შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტინქტი (დასასრული)


4-02-2022, 21:59
ავტორი Anastacia
ნანახია 2 259

-სანდრო როგორ ხარ?-ნანას ვინ დაასწრებდა შვილის მონახულებას.
-დედა რა სახე გაქ?ხო ხედავ კარგად ვარ,მალე პალატაში გადამიყვანენ.
-არა რაზე ფიქრობდით ან შენ ან ის მძღოლი,ასე უაზროდ რომ შეასკდით ერთმანეთს.-მაშინვე დატუქსვაზე გადავიდა ქალბატონი ნანა.
-დედა კარგი რა,კატო სად არის?-ალექსანდერს ნამდვილად არ უნდოდა ავარიის დეტალების გახსენება.
-ჯერ აქედან გამოდი და მერე ვისაუბროთ შენს უაზრო საქციელზე!-თავს აქნევდა ქალბატონი ნანა.-მოვა შენი გიჟი და მალე,მთელი ღამე აქ იყო და გამოსაცვლელად წავიდა.
-ყველაზე გამოუცდელი მძღოლი როგორ არის?-საბა და დიმა შემოვარდნენ.
-ახლა ამათაც უნდა დაიწყონ?-თვალები აატრიალა ალექსანდრე.
-ისე კი კარგად გაულამაზებიხარ საჭეს,რაც მთელი თბილისის კრიმინალებმა ვერ შეძლეს,ერთმა მთვრალმა მძღოლმა შეძლო.-ეს უკვე საბა იყო.
-დაიჭირეთ?-ნანამ იკითხა.
-აბა რას ვიზამდით,ისე მაგსაც არ აქვს კარგი მდგომარეობა,მაგრამ როგორღაც კი შეძლო გაქცევა,მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე საათით.-ნიშნის მოგებით თქვა დიმამ.
-მიმიშვით ჩემს ძმასთან,რომ ჩამწკრივებულხართ აქ.-როგორც კი კატო შემოვიდა,სიმშვიდეც დაირღვა.
-კატო მეტკინაა.-ისე ჩაეხუტა მწოლიარე ალექსანდრეს,მგონი ყველა ის გადარჩენილი ნეკნებიც ჩაემტვრა.
-გეტკინოს მერე,ხვდები მაინც როგორ ვინერვიულეთ.-წარბები შეჭმუხნა უკვე.
-ჯობია ჩვენ წავიდეთ,თორემ კატოს შხამს ვერ გადავურჩებით.-ჩაუფხუკუნა საბამ და დიმასთან ერთად გავიდა.
-მოიცა მარტო მტოვეებთ.-ალექსანდრემ მიაძაღა მეგობრებს და კატოსგანაც მიიღეს კომპლიმენტი
-იდიოტები!
-კატო შენ მთელი ღამე აქ იყავი.
-კი
-და არავინ არ შემოსულა ჩემთან?
-ალექსანდრე ვინ უნდა შემოსულიყო დედას გარდა არავინ არ შემოუშვეს.-თვალები დააწვრილა კატომ.-რატო მეკითხები?
-ისე,უბრალოდ.
-ისე უბრალოდ?დარწმუნებული ხარ?-ერთი წარბი მაღლა აწია კატომ,როგორც ჩვეოდა ისე.
-დედა მომაშორე ეს.-დაიწუწუნა ალექსანდრემ.
-არა რა,ძმაც ასეთი უნდა გყავდეს!-თავი გააქნია კატომ და ჩაიცინა.
-რამდენ ხანში გამწერენ?
-სავარაუდოდ სამ დღეში,მაგრამ როგორც გიორგიმ გვითხრა ერთი კვირა სახლში მოგიწევს წოლა.-მასინვე უპასუხა კატომ.
-გიორგი?
-შენს ექიმს არ იცნობ სანდრო?-გაიკვირვა კატომ.
-მე კი ვიცნობ,მაგრამ როდის მერე გახდა შენთვის გიორგი?-მგონი კატო გამოიჭირირეს.
-რა იყო,როგორ მიყურებთ?ახალგაზრდა ტიპია ბატონოს ხომ არ დავუძახებ.-ცოტა დაიბნა კატუსა.ალექსანდრემ თავი გააქნია და დაამატა:
-მაგ გიორგიზე სახლში დავილაპარაკოთ.
-სალაპარაკო არაფერია ძამიკო,მე წავალ მწყურია.-უკან არც მიუხედავს ისე გავარდა.
-სანდრო,როდის მერე იბნევა შენი და საუბარის დროს?-გაკვირვებულმა შეხედა შვილს.ალექსანდრემ კი უბრალოდ ჩაიცინა.
***
სულმოუთმენლად ელოდა დაღამებას,რომ ისევ ეგრძნო ალექსანდრეს სითბო.ისევ შუაღამე იყო,იმ იმედით მიდიოდა,რომ ალექსანდრეს ეძინებოდა.მიუხედავად იმისა,რომ ძალიან უნდოდა მისი მწავნეების დანახვა,გულის სიღრმეში ეშინოდა,რომ ალექსანდრეს შემოხედვა იმაზე გულგრილი იქნებოდა ვიდრე ოდესმე.მისაღებში უთხრეს,პალატის ნომერი სადაც,გადაიყავნეს,მაგრამ რა თქმა უნდა,იმის თქმა მოუწია,რომ ალექსანდრეს ცოლი იყო და არა ვინმე უცხო.დერეფანში არავინ არ დახვდა,ამიტომ რაც შეიძლება მალე გაიარა და პალატის კარი წყნარად შეაღო.ალექსანდრეს ეძინა,ამიტომ ამოისუნთქა და უფრო თამამად შევიდა.ისევ ჩაკიდა ხელი,დაიხარა და შუბლზე აკოცა.წამლების სუნით გაჟღენთილ ოთახში მაინც მკვეთრად გრძნობდა ალექსანდრეს სურნელს,რომელიც ასე ძალიან ენატრებოჯდა. ერთი წამით ყველა გადაწყვეტილება ინანა,რაც ორი წლის მიიღო,მაგრამ ახლა მხოლოდ ალექსანდრეზე ფიქრობდა.რამოდენიმე წუთიანი მეთვალყურეობის შემდეგ,მიუახლოვდა და ნელა დაეწაფა მის ტუჩებს,მაგრამ ალექსანდრეს რეაქცია,რომ იგრძნო მაშინვე წამოხტა:
-ალექსანდრე....-ამ ხმაში იმდენი ემოცია ერთად იყო,რომ გარჩევა შეუძლებელია.
-ლიზა....-თვალებიი გაახილა და გაუღიმა გოგონას.-ჯაშუშობანა და ჩუმად შემოპარვა არ გიხდება ლიზა.-რაც შეიძლება აუღელვებელი ხმა ქონდა ალექსანდრეს.
-მე.....მე უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.-ფაქტზე გამოიჭირეს,უარყოფას აზრი არ გონდა.
-და რატომ მაინდამაინც ახლა?-ბალიში გაისწორა და წამოიწია.
-იმიტომ,რომ ახლა აქ ვარ.-ყველანაირი თავდაჯერებულობა და მტკიცე ტონი გაუქრა ლიზას.
-რატომ მოხვედი ლიზა?-მზერა გაუსწორა ქალს,რომელიც ძლივს იდგა ფეხებზე.-თან საერთოდ არ გეცოდები და მკოცნი.-ტუჩის კუთხე ჩატეხა ალექსანდრემ.
-მგონი არ უნდა მოვსულიყავი.-გაბრუნდა და წასვლა დააპირა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-ლიზა ბოლომდე გეყოს გამბედაობა და მოდი ჩემთან!-ჩაიწია და ხელით ანიშნა მის გვერდით დაწოლილიყო.ლიზამ ვერ გაბედა კიდევ ერთხელ შებრუნება და წასვლა,ამიტომ დაემორჩილა და ნელი ნაბიჟებით მიუახლოვდა,შემდეგ გულზე დაადო თავი,ალექსადრემ კი მისი თმის სურნელი შეიგრძნო.
-რამეს ხო არ გატკენ?-თავი ოდნავ აწია,მაგრამ ალექსანდრემ განძრევის შასუალებაც არმისცა.
-ლიზა არ იმოძრაო,თორე მართლა მეტკინება.-ლიზას თმას არ ეშვებოდა,ის კი გასუსილი იწვა.ლიზას გულმა ცეკვა,რომ დაიწყო ეს აშკარაა მგონი.-მაინც რამდნეიხანი აპირებდი ქმრის სანახავად ჩუმად შემოპარვას.
-ქმრის,რომელთანაც საქორწინო დავა ერთი წელია მიმდინარეობს,და ვერაფრით ვერ გადაწყვიტა გამეყაროს თუ ცხოვრების ბოლომდე დამტანჯოს.-გაღიმებული სახით ლაპარაკობდა ლიზა.
-და შენ გინდა ჩემგან გათავისუფლება?-როგორ ეშინოდა პასუხის,მაგრამ მაინც დასვა შეკითხვა.
-მგონი არა!
-მგონი?-გაეცინა ლიზას პასუხზე.
- ყოველჯერზე,როცა ადვოკატი მირეკავდა და მეუბნებოდა,რომ განქორწინებაზე უარს აცხადებდი,მიხაროდა.მშვიდად ვიყავი,როცა ვიცოდი,რომ სადღაც აქ იყავი და ისევ ჩემი ქმრის სტატუსი გქონდა.-მშვიდად აღიარა ლიზამ სიმართლე.
-სად იყავი?-დაასერიოზულა ტონი.
-საფრანგეთში.
-შენ გინდა მითხრა,რომ საფრანგეთში იყავი და მე ვერ გიპოვე.
-მთავარია,რომ მეძებდი...
-მაგრამ იცოდი,რომ ვერ გიპოვიდი.ხვდები,რომ ეგოიზმის შემოტევა გაქვს?
-კი,იმ წამიდან,რაც აქედან წავედი.-ორივეს გაეცინათ.
-შენი ტუჩების კვალის დატოვებას და წასვლას აპირებდი არა?
-არა,ასეთი განძრახვა არ მქონია,როცა მოვდიოდი,უბრალოდ მერე....
-ჩემს შარმს ვერ გაუძელი ხო?-ნიშნის მოგებით განაცხადა ალექსანდრეს.
-შენთვის ვინმეს უთქვამს,რომ თავდაჯერებული იდიოტი ხარ?
-არა ეშინაით ხოლმე.-ისევ გაეცინათ.
-ლიზა...
-ალექსანდრე...
-დარჩები დღეს აქ?
-დავრჩები!-თავი აწია და ლოყაზე აკოცა.ალექსანდრემ კი მისი თმის მოფერება განაგრძო.ორივეს ჩაეძინათ:ტკბილად,მშვიდად და რაც მთავარია ისევ ერთად.
***
დილით,ყველა ერთად შეიკრება დერეფანში და ალექანდრეს ნახვას აპირებდნენ.ჩვენი წყვილი კი გაღვიძებას არ ჩქარობდა,თან სიმყუდროვესაც არავინ არ დაურღვევდა,რომ სცოდნადათ პალატაში რაც ხდებოდა,მაგრამ უკვე გვაინი იყო:
-თქვენც იმას ხედავთ,რასაც მე თუ მელანდება.-დაიწყო საბამ.
-სხვა პალატაში,ხომ არ მოვხვდით-გააგრძელა დიმამ.
-ვაა ყინულის დედოფალი ჩამოსულა.-ჩვენი კატო,როგორც ყოველთვის ფორმაშია.
-ყინულის დედოფალი ვინ არის კიდევ საკითხავია.-გამოესარჩლა ბრალდებას გიორგი ექიმი და კატოს გაუსწორა მზერა.
-როდის მოასწრეს ამათ გარიგება?ქეთი შენ იცოდი არა?.-გვერდით,მდგომ ცოლს გახედა დიმამ.
-ვერ ხედავ რა გაოგნებული ვიყურები,საიდან უნდა მცოდნოდა.
-თუ კომენტარები დასრულდა.შეგიძლიათ გახვიდეთ?სძინავს ლიზას.-მძინარე ხმას ხელი არ შეუშლია ალექსანდრეს ბრძანებლურ ტონს.
-მაგ ლიზას,ორი წელი არ აინტერესებდა შენი მდგომარეობა და ახლა გაახსენდი.-უთხრა ძმას და გავიდა,გიორგიც უკან მიჰყვა.სხვები კი როგორც შემოვიიდნენ ისე გავიდნენ.
-ლიზა...-შეიშმუშნა ჩვენი ლიზა და ალექსანდრეს ოხვის მიზეზიც გამოიწვა.
-რა...რა მოხდა...გატკინე?-მაშინვე წამოხტა.
-დაწნარდი...არაუშავს.-სასაცილო და სასიამოვნი იყო,ლიზას აბურდული თმისა და ნამძიმნარევი სახის ყურება ალექსანდრესთვის.
-მგონი სანამ შენები მოვლენ ჯობია წავიდე.-ისევ დაიბნა.-თან ექიმს დავუძახებ.
-იყვნენ უკვე,ქეთიც იყო და ისეთი სახით გიყურებდა ჯობია ცოტახანი არ დაენახო.-ალექსანდრეს სიცილი აუტყდა ლიზას გამომეტყველებაზე.
-რაა?ანუ ყველამ იცის აქ,რომ ვიყავი.
-დიახ!რამე პრობლემა?
-არა უბრალოდ ქეთი და დიმას გამალებით ვუმტკიცებდი,რომ შენგამო არ ჩამოვსულვარ.-არა რა ზოგჯერ კბილი უნდა დააჭიროს,ენას თორე ყველაფრის აღიარება უნდება ხოლმე ლიზას.
-და ჩემ გამო ჩამოხვედი?
-არა მხოლოდ!კარგი ახლა წავედი.-უცებ მიუახლოვდა,მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და პალატიდან გამოვარდა.მაგრამ ამოსუნთქვას,ვინ აცლიდა,მაშინვე ქეთის შეეფეთა:
-შენ და მე სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.წარბები შეჭმუხნული ქონდა ქეთის,მაგრამ ღიმილი შეეპარებოდა ხოლმე სახეზე.
-ქეთი გეხვეწები დღეს ვეღარ გავუძლებ მეტ ემოციებს,ახლა წავალ და მერე ვილაპარაკოთ.-ერთი სიტყვით გაიქცა,გაიქცა იქ სადაც ყველაზე მშვიდათ იქნებოდა,სადაც ალექსანდრეს ოცნება ელოდებოდა.
როგორც კი სახლი და მტირალა ტირიფი დაინახა მაშინვე მოეშვა,სახლის კარი წყნარად შეაღო და პირდაპირ მდივანზე მოკალათდა,ხელები მუცელზე დაიდო და თვალები დახუჭა,ყველა მომენტი გაიხსენა:ალექსანდრეს რეაქცია მის კოცნაზე,მისი თბილი ხელები,მოფერება თმაზე,რომელმაც ასე ძალიან იმოქმედა და ბავშვივით ჩაეძინა.აი თურმე რა სჭირდებოდა ლიზა თოდუას,მაგრამ როცა საკუთარ ბედნიერებაზე იწყებდა ფიქრს,მაშინვე ლევანი ახსენდებოდა,რომელიც ორი წელია არ უნახავს და აზრზე არ არის როგორ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა,რომ ხშირად კითხულობდა მის ამბავს,მაინც დარწმუნებული იყო,რომ ისე კარგად არ იყო,როგორც ეუბნებოდნენ.
ყველაზე მთვარი მოსამართლე მაინც ლიზა აღმოჩნდა,რომელმაც ალექსანდრე და ლევანს ერთნაირი სასჯელი გამოუტანა.ლიზამ საკუთარი თავი და გრძნობები დაივიწყა,როცა პირველი ნაბიჟი დადგა აეროპორტში.ყველაზე მეტად ეტკინა,როცა ალექსანდრემ მამა წაართვა,მამა კი ალექსანდრე.
გამოიყენეს,მოატყუეს და მამა გაუშვეს საპატიმროში.მამამ კი საყვარელი ადამიანი წაართვა,იმ დილით როცა ის დოსიე დაუტოვეს კარებთან,რომელშიც ალექსანდრეს მთელი ცხოვრება იყო.ლევანმა კარგად იცოდა,თუ ლიზას თავისებურად მიაწვდიდა ინფორმაციას,მაშინ კოზირი მის მხარეს იქნებოდა,სამწუხაროდ როცა ალექსანდრეს გულწრფელი გრძნობები დაინახა,უკვე გვიანი იყო,რადგან ლიზამ ყველაფერი იცოდა.
წავიდა,რომ ორივესთვის წაერთვა,ყველაზე ძვირფასი რაც მათ ეკუთვნოდათ: საკუთარი თავი!
***
მეორე დღეს ციხის წინ იდგა,რომელიღაცა ოთახში შეუშვეს სადაც ოთხი მაგიდა და მისგარშემო ხის სკამები იდგა,გარშემო ყველაფეი ნესტიანი ოყო,ერთი ნათურა ძლივს ანათებდა მთლიან ოთახს.ნაბიჯების ხმა მოესმა და და შეტრიალდა.ბატონი ლევანი კი მხნედ იდგა,მაგრამ მაინც ეტყობოდა ციხის კვალი,უფრო დასუსტებული იყო ფიზიკურად და სულიერადაც.აღარ ანგრევდა,ლევან თოდუას გამოჩენა,კედლებს.
-მამა.....-ძლივს წარმოთქვა და მისკენ გაემართა,ისე ძლიერ ჩაეხუტა,როგორც არასდროს.როგორც ადრე ისე,ახლაც ჩაიმალა მის ხელებში.-როგორ მომენატრე.
-მეც ჩემო პრინცესა.როგორც იქნა დაბრუნდი.-თავზე აკოცა შვილს და ისევ მიიკრო გულზე.
-დავბრუნდი.
-დაბრუნდი მაშინ,როცა მიხვდი,რომ ჩვეული ცხოვრების გაგრძელება შეძლებდი.
-შენსავით არასდროს არავის არ ესმოდა ჩემი მამა.
-გვაპატიე?
-კი დიდი ხნის წინ,მაგარმ ეს დრო ყველას გვჭირდებოდა ალბათ.-მოშორდა და მზერა გაუსწორა ლევანს.-შენ როგორ ხარ?იმედია ასეთ ოთახში არ ცხოვრობ.
-არა შვილო,უბრალოდ აქ უფრო მშვიდად შევძლებდით საუბარს.
-აქაც შენ ბატონობ?
-არა,შენი ქმარი არ მაძლევს მაგდენის უფლებას.-ორივეს გაეცინათ.
-ეჭვიც არ მეპარება.
-ცხოვრება უსამართლოა,როცა ის გიყვარდება ვინც არ უნდა შეგყვარებოდა.შენ მამამისის მკვლელის შვილი ხარ,ეს ისედაც სასჯელია,მგონი დროა საკუთარ თავს და ალექსანდრეს მისცე ბედნიერების უფლება.
-მეჩვენება თუ ალექსანდრეს იცავ?
-მე მას შენი თავი ჩავაბარე,მიუხედავად იმისა,რომ ეს თვითონ არ იცის.-გაეღიმა ლევანს.-ლიზა იყავი უბრალოდ ბედნიერი!
-შენ?-ვერასდროს ვერ იკავდებდა ცრემლებს,როცა მამას ეხებდოა საქმე.
-მე იქ ვარ,სადაც უნდა ვიყო,ადრე თუ გვიან ეს ისედაც მოხდებოდა.ღმერთი არავის არ ტოვებს დაუსჯელს,როცა მის მიერ მინუჭებულ სიცოცხლეს ართმევ ადამიანს....ლიზა თუ შენ იქნები ბედნიერი,მეც ბედნიერი ვიქნები!ეს სულ გახსოვდეს!
-შენც სულ გახსოვდეს,რომ მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა!-ისევ მოეხვია ქალიშვილს.-აბა რა ხდებოდა საფრანგეთში?
-შენ საიდან იცი?-გაკვირვებული იყო.
-ჩემი კავშირები გამოიყენე,იმი დასამალად თუ სად იყავი და განა მე არ მეცოდინებოდა.ალექსანდრე ზედმეტად კანონიერი გზებით ცდილობდა ამის დადგენას,მაგიტომაც ვერ გამოუვიდა.-ნამდვილად კმაყოფილი სახე ქონდა ლევანს.
-პრინციპში,რომ არ გცოდნოდა ეგ უფრო გამიკვირდებოდა.-მერე კი ისაუბრეს ათას წვრილმან რაღაცაზე,რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა.ლიზა ბედნიერი გამოვიდა ციხის კარბიდან,რადგან საკუტარი თავიც გაანთავისუფლა და ყველა გარშემოც.
ლევანის და ლიზას ურთიერთობაში ვერავინ ვერ ჩადგებოდა,რადგან ლიზასთვის იგი იდეალური მამა იყო,მხოლოდ სიყვარულს ასხივებდა ლიზასმიმართ.ეს კი უმნიშვნელოვანესია პატარა გოგონათვის,რომელიც მთელი ბავშვობა პრინცესობანას თამაშობდა,მამა კი მისი მეფე იყო.გოგონა გაიზარდა და რეალობას შეეფეთა,მაგრამ ის სიყვარული არასდროს არ განელებია,რასაც მამის მიმართ გრძნობდა.
მხოლოდ მშობლები და შვილები თუ აპატიებენ ერთმანეთს უპირობოდ,რა დანაშაულიც არ უნდა მიუძღვიდენ ერთმანეთის მიმართ!
***
სახლს აწყობდა,რომ ბოლოს და ბოლოს,იქ გაეგრძელებინა ცხოვრება ალექსანდრესთან ერთად.ყველაფერი თავისი გემოვნების მიხედვით მოაწყო და იცოდა,რომ ალექსანდრესაც მოეწონებოდა.უკვე დღის ბოლო იყო და დაღლილი მიესვენა საწოლზე ქეთიმ,რომ დაურეკა.
-ქალბატონო ლიზა როგორ ბრძანდებით?
-მე კარგად,თავად.-იცოდა დაქალის გაბრაზების მიზეზი,მაგრამ არ შეიმჩნია.
-მეც კარგად.
-რახდება ქეთი რა ტონით მესაუბრები.-უკვე ვერ მოითმინა და ფხუკუნი აუვარდა ლიზას.
-ვაიმე ლიზა ერთ დღეს გამოჩნდები,მეორე დღეს გადაიკარგები,მერე საერთოდ ვიგებ,რომ ვაჟბატონ ალექსანდრესთან დადიოდი ღამღამობით ახლა კი ისევ გადაიკარგე,ის კი იქეთ ყველას უღრენს.
-ალბათ მოვენატრე და მაგიტომ.-სიცილს მოუმატა.
-ლიზა რა გჭირს?
-არაფერი,უბრალოდ ბოლოს და ბოლოს მივხვდი,რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი იმ ადამინების გვერდით ყოფნაა,ვინც დავდავიწყებით გიყვარს და მათ გამო ყველაფერს დათმობ,ისე როგორც ეს ალექსანდრემ გააკეთა.
-და ალექსანდრემ რა დათმო?
-ნუ გავიწყდება,რომ მისი მამის მკვლელის შვილი ვარ.
-მე არ მავიწყდება,აი,ალექსანდრემ კი ეს დიდიხნის წინ დაივიწყა.
-ზუსტად ამას ვგულისხმობდი.
-ვის ეჭორავება ჩემი ცოლი?-დიმას ხმა მოესმა.
-კარგი მე წავედი ახლა და ხვალ გნახავთ ყველააას,თან არამგონია დიმამ ლაპარაკი გაცალოს ახლა.-გაიცინა და გაუთიშა დაქალს.
***
რამოდენიმე წუთიანი კაკუნის შემდეგ კარი გამოღო ქალბატონმა ნანამ:
- გამარჯობა ქალბატონო ნანა.
-გამარჯობა შვილო.....შემოდი....გელოდებოდით-გაუღიმა ქალმა.
-მართლაა?-როცა სიტყვა ‘’გელოდებოდით’’ გაიგო თვალები გაუნათდა.
- ამ სახლში მცხოვრები ადამიანები სულ გელოდებოდით.
-მაპატიეთ დაგვაინებისთვის.
-მთავარია,რომ მოხვედი.-სახლში შევიდა ლიზა და ქალს მოეხვია.
-როგორც იქნა რძალი დაგვიბრუნდა.-კატოც გამოვიდა და მოეხვია ლიზას-არ გეგონოს ჩემი ძმის დასჯისთვის არ გიბრაზდები,უბრალოდ მართლა ღირსი იყო,გიორგის ეგრე,რომ მოვეტყუებინე ზედაც აღარ შევხედავდი!-თვალი ჩაუკრა და გაიღიმა.
-დამიჯერე აპატიებდი და კიდევ ბევრ, უარეს რამესაც.-ლიზამაც ჩაუკრა თვალი და მისახებში შევიდნენ.
-მაგ თვალებით თუ ჩემს ძმას ეძებ,ზემოთ არის ოტახში და თან ცოტა ნაწყენიც არის.-კატომ ყურში ჩასჩურჩულა და გაუღიმა.
ისევ აიარა კიბეები,როგორც ორი წლის წნ და ისევ წყნარად შეაღო კარი,მაშინვე ნაღატს გახედა და მიხვდა,რომ ზუსტად ისე შეძლო ყველაფრის რეალობაში გადმოტანა,როგორც ნახატზე იყო.მერე ალექსანდრეს დახედა,რომელიც წელზე იწვა და ხელები მუცელზე ქონდა დაწყობილი.ვერ ხვდებოდა ეძინა თუ არა,ამიტომ მიუახლოვდა და მის გვერდით დაწვა,თავი ისევ გულზე დაადო და რაც შეიძლება კომფორტულად მოკალათდა,რამოდენიმე წამში ალექსანდრეს მოფერება იგრძნო თმაზე და გაეღიმა.
-მოხვედი?
-მოვედი და აღარსად აღარ ვაპირებ წასვლას.
-მაღალი განაცხადია!მზად ხართ ასეთი სასჯელისთვის პატარა ქალბატონო?
-რა თქმა უნდა,დიდი სიამოვნებით.-ალექსანდრმ შუბლზე აკოცა და რამოდენიმე წითიაNი სიჩუმის შემდეგ უთხრა.
-ლევანთან იყავი.
-დიახ ვიყავი,იმიტომ რომ მომენატრა.-მაშინვე იგრძნო,როგორ დაეწიმა ალექსანდრეს ძარღვები,მაგრამ არც გაკვირვებია.უბრალოდ ხელი ცაკიდა და გააგრძელა.-მითხრა,რომ ჩემი თავი შენ ჩაგაბარა და რომ საკუთარი თავისთვის მიმეცა ბედნეირების უფლება
-მაგიტომაც ხარ აქ?
-არა აქ იმიტომ ვარ,რომ მიყვარხარ და ვეღარცერთ წამს გავძლებ შენს გარეშე.-ალექსანდრემ ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ჯანდაბა ლიზა ხვდები,რომ ჩემი მართვა შეგიძლია.-ლიზას აკისკისდა.
-არა დამიჯერე ეს შენ მმართავ მე.
-ან ყველაფერში სიყვარულის ინსტინქტია დამნაშავე.-კიდევ უფრო მიიკრო გოგონა და უკვე მის ტუჩებს დაეწაფა.
***
ალექსანდრეს დაბადების დღე გათენდა.ყველა ემზადებოდა.ფილფანების სახლში ბიდნიერება სუფევდა.ნანა და ლიზა სადილს ამზადებდა,კატო გიორგის ეწუწუნებოდა,რომელიც მოსვლას ვერ ახერხებდა,ალექსანდრეც კატოს მსგავსად წუწუნებდა,რომ ცოლი გუშინ დაუბრუნდა და სამზარეულოში,როგორ შეუშვითო.მოკლედ აჟიოტაჟი არ წყდებოდა,ქეთი და დიმაც შემოფარფატდნენ,მათ საბა და ნინი მოჰყვათ ანიკოსთან ერთად:
-სანდრო ძია შენი მფარველი ანგელოზი დაბრუნდა?
-კი დაბრუნდა ჩემო პრინცესა.-მათკენ მომავალი ლიზასკენ ანიშნა.
-ანიკო როგორ ხარ?-ლიზა ჩაიუმუხლა და გოგონას მოეხვია.ანიკომ კი ყურსი ჩასჩურჩულა.
-შენ,ხომ მითხარი სანდრო ძია იმიტომ,უნდა დამითმო,რომ მისი მფარველი ანგელოზი ვარო.-ლიზამ თავი დაუქნია.
-ახლა ისევ შენ გაბარებ მის მფარველობას.-ლიზას გაეიცანა და ძლივს შეიკავა თვალზე მომდგარი ცრემლი.
-ის ისედაც სულ ჩემი მფარველი იყო ჩემო ანიკო,რა თქმა უნდა,შენთან ერთად.-ალექსანდრეც ჩაიმუხლა მათთან და ორივეს ერთად მოეხვია.
-ეი,თქვენ,ჩვენც მოგვაქციეთ ყურადღება.-ნინიმ არ დააყოვნა.
-რა ხდება ნინაჩკა?-საბა გამოვიდ ალოყაზე აკოცა ცოლს.
-ესენი თუ ასე არ ეშვებიან ერთმანეთს,შერჩება ნანას სახლის ყველა საქმე.-ჩვენი დიმაც გამოჩნდა რადარებზე.
-აცალეთ რა,ახალი შეუღლებულებივით არიან ჯერ კიდევ.
-ქეთი მოგკლავ და შენი ქმარიც ვერ გიშველის.-ლიზა გამოესარჩლა.
-ჩემ ცოლთან მიკარებაც არ გაბედოთ!ორმაგად უნდა გაუფრთხილდეტ მას!-განაცხადა დიმამ.
-რატომ,რა ხდება?-ყვალამ ქეთისკენ გაიღედა.
-ორსულად ვაააარ.-დაიყვიირა და რამოდენიმე წამიანი სიჩუმეც გამოიწვია,მერე კი ყველა ართად აჟიტირდა.ყველა ულოცავდა,ანიკოს მერე პირველი ბავში იქნებოდა მათ წრეში და ყველა გახარებული იყო.
-მალე ალექსანდრე და ლიზაც დაგეწევიან და მერე ვნახოთ ჩევნ ბავშვები ოჯახში.-ნინიმ,როგორ ყოველთვის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო.ალექსანდრემ ტვალი ჩაუკრა ლიზას და ტუჩის კუთხე ჩატეხა,ლიზა კი თავისი წითელი ლოყების დამალვას ცდილობდა.
მალე გიორგი ინაშვილი გამოჩნდა,რომლის დანახვაზეც კატო ფილფანს გული უხტოდა.ყველას უკვირდა ეს გოგო ამ ბიჭის წინ ასე მალე,როგორ ინაზებოდა და ნამდვილ შაქრის დედოფლად იქცეოდა:
-ბატონო გიორგი,როგორც იქნა გიხილეთ.-კარი გაუღო და მაშინვე გაუღიმა.
-ქალბატონო კატო,მაპატიებთ დაგვიანებისთვის.
-რა თქმა უნდა.-მოწყვეტით აკოცა და სახლშიი შევიდა გიორგი,კატო კი რამოდენიმე წამის შემდეგ,როგორღაც გონს მოვიდა და გიორგის მიყვა უკან,მის გვერდით დადგა და ყურში ჩასჩურჩულა.
-ეგ,რომ სანდროს დაენახა აქედან გალამაზებული გახვიდოდი.
-შენ კი უკან გამომყვებოდი,მალამო,რომ დაგენატა დაზიანებულ კანზე.-თვალი ჩაუკრა და მაგიდას მიუჯდა.ერთ თავში ლიზა და ალექსანრე იჯდნენ,მოპირდაპირე მხარეს ნანა,გარშმო კი სტუმრები,რომლებიც მათ ოჯახისწევრებად ითვლებოდა.ბოლოს ალექსანდრემ საჩუქრების მიღება დაიწყო და აი მოვიდა ლიზას ჯერიც:
-ჩემი ცოლი რას მაჩუქებს?
-შენი ცოლი ახლა ხელს ჩაგკიდებს და აქედან გავიპარებით!-მართლაც ჩაკიდა ხელი და არავისთვის არაფერი,რომ არ აუხსნიათ ისე გაიპარნენ.
***
-სად მივდივართ პატარა ქალბატონო?-სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია,ლიზა კი საჭესთან იჯდა.
-ვერც კი ავხსნი,საკუთარი თვალით უნდა ნახო და შეიგრძნო.-
-საინტერესოა.-რამოდენიმე წწუთიანი სიჩუმის შემდეგ ისევ ალექსანდრემ წამოიწყო.-ლიზა რატომ წახვედი?
-შენი ნახვა არ მინდოდა.
-ასე ძალიან ვერ მიტანდი?
-არა.შენთან ახლოს და თან შორს ვერ ვიქნებოდი.
-ანუ აქ,რომ ყოფილიყავი აქამდეც ერთად ვიქნებოდით.
-დიახ.
-და შენ ყველაფერს აკეთებდი,რომ დრო გაგეწელა.ლიზა რას ელოდებოდი?
-აი ამას!-მანქანა გააჩერა და თავით ანიშნა სახლისკენ გაეხედა.ალექსანდრე სუნთქვა შეწყვეტილი გადმოვიდა მანქანიდან და თვალებ გაფართოებული იყურებდა იმას,რასაც წლებია ნახატზე ხედავდა.
-ლიზა ეს.....
-ჩვენი სახლია,შენი და ჩემი.-მზერა გაუსწორა და გაუღიმა.
-ლიზა შენ მე ოცნება ამისრულე....მამაჩემის ოცნებაა აასრულე.-გაოცებული საუბრობდა,ამდენი ემოცია ერთად არასდროს არ უგვრძნია.არანორმალურად უყვარდა მის წინაშე მდგომი არსება,რომელაც იმაზე მეტი ტკივი მოუტანა,ვიდრე შეიძლებოდა და იმაზე მეტად გააბედნიერა,ვიდრე ფარგლებში ჯდებოდა.უფრთო ანგელოზი მიუვლინა ღმეღტმა ლიზას სახით და ვერ იჯერებდა,რომ ეს არსება მას ეკუთვნოდა.
-ეს ჩემი ოცნებაც იყო,იმ წამიდან რაც შენს სახლში ფეხი შემოვადგი და ნახატი ვნახე,ასე რომ შენ რომ არა ჩემი მტავარი ოცნებაც არ მეცოდინებოდა.
-ლიზა შენ იმიზე მეტი ხარ ვიდრე სიტყვა „მიყვარხარ“.-მიუახლოვდა,წელზე მოხვია ხელი და ზედ აიკრო,ლიზას ტუცებს დაეწაფა და ხელში აიტანა:
-ამ ხედს,ხომ იცი რაც აკლია.-ჭინკები უხტოდნენ ორივეს თვალებში.-შენს გარეშე კ ვერაფერს ვერ გავხდები.
-დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით და ბოლომდე გავაცოცხლებ ნახატს ბატონო ალექსანდრე!

აი ასე აღმოჩნდა, ლიზა თოდუა, ორ ცეცხლს შუა,სადაც მტელი ცხოვრება აპირებდა დარჩენას!
ალექსანდრე და ლიზასთვის სიტყვები ყოველთვის ზედმეტი იყო:მაშინაც,როცა სრულიად უცხონი დაქორწინდნენ და მაშინაც,როცა ორი წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს.ორივემ მიაყენეს ერთმანეთს ჭრილობები,რომლებსაც ცალ-ცალკე და მაინც ერთად მოიშუშებენ,იმ პატარა ხის სახლში,რომელმაც ყველას ოცნება აასრულა....



ესეც ასეე!...დასრულდა ალექსანდრესა და ლიზას ისტორია,სიმართლე გითხრათ ვერ ველევი ამ წყვილს,მაგრამ დიდად გაზვიადებაც არ მინდოდა,ბოლოს და ბოლოს იმსახურებდნენ ბედნიერებას.
არ ვიცი რამდენად ღირსეული დასასრული გამომივიდა,მაგრამ უღრმესი მადლობა ყველას ვინც აქ იყო და ამ ისტორიის,პერსონაჟების ემოციებს იზირებდით.



№1  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

მომეწონააა კარგი იყო ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს. ეს კი ნამდვილად კარგად დამთავრდა. წარმატებები ტკბილოოო. ველოდები ახალ ისტორიაასს ❤️

 


№2  offline წევრი Anastacia

♛QâmêLêøñi♛
მომეწონააა კარგი იყო ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს. ეს კი ნამდვილად კარგად დამთავრდა. წარმატებები ტკბილოოო. ველოდები ახალ ისტორიაასს ❤️

მიხარია,რომ მოგეწონა❤
ვეცდები მალე დავბრუნდე❤
წარმატებები შეენც❤

 


№3  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

Anastacia
♛QâmêLêøñi♛
მომეწონააა კარგი იყო ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს. ეს კი ნამდვილად კარგად დამთავრდა. წარმატებები ტკბილოოო. ველოდები ახალ ისტორიაასს ❤️

მიხარია,რომ მოგეწონა❤
ვეცდები მალე დავბრუნდე❤
წარმატებები შეენც❤

მადლობაა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent