შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს მიღმა ( სრულად )


7-02-2022, 16:38
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 13 560

საშინელი თავის ტკივილით გაეღვიძა, უკვე ერთი კვირაა ნორმალურად არ უძინია, ისევ ის საშინელი კოშმარები ტანჯავდა რომელთაც ნორა მას შემდეგ არ შეუწუხებია რაც 15 წლის გახდა და ბიძამ ფსიქოლოგთან მიიყვანა ,ან ფსიქიატრთან, ნორა უკვე 18 წლის იყო და დღემდე ვერ გაეგო 50 წლის გამხდარი სათვალეებიანი ქალბატონი მისის პარკერი ფსიქოლოგი იყო თუ ფსიქიატრი, მაგრამ სანამ მისი გამოწერილი წამლები მშვიდად დაძინებაში ეხმარებოდა სულ ერთი იყო ვინც უნდოდა შეეძლო ის ყოფილიყო, ახლა კი გასაკვირი არც არის რომ ისევ დაეწყო კოშმარები, დამამშვიდებლები გაუთავდა და ახალი სამსახურის გამო ექიმთან, რეცეპტისთვის ვიზიტის გადადებამ მოუწია,
ნორა მარტოხელა ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც მშობლები დაეღუპა 12 წლის ასაკში, სკოლის დამთავრების შემდეგ დროებით უნივერსიტეტში ჩაბარებაზე უარი თქვა და ბიძამისი იძულებული გახდა მისთვის მეგობრის სარეკლამო კომპანიაში სამსახური ეშოვნა, მოხიბლული ნამდვილად არ იყო იმით რომ სამსახური ნაცნობობით იშოვა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არ ჰქონდა, ბიძას მეტად ვეღარ დააწვებოდა კისერზე, სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან, კარადიდან ტანსაცმელი გადმოყარა, თეთრი მოკლემკლავიანი მაისური, შავი ტანზე მომდგარი ჯინსის შარვალი შეარჩია და აბაზანაში შევიდა წყლის გადასავლებად, პიჟამო გაიძრო და აბაზანის სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა, სარკიდან საშუალო სიმაღლის, გამხდარი, არაფრით გამორჩეული გოგონა უცქერდა ლამაზი აპრეხილი დაჭორფლილი ცხვირით, დიდი თაფლისფერი თვალებით, სავსე ტუჩებით და გრძელი ცეცხლისფერი თმით, მარჯვენა ფერდზე შავი ლაქა მოხვდა თვალში, ჯანდაბა, უკვე ორი კვირაა რაც ეს ლაქა გაუჩნდა და იმის მაგივრად რომ მოშორდეს, უფრო და უფრო იზრდება და მგონი რაღაც ფორმას იღებს, თავიდან ლობიოს მარცვლისხელა იყო ახლა კი უკვე მუჭის სიმსხო გამხდარიყო და უცნაური წანაზარდები გასჩენოდა,
- ეჰ რაც არის არის, -ხელი ჩაიქნია და წყალი მოუშვა, -შემდეგ კვირაში აუცილებლად წავალ ექიმთან და ვაჩვენებ, ახლა მთავარია სამსახურში არ დავიგვიანო, -ჩაიბურტყუნა და თბილ წყალს თავი შეუშვირა,
- კარგია რომ სამსახურს ასე სერიოზულად ეკიდები, -უთხრა ბიძამ როცა ნორა მაგიდას მიუჯდა ჩაის დასალევად,
- ჰო, არ მინდა იმედი გაგიცრუო თორემ დღეს არსად წასვლის თავი არ მქონდა, -ნორამ ნაძალადევად გაიღიმა,
- თვალები ჩაშავებული გაქვს, ისევ არ გეძინა? -ბიძამ გაზეთი გვერდზე გადადო და ნორას დაკვირვებით შეხედა სახეში, -ისევ კოშმარები გესიზმრება?
- მესიზმრება, რომ ვთქვა რომ არ მძინავს ტყუილი იქნება, მძინავს, მაგრამ ეს უცნაური სიზმრები იმდენად მღლის რომ ფაქტიურად ისე გამოდის თითქოს საერთოდ არ მიძინია,
- წუხელ რა გესიზმრა?
- ისევ იგივე რაც ყოველთვის, -ნორამ ხელები საფეთქლებზე შემოიჭდო, უკვე წლები იყო თითქმის ყოველ ღამე ერთი და იგივე სიზმრებს ხედავდა, მცირედი ინტერპრეტაციებით, როცა წამლებს სვავდა სიზმრები არ ქრებოდნენ, ბუნდოვანი და გაუგებარი ხდებოდნენ და სხვა თუ არაფერი გამოძინებას მაინც ახერხებდა, ახლა კი უკვე თითქმის ორი კვირაა სიზმრები მთელი ძალით, გამეტებით ესხმიან თავს, არა, ეს არ არის ჩვეულებრივი სიზმრები, უფრო თითქოს მოგონებებია, მოგონებები არარსებულ წარსულზე და არარსებულ ადგილებზე, არარსებულ არსებებზე და ადამიანებზე, ხანდახან ისეთი რეალური იყო სიზმრები, ნორა ფიქრობდა რომ ეს ყველაფერი როდისღაც მართლა მოხდა, უბრალოდ მას დაავიწყდა და ახლა გახსენებას ცდილობდა, ბოლო ორი კვირაა ყოველ დილით საწოლიდან ადგომამდე თვალებს ხუჭავდა და ცდილობდა იმ ბიჭის სახე გონებაში გაეცოცხლებინა რომელიც მის სიზმრებს ახლახანს შემოეჩვია და მგონი სამუდამოდ დაიდო ბინა ნორას ღამეულ სამყაროში, ყოველ ღამე უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა ნორას სიზმრებში და ნორა ისე მიეჩვია, უკვე კოშმარადაც აღარ აღიქვამდა, იქნებ სწორედ მის გამო არ მიდის ექიმთან რომ რეცეპტი გამოართვას, ამაზე აქამდე არ დაფიქრებულა, ნუთუ ასე მონუსხა მისმა შავმა თვალებმა და მწველმა მზერამ,
- ნუთუ მის გამო? -თქვა უნებურად ხმამაღლა და უკვე გაცივებული ჩაი მოსვა,
- ვის გამო? რას ამბობ? -ბიძა გაკვირვებული უცქერდა,
- არაფერია, უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ, -ნორამ გაიღიმა და წამოდგა, -უნდა გავიქცე თორემ დავიგვიანებ, ლუკასმა უნდა გამომიაროს, ალბათ უკვე მელოდება,
- აბა შენ იცი, -გაამხნევა ბიძამ, -საღამოს ვახშამზე არ დაიგვიანო, შენთან სალაპარაკო მაქვს, -ნორამ ხელი დაუქნია, სასწრაფოდ გავარდა სახლიდან და კიბეებზე სირბილით დაეშვა,
- წინ იყურე გოგონი, -მოესმა წვრილი უსიამოვნო ხმა და შეასკდა კიდეც ლურჯ შარვალ კოსტუმში გამოწყობილ ორმოციოდე წლის გამხდარ საშუალო სიმაღლის მამაკაცს,
- მაპატიეთ მისტერ იგორ, ვერ დაგინახეთ, სამსახურში მაგვიანდება და ამიტომ ვჩქარობ,
-მოუბოდიშა მეზობელს რომელიც ზუსტად მისი ბინის ზემოთ, ერთი სართულით მაღლა ცხოვრობდა და უკანმოუხედავდ გააგრძელა გზა, იგორი ერთხანს უცნაური გამჭოლი მზერით უყურებდა როგორ ახტებოდა ნორა საფეხურებს, მერე ჯიბიდან უცნაური ოვალური მოწყობილობა ამოიღო, ჩართო, ეკრანზე რაღაც აკრიფა, ისევ ჯიბეში ჩაიდო და კიბეებს ნელი ნაბიჯით აუყვა.
* * *
- უკვე ორი დღე იყო გადაბმულად წვიმდა ნიუ იორკში, ლუკასი სადარბაზოსთან ელოდებოდა ნორას, თავისი ძველი, უკვე თითქმის ანტიკვარად ქცეული ავტომობილით, მის დანახვაზე სათვალე გაისწორა და თვალებზე ჩამოფხატული თმის მოწესრიგებას შეუდგა, ის და ნორა ბავშვობიდან მეგობრობდნენ, სკოლაში ერთად სწავლობდნენ და ახლა ლუკასი ძალიან ნაწყენი იყო მასზე, იმის გამო რომ მასთან ერთად არ წავიდა უნივესიტეტში, ნორას კი ჯერჯერობით სწავლა და მით უმეტეს სამედიცინოზე ნამდვილად არ შეეძლო, ლუკასი გიჟდებოდა მედიცინაზე, ქირურგიის განხრით სწავლობდა, უკვე პირველ კურსზე იმდენი იცოდა ზოგიერთმა დიპლომიანმა ექიმმა რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცის, უნივერსიტეტთან ერთად კერძო პრაქტიკებს გადიოდა, რაშიც ასევე ექიმი მშობლები დიდად უწყობდნენ ხელს,
- დიდხანს მელოდე? -ნორა მის გვერდით მოკალათდა და ღვედი გაიკეთა,
- დიდხანს არა, სულ რაღაც რამდენიმე წუთია აქ ვარ, -ლუკასმა ძრავი ჩართო და ავტომობილი დაძრა, -სამსახურში როგორ მიდის საქმეები?
- კარგად, ჯერ ყველაფერს ვსწავლობ, იმედია მივეჩვევი, ხელფასი არც თუ ისე ცუდია, მე კი ფული ახლა ძალიან მჭირდება,
- ბიძაშენი ფულს აღარ გაძლევს? -გაუკვირდა ლუკასს, -ის ხომ მდიდარია,
- ჰო, ფული საკმარისად აქვს, მაგრამ ყოველთვის მის კმაყოფაზე ხომ არ ვიქნები, -ნორამ წითელზე გაჩერებული მანქანის დაორთქლილი მინიდან სველ, ნაცრისფერ ქუჩას გახედა და გაშრა, ტროტუარზე ის იდგა და პირდაპირ მას უყურებდა, ზუსტად ისეთი როგორიც სიზმრებიდან ახსოვს, მაღალი, ტანადი, შავი, სწორი, სახეზე ჩამოყრილი თმით და ცეცხლოვანი მზერით, შავი მოკლე ქურთუკი, ასეთივე ფერის შარვალი და კოჭებამდე ბოტები ეცვა, ერთხანს პირდაპირ თვალებში უყურებდა და მერე მანქანისკენ წამოვიდა, ამ დროს მწვანე აინთო და ლუკასმა ავტომობილი დაძრა, ნორამ მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოახერხა გამორკვევა,
- გააჩერე, -იყვირა მთელი ხმით,
ლუკასმა მაშინვე დაამუხრუჭა და უკანმომავალი მანქანების სიგნალების გაგონებისას თავი დახარა, აღარ იცოდა სად შემძვრალიყო,
- შენ რა გაგიჟდი იდიოტო, ასე შეიძლება ავარია მოგეხდინა, -უღრიალა, ერთერთმა მძღოლმა როცა გვერდით ჩაუარა და შუა თითი აჩვენა, ნორას არაფრისთვის მიუქცევია ყურადღება, კარი გააღო და თეთრი, ნაჭრის კედებით გადახტა კოჭებამდე წყალში, შეშლილი მზერით ათვალიერებდა ქუჩას მაგრამ ის აღარსად ჩანდა, თითქოს მიწამ უყო პირიო, გაქრა,
- ნუთუ მომეჩვენა, -ნორამ აკანკალებული თითები საფეთქლებზე შემოიჭდო, -ესღა მაკლდა, მგონი მოჩვენებები დამეწყო,
- რა გჭირს, კარგად ხარ? -ლუკასი მიუახლოვდა და მისი უცნაური მზერის შემხედვარე შეკრთა, -რა გჭირს ნორა, შუა ქუჩაში წვიმაში დგახარ და შენს თავს ელაპარაკები, წამოდი მანქანაში ჩაჯექი,
- მგონი რაღაც მომეჩვენა ლუკას, -ჩაიჩურჩულა ნორამ როცა ავტომობილი მის სამსახურთან შეჩერდა, -მაპატიე რომ ასე შეგაშინე, უბრალოდ ის მოჩვენება ისეთი რეალური იყო,
- დარწმუნებული ხარ რომ ახლა მუშაობას შეძლებ? -ლუკასი ეჭვით უყურებდა ნორას ამოღამებულ თვალის უპეებს, -იქნებ გაენთავისუფლო და დასვენების დღე აიღო,
- არა ჯერ ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა და ახლავე დასვენების დღეს ვერ ავიღებ, კარგად ვარ ასე რომ ჩვეულებრივად შევძლებ მუშაობას, -ნორა მანქანიდან გადავიდა, ლუკასს ხელი დაუქნია და თან შეძლებისდაგვარად მხიარული სახის მიღებას შეეცადა.
თვითონაც რომ არ ეგონა ისე კარგად ჩაიარა სამუშაო დღემ, მიუხედავად იმისა რომ ექვსის მაგივრად რვა საათზე მოუწია სამსახურიდან გამოსვლა თავს მაინც ნორმალურად გრძნობდა, ყველას დაემშვიდობა და ქუჩაში გამოვიდა ტაქსის გასაჩერებლად, ბიძია ბილი მისაღებში ელოდებოდა სამგზავროდ გამოწყობილი, გვერდით ორი დიდი ჩემოდანი ედო,
- შენ რა ისევ მივლინებაში მიდიხარ? -ნორას თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა, ბიძამისს ხშირად უწევდა კვირაობით მივლინებებში წასვლა და ნორა მთლად მარტო რჩებოდა უზარმაზარ ბინაში, არადა არ უყვარდა მარტო ყოფნა, ბილი მისი სახის გამომეტყველების დანახვისას მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე წამოდგა და ნორა გულში ჩაიკრა,
- მალე ჩამოვალ, ამჯერად მხოლოდ სამი კვირით მივდივარ, ხომ იცი აუცილებელი რომ არ იყოს ჩემი წასვლა მარტო არ დაგტოვებდი, შენ რა სიცხე გაქვს, -კითხა როცა ლოყაზე მოფერებისას შეამჩნია როგორ უხურდა ნორას სახე,
- შეიძლება მაქვს კიდეც, დღეს ფეხები დამისველდა, მთელი დღე სველი ფეხსაცმელებით მომიწია მუშაობა, ალბათ გავცივდი, სერიოზული არაფერია, ახლა შენ გაგაცილებ და მერე აქვე ქუჩის კუთხეში რომ აფთიაქია, სიცხის დამწევს ვიყიდი, შენ არაფერზე ინერვიულო,
- ხომ კარგად იქნები ნორა? -ბიძას თითქოს გული უგრძნობდა რომ რაღაც ცუდი შეიძლება მომხდარიყო,
- ნუ ინერვიულებ, -გაიღიმა ნორამ, -პატარა ხომ აღარ ვარ, პირველად ხომ არ მტოვებ მარტო, ხომ იცი შემიძლია ჩემს თავს მივხედო,
- ლუკასს დაურეკე, სთხოვე შენთან დარჩეს, -ვერ ისვენებდა ბილი,
- ჩემნაირი ბიძა არავის ჰყავს, -გაეცინა ნორას, -თვითონ მთხოვ რომ სახლში ბიჭები დავპატიჟო?
- სულელო, მე შენ საკუთარი თავივით გიცნობ, ვიცი რომ ლუკასს როგორც ბიჭს ისე არასოდეს შეხედავ, ლუკასი ძალიან კარგი მეგობარია და უყვარხარ, დაურეკე, -კიდევ ერთხელ უთხრა და ჩემოდნებს ხელი ჩაავლო.
* * *
ბილი ნორას დაემშვიდობა და ტაქსში ჩაჯდა, ნორა ერთხანს უხმოდ უყურებდა მიმავალ ავტომობილს და შემდეგ ნელ-ნელა გაუყვა ქუჩას აფთიაქისკენ, სიცხის დამწევი აბები, რამდენიმე პაკეტი ჩაი იყიდა და სადარბაზოსთან მიახლოებისას აღმოაჩინა რომ გარე განათება ისევ გადამწვარიყო, არადა უკვე უკუნეთი ღამე იდგა, სიბნელის არასოდეს შეშინებია მაგრამ ახლა ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა, თითქოს ვიღაც მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებოდა, ფეხს აუჩქარა, კიდევ კარგი შესასვლელ კართან მაინც ენთო ნათურა, ის იყო სადარბაზოს კარზე კოდი აკრიფა რომ მხარზე ფრთხილი შეხება იგრძნო, დაფეთებული შემოტრიალდა და ადგილზე გაშეშდა, მის წინ ის იდგა, ბიჭი მისი სიზმრებიდან, ის ბიჭი დღეს მოჩვენება რომ ეგონა, ახლა მის წინ იდგა და უღიმოდა,
- ჩემი არ შეგეშინდეს გთხოვ, მხოლოდ შენთან საუბარი მინდა, -ხმა თბილი, ხავერდოვანი და ისეთი მომხიბვლელი ჰქონდა როგორიც თვითონ იყო, ნორას მისდა გასაკვირად არ შეშინებია, პირიქით უცნაური სიახლოვის შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დიდი ხნის უნახავ საყვარელ ადამიანს შეხვდა და ახლა ერთი სული ჰქონდა როდის ჩაეხუტებოდა,
ბიჭი უხმოდ ელოდა როდის მიიღებდა ნორა გადაწყვეტილებას, მარცხენა ხელით შენობის კედელს ეყრდნობოდა, მარჯვენა კი ფერდზე ჰქონდა მიჭერილი, ნორამ ხელს თვალი ჩააყოლა და დაინახა როგორ მოჟონავდა თითებსშორის სისხლი, -როგორი ლამაზი თითები აქვს, -გაიფიქრა უნებურად და მაშინვე მიხვდა რა სისულელეზე ფიქრობდა, -აშკარად დაჭრილია და სისხლისგან იცლება მე კი რაზე ვფიქრობ.
- კარგად ხარ? მგონი დახმარება გჭირდება, -ჭრილობაზე თავით ანიშნა, იქნებ სასწრაფო გამოვიძახო?
- არავითარი სასწრაფო, გთხოვ არავის დაურეკო, მე ახლა მხოლოდ შენთან საუბარი მჭირდება,
-დაღლილი ხმით უთხრა ბიჭმა და გაღიმებას შეეცადა, თუმცა სახე ტკივილისგან დაემანჭა, თვალები დაეხუჭა და მის წინ ჩაიკეცა, ნორას ბევრი არ უყოყმანია, ააყენა და სადარბაზოში შეიყვანა, ბიჭი თითქმის გათიშული იყო და მთელი სიმძიმე ნორას აწვებოდა მხრებზე, ძლივს შეიყვანა ლიფტში და მესამე სართულს დააჭირა,
-მაპატიე, -მოესმა ჩურჩული, -ეს ყველაფერი ასე ნამდვილად არ დამიგეგმავს, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, ყველაფერს აგიხსნი.
- გაჩუმდი, ახლა მხოლოდ ის გვჭირდება რომ ჭრილობას მივხედოთ, -ნორა ძლივსღა სუნთქავდა დაღლილობისგან, -მერე ყველაფერს მომიყვები, -ძლივს გააღო კარი და უცნობი სახლში შეიყვანა, საძინებელში თავის საწოლზე დააწვინა და შვებით ამოისუნთქა, ბიჭი მძიმედ სუნთქავდა თუმცა გონი არ დაუკარგავს, მიბნედილი მზერით უყურებდა ნორას დაღლილ სახეს, დრო არ გვაქვს, უნდა ვილაპარაკოთ,
-უთხრა ძლივსგასაგონი ხმით და წამოდგომა სცადა,
- დამშვიდდი, ლაპარაკს მოვასწრებთ, -ნორამ ფეხზე გახადა, მერე ქურთუკი შეუხსნა და მაისური აუწია, -ახლა როგორმე სისხლდენა უნდა შევაჩეროთ, სისხლმდინარ ჭრილობაზე დახედა რომელიც მარჯვენა ფერდზე ჰქონდა და გაშრა, საკმაოდ ღრმა ჭრილობის ქვემოთ, ზუსტად ისეთი შავი ლაქა ჰქონდა როგორიც მას, ოღონდ მისი ლაქა თითქოს უფრო სრულყოფილი იყო, უცნაურ, უსწორმასწორო სხივებიან მზეს ჰგავდა რომლის თითოეული სხივი თითქოს ნორასთვის უცნობი იეროგლიფი იყო, სისხლით დასვრილი მაისური აიწია და თავის ლაქას დააკვირდა, ჯანდაბა, დილის შემდეგ საკმაოდ შეცვლილიყო და თითქმის უკვე იდენტური იყო იმისა რაც ამ უცნობს ჰქონდა სხეულზე, ეს შეუძლებელია, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?
ბიჭი ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა ვნებათაღელვას ნორას სახეზე, მერე გაბედა და ხელზე ხელი მოკიდა,
- გთხოვ არ შეგეშინდეს, ყველაფერს აგიხსნი,
ნორამ უხეშად გამოგლიჯა ხელი და საწოლიდან წამოდგა,
- ცხელი ხარ იწვი, -ბიჭის თვალებში შეშფოთება ჩანდა,
- ეგ არაფერი უბრალოდ გავცივდი და სიცხე მაქვს, შენს გამო წამლის დალევაც კი დამავიწყდა,
-ნორამ კარადიდან პირსახოცი გამოიღო და ესროლა,
- ჭრილობაზე დაიჭირე, ჩემს მეგობარს დავურეკავ, ის ჩემზე უკეთ ერკვევა ასეთ რაღაცეეში, მოვა და ჭრილობას დაგიმუშავებს,
- სიცხე გაციების გამო არ გაქვს, -მოესმა კარიდან გასვლისას,
- აბა რის გამო მაქვს, -ნორა შემობრუნდა და გაფითრებულ უცნობს მიაჩერდა,
- ჩვენი სიახლოვის გამოა, რაც უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, მით მეტად ვმოქმედებთ ერთმანეთზე, მაგრამ არ შეგეშინდეს ეს სრულიად ბუნებრივია და მალე გაგივლის,
- სულ რატომ მეუბნები რომ არ შემეშინდეს, როგორ ფიქრობ მეტყობა რომ რამის მეშინია? -ცოტა არ იყოს უხეშად გამოუვიდა ნორას, -მგონი ბოდავს, -დაამატა ჩუმად და კარი გაიხურა.
* * *
ნორას გასაკვირად ლუკასი ნახევარ საათში გაჩნდა მასთან, -რა გჭირს? -შესძახა მაშინვე ნორამ კარი გაუღო თუ არა, -ეს შენი სისხლია? დაჭრილი ხარ? -ნორამ ძლივს შეათრია დერეფანში და კარი ჩაკეტა,
- მე არაფერი მჭირს გაციებას თუ არ ჩავთვლით და ეს ჩემი სისხლი არ არის,
- ვისი სისხლია? ვინმე მოკალი და ახლა გვამის მოსაშორებლად ჩემი დახმარება გჭირდება?
- კარგი რა ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, თანაც გვამის მოშორება რომ მდომებოდა, პირველადი დახმარების ჩანთის მოტანას არ გთხოვდი, ერთ ჩემს ნაცნობს დახმარება სჭირდება, ჩემს საძინებელშია, გთხოვ ჯერ არაფერი მკითხო, დავეხმაროთ და შემდეგ ყველაფერს აგიხსნი,
- ლუკასმა უხმოდ დაუქნია თავი, და ანიშნა წინ გამიძეხიო, ნორამ საძინებლის კარი შეაღო, ბიჭი ახლა უფრო მეტად გაფითრებული, თავგადაგდებული იწვა, ქვეშაგები მთლიანად სისხლით იყო გაჟღენთილი, ნორას მოეჩვენა რომ აღარ სუნთქავდა, თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა, მივარდა დაიჩოქა და მკერდზე თავი დაადო რომ გულისცემისთვის მოესმინა, გული სუსტად თუმცა მაინც ცემდა, შვებით ამოისუნთქა და ლუკასს ადგილი დაუთმო საწოლთან,
ლუკასმა ჭრილობას დახედა, შემდეგ ჩანთა გახსნა და ინსტრუმენტები ამოალაგა, ერთხანს გამწარებული ეძებდა რაღაცას,
- ჯანდაბა, ჩანთაში გამაყუჩებელი არ ყოფილა, გამაყუჩებლის გარეშე როგორ გავასუფთავო და გავკერო ჭრილობა? ვერ გაუძლებს,
- კარგი რა, როგორი ექიმი ხარ თუ გამაყუჩებელიც კი არ გაქვს ჩანთაში, -აღშფოთდა ნორა,
- ჯერ ერთი ექიმი არ ვარ, პირველკურსელი ვარ და მეორეც, ისე მაჩქარებდი რომ ჩანთაში რა ჩავყარე არც კი მახსოვს, -ლუკასმა უხერხულად აიწურა მხრები, ახლა რა გავაკეთოთ?
- დაიწყე, -მოესმათ ძლივსგასაგონი ხმა, -გავუძლებ,
- დარწმუნებული ხარ? -ნორამ სახე გაფითრებულ სახესთან მიუახლოვა რომ მისი პასუხი უკეთ გაეგო,
- თუკი აქ ჩემს გვერდით დარჩები, ყველაფერს გავუძლებ, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა, ნორამ ლუკასს ანიშნა დაიწყეო, მერე მისი ხელი აიღო მაგრად მოუჭირა, დაიხარა ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა,
- ნუ გეშინია, შენთან ვარ, -დაინახა როგორ გადაეფინა ბიჭს სახეზე ძლივსშესამჩნევი ღიმილი და სუსტი ხელისმოჭერაც იგრძნო,
ლუკასმა ჭრილობა გაწმინდა, -უზარმაზარი რკინის ნამსხვრევი გაქვს ჭრილობაში მეგობარო, უნდა ამოვიღო, წინასწარ გეუბნები ძალიან გეტკინება, ეცადე მოითმინო, -ამოღება დაიწყო თუ არა ბიჭი დაიძაბა, კბილს კბილზე აჭერდა რომ ტკივილისგან არ ეღრიალა, ნორას მთელი ძალით უჭერდა ხელს, ვეღარ გაუძლო, უცნაური ღრიალისმაგვარი ხმა აღმოხდა, მთელი სხეული დაეძაბა და ნორამ დაინახა როგორ გამოეზარდა ფრჩხილების ადგილზე უზარმაზარი ბასრი ბრჭყალები, ეს აშკარად ლუკასმაც დაინახა და შეშინებული ერთ ადგილზე გაშეშდა, ბიჭმა უცნაურად დავიწროვებული თვალები გაახილა და ნორას შეხედა, გუგები გაყვითლებული ჰქონდა, მისი თვალები ნორას რომელიღაც მტაცებლის მზერას აგონებდა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა რომლისას,
- ლუკას ყურადღებას ნურაფერს მიაქცევ, გააგძელე, იყვირა ნორამ, ლუკასმა მთელი გამბედაობა მოიკრიბა და ღია ჭრილობიდან ლითონის ნატეხი ამოაძრო, რომელიც როგორც კი ჭრილობას მოშორდა მათდა გასაკვირად მის ხელშივე აორთქლდა და უბრალოდ გაქრა, ბიჭმა შვებით ამოისუნთქა, მოეშვა, ბრჭყალები ნელ-ნელა შეეწია შიგნით, თვალებმა შავი ფერი დაიბრუნეს და ჭრილობამ თავისით დაიწყო პირის შეკვრა,
ლუკასი და ნორა პირდაღებულები უყურებდნენ ერთმანეთს, პირველი ლუკასი გამოერკვა,
- როგორც ვხედავ ჩემი გასაკეთებელი აღარაფერია, ჭრილობა თითქმის მთლიანად შეხორცდა, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ფაქტია რომ ასეა, აქ რა ჯანდაბა ხდება, ამიხსნის ვინმე?
- შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ მეც არ ვიცი რა ხდება, წამოდი ხელები დაიბანე და ყავა დავლიოთ, მანამდე ალბათ შენი პაციენტიც მომჯობინდება და თვითონ აგვიხსნის ყველაფერს,
- შენი სიმშვიდე მაგიჟებს, -ლუკასმა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩაყარა ჩანთაში, წამოხტა და ოთახიდან გავარდა,
- ყველაფრისთვის მადლობას გიხდი, იმისთვის რომ ჩემი არ შეგეშინდა, იმისთვის რომ მენდე და სახლში შემომიშვი, შენ და შენი მეგობარი რომ არა ალბათ ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, მე ჯეისონი მქვია, შეგიძლია ჯეისი დამიძახო, -ბიჭმა ნორას ხელი გაუწოდა და სუსტად გაუღიმა,
- სამადლობელი არაფერია, დაისვენე, დასვენება ნამდვილად გჭირდება, რადგან ჩემთვის უამრავი რამ გაქვს ასახსნელი, ახლა კი მოდი ქურთუკის გახდაში დაგეხმარები რომ უკეთ შეძლო დასვენება, -ნორა მისკენ დაიხარა და ხელი კისერქვეშ შეუცურა რომ წამოწევაში დახმარებოდა, იგრძნო როგორ ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი ჯეისმა როცა ნორას თმა წამიერად სახეზე გადაეფარა, და თავისდა გასაკვირად ამის გამო კმაყოფილება და სიამოვნება იგრძნო, ქურთუკი გახადა, მერე ბალიში გაუსწორა და კარადაზე მიუთითა, იმ კარადაში რამდენიმე მამაკაცის მაისურია, ხანდახან სახლში ჩასაცმელად ვიყენებ ხოლმე, შეგიძლია ჩაიცვა, შენი მთლად სისხლით არის დასვრილი, თუკი რამე დაგჭირდება მისაღებში ვიქნები და დამიძახე, -ნორა წამოდგა და ოთახიდან გავიდა, ჯეისი ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა დახურულ კარს, მერე შარვლის ჯიბიდან ოვალური, ეკრანიანი მოწყობილობა ამოიღო,
- მასთან ერთად ვარ, ვიპოვე, როგორც იქნა მივაგენი, -ტექსტი აკრიფა და გაგზავნის ღილაკს თითი დააჭირა...

- - - - - - - - -

ლუკასი თავში ხელებჩარგული იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან, ნორას პირდაპირ და წინ ხელუხლებლად ედგა უკვე გაცივებული ყავით სავსე ჭიქა,
- ლუკას კარგად ხარ? -ნორას ცოტა არ იყოს აშინებდა მისი ასეთი მდგომარეობა, -ლუკასმა თავი ასწია, სათვალე გაისწორა და ნორას გაფართოებული თვალებით მიაშტერდა,
- გიკვირს რომ ასე ვარ? სიმართლე გითხრა მე უფრო მიკვირს რომ ჩემსავით გაოცებული და შეშფოთებული არ ხარ, როგორ ახერხებ და ასეთი რამის მერეც ისე იქცევი თითქოს უცნაური არაფერი მომხდარიყოს, სერიოზულად მაინტერესებს, ამ ყველაფრის ასე უბრალოდ, ბუნებრივად მიღებას როგორ ახერხებ?
კაცმა რომ თქვას ლუკასი მართალი იყო, ნორას თვითონაც უკვირდა საკუთარი სიმშვიდე, ისე მშვიდად იყო თითქოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ყოველდღიურობა ყოფილიყოს, არ ეშინოდა, არ ღელავდა და ერთი სული ჰქონდა როდის შეძლებდა ჯეისი და ყველაფერს მოუყვებოდა,
- ვფიქრობ ეს ყველაფერი არც თუ ისე უცნაურია, -ჩაიბურტყუნა და ჩაიდანი ჩართო,
- ჰო სულაც არ არის უცნაური, შენ ხომ ყოველდღე პოულობ სადარბაზოსთან დაჭრილ ბიჭებს, რომელთაც გაბრაზებისას უზარმაზარი ბრჭყალები ეზრდებათ ფრჩხილების ადგილზე, ჯერ იყო და შენმა მეზობელმა კინაღამ გამაგიჟა, ახლა კიდევ ეს უცნობი, რა ხდება ნორა?
- ჩემი მეზობელი? რომელი მეზობელი? -ნორამ ყავა დაასხა და ერთი ფინჯანი ლუკასს დაუდო წინ,
- ის კაცი შენს ზემოთ რომ ცხოვრობს, შენთან რომ ამოვდიოდი, კიბეებზე შემხვდა, მგონი იგორი ჰქვია, უამრავი კითხვა დამისვა, უცნაურ რაღაცეებს მეკითხებოდა, ძლივს მოვიშორე, -ლუკასმა ყავა მოსვა და ნორას დაღლილი სახით შეხედა,
- და რა გკითხა საინტერესოა, მას ხომ თითქმის არც კი ვიცნობ, ცოტა ხნის წინ გადმოვიდა და ხანდახან ერთმანეთს ვესალმებით ხოლმე, ეს არის და ეს,
- მკითხა რამდენი ხანია რაც ვმეგობრობთ, მკითხა კიდევ ვინმესთან თუ მეგობრობ და სხეულზე რამე ლაქა ხომ არ გაქვს, რამე დიდი ხალის მაგვარი და თუ გაქვს რა ფორმის,
- შენ რა უთხარი? -ნორას ტვინი გამალებით მუშაობდა და დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობდა,
- შენი აზრით? კიდეც რომ მყავდე შიშველი ნანახი, მას ვეტყოდი სად რა ხალი გაქვს? -ლუკამ ხმაურით დაახეთქა ჭიქა მაგიდაზე, -კარგი რა, ეტყობა ეგ შენი იგორი უბრალოდ შეშლილია, შეიძლება ამოჩემებული ყავხარ და ამიტომაც გადმოვიდა აქ რომ შენთან ახლოს იყოს,
- და ჯეისზე რას იტყვი?
- ჯეისი? მას უკვე ასე მიმართავ?
- ჰო, იმიტომ რომ ასე ჰქვია,
- არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს, ის ბრჭყალები და უცნაური მეტალის ნატეხი რომ არა ვიფიქრებდი რომ რომელიმე მაფიის წევრია და სადღაც ორმხრივ სროლაში მოყვა, მაგრამ ახლა იმას უფრო დავიჯერებ რომ უცხოპლანეტელია,
- და რატომ არ შეიძლება რომ უცხოპლანეტური მაფიის წევრი იყოს, -გაეღიმა ნორას, -უბრალოდ წარმოიდგინე, როგორი დამაინტრიგებელია, ‘’სატურნელი მაფიოზი’’
- კარგი რა, როგორ შეგიძლია რომ ახლა იხუმრო და თანაც მარსელი და არა სატურნელი, ასე უფრო რეალური იქნებოდა,
- ჰო ნამდვილად, ჯობია რეალისტები ვიყოთ, რა დროს სატურნელი მაფიოზებია როცა ჩვენს გარშემო მარსელი მაფიოზებითაა სავსე ყველაფერი, -ნორას მთელი საღამოს განმავლობაში პირველად გაეცინა გულიანად, -ყველაფრისთვის მადლობა ლუკას, შენ რომ არა მარტო ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდებოდი,
ლუკასი ნორასკენ გადაიხარა, მისი ხელი ხელებსშორის მოიქცია და გაუღიმა, -ხომ იცი ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს,
- მაპატიეთ თუ შეგაწყვეტინეთ, -მოესმათ დაბალი, სასიამოვნო ხმა, -ორივემ ერთად მიიხედეს სამზარეულოში შემოსასვლელი კარისკენ, კარში ჯეისი იდგა, ფეხშიშველი, ნორას ბიძის მაისურით, რომელზეც დალაილამა ეხატა და რომელსაც ნორა სახლში ჩასაცმელად ხმარობდა ხოლმე, ნორამ მის მზერას თვალი გააყოლა რომელიც მისი და ლუკასის შეერთებულ ხელებზე იყო მიყინული და თვითონაც ვერ მიხვდა როგორ, მაგრამ იგრძნო რასაც გრძნობდა ჯეისი იმწამს, ბრაზის ეჭვის და კიდევ რაღაც აქამდე უცნობი გრძნობების ნარევი ერთბაშად გავრცელდა მის გონებაში და აიძულა ლუკასისთვის ხელი გაეშვა, ჯეისმა ძლივსშესამჩნევად გაიღიმა და მაგიდას მიუჯდა,
- კარგად ხარ? -ნორა თვალებს არ უჯერებდა, -ასე უცბად როგორ მოახერხე მომჯობინება? შენ ხომ ძალიან ცუდად იყავი?
- სწრაფად გამოჯანმრთელება ჩვენი ერთ-ერთი უნარია, -ჯეისმა უდარდელად აიჩეჩა მხრები,
- ჩვენში ვის გულისხმობ? ვინ ხართ თქვენ? საიდან ხარ და საერთოდ აქ რას აკეთებ? რა გინდა ჩემგან?
-ერთბაშად მიაყარა კითხვები ნორამ,
-ცოტა დრო გვაქვს მე კი მინდა ყველაფრის ახსნა მოვასწრო შენთვის, იქნებ შენს მეგობარს სთხოვო დაგვტოვოს, ეს მას ნამდვილად არ ეხება, რაც უფრო ცოტა ეცოდინება, მით უკეთესი მისთვის,
- კარგი ერთი, არ ვაპირებ ჩემი მეგობარი შენნაირ უცნაურ არსებასთან ერთად მარტო დავტოვო, -ნორას ასეთი მამაცი ლუკასი არასოდეს ენახა, გაეღიმა,
- ლუკასი მართალია, მასთან დასამალი არაფერი მაქვს, თუ რამის თქმა გინდა, მასთან ერთად მითხარი,
ჯეისი ერთხანს თითქოს ყოყმანობდა, მერე ჯიბიდან ოვალური მოწყობილობა ამოიღო, მაგიდაზე დადო და ის იყო მოყოლა უნდა დაეწყო, კარზე კაკუნის ხმამ შეაწყვეტინათ,
- ასე გვიან ელოდები ვინმეს? -შეცბა ლუკასი, -იმედია შენი გიჟი მეზობელი არ არის, ჰო მართლა ჯეის ეს რა მოწყობილობაა, მობილურს არ ჰგავს, ნორას მეზობელსაც ზუსტად ასეთი რამ ეჭირა ხელში,
ნორამ შეამჩნია როგორ შეეცვალა ჯეისს სახე,
- დარწმუნებული ხარ რომ ასეთი იყო? -მიმართა ლუკასს,
- ჰო ზუსტად ასეთი, რა ხდება?
- ესე იგი მხოლოდ მე არა და სხვებმაც გიპოვეს ნორა, მეგონა ცოტა დრო მაინც გვქონდა მაგრამ შევცდი, სასაწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან,
კაკუნი განმეორდა, -არ გააღო, უბრალოდ ცოტა დრო მოიგე, -ანიშნა ჯეისმა და ეკრანზე რაღაც აკრიფა, ნორა ფრთხილად მიუახლოვდა კარს და კარის გვერდით დამაგრებული აპარატი ჩართო, კართან იგორი იდგა,
- ნორა შეგიძლია კარი გამიღო? სასწრაფო საქმე მაქვს ბიძაშენთან, -იგორს ჩვეული მკაცრი გამოხედვის მაგივრად სახეზე გულითადი ღიმილი ჰქონდა აკრული,
- ბიძაჩემი შვებულებაშია, ახლა ვერ გაგიღებთ, არ მცალია, თუკი რამე აუცილებლობა არ არის იქნებ სხვას სთხოვოთ დახმარება, -ნორა ცდილობდა მშვიდად ესაუბრა და ვერ გაეგო რატომ უნდა შინებოდა ამ პატარა უწყინარი კაცის,
- გააღე სიტუაციას ნუ გაართულებ, -ისევ ისეთი გულითადი ღიმილით უთხრა და ნორამ აშკარად დაინახა როგორ უხმო ხელით ვიღაცას ან რაღაცას, უეცრად საშინელი ღრენისმაგვარი ხმა მოემა და კარს მთელი ძალით დაეძგერა რაღაც, კარი შეზანზარდა და თითქოს შიგნით შემოიზნიქა, ნორამ შიშისგან შეჰკივლა უკან დაიხია და ჯეისს დაეჯახა რომელიც მის ზურგს უკან იდგა,
- საქმე სერიოზულად არის, ქოფაკებიც კი მოუყვანიათ, -ჩაილაპარაკა და ნორას სამზარეულოსკენ ანიშნა, სადაც სკამს უძრავად მიყინული ლუკასი იჯდა და გაფართოებული თვალებით უყურებდათ,
- რა ჯანდაბა ხდება, ვინ ხარ? ან კართან ვინ არის? -იყვირა ლუკასმა და წამოხტა, -ნორა პოლიციას უნდა გამოვუძახოთ,
- დაჯექი და დაწყნარდი, -მიმართა მშვიდად ჯეისმა და თვალებში ჩახედა, ნორა ვერ მიხვდა რა დაინახა ჯეისის თვალებში ლუკასმა, მაგრამ დაჯდა და ხმა აღარ ამოუღია,
- დრო ცოტა გვაქვს ნორა, მინდოდა ყველაფერი ამეხსნა მაგრამ ეს კარი დიდხანს ვერ გაუძლებს და მერწმუნე ნამდვილად არ ისურვებ მათ ხელში ჩავარდნას ვინც კართან დგას, -ჯეისი მშვიდად და ნელ-ნელა ლაპარაკობდა, თითქოს ცდილობდა ნორა მეტად არ აეღელვებინა, -უნდა წამომყვე, ჩემი სამყაროდან პორტალს გაგვიხსნიან და გაგვიყვანენ, აქ საფრთხე გემუქრება და ახლა ყველაზე უსაფრთხო შენთვის, ჩემს გვერდით ყოფნაა,
- პორტალი, შენი სამყარო, რას ამბობ, ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა, მე შენ არ გიცნობ, როგორ გინდა რომ ასე უბრალოდ ავდგე და გამოგყვე, ისიც კი არ ვიცი სად მიგყავარ, -ჩაიჩურჩულა ნორამ და შიშისგან შეხტა როცა კიდევ ერთხელ დაეჯახა კარს რაღაც აშკარად ძალიან დიდი და ძლიერი,
ჯეისი მიუახლოვდა, წელზე ხელი მოხვია და სახე სახესთან მიუტანა,
- ვიცი გრძნობ რომ შეგიძლია მენდო, ჩემი არ გეშინია ხომ ასეა? -ჩასჩურჩულა, თბილად გაუღიმა და ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა, ნორას სუნთქვა შეეკრა და ჯეისის ხელი რომ არა ალბათ ჩაიკეცებოდა, ისე ახლოს იყო მის სურნელს გრძნობდა, უცნაური დამათრობელი სურნელი ასდიოდა, თითქოს დიდი ხნის წინ დავიწყებული და სანატრელი,
- გპირდები რომ ჩემთან ერთად კარგად იქნები, იქ მიმყავხარ სადაც შენი ადგილია, სადაც შეძლებ შენ შენ იყო, ვიცი გულის სიღრმეში ყოველთვის გრძნობდი რომ ამ სამყაროში შენი ადგილი არ არის, წამოხვალ ჩემთან ერთად? -კიდევ ერთხელ კითხა ჯეისმა და გამამხნევებლად გაუღიმა, ნორამ არც კი იცოდა რატომ დაუქნია თავი, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მთელი ცხოვრება ელოდა რომ ვიღაც მოვიდოდა და ზუსტად ასეთ რამეს კითხავდა,
- კარგი, წამოვალ, -დათანხმდა და მერეღა გაახსენდა ლუკასი,
- ლუკასს ასე უბრალოდ ვერ მივატოვებ, არ შემიძლია, -თქვა და ლუკასს მივარდა, -გამოფხიზლდი აქედან უნდა წავიდეთ, სასწრაფოდ,
- მისი წაყვანაც მოგვიწევს, -ჯეისმა ეს ისე უბრალოდ თქვა, თითქოს დეკორატიულ ბაჭიაზე იყო საუბარი და არა ლუკასზე, მერე მოწყობილობის ერთ ერთ ღილაკს თითი დააჭირა, სამზარეულოს შუაში ელვა გაკრთა, ჰაერში უცნაური ელვარე ბურთი გაჩნდა, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და სარკისმაგვარ, ცოცხალი ორგანიზმივით მთრთოლვარე გასასვლელს ქმნიდა, -ნორამ ლუკასს ხელი ჩაავლო და გასასვლელთან მიიყვანა, - ხელი არ გაუშვა, - უთხრა ჯეისმა, ნორას ხელი ჩაავლო და მანათობელ პორტალში შეაბიჯა, ნორამ ფეხი შედგა თუ არა უცნაური სიცივე იგრძნო, შემდეგ თბილი ნიავი, რომელიც ყველა მხრიდან სასიამოვნოდ ელამუნებოდა, მერე კი უსასრულობა, თითქოს ერთბაშად დრო გაჩერდა, აღარ არსებობდა წარსული და მომავალი, უცნაური უმწეობის შეგრძნება დაეუფლა და ჯეისის ხელს ხელი მაგრად მოუჭირა, უკან მიიხედა, თითქმის დახურული პორტალიდან დაინახა როგორ შემოინგრა შემოსასვლელი კარი და მისაღებში იგორი შემოიჭრა ორ უზარმაზარ ძაღლისმაგვარ არსებასთან ერთად, პორტალის დანახვაზე განრისხებულმა იღრიალა, მაგრამ უკვე გვიან იყო, სანამ პორტალამდე მიაღწევდა ის დაიხურა და გაქრა, თითქოს არც კი ყოფილაო, გაცოფებულმა იგორმა მაგიდას მუშტი დასცხო, მერე ჯიბიდან აპარატი ამოიღო,
- გეუბნებოდი რომ მეტი მოცდა აღარ შეიძლებოდა, შემეძლო სრულიად უპრობლემოდ წამომეყვანა, ახლა კი ხელიდან გავუშვით, მან წაიყვანა, იცოდე პატრონს შენ გასცემ პასუხს, -შეტყობინება აკრიფა, გაუშვა და სამზარეულოდან გავიდა.
* * *
ნორამ თვალები მზით განათებულ ფართო ფანჯრებიან ოთახში გაახილა, პირველი რაც გაიგონა ღია ფანჯრებიდან შემომავალი ფოთლების შრიალის და ჩიტების ჭიკჭიკის ხმა იყო, უზარმაზარი ფანჯრები რომლებიც თითქმის იატაკამდე ეშვებოდა ღია იყო, თხელ ატმისფერ ფარდებს სასიამოვნო სუსტი ნიავი აფრიალებდა, ოთახი საკმაოდ ფართო იყო, უბრალო მაგრამ გემოვნებით შერჩეული ხის ავეჯით გაწყობილი, უზარმაზარ საწოლში იწვა და თხელი თითქმის გამჭვირმალე საბანი ეფარა, წამოჯდა და მაშინვე თვალში ეცა რომ იმ ტანსაცმლის მაგივრად რითაც სახლიდან წამოვიდა ახლა, თხელი, უნაზესი ქსოვილისგან შეკერილი მოკლემკლავიანი მაისური და შორტი ეცვა, თვალები დახუჭა და სცადა გაეხსენებინა როგორ მოხვდა აქ...
პორტალიდან ტყის შუაგულში მდებარე მწვანე მდელოზე გადმოვიდნენ, ლუკასი მაშინვე უგონოდ დავარდა ძირს, ნორას კი საშინელი გულისრევის და თავბრუსხვევის შეგრძნება აწუხებდა და ფეხზე ძლივს იდგა,
- ლუკასი ცუდად არის ჯეის, -ნორამ ჯეისს ხელი ჩაავლო რომ წონასწორობა შეეკავებინა და ლუკასზე მიუთითა, -უნდა დავეხმაროთ, -დაინახა როგორ მოუხმო ხელით ჯეისმა ვიღაცას, ხეებიდან რამდენიმე ადამიანი გამოვიდა და მათკენ წამოვიდნენ, ნორა უკვე ძლივს ახელდა თვალებს, ბუნდოვნად დაინახა როგორ აიყვანა ორმა შეჯავშნულმა, იარაღიანმა ბიჭმა ლუკასი და წაიყვანეს,
- სად მიყავთ? -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა,
- ესე იგი ეს არის ის ვისთვისაც თავი საფთხეში ჩაიგდე? -მოესმა ცივი ხმა, -წინ ულამაზესი, გოგონა ედგა, გრძელი ქერა თმით და გამჭოლი მზერით ცდილობდა მის შესწავლას,
- გეყოფა მირა, ცხენები მზად არის? -უკმაყოფილოდ შეუღრინა ჯეისმა და ნორა რომელიც უკვე ფეხზე ძლივს იდგა ისე აიტაცა ხელში თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ყოფილიყოს და თითქოს თვითონ სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ სასიკვდილოდ არ ყოფილიყოს დაჭრილი,
- ცხენები? -ჩაიბუტბუტა უკვე თითქმის ძილბურანში მყოფმა ნორამ, -შენ რა მანქანა არ გყავს?
ჯეისმა ღიმილით დახედა ფერდაკარგულ გოგონას, მერე ფრთხილად აკოცა შუბლზე, მკერდზე მიიხუტა და იქით წავიდა სადაც უკვე ელოდნენ დანარჩენები, ბოლო რაც ნორამ გაიგონა, ცხენის ჭიხვინის ხმა იყო, სხვა აღარაფერი ახსოვს, ახლა კი აქ ამ საძინებელში გაახილა თვალები, აქ ალბათ ჯეისმა მოიყვანა, ნეტავ ვინ გამოუცვალა, რამდენ ხანს ეძინა ან ლუკასი სად არის? ალბათ როგორ ნერვიულობს მის გარეშე, წამოდგა და ირგვლივ მიმოიხედა, ვერანდაზე გამავალი კარი შეამჩნია, საწოლზე კი აშკარად მისთვის მომზადებული ტანსაცმელი ეწყო, ღია ფერის მოკლემკლავიანი მაისური, თხელი ფართო შარვალი რომელიც კოჭებამდე სწვდებოდა და სანდლებისმაგვარი კრემისფერი ფეხსაცმელი, გამოიცვალა, ყველაფერი ისე მოერგო, თითქოს სპეციალურად მისთვის იყო შეკერილი,
ვერანდაზე გასვლამდე საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა, დასვენებული სახე ჰქონდა, მართლაც ახლა დაფიქრდა იმაზე რომ სიზმრები არ უნახავს, და წლების შემდეგ პირველად გამოიძინა ასე კარგად, ახლა კი ისღა დარჩა ჯეისი მოძებნოს და გაარკვიოს რა ხდება, ღრმად ამოისუნთქა, ფარდა გადაწია და კარი გამოაღო, გამოაღო და აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა, საძინებლის კარი ულამაზეს, ღია ვერანდაზე გადიოდა, ვერანდიდან კი საოცარი სილამაზის ბაღი მოსჩანდა, უამრავი ხით, სხვადასხვა ფორმის ბუჩქით და ყვავილით სავსე, ნორას ასეთი სილამაზე არასოდეს ენახა, ნიუ იორკში დაიბადა და გაიზარდა, სახლში ქოთნის მცენარეებსაც ვერ უვლიდა რადგან ბიძია ბილს თითქმის ყველაფერზე ალერგია ჰქონდა, ახლა კი ასეთი სიმწვანე... ერთხანს სუნთქვაშეკრული უყურებდა ამ ენითაღუწერელ სილამაზეს, მერე გაბედა და ვერანდიდან პირდაპირ ფაფუკ მწვანე ბალახში გადადგა ფეხი, ესიამოვნა, თავი უკან გადააგდო და სახე მზეს მიუშვირა,
- როგორი ლურჯი ცაა, -ჩაილაპარაკა და ღრმად შეისუნთქა ყვავილების სუნით გაჟღენთილი ჰაერი,
- ჰო, სულაც არ გავს ნიუ იორკის ნაცრისფერ ცას, -მოესმა ნაცნობი ხმა, უკან შებრუნდა, ზურგსუკან ლუკასი ედგა, იმ ქერათმიან გოგონასთან ერთად იყო, ჯეისმა მირა რომ უწოდა, იდგა სრულიად საღსალამათი, ჯანმრთელი და მხიარულად უღიმოდა,
- ნორა ლუკასს ჩაეხუტა და მერე სათითაოდ შეუმოწმა სხეულის ყველა ნაწილი,
- კარგად ხარ? იქ პორტალთან უგონოდ რომ დაგინახე ძალიან შემეშინდა,
- ნუ გეშინია კარგად არის, -მირას ხმა ამჯერად სულაც არ ჟღერდა ცივად, -შეგიძლია არ ინერვიულო, შენს მეგობარს ყველაფერი რიგზე აქვს, ჩვენ ადამიანებს არ ვჭამთ, მე დაგტოვებთ, ალბათ ბევრი სალაპარაკო გაქვთ,
-მირამ ღიმილით დაუქნიათ ხელი და ვიწრო ბილიკს გაუყვა რომელიც ხეების უკან უხვევდა,
- ალბათ გშია არა? -გაუღიმა ლუკასმა, ნორამ ახლაღა იგრძნო რომ ძალიან შიოდა,
- ჰოო მგელივით მშია,
- მგელივით? -ლუკამ მხიარულად ჩაიფხუკუნა, -არ მეგონა როდისმე ამ გამოთქმაზე თუ გამეცინებოდა,
- ჰოდა რატომ გეცინება და საერთოდაც აქ საეჭვოდ გაშინაურებული ჩანხარ, რამდენი ხანია მძინავს?
-ნორას რატომღაც ცუდად ენიშნა ლუკასის ასეთი თავისუფალი საქციელი,
- სამი დღეა გძინავს, მე როგორც კი აქ მომიყვანეს მაშინვე გამოვფხიზლდი, შენ კი ძალიან დიდი სიცხე გქონდა და ცუდად იყავი, ჯეისი კინაღამ გაგიჟდა,
- ჯეისი? -ნორას დაჯერება უჭირდა რომ ჯეისი მასზე ასე ნერვიულობდა,
- ჰო ჯეისი, -ლუკამ ცალყბად გაიღიმა, -შენს საწოლს არ მოშორებია, არ უჭამია და არ უძინია, ერთი წამითაც კი არ დაუტოვებიხარ, დღეს დილით აუცილებელ საქმეზე გამოიძახეს და ამიტომ წავიდა,
ესე იგი მთელი ეს დრო ჯეისი მასთან ერთად იყო, მასზე დარდობდა და ნერვიულობდა? -ნორას სულში უცნაური სითბო ჩაეღვარა,
- წამოდი მეგობარო სენდვიჩს გაგიკეთებ, -ლუკასმა მხარზე ხელი მოხვია, -საღამოს ვახშმამადე არამგონია მოითმინო, საღამოს კი ყველა ერთად ვვახშმობთ,
- ყველა? ვინ ყველა?
- საღამოს შენ თვითონ ნახავ,
ნორამ ლუკასის გაბრწყინებულ სახეს გაოცებულმა შეხედა, პირველად ხედავდა ასეთს, როგორ მოახერხა და ასე სწრაფად ადაპტირდა ამ გარემოსთან, საერთოდ არ ადარდებს რა დატოვა უკან, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით აშკარად არ ფიქრობს ამაზე,
- კარგი გამიძეხი წინ, სენდვიჩზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი, თანაც შენ აშკარად ჩემზე მეტი იცი აქაურობაზე ასე რომ რაღაცეებს მომიყვები,
- სამწუხაროდ ვერაფერს ვერ მოგიყვები, -ლუკასმა უხერხულად აიწურა მხრები,
- რატომ ვერ მომიყვები?
- დღეს დილით ჯეისმა მთხოვა რომ თუკი მის მოსვლამდე გაიღვიძებდი შენთვის არაფერი მეთქვა, უნდა რომ ყველაფერი თვითონ გითხრას,
ნორა უცაბედად ბრაზმა შეიპყრო,
- რას ნიშნავს ვერაფერს მეტყვი? იმ ვიღაც ჯეისს რატომ შეუთანხმდი, ბოლოს და ბოლოს ვისი მეგობარი ხარ ჩემი თუ მისი?
- დამშვიდდი ნორა, სულაც არ მსიამოვნებს ამას რომ გეუბნები, ისე გამოდის თითქოს მას ვიცავ, მაგრამ ის სულაც არ არის ვიღაც და არსებობს ისეთი დელიკატური საკითხები რომლებზეც მხოლოდ ის უნდა გესაუბროს და არა მე, გთხოვ დამიჯერე, ნამდვილად ასეა,
ნორამ ძლივს აიძულა თავი რომ დამშვიდებულიყო, ბოლოს და ბოლოს ლუკასი მისი ერთადერთი მეგობარია, სხვას ვის უნდა ენდოს თუ არა მას,
- წავიდეთ ვჭამოთ, - ჩაიბურტყუნა და თავით ანიშნა რომ წინ გაძღოლოდა,
უზარმაზარი სამზარეულო იგივე შენობის მარცხენა ფართში იყო განთავსებული, წითელი სახურავით დახურული სახლი ერთსართულიანი იყო მაგრამ საკმაოდ დიდი, უამრავი ოთახით, და მთლიანად მწვანეში ჩაფლული, კედლებზე სუროებით და ღია ფანჯრებით, ნორა ხარბად ათვალიერებდა ყველაფერს, გარშემო ყველგან საოცარი სიმშვიდე სუფევდა, -ესეც სამზარეულო, დაჯექი, -ლუკასმა სკამი გამოუწია და მაგიდასთან დასვა, მე სენდვიჩის გაკეთებას დავიწყებ,
- ისე იქცევი თითქოს საკუთარ სახლში იყო, -გაეღიმა ნორას,
- მირას დამსახურებაა, ყველაფერი დამათვალიერებინა, ეს სამი დღე გვერდიდან არ მომშორებია,
-ლუკასს მირას ხსენებისას თვალები უციმციმებდა,
- ყველაფერი გასაგებია, ესე იგი მირას გამოა რომ თავგზა გაქვს დაკარგული?
- ჩემზე საუბრობთ? -ღია კარში მირა იდგა და უღიმოდათ, -ნორამ შეამჩნია როგორ გაწითლდა ლუკასი,
- ლუკას შეგიძლია ცოტა ხნით გამომყვე? შენთან საქმე მაქვს, -ლუკასს გაუღიმა და გრძელი ქერა თმა მომხიბვლელად გადაიყარა ზურგს უკან, ლუკასმა ცივად დადო დანა მაგიდაზე,
- მაპატიე ნორა, მირას უნდა გავყვე, შეგიძლია თვითონ გაიმზადო სენდვიჩი?
- სხვა რა გზაა, -ნორამ სუსტად გაიღიმა და თავი მაგიდაზე დაყრდნობილ ხელებზე ჩამოდო, -ახლა უკვე მეგობარიც დაკარგა, აშკარად ყურებამდეა შეყვარებული მირაზე, როდესმე ასეც უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ისე იყო მიჩვეული რომ ლუკასის მთელი ყურადღება მას ეკუთვნოდა...
უეცრად ნაცნობი სურნელი იგრძნო, უნებურად ნესტოები მტაცებელი ცხოველივით აუთამაშდა, შემდეგ ყურს შორეული, ფრთხილი და შემპარავი ნაბიჯის ხმა მოსწვდა, მიმოიხედა არავინ ჩანდა, თვალები დახუჭა და ყურადღება დაძაბა, სურნელი უფრო და უფრო მძაფრდებოდა, უეცრად მხარზე ფრთხილი შეხება იგრძნო და ლოყა ჯეისის ტუჩებმა აუწვა, სულ რამდენიმე წამიანი კოცნა იყო მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ ნორას მთელი არსება აეღელვებინა და აეფორიაქებინა, შემობრუნდა, ჯეისი მის წინ იდგა, ძალიან ახლოს, სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, იდგა და ისე უბრალოდ, საოცრად, მომხიბვლელად უღიმოდა...
ნორამ რაღაც სპაზმისმაგვარი იგრძნო მუცელში, ლუკასი რომ ყოფილიყო მის ადგილზე, თავისი რომანტიკული ბუნებიდან გამომდინარე ამას ალბათ პეპლების ფრთხიალს უწოდებდა, -ესღა მაკლდა, რა დროს პეპლებია, -ჩაილაპარაკა ნორამ, სკამიდან ჩამოხტა და უკან დაიხია, ჯეისმა უცნაურად ჩაიღიმა და ნორას სკამზე მიუთითა,
- დაჯექი, ალბათ ძალიან გშია, უფლება მომეცი დღეს შენი პირადი მზარეული ვიყო...

- - - - - - - - - - -

ნორა ნიკაპზე ხელებდაყრდნობილი უხმოდ შესცქეროდა როგორ ალაგებდა მაგიდაზე ჯეისი სხვადასხვა სახის პროდუქტს, იღიმოდა და თან მხიარულად ღიღინებდა, უცნაური იყო ასეთი ჯეისის ხილვა, ღია ცისფერი მაისური, ფერადი შორტი და სანდლები ეცვა, ცოტაც და ნორა იფიქრებდა რომ ის ყველაფერი რაც მოხდა უბრალოდ დაესიზმრა, რომელიღაც უცხო ტროპიკულ ქვეყანაში იყო დასასვენებლად და უზომოდ სიმპათიური ადგილობრივი ბიჭი საჭმელს უმზადებდა, უყურებდა და უკვირდა, რატომ გრძნობდა მის გვერდით თავს ასე მშვიდად, უსაფრთხოდ და შეიძლება ითქვას ბედნიერადაც კი, თითქოს ის ახლობელი იყოს ვის გვერდითაც მთელი ცხოვრება აქვს გატარებული, არადა საერთოდ არ იცნობს, -ვინ ხარ ჯეის, ვინ ხარ და რატომ შემოიჭერი ასე უცაბედად ჩემს ცხოვრებაში...
რას შეჭამ? -ფიქრებიდან ჯეისის ხმამ გამოარკვია, უყურებდა და ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი უთამაშებდა, - რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ალბათ ხორციანი კერძები გიყვარს, გინდა ხორცისგან მოგიმზადო რამე? რას იტყვი?
ჯეისი რატომღაც დარწმუნებული ჩანდა რომ ნორას ხორცი ეყვარებოდა, ნორა უხერხულად შეიშმუშნა და მხრები აიჩეჩა,
- ხორცი არ მიყვარს, არ ვჭამ, ბოსტნეულისგან გავაკეთოთ რამე, ჩაშუშული ან რაღაც სალათის მაგვარი, შემწვარი ბოსტნეულიც მიყვარს,
- ბოსტნეული? -ჯეისმა უცნაურად ჩაიცინა, -ცოტა არ იყოს გამიკვირდა, მაგრამ რაკი ბოსტნეული გიყვარს ასე იყოს, სხვათაშორის ბოსტნეულისგანაც ძალიან მაგარ რამეს მოგიმზადებ, -დაიქადნა და სამზარეულოს დანა ხელში ოსტატურად შეათამაშა,
- თურმე ტყუილად არ ტრაბახობდი, -უთხრა ნორამ როცა თეფში მოასუფთავა, -ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მადლობა, ახლა კი მგონი მოვიდა დრო რომ ვისაუბროთ, ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს,
დაიწყე, გელოდები, ყველაფერი მომიყევი, ამიხსენი ნიუ იორკში რა მოხდა, აქ რას ვაკეთებთ მე და ლუკასი და საერთოდაც ეს რა ადგილია?
- ლუკასი უბრალო, გაუთვალისწინებელი შემთხვევითობაა, -გაეღიმა ჯეისს, -აი შენ რაც შეგეხება ჯობია ყველაფერი გაჩვენო და ისე აგიხსნა, გამომყევი, -ისეთი ხმით და გამომეტყველებით უთხრა რომ ნორა მიხვდა აშკარად მიჩვეული იყო ბრძანებების გაცემას, ნორა კი ვერ იტანდა როცა რამეს უთითებდნენ ან რამეს უბრძანებდნენ,
- ცოტაოდენი მოთმინება გმართებს ნორა, -ჩაიჩურჩულა და გასასვლელისკენ მიმავალ ჯეისს აედევნა, ჯეისმა სახლიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე საჯინიბოსთან მიიყვანა, ნორა აღფრთოვანებული ათვალიერებდა გარემოს, აშკარად ახლომახლო ამ სახლის გარდა სხვა სახლი არ იყო, ყველგან ხეები, ყვავილები და მწვანე მდელოები ჩანდა, ცა ლურჯი, ჰაერი საოცრად სუფთა და სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი იყო,
- სამოთხე თუ არსებობს ალბათ ასეთი იქნება, -წამოსცდა ხმამაღლა,
- მიხარია თუ აქაურობა მოგწონს, -ჯეისი ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ ნორა ხვდებოდა როგორი დაძაბული იყო და მის ყოველ რეაქციას აკვირდებოდა,
- როგორ შეიძლება ვინმეს ასეთი საოცარი გარემო არ მოეწონოს, -ნორა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, თვალი საჯინიბოს ეზოში თავისუფლად მონავარდე გრძელფეხება, შავმა ულაყმა მოსტაცა, ჯეისმა მის მზერას თვალი გააყოლა,
- ცხენით გასეირნებაზე რას იტყოდი?
ნორა ახლა უზომოდ მადლიერი იყო ბიძამისის რომელსაც ყოველ კვირას დაჰყავდა ქალაქგარეთ, ჯირითის სასწავლად,
- ესე იგი მაშინ არ მომჩვენებია და მართლა ცხენით მომიყვანე აქ? -შეეკითხა ჯეისს,
- ჰო ასეა, გადასაადგილებლად ცხენებს ვიყენებთ ან თუ რამე უკიდურესობაა მაშინ ... -ჯეისი შეჩერდა თითქოს რაღაც ზედმეტი თქვაო სხვა რაღაცაზე საუბრის გადატანა სცადა, -მოდი გავისეირნოთ და თან გზაში ყველაფერს აგიხსნი,
- კარგი ასე იყოს, -ნორამ არც ამჯერად შეიმჩნია რამე, -წავიდეთ,
ჯეისმა საჯინიბოდან ორი შეკაზმული ცხენი გამოიყვანა, ნორას მიუახლოვდა მაღლა ასწია და ცხენზე დაჯდომაში დაეხმარა, მერე თვითონაც მოახტა თავის შავ ბედაურს და წინ გაუძღვა, ნორა გაფაციცებული ათვალიერებდა ყველაფერს და ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა, სახლს და საჯინიბოს გარს უზარმაზარი ბაღი ერტყა, ხოლო ბაღს ხვიარა მცენარეებით დაფარული ღობე ყოფდა ტყისგან, სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე სხვა სახლი ან რამე შენობა არ ჩანდა, ნორამ ცხენი ააჩქარა, ჯეისს დაეწია და გვერდში ამოუდგა, ერთხანს მისმა სრულყოფილმა პროფილმა, სახეზე და მხრებზე თავისუფლად ჩამოყრილმა თმამ და ვნებიანი ტუჩების მოხაზულობამ მოსტაცა თვალი მაგრამ თავს აიძულა რომ ასეთ რამეებზე არ ეფიქრა, -გეყოფა ნორა, ის არცთუ ისე ძალიან გიზიდავს, შენ ის არ მოგწონს, ერთი უბრალო ჩვეულებრივი ბიჭია და სხვა არაფერი, -შეუძახა საკუთარ თავს, -უცნაურიც კია მომწონდეს, ისიც კი არ ვიცი ვინ არის და სულ რაღაც ორჯერ მყავს ნანახი, -ჩაილაპარაკა და თავი გადააქნია რომ აბეზარი ფიქრები მოეშორებინა, გარშემო მიმოიხედა,
- არავინ ჩანს, აქ ჩვენს გარდა არავინაა? გამოსვლისას ლუკასისთვის თვალიც კი არ მომიკრავს სად არის?
- ეს ის ადგილია სადაც დასვენებისთვის და განტვირთვისთვის მოვდივარ ხოლმე, ხალხმრავლობა მაინცდამაინც არ მიყვარს ასე რომ მირჩევნია არავინ შემაწუხოს, ლუკასს რაც შეეხება, ნურაფერზე იფიქრებ, მირა მიხედავს, ვერც კი წარმოვიდგენდი ისე კარგად გაუგეს ერთმანეთს,
- მირა ვინ არის? შენი მეგობარია?
- ჰო შეიძლება ასეც ითქვას, ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ერთად ბევრი რამ გადაგვხდენია, -ჯეისს მირაზე საუბრისას თვალები გაუბრწყინდა და ისე გაიღიმა, თითქოს რაღაც ძველი მხიარული ისტორია გაახსენდაო, ნორას თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა, -ჯანდაბა, რა ეგონა, რომ ჯეისისნაირ ბიჭს არავინ ეყოლებოდა? თანაც მირა ისეთი ლამაზი იყო მასთან არანაირი შანსი არ ჰქონდა, ერთი წამით მაინც როგორ დაუშვა რომ ჯეისი ნორასნაირ არაფრით გამორჩეულ გოგოს სხვანაირად შეხედავდა, ფიქრებიდან მისმა ხმამ გამოარკვია,
- მოვედით, ეს ამარილისია, -მის ხმაში სიამაყე და სიყვარული ჟღერდა, -მინდოდა ჩვენი სამეფოს მთავარი ქალაქი პირველად აქედან მეჩვენებინა, ამ ფერდობიდან საოცარი ხედი იშლება,
ფიქრებში გართულ ნორას არც კი შეუმჩნევია რომ ციცაბო ფერდობთან იდგნენ, რომლიდანაც საოცარი სანახაობა იშლებოდა, ლურჯად მოლივლივე ზღვის ნაპირზე, ქალაქი იყო გადაშლილი, თეთრად შეფეთქილი წითელსახურავიანი სახლებით, უძველესი შენობებით, ქვით მოკირწყლული ფართო ქუჩებით და უამრავი ყვავილით და სიმწვანით, ქალაქს ზუსტად შუაში კვეთდა მდინარე და ზღვას უერთდებოდა მდინარეზე რამდენიმე ადგილას წითელი ქვის ხიდები იყო გადებული, ნორა აღფრთოვანებული ათვალიერებდა ქალაქს,
- ძალიან ლამაზია, ვისურვებდი ახლოდან მენახა, -ნორა უცნაურმა მოუთმენლობამ შეიპყრო და ჯეისს აციმციმებული თვალები მიაპყრო,
- შენი მესმის, -გაიღიმა ჯეისმა, -ძნელია ასეთ სილამაზეს შორიდან უცქირო და ახლოს მისვლა არ მოგინდეს, მაგრამ სანამ ქალაქში გავისეირნებთ მინდა ერთი ძველი ლეგენდა მოგიყვე, ჩამოხტი, დავსხდეთ და ცოტა ხანს ვისაუბროთ, -ხელი გაუწოდა და ცხენიდან ჩამოსვლაში მიეხმარა, ბალახზე დასვა და თვითონაც მის პირდაპირ ფეხმორთხმით დაჯდა, ერთხანს დუმდა თითქოს ფიქრობდა საიდან დაეწყო,
ნორა უყურებდა და თვითონაც არ იცოდა როგორ, მაგრამ გრძნობდა როგორ ყოყმანობდა და ნერვიულობდა ჯეისი, მის მღელვარებას ისე გრძნობდა როგორც საკუთარს, მაგრამ გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, ცდილობდა არაფერი შეემჩნია, -ალბათ ეს ყველაფერი ამ ახალი გარემოს ბრალია, აქაურობა ნამდვილად არ გავს ნიუ იორკს, აქ ყველაფერი თითქოს უფრო მკვეთრი და გამძაფრებულია, ხმები, ფერები, სურნელი... მისი სურნელი... ისე ახლოს ზის... - ნორამ გაუცნობიერებლად მოიქცია ქვედა ტუჩი კბილებს შორის და ჯეისს ლურჯ თვალებში შეხედა, რომლებშიც მისი სახე ირეკლებოდა, ძალიან გაუჭირდა ყურადღების მოკრეფა,
- დაიწყე, ცნობისმოყვარეობისგან ვკვდები, -მიმართა ჯეისს და გამამხნევებლად გაუღიმა,
* * *
- ეს სამყარო ძალიან დიდი ხანია არსებობს, როგორ ან როდის შეიქმნა არ ვიცით, რადგან სადაც შენ ცხოვრობდი იმ სამყაროში მცხოვრები ადამიანებივით, უცნაურ ლეგენდებს არ ვიგონებთ საკუთარი არსებობის გასამართლებლად, -ჯეისს გაეღიმა ნორას აწეული წარბის დანახვაზე და ისევ გააგრძელა,
- ჩვენი სამყარო ოთხ სამეფოდ არის დაყოფილი, ოთხი სხვადასხვა სამეფო, სრულიად განსხვავებული არსებებით დასახლებული,
- არსებებით? რას გულისხმობ? -ვერ მოითმინა ნორამ,
- გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ ყველაფერს აგიხსნი, უფლება მომეცი ბოლომდე მოგიყვე და მერე ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებ, -ნორამ უხმოდ დაუქნია თავი, ჯეისმა განაგრძო,
- ადამიანების სამეფო, ფერიების სამეფო, წყვდიადის ბინადრების სამეფო და ჩვენი... ჩვენი...
-თითქოს ენა დაება, ტუჩი მოიკვნიტა და თმაში ნერვიულად შეიცურა გრძელი, თლილი თითები, -მეოთხე ჩვენი სამეფოა, მგლების სამეფო, -ცოტა ხნით მოყოლა შეწყვიტა რათა ნორას რეაქციას დაკვირვებოდა, ნორას მკვირცხლმა გონებამ წამში გააანალიზა ყველაფერი,
აი თურმე რას ნიშნავდა ჯეისის ბრჭყალები, ტყუილად არ უფიქრია რომ იქ მის ბინაში, როცა ჯეისი დაჭრილი იყო და გარდასახვა დაიწყო, მისი თვალები მტაცებლის თვალებს ჰგავდა, ოღონდ მაშინ ვერ გაიხსენა რომელი მტაცებლის,
- ჰმ, ესე იგი შენ მგელი ხარ? უფრო სწორად მაქცია? -ჯეისი ღიმილით შეათვალიერა და ანიშნა გააგრძელეო,
- მეგონა შეგეშინდებოდა, -ჯეისი გაკვირვებული ჩანდა,
- სულაც არა, ხანდახან მე თვითონაც მიკვირს ჩემი თავის, მაგრამ რას იზავ ასეთი ბუნება მაქვს, ყველაფრის მარტივად გაგება და შეთვისება შემიძლია, ასე რომ გააგრძელე, თანაც მაინცდამაინც დიდ პრობლემასაც ვერ ვხედავ, სხვა თუ არაფერი ამ სამყაროში თურმე ჩვენნაირი არსებებიც ცხოვრობენ,
-ნორამ ჯეისს გაუღიმა და გაგრძელების მოსასმენად მოემზადა,
- ჩვენნაირებში ვინ იგულისხმე, -ჯეისს უცნაური მზერა ჰქონდა,
- ანუ ჩემი და ლუკასის ნაირები, დედამიწელები, ამერიკელები, ჩვეულებრივი ადამიანები, -ნორამ ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა,
- ჰმ, ჩვეულებრივი ადამიანები? -ჯეისმა გაღიმება სცადა, -კარგი ჯობია გავაგრძელო მაგრამ ვფიქრობ საკმაოდ გამიძნელდება ამ ყველაფრის ახსნა,
- სცადე, ხომ გითხარი რომ ყველაფრის გაგება შემიძლია, -გაამხნევა ნორამ, -ჯეისმა ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა,
- ოდესღაც ძლევამოსილი ოთხი სამეფო, გამუდმებულმა შუღლმა, ინტრიგებმა, ომებმა და ყველა დანარჩენ სამეფოზე ბატონობის სურვილმა, გააჩანაგა და მიწასთან გაასწორა, ზუსტად ექვსასი წლის წინ მაშინდელი მმართველები მიხვდნენ რომ თუკი რამეს არ მოიფიქრებდნენ მალე ხელში აღარაფერი შერჩებოდათ, ასე რომ ზავი დადეს და ოთხი სამეფოს მიჯნაზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ტაძარიც კი ააშენეს ამ შეთანხმების უკვდავსაყოფად, ტაძარში ოთხივე სამეფოს წარმომადგენლები მსახურობდნენ და ოთხივე სამეფოს უდიდესი საგანძური ინახებოდა, ბროლის მაგიურ ბურთში მოთავსებული, სამეფოს მმართველების ენერგია, რომელიც საკუთარი ნებით, იმის ნიშნად გაიღეს რომ ომი აღარასოდეს იქნებოდა, ასეც მოხდა, ყველაფერი დაწყნარდა, სამეფოები ნელ-ნელა იკრებდნენ ძალებს და შეთანხმების აღსანიშნავად დღესასწაული დაწესდა, ყოველ წელს შემოდგომის მიწურულს, ტაძართან ოთხივე სამეფოს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და შეთანხმებას ზეიმობდნენ,
- ალბათ ძალიან მაგარი სანახაობაა, ვისურვებდი საკუთარი თვალით მენახა ეს ზეიმი, -ნორამ მეოცნებე თვალებით შეხედა, ჯეის თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დაუარა, მისი ანთებული თვალების შემხედვარეს, -როგორ ახერხებს ეს გოგო და პატარა ბავშვივით აბნევს და აღელვებს, -თავი გააქნია რომ მასზე ფიქრი მოეშორებინა,
- სამწუხაროდ უკვე ოცდაერთი წელია ეს დღესასწაული გაუქმდა,
- რატომ? -ვერ ისვენებდა ნორა,
- იყო ერთი რამ რაც ექვსასი წლის წინ მოხდა, ზუსტად მაშინ როცა მმართველები შეთანხმებას ცდილობდნენ და რაც არავისთვის უთქვამთ, ძალიან დიდხანს საიდუმლოდ ინახავდნენ, არსებობდა წინასწარმეტყველება, რომ თუკი მთავრები შეთანხმებას მოახერხებდნენ და თავიანთ ენერგიას ერთ ადგილზე მოაქცევდნენ, გარკვეული დროის შემდეგ, ამ ენერგიის წყალობით დაიბადებოდა ბავშვი რომელსაც ოთხივე სამეფოს წარმომადგენლების ძალები ექნებოდა და ოთხივე სამეფოს მმართელობაზე ექნებოდა უფლება,
- მხოლოდ რაღაც სულელური წინასწარმეტყველების გამო, შეიძლება რომ ვიღაც მმართველი გახდეს? რა უაზრობაა, -ნორა გაოცებას ვერ მალავდა,
- ჩვენს სამყაროში წინასწარმეტყველებები სისულელე არ არის, -ჯეისს ხმა დაუსერიოზულდა და გამოხედვა ისეთი მკაცრი გაუხდა რომ ნორამ უნებურად თვალები ძირს დახარა, -აქ წინასწარმეტყველებები ყოველთვის ხდება და ახდენილი წინასწარმეტყველება ყველასთვის ის კანონია რომელსაც თვალდახუჭული ასრულებენ, შენთვისვე აჯობებს თუ ამ ყველაფერს უფრო მეტად სერიოზულად მოეკიდები, რაც შეეხება ჩვენს ამბავს, ამ ყველაფრის შესახებ ასეულობით წლის განმავლობაში მხოლოდ მმართველების მემკვიდრეებმა იცოდნენ, ამ საიდუმლოს მკაცრად იცავდნენ, რადგან ხალხში დიდი არეულობის გამოწვევა შეეძლო, მაგრამ მოხდა ისე რომ წინასწარმეტყველება მაინც გავრცელდა ხალხში, ეს მოხდა ოცდაერთი წლის წინ, იმავე წელს კი ტაძრიდან მაგიური ბროლის ბურთი გაქრა, ყველა სამეფო პანიკაში იყო, არეულობები დაიწყო, ხალხი ფიქრობდა რომ ექვსას წლიან მშვიდობას ბოლო მოეღო, გამორჩეული მაძებრები ოთხივე სამეფოდან ყველგან ეძებდნენ ბროლის ბურთს მაგრამ ვერსად მიაგნეს, ვერც ის იპოვეს ვინც ბურთი მოიპარა, დაახლოებით სამი წლის შემდეგ რაღაც მოხდა რამაც მთელი ჩვენი სამყარო ძირფესვიანად შეცვალა... -ჯეისმა თხრობა შეწყვიტა და ნორამ კიდევ ერთხელ იგრძნო მისი ყოყმანი, რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ მთლიანად მოიცვა მისი სხეული, მიხვდა რომ ჯეისს ახლა რაც არ უნდა ეთქვა, კარგი მოსასმენი ნამდვილად არ იქნებოდა,
- განაგრძე, მომიყევი რა მოხდა, -შეცვლილი ხმით უთხრა და ყველაზე ცუდისთვის მოემზადა,
- ბროლის ბურთის დაკარგვიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ შენ დაიბადე ნორა, დაიბადე თუ არა, არავინ არ იცის როგორ მაგრამ ყველა სამეფოში გაიხსნა შენს სამყაროსთან დამაკავშირებელი პორტალები ძველი მმართველების მემკვიდრეებმა იგრძნეს შენი არსებობა რადგან შენ მათ ენერგიას ატარებ და ყველა შენს ძებნას შეუდგა, იმ ბავშვის ძებნას რომელიც შეიძლებოდა მათ მმართველობაში შეცილებოდათ, ყველას ერთი მიზანი ჰქონდა, მისი განადგურება, მისი თავიდან მოშორება, მათ შორის მეც,
- ჯეისმა ერთ ადგილზე უცნაურად და უმოძრაოდ გაყინულ ნორას თვალებში შეხედა, მისი მზერა არაფერს ეუბნებოდა,
- კარგად ხარ? ზედმეტი მომივიდა, მაპატიე, ამ ყველაფრის ასე ერთბაშად მოხლა არასწორი იყო,
-ნორა უხმოდ წამოდგა, ჯეისს ზურგი შეაქცია, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ქალაქს გადახედა, ტვინი თითქოს უდუღდა და მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას ვერ ახერხებდა, ეს ყველაფერი ისეთი ძნელი იყო... არადა იქ ნიუ იორკში, თითქმის ყოველ საღამოს ძილის წინ ოცნებობდა რომ რაღაც ისეთი შემთხვეოდა რაც ყოველდღიურ ერთფეროვნებას ცოტათი მაინც გაუფერადებდა, ათას რაღაცას წარმოიდგენდა ხოლმე, მაგრამ არა ასეთ რამეს, ნუთუ ეს ყველაფერი მის თავს ხდება, ფერიები, წყვდიადის ბინადრები, მაქციები, ყველას მისი განადგურება უნდა, ამას როგორ უნდა შეეგუოს? ჯეისს, იმ ჯეისს რომლის ლურჯ თვალებს და ვნებიან ტუჩებს ცოტა ხნის წინ აღფრთოვანებული შეჰყურებდა მისი მოკვლა უნდა, ამ ყველაფერს თავი როგორ უნდა დააღწიოს, მხართან ახლოს მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო და სხეულში ჟრუანტელმა დაუარა,
- კარგად ხარ ნორა? -მოესმა მისი დაბალი თბილი ხმა, -რატომღაც შინაგანი ხმა კარნახობდა რომ ჯეისი არაფერს დაუშავებდა და მისი არ უნდა შინებოდა, შებრუნდა და მისი შეშფოთებული მზერის დანახვისას უნებურად გაეღიმა,
- ესე იგი ჩემი მოკვლა გინდა?
მისი ღიმილის შემხედვარე ჯეისი ოდნავ მოეშვა, შვებით ამოისუნთქა, ნორა ნამდვილად არ ჰგავდა ისეთ იმპულსურ გოგოს რომელიც იქამდე მოინდომებდა მის მიტოვებას და ამ სამყაროდან გაქცევას სანამ ყველაფერს არ გაარკვევდა, ამიტომაც გადაწყვიტა მასთან შეძლებისდაგვარად გულახდილი ყოფილიყო,
- შენი მოკვლა და თავიდან მოშორება მინდოდა, მაგრამ ეს ადრე იყო,
- ადრე? რატომ გადაიფიქრე? რა შეიცვალა? -ნორა თვითონაც ვერ მიხვდა ეს რატომ გააკეთა მაგრამ ჯეისს მიუახლოვდა, ცალი ხელი მკერდზე დაადო და მეორე თმაში შეუცურა, ჯეისს სუნთქვა შეეკრა, დაიძაბა,
- რას აკეთებ ნორა?
- ვცდილობ გავიგო რამ გადაგაფიქრებინა ჩემი მოკვლა, -უპასუხა და უფრო მიუახლოვდა, სხეულზე აეკრა, თვითონაც უკვირდა საკუთარი გამბედაობის, მაგრამ მასში იყო რაღაც ისეთი რაც იზიდავდა და აიძულებდა საკუთარი თავისთვის, შიშის და ეჭვისთვის გადაებიჯებინა და ასე მოქცეულიყო,
ჯეისი უყურებდა მას და თავს ძლივს იკავებდა რომ ნახევრად გახსნილ ვარდისფერ, მაცდურ ბაგეებზე არ შეხებოდა, -ასე არ შეიძლება ჯეის, მან ჯერ არც კი იცის რა ხდება, ეს არ არის სამართლიანი, -გონებაში იმეორებდა და დამშვიდებას ცდილობდა,
- ჩვენ ჯერ საუბარი არ დაგვისრულებია, -ამოთქვა ბოლოს შეცვლილი ჩახლეჩილი ხმით,
- ჰოო? -ნორამ ცივად გაუშვა ხელი და მოშორდა, -რაღა უნდა მითხრა, უკვე ვიცი რომ რაღაც უცნაური ჰიბრიდი ვარ, რომელმაც არც კი იცის როგორ გაჩნდა ამქვეყნად,
- შენ შენმა მშობლებმა გაგაჩინეს, მათი შვილი ხარ, უბრალოდ არავინ იცის როგორ მოხდა, მაგრამ შენში მთელი ჩვენი სამყაროს ენერგიაა მოქცეული,
- ამას ისე უბრალოდ ამბობ, -გაეღიმა ნორას, -ჯანდაბა, რატომ არ შემიძლია შენზე გაბრაზებული ვიყო, ცოტა ხნის წინ მითხარი რომ ჩემი მოკვლა გინდა, მე კი რას ვაკეთებ, მგონი შევიშალე, -ნორამ ხელები თავზე შემოიჭდო და თვალები მაგრად დახუჭა,
- გითხარი რომ მინდოდა შენი მოკვლა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ყველაფერი შეიცვალა, -მოესმა ჯეისის თბილი ხმა, -მე შენ არაფერს დაგიშავებ ნორა, უმალ ჩემს თავს ვავნებ რამეს ვიდრე შენ, მოდი დანარჩენი საუბარი შემდეგისთვის გადავდოთ, წამოდი, მინდა დაღამებამდე ქალაქი დაგათვალიერებინო, -ნორამ თვალები გაახილა, ჯეისი მის წინ იდგა და უღიმოდა, მერე ხელი გაუწოდა, -მოდი ცხენზე შეჯდომაში დაგეხმარები.
* * *
ერთხანს უხმოდ, მშვიდად ეშვებოდნენ ქალაქისკენ მიმავალ გზაზე,
- და შენი როლი რა არის ამ ისტორიაში? -ვეღარ მოითმინა ნორამ
- მე ამ სამეფოს მმართველი ვარ, -უპასუხა ჯეისმა ისე უბრალოდ თითქოს ნორას რკინიგზის სადგურამდე მიმავალი ავტობუსის ნომერი ეკითხოს,
- ვაუ, ესე იგი შენ მეფე ხარ? მაგარია,
- არანაირი სტატუსები ნორა, ეს ამ სამყაროში არავის ადარდებს, მე უბრალოდ ამ სამეფოს ვმართავ და ვიცავ, ეს არის და ეს, შეხედე, -ხელი გაიშვირა ქალაქის შესასვლელისკენ, რომელსაც უკვე უახლოვდებოდნენ, შესასვლელი კარიბჭის ორივე მხარეს, უზარმაზარი, ხახადაღრენილი მგლების ქანდაკებები იდგა,
- შთამბეჭდავია, -ჩაიჩურჩულა ნორამ, ცხენები შესასვლელთან დატოვეს და ფეხით გაუყვნენ ფართო, ქვით მოკირწყლულ ქუჩას, ჯეისს ყველა სცნობდა, აშკარად ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ, ღიმილით და თავის დაკვრით ესალმებოდნენ, ნორას კი ცუდად დაფარული ცნობისმოყვარეობით უმზერდნენ და ჩურჩულებდნენ, ქალაქი მართლაც რომ ულამაზესი იყო, უამრავი მაღაზიით, კოპწია სახლებით, რომელთაც წინ ყვავილებით სავსე ბაღები ჰქონდათ, ხალხით იყო სავსე, ყველას სადღაც ეჩქარებოდა, ფუსფუსებდნენ, აქეთ-იქით დარბოდნენ, ყველას უცნაურად გახარებული და ბედნიერი სახე ჰქონდა, დიდი ხნის სეირნობის შემდეგ, მდინარის ნაპირთან შედგნენ,
- სხვა ქალაქებიც არსებობს ამ სამეფოში? -ნორა ინტერესით კვდებოდა ერთბაშად უნდოდა ყველაფრის გაგება,
- სხვა რამდენიმე შედარებით პატარა ქალაქი არსებობს და უამრავი სოფელი ამ ქალაქის გარშემო მდებარე ტყეებში ბევრი სოფელია,
- ვხედავ ტყეები და ზოგადად სიმწვანე გიყვართ,
- ჰო ასეა, -ჯეისს გაეღიმა, -ჩვენ მგლები ვართ, ტყეები და მინდვრები გვიყვარს,
- და სხვა სამეფოები როგორია?
- ადამიანების სამეფო ჩვენსას გავს, ფერიების სამეფოში ახლა ზამთარია, საკმაოდ ხანგრძლივი ზამთარი, თოვლი უყვართ, და ამინდზე ზემოქმედებაც შეუძლიათ, წყვდიადის ბინადრების სამეფოში კი თითქმის მუდმივად ღამეა, თითქმის ყოველთვის ბნელა,
- საოცრებაა, მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება,
- ცოტახანში მიეჩვევი და მიხვდები რაოდენ ბუნებრივია ეს ყველაფერი,
- მივეჩვევი? -ნორა ახლაღა დაფიქრდა იმაზე რას გულისხმობდა ჯეისი, -შენ რა, გგონია რომ სამუდამოდ აქ ვაპირებ დარჩენას? ცდები, ჩემი სახლი ნიუ იორკშია და იქ უნდა დავბრუნდე,
- არავინ არაფერს გაიძულებს ნორა, შენი გადასაწყვეტია რას გააკეთებ, მოდი უბრალოდ დინებას მივყვეთ და როგორც გადაწყვეტ ყველაფერი ისე იქნება გპირდები, -ჯეისი ყველანაირად ცდილობდა ნორა არ გაებრაზებინა და შეეშინებინა,
- კარგი რაკი ასეა მივყვეთ დინებას, -ნორამ მხრები უდარდელად აიჩეჩა, აქ რა ხდება? -მიუბრუნდა ჯეისს, -აშკარად რაღაცისთვის ემზადებიან,
- გახსოვს იმ დღესასწაულზე რომ გითხარი? ამ კვირის ბოლოს ოცდაერთი წლის შემდეგ პირველად გაიმართება, როგორც იქნა ისევ მივაღწიეთ შეთანხმებას, ეს შეთანხმება მხოლოდ ერთი რამის გამო შედგა, ყველა მმართველს შენთან შეხვედრის სურვილი კლავს და იმედი აქვთ რომ დღესასწაულზე გიხილავენ, მეც იმედი მაქვს რომ უარს არ მეტყვი და ჩემთან ერთად წამოხვალ,
- იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც მომიყევი, დღესასწაულზე დასასწრებად შენთან ერთად რა სტატუსით უნდა წამოვიდე? ალბათ ყველას დააინტერესებს რატომ ვართ ერთად?
- ამ ყველაფერს ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ, მაგრამ შენ თუ დაგამშვიდებს შეგიძლია ყველას უთხრა რომ ვმეგობრობთ და ჩემთან სტუმრად ხარ, ჯერჯერობით ესეც საკმარისია,
- ჯერჯერობით? -ნორამ ჯეისს ეშმაკურად აციმციმებულ თვალებში შეხედა, -ეს რას ნიშნავს?
- ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, რა იცი იქნებ შემდეგ წელს სრულიად სხვა სტატუსით დავესწროთ დღესასწაულს, -უთხრა და ისე გაუღიმა რომ ნორას თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დაუარა და მუხლებში უცნაური სისუსტე იგრძნო, ის იყო პასუხის გაცემას აპირებდა რომ თვალი ერთ-ერთმა უცნობმა მოსტაცა, რომელიც პიდაპირ მათკენ მოდიოდა, მაღალი, უცნაურად სასიამოვნო გარეგნობის, მთლიანად თეთრებში გამოწყობილი, გძელ ნაცრისფერთმიანი და წყლისფერთვალებიანი უცნობი ნელ-ნელა უახლოვდებოდათ, ჯეისმა მის მზერას გააყოლა თვალი და ნორამ იგრძნო როგორ დაიძაბა, სიბრაზისგან ყბები დაეჭიმა,
- გამარჯობა ჯეის, -უცნობი არ იღიმოდა და მის ხმაშიც არანაირი ემოცია არ იგრძნობოდა, -დიდი ხანია არ შევხვედრილვართ, ეს მშვენიერი არსება ვინ არის? არ გამაცნობ?
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ ნათანიელ, მშვენივრად იცი რომ ჩემს სამეფოში ფერიების ნახვა არ მსიამოვნებს და მითუმეტეს შენი, -ნორა გრძნობდა ჯეისი თავს ძლივს იკავებდა, სიბრაზისგან ხელები უცახცახებდა, დაინახა როგორ გამოიზარდა მის თითებზე ბრჭყალები და თვალის ფერმა შეცვლა იწყო, ნათანიელმა უცნაურად ჩაიცინა და მათკენ ნაბიჯი გადადგა...

- - - - - - - - - -

ნათანიელმა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, ნორას გაუღიმა და ხელი გაუწოდა,
- სალამი, ჩემი სახელი უკვე იცი, შენ რა გქვია?
ნორამ იგრძნო როგორ დაიძაბა ჯეისი და გაუცნობიერებლად ხელი მაჯაზე მოუჭირა, -დამშვიდდი ჯეისს, -დაბალი ხმით გადაულაპარაკა და მეორე ხელი ნათანიელს გაუწოდა,
- მე ნორა ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა, -ნათანიელის ხელი უჩვეულოდ ცივი და უხეში იყო, ხოლო მზერა ისეთი, გეგონებოდა სულამდე აღწევს და მთელ გრძნობებს და ფიქრებს კითხულობსო, ნორამ შეამჩნია როგორ მიაშტერდა მის ხელს რომლითაც ჯეისის მაჯა ეჭირა, მან დაინახა როგორ მოეშვა ჯეისი ნორას შეხებისას და როგორ დამალა ბრჭყალები, რამდენიმე წამს დუმდა, თითქოს რაღაცის გაანალიზებას ცდილობსო, შემდეგ ნორას ხელი გაუშვა ჯეისს მიუბრუნდა და ცივად გაუღიმა...
- რაც არ უნდა იყოს, არ შემიძლია არ გითხრა რომ ძალიან იღბლიანი ხარ, როგორ ახერხებ რომ ყოველთვის ყველაფერში ასე გიმართლებს,
- გეყოფა, საკმარისია, -გამოსცრა კბილებში ჯეისმა,
- რას გულისხმობს? -ნორამ ჯეისს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო, ჯეისის თვალებში მრისხანებასა და ბრაზთან ერთად უცნაური ღელვა და შიში ჩანდა, ნორა მიხვდა, ჯეისს ეშინოდა რომ ნათანიელი რაღაცას იტყოდა, რაღაც ისეთს რაც მას არ უნდა სცოდნოდა,
- არ იცის არა? მისთვის არაფერი გითქვამს? -ნათანიელი აშკარად ხალისობდა, ნორა გრძნობდა როგორ სიამოვნებას ანიჭებდა ჯეისის გაბრაზება,
- საკმარისია ნათანიელ, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, -ჯეისის ხმაში და ქცევაში იყო რაღაც ისეთი რამაც ნორას უნებურად შიში მოჰგვარა, ნათანიელის ადგილზე რომ ყოფილიყო უბრალოდ გაჩუმდებოდა და უკანმოუხედავად წავიდოდა აქედან, ასეც მოხდა, ნათანიელმა დემონსტრაციულად დაუკრა ნორას თავი,
- დღესასწაულზე შევხვდებით ნორა, -მიმართა ისე თითქოს ჯეისი იქ არც კი ყოფილიყოს, მერე მათ ზურგი შეაქცია და ნელი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას, ნორამ ჯეისს ხელი გაუშვა, შებრუნდა და იმ ხედს გახედა რომელიც მდინარის იმ ნაპირიდან ჩანდა სადაც იდგნენ, საკმაოდ ფართო მდინარის შუაგულში გონდოლის მაგვარი, ყვავილებით მორთული ნავები დაცურავდნენ, ახლომდებარე ღია კაფეებიდან წყნარი მუსიკის ხმები ისმოდა, შორს წყნარად ლივლივებდა ზღვა, სუსტი ნიავი ქროდა და ზღვის სურნელი მოჰქონდა,
- ვიცი რომ ჩემთან უამრავი კითხვა გაქვს და პასუხების მიღება გინდა, -თითქოს სადღაც შორიდან ჩაესმა ჯეისის ხმა, ასეც იყო, უამრავი კითხვა ჰქონდა, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და აშკარად გრძნობდა როგორ უჭირდა ჯეისს ამ ყველაფერზე საუბრის დაწყება, თავში ქაოსი ჰქონდა, მაგრამ ერთადერთი რაც ზუსტად იცოდა იყო ის რომ ჯეისის ნდობა შეიძლებოდა, ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ამაში ასეთი დარწმუნებული ყოფილიყო მაგრამ მისი ესმოდა, ესმოდა მისი გრძობები, განცდები და შიშები, რატომღაც ჯეროდა რომ ჯეისი არასდროს არაფერს დაუშავებდა,
ნორა, ადამიანი რომელიც არასდროს არავის ენდობოდა, ადამიანებთან ურთიერთობა უჭირდა და ლუკასის გარდა მეგობრები არ ყავდა, ახლა რატომღაც ჯეისით იყო შეპყრობილი და ეს ყველაფერი იმდენად მოსწონდა მზად იყო მოეცადა სანამ ჯეისი გამბედაობას მოიკრებდა და ყველაფერს აუხსნიდა, ზღაპრულ ხედს თვალი მოაშორა შემობრუნდა და ჯეისს რომელიც გაშეშებული ელოდებოდა მის რეაქციას მხიარულად გაუღიმა,
- მშია, ძალიან მინდა თაფლიანი ბლინები, იმედია აქ სადმე შევძლებთ რომ ვჭამოთ,
- სერიოზულად? -ჯეისი ეჭვით სავსე თვალებით უყურებდა, -არაფერს მკითხავ? არ გაინტერესებს ნათანიელი ვინ არის ან რას გულისხმობდა?
- რომ გითხრა რომ არ მაინტერესესებს დამიჯერებ? უბრალოდ ვიცი რა პასუხსაც მივიღებ და არ მინდა ყველაფერი გავართულო, როცა საჭიროდ ჩათვლი მაშინ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე, ახლა კი წავედით, -ნორამ თმა მომხიბვლელად გადაიყარა მხრებზე და ქუჩას გაუყვა, ჯეისი ერთხანს უცნაურად აღფრთოვანებული მზერით შესცქეროდა მსუბუქი ნაბიჯებით მიმავალს, მერე აედევნა დაეწია და ხელი ჩაჰკიდა,
- არასწორ მხარეს მიდიხარ,
- ჰოო? -ნორამ ქვემოდან ამოხედა და ისე გაუღიმა, ჯეისმა თავი ძლივს შეიკავა რომ ვარდისფერ, მაცდურად გაბუსხულ ტუჩებზე არ დაკვდომოდა, ღრმად ამოისუნთქა და ტუჩი ისე მოიკვნიტა რომ სისხლის გემო იგრძნო,
- ჰო, ის კაფე სადაც უგემრიელეს ბლინებს ამზადებენ მეორე მხარეს არის, აი ხედავ? -ქუჩის კუთხეში პატარა ცისფერი კაფისკენ წაიყვანა, კაფის წინ საკმაოდ ფართო ადგილი პატარა ხეებით და ყვავილებით იყო გაფორმებული, ხეებს შორის კი მრგვალი, თეთრი მაგიდები და რბილბალიშებ გადაკრული სკამები ჩაედგათ,
- საოცარი ადგილია და ბლინებიც ძალიან გემრიელი აქვთ, -გამოაცხადა ნორამ როცა მეორე ულუფაც ბოლომდე შესასნლა, ჯეისი თვალს ვერ აშორებდა და მის შემხედვარეს უნებურად ეღიმებოდა, თმაგაშლილი და ლოყებაწითლებული ნორა საოცრად მომხიბვლელად გამოიყურებოდა,
- აქ ყველაზე კარგი ტკბილეული აქვთ, -ჩაილაპარაკა ჯეისმა როცა როგორღაც მოახერხა ნორასთვის თვალი მოეწყვიტა, -როცა რამე ტკბილი მომინდება ყოველთვის აქ მოვდივარ ხოლმე,
- ხშირად გინდება ხოლმე ტკბილი?
- არც ისე, დაახლოებით ათ-თხუთმეტ წელიწადში ერთხელ, -გაეღიმა ჯეისს,
- მეხუმრები? -ნორას მოულოდნელობისგან ყავა გადასცდა და კინაღამ გაიგუდა, -რამდენი წლის ხარ?
- აქ დრო უცნაურად გადის ნორა, -ჯეისმა უხერხულად აიჩეჩა მხრები, ჩვენ არ ვართ უკვდავები უბრალოდ გაცილებით უფრო დიდ ხანს ვცხოვრობთ ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენს ხანგრძლივ სიცოცხლეს რამდენიმე რამ განაპირობებს და რათქმაუნდა როდისმე ჩვენც ვკვდებით როგორც ყველა,
- და რა არის ის რაც ხანგრძლივ სიცოცხლეს განაპირობებს? ესე იგი მეც უფრო ხანგრძლივად ვიცხოვრებ ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ? და საერთოდ ვინ ვარ ჯეის? მაქცია, ფერია, ადამიანი თუ ის რაღაც მეოთხე? -ნორა ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე ცმუკავდა და კითხვებით სავსე თვალებით შესცქეროდა ჯეისს,
- შენ რაც შეგეხება ჯერ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი, მაგრამ ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ სიურპრიზებით ხარ სავსე, ჯერჯერობით უნდა დავიცადოთ, ჰო და რაც შეეხება,“რაღაც მეოთხეს“ მათ წყვდიადის ბინადრები ჰქვიათ და საკმაოდ საინტერესო არსებები არიან, დღესასწაულზე რამდენიმე მათგანი იქნება სტუმრად და გაიცნობ, მაინცდამაინც არ უყვართ საკუთარი სამეფოს დატოვება მაგრამ ამ დღესასწაულს არ გამოტოვებენ, თუნდაც იმიტომ რომ შენი ახლოს გაცნობა მათაც სხვებივით სწადიათ, ერთი სული აქვთ როდის გნახავენ, ერთი სული აქვთ გაიგონ ვინ არის ის ვინც შეიძლება მმართველობაში შეეცილოთ, მე უბრალოდ მართლაც რომ იღბლიანი ვარ, სხვებზე ადრე მომეცა შენი გაცნობის და შენთან ერთად დროის გატარების საშუალება, -ჯეისმა უცნაურად მხიარულად გაიღიმა და შეაჩნია მისი ღიმილის დანახვისას როგორ მოიქცია ნორამ ქვედა ტუჩი კბილებში, თავი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული, ცეცხლისფერი თმები მხრებზე უწესრიგოდ ჩამოყრილი და ისეთი ლამაზი იყო, მის ცქერისას სუნთქვა ეკვროდა,
- ახლა თუ არ წავალთ ალბათ გზაში დაგვაღამდება, -გამოარკვია ნორას ხმამ,
- უკვე გვიანია, ასე რომ ვიფიქრე ღამეს აქ გავატარებდით, თანაც დღესასწაული მალე გაიმართება და მგონი ჯობია აქ დავრჩეთ, უფრო კარგად მოვახერხებთ ყველაფრისთვის მომზადებას,
- აქ სად? ქალაქში? სასტუმროში უნდა დავრჩეთ?
- აქ სახლი მაქვს, რომელსაც იშვიათად ვიყენებ ხოლმე, შეგვიძლია იქ დავრჩეთ,
- ჰო მაგრამ, ლუკასი არ ინერვიულებს? -ნორას სირცხვილისგან ღაწვები აუწითლდა, მთელი დღე არც კი გახსენებია მეგობარი, -და საერთოდ ალბათ ბიძაჩემიც ძალიან ნერვიულობს რომ ვერ მიკავშირდება, მე კი რას ვაკეთებ, ვისვენებ და ვერთობი, ღმერთო რა უპასუხისმგებლო ვარ, -თავი ხელებში ჩარგო და ამოიოხრა,
- არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო,
ჯეისს მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვისას თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა უნებურად ხელი მისკენ წაიღო და მკლავზე მოკიდა,
- ნუ ინერვიულებ, მირამ და ლუკასმა უკვე მიხედეს ამ საქმეს, ლუკასი კარგად არის, ის კი არადა მირასთან ერთად დაგეგმა თქვენი ისტორია, თითქოს თქვენ ორმა მეგობარმა ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება გადაწყვიტეთ და ახლა ისეთ ადგილებში მოგზაურობთ სადაც არც ინტერნეტია და არც ტელეფონი მუშაობს, ლუკასმა ორი წერილი დაწერა, ერთი ბიძაშენისთვის ხოლო მეორე თავისი ოჯახისთვის, მირამ კი მათი ადრესატამდე მიტანა უზრუნველყო, -ჯეისი ელაპარაკებოდა და გრძნობდა როგორ ნელ-ნელა მშვიდდებოდა ნორა, სახიდან ხელები მოიშორა და ჯეისს გაუღიმა,
- არც კი მჯერა რომ ლუკასმა ასეთი რამ გააკეთა, თან ჩემთან შეუთანხმებლად,
- ნუ გაუბრაზდები, შენი მეგობარი საკმაოდ მამაცი ბიჭია და შენთვის მხოლოდ კარგი უნდა, ასე რომ არ იყოს, მის მიმართ ასეთი კეთილგანწყობილი არ ვიქნებოდი, ახლა კი წამოდი, სახლში წავიდეთ, -ნორას ხელი გაუწოდა და წამოდგომაში დაეხმარა,
- ჯეისის სახლი ქალაქის შუაგულში მდინარის პირას იდგა, ჩვეულებრივი ორსართულიანი შენობა წითელი სახურავით და თეთრი დარაბებით, სახლის წინ პატარა ბაღით რომელიც ნორასთვის უცხო თეთრი ფუმფულა ყვავილებით იყო გადაპენტილი,
- იმედი გაგიცრუვდა? -ჯეისი გაღიმებული შესცქეროდა ნორას, რომელიც რატომღაც გაკვირვებული უყურებდა სახლს, -ალბათ სასახლეს ელოდებოდი ოქროს ქონგურებით და მოახლეებით,
- ჰო ვაღიარებ მეგონა რომ რაღაც მაგდაგვარი დამხვდებოდა, -ნორამ უხერხულად გაიღიმა და ისევ აუწითლდა სახე,
- სამწუხაროდ მინდა გითხრა რომ ჩემს სამეფოში ასეთს ვერაფერს ნახავ, მაგრამ თუკი ფერიების სამეფოს ესტუმრები, ნამდვილად მოახერხებენ შენს გაოცებას, გიჟდებიან სასახლეებზე და ბრჭყვიალა ნივთებზე, მე კი რაც შემიძლია შემოგთავაზო უკანა ეზოში ვერანდა და უზარმაზარი ბაღია, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება, -ჯეისმა დემონსტრაციულად დაუკრა თავი და ბაღის ჭიშკარი გაუღო,
- შეგვიძლია საღამოს ვერანდაზე ვივახშმოთ,
სახლი საკმაოდ ფართო და ნათელი იყო, პირველ სართულზე დერეფანი, მისაღები და სამზარეულო იყო განთავსებული, ხოლო მეორე სართულზე საძინებლები, ყველგან რბილი ავეჯი იდგა და ფუმფულა ხალიჩები ეფინა,
- აქ სხვა არავინაა? -ნორა ცდილობდა ყველა დეტალი დაეთვალიერებინა და არაფერი გამორჩენოდა,
- ახლა მხოლოდ ჩვენ ვართ, მაგრამ ხანდახან ჩემი მეგობრებიც რჩებიან ხოლმე, ახლა არ მითხრა რომ ჩემთან ერთად მარტო დარჩენის გეშინია,
- უნდა მეშინოდეს? -ნორა ეშმაკურად მომღიმარ ჯეისს მიუახლოვდა და ისე რომ თვითონაც ვერ აცნობიერებდა რატომ გააკეთა, თითები თმებში შეუცურა და აუჩეჩა, საოცრად რბილი თმა ჰქონდა ჯეისს და ისეთი დამათრობელი სურნელი უნებურად თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, ჯეისის თითების შეხებამ გამოაფხიზლა, უცნაური დაბინდული მზერით უყურებდა, ახლოს იდგა, ძალიან ახლოს და სახეზე მისი თითების მსუბუქი შეხება გულისცემას უჩქარებდა, ჯეისმა თითი მის ნახევრად შეხსნილ ბაგეებს გადაატარა, მერე მეორე ხელი ფრთხილად მოხვია წელზე და მისი სიფრიფანა სხეული მკერდზე მიიკრა, ნორამ მუხლებში უცნაური სისუსტე იგრძნო,
- ხელი არ გამიშვა თორემ წავიქცევი, -ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა და მკერდზე უფრო მაგრად მიეკრა, ჯეისმა სახე მის თმებში ჩარგო და სანატრელი სურნელი ღრმად შეისუნთქა, გრძნობდა როგორ თრთოდა და ცახცახებდა მის მკლავებში მოქცეული გოგონას სხეული, მთელი ნებისყოფის მოკრება დასჭირდა რომ თავი შეეკავებინა, ერთი მსუბუქი მოძრაობით აიყვანა ხელში ნორა და ვერანდისკენ წავიდა,
ნორამ მოულოდნელობისგან შეჰკივლა,
- რას აკეთებ?
- ბაღში უნდა გაგიყვანო, აქ ცოტა არ იყოს ცხელა, თანაც ცოტა ხანში დაბნელდება და მინდა ნახო როგორი ლამაზია ჩვენი ბაღი ღამით,
- ჩვენი ბაღი?
- ჰო ჩვენი ბაღი, რაც მე მეკუთვნის შენც გეკუთვნის, მინდა აქ ისე იგრძნო თავი როგორც საკუთარ სახლში, -ჯეისმა ნორა ბაღში გაიყვანა და ფაფუკ მწვანე ბალახზე დასვა, მერე გულაღმა წამოწვა და თავის გვერდით ანიშნა,
- მოდი, შენც წამოწექი,
- ნორამ ირგვლივ მიმოიხედა, ბაღი მართლაც ძალიან დიდი იყო უამრავი მცენარით, ხით და ყვავილით, რაც მთავარია პირდაპირ ბაღის კიდესთან ჩამოდიოდა მდინარე, ირგვლივ საოცარი სილამაზე და სიმშვიდე სუფევდა, ნორა ჯეისის გვერდით წამოწვა ბალახზე და თავი მის გაშლილ მკლავზე დადო,
- აქაურობა საოცრად ლამაზია, არამგონია ამის შემდეგ ფერიების ოქროსქონგურიანმა სასახლეებმა მომხიბლოს,
- ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, უამრავი ტკივილი და სატანჯველი გამოვიარეთ იმისთვის რომ ეს სიმშვიდე მოგვეპოვებინა, -ჯეისის ხმაში ტკივილი ჩანდა, ნორა მიხვდა გარეგნული უდარდელი იერის მიღმა ღრმად მგრძნობიარე არსება იმალებოდა და ყველანაირად ცდილობდა რომ სხვებს ეს არ შეემჩნიათ,
- სხვათაშორის გრძნობების გამოხატვა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, -თქვა ვითომ სასხვათაშორისოდ,
-ჯეისმა გაიღიმა და ვარდისფრად შეფერილ ცას ახედა, ორივე დუმდა და ცდილობდნენ ისე დაეჭირათ თავი თითქოს ცოტა ხნის წინ არაფერი მომხდარიყოს, თითქოს მათ შორის უცნაურ მიზიდულობას ორივე თავდავიწყებამდე არ მიეყვანოს,
- დაღლილობამ თავისი ქნა და ცოტა ხანში ჯეისს ნორას მშვიდი ფშვინვა მოესმა, თავი მის მკლავზე ედო და ისე მშვიდად ეძინა, თითქოს მართლაც საკუთარ სახლში ყოფილიყოს, ერთხანს სუნთქვაშეკრული უყურებდა, მერე ფრთხილად წამოდგა, ხელში აიყვანა და სახლისკენ წავიდა.
* * *
მადისამღძვრელმა სურნელმა ცხვირში შეუღიტინა და თვალის გახელა აიძულა, მისაღებში დივანზე იწვა და ფუმფულა პლედი ეხურა, წამოდგა და მიმოიხედა, ჯეისი სამზარეულოში იდგა მისკენ ზურგით და რაღაცას ამზადებდა,
- გაიღვიძე? -შეეკითხა ისე რომ მისკენ არც კი მობრუნებულა, -ათ წუთში ვახშამი მზად იქნება,
- როგორ მიხვდი რომ გავიღვიძე?
- ვიგრძენი რომ მიყურებდი, -ჯეისი მისკენ შემოტრიალდა და გაუღიმა, -რამდენიმე რაღაც მოვამზადე, მათ შორის შენი საყვარელი ბოსტნეული,
- მაპატიე რომ ვერ დაგეხმარე, -ნორამ უხერხულად აიწურა მხრები, -თანაც სიმართლე რომ გითხრა არც თუ ისე კარგი მზარეული ვარ,
ჯეისმა გაიღიმა და თავით ანიშნა მაგიდისკენ, სკამი გამოუწია დაჯდომაში დაეხმარა, მერე კი მოშუშული ბოსტნეულით სავსე თეფში მიაწოდა, თუმცა არ გამოპარვია როგორ შესცქეროდა ნორა მის სისხლიან სტეიკს,
- გინდა თეფშები გავცვალოთ? -შესთავაზა, -ნორამ უხმოდ დაუქნია თავი, თეფში გამოართვა, ვარდისფერ ხორცს ფრთხილად ჩამოაჭრა ერთი ნაჯერი და დააგემოვნა,
- ამაზე გემრიელი არაფერი მიჭამია, -ძლივს ამოთქვა და მეორე ნაჭერს დაეძგერა, -არადა ხორცი არ მიყვარს, მითუმეტეს რომ მეგონა სისხლიან ხორცს ვერასდროს შევჭადი, ვერ ვხვდები რა მემართება,
- ტყუილად არ მიფიქრია რომ მოგეწონებოდა, -ჯეისმა მოშუშულ სტაფილოს ჩანგალი ჩაარჭო და დაიჯღანა, -ამის შემდეგ გავითვალისწინებ ხოლმე, მაგრამ დღეს ბოსტნეულის ჭამა მომიწევს,
- დაგიტოვებდი მაგრამ ძალიან გემრიელია იმისთვის რომ ვინმეს დავუტოვო, -ძლივს ამოილუღლუღა საჭმლით პირგამოტენილმა ნორამ, ჯეისმა ჩანგალი გვერდზე გადადო, ჯანდაბა, როგორ ახერხებს რომ ყოველთვის ასეთი საყვარელია, უბრალო, სასაცილო, საყვარელი და სასურველი, არავის არ ჰგავს, არცერთ ქალს ვისაც კი აქამდე იცნობდა ან ვინც კი ჰყოლია,
- ყველაზე უფრო იმას ვერ ვიტან როცა ნათანიელი მართალია, მაგრამ ნამდვილად იღბლიანი ვარ,
- რას გულისხმობ? -ნორას უკვე დაემთავრებინა სტეიკი მაგრამ ჯერ კიდევ მშიერი თვალებით უყურებდა,
- იმას ვგულისხმობ რომ ჩემს გვერდით ხარ, არც კი ვიცი ეს რატომ ან რით დავიმსახურე, -თქვა და როგორც კი თვალი შეავლო ნორას აწითლებულ ღაწვებს მაშინვე სხვა თემაზე სცადა საუბრის გადატანა,
- მაგიდა ავალაგოთ და საძინებელს გაჩვენებ, ჯობია თუ ადრე დავიძინებთ, დღეს ცოტა არ იყოს დატვირთული დღე გვქონდა, ალბათ ძალიან დაიღალე, -ნორამ უხმოდ დაუქნია თავი, ჯეისი მართალი იყო, ახლა ერთი სული ჰქონდა როდის დაიძინებდა, როგორც კი სამზარეულო მიალაგეს ჯეისი მეორე სართულზე აუძღვა და ერთერთი ოთახის კარი გაუღო,
- კარადაში ჩემი მაისურებია, შეგიძლია როგორც საღამურები ისე გამოიყენო, ხვალ კი წავიდეთ და შენთვის ტანსაცმელი ვიყიდოთ, გვერდით ჩემი საძინებელია, თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს გამაღვიძე კარგი?
ნორას ახლა ყველაზე მეტად მარტო დარჩენა არ უნდოდა, -რა იქნება რომ ერთად ძილი შესთავაზოს, უბრალოდ ჩაეხუტებოდა და მხარზე თავს დაადებდა, თავს ძლივს მოერია, ჯეისს ძილი ნებისა უსურვა და კარი შეიკეტა, სახეზე ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებ აღბეჭდილი ჯეისი ერთხანს კარს უყურებდა, მერე კი თავისი საძინებლისკენ წავიდა.
ალბათ დაღლილობამ თუ იმოქმედა, საკმაოდ მალე და ადვილად ჩაეძინა ნორას, ბალიშზე თავი დადო თუ არა მაშინვე, დაიძინა თუ არა კოშმარების სამყაროში აღმოჩნდა, ტყის შუაგულში მოქცეულ მწვანე მდელოზე სრულიად შიშველი იდგა, საშინლად სცხელოდა და წყურვილით იტანჯებოდა, ქარს საიდანღაც ნაკადულის ხმა მოჰქონდა თუმცა ვერ ხვდებოდა საიდან, მუხლებზე დაეცა და ფრჩხილების მაგივრად გამოზრდილი ბრჭყალებით მიწა მოფხოჭნა, უეცრად ტყიდან ხმაური მოესმა, -გაიქეცი, გაიქეცი, -იკივლა ქვეცნობიერმა, მაგრამ ნორამ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა, თითქოს ერთ ადგილას მიეყინაო, უეცრად ტყიდან ზუსტად მის წინ უზარმაზარი წითური მგელი გამოვიდა და თვალებში შეხედა, ზუსტად მისნაირი თვალები ჰქონდა, ისეთი გრძნობა იყო თითქოს საკუთარ მეს უყურებდა, მგელმა მთვარეს შეხედა და საზარლად დაიყმუვლა,
- ჯეის სად ხარ, დამეხმარე, -იკივლა ნორამ, და თვალები გაახილა, ჯეისი მის თავთან დახრილიყო და მის დამშვიდებას ცდილობდა,
- დამშვიდდი, ეს მხოლოდ კოშმარი იყო, ყველაფერი კარგადაა, -თავზე ისე უსვამდა ხელს თითქოს ნორა პატარა ბავშვი ყოფილიყოს,
- მხოლოდ სიზმარი? -ნორამ დაფლეთილ თეთრეულს გადახედა, რომელიც თითქოს რაღაც ცხოველს ბრჭყალებით დაეგლიჯა, -დარწმუნებული ხარ? ვიწვი, ცუდად ვარ, რა ჯანდაბა მჭირს,
ჯეისი გვერდით მიუწვა და ნორა მკერდზე მიიხუტა,
- დამშვიდდი, უბრალოდ სიცხე გაქვს, ეს სრულიად ბუნებრივია, მალე გაგივლის, კოშმარი კი დაივიწყე, მე შენთან ვარ, ამაღამ შენთან დავრჩები, ახლა კი ეცადე დაიძინო კარგი?
- როგორ მიხვდი რომ მჭირდებოდი?
- უბრალოდ ვიგრძენი, ახლა კი თვალები დახუჭე,
ნორამ მის მკერდში ჩარგო თავი და მოეხვია, ზუსტად ეს სჭირდებოდა, მისი სურნელი, მისი სიახლოვის შეგრძნება, -ჯეისმა იგრძნო როგორ დაიკლო ნორას ტემპერატურამ, მოდუნდა, მოითენთა და მალე მშვიდი ფშვინვაც მოესმა,
- მაპატიე ნორა, ძალიან ვწუხვარ, ნამდვილად არ მინდოდა ყველაფერი ასე მოხდარიყო, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული არ დავუშვებდი რომ ასე გეტანჯა, -ჩაიჩურჩულა და სახეზე მიეფერა, დიდხანს ეფერებოდა თმაზე და თვალს არ აშორებდა ბოლოს კი მასაც წაართვა ძილმა თავი.
* * *
კოშმარების მიუხედავად ნორას დასვენებულს და ხალისიანს გაეღვიძა, თუმცა მოიღუშა როცა თავის გვერდით საწოლი ცარიელი დაინახა, თეთრეულსაც არაფერი სჭირდა, ნუთუ ყველაფერი დაესიზმრა, არა, შეუძლებელია, თეთრეული დახეული იყო, მერე კი ჯეისი მოვიდა, ამშვიდებდა, ეფერებოდა, მთელი ღამე მის გვერდით ეძინა, ახლა სად არის? ჯობია მას ვკითხო რა მოხდა,
წამოდგა და დილის მზით განათებული ოთახი შეათვალიერა, ფართო და ნათელი ოთახი იყო, ბაღის მხარეს უზარმაზარი ფანჯრებით, ის იყო აბაზანაში შესვლა დააპირა რომ ოთახში დაუკაკუნებლად შემოცვივდნენ ლუკასი და მირა, ლუკასი ნორას ეცა და გადაეხვია, მირამ მორიდებით გაუღიმა და მიესალმა,
- უამრავი რამ მოგიტანეთ, რაც შეიძლება დღესასწაულისთვის დაგჭირდეს, -ლუკასმა პაკეტებზე ანიშნა რომელიც მირას ეჭირა ხელში, ნორა პირველად ხედავდა ლუკასს ასე ხალისიანს და სიცოცხლით სავსეს, მირა და მე ყველაფერში დაგეხმარებით, ქალაქს დაგათვალიერებინებთ,
- მეხუმრები? გადაიხარხარა ნორამ, -ისე იქცევი თითქოს ადგილობრივი იყო მე კი სადღაც ჯანდაბიდან ჩამოსული ტურისტი, -ლუკასმა უხერხულად აიჩეჩა მხრები და უკან დაიხია,
მირამ ჩაიცინა და პაკეტები იქვე საწოლთან მიაწყო, -გინდა ერთად ავარჩიოთ რას ჩაიცვავ? საუზმეზე სტუმრები გვყავს...

- - - - - - - - - - -

- გინდა თმა დაგიწნა? -საწოლზე ჩამომჯდარი მირა ღიმილით შესცქეროდა ახალ ტანსაცმელში გამოწყობილ ნორას, რომელსაც საოცრად უხდებოდა თეთრი მოკლემკლავიანი თხელი ბლუზი, მუქი ნაცრისფერი ტანზე მომდგარი შარვალი და სპორტული სტილის დაბალძირიანი ფეხსაცმელი,
ნორამ უხმოდ დაუქნია თავი და გვერდით მიუჯდა, რბილი და სწრაფი თითები ჰქონდა მირას რამდენიმე წუთში დაუწნა ორი პატარა ნაწნავი და უკან შეუკრა, დანარჩენი თმა კი თავისუფლად ჩამოუშალა მხრებზე,
- სტუმრები ვინ არიან? -შეეკითხა ნორა მირას და სარკეში კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი თავი,
- ჩვენი რამდენიმე მეგობარი, აქ ხშირად ვიკრიბებით ხოლმე, ვსვავთ, ვერთობით, საქმეებზე ვსაუბრობთ,
- ჯეისს ბევრი მეგობარი ყავს? -ნორა მირას ატყობდა რომ ლაპარაკი უყვარდა და გადაწყვიტა მისგან რაც შეიძლება ბევრი რამ გაეგო ჯეისის შესახებ,
- არც ისე ბევრი ბევრი მეგობარი ყავს, უჭირს ხალხთან ურთიერთობა და ყოველთვის ყველასთან დისტანციას იცავს, ახლოს არავის უშვებს, უბრალოდ ჩვენ ყველა ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ ერთად ბევრი რა გამოვიარეთ და ერთმანეთს შევეჩვიეთ, -მირა გულაღმა გადაწვა საწოლზე და ხელები თავქვეშ ამოიდო,
- არც ისე ძალიან გავს უჟმურს, პირიქით ვფიქრობ ყველას ძალიან უყვარს, ქალაქში სეირნობისას ყველა ძალიან თბილად ესალმებოდა და ესაუბრებოდა,
- ჰო ასეა, ჯეისი ყველას ძალიან უყვარს, მაგრამ მხოლოდ შენთან არის ისეთი თბილი და ხალისიანი, როგორიც დიდი ხანია აღარ მინახავს, მან ჩვენთვის და ამ სამეფოსთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბევრი რამ დათმო იმისთვის რომ ახლა ასე ბედნიერად და მშვიდობიანად გვეცხოვრა, ამ ქალაქის მაცხოვრებლებმა იციან რომ ყველაფერს მას უნდა უმადლოდნენ, -მირა წამოდგა, -მგონი წასვლის დროა, აშკარად ჩემს სისუსტეს იყენებ რომ ჯეისის შესახებ ინფორმაცია დამცინცლო, მაგრამ რა საჭიროა, პირდაპირ მას კითხე რაც გაინტერესებს,
- ჰო მაგრამ არაფერს მეუბნება, -შესჩივლა ნორამ და საყვარლად გაბუსხა ტუჩები,
- თუ არაფერს გეუბნება ესე იგი აქვს მიზეზი, ის უმიზეზოდ არასდროს არაფერს აკეთებს, წამოდი,
-ნორას ხელი გაუწოდა და წამოაყენა, -საუზმეს მივუსწროთ თორემ შენ მათ არ იცნობ, ისეთი ღორმუცელები არიან არაფერს არ დაგვიტოვებენ,
- მადლობა მირა, ყველაფრისთვის გმადლობ, -ნორას ხმა გულწრფელად ჟღერდა,
- რისთვის მიხდი მადლობას, -გაუკვირდა მირას,
- იმისთვის რომ ასე მეგობრულად მექცევი, აქ ამ უცხო გარემოში, ეს ნამდვილად მჭირდებოდა, ჯეისის არ იყოს მეც არ მყავს ბევრი მეგობარი, ჩემი ერთადერთი მეგობარი ლუკასი იყო და აქაურობამ ისიც დამაკარგვინა, -ნორამ უხერხულად გაუღიმა მირას და მხარზე ხელი დაადო, მირამ ორივე ხელი მოხვია და ჩაეხუტა,
- არაფერზე იფიქრო, აქ ყველა შენი მეგობრები ვართ,
მირას ჩახუტებამ და თბილმა სიტყვებმა უცნაურად იმოქმედა მასზე, ცოტაც და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდოდა,
- საკმარისია, ასე შეიძლება ვიტირო, არადა სულაც არ ვარ სენტიმენტალური ადამიანი, -ნორა სასწრაფოდ მოშორდა და უდარდელად გაღიმება სცადა, -წავიდეთ ვისაუზმოთ.
მაგიდა ვერანდაზე იყო გაშლილი, თუმცა ჯერ ყველა მათ ელოდათ, ლუკასი ვერანდის კუთხეში სარწეველა სავარძელში იყო ნებივრად გადაწოლილი და ეშმაკური ღიმილით აკვირდებოდა ნორას რეაქციებს, ჯეისმა ნორა დაინახა თუ არა თვალები უცნაური შუქით გაუბრწყინდა, მიუახლოვდა და გვერდით ამოუდგა, -არაჩვეულებრივად გამოიყურები, როგორ გეძინა? -გადაულაპარაკა და როგორც კი შეატყო როგორ ათრთოლდა ნორა მისი სიახლოვისგან, მაშინვე უკან დაიხია,
- მოდი ჩვენს მეგობრებს გაგაცნობ, ეს ლუკია, მიუთითა დაახლოებით 25 წლის მოკლეთმიან, მაღალ, შავგვრემან ბიჭზე, რომელიც ერთიანად შავებში იყო გამოწყობილი და ულამაზესი მუქი თაფლისფერი ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით შესცქეროდა ნორას, ლუკმა უხმოდ ჩამოართვა ხელი, თავი დაუკრა და განზე გადგა, -ეს ნედია, -გააგრძელა ჯეისმა, აქამდე მოაჯირზე გაუნძრევლად მჯდარი, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ცისფერთვალა, გრძელთმიანი, სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი ფეხზე წამოდგა და ჩაეხუტა, მოულოდნელობისაგან გაშეშებული ნორა ერთხანს ასე ჩახუტებული ყავდა, მერე კი ხელი გაუშვა და თავიდან ფეხებამდე ღიმილით შეათვალიერა,
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ნორა, იმედია ვიმეგობრებთ,
ახლა რომ ნიუ იორკში ყოფილიყვნენ და ნედის ადგილზე ვინმე სხვა ყოფილიყო, ყველაზე ცოტა ყბაში გემრიელ სილას მიიღებდა, მაგრამ მისგან ისეთი უცნაურად თბილი აურა მოდიოდა და იმდენად ასხივებდა გულწრფელობას რომ ნორას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა გულითადი ღიმილისა,
- ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა ნედ, -უთხრა დაბალი თბილი ხმით და უნებურად ჯეისს გადახედა, რომელმაც მაშინვე გამამხნევებელი ღიმილი შემოაგება,
- ეს კი მარკუსია, -ნორამ ჯეისის ხმაში უცნაურად თბილი და სიყვარულით სავსე ნოტები დაიჭირა, თვალებში შეხედა და მიხვდა რომ რატომღაც ჯეისს მარკუსი განსაკუთრებულად უყვარდა, სხვებისგან განსხვავებულად და ისიც იგრძნო რომ სხვებიც ხვდებოდნენ ამას, მარკუსმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, უემოციო სახით შეხედა, თავი უხმოდ დაუკრა და ისევ უკან დაიხია, ნორა ერთხანს მონუსხული უყურებდა, მარკუსი აშკარად განსხვავდებოდა დანარჩენებისგან, მაღალი იყო, გამხდარი, ფერფლისფერი სწორი თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი, თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა და უცნაურ სიცივეს ასხივებდა, თვალები კი, თვალები... - ნეტავ სად მინახავს ასეთი თვალები, -ჩაიჩურჩულა და თვალწინ ნათანიელი დაუდგა, ზუსტად ასეთი წყლისფერი თვალები ჰქონდა ნათანიელს,
- ხედავ? ჩვენმა მარკუსმა შენი მოხიბვლაც მოახერხა, -ფიქრებიდან მირას მხიარულმა კისკისმა გამოარკვია,
- ჰო ნამდვილად ვერ უარვყოფ, მომხიბვლელია, -ნორამ უდარდელად აიჩეჩა მხრები და გაიღიმა,
- იღბლიანი ხარ, -მხიარულად ჩაიხითხითა ლუკმა და უცნაურად სერიოზულ მარკუსს მხარი გაკრა,
-ნორასგან პირველი კომპლიმენტი შენ მიიღე,
- ჩემზე რას იტყვი? კომპლიმენტს არ ვიმსახურებ? -ნედი მის წინ დადგა, თავი გვერდზე მომხიბვლელად გადახარა და თვალი ჩაუკრა,
- გეყოფათ, საკმარისია, ჯერ სულ რამდენიმე წუთია გაიცანით და ახლავე აქედან გაქცევას ნუ აიძულებთ, -ჯეისი ცდილობდა მკაცრად მკაცრად ელაპარაკა მაგრამ აშკარად არ გამოდიოდა, ღიმილს ძლივს იკავებდა, ნორას სკამი გამოუწია და ანიშნა დაჯექიო, თვითონ მის გვერდით დაიკავა ადგილი და დანარჩენებსაც ანიშნა დასხედითო, ლუკასი მაგიდასთან ნორას პირდაპირ დაჯდა, მირას გვერდით, -როგორ ხარ? -ანიშნა უხმოდ,
ნორა უცნაურად კარგად გრძნობდა თავს, ყველაფერს ელოდა მაგრამ არა ასეთ მეგობრულ და ოჯახურ სიტუაციას, მაგიდას გადახედა, ჭამდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს საჭმელს სთავაზობდნენ, ლუკასს ეხუმრებოდნენ რომელიც მირას ყოველ შეხედვაზე წითლდებოდა და ენა ებმოდა, ყველაფერი ისე ბუნებრივი იყო, ისეთი მარტივი... უყურებდა მათ ღიმილიან სახეებს, უსმენდა მათ ხმებს, ნესტოებს გვერდით მჯდომი ჯეისის დამათრობელი სურნელი უღიზიანებდა და გრძნობდა ნელ-ნელა როგორ ევსებოდა მკერდში არსებული უზარმაზარი სიცარიელე, მის გარშემო სამყარო უკვე აღარ იყო უდაბური და უკაცური, თავს მარტოდ აღარ გრძნობდა, აი თურმე რა აკლდა მთელი ცხოვრება, აი თურმე რისკენ ილტვოდა გაუცნობიერებლად, უცნაურად მოზღვავებულმა ბედნიერების შეგრძნებამ მთლიანად აავსო, მის შიგნით ვეღარ დაეტია, ღაწვზე ცრემლად გადმოიღვარა და ჯეისის ხელზე დაეცა, რომელიც ნორას წინ ჰქონდა მაგიდაზე ჩამოდებული,
ჯეისმა შეხედა ნორას, დაინახა როგორ მალულად მოიწმინდა ცრემლი და თავი ჩაღუნა რომ არავის დაენახა როგორ ტიროდა, მთელი არსებით იგრძნო მისი განცდები, მაგიდის ქვეშ ხელი ხელზე მოკიდა და მაგრად მოუჭირა, ნორამ თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა, ჯეისისგან უცნაური დამამშვიდებელი იმპულსები მოდიოდა და მთელ ორგანიზმში ვრცელდებოდა, ნორას უკვე მოსწონდა ის რომ ასე მოქმედებდნენ ერთმანეთზე, თითქოს ერთმანეთთან უხილავი ძაფებით იყვნენ დაკავშირებულები, თითქოს ერთმანეთის ნაწილები იყვნენ, ერთმანეთის ნახევრები და ერთმანეთს ავსებდნენ, გაუცნობიერებლად გადაიხარა ჯეისისკენ და თავი მხარზე დაადო, მიეხუტა, იჯდა ასე მის მხარს მინდობილი, მისი სურნელით გაბრუებული და ნეტარებდა, უცნაურმა სიჩუმემ აიძულა თვალები გაეხილა, ყველას შეეწყვიტა ჭამა და მას და ჯეისს შესცქეროდნენ, მირა და ლუკასი ძლივს იკავებდნენ სიცილს, ლუკი და ნედი პატარა ბავშვებივით მაგიდის ქვეშ ერთმანეთს ფეხებს ურტყავდნენ და ჩუმ-ჩუმად ხითხითებდნენ, მხოლოდ მარკუსი იჯდა სერიოზული, ცივი გამომეტყველებით და უცნაური წყლისფერი თვალებით აკვირდებოდა სიტუაციას, ნორამ იგრძნო სირცხვილისგან როგორ გაუწითლდა სახე, ჯეისს ცივად მოშორდა და წელში გასწორდა,
- ბავშვებივით იქცევით, -ჯეისმა მოჩვენებითად ბრაზიანი სახით გადააქნია თავი და ნორას ხელი გაუწოდა,
- წამოდი, გინდა ქალაქში გავისეირნოთ? მინდა რაღაც გაჩვენო, ნორა უხმოდ წამოდგა და ჯეისს უკან მიყვა, სანამ ვერანდიდან გავიდოდა ვეღარ მოითმინა შემობრუნდა და თვალებით ლუკასი მოძებნა,
- იცოდე ამას არ გაპატიებ, ვითომ მეგობარო, ხომ არ დაგავიწყდა რომ ჯერ ჩემი მეგობარი იყავი,
- ნორა მე, მე... მაპატიე შენი წყენინება არც მიფიქრია, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ენა დაება ლუკასს, ნორამ ზურგი შეაქცია და გავიდა,
- ხომ არ ფიქრობ რომ ლუკასთან ზედმეტი მოგივიდა, -უთხრა ჯეისმა სიცილით როცა ჭიშკარი გამოიხურეს და ქვით მოკირწყლულ ქუჩას გაუყვნენ,
- შეიძლება, -ნორამ უდარდელად აიჩეჩა მხრები, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს, ცოტა იღელვოს არაფერი მოუვა,
- დანარჩენებს რაც შეეხება, როცა ყველას კარგად გაიცნობ მიხვდები რომ ცუდი განზრახვა არ ამოძრავებთ, უბრალოდ, ასეთები არიან, უყვართ მხიარულება, ხანდახან ერთმანეთის დაცინვა და გამწარება, მაგრამ ნებისმიერს შეგიძლია ენდო, თუ საჭირო გახდება შენი გულისთვის თავსაც გაწირავენ, -ჯეისს მათზე საუბრისას თვალები ენთებოდა და ნორას ძალიან მოსწონდა ეს,
- ვიცი ჯეის, ყველაფერს ვხვდები, ერთი წუთითაც კი ცუდი არაფერი მიფიქრია მათზე, ყველა ძალიან მომეწონა, უბრალოდ ასეთი სიტუაცია ჩემთვის უცხოა, თქვენ ყველა ისეთი კარგები ხართ, ისეთი თბილები და უშუალოები, მე კი უბრალოდ არ ვარ მიჩვეული, ასეთ ურთიერთობებს, თანაც არც კი ვიცი რატომ მაგრამ თავს უცნაურად ვგრძნობ, რაც აქ ვარ თითქოს ჩემი ყველა გრძნობა გამძაფრდა და გაათმაგდა, -ნორა შეჩერდა და ერთ-ერთი შენობის კიდეს ზურგით მიეყრდნო, ჯეისი ხედავდა როგორი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით იყო შეპყრობილი ნორა, -უფლებას არ მივცემ, ამ გრძნობებში დაიკარგოს და საკუთარ თავში ჩაიკეტოს, -გაიფიქრა, მიუახლოვდა, წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა, გაეღიმა როცა მისი აჩქარებული გულისცემა მოესმა,
- ყველაფერს ცოტა მარტივად შეხედე ნორა, -ჩასჩურჩულა და ისე გადაუსვა თავზე ხელი როგორც პატარ ბავშვს, -ყველაფერს შეეჩვევი, ცვლილებები ყოველთვის საჭიროა, კარგი ცვლილებები მითუმეტეს და რაც მთავარია ჩემთან ერთად არაფრის შეგეშინდეს, რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ხომ გჯერა ჩემი?
ნორამ შეხედა შავ თვალებში რომლებშიც მისი სახე ირეკლებოდა და თავი დაუქნია, -შენი მჯერა ჯეის, -ასეც იყო, ნამდვილად არ ატყუებდა, ჯეისში იყო რაღაც ისეთი რაც ნორას მისდამი ნდობას განაპირობებდა,
- რაღაც უნდა გეჩვენებინა, რა?
- ჰო მართლაც, კინაღამ გადამავიწყდა, წავიდეთ, აქდან სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზეა, -ჯეისი წინ გაუძღვა, ცოტახანს უხმოდ იარეს, წითელი ქვის ხიდით გადაკვეთეს მდინარე და აღმართ ქუჩას აუყვნენ, ნორა მიხვდა რომ სადაცაა ქალაქს გაცდებოდნენ, - თითქმის მოვედით, აი ამის ჩვენება მინდოდა, -ჯეისმა ხელით ანიშნა ქალაქის განაპირას შემაღლებულ ადგილზე განმარტოებით მდგარ სასახლეზე, საოცრად ეფექტური შენობა იყო, უზარმაზარი, ოქროსფრად მოელვარე გუმბათებით და გარშემო სქელი ქვის გალავნით, სასახლემდე მისასვლელი ფართო გზა ვარდისფერი, მბზინვარე ქვით იყო მოპირკეთებული, გზის ორივე მხარეს ჯუჯა ხეები და ფერადი ყვავილები იყო ჩაყოლებული, ნორა აღფრთოვანებისგან სუნთქვაშეკრული გაჩერდა უზარმაზარი ოქროსფრად მოელვარე ჭიშკრის წინ,
- ნამდვილი საოცრებაა, ასეთი შთამბეჭდავი შენობა არასდროს მინახავს,
- ჰო ვიფიქრე მართლაც არ მოგესურვებინა ფერიების სამეფოში სასახლეების სანახავად წასვლა და ამიტომაც გადავწყვიტე ჩვენი სასახლე მეჩვენებინა, - ჯეისმა ეშმაკურად ჩაიცინა და კარი შეაღო,
- მეგონა აქ სასახლეები არ გქონდათ,
- გვაქვს, უბრალოდ საცხოვრებლად და აქედან სამეფოს სამართავად არ ვიყენებთ, ეს უბრალოდ როგორ გითხრა, ისე ჩათვალე როგორც მუზეუმი, ძველი დროის სახსოვრად, თითქმის ათასი წლისაა, წამომყევი დაგათვალიერებინებ,
ნორა ბავშვური აღტაცებით ათვალიერებდა ყოველ დეტალს, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ნამდვილი სასახლე, ოქროს გუმბათებით, ზუსტად ისე შენარჩუნებული როგორც ალბათ ათასი წლის წინ იყო, სასახლეს გარს უზარმაზარი ბაღი ერტყა, შადრევნებით და ისეთი მცენარეებით ნორა პირველად რომ ხედავდა, ჯეისმა კარი გაუღო და დარბაზში ფეხი შედგა თუ არა აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა, უზარმაზარი დარბაზის იატაკი უცნაური მუქი ლურჯი ქვით იყო მოპირკეთებული და სარკესავით პრიალებდა, რამდენიმე შთამბეჭდავად მაღალი სვეტი თითქოს თვალუწვდენელ გუმბათს იკავებდა რომელიც საოცრად ნათელ ფერებში შესრულებული ნახატებით იყო მოხატული, ავეჯი, სამშვენისები, ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ძვირფასი თვლებით მოჭედილ ჩარჩოებში ჩასმული ნახატები, ყველაფერი ხელუხლებლად იყო შენარჩუნებული, დარბაზის ორივე მხარეს ფრთო ქვის კიბეები ადიოდა მეორე სართულზე, ყველაფერი იმდენად რეალური იყო, ნორას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ეს ესაა მოოქროულ ლივრეაში გამოწყობილი კარისკაცი გამოვიდოდა და მეჯლისის დაწყების შესახებ გამოაცხადებდა, ძლივს მოერია თავს,
- ყველაფერი ძალიან მოვლილია, ვინ უვლის აქაურობას, როგორ მოახერხეთ და ასე ხელუხლებლად შეინარჩუნეთ ყველაფერი,
- ყველა ვუვლით, ქალაქელებს ეს ადგილი უყვართ, ეს ჩვენი ისტორიაა, ჩვენი მოგონებები, -ნორამ გაკვირვებისგან წარბი მაღლა აზიდა,
- რა ხდება? -ჯეისს ვერ გაეგო რა აკვირვებდა ნორას,
- უბრალოდ ისე ბუნებრივად საუბრობ ამ ყველაფერზე, - ნორა ემოციებს ვერ მალავდა,
- წარმოგიდგენია? ოქრო-ვერცხლით სავსე სასახლის კარი მუდმივად ღიაა და არავინ არაფერს არ იპარავს, აქ ძარცვა საერთოდ არ ხდება? ეს რომ ჩემს სამყაროში ხდებოდეს...
- შენს სამყაროში? -ჯეისმა ნორას წელზე ხელი მოხვია შემოატრიალა და შავი თვალებით ჩააცქერდა თაფლისფერ აციმციმებულ თვალებში, -მესმის რომ ჯერ გიჭირს ფორმულირება მაგრამ მიეჩვევი, ეს არის შენი სამყარო და არა ის რაც უკვე უკან მოიტოვე, -უფრო მეტად მიიზიდა და მათ შორის სივრცის შემცირებასთან ერთად ნორას გულისცემაც აჩქარდა, ჯეისი მართალი იყო, უყურებდა ნორა მის სახის დახვეწილ ნაკვთებს, შავ თვალებს, ვნებიან ტუჩებს, და ვერ ხვდებოდა როგორ გახდა ამ მცირე დროში მისთვის ასეთი ძვირფასი, გრძნობდა მის სურნელს, მისი სხეულიდან წამოსულ მხურვალე ტალღებს და ხვდებოდა არაფერს არ ქონდა მნიშვნელობა არც დროს და არც ადგილს, მისი სამყარო ჯეისის გვერდით იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, ეს აქამდე ასე ცხადად არასოდეს უგრძვნია, ხელები თმებში შეუცურა, თითისწვერებზე აიწია და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე,
ჯეისი აშკარად არ ელოდებოდა ამას, შეცბა, დაიძაბა, თუმცა ნორასთვის ხელი არ გაუშვია უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე, -რას აკეთებ? -ჩასჩურჩულა შეცვლილი დაბინდული მზერით, ნორას არაფერი უთქვამს კიდევ ერთხელ მიეკრა ტუჩებით ტუჩებზე და ჯეისმაც თავის შეკავება ვეღარ შეძლო, კოცნაზე კოცნით უპასუხა, ცალი ხელი თმებში შეუცურა ხოლო მეორე მოკლე ბლუზის ქვემოთ, შიშველ ზურგზე აუტარა, რბილი და ნაზი კანი ჰქონდა ნორას, საყვარლად გამობურცული მადისამღვძრელი ტუჩები და ისეთი სურნელი რომ ჯეისს თავგზას აკარგვინებდა, თავდავიწყებამდე მისული უკოცნიდა სანატრელ ტუჩებს და ამ წუთას მისთვის აღარაფერი არ არსებობდა გარდა მასზე აკრული სიფრიფანა სხეულისა რომელიც მის მკლავებში დაჭრილი ჩიტივით თრთოდა და ცახცახებდა, ძლივს მოახერხა გონების შორეულ კუთხეში საცოდავად მიკუჭნული საღი აზროვნებისთვის მოეხმო, მთელი ნებისყოფის მოკრეფა დაჭირდა იმისთვის რომ მის ტუჩებს მოსწყვეტოდა და რეალობაში დაბრუნებულიყო,
- ხელი არ გამიშვა, -ჩაიჩურჩულა ნორამ და უღონოდ მიეყრდნო მკერდზე, თითქოს ამ რამდენიმე წუთში მთელი მისი ცხოვრება დალაგდა, ნათელი გახდა და ყველაფერმა მნიშვნელობა შეიძინა, ღრმად ამოისუნთქა, მკერდში არსებულ სიცარიელეს უკვე თითქმის ვეღარ გრძნობდა, ვერც იმ სიმძიმეს რომელიც თითქოს მხრებზე აწვა მთელი ცხოვრება და საოცარი თავისუფლების შეგრძნებისგან მზად იყო სიხარულისგან პატარა ბავშვივით ეყვირა და ეხტუნა, ფრთხილად მოშორდა ჯეისს, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ბედნიერებისგან გაბრწყინებულ სახეში შეხედა და ეშმაკურად გაუღიმა,
- იცი რომ ცოტა ხნის წინ ბავშვობის ოცნება ამიხდინე?
- მოიცა, შენი ბავშვობის ოცნება კოცნა იყო? -ჯეისმა სასაცილოდ აზიდა მარჯვენა წარბი და ეტყობოდა რომ სიცილს ძლივს იკავებდა,
- დაახლოებით, -მისმა შემხედვარე ნორამაც ვერ შეიკავა ღიმილი, -ზუსტად ასეთი წარმომედგინა ჩემი პირველი კოცნა, ჯადოსნური სასახლე და სიმპათიური პრინცი, მართალია მეჯლისი, ცეკვები და ბრწყინვალე სამოსი არ არის მაგრამ ესეც საკმარისია,
- ჯადოსნობის და პრინცობის რა გითხრა მაგრამ სასახლე ნამდვილად გვაქვს, გაეღიმა ჯეისს,
- შენ რომ იმ სამყაროს კარგად იცნობდე სადაც გავიზარდე, მაშინ მიხვდებოდი მართლაც რაოდენ ჯადოსნურია ეს ყველაფერი ჩემთვის,
- შეგიძლია მითხრა როგორ მოხდა რომ აქამდე არავისთვის გიკოცნია? -ჰკითხა მოულოდნელად ჯეისმა, -დარწმუნებული ვარ ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა,
- ასეც იყო, თაყვანისმცემლები მყავდა, უბრალოდ არავის მიმართ მიგვრძნია ისეთი რამ რაც კოცნას მომანდომებდა, ყოველთვის რაღაც მაკლდა, მაგრამ ეს იქამდე იყო სანამ შენ შემოიჭრებოდი ჩემს ცხოვრებაში,
- მომწონს რომ ასეთი პირდაპირი ხარ და ყოველთვის იმას ამბობ რასაც ფიქრობ, -ჯეისი ნორას მიუახლოვდა ხელი ნიკაპზე მოკიდა, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა, -მინდა დამპირდე რომ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს შესახებ რაც არ უნდა გაიგო, დაუფიქრებლად და იპულსურად არაფერს გააკეთებ და ყველაფერს ჩემთან ერთად გაარკვევ, დამპირდი გთხოვ,
- გპირდები, -უპასუხა ნორამ, -ვხვდები რომ ბევრ რამეს მიმალავ, იმედია შენს შესახებ რამე საშინელ საიდუმლოებას არ გავიგებ,
- საშინელი საიდუმლოებები არ მაქვს, -გაეცინა ჯეისს,
- ჰოდა ძალიან კარგი, ახლა კი სასახლის დანარჩენი ნაწილიც დამათვალიერებინე,
- გალერეა მინდა გაჩვენო, მხატვრობა გიყვარს?
- კი ძალიან, ხატვაც მიყვარს, თუმცა არც ისე კარგად გამომდის, სიმართლე რომ გითხრა ძალიან მშურს მათი ვისაც ხატვა შეუძლია,
ჯეისმა გალერეის კარი გააღო და ნორა კიდევ ერთხელ დამუნჯდა აღფრთოვანებისგან, უზარმაზარი გალერეა უამრავი სხვადასხვა ფორმის და ზომის ნახატით იყო სავსე, საოცარი ოსტატობით შესრულებული პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები... ნორა ერთ-ერთ ნახატთან შეჩერდა, ნახატზე შემოდგომის პეიზაჟი იყო გამოსახული, საოცრება იყო, ნახატი თითქოს ცოცხლობდა და სუნთქავდა, ნორას შეეძლო დაეფიცა რომ ფოთლების შრიალიც კი გაიგონა,
- ფერიების სამეფოდანაა, -მოესმა ჯეისის ხმა, -ხატვა მათი სტიქიაა, მათზე კარგად არავის გამოსდის,
- ულამაზესია, ჩაიჩურჩულა აღელვებისგან ხმაწართმეულმა ნორამ, ვერც კი წარმომედგინა თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო, როგორ შეუძლიათ ნახატზე ასე ცოცხალივით გადმოიტანონ რამე, როგორ ახერხებენ ამას?
- ფერიებს ბევრი რამ შეუძლიათ, უცნაური და ამოუცნობი არსებები არიან, გირჩევ მათთან ფრთხილად იყო, მარტივად შეუძლიათ რეალობის შეცვლა ან დამახინჯება,
ჯეისს ეტყობოდა რომ მაინცდამაინც არ სიამოვნებდა მათზე საუბარი, ნორაც აღარ ჩაძიებია, ნახატების თვალიერება გააგრძელა და ერთ-ერთ ნახატთან გაოცებული შედგა, მასზე ჯეისი იყო გამოსახული, მაგრამ აშკარად უფრო პატარა ასაკში ვიდრე ახლა იყო, მაღალ გრძელწვერიან მამაკაცთან ერთად იდგა, -ეს კაცი ძალიან გგავს, ვინ არის?
- მამაჩემია, მამაჩემი ერთ-ერთი იყო იმ მთავართაგან რომლებმაც ზავის ხელშეკრულება დადეს,
- მამაშენი როდის დაიღუპა? -ჯეისი მიხვდა რაც აინტერესებდა ნორას მაგრამ ამაზე ყურადღება აღარ გაუმახვილებია,
- ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ, ეს ნახატი მის დაღუპვამდე რამდენიმე თვით ადრე დახატეს და მაშინ 16 წლის ვიყავი, -ნორას აღარაფერი უთქვამს, უეცარი ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილმა ჯეისმა ნახატს თვალი მოაშორა, შებრუნდა და მის უცნაურად მოღუშულ სახეს შეეჩეხა...

- - - - - - - - - - -

ჯეისს ვერ გაეგო რა მოხდა, შესცქეროდა ნორას მოღუშულ სახეს და ცდილობდა მიმხვდარიყო რატომ ბრაზობდა ნორა, -იქნებ იმიტომ რომ დავუმალე რამდენი წლის ვარ? -ნუთუ ეს მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია? სხვა რა უნდა იყოს? -დაძაბული იდგა მის წინ, ტუჩს იკვნეტდა და ვერ მიმხვდარიყო რა უნდა გაეკეთებინა,
ნორა ერთხანს უხმოდ უყურებდა თუ როგორ უმწეო მდგომარეობაში იყო ჯეისი და ეს ძალიან ახალისებდა, ცდილობდა თავი შეეკავებინა, ბოლოს ვეღარ გაუძლო, ისტერიული სიცილი აუტყდა და სიცილისგან მთლიანად აცახცახებულმა ორივე ხელით მოიწმინდა ცრემლები,
- შენ რა იცინი? რა გაცინებს? -ჯეისი ამჯერად გაოცებული შესცქეროდა ნორას
- უბრალოდ არ მეგონა ასეთი მოხუცი თუ იყავი, -ნორამ ჯეისს აციმციმებული თვალები მიაპყრო და კიდევ ერთხელ გადაიკისკისა, -მაპატიე მაგრამ თავს ვერ ვიკავებ, ვერც კი წარმოვიდგენდი თუკი ოდესმე ასეთი მოხუცი შეყვარებული მეყოლებოდა,
ჯეისმა შვებით ამოისუნთქა, მიუახლოვდა და წვრილ წელზე ხელები შემოხვია, ესიამოვნა იმის დანახვა თუ როგორ წამოუწითლდა ნორას სახე და თვალები დაბლა დახარა რომ მისთვის არ შეეხედა,
- ესე იგი შეყვარებული არა? -უჩურჩულა ყურთან და სახეზე ცხელი სუნთქვა შეაფრქვია, ნორას გააჟრჟოლა და უნებურად მკერდზე ხელები მიაბჯინა რომ მათ შორის მანძილი გაეზარდა,
- რას აკეთებ? -გაეღიმა ჯეისს, -აპირებ შენს მოხუც შეყვარებულს გაექცე? სერიოზულად, მართლა ფიქრობ რომ მოხუცი ვარ?
- არა მე... მე უბრალოდ ვიხუმრე... -ნორა მთლად დაიბნა და ენა დაება, ღაწვები მთლად გაუწითლდა და წამწამები უმწეოდ ააფახულა, ჯეისი მისკენ დაიხარა, ცხვირი ცხირზე გაუხახუნა, გაუღიმა და თბილი, შემპარავი ხმით ჰკითხა,
- რის შესახებ იხუმრე, იმის სესახებ რომ მოხუცი ვარ თუ იმის შესახებ რომ შენი შეყვარებული ვარ?
- გეყოფა ჯეის გთხოვ, -ნორა უკვე ვეღარ უძლებდა მის სიახლოვეს, ხელები მხრებზე მოხვია, სხეულზე აეკრო და ტუჩებზე წაეტანა, ჯეისი თითქოს ამას ელოდაო, უფრო მაგრად მიიკრა ნორა სხეულზე და დიდი ხნის მწყურვალივით დაეწაფა მის ტუჩებს, ამჯერად მეტად მომთხოვნი და ცეცხლოვანი იყო მისი კოცნა, ნორა მთლიანად ჩაიკარგა იმ შეგრძნებებში რომლებიც აქამდე მისთვის სრულიად უცხო იყო, ახლა ამ წუთში აღარაფერი არსებობდა ჯეისის გარდა, მთელი გრძნობით კოცნიდა და ეფერებოდა, ნელა ჩამოატარა ხელი მკერდზე და მაისურის ქვეშ შეუცურა, მისი მკვრივი, დაკუნთული სხეულის შეგრძნებისას კმაყოფილი კატასავით ამოიკრუსუნა, ჯეისის სხეულის გამოკვლევა კარის გაღების ხმამ შეაწყვეტინა, ძლივს მოსწყდნენ ერთმანეთს და ერთდროულად შებრუნდნენ, გალერეის გამოღებულ კარში ლუკასი და მირა იდგნენ, ნორამ ლუკასის მზერას გააყოლა თვალი და ახლაღა მიხვდა რომ ხელი ჯერ კიდევ ჯეისის მაისურის ქვეშ ჰქონდა მისთვის წელზე მოხვეული, იგრძნო როგორ გაუხურდა სახე სირცხვილისგან, ხელი ცივად გამოსწია და ჯეისს მოშორდა,
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? -მირა ძლივს იკავებდა სიცილს, -ვიფიქრე ლუკასს სასახლეს დავათვალიერებინებდი მაგრამ თუ გინდათ წავალთ და როცა ხვევნა-კოცნას მორჩებით მერე მოვალთ,
- ლუკასმა უხერხულად ჩაახველა და მირას იდაყვი წაკრა მაგრამ მას ყურიც არ შეუბერტყავს, ისევ მხიარულად იღიმოდა, ჯეისი ეტყობა მიჩვეული იყო მის ასეთ საქციელს, ნორას ხელი ჩასჭიდა და გაუღიმა,
- არასწორს არაფერს ვაკეთებთ, მირას ყურადღებას ნუ მიაქცევ და ნუ მორცხვობ, ცდილობს ნერვები მომიშალოს რომ მერე იხალისოს, ყოველთვის ასეთი ცუღლუტი იყო, -გადაულაპარაკა და კარისკენ წაიყვანა,
- არ იცელქოთ, -მიაძახა გასვლისას ლუკასს და მირას,
- თქვენს ცელქობასთან ჩვენი რას მოვა, -ჩაიხითხითა მირამ და ლუკასი გალერეის სიღრმისკენ წაიყვანა, ლუკასმა უხერხულად აიჩეჩა მხრები და ‘’მაპატიე გემუდარები’’ მზერა ესროლა ნორას, მერე კი კისერზე თოკგამობმული ხბოსავით აედევნა მირას.
გარეთ გამოვიდა თუ არა ნორამ თავისუფლად ამოისუნთქა, იქვე კიბის მოაჯირზე ჩამოჯდა, თავი უკან გადააგდო და სახე მცხუნვარე მზეს მიუშვირა,
- ჩემი მორცხვი გოგო, -ჯეისი გვერდით მიუჯდა, ხელი მოხვია და სახე მის თმებში ჩარგო,
- საოცარი სურნელი გაქვს, რომელიც თითქოს მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი, მინდა რომ მხოლოდ ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი, ყოველთვის, - თმა გადაუწია, და ლავიწის ძვალზე აკოცა რომელიც ბლუზის მოღეღილი საყელოდან უჩანდა, ნორა შეკრთა და უკან დაიხია,
- ვფიქრობ რომ დღეისათვის საკმარისია ჯეისს, სახლში წასვლა მინდა,
- შემომხედე, -ჯეისმა მისი სახე ხელებში მოიქცია და აიძულა თვალებში შეეხედა,
- არ მინდა იფიქრო რომ ეს ყველაფერი არასწორია, ჩვენ ცუდს არაფერს ვაკეთებთ, თუკი რამის გაკეთება გინდა სხვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, არასდროს იფიქრო რას იფიქრებენ ისინი და ამის გამო საკუთარ ოცნებებზე უარი არ თქვა, ვგრძნობ რომ მოგწონს და გსიამოვნებს ჩემთან ერთად ყონა მაგრამ გრძნობებში გარკვევა გიჭირს, საჩქარო არაფერია ნორა, დრო ძალიან ბევრი გვაქვს, მე შემიძლია ლოდინი და მინდა შენც ისე გინდოდეს ჩემთან ერთად ყოფნა როგორც მე მინდა შენთან ერთად და მერწმუნე ახლა ამაზე მეტად არაფერი მინდა, მითხარი გჯერა ჩემი? -ჯეისმა გაუცნობიერებლად მოიქცია ტუჩის კუთხე კბილებს შორის და ეს იმდენად სექსუალური იყო ნორას ცოტა დააკლდა რომ ისევ საკოცნელად არ დაძგერებოდა, უყურებდა თვალებში რომლებიც ერთდროულად ვნებით, სიყვარულით, თანაგრძნობით და პასუხგაუცემელი კითხვებით იყო სავსე და ხვდებოდა რომ მისი ნდობა შეეძლო, უხმოდ მიეკრა მკერდზე, თვალები დახუჭა და მის აჩქარებულ გულისცემას მიუგდო ყური, ახლა როგორც არასდროს გრძნობდა რომ ეს გული მხოლოდ მისთვის ცემდა,
- ძალიან ბედნიერი ვარ, -ჩაიჩურჩულა და თითები მის თითებში ჩახლართა, ეს ყველაფრის პასუხი იყო, ყველა კითხვის რომელიც ჯეისს აწვალებდა, მას არაფერი უთქვამს, ნორას უფრო მაგრად მოეხვია და ზეცას ისეთი თვალები მიაპყრო თითქოს მადლობას უხდიდა იმ დაუჯერებელი ბედნიერებისთვის რომელიც ახლა მის მკლავებში მომწყვდეული, მის მკერდზე მიკრული, მშვიდად სუნთქავდა და მის გათოშილ სულს სიცოცხლით და ბედნიერებით ავსებდა.
* * *
შემდეგი რამდენიმე დღე თვალისდახამხამებაში გავიდა, ნორა ჯეისს ფაქტიურად ვერ ხედავდა, ლუკთან მარკუსთან და ნედთან ერთად დილიდან საღამომდე იკარგებოდა და შემდეგ საშინლად მოღუშული ბრუნდებოდა სახლში, არც კი ვახშმობდა პირდაპირ საძინებელში იკეტებოდა, ნორას დროს საერთოდ აღარ უთმობდა, დილით მხოლოდ ცივი მისალმებით შემოიფარგლებოდა და სახლიდან გადიოდა, ნორამ უკვე იმაზე ფიქრი დაიწყო რომ ის რაც რამდენიმე დღის წინ სასახლეში მოხდა ალბათ მოეჩვენა, იმდღევანდელი და ახალი ჯეისი რადიკალურად განსხვავდებოდა, აინტერესებდა, ძალიან აინტერესებდა მისი ასეთი ცვლილების მიზეზი მაგრამ არაფერს ეკითხებოდა, ელოდებოდა თვითონ როდის მოვიდოდა ჯეისი მასთან მანამდე კი ცდილობდა დრო მირასთან ერთად საყიდლებზე სიარულში გაეყვანა, მირა მთელი დღე მაღაზიებში დაატარებდა და მისთვის კაბის შერჩევას ცდილობდა რომელსაც ნორა დღესასწაულზე ჩაიცვამდა, ნორაც უხალისოდ ნაძალადევ ღიმილაკრული დაყვებოდა უკან,
- იქნებ ეს გეცადა, შენს თმას მოუხდება, -მირას ხელში ცისფერი, ბრჭყვიალებით გაწყობილი კაბა ეკავა და ნორას აჩვენებდა, მირა ამჯერად ლუკასის გარეშე იყო, ლუკასმა როგორღაც მოახერხა და ჯეისი დაითანხმა რომ თან წაეყვანა, ნორამ კაბას შეხედა, თავი გადააქნია და უგულოდ შეავლო თვალი საღამოს კაბებით სავსე საკიდებს,
- ეს არ მომწონს, მეტისმეტად ბრჭყვიალებს, რამე უფრო თეთრი და სადა მოვძებნოთ,
- კარგი როგორც გინდა, მოდი სხვა მაღაზიაში შევიდეთ, აქედან ცოტა მოშორებით ერთი მაღაზია ვიცი იქ აუცილებლად იპოვი რამეს,
მაღაზიიდან გამოვიდნენ თუ არა ნორამ შვებით ამოისუნთქა, საერთოდ ვერ იტანდა საყიდლებზე სიარულს, უბრალოდ არ უნდოდა მირასთვის გული დაეწყვიტა რომელიც ასე მონდომებით ცდილობდა მისთვის კაბის შერჩევას,
- აშკარად არ მოგწონს საყიდლებზე სიარული, -მირას თვალს ნორას მოღუშული სახე არ გამოპარვია,
- ნამდვილად ასეა, საჩემო საქმე არ არის, -ნორამ უღონოდ გაიღიმა, -ძალიან დავიღალე,
- ოჰ კიდევ კარგი, მე კი მეგონა მხოლოდ მე ვერ ვიტანდი საყიდლებს, -მირა კედელს მიეყრდნო და ნორას შეხედა, ერთხანს ასე უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს მერე კი ორივეს უმიზნო სიცილი აუტყდათ,
- ესე იგი შენ გეგონა რომ მე მიყვარდა საყიდლებზე სიარული? -სულს ძლივს ითქვამდა მირა,
- შენ კი პირიქით გეგონა არა? -ნორას აღარც კი ახსოვდა ბოლოს როდის იცინა ასე გულიანად,
- წამოდი დავლიოთ, -მირამ ქუჩის კუთხეში მდებარე ბარისკენ მიუთითა,
- ჰოო, ცივ ლუდზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი,
- ლუდი? -ჩაიცინა მირამ, -ბევრად უკეთეს რამეს გაგასინჯებ,
ბარში სასიამოვნო, მყუდრო ატმოსფერო სუფევდა, მირამ ახალგაზრდა სიმპათიურ მიმტანს რამდენიმე რაღაც შეუკვეთა, მალე მიმტანიც გამოჩნდა, სინზე ცისფერი სასმლით სავსე, სიცივისგან დაორთქლილი ჭიქები ელაგა, ნორამ ფრთხილად აიღო ჭიქა და დაყნოსა, უცნაური მაგრამ სასიამოვნო სუნი ჰქონდა, მოსვა, უგემრიელესი იყო, სხეულში გრილად ჩაიღვარა და სასიამოვნო შეგრძნება დაუტოვა,
- მეგონა რამე ალკოჰოლურს დავლევდით,
- ალკოჰოლურია და ფრთხილად, როცა შეჩვეული არ ხარ ცოტაც საკმარისია რომ თავგზა აგირიოს, -მირამ თითქმის მთელი ჭიქა დაცალა, საზურგეს მიეყრდნო და ნორას გამომცდელი მზერით მიაჩერდა,
- არაფერს მკითხავ?
- რა უნდა გკითხო? -ნორამ ჭიქა ბოლომდე გამოცალა და მიმტანს ანიშნა კიდევ მომიტანეო,
- ვიცი რომ გინდა ჯეისზე მკითხო, ვამჩნევ რომ ეს დღეები თითქმის არ ლაპარაკობთ, ალბათ უამრავი კითხვა გაქვს,
- მართლაც უამრავი კითხვა მაქვს, მაგრამ არასასურველ პასუხებს მირჩევნია რომ საერთოდ არაფერი არ გკითხო,
- ამას რატომ ამბობ?
- ვიცი კიდეც რომ გკითხო მაინც არ მიპასუხებ, ასე რომ რა აზრი აქვს, არ ვიცი აქაურობის ბრალია თუ რა ხდება მაგრამ ლუკასიც კი გამიუცხოვდა, სიმართლე რომ გითხრა არც თუ ისე კარგად ვგრძნობ თავს,
- მისმინე, -მირა მისკენ გადმოიხარა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო, -არ მინდა რომ აქაურობაზე და მითუმეტეს ჯეისზე გული აგიცრუვდეს, ვხედავ რომ ძალიან ჭკვიანი ხარ, ბევრ რამეს ხვდები და ცდილობ ჯეისს გაუგო, შენს ასეთ საქციელს ყველა ძალიან ვაფასებთ, ჩვენთვის ჯეისი ძალიან ძვირფასია, ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია, უბრალოდ შენ ჯერ კიდევ არ იცი რამხელა ტვირთი აწევს მხრებზე, გთხოვ რაც არ უნდა მოხდეს მასზე გული არ აიცრუო, -მირამ რამდენიმე წამით საუბარი შეწყვიტა და ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს გადაყლაპა,
ჯეისი გაგიჟდება, ძალიან გამიბრაზდება რომ გაიგოს ამ თემაზე გესაუბრები, მაგრამ ძალიან მიყვარს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ მინდა ვუყურო როგორ განადგურდება თუ დაგკარგავს, უშენობას უბრალოდ ვერ გადაიტანს, მერწმუნე არ ვაზვიადებ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, უბრალოდ ცოტაც აცადე, დრო მოვა და ყველაფერს გეტყვის, ყველაფერს აგიხსნის,
ნორამ ვერ მიხვდა მირას სიტყვების გამო თუ სასმლის წყალობით მაგრამ სხეული უჩვეულოდ გაუთბა და მთელი დაძაბულობა მოეხსნა, ჭიქა კიდევ ერთხელ გამოცალა და შვებით ამოისუნთქა,
- ჯეისი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც კი ვიცი ამ მოკლე ხანში როგორ მოხდა მაგრამ მასზე ვგიჟდები მირა, არასდროს არავის მიმართ არ მიგრძვნია ისეთი რამ რასაც მის მიმართ ვგრძნობ, -ნორა უკვე ვეღარ ჩერდებოდა თვალებანთებული საუბრობდა ჯეისზე და მირა მის ყოველ სიტყვაში, ყოველ მოძრაობაში ხედავდა თუ რაოდენ გულწრფელი იყო ის,
- კიდევ ერთი ჭიქა თუ შეიძლება, -ანიშნა ნორამ მიმტანს,
- მგონი საკმარისია, -მოემა ყურთან ნაცნობი ხმა და ლოყა მხურვალე კოცნამ აუწვა, ნორა მოულოდნელობისგან შეხტა, ჯეისმა მის გვერდით სკამო გამოწია და მაგიდას მიუჯდა, ლუკასი კი როგორც ყოველთვის, მირას გვერდით მოთავსდა და ნორას დამნაშავე თვალებით შეაცქერდა,
- როგორ ხარ მეგობარო, მაპატიე ამ ბოლო დროს ისეთ ყურადღებას ვეღარ გაქცევ როგორც ადრე,
- რა პრობლემაა, -ნორა სავარძლის საზურგეს მიეყრდო თავი უკან გადააგდო და გაიღიმა, -ახლა ისე კარგად ვარ, შენზეც კი ვერ ვბრაზობ და საერთოდაც ცურვა მინდა, -წამოდგა და ჯეის ხელი ჩაკიდა, წამოდი, აქ ალბათ სადმე სანაპიროც გექნებათ, ზღვაში შევიდეთ,
- ბევრი დალია? -გადაულაპარაკა ჯეისმა მირას,
- სამი ჭიქა, -ანიშნა მირამ, -მაგრამ აშკარად არც თუ ისე ცუდად იტანს სასმელს,
- თქვენ სახლში წადით, ჩვენ არ გველოდოთ, -ჯეისი წამოდგა და ნორას გაყვა რომელიც უკვე ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა და გარეთ ექაჩებოდა,
- როგორ გგონია კარგად იქნება? -ლუკასს აშკარად ეტყობოდა რომ ნორაზე ღელავდა
- ჯეისთან ერთად არაფერი უჭირს, ნუ ნერვიულობ, ჯობია ერთი ჭიქა დალიო, -მირამ ლუკასს წინ ცისფერი სასმლით სავსე ჭიქა დაუდო,
- არაა, ნორას შემხედვარეს ამის დალევის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, -ლუკასმა სასმელი გვერდით გაწია და მირას მხიარულად მოციმციმე თვალებში ჩააცქერდა.
* * *
ნორა და ჯეისი ბარიდან რომ გავიდნენ უკვე ბნელოდა, ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა და ლამპიონების სუსტი შუქი რბილად ეფინებოდა მბრწყინავ ქვაფენილს, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ნორამ ცას შეხედა, წაბარბაცდა და ჯეისს ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ ძირს გაიშხლართებოდა,
- იცი? ნიუ იორკში არასდროს მინახია ცაზე ამდენი ვარსკვლავი ერთად, იქ ცა თითქმის ყოველთვის ნაცრისფერია და ჰაერიც ისეთი მძიმეა...
- გენატრება იქაურობა? -ჯეისმა წელზე ხელი მოხვია და ნელა დაუყვნენ ქუჩას,
- არ მენატრება, ერთადერთი ბიძაჩემზე ვნერვიულობ, როდისმე მაინც გაიგებს რომ სამოგზაუროდ არ ვარ წასული და მერე რა მოხდება?
- ამ საკითხსაც მივხედავთ, არაფერზე იფიქრო, ახლა კი მხოლოდ ერთხელ ყველა და ყველაფერი დაივიწყე, რაღაც მინდა გაჩვენო, თვალები დახუჭე, -ჩასჩურჩულა და ხელში აიტაცა,
- რას აკეთებ?
- სიურპრიზია, თვალები დახუჭე და სანამ არ გეტყვი არ გაახილო, კარგი?
ნორამ თვალები დახუჭა, კისერზე ხელები შემოხვია და სახე მის თმებში ჩარგო რომელიც მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი,
- უკვე გითხარი რომ ძალიან კარგი სურნელი გაქვს? -უჩურჩულა ჯეისს და მოშიშვლებულ ყელზე ენა აუსვა, -მმ, ძალიან გემრიელია, ჩაიბურტყუნა და ახლა ნიკაპს აუყვა კოცნით, -ჯეისს უნებურად გააჟრჟოლა,
- ნუ ცუღლუტობ, ასე თუ გააგრძელებ ნამდვილად ვერ მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე,
-ჩაილაპარაკა შეცვლილი ჩახრინწული ხმით და ნაბიჯს აუჩქარა, რამდენიმე წუთში, ნორას ტალღების ხმაური მოესმა, მერე კი ქვიშის ხმა ჯეისის ფეხქვეშ, ჯეისმა ფრთხილად დასვა ძირს, ზურგიდან მოეხვია და ჩასჩურჩულა,
- თვალები გაახილე,
ნორა ასეთ რამეს ნამდვილად არ ელოდა, თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაეშალა, პატარა, ოვალური ფორმის უკაცრიელ პლაჟზე იდგნენ, რბილი, ფაფუკი ქვიშა მთვარის შუქზე ოქროსფრად ელავდა, ზღვა წყნარად მოაგორებდა უცნაურად მოციმციმე ტალღებს, ტალღები თითქოს სუნთქავდნენ, ცოცხლობდნენ და ნორას ეჩურჩულებოდნენ თუ როგორ უნდოდათ მისი გულში ჩაკვრა, ნორასაც ბევრი აღარ უფიქრია, ფეხზე გაიხადა და სიამოვნებისგან ამოიკვნესა როცა თითები თბილ ქვიშაში ჩაეფლო,
- ნამდვილი საოცრებაა, ახლა რომ ამ წყალში არ შევიდე მოვკვდები ჯეის,
- მერე რაღას უცდი, - ჯეისმა ხელი ჩაჭიდა, ზღვისკენ გაიქცა და ნორაც გაიყოლა, წყალი სასიამოვნოდ თბილი იყო, არ ჰგავდა ჩვეულებრივ ზღვას, თითქოს უფრო მკვრივი იყო ვიდრე ჩვეულებრივ ზღვის წყალია, ციმციმებდა და ანათებდა, დიდხანს თამაშობდნენ ანცი ბავშვებივით, ბოლოს როცა ჯეისი მიხვდა რომ ნორა ალბათ მთელი ღამე არ გამოვიდოდა წლიდან, ხელში აიყვანა და ისე გამოიყვანა ნაპირზე, ქვიშაზე დასვა და გვერდით მიუჯდა,
- აუ ცოტა ხანს არ წავიდეთ რა, -ნორას ასეთი სილამაზე არ ეთმობოდა,
- არსად არ მივდივართ, -გაეცინა ჯეისს, -ჯერ კიდევ რაღაც მინდა გაჩვენო,
- ჰო მაგრამ დიდხანსაც ვერ გავჩერდებით, -ნორამ სველ ტანსაცმელზე დაიხედა, -დიდხანს თუ დავრჩებით ასე ალბათ ფილტვების ანთებით მოვკვდებით,
- ჰოო ეგ როგორ დამავიწყდა, -ჯეისმა ნორას წინ ჩაიმუხლა მხრებზე ხელები დაადო და თვალები დახუჭა, -ცოტა ხანს არ ისაუბრო და არ გაინძრე,
ნორა გაშეშებული ელოდა რა მოხდებოდა, უეცრად მხრებიდან სადაც ჯეისის ხელები ედო მთელ სხეუულში უცნაური, სასიამოვნო სითბო გავრცელდა, იმდენად ესიამოვნა რომ თვითონაც დახუჭა თვალები და მთლიანად მის ხელებს მიენდო, მალე მთლიანად მოიცვა სასიამოვნო სითბომ, ვერც კი მიხვდა რამდენ ხანს იყო ასე მაგრამ ამ თითქოსდა ძილბურანიდან გამორკვევა ნამდვილად არ უნდოდა, მთლიანად მოითენთა და ჯეისის მკერდს მიეყრდნო,
- ახლა შეგიძლია თვალები გაახილო, -მოესმა მისი ჩურჩული, -თვალები გაახილა, თმა და ტანსაცმელი მშრალი ჰქონდათ მასაც და ჯეისსაც,
- ეს როგორ გააკეთე? მაჩვენე გთხოვ, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია?
ნორა ისე ახლოს იყო მასთან, შესცქეროდა გაფართოებული, ცნობისმოყვარეობაჩამდგარი თვალებით, ხელებით მკერდზე ეყრდნობოდა, ტუჩები ოდნავ შეხსნილი ჰქონდა და ერთდროულად ისეთი ბავშვური და თანაც ისეთი სექსუალური იყო, ვეღარ მოითმინა და აკოცა, ისიც არ გაძალიანებია, თვალები მინაბა და კოცნაში აყვა, ჯეისი გრძნობდა რომ ნორა მთელი გრძნობით კოცნიდა და ეს წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდა, ძლივს მოსწყდა მის ტუჩებს,
- რატომ შეწყვიტე? -ჩაიჩურჩულა ნორამ და ისევ წაეტანა საკოცნელად,
- ახლა შენს ტუჩებს არაფერი მირჩევნია მაგრამ არ მინდა რომ სანახაობა გამოტოვო,
- რა სანახაობა?
ჯეისმა ნორას ზღვისკენ მიუთითა, ნორამ მხედველობა დაძაბა, ჯერ არაფერი ჩანდა, რამდენიმე წამში ზღვა თითქოს რაღაც არაამქვეყნიური შუქით განათდა, ტალღები ფერადი შუქით აციმციმდა და სინათლე ერთბაშადად აიჭრა ჰაერში, ნორა თვალებგაფართოებული და დამუნჯებული უყურებდა როგორ ხტოდა და ციმციმებდა ტალღებს ზემოთ ათასფერი სინათლე და ისევ ზღვას უბრუნდებოდა,
- ეს რა არის? -ძლივს ამოთქვა,
- მანათობელი თევზები არიან, ზაფხულობით ყოველ ღამე მხოლოდ რამდენიმე წუთით შეიძლება რომ ამ სანახაობის მომსწრე გახდე,
- საოცრებაა, ულამაზესია, -ნორა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, გრძნობდა როგორ ნელ-ნელა იზიდავდა და მთელ მის არსებას იპყრობდა ეს სამყარო, ეს სამყარო და ჯეისი, ახლა უკვე მისი ჯეისი,
ჯეისი ქვიშაზე წამოწვა, მკლავი გაშალა და ნორას ანიშნა წამოწექიო, ნორასაც არ უყოყმანია, თავი მის მკლავზე დადო და მიეხუტა,
- ალბათ არასდროს მომბეზრდება ასე წოლა და ვარსკვლავების ცქერა, მაგრამ უკვე მეძინება და აქ თუ დავრჩებით გავიყინებით,
- კარგი რა ნორა, ასეთი მცივანა არ მეგონე, სულ რატომ ფიქრობ რომ უნდა გაიყინო, -ჯეისმა გულიანად გაიცინა, -დაიმახსოვრე პატარავ, ჩემს გვერდით არასოდეს შეგცივდება, არასოდეს, შეგიძლია მენდო, ამის თქმა არც იყო საჭირო, ნორა უკვე საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა ამ საოცარ, ამოუცნობ ბიჭს, მკლავი წელზე მოხვია და უფრო მაგრად მიეკრა,
ქვიშა ისეთი რბილი იყო ხოლო ჯეისის მკლავი ისეთი მხურვალე, ნორას უნებურად მოერია ძილი,
- იცი რა ჯეის, -ჩაილაპარაკა უკვე ნახევრად მძინარემ, ჩემს ცხოვრებაში არასდროს მქონია რამე რასაც ჩემსას ვუწოდებდი და არასდროს მყოლია ვინმე ვისაც ჩემად მივიჩნევდი, თმაზე ჯეისის ხელი იგრძნო, მერე მისი ჩურჩულიც მოესმა, მაგრამ ვეღარ გაიგო რას ამბობდა, თვალები თავისთავად დაეხუჭა და ცხოვრებაში პირველად, ღრმა და უსიზმრო ძილით დაეძინა,
გამთენიისას გამოეღვიძა ჯეისს, ნორას მის მკერდზე ედო თავი და მშვიდად ფშვინავდა,
- გაიღვიძე ძილისგუდავ, ხომ არ დაგავიწყდა რომ დღეს საღამოს დღესასწაულია და უამრავი რამ გვაქვს მოსამზადებელი,
ნორა თავიდან ვერ გამოერკვია რა ხდებოდა, დაფეთებული წამოჯდა და როცა მის გვერდით ქვიშაზე მწოლიარე მომღიმარ ჯეისს მოკრა თვალი, ერთბაშად დამშვიდდა და თვითონაც გაეღიმა,
- საოცარი ღამე იყო, ყველაფრისთვის გმადლობ, შენ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალე ჯეის,
- შენ კი ჩემი, -ჯეისი წამოდგა და ნორაც წამოაყენა, გაწეწილი თმა ყურს უკან გადაუწია გა ლოყაზე აკოცა
- წამოდი დღესასწაულისთვის მოვემზადოთ,
ნორას მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ გუშინ ჩასაცმელი არაფერი უყიდია და მოიღუშა, ჯეისმა მაშინვე იგრძნო მისი ხასიათის ცვლილება,
- რა ხდება რა გჭირს?
- გუშინ ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარი, -შესჩივლა ნორამ და პატარა ნაწყენი ბავშვივით გაბუშტა ტუჩები,
- არაფერზე იფიქრო, წამოდი სახლში წავიდეთ, შენთვის სიურპრიზი მაქვს და ვფიქრობ მოგეწონება...

- - - - - - - - - -

ნორა აღფრთოვანებული უყურებდა საწოლზე კოხტად მიფენილ, თეთრ, სადა, ნახევრად გამჭვირვალე კაბას, კაბა სიფრიფანა იყო, თავისუფლად გაშვებული, კოჭამდე სიგრძის, მარჯვენა მხარეს საკმაოდ ღრმა ჭრილით და მოკრძალებული დეკოლტეთი,
- მოგწონს? -მოესმა ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა, შებრუნდა, ჯეისი ჩვეული თბილი ღიმილით უღიმოდა და მისი აღფრთოვანებული სახის დანახვა აშკარად აბედნიერებდა,
- საოცრებაა ჯეის, ზუსტად ასეთს ვეძებდი მაგრამ ვერ ვიპოვე, შენ იყიდე ჩემთვის? როგორ მიხვდი როგორი კაბა მომეწონებოდა?
ჯეისი მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა, ლოყაზე ნაზად აატარა გრძელი თითები, ფრთხილად გადაუწია თმა ყურსუკან და როცა იგრძნო როგორ გააჟრჟოლა ნორას მისი შეხებისას, ჩაეღიმა,
- როგორც კი ეს კაბა დავინახე შენ გამახსენდი, უბრალოა, სადა, ყველანაირი დამატებითი აქსესუარის გარეშეც თვალისმომჭრელად გამოიყურება, შენთვისაა შექმნილი,
- როგორ შეგიძლია ასე ყოველმხრივ იდეალური იყო, -უყურებდა ნორა უძირო ლურჯ თვალებში, და ვერ ხვდებოდა როგორ ან რატომ დაიმსახურა მის გვერდით ყოფნა, რის გამო?
- რას არ მივცემდი რომ ახლა გამეგო რაზე ფიქრობ, -ჯეისმა მხიარული ღიმილით გაუხახუნა ცხვირზე ცხვირი, წელზე ხელი მოხვია და ახლოს მიიზიდა,
- იმაზე ვფიქრობ თუ როგორი იღბლიანი ვარ, -ნორამ ყურადღება არ მიაქცია ჯეისის გაოცებულ გამომეტყველებას დრო იხელთა და მკლავებიდან დაუძვრა,
- წყალი უნდა გადავივლო და საღამოსთვის მოვემზადო,
- დაისვენე, მეც რაღაც საქმეები მაქვს და საღამოს დავბრუნდები, -ჯეისმა კარი გაიხურა, ნორა კი გულაღმა გადავარდა საწოლზე, ჯეისის ტუჩებზე ოცნება ფრთხილმა კაკუნმა შეაწყვეტინა,
- შეიძლება? -ლუკასმა კარში თავი შემოყო და ნორას იმ საცოდავი დამნაშავის მზერით შეხედა რომელიც იცოდა რომ აუცილებლად მოულბობდა გულს, კარგად იცნობდა ლუკასი მეგობარს, ძალიან უყვარდა და მიუხედავად იმ თავბრუდამხვევი მოვლენებისა რაც ამ ბოლო დროს მათ გარშემო განვითარდა, მაინც ღელავდა მათ ურთიერთობაზე, რაც არ უნდა თავი მოეჩვენებინა რომ ყველაფერი რიგზე იყო, ნორას გარეშე მითუმეტეს ამ სამყაროში თავს ეულად გრძნობდა,
- მოღალატეებთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, -ნორა საწოლიდან წამოხტა, დოინჯი შემოირტყა და მოღუშული მიჩერდა ლუკასს, აი ამას კი ნამდვილად არ ელოდა ლუკასი, შეცბა და უკან დაიხია
- კარგი რა, რა ღალატზე საუბრობ, -ჩაილუღლუღა ჩამწყდარი ხმით, ნორამ ერთხანს კიდევ უყურა გაბრაზებული სახით, ბოლოს ვეღარ გაუძლო და გულიანად გადაიკისკისა,
- ნამდვილი ბოთე ხარ, ყოველთვის ვახერხებ ხოლმე შენს გაბრიყვებას, მოდი სულელო ჩამეხუტე, ძალიან მომენატრე,
ლუკასმა შვებით ამოისუნთქა, ნორას მიუახლოვდა, ხელში აიტაცა, ჩაეხუტა და დააბზრიალა
- როგორ მომენატრა ასეთი ნორა, ჩვენი სიგიჟეები და ერთად გატარებული ღამეები მომენატრა, შენთან გულწრფელი საუბრები,
- განსაკუთრებით ის საუბრები შენს გოგოებზე რომ წუწუნებდი და ტიროდი ხოლმე, -ჩაიფხუკუნა ნორამ და თმა აუჩეჩა,
- კარგი რა როდის ვტიროდი, რაღაცეებს ნუ იგონებ,
- ტიროდი,
- არ ვტიროდი,
- ტიროდი,
- არ ვტიროდი...
საჩხუბრად მომზადებულებს სიცილი აუტყდათ, -ახლა რომ ვინმემ დაგვინახოს გიჟები ვეგონებით, -სულს ძლივს ითქვამდა ნორა,
- აი თურმე რა მაკლდა ეს დღეები, -ლუკასი საწოლზე გულაღმა გადავარდა და გვერდით ხელი დაატყაპუნა, -მოდი ჩამეხუტე, -ნორა მის გვერდით დაენარცხა საწოლზე,
- მაპატიე ნორა, ამ ბოლო დროს ყურადღებას ვეღარ გაქცევ, -ლუკასი დაბალი სევდიანი ხმით ლაპარაკობდა, -უბრალოდ ეს ყველაფერი რაც მოხდა იმდენად საოცარია, შეიძლება ითქვას თავი დავკარგე
- თავთან ერთად სათვალეც, აშკარად აღარ იყენებ,
- ჰო რატომღაც აღარ მჭირდება, არ ვიცი აქ სხვანაირი გავხდი, თითქოს საკუთარი თავი ვიპოვე, მე რომელსაც არასდროს მჯეროდა არაფერი გარდა იმისა რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი, ახლა აქ ვარ, ასეთი შანსი ალბათ მილიარდიდან ერთ ადამიანს თუ ეძლევა, აქ სხვანაირი გავხდი,
- მირა?
- მირა? -ეს რა შუაში იყო?
- მოგწონს?
- ოჰ, რანაირი ხარ, შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი, -ლუკასმა უხერხულად გაიცინა,
- იცი რა მგონი მასაც მოსწონხარ,
ლუკასი წამოჯდა და გაფართოებული თვალებით დააცქერდა ეშმაკურად მომღიმარ ნორას,
- შენ საიდან იცი? დარწმუნებული ხარ?
- სულელო, შენ არ მითხარი წეღან, კაცი ვერაფერს გამოგაპარებსო? დავინახე როგორ გიყურებდა და ვფიქრობ არც ის არის გულგრილი შენს მიმართ, უბრალოდ ფრთხილად იყავი, კარგად დაფიქრდი სანამ რამეს გააკეთებ, ადრე თუ გვიან ჩვენს სამყაროში დაბრუნება მოგიწევს,
- მოიცა რას ნიშნავს ‘’მოგიწევს’’ და შენ რას აპირებ?
- ალბათ აქ დარჩენას, ნორამ ხელები თავ ქვეშ ამოიდო და უდარდელად გაიღიმა,
- შენ თუ რჩები ვითომ მე რატომ ვერ დავრჩები?
- კარგი რა ლუკას, ისევ გინდა პატარა ბავშვებივით ვიკამათოთ, მე აქ საკუთარ სახლში ვარ, ერთადერთი რაც იმ სამყაროსთან მაკავშირებს ბიძაჩემია და ჯერ არ ვიცი როგორ მაგრამ ამ საკითხსაც მოვაგვარებ, შენ კი იქ ცხოვრება გაქვს, ოჯახი გყავს, სასწავლებელი, კარიერა, მესმის რომ ახლა დაბნეული ხარ და ჩემი არ იყოს შენც ყველაფერი არეული გაქვს თავში, ვაღიარებ, ეგოისტურად მინდა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მაგრამ გთხოვ ყველაფერზე კარგად დაფიქრდი, არ მინდა შემდეგ როცა უკვე რამის შეცვლა გვიან იქნება, რამე ინანო,
ლუკასი პატარა ბავშვივით თავჩაღუნული უსმენდა ნორას, რაც არ უნდა შეწინააღმდეგებოდა იცოდა რომ ნორა მართალი იყო,
- მგონი მართალი ხარ მეგობარო, ამ ყველაფერზე სერიოზული დაფიქრება მჭირდება,
- ოჰო, ეს უკვე პროგრესია, ყოველგვარი კამათის გარეშე დამთანხმდი, რა ხდება ლუკას? მგონი მართლაც შეგცვალა ამ სამყარომ,
- ასეა, რაც არ უნდა უარვყო პატარა ბავშვი აღარ ვარ და მართლაც ჯობია ყველაფერს ცოტა სერიოზულად მივუდგე, ახლა კი ცოტა წავუძინოთ თორემ თავი მისკდება, -ერთმანეთზე თავმიდებულებს ჩაეძინათ, თითქოს ყველაფერი ისე იყო როგორც მაშინ როცა ლუკასი ნორასთან რჩებოდა ხოლმე ღამღამობით რათა ღამეული კოშმარებისგან დაეცვა.
* * *
- ძილისგუდა უკვე მოსაღამოვდა ჩაცმის დროა, -მირამ დაუკაკუნებლად შემოაღო კარი და საწოლზე ერთად მიწოლილი ერეთმანეთზე თავმიდებული ლუკასის და ნორას დანახვაზე გაშრა, ერთ ადგილზე გაშეშდა, თუმცა მალევე მოეგო გონს და სახეზე ხელოვნური ღიმილი აიკრა,
- მომზადების დროა, დაგვაგვიანდება,
- ნორა და ლუკასი დაფეთებულები წამოხტნენ,
- ჯანდაბა, რა დრო გასულა, მირა შეგიძლია თმის გაკეთებაში დამეხმარო? -ნორამ გულითადად გაუღიმა და არ გამოპარვია როგორი მზერა გააყოლა მირამ ოთახიდან გასულ ლუკასს, არც ის გამოპარვია როგორ ცივად დათანხმდა დახმარებაზე,
- მირა ლუკასი ჩემი მეგობარია, არ ვიცი, მართლა არ ვიცი ამ სამყაროში ქალის და კაცის მეგობრობას როგორ უყურებენ მაგრამ მე და ლუკასი მეგობრები ვართ, დიდი ხანია ასე ვართ, ჩვენს სამყაროში ერთმანეთის მეტი მეგობრები არ გვყოლია, ყოველთვის ერთად ვიყავით, ერთდად ვჭამდით, ხშირად ერთ საწოლში გვეძინა, ერთმანეთს ჩვენს ფიქრებს, გრძნობებს ოცნებებს ვუზიარებდით, მაგრამ მხოლოდ ეს იყო და ეს, არავის მივცემ უფლებას ამაში ეჭვი შეიტანოს,
- ამას რატომ მიყვები? -თავჩაღუნული მირა უხერხულად ატრიალებდა ხელში სავარცხელს,
- კარგი რა, დავინახე როგორ უყურებდი და დაახლოებით ვხვდები რა იფიქრე როცა დაგვინახე როგორ გვეძინა ერთად, არ მინდა არასწორად იფიქრო, მითუმეტეს თუ მის მიმართ გრძნობები გაქვს,
- იღბლიანი , -ჩაიცინა მირამ,
- ვის გულისხმობ?
- ჯეისს რათქმაუნდა, ძალიან გაუმართლა რომ შენნაირი გოგო ყავს გვერდით, ლამაზი ხარ ჭკვიანი და ძალიან მომწონხარ, ჯანდაბა ლუკასზე ვგიჟდები ნორა, მაპატიე რომ არასწორად გავიგე ყველაფერი, უბრალოდ უცნაურად მოგეჩვენება მაგრამ რაღაც მომენტში ვიეჭვიანე, -მირამ უხერხულად გაიღიმა, -იმედია მაპატიებ, როგორც წესი ასეთი საქციელი არ მახასიათებს მაგრამ ლუკასი ისეთი სხვანაირია, ისეთი საყვარელი...
- მე მხოლოდ გამიხარდება თუკი ერთად იქნებით, ლუკასი ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას, ახლა კი მართლაც ჯობია ვიჩქაროთ,
- კარგი, -დაფაცურდა მირა, როგორ გინდა თმა გაგიკეთო?
- რაც შეიძლება სადად, ამ კაბას რომ მოუხდეს ისე, თუ იცი მართლა ჯეისმა შეარჩია?
- კი თვითონ იყიდა და დარწმუნებული იყო რომ მოგეწონებოდა, ის ძალიან კარგად გიცნობს ნორა,
- ჰო ზედმეტად კარგადაც კი, ხანდახან მგონია რომ ჩემს ფიქრებს კითხულობს,
- არაა, -მირას გულიანად გაეცინა, -ფიქრების კითხვა ნამდვილად არ შეუძლია, უბრალოდ ძალიან დაკვირვებულია,
* * *
ჯეისი აღფრთოვანებული შესცქეროდა კიბიდან ჩამომავალ ნორას, თავისუფლად გაშვებული თეთრი ნახევრად გამჭვირვალე კაბა მაცდურად ლანდავდა სხეულის კონტურებს, მარჯვენა მხარეს თითქმის თეძომდე იყო ჩახსნილი და ნორას ყოველი ნაბიჯი ჯეისს ჭკუას აკარგვინებდა, დაბალძირიანი სანდლები ეცვა, ოდნავ დატალღული ცეცხლისფერი თმა თავისუფლად ჰქონდა შიშველ მხრებზე ჩამოყრილი და თმაში აქა იქ გაბნეული მარგალიტები ბრწყინვალებას მატებდა, ტუჩები და თვალები მსუბუქად ქონდა შეღებილი, ისე მოაბიჯებდა, თითქოს ძირს ფეხს არ აბიჯებს და ჰაერში მონარნარებსო,
- ნამდვილი ქალღმერთია, -გაიფიქრა და გულზე ხელი მიიჭირა თითქოს აჩქარებულ გულისცემას ასე დაიწყნარებდა, თვითონაც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, შავი შარვალი და თეთრი რამდენიმე ღილზე შეხსნილი სადა პერანგი ეცვა, თმა ჩვეულებისამებრ თავისუფლად ჰქონდა სახეზე და მხრებზე ჩამოყრილი და გაფართოებულ შავ თვალებში უჩვეულო სითბო ედგა,
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, - ნორამ მკლავზე ხელი დაადო და შესცინა,
- მაპატიე ეს მე უნდა მეთქვა შენთვის, -გამოერკვა ჯეისი და უხერხულა გაიღიმა,
- რა მნიშვნელობა აქვს ვინ იტყვის პირველი, -თვალი ჩაუკრა ნორამ, -წავედით?
- უკვე გითხარი რომ შენზე ვგიჟდები? -ჯეისმა წელზე ხელები შემოხვია, მიიზიდა და ტუჩის კუთხეში აკოცა, ნორამ მაშინვე მინაბა თვალები და ახლა თვითონ წაეტანა მის ტუჩებს, საოცარი სურნელი ჰქონდა ჯეისს და თბილი ტუჩები, თავდავიწყებამდე მისულებს მხიარულმა ხითხითმა შეაწყვეტინათ კოცნა, გამოღებულ კარში ნედი იდგა და ყურებამდე გაღიმებული უცქერდა წყვილს,
- ხელს ხომ არ გიშლით? ცხენები უკვე მზადაა, წასვლის დროა, -სირცხვილისგან გაწითლებულმა ნორამ ჯეისის მკლავების მოშორება სცადა წელიდან მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ჯეისმა ასე ჩახუტებული მიიყვანა ცხენთან და შეჯდომაში მოეხმარა, დაახლოებით ნახევარ საათში უკვე მიუახლოვდნენ ადგილს სადაც დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულება იმართებოდა, ცხენებიდან ჩამოქვეითნენ და ფეხით გაემართნენ სადღესასწაულოდ მორთული თაღისკენ, ლუკი, მარკუსი, ნედი, მირა და ლუკასიც მათ უკან მოაბიჯებდნენ, ნორა აღფრთოვანებული ათვალიერებდა ყველაფერს, ირგვლივ ტყეებით შემოსაზღვრული თვალუწვდენელი მინდორი სხვადასხვა სამეფოს წარმომადგენლებით იყო სავსე, მინდვრის კიდეში საკმაოდ შთამბეჭდავი სადღესასწაულოდ განათებული უზარმაზარი ტაძარი იყო აღმართული, მინდორზე ყველგან გასართობი ადგილები იყო მოწყობილი, მხიარული მუსიკა უკრავდა, მადისამღძვრელი სურნელი ტრიალებდა, ხალხი იღიმოდა, მღეროდა, ცეკვავდა, ერთმანეთს ეხვეოდა და ესალმებოდა, მარკუსი, ნედი და ლუკი მაშინვე ხალხს შეერივნენ, მირამაც ლუკასს ხელი ჩაჰკიდა და ერთერთი დახლისკენ წაიყვანა,
- მოგწონს აქაურობა? -ჩასჩურჩულა ჯეისმა ნორას,
- ყველაფერი ძალიან ლამაზია, -ნორა აღფრთოვანებას ვერ მალავდა,
- წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო, -ჯეისმა ხელი ჩაჰკიდა და მოედნის შუა გულისკენ წაიყვანა, ნორამ შორიდანვე შეამჩნია, ცალკე მდგარი არსებათა ჯგუფი, შავი, კაპიუშონიანი მოსასხამებით, რომლებთანაც მიახლოებასასაც აშკარად ყველა ერიდებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა მაღალმა და გამხდარმა რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ მეთაური უნდა ყოფილიყო, შორიდანვე შეამჩნია ისინი და მათკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა,
- საიმონ მეგობარო, -ჯეისმა ხელები გასალა და გადაეხვია, საიმონმაც მოხვია მხრებზე მკლავი და შუბლი შუბლზე მიადო,
- დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს ჯეის, როგორ ხარ?
- მინდა ნორა გაგაცნო, ნორა ეს საიმონია, წყვდიადის სამეფოს მმართველი და ჩვენი მეგობარი,
საიმონმა კაპიუშონი გადაიძრო და ნორას ხელი გაუწოდა,
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ნორა, სიმართლე რომ გითხრა აქ მხოლოდ შენს გასაცნობად და ჯეისის ხათრით მოვედი თორემ სხვა ვერაფერი მაიძულებდა ამ ფარისევლების ბრბოში გარევას, -ირგვლივ მიმოიხედა და ნორას ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა,
- ჩემთვისაც სასიამოვნოა საიმონ, -ნორამ ხელი ჩამოართვა, ცივი ხელები ჰქონდა საიმონს, უცნაურად თეთრი კანი, კუპრივით შავი თმა და მოწითალო ფერის თუმცა ულამაზესი და მეტყველი თვალები, თითქოს მთელი სათქმელის მზერით გადმოცემას ცდილობდა, შეიძლება გარშემომყოფთათვის მისი გარეგნობა სააშიშიც კი იყო მაგრამ ნორა შინაგანად გრძნობდა რომ მისი არ უნდა შინებოდა,
- მე შენ მომწონხარ საიმონ, -უნებურად ხმამაღლა თქვა რასაც ფიქრობდა,
- მეც მომწონხარ ნორა, -საიმონმა თბილად გაუღიმა და ჯეისს მიუბრუნდა, -ჩვენი წასვლის დროა ჯეისს,
- იქნებ ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავით, როგორ ფიქრობ არ მოვიდა დრო წარსული დაივიწყო?
- მე დავივიწყებ მაგრამ ისინი არ დაივიწყებენ, ხომ იცი რომ ასეა, -საიმონი ჯეისს დაემშვიდობა, ნორას კიდევ ერთხელ გაუღიმა, მხლებლებს რაღაც ანიშნა და მოედნის კიდისკენ წავიდა, ნორა უხერხულად მხრებაწურული მიუბრუნდა ჯეისს,
- მაპატიე მე უბრალოდ არც კი ვიცი რა დამემართა, რატომღაც მომინდა მეთქვა რომ მომწონს, არა მართლა მომეწონა, მაგრამ ხმამაღლა თქმას არ ვაპირებდი,
- შენ არაფერ შუაში ხარ, -გაეღიმა ჯეისს, -საიმონს აქვს ძალა რომ სხვისი გულისნადები გაიგოს და ხმამაღლა ათქმევინოს, შეუძლებელია მას რამე დაუმალო,
- შენ ეს იცოდი და არაფერი მითხარი? ხომ შეიძლებოდა მასზე ცუდი რამ მეფიქრა და ეს ხმამაღლა მეთქვა?
- დარწმუნებული ვიყავი რომ მოგეწონებოდა, დიდი ხანია ვმეგობრობთ, იცოდე რომ მისი ნდობა შეიძლება, -ჯეისმა შუბლზე აკოცა და წელზე ხელი მოხვია, -წამოდი, მის უდიდებულესობა, ქეროლს გაგაცნობ, ადამიანთა დედოფალს,
- დედოფალს? ადამიანებს დედოფალი ჰყავთ?
- ჰო ასეა, ფერიებს და მათ ძალიან უყვართ ყველაფრის გაზვიადება, ამიტომაც ყოველთვის კარგად უგებდნენ ერთმანეთს,
მრავალრიცხოვანი ამალით გარშემორტყმული დედოფალი მართლაც საუცხოოდ გამოიყურებოდა, ზურმუხტისფერი კაბა და უამრავი ოქროს სამკაული ძალიან უხდებოდა, ოქროსფერ თმაზე დიადემა ედგა და მედიდურად ცხვირაწეული იყურებოდა ირგვლივ,
- ისინიც თქვენსავით დიდხანს ცხოვრობენ? -გადაულაპარაკა ნორამ ჯეისს,
- ჩვენსავით -შეუსწორა ჯეისმა -არა დიდხანს არ ცხოვრობენ, დაახლოებით იმდენივე ხანს რამდენსაც თქვენს სამყაროში მცხოვრები ადამიანები და სწორედ ამიტომ ყოველთვის შურდათ სხვა არსებების, -ჯეისმა თავი დაუკრა დედოფალს და მიესალმა, - მოხარული ვარ თქვენი ხილვით, -უთხრა რბილი, ხავერდოვანი ხმით და დედოფლის თვალებში გაელვებული ცეცხლის დანახვისას ნორა მიხვდა რომ დედოფალი ჯეისის მიმართ გულგრილი არ იყო,
- ესე იგი ეს არის ის გოგონა სხვა სამყაროდან? -თქვა ზედმეტად განაზებული ხმით და ნორა თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა,
- გახლავართ, -ცოტა არ იყოს უხეშად გამოუვიდა ნორას და ხელი გაუწოდა, დედოფალმა არც კი შეიმჩნია მისი ხელი, ნორამ სიბრაზისგან ტუჩი მოიკვნიტა,
- კიდევ კარგი რომ მას მაინც არ შეუძლია გულისნადები ხმამაღლა მათქმევინოს თორემ ნამდვილად არ მოეწონებოდა რასაც მასზე ვფიქრობ, -გადაულაპარაკა ჯეისს, -ჯეისმა ხმადაბლა ჩაიცინა,
- შეგიძლია რამდენიმე წუთი უჩემოდ გაერთო? მის უდიდებულესობასთან სალაპარაკო მაქვს,
- ძალიან კარგი, თორემ უკვე ნერვებს მიშლის, -ნორამ ჯეისს კისერზე ხელები მოხვია, ლოყაზე აკოცა, ესიამოვნა როცა შეამჩნია როგორ მოიღუშა დედოფალი, წელში გამართული შემობრუნდა და ტაძრისკენ წავიდა, უნდოდა ახლოდან ენახა როგორი იყო,
ტაძარი უზარმაზარი ქვებით იყო ნაშენი, მთავარ შესავლელთან განიერი ქვის კიბე ადიოდა, ნორამ შეამჩნია რომ უზარმაზარი რკინის კარი ოდნავ იყო შეღებული, ცნობისმოყვარეობას ვერ ძლია, კარში შეძვრა და ტაძარში შეაბიჯა რომელიც მისტიკური შუქით იყო განათებული, უცნაური აგებულება ჰქონდა, დერეფნები, დარბაზები და კიბეები, კედლები მოხატული იყო თუმცა საკმაოდ ბნელოდა და ვერაფერს არჩევდა, ის იყო კიდევ ერთ დარბაზში უნდა შესულიყო რომ, ნაცნობი ხმა მოესმა და შედგა, ჩუმად, ფეხაკრეფით მიიპარა კართან, სანთლების შუქით განათბულ დარბაზში ნათანიელი იდგა მარკუსთან ერთად,
- მაინც მოხვედი არა? -ნათანიელის ხმაში ბრაზი და სიძულვილი ისმოდა, -როგორც იქნა გადაწყვიტე სოროდან გამოძრომა, ვინ გაგაბედინა, შენმა ქოფაკმა მეგობარმა თუ იმ კახპამ სხვა სამყაროდან,
- გეყოფა ნათანიელ, -ნორა ატყობდა რომ მარკუსი ძლივს იკავებდა თავს,
- თორემ რას გააკეთებ პატარა მშიშარა ლაწირაკო?
- რაკი ყოველთვის თავს გარიდებ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენი მეშინია, უფლებას არ მოგცემ რომ ჩემს მეგობრებს შეურაცხყოფა მიაყენო,
უყურებდა ნორა და აოცებდა თუ რამდენად გავდნენ ერთმანეთს, ერთნაირი თმები, ერთნაირი თვალები, მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ რომ მარკუსს თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა,
- მეორედ არ გაბედო და არ იფიქრო რომ შეგიძლია წინააღმდეგობა გამიწიო, -ნათანიელმა მარკუსს მკლავში ჩაავლო ხელი, მეორე ხელი კი მკერდზე მიადო, ნორამ დაინახა როგორ გააღო პირი მარკუსმა თითქოს დაყვირება უნდაო მაგრამ ხმა არ ამოუვიდა, ერთ ადგილზე გაშეშდა თვალებგაფართოებული, ნათანიელის ხელებიდან ცისფერი, ყინვისმაგვარი რაღაც მარკუსის სხეულზე გადადიოდა და ნელ-ნელა ფარავდა, განძრევის საშუალებას არ აძლევდა,
- ახლა რატომ აღარ საუბრობ პატარა ძმაო, -ჩაისისინა ნათანიელმა,
- ნორამ მარკუსის ნატანჯი სახის ყურებას ვეღარ გაუძლო და დარბაზში გაიჭრა,
- რას აკეთებ, ახლავე გაუშვი ხელი, -იყვირა და ნათანიელის ხელი რომელიც მარკუსის მკერდზე ედო მთელი ძალით ჩაბღუჯა, მოულოდნელობისგან გაკვირვებულმა ნათანიელმა მარკუსს ხელი შეუშვა რომელიც მაშინვე ჩაიკეცა,
- აქ რას აკეთებ? -ჩაიღრინა და მაჯაში ჩაავლო, ნორას მაჯა ჯერ უცნაურად აეწვა და შემდეგ თითქოს ზედ ყინული გადაეკრაო, ყინულმა ნელ-ნელა იწყო ზემოთ წამოსვლა ცოტაც და მხრამდე მიაღწევდა, ხელს უკვე ვეღარ გრძნობდა, -გინდა გაიგო რას გრძნობდა ცოტა ხნის წინ მარკუსი? -ნათანიელმა ჩაიქირქილა და მეორე ხელი მკერდზე მიადო, ნორა შესცქეროდა წყლისფერ უგრძნობ თვალებში და შიშის მაგივრად სიბრაზეს და სიმხურვალეს გრძნობდა, რომელიც მის შიგნით ნელ-ნელა იყრიდა თავს და გარეთ გამოღწევას ცდილობდა, თვალები დახუჭა და მის ძარღვებში მყოფ სიმხურვალეს მიმართულება მიცა,
- ამის დედაც, მოესმა ნათანიელის გინება და იგრძნო როგორ გაუშვა ხელი, თვალები გაახილა, ნათანიელი მის წინ იდგა და გაცოფებული შესცქეროდა, ორივე ხელისგული საშინლად ჰქონდა დამწვარი ნორას კი არაფერი სჭირდა,
- ეს როგორ გააკეთე?
- წახვალ აქედან თუ გინდა ნახო კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? -ნორა თვითონაც ვერ ხვდებოდა საიდან ჰქონდა ასეთი სიმამაცე რომ ნათანიელის მსგავს არსებას დაპირისპირებოდა,
ნათანიელი ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობსო, მერე შებრუნდა და უხმოდ გავიდა დარბაზიდან, ნორა მაშინვე მარკუსს მივარდა, წამოაჯინა და გვერდით მიუჯდა,
- კარგად ხარ მარკუს? -გინდა ვინმეს დავუძახო?
- საჭირო არ არის ნორა, კარგად ვარ, -მარკუსი ძლივს ლაპარაკობდა, -მადლობა რომ დამეხმარე, სიმართლე რომ გითხრა ძალიან გამიკვირდა, მასთან შეწინააღმდეგებას ჯეისის მეტი ვერავინ ბედავს, ნამდვილი ურჩხულია,
- კი მაგრამ რა უნდა შენგან? ვინ არის?
- ჰმ, ნათანიელი? ჩემი უფროსი ძმაა...

- - - - - - - - - -

ერთმანეთს მიყრდნობილები ისხდნენ ტაძრის ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ნორა და მარკუსი, ნორა ხმას ვერ იღებდა, თავს საკმაოდ უცნაურად გრძნობდა იმის მერე რაც მოხდა,
- კარგად ხარ? -ბურანიდან მარკუსის ხმამ გამოარკვია,
- მე? კი კარგად ვარ, უბრალოდ ვერ გამიგია რა მოხდა, დავინახე ნათანიელი როგორც მოგექცა და თავი ვერ შევიკავე მაგრამ ვერ ვხვდები როგორ მოვახერხე მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ვფიქრობ და მე, მე, უბრალოდ...
- ნუ ღელავ ნორა, ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივია, -მარკუსს ეტყობოდა როგორ ფრთხილად არჩევდა სიტყვებს, -შენ იცი რომ შენში ოთხი სხვადასხვა სამეფოს წარმომადგენლის ენერგიაა მოქცეული, ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი მმართველების, ყველამ ვიცოდით რომ ეს ძალები ნელ-ნელა თავს იჩენდა შენში, უბრალოდ ჯერ არავინ იცის ზუსტად რა ძალები გექნება,
- მეშინია მარკუს, ძალიან მეშინია,
- არადა სულაც არ გეტყობა, -ხუმრობა სცადა მარკუსმა, -ძალიან მამაცი ხარ, მადლობა მინდა გითხრა შენ რომ არა ნათანიელი ალბათ... არც კი ვიცი...
- ძმა დაგიძახა, ის მართლა შენი ძმაა? როგორ მოხდა და ასე განსხვავდებით ერთმანეთისგან,
- ჰო ჩემი ძმაა, უფრო სწორად ნახევარძმა, ჩემზე უფროსია, -ნორამ შეატყო მარკუსს როგორ უჭირდა ამ თემაზე საუბარი,
- იცი რა თუ არ გინდა ნუ მომიყვები საჭირო არ არის, შეგვიძლია უბრალოდ ასე ვისხდეთ და დავისვენოთ,
- არა, მირჩევნია მოგიყვე, ვიცი რომ მომისმენ და გამიგებ, მე კი ეს ძალიან მჭირდება, -მარკუსმა ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო,
- მამაჩემი ფერიების სამეფოს მმართველი იყო, მე და ნათანიელი მამით ერთნი ვართ, დედაჩემი კი წყვდიადის სამეფოს მკვიდრი იყო, ერთი ჩვეულებრი და არაფრით გამორჩეული მდედრი, არ ვიცი რატომ და როგორ მაგრამ მას და მამას ერთმანეთი შეუყვარდათ,
- უბრალოდ არასასურველი ურთიერთობა? -ვეღარ მოითმინა ნორამ,
- უბრალოდ? -მარკუსს მწარედ ჩაეცინა, -როგორ გეტყობა რომ ჯერ კარგად არ იცნობ აქაურობას, მამაჩემი მმართველი იყო, ის კი დაბალი ფენის წარმომადგენელი თანაც სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენელთა შორის ქორწინება, ან უბრალოდ სასიყვარულო კავშირი არ ხდება, მითუმეტეს ბავშვი, ეს უბრალოდ გამორიცხულია,
- აკრძალულია?
- აკრძალული არ არის, უბრალოდ ყველას დაუშვებლად მიაჩნია, ეს დიდ სირცხვილად და ამაზრზენ საქციელად არის მიჩნეული, ასეთი კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვები კი არასასურველ ბავშვებად მიიჩნევიან, მათ ყველა კეთროვანივით ერიდებათ, ხშირ შემთხვევაში კი ასეთ ბავშვებს უბრალოდ ხოცავენ,
- კი მაგრამ შენ როგორ გადარჩი? -ნორა დაზაფრული უსმენდა მარკუსს რომელიც ისე მშვიდად ყვებოდა ამ ისტორიას ვერაფრით იფიქრებდი რომ მასზე იყო,
- პირველ რიგში საიმონს, შემდეგ კი ჯეისს უნდა ვუმადლოდე რომ ახლა ცოცხალი ვარ, დედაჩემმა როგორღაც მოახერხა ჩემი ორსულობის დამალვა, მერე კი ხუთ წლამდე ერთ მიყრუებულ ადგილზე მზრდიდა, ძალიან უჭირდა ჩემი დამალვა, მამაჩემმა მაშინ ვერაფერი გააკეთა ჩვენს დასახმარებლად და მთელი ტვირთი დედაჩემს დააწვა მხრებზე, ჩემი გარეგნობა წყვდიადის სამეფოს მკვიდრების გარეგნობისგან ძალიან განსხვავდება, მხოლოდ კანის ფერით ვგავარ მათ, თანაც მე დღე მჭირდებოდა, მზე, იმისთვის რომ მეცოცხლა, იქ კი მუდამ წყვდიადი სუფევს, საიმონი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მმართველი, ხალხთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ყველას უყვარდა, მას როგორღაც გაუგია ჩვენს შესახებ და ჩვენი დახმარება გადაწყვიტა, მისი დამსახურებით ხუთი წლის ისე გავხდი რომ არავის არაფერი გაუგია, მერე წყვდიადის სამეფოში არეულობა დაიწყო, საიმონის მამა მოკლეს და მისთვის კანონიერად კუთვნილი ტახტის წართმევა დააპირეს,
- როგორ? ეს საკუთარმა ხალხმა გაუკეთა?
- ყველამ იცის რომ ეს ყველაფერი ფერიების სამეფოს და ადამიანების სამეფოს მმართველების დაგეგმილი იყო, შეთანხმების შემდეგ თვალხილული ომები შეწყვიტეს მაგრამ მაინც ახერხებდნენ ყველაფრის არევას, მამაჩემი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, ტახტზე ნათანიელი ავიდა და ამ დროს ჩემს შესახებაც გავრცელდა ხმები, საიმონი ჩვენს დახმარებას ვეღარ ახერხებდა, საკუთარ სამეფოს იცავდა ამიტომაც იმდენი მოახერხა რომ მე და დედაჩემი, წყვდიადის სამეფოდან გაგვაპარა, მგლების სამეფოს საზღვართან მოგვაგნო ნათანიელმა, -მარკუსმა სახეზე ხელები აიფარა და უცნაურად გააცახცახა თითქოს ერთიანად შემოწოლილ მოგონებებს ებრძვისო, ნორამ მხარზე ხელი მოხვია,
- კარგად ხარ? -ჰკითხა თანაგრძნობით სავსე ხმით,
- კარგად? იმ დღის შემდეგ კარგად აღარ ვყოფილვარ, ჩემი თვალით ვუყურე როგორ საშინელი წამებით მოკლა ნათანიელმა საკუთარი ხელებით დედაჩემი, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იმას სთხოვდა რომ ჩემთვის არაფერი დაეშავებინა, როცა ჩემთვისაც იგივე უნდა გაეკეთებინა ჯეისმა მოგვისწრო და არ ვიცი როგორ გითხრა, მაშინ სულ რაღაც ხუთი წლის ვიყავი მაგრამ ყველაფერი დღესავით ნათლად მახსოვს, ასეთი ძალა, ასეთი მრისხანება არასდროს მინახავს, ჯეისი სრულიად მარტო იყო, ნათანიელი კი კარგად მომზადებულ რაზმთან ერთად, მიუხედავად ამისა მის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს, კუდამოძუებულები გაბრუნდნენ უკან, მე სისხლში ამოსვრილი, დედაჩემის გაციებულ სხეულთან ვიჯექი, ვერ ვტიროდი ვერც ვლაპარაკობდი, ვეღარაფერს ვგრძნობდი, ჯეისმა ხელში ამიყვანა და ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა სახლამდე, იცი რომ კარგა ხანს ჯეისი ღმერთი მეგონა? -მარკუსმა გაიღიმა და ნორას უცნაურად სველი წყლისფერი თვალებით შეხედა, -მერე თანდათან ჩემზე ზრუნვისას, როცა საკუთარი ხელით მაჭმევდა საჭმელს, მიკითხავდა წიგნებს და შემდეგ როცა წამოვიზარდე ცხენოსნობას და ბრძოლას მასწავლიდა, მივხვდი რომ ის უბრალოდ ჯეისი იყო, ჯეისი რომლის ნდობაც ყოველთვის შემეძლო და რომელიც არასდროს, რაც არ უნდა მომხდარიყო არ მიღალატებდა,
ნორამ უცაბედად ჩამოღვრილი ცრემლი მოიწმინდა და თავი ჩაღუნა,
- ვწუხვარ მარკუს, დედაშენის გამო და იმის გამოც რომ ასეთი ძმა გყავს,
- კაცმა რომ თქვას სადარდებელი არაფერი მაქვს, -მარკუსმა ნაძალადევად გაიღიმა, -ნახევრად ფერიების და ნახევრად წყვდიადის სამეფოს მკვიდრი, მგლების სამეფოში ვცხოვრობ და ჯეისის, მირას, ლუკის და ნედის სახით დიდი და საყვარელი ოჯახი მყავს, ახლა კი ჩვენს ოჯახს შენ და ლუკასიც შეემატეთ,
- ლუკასი? -ნორას უნებურად გაეღიმა, -მიხარია რომ მასაც ოჯახის წევრად მიიჩნევთ,
- ასეა, შენი ოჯახის წევრი ჩვენი ოჯახის წევრიცაა, ახლა კი წამოდი, ალბათ უკვე ჯეისი გეძებს, -მარკუსი წამოდგა და დარბაზიდან გასვლისას კიდევ ერთხელ მოუბრუნდა ნორას,
- მადლობა რომ მომისმინე.
* * *
ტაძრის გარეთ ისევ ისეთი მხიარული გარემო დახვდა ნორას როგორც ცოტა ხნის წინ იყო, კიბეები ჩაიარეს თუ არა, მომღერალთა გუნდს მოკრა თვალი რომლებიც უცნაური ფორმის საკრავებზე საოცრად სასიამოვნო მელოდიას უკრავდნენ და მაშინვე მათკენ წავიდა,
- მარკუს ჯეისს თუ ნახავ უთხარი რომ აქ ვარ, -მარკუსმა უხმოდ დაუქნია თავი და ხალხს შეერია, ნორა ერთიანად დაიპყრო მუსიკამ დიდხანს იდგა და მონუსხული ადევნებდა თვალს როგორ ოსტატურად ათამაშებდნენ სიმებზე თითებს მუსიკოსები, ჰაერში დამათრობელი სურნელი იდგა, სასიამოვნო თბილი ნიავი თმას უწეწავდა, თითქოსდა ჯადოსნური მუსიკა მთლიანად ავსებდა და არეულ გონებაში არავისთვის და არაფრისთვის ადგილს აღარ უტოვებდა,
- ჯეისს აშკარად დაავიწყდი, ეიფორიიდან ნაცნობმა ხმამ გამოიყვანა და კისერთან ცივი სუნთქვა იგრძნო, შემოტრიალდა, ნათანიელი მასთან ისე ახლოს იდგა თითქმის ეხებოდა, ნორამ უკან დაიხია,
- რა ჯანდაბა გინდა ნათანიელ? -ნათანიელმა მისკენ ნაბიჯი გადმოდგა, მოხდენილად მოძრაობდა, შემპარავად, ზუსტად ისე როგორც ნადირი უახლოვდება მსხვერპლს, წყლისფერ თვალებში ნორა ამჯერად ინტერესს და რაღაცის მოლოდინს ხედავდა,
- იცი რა პატარა ლეკვო, დღეს სულაც არ მყავდი გეგმაში მაგრამ ცოტახნისწინანადელმა მოვლენებმა ცოტა არ იყოს დამაფიქრა, მომწონს რომ ჩემი არ გეშინია, ძალიან მომწონს, საინტერესოა ჯეისმა იცის იმის შესახებ თუ რა შეგიძლია? ნეტავ ბოლომდე თუ იცის შენი ძალების შესახებ? მაგრამ ალბათ იცის, რათქმაუნდა ეცოდინება, თქვენ ხომ განსაკუთრებული კავშირი გაქვთ,
ნათანიელი თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა და თვალს არ აშორებდა, ნორა მონუსხულივით გაშეშებული იდგა ერთ ადგილზე,
- კავშირი? რა კავშირი, რას გულისხმობ? -ძლივს ამოთქვა,
- შენ რა არაფერი იცი? -ნათანიელმა უცნაურად გაიღიმა,
- რა უნდა ვიცოდე? რისი თქმა გინდა, იტყვი ბოლოს და ბოლოს?
- მგლებზე არაფერი იცი? საერთოდ არაფერი? -ნათანიელი ნელ-ნელა სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა თითქოს სიამოვნებას იხანგრძლივებსო,
- როცა შენ და ჯეისი პირველად გნახეთ ერთად, შენს თვალებში დავინახე თუ რას გრძნობ მის მიმართ, იმ კავშირის გათვალისწინებით რაც მგლებს აქვთ ეს სრულიად ბუნებრივად მივიჩნიე, ვიფიქრე შენც ყველაფერი იცოდი, სწორედ ამიტომ ვუწოდე ჯეისს იღბლიანი, მაგრამ თურმე უბრალოდ მატყუარა ყოფილა,
- რას ბოდავ, ნათანიელ, ვერაფერს ვხვდები, შენს მოსმენას აღარ ვაპირებ, -ნორამ ნათანიელს გვერდი აუქცია და წასვლა დააპირა,
- მოიცა შენ რა არ გინდა გაიგო რომ ის რასაც ჯეისის მიმართ გრძნობ სრული სიცრუეა და სიყვარულთან არაფერ კავშირშია, -ნათანიელმა დაინახა როგორ შედგა ნორა და ნელ-ნელა შემოტრიალდა მისკენ,
- ოჰ ეს ცნობისმოყვარეობა, -ჩაიღიმა და მისკენ ნაბიჯი გადადგა,
- გისმენ ბოლოსდაბოლოს იტყვი თუ... -ნათანიელმა ნორას ტუჩებზე ცივი, თლილი თითები მიადო
- შენ გაჩუმდი ლეკვო და მისმინე, უბრალოდ მისმინე, გგონია რომ ჯეისი გიყვარს ან მას უყვარხარ? ეს უბრალოდ მგლების წყვილის მიზიდულობაა რომელსაც გინდა თუ არ გინდა ვერსად გაექცევი, შენ რაც არ უნდა უარყო, რაც არ უნდა სხვასთან ყოფნა სცადო ბოლოს მაინც ჯეისთან აღმოჩნდები,
- რას ამბობ, სხვასთან ყოფნა რატომ უნდა ვცადო, მე ... მე ის... -ნორა აბურდული ფიქრების დალაგებას ცდილობდა, -რისი თქმა უნდა რომ მე ის არ მიყვარს და ისიც არაფერს გრძნობს ჩემს მიმართ, ჯანდაბას ეს სისულელეები, ალბათ უბრალოდ ცდილობს ნერვები მომიშალოს და გამამწაროს, სხვა რა უნდა უნდოდეს?
ნათანიელი სიამოვნებით უცქერდა ნორას, რომელსაც მთელი ვნებათაღელვა სახეზე ეწერა,
- მეგონა ჭკვიანი იყავი, მაგრამ თუკი ყველაფერი უნდა დაგიღეჭო რომ გაიგო, რა პრობლემაა უკეთ აგიხსნი, არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ შენში ოთხი სამეფოს მმართველების ენერგიიდან ყველაზე მეტი მგლების აღმოჩნდა, ჯეისის მამამ აშკარად ძალიან მოინდომა რომ მგელი ყოფილიყავი და არა ფერია ან წყვდიადის ბინადარი, მაგრამ მგლის გარდა ვინც არ უნდა ყოფილიყავი თავისუფალი არჩევანის საშუალება გექნებოდა, თვითონ აირჩევდი მეწყვილეს, შეგიყვარდებოდა, შეგძულდებოდა, დაშორდებოდი ან რაც მოგინდებოდა იმას გააკეთებდი, ახლა კი უბრალოდ გენების ტყვე ხარ, გინდა თუ არ გინდა შენს პარტნიორზე ხარ მიჯაჭვული, ეს არ არის სიყვარული ეს უბრალოდ მიზიდულობაა რომელსაც ვერსად გაექცევი, გინდა თუ არ გინდა ეს მიჯაჭვულობა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება,
- გინდა თქვა რომ ეს ყველაფერი ის რომ მე და ჯეისი ერთად ვართ, წინასწარ იყო დაგეგმილი?
- მთლად ასეც ვერ ვიტყვი, შეიძლებოდა ეს ჯეისი არ ყოფილიყო და სხვა ნებისმიერ მამრს მიჯაჭვოდი მგლების სამეფოდან, მაგრამ ხომ ვამბობ, იღბლიანია, მაინცდამაინც მასთან დაამყარე კავშირი, მანაც არაფერი გითხრა და უფლება მისცა ამ კავშირს გაღრმავებულიყო და მთლიანად მოეცავი, მას სჭირდება რომ გვერდით ყავდე, წინასწარმეტყველებაზე ალბათ გეცოდინება, ისიც გეცოდინება რომ მას ყველა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, შენ ჯერ კიდევ არ იცი რამხელა ძალაუფლებას ნიშნავს შენს გვერდით ყოფნა მისთვის ვისთან ერთადაც ხარ,
ნორამ აწყლიანებული თვალებით შეხედა ნათანიელს და აცახცახებული ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა რომ როგორმე ცახცახი შეეჩერებინა,
- ჰმ, გული გეტკინა არა? გეგონა ჯეისი შენზე გიჟდებოდა? შენზე, ერთ უბრალო არაფრით გამორჩეულ არსებაზე, მესმის შენი, პირველმა მან გიპოვა და მაშინვე მოგხიბლა როგორც კი დაინახე, სასაცილოა რომ გეგონა შეუყვარდი, რაც არ უნდა იყოს ადამიანების სამყაროში გაიზარდე და იმ უბრალო და გულწრფელი სიყვარულის გჯერა რაც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ ხოლმე, იმედი უნდა გაგიცრუო, ჩვენს სამყაროში და მითუმეტეს შენთვის ასეთი სიყვარული არ არსებობს,
ნათანიელი ერთხანს უემოციოდ უყურებდა მის წაშლილ სახეს, მერე კი უბრალოდ შებრუნდა და ხალხს შეერია, ნორამ არ იცოდა რამდენ ხანს იდგა ასე, მერე თითქოს გამოერკვა ხალხში გზა გაიკვლია და ანგარიშმიუცემლად ტაძრისკენ წავიდა, ამჯერად შიგ არ შესულა, არ შეეძლო ასე ეგონა რომ სული ეხუთებოდა და იხრჩობოდა, ტაძარს გარს შემოუარა და უკანა კედელთან პირდაპირ ბალახზე ჩაიკეცა, გარშემო არავინ იყო, მხოლოდ სიჩუმე და ნორასაც ეს უნდოდა, ახლა უნდა ეფიქრა, ეფიქრა ყველაფერზე რაც მოხდა, ჯეისსა და მასზე, იმაზე თუ როგორ ატყუებდა,
- ჯანდაბა, მე რატომ უნდა დამემართოს ყველანაირი უაზრობა, -იყვირა და მიწას მუშტები დაუშინა,
-ესე იგი ყველაფერი ტყუილი იყო? ყველაფერი, სინამდვილეში არასდროს მოვწონდი, არასდროს ვყვარებივარ, ყველაფერს მხოლოდ იმისთვის აკეთებდა რომ ვჭირდებოდი, მე კი როგორ ვენდე. რა სულელი ვარ, როგორ დავიჯერე, -ჩურჩულებდა და ღვარად წამოსულ ცრემლებს მიწით დასვრილი ხელებით იწმენდდა, -ის ბიჭი რომელიც მისი ცუდად ყოფნისას საწოლთან ღამეებს უთევდა, ის ბიჭი რომელიც მასთან ერთად ტალღებში თამაშობდა, ის ბიჭი რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა, სინამდვილეში არ არსებობდა, ცრემლებმა უცაბედად შეწყვიტეს დენა და ახლა ნორას მთელი არსება საშინელმა სიბრაზემ შეიპყრო, ბრაზმა საკუთარი თავის მიმართ რომ ასეთი მიმნდობი იყო, ბრაზმა ჯეისის მიმართ რომელმაც ასე მოატყუა,
- მატყუარა, -ჩაილაპარაკა და იგრძნო როგორ დაუარა სხეულში უცნაურმა მწველმა ტკივილმა, მოულოდნელობისგან შეხტა და თავზარდაცემულმა დახედა თითებს რომლებიდანაც უზარმაზარი ბრჭყალები გამოზრდოდა, ხელები და ფეხები კი ნელ-ნელა ეფარებოდა თეთრი ბეწვით, შიშისგან იყვირა და ტაძრის კედელს აეკრა, სხეული უცნაურად გაუხურდა, ტკივილს ახლა უკვე ყველგან გრძნობდა, მთელ სხეულზე, პირიდან ამჯერად ყვირილის ნაცვლად მხოლოდ უცნაური ბგერები ამოუშვა, მზერა შეეცვალა, თითქოს რაღაც უცნაურ ინსტიქტს დამორჩილებულმა, ჩაიჩოქა, თავი გვერდზე გადახარა და ტყეს მიაშტერდა, მერე უკვე ყველაფერი ბუდოვნად ახსოვს, იყო მხოლოდ საოცარი სისწრაფე და თავისუფლების შეგრძნება, ტკივილი სადღაც გაქრა და მისი ადგილი ყოვლისშემძლეობის შეგრძნებამ დაიკავა, ახლა უკვე სხვანაირად ხედავდა და გრძნობდა ყველაფერს, უღრანი ტყის სიღრმეებში თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში, მის წინაშე ელვისსისწრაფით იცვლებოდნენ ადგილები, თითქოს ტყე მზად იყო გული მთლიანად გადაეშალა მისთვის და ყველა საიდულმო გაენდო, გარბოდა და არ იღლებოდა, თვალუწვდენელი უფსკრულის პირთან შეჩერდა, ყვითლად მოელვარე თვალები დახუჭა, ნესტოები უცნაურად მადისაღმძვრელმა სურნელმა აუწვა, თავი მაღლა ასწია, ყელი მოიღერა და ღამის სიჩუმე სულისშემძვრელმა ყმუილმა გაკვეთა.
* * *
- რა ხდება ჯეის? -ლუკმა მხარზე ხელი დაკრა და ნედს რომელიც იქვე ახლოს ლამაზ ქერათმიან გოგონასს ეარშიყებოდა და თვალით ანიშნა მოდიო,
- ნორას ვერ ვპოულობ არსად არ არის,
- აქ იყო, მუსიკოსებზე ანიშნა მარკუსმა, მითხრა ცოტა ხნით მუსიკას მოვუსმენო, მე შენთან წამოვედი, იქნებ უბრალოს აქვეა სადმე,
- არა, ვგრძნობ რომ რაღაც რიგზე ვერ არის, -ჯეისი მძიმედ სუნთქავდა, -უნდა ვიპოვოთ, ვგრძნობ რომ რაღაც უჭირს,
- ნორას ეძებთ? -მირასთან ჩახუტებული ლუკასი გვედით ამოუდგათ, ცოტა ხნის წინ დავინახე, იმ თეთრთმიან ტიპს ესაუბრებოდა, ფერიას, მერე ტაძრისკენ წავიდა, ვიფიქრე რომ უბრალოდ მარტო ყოფნა და დასვენება უნდოდა,
- ნათანიელს ესაუბრებოდა? -მარკუსს სახე შეეცვალა და ჯეისს გადახედა, -წავალ მოვძებნი ტაძრისკენ შებრუნდა ჯეისი მაგრამ ორი ნაბიჯიც კი არ ჰქონდა გადადგმული რომ საშინელმა ტკივილმა ადგილზე გააშეშა, მკერდზე ხელი მიიჭირა და სცადა თავისუფლად ამოესუნთქა, -ჯანდაბა, ის ძალიან კარგად ცნობდა ამ ტკივილს და ხვდებოდა რომ ახლა სადღაც ნორაც ზუსტად იგივეს განიცდიდა, -ახლა არა ოღონდაც ახლა არა, -ჩაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა და მთელი ძალით გაიქცა ტაძრისკენ,
- აქ რა ხდება ვინმე გამაგებინებს? -ლუკასი დაფეთებული იყურებოდა აქეთ-იქით და ვერაფერი გაეგო,
- კარგი არაფერი ხდება, -უპასუხა მირამ, -ოღონდ ახლა არაფრის ახსნა მთხოვო, მე ვერ აგიხსნი შენ კი ვერ გაიგებ, ჯობია წავიდეთ, ჯეისს დახმარება დასჭირდება, -ლუკასს ხელი ჩაავლო, ჯეისის კვალდაკვალ გაიქცა და ისიც თან გაიყოლა.
როცა ჯეისმა ტაძრის უკანა მხარეს მიაღწია უკვე გვიან იყო, სასოწარკვეთილი მიწაზე მუხლებით დაეცა და ნორას თეთრი კაბა გულში ჩაიხუტა რომელიც ნაწილებად იყო დაფლეთილი,
- ჯეის რა ხდება, -მირას გული ამოვარდნაზე ჰქონდა,
- ასე არ უნდა გაეგო, ეს ყველაფერი მარტოდმარტო უჩემოდ არ უნდა გამოეცადა, -ჯეისი ფეხზე წამოდგა და ახლა უკვე ღრიალებდა, შეშლილი სახით გასცქეროდა ტყეს, -ვიცი რასაც განიცდის, ყველაფერს ვგრძნობ, მის ყველა ტკივილს და შიშს, აუცილებლად ვიპოვი და სახლში მშვიდობით დავაბრუნებ, შემდეგ კი ნათანიელს მოვკლავ, -პერანგი და შარვალი ერთი ხელის მოსმით გაიძრო და რამდენიმე წამში გაოცებისგან თვალებგაფართოებული ლუკასი უყურებდა როგორ გარბოდა უზარმაზარი შავი მგელი ტყისკენ, ლუკი და ნედიც მის კვალდაკვალ შეცვივდნენ ტყეში,
- ახლა რა ვნახე? არ მჯერა, -ლუკასს ენა ებმოდა და სათქმელს თავს ძლივს უყრიდა,
- დაუჯერებელი რა არის, -მირა ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს, -შენ ხომ იცი რომ მგლები ვართ ასე რომ ეს სრულიად ბუნებრივია,
- ჰო მაგრამ, არ მეგონა ამის ნახვა ასეთი საოცრება თუ იქნებოდა, ნორა, ნორაც ასეთი მგელია?
- ჰო ალბათ ასეთია, ის დღეს პირველად გარდაისახა და სულ მარტოა, მასთან ჯეისი უნდა ყოფილიყო, როცა ეს მოხდებოდა, ჯანდაბა, არც კი მინდა ვიფიქრო ამ ყველაფერს რა შეიძლება მოყვეს, -მირა ბალახებზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო,
- ალბათ ჯეისი იპოვის არა? ეს ხომ უბრალოდ ტყეა, საშიში რა უნდა იყოს, -უკვე ლუკასიც შეშინდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა და ერთიანად ცახცახებდა,
- ჰმ, უბრალოდ ტყე? ასე გგონია? -მარკუსის ცივმა ხმამ ლუკასი უარეს დღეში ჩააგდო, -არაფერია ისეთი საშიში როგორც ეს ტყეები ღამით, ახლად გარდასახული მგელი დაბნეული და შეშინებულია, გრძნობებს და სურვილებს ვერ იმორჩილებს, არ ვიცით რას ჩაიდენს, ან ვის გადაეყრება და თუკი ჩვენი სამეფოს საზღვრებს გასცდა მაშინ ...
- რა მოხდება? -ვეღარ მოითმინა ლუკასმა,
მარკუსმა მირას გადახედა და ნერვიულად მოიჩეჩა გრძელი ნაცრისფერი თმა, -იმედი ვიქონიოთ რომ ჯეისი მანამ იპოვის სანამ ეს მოხდება.
* * *
ნორა უღრანი ტყის შუაგულში, პატარა მდელოზე მოვიდა გონს, ბალახებზე სრულიად შიშველი იწვა ემბრიონის პოზაში, წამოდგომა სცადა, მთელი სხეული სტკიოდა და სტეხდა, შიშველ მკერდზე ჩამოყრილი თმა, გაწეწილი, ბალახით და ფოთლებით სავსე ჰქონდა, რამდენიმე წუთი დასჭირდა რომ გონს მოსულიყო და საკუთარი მდგომარეობა გაეცნობიერებინა, შუაღამისას შუაგულ ტყეში მარტო და სრულიად შიშველი იყო, საკუთარი სხეული შეათვალიერა, მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მისი სისხლით მოთხვრილი ხელები და მკერდი, მთელი სხეული დაითვალიერა, ჭრილობა არსად ჰქონდა,
- რა გავაკეთე, რა გავაკეთე, აქ რა მინდა, -ლუღლუღებდა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, აშკარად ატყობდა რომ პანიკის შეტევა ეწყებოდა, მხოლოდ ის ახსოვდა ნათანიელთან საუბრის შემდეგ როგორ წავიდა ტაძრისკენ, -მერე რა მოხდა? გაიხსენე, გაიხსენე ნორა, უნდა გაიხსენო...
ბუტბუტი უეცარმა ხმაურმა შეაწყვეტინა, ხმაური ყველა მხრიდან ისმოდა, უცნაური ხმები იყო, რაღაც საერთო ნადირსა და ადამიანურ ხმებს შორის, ცოტა ხანში ხეებს უკნიდან წითელი თვალების ნათებებიც დაინახა, ბევრნი იყვნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ, ნორა შიშმა აიტანა, იგრძნო როგორ კარგავდა გონებას, სიზმარი გაახსენდა, ზუსტად ისე იყო ყველაფერი როგორც მის სიზმარში, ახლა კი ტყიდან მგელი უნდა გამოსულიყო,
- უკან დაიხიეთ, -გაისმა მბრძანებლური ხმა და შიშისგან დაბინდული თვალებით ნორამ დაინახა როგორ გამოეყო ტყეს მაღალი, გამხდარი ფიგურა და მისკენ წამოვიდა, ვეღარ გაუძლო, თვალები თავისთავად დაეხუჭა და გულაღმა გადავარდა ბალახებზე, ვერ იგრძნო როგორ მოახვია უცნობმა საკუთარი ლაბადა, როგორ აიტაცა ხელში და მასთან ერთად შევიდა ტყეში...

- - - - - - - - - - -

მთელი ის კოშმარები რომლებსაც ამ ბოლო დროს ჯეისის წყალობით აღარ ხედავდა ერთბაშად დაატყდა თავს, სიცხიანი ბორგავდა და თვალის გახელას ცდილობდა, თუმცა საშინელი ღამეული ზმანებები თავს არ ანებებდნენ, გამხდარი, ძვლადქცეული თითებით ექაჩებოდნენ და ისევ უკან გადაღლილი გონების ყველაზე ბნელ, ყველაზე ღრმა კუთხეებში მიათრევდნენ, ცდილობდა, ყველანაირად ცდილობდა გონს მოსულიყო, მაგრამ ქვეცნობიერი გათიშული ყოფნას ამჯობინებდა, თითქოს ზმანებების სამყაროში ყოფნით იცავდა თავს საშინელი სინამდვილისგან, სინამდვილისგან რომელიც გამოფხიზლებულს ალბათ ბოლოს მოუღებდა, შემდეგ ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდა როგორ კოშმარებმა უკან დაიხიეს, უცნაური სიმშვიდე დაეუფლა, ნელ-ნელა განათდნენ და გაფერადნენ სიზმრები და ისიც გამოჩნდა... ჯეისი, საოცრად სევდიანი მზერით
- გთხოვ გამოფხიზლდი, დამიბრუნდი ნორა, -ჩასჩურჩულა და ყელზე მხურვალე ტუჩებით მიეკრო, ნორას ჟრუანტელმა დაუარა და მთლიანად ჩაიძირა მის შავ თვალებში, ენატრებოდა ყველასა და ყველაფრის მიუხედავად სიგიჟემდე ენატრებოდა,
- ეს სიზმარია, მხოლოდ სიზმარია, უნდა გამოვფხიზლდე, -ჩურჩულებდა და მთელი ძალით ცდილობდა თვალების გახელას,
ცხვირში უცნაურად სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა, საოცრად გრილმა, თბილმა და ისეთმა რომ ტვინის ყველაზე დაფარულ ადგილებამდე მიაღწია, თავს ერთდროულად დაატყდა ყველა კარგი მოგონება და გაახსენა რომ ცხოვრება მშვენიერია, თვალი გაახილა და პირველი რაც დაინახა მის თავთან დახრილი ულამაზესი სახე იყო, დიდი ცისფერი თვალებით უმზერდა და თლილი თითებით სახეზე ეფერებოდა, გრძელი ღია წაბლისფერი თმა წელამდე წვდებოდა, უცნაურად თეთრი, თითქოს გამჭვირვალე კანი ჰქონდა და ლამაზად მოხაზული ვარდისფერი ტუჩები,
- როგორც იქნა დაგვიბრუნდი, ცოტა კი შეგვაშინე, მაგრამ ძლიერი გოგო ყოფილხარ, -უთხრა სასიამოვნო წკრიალა ხმით და ფეხზე წამოდგა, საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი, სიფრიფანა და მომხიბვლელი, უბრალო, სადა, მუხლამდე თეთრი სარაფანი და თეთრი სანდლები ეცვა, არანაირი მორთულობა და სამკაული და მაინც ისეთი ლამაზი იყო ნორა ერთხანს თვალს ვერ აშორებდა,
- სად ვარ? აქ როგორ მოვხვდი? თქვენ ვინ ხართ? - იკითხა დაბალი ჩახლეჩილი ხმით და საწოლში წამოჯდა,
- ყველაფერს აგიხსნი მანამდე კი ჩემს ძმას უნდა დავუძახო, სამი დღეა, ელოდება როდის მოხვალ გონს, -ნორას გაოცებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია ისე განარნარდა გარეთ.
- სამი დღე? ჯანდაბა ესე იგი სამი დღეა მძინავს? ნეტავ სად ვარ ან ჯეისი სად არის? -თავს ძალა დაატანა მაგრამ იმის მეტი თუ როგორ დაინახა შუაგულ მინდორზე მჯდარმა როგორ გამოვიდა ტყიდან ვიღაც ვერაფერი გაიხსენა, ოთახი მოათვალიერა, ფაქტიურად ოთახი არც ეთქმოდა, 3 კედელი საერთოდ არ ჰქონდა და მხოლოდ თეთრი ფარდებით იყო გარესამყაროსგან გამოყოფილი, ფარდებს სუსტი, თბილი, ნიავი ოდნავ არხევდა და გარედან მცენარეების და ყვავილების სასიამოვნო სურნელი შემოჰქონდა, ოთახის ოთხივ მხრივ სვეტებზე თეთრყვავილიანი სუროსმსგავსი მცენარეები იყო დახვეული ავეჯი თითქმის არ იდგა, მხოლოდ უზარმაზარი ფუმფულა საწოლი რომელზეც ნორა იწვა, რამდენიმე თარო და რბილი პუფისმაგვარი სკამები, წამოჯდა და საკუთარი თავი შეათვალიერა, მოკლემკლავიანი უბრალო მაისური და შორტი ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა და რაც მთავარია სუფთა იყო, აღარსად იყო სისხლი... სისხლი... თვალები დახუჭა და ეცადა გაეხსენებინა რა მოხდა,
- როგორც იქნა დაგვიბრუნდი, -რბილი სასიამოვნო ხმის გაგონებისთანავე გაახილა თვალები, საწოლის წინ მაღალი, გამხდარი უცნობი იდგა ღია წაბლისფერი თმით, ცისფერი თვალებით და უღიმოდა, თხელი თეთრი პერანგი, ამავე ფერის შარვალი ეცვა და საოცრად გავდა, იმ გოგონას ცოტა ხნის წინ რომ გავიდა ოთახიდან,
- ჩემი დაა, ტყუპები ვართ, -უცნობმა ისევ გაიღიმა და საწოლზე ჩამოჯდა,
- რაა? მე, მე არაფერი მიკითხავს,
- ჰო მაგრამ ხომ გაინტერესებდა რატომ ვგავართ ასე ძალიან ერთმანეთს, მას ლეა ჰქვია, მე კი ადამი ვარ, სასიამოვნოა ჩემს ქმნილებასთან პირისპირ საუბარი, ამას დიდი ხანია ველოდი,
ნორამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ესღა აკლდა, კიდევ ერთი არსება რომელიც დიდი ალბათობით აზრებს კითხულობს, ნეტავ უნდა ეშინოდეს თუ არა, არადა საშიშებს არ გვანან, ასე რომ იყოს იგრძნობდა და ასე მშვიდად არ იქნებოდა,
- ვხედავ უამრავი კითხვა გაქვს, მაგრამ თითქმის სამი დღეა გძინავს, ჯობია ჯერ მოწესრიგდე და საუზმობისას შენს ყველა კითხვას ვუპასუხებ, აი იქ სააბაზანოა, ჩემმა დამ ტანსაცმელიც დაგიტოვა, -საწოლის გვერდით კარზე მიუთითა, წამოდგა და გავიდა,
ნორა ერთხანს გაუნძრევლად იჯდა საწოლში, მერე ფრთხილად წამოდგა და კარს მიუახლოვდა რომელიც ოთახის ერთადერთი კედლიდან სააბაზანოში გადიოდა, კარი გამოაღო თუ არა აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა, უზარმაზარი სააბაზანოს მთელი კედელი მინისგან იყო დამზადებული, შუაში ორთლადენილი წყლით და ქაფით სავსე აბაზანა იდგა, აბაზანის გვერდით მდგარი მოწნული მაგიდა სურნელოვანი სანთლებით, სხვადასხვა სახის ზეთებით და საპნებით იყო სავსე, ბევრი აღარ უფიქრია, გაიხადა და თბილ წყალში ჩაეშვა, დიდხანს ინებივრა, შემდეგ თმა გაიმშრალა, იქვე მიფენილი თეთრი სარაფანი ჩაიცვა და საძინებელში გამოვიდა, ფარდები გადაწია და ის იყო გარეთ უნდა გასულიყო რომ უხილავ ბარიერს შეასკდა და ერთი ნაბიჯიც კი ვეღარ გადადგა წინ, თავი ასე უმწეოდ არასოდეს უგრძვნია, ნუთუ აქ ტყვე იყო...
- ოო მაპატიე ნორა, ჩემი ძმა ზედმეტად ფრთხილობს როცა საქმე შენ შეგეხება, -ბარიერს მეორე მხრიდან ლეა მოუახლოვდა, ნორას გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თითები გაატკაცუნა და დაბრკოლება ისე გაქრა თითქოს არც კი ყოფილა,
- წამოდი ვისაუზმოთ, -იქვე ახლოს პირდაპირ ბაღში გაშლილ მაგიდას მიუჯდა რომელთანაც უკვე იჯდა ადამი, ჩაის მიირთმევდა და თვალმოუშორებლად უყურებდა ნორას რომელიც ფრთხილი, გაუბედავი ნაბიჯებით მიდიოდა მათკენ და თან იქაურობას ათვალიერებდა, პირდაპირ ადამის წინ დაჯდა და მაგიდას თვალი მოავლო, სრულიად ჩვეულებრივი საუზმე იყო, არაფერი განსაკუთრებული, ლეამ გახუხული პური მიაწოდა,
- აიღე გთხოვ, რამე უნდა შეჭამო რომ ძალები აღიდგინო, -ადამი უხმოდ სვავდა ჩაის და თვალს არ აშორებდა, ლეა თვალებში შესციცინებდა ნორას და ყველანაირად ცდილობდა მისთვის ესიამოვნებინა, ნორამ იგრძნო როგორ ნელ-ნელა ქრებოდა მისი მოჩვენებითი თავშეკავებულობა, და ადგილს ბრაზს და მოუთმენლობას უთმობდა,
- ასე აღარ შემიძლია, -წამოდგა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო, -არ ვიცი ვინ ხართ და რა გინდათ მაგრამ არ შემიძლია ასე უბრალოდ ვიჯდე, თქვენთან ერთად და ვისაუზმო და ისე მოვიქცე თითქოს არაფერი ხდებოდეს, რამდენიმე დღეა დაკარგული ვარ, ალბათ უკვე მეძებენ, სახლში წასვლა მინდა,
- სახლში? მაინც სად, ნიუ იორკში თუ მგლების სამეფოში? საინტერესოა რომელს მიიჩნევ სახლად, -ადამს სრულიად სერიოზული და მშვიდი ხმა ჰქონდა და ნორა პირველად დაფიქრდა იმაზე რომ ნიუ იორკს სახლად აღარ აღიქვამდა და სახლის გახსენებისას პირველი ჯეისი უდგებოდა თვალწინ, მისი დიდი შავი თვალები,
- ოჰ ჯანდაბა, -თავბრუსხვევა იგრძნო დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო,
- აქედან ვერსად წახვალ სანამ არ შეჭამ და არ ვნახავ რომ კარგად ხარ და ყველაფერი რიგზე გაქვს,
-ადამი შეუვალი იყო, ულამაზეს ცისფერ თვალებს არ აშორებდა რომლებშიც უცნაური ნაპერწკლები უკიაფებდა და ნორას აბნევდა,
- ანუ გამოდის რომ თქვენი ტყვე ვარ? არაფერს მეუბნებით, როგორც ვხედავ თქვენ ჩემზე ყველაფერი იცით, მე კი არაფერი ვიცი თქვენს შესახებ,
- კარგი რა ნორა, ყველაფერს ნუ აზვიადებ, -ლეა ისევ ისე გულითადათ უღიმოდა,
- მაშინ რა ხდება, ან ის ბარიერი რას ნიშნავდა საძინებლის გარშემო? გეგონათ რომ გავიქცეოდი?
- არა ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ არც თუ ისე უსაფრთხო ადგილზე ვართ და აქ ყველგან დამცავი კედლებია,
- რისგან დამცავი?
- ჩვენ ახლა ტყეში ვართ რომელიც წყვდიადის სამეფოს ეკუთვნის, ეს ტყე კი ცოტათი უცნაური ადგილია, აქ უსაფრთხოება ზედმეტი არასდროს არ არის,
- ჰო მაგრამ, -ნორამ გაკვირვებულმა მიმოიხედა ირგვლივ, ჩვეულებრივი დილა იყო, თბილი და მზით განათებული, -წყვდიადის სამეფოში თუ ვართ რატომ არ ბნელა, მითხრეს რომ იქ მუდმივად წყვდიადია,
- როცა საქმე ჩვენ შეგვეხება არაფერს აქვს მნიშვნელობა, არც დროს, არც ადგილს და არც წესებს, ჩვენ ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავართ,
- თუ ასეა დაცვა რისთვის გჭირდებათ?
- ეს შენ გჭირდება დაცვა და არა ჩვენ, ეს დამცავი კედლები მხოლოდ იმიტომ ავაგეთ რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო, შენ არც კი იცი რამდენი მტერი გყავს, ახლა კი საკმარისია კითხვები, ჭამე და დაისვენე, მე უნდა წავიდე, ლეა ყველაფერში გაგარკვევს, -ადამმა ლეას გადახედა და ძლივსშესამჩნევად გაუღიმა,
- ოღონდაც ზედმეტი არ მოგივიდეს საყვარელო დაიკო, ჩვენი მომხიბვლელი სტუმარი არ შეაშინო,
-ლეას თავზე ხელი გადაუსვა, ნორას კიდევ ერთხელ შეხედა და წავიდა, ნორა ერთხანს უხმოდ იჯდა, მერე ლეას მოწოდებული ჩაი მოსვა და ჯემგადასმული გახუხული პურიც მიატანა, ლეა ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებდა და ეშმაკურად იღიმოდა,
- იმედია არ შეგაშინეთ, -ვეღარ მოითმინა ბოლოს
- არც ასეთი მშიშარა ვარ, -გაეღიმა ნორას, -უბრალოდ გაურკვევლობას ვერ ვიტან, თანაც შენი ძმა ვიცანი, მან გადამარჩინა, რაღაც დამემართა, არც კი ვიცი რა, ის კი ჩემთან მოვიდა და იმ წითელთვალებიანი ურჩხულებისგან მიხსნა,
- წითელთვალებიანი უჩხულები? ალბათ საიმონის ქოფაკებს გულისხმობ,
- საიმონის ქოფაკებს? როგორ? საიმონი არაფერს დამიშავებდა,
- პატარა სულელი გოგო, -თითქოსდა დანანებით ჩაილაპარაკა ლეამ, -ცხოვრებამ ან ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სულ ვერაფერი გასწავლა? ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს, შენ ვერც კი წარმოიდგენ ამ სამყაროს არსებები რამდენნაირ ნიღაბს ატარებენ,
- საიმონი ჯეისის მეგობარია, -ჯიუტად ჩაილაპარაკა თავჩაღუნულმა ნორამ
- ჰო ასეა მაგრამ ყველას თავისი ინტერესები აქვს და როცა ამ ინტერესების გადაკვეთა ხდება... კარგი საკმარისია, წამოდი ბაღში გავისეირნოთ, ლეა ისე მსუბუქად მიაბიჯებდა ბალახზე თითქოს ფეხს არ აბიჯებსო,
- მიდი მკითხე, ვხვდები რომ უამრავი კითხვა გაქვს,
- შენ და ადამი რომელი სამეფოდან ხართ?
- ჩვენ არცერთ სამეფოს არ ვეკუთვნით, ჩვენ ჩვენ ვართ და ყოველთვის ასე იყო, ათასობით წელია ამ სამყაროში წონასწორობას ვიცავთ, იმ წონასწორობას რომლის დარღვევას ყოველ წუთს და წამს ცდილობენ,
- ანუ რა გამოდის, რომ ღმერთები ხართ?
- არ ვიცი, როგორც გინდა ისე შეგიძლია გვიწოდო, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი, ჩვენ უბრალოდ ჩვენ ვართ, ლეა და ადამი, არავითარი ტიტული და ქონება არ გაგვაჩნია,
- კარგი რა, შენი საუბრიდან გამომდინარე, მთელი სამყარო თქვენ გეკუთვნით, როგორ თუ არაფერი გაგაჩნიათ?
- ყველაფერი ასე მარტივად არ არის, ეს სამყარო არავის ეკუთვნის, ჩვენც გვაქვს წესები რომლებსაც ვემორჩილებით, მკითხე, სხვა არაფერი გაინტერესებს?
- რას გულისხმობდა ადამი როცა საკუთარი ქმნილება მიწოდა,
- ალბათ იცი ისტორია ოთხი სამყაროს მმართველის ენერგიაზე, სიმართლე ისაა რომ ეს ყველაფერი ადამმა დაგეგმა და საკუთარი ენერგიაც გიწილადა, ეს ყველაფერი აქამდეც რამდენიმეჯერ ვცადეთ და მხოლოდ ამ ერთხელ გამოვიდა, შენ დაიბადე და ჩვენ იმედი მოგვეცა,
ნორას სუნთქვა შეეკრა, რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა და მერე იქვე ბალახებში ჩაჯდა,
- ჯანდაბა, კიდევ რა არ ვიცი? კი მაგრამ ადამმა ეს რატომ გააკეთა?
- ჰოო ეს ცოტა გრძელი და დამაბნეველი ამბავია მაგრამ ვიცი რომ გაგებას შეძლებ,
- არა მგონია რამით გამაკვირვო,
- ჰოდა ძალიან კარგი, ჩვენ მე და ადამი უხსოვარი დროიდან ვცხოვრობთ ამ სამყაროში, როგორც უკვე გითხარი ამ სამყაროს წონასწორობას ვიცავთ, მაგრამ ჩვენთვისაც არსებობს წესები და აკრძალვები, ჩვენ სამეფოებზე და მათ მცხოვრებლებზე მხოლოდ არაპირდაპირი ზემოქმედება შეგვიძლია, ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერასდროს შევალთ კონტაქტში რომელიმე არსებასთან,
- რატომ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება?
- ისინი უბრალოდ ვერ გვხედავენ, ვერ გვგრძნობენ, და თუკი ამის შეცვლას ვეცდებით ეს ყოველ ჯერზე ჩვენთვის ძალიან ცუდად მთავრდება, მე და ადამს უზარმაზარი ძალა გაგვაჩნია, შეგვიძლია ყველა სამეფო თვალის დახამხამებაში გავაცამტვეროთ და მერე თავიდან ავაშენოთ, მაგრამ სამუდამო მარტოობისთვის ვართ განწირულები, ყოველთვის მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, სხვა არავინ, შეგვიძლია ვუყუროთ როგორ ცხოვრობენ, როგორ კვდებიან და იბადებიან, მაგრამ ჩვენ მათთვის უბრალოდ არ ვარსებობთ,
- კი მაგრამ მე? მე ხომ გხედავთ და გესაუბრებით,
- ჰო სწორედ მაგაშია საქმე, ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ჩვენთვის შენთან გატარებული დრო, ათასწლეულების შემდეგპირველად ვესაუბრებით არსებას რომელიც გვხედავს, შენ მის ენერგიას ფლობ ამიტომაც გვხედავ, ადამი ძალიან ღელავდა, არ ვიცოდით გამოფხიზლებულს რა რეაქცია გექნებოდა,
- ღელვის არაფერი ეტყობოდა,
- რათქმაუნდა არ შეეტყობოდა, -ლეამ გაიღიმა და ნორას მხარზე ხელი მოხვია, -პატარა ბიჭი ხომ აღარ არის, თანაც გრძნობების დამალვა ყოველთვის კარგად ეხერხებოდა, დიდხანს გელოდით, ახლა იმედი გვაქვს რომ ჩვენს დახმარებასაც შეძლებ, ადამმა შენი სახით შექმნა არსება რომელიც მისი მეწყვილე და ჩვენსა და სხვა არსებებს შორის ხიდი გახდებოდა,
- როგორ თუ მეწყვილე?
- ახლაც მიკვირს როგორ მოხდა ისეთი რამ რაც ადამმაც კი ვერ გათვალა, -ლეამ მხიარულად გადაიკისკისა, -ახლა მეცინება მაგრამ ვერ წარმოიდგენ რა საშინლად გრძნობდა ადამი თავს როცა შენი და ჯეისის კავშირის შესახებ შეიტყო, ეს არ უნდა მომხდარიყო, პატარა ნაკლი იდეალურ გეგმაში, თუმცა მინდა გითხრა რომ შეგიძლია ამაზე არ იფიქრო, მიუხედავად მისი გათვლებისა და არასწორად განვითარებული მოვლენებისა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და მხოლოდ შენი ბედნიერება უნდა, არ აქვს მნიშვნელობა მასთან იქნები თუ არა, ასე რომ თავისი ხელით დაგაბრუნებს ჯეისთან, არაფერზე ინერვიულო,
ნორა უსმენდა, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, უცაბედად მოიცვა უსიამოვნო შეგრძნებამ და ბრაზმა, -ესე იგი ნათანიელი მართალი იყო და ჩემი და ჯეისის ურთიერთობა მხოლოდ იმ საძაგელი კავშირის ბრალია? ესე იგი ჯეისი ჩემს მიმართ მართლაც არაფერს გრძნობს?
- ნუ აჭარბებ ბავშვო, -ლეამ მხარზე ხელი მოხვია და ძლიერად შეანჯღრია, -გამოფხიზლდი და მიხვდი რომ ნათანიელი უბრალო ცრუპენტელაა და მხოლოდ ჯეისის გასამწარებლად იგონებს ასეთ სისულელეებს, მგლების კავშირი, წყვილების იძულებას არ გულისხმობს, ეს საჩუქარია და ყველა წყვილი ვერ ხდება ამ საჩუქრის ღირსი, თქვენს გრძნობებთან ეს არაფერ შუაშია, მას მართლა უყვარხარ და როგორც ვხედავ შენც გიჟდები მასზე, კავშირი კი უბრალოდ ბონუსად ჩათვალე, ეს არაჩვეულებრივი რამეა, თქვენი სულიერი კავშირი გაძლიერდება, უკეთ გაიგებთ ერთმანეთის გრძნობებს და ფიქრებს, შორი მანძილიდანაც კი შეგეძლებათ ერთმანეთის მოხმობა, შეგეძლებათ ძალების გაერთიანება, შეგეძლებათ უკეთ დაიცვათ ერთმანეთი,
- ესე იგი ვუყვარვარ? მართლა ვუყვარვარ? -ნორამ მუჭით მოიწმინდა ცრემლი და ჩაწითლებული თვალებით შეხედა მომღიმარ ლეას, - რა სულელი ვარ როგორ დავიჯერე რომ ნათანიელი სიმართლეს მეტყოდა, როგორ დავიჯერე,
- ჯეისი გიჟივით გეძებს, გაცოფებულია რომ ვერ გპოულობს, ყველაზე მეტად იმაზე ღელავს რომ პირველი გარდასახვის დროს შენს გვერდით არ იყო, რამე გახსოვს?
- თითქმის არაფერი მახსოვს, რომ გამოვფხიზლდი შიშველი და სისხლიანი ვიყავი, ესე იგი მგლად ვიქეცი და ის სისხლი...
- ნუ ნერვიულობ, უბრალოდ კურდღელი იყო,
- კურდღელი? ესე იგი გინდა მითხრა რომ კურდღელი შევჭამე? ცოცხალი კურდღელი?
- არამგონია როცა ჭამდი ცოცხალი ყოფილიყო, -უდარდელად აიჩეჩა მხრები ლეამ
ნორამ ყელზე ხელი იტაცა, მაგრამ გულის რევის შეგრძნებას ვერაფერი მოუხერხა, ლეას მხარზე დაყრდნობილმა ძლივს მიაღწია საძინებლამდე,
- ხომ შეიძლებოდა რომ იმ კურდღლის ადგილზე ადამიანი ან ვინმე სხვა არსება ყოფილიყო, მაშინ რა უნდა მექნა, -ამოისლუკუნა და საწოლზე მოიკუნტა, თავი ასე სუსტად და ცუდად არასოდეს უგრძვნია,
- ადამი არასდროს მოგცემდა იმის უფლებას რომ ვინმესთვის რამე დაგეშავებინა, ჩვენ ყოველთვის თვალყურს გადევნებდით, ამის შემდეგ კი უფრო ხშირად შევხვდებით ხოლმე, დღეიდან ყველაფერი შეიცვლება ნორა, გვინდა რომ ამ ცვლილებებისთვის მზად იყო,
- ჯეისი მინდა, ახლა მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა მინდა, სხვა არაფერი, -ნორა პატარა ბავშვივით სლუკუნებდა და ბალიშს ცრემლებით ალბობდა,
- დაისვენე და არაფერზე იფიქრო დაიძინე, ჯეისს მალე ნახავ, უბრალოდ ერთი რამ მინდა გთხოვო, როცა დაბრუნდები ჩვენზე ნურავის ნურაფერს ეტყვი, მაინც არ დაგიჯერებენ და თანაც ჯერჯერობით ადამი საჭიროდ არ თვლის რომ ჩვენს შესახებ გაიგონ, -ლეამ თავზე ხელი გადაუსვა, ერთხანს სევდიანი სახით დასცქეროდა მოცახცახე სხეულს მერე თხელი საბანი დაფარა და ოთახიდან გავიდა,
ვერც კი მიხვდა როდის ჩაეძინა და სიზმრებმაც არ დააყოვნა ამჯერად კოშმარებს ვერ უწოდებდა, უზარმაზარი თეთრი ფრთები ჰქონდა და ჰაერში ღრუბლებს ზემოთ თვალდახუჭული დალივლივებდა, არანაირი ტკივილი და სევდა არ არსებობდა, ნიავმა თმა აუწეწა და თვალის გახელა აიძულა, გაოცდა როცა ღრუბლების მაგივრად ყავისფრად შეღებილი ჭერი დაინახა, მიმიოხედა, საწოლში არ იწვა, იატაკიდან დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იწვა, შიშისგან გული აუჩქარდა, შეჰკივლა, ძირს დაეშვა მაგრამ იატაკზე დანარცხების მაგივრად ადამის ძლიერ მკლავებში აღმოჩნდა, შეშინებული, გაფართოებული თვალებით უყურებდა მომღიმარ ადამს,
- როგორი მოუსვენარი ხარ, სულ ცოტა ხნით დაგტოვე და უკვე დაფრინავ? კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია პატარა საოცრებავ?
- შეშინებული, გაფართოებული თვალებით უყურებდა მომღიმარ ადამს, - ჯანდაბა როგორი ძლიერი მკლავები და სასიამოვნო სურნელი აქვს, ღიმილი კი საოცრად ლამაზი, რატომ მოქმედებს მისი სიახლოვე ჩემზე ასე ძალიან, ეს არასწორია, გაიფიქრა და თვალები თავისთავად დაეხუჭა, ტუჩებზე მსუბუქი შეხება იგრძნო, თავი მკერზე მიაყრდნო და მშვიდი ფშვინვა ამოუშვა,
* * *
დილის სუსხმა გამოაღვიძა, მიმოიხედა და შიშისგან მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, ისევ იქ იყო, იმ მდელოზე, იმ განსხვავებით რომ ახლა დილა იყო, არც შიშველი იყო და არც სისხლიანი,
- ადამ სად ხარ, ადამ, -აცახცახებული ხმით უხმო და ირგვლივ მიმოიხედა, არავინ იყო, ისევ მარტო დარჩა, სრულიად მარტო შუაგულ ტყეში, ის იყო ფეხზე წამოდგა რომ მის წინ ტოტები შეირხა და ტყიდან ჯეისი გამოვიდა, ნორა თვალს არ უჯერებდა, ის მის წინ იდგა, მისი ჯეისი, დატანჯული სახით და საოცარი შავი თვალებით, მისკენ წამოვიდა, რამდენიმე ნაბიჯში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და გულში ჩაიკრა, იმ წამს ყველაფერი დამთავრდა, მის ძლიერ მკლავებში მოქცეული ნორა მიხვდა რომ აღარაფრის არ უნდა შინებოდა, მასზე მოხვეული და მის კისერში თავჩარგული თითქოს სხვა სამყაროში იყო და ჯეისის მეტი არავინ და აღარაფერი არსებობდა,
- ჩემო პატარავ კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა, -მთელი სახე კოცნებით დაუფარა და ტუჩებს რომ მისწვდა ნორას მუხლი მოეკვეთა და რომ არა ჯეისის მკლავი ალბათ ჩაიკეცებოდა,
- კარგად ვარ ჯეის, ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ახლა აქედან წამიყვანე, სახლში წასვლა მინდა,
-მკერდზე აეკრო და მკლავები კისერზე შემოხვია,
ჯეისმა ხელში აიტაცა საყვარელი ქალის სხეული, მკერდზე მიიკრა და სწრაფი ნაბიჯებით მიაშურა ტყეს, სანამ ტყეში შევიდოდნენ ნორამ უკან მოიხედა და გაოცებისგან კინაღამ შეყვირა, იქ სადაც ცოტა ხნის წინ ის და ჯეისი იდგნენ, ახლა ადამი იდგა, ჩვეულ თეთრ სამოსში გამოწყობილი, შუბლზე ჩამოყრილი წაბლისფერი თმით, უცნაურად სევდიანი ღიმილით უღიმოდა და ულამაზეს ცისფერ თვალებში ცრემლი უბრწყინავდა...

- - - - - - - - - -

- დამშვიდდი, ეს მხოლოდ კოშმარია, ყველაფერი კარგად არის, მე შენს გვერდით ვარ, -წელსზემოთ შიშველი, თმაგაჩეჩილი ჯეისი ნორას გულში იხუტებდა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თავზე ხელს უსვამდა და უფრო და უფრო ძლიერ იკრავდა გულში,
- ასე თუ გააგრძელებ გამგუდავ, -ნორამ ცრემლიანი თვალებით შეხედა ჯეისს და გაღიმება სცადა,
- კარგად ხარ? -ოდნავ უკან დაიწია, ცრემლი მოწმინდა და ჩვეული გამჭოლი მზერით მიაჩერდა, უკვე ერთი კვირა გავიდა რაც ნორა სახლში დააბრუნა და მას შემდეგ ნორას ერთი ღამეც კი არ უძინია ნორმალურად, ღამღამობით კოშმარები სტანჯავდა, საჭმელს თითქმის არ ჭამდა და საძინებლიდან გარეთ არ გადიოდა, მთელი დღე ემბრიონის პოზაში იწვა და თვალგაშტერებული მისჩერებოდა ღია ფანჯარას, გახდა, თვალის უპეები ჩაუშავდა და თითქმის არ ლაპარაკობდა, ლუკასსაც კი არ იკარებდა, ჯეისიც მხოლოდ ღამით ახერხებდა მასთან ლაპარაკს და სიახლოვეს მაშინ როცა, საკუთარ საძინებელშიც გრძნობდა, როგორ იტანჯებოდა ნორა ძილში და მაშინვე მასთან გარბოდა რომ გაეღვიძებინა და ჩახუტებოდა, ხვდებოდა რომ ნორას მისი სიახლოვე ამშვიდებდა და ყველანაირად ცდილობდა კოშმარებისგან დაეცვა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან უნდოდა გაეგო რა მოხდა იმ დროის განმავლობაში რაც ნორა დაკარგული იყო, არაფერს ეკითხებოდა, ელოდა როდის მოვიდოდა გონს და თვითონ მოუყვებოდა ყველაფერს,
- მაპატიე ჯეისს, ისევ ჩემს გამო არ გძინავს, ყველა დაგღალეთ, -ნორას უცნაურად მისუსტებული ხმა და სევდიანი მზერა ჰქონდა, -ვიცი რომ ელოდები როდის მოგიყვები ყველაფერს, უბრალოდ არ შემიძლია ახლა არ შემიძლია რომ მოგიყვე, უკვე იმასაც კი ვფიქრობ ყველაფერი ხომ არ მესიზმრა, უბრალოდ არ შეიძლება რეალური ყოფილიყო, ჯანდაბა ასე შეიძლება გავგიჟდე, უკვე მთელი კვირა გავიდა და მე... მე... არც კი ვიცი როგორ დავივიწყო, -ნორას გონებაში წამიერად გაიელვა ადამის ცისფერმა თვალებმა და გველნაკბენივით მოშორდა ჯეისს, საწოლის კიდესთან მიიწია და მოიკუნტა,
- მაპატიე, შენ ამაზე არ უნდა გესაუბრებოდე, მასზე არ უნდა ვფიქრობდე, ჩემგან არ იმსახურებ,
ჯეისი ერთხანს უხმოდ შესცქეროდა საწოლის კუთხეში მოკუნტულ მთრთოლვარე სხეულს და თავს ძლივს იკავებდა რომ ახლოს არ მისულიყო, ბოლოს ვეღარ გაუძლო, ისევ მიუახლოვდა, ხელი მოხვია და კალთაში ჩაისვა, ნორამ მის მხრებზე უწესრიგოდ ჩამოყრილ აჩეჩილ თმაში ჩარგო სახე და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა, საოცარი სიმშვიდე ეუფლებოდა ჯეისის გვერდით, მის ძლიერ მკლავებში, სიმშვიდე და დაცულობის შეგრძნება, თვალები თავისით დაეხუჭა, -ნეტავ ადამს რომ ჩავხუტებოდი და ისე დამეძინა რას ვიგრძნობდი, გაიფიქრა და მასზე უბრალოდ გაფიქრებამაც კი უცნაური ჟრუანტელი მოგვარა, გონებიდან არ ამოსდიოდა მისი ტუჩების შეხება, ნეტავ თუ ისიც უბრალოდ ზმანება იყო და მეტი არაფერი, ჯეისს თმაში თითები შეუცურა, თვალდახუჭული მიჰყვა კოცნებით მის ყელს, ტუჩებამდე მიაღწია, თვალი გაახილა და ცისფერის მაგივრად შავი თვალების ელვარებას რომ შეეჩეხა სახე შეეცვალა და მკერდზე ხელების მიბჯენით გაზარდა დისტანცია, ჯეისმა კბილი კბილს დააჭირა და თვალები მაგრად დახუჭა,
- შენი მესმის, იმაზე უკეთ მესმის ვიდრე წარმოგიდგენია, -უცნაურად მშვიდი მაგრამ ტკივილით სავსე ხმით საუბრობდა, -იმდენ დროს მოგცემ რამდენიც დაგჭირდება რომ გრძნობებში გაერკვე, ვიცი რომ ერთხელაც თვითონ მეტყვი ყველაფერს, მეტყვი ვინ არის ის ვის გამოც თავგზა ასე გაქვს არეული, ყველაფერს მეტყვი, უბრალოდ ვშიშობ რომ გვიან იქნება, -წამოიწია, ნორა საწოლზე დააწვინა, საბანი დააფარა და უკანმოუხედავად გავიდა საძინებლიდან,
მთელი ღამე თვალი აღარ მოუხუჭავს ნორას, იცოდა თუკი დაიძინებდა, ისევ კოშმარები შეაწუხებდნენ, ისევ იგრძნობდა ჯეისი მის ცუდად ყოფნას, მოვიდოდა და ისევ ეტკინებოდა გული, გაუნძრევლად იწვა და როცა განთიადმა ვარდისფრად შეღება ცა გადაწყვიტა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ადგა და აბაზანაში შევიდა რომ მოწესრიგებულიყო, ნიჟარას დაეყრდნო და სარკიდან მომზირალ ორეულს თვალი გაუსწორა, ამ ერთი კვირის უჭმელობას ძალიან შეეცვალა, თვალები ჩაცვენილი ხოლო სახე გაფითრებული ჰქონდა,
- გეყოფა ნორა, სისულელეებს შეეშვი, ის არ არსებობს, ადამი არ არსებობს, ყველაფერი მოგეჩვენა, საკმარისია, რატომ ანიჭებ ამ ყველაფერს ასეთ მნიშვნელობას, ადამი არ არსებობს გესმის? -ფილაქანზე უღონოდ ჩაიკეცა, ვეღარ გაუძლო, ყველში მობჯენილ უიმედობის და უსუსურობის შეგრძნებას ვერაფერი მოუხერხა, მხოლოდ იმის გაფიქრებამაც კი რომ შეიძლება ადამი ვეღარასოდეს ენახა გული საშინლად ატკინა, ცრემლებმა თავისით იპოვნეს გზა და პატარა ბავშვივით აღრიალდა, არ გაუგია როგორ შემოაღო კარები ლუკასმა, მის წინ ჩაიჩოქა და სახეზე მისი ხელები იგრძნო,
- ნორა რა გჭირს? შენს სანახავად შემოვედი და გავიგე როგორ ტიროდი სააბაზანოში, კარგად ხარ?
- ის აღარ მოვა ლუკას, ის ნამდვილი არ არის და მე მას ვეღარასოდეს ვნახავ, გესმის ლუკას? იცი როგორ საშინლად მტკივა გული როცა ვფიქრობ რომ ვეღარასოდეს ვნახავ და ისიც თავგზას მირევს რომ მასზე ვფიქრობ, ვერ ვხვდები ამას რატომ ვაკეთებ, მე ხომ ჯეისი მყავს, ის კი ის არავინ არ არის, უბრალოდ გაქრა, მიმატოვა გესმის?
- რას ამბობ, ვერაფერი გავიგე შეგიძლია გასაგებად მითხრა რა ხდება,
- მოგიყვები, ოღონდ პირობა მომეცი რომ არავის ეტყვი, გთხოვ,
- ხომ იცი რომ არავის ვეტყვი, -ლუკასმა გაწეწილი თმა გაუსწორა და ლოყაზე მოეფერა, -მიდი დაიწყე,
ერთხანს ჩუმად, უხმოდ უსმენდა და თანდათან ეცვლებოდა სახე, ტუჩს იკვნეტდა და ცდილობდა დროდადრო გაეღიმა თუმცა არაფერი გამოსდიოდა,
- შენ ის შეგიყვარდა? ვიღაც ადამი რომელიც სულ რაღაც ერთხელ თუ ორჯერ ნახე? ჰმ, რა ირონიულია, ადამმა ორ დღეში მოახერხა ის რაც ჯეისმა აქამდე ვერ შეძლო, მიუხედავად თქვენი კავშირისა, ისიც კი არ იცი მართლა არსებობს თუ უბრალოდ დაგესიზმრა და გიყვარს? შენ რა დამცინი? -თავზე ხელები შემოიჭდო და ისე გაიცინა რომ ნორამ უნებურად შეშინებულმა უკან დაიხია,
- კარგი რა ლუკას სიყვარული რა შუაშია, მე უბრალოდ...
- გეყოფა აღარ გააგრძელო, -ლუკასი უჩვეულოდ უხეში იყო, -მე შენ იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს, მთელი ცხოვრებაა გიცნობ და ყოველთვის მიყვარდი, ჯანდაბა , ჰო ასეა, -იღრიალა და ნორას შიშისგან გაფართოებულ თვალებში ჩააცქერდა,
- რას ამბობ ლუკას, შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ, შენ ჩემი და ჯეისის ურთიერთობის წინააღმდეგიც კი არ ყოფილხარ, თანაც მირას ხვდები,
- როგორ გგონია აქ რატომ წამოგყევი და შემდეგ რატომ დავრჩი, მთელი ცხოვრება შენი აჩრდილი რატომ ვარ? შენი აზრით შენი ცხოვრებით რატომ ვცხოვრობ? მითხარი, -ხელი მთელი ძალით დასცხო კედელს და ნორას ამღვრეული მზერა მიაპყრო,
- იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ხარ, -თქვა მაგრამ უკვე თვითონაც არ ეჯერა რასაც ამბობდა
- ჰმ, მეგობარი? ყოველთვის ველოდი რომ შემამჩნევდი, რომ ისე შემომხედავდი როგორც შენზე შეყვარებულ მამაკაცს, ნუ მიყურებ ასეთი გაოცებული თვალებით, გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდი რომ მიყვარდი უბრალოდ თვალს ხუჭავდი ამაზე, ჯანდაბა ნორა, სწორედ იმ დღეს როცა ყველაფრის გამხელას ვაპირებდი ჯეისი გამოჩნდა, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს, უკვე გითხარი რომ კარგად გიცნობ, კი ჯეისი მოგწონდა, ძალიან მოგწონდა, მისით აღფრთოვანებული იყავი, ის შენთვის სიახლე იყო, შენი უფერული და ერთფეროვანი ცხოვრებიდან თავის დაღწევის საშუალება, მაგრამ არ გიყვარდა, ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ თქვენი ურთიერთობა სამუდამო არ იქნებოდა, ახლა კი როცა ადამზე საუბრობ... ღმერთო ჩემო ნორა, როცა მასზე საუბრობ... ამ ყველაფრის ატანა აღარ შემიძლია, მივდივარ, სახლში ვბრუნდები,
- ესე იგი მტოვებ? ახლა მტოვებ როცა ყველაზე მეტად მჭირდები? -ნორა ხმას ვეღარ აკონტროლებდა, ყვიროდა და ცრემლები ღვარად ჩამოდიოდა გაფითრებულ ლოყებზე,
- რაში მადანაშაულებ? იმაში რომ ვერ შეგიყვარე? როგორ უნდა შემეყვარებინე, შენ ხომ არასდროს არაფერი გიგრძნობინებია ჩემთვის, უნდა გეთქვა ლუკას, უნდა გეთქვა და იქნებ ახლა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, საკმარისია, თუ წასვლა გინდა წადი, არ გთხოვ რომ დარჩე, უბრალოდ ისე არ წახვიდე რომ მირას არაფერი უთხრა, გულს ნუ ატკენ,
- მირა? კარგი რა, მართლა ბრმა ხარ? მან ყველაფერი იცოდა,
- ჰო მაგრამ თუ ყველაფერი იცოდა ასე რატომ იქცეოდა?
- ეს მას კითხე საკუთარი მიზეზები აქვს, აქ ყველას საკუთარი მიზეზები აქვს, უმიზეზოდ არავინ არაფერს აკეთებს, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ არ უნდა გაგიჭირდეს მიზეზის გაგება, შენ ხომ როცა საქმე მე არ შემეხება ჭკვიანი გოგო ხარ, -ლუკასი წამოდგა, ერთხელ კიდევ დახედა ზემოდან ფილაქანზე ჩაკეცილ თვალცრემლიან ნორას და კარი გაიხურა,
* * *
იმდენ ხანს იწვა აბაზანაში სანამ წყალი მთლად არ გაცივდა, შემდეგ თმა გაიშრო, დაივარცხნა, მაისური და შარვალი ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა, მირა მარტოდმარტო იჯდა ტერასაზე,
- სარამო მშვიდობის მირა, დანარჩენები სად არიან, დღეს ჯეისიც არ მინახავს,
- როგორც იქნა დაგვდე პატივი და საძინებლიდან გამოხვედი, -მირამ ნაძალადევად გაიღიმა, -ჯეისმა ლუკასი გააცილა, პორტალს მხოლოდ მისი დახმარებით თუ გაივლის, ბიჭებს კი რაღაც საქმეები ჰქონდათ, ასე რომ დღეს საღამომდე მარტო ვართ,
- ლუკასი მარტო გაუშვი?
- ვიცი რომ ყველაფერი გითხრა, ამიტომაც არ არის საჭირო ირონიული საუბარი და თავის მოჩვენება ვითომ მეგობრები ვართ, დიდი ალბათობით ჩემთან მეგობრობას აღარ მოინდომებ როცა გაიგებ რატომ ვთამაშობდი რომ ლუკასი მომწონდა,
- შენ და ჯეისი ერთად იყავით? რა ხდებოდა თქვენს შორის მომიყევი, -ნორა ხვიარებით დაფარულ სვეტს მიეყრდნო, ხელები გულზე გადაიჯვარედინა და სრულიად მშვიდად, ღიმილით დაელოდა რას ეტყოდა მირა,
- კარგი რაკი ასეა, ყველაფერს ფარდა ავხადოთ, -მირამ ხელები გაშალა და გაიღიმა, -ტყუილი ადრე თუ გვიან მაინც გამოაშკარავდება, ასე რომ ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ აქ არა, წამოდი ქალაქში გავისეირნოთ ცოტა დავლიოთ, გავერთოთ, დღეს კვირაა და ბაზრობა იმართება უამრავ საინტერესო რამეს ნახავ, გზაში კი ყველაფერს მოგიყვები
- კარგი წავიდეთ, -ნორამ მხრები აიჩეჩა, მისთვის ახლა სულ ერთი იყო სად წავიდოდა, ამ სახლში მაინც სული ეხუთებოდა,
ბინდდებოდა როცა ქუჩაში გავიდნენ და ქალაქის და ხმაურიან ცხოვრებას შეუერთდნენ, ქალაქი ფერადი განათებებით იყო გაჩახჩახებული, გრილოდა, ზღვიდან მონაბერი ნიავი სასიამოვნოდ ელამუნებოდა ნორას სახეზე და იმ საღამოს ახსენებდა როცა ჯეისმა ზღვის სანაპიროზე წაიყვანა მანათობელი თევზების სანახავად, უნებურად ხმამაღლა გაეცინა
- რა გაცინებს?
- ჯეისი გამახსენდა, მანათობელი თევზები მაჩვენა, საოცარი სანახაობა იყო,
- ჰოო, ძალიან უყვარხარ ნორა,
- ვიცი,
- შენ თუ გიყვარს?
- ცდილობ საუბარი სხვა რამეზე გადაიტანო და დამავიწყო რომ რაღაც უნდა მოგეყოლა?
- ჰო შეიძლება ასეთ ითქვას, -მირამ უხერხულად აიჩეჩა მხრები, -მე და ჯეისი დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, დიდხანს მიყვარდა ცალმხრივად და როცა ურთიერთობა დავალაგეთ და მასაც ჩემს მიმართ გრძნობები გაუჩნდა, როცა მისი ყინულის გული ჩემს მიმართ ის ის იყო გალღვა შენ გამოჩნდი,
- სულ ეს იყო?
- და რას ელოდი? აი ასე უბრალოდ ერთ დღესაც შენს მოსაძებნად წავიდა, გიპოვა, მოგიყვანა და გამომიცხადა რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და შენთან ამ ყველაფერზე სიტყვაც არ დამეძრა, არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ მითხრა რომ უყვარხარ, არ მჯერა მართლა არ მჯერა ამ სიყვარულის უბრალოდ ვიცი რომ სჭირდები, მისთვის მნიშვნელოვანი ხარ და მეც გავჩუმდი, არაფერი გავაკეთე,
- ასე უბრალოდ გაჩუმდი? გვიყურებდი ყოველ დღე როგორ ვკოცნიდით და ვეხვეოდით ერთმანეთს და უბრალოდ არაფერს აკეთებდი?
- ასე ხდება როცა ნამდვილად გიყვარს და შენთვის საკუთარ ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი მისი ბედნიერება და ინტერესები ხდება, -მირამ ნაძალადევად გაუღიმა და ახლომდებარე კაფეზე ანიშნა, მე ცოტა ხნით შევალ და შენც მოგიტან სასმელს, ქუჩის ბოლოდან ბაზრობა იწყება, საინტერესო რაღაცეებია დაათვალიერე და მეც მალე გიპოვნი,
ნორა ნელი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას, მართლაც, ქუჩის ბოლოს ბაზრობა იწყებოდა უზარმაზარი მოედანი და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე, უამრავმა გასართობმა რამ და სხვადასხვა სახის ხელნაკეთმა ნივთებით სავსე დახლებმა ისე შეიყოლია რომ საერთოდ აღარ გახსენებია მირა, თვალი მოედნის განაპირას კუთხეში განთავსებულმა დახლმა მოსტაცა სადაც სხვადასხვა ფორმის და ზომის ქანდაკებები იყო გამოფენილი, დახლისკენ დაიძრა და ქანდაკებების თვალიერება დაიწყო, საოცარი სიზუსტით შექმნილი ფიგურები იყო, ცხოველების, ადამიანების, სხვადასხვა არსებების,
- მოგწონს ჩემი ნამუშევრები? -ნორამ ახლაღა მიაქცია ყურადღება დახლის კუთხეში ჩამომჯდარ თეთრთმიან მოხუც ქალბატონს, ქალი თვალმოუშორებლად შესცქეროდა და ისე თბილად უღიმოდა ნორასაც არაფერი დარჩენოდა გარდა საპასუხო ღიმილისა,
- კარგი ნამუშევრებია, უბრალოდ ზოგიერთი ისეთი უცნაური არსებაა ვერ ვხვდები რა არის,
- ახლავე აგიხსნი, აი სულ ქვედა თარო ფერიებს და მგლებს ეკუთვნით, შუა წყვდიადის ბინადრებს და ადამიანებს, სულ ზემოთა თაროზე კი ღმერთების ფიგურებია,
ნორამ თვალი შეავლო ზედა თაროს რომელზეც უამრავი სხვადასხვა ცხოველის თუ გაურკვეველი არსების მინიატურული ქანდაკებები იდგა,
- კი მაგრამ აქ ღმერთებს ვერ ვხედავ
- მაინც როგორი წარმოგიდგენია ღმერთი? -მოხუცმა ეშმაკურად აციმციმებული თვალები მოწკურა და ნორას თვალებში შეხედა, უცნაურად გამჭოლი მზერა ჰქონდა, არა შემაწუხებელი მაგრამ ისეთი გეგონებოდა ტვინის ყველაზე ბნელ ქუთხეებში იქექებაო,
- ვერ გეტყვით როგორ მაგრამ დარწმუნებული ვარ ჭიანჭველაჭამიას ან მამონტს ნამდვილად არ ჰგავს, ალბათ უფრო ჩვენ უნდა გვგავდნენ არა?
- რა იცი მათ შესახებ რომ ასე საუბრობ? -მოხუცს ხმაში ბრაზი შეეპარა, -შენ არაფერი არ იცი ბავშვო, ამ სამყაროს ღმერთები რომელთაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს ეძახდნენ, ძალიან დიდი ხანია არსებობენ, ძალიან დიდი ხანია იმმ ყველა მოვლენაზე ახდენენ ზემოქმედებას რაც კი ამ სამყაროში ხდება, უბრალოდ ჩვეულებრივ მოკვდავებს მათი დანახვა არ შეუძლიათ, ამიტომ ყოველთვის სხვადასხვა სახით გამოსახავდნენ, ბოლოს კი თითქმის დაივიწყეს ისინი, მიუხედავად იმისა რომ არც კი იციან როგორ არიან მათზე დამოკიდებულები, ღმერთები დაიღალნენ, დაღალათ ამ არსებების უმადურებამ და უგუნურებამ, დროა ცოტა დაისვენონ რომ ძალები მოიკრიბონ, თორემ იმ ყველაფერს რაც უნდა მოხდეს ადვილად ვერ გაუმკლავდებიან,
- რას გულისხმობთ?
- აჰ, სიბერის ბრალია, მგონი ისევ ზედმეტს ვლაპარაკობ, -მოხუცმა თავი გადააქნია და ნორას გაუღიმა, -ყურადღებას ნუ მომაქცევ და ეს აიღე, -დახლის ქვეშიდან პატარა ლამაზად შეფუთული ყუთი გამოიღო და მიაწოდა,
- არა გმადლობთ ვერ ავიღებ, ფული არ მაქვს თან რომ გადაგიხადოთ,
- ეს საჩუქარია, აიღე გთხოვ და სახლში მისვლამდე ნუ გახსნი,
ნორამ თვითონაც არ იცოდა რატომ გამოართვა ყუთი, მოხუცი ისეთი თვალებით უმზერდა უარი ვერ უთხრა, აიღო მადლობა გადაუხადა და მოედნის შუაგულისკენ წავიდა, ქუჩის განაპირას მირა შეამჩნია, ის იყო მისთვის უნდა დაეძახა რომ ზღვიდან მონაბერმა ნიავმა ნაცნობი სურნელი მოუტანა და ერთ ადგილზე გააშეშა, მერე კი კისერში ცხელი სუნთქვა მიეფრქვა და მონატრებული ხმის გაგონებაზე ციებიანივით გააჟრჟოლა
- სულ ეს არის შენი ცხოვრება? ძილი და დროდადრო ქალაქში ხეტიალი? შენგან უფრო მეტს ველოდი პატარავ,
ნორამ ღრმად ამოისუნთქა და წინასწარ მოემზადა იმისთვის რომ შებრუნდებოდა და ზურგს უკან მხოლოდ ცარიელი სივრცე დახვდებოდა მაგრამ არა, ის იქ იდგა მისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით თმას ნიავი უწეწავდა, უღიმოდა და საოცარი ცისფერი თვალები უციმციმებდა,
- შენ აქ ხარ, მართლა აქ ხარ, რატომ? აქ რას აკეთებ? -ნორა მთლად დაიბნა და იგრძნო როგორ გაუხურდა სახე, ალბათ ახლა სულ მთლად წითელი იყო,
- უბრალოდ გავიგე რომ დღეს ბაზრობაა და ვიფიქრე რამდენიმე სუვენირს შევიძენდი,
- ალბათ ხუმრობ, -ნორას გული ისე სწრაფად უცემდა რომ ეშინოდა ადამსაც არ გაეგო ხმა,
- სულაც არ ვხუმრობ, მინდა რაღაც შევამოწმო, აჰ ძალიან კარგი, შეხედე, შენი მეგობარიც მოდის, ვნახოთ რა მოხდება
- სად დაიკარგე ნორა, დიდი ხანია გეძებ, ეს ბიჭი ვინ არის? -მირამ თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა ადამი და აღფრთოვანებულ მზერას ვერაფერი მოუხერხა,
- შენ ხედავ მას? გაოგნებული ნორა ხან გაშტერებულ მირას უყურებდა და ხან ადამს რომელიც არ იმჩნევდა მაგრამ ერთი სული ჰქონდა რომ სიხარულისგან პატარა ბავშვივით ეყვირა, ასეთი სიხარული არასდროს განუცდია, მას ხედავენ, აღიქვამენ, როგორც ცოცხალ ნორმალურ არსებას რომელთანაც საუბარი და გართობა შეიძლება, ის გართობა და სიახლოვე რომელსაც საუკუნეების განმავლობაში შენატროდა ადამი, -ეს როგორ მოხდა, როგორ? აშკარაა რომ ამ ყველაფერთან ნორას აქვს კავშირი, ვიცოდი, ვიცოდი რომ ეს პატარა, წითური საოცრება ყველაფერს შეცვლიდა, -შესცქეროდა ნორას გაოცებისგან გადიდებულ თვალებში და მისი უსასრულო ცხოვრების განმავლობაში პირველად ჰქონდა ისეთი შეგრძნება რომ თავს ვერ შეიკავებდა მისი ოდნავ შეხსნილი ბავშვურად გაბუტული ვარდისფერი ტუჩების დაგემოვნებისგან,
ეიფორიიდან ნორას ხმამ გამოარკვიათ, - გაიცანით ერთმანეთი, ეს მირაა ეს კი ადამია, -მირამ ადამს ხელი გაუწოდა, ადამი ოდნავ შეყოყმანდა და როცა მისი ხელი მირას ხელს შეხვდა ნორამ შენიშნა როგორ ამოისუნთქა შვებით,
- შენ ვინ ხარ რომელი სამეფოდან? აშკარად არ გავხარ აქაურს, -მირა უღიმოდა და აშკარად მასთან ფლირტს ცდილობდა, ადამი კი ნორას არ აშორებდა თვალს და ისედაც დაბნეულს უფრო მეტად აბნევდა და თავგზას ურევდა,
- მე არცერთ სამეფოს არ ვეკუთვნი, -ადამმა მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი ნორას მიუახლოვდა ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა, -ჩემი წასვლის დროა, მინდა ლეა გავახარო და ვუთხრა რომ როგორც იქნა რაღაც იცვლება, კიდევ შევხვდებით, -ლოყაზე მხურვალე კოცნა დაუტოვა და მოედანზე გამოფენილ ხალხს შეერია,
- გამოფხიზლდი რა გჭირს, -მირა ეჭვიანი მზერით შეჰყურებდა სახეაწითლებულ ნორას, -ვინ იყო და ასე კარგად საიდან იცნობ რომ გეხვევა და გკოცნის?
- მე... მე უბრალოდ აქვე ქანდაკებებს ვათვალიერებდი და ის ის ...
- რა ქანდაკებები რას ამბობ?
- აი აქვე, ნახე მოხუცი ქალი ყიდის, -ნორა უკან შებრუნდა და გაოცებული შედგა ერთ ადგილზე, დახლი აღარსად ჩანდა, კედელი მთლიანად ცარიელი იყო, თითქოს არც არაფერი ყოფილა,
- ერთობით? -ჯეისის ხმა მოესმა და შემდეგ წელზე მისი ხელი იგრძნო, -რა გჭირთ, გაშეშებულები დგახართ თითქოს მოჩვენება დაგენახოთ,
- აქ რა ჯანდაბა ხდება ჯეის? ბოლოსდაბოლოს ვინმე ამისხნის რამეს? -ნორას ხმა უთრთოდა და ხელები უკანკალებდა, ჯეისმა მირას გადახედა, მირამ უხმოდ აიჩეჩა მხრები,
- რა ხდება პატარავ, არ მეტყვი?
- აქ დახლი იყო, მოხუცი ქალი ქანდაკებებს ყიდდა, ახლა კი ისე გაქრა თითქოს არც კი ყოფილა, ეს შესაძლებელია?
- დამშვიდდი, შენ უბრალოდ ძალიან გადაიღალე, ჯობია სახლში წავიდეთ,
- გინდა თქვა რომ მოჩვენებები დამეწყო? ამას როგორ ახსნი, ეს ყუთი მაჩუქა, -ჯეისს პატარა ლამაზად შეფუთული ყუთი გაუწოდა და ცრემლიანი თვალებით ახედა, ჯეისმა ყუთს ქაღალდი შემოაცალა და გახსნა, ყუთში პატარა ქანდაკება იდო, ამოიღო და ხელისგულზე დაიდო, საოცარი სიზუსტით გამოსახული ნორა და ადამი გვერდიგვერდ ხელიხელ ჩაკიდებული იდგნენ, მათ წინ კი უზარმაზარი ხახადაღრენილი შავი მგელი იდგა და ისე უყურებდათ თითქოს გაგლეჯვას უპირებთო,
- ეს რას ნიშნავს ნორა, -ჯეისი წარბშეკრული დაჰყურებდა ქანდაკებას, აშკარად შენ ხარ მაგრამ ეს მეორე ვინ არის?
- ეს ხომ ადამია, ის არის არა? -მირამ ჩაიცინა და განცვიფრებულ ნორას შეხედა, ფიქრობ რომ ამდენი რამ უბრალოდ დამთხვევაა? -თვალი კიდევ ერთხელ შეავლო ქანდაკებას რომელიც ჯეის ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და გაოცებისგან შეჰყვირა, ფიგურა ნელ-ნელა დაიშალა, მტვრად იქცა და ჰაერში გაიფანტა, თითქოს არც ყოფილაო,
- ასე შეიძლება გავგიჟდე, -ნორამ თითები საფეთქლებზე შემოიჭდო, მაგრამ უეცარ თავბრუსხვევას ვერაფერი მოუხერხა, მის თვალწინ ყველაფერი დატრიალდა და ჯეისის მკლავი რომ არა ალბათ დაეცემოდა, ჯეისმა გონდაკარგული გოგონა ხელში აიყვანა და მკერდზე მიიკრა
- ნორას სახლში მივიყვან და შემდეგ ყველაფერს მომიყვები იმ ვიღაც ადამზე, -გადაულაპარაკა მირას რომელიც უხმოდ ადევნებდა თვალს ყველაფერს, მირამ უხმოდ დაუქნია თავი და შემდეგ უბრალოდ სახე მოღუშული და წარბშეკრული უმზერდა როგორ მიაბიჯებდა ჯეისი გულზე ახუტებული ძვირფასი ტვირთით...

- - - - - - - - - - - -

წინწკლებიანი ფაშატი თავისუფლად დანავარდობდა თავლის ეზოში, ფაფარს ქარი უფრიალებდა, დროდადრო ჩერდებოდა და გვერდით ადევნებულ კვიცს საშუალებას აძლევდა დასწეოდა, ნორა ღობეზე დაყრდნობილი ღიმილით შესცქეროდა დედა შვილის ურთიერთობას,
- კარგია რომ ისევ საძინებელში არ ხარ, -ნაცნობი ხმა მოესმა და როგორც კი წელზე ჯეისის ხელი იგრძნო უნებურად შეკრთა, შემობრუნდა, ის მის წინ იდგა მხოლოდ მისთვის ჩვეული დამათრობელი სურნელით, ნაძალადევი ღიმილით და თვალებში სევდით,
- წამოდი ვისაუზმოთ, შემდეგ კი მე და ბიჭებს ისევ გასვლა მოგვიწევს,
- ჰოო და ალბათ ხვალამდე არ დაბრუნდები,
- რაღაც პრობლემებია ნორა, რომელიც ჩემი მოსაგვარებელია,
- აქ რას ვაკეთებთ ჯეის?
- ვიფიქრე რომ შენთვის აქ ყოფნა უკეთესი იქნებოდა, აქაურობა ხომ მოგწონს?
- ჩემთვის არც კი გიკითხავს ქალაქიდან წამოსვლა მინდოდა თუ არა,
- აქ ბევრად უსაფრთხოდ იქნები,
- საფრთხე მემუქრება?
ჯეისი მოიღუშა და წარბები შეკრა, ნორა მიხვდა როგორ ყოყმანობდა ეთქვა თუ არა რაღაც, ბოლოს თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, თავი გადააქნია და სახეზე ისევ უდარდელი გამომეტყველება და ნაძალადევი ღიმილი აიკრა,
- სერიოზული არაფერია, უბრალოდ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ასე უფრო სწორად მივიჩნევ, ეს ადგილი ბევრად დაცულია,
- ჰო მაგრამ აქ სულ მარტო ვარ ჯეის, ლუკასიც კი აღარ არის ჩემს გვერდით, შენც უმეტეს დროს არც კი ვიცი სად ატარებ,
- სამეფოში არეულობაა ნორა, ამას ახლა ვერ აგიხსნი საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, ვისურვებდი შენთან მეტი დროის გატარების საშუალება მქონდეს, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არა,
ნორამ ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა, თავს იმ პატარა ჭირვეული ბავშვივით გრძნობდა ყველანაირი ხერხით რომ ცდილობს უფროსების ყურადღების მიპყრობას,
- ასე აღარ შემიძლია ჯეის, ასე ცხოვრება არ შემიძლია, ეს მე არ ვარ, მე ის არსება არ ვარ რომელიც ასე უბრალოდ დაჯდება და დაელოდება როდის მოაგვარებ საიდუმლო საქმეებს და მასთან მიხვალ,
- შენ არც კი მელაპარაკები ნორა, არასდროს საუბრობ იმაზე თუ რა გინდა, არ მეუბნები რა მოხდა როცა დაკარგული იყავი, ჩემგან რას ითხოვ? -ჯეისი სასოწარკვეთილი მზერით შეჰყურებდა კბილს კბილზე აჭერდა რომ როგორმე თავი შეეკავებინა,
- ადამი ვინ არის? -გამოსცრა კბილებში და ნორას იმდენად მიუახლოვდა რომ მისმა სურნელმა თავბრუ დაახვია და წამიერად თვალები დახუჭა, -მეტყვი თუ არა ბოლოსდაბოლოს ვინ ჯანდაბაა,
- არ ვიცი ვინ არის, მე... მე უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ ... -ნორას ხმა უთრთოდა და ჯეისის ტკივილით სავსე მზერის შემხედვარეს გული თითქოს ნაწილ-ნაწილ ეფლითებოდა, -იმ ღამით მან მიპოვა ტყეში,
ზუსტად ახლაც არ ვიცი რა მოხდა და რა გავაკეთე მაგრამ როცა მიპოვა მთლიანად სისხლიანი ვიყავი,
ჯეისმა ამოიგმინა და ხელები მომუშტა, -მაპატიე რომ შენს გვერდით არ ვიყავი, -ჩაიჩურჩულა და თან ანიშნა განაგრძეო,
- ისეთი არაფერი მომხდარა როგორც მითხრეს ეს უბრალოდ კურდღელი იყო, გონს მის სახლში მოვედი, სახლი არც ეთქმის, უცნაური ადგილი იყო, მერე კი წამომიყვანა ისევ იმ ადგილზე და დანარჩენი შენც იცი,
- სულ ეს არის?
- სხვა არაფერი ყოფილა, მითხრა რომ ჩემს გონს მოსვლას და გამოჯანმრთელებას ელოდა რათა დაბრუნების უფლება მოეცა, შემდეგ კი თვითონ მომიყვანა იქ სადაც უკვე შენ მიპოვნე,
- და მერე მოედანზეც მოვიდა შენს სანახავად? ასე არსაიდან ჩნდება, შენზე ზრუნავს და ისე უკვალოდ ქრება თითქოს არც კი არსებობს, მისი სახელის გაგონებაზე თვალები გენთება და ყოველ ღამე მის სახელს აბოდებ, სიზმარშიც მას ხედავ ხოლმე? როგორ გინდა დავიჯერო რომ არავინ არ არის, ყოველ ღამე შენს საწოლთან ვათენებ ნორა, შენ კი მხოლოდ მას ახსენებ, ბოდავ რომ გენატრება და მისი ნახვა გინდა, -თავზე ხელები შემოიჭდო და თვალები დახუჭა, -ამის გაგება არ შემიძლია, შენ არაფერს მეუბნები, მე კი ლამისაა გავგიჟდე, ჭკუიდან ვიშლები,
- მაპატიე მე... მე არ მინდოდა, ყველაფერი თავისთავად მოხდა, -ხელი ასწია რომ სახეზე შეხებოდა მაგრამ ჯეისმა უფლება არ მისცა, გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა და თვალზე ცრემლი მოადგა,
- ის ლაქა მაჩვენე ფერდზე რომ გაქვს, -ჯეისის ხმა ცივად, უემოციოდ ჟღერდა,
- ლაქა? რომელი ლაქა? -ნორას აღარც კი გახსენებია, ნიშანი რომელიც ფერდზე ჰქონდა და ჯეისის ნიშნის იდენტური იყო, მაისური აიწია და გაოცებულმა შეხედა ჯეისს, ლაქა საკმაოდ გაფერკრთალებულიყო, უკვე თითქმის აღარ ეტყობოდა,
- კი მაგრამ ეს შეუძლებელია, როგორ უნდა მომხდარიყო, ვერ ვხვდები,
- ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, -ნორას ზურგი შეაქცია და მძიმე ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ,
- მოიცადე ჯერ არ დაგვიმთავრებია, შენთვის რაღაცის თქმა მინდოდა, -გვერდით ამოუდგა და გაბედა სახეში შეეხედა, ჯეისის სახე ამჯერად არაფერს ეუბნებოდა, ცივი არაფრისმთქმელი ნიღაბი ჰქონდა აკრული,
- მითხარი რისი თქმა გინდა,
- მინდა ჩემს სამყაროში დავბრუნდე, ნიუ იორკში, თუნდაც ცოტა ხნით,
- უკვე გითხარი რომ შენი სამყარო ესაა და არა ის, -ჯეისს ნაბიჯი არ შეუნელებია,
- ნება მომეცი მე გადავწყვიტო რომელია ჩემი, თანაც აქაურობის მიტოვებას არ ვაპირებ, უბრალოდ ცოტა ხნით დასვენება და ამ ყველაფერზე დაფიქრება მჭირდება,
- ვიცი რომ აქაურობის გარეშე ვერ იცხოვრებ, ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ახლა შენი წასვლა გამორიცხულია, დაივიწყე,
- რას ნიშნავს დავივიწყო ჯეის, წასვლა მინდა და წავალ,
- პატარა ბავშვივით იქცევი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ეს საკითხი ჯერჯერობით განხილვას არ ექვემდებარება, აქედან ვერსად წახვალ, დამშვიდდი, დაწყნარდი და დაისვენე, დღეს მარტო მოგიწევს საუზმობა, მე რატომღაც მადა დავკარგე, -ნორა სახლამდე მიაცილა, მერე კი შებრუნდა და წავიდა ისე რომ აღარაფერი უთქვამს და დატოვა ასე ფიქრებარეული, ნორა იქვე კიბეზე ჩამოჯდა და ათასფრად აყვავებულ ბაღს გახედა, თავს საშინლად გრძნობდა, ბრაზობდა, თუმცა ჯეისის მიმართ დანაშაულის შეგრძნება უფლებას არ აძლევდა ბრაზი მასზე ამოენთხია, -ჯანდაბა რა გამოდის რომ აქ პატიმარივით უნდა ვიცხოვრო და ველოდო როდის გაიღებს მოწყალებას და უკან დამაბრუნებს? -თვითონაც უკვირდა როგორ მოხდა რომ პატარა სულელი გოგოსავით იქცეოდა და არაფერს ყურადღებას არ აქცევდა, -ზღაპარი სულაც არ აღმოჩნდა ზღაპარი არა? -ჩაიჩურჩულა და წამოდგა, იმ სიბრაზეს და უმწეობის შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა რომელიც მასში
ნელ-ნელა იზრდებოდა და თითქმის მთელ მის არსებას ავსებდა,
* * *
- როგორ ხარ? -მარკუსი გვერდით მიუჯდა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარ მოღუშულ ნორას და ხელი მოხვია,
- მომენატრე მარკუს, -ნორამ თავი მხარზე მიაყრდნო, -უკვე მთელი კვირაა არ მინახიხარ, სად იკარგებით ხოლმე?
- ალბათ ჯეისი გეტყოდა რომ სამეფოში პრობლემები გვაქვს, მოგვარებას ვცდილობთ,
- შეიძლება ეგოისტი ვარ მაგრამ ახლა ნაკლებად მაინტერესებს ის პრობლემები რომლის შესახებაც არავინ არაფერს მეუბნება, -ისევ იმ უეცარმა სიბრაზემ შეიპყრო, ვერაფერს რომ ვერ უხერხებდა, მის წინ მდგარ ყავის ჭიქას მთელი ძალით მოუჭირა ხელი და მხოლოდ მაშინ შეხედა როცა ჭიქა მის ხელში მტვრად იქცა და გაიფანტა,
- ეს როგორ გააკეთე? -მარკუსი ფეხზე წამოდგა და მაგიდას მოპირდაპირე მხრიდან დაეყრდნო,
- არ ვიცი მარკუს, წარმოდგენა არ მაქვს, აღარც მიკვირს, მას მერე რაც დავბრუნდი მუდმივად მემართება ასეთი უცნაურობები,
- ჯეისმა იცის ამის შესახებ?
- მინდოდა მეთქვა მაგრამ ის არასდროს არის ჩემს გვერდით, თანაც მართლაც ბევრი პრობლემა აქვს და აღარ მინდა რომ დავუმატო,
- ჰო მაგრამ ნორა ეს ხუმრობა არ არის, შეიძლება გაუცნობიერებლად ისეთი რამ გააკეთო რის გაკონტროლებასაც ვერ შეძლებ, შეიძლება საკუთარ თავს ან ვინმე სხვას რამე დაუშავო, შენ წვრთნა გჭირდება, ვარჯიში, რომ ძალები აღმოაჩინო და მერე მათი გაკონტროლება ისწავლო, ჯეისს ვთხოვ რომ ნება დამრთოს შენთან მეტი დრო გავატარო და ვეცდები დაგეხმარო, -მარკუსის წყლისფერ თვალებში გულწრფელი შეშფოთება და თანაგრძნობა ჩანდა, ნორას გაეღიმა,
- ერთმა ნაცნობმა მითხრა რომ ამ სამეფოში ყველა უამრავ სხვადასხვა ნიღაბს ატარებს, მაგრამ ვფიქრობ შენ ერთადერთი ხარ რომელსაც ნიღაბი არ სჭირდება, ყოველ შემთხვევაში ჩემთან,
მარკუსის გაუცინარი სახე წამიერად თბილმა ღიმილმა გაანათა, ნორას ხელი ხელში მოიქცია და თვალებში ჩახედა,
- მიხარია რომ ჩემს შესახებ ასე ფიქრობ, ჯეისზე კი ნუ გაბრაზდები, წასვლის ნებას იმიტომ არ გაძლევს რომ ეშინია,
- რატომ ეშინია?
- შენს გამო ეშინია, იმ სამყაროში დაბრუნდები თუ არა შენზე ნადირობას გამოაცხადებენ, სამი სამეფოს საუკეთესო მაძებრები შენზე ინადირებენ და ახლა ჯეისი იმ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის რომ შენი დაცვა შეძლოს,
- სამი სამეფო? საიმონიც? ის ხომ ჯეისის მეგობარია,
- მეგობარი? როგორი გულუბრყვილო ხარ ნორა, უკვე დაგავიწყდა რას ამბობდი ცოტა ხნის წინ ნიღბებზე? საიმონის უამრავ ნიღაბს შორის ერთ-ერთი მეგობრისაა, კარგად დაიმახსოვრე, აქ არავის ენდო, საერთოდ არავის,
- არც შენ?
- არც მე, კიდეც რომ არ მინდოდეს არავინ იცის სიტუაცია რის გაკეთებას მაიძულებს,
* * *
უკვე მთელი თვე გავიდა მას შემდეგ რაც მარკუსმა ჯეისი დაითანხმა რომ ნორას ვარჯიშში დახმარებოდა, ნორა ჯეისს თითქმის ვერ ხედავდა სამაგიეროდ მთელ თავისუფალ დროს მარკუსთან ატარებდა და მთელი ყურადღება ვარჯიშზე გადაჰქონდა, სიტყვაც კი აღარ დაუძრავს წასვლაზე, იცოდა რომ ახლა დარჩენა უკეთესი იყო, ძალებს აითვისებდა და როცა ნიუ იორკში დაბრუნდებოდა სხვა თუ არაფერი თავის დაცვას მაინც შეძლებდა, ადამი არ გამოჩენილა და ნორაც ყველანაირად ცდილობდა მის დავიწყებას, თუმცა სიზმრებში მოვლენილ მის ცისფერ თვალებს ვერაფერს უხერხებდა, საშინლად ბრაზობდა რომ თავს ვერაფერს უხერხებდა, ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა დღისით მაინც დაევიწყებინა, მარკუსი საკმაოდ მომთმენი და კარგი მწვრთნელი აღმოჩნდა, ნორას წუწუნს მოთმინებით იტანდა და ახალ ახალი უნარების აღმოჩენაში ეხმარებოდა, ვარჯიშის დროს სახლი კინაღამ გადაწვეს და ბაღის ნაწილი თითქმის მთლიანად გაანადგურეს მაგრამ ნორა მაინც უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი იყო როცა ხვდებოდა თუ რამდენი რამ შეეძლო,
- კიდევ რაღაცაში მინდა დამეხმარო მარკუს, -ნორა ბალახზე იყო წამოწოლილი და ვარჯიშის შემდეგ აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას ცდილობდა,
- მაინც რა უნდა გავაკეთოთ, უკვე თითქმის ყველაფერი ვიცით რაც შეგიძლია და შეძლებისდაგვარად გამოყენებასაც ეუფლები, უზარმაზარი საგნების გაცამტვერება შეგიძლია, ამინდზე ზემოქმედება და აზრების კითხვა, შეგიძლია საკმაოდ ვრცელი ტერიტორია გაყინო ან გადაწვა, შენ ძალიან ძლიერი ხარ ნორა,
- ჰო მაგრამ ყველაზე მთავარ რამეში არ გვივარჯიშია,
- ახლა ისეთი დაღლილი ვარ ვერაფერს ვხვდები, -მარკუსი მის გვერდით წამოწვა ბალახზე და ამოიხვნეშა, -ძალიან მღლი, ცოტა ხნით უნდა შევწყვიტოთ ვარჯიში და აქაურობა მოვაწესრიგოთ, ერთ კვირაში წყვდიადის სამეფოდან გვესტუმრებიან, საიმონს და ჯეისს რაღაც შეთანხმება აქვთ დასადები,
- ესე იგი საიმონი გვესტუმრება? საინტერესოა, -ნორას მკვირცხლ გონებაში ახალმა გეგმამ დაიყო მომწიფება,
- შენი გამომეტყველება არ მომწონს, რა ჩაიფიქრე? არ დაგავიწყდეს საიმონზე რაც გითხარი,
- შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი, -ნორამ მხიარულად გადაიკისკისა, -მართალია, რაღაც ჩავიფიქრე მაგრამ სერიოზული არაფერია, ნუ ნერვიულობ,
- ახლა იმაზე უფრო ვნერვიულობ რომ ამდენი ვარჯიშის შემდეგ კიდევ კისკისის ხასიათზე ხარ, მე კი ყველაფერი მტკივა და დავიღალე,
- კარგი რა ნუ წუწუნებ გთხოვ, მხოლოდ ერთი თხოვნაც შემისრულე და გეფიცები აღარაფერს გთხოვ, მინდა რომ მგლად გარდასახვა ვისწავლო, ვიცი რომ შესაძლებელია, როცა მომინდება და რამდენ ხანსაც მომინდება მაშინ გარდავისახო უბრალოდ არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო,
- ჰმ, მგონი გავიწყდება ვინ ვარ, მე მგელი არ ვარ ნორა, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები, მაგრამ მგელიც რომ ვიყო, ყოველთვის უმჯობესია თუკი ამ ყველაფერს მეწყვილესთან ერთად გაივლი, მასთან ერთად ვისაც შენი ყველაზე კარგად ესმის,
- ჯეისს გულისხმობ?
- რათქმაუნდა მას ვგულისხმობ, სთხოვე და ამ საკითხში ის გავარჯიშებს,
- არ მინდა შევაწუხო, მას არასდროს ცალია, მარტო კი მეშინია,
- ასეც უნდა იყოს, უნდა გეშინოდეს, თორემ მარტო თუ გარისკავ არამგონია მხოლოდ საცოდავი კურდღლით გადავრჩეთ, -ნაცნობი ხმის გაგონებაზე ორივე წამოჯდა თავზე ჯეისი ადგათ უცნაურად მხიარული იყო და იღიმოდა,
- მე დაგტოვებთ, დღეს უკვე საკმარისად ვივარჯიშეთ, მარკუსი წამოხტა და სახლისკენ წავიდა,
- ანუ გინდა რომ შენ მასწავლო? -ნორამ გაუბედავად შესცინა,
- მოდი ასე გავაკეთოთ, -ჯეისმა ხელი გაუწოდა და წამოდგომაში დაეხმარა, -ახლა წავიდეთ ვჭამოთ, ძალიან მშია, საღამოს კი ერთად გავისეირნოთ ტყეში,
- როგორ ახერხებ რომ ასეთი იყო?
- როგორი ასეთი?
- ასეთი კარგი ჩემს მიმართ, მიუხედავად ჩემი საქციელისა,
ჯეისის შავ თვალებში წამიერად გაკრთა სევდა, თუმცა მალევე მოერია თავს და გაიღიმა,
- როგორ ფიქრობ მხოლოდ იმიტომ შემიძლია ცუდად მოგექცე რომ აღარ გიყვარვარ? ასე მიცნობ? მინდა რომ ბედნიერი იყო, შეიძლება თავიდან სხვა მიზნები მქონდა მაგრამ შემდეგ შემიყვარდი, შეგიძლია არ დაიჯერო მაგრამ ასეა, ახლა ვინც რა არ უნდა თქვას იცოდე რომ მხოლოდ შენი კარგად ყოფნა მინდა, სხვა არაფერი, -არ ელოდა რომ ნორა ჩაეხუტებოდა ერთ ადგილზე გაშეშდა და გულზე მიკრული ქალის მონატრებული სურნელი ღრმად ჩაისუნთქა, მერე ნაზად მოხვია ხელები წელზე და სახე მის თმებში ჩარგო,
- მადლობა ჯეის, ყველაფრისთვის,
- სამადლობელი არაფერია, უნდა იცოდე რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ,
- ყველაფერს გარდა ჩემი ნიუ იორკში გაგზავნისა,
- ველოდებოდი როდის მკითხავდი ამის შესახებ,
- პასუხი რა არის?
- არა,
- როდის შეიცვლება შენი პასუხი,
- არ შეიცვლება ნორა,
- კარგი,
- არ გაბრაზდები? არ მეჩხუბები? არაფერს დაწვავ ან დაამტვრევ? -ჯეისმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ნორას თვალებში ჩახედა, -რა ხდება რა შეიცვალა?
- უბრალოდ ვფიქრობ რომ ჯერჯერობით უკეთესია თუ აქ ვიქნები, მე და მარკუსს ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ახლა კი შენთან ერთადაც უფრო მეტი დროის გატარება მომიწევს, ამ ყველაფერზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი,
ჯეისი წარბშეჭმუხნილი უყურებდა სახლისკენ მიმავალ ნორას და ვერ ხვდებოდა რის გაკეთებას ცდილობდა, რა ჰქონდა დაგეგმილი, რატომღაც ისე ვეღარ გრძნობდა მას როგორც ადრე, მაისური აიწია და ლაქას დახედა რომელიც ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა, -ასეა, ნამდვილად კავშირის შესუსტების გამოა რომ ვეღარ ვგრძნობ მის განწყობას და სურვილებს, ჯანდაბა ნეტავ რა ჩაიფიქრა? -ნელი ნაბიჯით მიყვა ნორას, მარკუსი უკვე მაგიდასთან იჯდა და ილუკმებოდა,
- მაპატიეთ რომ ვერ დაგელოდეთ, ძალიან მშიოდა, -ლუღლუღებდა პირგამოტენილი,
- პატარა ბიჭო შენთვის არ უსწავლებიათ რომ ჭამის დროს არ უნდა ილაპარაკო, -ნორამ მარკუსს თმა აუჩეჩა, და გვერდით მიუჯდა, -მთელ ქათამს ნუ შეჭამ ღორმუცელა ცოტა მეც დამიტოვე,
- ღორმუცელას მე მეძახი? ნახე ამ ერთ თვეში რამდენი მოიმატე,
ჯეისი ღიმილით შესცქეროდა მათ კინკლაობას და საერთოდ აღარ ახსოვდა რომ თვითონაც მშიერი იყო.
* * *
- არ მითხრა რომ გეშინია, -თეთრ სარაფანში გამოწყობილ ფეხშიშველ ნორას შეჰყურებდა რომელიც ჩაბნელებულ ტყეს ეჭვით სავსე მზერით შესცქეროდა,
- არ მეშინია, უბრალოდ ვღელავ, მაშინ რა და როგორ გავაკეთე საერთოდ არ მახსოვს, ისიც არ მახსოვს მტკივნეული იყო თუ არა,
- მე მომენდე ნორა, მერწმუნე სულაც არ არის მტკივნეული, ეს შენთვის ისეთივე ბუნებრივია როგორც ჭამა ან ძილი, ახლა კი გაიხადე,
- რაა?
- გაიხადე, რათქმაუნდა შეგიძლია ტანსაცმლიანად გარდაისახო მაგრამ მაშინ ამ საყვარელი კაბისგან მხოლოდ ნაფლეთები დარჩება და სახლში შიშველს მოგიწევს დაბრუნება,
- მაშინ შებრუნდი,
- როგორც გინდა, -გაეცინა ჯეისს, -მაგრამ იცოდე მაინც მოგვიწევს ერთმანეთი შიშველი დავინახოთ სხვანაირად არ გამოვა, ახლა სხვა რამეზე უნდა იფიქრო და არა სიშიშვლეზე, შემომხედე და კარგად დააკვირდი რას გავაკეთებ,
- ნორა ჯეისისკენ შებრუნდა, კაბა და საცვლები გულზე ჰქონდა აკრული და საცოდავად აცეცებდა თვალებს, შიშველი ჯეისის სრულყოფილი სხეულის დანახვისას უნებურად მოისვა ენა გამშრალ ტუჩებზე და ნერწყვი გადაყლაპა,
- ნორა მობილიზება მოახდინე, -ჯეისს ეტყობოდა რომ ძლივს იკავებდა ღიმილს, დაიმახსოვრე რომ უბრალოდ უნდა გინდოდეს ამის გაკეთება, უნდა იგრძნო ის რასაც აკეთებ, შემომხედე, -ჯეისმა მთვარეს ახედა და მხრები შეარხია ნორა თვალებს არ უჯერებდა ისე მსუბუქად და მარტივად შეძლო გარდასახვა, რამდენიმე წამის შემდეგ მის წინ ჯეისის მაგივრად უზარმაზარი შავი მგელი იდგა და თვალებში შესცქეროდა, თითქოს იწვევდა, აქეზებდა, ამხნევებდა, ტანსაცმელს ხელი უშვა თავი უკან გადააგდო და მთვარეს შეხედა, უნდოდა, ძალიან უნდოდა, მთელი გულით უნდოდა გარდასახვა, სხეულში სასიამოვნო სიმხურვალეს გრძნობდა, მერე იგრძნო როგორ დაიწყო ცვლილება და ჯეისი მართალი აღმოჩნდა არაფერი სტკენია, პირიქით ეს ისეთი სასიამოვნო იყო... რამდენიმე წამში ჯეისს გვერდით ამოუდგა და თავი თავზე მიადო, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო, სხვანაირად ესმოდა, სხვანაირად ხედავდა, ყნოსვა ბევრად გამძაფრებული ჰქონდა და საერთოდ აღარ აშინებდა ჩაბნელებული ტყე რადგან ხეებს შორის ყველაფერს ისე ნათლად ხედავდა და არჩევდა თითქოს დღე ყოფილიყოს, ჯეისსაც გრძნობდა, თითქოს ხვდებოდა რისი თქმაც უნდოდა,
- გამომყევი, -ანიშნა ჯეისმა და ტყისკენ გაიქცა, ნორაც გაყვა, ქარივით სწრაფად მირბოდა მის გვერდით, საოცარი შეგრძნება იყო, თავისუფლების და სიძლიერის ნაზავი, შუაღამემდე დარჩნენ ტყეში, უამრავი რამ აჩვენა ჯეისმა, პატარა ბავშვებივით დასდევდნენ ერთმანეთს და ხალისობდნენ,
- შემეჯიბრები? -ანიშნა ნორამ და გაიქცა, -სწრაფად მირბოდა ისე სწრაფად რომ ძლივს ამჩნევდა ხეებს და ბუჩქებს, გრძნობდა როგორ ანიშნებდა ჯეისი რაღაცას მაგრამ ახლა ვერაფერზე ფიქრობდა, ვერც კი მიხვდა ისე გადაკვეთა საზღვარი და ფერიების მიწაზე გადავიდა, მის უკან ძლივს შესამჩნევი შიშინით დაიკეტა უხილავი ბარიერი და ბარიერს მთელი ძალით შემსკდარი ჯეისი, გულისმომკვლელი წკმუტუნით გადავარდა უკან, ნორას არაფერი გაუგია, რამდენიმე წამს კიდევ მირბოდა და ბოლოს როცა მიხვდა რომ ჯეისი აღარ მიყვებოდა შეჩერდა, აქეთ-იქით მიმოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, უმწეოდ შეჰყმუვლა მთვარით გაჩახჩახებულ ზეცას, მის მახვილ სმენას არ გამოპარვია ძლივს შესამჩნევი ნაბიჯის ხმა, დაიძაბა და ბასრი კბილები გამოაჩინა, ზუსტად მის წინ ტყის სიღრმიდან ნაცნობი ფიგურა გამოვიდა და ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ, ნორას გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა როცა მიხვდა ვინ იყო, ადამი ფრთხილად მიუახლოვდა მონატრებით და სიყვარულით სავსე ცისფერი თვალები მიანათა და თავზე ხელი გადაუსვა,
- გელოდი პატარავ, - ჩაიჩურჩულა თბილი ხმით და მის წინ ჩაიმუხლა ...

- - - - - - - - - -

ბაღში გავიდა თუ არა ლუკი და ნედი თითქოს არსაიდან გაჩნდნენ და გვერდით ამოუდგნენ,
- გამიხარდა თქვენი ნახვა ბიჭებო, ამ ბოლო დროს იშვიათად გხედავთ ხოლმე, მომენატრეთ, -ნორა გულწრფელი იყო, ჯეისის მეგობრები უკვე საკუთარი მეგობრებივით უყვარდა,
- საოცრად გამოიყურები წითურო, -ნედმა ხელი ჩაჰკიდა და დაატრიალა, ნორას კისკისმა ჰაერი გაჰკვეთა და ჯეისი აიძულა საიმონთან საუბარი შეეწყვიტა და მისთვის შეეხედა, ერთი წამით თვალი ვერ მოაშორა, ულამაზესი იყო, სადა ცისფერი კაბით და გაშლილი თმით, უმაკიაჟოდ, საყვარლად აწითლებული ლოყებით რომლებზეც სიცილისას ის ღრმულები უჩნდებოდა ასე რომ უყვარდა ჯეისს,
- წამოდი ჯეისის და საიმონის მაგიდასთან მიგაცილებ, თორემ ხომ ხედავ ჯეისი როგორ გიყურებს,
-ლუკმა ხელკავი გამოსდო და წაიყვანა,
- საოცრად გამოიყურები, -ჩასჩურჩულა ჯეისმა და სკამი გამოუწია,
პატარა და საკმაოდ ლამაზი წვეულება ბაღში იმართებოდა, ხეები და მდელო სადად და გემოვნებით იყო მორთული, აქა-იქ მაგიდები იდგა სტუმრებისთვის, ყველაფერზე მირამ იზრუნა, მაგრამ თვითონ არსად ჩანდა, ბოლო დროს ამჩნევდა ნორა როგორ არიდებდა მირა თავს მასთან შეხვედრას და საუბარს,
- ესე იგი ცელქობ არა პატარა ქალბატონო? -საიმონის ხმა იმდენად არაფრისმთქმელად ჟღერდა ნორას გონების დაძაბვა მოუხდა იმის გასაგებად ხუმრობდა თუ არა,
- რას გულისხმობ საიმონ?
- წინა კვირას ღამით ფერიების საზღვარი დაგირღვევია, ეს თავისთავად პრობლემა არ არის, მაგრამ მგლის ფორმაში? ეს უკვე უკანონობაა,
- გეყოფა საიმონ, -ჩაიღრინა ჯეისმა და ბრაზით ანთებული შავი თვალების მზერა გაუსწორა საიმონის წითლად მოელვარე თვალებს, -მშვენივრად იცი რომ როცა საქმე ნორას შეეხება არანაირი კანონი არ არსებობს, მას ყველაფრის უფლება აქვს და ყველაფერი შეუძლია, შენი აზრით როგორ გადალახა დამცავი ბარიერი, ასევე მარტივად შეუძლია შემოსვლა შენს სამეფოშიც თუკი მოისურვებს, ახლა კი რაკი შეთანხმება უკვე დავდეთ ჯობია ცოტა გაერთოთ, -წამოდგა და ნორასთვის არც შეუხედავს ისე წავიდა მოშორებით მჯდარი მეგობრებისკენ, არ უსაუბრიათ იმის შესახებ რაც იმ ღამით მოხდა, არადა ნორა აშკარად გრძნობდა როგორ აწუხებდა ჯეისს ეს ყველაფერი, -გელოდი პატარავ, -თითქოს ისევ ჩაესმა ადამის სასიამოვნო ხმა და თვალები დახუჭა რომ მისი მზერა და თლილი თითები წარმოედგინა, ისე ნათლად ახსოვდა მისი სიახლოვე, მისი შეხება, ხმა და საოცარი მზერა,
- არა, არ გარდაისახო, -შეაჩერა ადამმა როცა ნორამ ადამიანის ფორმაში დაბრუნება გადაწყვიტა,
- ნეტავ ახლა შეგეძლოს ჩემი თვალით შენი თავის დანახვა, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი ლამაზი ხარ, ნამდვილი საოცრება ხარ, ჩემი პატარა საოცრება, - თლილი თითები თავზე გადაუსვა და როგორც კი დაინახა როგორ მინაბა თვალები ნორამ ღიმილი ვერ შეიკავა
- მაპატიე რომ ხშირად ვერ გნახულობ, გპირდები მალე ყველაფერი შეიცვლება და ვეღარავინ და ვერაფერი მაიძულებს შენგან შორს ყოფნას, შენ კი უნდა დამპირდე რომ აქედან წასვლას თავიდან ამოიგდებ, ახლა შენთვის ნიუ იორკში დაბრუნება სახიფათოა, ცოტა ხანს მოიცადე და გპირდები თუ სურვილი გექნება მე თვითონ დაგაბრუნებ იმ სამყაროში, -ეჩურჩულებოდა, ეფერებოდა და სიამოვნების საბურველში ხვევდა, ნორამ ვეღარ გაუძლო, მის გვერდით მთლიანად კარგავდა თავგზას, არ შეეძლო და არც უნდოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი თითების შეხებისგან მოგვრილი სასიამოვნო ჟრუანტელი სხეულში ტალღებად უვლიდა და რეალობას სწყვეტდა, თავი მხარზე დაადო და როგორც კი მისი სურნელი იგრძნო თვალები თავისთავად დაეხუჭა და გაყუჩდა, არ ახსოვს როგორ მიიყვანა ადამმა საზღვრამდე, არც საზღვრის გადაკვეთა გაუგია, მხოლოდ ის ახსოვს როგორ ეხვეოდა შეშინებული ჯეისი,
- რას არ მივცემდი რომ გამაგებინა ახლა რაზე ფიქრობ, -საიმონის შემპარავმა ხმამ გამოაფხიზლა, ხელებზე ნიკაპით ეყრდნობოდა და ნორას თვალს არ აშორებდა, რომელიც უკვე აშკარად გრძნობდა საიმონის გონებრივ ზეწოლას,
- ტყუილად ნუ იწვალებ საიმონ, არც კი ეცადო შენი ძალების ჩემს წინააღმდეგ გამოყენებას, არაფერი გამოგივა, თუ რამე გაინტერესებს პირდაპირ მკითხე, -მარკუსთან ერთად ვარჯიშის შედეგს მშვენივრად გრძნობდა და ნელ-ნელა იპყრობდა თვითკმაყოფილება და თავდაჯერება.
- ბოლოს დღესასწაულზე შევხვდით არა? ძალიან შეცვლილხარ, ისეთი მიამიტი და მიმნდობი აღარ ჩანხარ როგორც მაშინ იყავი, ახლა უფრო მშვიდი ხარ და თავდაჯერებული, როგორც ვხედავ ძალებიც აღმოგიჩენია და მათ გამოყენებასაც სწავლობ, ყველაფერს იმაზე სწრაფად ითვისებ ვიდრე ვფიქრობდი,
- უბრალოდ შეცდომებზე ვსწავლობ საიმონ,
- ამიტომაც მომწონხარ, ყველას არ შეუძლია, შეცდომის აღიარება და მათი სათავისოდ შემოტრიალება,
- ვერც ვიფიქრებდი რომ შენგან კომპლიმენტს მივიღებდი,
- ჰოო, ამით ბევრი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, -საიმონმა გაუღიმა და შემპარავი ხმით გააგრძელა,
- შენზე და ჯეისზე გავიგე, ერთად აღარ ხართ?
- ეს საიდან გაიგე? ვინ გითხრა?
- მინდა გითხრა რომ აქ ყველამ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით, როგორ გგონია ეს მოჩვენებითი მეგობრული წვეულება რას ნიშნავს? ჯეისსაც ისე ყავს ჩემს სამეფოში ჯაშუშები, როგორც მე მის სამეფოში,
- ამას ასე ადვილად როგორ ამბობ?
- მისმინე ნორა, შენთან წინადადება მაქვს, ახლა როცა შენ და ჯეისს პირადი აღარაფერი გაკავშირებთ მინდა რომ ჩემს სამეფოში ცხოვრება და მისი ჩემთან ერთად მართვა შემოგთავაზო, ჩემს გვერდით შენ სამეფოსს მმართველი იქნები და არა გაურკვეველი სტატუსის მქონე არსება რომელიც ყოველთვის ზედმეტად გრძნობს თავს, ერთად უძლეველები ვიქნებით, დაფიქრდი,
უყურებდა ნორა საიმონს ანთებულ თვალებში და მხოლოდ სიცარიელეს და ზიზღს გრძნობდა, ნუთუ მართლა არ არსებობს ამ სამეფოში არავინ ვინც ათასობით ნიღაბს არ ატარებს, ყველა მხოლოდ მის გამოყენებას ცდილობს, რაღაცას გეგმავენ, რაღაცისთვის ემზადებიან და ცდილობენ ნორა როგორც იარაღი გვერდით ყავდეთ,
- ჯობდა არაფერი გეთქვა, ჩემი და ჯეისის პირადი ურთიერთობა არაფერ შუაშია, ამ სამყაროში თუკი სადმეა ჩემი ადგილი ეს მგლების სამეფოა, ყოველთვის ჯეისის გვერდით ვიქნები თუნდაც როგორც მეგობარი, ყოველთვის ყველაფერში მხარს დავუჭერ, ეს ჩემი სახლია, მეორედ აღარ გაბედო და ჩემს სამეფოში ჩემს სახლში ასეთი წინადადებით აღარ მომმართო, -წამოდგა და სანამ ზურგს შეაქცევდა ნაძალადევი ღიმილით და სევდიანი ხმით უთხრა
- შენი ჯეისის მეგობრის ნიღაბი მართლა ძალიან მომწონდა საიმონ.
* * *
საძინებლის კარზე კაკუნის გაგონებისას შეკრთა, ის იყო გამოიცვალა და დასაწოლად ემზადებოდა,
კარი გააღო, ცალი ხელით კედელს მიყრდნობილი ჯეისი თბილად უღიმოდა,
- შენთვის მადლობის გადახდა მინდოდა,
- მადლობა? რისთვის?
- შენი და საიმონის საუბარი მოვისმინე, შენ ვერც კი წარმოიდგენ ეს ყველაფერი ჩემთვის რამდენს ნიშნავს, მიხარია რომ ყველაფრის მიუხედავად მენდობი, ჰო და მართლა ამ ბოლო დროს ისე ვეღარ გგრძნობ როგორც ადრე და თუკი ღამე ისევ შეგაშინებს კოშმარები და მე არ მოვალ, თვითონ მოდი ჩემთან კარგი?
-ლოყაზე მოეფერა, ერთხანს სევდიანი თვალებით უყურებდა, მერე გაუღიმა, შებრუნდა და საძინებლისკენ წავიდა, ნორა დიდხანს იდგა ღია კართან და ყელშიმოწოლილ ბურთს ვერაფერს უხერხებდა, ჯეისი მაინც მასზე ფიქრობდა, ყველაფრის მიუხედავად იმაზე ფიქრობდა რომ ნორა შეიძლებოდა კოშმარებს შეეწუხებინა, ჯანდაბა, რომ შეეძლოს, უბრალოდ რომ შეეძლოს ადამი დაივიწყოს, ის ხომ მაინც არასდროსაა მასთან, მოჩვენებასავით ჩნდება თავგზას ურევს და ქრება, უამრავმა ფიქრმა ერთდროულად შემოუტია, არა, ახლა ნამდვილად არ შეეძლო მარტო დარჩენა, ჯეისის საძინებელთან მივიდა და დაუკაკუნებლად შეაღო კარი, წელსზემოთ შიშველი ჯეისი საწოლის საზურგეზე მიყრდნობილი კითხულობდა წიგნს, ნორას დანახვაზე წამოიწია და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა,
- შეიძლება ამაღამ აქ დავიძინო? აკანკალებული ხმით ჰკითხა და თვალი გაუსწორა, ჯეისმა გამამხნევებლად გაუღიმა და უხმოდ ანიშნა საწოლზე, თხელი საბანი ასწია და მის გვერდით მოკალათდა, ჯეისმა წიგნი გვერდით გადადო და ნორას რომელიც ჯერ ისევ ცახცახებდა თავზე ხელი გადაუსვა, იმდენ ხანს ეფერებოდა სანამ ნორამ არ დაიძინა და შემდეგ თვითონაც დახუჭა თვალები,
იმ ღამით პირველად დაესიზმრა ნორას ბიძია ბილი, საშინლად ბნელოდა, წვიმდა, ნორა ისევ ნიუ იორკში იყო, ქალაქგარეთ, უცნაურ მიტოვებულ შენობასთან, დაჟანგებული რკინის კარი ძლივსძლივობით გააღო და შენობაში შევიდა, უზარმაზარი ცარიელი სივრცის ბოლოს მიწისქვეშ ჩასასვლელ კიბესთან მივიდა და ჩაუყვა, ვიწრო დერეფნის ორივე მხრივ საკნისმაგვარი ოთახები იყო ჩარიგებული, დერეფნის ბოლო ოთახში კედელზე დამაგრებული ჯაჭვებით იყო მიბმული ბილი და დასისხლიანებული სახიდან ჩამომავალი სისხლი გულისპირში ეღვრებოდა, ნორა ცდილობდა მიახლოვებოდა მაგრამ ვერ ახერხებდა, ვერაფრით ახერხებდა ზღურბლზე გადაბიჯებას, უეცრად უცნაური ხმაური მოემა, ნაბიჯების ხმა და ღრენა,
- წადი ნორა, ახლავე წადი აქედან, ისინი დაბრუნდნენ, შენ გელოდნენ, იცოდნენ რომ მოხვიდოდი, ამ არსებებს ვერ გაუმკლავდები, ახლავე წადი, -იღრიალა ბილმა და სიტყვებს სისხლი ამოაყოლა,
გაოფლილს და აცახცახებულს გამოეღვიძა, იცოდა, დარწმუნებული იყო რომ ეს მხოლოდ სიზმარი არ იყო და ბიძამისს დახმარება სჭირდებოდა, ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე ნამდვილად ვერ იფიქრებდა, უკვე დილა იყო, ჯეისი აღარსად ჩანდა, სასწრაფოდ წამოდგა, საძინებელში დაბრუნდა, წყალი გადაივლო, ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა, მაგიდასთან მირა იჯდა და ყავას სვავდა,
- დილა მშვიდობის, -მიუგდო უგულოდ და თვალი აარიდა,
- დილა მშვიდობის მირა, სწორედ შენ გეძებდი,
- მე? რატომ?
- დახმარება მჭირდება,
- და პირველი მე გაგახსენდი? არ მჯერა,
- ირონია საჭირო არ არის მირა, დარწმუნებული რომ არ ვიყო ჩემს დახმარებას მოისურვებ არ გთხოვდი, ვიცი რომ დამეხმარები,
- კარგი რაკი ასეა გისმენ, -ფეხი ფეხზე გადაიდო და ყავის ჭიქა გვერდზე გაწია, მითხარი რა მოიფიქრე და რაში გინდა რომ დაგეხმარო,
- ბევრი მიკიბ-მიკიბვის გარეშე გეტყვი, მინდა რომ პორტალში გასვლაში და ნიუ იორკში დაბრუნებაში დამეხმარო, არ გთხოვდი მაგრამ არ ვიცი სად არის და როგორ მუშაობს,
- როგორც ვიცი ჯეისმა უარი გითხრა, რატომ გგონია რომ მე დაგეხმარები?
- ჯეისის გამო, მართალია ერთად აღარ ვართ მაგრამ სანამ აქ ვიქნები არა მგონია ურთიერთობის აღდგენა მოახერხოთ, ვიცი ერთი სული გაქვს როდის წავალ, დამეხმარე და გპირდები ჯეისი ვერ გაიგებს,
- იმაზე მეტად ჭკვიანი ხარ ვიდრე ვფიქრობდი, ამას თუ ჩემს იმპულსურობასაც დავამატებთ ჩავთვალოთ რომ შევთანხმდით, -მირა წამოდგა და ხელი გაუწოდა, -ჯეისი ბიჭებთან ერთად წავიდა და საღამომდე არ დაბრუნდება, გაემზადე ერთ საათში პორტალთან უნდა ვიყოთ,
პორტალამდე ცხენებით მივიდნენ, ალბათ მირამ მოაგვარა რომ მცველები არსად იყვნენ და გარემო მთლიანად თავისუფალი იყო, ნორა გაოცებული შეჰყურებდა უცნაურ ქვის თაღს,
- ეს არის პორტალი? აქ არაფერია, რა უნდა გავაკეთო?
- სიმართლე რომ გითხრა ზუსტად არ ვიცი, პორტალების გამოყენება მხოლოდ მმართველებს შეუძლიათ ან სხვებს მათი ნებართვით, თუმცა დარწმუნებული ვარ შენც შეძლებ, შენ ხომ მმართველების ენერგიას ფლობ, მიუახლოვდი, ვნახოთ რა მოხდება,
- ნორამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა პორტალისკენ და თვალებს არ დაუჯერა, რაც უფრო უახლოვდებოდა, მით მეტად ციმციმებდა თაღს შიგნით მოქცეული სივრცე, თითქოს ლივლივებდა, სუნთქავდა, ცოცხლობდა, იწვევდა და იზიდავდა, სხვადასხვაგვარი ფიგურებით მოხატულ ქვას ხელისგული მიადო და უცნაური მსუბუქი წვა იგრძნო, მასა და პორტალს შორის კავშირი იყო, ის იყო ალივლივებულ სივრცეში უნდა შეებიჯებინა რომ ცხენის ხმა მოესმა, უკან მოიხედა, ჯეისი საშინელი სისწრაფით მოაჭენებდა ცხენს, მისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ჩამოქვეითდა და როგორც კი შეატყო რომ ნორამ მისი დანახვისას პოტალისკენ გადადგა ნაბიჯი, ერთ ადგილზე გაშეშდა, მირა პატარა დამნაშავე ბავშვივით მხრებაწურული იდგა და უხმოდ აკვირდებოდა სიტუაციას,
- ეს არ გააკეთო ნორა არ წახვიდე, -ჯეისის ხმაში თხოვნა, მუდარა და სასოწარკვეთა ერთდროულად ისმოდა, გთხოვ, იქ შენთვის უსაფრთხო არ არის, ჯერჯერობით არა...
- უნდა წავიდე ჯეის, მაპატიე რომ არ გითხარი, ვიცი წასვლის უფლებას არ მომცემდი, ახლა კი აუცილებლად უნდა წავიდე, ისედაც დიდი ხანია უპასუხისმგებლოდ ვიქცევი, აქაურობის გამო ყველა და ყველაფერი დავივიწყე, ჩემზე ნუ იფიქრებ, შემიძლია საკუთარ თავს მივხედო,
- ნორა ამას ნუ იზავ,
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა ჯეის, -შებრუნდა და პორტალში შეაბიჯა, მის უკან თაღი დაიხურა და მხოლოდ უსასრულო სივრცე დარჩა, პორტალმა რამდენიმე წამში ჩაყლაპა, შებოჭა და თავის ნებაზე წაიყვანა, თბილი ქარი თმას უწეწავდა და არარსებულ კედლებზე ახეთქებდა, უკვე თითქმის ვეღარ სუნთქავდა, თვალები დახუჭა, გონება დაძაბა და საკუთარი ბინა წარმოიდგინა, ის ბინა სადაც ამ სამყაროში წამოსვლამდე ბიძამისთან ერთად ცხოვრობდა, უეცრად მის წინ ოთახის კონტურები გამოიკვეთა, წინ მდებარე მოლივლივე კედელი თითქოს გათხევადდდა და ჰაერში აღმოჩენილმა თავი ვეღარ შეიკავა, მუხლებით დაენარცხა იატაკზე, მის ზურგს უკან პორტალი დაიხურა და გაქრა, ნორა გაფართოებული თვალებით შესცქეროდა, სველთმიან წელზე პირსახოც შემოხვეულ ლუკასს და ხმას ვერ იღებდა,
- აქ რას აკეთებ ნორა? -ბოლოს ისევ ლუკასმა მოახერხა, ლაპარაკის დაწყება როგორც კი მიხვდა რომ მის საძინებელში მუხლებზე მდგარი ნორა მოჩვენება არ იყო,
- ჯანდაბა, ამის დედაც, წარმოდგენა არ მაქვს შენს საძინებელში რას ვაკეთებ, წესით ჩემს ბინაში უნდა მოვხვედრილიყავი, პორტალს იქ უნდა წავეყვანე მაგრამ ალბათ ქვეცნობიერად შენზე ვფიქრობდი,
ლუკასმა ხელი დაავლო, წამოაყენა და გულში ჩაიკრა, - მაპატიე მორა, მაპატიე რომ ცუდად მოგექეცი და ასე წამოვედი, მაპატიე რომ მარტო დაგტოვე, გპირდები ამას აღარასოდეს გავაკეთებ,
- კარგი რა ხომ იცი რომ რაც არ უნდა გააკეთო შენზე დიდხანს ვერ ვბრაზობ, -აჩეჩილი სველ თმაზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა,
- მგონი დაგავიწყდა რომ შიშველი ხარ, ჩაიცვი და ყავა დავლიოთ უამრავი რამ უნდა მოგიყვე, -ლუკასმა ახლაღა დაიხედა პირსახოცზე, სასწრაფოდ გამოიღო კარადიდან შორტი და მაისური, სააბაზანოში შეიკეტა და ნორას ანიშნა მანდ დამელოდეო, რამდენიმე წუთში უკვე სამზარეულოში ისხდნენ, ყავას სვამდნენ და ისე საუბრობდნენ ვითომც არაფერი მომხდარიყოს და ყველაფერი ძველებურად ყოფილიყოს,
- მეგონა ჯეისი არ გამოგიშვებდა, -ლუკასი თბილი ღიმილით შეჰყურებდა და ხვდებოდა რა სისულელე გააკეთა რომ ნორა მარტო მიატოვა, ამით არაფერი შეცვლილა დღე არ გასულა რომ მასზე არ ეფიქრა და ახლა როცა ნორა ისევ მის წინ იჯდა, პატარა და სიფრიფანა, გაწეწილი ცეცხლისფერი თმით და ბავშვური მზერით, თავს ძლივს იკავებდა რომ მეგობრის ნიღაბი გვერდზე არ მოესროლა და მისი ოდნავ შეხსნილი ვნებიანი ტუჩები არ დაეკოცნა,
- ჯეისს არც გამოვუშვივარ, უარი მითხრა, ამიტომაც სხვა გზა მოვძებნე,
- ოჰო შენგან ამას არ ველოდი, ალბათ გაცოფებული იქნება,
- უფრო ნაწყენი და იმედგაცრუებული, -ნორამ სევდიანად გაიღიმა და გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა როცა ჯეისის სასოწარკვეთილი მზერა გაახსენდა, -საქმე ბიძაჩემს ეხება ლუკას, ბოლოს როდის ნახე? ეკონტაქტები?
- ბიძაშენს ბოლოს გუშინ დილით ვესაუბრე, შენი ამბავი აინტერესებდა, ის ფიქრობს რომ ახლა მარტო აგრძელებ მოგზაურობას და ჰგონია რომ მხოლოდ მე მეკონტაქტები ხოლმე, მერე დღის განმავლობაში ვცადე დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს,
- მგონია რომ რაღაც მოხდა ლუკას, წამოსვლამდე სიზმარი ვნახე, ვიცი რომ გასაჭირშია, ალბათ მოიტაცეს და სადღაც ყავთ, შენობა რომელიც სიზმარში ვნახე ალბათ რეალურად არსებობს,
- კარგი რა, გგონია ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც გესიზმრა? რატომ არ ფიქრობ რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო,
- მგონი დაგავიწყდა ვინ ვარ, ჩემს გარშემო ასე უბრალოდ არაფერი ხდება,
- კარგი იყოს როგორც შენ გინდა, კომპიუტერს მოვიტან და ზუსტად დეტალებში მომიყევი შენობის შესახებ, აუცილებლად ვიპოვი,
უკვე შებინდებული იყო, ნორა ლუკასის მისაღებში ბოლთას სცემდა და ჩაბნელებულ ქალაქს გაჰყურებდა, ეს უმოქმედობა კლავდა მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, კიდევ კარგი ლუკასი მაინც იყო მასთან ერთად, თუმცა ლუკასს ამაში ვერ გარევდა, მოუწევს ყველაფერი მარტომ მოაგვაროს სრულიად მარტომ,
- ჯანდაბა ნორა, ნუ ფიქრობ მასზე, -შეუძახა საკუთარ თავს, -ადამი აქ არ არის და ვერც იქნება იმ სამყაროშიც კი არ ადარდებდი ახლა კი აქ მარტო ხარ სრულიად მარტო ...
- ვიპოვე, როგორც იქნა ვიპოვე, -ლუკასი გახარებული შემოვარდა ოთახში, -ადექი მივდივართ,
- მისამართი მომეცი, მე მივდივარ, შენ არ წამოხვალ, არ მიდა ამ ყველაფერში გაერიო, ჩემთვის ისედაც ბევრი რამის გადატანა მოგიხდა,
- ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, მგონი დაგავიწყდა ცოტახნის წინ რა გითხარი, მარტო აღარასოდეს დაგტოვებ, სულ ერთია შენ რას ფიქრობ ამის შესახებ, ასე რომ წავედით, ჩემი მანქანით წაგიყვან
- მადლობა ლუკასს, -ლუკასმა ნორას აღელვებისგან ჩამწყდარი ხმა არ შეიმჩნია, მხარზე ხელი მოხვია, მიიხუტა და თავზე აკოცა,
- ესე იგი ისევ ერთად ვართ როგორც ყოველთვის?
- ჰო ლუკას, ისევ ერთად ვართ როგორც ყოველთვის, -ქვემოდან ახედა, საყვარელი მზერა შეანათა და თავს აიძულა რომ გაეღიმა.
* * *
შენობა ზუსტად ისეთი საშიში და უსიამოვნო იყო როგორც სიზმარში, მიტოვებული, უკაცური და ჩაბნელებული,
- მე შიგნით შევალ ლუკას, დარწმუნებული ვარ რომ შენობა ცარიელია, შენ კი გარეთ დამელოდე და თუკი რამეს შეამჩნევ დამირეკე, -ლუკასმა უხმოდ დაუქნია თავი და კარის გაღებაში მოეხმარა, ჟანგიანი კარი გულისშემაწუხებელი ჭრიალით გაიღო, მთელი სართული ზუსტად ისე იყო ცარიელი როგორც სიზმარში, ნორა კედლისკენ წავიდა საიდანაც ქვემოთ ჩასასვლელი კიბე მოსჩანდა, ფრთხილად ჩაუყვა, დაობებულ-დახავსებულ კიბეს, კიბის ბოლოდან დერეფანი იწყებოდა, ორმხრივ ჩარიგებული საკნებით, თითქმის სირბილით გაიარა დერეფანი და სულ ბოლო საკანში როცა კედელზე ჯაჭვებით მიბმული ბიძია ბილი დაინახა, სუნთქვა შეეკრა, კაცი მთლიანად სისხლით იყო მოთხვრილი თუმცა გონზე იყო, ნორა დაინახა თუ არა სახე შეეშალა და ყვირილი დაიწყო,
- შენ რა გაგიჟდი? აქ რას აკეთებ? ახლავე წადი აქედან, მათაც სწორედ ეს უნდათ წადი ნორა, წადი სანამ მოსულან,
- შენს გადასარჩენად მოვედი და არსად წასვლას არ ვაპირებ, ტყუილად ნუ იყვირებ და ენერგიას ნუ დახარჯავ, აქედან ერთად გავალთ, -ბილი გაფართოებული თვალებით უყურებდა ნორას რომელმაც გისოსებს ხელი ჩაავლო და ფერფლად აქცია, მერე მას მიუახლოვდა, ჯაჭვები ხელში მოიქცია თვალები დახუჭა და გონება დაძაბა, ჯაჭვებიც დაიფერფლა და განთავისუფლებული ძალაგამოცლილი კაცი ქვის იატაკს დაენარცხებოდა ნორას ხელი რომ არ შეეშველებინა,
- რა გაგიკეთეს ძია, ასე როგორ მოგექცნენ,
- ვინ ხარ ნორა? ვინ ხარ და ეს ყველაფერი როგორ გააკეთე, -ლუღლუღებდა კაცი და ძლივს ადგავდა ნაბიჯს,
- ჯერ აქედან გავიდეთ და ყველაფერს მოგიყვები, ცოტაც მოიკრიბე ძალა, გარეთ ლუკასი გველოდება, სულ ცოტაც, სულ ცოტაც და სამშვიდობოს ვიქნებით, -საკნიდან გამოიყვანა და ის იყო დერეფნის ბოლოსკენ მდებარე კიბისკენ წავიდნენ რომ უცნაურმა ხმაურმა შეაჩერათ,
- ისინი მოვიდნენ, ის კაცი თავის ურჩხულებთან ერთად, გითხარი უნდა წასულიყავი,
- კიბეზე ჯერ ორი უზარმაზარი ძაღლისმაგვარი კბილებდაკრეჭილი არსება ჩამოვიდა, მათ უკან იგორი მოჰყვა სამ ახოვან, სახეზე ნიღაბაფარებულ კაცთან ერთად, ბილი ღონემიხდილი მიეყრდნო კედელს, ნორას ტვინი გამალებით მუშაობდა გამოსავლის საპოვნელად და თვითონაც უკვირდა მაგრამ საერთოდ ვერ გრძნობდა შიშს,
- ძვირფასო მეზობელო, ბიძია იგორ, შენ არ გელოდითქო რომ გითხრა მოგატყუებ, მაგრამ ეს უზარმაზარი ამალა რა საჭირო იყო ვერ ვხვდები,
- სულელო გოგო დროის მოგებას ტყუილად ცდილობ, შენი მეგობარი ვერაფერში დაგეხმარება, ახლა ჩემს ბიჭებთანაა და ალბათ გაჩენის დღეს იწყევლის,
- იქნებ მე შევძლო დახმარება? -ნორამ კიბეზე უდარდელი ღიმილით ჩამომავალი ადამი რომ დაინახა, ერთხანს იფიქრა რომ მოეჩვენა, თვალები მაგრად დახუჭა და მკლავზე იჩქმიტა, ტკივილმა უცბად მოიყვანა გონს, ადამი ამჯერად სრულიად განსხვავებული იყო, ჯინსის შარვალში, ყელმოღეღილ შავ მაისურში, მაღალყელიან ბოტებში და მოკლე ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, აჩეჩილი წაბლისფერი თმით და ანთებული ცისფერი თვალებით საოცრად გამოიყურებოდა, ნორა პირდაღებული შესცქეროდა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა,
- შენ ვინღა ჯანდაბა ხარ, -იღრიალა იგორმა, -ქოფაკები მიუშვით, -დაუყვირა ხელქვეითებს, ქოფაკები ღრენით დაიძრნენ ადამისკენ, ნორამ თავი ძლივს შეიკავა რომ თვალებზე ხელი არ აეფარებინა, მაგრამ არაფერი მომხდარა, მიუახლოვდნენ, მის წინ დაჯდნენ და საყვარელი ფინიებივით დაიწყეს კუდის ქნევა, ადამმა ორივეს თავზე ხელი გადაუსვა, მერე ნორას შეხედა, პატარა ანცი ბიჭივით გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და ნელი ნაბიჯით წავიდა იგორისკენ ...

- - - - - - - - - - -

ნამდვილად ეფექტური გამოჩენების დიდოსტატია, როგორ ახერხებს ამას, როგორ მოქმედებს ჩემზე ისე რომ ასეთ სიტუაციაშიც კი თვალს ვერ ვაშორებ და მის მეტზე ვეღარაფერზე ვფიქრობ, -ნორა ერთ ადგილზე გაშეშებული, გვერდზე თავგადახრილი უყურებდა ადამს და აბურდულ ფიქრებს ვერაფერს უხერხებდა, -აქ გამომყვა, მხოლოდ იმიტომ რომ ვუყვარვარ და ჩემი დაცვა უნდა, ან იქნებ რამე სხვა მიზეზი აქვს, რა უნდა იყოს? რატომ, რატომ არის აქ?
ადამი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სიბრაზისგან მთლად გაწითლებულ იგორს, გულისპირში ხელი ჩაავლო, ბუმბულივით მსუბუქად ასწია მაღლა და კედელს მიანარცხა,
- რას აკეთებთ თქვენი დედაც, დამეხმარეთ, მომაცილეთ ეს არანორმალური, -იღრიალა იგორმა, მის ხელქვეითებს ადამის ერთი გადახედვა ეყოთ ადგილზე გაშეშებისთვის,
- მოდი, ერთი პატარა შეთანხმება დავდოთ იგორ, -ადამის ხმა იმდენად ცივად ჟღერდა რომ ნორას უნებურად გააჟრჟოლა, -ერთ შანსს ყველას ვაძლევ, მითუმეტეს რომ ჯერჯერობით ისეთი არაფერი ჩაგიდენია რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნებოდა, ახლა შენ წყნარად და მშვიდად იჯდები აქ სანამ აქაურობას არ მოვშორდებით, მერე კი შენს ქოფაკებს და ხელქვეითებს წაიყვან და პატრონთან დაბრუნდები, იცოდე ამის მერე თუკი კიდევ გიხილავ ნორას სიახლოვეს...
- რა, რას გააკეთებ? როგორ ბედავ დამემუქრო? არც კი იცი ვისთან ვმუშაობ,
- იმაზე მეტი ვიცი ვიდრე წარმოგიდგენია, შენს პატრონს გადაეცი რომ შეეშვას ინტრიგების ხლართვას და საკუთარ სამეფოს მიხედოს, ზედმეტის ნდომას და სიხარბეს კარგი არავისთვის არაფერი მოუტანია,
- არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ ახერხებ მაგრამ მე კიდეც რომ წავიდე სხვები მოვლენ, ჩემი პატრონი თუ არა სხვები მაინც გამუდმებით ინადირებენ მასზე, გგონია ვინმე მისცემს უფლებას რომ ამ სამყაროში მშვიდად იცხოვროს?
- შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, შენს თავს მიხედე,
- ვინ ხარ, საიდან მოხვედი? -ამოიხრიალა იგორმა და თავის განთავისუფლებას შეეცადა,
- მერწმუნე ნამდვილად არ მოგეწონება იმის გაგება თუ ვინ ვარ, -ადამმა ცივად გაუღიმა და ლოყაზე ხელი მოუთათუნა, მერე კი ნორას მიუბრუნდა, -წავიდეთ პატარავ?
- ლუკასი? გარეთ ლუკასი იყო, -გაახსენდა ნორას როცა კიბეზე ადიოდნენ, თითქმის გონდაკარგული ბიძამისი, ადამს ეყრდნობოდა მხარზე და ძლივს მიაბიჯებდა,
- ნუ გეშინია შენს მეგობარს არაფერი უჭირს, მე იმაზე ვფიქრობ ამ უკაცრიელი ადგილიდან როგორ უნდა წავიდეთ, ბიძაშენი ძალიან ცუდადაა და სივრცეთა შორის გადაადგილებას ვერ გაუძლებს,
- მანქანით ვართ, ლუკასი მიგვიყვანს საავადმყოფომდე,
- ოღონდ საავადმყოფო არა, სახლში წამიყვანეთ, -ბილის მისუსტებული ხმა ძლივს ისმოდა, -სახლში მინდა, ისეთი არაფერი მჭირს, ლუკასიც მოახერხებს ამ ჭრილობების დამუშავებას,
ლუკასი შენობის შესასვლელთან კედელზე იყო მიყრდნობილი და გასისხლიანებულ საფეთქელზე ხელს იჭერდა, ნორას დანახვაზე მაშინვე მოშორდა კედელს და ბარბაცით მიუახლოვდა,
- რა გჭირს ლუკას? როგორ ხარ? -ნორამ შეშფოთებულმა დაუთვალიერა სახე და სხეული,
- არაფერი მიჭირს, ვერც გავიგე ისე მომიახლოვდნენ და გამთიშეს, გონს რომ მოვედი, შენი მეგობარი მედგა თავზე, ასე მითხრა რომ შენი მეგობარია, -დაამატა ნორას გაკვირვებული სახის დანახვაზე,
- ახლა ამ ყველაფრის გარკვევის დრო არ არის, სად არის შენი მანქანა, -ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ხმით მიმართა ადამმა ლუკასს,
- კუთხეში დავაყენე შემოსასვლელთან მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ დავჯდები საჭესთან, თავბრუ მეხვევა და შეიძლება ავარია მომივიდეს,
- არ არის პრობლემა საჭესთან მე დავჯდები, -გამოაცხადა ადამმა,
- შენ მანქანის მართვაც შეგიძლია? -ნორას აღარ ეგონა დღეს თუღა გააოცებდა რამე, ადამმა ტუჩზე თითი მიიდო სიჩუმის ნიშნად და ჩაიღიმა,
ბიძია ბილი და ლუკასი უკან მოთავსდნენ, ნორა კი ადამს მიუჯდა გვერდით, საშინელმა დაღლილობამ ერთბაშად დარია ხელი, ვერც კი შეამჩნია რომ ადამს მისამართი არ უკითხავს, მისდა გასაკვირად პროფესიონალი მძღოლივით მართავდა ავტომობილს, ნორას ჯერ კიდევ უჭირდა დაჯერება რომ იქ ტყეში თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი არამიწიერი ღვთიური არსება და ეს საყვარელი, ტყავისქურთუკიანი თმააჩეჩილი ბიჭი, რომელიც სერიოზული სახით გაჰყურებდა გზას ერთიდაიგივე პიროვნება იყო, წამით თვალი მის გრძელ თლილ თითებზე გაუშტერდა რომლებითაც საჭეს მართავდა, ახლა ისეთი უბრალო იყო ადამი, ისეთი ახლობელი, ისეთი სასურველი რომ...
- არის რამე რისი გაკეთებაც არ შეგიძლია? -შეეკითხა და თავს ძალა დაატანა რომ თვალები არ დაეხუჭა,
- კი შენ წარმოიდგინე არის, -თითები მხიარულად აათამაშა და ჩაიცინა,
- მაინც რა?
- ახლა თვალები დახუჭე და შეეცადე დაისვენო, ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ, დრო ბევრი გვაქვს,
- ხომ არ წახვალ? მითხარი რომ აღარ წახვალ, მითხარი რომ მარტო აღარ დამტოვებ, -ნორა უკვე ნახევრად ძილბურანში მყოფი, თვალდახუჭული ბუტბუტებდა,
- არსად წასვლას არ ვაპირებ, დღეიდან სანამ შენი სურვილიც იქნება შენს გვერდით ვიქნები, -ჩაესმა დაბალი თბილი ხმა, სახე ბედნიერმა ღიმილმა გაუბრწყინა და საბოლოოდ დანებდა ძილს.
სულ რაღაც ორ საათში ნორა საკუთარ საძინებელში საწოლზე იწვა, ადამი მის გვერდით იჯდა, ბალიშზე უწესრიგოდ დაყრილ ცეცხლისფერ თმაში თითებს დააცურებდა და საყვარლად გამობურცულ ტუჩებს თვალს ვერ აშორებდა, ულამაზესი იყო ნორა, პატარა, სუსტი და მაინც ისეთი ძლიერი... როგორღაც ახერხებდა და იმ გრძნობებს აღვიძებდა მასში რომლებიც აქამდე ეგონა რომ არ არსებობდა, არაფერი აღარ მიდიოდა გეგმის მიხედვით, თავისი უსასრულო ცხოვრების განმავლობაში პირველად გრძნობდა შიშს, ეშინოდა რომ შეიძლებოდა დაეკარგა და ვეღარასოდეს ენახა, მისი ღიმილის გარეშე ცხოვრების წარმოდგენაც კი ტკივილს აყენებდა, კიდევ ერთხელ დახედა და თავზე ხელი გადაუსვა, ღრმა ძილით ეძინა, მშვიდად ფშვინავდა და დროდადრო ბედნიერი ღიმილი უპობდა ბაგეს, გვერდით მიუწვა, ხელი ფრთხილად შეუცურა თავქვეშ და მიიზიდა, ნორამ პატარა საყვარელი ფისოსავით ამოიკრუტუნა და მკერდზე მიეკრო ...
* * *
დილით გამოფხიზლდა თუ არა ნორა, მისი დამათრობელი სურნელი იგრძნო, სურნელი რომლითაც მთელი ოთახი იყო გაჟღენთილი, მის გვერდით იწვა და მკლავი მის თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, მეორე ხელით კი წელზე ეხვეოდა, ისე ახლოს იყო ცოტაც რომ მოენდომებინა მის ოდნავ შეხსნილ ბაგეებს მისწვდებოდა, იმ ბაგეებს რომლებსაც ასე ხშირად ხედავდა სიზმარში, ადამი წელსზემოთ შიშველი იყო, თმაგაჩეჩილი, მშვიდად ფშვინავდა, დროდადრო გრძელ ხშირ წამწამებს ახამხამებდა და იღიმოდა,
- ნეტავ რა ესიზმრება ან საერთოდ თუ ესიზმრება რამე? -ფიქრობდა ნორა და სუნთქვაშეკრული ათვალიერებდა მის უნაკლო, დაკუნთულ სხეულს, ადამი შეირხა, მოულოდნელად მისკენ მიიწია, მიიზიდა, და მკერდზე მიიკრა, არ გაძალიანებია, მთელი სხეულით აეკრა, მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და გაყუჩდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მის გარშემო ყველა და ყველაფერი გაჩერდა, დრო ერთ ადგილზე გაიყინა და მისი გულისცემის გარდა ყველა ხმა გაქრა, არ იცოდა რამდენ ხანს იყო ასე, ერთი წუთი თუ ერთი საათი, როცა ადამს შეეხებოდა საქმე დროს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მის მკლავებში მთელი საუკუნის გატარებაზეც არ იტყოდა უარს,
- დილა მშვიდობის, -ჩაესმა ხმა და ახლაღა გაიაზრა რომ უკვე დილა იყო, -ჯანდაბა უკვე დილაა, ბიძია ბილი, ლუკასი, ამდენ ხანს რამ დააძინა, მისი მკლავები მოიშორა და დაფეთებული წამოხტა საწოლიდან,
- რას აკეთებ, სად მიდიხარ? -ადამი თვალებს იფშვნეტდა და ღიმილით შესცქეროდა კურდღლებით მოხატულ პიჟამოებში გამოწყობილ, თმააწეწილ და ლოყებაწითლებულ ნორას,
- არაფერი მახსოვს, რამდენ ხანს მეძინა? ბიძაჩემი სად არის როგორ არის? ლუკასი? სად არიან? -ნორა ძლივს უყრიდა თავს სიტყვებს,
- დამშვიდდი ორივე კარგად არიან, ბიძაშენს გვერდით საძინებელში ძინავს, ლუკასიც მასთანაა, ნუ შიშობ, სერიოზული არაფერი ჭირთ,
- გზაში ჩამეძინა? რატომ არ გამაღვიძე?
- ძალიან დაღლილი იყავი, ჯერ ალბათ არ იცი რომ პორტალში გავლა უამრავ ენერგიას გაკარგვინებს, ამას დამატებული სტრესი და დაძაბულობა და გამოძინება ნამდვილად გჭირდებოდა, -წამოდგა და ნელი გრაციოზული ნაბიჯით მიუახლოვდა, -მიდი აბაზანაში შედი, წყალი გადაივლე, გამოიცვალე, მე კი საუზმეს მოვამზადებ,
ნორამ ახლაღა შეამჩნია რომ პიჟამა ეცვა,
- ეს როდის ჩავიცვი? არაფერი მახსოვს,
- მე ჩაგაცვი,
- შენ? -იგრძნო როგორ გაუხურდა სახე, ჯანდაბა ალბათ ახლა სულმთლად წითელია,
- ჰო მე ჩაგაცვი, არამგონია იმ ტანსაცმლით ძილი მოგეხერხებინა და ამიტომ გამოგიცვალე, -ადამმა მხრები აიჩეჩა და კარისკენ წავიდა,
- მოიცადე, -შეაჩერა ნორამ, -კარადიდან ბიძამისის მაისური გამოიღო და გადაუგდო, -ჩაიცვი, რა წესია ასე შიშველი რომ დატანტალებ, -ადამმა ჩაიცინა, მაისური ხელში შეატრიალა მაგრამ არაფერი უთქვამს, გადაიცვა და საძინებლიდან გავიდა,
- ნორამ ძლივს ამოისუნთქა თავისუფლად, ხელები გაშალა და გულაღმა გადავარდა საწოლზე, დაუჯერებელია, ადამი ნიუ იორკში იყო, მის ბინაში, მის საძინებელში და ახლა მის სამზარეულოში საუზმეს ამზადებდა, თურმე მართლაც ხდება სასწაულები, შხაპი მიიღო, თმა მოიწესრიგა, სპორტული შარვალი და მაისური ჩაიცვა და პირველი ბიძამისის ოთახის კარი შეაღო, ლუკასი და ბილი ერთ საწოლში იწვნენ გვერდიგვერდ და ბედნიერად ეძინათ, ადამი მართალი იყო, აშკარად სერიოზული არაფერი სჭირდათ, დამშვიდებულმა გამოიხურა კარი და სამზარეულოში შევიდა თუ არა ადგილზე გაშეშდა, ოთახის შუაგულში საუზმე იყო გაშლილი, ადამი ომლეტს წვავდა, ჰმ, მითიური არსება სხვა სამყაროდან, მის სამზარეულოში ისე გრძნობდა თავს როგორც თევზი წყალში და მისთვის საუზმეს ამზადებდა,
- ვიცი რომ ტაფით ხელში ქურასთან ძალიან სექსუალური ვარ, მაგრამ ჯობია ჩემს ცქერას შეეშვა და დაჯდე, ჩაი გაგიცივდება, -ადამმა ნორას აციმციმებული თვალები შეანათა და მისი აწითლებული ლოყების დანახვაზე ღიმილი ვერ შეიკავა, ომლეტი თეფშზე გადმოუღო, ხელები პირსახოცზე შეიწმინდა და სკამი გამოუწია,
- გთხოვთ,
- ნამდვილი ხარ ადამ? მართლა აქ ხარ თუ მეჩვენები? -ძლივს ამოილუღლუღა და მისკენ ნაბიჯი წადგა, წელზე რომ იგრძნო მისი ხელები ხოლო კისერში მისი ცხელი სუნთქვა, სიამოვნებისგან თვალები რომ მიენაბა, მაშინღა ამოისუნთქა შვებით,
- მართლა აქ ხარ, ჩემთან ხარ, -ჩურჩულებდა და თითებს მის წაბლისფერ ურჩ თმაში დაასრიალებდა,
- აქ ვარ და სულ შენთან ვიქნები, ყოველთვის, მე და შენ ერთი მთლიანობა ვართ ნორა, -მოშიშვლებულ მხარზე მხურვალე კოცნა დაუტოვა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა, მის თვალებში მთელ სამყაროს ხედავდა ნორა, ადამისთვის კი ნორა იყო მთელი სამყარო,
სახიფათოდ დამუხტული ატმოსფერო ლუკას უხერხულმა ჩახველებამ გაკვეთა,
- იმედია ხელი არ შეგიშალეთ, შიმშილით ვკვდები, -სკამი გამოწია და მაგიდას მიუჯდა, -არ მჯერა რომ ეს ყველაფერი შენ მოამზადე ნორა, როდის აქეთია საჭმლის გაკეთება ისწავლე?
- მე არა, ადამმა მოამზადა,
- ადამმა? -ლუკასს ხელში გაუშეშდა პირთან მიტანილი ჩანგალი, -როგორ? ეს ადამი ის ადამია? სერიოზულად? როგორ მოხდა ყველაფერი მომიყევი,
- ნამდვილად ის არის, -ნორა მაგიდას მიუჯდა,
- მგონი დაგავიწყდათ რომ მეც აქ ვარ, -ადამმა ნორას გვერდით დაიკავა ადგილი, -ესე იგი ჩემზე საუბრობდით ხოლმე?
- ჰო მაგრამ რატომღაც სხვანაირი წარმომედგინე, შენ... შენ ძალიან ჩვეულებრივი ხარ, ყოველ შემთხვევაში ახლა ნამდვილად, ჩვეულებრივად გამოიყურები,
- მაინც როგორი წარმოგედგინე?
- არც კი ვიცი რას ველოდი, უბრალოდ დაივიწყეთ, -ლუკასმა ბლინები გადაიღო, ჩაი დაისხხა და გაჩუმდა, ნორა კი ადამს თვალს ვერ აშორებდა, ჩვეულებრივი? ეს ის სიტყვა ნამდვილად არ იყო რასაც ადამს უწოდებდა, იჯდა მის გვერდით ბიძამისის შარვალში და მაისურში გამოწყობილი, ბლინებს და ომლეტს შეექცეოდა, დროდადრო აციმციმებული, სიყვარულით სავსე ცისფერი თვალებით შესცქეროდა და ამ უბრალოებაშიც კი ეტყობოდა როგორი დიდებული იყო, ნამდვილი საოცრება და ეს საოცრება მხოლოდ მას ეკუთვნოდა,
- ბიძაშენი აქ ვეღარ დარჩება, -გამოაფხიზლა ლუკასის ხმამ, უნდა დავითანხმოთ რომ ქალაქიდან წავიდეს,
- არ წავა ლუკას, ხომ იცი რომ არ წავა და თანაც არ ვიცი როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი,
- ლუკასი მართალია, ახლა მისთვის აქ ყოფნა უსაფრთხო არ არის, ყოველთვის ვერ მოახერხებ მის დაცვას, ჯობია უსაფრთხო ადგილი მოვძებნოთ მისთვის, -ადამმა ნორას ხელი ხელში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა, დაელაპარაკე, ვიცი რომ მოახერხებ მის დარწმუნებას, საჭირო არ არის ყველაფერი დაწვრილებით მოუყვე, ისედაც უკვე დარწმუნებული ვარ ყველაფერს ხვდება,
- მონტესანოში ჩემს მშობლებს სახლი აქვთ რომელსაც არ იყენებენ, კარგი ადგილია, იმ სახლის შესახებ არავინ იცის, იქ წავიყვან, დაისვენებს და გამოჯანმრთელდება,
- ლუკას შენთან ვალში ვარ, არც კი ვიცი როგორ უნდა გადაგიხადო მადლობა,
- ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება რომ შენ ბედნიერი იყო, -ლუკასმა ჩაი მოსვა და თვალი ნაცრისფრად მოღრუბლულ ცას გაუშტერა სამზარეულოს ფანჯრიდან რომ მოჩანდა,
- მიხარია რომ ნორას შენნაირი მეგობარი ყავს, -ადამის ხმაში მხოლოდ გულწრფელობა ისმოდა და ნორამ შვებით ამოისუნთქა.
მისდა გასაკვირად ბიძამისი არც თუ ისე ძალიან გაჯიუტდა, მონტესანოში გადასვლაზე დათანხმდა, თუმცა საყვარელი დისშვილის მარტო დატოვება არ უნდოდა, ბევრი არაფერი უკითხავს, იმას დასჯერდა რაც ნორამ მოუყვა, ბარგი ჩაალაგა და ლუკასთან ერთად გაემგზავრა, ნორა მარტო დარჩა ადამთან ერთად,
- შეგიძლია დღეს ჩემი თანმხლები იყო ქალაქში? -ადამი უყურებდა ნორას და ხვდებოდა რომ ახლა სახლში დარჩენა მისთვის ნამდვილად არ იყო კარგი იდეა, ენერგიის დახარჯვა სჭირდებოდა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,
- ქალაქში? გინდა რომ გავისეირნოთ?
- ჰო მინდა რომ ყველაფერი დამათვალიერებინო, არამგონია დიდხანს მოგვიწიოს აქ დარჩენა და მინდა ყველაფრის ნახვა მოვასწრო,
- იმ სამყაროში უკან უნდა დავბრუნდეთ?
- არ გინდა?
- მინდა და მითუმეტეს თუ შენ ჩემს გვერდით იქნები სადაც გინდა იქ წავიდეთ, შენს გვერდით შენს მეტს არავის და არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ჩაგეხუტო?
- ადამმა ხელები გაშალა და მთრთოლვარე სხეული გულში ჩაიკრა.
* * *
გვიან ღამემდე დასეირნობდნენ ქალაქში, ადამი პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული ათვალიერებდა უცხო ადგილებს და ნორასთან ერთად უსინჯავდა გემოს სხვადასხვა უცხო საჭმელს, ბოლოს ტაქსიდან ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ღამის კლუბის წინ ჩამოვიდნენ,
- გინდა შევიდეთ? - ნორა მოუთმენლობისგან ერთ ადგილზე ცმუკავდა,
- შევიდეთ, ალბათ სისულელედ მოგეჩვენება რასაც გეტყვი მაგრამ, ხანდახან იცი რაზე ვოცნებობდი? ხალხით სავსე დარბაზში დალევაზე და ცეკვაზე, ისე რომ მათ ჩემი დანახვა და შეგრძნობა შეძლებოდათ, ახლა კი შენი წყალობით ეს ყველაფერი შემიძლია, შენ მე ნამდვილი ცხოვრება მაჩუქე, ჩემი პატარა საოცრება ხარ, ჩემი სასწაული, მითხარი რომ არასოდეს მიმატოვებ, მითხარი,
- სერიოზულად მეკითხები? -ნორამ ხელი გულზე მიიდო რომელიც ამოვარდნაზე ჰქონდა, -მართლა მეკითხები მიგატოვებ თუ არა? -მიუახლოვდა, ხელები ნელ-ნელა აუცურა მკერდზე და კისერზე მოხვია, თითისწვერებზე აიწია და ნაზად შეეხო ტუჩებზე, იგრძნო როგორ გააჟრჟოლა ადამს, ცისფერი თვალები დაებინდა, სუნთქვა აუჩქარდა, სახე ორივე ხელით დაუჭირა და ტუჩებზე დააცხრა, კოცნიდა ერთდროულად ნაზად და მომთხოვნად, ცალი ხელით მკერდზე იკრავდა ცალს კი მის ცეცხლისფერ თმაში დააცურებდა, შუა ქუჩაში იდგნენ და ვერაფერს ხედავდნენ, ვერაფერს გრძნობდნენ, ერთმანეთის მთრთოლვარე სხეულების და აჩქარებული გულისცემის გარდა,
- მგონი ყველა ჩვენ გვიყურებს, -ჩაიჩურჩულა ნორამ როცა ადამის ტუჩებს მოწყდა და მკერდზე მიეყრდნო, -ჯობია შევიდეთ, -აციმციმებულ თვალებში შეხედა და როცა მისი ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახე დაინახა ღიმილი ვერ შეიკავა,
ბარი სავსე იყო, ხმამაღალი მუსიკა უკრავდა და მუსიკის რიტმს აყოლილი წყვილები ირწეოდნენ, ნორამ ძლივს იპოვა თავისუფალი მაგიდა და სასმელი შეუკვეთა,
- კარგი იქნებოდა რომ ლეაც აქ ყოფილიყო, რატომ არ წამოვიდა შენთან ერთად?
- მე და ლეას ერთდროულად არ შეგვიძლია იმ სამყაროს დატოვება, ერთერთი მაინც უნდა ვიყოთ იქ და მთელ რიგ საქმეებს მივხედოთ რომ წონასწორობა არ დაირღვეს, ჩვენს გარეშე იქაურობას ქაოსი მოიცავს,
- როგორ ფიქრობ უშენოდ კარგად არის?
- ვფიქრობ რომ არაფერი უჭირს, რათქმაუნდა ერთმანეთისგან მოშორებით შედარებით სუსტები ვართ, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობთ ერთმანეთის გასაჭირს, ცუდად რომ იყოს მეცოდინებოდა, დავლიოთ?
მესამე ჭიქის შემდეგ ნორა ერთ ადგილზე ვეღარ გაჩერდა, სხეულის ნაზი რხევით გაემართა მოცეკვავეებისკენ და ადამიც თან გაიყოლა, რიტმს აყოლილები თვალდახუჭულნი თავდავიწყებამდე მისულები ირწეოდნენ,
გამთენიისას გამოვიდნენ ბარიდან, ქუჩა თითქმის ცარიელი იყო,
- მოდი ცოტა ფეხით გავისეირნოთ კარგი? -შეეკითხა ადამს და პასუხი რომ ვერ მიიღო შებრუნდა, ადამი ერთ ადგილზე იყო გაშეშებული და გაოცებული, ტკივილით სავსე მზერით უმისამართოდ იყურებოდა სივრცეში,
- რა გჭირს კარგად ხარ?
- ლეა, ლეა.. ეს შეუძლებელია, -გულზე ხელი მიიჭირა და ტკივილისგან ამოიგმინა, -ლეა ცუდადაა, ძალიან ცუდად, მის ტკივილს ვგრძნობ, ადრე ასეთი რამ არასდროს მომხდარა, კიდევ ერთხელ ამოიგმინა და მუხლებზე დაეცა, ნორამ მის წინ ჩაიმუხლა და სახეზე შეეხო თუ არა მის თვალწინ კადრებად გაირბინა, იმ სცენებმა რომელიც აქამდე არ ენახა, ლეა უზარმაზარი დარბაზის შუაგულში, უცნაური მეტალის წნელებით მოწნული სივრცის შუაგულში იყო გამოკეტილი, წნელებს აწყდებოდა, შემდეგ უკან ვარდებოდა და ეს ყველაფერი აუტანელ ტკივილს ანიჭებდა, ნორაც ზუსტად ისე გრძნობდა ტკივილს როგორც ლეა და ადამი, ეს ყველაფერი კი მთლიანად ართმევდა ძალას და ასუსტებდა,
- მე მას ვხედავ ადამ, ლეას ვხედავ, ჩაკეტილი ჰყავთ და ის მართლაც ძალიან ცუდად არის, -ნორა აღელვებული საუბრობდა და სახეზე ეფერებოდა, უეცრად ცა მოიქუფრა და ისე ჩამობნელდა თითქოს ცოტა ხნის წინ დილის რიჟრაჟი არ ყოფილიყოს, მათგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ჰაერი აალდა და აელვარდა,
- პორტალი, პორტალი იხსნება, ნორა აქ დარჩენა სახიფათოა უნდა წახვიდე, ახლა აქ შენს დაცვას ვერ შევძლებ, წადი გთხოვ,
- სულ ტყუილად მთხოვ, არსად წასვლას არ ვაპირებ,
- ნუ ხარ ასეთი ჯიუტი, მხოლოდ ერთხელ დამიჯერე კარგი? ახლავე წადი აქედან,
- საკმარისია ადამ, მე არ ვარ ისეთი სუსტი რომ გავიქცე, თავის დაცვა შემიძლია, -წელში გასწორდა და პორტალს თვალი გაუსწორა რომლიდანაც უკვე გადმოდიოდნენ, შენიღბული, ჯავშნიანი არსებები, -შენ ამას შეძლებ ნორა, შეუძახა საკუთარ თავს და ღრმად ჩაისუნთქა, ახლა კი ნამდვილად გამოადგა მარკუსის ვარჯიშები, მთელ ენერგიას სხეულის ერთ წერტილში მოუყარა თავი და ხელებისკენ მიმართა, თვალდახუჭულმა წარმოიდგინა სასურველი რამ, რამდენიმე წამში სიმხურვალე იგრძნო და ადამის გაოცებული ხმაც მოესმა,
- ამას როგორ აკეთებ ნორა?
თვალები გაახილა, თვალნათლივ დაინახა როგორ გროვდებოდა მის მკრდთან ენერგია, ხელებისკენ ტალღებად მიემართებოდა და ცეცხლის ბურთებად გარდაიქმნებოდა, საოცარი ძალის შეგრძნება ნელ-ნელა იზრდებოდა და მთლიანად ავსებდა მის არსებას, ადამი ფეხზე წამოდგა, თუმცა ნორა ხედავდა როგორ სუსტად იყო,
- შენ ნურაფერზე იფიქრებ, ამ არამკითხეებს მე მივხედავ, შემდეგ კი წავიდეთ და ლეა გადავარჩინოთ, მხიარულად შესცინა ადამს და ასე გაღიმებული დაიძრა მეომრებისკენ...

- - - - - - - - - -

- არ მინდა რამე დაგიშავოთ, ასე რომ თავი დაგვანებეთ და მშვიდობიანად დაბრუნდით იქ საიდანაც მოხვედით, -ნორა ღიმილით უახლოვდებოდა მებრძოლებს, გრძნობდა როგორ იზრდებოდა მის შიგნით ენერგია, ბობოქრობდა და გარეთ გამოსვლას ცდილობდა,
- მეჩვენება თუ ეს პატარა გოგო გვემუქრება? -კბილებში გამოსცრა ერთ-ერთმა მებრძოლმა რომელიც აშკარაა დანარჩენებს მეთაურობდა და უცნაურად მოელვარე ხმალი იშიშვლა, ადამმა წამოწევა სცადა მაგრამ გულის არეში აქამდე არგანცდილმა ტკივილმა ამის საშუალება არ მისცა, ხედავდა როგორ უახლოვდებოდა ნორა მებრძოლებს და თვალს ვერ აშორებდა, თავისი უსასრულო ცხოვრების განმავლობაში თავი ასე ცუდად, ასე უმწეოდ არასოდეს უგრძვნია, მის დახმარებას ვერ ახერხებდა მაგრამ გრძნობდა, რატომღაც დარწმუნებული იყო რომ ნორა თავისუფლად შეძლებდა მათთან გამკლავებას...
- გგონია ჩვენმა პატრონმა არ იზრუნა იმაზე რომ შენს მეგობარს შენი დახმარება არ შეძლებოდა? მაგრამ აშკარად შენი ძალების შეფასებაში შეცდა, -მეთაურმა მუქარით აღმართა ხმალი, და გაოცებული გამომეტყველება მიიღო როცა ნორა ჩაიმუხლა და ხელისგულები ასფალტს მთელი ძალით დააჭირა,
- იღბლიანები ხართ ბიჭებო, ხოცვა-ჟლეტა და სისხლისღვრა ჩემი სტილი არ არის, ასე რომ ისიამოვნეთ, -მისი ხელებიდან ცეცხლი თითქოს ასფალტში ჩაიღვარა, რამდენიმე წამის შემდეგ მებრძოლებს შორის შადრევანივით ამოიჭრა და ცოტა ხანში ცეცხლოვანი თოკებით შეკრულები უძრავად ეყარნენ ძირს, ადამი თვალებგაფართოებული შესცქეროდა სანახაობას, ნორა ღიმილით მიუახლოვდა და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა,
- ნამდვილი საოცრება ხარ მაგრამ თავს არც თუ ისე კარგად ვგრძნობ, იმის მაგივრად რომ მე დამეცავი, ყველაფერი პირიქით მოხდა, -ადამი ნორას მხარზე ეყრდნობოდა და აშკარად უჭირდა ფეხზე დგომა,
- უბრალოდ გამიმართლა, ნამდვილად არ მეგონა თუ გამომივიდოდა, მარკუსთან ერთად ხშირად ვვარჯიშობდი მაგრამ მართლა არ ვიცი ახლა როგორ შევძელი, მგონი ამ სამყაროში აღარაფერი დაგვრჩენია არა? ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მოდი ეს პორტალი გამოვიყენოთ დასაბრუნებლად და ლეას გასათავისუფლებლად,
- დარწმუნებული ხარ რომ ჩემი და ჩემი დის გამო თავის საფრთხეში ჩაგდება გინდა? -ადამის ხმა ეჭვით და ყოყმანით იყო სავსე,
- ახლა მხოლოდ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, შენთან ერთად ყოფნა ჰაერივით მჭირდება, ამისთვის კი პრობლემების მოგვარებაა საჭირო, -ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა, ლოყაზე ხელისგულით მოეფერა, თმა აუჩეჩა და პორტალზე ანიშნა, -მგონი დროა არა?
პირველად იყო ადამი ასეთ მდგომარეობაში, უყურებდა ამ პატარა, ცეცხლისფერთმიან, გოგონას და არანაირი სურვილი არ ჰქონდა მისთვის წინააღმდეგობა გაეწია, პირველად გრძნობდა რომ ვიღაცისთვის თვალდახუჭულს შეეძლო საკუთარი სიცოცხლის ნდობა, ამოიოხრა და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა,
- კარგი, დროა წავიდეთ,
პორტალში შეაბიჯეს თუ არა, ნორამ ხელი რომელიც აქამდე მაგრად ჰქონდა მისთვის ჩაჭიდებული შეუშვა, და ნაბიჯი უკან გადადგა,
- რას აკეთებ ნორა, -ადამის ხმაში ერთდროულად ჟღერდა ბრაზი და შიში, -ხელი მომკიდე, ასე შეიძლება სხვადასხვა ადგილას აღმოვჩნდეთ,
- მაპატიე, ახლა საჭიროა რომ ცოტახნით ჩემგან და ლეასგან შორს იყო, როცა მიხვდები რატომ მოვიქეცი ასე, გამიგებ, -ნორამ მთელი ძალით კრა მკერდზე ხელი და როცა ადამი გულაღმა გადავარდა უნაპირო სივრცეში, თვითონ მთელი ძალით ეცადა ის ადგილი წარმოედგინა რომელიც ხილვაში დაინახა და სადაც დიდი ალბათობით ლეა ჰყავდათ გამომწყვდეული, რამდენიმე წამის შემდეგ ნათლად იგრძნო როგორ გათხევადდა სივრცე და თვალწინ უცხო ადგილი და უცნაური სანახაობა წარმოუდგა, პორტალიდან ფრთხილად გადააბიჯა შავი ქვით მოპირკეთებულ იატაკზე და მიმოიხედა, უზარმაზარი ნახევრად ჩაბნელებული დარბაზის თითქმის ნახევარი მანათობელი მეტალის წნელებით იყო შემოსაზღვრული და მის შიგნით უფორმო ენერგია უმწეოდ აწყდებოდა კედლებს, თუმცა წნელებთან ყოველი შეხებისას საშინელი ყვირილით ვარდებოდა უკან, ნორას გული მოეწურა მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვისას, -კი მგრამ როგორ შეძლეს და მოახერხეს ამის გაკეთება, როგორ გამოამწყვდიეს ამ საპყრობილეში? -გარშემო მიმოიხედა, არავინ იყო, მისკენ წავიდა, ნელ-ნელა უახლოვდებოდა და ხედავდა როგორ წყნარდებოდა მთრთოლვარე ენერგია და როგორ იღებდა ფორმას, როცა წნელებს მიუახლოვდა გალიის შუაგულში მუხლებზე დაჩოქილი სახეშეშლილი ლეა დახვდა, თვალები ჩაშავებოდა და ფრჩხილებიდან წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდა სისხლი, ნორას აწყლიანებული თვალებით შეხედა და წამოდგომა სცადა, მისმა ასეთ მდგომარეობაში ყოფნამ, ნორას გული მოუკლა, ისეთი უმწეო ჩანდა...
- არ გინდა, ნუ ეცდები წამოდგე, აშკარად ეს წნელები ცუდად მოქმედებს შენზე, ძალას გართმევს, ვეცდები გალია გავაღო, არაფრის შეგეშინდეს, შენს დასახმარებლად მოვედი, უბრალოდ გაუნძრევლად იჯექი და დამელოდე რამე მოვიფიქრო, კარგი?
- ადამი სად არის? -ძლივს ამოილუღლუღა ლეამ, შენთან არ უნდა ყოფილიყო?
- ადამი კარგად არის ნუ ნერვიულობ?
- შენი არ მჯერა ნორა, კარგად რომ იყოს ასე არ მიმატოვებდა,
- აშკარად არ იცი რომ შენი ცუდად ყოფნა მასაც ცუდად ხდის, ასე რომ ჯერ შენ უნდა გაგათავისუფლო რათა ძალები მოიკრიბო და მანაც დაიბრუნოს ძალა, ახლა კი უკან დაიხიე,
- არ გინდა, არ შეეხო, -ლეას თვალებში უცნაური შიში გაკრთა, -ჩემზე თუ მოქმედებს ეს მეტალი შენზეც იმოქმედებს, შენში ხომ ჩვენი ენერგიაა,
- ალბათ გავიწყდება რომ ჩემში კიდევ სხვა ბევრი სხვადასხვა ენერგიაც არის, ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს და სწორედ ამიტომაც ვარ ასეთი უნივერსალური, -ლეას თვალი მხიარულად ჩაუკრა და წნელებს ხელი ჩასჭიდა, სხეულში უცნაური, წინააღმდეგობრივი წვა იგრძნო, ტკივილმა თავიდან ფეხებამდე დაუარა და სახე შეეჭმუხნა, წნელები ცოცხალი არსებასავით უძალიანდებოდა, მთელი ძალა მოიკრიბა და ნელ ნელა იგრძნო როგორ გათხევადდა მის ხელში მხურვალე მეტალი და ძირს დაიღვარა, ლეას მაშინვე შეეტყო ცვლილება, შვებით ამოისუნთქა, წამოდგა, მხრები თავისუფლად შეათამაშა და თვალები უცნაური ცეცხლით და ბრაზით აენთო,
- მადლობა ნორა, ახლა კი იმ ნაბიჭვარს ყველაფერს ვაზღვევინებ,
- ვის გულისხმობ? სად ვართ და ეს ვინ გაგიკეთა, ან რატომ?
- მეგონა მიხვდებოდი, წყვდიადის სამეფოში ვართ, -დარბაზის ერთადერთი ფანჯრისკენ თავით ანიშნა,
-გაიხედე, არ გაინტერესებს როგორია ნამდვილი წყვდიადი?
ფანჯრიდან ჩაბნელებული აქა-იქ ხელოვნური შუქით განათებული სამეფო მოჩანდა, არსად იყო მთვარე ან ვარსკვლავები, შენობებს სქელი, ბლანტი წყვდიადი ეხვია გარს,
- აი ეს მესმის, საოცარი სანახავია, -ნორა აღფრთოვანებული მზერით ათვალიერებდა, წყვდიადის სამეფოს იმ მცირე მონაკვეთს ფანჯრიდან რომ ჩანდა, გონს ლეას ჩაცინებამ მოიყვანა,
- რა გაცინებს?
- ახლა აღარ მიკვირს რატომ გიზიდავთ ერთმანეთი შენ და ადამს, ორივე უცნაურები ხართ, დგახარ აქ და დროს კარგავ, წავედით, ჩქარა, -კარს მიუახლოვდა და შეეხო თუ არა დენდარტყმულივით დაიხია უკან, კედლებშიც ყველგან იგივე მეტალის წნელები იყო ჩაყოლებული,
- ჯანდაბა იგივე მეტალია, უკეთ ვარ მაგრამ ამ ოთახში მაინც არ შემიძლია ძალების გამოყენება, ნორა შეგიძლია კარი გააღო?
- თუ იმას გავითვალისწინებთ როგორი სქელი ჩანს ალბათ ბევრი დრო დაგვჭირდება, იმედია ყველა კარი ასეთი არ იქნება თორემ აქედან ალბათ ერთი კვირა მაინც ვერ გავალთ, -ლეას განთავისუფლებამ მთელი ძალები წაართვა და გამოფიტა, თუმცა ახლა ნამდვილად ვერ დანებდებოდა, უნდა ეცადა სხვა გზა არ ჰქონდა, ის იყო კარს უნდა მიახლოვებოდა რომ საკეტის ხმა მოესმათ, გაიღო და ზღურბლზე საიმონი გამოჩნდა რამდენიმე მცველთან ერთად, ნორას დანახვისას წარბი მაღლა აზიდა და სახეზე აშკარა გაოცება გამოესახა თუმცა მალევე გადაიტანა მზერა ლეაზე და თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა,
- აი თურმე როგორი ყოფილხარ, ესე იგი ეს არის შენი ნამდვილი სახე? რამ გაიძულა ეს ფორმა მიგეღო? რამდენი ვცადეთ და ვერ გაიძულეთ, ახლა რა მოხდა? -გამჭოლი მზერით ათვალიერებდა ლეას და ნორა აშკარად ხედავდა როგორ მწიფდებოდა მის გონებაში რაღაც რასაც ძლივს აკავშირებდა ერთმანეთთან,
- ამაშიც შენი ხელი ურევია პატარა ქალბატონო? მგონი მართლაც ვერ შეგაფასე სწორად, -საიმონმა ახლა ნორას მიაპყრო წითლად მოელვარე თვალები, ნორამ ლეას ხელი ჩაჰკიდა რომელიც სიბრაზისგან ცახცახებდა, უკან დასწია და წინ აეფარა,
- მეც მიხარია შენი ნახვა საიმონ, -მისი ხმა ნეიტრალურად, არაფრისმთქმელად ჟღერდა, ხოლო თვალებში ის ნაპერწკლები უციმციმებდა საიმონს რომ ვერ გაეგო რას მოასწავებდა და ძალაუნებურად აიძულებდა დაძაბული ყოფილიყო,
- არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ აკეთებ, არ ვიცი რა მიზანი გაქვს, მაგრამ შეცდომას უშვებ, დიდ შეცდომას, ჯერ კიდევ არ არის გვიან რომ ყველაფერი გამოასწორო, გაგვიშვი და პრობლემებიც არ შეგექმნება, გპირდები არც შენ და არც შენ სამეფოს არაფერი დაგიშავდებათ,
- შენს შესაძლებლობებს ზედმეტად ხომ არ აფასებ ნორა, -საიმონი უკვე ბრაზიანად იღრინებოდა და აშკარად ეტყობოდა რომ მოთმინება ეწურებოდა,
- მერწმუნე იმაზე მეტი რამ შემიძლია ვიდრე წარმოგიდგენია, მომწონხარ საიმონ, ამ ყველაფრის მიუხედავად რატომღაც მაინც გამაჩნია შენს მიმართ სიმპათიები და გთხოვ რამე სისულელეს ნუ გააკეთებ, -ნორა გულწრფელი თხოვნით მიმართავდა საიმონს მაგრამ ხედავდა, წამიერი ყოყმანი და თანაგრძნობა როგორ გაქრა მის თვალებში და მათი ადგილი შეუვალობამ და სისატიკემ დაიკავა,
- მაპატიე ნორა, შენ ნამდვილად არ მყავდი გათვალისწინებული ამ თამაშში, იმ იდიოტებს შენი განეიტრალება, ხოლო შენი მეგობრის მოკვლა ევალებოდათ, თუმცა იმ მდგომარეობაშიც კი ვერ მოახერხეს მისი მოშორება, იდიოტები, ახლა კი შენი მოშორება მომიწევს რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს, თუმცა ეს არსება რომელსაც ასე იცავ, ცოცხალი მჭირდება, მის დასატყვევებლად ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ, არავის სჯეროდა რომ შევძლებდი, ყველას უბრალოდ ლეგენდად და მონაჩმახად მიაჩნდა ამბები ღვთიური არსებების შესახებ, ისინი ყოველთვის სხვადასხვა სახით ჩნდებოდნენ ჩვენს გარშემო თუმცა ვერასდროს ვახერხებდი მათ გამოჭერას, ამ ბოლო დროს კი რატომღაც ხილულნი გახდნენ, ახლა უკვე შემიძლია მისი ძალები საჩემოდ გამოვიყენო, შენ კი ამაში ხელს ვერ შემიშლი, -დაიღრინა და მცველებს რაღაც ანიშნა, მათაც წამსვე იშიშვლეს ხმლები და ნორასკენ დაიძრნენ რომელიც ჯერ კიდევ ლეას ეფარებოდა წინ,
- მას ვგრძნობ, ნორა მე მას ვგრძნობ, ის კარგად არის და ახლოსაა ძალიან ახლოს, ჩაესმა უცაბედად ლეას ჩურჩული და შენობა ძლიერმა ტალღამ შეაზანზარა, მცველები შედგნენ, საიმონმა გაოცებული მზერა მიაპყრო ფანჯარას საიდანაც ახლა წყვდიადის მაგივრად უცნაურად მოელვარე კაშკაშა სინათლე მოჩანდა, შენობა ერთხელ კიდევ შეზანზარდა და ამჯერად ბიძგი ისეთი ძლიერი იყო, თავი ძლივს შეიკავეს რომ არ დაცემულიყვნენ, უეცრად დარბაზის მთლიანი კედელი მოირღვა და ჰაერში აორთქლდა, წყვდიადთან ერთად, კაშკაშა სინათლეც შემოიჭრა და სინათლეს ადამიც შემოჰყვა, რომელიც ჯერ ჰაერში ლივლივებდა და მერე პირდაპირ ნორას წინ დაეშვა, ფეხშიშველი იყო, უბრალო თეთრი თხელი შარვალი და ზედა ეცვა, თმა უწესრიგოდ ეყარა სახეზე და მხრებზე, მისი სახე ნორას არაფერს ეუბნებოდა, ხოლო თვალები... მისი საოცარი ლურჯი თვალები ახლა უცნაურად ელავდნენ და ბრწყინავდნენ, ცეცხლით სავსე უძირო ტბებს გავდნენ, ხელის უბრალო მარტივი მოძრაობით საიმონი და მისი მცველები ადგილზე გააშეშა, ლეას თვალი შეავლო და რომ მიხვდა არაფერი უჭირდა ნორას მიუახლოვდა, რომელიც ერთ ადგილზე გაშეშებული, შესცქეროდა და გრძნობდა როგორ უდუნდებოდა სხეული და ეცლებოდა სხეულში ძალა, ახლა როცა მიხვდა რომ აღარაფერი უჭირდათ, უკეთ გააცნობიერა რომ სხეულში მისხალი ენერგიაც კი აღარ ჰქონდა შერჩენილი და ფეხზე ძლივს იდგა, უყურებდა როგორ მოდიოდა ადამი მისკენ და ღიმილს ვერაფერს უხერხებდა, თვალები კი თავისთავად ეხუჭებოდა,
- კარგად ხარ? -თითქოს შორიდან ჩაესმა ხმა, უნდოდა ეპასუხა მაგრამ რატომღაც ვერ მოახერხა, მერე იგრძნო როგორ მოსწყდა იატაკს, როგორ აიტაცეს ძლიერმა მკლავებმა და მკერდზე მიიკრეს, ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას შვებით ამოიოხრა, ახლა უკვე შეეძლო მოდუნება და მშვიდად ყოფნა, ახლა როცა ის ისევ მის გვერდით იყო...
* * *
ნაცნობ საძინებელში მოვიდა გონს, ნიავი თეთრ ფარდებს აშრიალებდა, ჩიტების ჭიკჭიკი ესმოდა და სასიამოვნოდ თბილოდა, წამოჯდომა დააპირა და ახლაღა იგრძნო წელზე მოხვეული ხელი, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად გადაბრუნდა, ადამი მის გვერდით იწვა და მშვიდად, ღრმა ძილით ეძინა, თვალები დახუჭა და მზის და მცენარეების სურნელს შერეული მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა,
- მინდა ყოველი დღე ასე იწყებოდეს, -ჩაიჩურჩულა და თმაში თითები შეუცურა,
- ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, -მოესმა და საყვარელმა ცისფერმა თვალებმაც შემოანათა,
- შენ რა გღვიძავს? -იგრძნო როგორ გაუხურდა სახე და მისი ხელის მოშორება სცადა რომ საწოლიდან წამომხტარიყო,
- სად გარბიხარ? -ადმმა უფრო მაგრად მოხვია ხელი და ზემოდან მოექცა, ნორას აჭარხლებული სახის დანახვაზე გაეღიმა, -ჯერ კიდევ არ დამვიწყებია რაც პორტალში გამიკეთე, მაგრამ დღეიდან გაქცევის უფლებას აღარ მოგცემ, იცოდე ვერსად გამექცევი, -დაიხარა და ტუჩები მის მთრთოლვარე ტუჩებს შეუერთა, ნორამ გაუბედავად შემოხვია ხელები კისერზე და თვითონაც აყვა, მთელი გრძნობით ეფერებოდა ადამი, მის ყოველ უჯრედს აღელვებდა და ცეცხლში ხვევდა, ასეთი რამ არასდროს განეცადა, მთლიანად დანებდა მის თითებს, მის ალერსს და თავით გადაეშვა გრძნობების მორევში...

- ვფიქრობ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით რაღაც-რაღაცეების შეცვლა მოგვიწევს ჩვენს ყოველდღიურობაში, -გამოაცხადა ლეამ საუზმისას და თეფშზე სიროფმოსხმული ბლინები გადაიღო,
- მაინც რის შეცვლას გეგმავ? ხომ იცი დღეიდან უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, თვითონაც ნახე რაც გააკეთეს წყვდიადის სამეფოში, ალბათ რამდენ ხანს გეგმავდნენ ამას, -ადამი საუბრობდა და თან ლოყეფშეფაკლულ ნორას თვალს ვერ აშორებდა,
- უსაფრთხოება კარგია მაგრამ ვფიქრობ დროა ჩვენც გავერიოთ ამ სამეფოების მაცხოვრებლებში, უფრო ახლოდან მივიღოთ მონაწილეობა ამ ყველაფერში, რასაც აქამდე შორიდან ვაკვირდებოდით, ახლა კი ნორას წყალობით უამრავი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ნორამ ალბათ არც კი იცის რომ მისი დამსახურებით მივირთმევთ ახლა ამ საუზმეს,
- როგორ? ამასთან მე რა შუაში ვარ,
- სანამ შენ გამოჩნდებოდი მანამდე არასდროს გაგვისინჯავს არანაირი საჭმელი, უბრალოდ ამის საჭიროება არ გვქონდა,
- სერიოზულად? არასდროს არ გრძნობდით შიმშილს?
- არა შიმშილი არასდროს გვიგრძვნია, -ადამმა გაუღიმა და მაგიდის ქვეშ ხელი ხელზე მოუჭირა, -შენ ლეას სახე უნდა გენახა როცა პირველად მიხვდა რაც სჭირდა,
- ჰოო, -ლეამ მხიარულად გადაიკისკისა, -სანამ გავარკვევდით რაშიც იყო საქმე მანამდე კინაღამ შიმშილით მოვკვდით, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ჭამა ძალიან სასიამოვნოა, კიდევ იცი რა მინდა ნორა? მინდა რომ დღესასწაულებს და წვეულებებს ვესწრებოდე ვსვავდე და ყველას ვეცეკვებოდე ვინც საცეკვაოდ გამიწვევს, კიდევ მინდა ჩვეულებრივი, გოგოსავით ვიარო მეგობრებთან ერთად კაფეებში და საყიდლებზე,
-აღფრთოვანებული საუბრობდა და თან უკვე მეხუთე ბლინს უღებდა ბოლოს,
- იმისთვის რომ ეს ოცნებები აიხდინო, ჯერ ის არეულობები და ქაოსი უნდა მოვაგვაროთ, რომელიც თუკი მალე არ მოგვარდა ალბათ ომიც გველის, რაც ნამდვილად არაფერში გვჭირდება, მითუმეტეს ახლა როცა ნორა მყავს და დიდხანს და ხანგრძლივად ბედნიერი ცხოვრება მაქვს მასთან ერთად დაგეგმილი, -ადამმა ნორა თავისკენ მიიზიდა და ნაზად აკოცა შუბლზე,
- მგონი დროა მგლების სამეფოს ვესტუმროთ,
- მგლების სამეფოს? -ნორა უხერხულად შეიშმუშნა,
- მესმის შენი, -ადამს ძლივშეკავებული ღიმილი გაუკრთა სახეზე, -უბრალოდ ჯეისი ერთადერთი სწორად მოაზროვნე მმართველია მმართველებს შორის და მისი დახმარებით მარტივად შევძლებთ კონფლიქტების მოგვარებას, რათქმაუნდა არის სხვა საშუალებებიც ...
- რაც ხოცვა-ჟლეტას და სამეფოების მიწასთან გასწორებას გულისხმობს ძვირფასო ძამიკო?
- გეყოფა ლეა, მშვენივრად იცი რომ არასდროს ვყოფილვარ ასეთი უკიდურესად მძიმე საშუალებების გამოყენების მომხრე, ამიტომაც ჯობია ჯეისს დავეხმაროთ კონფლიქტის მოგვარებაში, ჩვენ თუ მხარს დავუჭერთ მერწმუნე უმოკლეს დროში შეძლებს ყველაფრის მოგვარებას,
* * *
- დარწმუნებული ხარ რომ გინდა მგლების სამეფოში ერთად წავიდეთ? -ჰკითხა ნორამ როცა უკვე მარტო დარჩნენ საძინებელში, -ხომ იცი რომ მე და ჯეისი... მე...
- დამშვიდდი, სანერვიულო არაფერია, ვიცი რა ურთიერთობა გქონდათ და რასაც გრძნობდით ერთმანეთის მიმართ და ისიც ვიცი რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მე შენ გენდობი, არ მინდა რომ სხვა რამეზე იფიქრო, ვიცი როგორ გიყვარს ეს სამეფო და შენი მეგობრები, ნამდვილად არ ვაპირებ უაზრო და უსარგებლო ეჭვების გამო მათთან ურთიერთობის სიამოვნება მოგაკლო,
- მიყვარხარ, -დაიჩურჩულა ნორამ, მოეხვია და მთელი ძალით მიეკრა მკერდზე, -დამპირდი რომ ყოველთვის ასეთი კარგი იქნები და არასდროს შეიცვლები,
- გპირდები რომ ყოველთვის სიცოცხლეზე მეტად მეყვარები, -სახე ორივე ხელით დაუჭირა და როცა ნორას აწყლიანებულ თაფლისფერ თვალებში საკუთარი ანარეკლი დაინახა თბილად გაეღიმა, სახე დაუკოცნა, მთრთოლვარე ბაგეებზე დააკვდა და კიდევ ერთხელ დაათრო ალერსით და სიყვარულით...

- კარგი რა რატომ აიკვიატე რომ მაინცდამაინც ცხენებით უნდა წამოვსულიყავით, ჩვეულებრივად შეგვეძლო უფრო სწრაფი და მარტივი გზით მოხვედრა მგლების სამეფოში, -ლეა წუწუნებდა და წამდაუწუმ ისწორებდა, უზარმაზარფარფლებიან ქუდს,
- რათქმაუნდა შეგვეძლო დაიკო მაგრამ დღეიდან უნდა ვეცადოთ რომ ნორმალურ არსებებს დავემსგავსოთ,
- რა გინდა თქვა რომ არანორმალურები ვართ?
- კარგი რა ლეა, -ადამმა გულიანად გაიცინა, -მგონი შენ წუწუნებდი იმაზე რომ მატთან ერთად თანაცხოვრება გინდა, ასე რომ თუ ამას აპირებ, ცოტათი მაინც უნდა დაემსგავსო მათ,
- ადამი მართალია ლეა, -ნორამ სვლა შეანელა და ცხენი ლეას ცხენს ამოუყენა გვერდით, -არ აქვს მნიშვნელობა ადამიანები იქნებიან ფერიები თუ მგლები, არავის უყვარს მათგან განსხვავებული არსებები, ასე რომ ეცადე ცოტათი მაინც აუწყო ფეხი ისეთ ცხოვრებას როგორი ცხოვრებითაც ისინი ცხოვრობენ,
- შენთვის ადვილი სათქმელია, -ისევ დაიწუწუნა ლეამ, -მე კი ალბათ გამიჭირდება.
- არ იფიქრო რომ ყოველთვის ასეთი წუწუნაა, უბრალოდ უჭირს ამ ყველაფერთან შეგუება, შენ პირველი არსება ხარ ჩემს შემდეგ რომელსაც დაელაპარაკა, ახლა კი უამრავი სხვა არსების გაცნობაც მოუწევს, უბრალოდ ღელავს, -ადამმა ნორას გადახედა და გაუღიმა,
- მესმის, არაფრის ახსნა არ არის საჭირო, ვფიქრობ რომ არ გაუჭირდება და ყველაფერს მალე შეეჩვევა, ნახე მგონი საზღვრამდეც მივაღწიეთ, ქალაქის შესასვლელთან მეომრები დგანან, რატომ?
- შენ კიდევ ყველაფერი არ იცი ნორა, მხოლოდ შესასვლელებს არა, უკვე მთელ საზღვრებს იცავენ, იძულებულები არიან ასე მოიქცნენ, ფერიები და ადამიანები შეიკრნენ და ომის დაწყებას აპირებენ, ჯეისი საკუთარი სამეფოს დაცვას ცდილობს, წყვდიადის სამეფოს როლი კი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა იმის შემდეგ რაც საიმონმა გააკეთა, უკვე თითქმის გასაგებია მისი ზრახვები, ვფიქრობ უნდა რომ თვითონ ჩაუდგეს ყველაფერს სათავეში, -ადამი პირდაპირ კარიბჭესთან ჩამოქვეითდა და ნორასაც დაეხმარა ჩამოსვლაში, ლეა თვითონ ჩამოხტა ცხენიდან და გვერდით ამოუდგათ, შესასვლელში მდგომმა შეჯავშნულმა მეომარმა ვინაობა და სტუმრობის მიზანი ჰკითხათ, და როცა გაიგო რომ ჯეისთან მიდიოდნენ, გადაწყვიტა რაზმის მეთაურისთვის დაეძახა და ნებართვა მისგან აეღო, შესასვლელთან ახლომდებარე შენობიდან ლუკის გამოსვლისას, ნორას თავისდაუნებურად გაეღიმა, ახლა მიხვდა როგორ მონატრებია მეგობრები, ლუკი, მარკუსი, ნედი და ყველაფრის მიუხედავად მირაც,
- ჰეი მეგობარო, -ხელი მაღლა ასწია და დაუქნია, მისი ხმის გაგონებისას ლუკს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, მისკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრა და ისე რომ ყურადღებაც კი არ მიუქცევია მისი თანმხლებებისთვის, ნორა ხელში აიტაცა, გულში ჩაიკრა და ერთ ადგილზე დაატრიალა,
- აქ რას აკეთებ პატარავ? ხომ იცი რომ ეს საზღვრები, დამცავი ბარიერები და მცველები შენთვის არ არის და შენი სახლი და მეგობრები ყოველთვის გელოდებიან, არც კი იცი როგორ მოგვენატრე,
- მეც მომენატრეთ, უბრალოდ ჩემს თანმხლებებთან ერთად საზღვრის დარღვევა არც თუ ისე კარგი საქციელი იქნებოდა, -ლუკს ქვემოდან ეშმაკურად შესცინა და აჩეჩილ თმაზე ხელი ჩამოუსვა, მოდი ერთმანეთს გაგაცნობთ, ადამი და ლეა, ეს კი ჩემი მეგობარია ლუკი,
- ლუკმა ორივე შემფასებლური მზერით შეათვალიერა და სერიოზული სახით ჩამოართვა ხელი ჯერ ადამს შემდეგ კი ლეას, თუმცა ოდნავ შეკრთა როცა ლეას ათრთოლებული ხელი ხელში მოიქცია და აციმციმებულ თვალებში ჩახედა,
ცოტა ხანში უკვე ყველანი ჯეისის ქალაქის სახლის ვერანდაზე ისხდნენ, ნორა ლეასა და ადამს შორის იჯდა მოპირდაპირე მხარეს ჯეისი და მირა ხოლო მარკუსი ნედი და ლუკიც იქვე იყვნენ, ნორა ჯეისის სახეზე ვერაფერს კითხულობდა, თუმცა გრძნობდა როგორ უჭირდა მას მისი ადამის გვერდით დანახვა და ეს საშინლად სტკენდა გულს, თუმცა ვერაფერს ამბობდა, ახლა ნამდვილად არ იყო ამის დრო, დანარჩენები ჯერ კიდევ შოკში იყვნენ, იმ ყველაფრის გამო რაც მოისმინეს, შეფარვით უყურებდნენ ადამს და ვერ დაეჯერებინათ რომ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, სიმპათიურ და კეთილად მომღიმარ ცისფერთვალა ბიჭში, უზარმაზარი ღვთიური ძალა იმალებოდა,
- კარგია რომ ჩვენთან მოხვედით, -სიჩუმე ისევ ჯეისმა დაარღვია, -ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ომი თავიდან ავირიდოთ, ყველას გვახსოვს ის დრო როდესაც ვომობდით, თითქმის ყველა სამეფო მიწასთან იყო გასწორებული და ყველაფერს გავაკეთებ რომ ასე აღარ მოხდეს,
- გულწრფელი ხარ ჯეის, შენში იოტისოდენა სიყალბეც არ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმაროთ, -ადამი სრულიად მშვიდად, მომღიმარი სახით ესაუბრებოდა ჯეისს,
- შეგეძლოთ ეს ყველაფერი უჩვენოდაც მოგეგვარებინათ, აქამდე ასე არ იქცეოდით?
- შეგვეძლო მაგრამ, გადავწყვიტეთ რომ ცვლილებების დროა, ძალიან დიდხანს ვიყავით ყველაფრისგან შორს და ახლა ნორას წყალობით შეგვიძლია ჩვეულებრივი არსებებივით შევძლოთ ცხოვრება, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, დღეიდან აღარ ვაპირებთ დავიმალოთ, თქვენს შორის ვიცხოვრებთ, პრობლემებს ერთად მივხედავთ და ყველანაირად დაგეხმარებით რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ,
როცა შეთანხმება დადეს და საუბარი დაასრულეს, ნორამ პირველად გაუსწორა ჯეისს მზერა და შვებით ამოისუნთქა როცა მის თვალებში ვერც ბრაზი დაინახა და ვერც ტკივილი, ჯეისმა თბილად გაუღიმა და მსუბუქად დაუკრა თავი,
- მიხარია რომ ბედნიერს გხედავ ნორა.
* * *
- ახლა როცა უკვე ყველაფერი მოგვარებულია, ომის საშიშროება აღარ გვემუქრება და როგორც იქნა ხანგრძლივი მშვიდობაც მივიღეთ, როგორ ფიქრობ მცირეოდენ განტვირთვას არ ვიმსახურებთ? -ადამი ქარაფის კიდეზე ჩამომჯდარ ნორას გვერდით მიუჯდა, ხელი მხარზე მოხვია და გულზე მიიკრა, ირგვლივ მხოლოდ უღრანი გაუვალი ტყეები იყო, ნიავს შორიდან აზვირთებული მდინარის ხმა მოჰქონდა, სავსე მთვარე ცივ სინათლეს ჰფენდა ირგვლივ და წყვდიადს უფლებას არ აძლევდა გაბატონებულიყო,
- განტვირთვაში რას გულისხმობ? -ნორას ახლა მასთან ერთად ჩახუტებული ყოფნა ყველაფერს ერჩივნა, ეს იყო მისთვის საუკეთესო განტვირთვა,
- მიდი გარდაისახე, მე ხომ ვიცი როგორ მოგწონს და გაბედნიერებს ეს, -ადამი ეშმაკური ღიმილით შეჰყურებდა თვალებში,
- ახლა?
- ჰო ახლა, ნურაფრის შეგეშინდება, მე შენს გვერდით ვიქნები,
ადამი მართალი იყო, არაფერი ისე არ აბედნიერებდა ნორას როგორც სრული თავისუფლების შეგრძნება რომელსაც მგლად გარდასახვის დროს განიცდიდა, თუმცა ადამთან ერთად ეს არასოდეს გაუკეთებია, ახლა კი უყურებდა ეშმაკურად აციმციმებულ ცისფერ თვალებში და საშინლად უნდოდა მასთან ერთად გამოეცადა ეს ყველაფერი, ბევრი აღარ უყოყმანია, ფეხზე გაიხადა და ერთი ხელის მოსმით გადაიძრო თხელი თეთრი სარაფანი, ადამი აღფრთოვანებული შესცქეროდა ქარაფის პირას მდგომ თმაგაშლილ, სრულიად შიშველ ნორას და გამამხნევებლად უღიმოდა...
თავაწყვეტილი გარბოდა, ქარივით სწრაფად მიაპობდა წყვდიადს, იგრძნო როგორ წამოეწია ადამი და გვერდით ამოუდგა, შეხედა და უცაბედად შედგა, ერთ ადგილზე გაიყინა, ადამის ცვლილებამ გააოცა, ასეთი საოცრება არასდროს ენახა, ის იმწამს ყველაფერი იყო, ნისლი, ქარი, წვიმა, წყვდიადი და კაშკაშა თბილი მზე, მზე რომელიც შუაღამისას, მხოლოთ მისთვის ანათებდა და ათბობდა, არ შეშინებია მიუახლოვდა, თვალები დახუჭა და როცა თავზე მისი ხელი იგრძნო შვებით ამოისუნთქა,
- არ მინდა ჩემი გეშინოდეს, -მოესმა თბილი, დაბალი ხმა, -უბრალოდ მე მხოლოდ ამ ფორმაში შემიძლია გვერდით აგედევნო, როცა შენ გარდასახული ხარ, -ნორამ თავი მაღლა ასწია და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ახლა შიშის არა მაგრამ გართობის და გამოწვევის დრო იყო,
- ოჰო, ჩემი მამაცი გოგო, გინდა შევეჯიბროთ? კარგი ასე იყოს, მიდი პატარავ მაჩვენე რა შეგიძლია,
ადამი ერთხანს მონუსხული უყურებდა როგორ თავდავიწყებით გარბოდა ნორა, მერე ღრმად ჩაისუნთქა მისგან დარჩენილი დამათრობელი სურნელი და მის კვალს აედევნა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



დღეს წავიკითხე და თან ვფიქრობდი თავებად როცა დებდა მაშინ რატომ არ წავიკითხე-თქო :დ შესანიშნავი იყო❤

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგია ყოჩაღ!

 


№3 სტუმარი ია

სერიალი რეიტინგს რომ დებს და აგრძელებენ მაგრამ ირევიან ეგრე დაგემართა ხო? ადამი აშკარად თითიდან გამოწოვილი პერსონაჟია,როცა ნორას გონებაში თავიდანვე ჯეისი იყო...კარგი იქნებოდა აგეხსნა საიდან მოვიდა უცებ ადამით ასე გატაცება როცა სხვაზე უკვე იყო შეყვარებული და ყველა გრძნობდა ამათ ერთიანობას...მოკლედ ძაან აბოდიალდი მინდა გითხრა

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

ია
სერიალი რეიტინგს რომ დებს და აგრძელებენ მაგრამ ირევიან ეგრე დაგემართა ხო? ადამი აშკარად თითიდან გამოწოვილი პერსონაჟია,როცა ნორას გონებაში თავიდანვე ჯეისი იყო...კარგი იქნებოდა აგეხსნა საიდან მოვიდა უცებ ადამით ასე გატაცება როცა სხვაზე უკვე იყო შეყვარებული და ყველა გრძნობდა ამათ ერთიანობას...მოკლედ ძაან აბოდიალდი მინდა გითხრა


თითიდან გამოწოვილი პერსონაჟი ნამდვილად არ არის მაგაში არ გეთანხმებით, ადამის პერსონაჟი იმისთვის ნამდვილად არ შემიქმნია რომ ისტორია გამეგრძელებინა, ჯეისს რაც შეეხება ბოლოს როცა გადავიკითხე მე თვითონაც კი დამწყდა გული რომ ჯეისთან არ დარჩა ნორა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent