შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის მეგობარი


3-02-2022, 20:20
ავტორი cosmicthoughts
ნანახია 1 017

ბავშვობიდანვე ფსიქოლოგობას ვაპირებდი,თითქოს ყოველთვის მქონდა გამორჩეული ნიჭი, ადამიანების დამშვიდებისა და გონზე მოყვანის.
გავიდა წლები, ავირჩიე პროფესია და ერთ-ერთი წარმატებული ფსიქოლოგი გავხდი. ინფორმაციებს ვაგროვებდი საინტერესო ადამიანებზე, ახლა მინდა ყველა ერთად გიამბოთ. მართალია, ეს ფსიქოლოგის მთავარი წესის დარღვევაა,მაგრამ ნუთუ დარჩა ადამიანი, რომელიც დაუწერელ წესებს იცავს?
ხალხს ეხმარები, ფეხზე აყენებ, მაგრამ რა რთულია, მათი დანახვა იმ დროს, როცა ხედავ როგორ სურთ სიკვდილი და როგორ ცდილობენ არ გამოამჟღავნონ საკუთარი პიროვნული მისწრაფება სიცოცხლის დასრულებისკენ.
***
ფიქრებში ვიყავი გართული, როცა კარი 16წლის გოგონამ შემოაღო. წაბლისფერი თმა, თაფლისფერი თვალები, მაშინვე მომჭრა თვალი მისმა გარეგნობამ. ბევრი ადამიანი მინახავს, მაგრამ მას რაღაც განსაკუთრებული მზერა ჰქონდა, დიდი სევდა იკითხებოდა მასში... მივესალმე ,თავი დამიკრა და დაჯდა. ვთხოვე დაეწყო, ნერვიულობდა, ეს უცხო არ იყო ჩემთვის. ვიცოდი აქ რაღაც სხვა დამჭირდებოდა, ახლოს მივედი მისი მქრთალი ხელს შევახე ჩემი დაონაოჭებული ხელს, მაშინღა შევამჩნიე, რომ ვბერდებოდი.
-იცით მიჭირს საუბარი, მხოლოდ მეგობრებთან შემიძლია ეს, ისიც იშვიათად...
-დამერწმუნე,მე შენი სულის მეგობარი გავხდები, შენ კი ჩემი. გამიღიმა.
-შეძლებთ,მომიყვეთ თქვენს შესახებ? რა გიყვართ? რა გაბედნიერებთ? რა არის ის რისთვისაც ცოცხლობთ ან რა განიჭებთ ყველაზე დიდ სევდას?
-დიახ,მე შემიძლია. შეიძლება ერთი რამ გკითხოთ?
-რათქმაუნდა, თქვენობით ნუ მომმართავთ, ჩვენ უკვე მეგობრები ვართ.
-ვინმე გიყვართ? ან გყვარებიათ?
-დიახ, მე მიყვარს, ახლაც მიყვარს
-მას? მას უყვარხართ?
-რა საყვარელი ხარ, მასაც ვუყვარდი ,ოღონდ ახლა სხვა ცოლი ყავს.
-ისევ უყვარხართ?
-რა თქმა უნდა.
-მე მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება, სწორედ, ასეთი ადამიანი ვიპოვე, თუმცა ჩვენ ერთად აღარ ვართ.
ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავე, ან რა კითხვა უნდა დამესვა, მსგავსი მდგომარეობა საკუთარ თავზე მქონდა განცდილი, ემი უფრო და უფრო მიყვარდებოდა, ვგრძნობდი ჩემს სიახლოვეს მის სულთან. ახალი იდეისგან აღტაცებულმა ვკითხე, დალევდა თუ არა ჩემთან ერთად ფინჯან ჩაის,პასუხი დადებითი იყო. ჩვენ წავედით.
***
ემი შეგიძლია მომიყვე, სად და როგორ გაიცანი შენი ცხოვრების სიყვარული ?
-დიახ, შემიძლია. ეს ერთი, არაფრით გამორჩეული დღე იყო, ბიძაშვილთან ჩამოვედი თბილისში. მანქანიდან გადაღლილი, აბურძგნული თმითა და უმაკიაჟო სახით გადმოვედი. შინაგანად არ მინდოდა გადმოსვლა, მეზარებოდა და თითქოს გული მიგრძნობდა, რომ რაღაც უჩვეულო უნდა მომხდარიყო. გავაღე კარი თუ არა, გასაღები გადამივარდა, ფეხის ხმა შემომესმა და შემეშინდა გახედვა. ჩემს უკან უცნობი ბიჭი იდგა,რომელსაც არც კი ვიცნობდი, მაგრამ იმდენად საყვარელი იყო, გულში მაშინვე რაღაც ნაპერწკალი ამენთო.დიდი მადლობა,ალბათ გადავიღალე.
-არაუშავს,დღეს ერთმანეთს ორჯერ შევხვდით ,ერთმანეთს არც კი ვიცნობთ.დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
-ორჯერ? არ ვცხოვრობ აქ, სტუმრად ვარ ჩამოსული .
-იმედია, კვლავ შევხვდებით.მე გეგა მქვია, შენ?
-მე ემი.
შემდეგ ერთმანეთს მალევე დავემშვიდობეთ. მივედი თუ არა ლოგინზე დავეცი და 3 საათი მეძინა.როცა გამეღვიძა, რათქმაუნდა ტელეფონი ავიღე და სოციალურ ქსელებში შევედი. რაღაც ივენთი შემომხვდა, ყოველთვის მიყვარდა სამეგობროსთან ერთად სიარული და გართობა, რადგან აქ ბევრი მეგიბარი არ მყავდა, გადავწყვიტე დამეპოსტა, ვინმე ხომ არ აპირებდა წამოსვლას. უმალვე დააკომენტარა უცნობმა ბიჭმა, რომლის სახელიც აშკარად ძალიან მეცნობოდა, უცებ დეჟავიუ და წამში გაჩერდა ყველაფერი. როგორც კი მის პროფილზე გადავედი ,მაშინვე მივხვდი ,ვინც იყო .ორ წუთში მესიჯმაც არ დააყოვნა:
-ჩვენ მეგობრებიც ვყოფილვართ ,თურმე
-რა პატარაა ეს თბილისი, უფროსწორად ეს სამყარო.
-ხვალ წავიდეთ? გიყვარს ასეთი ადგილები?
-კი, ძალიან. წავიდეთ თუ თავისუფალი ხარ.
მოულოდნელობებით აღსავსე იყო ის დღე, არ ველოდი ამდენი ამბის ერთად მოხდენას. თითქოს შინაგანი მე მკარნახობდა, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე.
მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ სახელის გარდა არაფერი ვიცოდი მასზე. სულმოუთქმელად ველოდი მომდევნი დღეს, ახალი საფიქრალი მქონდა, რა ჩამეცვა. ყოველთვის ჩვეულებრივი და "მეზარებაჩაცმა" სტილი მქონდა. არ ვგავდი ისეთ გოგოებს, რომლებიც საათობით არჩევენ სამოსს, სწორედ ეს დამემართა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ხელი ლეპტოპისკენ გამექცა, ავიღე და გადავწყვიტე უარი მიმეწერა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent