შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (თავი 2)


4-02-2022, 10:21
ავტორი თმარი.K
ნანახია 4 356

ანა. მოულოდნელი შეხვედრა.
რთული ღამეა, ხალხი ძალიან ბევრი ირევა ბარში, დასალაგებელიც ბევრა. ჩემდა სამწუხაროდ ამინდი ქალაქში გაუარესდა და წვიმაც დაიწყო. ბარის ადმინისტრაციის პირდაპირი მოთხოვნაა, რომ იატაკები და საპირფარეშო რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს, უნდა შენარჩუნდეს მაქსიმალური სისუფთავე. ეს წვიმა კი ჩემდა საუბედუროდ არ წყდება, უმატებს და უმატებს.
დრო გადის, უკვე ღამის ორ საათს წუთები აკლია, საპირფარეშოსთან გვერდით პატარა საკუჭნაოა სადაც საწმენდ საშუალებებს ვინახავთ, იქ პატარა მაგიდა და სკამები გვაქვს მოსასვენებლად. ის ისაა რომ ძილმა წამიღო, უცებ მესმის ბრაზიანი ყვირილი, ნინოს ეძებდნენ.
- ნინო! ნინო!
- ქალბატონო ლეილა, რა ხდება ? - შევცბუნდი, ვერ მივხვდი ეს ქალი ესე გამწარებით რატომ ყვიროდა, თან აშკარად განერვიულებული იყო.
- ანა, ნინო სად არის?
- ქალბატონო ლეილა, ნინოს ბავშვი სიცხიანი ყავდა, მეუღლემ დაურეკა და თხოვა სახლში მისულიყო, მის მაგივრად მე დავრჩი ღამის სმენაში.
- ანა - წამიერად ამოისუნთქა და შემომხედა, მეგონა დამახრჩობდა ან მომკლავდა, ადამიანის სახე ნამდვილად არ ქონდა, ეს ის ქალი იყო ვინც ავანსი მომცა დილით მომღიმარი სახით, ვერ ვიგებდი რა ხდებოდა, რამ გააბრაზა.
- დიახ, გისმენთ. - მორჩილი ბავშვივით ამოვილუღლუღე, ყველაზე უარესის მოლოდინში.
- მაშ, შენ გაუშვი ნინო სახლში?
- დიახ, მოხდა რამე?
- და, ის პასუხისმგებლობა რაც ნინოს ამაღამ ჰქონდა, შენ ითავსებ?
- დიახ ქალბატონო ლეილა, მე ვალაგებ მის მაგივრად.
- კეთილი. გამომყევი თუ არ შეწუხდები.
ძალიან დავიბენი, შემეშინდა, ჩემი ფიქრები და აზროვნება, ვერც კი წვდებოდა იმ დეტალებს თუ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა. მივყვებოდი თავჩაღუნული, მისთვის ზურგზე მზერის მიპყრობისაც კი მეშინოდა, მწყობრიდან ამდაგვარად გამოსული ეს ქალი მე არასდროს მინახავს. დერეფნის ბოლოს კიბეებზე ავედით, ბარის მეორე სართულზე, თუმცა მე იქ არასდროს ვყოფილვარ, არც უფლება გვქონადა ასვლის, რადგან ამ სართულს სხვა დამლაგებლები აწესრიგებდნენ.
კართან მივედით, შავი ფერის იყო, ჩვეულებრივ კარზე მაღალი და განიერი, ვერცხლისფერი კანტები დაყვებოდა, შიშმა მომიცვა, ხელები გამეყინა და ტანში გამცრა, მეგონა კარი რომ გაიღებოდა გილიოტინა დამხვდებოდა. ლეილამ კარზე დააკაკუნა, სახელურს მიაწვა და კარი გაიღო.
იმდენად დაბნეული ვიყავი, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, თვალებში დამიბნელდა, საკუთარ თავს ვეუბნები, ანა ნუ გეშინია, არაფერი დაგიშავებია. ამ დროს ლეილას ხმა ბუნდოვნად გავიგონე, სხვას მიმართავდა.
- ბატონო ვახტანგ, ეს ანაა, ამაღამ ბარის პირველი სართულის სისუფთავეზე პასუხისმგებელი პირი - დავიბენი, მე რატომ მომიყვანეს აქ, ან თუ ნინოს გამო შენიშვნას მაძლევენ, რატომ არ თქვა სიმართლე, რატომ ვარ დღეს მე აქ, უარესად დავიბენი, უკვე ფიქრსაც კი აზრი ეკარგებოდა, ლოგიკურ გადაწყვეტამდე მაინც ვერ მივდიოდი.
- ანა, შემოსასვლელში მომხდარი ფაქტის შესახებ, როგორც ვხვდები არაფერი გსმენიათ და შესაბამისად არც არაფერი იცით?
მამაკაცის ბოხმა ხმამ გაიჟღერა, ვცდილობ დავმშვიდდე, ხელები გაყინული მაქვს ისევ, თავს ზემოთ ვერ ვწევ, ისტერიულმა კანკალმა ამიტანა, მართალია მე მომმართა, მაგრამ მე უნდა ვუპასუხო თუ არა ამასაც ვერ ვხვდები.
- არა ბატონო, სამწუხაროდ არაფერი არ მსმენია და შესაბამისად არც არაფერი ვიცი. - რამოდენიმე სიტყვა ძლივს გადავაბი.
- ანა, როგორ გგონიათ, მე უნდა გეუბნებოდეთ მომხდარის შესახებ?
დაკითხვაზე ვგრძნობ თავს, ქალბატონ ლეილას შევხედე და ძალა მოვიკრიბე.
- პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დაკითხვას მიწყობთ ბატონო? ერთხელ ხომ ვთქვი, რომ არაფერი ვიცი მომხდარის შესახებ, მეორედ და მესამედ თუ იგივეს მკითხავთ, როგორ გგონიათ შეიცვლება ჩემი პასუხი? თუ ჩამაყენებთ საქმის კურსში, იქნებ შევძლო გამორკვევა რა ხდება, და გაგცეთ შესაბამისად პასუხი, რომელსაც ჩემგან მოელით.
საკუთარი თავის კმაყოფილი ნამდვილად ვიყავი, თავის აწევაც კი გავბედე და ბატონ ვახტანგსაც კი გავუსწორე მზერა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, არც ისეთი ,,ბატონი ვახტანგი’’-სეული იყო ფართო, ელეგანტური შუშის გამჭირვალე მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი მამაკაცი, როგორი ჟღერადობა და სახელიც ჰქონდა.
- ქალბატონო ლეილა, ნებას მომცემთ პატივცემული ქალბატონი (ხელი ჩემკენ გამოიშვირა) საქმის კურსში ჩავაყენო? - დიდი ირონიით წარმოთქვა ეს ფრაზა, და ზედმეტად დამცინავი მზერითაც მიყურებდა, მზერა რომლითაც თავს არარაობად იგრძნობ, ჩემთვის ზედმეტად უჩვეულო ამპლუაში მოვხვდი.
- ბატონო ვახტანგ, თუ გნებავთ მე დაველაპარაკები - თქვა ლეილამ.
- მოკლედ, ქალბატონო ანა, გარეთ რომ წვიმს, თუ იცით? - ნიშნის მოგებით ისევ ირონიულად დამცინავი ინტონაციით დასვა კითხვა.
- დიახ, ბატონო ვახტანგ, ჩემთვის ცნობილია, ამინდის გაუარესების შესახებ, ამინდის პროგნოზის გარეშეც ნათელია, რომ ქალაქში ნამდვილად უხვი ნალექის შედეგად წვიმს, რაც შეეხება ხვალინდელი ან თუნდაც მიმდინარე კვირის მეტეოროლოგიურ პროგნოზს ან თუ გნებავთ ანონს, მომიტევეთ და სამწუხაროდ ჩემთვის უცნობია, დრო აქ მაქვს ამინდის პროგნოზებით დავინტერესდე. სხვა რამით შემიძლია თვენი დახმარება ?
ვახტანგს სასაცილოდ არ ეყო ჩემი ირონია, და ის ის იყო საუბარი უნდა დაეწყო, მან ისევ განაგრძო:
- ანა, საკმარისია ირონია და სარკაზმი, იმის გამო, რომ თქვენ შემოსასვლელში, ფეხსაცმლით შემოტანილი ჭუჭყი არ გაწმინდეთ, ერთ-ერთი ჩვენი სტუმრის -ბიზნესმენის თანმხლები ქალბატონი წაიქცა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლა როგორაა არ ვიცით. ეს კაცი ჩვენი ბარის ხშირი სტუმარია, თქვენ კიდევ ბარის აწყობილ პოლიტიკას მინგრევთ თქვენივე დაუდევრობით! - ტონს აუწია.
- მე, ყოველთვის ყურადღებით ვარ, განსაკუთრებით წვიმის დროს, რომ...
- რომ, მე, მე , მაგას ამჟამად მნიშვნელობა აღარ აქვს, უბედური შემთხვევა მოხდა, ჩვენ ვალდებულები ვართ ქალბატონის მკურნალობის ხარჯები ჩვენ თავზე ავიღოთ. ბევრი რომ არ მივკიბ მოვკიბოთ, ხარჯებს ბარის საფინანსო სამსახური ერთიანად გადარიცხავს, თუმცა დანაკლისი შეივსება შენი ხელფასიდან. გასაგებია?
ოღონდ ეს არ ეთქვა, ყველაფერზე მზად ვიყავი, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო, ბრძენ კაცთ უთქვამთ, აი ასე იყო ჩემი საქმე, ნეტავ იქვე მოვმკვდარიყავი, ჯერ ისედაც რა მიზერული ხელფასი მე მაქვს და ახლა კიდევ დაკავება.
- დიახ, გასაგებია, მაგრამ რამდენს დამიკავებენ, იცით მე... - გამაწყვეტინა ლეილამ საუბარი.
- ბატონო ვახტანგ, ვიზიარებ მომხდარ ფაქტს, და ანა ნამდვილად დამნაშავეა, რომ დროულად არ გაასუფთავა შემოსასვლელი, მაგრამ, ანას ძალიან ...
- უჭირს ლეილა? ხელფასიდან არ უნდა დაუკავდეს მკურნალობის თანხა? შენ ამბობ რომ ჩემი ჯიბიდან უნდა ავანაზღაუროთ, თუ ბარის ბიუჯეტიდან?
- ბატონო ვახტანგ, ანას ავადმყოფი ბაბუა ყავს და...
- ანა, ხელფასის 50 % დაგიკავდება, დავამთავრე მე ახსნა-განმარტებების გაცემა და მოსმენა. თავისუფლები ხართ, შეგიძლიათ გაბრძანდეთ და თქვენ საქმეს მიხედოთ, სამუშაო საათები ჯერ არ დამთავრებულა.
სახტად დარჩენილს ისღა დამრჩენოდა კუდამოძუებული გამოვსულიყავი განკითხვის ოთახიდან. ფიქრები ერთმანეთში მერეოდა, 12 საათში - 20 ლარი, უფულოდ ვრჩებოდი ფაქტობრივად. საუბარსაც კი არ ქონდა აზრი, ან რა მეთქმოდა, ეშმაკის მოციქულთან საუბარსაც კი არ ქონდა აზრი. ლეილა აშკარად არ ელოდა ვახტანგისგან მსგავს გადაწყვეტილებას, ალბათ ამიტომაც გამომესარჩლა და შეეცადა ჩემი მატერიალური სიდუხჭირის შესახებ ეცნობებინა მისთვის, თუმცა უშედეგოდ.
- ანა, ნახე რა გამოიწვია დღევანდელმა შენმა ერთპიროვნულობამ? ის რომ მეთქვა მის ადგილას დღეს სხვა უნდა იყოს თქო, წარმოგიდგენია რა მოხდებოდა, შეიძლება სამსახურიც კი დაგეკარგა.
- მესმის, ქალბატონო ლეილა, მადლობელი ვარ თქვენი.
- რას ვიზავთ, მთავარია, იმ ქალბატონს ძვირი მკურნალობა არ დასჭირდეს, რომ ნაკლები თანხა დაგიკავდეს, ეჰ ანა....
- იმედია, მეც ამის იმედი მაქვს.
- განაგრძე ანა მუშაობა, განაგრძე.
დავბრუნდი ჩემ საკუჭნაოში, ავიღე ნივთები შემოსასვლელის მწყობრში მოსაყვანად, გვასუფთავე, ერთი ნამცეცი მტვერიც არ იყო ირგვლივ, შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე, როცა ნაცნობი, ჩემთვის ავის მომასწავებელი ხმა მომესმა.
- ყოჩაღ ანა! ყოჩაღ!
ხელში ფინჯანი ეჭირა, ალბათ ყავას მიირთმევდა, თავი დავხარე, თვალს ვერ ვუსწორებდი, წინანდელი განცდილი შიში ისევ მახსენებდა თავს. ის ის იყო გამოვბრუნდი, ნივთები საკუჭნაოში უნდა დამებრუნებინა, რომ ვედრით სავსე ჭუჭყიანი წყალი დამეღვარა ნერვიულობისგან. წყლის შხეფებმა კი ვახტანგს სამოსი გაუბინძურა. კიდევ ერთ განკითხვას ამ კაცისგან უკვე ვეღარ გადავიტანდი.
- შექება გწყინს, როგორც ჩანს!
მკაცრი ტონით წარმოთქვა ეს წინადადება, მისი სიტყვები გულში ისარივით მომხვდა, ძალიან დაძაბული ვიყავი, რომ უცებ ჭიქის მტვრევის ხმა გავიგე, რამაც წამიერად დაძაბულობიდან გამომიყვანა, შემოვტრიალდი და ინსტიქტურად ხან დასვრილ იატაკს ვუყურებდი, ხანაც ეშმაკის მოციქულს ბატონ ვახტანგს, რომელსაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინჯანი შემთხვევით არ გავარდნილა ხელიდან.
- ეს შეგნებულად გააკეთეთ? - როგორ გავბედე ამ ტონით აზრის გამოთქმა, ან საიდან მქონდა ხმაში ასეთი თავდაჯერებულობა, თავად გამიკვირდა, თუმცა ბრაზი რას არ გაგაკეთებინებს.
- შეგნებულად?
- დიახ, რამე გაუგებრად ვიკითხე, თუ სიტყვა ,,შეგნებული’’-ს დეფინიცია თქვენთვის უცნობია ბატონო ვახტანგ?
- უნებლიედ, ანა.
- უნებლიედ გაგივარდათ ფინჯანი ხელიდან?
- დიახ, რაიმე გაუგებრად ვთქვი, თუ სიტყვის ,,უნებლიედ’’ - ის დ ე ფ ი ნ ი ც ი ა თქვენთვის უცნობია ქალბატონო ანა? - სიტყვა დეფინიცია, ისე დამარცვლა, სკოლაში რომ ,,აი ია’’-ს გვასწავლიდნენ, ან და ,,თათი’’ -ს გვამარცვლინებდენენ, გამოთქმით და რა თქმა უნდა ხმამაღლა, მთელი შეგრძნებით.
ეს ის შემთხვევა, იყო, ცხოვრებაში ერთხელ რომ ხდება, პირველად მქონდა სურვილი ვიღაც მომეკლა მისივე ირონიაში და სარკაზმში. ალბათ სიამოვნებით ვუთავაზებდი სილას, მაგრამ რეალობა უკან მხევდა. შევეცადე დაგროვებული ემოცია მომეთოკა, ბრაზს არ ავყოლოდი და იმაზე მეტი აღარ მეკადრებინა მისთვის და მის დონემდე არ დავცემულიყავი.
- ქალბატონო ანა, მოწმინდეთ იატაკი, ნამსხვრევები მოხვეტეთ. მე რამდენიმე წუთში დავბრუნდები და თქვენ ნამუშევარს დეტალურად დავაკვირდები. ერთხელ დაშვებული შეცდომა გეპატიებათ, განმეორებითი არა, ჩემი თხოვნაა გაითვალისწინოთ შეძლებისდაგვარად, ისევ და ისევ თქვენთვის ჯობია ასე, დამერწმუნეთ.
სად ქონდა, ან საიდან ამოსდიოდა ამხელა ირონია, ვერ ვხვდებოდი, ან რაში ჭირდებოდა, განა რა მოხდა ან რა დავაშავე ასეთი, რომ ასეთი უპატივცემულობა დავიმსახურე. გაგება მიჭირდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ფაქტი აშკარა იყო. საზოგადოებაში გარკვეული ფენების არსებობას მივყავართ ამ შედეგამდე რაც დღეს დადგა. მისი აზრით, დამამცირა? აბუჩად ამიგდო? მარტივად დამცინა? - მე პირიქით მგონია, მისი საქციელი ყველანაირ მორალს და ზნეობასაა მოკლებული, სწორედ, რომ მისნაირებისთვისაა დამახასიათებელი უღირსი საქციელები. ნამდვილად აღარ მსურდა მისი ნახვა, ან თუნდაც მასთან რაიმე სახის სამსახურებრივი შემხებლობა.



№1 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო ისტორიის დასაწყისია, ძალიან მომეწონა.გააგრძელე ველოდები მოუთმენლად ახალ თავს.ნიჭიერი გოგო ხარ გეტყობა.

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძალიან კარგია. გამართული, შინაარსიანი და საინტერესო ისტორია გამოდის. ნაწერიდან გამომდინარე, ავტორს დიდი პატივისცემა ჩემგან. ველოდები ახალ თავს. თუმცა მგონია პატარა თავებია, არ მყოფნის. თუ გაზრდი უფრო გამახარებ♥️

 


№3 სტუმარი ანათეა

ანას ხასიათს ძალიან კარგად კვეთ))ასე გააგრძე )))
არვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომწონს მისი ხასიათიას სიძლიერეა))

 


№4 სტუმარი ატბ

როდის დადებ შემდეგს

 


№5 სტუმარი მინი ჯუზე

აუ მალე მალე დადე

 


№6 სტუმარი სტუმარი თმარი.K

მინი ჯუზე
აუ მალე მალე დადე


მე-3 თავი, ეს დაუვიწყარი ემოცია იქნება innocent

 


№7  offline წევრი თმარი.K

სტუმარი ლია
საუკეთესო ისტორიის დასაწყისია, ძალიან მომეწონა.გააგრძელე ველოდები მოუთმენლად ახალ თავს.ნიჭიერი გოგო ხარ გეტყობა.


შემდეგი თავები, ნამდვილად გაგაოცებთ, მადლობა თქვენ <3

მინი ჯუზე
აუ მალე მალე დადე


ოთხ თებერვალს, მზად ხართ გაოცებისთვის?

სტუმარი ლია
საუკეთესო ისტორიის დასაწყისია, ძალიან მომეწონა.გააგრძელე ველოდები მოუთმენლად ახალ თავს.ნიჭიერი გოგო ხარ გეტყობა.


უღრმესი მადლობა. ჯერ კდიევ წინაა ბევრი საინტერესო მომენტი და ფაქტები.

სტუმარი ქეთა
ძალიან კარგია. გამართული, შინაარსიანი და საინტერესო ისტორია გამოდის. ნაწერიდან გამომდინარე, ავტორს დიდი პატივისცემა ჩემგან. ველოდები ახალ თავს. თუმცა მგონია პატარა თავებია, არ მყოფნის. თუ გაზრდი უფრო გამახარებ♥️



თქვენი შეფასება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევეცდები თავები განვავრცო, რა თქმა უნდა ლოგიკური და თემატური ბმით.

 


№8 სტუმარი ატბ

Rodis dadeeeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent