მამის ხსენებაზე,როგორ შეეცვალა გუნება და უმალ სევდა ჩამოწვა გარშემო.
-მაშინ რატომ გააკეთე ეს სახლი?
-ყველას თავისი მომავალი აქვს წრიპა, რათქმაუნდა მარინას მარტო არ დავტოვებ არასდროს,მაგრამ მეც ჩემი ოცნებები მაქვს და ისიც იმავეს ფიქრობს,რომ ჩემი ბუდე მე უნდა შევქმნა.
-მამას რა მოუვიდა გიო?
არ ვიცი ისეც დაძაბულს რატომ დავუსვი ეს შეკითხვა,მაგრამ მაინტერესებდა.
-თევზაობის დროს დაიხრჩო,ტრიალამ ჩაითრია
-ძალიან ვწუხვარ.
კარგა ხანი ორივე ვდუმდით,სახლში მხოლოდ ბუხარში ანთებული ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა,ჩამქრალ ოთახში კი მის ალზე კედელზე ჩრდილად მოვჩანდით,ერთმანეთზე მიხუტებული სხეულები.წამიერად ჩემი სოფელი დამიდგა თვალწინ.ბედნიერებისგან გამაჟრიალა და მის მკლავებში მყოფმა უფრო მეტად ჩავრგე თავი.
-სასიამოვნოა ხომ?
წამში მიმიხვდა გაფიქრებულს.
-კი,ძალიან..
-იქნებ ერთხელ შენც იფუსფუსო ამ სახლში.
-მეც?
-ამხელა წინადადებაში მხოლოდ ,,მეც,,გაიგე?
-კიდე რამდენი ფუსფუსებდა ?
-რა საყვარელი ხარ ეჭვიანობისას,იცი,როგორ ენთება შენი თვალები გაცეცხლებისგან?მინდება გაკოცო.საკოცნელად წამოწეულს გავეცალე,ხელები გადავიჯვარედინე და გაბუსხული შევტრიალდი.ზურგიდან მომიახლოვდა და ძირს მჯდომს მთელ სიგანეზე მომხვია მკლავები,კისერში ცხელი ტუჩები მომაკრო და მეც რა მინდოდა მეტი,უმალ კისერი გადავაგდე უკან,ჩაიცინა და ცხელი სუნთქვა მომაფრქვია.ამაზე უფრო დამაჟრიალა,კიდევ ერთხელ დავკარგე მოქმედების უნარი მორიგი კოცნის მოლოდინში
-არავის
-რა?დავიბენი და შევცბი
-აქამდე აქ არავის უფუსფუსია
უკნიდან მდგომმაც კარგად შეამჩნია,როგორ ჩამეღიმა და ჩემს კმაყოფილ სახეზე გვერდში მომიღიტინა.
-მადლობა,რომ მომიყვანე
რამდენიმე საათი კიდევ გავჩერდით,ამ ხნის განმავლობაში აღარ უკოცნია,არადა მეგონა კიდევ დამაჯილდოვებდა,თუმცა თავს იკავებდა,გამოსვლისას ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვკითხე
-რატომ არ მაკოცე რაც მოვედით?
-ჩემს ნერვებს ნუ ცდი.
ისე ჩაილაპარაკა ზედ არ შემოუხედავს,თვალებიც კი ამიცრემლიანდა წამით.მთელი სხეული დამეძაბა და უსიამოვნოდ ამიჩქარდა გული.
ის ის იყო უნდა გამოვსულიყავით ხელში,რომ ამიტაცა და იქვე მდგარ მაგიდაზე შემომსვა,ახლა უკვე ზემოდან დავყურებ და მისი ამოხედვით დაბნეული თვალებს ვაცეცებ აქეთ იქით.
-არ შემიძლია გაკოცო,მაგიჟებ და თავს ვერ ვაპატიებ,რამე რომ გავაფუჭო,როცა მარტო ვიქნებით თავი შორს დაიჭირე ჩემგან თორემ შეიძლება გავგიჟდე ისე მინდა შენი სხეულის თითოეული ნაწილის შეგრძნება.
ამ სიტყვებს ისე ამბობდა ვერც კი ხვდებოდა თეძოებზე,როგორ მაჭერდა ხელებს.სუნთქვა ამიჩქარდა და ბაგე გახსნილი მთელი ვნებით შევყურებ,ღმერთო ცეცხლზე ნავთს ვასხამ მივხვდი და ჩემივე აფორიაქებული სხეული ვეცადე დამეწყნარებინა.ის მოწოლილი ვნება ასე ,რომ მიწვავს თითოეულ უჯრედს კანის შიგნიდა და ლავასავით ამოფრქვევას ცდილობს,ვეცადე დამემალა და შუბლზე ძლიერად ვაკოცე,წელზე ხელები მომხვია,ალბათ როგორ ძლიერად ესმის ჩემი გულის ცემა,ყელში მაკოცა და ტუჩის კუთხეშიც დამიტოვა ერთი სველი კოცნა.ჩემს ღამის ოცნებებს ესეც ეყოფა,როგორ მიყვარს ოცნება,ბალიშზე თავ ქვეშ ხელებ ამოდებული დებილივით გაღიმებული წარმოვიდგინე ჩემი თავი,ყოველი დეტალის გახსნებას,რომ ვცდილობ და გაბუჟებული მათ გახსნებაზე საწოლში ვიკლაკნები.სახლში,რომ მივედით რა თქმა უნდა გოგოებს გადავურეკე..
-რას შვებით გოგოებო?
-რა ქენი ნახე ის შენი #25?
-კი ვნახე
-მერე?როგორია?არ თქვა,რომ სიმპატიურია თორემ ინდური სერიალი დამიდგება თვალწინ,როგორ იბრძვის ორი მამაკაცი ერთი ქალის გულისთვის.
ვინ იქნება ეს თუ არა ლიზა?
-ლიზა ენას ამოგაძრობ..ხუმრობით მივაძახე და ენა გამოვუყე
-მართლა სიმპატიურია? ლამის კამერაში გადმოცვივდნენ.
-მეტიც..მრავლის მეტყველად ვუთხარი და საფიქრალი გავუჩინე ორივეს.
-კაი ახლა გვითხარი..(თიკა)
-ნო,ნო..მალე გაგაცნობთ..
ენაზე ვიკბინე და ლიზას თვალის ბრილსაც მოვკარი თვალი.
-ჰო,ჰო ასე ეკრანის მეორე მხარეს თუ ვნახავთ თორე როდის მოგვიწევს ნახვა..
-რატო თი,შენ ხო შეიძლება ჩამოხვიდე?
-ხომ არ ვიცი,თუ მომთხივეს ის ჯანდაბა საბუთები ჩამოვალ კი..
-მე და ლიზამ შვებით ამოვისუნთქეთ და გადავხედეთ ერთმანეთს.
დღევანდელი საღამო არ ვახსენე,მინდა მათი გაოცებული სახეები დავინახო,ვიცი სიხარულისგან გადაირევიან ამიტომ ამ ბედნიერების მომენტს ასე დისტანციურად ვერ გავაფუჭებ.ამაზე ფიქრში ბედნიერად ჩამეძინა, დილით ადრე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა ეკრანს დავხედე
-#25?მისი სახელი კიდევ ასე მიწერია და წამიერად მოვედი გონს,როცა წარმოვიდგინე წინა დღეს მომხდარი.თავი წამოვწიე და ვუპასუხე
-რატო გღვიძავს ასე ადრე?ძლივს ჩავიჩურჩულე ჯერ კიდევ მძინარემ.
-ძილის გუდა ადექი მივდივართ
-სად?
-15 წუთში მოგიკაკუნებ მზად იყავი
ტელეფონი ურცხვად გამითიშა და ასე ბალიშ აფეთქებული თავით დამტოვა,.როგორ შეუძლია გოგოს 15წუთში გამზადება მომთხოვოს?
თავი ძლივს ავწიე და აბაზანაში მკლავებ ჩამოგდებული და წინ თავ წაგდებული შევედი წყლის გადასავლებად,ნახევარი საათი მარტო წყალს ვივლებდი 15 წუთში,როგორ შეიძლება გავემზადო?ჩემს თავს ვესაუბრები სარკეში და თან სველ თმებს ვიშრობ პირსახოცით,მოკლე ხალათი მაცვია და ფრატუნა ჩუსტები.კარზე კაკუნმაც არ დააყოვნა,სამოსი შევისწორე და ნახევრად გაღებულ კარებში გავიჭყიტე,აფერისტულად გავუცინე რაც მისახვედრი იყო იმისა,რომ მზად არ ვიყავი კარი შემოაღო თამამად და შემოვიდა.ხალათში,რომ დამინახა თმებზე ხელი გადაისვა და ენა მოილოკა.შემრცხვა და ოთახისკენ გავიქეცი,არ დააყოვნა და კედელზე ამაკრა წამებში.
-დაივიწყე რაც გითხარი
მხოლოდ ეს თქვა და ჩემი ხალათის ქამარი შეხსნა,შიშველ სხეულზე ამეკრო და ხელი წელზე შემომიცურა,საჯდომისკენ ჩაყვა და მისკენ ამქაჩა კარგად,რომ ეკოცნა,ვნებიანად ჩაუყვა კისერს და ცხელი ტუჩების კვალი დამიტოვა ლავიწის ძვალთან,ათრთოლებული და აცახცახებული როგორც მომწყვდეული ბაჭია ისე ვთრთი მის მკლავებში და სიამოვნებისგან გონება დაბინდულს თვალები მინაბული მაქვს,ტუჩს ვკბენ სიამოვნებისგან და როცა მკერდს ეხება ხმამაღალი კვნესაც მხდება ბაგეებიდან.ამის გაგონებაზე ქვემოდან ამომხედა და რომ მიხვდა არ უნდა გაჩერებულიყო უფრო ვნებიანად გადამისვა ენა კერტებზე.წამებში ხალათი ძირს ეგდო და შიშველი სხეულით მასზე აკრული საერთოდ ვერ ვგრძნობდი სირცხვილს.წამიერად გაშეშდა.შუბლი შუბლზე მომადო,აჩქარებულად სუნთქავდა და ტუჩებს ილოკავდა,ხელები მოვხვიე კისერზე და უთქმელად მივხვდი მის სათქმელს,ძლიერად ჩავეხუტე და ისე,რომ არ დავუნახივარ ხალათს დავწვდი და წამებში ოთახში შევვარდი.სხეული ჯერ კიდევ არ მემორჩილებოდა,ცოტახნის წინ განცდილ გრძნობებს ვუყრიდი თავს და ბურუსში მყოფმა გონს მოსვლა ძლივს მოვახერხე.ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი
-ასე უკეთესია
-რა ჩემი ბრალია თუ შენ..
ტუჩებზე თითი ამაკრო და გამაჩუმა
-შენი ბრალია სასწაული,რომ ხარ,მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემ ,არ შემიძლია
-უსიტყვოდ ვაკოცე ლოყაზე, და ხელი ჩავკიდე
-წავედით?
თანხმობის ნიშნად ძლიერად მომიჭირა მკლავზე და სახლიდან გავედით.რა მნიშვნელობა აქვს სად წავალთ,მთავარია,რომ მასთან ერთად ვარ.



№1  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

რა ცეცხლი ააგიზგიზეეეეე სულ გადამრიეე ???????? ველოდები შემდეგ თავს ❤️✨✨

 


№2  offline წევრი Niako261995

♛QâmêLêøñi♛
რა ცეცხლი ააგიზგიზეეეეე სულ გადამრიეე ???????? ველოდები შემდეგ თავს ❤️✨✨

მადლობა დიდი❤ კომენტარს,რომ არ წერენ მგონია არმოწონს ხალხს და ძალიან მესიამოვნა თქვენი კომენტარი

 


№3  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

Niako261995
♛QâmêLêøñi♛
რა ცეცხლი ააგიზგიზეეეეე სულ გადამრიეე ???????? ველოდები შემდეგ თავს ❤️✨✨

მადლობა დიდი❤ კომენტარს,რომ არ წერენ მგონია არმოწონს ხალხს და ძალიან მესიამოვნა თქვენი კომენტარი

ზუსტად მაგიტომ დავწერე კომენტარი. ეგრეც ვიფიქრე. ბევრს ეზარება. მეც არ ვწერდი აქამდე მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის დაგიწერ და თავს მოგაბეზრებ ????????❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

მეც ვკითხულობ და მომწონს ,ცოტა ამ ბიჭის უუხეში ქცევები არ მომწონს,მაგრამ თუ ასე გამოხატავს ემოციებს რაღას ვიზავთ.

 


№5 სტუმარი სტუმარი მაო

მომწოონს ძალიან, კარგად წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent